ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
2.5
1

თავი მეთექვსმეტე

თავი მეთექვსმეტე

 

თითქმის ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე და კატერინამ ეს საოცარი გამოცდილება მივიღეთ. ამან ორივენი ფუნდამენტურად შეგვცვალა. 

 

დროდადრო იგი კაბინეტში შემომივლის ხოლმე, რომ მომესალმოს, ან რაიმე პრობლემა განიხილოს ჩემთან. მაგრამ აღარასოდეს გამოთქვამს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენოს რეგრესია, რათა გაერკვეს სიმპტომებში ან გაარკვიოს, თუ როგორ იყვნენ ადამიანები მასთან დაკავშირებული წარსულში. ჩვენი სამუშაო უკვე დასრულდა. კატერინას უკვე შეუძლია სრულად დატკბეს ცხოვრებით, ავადმყოფური სიმპტომების ზემოქმედების გარეშე. მან ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება მოიპოვა, რაც ადრე ვერც კი წარმოედგინა. უკვე აღარ ეშინია ავადმყოფობის ან სიკვდილის. ცხოვრებამ მისთვის აზრი და მნიშვნელობა შეიძინა, გაწონასწორებულია და საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. იგი ისეთ შინაგან სიმშვიდეს ასხივებს, რომელზეც ბევრი ოცნებობს, მაგრამ ცოტა თუ აღწევს. საკუთარ თავში მეტ სულიერებას გრძნობს. კატერინასთვის ის ყველაფერი, რაც მოხდა, სრულიად რეალურია. ეჭვიც კი არ ეპარება ამ ინფორმაციის სიმართლეში და მიიღო იგი, როგორც საკუთარი თავის შემადგენელი ნაწილი. აღარ სურს ამ ფსიქიკური მოვლენის შესწავლის გაგრძელება, და გრძნობს, რომ „იცის“ ეს ისეთი არხის მეშვეობით, რომელსაც წიგნებით ან ლექციებით ვერ ისწავლი. მას ხშირად პოულობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიკვდილის პირას არიან, ან რომლებსაც ახლობლები უკვდებათ. იგი ცალსახად იზიდავს მათ. როცა ელაპარაკება, მათი მდგომარეობა მსუბუქდება. 

 

ჩემი ცხოვრებაც ისევე კარდინალურად შეიცვალა, როგორც კატერინასი. უფრო ინტუიტიური გავხდი, უფრო მეტად დავიწყე ჩემი პაციენტების, კოლეგებისა და მეგობრების დაფარული, საიდუმლო მხარეების დანახვა. როგორც ჩანს, უფრო მეტი მესმოდა მათზე, ვიდრე საჭირო იყო. ჩემი მიზნები და ფასეულობები უფრო ჰუმანისტური გახდა. სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში ექსტრასენსები, მედიუმები, მკურნალები და ა.შ. და მე სისტემატიურად დავიწყე მათი შესაძლებლობების შესწავლა. ქეროლი ჩემთან ერთად ვითარდება. მან კონსულტირების განსაკუთრებული უნარები შეიძინა სიკვდილისთვის მომზადებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით, და ახლა მას მიყავს იმ პაციენტთა თანადგომის ჯგუფები, რომლებიც შიდსისგან კვდებიან. 

 

მე მედიტაცია დავიწყე, თუმცა ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ამას მხოლოდ ინდუსები და კალიფორნიელები აპრაქტიკებდნენ. გაკვეთილები, რომლებიც კატერინასგან მივიღე, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ყოველთვის მახსოვდა სიცოცხლისა და სიკვდილის, როგორც მისი ბუნებრივი ნაწილის მნიშვნელობა, უფრო მომთმენი, თანმგრძნობი და მოსიყვარულე გავხდი. ასევე მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი საკუთარ როგორც ნეგატიურ, ასევე კეთილშობილურ ქმედებებზე. ვიცი, რომ ყველაფრისთვის დიდი ფასის გადახდა მოგვიწეს. ჭეშმარიტად, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. 

 

მე ვაგრძელებ სამეცნიერო მოხსენებების კითხვას. ლექციებს ვკითხულონ პროფესიონალურ შეხვედრებზე და ვხელმძღვანელობ ფსიქიატრიის განყოფილებას. მაგრამ ახლა ორ სამყაროს ვითვალისწინებ: ხუთი გრძნობის ფენომენალურ სამყაროს; და მეტაფიზიკური პლანების უფრო ფართო სამყაროს, რომელიც ჩვენი სულითა და სამშვინველითაა წარმოდგენილი. მე ვიცი, რომ ეს სამყაროები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, და ყველაფერი ენერგიაა. თუმცაღა ხშირად ისინი ისეთი დაშორებულნი ჩანან ერთმანეთისგან. ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროები შევაერთო და გულდასმით, მეცნიერულად დავაფიქსირო მათი ერთიანობა. 

 

ჩემი ოჯახის საქმეები კარგად წავიდა. აღმოჩნდა, რომ ქეროლს და ემმის საშუალოზე მეტი ფსიქიკური უნარები აქვთ, და ჩვენ ნახევრად ხუმრობით ვახალისებთ მათ უფრო მეტი განვითარებისთვის. ჯორდანი ძლიერი და ქარიზმატული მოზარდი გახდა, ბუნებრივი ლიდერი. მეც, ბოლოს და ბოლოს, ნაკლებად სერიოზული ვხდებოდი. და ზოგჯერ უჩვეულო სიზმრებიც მესიზმრებოდა. 

 

კატერინასთან ბოლო სეანსიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს სიზმრებში უცნაური ტენდენცია გაჩნდა. ზოგჯერმკაფიო სიზმრებს ვხედავდი, რომლებშიც ან ლექციას ვუსმენდი, ან კითხვებს ვუსვამდი ლექტორს. მასწავლებელს სიზმრებში ფილო ერქვა. გაღვიძების შემდეგ ზოგჯერ მახსენდებოდა ზოგიერთი მასალა, რომლებიც სიზმრებში განიხილებოდა, და ვიწერდი მათ. ზოგიერთ მაგალიტს მოვიყვან. პირველი მასალა გახლდათ ლექცია, და მასში მასწავლებელთა გზავნილების გავლენის შესახებ შევიტყვე. 

 

„...სიბრძნე ძალიან ნელა მიიღწევა. რადგან ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც ადვილად მოიპოვება, უნდა ტრანსფორმირდეს „ემოციურ“ ანუ ქვეცნობიერ ცოდნად. ამგვარად ტრანსფორმირებული იგი დიდი ხნით აღიბეჭდება. ქცევითი პრაქტიკა აუცილებელ კატალიზატორს წარმოადგენს ამ პროცესისთვის. მოქმედების გარეშე კონცეფცია თანდათან ქრება. თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოყენების გარეშე საკმარისი არაა. 

 

წონასწორობა და ჰარმონია დღეს იგნორირებულია, თუმცაღა ისინი სიბრძნის საფუძველს წარმოადგენენ. ყველაფერი გადამეტებულად კეთდება. ადამიანები იტანჯებიან ჭარბწონიანობით, რადგან საჭიროზე მეტს ჭამენ. მორბენალი ადამიანები (ჯოგერები) მეტისმეტად ბევრს დარბიან. ადამიანები ბევრს სვამენ, ბევრს ეწევიან, ბევრს ლაპარაკობენ ყოველგვარი აზრის გარეშე, ბევრს ნერვიულობენ. მეტისმეტად ჭარბობს შავ-თეთრი აზროვნება. ყველაფერი ან არაფერი. ეს მიდგომა შორსაა ბუნებისგან. 

 

ბუნებაშ ყელაფერი წონასწორობაშია. ცხოველები ერთმანეთს მცირე რაოდენობით ანადგურებენ. ეკოლოგიური სისტემები მთლიანად არ ნადგურდებიან. მცენარეებს იყენებენ, შემდეგ კი ისინი ხელახლა იზრდებიან. რესურსები იხარჯება, შემდეგ კი ხელახლა აღდგება. ყვავილით აღტაცებულნი არიან, ხილს ჭამენ, ფესვები შენარჩუნებულია. 

 

კაცობრიობამ ვერ ისწავლა წონასწორობის გაგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაპრაქტიკებაზე. იგი სიხარბით და ამბიციებით ხელმძღვანელობს და შიშით იმართება. ამგვარად, საბოლოო ჯამში თავს ინადგურებს. მაგრამ ბუნება გადარჩება - ყოველ შემთხვევაში მცენარეები. ბედნიერება მართლაც უბრალოებაშია. გადაჭარბებისკენ მიდრეკილება აზროვნებაში და მოქმედებაში ბედნიერებას ამცირებს;. სიჭარბე საბაზისო ფასეულობებს ჩრდილავს. რელიგიური ადამიანები გვეუბნებიან, რომ ბედნიერება მაშინ დგება, როცა გული სიყვარულით ივსება, როცა რწმენა და იმედი გაქვს, როცა გულმოწყალებას და სიკეთეს გასცემ. ისინი მართლები არიან. ასეთ განწყობებს ჩვეულებრივ წონასწორობა და ჰარმონია მოჰყვება. ჩვენს დროში ისინი ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას წარმოადგენენ. თითქოს ადამიანი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში არ იმყოფება დედამიწაზე. მან ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რათა სიყვარულითა და გულმოწყალებით, უბრალოებით და სისუფთავით აღივსოს, და ქრონიკული შიშისგან გათავისუფლდეს. 

 

როგორ აღწევს ადამიანი ამ შეცვლილ მდგომარეობას, ფასეულობათა ამ სხვა სისტემას? და როცა მიაღწევს, როგორ შეუძლია მისი შენარჩუნება? პასუხი მარტივია. ეს ყველა რელიგიის საერთო მახასიათებელია. კაცობრიობა უკვდავია, და ჩვენ ახლა ჩვენს გაკვეთილებს ვღებულობთ. ყველანი ვსწავლობთ, სკოლას გავდივართ. ეს ისეთი მარტივია, თუკი შეგიძლიათ უკვდავების გჯეროდეთ. თუკი კაცობრიობა უკვდავია, ამას კი მრავალი დადასტურება აქვს, მაშ, რატომ ვუკეთებთ ამ დენ ცუდს საკუთარ თავს? რატომ გვინდა გადავიაროთ სხვების თავებზე საკუთარი სარგებელის გამო? თუმცა ეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ „გამოცდაში ვიჭრებით“, გაკვეთილს ვერ ვსწავლობთ. ჩვენ ყველანი საბოლოო ჯამში ერთი და იმავესკენ მივდივართ, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით. არავინაა სხვებზე დიადი. 

 

ავიღოთ გაკვეთილები. ყოველთვის არსებობს ინტელექტუალური გაკვეთილები, მაგრამ გასაღები მდგომარეობს ცოდნის გამოცდილების მეშვეობით აქტუალიზებაში, ცოდნის ქვეცნობიერში აღბეჭდვაში - იდეის ემოციურად და პრაქტიკულად დამუშავებით. კვირის სკოლაში ტექსტების დაზეპირება საკმარისი არაა. თეორიას პრაქტიკის გარეშე ფასი არა აქვს. ადვილია სიყვარულის, გულმოწყალებისა და რწმენის შესახებ კითხვა და ლაპარაკი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გააკეთოთ, იგრძნოთ, ცნობიერების თითქმის შეცვლილი მდგომარეობაა საჭირო. არა სწრაფადწარმავალი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატკოტიკებით, ალკოჰოლით, და არც უეცარი ემოცია. მუდმივი მდგომარეობა ცოდნით და გაგებით მიიღწევა. მისი შენარჩუნება ხდება ფიზიკური ქმედებებით, საქმეებით და პრაქტიკით. საჭიროა რაღაც, თითქმის მისტიური, რომელიც მის ტრანსფორმირებას ყოელდღიურ პრაქტიკულ ცოდნად მოახდენს, და რაც ჩვევად აქცევს მას. 

 

საჭიროა გააცნობიეროთ, რომ არავინაა უფრო დიადი, ვიდრე სხვები. იგრძენით ეს. აპრაქტიკეთ სხვებისადმი დახმარება. ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ. თუ არ გავერთიანდებით, მცენარეები საშინელ მარტოობაში დარჩებიან“. 

 

სხვა ღამეს, სხვა სიზმარში ასეთი კითხვა დავსვი: „რატომ ამბობთ, რომ ყველა თანასწორია, როცა სახეზეა აშკარა შეუსაბამობები: განსხვავებები ფასეულობებში, ფინანსებში, უფლებებში, უნარებში, ნიჭებში და ა.შ.?“

 

პასუხი მეტაფორული იყო: „ეს ჰგავს ყოველი პიროვნების შიგნით უზარმაზარი ალმასის პოვნას. წარმოიდგინეთ ერთი ფუტის სიგრძის ალმასი. ალმასს უამრავი წახნაგი აქვს, მაგრამ ეს წახნაგები მტვრით და ჭუჭყითაა დაფარული. სამშვინველის სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს წახნაგი განწმინდოს, სანამ მათი ზედაპირი არ იბრწყინებს და ცისარტყელას ფერებით არ აკაშკაშდება. 

 

„ოგიერთმა ბევრი წახნაგი გაწმინდა და ბრწყინავს. სხვებმა მხოლოდ რამდენიმეს გაწმენდა მოახერხეს; ისინი ჯერ არ ბრწყინავენ. თუმცაღა ამ ჭუჭყის ქვეშ ყოველ ადამიანს აქვს შიგნით დამაბრმავებელი სილამაზის ალმასი ათასი მბრწყინავი წახნაგით. ალმასი სრულყოფილია, ყოველგვარი ხინჯის გარეშეა. ერთადერთი, რითაც ადამიანები განსხვავდებიან, ესაა გაწმენდილი წახნაგების რაოდენობა. მაგრამ ყველა ალმასი ერთნაირია, და ყველა სრულყოფილია. 

 

როცა ყველა წახნაგი გაიწმინდა და სინათლის სრულ სპექტრს ირეკლავს, ალმასი უბრუნდება იმ სუფთა ენერგიას, რომელსაც თავდაპირველად წარმოადგენდა. სინათლე რჩება. ეს იგივეა, რომ ალმასის ფორმირების პროცესი უკან შებრუნდეს, წნევა კი შემცირდეს. სუფთა ენერგია ცისარტყელას ფერებშია, და ამ სინათლეს ცოდნა და ცნობიერება გააჩნია. 

 

და ყველა ალმასი სრულყოფილია“.

 

ზოგჯერ ჩემი კითხვები რთული იყო, პასუხები კი - მარტივი. 

„რა უნდა გავაკეთო? - ვკითხულობდი სიზმარში. - ვიცი, რომ ადამიანების ტკივილისგან განკურნება შემიძლია. ისინი მრავლად მოდიან ჩემთან. არ შემიძლია ყველას მიღება და ვიღლები. მაგრამ შემიძლია უარი ვუთხრა, როცა ასე ჭირდებათ დახმარება, და მართლაც შემიძლია დავეხმარო? სწორი იქნება, რომ ვუთხრა: „არა, საკმარისია“?“

 

„თქვენი როლი იმაში არაა, რომ შეუცვლელი მხსნელი იყოთ“, - მოვიდა პასუხი. 

 

ბოლო მაგალითი, რომელიც მოვიყვანე, გზავნილი იყო სხვა ფსიქიატრის მიმართ. დაახლოებით დილის ექვსზე გამეღვიძა სიზმრისგან, რომელშიც ლექციას ფსიქიატრების ფართო აუდიტორიას ვუკითხავდი. 

 

„მისწრაფებაში, რომ ფსიქიატრიის მედიკამენტაცია მოვახდინოთ, მნიშვნელოვანია არ ვთქვათ უარი ჩვენი პროფესიის ტრადიციულ, თუმც კი ზოგჯერ ბუნდოვან პოსტულატებზე. სწორედ ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს პაციენტებს ჯერ კიდევ მოთმინებით და თანაგრძნობით. ჯერ კიდევ გამოვყოფთ ამისთვის დროს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ავადმყოფობის და განკურნების კონცეპტუალურ გაგებას, რომელიც თვითშემეცნებას უწყობს ხელს. ჩენ ჯერ კიდევ ვიყენებთ იმედს მკურნალობისთვის. 

 

ჩვენს დროში მედიცინის სხვა მიმართულებები ტრადიციულ მიდგომებს მეტისმეტად უსაფუძვლოდ, არაეფექტურად და ზედმეტი შრომის შემცველად მიიჩნევენ. ისინი საუბრის ნაცვლად ტექნოლოგიას ამჯობინებენ, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას „კომპიუტერულ ქიმიას“. იდეალისტური, ეთიკური, პერსონალურად დამაკმაყოფილებელი მიდგომა ადგილს უთმობს ეკონომიკურ, ეფექტურ, შეურაცხმყოფელ და ყოველგვარი კმაყოფილების დამანგრეველ მიდგომას. როგორც შედეგი, ჩვენი კოლეგები უფრო და უფრო იზოლირებულად და დათრგუნულად გრძნობენ თავს. პაციენტები კი - მიტოვებულად და დაკარგულად. 

 

ჩვენ არ უნდა დავექვემდებაროთ მაღალ ტექნოლოგიებს. უფრო მეტიც, მაგალითი უნდა მივცეტ ჩვენს კოლეგებს. უნდა ვაჩვენოთ, როგორ ეხმარება მოთმინება, გაგება და თანაგრძნობა პაციენტსაც და ექიმსაც. მეტი დრო უნდა დავუთმოთ საუბარს, იმედის გაღვივებას და გამოჯანმრთელების ლოდინს - ექიმის ეს ნახევრადდავიწყებული თვისებები უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პრაქტიკაში, და ამით მაგალითები გავხდეთ კოლეგებისთვის. 

 

მაღალი ტექნოლოგია შესანიშნავია კაცობრიობის ავადმყოფობების კვლევისა და გაგებისთვის. ის შეიძლება იყოს შეუფასებელი კლინიკური ინსტრუმენტი, მაგრამ მას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ექიმის პირადი მეთოდები და თვისებები. ფსიქიატრიას შეუძლია შეასრულოს ყველაზე კეთილშობილური როლი მედიცინის სხვადასხვა სპეციალიზაციებს შორის. ჩვენ მასწავლებლები ვართ, და უარი არ უნდა ვთქვათ ამ როლზე ასიმილაციისთვის, განსაკუთრებით ახლა“. 

 

მე ჯერ კიდევ მესიზმრება მსგავსი სიზმრები, თუმცა უკვე უფრო იშვიათად. ხშირად, მედიტაციის პროცესში, მანქანით მგზავრობის დროს, ან ხილვებისას განსაკუთრებული აზრები, ფრაზები და ვიზუალიზაციები შემოიჭრებიან ხოლმე ჩემს გონებაში. და ეს არცთუ იშვიათად სრულიად განსხვავდება ხოლმე ჩემი ჩვეული აზროვნების ან კონცეპტუალიზაციის მეთოდისგან. ხშირად ისინი დროულნი აღმოჩნდებიან ხოლმე და მიმდინარე პრობლემების ან საკითხების გადაჭრაში მეხმარებიან. თერაპიაშიც ვიყენებ მათ და ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ვთვლი, რომ ეს მოვლენები ჩემი ინტუიტიური უნარების განვითარების შედეგია, და წარმოადგენენ ნიშანს იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ, მაშინაც კი, თუ ხანგრძლივი გზის გავლა მიწევს. 

 

თუკი ჩემს სიზმრებს და ინტუიციას ყურს ვუგდებ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ხოლო თუ არა, რაღაც ყოველთვის პრობლემდება. 

 

მე ჯერ კიდევ ვგრძნობ მასწავლებლების თანმყოფობას. ზუსტად არ ვიცი, ზემოქმედებენ თუ არა ისინი ჩემს სიზმრებზე და ინტუიტიურ ინსაითებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ასეა.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff