ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ავტორი: Admin
0
(0)

%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

ნამდვილი ისტორია ფსიქიატრზე, მის ახალგაზრდა პაციენტზე და „წინა ცხოვრებების თერაპიაზე“, რომელმაც ორივეს ცხოვრება შეცვალა. 
 
ადამიანები ყველა დროში ცდილობდნენ ამოეხსნათ სიცოცხლისა და სიკვდილის დიადი საიდუმლო. ყველანი ადრე თუ გვიან დავფიქრდებით ხოლმე იმაზე, თუ რა გველის სიკვდილის შემდეგ. 
 
ბრაიან ვაისის კვლევები გამაოგნებელია. ეს ერთ-ერთი იშვიათი ავტორია, რომელმაც მეცნიერული კვლევებით მოჰფინა ნათელი სიცოცხლისა და სიკვდილის ამ საიდუმლოს. ცხოვრება არასდროს მთავრდება, და ჩვენ ერთხელ არ ვიბადებით. ყოველი ცხოვრება თავის განსაკუთრებულ გაკვეთილებს გვთავაზობს; ყოველ ცხოვრებაში უნიკალური მასწავლებლები გყვავს. 

ავტორი: ბრაიან ვაისი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნის თარგმნა დააფინანსა მოქშა ფეიქარმა
 
შესავალი
 
მე ვიცი, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი მიზეზი. ზოგჯერ, იმ მომენტში, როცა რაღაც მოვლენა ხდება, ჩვენ ოდნავი წარმოდგენაც კი არ გვაქვს მის მიზეზებზე, მაგრამ მოთმინების წყალობით, დროთა განმავლობაში ყველაფერი ნათელი ხდება. 
 
სწორედ ასე მოხდა კატერინასთან. მე იგი 1980 წელს გავიცანი, როცა ოცდაშვიდი წლის იყო. ჩემთან ოფისში მოვიდა პანიკური შეტევებისგან, ფობიებისგან და შფოთვებისგან განთავისუფლების იმედით. ამ ყველაფრით ბავშვობიდანვე იტანჯებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუარესდა. დღითიდღე თავს ემოციურად უფრო და უფრო პარალიზებულად გრძნობდა და არანაირი მოქმედების ძალა არ ჰქონდა. ეს ყველაფერი აშინებდა და დეპრესიულ მდგომარეობაში აგდებდა. 
 
განსხვავებით მისი ცხოვრების ქაოსისგან, ჩემი ცხოვრება დაბალანსებულად გამოიყურებოდა. მე ვიყავი მყარ ქორწინებაში, მყავდა ორი პატარა შვილი და მქონდა წარმატებული კარიერა. 

d88de20904c54e9082b8968b4e5517cf
 
ჩემი ცხოვრების გზის დასაწყისშივე, ყველაფერი თითქოს მკაფიოდ და განსაზღვრულად ლაგდებოდა. მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. სწავლა კარგად გამომდიოდა და კოლეჯის მეორე კურსზე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფსიქიატრი გავმხდარიყავი. 
 
1966 წელს მე წარმატებით დავამთავრე კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში. 1970 წელს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მედიცინის დოქტორის ხარისხი მივიღე. ვაგრძელებდი რა ინტერნატურას ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრთან არსებულ ბელვიუს ჰოსპიტალში, იელის უნივერსიტეტში დავბრუნდი, რათა დამესრულებინა ჩემი სპეციალიზაცია ფსიქიატრიის მიმართულებით. შემდეგ პიტსბურგის უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ორი წლის შემდეგ კი მაიამის უნივერსიტეტში ფსიქო-ფარმაკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად დამნიშნეს. ამ თანამდებობაზე მე მოვიპოვე აღიარება ბიოლოგიური ფსიქიატრიის და ნარკოლოგიური და ალკოჰოლური დამოკიდებულებების კვლევების სფეროებში.  ოთხი წლის შემდეგ ფსიქიატრიის პროფესორი გავხდი მედიცინის სკოლაში, ასევე დამნიშნეს მაიამის დიდი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მთავარ ფსიქიატრად. იმ დროისთვის 37 სამეცნიერო სტატია და ჩემი სპეციალობის წიგნების თავები გამოვაქვეყნე.
 
დისციპლინირებული სწავლის წლების შემდეგ მე მივეჩვიე, რომ მეაზროვნა როგორც მეცნიერს და ექიმს და კონსერვატიულ მიდგომებს ვიცავდი ჩემს პროფესიაში. არ ვენდობოდი არაფერს, რისი დამტკიცებაც ტრადიციული მეცნიერული მეთოდებით არ შეიძლებოდა. ვიცნობდი ზოგიერთ კვლევას პარაფსიქოლოგიაში, რომლებიც ქვეყნის მსხვილ უნივერსიტეტებში ტარდებოდა, მაგრამ ისინი ჩემში არ იწვევდნენ ინტერესს, რადგან ხელოვნურად შეთხზული მეჩვენებოდა. 
 
შემდეგ კატერინას შევხვდი. თვრამეტი თვის განმავლობაში ვეცადე დავხმარებოდი სიმპტომების ტრადიციული მეთოდებით დაძლევაში, მაგრამ ჩვენი ძალისხმევები უშედეგო იყო, და გადავწყვიტე ჰიპნოზი გამომეყენებინა. როდესაც ტრანსის მდგომარეობაში ჩაიძირა, მან არაერთხელ „გაიხსენა“ წინა ცხოვრებები, სადაც იყვნენ კიდეც მისი სიმპტომების მიზეზები. იგი აგრეთვე ინფორმაციის კარგი გამტარი აღმოჩნდა მაღალგანვითარებული „სულიერი არსებებისგან“, და მათი საშალებით მან სიცოცხლისა და სიკვდილის მრავალი საიდუმლო ამოხსნა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში მისი პრობლემების ყველა სიმპტომი გაქრა, და მან ახალი ცხოვრება დაიწყო, შეუდარებლად უფრო ბედნიერი და მშვიდი, ვიდრე ოდესმე მანამდე. 
 
მთელი ჩემი გამოცდილების ფონზე მე მზად არ ვიყავი ასეთი მოულოდნელი მოვლენებლისთვის, რომლებმაც ძალიან განმაცვიფრეს. ჯერ არ შემიძლია მეცნიერული ახსნა მოვუძებნო მომხდარს. ადამიანის გონება ისეთ რამეს მალავს, რაც ჩვენი ლოგიკის ფარგლებს სცდება. შესაძლოა, ჰიპნოზის მდგომარეობაში კატერინას არაცნობიერი გონების იმ ნაწილზე შეეძლო ფოკუსირება, რომელიც წინა ცხოვრებების მოგონებებს ინახავდა; ან შესაძლოა იმაში შეაღწია, რაც კარლ იუნგმა განსაზღვრა, როგორც „კოლექტიური არაცნობიერი“, ან ენერგიის ის წყარო, რომელიც ჩვენს გარშემოა და მთელი კაცობრიობის შესახებ მოგონებებს შეიცავს. 
 
მეცნიერები უკვე ეძებენ ამ კითხვებზე პასუხებს. როგორც საზოგადოება, ჩვენ ბევრ რამეს შევიძენთ, თუკი გონების, სულის, სიკვდილის შემდგომი ცხოვრების და ჩვენს ამჟამინდელ ქცევებზე წინა ცხოვრებების გავლენების საიდუმლოებებს გამოვიკვლევთ. და შედეგები უსასრულოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით მედიცინის, ფსიქიატრიის, თეოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროებში. თუმცაღა მკაცრად მეცნიერული სამუშაოები ამ თემებზე ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, განვითარება ამ მიმართულებით ნელა ხდება და წინააღმდეგობას აწყდება როგორც მეცნიერების, ასევე უბრალო ადამიანების მხრიდან. 
 
ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცვლილებებს და ძნელად იღებდა ახალ იდეებს, და ამის ბევრი მაგალითი არსებობს. როცა გალილეიმ იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა, მისი დროის ასტრონომებმა უარი თქვეს მათ მიღებაზე, ან თუნდაც მათ დანახვაზე, რადგანაც ამ თანამგზავრების არსებობა მათ გამყარებულ რწმენა-წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა. იგივე ხდება დღეს ფსიქიატრებთან და სხვა თერაპევტებთანაც, რომლებიც უარს ამბობენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და წინა ცხოვრებების მოგონებების შესახებ იმ მრავალრიცხოვანი მონაცემების განხილვაზე, რომლებიც მკვლევარებმა მოაგროვეს. 
 
მოცემული წიგნი - ჩემი მცირე წვლილია პარაფსიქოლოგიის კვლევების პროცესში, განსაკუთრებით კი იმ თემების, რომლებიც უკავშირდება ჩვენს განცდებს დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ. ყოველი სიტყვა ამ წიგნში - სიმართლეა. მე არაფერს ვამატებ ჩემი მხრიდან, და მხოლოდ მოვაშორე განმეორებადი ფრაგმენტები. ასევე ცოტათი შევცვალე კატერინას პერსონალური მონაცემები, რათა კონფიდენციალურობა დამეცვა. 
 
მე ოთხი წელი დავხარჯე იმაზე, რომ მომხდარი მოვლენები აღმეწერა, ოთხიც იმაზე, რომ სიმამაცე მომეკრიბა და პროფესიონალურ რისკზე წავსულიყავი და არასტანდარტული ინფორმაცია გამეხსნა. 
 
ერთხელ, საღამოს შხაპის დროს, უეცრად ვიგრძენი მოწოდება, რომ ჩემი გამოცდილება ქაღალდზე გადმომეტანა. შემიპყრო გრძნობამ, რომ საჭირო მომენტი დადგა და უკვე აღარ შეიძლება ამ ინფორმაციის დამალვა. გაკვეთილები, რომლებიც მე მივიღე, სხვა ადამიანებისთვის უნდა გადამეცა. ცოდნა კატერინას მეშეობით მოვიდა და ახლა ჩემი მეშვეობით უნდა გაეგრძელებინა თავისი გზა. ვიცოდი, რომ ვერანაირი შედეგი, რომელსაც შევეჩეხებოდი, ვერ შეედრებოდა სიცარიელით ამ ცოდნის არ-გამჟღავნებას. შხაპის შემდეგ გამოვვარდი, და მივვარდი საწერ მაგიდასთან, რომელზეც ის აუდიო-კასეტები ეწყო, რომლებიც კატერინასთან სეანსის დროს ჩავიწერე. მე გამახსენდა ჩემი უნგრელი ბაბუა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა მოზარდი ვიყავი. ყოველ ჯერზე, როცა ვეუბნებოდი, რომ რისკზე წასვლის მეშინოდა, ის ალერსიანად მამხნევებდა და მომიწოდებდა, რომ შიშისთვის თვალებში ჩამეხედა და წინ შეუპოვრად წავსულიყავი. 

კომენტარები

  • ნუნე
    გთხოვთ მიპასუხოთ სად ვნახო ეს წიგნი სრულად
  • ნუნე
    ვიპოვე😀

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

  კარლოს კასტანედა მოგზაურობა იქსტლანში მთარგმნელი: მამუკა გურული ან...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგ...

რუდოლფ შტაინერი -

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან ...

ვერტიკალური ნება

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურ...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

ვლადიმერ ლევი -

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცე...

მშვიდობიანი მეომრის გზა

ავტორი: დენ მილმენი მთარგმნელი: მამუკა გურული (ფილმი, რომელიც გადაღებულია ა...