ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

ძირითადი პრინციპების მიმოხილვა

სიზმრების სივრცე — ეს არ არის თქვენი ფანტაზიები. ის რეალურად არსებობს კინოფირების არქივის სახით, სადაც ინახება ყველაფერი, რაც იყო, რაც იქნება და რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. როდესაც სიზმარს ხედავთ, თქვენ ათვალიერებთ ერთ-ერთ ასეთ კინოფირს.

სინამდვილე — ეს არის ის, რაც არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება, არამედ მხოლოდ არის — ერთხელ და ახლა. სინამდვილე არსებობს მხოლოდ ერთი წამით, კინოფირის კადრის მსგავსად, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ გადაადგილდება.

რეალობა მრავალშრიანია, როგორც ხახვი. თქვენ მხოლოდ ორი შრე იცით: მატერიალური სინამდვილე, რომელშიც ცხოვრობთ, და სიზმრების სივრცე, რომელიც ყოველ ღამე გესიზმრებათ. სიზმარი და ცხადი — დაახლოებით ერთი და იგივეა, მხოლოდ სხვადასხვა განზომილებებში. დაძინებისას და გაღვიძებისას თქვენ ერთი სივრციდან მეორეში გადაადგილდებით. სიზმარი და მასზე მომდევნო გაღვიძება — იმავე პლანის მოვლენებია, რაც სიცოცხლე და სიკვდილი. სიცოცხლე — ეს სიზმარია, სიკვდილი — გაღვიძება, და არა პირიქით.

თქვენი სიცოცხლე, უფრო ზუსტად, თქვენი არსი — სული — ასევე გადაადგილდება, ერთი ინკარნაციიდან მეორეში. თქვენი წარსული ინკარნაციები არ გახსოვთ. იმიტომ, რომ ყოველი ინკარნაცია — ეს თქვენი სულის ცალკეული ცხოვრებაა, ან ცალკეული სიზმარი, თუ გნებავთ. სულისთვის სხეულის ქონა სავალდებულო არ არის. სული სხეულში — მისი არსებობის ერთ-ერთი ფორმაა. სხეული წარმოადგენს ერთგვარ ბიოსკაფანდრს.

მოძრაობა და გარდასახვა რეალობისა და სიცოცხლის პირველადი თვისებაა. კადრი მოძრაობს კინოფირზე. მუხლუხო იქცევა პეპლად. პეპელა დებს კვერცხებს, ისინი იქცევიან მუხლუხოებად, შემდეგ კი კვლავ პეპლებად.

შიგა ეკრანი. როდესაც თქვენს ფიქრებში ხართ, თქვენი ყურადღება მთლიანად შთანთქმულია შიგა ეკრანით. თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და მოქმედებთ ავტომატურად.

გარე ეკრანი. როდესაც თქვენი ყურადღება დაკავებულია რაღაც გარეგნულით, თქვენ გავიწყდებათ საკუთარი თავი და კვლავ შეგიძლიათ იმოქმედოთ გაუცნობიერებლად.

ყურადღება. ის ყოველთვის — ან შიგნითაა, ან გარეთ და ძალიან იშვიათად თუა შუაში. ამიტომაც გძინავთ მუდმივად. თქვენი ყურადღება მიეჩვია ერთ ან მეორე ეკრანზე მიწებებას შუაში გაუჩერებლად. საბოლოო ჯამში, თქვენ სრულიად შეწყვიტეთ ყურადღების მართვა — ის არ გემორჩილებათ, არამედ დაცურავს თვითნებურად. თქვენ მუდმივად ვარდებით არაცნობიერ მდგომარეობაში.

ძილი. გაუცნობიერებელი მდგომარეობა, რომელშიც თქვენი ყურადღება შთანთქმულია — ან გარე, ან შიდა ეკრანით. ასეთ მდგომარეობაში თქვენ უმწეო ხართ და ვერ აკონტროლებთ — ვერც საკუთარ თავს და ვერც იმას, რაც თქვენს თავს ხდება. ძილი — ეს თქვენი ანაბიოზური მდგომარეობაა.

სიზმარი — ეს არის ის, რაც გესიზმრებათ — სიზმრების სივრცეში ან რეალურ სივრცეში. რეალობა და სიზმარი — არსებითად ერთი და იგივეა. რეალობაც გესიზმრებათ. რეალობა — ეს სიზმარია, ხოლო სიზმარი — ეს რეალობაა.

გაღვიძება. იმისათვის, რომ გაიღვიძოთ სიზმარში ან ცხადში, აუცილებელია ყურადღების გამოტანა გარე ან შიდა ეკრანიდან და მისი გადატანა ცნობიერების ცენტრში. იხ. „გაღვიძების ალგორითმი“.

ცნობიერების ცენტრი არის დაკვირვების წერტილი, საიდანაც ხედავთ, სად იმყოფება მოცემულ მომენტში თქვენი ყურადღება და რითია ის დაკავებული. ერთდროულად ხედავთ, რა ხდება თქვენს გარშემო და რითი ხართ დაკავებული თავად.

გაცნობიერება. გაიღვიძეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: სად ვარ, რას ვაკეთებ, რითია შთანთქმული ჩემი ყურადღება? ამ მომენტში თქვენ გამოფხიზლდით და აღმოჩნდით გაცნობიერების წერტილში. აი მე, და აი გარემომცველი რეალობა. მე ვაცნობიერებ ჩემს თავს. ვხედავ ჩემს თავს და ვხედავ რეალობას.

გასეირნება სიზმარში (ძილში ან ცხადში). შედით გაცნობიერების წერტილში და უთხარით საკუთარ თავს: მე ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას. მიეცით საკუთარ თავს დავალება: დღეს მე გავისეირნებ ფხიზელ სიზმარში. და გაეშურეთ სასეირნოდ სადაც გსურთ — სამსახურში თუ სასწავლებელში — ამ ფხიზელ მდგომარეობაში. როდესაც რომელიმე ეკრანში ხართ შთანთქმული — თქვენ არ ხართ საკუთარ თავში, თქვენ ვერ ფლობთ — ვერც საკუთარ თავს და ვერც სიტუაციას. სიცხადის მდგომარეობაში თქვენ თავისუფლდებით და ამ მომენტიდან თქვენი სიზმარი — ძილში თუ ცხადში, სულერთია — ხდება გაცნობიერებული. თქვენ ფლობთ საკუთარ თავს და, რაც მთავარია, იძენთ უნარს ფლობდეთ სიტუაციას.

კინოსურათის პერსონაჟი — ეს თქვენ ხართ. როგორც ძილში, ისე ცხადში — თქვენ კინოს შიგნით ხართ, თქვენ სცენარის ნაკადს მიჰყავხართ. თქვენ არ გეკუთვნით საკუთარი თავი, რადგან არ გეკუთვნით თქვენი ყურადღება. გასეირნებისას უნდა შეგემჩნიათ, რომ თქვენი საკუთარი ყურადღება მუდმივად ვარდება გარე ან შიგა ეკრანში. მაგრამ როდესაც ცნობიერი ხართ, თქვენ, თქვენს გარშემო მყოფი მძინარე პერსონაჟებისგან განსხვავებით, ხედავთ საკუთარ თავს, ხედავთ რეალობას და შეგიძლიათ გაცნობიერებულად მართოთ თქვენი ნება, რასაც აქამდე არ აკეთებდით. ეს არის თქვენი პირველი გასვლა საკუთარი თავისა და რეალობის ფლობის ახალ დონეზე.

სცენარი. თქვენ მიგყავთ რაღაც გარეგან სცენარს, რომელიც ჩაწერილია რომელიღაც კინოსურათში, რომელშიც თქვენ, როგორც პერსონაჟი, მოცემულ მომენტში იმყოფებით.

სიზმრის პერსონაჟები. რით განსხვავდებიან ისინი ცოცხალი ადამიანებისგან (კინოსურათის პერსონაჟებისგან)? მათ არ აქვთ თვითცნობიერება — ისინი საკუთარ თავს არ აღიქვამენ როგორც პიროვნებებს. მათ არ აქვთ ნება — ისინი არ არიან თავისუფლები თავიანთ ქმედებებში, არამედ სცენარს ექვემდებარებიან. მათ არ აქვთ სული — ისინი უბრალოდ შაბლონები, მანეკენები არიან. თქვან „მე ეს მე ვარ“ მათ არ შეუძლიათ — მათ არ აქვთ საკუთარი მე.

თქვენ ან, უფრო ზუსტად, თქვენი მე — ეს თქვენი ყურადღებაა. თქვენი ყურადღება ვერ ჩერდება დიდხანს გაცნობიერების ცენტრში. თქვენ უნდა გამოიმუშაოთ ახალი ჩვევა — ყურადღების დაბრუნება ცენტრში. მოაწყვეთ ყურადღების თვალთვალი თავად ყურადღებაზე — ანუ საკუთარ თავზე.

სიზმარი (როგორც ძილში, ისე ცხადში) შეიძლება იყოს ან ცნობიერი, ან არაცნობიერი. არაცნობიერ სიზმარში თქვენ ხართ სულელები და უმწეოები, როგორც ბაჭიები. მაგრამ საკმარისია ყურადღება კონტროლზე აიყვანოთ, რომ თქვენ ცოცხლდებით კინოსურათში და იძენთ უნარს იმოქმედოთ თვითნებურად, თქვენი შეხედულებისამებრ.

აქტივატორი. არ არის აუცილებელი ყურადღება ცენტრში სულ და უწყვეტად გეჭიროთ. მნიშვნელობა და ფასი სხვა რამეს აქვს — თქვენს უნარს მოახდინოთ რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ უნდა შეიძინოთ საპირისპირო ჩვევა — კი არ ჩაიძინოთ მომხდარის გამო, არამედ გაიღვიძოთ. ნებისმიერი მოვლენა, გარემომცველი სივრცის მსუბუქი ნიავიც კი, უნდა გაფრთხილებდეთ — ეს გაღვიძების სიგნალია. ასევე ნებისმიერი თქვენი ქმედება უნდა გახსენებდეთ, რომ საჭიროა ყურადღების შემოწმება. აქტივატორების მაგალითები: გარე — როგორც კი რაღაც ხდება, თქვენ იღვიძებთ. შიდა — სანამ რამეს გააკეთებთ, თქვენ იღვიძებთ.

მარადიულობის არქივი. იგივეა, რაც სიზმრების სივრცე, რომელიც არსებობს კინოფირების არქივის სახით, სადაც ინახება ყველაფერი, რაც იყო, რაც იქნება და რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. რეალურია მხოლოდ სინამდვილის მყისიერი ანაბეჭდი — განათებული კადრი. ყველაფერი დანარჩენი ვირტუალურია — როგორც წარსული, ისე მომავალი. და ეს ყველაფერი ინახება მარადიულობის არქივში.

რეალობის შეკვეთა — ნიშნავს იმის დადგენას, თუ რომელი მიმართულებით დაიძვრება კადრი, რომელ კინოფირზე. თქვენ გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ არ იყენებთ, ისევე როგორც არ იყენებთ ყურადღების მართვის ფუნქციას. საჭიროა სწორედ რეალობის წინასწარ განსაზღვრა და არა ბრძოლა მიმდინარე სინამდვილესთან. ამის ნაცვლად თქვენ ცდილობთ შეცვალოთ მოცემული რეალობა მიმდინარე კადრში. სინამდვილე — ის არის მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უკვე მოხდა. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც უკვე აღსრულდა. მაგრამ სწორედ ამით ხართ დაკავებული, რადგან ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა — ეს სწორედ ის არის, რაც აღსრულდა.

კადრის ამოძრავება. როგორც იცით, წარსულის შეცვლა არ შეიძლება. აწმყოზეც შეგიძლიათ დაივიწყოთ — ის უკვე აღსრულდა და ის თქვენ არ გჭირდებათ. სამაგიეროდ არის შესაძლებლობა შეუკვეთოთ მომავალი — აირჩიოთ კინოფირი, რომლისკენაც დაიძვრება შემდეგი კადრი.

განზრახვა. განზრახვა პასუხისმგებელია თქვენს ქმედებებზე. იმისთვის, რომ რამე წამოიწყოთ, ჯერ უნდა განიზრახოთ. როდესაც უკვე რამეს აკეთებთ, განზრახვა მოქმედებაში რეალიზდება. ისევე როგორც ყურადღებას აქვს ორი ეკრანი, განზრახვას აქვს ორი ცენტრი: შიგა და გარე.

შიგა ცენტრი პასუხისმგებელია თქვენს მთელ ჩვეულებრივ ფუნქციონირებაზე და მდებარეობს თავის ქალის შუბლის ნაწილში — ეს თქვენი ვიწროშუბლიანი განზრახვაა. როდესაც კონცენტრირდებით, შუბლი გეჭმუხნებათ. როდესაც რამის გაკეთება გაქვთ განზრახული, კუნთები გეჭიმებათ. კუნთები გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ პრიმიტიული ქმედებები მიმდინარე კადრში.

გარე ცენტრს თქვენ საერთოდ არ იყენებთ, ის კი სწორედ მომავალი კადრის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. სად მდებარეობს გარე ცენტრი, შეგიძლიათ განსაზღვროთ მყისიერად, ახლავე.

განზრახვის ნაწნავი. ეს არის ენერგეტიკული წნული, რომელიც ჩვეულებრივ ნაწნავს ჰგავს — ის არ ჩანს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი შეგრძნება როგორც სხეულის ფანტომური ნაწილის, რომელიც ოდესღაც იყო, მაგრამ თითქოს ახლაც არის. ის არაა ჩამოკიდებული, არამედ გამოშვერილია ხერხემლის მიმართ დახრილად. მის ბოლოში მდებარეობს განზრახვის გარე ცენტრი. ეს არის ადგილი ბეჭებს შორის, ოღონდ არა თავად ზურგთან, არამედ ცოტა მოშორებით. ზუსტად სად — ინტუიციურად იპოვით, ზუსტ მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. საკმარისია იქით მიმართოთ ყურადღება და იგრძნობთ.

გარე ცენტრის მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია. თქვენ გადაიტანთ ყურადღებას ნაწნავის ბოლოზე და წარმოიდგენთ რაიმე მოვლენის სურათს, რომლის მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ამით თქვენ ანათებთ მომავალ კადრს და ის ხორცშესხმულ სინამდვილედ იქცევა. იხ. თავი „ნაწნავი ნაკადებით“.

როგორ მოვეპყროთ ნაწნავს. პირველი: გაიღვიძეთ და შედით გაცნობიერების წერტილში. ჩვეულებისამებრ, უთხარით საკუთარ თავს: ვხედავ ჩემს თავს და ვხედავ რეალობას. მეორე: გააქტიურეთ ნაწნავი. იგრძენით: აი ის — როგორც კი მასზე ყურადღებას ამახვილებთ, ის მაშინვე იწევა ზურგისკენ დახრილად — აქტიურდება. მესამე: ნაწნავიდან ყურადღების გაუშვებლად, წარმოიდგინეთ მომავლის სურათი. ფიქრებში, სიტყვებში, ეკრანზე — როგორც იცით — შეუკვეთეთ რეალობა. ასე თქვენ ანათებთ მომავალ კადრს და ის ხორცშესხმულ სინამდვილედ იქცევა.

მოქმედების ილუზია. თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ მოქმედებთ თქვენი შეხედულებისამებრ. ეს არის ძალიან დამაჯერებელი, მაგრამ მაინც ილუზია. ილუზიური შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რასაც ხედავთ, არამედ ისიც, რასაც აკეთებთ. ასეთი ილუზიის ამოცნობა თქვენ არ იცით, რადგან მუდმივად მასში იმყოფებით.

როგორ ფიქრობთ, კინოსურათის ან კომპიუტერული თამაშის გმირები ხვდებიან, რომ ისინი კინოში არიან, თქვენ კი მათ უყურებთ? არა. სიზმრის მანეკენები აცნობიერებენ, რომ ისინი გესიზმრებათ? ასევე არა. ახლა კი თქვენ გეკითხებით: თქვენ თავად — ვინ ხართ — იცით? კინოგმირებს ამას ვერ ჰკითხავთ. მანეკენებს შეიძლება, მაგრამ უსარგებლოა. თქვენ განსხვავდებით პირველებისა და მეორეებისგან იმით, რომ შეგიძლიათ თუნდაც ბუნდოვნად დაიჭიროთ კითხვის აზრი. ასევე იმით, რომ იცით საკუთარი თავის გაცნობიერება. 

მაგრამ როდის აცნობიერებთ საკუთარ თავს? მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ასეთ კითხვას უსვამთ საკუთარ თავს. მთელი დანარჩენი დრო — სად ხართ, ვინ ხართ? ასე რომ, თქვენ — კინოფირის პერსონაჟები ხართ — იმ ცხოვრების, რომელიც თქვენს თავს ხდება. არა თქვენ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, არამედ ცხოვრება ხდება თქვენს თავს. ვერც სიზმრის მანეკენი და ვერც კინოფილმის გმირი ვერ ახერხებს თავისი ქმედებების ილუზიის ან, უფრო ზუსტად, მიმდინარე მოქმედების ილუზიის ამოცნობას. რატომ თვლით, რომ თქვენ შეგიძლიათ? რით განსხვავდებით სიზმრის მანეკენებისგან, თუ ცხადშიც ისე ცხოვრობთ, როგორც ძილში?

ჩვევა. ლოკოკინებად (უფრო სწორი იქნება ითქვას, პერსონაჟებად) გაქცევთ ჩვევა — რეალობა კი არ შეუკვეთოთ, არამედ რაღაცას ელოდოთ და რაღაცის იმედი გქონდეთ. გამოვა თუ არ გამოვა? გამოვა თუ არ გამოვა? ეს პასიური პოზიციაა. ამ პოზიციიდან ყველაფერი, რაც შეგიძლიათ — ეს არის რეალობის მოსინჯვა და ოდნავ რაღაცის გაფაჩუნებაზე — რქების დამალვა.

შაბლონი. საჭიროა აქტიურ რეჟიმში გადართვა. არა ლოდინი და იმედი, არამედ რეალობის განსაზღვრა. ამას ხელს უშლის შაბლონი, რომლის შესაბამისადაც რეალობის განსაზღვრა შეუძლებელია. ეს თქვენი სახლია. ახალი ჩვევები და წარმოდგენები მუშავდება ზუსტად ისევე, როგორც ძველებმა გაიდგა ფესვები — მრავალჯერადი გამეორების გზით. მხოლოდ ამიერიდან, იმის ნაცვლად, რომ უყუროთ რეალობას და მიჰყვეთ მას, თქვენ აქტიურად მართავთ კადრის მოძრაობას — არა იმის, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფებით, არამედ იმის, რომელიც გვიახლოვდება. იხ. „კადრის განათების ალგორითმი“.

გადაპროგრამება. მიმდინარე კადრის ხაფანგში თქვენ ლოკოკინას რქები და სახლი (ჩვევა და შაბლონი) გიჭერთ. ხაფანგიდან გამოსასვლელად აუცილებელია აქტიურ რეჟიმში გადართვა — არა ლოდინი და იმედი, არამედ რეალობის შეკვეთა. ამისთვის საჭიროა მომავალი კადრის მართვის მუდმივი პრაქტიკა. ალგორითმი: როგორც კი ლოდინი, განზრახვა, პრობლემა — მაშინვე აქტივაცია და კადრის განათება. შეკვეთა საჭიროა არა მხოლოდ იმ მოვლენების, რომელთა შედეგიც უცნობია, არამედ იმისიც, რაც აუცილებლად მოხდება. რატომაა საჭირო უსასრულო გამეორებები? იმისათვის, რომ ჩააშენოთ ახალი პროგრამა თქვენს ლოკოკინის შაბლონში. თქვენ ვერ დაიჯერებთ, რომ რეალობა შეიძლება დაგემორჩილოთ, სანამ თავად არ დარწმუნდებით, თანაც მრავალჯერადად. კადრის მოძრაობის მართვა მარტივ მოვლენებზე — წვრთნის ყველაზე ეფექტური სახეა, რომლის შედეგადაც თქვენ... – სწავლობთ გაღვიძებას და ყურადღების მართვას. – ავითარებთ ნაწნავს, ვიზუალიზაციას, განზრახვას. – გადაერთვებით აქტიურ რეჟიმში, ხოლო საბოლოო ჯამში იძენთ უნარს გათავისუფლდეთ წამყვანი სცენარისგან და შეუკვეთოთ თქვენი რეალობა.

მომავალი რეალობა, თუმცა ჩაწერილია მარადიულობის არქივში, ყოველთვის მრავალვარიანტულია და ჯერ საბოლოოდ არ არის შეკვეთილი და არავის მიერ არაა დასახული — ის ჯერ არავისია. თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც მას შეუკვეთავს — ის ემორჩილება. და თუ ეს ვინმე — თქვენ ხართ, ის თქვენი ხდება. მაგრამ სანამ რეალობა მართლაც თქვენი გახდება, აუცილებელია საკუთარ თავს გაუკეთოთ გადაპროგრამება, ანუ გამოიმუშაოთ ახალი ჩვევები და წარმოდგენები მრავალჯერადი გამეორების გზით.

გარდასახვა. მანათობელი არსებები, რომლებიც იყურებიან წინ — ასეთებად ჩაგაფიქრათ შემოქმედმა. და ასეთები იყავით ოდესღაც, სანამ მოქმედების ილუზიაში ჩაიძირებოდით. რეალობის განსაზღვრის პრაქტიკით დაკავებისას, თქვენ ლოკოკინებიდან თანდათან ციცინათელებად იქცევით. როდესაც კადრს ანათებთ, თქვენგან გამოდის შინაგანი შუქი და სასურველი მოვლენები თქვენსკენ მოფრინავენ, როგორც ფარვანები. გარშემომყოფები — ისინი, ვინც ჯერ კიდევ ლოკოკინებად რჩებიან — თქვენკენ გამოიშვერენ რქებს და ინტერესით მოგიახლოვდებიან.

კონცენტრირება. თქვენ უნდა ეცადოთ მცდელობის გარეშე. კადრის წარმატებული განათებისთვის მნიშვნელოვანია არა ძალისხმევა, არამედ კონცენტრირება. შეგიძლიათ კონცენტრირდეთ თუნდაც ორიოდე წუთით? თუნდაც ერთი წუთით? აი ესაა ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება. შეასრულეთ განათების ალგორითმი მშვიდად და უშუალოდ. რადგან ძალისხმევის გამოყენებით, თქვენ რთავთ განზრახვის შიგა ცენტრს. რეალობა კი იმართება გარე ცენტრიდან. მიაქციეთ ყურადღება, თუ კადრის განათებისას თქვენი კუნთები იჭიმება, ესე იგი მუშაობს ვიწროშუბლიანი განზრახვა. მუშაობა საჭიროა ექსკლუზიურად გარე ცენტრით — ნაწნავით. ეს არ არის ის, რაც უნდა დაძაბოთ ან რითაც უნდა იმოქმედოთ.

მეტაძალა — ეს არის ძალის საპირისპირო მხარე, მისი ანტიპოდი. ჩვეულებრივი ძალა (ნებისყოფა და ფიზიკური ძალა) მოქმედებს რეალობის სარკის ამ მხრიდან, მატერიალურიდან, ხოლო მეტაძალა მოქმედებს უკანა, არამატერიალური მხრიდან. არეკვლა რეალობის სარკეში იმყოფება ამ მხარეს, მატერიალურზე, ხოლო ხატი (სახე) — უკანა, არამატერიალურზე. სინამდვილე წარმოადგენს ხატის არეკვლას, რომელიც იმყოფება სადღაც იქ, მეორე მხარეს. და იქვე, კინოფირების არქივში, იმყოფება მომავლის უამრავი ვარიანტი. ახლა კი თავად განსაჯეთ: თუ მომავალი იმყოფება რეალობის სარკის უკანა მხარეს, შეიძლება თუ არა მასზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა ჩვეულებრივი ძალით, რომელიც მოქმედებს მხოლოდ აქ, წინა მხარეს? არა. თუ თქვენი ყურადღება იმყოფება წინა მხარეს, განსახიერების კადრში, მაშინ თქვენ მთლიანად სცენარით ხართ შეპყრობილი. თუკი უკანა მხარეს, ხატის კადრში, მაშინ თქვენ თავისუფალი ხართ ამოძრავოთ — როგორც საკუთარი თავი, ისე მომავალი რეალობა. რა არის მეტაძალა — თანდათან მიხვდებით, როდესაც იგრძნობთ. მე ხომ ვერ აგიხსნიდით, რა არის ძალა, თუ ის არასდროს გაგისინჯავთ. ასევეა მეტაძალაზეც — ის უნდა იგრძნოთ და განავითაროთ. მეტაძალის იარაღი — თქვენი ნაწნავია. კადრის განათების ალგორითმი — მეტაძალის განვითარების ვარჯიშია და ამავდროულად თქვენთვის საჭირო რეალობის შეკვეთის ხერხი.

საკუთარი თავის ამოძრავება ნიშნავს საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევას და საკუთარი მოტივებისა და ქმედებების თვითნებურად მართვას. ამასთან, კადრის შიგნით იმოძრავებთ როგორც ჩვეულებრივ — ხელებით, ფეხებით, ძალით. აი რეალობის ამოძრავება კი — სულ სხვანაირად ხდება — ყურადღებით, განზრახვით, მეტაძალით.

მოქმედების იმიტაცია. იმიტაციის აზრი იმაშია, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება დაარღვიოთ დადგენილი წესრიგი. წესრიგი ისეთია, რომ თქვენ უნდა მონაწილეობდეთ მოქმედებაში, სცენარის მორჩილებით. არცერთ პერსონაჟს არ აქვს უფლება გადახტეს კინოფირიდან ან აკეთოს იქ ის, რაც მოეპრიანება. სცენარი — ეს არ არის ვიღაცის სუბიექტური ნება, არამედ ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ობიექტური რეალობა ისეთია, რომ თქვენ განწირული ხართ იარსებოთ მასში, როგორც პერსონაჟებმა კინოფირზე. მოქმედებისგან თავის არიდება არ შეიძლება. აი იმიტირება კი — შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ რეალობა. თქვენ კვლავ აგრძელებთ თქვენი როლის თამაშს, რომელიც გაწერილია სცენარში, ასრულებთ თქვენს ყოველდღიურ ფუნქციებს. მაგრამ, სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, თქვენ, გაცნობიერების მდგომარეობაში ყოფნისას, იღებთ რაღაც მეტს — მიმდინარე კინოფირის შეცვლის შესაძლებლობას. თქვენ სეირნობთ კინოსურათში, როგორც გაცოცხლებული პერსონაჟი, რომელიც თავს არაცოცხლად აჩვენებს, და ცვლით ფირებს თქვენი შეხედულებისამებრ. და ვერავინ ვერაფერს ეჭვობს — ვერც სცენარი და ვერც სხვა პერსონაჟები.

დასწრება კინოსურათში — ეს არის უპირველეს ყოვლისა თქვენი გაცნობიერების — თქვენი მე-ს დასწრება. დასწრება თქვენი საკუთარ თავში როგორც ცოცხალი, გაცნობიერებული და გონიერი ინდივიდის უცვლელ სურათში. სურათი მართალია დინამიურად ტრიალებს, მაგრამ უკვე წინასწარ არის განსაზღვრული, ისევე როგორც განსაზღვრულია ყველა მისი პერსონაჟის ქცევა. თქვენი დასწრება იქ გამოგარჩევთ როგორც გამოფხიზლებულს მძინარეთა შორის. თქვენ აცნობიერებთ თქვენს განცალკევებულობას და აცნობიერებთ რა ხდება. თქვენი ქცევა ამ სურათის შიგნით ასევე განსაზღვრულია სცენარით. თუმცა დასწრება გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ კინოფირი — გადახტეთ ერთიდან მეორეში. დასწრებაში შესასვლელად, თქვენ უნდა გაცოცხლდეთ, გამოფხიზლდეთ და დაადგინოთ, სად იმყოფება თქვენი ყურადღება: გაცნობიერების ცენტრალურ წერტილში თუ ერთ-ერთ ეკრანზე.

სცენარი არ არის თქვენს ხელთ. რეალობის შეკვეთა — ეს არ არის სცენარის მართვა, არამედ კინოფირის არჩევაა. თქვენი ამოცანაა — მოახდინოთ ყურადღების ფიქსაცია მომავალ კადრზე. სცენარი — არ არის თქვენი ჭკუის საქმე. თუ თქვენ მის შეკვეთას ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობთ, ის ხაფანგში გიჭერთ. მოვლენების მსვლელობაზე ზემოქმედების მცდელობით, თქვენ სასიკვდილო ჩაჭიდებით ეჭიდებით მიმდინარე კადრის რეალობას, ეს კი უაზრობაა. რაც უფრო ძლიერად ეჭიდებით, მით უფრო მაგრად გიჭერენ თავად თქვენ უკანალით, ნაწნავით ანუ. თქვენ არ გეძლევათ იმის ცოდნა, როგორი უნდა იყოს სცენარი, რომ თქვენს მიზნამდე მიგიყვანოთ. მაგრამ ეს არც გჭირდებათ. თქვენ მუშაობთ კინოპროექტორის რეჟიმში. როდესაც თქვენს პროექტორში ანათებს მიზნობრივი კადრი, მოვლენათა მსვლელობა თავად უხვევს იქით, საითაც საჭიროა. სცენარი მუშაობს თქვენს მიზანზე, თუ თქვენ ამ მიზანს განსაზღვრავთ.

სარგებელი. თქვენ ყოველთვის ჯიუტობთ იმაში, რომ ყველაფერი აუცილებლად თქვენი გეგმის მიხედვით იყოს და ამით ხელს უშლით ჩანაფიქრის განხორციელებას. მიუღებლობის გამოხატვით, თქვენ ამით უნებლიედ და გაუცნობიერებლად განსაზღვრავთ თქვენთვის უარეს რეალობას. იმისთვის, რომ არ დაამახინჯოთ თქვენი რეალობა, არამედ, პირიქით, აქციოთ ის საოცარ და ყოველმხრივ სასიამოვნო სამყაროდ, დაგჭირდებათ ხმარებაში შემოიღოთ ერთი მარტივი პრინციპი: ყველაფერში იპოვოთ სარგებელი. სიტყვასიტყვით ამოიღოთ სარგებელი ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციიდან, საერთოდ ნებისმიერი მოვლენიდან, რომელიც იწვევს თქვენს მცირედ მიუღებლობასაც კი. დაისახოთ ასეთი მიზანი — ამოათრიოთ სარგებელი. კანონი ამბობს: თუ იხელმძღვანელებთ სარგებლის პრინციპით, ცხოვრებაში იქნება სულ უფრო და უფრო ნაკლები მოვლენა, რომელსაც ზიანი მოაქვს. იხ. „სარგებლის ალგორითმი“.

ნებადართვა. პარადოქსული პრინციპი: უნდა განსაზღვროთ არა სცენარი, არამედ მიზნობრივი კადრი. თქვენი საქმეა — იცოდეთ „შედეგი“, რის მიღწევასაც გსურთ, და განსაზღვროთ რეალობის შესაბამისი სურათი — ფიქრებში, სიტყვებში, სახეებში, ნაწნავის გამოყენებით. მაშინ სცენარი თავად წაგიყვანთ და თავად გაჩვენებთ, „როგორ“. სარგებლის თვალყურის დევნება — ეს თქვენი გაღვიძების ერთ-ერთი ხერხია. ნებისმიერმა მოვლენამ კი არ უნდა დაგაძინოთ, არამედ გაგაფრთხილოთ, გამოდგეს გაღვიძების სიგნალად. თქვენი ამოცანაა: დროულად გაიღვიძოთ, დაინახოთ რეალობა, შეუკვეთოთ რეალობა. ადრე: ოდნავ რაღაც ისე არ იყო — მაშინვე „ა-ა-ა!“, და მაშინვე ხელების ქნევა, ფეხების ბაკუნი! ახლა: ოდნავ რაღაც ისე არ არის — წამოიძახებთ (გულში ან ხმამაღლა, როგორც გსურთ): „სარგებელი!“ ხოლო შემდეგ — აძლევთ ნებას სამყაროს გაგიკეთოთ რამე სასიამოვნო, ან დაგეხმაროთ, ან მიზანთან მიგაახლოვოთ.

სცენარი მიგიძღვით. რატომ გავიწყდებათ მუდმივად თქვენი ყურადღება? დაბნეულობის გამო? არა, სწორედ იმიტომ, რომ სცენარი მიგიძღვით. თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ დამოუკიდებლად, თქვენი ჭკუით, მაგრამ ეს ილუზიაა. მოქმედების ილუზია, შეგახსენებთ, მდგომარეობს იმაში, რომ რეალობა გიპყრობთ იმდენად, რომ თქვენ ვერ ამჩნევთ ამ ილუზიას და ვერ აცნობიერებთ, რომ ხართ რომელიღაც თამაშის იძულებითი პერსონაჟები. პარადოქსი იმაშია, რომ თქვენ, პერსონაჟები ყოფნისას, კინოსურათის გმირებისგან განსხვავებით, დაჯილდოებულნი ხართ თვითცნობიერებით. თუმცა საკუთარ თავს აცნობიერებთ მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ასეთ კითხვას უსვამთ საკუთარ თავს. მთელი დანარჩენი დრო თქვენს ცნობიერებას სძინავს და ემორჩილება გარე სცენარს.

საკუთარი თავის ამოძრავება (Двигать себя). აი წარმოიდგინეთ, თქვენ კინოში ხართ, კინო ტრიალებს, მისი შეცვლა თქვენ არ შეგიძლიათ, თუმცა არაფერი გიშლით ხელს შეიცვალოთ თავად. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გაჯერებთ, რომ საჭიროა დარჩეთ საკუთარ თავად. გარკვეულწილად — დიახ, არ შეიძლება საკუთარი ღერძის, საკუთარი თვითმყოფადობის, უნიკალურობის დაკარგვა. საჭიროა შეცვალოთ საკუთარი თავი, საკუთარი თავის ღალატის გარეშე. საკუთარი თავის სრულყოფა — არ ნიშნავს საკუთარი თავის ღალატს. თქვენ თავიდანვე იყავით შექმნილი ბუნების მიერ როგორც თავად სრულყოფილება, იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებითაც კი, რაც ყველას აქვს. მაგრამ იქ, სადაც არ არის განვითარება, მიდის დეგრადაცია. ასეთია კანონი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია იმუშაოთ საკუთარ თავზე, განავითაროთ საკუთარი თავი ფიზიკურ და სულიერ პლანზე, თუ არ გსურთ გადაიქცეთ დაჭმუჭნულ ლორწოებად.

შემოქმედის ნაპერწკალი. თქვენს სრულყოფაზე ბევრია დამოკიდებული. თითოეულ თქვენგანში არის შემოქმედის ნაპერწკალი — მისი ნაწილაკი, — აი და გააღვივეთ ის. ნაპერწკალი არა მბრძანებლის, არამედ სწორედ შემოქმედის. მბრძანებლობა — კიდევ ერთი ცდუნებაა. არ შეიძლება ამ ცდუნებას დანებდეთ. შექმენით თქვენი რეალობა და საკუთარი თავი როგორც სრულყოფილება. უზენაესი შემოქმედი არ არღვევს ამ წესს — ის არ მბრანებლობს თქვენზე (რა აზრი აქვს, მაინც არ უსმენთ), ის ქმნის. და თქვენც შეგიძლიათ.

ძალის ბრძანებები. თვითცნობიერებით დაჯილდოებულნი, თქვენ სვამთ კითხვას „როგორ?“ და აგებთ სასურველის მიღწევის მთელ სტრატეგიას თქვენი მოსაზრებებიდან გამომდინარე. დიახ, ასეთი კითხვის დასმის მომენტში თქვენში იღვიძებს თვითცნობიერება, და ისვე გიშლით ხელს, რადგან თავში გაქვთ არა მიზანი, არამედ თქვენი სულელური მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოთ ის. თქვენ მიერ გამოგონილი სცენარი წინააღმდეგობაში მოდის რეალურთან, მაგრამ თქვენ თქვენსას აწვებით და საბოლოოდ ყველაფერს აფუჭებთ. თქვენ გჭირდებათ თვალყური ადევნოთ საკუთარ თავს, საკუთარ ყურადღებას, რომ ის კვლავ არ ჩავარდეს საკუთარი გეგმის გამოგონებაში, არამედ მიჰყვეს სცენარის ძლივს შესამჩნევ ბიძგებს როგორც ძალის ბრძანებებს. თქვენ ამ ძალის ბრძანებებს თავად იგრძნობთ, თუ გაცნობიერებულად და განზრახ მისცემთ მას ნებას წაგიყვანოთ. თუ ფიქრებში მხოლოდ მიზანია, სცენარი თავად წაგიყვანთ მიზნისკენ.

მიყოლა. თავში უნდა იყოს არა მოვლენების მსვლელობა ან ადამიანების ქცევა (მოქმედებები), არამედ საბოლოო შედეგი — მიზნობრივი კადრი. არ შეიძლება და შეუძლებელია სცენარისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დასწრების მდგომარეობაშიც კი. რეალობაში ყველა ცვლილება, რომელიც მოხდება თქვენი ნებით, — ეს სხვა კინოფირზე გადასვლის შედეგია. მიმდინარე კინოფირზე თქვენ სცენარს ვერაფერს უზამთ. საჭიროა კი არ შეეწინააღმდეგოთ სცენარს, არამედ თვალყური ადევნოთ საკუთარ თავს და მიჰყვეთ კინოფირის ნაკადში. ისწავლოთ ძალის ბრძანებების შეგრძნება და მიჰყვეთ ძალის ბრძანებებს. მიჰყვეთ, რათა გამოიყენოთ სცენარის ძალა და სიბრძნე. იხ. „მიყოლის ალგორითმი“.

გარე ძალა. თქვენ სეირნობთ ცოცხლად კინოში, როდესაც ყურადღებით ესწრებით, ხოლო განზრახვით ამოძრავებთ. ამოძრავებთ კადრს, მაგრამ არა თქვენი ვიწროშუბლიანი განზრახვით, არამედ გარეგნულით. გარე განზრახვას იმიტომ ჰქვია ასე, რომ ის თქვენი არ არის, თქვენ არ გეკუთვნით და არ გემორჩილებათ. გარე განზრახვა — ეს არის რაღაც ძალა, რეალობის ძრავა. მისი აქტიური შემადგენელი ატრიალებს კინოფირებს ისე, როგორც მათთვისაა წინასწარ განსაზღვრული ტრიალი. თქვენ გაქვთ წვდომის წერტილი ძალასთან — თქვენი გარე ცენტრი, ნაწნავი. თუ თქვენ უგონოდ ხართ, ძალა გკიდებთ ხელს ნაწნავზე და გატარებთ სცენარის მიხედვით, როგორც მარიონეტს. ხოლო როდესაც თქვენ, გაღვიძებისას, შედიხართ დასწრების მდგომარეობაში და იღებთ ნაწნავს „თქვენს ხელში“, ძალას უჩნდება მისი რეაქტიული შემადგენელი — მეტაძალა. აი ის კი უშვებს სხვა კინოფირს, თქვენ მიერ შეკვეთილი კადრის შესაბამისად.

რეალობის სარკე. თქვენ ყოველთვის მოქმედებთ პირდაპირ, თქვენი ვიწროშუბლიანი განზრახვით. გინდათ, რომ უყვარდეთ, პატივს გცემდნენ, რამით გეხმარებოდნენ, რამეს გაძლევდნენ, და ბავშვურად უშუალოდ ითხოვთ: შემიყვარე, პატივი მეცი, დამეხმარე, მომეცი. გვერდიდან სურათი ასე გამოიყურება: თქვენ, სარკის წინ მდგომი, იშვერთ ხელებს და ამბობთ „მომეცი!“, ცდილობთ მიიზიდოთ ანარეკლი თქვენკენ. თუმცა ანარეკლი პასუხად იმავეს აკეთებს. კი არ გაძლევთ, არამედ გართმევთ. რეალობაში, როგორც სარკეში, თქვენ ყოველთვის იღებთ თქვენი ყველა აზრობრივი დანადგარისა და ქმედების არეკვლას. როგორია გზავნილი, ისეთია უკუგება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი გულით გამოხატავთ მიუღებლობას. რეალობა, როგორც წესი, რეაგირებს სარკალურად. რასაც აგზავნით, იმასვე იღებთ.

ხატის (სახის) შეკვეთა. პირველი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გადაიღოთ თქვენი კინო — ეს არის გაღვიძება, თანმყოფობის მდგომარეობაში შესვლა. წარმოიდგინეთ, რომ გაცოცხლდით კინოსურათში. თქვენ არ უყურებთ ფილმს, როგორც ჩვეულებრივ, არამედ ცხოვრობთ მასში. იგრძენით ეს. გაახილეთ თვალები და შეხედეთ ახლებურად ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა. გაახალისეთ თქვენი მზერა. თქვენ დაინახავთ, როგორ გახდა ფერები უფრო წვნიანი. ახლა კი იგრძენით თავი არა ფილმის პერსონაჟად, არამედ გარედან მოსულად. თქვენ შეხვედით კინოში როგორც ინსაიდერი. ამის შესახებ არავინ იცის, მხოლოდ თქვენ იცით. სხეულით თქვენ კინოს შიგნით ხართ, ყურადღებით კი გარეთ. იგრძენით თქვენი განცალკევებულობა, თქვენი თანმყოფობა.

მეორე. სანამ ადამიანებისგან და რეალობისგან რამეს მოინდომებთ, დაელოდებით, ითხოვთ, აუცილებელია წარმოიდგინოთ, რომ დგახართ სარკის წინ, და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა უნდა გაკეთდეს, რომ ანარეკლი თქვენს შესახვედრად წამოვიდეს? ცხადია, თავად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. ნაცვლად ჩვეული მანერისა, რომ საბანი თქვენსკენ ქაჩოთ და ყრუდ იმეოროთ „მომე-მომე-მომე“, თქვენ იღვიძებთ და აცნობიერებთ, რომ რეალობის სარკე მხოლოდ იმეორებს თქვენს მოძრაობებს. და თუ გსურთ რაიმე მიიღოთ, აუცილებელია ჯერ რაღაც მსგავსი უნდა გასცეთ. არც კი აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა. უბრალოდ შეცვალეთ თქვენი „მომეცი“ საპირისპიროთი — „აიღე“. და მაშინ არეკვლაში, თითქოს ჯადოსნობით, მიიღებთ იმას, რაც გინდოდათ. როგორიცაა გზავნილი, ისეთია უკუგება. ეს კიდევ ნიშნავს საკუთარი თავის ამოძრავებას. იხ. „ხატის ალგორითმი“.

რეალობის შეკვეთა შეიძლება, ადამიანების შეკვეთა არ შეიძლება. თუკი, მიზნობრივი კადრის დასახვისას, თქვენ თითქოს აიძულებთ კონკრეტულ ადამიანს თქვენს ჭკუაზე იცეკვოს, ეს, სავარაუდოდ, არ იმუშავებს ან პირიქით იმუშავებს, რადგან თქვენ ამით აკეთებთ წესების ორმაგ დარღვევას — იჭრებით სხვის სცენარში. თქვენს განკარგულებაშია მხოლოდ თქვენი ცალკეული რეალობა, რომელიც თქვენ გეხებათ. ამიტომ მიზნობრივ კადრში ცენტრალური ფიგურა უნდა იყოთ მხოლოდ თქვენ თავად, როგორც წარმოგიდგენიათ თავი ოცნებებში: თქვენ ვარსკვლავი ხართ სცენაზე, თქვენ ხართ დირექტორის სავარძელში, თქვენ ხართ საკუთარ იახტაზე. ყველა დანარჩენი ფიგურა კადრში უნდა იყოს მეორე პლანზე, როგორც დეკორაციები. არ შეიძლება ადამიანებით მანიპულაციების წარმოება. მათთან შეიძლება მხოლოდ სარკულ ურთიერთობებში შესვლა. გსურთ რაიმე კონკრეტული კონკრეტული ადამიანებისგან? მიდით მათთან და იურთიერთეთ მათთან მოცემული კინოს შიგნით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კინო სარკულია.

შინაგანი აღმძვრელი. თქვენ მიგიძღვით არა მხოლოდ გარე ძრავა — სცენარი, არამედ ნაწილობრივ რაღაც შინაგანი აღმძვრელი. ეს არის საკუთარი მნიშვნელოვნების მოთხოვნილება და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა. თუ გსურთ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა ან მათგან რამეს მიაღწიოთ, დაისახეთ მიზნად ხაზი გაუსვათ მათ მნიშვნელოვნებას და დაეხმაროთ თვითრეალიზაციაში. თუ არ გსურთ მტრები გაიჩინოთ, ყველანაირად მოერიდეთ სხვისი მნიშვნელოვნების გრძნობის შელახვას. სარგებელი სხვებისთვის უნდა გახდეს თქვენი კრედოს ნაწილი. მაშინ არც თქვენს თვითრეალიზაციასთან იქნება პრობლემები. მეტიც, თქვენი საკუთარი რეალიზაცია გახდება წარმატებული მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამაში სხვებისთვისაც იქნება სარგებელი. და პირიქით, თუ იმაში, რასაც აკეთებთ, სხვებისთვის სარგებელი არ არის, მაშინ არც თქვენ თავად გექნებათ ხეირი.

მანიპულაციები ადამიანებით. პერსონაჟის ცნობიერებით მანიპულირება მიმდინარე კადრში — შესაძლებელია. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, თქვენ მიგიძღვიან გარე სცენარი და შინაგანი აღმძვრელი. მეორე გაცილებით ნაკლები ხარისხით. აღმძვრელი ძირითადად განსაზღვრავს თქვენი მოძრაობის ვექტორს, მაგრამ თქვენ მაინც სცენარი გამოძრავებთ. თუმცა ყველაზე ხარბმა ლოკოკინებმა, თავიანთი აღძვრების ან თავიანთი სცენარის შესაბამისად, შეიძლება სცადონ შეცვალონ თქვენი ვექტორის მიმართულება თავიანთ ინტერესებში. 

სწორედ ეს არის მანიპულაცია — სხვისი ვექტორის მართვა. ეს შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, შეცდომაში შეყვანის გზით, ან ცრუ ფასეულობებისა და მიზნების შექმნით, ან სისუსტეებსა და საჭიროებებზე თამაშით. სარკული პრინციპებისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენს ვექტორს არ ეხებიან, არამედ, პირიქით, ეხმარებიან მას, მანიპულატორებს თქვენ მიჰყავხართ და გიყენებენ. ამიტომ ყოველთვის, როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცას გახვევენ თავს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვისთვის და რისთვის შეიძლება იყოს ეს ხელსაყრელი?

მანიპულაციები რეალობით. რეალობას ორგვარი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, ეს კინოა, მეორე მხრივ კი — მოცულობითი სარკე. ორივე მათგანი აბნევს ადამიანს. მთავარი ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ რეალობის ჭეშმარიტი ბუნება დაფარულია. კინოფირების სივრცეც არ ჩანს და სარკეც როგორც ასეთი შეუმჩნეველია. მაგრამ თუ ეს იცი და გახსოვს, ილუზია წყვეტს თქვენზე ბატონობას. რეალობის სარკის ილუზია გაცილებით რთულია ჩვეულებრივ სარკეზე. სივრცე არ არის შუაზე გაყოფილი და ხილული საზღვარი სინამდვილესა და მოჩვენებითს შორის არ შეინიშნება. თქვენ იმყოფებით ერთდროულად სარკის გარეთაც და შიგნითაც. ხატი (სახე) და არეკვლა მასში შეთავსებულია. რა გამომდინარეობს აქედან? ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შექმნილი ხატი შეიძლება გახდეს ანარეკლი, ხოლო ანარეკლი შეიძლება გადაედინოს ხატში. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ არეკვლა ხატად იმით, რომ მოაჩვენოთ თავი, თითქოს გაქვთ ის, რაც არ გაქვთ, ან ხართ ის, ვინც არ ხართ. მაგალითად, გსურთ გქონდეთ თქვენი სახლი. იარეთ მაღაზიებში და შეარჩიეთ ავეჯი და ინტერიერის საგნები, თითქოს სახლი უკვე გაქვთ. ან გსურთ გახდეთ შეძლებული ადამიანი. დაინტერესდით ძვირადღირებული ნივთებით, მანქანებით, იახტებით, კურორტებით. შეუშვით სიმდიდრე თქვენს ცხოვრებაში. ან გსურთ გახდეთ ვარსკვლავი რომელიმე სფეროში. მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ვარსკვლავი ხართ, იცხოვრეთ მისი ცხოვრებით, თუნდაც ჯერჯერობით წარმოსახვაში. თანდათან რეალობის სურათი შესაბამისობაში მოვა თქვენს მოჩვენებითობასთან. რეალობას უყვარს ილუზიების შექმნა, მაგრამ ვერ იტანს, როცა ილუზიებით მასვე უმასპინძლდებიან. ის იპოვის გზას, რომ თქვენ მიერ შექმნილი ილუზია სინამდვილედ აქციოს.

ანარეკლის შეკვეთა. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ხატი, ისე ანარეკლი. პირველ შემთხვევაში ხატი გადაედინება ანარეკლში, მეორეში კი — პირიქით, ანარეკლი — ხატში. პირველი (პირდაპირი) პროცესი: როგორიცაა გზავნილი — ისეთია უკუგება, რასაც გასცემთ — იმასვე იღებთ,ვინც სინამდვილეში ხართ — ის გაქვთ. მეორე (შებრუნებული) პროცესი: როგორიცაა თამაში — ისეთია რეალობა, რისი იმიტაციასაც აკეთებთ — იმასვე იღებთ, ვინც გინდათ რომ იყოთ — იმად იქცევით. პირდაპირ: ხატი გადაედინება ანარეკლში. ხატის შეკვეთა — ეს თქვენი გზავნილია რეალობაში. რაც გაგზავნეთ, შედეგად ის მიიღეთ. შებრუნებულად: ანარეკლი გადაედინება ხატში. ანარეკლის შეკვეთა — ეს თქვენი მოჩვენებითობა და იმიტაციაა. ვინადაც თავი მოაჩვენეთ, რეალურად იმად გადაიქეცით. ყველა ეს მანიპულაცია სარკესთან არის ის, რასაც ჰქვია საკუთარი თავის ამოძრავება. პირველი აუცილებელი პირობა — თამაში სრული სერიოზულობით. მეორე აუცილებელი პირობა — თამაში სისტემატური. იხ. „არეკვლის ალგორითმი“.

რატომ არ მოგწონთ საკუთარი თავი. იმიტომ, რომ თქვენ ყველა ეკრანიდან, ყველა გარეკანიდან გიდემონსტრირებენ სილამაზის, წარმატების, ბედნიერების იდეალებს. თქვენ ეგებით ამ ილუზიებს და მორჩილად იზომებთ სხვისას, არა თქვენსას, ყოველ ჯერზე რწმუნდებით, რომ სტანდარტებში ვერ ჯდებით. სინამდვილეში კი სილამაზე, წარმატება და ბედნიერება არ შეიძლება იყოს სტანდარტიზებული — ეს ნივთები სუფთა ინდივიდუალური თარგისაა. მაგრამ თქვენ მაინც გირჩევნიათ გჯეროდეთ ილუზიების და მათ საკუთარი თავი მოარგოთ. კი არ უნდა გშურდეთ სხვების ყურებისას და კი არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში საკუთარი თავის ყურებისას, არამედ თავად გახდეთ ციცინათელები, ამოძრაოთ საკუთარი თავი და ამოძრაოთ საკუთარი თავით. კი არ უყუროთ რეალობას, რომელშიც გიწევთ ცხოვრება როგორც რაღაც თქვენგან დამოუკიდებელს, არამედ თავად შეუკვეთოთ ის. მომავალი რეალობა ამოძრაოთ ნაწნავით, ხოლო მიმდინარე რეალობაში ამოძრაოთ საკუთარი თავით — თქვენი ხატით და ანარეკლით.

რა გამძიმებთ. როგორც კი დაიჭერთ საკუთარ თავს იმაში, რომ რაღაცას ელოდებით, რაღაცის იმედი გაქვთ, რაღაცის გეშინიათ, რაღაც გამძიმებთ — გაიღვიძეთ და ჩააბარეთ საკუთარ თავს ანგარიში: თქვენ მიგიძღვით გარე, არა თქვენი სცენარი — სწორედ ეს გამძიმებთ. თქვენ ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ არა ხართ თავისუფალი, რომ დამოკიდებული ხართ რეალობაზე, რომ ჩასმული ხართ გარემოებათა ჩარჩოებში, როგორც პერსონაჟები სიუჟეტის ჩარჩოებში. თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ ვერ აცნობიერებთ და ვერაფერს ვერ უხერხებთ. კარგად უნდა გაითავისოთ: რაღაცაზე იმედის დამყარება, მოხდება თუ არ მოხდება, გამოვა თუ არ გამოვა — აზრს მოკლებული და სულელურია. თქვენს ნებაზეა — შეუკვეთოთ ხატი, ან ანარეკლი ან რეალობა, ან ყველაფერი კომპლექსში. თქვენ გესაჭიროებათ: 

შეცვალოთ ნდომის ჩვევა გაცემის ჩვევით. 

შეცვალოთ უარყოფის ჩვევა მიღების ჩვევით. 

შეცვალოთ ჩაძინების ჩვევა გაღვიძების ჩვევით. 

ყველაზე სასარგებლო ჩვევათაგან: არ გინდოდეთ რაღაც რეალობისგან, არამედ შეუკვეთოთ რეალობა. ეს მთავარია! და არანაკლებ მნიშვნელოვანი წარმოებულები: 

არ გეშინოდეთ, არამედ შეუკვეთოთ. 

არ ელოდოთ, არამედ შეუკვეთოთ. 

არ გქონდეთ იმედი, არამედ შეუკვეთოთ. 

არ წუხდეთ, არამედ შეუკვეთოთ.

იმიტაციის ტექნოლოგია. შესაძლებელია შეუკვეთოთ არა მხოლოდ რეალობა — შესაძლებელია შეუკვეთოთ საკუთარი თავი, თქვენი მანეკენი. მანეკენი ამ დროს შეიცვლება. კინოფირებისა და არეკვლების რიგში გადაადგილებისას, თქვენ გახდებით სხვანაირები, როგორადაც ოცნებობდით საკუთარი თავის დანახვას. იხ. „კომპლექსური მოძრაობა-სეირნობის ალგორითმი“ და თავი „იმიტაციის ტექნიკა“.

საკუთარი მანეკენის შეკვეთა. კინოფირებზე, რომლებიც ინახება მარადიულობის არქივში, თქვენ გყავთ თქვენი საკუთარი მანეკენები. როდესაც უყურებთ ერთ-ერთ ასეთ ფირს სიზმარში, თქვენი ცნობიერება პოულობს თავის მანეკენს, ის ცოცხლდება და იწყებს მოძრაობას. სანამ სიზმარს ხედავთ, თქვენ ცხოვრობთ სიზმრის მანეკენის სხეულში როგორც თქვენი ერთ-ერთი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთში. 

იგივე ხდება სინამდვილეში — კინოფირებზე, რომლებზეც თქვენი ცხოვრება მოძრაობს. ყოველ ახალ კინოფირზე თქვენი ცნობიერება შედის მანეკენის მორიგ ვერსიაში, ის ცოცხლდება და ხდება თქვენ — მიმდინარე კადრში. მანეკენი შეიძლება შეიცვალოს სწორედ ახლა, დროის მოკლე მონაკვეთში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი თავი სწრაფად, გარეგნობაში შთამბეჭდავ გარდასახვებამდეც კი. მათ შორის შეიძლება შეიცვალოს თქვენი ისეთი თვისებები და უნარები, როგორიცაა, მაგალითად: თავდაჯერებულობა, მომხიბვლელობა, ურთიერთობის უნარი, სიმამაცე, ინტელექტი, პროფესიონალიზმი. საუბარი არ არის იმაზე, რომ უარი თქვათ საკუთარ თავზე ან საერთოდ გადააგდოთ ძველი საკუთარი თავი. საუბარია განვითარებაზე. განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ ისეთი იშვიათი შემთხვევა, რომ ისედაც მოსწონხართ საკუთარ თავს და არ გსურთ საკუთარი თავის შეცვლა. მაგრამ ასეც რომ იყოს, განვითარებაში გაჩერება არ შეიძლება, რადგან სხვაგვარად წავა დეგრადაცია. საჭიროა შეიცვალოთ საკუთარი თავი, საკუთარი თავის  — თქვენი თვითმყოფადობის, თქვენი პრინციპების, მრწამსის, კრედოს ღალატის გარეშე.

უნიკალურობა. უნიკალურობა — ეს არის ყველაფერი, რაც გაქვთ, მაგრამ ეს ბევრ რამეში სავსებით საკმარისია. უნიკალურობა უკვე თავისთავად სრულყოფილია, იმიტომ რომ ასეთი მეტი არსად არ არის. აქვს თუ არა ფასი იმას, რაც არავის და არსად არ აქვს? რა თქმა უნდა. ეს უპირატესობაა, რომელიც შეიძლება გამოიყენო, ან შეიძლება მტვრიან კარადაში მიაგდო. და ეს მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. ნაკლოვანებებს აქვთ ერთი პარადოქსული თვისება. თუ დაეთანხმებით ნაკლს, ის ხდება ფასეული ინდივიდუალური თვისება. ხოლო თუ არ იღებთ მას და ებრძვით მას, ის იქცევა ხინჯად. სწორედ ასე აღიქმება ეს გარშემომყოფების მიერ: ან ფასეულობად, ან ხინჯად. თუ ნაკლს მივიღებთ, ის შეიძლება იქცეს უპირატესობად. თქვენ — თავად სრულყოფილება ხართ, როგორც ჩაფიქრებულია ბუნებისა და შემოქმედის მიერ. სრულყოფილება — ეს ინდივიდუალობაა თავის უნიკალურობაში და საკუთარ თავთან თანხმობაში. იქ, სადაც არის თანხმობა, ჩნდება ჰარმონია. და პირიქით, ნებისმიერი მიუღებლობა შობს დისჰარმონიას, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი ხდება. აშკარა ნაკლი ან სუსტი რგოლი, რომელიც პირდაპირ გვნებთ თქვენ, მაგალითად თქვენს ჯანმრთელობას, იმიჯს, ან ვნებს გარშემომყოფებს, უნდა აღმოიფხვრას. დანარჩენში საჭიროა კი არ ებრძოლოთ ნაკლოვანებებს, არამედ განავითაროთ ღირსებები.

სამი მიღწევის ხერხი. პირველი — არ შეიძლება ფოკუსირება თქვენს ნაკლოვანებებზე. არ შეიძლება იმყოფებოდეთ რამეში თქვენი ნაკლოვანების შეგრძნების მდგომარეობაში. ეს დესტრუქციული მდგომარეობაა. ნაკლოვანებები გაღრმავდება და წავა კიდევ უფრო დიდი დეგრადაცია. ამიტომ საჭიროა შეხვიდეთ სხვა, კონსტრუქციულ მდგომარეობაში. შესვლაში დაგეხმარებათ მოქმედება მეორე. 

მეორე — ცხოვრებაში უნდა იყოს მიზანი — შთამაგონებელი, ენთუზიაზმის მომგვრელი, სარგებლის მომტანი თქვენთვის და სხვებისთვის. თუ ყველაფრის მიმართ აპათიაა, ესე იგი თქვენ არ გაქვთ მიზანი. ან, პირიქით, როცა არ არის მიზანი, გაქვთ აპათია. არ არის მიზანი — არაფერი მოგინდებათ. არ არის სწრაფვები — არ იქნება მოძრაობა. არ არის მოძრაობა — არ იქნება ენერგია. არ არის ენერგია — არ იქნება სიცოცხლე. ამიტომ აუცილებელია იპოვოთ თქვენი სანუკვარი მიზანი, თქვენი მისია და დაიწყოთ მოძრაობა მისკენ. მისიის გარეშე, თუნდაც რაიმე მისიის, — თქვენ არ ხართ, თქვენ ცარიელი ადგილი ხართ. თუ მისია ჯერ ნაპოვნი არ არის, დაგეხმარებათ მესამე მოქმედება. 

მესამე — ნაპოვნია მისია თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა კონცენტრირება განვითარებაზე, საკუთარი თავის ქმნაზე. აკეთოთ საკუთარი თავი მუდმივად, ყოველთვის. გააღვივოთ თქვენში შემოქმედის ნაპერწკალი, განვითარდეთ და სრულყოთ თავი. ეს არის ერთდროულად სამი მიღწევის ხერხი: გამოხვიდეთ ნაკლოვანების მდგომარეობიდან, იპოვოთ მისია, განახორციელოთ მისია.

სამ-მოძრაობა. მიზნები მიიღწევა სამ-მოძრაობაში: ამოძრავოთ რეალობა, ამოძრავოთ საკუთარი თავით, ამოძრავოთ საკუთარი თავი. თვითგანვითარება — უკვე ღირსეული მიზანი და გზაა. მისია გზაში თავად მოიძებნება. მაგრამ მაშინაც კი, როცა მოიძებნა, არ უნდა გაჩერდეთ. გახსოვდეთ: არის ან განვითარება, ან დეგრადაცია. არ ღირს ფიქრი, რომ თვითგანვითარება — ეს დამთრგუნველი ვალდებულება ან მძიმე შრომაა. პირიქით, გაცილებით დამთრგუნველია ყოფნა სტაგნაციაში, უმოქმედობასა და სიზარმაცეში. საკუთარი თავის კეთება — არ არის შრომა, არამედ სასიამოვნო მზადებაა რაღაც კიდევ უფრო სასიამოვნოსთვის. თქვენ ხომ ამზადებთ საკუთარ თავს, როცა წვეულებაზე მიდიხართ, იპრანჭებით? მაგრამ წვეულება დღესაა. აი იმისთვის კი, რაც დადგება ხვალ, ერთ თვეში, ერთ წელიწადში, ერთჯერადი მზადება არ იქნება საკმარისი.

თქვენი მისია. მისია — ეს არის ის, რაც აღგაფრთოვანებთ და მოაქვს სარგებელი თქვენთვის და სხვებისთვის. იმისათვის, რომ გახდეთ ბრწყინვალენი და თქვენი ცხოვრება გარდაქმნათ ბრწყინვალებად, აუცილებელია გამოხვიდეთ სტაგნაციისა და დეგრადაციის მდგომარეობიდან. გამოსვლის ხერხი — იპოვოთ თქვენი მისია, სანუკვარი მიზანი და იმოძრაოთ მისკენ. თქვენი მისია — ეს თქვენი თვითრეალიზაციის ვექტორია. მისიის გარეშე ცხოვრება გარდაიქმნება აზრს მოკლებულ არსებობად. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ თქვენი მისია. შემოქმედის ნაპერწკალმა, რომელიც თვლემს თქვენში, იცის. მაგრამ ის უნდა გააღვივოთ. თქვენში შემოქმედის ნაპერწკლის გაღვივებით, საკუთარი თავის კეთებით, თქვენ იღებთ სამივე მიღწევას: გამოდიხართ სტაგნაციიდან, პოულობთ მისიას, ახორციელებთ მისიას.

შესვლა ახალ მანეკენში. დავუშვათ, გსურთ გქონდეთ ლამაზი სხეული, გარდაქმნათ საკუთარი თავი მომხიბვლელ და ყოველმხრივ სასიამოვნო პიროვნებად, გახდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი რომელიმე სფეროში. არსებითად, ეს ნიშნავს შეხვედეთ თქვენს სხვა, სრულყოფილ მანეკენში, პრინციპულად სხვა კინოფირზე. ასეთი მანეკენი და ასეთი კინოფირი მართლაც არსებობს, შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ. საჭიროა მხოლოდ იქამდე მიღწევა. მოცემული მიზანი მიიღწევა სამ-მოძრაობაში: ამოძრავოთ რეალობა, ამოძრავოთ საკუთარი თავით, ამოძრავოთ საკუთარი თავი. იხ. თავები „თქვენ — გენიალური ხართ“, „იმიტაციის ტექნიკა“ და ასე შემდეგ.

* * *

მოცემულ მიმოხილვაში წარმოდგენილია მხოლოდ საფუძვლები. დეტალებისა და წვრილმანების ასათვისებლად აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ მთელი წიგნი ზედმიწევნით. თუკი რამე გაუგებარია, წაიკითხეთ წიგნები ტრანსერფინგის შესახებ. “რეალობის ტრანსერფინგი” — ეს დაწყებითი სკოლაა. ტაფტის ტექნიკები — ეს უკვე უმაღლესი სკოლა და უმაღლესი პილოტაჟია. 

 

 

მეგობრებო, თუ გსურთ გამოხატოთ მადლიერება და ხელი შეუწყოთ მსგავსი წიგნების ქართულად თარგმნას, შეგიძლიათ ჩარიცხოთ დონაცია (რამდენიც გაიხარდებათ) ამ რეკვიზიტებზე, ან შეიძინოთ ჩვენი სხვა რომელიმე PDF წიგნი, რომელთა სიაც ტექსტის ბოლოშია:

ანგარიშის რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: 

GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: 

GE30TB7154245061100005

 

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

 

ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.

ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

ვადიმ ზელანდი - „ქურუმი ტაფტი“ - დონაციით

ალბერტო ვილოლდო - „შექმენი ახალი სხეული“ - დონაციით

კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (30 ლარი)

დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)

რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)

დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)

იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)

მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)

კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)

კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)

კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)

კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)

პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (30 ლარი)

პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)

ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)

ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)

რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)

ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)

ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)

ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)

რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)

დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)

რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)

დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)

ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)

პარამაჰამსა იოგანანდა - "იოგის ავტობიოგრაფია" (35 ლარი)

 

შესაძენად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ზემოთ-მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff