ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი პირველი

თავი პირველი
 
როცა კატერინა პირველად ვნახე, ღია ჟოლოსფერი კაბა ეცვა და ნერვიულად ფურცლავდა ჟურნალს ჩემი ოფისის მოსაცდელ ოთახში. იგი ქოშინებდა, რადგან ცოტა ხნის წინ ოცი წუთის განმავლობაში ფსიქიატრიის განყოფილების გარეთ, კორიდორში მიდი-მოდიოდა და ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ჩემთან შეხვედრა არ გადაედო. 
 
მასთან მივედი, მივესალმე და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. შევამჩნიე, რომ ხელები ცივი და ოფლიანი ჰქონდა, რაც ასევე შფოთვაზე მიუთითებდა. სინამდვილეში, იგი მთელი ორი თვე იკრებდა გამბედაობას, რომ ჩემთან მოსულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი ექიმი, რომლებსაც ენდობოდა, დაჟინებით ურჩევდნენ ჩემთან ვიზიტს. 
 
კატერინა მეტისმეტად მიმზიდველი ქალია, ყავისფერი თვალებით და საშუალო სიგრძის, ღია ფერის თმით. იმ დროს იგი ლაბორანტად მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც მე მთავარი ფსიქიატრის თანამდებობა მეკავა. გარდა ამისა იგი დამატებით საცურაო კოსტუმების მოდელირებითაც შოულობდა ფულს. 
 
ჩემს კაბინეტში შევიყვანე და შევთავაზე, რომ დიდ ტყავის სავარძელში მოთავსებულიყო. ერთმანეთის პირდაპირ დავსხედით ისე, რომ მხოლოდ ნახევრად მრგვალი ფორმის მაგიდა გვყოფდა. კატერინა მდუმარედ ჩაეშვა სავარძელში, და არ იცოდა რითი დაეწყო. 
 
მე ველოდებოდი და შესაძლებლობას ვაძლევდი, რომ თვითონ გაეხსნა თემა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ კითხვების დასმა დავუწყე მისი წარსულის შესახებ. ამ პირველი შეხვედრის დროს ვეცადე გამერკვია, თუ ვინ იყო და რატომ მომმართა. 
 
კატერინა კითხვებზე მპასუხობდა და თავისი ცხოვრების ისტორიას მიყვებოდა. იგი კონსერვატულ კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, შუათანა შვილი იყო და მასაჩუსეთსის შტატის პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მისი სამი წლით უფროსი ძმა ძალიან სპორტული ბავშვი იყო და მთლიანად ტკბებოდა თავისუფლების იმ დონით, რომლის უფლებასაც მას არასოდეს აძლევდნენ. მისი უმცროსი და კი ორივე მშობლის ნებიერა იყო.
 
როცა საუბარი ავადმყოფურ სიმპტომებზე წავიდა, იგი შესამძნევად დაიძაბა და ანერვიულდა. მისი საუბარი უფრო ჩქარი გახდა, წინ გადაიხარა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. მთელი მისი ცხოვრება შიშით იყო სავსე. ესინოდა წყლის, ეშინოდა გაგუდვის იმ დონემდე, რომ ტავლეტებსაც ვერ ყლაპავდა; ეშინოდა თვითმფრინავების, სიბნელის, და საშნლად ეშინოდა სიკვდილის. ბოლო პერიოდში შიშები გაუმძაფრდა. სახლის გარეთ მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, როცა ტანსაცმლის ფარდულში ეძინა. და სანამ დაიძინებდა, ორი საათი უძილობით იტანჯებოდა. ამასთან, მისი ძილი ღრმა არ იყო და ხშირად წყდებოდა მშფოთვარე გამოღვიძებებით. ღამის კოშმარები და მთვარეულობა, რომლებმაც ბავშვობაში დატანჯეს, კვლავაც დაუბრუნდნენ. შიშები და ავადმყოფური სიმპტომები უფრო და უფრო მეტად იწვევდა მის პარალიზებას, და უფრო და უფრო აგდებდა დეპრესიაში.
 
კატერინას მოსმენისას წარმოვიდგინე, როგორი ღრმა იყო მისი ტანჯვა. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ბევრ პაციენტს დავეხმარე მსგავსი შიშებისგან გათავისუფლებაში და დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც დავეხმარებოდი. გადავწყვიტე, რომ მის ბავშვობაში ჩაღრმავებით დავიწყებდით, რათა მისი პრობლემების პირვანდელი მიზეზები გამოგვევლინა. როგორც წესი, ასეთი გაცნობიერებები შფოთვას ამცირებენ. თუ საჭირო იქნებოდა და თუკი შეძლებდა ტაბლეტების გადაყლაპვას, რაიმე მსუბუქ დამამშვიდებელს შევთავაზებდი, რათა თავი კომფორტულად ეგრძნო. ეს იყო კლასიკური საშუალება კატერინას სიმპტომების საწინააღმდეგოდ, და მე ყოველთვის უყოყმანოდ ვიყენებდი ტრანკვილიზატორებს და შემდეგ ანტიდეპრესანტებს ქრონიკული, მძიმე შიშებისა და შფოთვების მკურნალობისთვის. ახლა ამ მედიკამენტებს მნიშვნელოვნად უფრო იშვიათად ვიყენებ, და როგორც დროებით საშუალებებს, რადგან ვერცერთი წამალი ვერ იმოქმედებს ამ სიმპტომების ნამდვილ მიზეზებზე. ჩემმა გამოცდილებამ კატერინასთან და სხვა მსგავს პაციენტებთან დამარწმუნა ამაში. ახლა ვიცი, რომ სიმპტომების განკურნებაა საჭირო, და არა უბრალოდ მიჩქმალვა. 
 
პირველი სეანსის დროს რბილად ვიწვევდი, რომ ბავშვობაში დაბრუნებულიყო. რადგანაც კატერინამ ვერ შეძლო ადრეული წლების გარკვეული მომენტების გახსენება, გადავწყვიტე, რომ ჰიპნოთერაპია გასაღები იქნებოდა დათრგუნული მეხსიერების გამოსაღვიძებლად. მას უბრალოდ არ შეეძლო გარკვეული განსაკუთრებით ტრავმული მომენტების გახსენება, რომლებიც მის შიშებს ახსნიდნენ. 
 
როცა იძაბებოდა და გონებას მოგონებებისკენ მიმართავდა, მეხსიერების სიღრმეებიდან ცალკეული ფრაგმენტები ამოტივტივტებოდა ხოლმე. დაახლოებით ხუთი წლის ასაკში მან პანიკური შეტევა განიცადა, როცა ვიღაცამ ტრამპლინიდან აუზში ჩააგდო. ამბობდა, რომ ამ შემთხვევამდეც არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავს წყალში. თერთმეტი წლის იყო, როცა დედამისი ღრმა დეპრესიაში ჩავადა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამასთან დაკავშირებით დედას მკურნალობის კურსი უნდა გაევლო ფსიქიატრთან და ელექტროშოკურ თერაპიას საჭიროებდა. შედეგად დედას მეხსიერების პრობლემები შეექმნა. ამ ყველაფერმა შეაშინა კატერინა, მაგრამ როცა დედის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ეს შიშები, კატერინას სიტყვებით, გაიფანტა. მამა ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო, და ზოგჯერ კატერინას ძმას უხდებოდა ხოლმე მისი ადგილობრივი ბარიდან წამოყვანა. მამის ლოთობის გამო მამას და დედას შორის ხშირად ხდებოდა შეხლა-შემოხლა, რის გამოც დედა უფრო ჩაიკეტა. მაგრამ შემდეგ ასეთი ოჯახური ურთიერთობები კატერინასთვის სრულიად ასატანი გახდა. 
 
სახლის გარეთ საქმეები უკეთ მიდიოდა. სკოლაში ადვილად გაიჩინა მეგობრები, და უმეტესობა მათგანს რამდენიმე წელი იცნობდა. მაგრამ უჭირდა ადამიანების ნდობა, განსაკუთრებით მათი, ვინც მისი ახლო მეგობრების ვიწრო წრეში არ შედიოდა. 
 
რელიგიასთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივი და განსაზღვრული იყო. კატერინა ტრადიციული კათოლიკური იდეოლოგიით და პრაქტიკით აღიზარდა, და არსობრივად, მას არასოდეს შეპარვია ეჭვი ამ რწმენის ჭეშმარიტებაში. მას სჯეროდა, რომ თუ კარგი კათოლიკე ხარ და ღირსეულად ცხოვრობ, რწმენით და რიტუალების დაცვით, ჯილდოს სახით სამოთხეში მოხვდები; ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - განსაწმენდელში ან ჯოჯოხეთში. ამ საბოლოო გადაწყვეტილებებს პატრიარქალური ღმერთი და მისი ვაჟი იღებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ კატერინას არ სჯეროდა რეინკარნაციის; სინამდვილეში, მან ძალიან ცოტა იცოდა ამ კონცეფციის შესახებ, თუმცა ზოგჯერ კითხულობდა ხოლმე ინდუსებისა და ინდუიზმის შესახებ. რეინკარნაციის იდეა მის აღქმას და გაგებას ეწინააღმდეგებოდა. იგი არასოდეს კითხულობდა მეტაფიზიკურ ან ოკულტურ ლიტერატურას და არც კი ინტერესდებოდა მათით. და ყოველთვის მყარად მიჰყვებოდა თავის რწმენა-წარმოდგენებს. 
 
საშუალო სკოლის შემდეგ კატერინამ ორწლიანი კურსი დაამთავრა ლაბორანტის სპეციალობით. ამ მიღწევით, და ასევე ძმის მაგალითით გამხნევებულმა, რომელიც ტამპაში გადავიდა საცხოვრებლად, კატერინამ მაიამიში, უნივერსიტეტის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ეს მოხდა 1974 წლის გაზაფხულზე, როცა 21 წლის იყო. 
 
მაიამიში ცხოვრება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მის მშობლიურ პატარა ქალაქში, მაგრამ კატერინა კმაყოფილი იყო, რომ ოჯახური პრობლემების ტვირთისგან გათავისუფლდა.   
 
პირველივე  წელს კატერინა სტიუარტს შეხვდა. ეს იყო ცოლიანი და ორშვილიანი მამაკაცი,  ებრაელი, რომელიც ფრიად განსხვავდებოდა იმ მამაკაცებისგან, რომლებსაც მანამდე ხვდებოდა. სტიუარტი წარმატებული ექიმი იყო, ძლიერი და აგრესიული. მათ გადაულახავად იზიდავდათ ერთმანეთი, მაგრამ მათი რომანი მძიმე და ქარიშხლიანი იყო. სტიუარტში იყო რაღაც ისეთი, რაც მისი ღრმა გრძნობების გამოღვიძებას და პროვოცირებას ახდებდა, თითქოს მოჯადოებული იყო მისით. იმ მომენტისთვის, როცა კატერინა ჩემს ოფისში მოვიდა, მათი რომანი მეექვსე წელი გრძელდებოდა და ფრიად აქტურ ფაზაში იყო. იგი ვერ ეწინააღმდეგებოდა სტიუარტის ზეწოლას, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ეპყრობოდა, და ხშირად განრისხებული იყო მისი სიზარმაცის, პირობების შეუსრულებლობის და მანიპულაციების გამო.
 
 
ჩემთან ვიზიტამდე რამდენიმე თვით ადრე კატერინას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა ხმის იოგებზე, სადაც კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. მას სურდა ეს ოპერაცია, მაგრამ როცა ოპერაციის შემდეგ პალატაში გაიღვიძა, საშინელმა შიშმა შეიპყრო. მომსახურე პერსონალს რამდენიმე საათი დასჭირდა მის დასამშვიდებლად. როცა მდგომარეობა გაუუმჯობესდა, მან დოქტორი პული იკითხა. ეს იყო პედიატრი, რომელიც კატერინამ ამ ჰოსპიტალში მუშაობისას გაიცნო. ისინი პირველივე დანახვაზე კარგად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და კარგი მეგობრები გახდნენ. კატერინამ გულახდილად მოუთხრო თავისი შიშების, სტიუარტთან ურთიერთობის და იმ შიშის შესახებ, რომ თავის ცხოვრებაზე კონტროლს კარგავდა. დოქტორმა პულმა დაჟინებით ურჩია, რომ ჩემთან ვიზიტზე ჩაწერილიყო, და თანაც მხოლოდ ჩემთან, და არა რომელიმე სხვა ჩემს კოლეგასთან. ედმა დამირეკა და შემატყობინა კატერინას შესახებ, თან მითხრა, რომ მისი აზრით მხოლოდ მე შემეძლო მისი ნამდვილად გაგება. მაგრამ კატერინა არ რეკავდა.
 
რვა კვირა გავიდა. ჩემი ყოველდღიური საქმეების გადამკიდეს ედის ზარი საერთოდ გადამავიწყდა. კატერინას კი მისი შიშები და ფობიები კიდევ უფრო გაუძლიერდა. დოქტორი ფრენკ აკერი, მთავარი ქირურგი, უკვე მრავალი წელია იცნობდა კატერინას, და ხშირად ხუმრობით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს, როცა იმ ლაბორატორიაში შედიოდა, სადაც კატერინა მუშაობდა. ექიმმა შეამჩნია მისი დათრგუნული და დაძაბული მდგომარეობა. რამდენჯერმა დააპირა მასთან დალაპარაკება, მაგრამ ვერ გაბედა. ერთხელ ფრენკი ლექციიდან ერთ პატარა ჰოსპიტალში წავიდა. გზაზე, ჰოსპიტალთან ახლოს, ავტომობილით სახლისკენ მიმავალი კატერინა დაინახა. მან იმპულსურად ანიშნა რომ გაეჩერებინა ავტომობილი „მინდა, რომ ახლავე შეხვდე დოქტორ ვაისს, - დაუყვირა ფანჯრიდან. - გადაუდებლად!“ ქირურგები ხშირად იქცევიან იმპულსურად, მაგრამ ფრენკი თვითონვე გააკვირვა თავისმა ექსპრესიულობამ.
 
პანიკის და შფოთვის შეტევები კიდევ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხდებოდა. ღამ-ღამობით გამუდმებით ესიზმრებოდა ორი კოშმარი. პირველში ინგრეოდა ხიდი, რომელზეც ის გადიოდა. მისი ავტომობილი წყალში ვარდებოდა, ის გამოსვლას ვერ ასწრებდა და იხრჩობოდა. მეორე კოშმარში სრულიად ბნელ ოთახში აღმოჩნდებოდა ხოლმე, ბორძიკობდა, ეცემოდა და უშედეგოდ ცდილობდა გასასვლელის პოვნას. ბოლოს და ბოლოს ჩემთან ვიზიტზე მოვიდა. 
 
პირველი სეანსის დროს წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ჩემი ცხოვრება მალე ამოყირავდებოდა და შეშინებული და დაბნეული ქალი, რომელიც ჩემს წინ იჯდა, ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების კატალიზატორი გახდებოდა, და მე ვეღარასოდეს ვიქნებოდი ისეთი, როგორიც მანამდე ვიყავი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff