ნაწილი 1
ნაწილი 1
1960 წლის ზაფხულს, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის სტუდენტობის ჟამს რამდენიმეჯერ მომიწია მოგზაურიბა სამხრეთ-დასავლეთით, ზოგიერთი იმ სამკურნალო მცენარის შესახებ ცნობების შეაგროვებლად, რომელთაც იქაური ინდიელები იყენებდნენ. აქ მოთხრობილი ამბები ერთ-ერთი იმ მოგზაურობის დროს იღებენ სათავეს. გრეიხუნდისაკენ მიმავალ ავრობუსს ველოდებოდი ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში და ამხანაგთან, ჩემს გიდსა და დამხმარესთან ერთად ვსაუბრობლდი. უეცრად ის ჩემკენ დაიხარა და ჩამჩურჩულა, რომ ფანჯარასთან მჯდომმა კაცმა - ჯაღარა ხნიერმა ინდიელმა - ბევრი რამ იცოდა მცენარეების, და განსაკუთრებით, პეიოტის შესახებ. მე, რა თქმა უნდა, ვთხოვე წარედგინა ჩემი თავი ამ კაცისათვის.
ამხანაგი შორიდან მიესალმა ინდიელს, მერე მივიდა და ხელი ჩამოართვა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ხელით მანიშნა მივსულიყავი, მაგრამ არ უზრუნვია ჩვენს გაცნობაზე ისე გაგვეცალა. მოხუცი სულაც არ ჩანდა დაბნეული. მე თავი წარვუდგინე, მან კი მიპასუხა, რომ მას სახელად ხუანი ერქვა და იგი მზად იყო ჩემი სამსახურისთვის. ამასთან მან მიმართვის ესპანური თავაზიანი ფორმით ისარგებლა. ჩემი ინიციატივით ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილს არ ახლდა დაჭიმულობა, უბრალოდ ორივე ბუნებრივად და დაუძაბავად ვიცავდით სიჩუმეს. მის მუქ სახეს და კისერს ნაოჭები ფარავდა, რაც აშკარად სიმხნევის ნიშანი იყო, მაგრამ უმალ გამაოცა მისი სხეულის სიჭარმაგემ და დაკუნთულობამ.
მერე ვუთხარი, რომ სამკურნალო მცენარეები მაინტერესებდა. მართალი რომ ვთქვა, მე თითქმის არაფერი ვიცოდი პეიოტის შესახებ, მაგრამ თავი დიდ მცოდნენ მომქონდა, და მეტიც, გადაკვრით ვანიშნე რომ ჩემთან საუბარი მისთვის ძალზე სასარგებლო იქნებოდა. სანამ ამგვარად ვყბედობდი, მან ნელნელა გააქნია თავი და შემომხედა, ისე რომ არაფერი უთქვამს. მის მზერას თვალი ვერ გავუსწორე და ჩვენ დავასრულეთ იმით, რომ ერთი მეორის პირდაპირ სამარისებულ სიჩუმეში ვიდექით. ბოლოს, როგორც მომეჩვენა, უსასრულოდ გრძელი პაუზის შემდეგ დონ ხუანი წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. გამოჩნდა მისი ავტობუსი; ის გამომემშვიდობა და სადგურის შენობიდან გავიდა.
გული მომივიდა საკუთარ თავზე, ამდენი სისულელე რომ ვილაპარაკე. და ეს მაშინ, როცა მისი არაჩვეულებრივი თვალები გამჭოლ მხედავდნენ. დაბრუნებულმა ამხანაგმა სცადა ჩემი წარუმატებლობის გამართლება. მოხუცი, მიხსნიდა იგი, ხშირად იყო სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი, მაგრამ ამ პირველი შეხვედრით გამოწვეული შეშფოთება არც ისე ადვილად დასაშოშმინებელი გამოდგა.
ცოტაოდენი გავისარჯე, გავიგე სად ცხოვრობდა დონ ხუანი და შემდგომ რამდენიმეჯერ მასთან ჩავედი. ყოველი ვიზიტის დროს ვცდილობდი საუბარი პეიოტზე გადამეტანა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით და ჩემი მეცნიერული გამოკვლევები დავიწყებას ჩაბარდა, ან ყოველ შემთხვევაში მათ პირვანდელისგან საკმაოდ განსხვავებული მიმართულება მიეცათ.
ამხანაგმა, რომელმაც დონ ხუანი გამაცნო, შემდგომ ამიხსნა, რომ მოხუცი არ იყო წარმოშობით არიზონელი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, არამედ იყო მექსიკის სონორის შტატის მკვიდრი - იაკის ტომის ინდოელი.
დასაწყისში დონ ხუანი ჩემთვის უბრალოდ საინტერესო პიროვნება იყო, რომელმაც ბევრი რამ იცოდა პეიოტის შესახებ და ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ესპანურად. მაგრამ ხალხს, ვისთანაც იგი ცხოვრობდა, სწამდა, რომ ის რაღაც „იდუმალ ცოდნას“ ფლობდა, რომ იგი „ბრუხო“ იყო. ესპანურად სიტყვა „brujo“ ნიშნავს ერთდროულად ექიმს, ექიმბაშს, ჯადოქარს, მაგს, ასე უწოდებენ აგრეთვე ადამიანს, რომელიც ფლობს არაჩვეულებრივსა და, როგორც წესი, ბოროტ ძალებს.
ერთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ დონ ხუანის ნდომა მომეპოვა. ერთხელ მან განმიცხადა, რომ რაღაც ცოდნას ფლობდა, რომელიც თავის მოსწავლეობის დროს მოძღვრისაგან მიიღო, - ის მას „ბენეფაქტორს“* უწოდებდა. დონ ხუანმა, თავის მხრივ, მე ამირჩია მოწაფედ, მაგრამ გამაფრთხილა, რომ სერიოზული ვალდებულებების სღება მომიწევდა და რომ სწავლება ხანგრძლივი და მომქანცევლი იქნებოდა
* Benefactor (ესპ) – (მწყალობელი) კეთილის მყოფელი, სასიკეთო ვითარება.
თავისი მასწავლებლის დახასიათებისას დონ ხუანი სიტყვა „დიაბლეროს“ ხმარობდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს ცნება მხოლოს სონორელ ინდიელებს შორის გამოიყენებოდა და ბოროტ კაცს ნიშნავდა, შავი მაგიის მიმდევარს, რომელსაც შეეძლო ცხოველად - ფრინველად, ძაღლად, კოიოტად ან ნებისმიერ არსებად გადაქცება. სონორში ერთ-ერთი ჩემი მოგზაურობისას ერთი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა, რომელმაც თვალნათლივ გამოავლინა ინდიელთა დამოკიდებულება დიაბლეროს მიმართ. ღამით ორ მეგობარ ინდიელთან ერთად მანქაით მივემგზავრებოდი და უცებ დავინახე, როგორ გადაკვეტა გზა რაღაც ძაღლის მაგვარმა ცხოველმა. ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, რომ ეს ძაღლი კი არა კოიოტი იყო. მე დავამუხრუჭე და გზის ნაპირზე გადავედი, ცხოველი რომ უკეთ დამენახა. იგი რამდენიმე წამით გაშეშდა ფარების შუქზე, შემდეგ ჩაპრალში (ბუჩქოვანი მუხის ბარდი) გაუჩინარდა. ეს უეჭველად კოიოტი იყო, ოღონდ ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი. ცხარე კამათის შემდეგ ჩემი მეგობრები შეთანხმდენენ რომ ჩვენ ძალზედ უჩვეულო ცხოველი ვნახეთ, ხოლო ერთ-ერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს დიაბლერო ყოფილიყო. გადავწყვიტე მესარგებლა ამ შემთხვევით და გამოვკითხე იმ ადგილებში მცხოვრებ ინდიელებს მათი აზრი დიაბლეროს არსებობის შესახებ. ბევრს გამოველაპარაკე - ვუყვებოდი ამ შემთხვევას და შეკითხვებს ვაძლევდი. შემდეგი სამი საუბარი აჩვენებს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ამის თაობაზე.
- შენ ფიქრობ ეს კოიოტი იყო, ჩიო? - ვკითხე მე ახალგაზრდა კაცს მას შემდეგ როცა მან მოისმინა ჩემი მონათხრობი.
- ვინ იცის? უთუოდ ძაღლი იქნებოდა. კოიოტისათვის ნამეტანი დიდია.
- ხომა არ ფიქრობ რომ ეს დიაბლერო იყო?
- სისულელეა, დიაბლერო არ არსებობს.
- რატომ გგონია, ჩიო?
- ხალხი რას არ მოიგონებს. ნიძლავსაც დავდებ, რომ დაგეჭირათ, ის უთუოთ ძაღლი აღმოჩნდებოდა. ერთხელ სხვა ქალაქში საქმე მქონდა, გათენებამდე ავდექი და ცხენი შევკაზმე. გზაზე რომ გამოვდიოდი მუქ ჩრდილს გადავეყარე, რომელიც ძალიან ჰგავდა დიდ ცხოველს. ჩემმა ცხენმა უკან დაიხია და უნაგირიდან გადმომაგდო. მეც საკმაოდ შემეშინდა, მაგრამ ჩრდილი საბოლოოდ ქალაქში მიმავალი ქალი გამოდგა.
- ესე იგი ჩიო, შენ გინდა თქვა , რომ დიაბლეროს არსებობის არ გწამს?
- დიაბლერო? რის დიაბლერო? აბა მითხარით, რა არის დიაბლერო?
- არ ვიცი, ჩიო. იმ ღამეს ჩემთან მყოფმა მანუელმა თქვა, რომ კოიოტი შესაძლოა დიაბლერო იყო. შენ ხომ ვერ მეტყვი რა არის დიაბლერო?
- ამბობენ, რომ დიაბლერო - არის ბრუხო, რომელიც რათაც უნდა იმათ გადაიქცევა. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მონჩმახია. აქაური მოხუცები უთვალავ ამბავს მოგიყვებიან ამ დიაბლეროზე. ჩვენ ახალგაზრდები კი სულ სხვაგვარად ვფიქრობთ.
- როგორ ფიქრობ, რა ცხოველი იყო ეს, დონია ლუს? - ვკითხე მე საშუალო ასაკის ქალს.
- მხოლოდ ღმერთმა თუ იცის დანამდვილებით, მაგრამ მე მგონი, ის კოიოტი არ იქნებოდა. რაღაც-რაღაცეები შეიძლება აგერიოს კოიოტშ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ იყო. კოიოტი გარბოდა, თუ ჭამდა?
- დროის დიდ ნაწილს იგი იდგა, მაგრამ მე რომ დავინახე, მგონი, რაღაცას ჭამდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ მას არაფერი მიჰქონდა პირში?
- შეიძლება მიჰქონდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს მნიშვნელობა. თუ მას პირში რაღაც მიჰქონდა, მაშინ იგი არ იყო კოიოტი.
- აბა რა იყო?
- კაცი ან ქალი.
- თქვენ რას ეძახით ასეთ ადამიანს, დონა ლუს? - მან არ მიპასუხა. მე კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მან განმიცხადა, რომ არ იცოდა. მე ვკითხე, ხომ არ ეძახდნენ ასეთ ადამიანებს დიაბლეროს და მან მიპასუხა, რომ ერ ერტ-ერთი მათ სახელი იყო.
- თქვენ ხომ არ იცნობთ რომელიმე დიაბლეროს? - შევეკითხე მე.
- მე ვიცნობდი ერთ ქალს, - მიპასუხა მან. იგი მოკლეს. ეს ამნაბი მაშინ მოხდა, როცა მე გოგონა ვიყავი. ქალს, როგორც ამბობდნენ, ძუკნა ძაღლად გადაქცევა შეეძლო. ერთხელ, რომელიღაც ძაღლი შეიპარა თეთრი კაცის სახლში ყველის მოსაპარად. თეთრმა მოკლა ის პისტოლეტით და იმავე წამს, როდესაც ძაღლი ჩაიღძო თეთრი კაცის სახლში, ქალი მოკვდა თავის ქოხში. მისი ნათესავები შეუკრიბნენ, მივიდნენ თეთრთან და გამოსასყიდი მოსთხოვეს. მას დიდი ფულის გადახდა მოუხდა მკვლელობაში.
- როგორ შეეძლოთ მათ გამოსასყიდი მოთხოვნა, როდესაც მან ხოლოდ და მხოლოდ ძაღლი მოკლა?
- მათი თქმით, თეთრმა იცოდა რომ ის ძაღლი არ იყო. მასთან სხვებიც იყვნენ და ყველამ დაინახა, როგორ დადგა ძაღლი უკანა თათებზე და ადამიანივით გაიწია ყველისკენ, რომელიც სახურავზე გამოკიდებულ ლანგარზე იდო. ხალხი მაშნ ქურდს ელოდებოდა, იმიტომ რომ ყოველ ღამეს ყველი სადღაც ქრებოდა. ასე რომ იმ კაცმა მოკლა ქურდი და იცოდა, რომ ის ძაღლი არ იყო.
- ახლა თუ არიან დიაბლერო, დონია ლუის?
- ასეთი რამეები უღრმეს საიდუმლოებაში ინახება. ამბობენ, რომ დიაბლერო უკვე აღარ არიან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება ამაში, იმიტომ რომ დიაბლეროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვალდებურია შეისწავლოს ის, რაც იცია დიაბლერომ. დიაბლეროს აქვთ თავისი კანონები და ერთ-ერთი კანონი ამბობს, რომ დიაბლერომ უნდა გადასცეს საიდუმლოებანი რომელიმე თავისიანს.
- როგორ ფიქრობ, ხენარო, რა ცხოველი იქნებოდა ეს? - ვკითხე ერთ ღრმად მოხუცს.
- ძაღლი რომელიმე რანჩოდან, აბა სხვა რა?
- ვთქვათ, დიაბლერო!
- დიაბლერო? ხომ არ გაგიჟდი! არაა, არავითარი დიაბლერო.
- ამით ტა გინდათ რომ თქვათ, ახლა არ არიან, თუ არასდროს ყოფილან?
- არა, ერთ დროს იყვნენ. ეს ცნობილია და ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ ხალხს მათი ძალიან ეშინოდა და სუყველანი დახოცეს.
- ვინ დახოცა ისინი, ხენარო?
- მთელმა ტომმა. უკანასკნელი დიაბლერო, როგორც მე ვიცი, იყო ჩ. მან მოკლა ათობით, შესაძლოა ასობით ადამიანი თავისი ჯადოქრობით. აღარ შეიძლებოდა ამის მოთმენა, ხალხი შეიკრიბა, ერთ ღამეს მოულოდნელად თავს დაესხა და ცოცხლად გადაწვა.
- როდის მოხდა ეს, ხენარო?
- 1942 წელს.
- თქვენ თვითონ ნახეთ ეს?
- არა, მაგრამ ხალხი ალაზე დღესაც ლაპარაკობს. ამბობენ, რომ მისგან ფერფლიც კი არ დარჩენილა, თუმცა კოცონი სველი შეშისგან იყო იყო აგებული. ერთადერთი რაც დარჩა - ეს იყო დამდნარი ქონის უზარმაზარი გუბე.
თუმცა დონ ხუანი თავის ბენეფაქტორს დიაბლეროთა რიცხვს მიაკუთვნებდა, მას არასოდეს დაუსახელებია ადგილი, სადაც მისგან ცოდნა მიიღო და არც მასავლებლის სახელი გაუხელია. უნდა ვთქვა, რომ დონ ხუანი თითქმის არ საუბრობდა თავისი პირადი ცოვრების შეახებ. მან მხოლოდ მითხრა, რომ დაიბადა სამხრეთ-დასავლეთში 1891 წელს და ცხოვრების დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარა. 1900 წელს მისი ოჯახი, ისევე როგორც ათასობით სხვა სონორელი ინდიელი, მექსიკის მთავრობამ ცენტრალურ მექსიკაში განდევნა და რომ იგი 1940 წლამდე ცენტეალურსა და სამხრეთ მექსიკაში ცხოვრობდა. ვინაიდან დონ ხუანი ბევრს მოგზაურობდა, მისი ცოდნა შეიძლება მრავალი გავლენის შედეგი ყოფილიყო. ასე რომ, მიუხედავად იმისა რომ თვითონ იგი თავს სონორელ ინდიელად სცნობდა, მე არა ვარ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა მისი ცოდნის კონტექსტი მთლიანად სონორულ ინდიელთა კულტურას დავკავშიროთ. თუმცა, მე აქ არა მაქვს განზრახული მისი კულტურული წარმომავლობის გარემოს ზუსტი განსაზღვრა.
დონ ხუანთან ჩემი მეცადინეობა 1961 წლის ივნისში დაიწყო. მანამდე მას სხვადასხვა გარემოში ვხვდებოდი, მაგრამ ყოველთვისროგორც ანტროპოლოგი-დამკვირვებელი. ამ პირველი საუბრებისას მე ფარულად ჩანაწერებს ვაკეთებდი. შემდეგ დამახსოვრებულით მთელი საუბრის აღდგენას ვცდილობდი. ხოლო როდესაც მოსწავლეობას შევუდექი, ასეთნაირად ჩანაწერების კეთება ძალზე ძნელი გახდა, ვინაიდან ჩვენი საიბრები მრავალ სხვადასხვა თემას შეეხებოდა. მაშინ დონ ხუანმა ნება დამრთო - მართალია ხანგრძლივი შეგონების შემდეგ - ჩვენი საუბრები დაუფარავად ჩამეწერა. მე ძალიან მინდოდა აგრეთვე ფოტოსურათების გადაღება და მაგნიტოფონური ჩანაწერების გაკეთებაც, მაგრამ ამის უფლება მან არ მომცა.
ჩემი მოსწავლეობა დაწყო არიზონაში, შემდეგ სონორში გაგრძელდა, ვინაიდან დონ ხუანი ამ დროისთვის მექსიკაში გადაბარგდა. ჩემი განაწესის მიხედვით, მასთან მიყოლებით რამდენიმე დღე და რაც შეიძლება ხშირდ უნდა გამეტარებინდა. 1961-1964 წლების ზაფხულის თვეებში ჩემი ვიზიტები უფრო ხშირი და ხანგრძლივი გახდა. ახლა გასული დროის სიშორიდან მე ვფიქრობ რომ ეს მეთოდი მაინც და მაინც არ უწყობდა ხელს წარმატებულ სწავლებას, რადგამ ხელს უშლიდა ყოველივე დანარჩენისგან სრულ განყენებას, ხოლო სწორედ ასეთი განდგომა მჭირდებოდა მე იმისთვის, რომ მაგი გავმხდარიყავი. პირველად ჩემთვის კი ეს საკმაოდ მოსახერხებელი იყო, სახელდობრ იმით, რომ ბოლომდე არ მბოჭავდა, და ამგვარად კრიტიკულობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა - რაც შეულებელი იქნებოდა მუდმივ, შეუსვენებლივ ჩართვისას. 1965 წლის სექტემბერში მე ჩემი ნებით უარი ვთვი მოსწავლეობაზე.
რამდენიმე თვის შემდეგ პირველა გავიფიქრე ჩემი საველე ჩანაწერების წესრიგშ მოყვანაზე. ვინაიდან მოგროვილი მასალა საკმაოდ ვრცელი იყო და ბევრ სხვადასხვაგვაროვან ინფორმაციას შეიცავდა, დავიწყე იმით, რომ ვეცადე მისი სისტემაში მოყვანა. დავახარისხე ყველა მომაცემი ურთიერთდაკავშირებულ ცნებათა და პროცედურათა არეებადმ დავაწყვე იერარქიულად მათი მნიშვნელობის ანუ ჩემზე მათი გავლენის მიხედვით. ასე მივედი ჩემს კლასიფიკაციამდე: ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენება; ჯადოქრობის პროცედურები და ფორმულები; ძალის საგნების მოპოვება და გამოყენება; სამკურნალო მცენარეების გამოყენება; სიმღერები და ლეგენდები.
განცდილ ფენომენალურ მოვლენებზე ფიქრისას მე მივხვდი, რომ კლასიფიკაციის ამგვარი ცდა არ იძლეოდა არაფერს, გარდა კატეგორიათა ნუსხისა; ასე რომ, ჩემი საქმის გაუმჯობესების ნებისმიერი ცდა მხოლოს ნუსხის გართულებას გამოიწვევდა. ეს კი არ იყო ის, რაც მე მინდოდა. მოსწავლეობაზე უარის თქმის შემდეგ მე უნდა გამეგო რა განვიცადე, - ხოლო ის, რაცგანვიცადე იყო მოძღვრება რწმენის მწყობრი სისტემის შესახებ, რომელიც პრაგმატული, ექსპერიმენტული მეთოდის საშუალების გადაიცემოდა. პირველი სესიიდან, რომლის მონაწილეც მე გახლდით, უკვე ცხადი იყო, რომ დონ ხუანის მოძღვრებას ახასიათებდა გარკვეული შინაგანი წყობა და როგორც კი მან მტკიცედ გადაწყვიტა თავისი მოძღვრების ჩემთვის გადმოცემა, მისმა განმარტებებმა თანმიმდევრული ხასიათი მიიღეს. ამ წყობის ამოხსნისა და გაგების ამოცანა ჩემთვის ყველაზე ძნელი გამოდგა.
ხოლო არ მესმოდა მე ალბათ იმიტომ, რომ ოთხი წლის მოწაფეობის შემდეგ მაინც ახალბედად ვრჩებოდი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ თვით ცოდნა და მისი გადაცემის მეთოდი დონ ხუანმა თავის ბენეფაქტორისგან მიიღო, ამიტომ სიძნელეები, რომლებსაც მე ვხვდებოდი მოძღვრების გაგებისას, მის მიერ განცდილის ანალოგიური უნდა ყოფილიყო. დონ ხუანი ამაშ ჩვენს მსგავსებას ხედავდა და იხსენებდა, თვითონ როგორ ვერ უგევდა თავის მასწავლებელს. ასეთმა მოსაზრებებმა იმ აზრამდე მიიყვანეს, რომ ნებისმიერ დამწყებს, ინდიელო იქნებოდა ეს თუ არაინდიელი, ჯადოქრული ცოდნა წარუდგებოდა სრულიან მოულოდნელად - მის მიერ განცდილი მოვლენების უცნაურობის გამო. პირადად ჩემთვის, დასავლეთელი კაცისთვის, ეს მოვლენები იმდენად საოცარი რჩება, რომ მ ვერ ვხედავ ჩეი ყოველდღიური ცხოვრების ტერმინებში მათი ახსნის ვერავითარ შესაძლებლობას. ამიტომ იძულებული გავხდი დამესკვნა, რომ შეგროვებული საველე მასალის ჩემი ენით კლასიფიკაციის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნებოდა.
ამგვარად ჩემთვის აშკარა შეიქნა, რომ დონ ხუანის ცოდნა ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ ტერმინებში, რომელთა საშუალებითაც იგი თვითონ მას ესმოდა. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი მისი მიღება სათანადო უეჭველობით და დამაჯერებლობით. ხოლო როცა ვცადე ჩემი წარმოდგენების დონ ხუანის ხედვასთან შეჯერება, მივხვდი, რომ ყოველთვის თავისი ცოდნის გადმოცემისას იგი ისეთ ცნებებს იყენებდა, რომლებიც ცოდნას პირადად მისთვის ხდიდნენ ინტელიგიბელურს“ და ვინაიდან ყოველი ეს ცნობა ჩემთვის უცხო და გაუგებარი რჩებოდა, მცდელობა იმისა, რომ გამეგო მისი ცოდნა ისე როგორც ეს თვით მას ესმოდა, მარცხით დასრულდა. ამიტომ მე ჯერ მის კონცეპტუალიზაციის წესში უნდა გავრკვეულიყავი. ამ მიმართლებით მუშაობის დროს, შევამჩნიე, რომ თვით დონ ხუანი თავის მოძღვრების ერთ ნაწილს - ჰალუცინოგენური მცენარეების გაოყენებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შევიტანე კატეგორიების ჩემს სქემაში.
დონ ხუანი ცალ-ცალკე და სხვადასხვა საჭიროებისათბის სამ ჰალოცინოგენს იყენებდა: კაკტუს პეიოტს (Lophophora williamsii), ლემას (Datura inoxia) და სოკოებს (ალბათ, Psylocybe Mexicana-ს). ამერიკელმა ინდიელებმა ევროპეებთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე გაიგეს ამ მენარეთა ჰალუცინოგენური თვისებების შესახებ და იყენებდნენ მათ სიამოვნებისთვის, სამკურნალოდ, ჯადოქრობისთვის და ექსტაზის მისაღწევად. განსაკუთრებულ კონტექსტში დონ ხუანი Datura inoxia- სა და Psylocybe Mexicana-ს გამოყენებას ძალის მოპოვებასთან აკავშირებდა, ძალის, რომელსაც იგი „მოკავშირეს“ უწოდებდა. ხოლო ცდებს Lophophora williamsii-სთან სიბრძნის, ანუ ცხოვრების სწორი წესის ცოდნის ძებნას მიაკუთვნებდა.
მცენარეების მნიშვნელობა დონ ხუანისთვის მდგომარეობდა მათ თვისებაში ადამიანში აღქმის თავისებური მდგომარების გამოწვევისა. ასე იგი მაზიარებდა ამ მდგომარეობათა მიმდებვრობის განცდის გამოცდილებას თავისი ცოდნის სათანადო გაშლისა და მისი უეჭველობის ჩვენების მიწნით. მე მათ „უჩვეულო რეალობის მდგომარეობები“ ვუწოდე, მქონდა რა მხედველობაში უჩვეულო რეალობა, რომელიც ეწინააჭმდეგებოდა ჩვეულ ყოველდღიურ სინამდვილეს. განსხვავება ემყარება უჩვეულო რეალობის მდგომარეობათა შნაგან აზრს. დონ ხუანის ცოდნის კონტექსტში ისისი რეალურეაბდ ითვლებოდნენ. თუმცა მათი რეალობა განსხვავდებოდა ჩვეულებრივი რეალობისგან.
დონ ხუანი სთვლიდა, რომ უჩვეულო რეალობის მდგომარეობები - წამოადგენდნენ პრაგმატული სწავლების ერთადერთ მეთოდს და ძალი მოპოვების ერთადერთ საშუალებას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მისი მოძღვრების ყველა დანარჩენი ნაწილი ძალის მოპოვებასთან შედარებით მეორეხარისხოვან ხასიათს ატარებდა. ასეთი თვალსაზრისი განსაზღვრავდა დონ ხუანის დამოკიდებულებას ყოველივე იმის მიმართ, რაც უშუალოდ კავშირში არ იყო უჩვეული რეალობის მდგომარეობებთან. ჩემს საველე დღიურებში არის ჩანაწერები იმისა, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ დონ ხუანი. ერთ-ერთ საუბარში, მაგალითად, მან გადაკვრით აღნიშნა, რომ ზოგიერთი საგანი გარკვეული რაოდენობის ძალას შეიცავდა. თუმცა თვითონ ის ძალის საგნების მიმართ არ იყო განსაკუთრებული პატივისცემით განსჭვალული. მათ, მისი თქმით, მუდამ დაბალი დონის ჯადოქრები (ბრუხო) უყენებდნენ. ხშირად ვეკითხებოდი მას ასეთი საგნების შესახებ, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, მათი ვრცლად განხილვისთვის არ იყო განწყობილი. და ბოლოს როგორც იქნა, ის მართალია უხალისოდ, მაგრამ მაინც დამთანხმდა საუბარზე.
- არის გარკვეული საგნები, რომელთაც ძალა გააჩნიათ, - თქვა მან, - ასეთი საგანი ნაბრია და ძლიერი ადამიანები მათ კეთილგანწყობილი სულების მეშვეობით იყენებენ. ეს საგნები - არაჩვეულებრივ იარაღს, სიკვდილის იარაღს წარმოადგენენ. და მაინც ეხ მხოლოდ ინსტრუმენტია. მათ სწავლის უნარი არ შესწევთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი ომის საგნებს მიეკუთვნებიან და ბრძოლისთვის არიან განკუთვნილი. ისინი მოკვლისთვის არიან შექმნილი.
- რა საგნებია ეს, დონ ხუან?
- სინამდვილეში ეს საგნები კი არა, უფრო ძალის ნაირსახეობებია.
- როგორ შეიძლება ძალის ამ ნაირსახეობის მოპოვება?
- ეს დამოკიდებულია იმ საგნის ტიპზე, რომლის ფლობაც გსურს.
- კი მაგრამ, როგორები არიან ისინი?
- როგორც უკვე ვთქვის, ისინი უამრავია. ნებისმიერეი რამ შეიძლება იყოს ძალის საგანი.
- მაშინ, რომელნი ფლობენ ყველაზე დიდ ძალას?
- საგნის ძალა დამოკიდებულია მის მფლობელზე, იმაზე, თუ რა კაცია იგი. ძალის საგნები, რომელთაც დაბალი კატეგორიის ბრუხო იყენებენ, თითქმის მასხრობაა. მეორეს მხრივ, ძლიერი, ძლევამოსილი ბრუხო ძალას ანიჭებს თავის იარაღს.
- რას წარმოადგენენ ყველაზე ჩვეულებრივი ძალის საგნები? რომლებს ანიჭებს უპირატესობას ბრუხოთა უმრავლესობა?
- აქ არ არის უპირატესობანი ყველა ისინი - ძალის საგნებია. ყველა - ერთია.
- შენ თვითონ თუ გაქვს რომელიმე, დონ ხუან? - მან არ მიპასუხა, მხოლოს შემომხედა და გაიცინა. დიდხანს სდუმდა და მე გავიფიქრე, რომ ძალიან შევაწუხე ჩემი კითხევით.
- ამ სახის ძალებს გააჩნიათ შეზღუდულობანი, - გააგრძელა მან. - მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ესაა შენთვის გაუგებარი. მე თითქმის მთელი ცხოვრება დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო: მოკავშირეს თვითონ შეუძლია ამ დაბალ ძალთა ყველა საიდუმლოს ამოხსნა ისე, რომ ისინი უბრალო სათამაშოებად იქცევიან. ერთ დროს მეც მქონდა ამგვარი იარაღი, სულ ახალგაზრდა რომ ვიყავი.
- რა ძალის საგნები გქონდა მაშინ?
- სიმინდი-პინტო, კრისტალები, ბუმბული.
- რა არის სიმინდი-პინტო, დონ ხუან?
- პატარა მარცვლის ღივი, ღია ფერის ენით შუაში.
- ასეთი ღივი ერთია?
- არა ბრუხო 48 ღივს ფლობს.
- კი მაგრამ, რას აკეთებენ ეს ღივები, დონ ხუან?
- თითოეულ მათგანს შეუძლია კაცის მოკვლა, თუ კი მის სხეულში შეაღწევს.
- როგორ აღწევს ღივი სხეულში?
- ეს ძალია საგანია და მისი ძალა სხვასთან ერთად მდგომარეობს იმაშიც, რომ მას სხეულში შეღწევა შეუძლია.
- კი მაგრამ, რას აკეთებს იგი, როდესაც სხეულში აღწევს?
- იგი შედის სხეულში, შემდეგ მკვიდრდება გულმკერდში ან წელებზე. კაცი ავად ხდება - და იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მისი მკურნალი ბრუხო მომჯადოვებელზე ძლიერის - სხეულში ღივის შეღწევიდან სამი თვის თავზე კვდება.
- თუ არის მისი განკურნების რაიმე საშუალება?
- ერთად-ერთი საშუალება - ღივის სხეულიდან ამოწოვაა, მაგრამ იშვიათი ბრუხო თუ გაბედავს ამის გაკეთებას. ბრუხომ შეიძლებაიაღწიოს წარმატებას და ღივი გამოსწოვოს, მაგრამ თუ იგი არაა საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ ის უკან ამოანთხიოს, ეს უკანასკნელი მის სხეულში მოხვდება და მოკლავს მას.
- კი მაგრამ, როგორ აღწევს იგი ვინმეს სხეულში?
- ეს რომ აგიხსნა უნდა მოგიყვე მარცვალზე, ჯადოქრობაზე, ერთ-ერთ უძლიერესზე ჩემთვის ცნობილთა შორის. ჯადოქრობა ორი ღივით ხორციელდება. ერთს ყვითელი ყვავილის ნედლ კვირტში ათავსებენ, შემდეგ ყვავილს ისეთ ადგილას დებენ, სადაც იგი აუცილებლად მსხვერპლთან შეხებაში მივა. იქ, სადაც ის ყოველდღე დადის ან ნებისმიერ ადგილას სადაც ის ჩვეულებრივ იმყოფება. როგორც კი მსხვერპლი ღივს ფეხს დაადგამს ან შეეხება მას - ჯადოქრობა აღსრულებულია, მარცვალი სხეულში აღწევს.
- რა მოსდის ღივს იმის შემდეგ როცა მას კაცი შეეხება?
- მთელი მისი ძალა კაცში გადადის და ღივი თავისუფლდება. ეს უკვე სულ სხვა ღივია. იგი შეიძლება ჯადოქრობის ადგილას დატოვო ან გადააგდო - ამას აღარა აქვს მნიშვნელობა. ყველაფერს სჯობია, ბუჩქებში გადახვეტო, სადაც მას ფრინველი დაკენკავს.
- ხომ არ შეიძლება ფრინველმა ღივი მანამ შეჭამოს, სანამ მას კაცი შეეხება?
- არა, გარწმუნებ, ასეთი სულელი ფრინველი არ არსებობს. ფრინველები მას ახლოსაც არ ეკარებიან.
შემდეგ დონ ხუანმა ასეთი ძალების მოპოვების ძალზე რთული პროცედურა აღწერა.
- შენ უნდა იქონიო მხედვეობაში, რომ სიმინდი-პინტო, უბრალოდ ინსტრუმენტია და არა მოკავშირე, - თქვა მან. - როდესაც ამაში გაერკვევი, პრობლემები არ გექნება. მაგრამ თუ ასეთ ინსტრუმენტებს სრულყოფილად მიიჩნევ, მაშინ შტერი ყოფილხარ.
- ძალის საგნები ისეთივე ძლიერები არიან როგორც მოკავშირე? - ვკითხე მე.
ვიდრე პასუხს გამცემდა, დონ ხუანმა საყვედურით ჩაიცინა. იგი თითქოს ძალიან ცდილობდა მოთინება არ დაეკარგა.
- სიმინდი-პინტო, კრისტალები და ბუმბული - უბრალო სათამაშოებია მოკავშირესთან შედარებით, - თქვა მან. - ეს ძალის საგნები ადამიანს მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც მას მოკავშირე არა ჰყავს. მათი დადევნება - ტყუილად დროის კარგვაა, განსაკუთრებით შენთვის. შენ უნდა ეცადო მოიპოვო მოკავშირე და თუ ეს გამოგივა, მაშინ მიხვდები ყველაფერს, რასაც ახლა გეუბნები. ძალის სგნები იგივეა, რაც ბავშვის სათამაშოები.
- ნუ გაიგებ არასწორად, დონ ხუან, - პროტესტით შევეპასუხე მე. - მე მინდა მყავდეს მოკავშრე, მაგრამ მე აგრეთვე მინდა ვისწავლო ყველაფერი, რასაც კი შევძლებ. შენ თვითონ არ მითხარი, რომ ცოდნა - ძალაა?
- არა, - თქვა მან გრძნობით. - ძალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ცოდნასა ფლობ. რა ხეირია უსარგებლო რამეების ცოდნაში?
დონ ხუანის რწმენის სისტემაში მოკავშირეს შეძენა მხოლოდ და მხოლოდ იმ უჩვეულო რეალობის მდგომარეობათა ექსპლუატაციას ნიშნავდა, რომელთაც იგი ჩემში ჰალუცინატორული მმცენარეების საშუალებით იწვევდა.
იგი თვლიდა, რომ თუ ყურადღებას ამ მდგომარეობაზე გავამახვილებდი და ცოდნის სხვა ასპექტებს უგულებელვყოფდი, განცდილის მიმართ მწყობრ აზრს გამოვიმუშავებდი.
ამიტომ წიგნი მე ორ ნაწილად დავყავი: პირველში მოცემულია ამონაკრეფები ჩემი საველე ჩანაწერებიდან, რომლებიც მიეჯუთვნება ჩემს მიერ მოსწავლეობის ხანას განცდილი უჩვეულო რეალობის განცდებს. ვინაიდან ჩანაწერების წყობა თხრობის დაურღვევლობის პრონციპს ემსახურება, მათი ქრონოლოგიურობა არ არის ყოველთვის დაცული. მე ყოველთვის აღვწერდი უჩვეულო რეალობის მდგომარეობებს მხოლოდ მათი განცდიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მაი დაწყნარებული და ობიექტური განხილვა შემეძლო. ხოლო დონ ხუანთან საუბრებს ვიწერდი ხელადვე მათი დასრულების თანავე. ამიტომ ამ საუბრების ანგარიში ზოგჯერ წინ უსწრებს თვით ცდის დაწვრილებით აღწერას.
ჩემი საველე ჩანაწერები - წარმოადგენენ რა თქმა უნდა, ჩემს მიერ ცდის მსვლელობისას განცდილის სუბიექტურ ვერსიას. იგი მოყვანილია აქ ზუსტად ისევე, როგორც მე მას დონ ხუანს ვუამბობდი - ის ყველა დეტალის სრულდა და ზუსტ გახსენებას და განცდილის დაწვრილებით გადმოცემას მოიხოვდა. ამ განცდების ჩაწრისას, მე ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებიც დავუმატე ცალკეული უჩვეულო რეალობის მდგომარეობის უფრო სრული აღწერის იმედით. მე შევეცადე მაქსიმალური სიხარულით გამომეხატა განცდილი ემოციური შერყევები.
გარდა ამისა, ჩემი ჩანაწერები შუქს ჰფენენ დონ ხუანის რწმენის სისტემის შინაარსს. ჩვენი დიალოგების მრავალი ფურცელი მე მხოლოდ განმეორებათა ასაცილებლად შევამცირე. მაგრამ რადგან მსურდა ზუსტად გადმომეცა მათი საერთო განწობა, შევამცირე მხოლოდ ის ნაწილები, რომლებმაც არაფერი შემატეს დონ ხუანის ცოდნის გზის ჩემებურ გაგებას. ინფორმაცია, რომელსაც იგი თავისი ცოდნის გზის შესახებ მაძლევდა, ყოველთვის განყენებული იყო და თითოეულ მის გამონათქვამს ჩემი საათობით გამოკითხვა მოსდევდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ისეც მომხდარა, რომ მას თავისუფლად მოუხდია ფარდა თავისი ცოდნისთვის.
წიგნის მეორე ნაწილში მე მომყავს სტრუქტურული ანალიზი აგებული მხოლოდ და მხოლოდ პირველ ნაწილში გადმოცემულ მასალაზე.