დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო აბულაძე წიგნის ელ. ვერსია მოამზადა: ლექსო ციციშვილმა (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)  ნაწილი 1 1960...

ნაწილი 3

 

ნაწილი 3

ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დაწყებული იმ დღიდან, როცა დონ ხუანმა გადაწყვიტა, ჩემთვის მოკავშირე ძალების შესახებ ესწავლებინა, და იმ დრომდე, როცა მან ჩათვალა, რომ მე მზად ვიყავი პრაგმატული ფორმით სწავლებისათვის, როგორც მონაწილე - ე.ი. იმ ფორმით, რომელიც მას სწავლებად მიაჩნდა - მან თანდათანობით შემომიხაზა იმ ორი მოკავშირეს საერთო ნიშნები, რომელთა შესახებაც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით. ამით მან მომამზადა ყველა ჩვენი საუბრის იმ აუცილებელი შედეგისთვის, რომელიც მთელი მისი მოძღვრების არსს განამტკიცებდა - სახელდობრ, უჩვეულო რეალობის მდგომარეობის აღქმისათვს.

დასაწყისში ის ძალზე ცოტას, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ მიამბობდა მოკავშირეთა ძალებზე. პირველი შენიშვნები მათ შესახებ ჩემი ჩანაწერების სხვა თემებს შორისაა გაბნეული.

 

1961 წლის 23 აგვისტო, პარასკევი

- ეშმაკის ბალახი (Jimson weed, ლემა) ჩემი ბენეფაქტორის მოკავშირე იყო, ჩემიც შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ მე ის არ შევიყვარე.
- რატომ არ მოგწონს „ეშმაკის ბალახი“, დონ ხუან?
- მას სერიოზული ნაკლი გააჩნია.
- რა, ის სხვა მოკავშირეზე სუსტია?
- არა, სწორად გამიგე. ის სხვებზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ მასში არის რაღაც, რაც პირადად მე ძალიან არ მომწონს.
- შეგიძლია მითხრა, რა არის ეს?
- ის აფუჭებს ადამიანს. ნამეტანი ადრე უმუშავებს ძალისადმი სიყვარულს, გულის განუმტკიცებლად და მბრძანებლურსა და უმართავს ხდის მას. ის მას ასუსტებს სწორედ რომ საკუთარი ძლიერების მწვერვალზე.
- ამის არიდების რაიმე საშუალება თუ არსებობს?
- არის დაძლევის საშუალება და არა არიდების. ყველამ, ვისი მოკავშირეც ხდება ლემა, ეს საფასური უნდა გადაიხადოს.
- როგორ შეიძლება მისი მოქმედების დაძლევა, დონ ხუან?
- ეშმაკის ბალახს ოთხი თავი აქვს: ფესვი, ღერო თავის ფოთლებიანად, ყვავილები და თესლი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველა, ვისაც კი ეშმაკის ბალახის მოკავშირეობა სურს, უნდა ისწავლოს მის შესახებ სწორედ ამ მიმდევრობით. ყველაე მთავარი თავი ფესვებშია. ეშმაკის ბალახის ძალის დამორჩილება ფესვით ხდება. ღერო და ბოთლები - წარმოადგენს თავს, რომელიც დაავადებების მკურნალობს. თუ სწორად გამოიყენებენ, მას დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია კაცობრიობისათვის. მესამე თავი - ყვავილებშია და მას ადამიანის გასაგიჟებლად ხმარობენ, მის დასამორჩილებლად ან მოსაკლავად. ადამიანი, ვისი მოკავშირეცაა ლემა, თვითონ არასდროს იღებს ყვავილებს - ისევე როგორც არ იღებს ის ღეროს და ფოთლებს, თუ კი თვითონ არ არის ავად. ყოველთვის იხებენ ფესვსა და თესლს. განსაკუთრებით თესლს - ეს არის ეშმაკის ბალახის მეოთხე და ყველაზე ძლიერე თავი.
- ჩემი ბენეფაქტორი ჩვეულებრივ ამბობდა, რომ თესლი - „ფხიზელი თავია“. ის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც ადამიანის გულის განმტკიცება შეუძლია. „ეშმაკის ბალახი“ თავის „თანამესაქმეებთან“ მკაცრია, ამბობდა ის, იმიტომ რომ მათი სწრაფი მოკვლა სურს, რასაც ჩვეულებრივ ახერხებს კიდეც, სანამ ისინი „ფხიზელი თავის“ საიდუმლოებამდე მიაღწევენ. თუმცა ყვებიან ასეთ ადამიანებზეც, ვინც „ფხიზელი თავის“ ყველა საიდუმლო ამოხსნა. აი ცოდნის ადამიანის ნამდვილი მიზანი!
- შენმა ბენეფაქტორმა ამოხსნა ეს საიდუმლოებანი?
- ვერა, ვერ ამოხსნა.
- თუ შეგხვედრია ვინმე, ვინც ეს მოახერხა?
- არა, ისინი ხომ იმ ძველთაძველ დროს ცხოვრობდბებ, როდესაც ამ ცოდნას მნიშვნელობა ჰქონდა.
- თუ იცნობ ვინმეს ვისაც ასეთი ადამიანი უნახავს?
- არა, არ ვიცნობ.
- შენი ბენეფაქტორი თუ იცნობდა ვინმე მათგანს?
- კი, იცნობდა.
- კი მაგრამ, თვითონ რატომ არ მიაღწია „ფხიზელი ტავის“ საიდუმლოებას?
- ეშმაკის ბალახის მოთვინიერება და მისი მოკავშირედ გახდომა - ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. მე, მაგალიტად, ვერ გდავიქეცი მასთან ერთიან მთლად, ალბათ იმიტომ, რომ ის არასოდეს მომწონდა.
- თუ შეგიძლია, მისი როგორც მოკავშირის გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ ის არ მოგწონს?
- შემიძლია, მაგრამ მირჩევნია, ამას თავი ავარიდო. შესაძ₾ოა, შენთვის ყველაფერი სხვანაირად წარიმართოს.
- რატომ უწოდებენ მას ეშმაკის ბალახს?
დონ ხუანმა გულგრილად მხრები აიჩეჩა და რამდენიმე ხნით დადუმდა. ბოლოს თქვა, რომ „ეშმაკის ბალახი“ - ეს დროებითი სახელი იყო (so number de lache). მან კიდევ თქვა, რომ „ეშმაკის ბალახისთვის“ არსებობდა კიდევ სხვა სახელებიც, მაგრამ მათი გამოყენება არ შეიძლებოდა, ვინაიდან სახელის წარმოთქმა - სერიოზულ საქმეს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოკავშირის ძალის გამოყენებას სწავლობდი. მე ვკთხე, რატომ წარმოადგენდა სახელის წარმოთქმა ასეთ სერიოზულ რამეს. მან მიპასუხა, რომ სახელებს იტოვებენ უკიდურესი შემთხვევისთვის, მხოლოდ საშველად მოსახმობად, უდიდესი დაძაბულობისა და გაჭირვების ჟამს და დამარწმუნა, რომ ასეთი წუთი ადრე თუ გვიან ყველა ცოდნის მაძიებლის ცხოვრებაში დგებოდა.

 

1961 წლის 3 სექტემბერი, კვირა

დღეს, ნასადილევს დონ ხუანმა მინდორში ამოთხარა და სახლში მოიტანა ორი მცენარე Datura.

ჯერ სრულად მოულოდნელად, მან ეშმაკის ბალახზე წამოიწყო საუბარი, შემდეგ შემომთავაზა მის საძებნად ბორცვებზე წავყოლოდი.

მანქანით უახლოეს ბორცვებამდე მივედით. საბარგულიდან ბარი ამოვიღე და დონ ხუანს ერთ-ერთ კანიონში გავყევი. რამდენიმე ხნის რბილ, ქვიშიან ნიადაგზე აღმოცენებულ ხშირ ჩაპრალს მივარღვევდით. დონ ხუანი ერთ პატარა მცენარესთან შეჩერდა; მას მუქი მწვანე ფოთლები და დიდი თეთრი მაჩიტას მსგავსი გვავილები ჰქონდა.
- აი ისიც, - თქვა მან.
და მაშინათვე თხრას შეუდგა. მიშველება დავაპირე, მაგრამ მან თავის ენერგიული მოძრაობით ჩემი შემოთავაზება იუარა და მცენარის ორმოს ამოჭრა გააგრძელა. ორმო გარე ნაპირთან ჩაღრმავებული იყო, ხოლო ცენტრისკენ კონუსისებრ მაღლდებოდა. დაასრულა რა ეს სამუშაო, იგი მუხლებზე დაეშვა და თითებით რბილი მიწისგან დაახლოებით ოთხი დიუმის სიგრძეზე დიდი ლულოვანი და გაორებული ფესვი გაასუფთავა, რომლის სისქე შესამჩნევლად განსხვავდებოდა შედარებით სუსტ ღეროდაგან.
დონ ხუანმა შემომხედა და თქვა, რომ მცენარე - „მამანი“ იყო, რადგან ფესვი ზუსტად მის ღეროსთან შეერთების ადგილთან ორდებოდა. შემდეგ წამოდგა, განზე გავიდა და რაღაცას დაუწყო ძებნა.
- რას ეძებ, დონ ხუან?
- ჯოხი მინდა ვნახო.
მეც ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ მან შემაჩერა.
- შენ არა, შენ იქ დაჯექი., მან ოციოდე ფუტის მოშორებით განლაგებულ ქვების გროვაზე მიმანიშნა. - მე თვითონ მოვნახავ.
რამდენიმე ხანში ის დაბრუნდა; ხელთ გრძელი ხმელი ტოტი ეჭირა. ტორი სათხრელი იარაღივით გამოიყენა და ფესვის ორივე შტო მოწოსგან გაათავისუფლა. ფესვი დაახლოებით ორი ფუტის სიღრმეზე გაშიშვლდა. როდესაც სიღრმეში გათხრას შეეცადა, ნიადაგი ისე გამაგრდა, რომ ჯოხი უკვე აღარ შველოდა.
გაჩერდა და შესასვენებლად წამოჯდა. მივედი მასთან. დიდხანს ვიყავით გაჩუმენული.
- ბარით რატომ არ ამოთხრი? - ვკითხე მე.
- მას შეულია გაჭრას და დაკოდოს მცენარე. მე იმიტომ დამჭირდა ამ ადგილას ჯოხი, რომ ფესვს თუ გავკრავ შემთხვევით, დაზიანება არ იქნება ისეთი სერიოზული, როგორც ბარით ან უცხო საგნით მიყენებული.
- რა ჯოხი იპოვე?
- პალოვერდის ხის ნებისმიერი ჯოხი ივარგებს. თუ ხმელს ვერ მონახავ, ნედლის მოჭრა მოგიწევს.
- რომელიმე სხვა ხის ტოტირ გამოყენება თუ შეიძლება?
- გითხარი - მხოლოდ პოლოვერდის და სხვა არაფერის.
- რატომ, დონ ხუან?
- ეშმაკის ბალახს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს და პოლოვერდი - ერთადერთი ხეა ამ ადგილებში, რომელიც მასთან მეგობრობს. ერთადერთი, ვინც ხელს სჭიდებს და ებღაუჭება მას (lo unico quo prende). თუ ფესვს ბარით დააზიანებ, გადარგული მცენარე შენთვის არ გაიზრდება, მაგრამ თუ ჭრილობა ამ ჯოხით მიაყენე, შეგიძლია იმედოვნო, რომ მცენარე ამას არც კი იგრძნობს.
- რას უპირებ ახლა ფესვს?
- მოჭრას ვუპირებ. შენ უნდა წახვიდე. წადი, სხვა მცენარე მოძებნე და დამელოდე, სანამ არ დაგიძახებ.
- არ გინდა მოგეხმარო?
- მომეხმარები მხოლოდ მაშინ, როცა ამას გთხოვ.
გავეცალე და სხვა ასეთივე მცენარის ძებნას შევუდექი; თან დონ ხუანთან ჩუმად მიპარვის და მისი თვალთვალის სურვილს ძლივს ვიკავებდი. ცოტა ხანში ის შემომიერტდა.
- ახლა დედალი მოვძებნოთ, - თქვა მან.
- როგორ არჩევ მათ?
- დედალი უფრო მაღალია და მიჭისაგან ზევით იზრდება, ამიტომ ის პატარა ხესავით გამოიყურება. მამალი ფართეა, მიწასთან იშლება და ხშირ ბუჩქს უფრო წააგავს. როდესაც დედალს ამოვთხრით, დაინახავ რომ მას მთლიანი ფესურა აქვს, რომელიც საკმაოდ ღრმად ეშვება მიწაში, სანამ გაორებას დაიწყებდეს მამლის ფესურა კი პირდაპირ ღეროსთან ორდება.
ერთად დავათვალიერეთ ლემის ველი. შემდეგ მან ერთ-ერთ მცენარეზე მანიშნა და თქვა₾
- აი, დედალი.
დაიწყო მისი ამოთხრა ისევე, როგორც პირველის. როდესაც ფესვი გაწმინდა დავინახე, რომ იგი აღწერილობას შეესაბამებოდა. როცა ის ფესვი მოსაჭრელად გაემზადა, მე კვლავ წასვლა მომიხდა.

სახლში რომ დავბრუნდით, მან გახსნა ბოხჩა, სადაც ლემას მცენარეები ჩაედო. ჯერ უფრო დიდი, მამალი აიღო და დიდ ლითონის ჯამში მობანა. ფესვი, ღერო და ფოთლები ძალიან ფრთხილად მიწისგან გაწმინდა. მათი გულდასმით გაწმენდის შემდეგ მან ფესვი ღეროს მოაჭრა - მოკლე დაკბილული დანით შეერთების ადგილს ზედაპირული ჭდე შემოავლო და გადატეხა. შემდეგ აიღო ღერო და ცალკე გროვებად დაანაწილა: ფოთლების, ყვავილებისა და ეკლიანი სათესლე კოლოფების. ის ყრიდა ყველა ხმელსა და ჭიან ნაწილს და მხოლოდ მთელებსა ტოვებდა. ფესვის ორი შტო ორი ბაწრით შეკრა, შეერთების ადგილი ზედაპირულად ჩაჭრა, შუაზე გადატეხა და ორი ერთნაირი ზომის ფესვი მიიღო.

შემდეგ უხეში ტილოს ნაჭერი აიღო და მასზე ჯერ ერთად შეკრული ფესვის ორი ნაწილი დადო. ზევიდან აკურატულად დააწყო ფოთლები, შემდეგ ყვავილები, თესლი და ღერო. ქსოვილი დაკეცა და ბოლოები გაკვანძა.

იგივე გაიმეორა მაორე მცენარის, დედლის მიმართ იმ განსხვავებით, რომ როდესაც ფესვს შეუდგა, იგი არ გაჭრა და განშტოების ადგილი მთელი დატოვა, გადაბრუნებული ასო Y მსგავსად. შემდეგ ყველა ნაწილი ტილოს მეორე ბოხჩაში გაახვია. როდესაც ყველაფერი დაასრულა, უვე სრულიად ბნელოდა.

 

1961 წლის 6 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს, დღის მიწურულს ეშმაკის ბალახის შესახებ საუბარს დავუბრუნდით.
- მე მგონია, ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ ამ ბალახა, უეცრად თქვა დონ ხუანმა. თავაზიანი დუმილის შემდეგ ვკითხე:
- რას უპირებ ამ მცენარეებს?
- მცენარეები, რომლებიც მე ამოვთხარე და მოვჭერი, ჩემია - თქვა მან. - ეს იგივეა, ისინი მე თვითონ რომ ვიყო. მათი დახმარებით მინდა შეგასწავლო ეშმაკის ბალახის დამზადება.
- როგორ ამზადებენ მას?
- ეშმაკის ბალახს პორციებად (partes) ჰყოფენ. თითოეული პორცია განსხვავდება სხვებისგან; თითოეულს საკუთარი უნიკალური ამოცანა და დანიშნულება გააჩნია.
მან მარცხენა ხელისგული გაშალა და იატაკზე მტკაველი გადაზომა.
- ეს ჩემი პორციაა. შენსას შენი ხელით გადაზომავ. ეხლა ბალახს რომ დაეუფლო, პორველი პორციით - ფესვით უნდა დაიწყო. ხოლო რადგან მასთან მე მიგიყვანე, პირველი პორციის მიღება ჩემი მცენარისგან მოგიწევს.
ის სახლში შევიდა და ტილოს ხვეული გამოიტანა. დაჯდა და გაშალა იგი. შევამჩნიე, რომ ეს მამალი მცენარე იყო. იქ მხოლოდ ფესვის ერთი ნაჭერი იდო. მან აიღო ეს პირველი ორისაგან დაჩენილი ნაჭერი და ჩემს სახესთან მიიტანა.
- ეს შენი პირველი პორციაა, - მითხრა მან, - მას მე შენ გაძლევ. მე თვითონ მოვჭერი შენთვის. საკუთარივით გადავზომე; ახლა კი შენ გაძლევ.
წამში აზრმა გამიელვა, ალბათ სტაფილოსავით შეჭმა მომიხდებოდა, მაგრამ დონ ხუანმა იგი პატარა ბამბის პარჭუკში ჩადო.

იგი უკანა ეზოში გავიდა, ფეხმორთხმით დაჯდა და მრგვალი ქვასანაყით პარჯუჭში მოთავსებული ფესვის მოსრესას შეუდგა. ბრტყელ ქვას როდინის მაგიერ იყენებდა. დრო და დრო რეცხავდა ორივე ქვას , ხოლო წყალს პატარა ხის ჭურჭელში ასხავდა.

მუშაობის დროს იგი ძალიან რბილად და ერთფეროვნად გაურკვეველ სიმღერას ღუღუნებდა. როცა ფესვი პარჭუკში რბილ ფაფად იქცა, მან პარჭუკი ხის ჭურჭელში ჩადო. იქვე ჩადო როდინიც და ქვასანაყიც, ჭურჭელი წყლით აავსო და ღობესთან მდგარ ნარეცხის გობის მაგვარ ტაშტში ჩადგა.

როგორც მან განმიმარტა, ფესვი მთელი ღამით უნდა დაგველბო და გარეთ დაგვეტოვა; ასე ის ღამის ჰაერს (es sereno) წატაცებდა.
- თუ ხვალ ცხელ მზიან დღე დაიჭერს - ეს შესანიშნავი ნიშანი იქნება, - თქვა მან.

 

1961 წლის 10 სექტემბერი, კვირა

ხუთშაბათი, 7 სექტემბერი ძალიან ნათელი და ცხელი დღე გამოდგა. დონ ხუანი გაახარა კეთილმა ნიშანმა და მან რამდენიმეჯერ გაიმეორე, რომ ეშმაკის ბალახს მე ნამდვილად მოვწონდი. ფესვი მთელი ღამე ლბებოდა და დილის ათი საათისთვის სახლის უკან გავემართეთ. დონ ხუანმა ჭურჭელი გობიდან ამოიღო, მიწაზე დადგა და იქვე ჩამოჯდა. პარჯუჭით ჭურჭლის ფსკერი გახეხა. ამოიღო ზედაპირზე, შიგნეულიანად გაწურა, შემდეგ კვლავ წყალში ჩაუშვა. კიდევ სამჯერ გაიმეორა ეს პროცედურა. შემდეგ პარჯუჭა, გობში ჩააგდო და ჭურჭელი მხურვალე მზეზე გაიტანა.

ორი საათის შემდეგ ისევ იქ დავბრუნდით. მან თან მდუღარე მოყვითალო წყლით სავსე პატარა ჩაიდანი მოიტანა. ჭურჭელი ძლიან ფრთხილად დახარა და ზედა წყალი გადმოაქცია, ხოლო ფსკერზე დაგროვებული სქელი ნალექი დატოვა. ჩაიდნიდან მდურარე ნალექს დაასხა და ჭურჭელი კვლავ მზეზე დადგა.

ეს პროცედურა სამჯერ განმეორდა, საათზე მეტი ინტერვალებით. ბოლოს მან წყალი თითქმის მთლიანად გადააქცია, დახარა ჭურჭელი ისეთი კუთხით, რომ შიგთავსი საღამოს მზეს გაენათებინა და ასე დატოვა.

როცა რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდით, უკვე ბნელოდა. ჭურჭლის ფსკერზე რაღაც კაუჩუკის მაგვარი სუბსტანცია წარმოიქმნა. იგი მოუხეშავ სახამებელს წააგავდა, კოტეთრო ან რუხი ფერისა იყო. ალბათ, ერთ ჩაის კოვზს აავსებდა. დონ ხუანმა ჭურჭელი სახლში შეიტანა და ცეცხლზე ცოტაოდენი წყალი დაადგა ასადუღებლად. მიწის ბორცვები ამოვიღე, ქარმა ნალექს რომ მოაყარა. მას გაეცინა.
- მიწის ბორცვები არაფერს ავნებს.
როდესაც წყალი ადუღდა, მან თითქმის პირამდე გავსებული ჭიქა მდუღარე ჭურჭელში ჩაასხა. ეს იგივე მოყვიტალო წყალი იყო, რომლითაც მან ადრეც ისარგებლა. მან ნალექი დაალბო და რძის ხსნარი მიიღო.
- ეს რა წყალია, დონ ხუან?
- იმ კანიონის ხილის და ყვავილების ნახარშია.
მან გადაასხა ხის ჭურჭლის შიგთავსი ძველებურ თიხის თასში, ყვავილების ქოთანს რომ წააგავდა. ხსნარი ჯერ კიდევ ცხელი იყო, ამიტომ გასაციებლად მან სული შეუბერა. თვითონ გასინჯა და შემდეგ თასი მე მომაწოდა.
- ახლა დალიე, - თქვა მან.
მე მექანიკურად იმ წამსვე ოფლმა დამასხა. სხეული ძალიან გამიხურდა, და სისხლი ყურებში მომასკდა. თვალწინ წითელი ლაქა გამიჩნდა, მუცლის კუნთებმა მტკივნეული სპაზმისებური შეკუმშვა იწყეს. ცოტა ხანში ტკივილს უკვე აღარ ვგრძნობდი, მაგრამ შემცივდა და პირდაპირ ოფლში ვიწურებოდი.

დონ ხუანმა მკითხა, ხომ არ ვამჩნევდი რაიმე სიშავეს ან შავი ლაქა ხომ არ მედგა თვალწინ. მე ვუპასუხე, რომ ყველაფერს წითლად ვხედავდი.

კბილები მიცახცახებდა გაუკონტროლებელი ნერვიულობის გამო, სადღაც გულმკერდის შუაგულში რომ იბადებოდა და ტალღისებურად მთელს სხეულს ეფინებოდა.

შემდეგ მან მკითხა, ხომ არ მეშინოდა. მის შეკითხვებს არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. კი, რა თქმა უნდა, მეშინოდა. მაგრამ მან კვლავ მითხრა, იმის ხომ არ მეშინოდა. მე ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობდა და ვუთხარი „ხო“. მას გაეცინა და ტქვა, რომ მე სინამდვილეში სულაც არ მეშინოდა. მას ის აწუხებდა, ისევ წითელს თუ ვხედავდი. ხოლო ერთადერთი, რასაც მე მაშინ ვხედავდი იყო - პირდაპირ თვალწინ მდგარი უზარმაზარი წითელი ლაქა.

ეამდენიმე ხანში თავი უკეთ ვიგრძენი. ნერვული სპაზმები თანდათან შემიწყდა, ისე რომ მხოლოდ სასიამოვნო დაღლილობის გრძნობა და ძილის ძლიერი სურვილი დამიტოვა. თვალებს გახელილს ვერ ვიკავებდი, თუმცა ჯერ კიდევ ჩამესმოდა დონ ხუანის ხმა. დავიძინე, მაგრამ ღრმა წითელ ფერში ჩაძირულობის გრძნობა მთელ ღამეს გამყვა. სიზმრებიც კი წითელი ფერისა მქონდა.

კვირას, დღის სამი საათისთვის გამოვიღვიძე, თითქმის დღეღამის ძილის შემდეგ. ცოტა თავი მტკიოდა, კუჭის მოუწესრიგებლობას და წელებში მწვავე ადგილმონაცვლე ტკივილს ვგრძნობდი. ამის გამოკლებით, ყველაფერი დანარჩენი ისევე იყო, როგორც ჩვეულებრივ გამოღვიძებისას. დონ ხუანი სახლის წინ მთვლემარე ვიპოვე. მან გამიღიმა.
- ყველაფერმა კეთილად ჩაიარა ამისწინა საღამოს, - თქვა მან, - შენ წითელ ფერს ხედავდი, და მხოლოდ ამასა აქვს მნიშვნელობა.
- რა მოხდებოდა წითელი რომ არ მენახა?
- შავს დაინახავდი, ხოლო ეს უკვე ცუდი ნიშანია.
- რით არის ცუდი?
- როდესაც ადამიანი შავს ხედავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის „ეშმაკის ბალახისთვის“ არ არის გაჩენილი. მას შავითა და მწვანით აღებინებს პირს.
- ის მოკვდება?
- არა მგონია, მაგრამ დიდხანს იავადმყოფებს.
- რა მოსდით მათ, ვინც წითელს ნახულობს?
- არა აქვთ პირის ღებინება და ფესვი მათ სასიამოვნო შეგრძნებებს ანიჭებს, ხოლო ეს ნიშნავს, რომ ისინი ძლიერნი და ძალმომრეობითი ბუნებისანი არიან - სწორედ ის, რაც ეშმაკის ბალახს უყვარს. იგი ასე აცდუნებს. ერთადერთი უბედურება იმაშია: ეს ადამიანები იმით ამთავრებენ, რომ ეშმაკის ბალახის მონებად იქცევიან იმ ძალის სანაცვლოდ, რომელსაც იგი მათ ანიჭებს. მაგრამ ამ საქმეებში ჩვენ ვერავითარ კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რომ ისწავლოს. და თუ ის სწავლობს, ეს მისი ბედისწერაა, სულერთია სასიკეთოდაა ეს თუ საზიანოდ.
- შემდეგ რა უნდა გავაკეთო, დონ ხუან?
- ახლა უნდა დარგო ნაყოფი (brote), რომელიც პირველი პორციის მეორე ნახევარს მოვაჭერი. ნახევარი ამასწინა ღამით მიიღე, ხოლო ახლა მეორე ნახევარი მიწაში უნდა ჩარგო. ის უნდა გაიზარდოს და თესლი გამოიღოს; მხოლოდ მაშინ შეგიძლია მცენარის ნამდვილ მოშინაურებას შეუდგე.
- როგორ უნდა მოვიშინაურო იგი?
- ეშმაკის ბალახის მოშინაურება ფესვით ხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნფა შეისწავლო ფესვის ყველა პორციის საიდუმლოება. ისე უნდა მიიღო ისინი, რომ საიდუმლოებანი შეისწავლო და ძალა მოიპოვო.
- სხვა პორციებივ ისევე მზადდება, როგორც შენ პირველი მოამზადე?
- არა, თითოეული პორცია თავისებურად.
- რა განსაკუთრებული მოქმედება ახალიათებს თითოეულ პორციას?
- გითხარი უკვე, ყოველი მათგანი სხვა და სხვა სახის ძალას ასწავლის. ის რაც ამისწინა ღამით მიიღე, ჯერ არაფერია. ყველას ძალუძლს ამის გაკეთება. მაგრამ მხოლოდ ბრუხოს შეუძლია უფრო სერიოზული პორციების მიღება. მე ვერ ვიტყვი, რას აკეთებენ ისინი, რადგან ჯერ არ ვიცი, მოერგები თუ არა. უნდა დავიცადოთ.
- მაშ როდის მეტყვი?
- როგორც კი გაიზრდება შენი მცენარე და თესლს გამოიღებს.
- თუ პირველი პორციის მიღება ყველას შეუძლია, რისთვის იყენებენ მას?
- გაზავებული სახით იგი კარგია ყოველივე მამაკაცურისთვის. მოხუცისთვის, თუ ას სიცოცხლის ძალები მოაკლდა ან ჭაბუკისთვის, თუ ის თავგადასავალს ეძებს, ანდა თუნდაც ქალისთვის, ვისაც ვნებების განცდა სურს.
- შენ თქვი, რომ ფესვი მხოლოდ ძალის მოსაპოვებლად გამოიყენება, მაგრამ მე ვხედავ, რომ ძალის გარდა იგი სხვა მიზნებისთვისაც მოიხმარება, ხომ ასეა?
ის ძალიან დიდხანს დაკვირვებით მიცქერდა, რიტაც სერიოზულად შემაშფოთა. ვიგრძენი, რომ შეკითხვამ გააჯავრა, მაგრამ ვერ მივმხვდარიყავი რატომ.
- ეშმაკის ბალახი მხოლოდ ძალისთვის გამოიყენება - ბოლოს მკაცრად მომიგო მან - ვისაც დაკარგული ენერგიის დაბრუნება სურს, ყმაწვილო, ვინც შიმშილისა და დაღლილობის საწინააღმდეგო საშუალებას ეძებს, პიროვნება, რომელსაც სხვა ადამიანის მოკვლა სურა, ქალი, რომელსაც ვნებით უნდა ანთება - ყველა მათგანი ძალას ეძებს და ეშმაკის ბალახი მათ მას აძლევს! ხომ გრძნობ, როგორ მოგწონს შენ იგი? - მითხრა მან პაუზის შემდეგ.
- ძალთა საუცხოო გამოღვიძებას ვგრძნობ, - ვთქვი მე, და ეს სრულ სმართლეს შეესაბამებოდა. ჩემი ენერგიულობა ჯერ კიდევ გამოღვიძებისას შევნიშნე და იგი შემდგომაც შემრჩა. ეს იყო მკაფიოდ გამოხატული მოუსვენრობის, ინტენსიური უკმაყოფილების შეგრძნება. მთელი ჩემი სხეული არაჩვეულებრივად მსუბუქად და მძლავრად მოძრაობდა და იწელებოდა. ხელ ფეხი მექავებოდა, მხრები გამშლოდა, ზურგისა და კისრის კუნთები თითქოს ხეების გასახახუნებლად ან მატთან საჭიდაოდ მიწვევდნენ. ვგრძნობდი, კედელს გავანგრებდი, ერთი რომ დამეკრა.

მეტი აღარ გვისაუბრია. რამდენიმე ხანს უბრალოდ ვერანდაზე ვიჯექით. შევამჩნიე, რომ დონ ხუანს ეძნებოდა. მან რამოდენიმეჯერ „დაყვინთა“; შემდეგ ფეხები გაშალა, იატაკზე დაწვა, ხელები თავქვე ამოიდო და დაიძინა. მე ავდექი და სახლის უკან გავედი, სადაც მოზღვავებული ძალები ეზოს გასუფთავებას მოვახმარე. გამახსენდა დონ ხუანის სიტყვები, რომ მადლობელი დარცებოდა, ნაგვის აღებაში თუ დავეხმარებოდი.

მოგვიანებით, როცა მაინ გაიღვიძა და ჩემთან მოვიდა, მე უკვე შედარებით მოვითენთე.

სუფრას მივუჯექით და ჭამის დროს მან სამჯერ გაიმეორა შეკითხვა, თავს როგორა ვგრძნობდი. რადგან ასეთი რამ ჩვენ არ გვჩვევია, მე ბოლოს და ბოლოს ვკითხე:
- ასე რატომ ზრუნავ ჩემზე, დონ ხუან? ხომ არ მოელოდი, რომ ის წვენი კუჭს ამიშლიდა?
მას გაეცინა. ცელქი ბიჭუნასავით იქცეოდა, რაღაც ოინი რომ ჩაიფიქრა და მის შედეგს ელოდება. სიცილითვე მითხრა:
- შენ ავადმყოფის არაფერი გაცხია. ხოლო ცოტა ხნის წინ უხეშადაც კი შემესიტყვე.
- არ მიქნია ეს, - გამოვტქვი პროტესტი, არც კი მახსოვს როდესმე თუ ჩამედინოს მსგავსი რამ,- მე ძალიან სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს ვინაიდან საერთოდ არ მახსოვდა ოდესმე თუ გავბრაზებულვარ მასზე.
- შენ მის დაცვას შეეცადე თქვა მან.
- ვის დაცვას?
- ეშმაკის ბალახის. მასზე შეყვარებულივით ლაპარაკობდი. უფრო ენერგიული შეპასუხება დავაპირე, მაგრამ თავი შევიკავე.
- მე მართლა არ მახსოვს, ის რომ დამეცვას.
- რა თქმა უნდა. შენ აღარც კი გახსოვს, რა თქვი, ხომ ასეა?
- არა, არ მახსოვს. ვაღიარებ ამას.
- ხომ ხედავ, როგორია „ეშმაკის ბალახი“. ქალივით გეპარება, ვერც კი ამჩნებ ამას. ერთადერთი რასაც ყურადღებას აქცევ, - ეს იმას, რომ მას კარგ გუნებაზე და ძალაზე მოჰყავხარ. კუნთები სიცოცხლის ძალებით გევსება, ხელები გექავება, ფეხებს რბოლის სურვილი გიწვავს. როცა მას გაიცნობ, ის მართლაც, შმაგი შმაგი სურვილებით გავსებს. ჩემს ბენეფაქტორს უყვარდა თქმა,რომ ეშმაკის ბალახი ხელიდან არ უშვებს იმათ, ვისაც ძალა სწყურია და იცილებს მათ, ვინც მის ფლობას ვერ სწავლობს. მაგრამ ამ დროს ძალაზე მეტი მოთხოვნილება იყო. მას უფრო ხარბად ეძებდნენ. ბენეფაქტორი ძლიერი კაცი იყოდა როგორც ის ამბობდა, მისი საკუთარი ბენეფაქტორი კიდევ უფრო მეტად იყო ძალის ძიებით გატაცებული, მაგრამ იმ დროში ყველა საფუძველი არსებობდა, ძლიერი რომ გამხდარიყავი.
- შენ სთვლი, რომ ჩვენ დროს ძალა აღარ არის საჭირო?
- შენ ახლა ძალა გიზიდავს. ახალგაზრდა ხარ. არა ხარ ინდიელი. შესაძლოა, ეშმაკის ბალახი კარგი გამოდგეს შენთვის. იგი თითქოს მოგეწონა. ეს ყველაფერი მეც განვიცადე თავის დროზე. თუმცა ის მაინც ვერ შევიყვარე.
- ვერ მეტყვი რატომ, დონ ხუან?
- მე არ მომეწონა მისი ძალა! მას ახლა ვეღარაფერში გამოიყენებ. სხვა დროს ისეთს, ჩემი ბენეფაქტორი რომ ახსენებდა, ძალის ძიებას აზრი ჰქონდა. ადამიანები საოცრებებს სჩადიოდნენ - მათ აფასებდნენ ძალისთვის, ეშინოდათ მათი და პატივს სცემდნენ ცოდნისთვის. ბენეფაქტორი მიყვებოდა დიდი ხნის წინათ მომხდარ, მართლაც რომ წარმოუდგენელ საქმეებზე. მაგრა, ახლა ჩვენ, ინდიელები, ამძალას უკვე აღარ ველტვით. ახლა ინდიელები ბალახს დასაზელად იყენებენ. ფოთლებს და ყვავილებს კი სხვა საქმეებისთვის ინახავენ. ისინი იმასაც კი ამტკიცებენ რომ ბალახი ჩირქოვან მუწუკებს კურნავს. მაგრამ ისინი აღარ ეძებენ მის ძალას, მაგნიტივით რომ იზიდავს, - ძალას, რომელიც მით უფრო მძლავრად და სახიფათოდ მოქმედებს, რაც უფრო ღრმად მიწაში ეშვება მცენარის ფესვი. და თუ იგი ოთხი იარდის (3,7 მ) სიღრმეს მიაღწევს - ამბობენ, ზოგი ადამიანი ამას ახერხებს - ის მუდმივი ძალის, უსასრულო ძალის წყაროს ეუფლება. ძალზე იშვიათად თუ მიუღწევია ვინმეს ამისათვის წარსულში, ახლა კი არავის. გარწმუნებ, ეშმაკის ბალახის ძალა ჩვენ, ინდიელებს უკვე აღარ გვჭირდება. ნელ-ნელა, ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ მისდამი ინტერესი და ახლა მას მნიშვნელობა აღარა აქვს. მე ვითონაც არ ვეძებ მას. და მაინც ოდესღაც შენს ასაკში მეც ვგრძნობდი ჩემში მის აზვირთებას და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შენ დღეს, ოღონდ ხუტასჯერ უფრო ძლიერად. კაცი მოვკალი მუშტის დარტყმით. ლოდი შემეძლო მესროლა, უზარმაზარი, ოცი კაცი რომ ვერ მოერეოდა. ერთხელ ისე მაღლა ავხტი, რომ ფოთლები მოვწყვიტე ყველაზე მაღალი ხეების მწვერვალებიდან. მაგრამ არაფერი ამას აზრი არ ჰქონდა! ერთადერთი რასაც მივაღწიე - შევაშინე ინდიელები. და მხოლოდ ინდიელები. დანარჩენებს, მათ ვინც არაფერი იცოდა, ამის არ სჯეროდათ. ისინი ან შეშლილ ინდიელს ხედავდნენ ან ხეების მწვერვალებთან მოძრავ რაღაც გაურკვეველ ჩრდილს.
დიდხანს ვდუმდით. რამე უნდა მეთქვა, მნიშვნელობა აქ ჰქონდა რა.
- სულ სხვა იყო - განაგრძო მან, - როცა ისეთი ხალხი ცხოვრობდა, ვინც იცოდა, რომ ადამიანს მთის ლომად ან ფრინველად ქცევა, ანდა თუნდაც ის, რომ ადამიანს უბრალოდ ფრენა შეუძლია. ასე რომ, მე აღარ ვხმარობ ეშმაკის ბალახს. რისთვის? ინდიელები რომ არ შევაშინო? (Para que? Para asustar a los Indios?).
ვხედავდი მის ხედვას და ღრმა თანაგრძნობით განვიმსჭვალე. რაიმეს თქმა მსურდა, თუნდაც სრულიან ბანალურის.
- დონ ხუან, შესაძლოა ეს არის ყველა იმ ადამიანის ბედისწერა, ვისაც ცოდნა სწადია?
- შეიძლება, მიპასუხა მან წყნარად.

 

1961 წლის 23 ნოემბერი, ხუთაბათი.

როცა დონ ხუანის სახლთან მანქანა გავაჩერე, იგი ვერანდაზე ვერ დავინახე და ეს უცნაურად მომეჩვენა. ხმამაღლა დავუძახე და გარეთ მისი რძალი გამოვიდა.
- იგი სახლშია, - თქვა მან.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირის წინ მას ფეხი უღრძვია კოჭში. მან ზოლებად დაჭრილი ქსოვილი კაქტუსისა და დანაყული ძვლის ფაფაში დაასველა და თვითონ დაიდვა სალტე. კოჭზე მჭიდროდ შემოხვეული ქსოვილი გაშრა და მჩატე და გლუვ ფავშნად გადაიქცა. სახვევს თაბაშირის სიმაგრე მიეღო, მაგრამ ისეთი ძორძოხა არ იყო.
- ეს როგორ მოგივიდა? - ვკითხე მე.
მიპასუხა მისმა რძალმა, იაკუტანელმა მექსიკელმა, რომელიც მას უვლიდა.
- უბედურება შეემთხვა! დაეცა და კინაღამ ფეხი მოიტეხა!
დონ ხუანს გაეცინა, ხოლო როგორც კი ჩვენ მარტო დავრჩით, თქვა:
- უბედური შემთხვევა - როგორ არა! მტერი მყავს აქ ახლო მახლო. ქალი - ლა-კატალინა! მან ხელი მკრა ჩემი სისუსტის ჯამს და დავეცი.
- რატომ ქნა ეს?
- ჩემი მოკვლა უნდოდა და იმიტომ.
- იგი აქ იყო, შენთან?
- ხო.
- რატომ შემოუშვი?
- მე არ შემომიშვია. იგი შემოფრინდა.
- მაპატიე, ვერ გავიგე.
- ის - შავი შაშვია (chanate) და თანაც ძალზე მარჯვე. არ ველოდი. დიდი ხანია, რაც ის ჩემს მოშორებას ცდილობს. ამჯერად კინაღამ არ შეასრულა საწადელი.
- შენ თქვი რომ ის - შავი შაშვია? ანუ, რომ ის - ფრინველია?
- ისევ მოჰყევი შენს შეკიტხვებს! ის - შავი შაშვია! ზუსტად ისევე, როგორც მე - ყვავი. ვინ ვარ მე, ადამიანი თუ ფრინველი? მე ვარ ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გადაიქცეს ფრინველად. რაც შეეხება ლა-კატალინას, ის - კუდიანია. მას ისე ძლიერად სურს ჩემი მოკვლა, რომ ძლივს გადავრჩი. შავი შაშვი პირდაპირ ჩემს სახლში შემოიჭრა და მე ხელი ვერ შევუშალე.
- შენ შეგიძლია ფრინველად იქცე, დონ ხუან?
- კი! მაგრამ ამას მოგვიანებით გავარგვევთ.
- რატომ უნდა იმას შენი მოკვლა?
- ოო, ეს ძველი ამბავის. მე დავკარგე კონტროლი სიტუაციაზე და ახლა საქმე ისე წარიმართა, რომ უნდა მოვუარო მას, სანამ ის მე გამისწორდებოდეს.
- ჯადოქრობას გინდა მიმართო? - ვკითხე, იმედიანად.
- ნუ ხარ სულელი. არავითარი ჯადოქრობა მასზე არ იმოქმედებს. სხვა გეგმები მაქვს, როგორმე მოგიყვები მათ შესახებ.
- შენი მოკავშირე ვერ დაგიცავს მისგან?
- ვერა, კვამლი მხოლოდ მირჩევს, რა გავაკეთო. თავი კი მე თვითონ უნდა დავიცვა.
- მესკალიტოზე რას იტყვი? მას თუ შეუძლია შენი დაცვა?
- არა! მესკალიტო - მასწავლებელია და არა ძალა, რომელიც შეიძლება გამოიყენო პირადი მიზნებისთის.
- და ეშმაკის ბალახი?
- გითხარი უკვე, რომ თვითონ უნდა დავიცვა თავი, ჩემი მოკავშირე, კვამლის მინიშნების მიხედვით. ხოლო რამდენადაც მე ვიცი, კვამლს ყველაფერი ძალუძს. თუ რომელიმე საქმის შესახებ რაიმეს გაგება გსურს, კვამლი ამას გეტყვის და იგი მოგცემს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მისი გამოყენების საშუალებასაც. ეს საუკეტესო მოკავშირეა, რომელიც კი ადამიანს შეუძლია ინატროს.
- როგორ, კვამლი ყველასთვისაა საუკეტესო მოკავშირე?
- ყველასთვის სხვადასხვანაირად. ბევრს მისი ეშინია და ისინი მას არ გაეკარებიან, მეტიც, არც კი მიუახლოვდებიან. კვამლი, ისევე როგორც ყოველივე სხვაც - ყველასთვის არაა განკუთვნილი.
- ეს რა კვამლზე ლაპარაობ, დონ ხუან?
- წინასწარმეტყველთა კვამლზე.
მის ხმაში აშკარად ქედმოხრილობა ჟღერდა - ის რაც დღემდე მასში არ შემიმჩნევია.
- დავიწყებ იმით, რაც ჩემმა ბენეფაქტორმა მითხრა მის შესახებ, ჩემს სწავლებას რომ შეუდგა. თუმცა იმ დროს, მე ისებე როგორც შენ ახლა, ალბათ, ამის გაგება არ შემეძლო: „ეშმაკის ბალახი განკუთვნილია იმათთვის, ვინც ძალას ეძებს, კვამლი კი - მათთვის, ვისაც დაკვირვებ და ხედვა სურს“. ჩემი აზრით, კვამლს ბადალი არ მოეპოვება. როგორც კი ადამიანი მის სამფლობელოში შედის, ნებისმიერი სხვა ძალა მის ხელთაა. ეს შესანიშნავია! რა თქმა უნდა, ამაზე მთელი ცხოვრება დაგეხარჯება. წლები დაგჭირდება მხოლოდ მისი ორი მნიშვნელოვანი ნაწილის - ჩიბუხის და მოსაწევი ნაწევის გასაცნობად. ჩიბუხი ჩემმა ბენეფაქტორმა მომცა და უკვე მრავალი წლის განმალობაში მე ისე ალერსიანად ვეპყრობი, რომ იგი ჩემად იქცა. ჩემს ხელებს შეეზარდა. მისი შენთვის გადაცემა, მაგალითად, მართლაც, სერიოზული ამოცანა იქნება ჩემთვის და დიდი მიღწევა შენთვის - თუ კი, რა თქმა უნდა, ამაში წარმატებას მივაღწევთ! ჩიბუხი დაძაბულობას განიცდის, მას თუ უცხო კიდებს ვინმე ხელს. და თუ რომელიმე ჩვენში შეცდომას დაუშვებს, საქმეს ვეღარაფრით უშველი. ჩიბუხი უეცრად თავისთავად გასკდება, ანდა თავისი ძალით ხელიდან გაგისხლტება და გატყდება, თუნდაც თივის ზვინზეც რომ დაეცეს. თუ ასე მოხდა, ეს ჩვენთვის ორივესთვის დასასრულის ნიშანი იქნება. განსაკუთრებით კი ჩემთვის. წარმოუდგენელი გზებით, კვამლი ჩემს წინააღმდეგ აღიმართება.
- როგორ შეძლება ის შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, როცა ის შენი მოკავშირეა?
ჩემმა შეკითხვამ, ალბათ, მისი აზრების დინება დაარღვია. დიდხანს არ მპასუხობდა.
- შემადგენელი ნაწილების სირთულე - ხმა ამოიღო მან უეცრად, - მოსაწევ ნარევს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ნივთიერებად აქცევს მათ შორის, რომლებიც კი მე ვიცი. არავის ძალუძს მისი დამზადება სერიოზული მომზადების გარეშე. იგი სასიკვდილო შხამს წარმოადგენს ყველასთვის, გარდა იმ ერთისა, ვისზედავ თვითონ მეურვეობს! ჩიბუხი და ნარევი უაღრესად ალერსიან ზრუნვას მოითხოვენ.
- ხოლო ადამიანი, რომელმსაც სწავლა განიზრახა, გულისხმიერ და მშვიდ ცხოვრებას უნდა უნდა ეწეოდეს. კვამლის ამოქმედება იმდენად შემძვრელია, რომ მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს თუ შეუძლია გაუძლოს თუნდაც მცირე ნაფაზსაც კი. ყველაფერი გაშნებს და გაბნევს დასაწყისში, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაფაზი საგნებს არკვევს. და უეცრად სამყარო ხელახლა იხსნება შენს წინაშე! წარმოუდგენელია! ხოლო თუ ეს მოხდა, კვამლი ამ ადამიანის მოკავშირედ იქცევა და ნებისმიერ საიდუმლოს აუხსნის, ჩაუწვდომელ სამყაროებში შეჰყავს.
ეს კვამლის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ოსო უძვირფასესი ძღვენი. თავის საქმეს, იგი უმცირესი ზიანის მიუყენებლად აკეთებს. მე კვამლს - ჭეშმარიტი მოკავშირის სახელს ვუწოდებ!
ჩვეულებისამებრ მისისახლის წინ ვიჯექით, სადაც მიწის იატაკი ყოველთვის სუფთა და კარგად დატკეპნილი იყო; უეცრად ის ადგა და სახლში შევიდა. რამდენიმე წამში ხელში ვიწრო ხვეულით დაბრუნდა და ისევ დაჯდა.
- ეს ჩემი ჩიბუხია, - თქვა მან.
ჩემკენ დაიხარა და ჩიბუხი მიჩვენა, რომელიც მწვანე ქერელის ტილოს შალითიდან ამოიღო. იგი ცხრა-ათი დიუმის სიგრძის იქნებოდა. მოწითალო ხის, გლუვი და მოურთავი ტარი ჰქონდა. ჩიბუხის თასიც ხის ჩანდა, მაგრამ ვიწყო ტართან შედარებით საკმაოდ ზორზოხარ გამოიყურებოდა. იგი პრიალა მუქი-რუხი, თითქმის ქვანახშირის ფერისა იყო.

მას ჩიბუხი ჩემ სახესთან ეჭირა. ვიფიქრე, მე მაწვდიდა. გავუწოდე ხელი ასაღებად, მაგრამ მან ჩიბუხიანი ხელი სწრაფად მომაშორა.
- ეს ჩიბუხი ჩემმა ბენეფაქტორმა მიბოძა, - თაქვა მან. - მე კი მას შენ გადმოგცემ. მაგრამ მანამდე შენ ის უნდა გაიცნო. ყოველ ჩამოსვლაზე მოგცემ. დაიწყე ხელის შეხებით. დასაწყისში ძალიან ცოტა ხანს გეჭიროს, სანამ ერთმანეთს არ შეეჩვევით. შემდეგ შიბეში, ან ვთქვათ, უბეში ჩაიდებ, და ბოლოს, პირთან მიიტან. ყველაფერი ეს ნელ-ნელა, აუჩქარებლად და ფრთხილად უნდა გააკეთო. როდესაც კავშირს დაამყარებ (la amistad esta hecha), მას მოწევ. თუ ჩემს რჩევას შეისმენ და არ იჩქარებ, კვამლი შენთვისაც საყვარელ მოკავშირედ იქცევა.
მან ჩიბუხი მომაწოდა, მაგრამ ხელიდან არ გაუშვია. მარჯვენა ხელი გავუწოდე.
- ორივე ხელით, თქვა მან.
ორივე ხელით ჩიბუხს წამით შევეხე. იგი ჩემთვის მთლიანად არ გადმოუცია, ასე რომ მხოლოდ შეხება შემეძლო და არა აღება. შემდეგ იგი ისევ შეინახა.
- პირველი ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ჩიბუხი შეიყვარო. ეს დროს მოითხოვს.
- ხომ არ შეიძლება ჩიბუხმა ამიძულოს?
- არა, ჩიბუხი არ აგიძულებს, მაგრამ შენ უნდა შეძლო მისი შეყვარება, ვინაიდან მის მოწევას რომ შეუდგები, ის შიშის დაძლევაში უნდა დაგეხმარებოს.
- რას ეწევი, დონ ხუან?
- აი, რას.
მან საყელო გაიხსნა და პატარა ქისა დამანახა, რომელიც კისერზე მედალიონივით ეკიდა. ამოიღო იგი, გახსნა და ძალიან ფრთხილად ცოტაოდენი შიგთავსი ხელისგულზე გადმოყარა.

ჩემი აზრით, ნარევი წვრილად დაფშვნილი ჩაის ფოთლებივით გამოიყურებოდა, რომლებიც ფერით განსხვავდებოდნენ - მუქი ყავისფერიდან ღია მწვანემდე, რამდენიმე მკვეთრი-ყვითელი წინწკალით.
მან ნარევი უკანვე ქისაში ჩააბრუნა, თავო ზონრით წაუჭირა და კვლავ პერანგქვეშ დამალა.
- ეს რა ნარევია?
- მასში უამრავი რამაა. ყველა შემადგენელი ნაწილის მოპოვება - ძალზე ძნელი საქმეა. შორს მოგიწევს მოგზაურობა. ნარევის დასამზადებლად საჭირო სოკოები (los honguitos) წლის მხოლოდ გარკვეულ დროს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში ხარობენ.
- სხვადასხვა სახის დახმარებისათვის - სხვადასხვა ნარევს ხმარობ?
- არა. მხოლოდ ერთი კვამლი არსებობს და სხვა მსგავსი არაფერი.
მან კისერზე ჩამოკიდებულ ქისაზე მანიშნა და ფეხებშუა გაჩხერილი ჩიბუხი ხელში აიღო.
- ეს და ეს ერთია! ერთის გარეშე მეორე არ არსებობს. ჩიბუხიც და ნარევის დამზადების საიდუმლო ჩემს ბენეფაქტორს ეკუთვნოდა. მას ისინი ზუსტად ისევე გადასცეს, როგორც მან მე გადმომცა. თუმც ამ ნარევის დამზადება ძნელია, მისი შევსება სავსებით შესაძლებელია. მისი საიდუმლო - მის შემადგენელ ნაწილებშია, მათი დაკლრეფისა და დამუშავების ხერხში. ჩიბუხი კი - მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. მას უსაზღვრო ზრუნვით უნდა მოეპყრო. იგი მყარია და მაგარი, მაგრამ არ შეიძლება რამეს მიარტყა. იგი მშრალი ხელით უნდა გეჭიროს. არასოდეს მოკიდო ოფლიანი ხელი და მხოლოდ სიმარტოვეში მოიხმარე. არასოდეს, საერთოდ არავის და არასოდეს, ის არ აჩვენო, გარდა შესაძლოა იმ კაცისა, ვისთვისაც მის გადაცემას აპირებ. აი რა მასწავლა ჩემმა ბენეფაქტორმა და სწორედ ასე ვეპყრობი ჩიბუხს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.
- რა მოხდება, ჩიბუხს თუ დაკარგავ ან გატეხავ?
მან ძალიან ნელა გააქნია თავი და მე შემომხედა.
- მოკვდები.
- მაგის ყველა ჩიბუხი ისეთივეა, როგორიც შენი?
- ყველა მაგს არა აქვს ასეთი ჩიბუხი, მაგრამ ვიცნობ ზოგიერთს ვისაც აქვს.
- შენ თვითონ თუ შეგიძლია ასეთი ჩიბუხის დამზადება, დონ ხუან? არ ვიშლიდი მე. - ვთქვათ, არ გქონოდა. როგორ გადმომცემდი ჩიბუხს, ეს რომ მოგნდომოდა?
- ჩემი ჩიბუხი რომ არ მქონოდა, ვერ შევძლებდი და არც ვისურვებდი მის შენთვის გადმოცემას. სხვა რამეს მოგცემდი მის ნაცვლად.
ის თითქოს რაღაცით იყო ჩემზე უკმაყოფილო. ძალიან ფრთხილად ჩადო ჩიბუხი შალიტაში, რომელსაც, ალბათ, რბილი ქსოვილის ჩანართი ჰქონდა, რადგა როგორც კი ჩიბუხს პირი შიგ უქნა, იგი ძალიან ადვილად შეცურდა. დონ ხუანმა ჩიბუხი სახლში შეიტანა.
- გაჯავრებული ხომ არა ხარ ჩემზე, დონ ხუან? - ვკიტხე მას, როდესაც იგი დაბრუნდა. ჩემმა შეკითხვამ, როგორც ჩანს გააკვირვა,
- არა, არასდროს არავისზე არ ვჯავრობ. ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენს ამისთანა საკმაოდ მნიშვნელოვან რამეს. ადამიანზე ბრაზობ, როდესაც გკერა მისი საქციელის მნიშვნელობისა. არაფერ მსგავსის მე აღარ მჯერა.

 

1961 წლის 26 დეკემბერი, სამშაბათი

„ნერგის“, როგორც დონ ხუანი ფესვს უწოდებდა, გადასარგავად რაღაც განსაკუთრებული დრო არ შეგვირჩევია, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ეს ოპერაცია უნდა ქცეულიყო შემდეგ ნაბიჯად მცენარის ძალის მოთვინიერებაში.

დონ ხუანთან შაბათს, 23 დეკემბერს, ნაშუადღევს ჩავედი. ჩვეულებისამებრ, გარკვეული დროის განმავლობაში დუმილით ვისხედით. თბილი და ღრუბლიანი დღე ეჭირა. მრავალ თვეს გაევლო მას შემდეგ, რაც მან პირველ პორციას მაზიარა.
- დროა, ბალახი მიწას დავუბრუნოთ, - თქვა მან უეცრად, - მაგრამ ჯერ შენთვის დაცვის მოწყობას ვაპირებ. შენ შეინახავ და მოუვლი მას და შენს გარდა, ეს დაცვა არავინ უნდა ნახოს. რახან დაცვას მე ვაყენებ, მას მეც ვნახავ. ეს არ არის კარგი, რადგან როგორც გახსოვს, მე არა ვარ „ეშმაკის ბალახის“ მოტრფიალე - ამაში ჩვენ განვსხვავდებით - მაგრამ ჩემს მეხსიერებას დიდი დრო არ უწერია, ძალიან მოხუცი ვარ. შენ უნდა დაიცვა იგი სხვათა თვალთაგან, იმიტომ რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მათ ნანახი ემახსოვრებათ, დაცვის ძალა ნაკოვანი იქნება.
იგი თავის ოთახში წავიდა, ძველი ჩალის ჭილობის ქვეშიდან სამი ნაკრაული კამოიღო. დაბრუნდა ვერანდაზე და დაჯდა.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ერთი ნაკრაული გახსნა. ეს იყო ლემის დედალი მცენარე, რომელიც მან ჩემთან ერთად დაამზადა. ყველა მის მიერ ადრე ჩაწყობილი ფოთოლო, ტვავილი და სათესლე კოლოფი უკვე გამხმარიყო. მან აიღო ასო Y ფორმის გრძელი ფესვის ნაჭერი და ისევ შეკრა ნაკლული.

ფესვი გამხმარიყო და დაიჭმუჭნა, ქერქის ნაოჭები ფართოდ აიქერცლა და აიბურძგნა. მან ფესვი მუხლებზე დაიდო, თავისი ტყავის ჩანთა გახსნა და დანა ამოიღო. ხმელი ფესვი ჩემს წინ ეჭირა.
- ეს ნაწილი თავისთვისაა, - თქვა მან და პირველი ჭდე დასვა „იგრეკის“ კუდზე, რომელიც გადაბრუნებულ მდგომარეობაში ფეხებგაშლილ ადამიანს მოგაგონებდა.
- ეს - გულისთვის, - და მან განშტოებასთან ჩაჭრა. შემდეგ ფესვს ბოლოები ჩამოაჭრა, ისე რომ ითოეული შტო დაახლოებით სამ-სამი დიუმის სიგრძის გამოვიდა. შემდეგ აუჩქარებლად და მოთმინებით ადამიანის გამოსახულება გამოჭრა.

ფესვი ხმელი და ბოჭკოვანი იყო. დამუშავებისას, დონ ხუანმა მას ჯერ ორი ჭდე დაასვა, ბოჭკო დაშალა და მათ შორის ზუსტად ჭდეს სიღრმეზე ჩააწყო. ხოლო როდესაც დეტალებზე გადავიდა, ხელ მკლავებისა და ხელისგულების ფორმა მიანიჭა. შედეგად, ადამიანის წაგრძელებული ფორმა გამოვიდა გულზე ხელებდაკრეფილი და მტევნებგადაჯვარედინებუი.

დონ ხუანი წამოდგა და ცისფერ აგავას მიუახლოვდა, სახლის წინ ვერანდის გვერდით რომ აეყარა ტანი. მან ერთ-ერთი ცენტრალური ხორციანი ფოთლის ეკალს ჩასჭიდა ხელი, მოღუნა და სამჯერ თუ ოთხჯერ მოატრიალა. ბრუნვითმა მოძრაობამ თითქმის მოაცილა ეკალი ფოთოლს, იგი ჩამოეკიდა. დონ ხუანი ჩაწვდა მას კბილებით და ამოგლიჯა. ეკალი გამოვიდა ფოთლის რბილიდან და თან გამოიყოლა ხესთან შეზრდილი, დაახლოებით ორი ფუტის სიგრძის, ძაფირებრი ბოჭკოს გრძელი თეთრი კუდი. ჯერ ისევ ეკლით კბილებში, დონ ხუანმა ბოჭკო ხელის გულებით დაგრიხა და ბაწარი გააკეთა, რომლითაც გამოსახულებას ფეხები შეუკრა. მან ბაწარი გამოსახულების ქვედა ნაწილს იმდენი ახვია, სანამ ის არ გამოელია. შემდეგ, ძალზე მარჯვედ, ეკალი მახათივით გამოსახულების წინა ნაწილში დაწყობილ ხელებს ქვემოთ ჩაარჭო, ისე რომ, წვეტი გადაჯაჭვული ხელისგულებიდან ამოშვერილი აღმოჩნდა. მან კვლავ კბილებით ისარგებლა, ეკალი ფრთხილად გამოწია და თითქმის მთლიანად ამოქაჩა. ახლა ის გამოსახულების მკერდიდან გამოშვერილ გრძელ შუბს ჰგავდა. დონ ხუანმა გამოსახულება ჩანთაში ისე ჩადო, რომ მისთვის აღარც კი შეუხედია. თითქოს, სამუშაომ დაღალაო. იგი ვერანდაზე გაიჭიმა და დაიძინა.

როცა მან გაიღვიძა, უკვე ბნელოდა. ცოტა საჭმელი ვჭამეთ ჩემი ჩამოტანილი მარაგებიდან და კიდევ ცოტა ხანს ვერანდაზე გავჩერდით. შემდეგ დონ ხუანი სახლის უკანა გაემართა და თან სამი ნაკრული წაიძღვარია. მან ტოტები და ხმელი კორძები დაჩეხა და კოცონი დაანთო. ცეცხლს მოხერხებულად მივუჯექით და მან სამივე ნაკრული გახსნა. გარდა იმისა, რომელშიც დედალი მცენარის ხმელი ნაწილები ელაგა, მან გახსნა მეორეც, რომელიც შეიცავდა იმას, რაც მამალი მცენარისგან დარჩა და მესამეც - სქელი ნაკრული, ლემის მწვანე ახლადმოჭრილი ნაწილებით.

დონ ხუანი საღორე გობისაკენ გაემართა და ქვის ღრმა როდინით დაბრუნდა, რომელიც მომრგვალო ფსკერიან ქოთანს უფრო წააგავდა მერე ოდნავ მიწა ჩაყარა, შემდეგ ორი ნაკრული აიღო დედალი და მამალი მცენარეების ხმელი ნაწილებით და ყველაფერი ერთად როდინში ჩაუშვა. გადმოფერთხა ქსოვილი და დარწმუნდა, რომ მასზე არაფერი დარჩენოდა. მესამე ნაკრულიდან ლემის ფესვის ორი ნედლი ნაჭერი ამოიღო.
- მე მინდა, ისინი საგანგებოდ შენთვის დავამზადო.
- როგორ უნდა დაამზადო, დონ ხუან?
- ნაჭრებში ერთი - დედალი მცენარისაა, მეორე კი - მამლის. ერთადერთი შემთხვევაა, როცა ორივე მცენარე უნდა შეაერთო. ფესვის ნაჭრები - ერთი იარდის სიღრმიდანაა.

მან ისინი როდინში დაფშვნა ქვესანაყის თანაბარზომიერი დარტყმებით. თან დაბალი ხმით სიმღერას მღეროდა, რომელიც მონოტონური გუგუნივით ჟღერდა, ყოველგვარ რიტმს მოკლებული. სიტყვები ვერ გავარჩიე. იგი მთლიანად მუშაობაში იყო ჩაძირული.

როდესაც ფესვები საბოლოოდ დაიჩეჩქა, მან ნაკრულიდან ცოტაოდენი ლემის ფოთოლი ამოიღო, ახლადმოჭრილი და გადარჩეული, უზიანო. ისინი სათითაოდ ჩაყარა როდინში, ერთი მუჭა ლემის ყვავილები აიღო და მათაც იგივე მედი აწია. მე 14 ფოთოლი და 14 ყვავილი დავითვალე. შემდეგ მან ჯერ გაუხსნელი და ეკლიანისათესლე კოლოფების შეკვრა ამოიღო. ისინი ვერ დავითვალე, რადგან ყველა ერთად როდინში ჩაყარა, მაგრამ ვფიქრობ რომ ისინიც 14 იქნებოდა. ამან მას ლემის სამი უფოთლო ღერო დაუმატა. მუქი წითელი და სუფთა, მათი მრავალრიცვოვანი ყლორტებით თუ ვიმსჯელებდით, ისინი, ალბათ დიდ მცენარეებს ეკუთვნოდნენ.

მოათავსა რა ყველა ეს ნაწილი როდინში, მან რიღმული დარტყმებით ისინი ფაფად აქცია. რამდენიმე ხნის შემდეგ მან როდინი დახარა და მთელი ნარევი ხელით ძველ ქოთანში გადაიტანა. ხელი გამომიწოდა და ვიფიქრე, რომ მის გაწმენდას მთხოვდა. ამის ნაცვლად იგი მარცხენა ხელში მწვდა და მკვეთრი მოძრაობით შუა და არათითები მაქსიმალურ სიგანეზე გამიშალა. შემდეგ თავისი დანის წვერით ზუსტად თითებს შუა მიჩხვლიტა და კანი ქვემოთ, არათითის გასწვრივ გამიჭრა. ისე მარჯვედ და სწრაფად მოქმედებდა, რომ როდესაც ხელი წავართვი, ის უკვე ღრმად ჩაჭრილი იყო და ჭრილობიდან სისხლი უხვად მოდიოდა. მან კვლავ მომტაცა ხელი, ქოთნის თავზე აწია და მოუჭირა, რაც შეიძლება მეტი სისხლის გამოსაშვებლად.

ხელი გამიბრუშდა. შოკში ჩავვარდი - უცნაურად შემაცივა და დავიძაბე, გულს მომიჭირა და ყურები დამეგუბა. ვიგრძენი, როგორ ჩამოვცურდი საჯდომიდან. გრძნობას ვკარგავდი! მან ხელი გამიშვა და ქოთნის შიგთავსს მოურია. შოკიდან გამოსულმა მასზე ნამდვილი სიბრაზე ვიგრძენი, და საბოლოოდ, გამოსაფხიზლებლად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა.

მან კოცონის გარშემო სამი ქვა შემოაწყო და მათზე ქოთანი შედგა. ნარევს რაღაც დაუმატა, რაც მე ხის წებოს დიდ ნაჭრად მივიჩნიე და წყლის დიდი ჩამჩა დაასხა, შემდეგ კი, ყველაფერი ეს დუღილს მისცა. ლემის მცენარეს თავისთავად საკმაოდ სპეციფიკური სუნი ახასიათებს. „წებოსთან“ ერთად, რომელმაც ადუღებისას ძლიერი სიმყრალე გამოუშვა,ის ისეთ ავსუნიან ანაორთქლს ავრცელებდა, რომ გულისრევას ძლივს ვიკავებდი.

ნარევმა დიდხანს იდუღა და ჩვენც უძრავად ვისხედით ცეცხლთან. დრო და დრო, როცა ქარს ანაორთქლი ჩემსკენ მოჰქონდა, სიმყრალე გარსმეხვეოდა და მე სუნთქვას ვიკრავდი, როგორმე მისთვის თავი რომ დამეღწია.

დონ ხუანმა თავის ტყავის ჩანთა გახსნა და გამოსახულება ამოიღო, ფრთხილად გადმომცა იგი და ქოთანში ჩადება მიბრძანა, ისე, რომ თითები არ დამეწვა. იგი ნელა ადუღებულ ფაფაში ჩავუშვი. მან დანა ამოიღო. წამით გავიფიქრე, რომ ის კვლავ ჩემს დაჭრად აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, მან დანის წვერით გამოსახულება ჩაძირა. კიდევ რამდენიმე ხანს ადუღებულ ფაფას აკვირდებოდა, ხოლო შემდეგ როდინის წმენდას შეუდგა. მე ვეხმარებოდი. როდესაც დავამთავრეთ, მან როდისნი და ქვასანაყო ღობეს მიაყუდა. სახლში შევედით, ქოთანი კი მთელი ღამით ქვაბზე დავტოვეთ.

მეორე დღით, გამთენიისას, დონ ხუანმა მიბრძანა, გამოსახულება წებოდან ამომეღო და მზეზე გასაშრობად სახურავზე დამეკიდა, პირით აღამოსავლეთისკენ. შუადღისთვის იგი მავთულივით გამყარდა. სიცხემ წებო გააშრო და მან მწვანე, ფოთლის ფერი მიიღო. გამოსახულება რაღაც შემზარავად, შუშასავით პრიალებდა.

დონ ხუანმა მისი ჩამოხსნა მთხოვა. შემდეგ, ტყავის ჩანთა მომაწოდა, რომელიც იმ ძველი ტყავის ქურთუკისგან შეკერა, მე რომ ოდესღაც ჩამოვუყანე, ჩანთა ზუსტად ისეთივე ჩანდა, როგორც მისი საკუთარი. ერთადერთ განსხვავებას ის წარმოადგენდა, რომ მისი ჩანთა რბილი ყვითელი ტყავისა იყო.
- ჩადე შენი „გამოსახულება“ ჩანტაში და დახურე, - თქვა მან.
ის არ მიყურებდა და განგებ მიაბრუნა თავი. როცა გამოსახულება ჩანთაში ჩავდე, მან ბადურა მომაწოდა და მასში თიხის ქოთნის ჩადება მიბრძანა.
შემდეგ, ჩემს მანქანასთან მივიდა, ბადურა გამომართვა და მანქანაში კიდურ მდგომარეობაში დაამაგრა.
- წამომყები, - თქვა მან.
მე გავყევი. მან სახლს შემოუარა საათის ისრის მიმართულებით. ვერანდასთან გაჩერდა, სახლს კიდევ ერთხელ შემოუარა, ამჯერად საწინააღმდეგო მომართულებით და კვლავ ვერანდასთან დაბრუნდა. რამდენიმე ხანს უძრავად იდგა, შემდეგ დაჯდა. მე უკვე შეჩვეული ვიყავი იმ აზრს, რომ ყველაფერს, რასაც კი ის აკეთებდა, რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა და ახლა ვმარჩიელობდი, რა აზრი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლის გარშემო ტრიალში, როცა მან თქვა:
- ეჰ! დამავიწყდა სად წავიღე!
ვკითხე, რა დაკარგა. მან მიპასუხა, რომ დაავიწყდა, სად წაიღო ის ნერგი, მე რომ უნდა დამერგო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია სახლის შემოვლა, სანამ მან არ გაიხსენა.

მან პატარა შუშის ტოლჩა მაჩვენა, რომელიც სახურავის ქვეშ მიჭედებულ ფიცარზე იდგა. ტოლჩაში ლემის ფესვის პირველი პორციის მეორე ნახევარი იდო. ნერგს ფოთლები ამოეყარა ზედა ბოლოზე. ტოლჩაში ცოტაოდენი წყალი ესხა, მიწა კი სულ არ იყო.
- რატომ არ არის მანდ მიწა? - ვკითხე მე.
- ყველა ნიადაგი ერთნაირი როდია. ეშმაკის ბალახი კი მხოლოდ იმ მიწას უნდა იცნობდეს, რომელზედაც მას გაზრდა მოუწევს. ახლა კი დროა, იგი მიწას დავუბრუნოთ, სანამ მას მუხლუხოები გააფუჭებენ.
- აქ, სახლის წინ ხომ არ დაგვერგა? - ვკითხე მე.
- არა! არა! არავითარ შემთხვევაში. იგი შენს რჩეულ ადგილზე უნდა დააბრუნო.
- კი მაგრამ, სად ვნახო ჩემი რჩეული ადგილი?
- არ ვიცი. სადაც გინდა იქ შეგიძლია დარგო, მაგრამ უნდა მიხედო - იგი უნდა გადარჩეს, თუ გინდა ძალა მოიპოვო, ასე რომ მიელტვი. ხოლო თუ დაიღუპა - ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას არ უნდიხარ - და მეტი აღარ უნდა შეაწუხო. ეს ნიშნავს, რომ შენ მასზე ძალაუფლებას ვერ მოიპოვებ. ამიტომ უნდა მოუარო და მიხედო მას - რომ გაიზარდოს. მაგრამ თავიც არ უნდა მოაბეზრო.
- რატომ?
- თუ იგი გაზრდას არ ისურვებს, რაიმე ზემოქმედების მცდელობას აზრი არ აქვს. მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა დაუმტკიცო, მასზე რომ ზრუნავ. გააცალე მუხლუხოები და მორწყე, როცა მოინახულებ. ეს რეგულარულად უნდა გააკეთო, სანამ თესლს არ გამოიღებს. როცა პირველი თესლი გასცვივა, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მას უნდიხარ.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ეს ხომ შეუძლებელია - ფესვს შენ რომ მასწავლი ისე მოვუარო.
- მისი ძალა თუ გსურს, ასე უნდა მოიქცე. სხვა გზა არაა.
- შენ ხომ ვერ მიხედავ, ჩემს არყოფნაში?
- არა! არა! ეგ არ შეიძლება! ყველამ თვითონ უნდა გაზარდოს თავისი ნერგი. მე ჩემი მაქვს. შენ კი ის უნდა გქონდეს და სანამ ის თესლს არ გამოიღებს, სწავლისთვის თავს მზად ვერ ჩათვლი.
- როგორ გგონია, სად შემიძლია იმის გადარგვა?
- ეს შენ თითონ უნდა გადაწყვიტო და ის ადგილი არავინ არ უნდა იცოდეს, მათ შორის მეც. მხოლოდ ასე შეიძლება გადარგვა. არავინ, აბსოლიტურად არავინ არ უნდა იცოდეს, სად დარგავ მას. თუ ვინმე უცნობი გამოგყვა და დაგინახა, აიღე ნერგი და სხვაგან გაიქეცი. მას შეუძლია წარმოუდგენელი ზიანი მოგაყენოს, ნერგის მანიპულაციით. შეუძლია დაგასახიჩროს ან მოგკლას. აი რატომაა, რომ თვით მეც კი არ უნდა ვიცოდე, სად არის შენი მცენარა.
მან ნერგიანი ტოლჩა ხელში შემაჩეჩა.
- აგერ, აიღე.
ტოლჩა ავიღე და მან თითქმის ძალით წამიყვანა მანქანისკენ.
- ახლა უნდა წახვიდე. წადი და ის ადგილი შეარჩიე, სადაც ნერგს დარგავ. რბილ ნიადაგში, წყალთან ახლოს ღრმა ორმო ამოთხარე. გახსოვდეს, რომ გაიზარდოს, იგი წყალთან ახლოს უნდა იმყოფებოდეს. ორმო მხოლოდ ხელებით უნდა ამოთარო, თუდაც სისხლი ადინო მათ. ნერგი შუაგულში მოათავსე და მის გარშემო პირამიდა ააგე. შემდეგ მორწყე. როცა წყალი გაჯდება, ორმო რბილი მიწით ამოავსე. მერე ნერგისგან სამხრეთაღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ნაბიჯის მოშრებით, აღნიშნე ადგილი.
იქ მეორე ღრმა ორმო ამოთხარე - ისიც ხელით - შიგ ქოთანი მთლიანად ჩაცალე. შემდეგ ქოთანი გატეხე და სადმე სხვა ადგილას ღრად დამარხე, შორს შენი ნერგისაგან. როდესაც ქოთანს დაასამარებ, ნერგთან დაბრუნდი და კვლავ ერთხელ მორწყე. შემდეგ შენი გამოსახულება ამოიღე, თითებშუა დაიჭირე იქ, სადაც ახალი ჭრილობა გაქვს და წებოს დასამარების ადგილზე მდგომი გამოსახულების წვერით ნერგს შეეხე. ოთხჯერ შემოუარე და ყოველ შემოვლაზე იმ ადგილას შეჩერდი მცენარის შესახებად.
- რაიმე გარკვეული მიმართულება ხიმ არ უნდა ავირჩიო შემოვლისას?
- ნებისმიერი შეგიძლია აირჩიო, მაგრამ უნდა დაიმახსოვრო, რა მიმართულებით დამარხე წებო და რა მიმართულებით შემოუარე ნერგს. შეეხე ნერგს გამოსახულების წვერით ყოველ შემოვლაზე უკანასკნელის გარდა, როცა მას ღრმად უჩხვლეტ დანით. ეს ფთხილად უნდა გააკეთო. მუხლებზე დაიოქე, ხელმა რომ არ გიმტყუნოს, დანის წვერი არ გაგიტყდეს და ნერგში არ ჩარჩეს. თუ დანას წვერი მოუტყდა - შენი საქმე წასულია და მაშინ ფესვიც ვერაფერში გამოგადგება.
- რამე სიტყვები ხომ არ უნდა წარმოვთქვა ნერგის შემოვლის დროს?
- არა. ამას შენს მაგივრად მე გავაკეთებ.

 

1962 წლის 27 იანვარი, შაბათი

იმ დილით, როგორც კი დონ ხუანის სახლში შევდგი ფეხი, მან განმიცხადა, რომ აპირებდა ჩემთვის იმის ჩვენებას თუ როგორ მზადდებოდა მოსაწევი ნარევი.
ჩვენ ბორცვებისკენ გავწიეთ და ერთ-ერთ კანიონში ღრმად შევიჭერით. ის მაღალ, თხელ ბუჩქთან გაჩერდა, რომლის ფერიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა გარემომცველი მცენარეებისაგან. ჩაპრალი მის გარშემო მოყვითალო იყო, ბუჩქი კი - მკვეთრი მწვანე.
- ამ ხის ფოთლები და ყვავილები უნდა დაკრიფო, - თქვა მან. - საუკეთესო დრო ამისათვის - ყველა წმინდანთა დღეა (el dia de las animas).
მან დანა ამოიღო და წვრილ ტოტს ბოლო მოაჭრა. მეორე ასეთივე ტოტი შეარჩია და მასაც კენწერო ჩამოაჭრა. ეს ოპერაცია კიდევ მრავალჯერ გაიმეორა, სანამ ხელში წვეროების მთელი კონა არ დაუგროვდა. შემდეგ მიწაზე დაჯდა.
- უყურე აქეთ, - თქვა მან. - ყველა ეს ტოტი იმ ადგილის თავზე მოვჭერი სადაც ერთ ან ორი ფოთოლი ღეროსთან განშტოებას ქმნიდა. ხედავ? ყველა ერთნაირია. ტოტების მხოლოდ კენწეროები შევარჩიე, სადაც ფოთლები ნედლი და ნაზია. ახლა ჩრდილოვანი ადგილი უნდა მოვნახოთ.
ჩვენ ვიარეთ, სანამ მან, როგორც ჩანს, არ იპოვა ის, რასაც ეძებდა. მან ჯიბიდან გრძელი ბაწარი ამოიღო და ორი ბუჩქის ღეროებსა და ქვედა ტოტებს შეაბა, სარეცხის თოკის მაგივრად, რომელზეც მოჭრილი ტოტები ჩამოკიდა, გადანაჭრებით ზემოთ. ტოტები ბაწრის გასწვრივ თანაბრად გაანაწილა; ფოთლებითა და ღეროებით შექმნილ განშტოებაზე დაკიდებული, ისინი მწვანე სამოსში გამოწყობილ ცენოსანთა მწყობრს მოაგონებდა.
- ფოთლები ჩრდილში გაახმე, - თქვა მან. - ადგილი მყუდრო და ძნელად მისაწვდომი უნდა იყოს. მაშინ ფოთლები დაცული იქნებიან. ისეთ ადგილას უნდა გაახმო ისინი,სადაც მათი პოვნა თითქმის შეუძ₾ებელი იქნება. როცა ფოთლები გახმება, მათ კონაში შეკრავ.
მან ფოთლები ბაწრიდან ჩამოხსნა და უახლოეს ბუჩქებში გადაყარა. ალბათ, ამჯერად ჩემთვის მხოლოდ პროცედურის ჩვენება სურდა.

გზა გავაგრძელეთ; მან სამი სხვადასხვა სახის ყვავილი მოწყვიტა და თქვა, რომ ისინიც შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ და მათაც იმავე დროს უნდოდა დაკრეფა. მაგრამ ყვავილები ცალკე თიხის ქოთნებში უნდა ჩაგეწყო, გაგეხმო კი - სიბნელეში. ყველა ქოთანისათვს სახურავი უნდა დაგეხურა, ყვავილები რომ ნელა გამხმარიყო. კიდევ მან თქვა, რომ ფოთლების და ყვავილების ფუნქცია მოსაწევი ნარევის დარბილებაში მდგომარეობდა.

გამოვედით კანიონიდან და გამშრალი მდინარის კალაპოტისკენ გავემართეთ. გრძელი შემოვლითი გძით მასთან სახლში დავბრუნდით. უკვე გვიან საღამოს დავსხედით მის ოთახში, დადაც ის იშვიათად მპატიჟებდა. აქ მან ნარევის უკანასკნელი შემადგენელი ნაწილის - სოკოთა შესახებ მიამბო.
- ნარევის ნამდვილი საიდუმლოება - სოკოებშუა, - თქვა მან. ისინი - ყველაზე ძნელად შესაგროვებელ ინგრედიენტს წარმოადგენენ. მოგზაურობაიმ ადგილებში, სადაც ისინი ხარობენ, ძნელი და სახიფათო საქმეა. ხოლო თვით საჭირო სოკოების დაკრეფა კიდევ უფრო ძნელია. მათ გვერდით ხომ სხვებიც ხარობე,, რომელთაგან არავითარი სარგებელი არაა. ისინი კარგ სოკოებს გაგიფუჭებენ, მათ თ ერთად გაახმობ. დროა საჭირო, მათი სწორი გარჩევა რომ ისწავლო და არ შეცდე. ხოლო სოკოების არასწორ გამოყენებას სერიოზული ზიანი მოყვება - როგორც ადამიანისთვის, ასევე ჩიბუხისთვისაც. ვიცნობდი ისეთებს, ვინც ცუდმა კვამლმა ადგილზე მოკლა.
როგორც კო სოკოს შეაგროვებენ, მას დოქში ათავსებენ, ამიტომ მისი გადამოწმება შეუძლებელია. სოკო ხომ უნდა დაფშვნა, დოქის წვრილ ყელში რომ გააძვრინო.
- როგორ ავიცილო შეცდომა?
- ფრთხილი უნდა იყო და შერჩევა იცოდე. გითხარი უკვე, ეს ძნელი საქმეა. ყველას როდი გააჩნია კვამლის მოთვინიერების უნარი; ადამიანთა უმრავლესობა ამას ვერც კი ბედავს.
- რამდენ ხანს ინახავ სოკოს დოქში?
- წელიწადს. ნარევის ყველა დანარჩენი ნაწილიც ერთი წლით ილუქება. შემდეგ მათ თანაბრად გადაზომავენ და ცალ-ცალკე ძალიან ქვრილად ფშვნიან. სოკოს არ სჭირდება დაფშვნა - იმ დროისათვის ის თავისთავად იქცევა უწმინდეს მტვრად. ერთადერთი, რაც შენ დაგრჩება - ეს გუნდების დაშლაა. სოკოს ოთს ნაწილს ერთად არეულ ყველა დანარჩენი ინგრედიენტის ერთ ნაწილს უმატებენ. ყველაფერ ამას კარგად აურევ და მე რომ მაქვს, ისეთ პარჭუკში ჩააწყობ. - მან პერანგის ქვეშ ჩამოკიდებულ ქისაზე მიმანიშნა.
შემდეგ, ყველა შემადგენელი ნაწილი ხელახლა უნდა შეაგროვო და როდესაც მათ გასახმობად გაამზადებ, შენ მზადა ხარ დამზადებული ნარევის მოსაწევად. შენს შემთხვევაში, მოწევა გაისად მოგიწევს. კიდევ ერთი წლის შემდეგ, ნარები მთლიანად შენი გახდება, ვინაიდან მას შენ თვითონ შეაგროვებ. პირველ მოწევაზე, ჩიბუხს მე აგინთებ. ბოლომდე მოწევ ჩიბუხს და დაელოდები. კვამლი მოვა, შენ მას იგრძნობ. იგი გაგანთავისუფლებს და შენ ნახავ ყველაფერს, რის ნახვასაც მოისურვებ. პირდაპირ გეტყვი: ეს შეუდარებელი მოკავშირეა. მაგრამ იმას, ვინც მას ეძებს, უმწიკვლო განზრახვა და უმწიკვლო ნება უნდა გააჩნდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უნდა გადაწყვიტო და მოინდომო დაბრუნება, თორემ კვამლი უკან არ გაგიშვებს. მეორეც. უნდა განიზრახო და ინებო ყველაფრის დამახსოვრება, რისი დანახვის შესაძლებლობასაც კვამლი მოგცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოგივა და მხოლოდ ბურუსის ნაგლეჯებს თუ მიიღებ გონებაში.

 

1962 წლის 8 აპრილი, კვირა

ჩვენს საუბრებში დონ ხუანი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა გამოთქმას „ცოდნის ადამიანო“, მაგრამ არასოდეს განუმარტავს, რას ნიშნავდა იგი. მე ვკითხე ამის შესახებ.
- ცოდნის ადამიანი - არის ის, ვინც პატიოსნად რაადგა სწავლის ძნელ გზას. ის, ვინც აჩქარებისა და ყოყმანის გარეშე იმდენად წაიწია წინ ცოდნისა და ძალის საიდუმლოებათა ამოხსნაში, რამდენადაც კი ეს შესაძლოა.
- ყველას შეუძლია გახდეს ცოდნის ადამიანი?
- არა, ყველას არა.
- და რა უნდა გააკეთო, ცოდნის ადამიანი რომ გახდე?
- ადამიანმა უნდა გამოიწვიოს ბრძოლაში და დაამარცხოს თავისი ოთხი ბუნებრივი მტერი.
- იქნება იგი ცოდნის ადამიანი, ამ ოთხი მტრის დამარცხების შემდეგ?
- კი, შეგიძლია თავს ცოდნის ადამიანი უწოდო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთხივეს დასძლევ.
- ესე იგი, ყველა, ვინც ამ მტრებს დასძლევს, ცოდნის ადამიანი ხდება?
- ყველა, ვინც კი მათ დასძლევს, ხდება ცოდნის ადამიანი.
- ხომ არ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელთა შესრულლებაც აუცილებელია, სანამ მათ შეებრძოლები?
- არა, ნებისმიერს შეუძლია სცადოს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ცოტა ვინმემ თუ მიაღწია აქ წარმატებას, მაგრამ ეს გასაგებიცაა. მტრები, რომელთაც ადამიანი ცოდნის გზაზე დადგომისას ეყრება, მართლაც შიშის მომგვრელია. ადამიანთა უმრავლესობა მათ უთმობს.
- რა მტრებია ეს, დონ ხუან?
მან უარი თქვა მტრებზე საუბარზე. თქვა, რომ ბევრი დრო უნდა გასულიყო, სანამ ეს საგანი ჩემთვის რაიმე აზრს შეიძენდა. მე შევეცადე საუბარში ამ თემის შენარჩუნება და ვკითხე, შემეძლო თუ არა, მისი აზრით, ცოდნის ადამიანად გახდომა. მან მიპასუხა, რომ დანამდვილებით ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იტყოდა. მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლიდი, ვცდილობდი გამომეხატა, თუ არსებობდა რაიმე საშალება, რომლითაც მას შეეძლო, განესაზღვრა - მქონდა მე შანსი გავმხდარიყავი ცოდნის ადამიანი თუ არა. მან მითხრა, რომ ეს ჩემს ოთხ მტერთან ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული - ან მე გავიმარჯვებდი, ან ისინი, შედეგის წინასწარ განჭვრეტა კი შეუძლებელი იყო.

მაშინ ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ბრძოლოს შედეგის განსაჭვრეტად ჯადოქრობის ან წინასწარმეტყველების გამოყენება. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ბრძოლის შედეგის წინასწარმეტყველება არანაირად არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ცოდნის ადამიანად ქცევა მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლებოდა. როდესაც ამის ახსნა ვთხოვე, მან თქვა:
- ცოდნის ადამიანად არ იქცევი სამუდამოდ. რეალურად არავინ ხდება ცოდნის ადამიანი. ვითარება უფრო ისეთია, რომ დასძლევ თუ არა ოთხ ბუნებრივ მტერს რაღაც წამით ცოდნის ადამიანად იქცევი.
- უნდა მითხრა დონ ხუან, ეს რა მტრებია.
ამან არ მიპასუხა. მე არ ვეშვებოდი, მაგრამ მან თავი მიანება ამ თემას და საუბარი რაღაც სხვაზე გადაიტანა.

 

1962 წლის 15 აპრილი, კვირა

წაცვლის წინ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეკითხა ცოდნის ადამიანის მტრების შესახებ. მე ვუმტკიცებდი, რომ ვერ დავბრუნდებოდი გარკვეული დროის განმავლობაში და ამიტომ ცუდი არ იქნებოდა, თუ ჩავიწერდი ყველაფერს, რასაც ის მეტყოდა და ჩემს არყოფნაში ვიფიქრებდი ამის შესახებ.

ის ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ შემდგ მაინც წამოიწყო საუბარი.
- როცა ადამიანი სწავლას იწყებს, მან გარკვევით არასოდეს იცის თავისი მიზნის შესახებ. მისი ჩანაფიქრი - მცდარია, ხოლო განზრახვა - ბუნდოვანი. მას აქვს ჯილდოს იმედი, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, რომ არაფერი იცის სწავლების სიმძიმის შესახებ.
ის თანდათან სწავლაში ებმება - ჯერ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო შემდგომ დიდი ნახტომით და მალე გამოყეყეჩდება კიდეც. ის, რასაც იგი ისწავლის არასოდეს დაემთხვევა მის მიერ დასახულს, ან წარმოდგენილს და ამდენად, მას შიში შეეპარება. სწავლა არასოდეს მოგცემს იმას, რასაც მისგან მოელი. ყოველი ნაბიჯი - ახალი ამოცანაა და განცდილი შიში შეუბრალებლად და განუდრეკლად გროვდება. ჩანაფიქრი ბრძოლის ველად იქცევა.
და ამგვარად, ის თავის პირველ ბუნებრივ მტერს ეჩეხება. შიშს! საშინელ მტერს - ვერაგს და ძნელად დასაძლევს. იგი ყოველ მოსახვევში იმალება, ინიღბება, ხელსაყრელ შემთხვევას უცდის. თუ ადამიანი შიშის უშუალო სიახლოვეს შეუშინდა და გაიქცა, მტერი მის ძიებებს ბოლოს მოუღებს.
- რა მოუვა ადამიანს, ის თუ შიშმა გააქცია?
- მას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ იგი ვერასდროს ისწავლის. ვერასოდეს ვერ გახდება ცოდნის ადამიანი. ის შეიძ₾ება ჯიუტად იქცეს, არაფრის დანახვა რომ არ სურს, ან უწყინარ, შეშინებულ კაცად - ნებისმიერ შემთხვევაში ის დამარცხებული დარჩება. მისი პირველი ბუნებრივი მტერი ყველა ის ზრახვას ბოლოს მოუღებს.
- კი მაგრამ, რა უნდა იღონო, შიში რომ დაძლიო?
- პასუხი ძალიან უბრალოა. არ უნდა გაიქცე. უნდა მოერიო შენს შიშს და მის საპირისპიროდ შემდეგი ნაბიჯი გადადგა სწავლებაში, მერე კიდევ და კიდევ. არ უნდა გაჩერდე, თუნდაც მთლიანად შიშით შეპყრობილი. ასეთია წესი! და დადგება წუთი, როცა შენი პირველი მტერი უკან დაიხევს. საკუთარი თავის რწმენას იგრძნობ. შენი განზრახვა კიდევ უფრო განმტკიცდება. სწავლება - შიშს აღარ მოგგვრის. ამ სასიხარულო წუთს ადამიანს უყუყმანოდ შეუძლია იმის თქმა, რომ მან თავის პირველ ბუნებრივ მტერს სძლია. ეს ერთბაშად მოხდება, მაგრამ შიში მოულოდნელად და სწრაფად გაქრება
- მერე ისევ ხომ არ შეეშინდება ადამიანს, რაღაც ახალი თუ შეემთხვა?
- არა, ერთხელ თუ მოსპე შიში, მისგან სიცოცხლის ბოლომდე განთავისუფლდები იმიტომ, რომ შიშის ნაცვლად სიცხადეს - გონების სიცხადეს შეიძენ, შიშს რომ ფანტავს. ამ დროისთვის ადამიანი უკვე იცნობს საკუთარ სურვილებს, იცის, როგორ დაიმაყოფილოს ისინი. მას შეუძლია სწავლაში ახალი ნაბიჯების წინასწარგანჭვრეტა და ყველა მის საქმეს ცნობიერების მკვეთრი სიცხადე ახლავს თან. ადამიანს ესმის, რომ აღარაფერია დაფარული.
და ამგვარად იგი თავის მეორე მტერს ხვდება: სიცხადეს! ეს გონების სიცხადე, რომლის მოპოვებასაც ასე ძნელია, შიშს ფანტავს, მაგრამ ამასთან ერთად გაბრმავებს.
იგი გარწმუნებს, არასოდეს შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში და გინერგავს რწმენას იმისა, რომ რაც კი გსურს, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, ვინაიდან ყველაფერს ცხადად, გამჭოლ ხედავ. და შენ მამაცი ხარ - იმიტომ, რომ ცხადად ხედავ და არაფერს მოერიდები - იმიტომ, რომ ცხადად ხედავ. მაგრამ ეს ყველაფერი შეცდომაალ მასში არის რაღაც დაუსრულებელი. თუ ამ მოჩვენებით სიძლიერეს აჰყევი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენმა მეორე მტერმა დაგამარცხა და შენ ერთ ადგილს ტკეპნი მაშინ, როდესაც წინ უნდა ისწრაფოდე. შენ სწავლაში ზოზინა ხდები, სანა სრულიად არ გამოიფიტები, უძლური რაიმე ისწავლო.
- რა მოსდის, ამგვარად დამარცხებულ ადამიანს, დონ ხუან? ის რა, კვდება?
- არა, არ კვდება. უბრალოდ იგი მეორე ნაბიჯმა შეაჩერა და მის მცდელობას, გახდეს ცოდნის ადამიანი, ჯვარი დაესვა. ამის ნაცვლად ის მხნე მეომრად ან ჯამბაზად იქცევა. ხოლო გონების სიცხადე, რომელიც მას ასე ძვირად დაუჯდა, სიბნელითა და შიშით უკვე აღარასოდეს შეიცვლება. მთელს ცხოვრებას, თავის აღსასრულამდე, იგი სიცხადეში გაატარებს, მაგრამ არასოდეს არც რამეს ისწავლის და არც რამეს ინატრებს.
- კი მაგრამ, რა უნდა ქნას მან, მარცხი რომ აიცილოს?
- უნდა ქნას იგივე, რაც შიშთან ბრძოლოსას. მან უნდა აჯობოს საკუთარი გონების სიცხადეს და გამოიყენოს იგი მხოლოს ხედვებისთვის. მოთმინებით ელოდოს, ყველაფერი ზედმიწევნით გაზომოს და აწონოს, სანა ახალ ნაბიჯს არ გადადგამდეს. რაც მთავარია, მან უნდა იცოდეს, რომ მისი გონების სიცხადე - თითქმის შეცდომაა. და მოვა წუთი, როდესაც ის მიხვდება, რომ მისი სიცხადე იყო მხოლოდ თვალწინ გაჩერებული წერტილი. ასე დაძლევს იგი თავის მეორე ბუნებრივ მტერს და დაიკავებს პოზიცია, სადაც მას უკვე ვერარაფერი ავნებს. ეს არ იქნება შეცდომა. ეს არ იქნება თვალწინ გაჩერებული წერტილი. ეს ჭეშმარიტი ძალა იქნება.
და სწორედ მაშინ იგი შეიცნობს, რომ ძალა, რომლისკენაც ის ამდენხანს ისწრაფოდა, უკვე მას ეკუთვნის, და როგორც ისურვებს, ისე შეუძლია მისი გამოყენება. მოკავშირე მას ემორჩილება, მისი სურვილი - კანონია. იგი ყველაფერს ხედავს თავის გარშემო. მაგრამ ამასთან, ის თავის მესამე მტერს ეჩეხება - ძალას!
ძალა მის მტრებს შორის - ყველაზე ძლევამოსილია და ბუნებრივია, ყველაზე ადვილი გზა - მისი დათმობაა. სხვა თუ არაფერი, ახამიანი ხომ ახლა, მართლაც, მოუწყვლელია. ის მბრძანებლობს; ის იწყებს იმით, რომ წინასწარგაანგარიშებულ რისკზე მიდის და ამთავრებს კანონების დაწესებით იმიტომ, რომ ის ოსტატია.
ადამიანი ამ სტადიაზე იშვითად თუ ამჩნევს თავის მესამე მტრის განუხრელ მოახლოებას და მოულოდნელად, მისთვის შეუმჩნევლად, ის აგებს ბრძოლას. მტერი მას სასტიკ და ჭირვეულ მეომრად აქცევს.
- თუ კარგავს იგი თავის ძალას?
- არა. ის არასოდეს დაკარგავს არც გონების სიცხადეს და არც ძალას.
- მაშ რით განსხვავდება იგი ცოდნის ადამიანისგან?
- ძალით დამარცხებული ადამიანი, ისე მოკვდება, რომ ვერც კი შეიცნობს ჭეშმარიტად, როგორ მოეპყროს ამ ძალას. ძალა მხოლოდ მძიმე ტვირთია ის ბედისწერაში. ასეთ ადამიანს არ შესწევს საკუთარი თავის ფლობის უნარი და მან არ იცის, როდის და როგორ უნდა გამოიყენოს ძალა.
- რომელიმე მტრისგან მიყენებული მარცხი თუ იქნება საბოლოო?
- რა თქმა უნდა, იგი საბოლოოა. თუ კი ერთ-ერთმა მტერმა სძლია ადამიანს, მას უკვე ვერაფრით დაეხმარები.
- თუ შეიძლება, მაგალიტად, რომ ძალით დამარცხებულმა დაინახოს საკუთარი შეცდომა და თავისი გზა გამოასწოროს?
- არა, თუ ადამიანი დანებდება, მისი საქმე წასულია.
- კი მაგრამ, თუ კი ძალამ ის მხოლოდ დროებით დააბრმავა და მერე მან მასზე უარი თქვა?
- ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრძოლა ჯერ წაგებული არ ყოფილა და ისევ გრძელდება; იმას, რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი დამარცხებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტს აღარ ცდილობს და საკუთარ თავზე უარს ამბობს.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლება ადამიანი მიეცეს შიშს მაგრამ რარაც დროის შემდეგ ისმაინც დაამარცხოს?
- არა, ასე არ ხდება. თუ კი მან შიშს დაუთმო, ის უკვე ვერასოდეს დაამარცხებს მას იმიტომ, რომ თავს აარიდებს სწავლას და მას კვლავ არარასოდეს მოსინჯავს. მაგრამ, თუ შიგ თავის შიშის შუაგულში, ის წლების მანძილზე კვლავ და კვლავ სეეცდება სწავლის გაგრძელებას, მაშინ ის ბოლოს და ბოლოს მას დაამარცხებს იმიტომ, რომ მას არასოდეს დანებდება.
- როგორ უნდა დაამარცხო შენი მესამე მტერი, დონ ხუან?
- იგი უნდა დაამარცხო ყურადღებით. ადამიანი უნდა მივიდეს იმის შეგნებამდე, რომ ძალა, რომელიც მან თითქოსდა დაიმორჩილა, სინამდვილეში არასოდეს მას არ ეკუთვნოდა. მან არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს საკუთარ ხაზს და ყველაფერს, რასაც კი შეიცნობს, ფრთხილად და კეთილსინდისიერად მოეპყროს. თუ კი ის მიხვდება, რომ სიცხადე და ძალა საკუთარ თავზე კონტროლის გარეშე თვით შეცდომებზეც უარესია, მაშინ ის მიაღწევს წერტილს, სადაც მისთვის ყველაფერი შეიკვრება. აქ მას ეცოდინება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა და ამგვარად, იგი თავის მესამე მტერს დაამარცხებს.
ამასობაში ადამიანი სწავლის გზის დასასრულს მიუახლოვდება და თითქმის გაუფრთხილებლად, თავის უკანასკნელ მტერს შეეჩეხება. სიბერეს! ეს მტერი - ყველაზე სასტიკია. მტერი, რომელსაც საბოლოოდ ვერასოდეს დაამარცხებ, მას შეიძლება მხოლოდ უკან დაახევნინო.
ამ დროისთვის ადამიანს აღარ აწუხებს შიში, გონები მოუთმენელი სიცხადე. მთელი მისი ძალა უკვე მასთანაა, მაგრამ სწორედ მაშინ იბადება დასვენების აკვიატებული სურვილი. თუ კი ის დაწოლის და თავდავიწყების სურვილს სრულიად დაემორჩილა, თუ მთლიანად მიეცა დაღლილობას - იგი თავის უკანასკნელ ბრძოლაში წააგებს და მტერი მას მოხუცსა და სუსტ არსებად გადააქცევს. დათმობის სურვილი მთელ მის სიცხადეს, მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას გადაძლევს. მაგრამ, თუ ადამიანი თავის დაღლილობას დაძლევს და თავის ბედისწერად ბოლომდე გასტანს - მაშინ შეიძლება, მას ცოდნის ადამიანი უწოდო. თუ კი ერთი უმოკლესი წამითაც იგი თავს დააღწევს თავის უკანასკნელ, უძლეველ მტერს! სიცხადის, ძალისა და ცოდნის ეს ერთი წამიც საკმარისია.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff