დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო აბულაძე წიგნის ელ. ვერსია მოამზადა: ლექსო ციციშვილმა (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)  ნაწილი 1 1960...

ნაწილი 4

 

ნაწილი 4 

დონ ხუანი იშვიათად საუბრობდა მესკალიტოზე უშუალოდ. როველთვის, როცა მის შესახებ ვეკითხებოდი, იგი საფუძვლიან საუბარზე უარს ამბობდა, მაგრამ თანდათან მესკალიტოს შესახებ გარკვეული წარმოდგენა მექმნებოდა - რაღაც სახე, რომელიც მამრობითი სქესისა იყო - არა მხოლოდ ესპანური სიტყვებისთვის მიღებული გრამატიკული ნორმების მიხედვით, არამედ მისთვის დამახასიათებელი მგარველური მოძღვრული თვისებების გამოც. ყველა ჩვენს საუბარში დონ ხუანი კვლავ და კვლავ, თუმცა სხვადასხვანაირად, ამ თვისებებს ადასტურებდა. 

1961 წლის 24 დეკემბერი, კვირა

- ეშმაკის ბალახს არასოდეს არავინ დაუცვია. იგი მხოლოდ ძალის მოპოვებისთვისა არის განკუთვნილი. ხოლო მესკალიტო ბავშვივით ალერსიანია.
- მაგრამ შენ თქვი, რომ ხანდახან იგი საზარელია.
- რა თქმა უნდა, ის საზარელია, მაგრამ თუ კი შენ ის გაიცანი, ის შენთვის კეთილი და ალერსიანი იქნება.
- და რაში გამოიხატება მისი სიკეთე?
- იგი - მფარველი და დამრიგებელია.
- როგორ მფარველობს იგი?
- შენ შეგიძლია, ის მუდამ შენთან იმყოფინო, ის კი თვალყურს ადევნებს იმას, რომ შენ ცუდი არაფერი შეგემთხვას.
- კი მაგრამ, მუდამ თან როგორ უნდა იმყოფინო?
- უნდა ატარო პატარა პარჯუჭით, იღლიის ქვეშ დამაგრებული, ან კისერზე ჩამოკიდებული.
- შენ თავა გაქვს?
- არა - მე ხომ მყავს მოკავშირე, მაგრამ სხვები თან ატარებენ.
- რას გასწავლის იგი?
- გასწავლის, როგორ იცხოვრო სწორად.
- და როგორ გასწავლის?
- იგი სხვადასხვა ნივთს გიჩვენებს და გეუბნება რა - რა არის (enzena las cosas y te dice lo que son).
- როგორ?
- შენ თვითონ უნდა ნახო.

1962 წლის 30 იანვარი, სამშაბათი

- რას ხედავ, როცა მესკალიტოს მიყვები, დონ ხუან?
- ასეთი რამ უბრალო საუბრის თემა არ რის. ამას ვერ მოგიყვები.
- რაიმე ხიფათი გელის, თუ მომიყვები?
- მესკალიტო - დამცველია. კეთილი, ალერსიანი დამცველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას შეძლება დასცინო. სწორედ იმიტომ, რომ იგი კეთილი დამცველია, მას შეუძლია ყველაზე მრისხანედ იქცეს მათთვის, ვინც არ უყვარს.
- მე არ ვაპირებ მისა დაცინვას. უბრალოდ მინდა ვიცოდე, სხვებს რას აჩვენებს და რას აკეთებს. მე ხომ აგიღწერე ყველაფერი, რაც მესკალიტომ მაჩვენა.
- შენთან ყველაფერი ხვადვარადაა, - შეიძლება იმიტომ, რომ არ იცი მისი საქმეებს შესახებ. ამიტომ მიხდება მის საქმიანობის შესახებ შენი განათლება., ისევე როგორც ბავშვს სიარულს ასწავლიან.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა ვისწავლო?
- სანამ ის თვითონ არ გახდება შენთვის გასაგები.
- და მერე?
- მერე შენ თვითონ მიხვდები ყველაფერს და მეტი არაფრის მოყოლა არ დამჭირდება.
- მითხარი მხოლოდ, სად მიყავხარ მესკალიტოს?
- ამაზე ლაპარაკი კი არ შემიძლია.
- მინდა მხოლოდ გავიგო, თუ არის რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც მას ადამიანები მიყავს?
- კი არის.
- ეს ზეცაა? (ესპანურად „ზეცა“ – cielo იგივეს ნიშნავს, რაც უბრალოდ, „ცა“).
- იგი ცაში (cielo) გატარებს.
- მე იმ ცას ვგულისხმობ, სადაც ღმერთია.
- სისულელეს ლაპარაკობ. მე არ ვიცი სადაა ღმერთი.
- მესკალიტო - ღმერთია? ერთადერთი ღმერთი? თუ უბრალოდ ერთ-ერთია?
- უბრალოდ დამცველი მოძღვარია. ის - ძალაა.
- ის რა - თვითონ ჩვენშია ძალა?
- არა, მესკალიტოს ჩვენთან არაფერი აქვს საერთო. იგი ჩვენს გარეთაა, გესმის?
- მაშინ ყველა ვინც მესკალიტოს იღებს, მას ერთნაირად უნდა ხედავდეს.
- სულაც არა. იგი არასოდეს არაა ერთნაირი სხვადასხვა ადამიანისთვის.

 

1962 წლის 12 აპრილი, ხუთშაბთი

- რატომ არ მომითხრობ მესკალიტოზე მეტს, დონ ხუან?
- არაფერია მოსათხრობი და იმიტომ.
- მაგრამ, არის, ალბათ, ათასი რამ, რაც უნდა ვიცოდე, სანამ მას კვლავ შევხვდები.
- არა, შეიძლება არც კი იყოს ისეთი რამ, რისი ცოდნაც შენთვის აუცილებელი იქნებოდა. გითხარი უკვე - ის ყველასთან ერთნაირი არ არის.
- გასაგებია, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე, სხვები რას გრძნობენ მის მიმართ?
- იმათი აზრი, ვინც მასზე ბევრს ლაყბობს, დიდად არაფრად წაგადგება. თუმცა ამას თვითონ მიხვდები. შენ შესაძლოა, ილაპარაკებ მასზე რაღაც წუთამდე, მაგრამ ამას აღარასოდეს დაუბრუნდები.
- შეგიძლია მომიყვე, შენი პირველი მცდელობის შესახებ?
- რისთვის?
- მაშინ მეცოდინება, მესკალიტოს როგორ მოვეპყრო.
- შენ ისედაც ჩემზე მეტი იცი. შენ ხომ თამაშობდი მასთან. როდისმე მიხვდები, რა კეთილად მოგეპყრო დამცველი. იმ პირველი შეხვედრისას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გითხრა, მაგრამ შენ ყრუ და ბრმა აღმოჩნდი.

 

1962 წლის 14 აპრილი, შაბათი

- მესკალიტოს ნებისიერი ფორმის მიღება შეუძლია, როცა წარგიდგება?
- კი, ნებისმიერი.
- მაშნ, რომელი ფორმა მიგაჩნია სხვებზე ჩვეულებრივად?
- ჩვეულებრივი ფორმა არ არსებობს.
- შენ გულისხმობ, დონ ხუან, რომ იგი ნებისმიერი ფორმით ეცხადება იმათაც კი, ვინც მას კარგად იცნობს?
- არა. ნებისმიერი ფორმით იგი მხოლოდ იმათ წარუდგება, ვინც მას ოდნავ იცნობს. ხოლო მათთვის, ვინც მას კარგად იცნობს, იგი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება.
- როგორ, ერთი და იგივე?
- იგი მათ ხანდახან ადამიანის სახით წარუდგება, ჩვენს მსგავსად. ან როგორც სინათლე. უბრალოდ სინათლე.
- მესკალიტო თუ იცვლის როდესმე თავის მუდმივ ფორმას მათთან, ვინც მას კარგად იცნობს?
- რამდენადაც მე ვიცი, არა.

 

1962 წლის 6 ივლისი, პარასკევი.

დონ ხუანთან ერთად სახლიდან შაბათს 23 ივნისს, დღის მიწურულს გამოვედით. მან თქვა, რომ ჩვენ სოკოს (honguitos) საძებნელად ჩიუაუას შტატში მივემგზავრებოდით. თქვა, რომ მოგზაურობა ხანგრძლივი და ძნელი იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა. ჩიუაუას შტატის ჩრდილოეთით მდებარე მეშახტეთა ერთ პატარა ქალაქში 27 ივნისს, ოთხშაბათს, საღამოს 10 საათზე ჩავედით. იმ ადგილიდან, სადაც მანქანა დავტოვე, ქალაქის გარეუბნისკენ გავემართეთ მისი მეგობრების ტარახუმარას ტომის ინდიელთა სახლში. იქვე გავათიეთ ღამე.

მეორე დღეს ჩვენმა მასპინძელმა დილის ხუთ საათისთვის გაგვაღვიძა და ლობიო და პური მოგვიტანა. სანამ ჩვენ საჭმელს მივირთმევდით, ის დონ ხუანს ესაუბრებოდა, მაგრამ ჩვენი მოგზაურობის შესახებ არაფერი უთხვამს.

საუზმის შემდეგ მასპინძელმა ფლასკში წყალი ჩაასხა და ორი ტკბილი გუნთუშა ზურგჩანთაში ჩამიდო.დონ ხუანმა ფლასკი მომაწოდა, ზურგჩანთა მოხერხებულად მომიწყო, მასპინძელს ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა, ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა:
- წასვლის დროა.
დაახლოებით ერთი მილი გრუნტის გზით ვიარეთ. შემდეგ ველზე გადავედით და ორ საათში ქალაზის სამხრეთით მდებარე ბორცვების ძირს მივადექით. დაქანებულ ფერდობს ზევით სამზრეთ-დასავლეთის მიმართულებით ავყევით. როდესაც გზა უფრო ციცაბო შეიქნა, დონ ხუანმა მიმართულება შეიცვალა და ამაღლებული ვაკით აღმოსავლეთისკენ გავემართეთ. ხანდაზმულობის მიუხედავად დონ ხუანი მთელი გზა ისე წარმოუდგენლად სწრაფად მიდიოდა, რომ შუადღისთვის მე სრულიად გამოვიფიტე. დავჯექი და მან პურიანი ტომარა გახსნა.
- სულ შეჭამე, თუ გინდა, - მითხრა მან.
- კი მაგრამ, შენ?
- მე მაძღარი ვარ, მოგვიანებით კი ეს საჭმელი აღარ დაგვჭირდება.
ძალიან დავიღალე, მშიოდა და ამიტომაც სიტყვაზე დავიჭირე. გავიფიქრე, ხელსაყრელი დროა ჩვენი მოგზაურობის მიზეზის შესახებ გასაუბრებისა და ვითომ სხვათაშორის ვკითხე:
- შენ ფიქრობ, დიდხანს გავსტანთ აქ?
- აქ იმისთვის ვართ, რომ მესკალიტო შევაგროვოთ ხვალამდე დავრჩებით.
- მესკალიტო სადაა?
- ყველგან, ჩვენს გარშემო.
გარშემო სხვადასხვა სახის საჭიროზე მეტი კაკტუსი ხარობდა, მაგრამ მათ შორის პეიოტი ვერ გავარჩიე.

ჩვენ კვლავ გზას შევუდექით და სამი საათისთვის ციცაბო ბორცვებს შუა ჩაყოლილ ვიწრო და გრძელ ხეობას მივადექით. უჩვეულო მღელვარებას განვიცდიდი იმის წარმოდგენისას, რომ პეიოტს ვიპოვიდი, რომელიც თავის ბუნებრივ გარემოში არასდროს მენახა. ხეობაში შევედით და 400 ფუტამდე გვექნებოდა გავლილი, როცა უეცრად სამი უეჭველად პეიოტის მცენარე შევნიშნე, პირდაპირ ჩემს წინ, ხელმარცხნივ ბილიკისაგან. ურთიერთშეზრდილები, ისინი მიწიდან რამდენიმე დიუმით ამოშვერილიყვნენ. მრგვალი, ხორციანი მწვანე ვარდებივით გამოიყურბოდნენ. დონ ხუანს ვანიშნე და მათკენ გავიქეცი.

ის ყურადღებას არ ნაქცევდა და განგებ ზურგშექცეული, სულ უფრო და უფრო მშორდებოდა. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჩავიდინე და დღის მთელი მეორე ნახევარი ხმისამოუღებლად ვიარეთ. ნელა მივდიოდით წვრილი წვეტიანი ქვებით მოფენილი ბრტყელი ვაკით, კაქტუსებით გარემოცულნი. გზა და გზა ხვლიკების ურდოებს ვაფრთხობდით, ხოლო დროგამოშვებით მარტოხელა ფრინველს. დუჟინამდე პეიოტის მცენარეს ჩავუარე, ისე რომ კრინტიც არ დამიძრავს.

ექვს საათზე ხეობის გარემომცველი მთების ძირს მივადექით. შემდეგ ფერდობით ერთ0ერთ კლდვან შავერზე ავცოცდით. დონ ხუანიმა ძირს დააგდო თავისი ტომარა და დაჯდა. მე ისევ მშიოდა, მაგრამ საჭმელი აღარ დაგვრჩენოდა. მესკალიტოს შეგროვება და ქალაქში დაბრუნება შევთავაზე. დონ ხუანი გაღიზიანებული ჩანდა და ენაც კი გააწკლაპუნა. მან თქვა, რომ ღამეს კლდეზე გავათენებდით.

ჩუმად ვისხედით. მარცხნივ კლდე ამართულიყო, მარჯვნივ ხეობა იშლებოდა, ჩვენ რომ გამოვიარეთ. იგი საკმაოდ შორს იჭიმებოდა და ადრინდელზე უფრო ფართო და უსწორმასწორო ჩანდა. იმ ადგილიდან, დადაც მე ვიჯექი, ისე მოჩანდა, თითქოს ის მთლიანად პატარა ბორცვებისა და გორაკებისგან შედგებოდა.
- უკან ხვალ დავიძრებით, - ჩემსკენ მოუხედავად თქვა დონ ხუანმა და ხეობისკენ მანიშნა. - ასე დავბრუნდებით და ველს რომ გადავივლით, მას დავკრიფავთ. ანუ ჩვენ მოვწყვიტავთ მას, როცა პირდაპირ გზაზე შევეყრებით. ის გვიპოვნის ჩვენ და არა პირიქით. ის დაგვინახავს - თუ კი თვითონ მოისურვებს.
დონ ხუანი ზურგით კლდეს მიეყრდნო, თავი დახარა და ისე გააგრძელა საუბარი, თითქოს ჩემს გარდა იქ კიდევ ვინმე ყოფილიყოს.
- და აი კიდევ რა. მას მხოლოდ მე მოვწყვიტავ - შენ კი ტომარას წამოიღებ, ან წინ გამიძღვები - ჯერ არ ვიცი. მაგრამ ხვალ მასზე ან მანიშნებ, ისე როგორც ეს დღეს გააკეთე.
- მაპატიე, დონ ხუან.
- კარგი, შენ არ იცოდი.
- შენმა ბენეფაქტორმა გასწავლა ყველაფერი ეს, მესკალიტოს შესახებ?
- არა. ამის შესახებ ჩემთვის არავის უსწავლებია. თვით დამცველი იყო ჩემი მასწავლებელი.
- მაშინ გამოდის, რომ მესკალიტო ადამიანს ჰგავს, რომელთანაც საუბარი შეიძლება.
- არა.
- მაშ როგორ ასწავლის?
ის რამდენიმე ხანს დუმდა.
- გახსოვს ის წუთები, მასთან რომ თამაშობდი? შენ მისი გესმოდა, ხომ ასეა?
- ხო!.
- იგი სწორედ ასე ასწავლის. მაშინ ეს არ იცოდი. მაგრამ მის მიმართ მეტი ყურადღება რომ გამოგეჩინა, იგი გაგესაუბრებოდა.
- როდის?
- პირველად რომ ნახე, მაშინ.
ის ძალიან გაღიზიანებული ჩანდა ჩემი შეკითხვებით. ვუთხარი, რომ მათ იმიტომ ვუსვავდი, რომ ყველაფრის სწავლა მსურდა, რასაც კი შევძლებდი.
- მე ნუ მეკითხები , - გაიღიმა მან. - მას ჰკითხე. შემდგომ როცა ნახავ ჰკითხე, რაც გინდა.
- ესე იგი, მაინც შესაძლებელი ყოფილა მესკალიტოსთან საუბარი...

მან არ დამამთავრებინდა. მიბრუნდა, ფლასკი აიღო, შვერიდან ჩამოვიდა და კლდის უკან გაუჩინარდა. მარტო დარჩენა არ მინდოდა და - თუმცა არ მივუპატიჟებივარ - მას გავყევი. დაახლოებით 500 ფუტამდე ვიარეთ და ერთ პატარა წყაროს მივადექით. მან წყაროზე სახე და ხელები დაიბანა და ფლასკი წყლით აავსო. პირი წყლით გამოივლო, მაგრამ არ დაულევია. მე ხელებშ წყალი დავიგუბე და მოვსვი, მაგრამ მან შემაჩერა და მირჩია, არ დამელია.

ფლასკი გადმომცა და უკან შვერისკენ გაემართა. დავბრუნდით და კვლავ ხეობისკენ პირით, ხოლო კლდისკენ ზურგისთ დავსხედით. ვკითხე, ცეცხლის დანთება თუ შეიძლებოდა. პასუხად მისი აღშფოთება შემრჩა - როგორ შეიძლება მსგავსი შეკითხვების დასმაო. მან თქვა, რომ იმ ღამეს მესკალიტოს სტუმრები ვიყავით და ჩვენს გათბობაზე მასპინძელი იზრუნებდა.

უკვე დაღამებულიყო. დონ ხუანმა თავის ტომრიდან ორი თხელი ბამბის საბანი ამოიღო, ერთი მე გადმომიგდო მუხლებზე, ხოლო მეორე მხრებზე მოიფარა და ფერხმორთხმით დაჯდა. ხეობა ჩვენს წინ სიბნელეს მოეცვა და კლდეები საღამოს ბინდში ინთხებოდა.

დონ ხუანი უძრავად იჯდა, პეიოტის ველისკენ პირშექცეული. სახეში თანაბარი ქარი მიბერავდა.
- ბინდი - ქვეყნებს შორის ბრაზია, რბილად თქვა მან ისე, რომ ჩემკენ არ მოუხედია.
მე არ მიკითხავს, რა ჰქონდა მხედველობაში. თვალები დამეღალა. უეცრად თავი მიტივებულად ვიგრძენი, ტირილის ყოვლისშემძლე სურვილი დამეუფლა! მუცელზე დავწექი - ქვის სარეცელი მყარი და მოუხერხებელი იყო. წამდაუწუმ მდგომარეობის შეცვლა მიხდებოდა, ბოლოს ფეხმორთხმით დავჯექი და საბანი მოვიფარე. ჩემდა გსაკვირად, ეს პოზა უაღრესად მოხერხებული აღმოჩნდა და ჩამეძინა.

გამოღვიძებისას გავიგონე, როგორ მეუბნებოდა რაღაცას დონ ხუანი. ძალიან ბნელოდა. მას კარგად ვერ ვხედავდი. თუმცა ნათქვამი ვერ გავარჩიე, მაინც ავდექი და გავყევი. ფერდობს ჩავყევით. ფრთხილად ვმოძრაობდით - ყოველ შემთხვევაში მე - სიბნელის გამო. კლდის ძირას გავჩერდით. დონ ხუანი დაჯდა და მისგან მარცხნივ ადგილზე მანიშნა. პერანგი გაიხსნა და ტყავის პარჭუკი ამოიღო. გახსნა იგი და თავის წინ მიწაზე დადო. შიგ გამხმარი პეიოტის რამდენიმე ნაჭერი ელაგა.

გრძელი პაუზის შემდეგ მან ერთი ნაჭერი აიღო. მარჯვენა ხელში დაიჭირა; დიდითა და საჩვენებელი თითები რამდენჯერმე დაიზილა და დაბალ ხმაზე ამღერდა. მერე უცბად გამაყრუებლად დაიკივლა: „აიიი!“

ეს მოულოდნელად და ზესთაბუნებრივად გამოვიდა, რამაც შემაშინა: ბუნდოვნად დავინახე, რომ მან ნაჭერი პირში ჩაიდო და ღეჭვას შეუდგა. ერთი წუთის შემდეგ მან ტომარა აიღო, ჩემსკენ დაიხარა და ჩურჩლით მიბრძანა, მისთვის ტომარა გამომერთმია და ერთი ნაჭერი ამომეღო, შემდეგ ტომარა კვლავ ჩვენს წინ დამედო და ყველაფერი ზუსტად ისევე გამემეორებინა, როგორც ეს თვითონ გააკეთა.

პეიოტის ერთი ნაჭერი ავიღე და დავზილე ისე, როგორც ეს დონ ხუანმა გააკეთა. ის ამ დროს მღეროდა და თან წინ უკან ირხეოდა.რამდენიმეჯერ ვცადე ნაჭრის პირში ჩადება, მაგრამ დაყვირების ძალიან მრცხვენოდა. შემდეგ თითქოს ეს ძილში მომხდარიყოს, წარმოუდგენელი კივილი აღმომხდა: „აიიიი!“ რაღაც წამით გავიფიქრე, რომ ეს ვიღაც სხვა ყვიროდა. კვლავ ვიგრძენი ნერვული ძრწოლის ნიჭნები კუჭში. უკან გამაქანავა. გრძნობას ვკარგავდი. პეიოტის ნაჭერი პირში ჩაავიდე და დავღეჭე. რამდენიმე ხანში დონ ხუანმა ტომრიდან მეორე ნაჭერი ამოიღო. შვებით დავინახე, მოკლე სიმღერის შემდეგ, მან თვითონ როგორ შეჭამა ის ნაჭერი. შემდეგ ტომარა მე მომაწოდა. მე ის მიწაზე დავუშვუ და ერთი ნაჭერი ავიღე. ეს ყველაფერი ხუთჯერ განმეორდა, სანამ მე არ მომწყურდა. ფლასკი ავიღე, წყალი რომ დამელია, მაგრამ დონ ხუანმა მირჩია, მხოლოდ პირი გამომევლო, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს მაღებინებდა.

რამდენჯერმე პირი გამოვივლე. წამით დალევის სურვილი ჩემთვის უდიდეს ცდუნებად გადაიქცა და ცოტა წყალი გადავყლაპე. მაშინათვე კუჭის შეკუმშვა ვიგრძენი. ისე, როგორც პეიოტის გაცნობისას, და ახლაც პირიდან სითხის უმტკივნეულო და შეუმჩნეველ დენას ველოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, გული სრულიად ჩვეულებრივად ამერია. თუმცა, ყოველივე ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

დონ ხუანმა კიდევ ერთი ნაჭერი აიღო და ტომარა მე გადმომცა; მთელი ციკლი განახლდა და შემდეგ კვლავ და კვლავ მეორდებოდა, სანამ 14 ნაჭერი არ დავღეჭე. ამ დროისათვის წყურვილის, სიცივის და უხერხულობი ყველა უწინდელი შეგრძნება გამიქრა. მათ ნაცვლად რაღაც უცნობ სითბოსა და აღგზნებას მოვეცვი. ფლასკი ავიღე პირის გამოსავლებად, მაგრამ ის ცარიელი აღმოჩნდა.
- წყაროსთან ხომ არ ჩავსულიყავით, დონ ხუან?
ხმა პირიდან ჩვეულებრივად კი არ გამომივიდა, არამედ ცას ასხლეტილი, უკან ყელში ჩამიბრუნდა და გამოძახილივით აქეთიქეთ აფართხალდა. გამოძახილი რბილი და მუსიკალური იყო. მას თითქოს ფრთები შეესხას და შიგ ჩემს ყელში გაეშალოს. ფრთების შეხება ალერსივით ნაზი იყო. მათ მოძრაობას ვაკვირდებოდი, სანამ იგი არ ჩაცხრა.

შეკითხვა გავინეორე. ჩემს ხმას ისეთი ჯღერადობა ჰქონდა, თითქოს კამარის ქვეშ ვლაპარაკობდით. დონ ხუანმა არ მიპასუხა. ავდექი და წყაროსკენ გავეშურე. მივიხედე, რომ მენახა, დონ ხუანი ხომ არ მომყვებოდა, მაგრამ ის თითქოს რაღაცას ყურადღებით უსმენდა.
ჟესტით ადგილზე გაშეშება მიბრძანა.
- აბუტოლი (?) უკვე აქ არის! - თქვა მან.
ეს სახელი ადრე არასოდეს გამეგონა. შევყოყმანდი, მეკითხა დონ ხუანისთვის მის შესახებ თუ არა, და უცებ სუსტი ხმაური მომესმა, რომელიც ძალიან წააგავდა ყურის ჟრიალს. ხმა სულ უფრო და უფრო მატულობდა, სანამ გიგანტური ხარის ბღავილს არ დაემსგავსა. იგი რამდენიმე წამს გაგრძელდა და შემდეგ თანდათან მიწყნარდა. კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ხმის ძალამ და ინტენსივობამ შემაშინა. ისე ძლიერად ვკანკალებდი, რომ ფეხზე ძლივს ვჩერდებოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი გონება სრულიად ნორმალურად მუშაობდა. თუ რამდენიმე წუთის წინ ძილი მერეოდა, ახლა ილის სურვილი სრულიად გამიქრა, მისი ადგილი განსაკუთრებულმა სიცხადემ დაიკავა. ხმამ ერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური გილმი მომაგონა, რომელშიც გიგანტური ფუტკარი ზუზუნით ატომური რადიაციი ზონიდან გამოფრინდება. ამის გაფიქრებაზე გამეცინა. დავინახე, როგორ გადაწვა უკან დონ ხუანი და ისევ თავის მოდუნებულ პოზას დაუბრუნდა. უეცრად კვლავ დამიბრუნდა უზარმაზარი ფუტკრის ზმანება. იგი ჩვეულებრივ აზრებზე უფრო რეალური იყო. განცალკევებული იგი განსაკუთრებული სიცხადით იყო გარემოცული. ყველაფერი დანარჩენი ჩემი ტვინიდან ამოშლილიყო. მენტალური სიცხადის ამ მდგომარეობამ, ადრე რომ არასოდეს განმეცადა, ჩემში შიშის კიდევ ერთი ამოზევება გამოიწვია.

ოფლმა დამასხა. დონ ხუანისკენ დავიხარე, ჩემი შიის შესახებ რომ მეამბო. მისი სახე სულ რამდენიმე დიუმში იყო ჩემგან. იგი მე მიყურებდა და მას ფუტკრის თვალები ჰქონდა. ისინი მრგვალ სათვალეს ჰგავდნენ, სიბნელეში საკუთარ სინათლეს რომ ასხივებდა: „პეტა-პეტა-პე-ტა“. უკან გადავიწიე და კინაღამ კლდეს შევასკდი. როგორც მომეჩვენა, უსასრულო დროის განმავლობაში აუტანელ შიშს განვიცდიდი. ვფშვინავდი და ვქოშინობდი. კანზე ოფლი შემეყინა და მას სახამუშო სიუხეშეს ანიჭებდა. შემდეგ დონ ხუანის ხმა მომესმა:
- ადექი! იმოძრავე! ადექი!
ზმანება გაქრა, და კვლავ დონ ხუანის ჩვეულებრივი, ასე ნაცნობი სახე დავინახე.
- წყალს მოვიტან, - ვთქვი მე კიდევ ერთი ისასრულო წუთის შემდეგ.
ხმა ჩამიწყდა. სიტყვებს ძლივს გამოვთქვამდი. თანხმობის ნიშნად დონ ხუანმა თავი დამიკრა. უკვე გზას დამდგარი მივხვდი, რომ ჩემი შიში ისე სწრაფად და იდუმალ გამქრალიყო, როგორც გაჩნდა.

ნაკადულს რომ ვუახლოვდებოდი, შევამჩნიე, რომ გზაში შეყრილ ყველა საგანს ცხადად ვხედავდი. გამახსენდა, რომ წეღან დონ ხუანიც ცხადად წარმომიდგა, თუმცა სულ ცოტა ხნით ადრე მისი სხეულის მოხაზულობასაც კი ძლივს ვარჩევდი. შორეთს გავხედე და ხეობის სანაპირო მხარის დანახვაც შევძელი. ცალკეულ ქვებსაც კი იქ სრულიად მკაფიოდ ვარჩევდი. ვიფიქრე, რომ, ალბათ, უკვე თენდებოდა, მაგრამ შესაძლოა, დროის შეგრძნება დამკარგვოდა. საათს შევხედე. თორმეტის ათი წუთი იყო! შევამოწმე, მუშაობდა თუ არა, - საათი წესრიგში აღმოჩნდა. შეუძლებელია, შუადღე ყოფილიყო. ესე იგი იყო შუაღამე! წყალთან ჩარბენა და მერე ისევ კლდეზე დაბრუნება დავაპირე, მაგრამ ჩემსკემ მომავალი დონ ხუანი დავინახე და მას დაველოდე. ვუთხარი, რომ სიბნელეში ვხედავდი.

მან დიდხანს ხმის ამოუღებლად მიყურა; რომც ეთქვა რამე - არ მსმენია, ჩემი ყურადღება სიბნელეში ხედვის ახალ უნიკალურ უნარზე იყო მიჯაჭვული. უწმინდესი ქვიშის მარცვლების გარჩევა შემეძლო. დრო და დრო ჩემს ირგვლივ ისეთი სიცხადე ბატონობდა, რომ იფიქრებდი, დილის ან საღამოს ბინდი ჩამოწოლილიყო. მერე ჩამობნელდა, მერე ისევ განათდა. მალე მივხვდი, რომ სიცხადე ჩემი გულის დიასტოლას ემთხვეოდა, ხოლო სიბნელე - სისტოლას. ქვეყანა ნათდებოდა, ბნელდებოდა და კვლავ ნათდებოდა, ჩემი გულის ცემას აყოლილი.

მთლიანად ამ აღმოჩენის შესწავლას მივეცი და უეცრად ისევ უცნაური ხმა მომესმა. კუმთები დამეძაბა.
- ანტუკალი (ეს სიტყვა ამჯერად ასე გავიგონე) აქ არის, - თქვა დონ ხუანმა.
ხმა იმდენად მწექარე მომეჩვენა, იმდენად ყოვლისმშთანთქმელი, რომ სხვა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა. როდესაც ღრიალი შეწყდა, აღმოვაჩინე, რომ წყალმა იმატა. ნაკადული, რომელიც სულ რაღაც წამების წინ ხელის გულის სიგანისა იყო, ისე გაფართოვდა, რომ უზარმაზარ ტბად გადაიქცა. სინათლე, რომელიც, როგორც ჩანს, ზემოდან იფრქვეოდა, ზედაპირს ასხლტებოდა და ხშირი ფოთლების გამჭოლ ბრწყინავდა. დრო და დრო წყალი წამით ოქროსფრად და შავად გამოანათებდა, მერე კი კვლავ ბნელი და უსინათლო რჩებოდა, თითქმის უჩინარი და მაინც უცნაურად იქ მყოფი.

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი იქ, შავი ტბის ნაპირას; უბრალოდ ვუცქერდი გაოცებული. იმ დროისათვის ღრიალი, როგორც ჩანს, შემწყდარა იმიტომ, რომ შიშის მომგვრელი გუგუნის ახალმა აღმოსკდომამ უკან მომისროლა (რეალობაში?). მივიხედ-მოვიხედე, დონ ხუანს ვეძებდი. დავინახე, როგორ აცოცდა იგი კლდეზე და მიეფარა მას. უცნაურია, მაგრამ სიმარტოვის გრძნობა სრულიად არ მაწუხებდა. ჩავცუცქდი და საკუთარი თავის სრული რწმენისა და განყენებულობის შეგრძნებით. ღრიალი ისევ მოისმა, იგი ძალზე ინტენსიური იყო, უძლიერესი ქარის ხმაურის მსგავსი. მთელი ძალით ვცდილობდი მიყურადებას და გარკვეული მელოდია გავარჩიე. იგი ბანის დოლის თანხლებით ადამიანის ხმის მაგვარი მაღალი ხმებისგან შედგებოდა. მთელი ყურადღება მელოდიაზე გავამახვილე და კვლავ შევამჩნიე, რომ ჩემი გულის სისტოლა და დიასტოლა დოლის ხმასა და მელოდიას ემთხვეოდა.

ავდექი და მუსიკა შეწყდა. ვცადე გულის რიტმის გარჩევა, მაგრამ ვერაფერი გამომივიდა. კვლავ ჩავცუცქდი იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა ხმოვანება სხეულის ასეთ მდგომარეობაში წარმოიქმნებოდა. მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩამიჩუმი არ ისმოდა! ერთი გულის გაბაკუნებაც კი! გადავწყვიტე, რომ მეყოფოდა, მაგრამ წასასვლელად რომ წამოვდექი, მიწის რხევა ვიგრძენი. ჩემს ფეხქვეშ ნიადაგი იძროდა. წონასწორობას ვკარგავდი. ზურგზე დავეცი და ამ მდგომარეობაში ვრჩებოდი მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მიწა ძლიერად ირხეოდა. შევეცადე, კლდისთვის ან ბუჩქისთვის ჩამეჭიდა ხელი, მაგრამ ჩემს ქვეშ რაღაც დაცურდა. წამოვდექი, წამით თავი შევიკავე და ისევ დავეცი. მიწა, რომელზედაც მე ვიდექი, მოძრაობდა, ტივივით წყალში ცურავდა. უძრავად დავრჩი; შიშმა შემიპყრო, რომელიც ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი უნიკალური, უწყვეტი და აბსოლიტური იყო.

შავი ტბის ზედაპირზე რაღაც მიწის მორის მაგვარ ერთ ბღუჯა ნიადაგზე მივცურავდი. დინება თითქოს სამხრეთისკენ მიმაქანებდა. ვხედავდი როგორ ირხეოდა და ჩქეფდა ჩემს ირგვლივ წყალი. იგი ცივი და შესახებად უცნაურად მძიმე ჩანდა. მე იგი ცოცხალი მეჩვენებოდა.

ვერც ნაპირს და ვერც სხვა რაიმე ორიენტირს ვერ ვარჩევდი და არც მოგზაურობის დროს მოსული აზრები და განცდილი გრძნობები მახსოვს. ხანგრძლივი, როგორც მომეჩვენა, საათობით ნავარდის შემდეგ ჩვენმა ტივმა სწორი კუთხით მარცხნივ, აღმოსავლეთისკენ გაუხვია. მან კიდევ რამდენიმე ხანს ისრიალა წყლის ზედაპირზე და უცებ რაღაცას შეეჩეხა. ინერციამ წინ გადამისროლა. თვალები დავხუჭე და მიწაზე დაცემისგან მუხლებში და წინ გაწვდილ ხელებში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. იმ წამსვე თვალები გავახილე და დავინახე, რომ მიწაზე ვიწექი. ჩემი იწის მორი ითქოს ნიადაგს შერწყმოდა. წამოვჯექი და მიმოვიხედე. წყალი უკუიქცა! იგი უკან იხევდა, როგორც მიქცევის ტალღა, სანამ სრულიად არ გაქრა.

დიდხანს ვიჯექი; აზრების წესრიგში მოყვანას და გადამხდარი ერთ შეკავშირებულ მთლიანად შეკვრას ვცდილობდი. მთელ სხეულს მტეხდა, ყელი ღია ჭრილობას ჰგავდა. ტუჩზე ვიკბინე, „მიწაზე რომ დავეშვი“. ავდექი. ქარმა მაგრძნობიდა, რომ მციოდა. ტანისამოსი დამსველებოდა. ხელები, მუხლები და ყბები ისე მაგრამ მიკანკალებდა, რომ ისევ დაწოლა მომიხდა. ოფლი თვალებში ჩამდიოდა და ისე მწვავდა, რომ ტკივილსგან ავღრიალდი.

რამდენიმე ხანში ცოტათი შევძელი შინაგანი წონასწორობის აღდგენა და წამოვდექი. ბნელ ბნდში არემარე უაღრესად ცხადად მოჩანდა.ორიოდე ნაბიჯი გადავდგი. უეცრად მკაფიოდ მომესმა ხალხის ხმა. თითქოს ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ხმაზე წავედი. ორმოცდაათ იარდამდე გავიარე, როცა უცბად გაჩერება მომიხდა. ჩიხში აღმოვჩნდი. ადგილი - უზარმაზარი რიყის ქვებით შემოვლებულ ბაკს წარმოადგენდა. უკან რიყის ქვის კიდევ ერთი წყება მოჩანდა, შემდეგ კიდევ და კიდევ, სანამ უკანასკნელი ციცაბო კლდეში არ გადავიდოდა. საიდანღაც ამ ქვებიდან საოცარი მუსიკა მოისმოდა. დენადი, უწყვეტი, ყურისთვის სასიამოვნო ხმათა ნაკადი. ერთი ქვის ძირას მიწაზე დამჯდარი ადამიანი დავინახე, ჩემსკენ თითქმის პროფილით მობრუნებული. მასთან წავედი და ასე დაახლოებით ათი ფუტის მოშორებით გავჩერდი; მან თავი მოაბრუნა და შემომხედა. ადგილზე გავშეშდი, მისი თვალები სწორედ იმ წყალს წარმოადგენდა, მე რომ ახლახანს ვნახე! მათ ისევ ის უსაზღვრო სიღრმე ახასიათებდა, იგივე ოქროსფერი და შავი ბრწყინვალება. კაცს მარწყვივით თავი ჰქონდა, ხოლო კანი უთვალავ მწვანე ნაყვავილევს გადაეჭრელებინა. წაწვეტებული ფორმის გამოკლებით თავი ზუსტად პეიოტის ზედაპირს იმეორებდა. მის წინ ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი. ვგრძნობდი, რომ განგებ მაწვებოდა გულმკერდძე თავისი თვალების სიმძიმით. სული შემეხუთა და წონასწორობა დაკარგული მიწაზე დავენარცხე. მან თვალები შემგან მიაბრუნდა. იგი მელაპარაკებოდა. დასაწყისში მისი ხმა ქარის სუსტ შრიალს ჰგავდა. შემდეგ მუსიკასავით აჟღერდა - როგორც ხმოვანი მელოდია - და მე „ვიცოდი“, რომ მელოდიამ მკითხა: „რა გინდა?“

მის წინ მუხლებზე დავეცი და ჩემი ცოვრების თხრბას მოვყევი, მერე ავტირდი. მან კვლავ შემომხედა. მისი თვალების ზეწოლა ვიგრძენი და გავიფიქრე, რომ ეს ჩემი სიკვდილის წუთი იქნებოდა. მან მანიშნა, უფრო ახლოს მივსულიყავი მასთან. ერთ წამს ვყოყმანობდი, სანამ წინ ნაბიჯს გადავდგამდი. ხოლო როცა მივუახლოვდი, მან თვალი ამარიდა და მტევნის ზედაპირი მაჩვენა. მელოდიამ მითხრა: „უყურე“. ხელისგულზე მრგვალი ნახვრეტი იყო. „უყურე“, - კვლავ მომიხმო მელოადიამ. ნახვრეტში ჩავიხედე და ჩემი თავი დავინახე. ძალიან მოხუცი და სუსტი ვიყავი, მოკუტული გავრბოდი; ჩემს ირგვლივ ყველგან კაშკაშა ნაპერწკლები იფრქვეოდა. სამი ნაპერწკალი მომხვდა, ორი - თავში, ხოლო ერთი მარცხენა ბეჭში. ჩემი სხეული ნახვრეტში წამით გაშეშდა, შემდეგ სრულიად ვერტიკალურად აღიმართა და ბოლოს ნახვრეტთან ერთად გაქრა.

მესკალიტომ კვლავ მოაბრუნა ჩემსკენ თვალები. ისე ახლოს იდგა, რომ „გავიგონე“, როგორ გრუხუნებდნენ რბილად თვალები იმ განსაკუთრებული ხმით, რომელიც იმ ღამით არაერთხელ მსმენია. თვალები ნელ-ნელა წყნარდებოდნენ, სანამ ოქროსფერი და შავი ნაპერწკლებით მოციმციმე წყნარ ტბებს არ დაემსგავსნენ.

მან ისევ ამარიდა თვალი და შემდეგ უეცრად, კალიასავით თითქმის ორმოცდაათ იარდზე გადახტა. ის დახტოდა კვლავ და კვლავ. სანამ საბოლოოდ თვალს არ მიეფარა.

მერე მახსოვს, წავედი. სწორი გეზი რომ ამეღო, გულმოდგინედ ვცდიობდი ადგილის დამახასიათებელი ისეთი ნიშნების ამოცნობას, როგორიცაა მაგალითად, შორეული მთები. მთელი თავგადასავლის განმავლობაში საორიენტაციო წერტილები არ მქონია მაგრამ მიმაჩნდა, რომ ჩრდილოეთი მარცხნივ უნდა ყოფილიყო. დიდხანს ვიარე ამ მიმართულებით, სანამ არ მივხვდი, რომ უკვე დღე დამდგარიყო და „ღამის ხედვის“ უნარი დამკარგვოდა. ჩემი საათი გამახსენდა და დროს დავხედე: დილიდ რვა საათი იყო.

სადღაც ათისთვის მივადექი კლდეს, რომელთანაც წინა ღამით ვიყავი. დონ ხუანი მიწაზე იწვა და როგორცა სჩანს, ეძინა.
- სად იყავი? - მითხრა მან.
დავჯექი, სული რომ მომეთქვა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, მან მკითხა:
- ის ნახე?
ჩემი თავგადასავლის თხრობას შევუდექი სულ თავიდან, მაგრამ მან შემაწყვეტინა და ტქვა, რომ მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს ჰქონდა - ვნახე ის, თუ არა. მკითხა, რამდენად ახლოს იდგა ჩემგან მესკალიტო. ვუპასუხე, რომ თითქმის შევეხე მას.

მონათხრობის ამ ნაწილმა დააინტერესა. ყურადღებით, შენიშვნების გარეშე მოისმინა ყველა დეტალი და თხრობაში მხოლოდ ჩემს იერ ნანახი არსების ფორმის, პოზის, მოძრაობების და სხვა ამგვარი დეტალების დასაზუსტებლად ერეოდა. უკვე შუადღე იქნებოდა, როცა დონ ხუანმა, როგორც ჩანს, იკმარა ჩემი ნაამბობი. ის ადგა და გულზე ტილოს ტომარა შემაბა. მიბრძანა, მას გავყოლოდი. თქვა რომ ის მესკალიტოს მოჭრიდა და მე გადმომცემდა, მე კი იგი ფრთხილად ჩანთაში უნდა ჩამედო.

წყალი დავლიეთ და გზას გავუდექით. როდესაც ხეობის ნაპირს მივადექით, ის თითქოს შეყოყმანდა წამით, რა მიმართულებით წასულიყო. მაგრამ როგორც კი მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ უკვე სულ პირდაპირ მივდიოდით.

ყოველთვის პეიოტთან მიახლოებისას ის იხრებოდა და კენწეროს ძალიან ფრთხილად, მოკლე დაკბილული დანით მიწის პარალელურად აჭრიდა. შემდეგ „ჭრილობას“, როგორც იგი მას უწოდებდა, ტყავის პარჯუჭიდან ამოღებული გოგირდის სუფთა ფხვნილს აყრიდა. კაკტუსის ნაჭერს მარცხენა ხელით იღებდა, ხოლო გადნაჭრელს მარკვენათი ფხვნილს აყრიდა. შემდეგ დგებოდა და ნაწერს მე მაწვდიდა, მე კი, როგორც მან მიბრძანა, მას ორივე ზელით ვიღებდი და ტომარაში ვდებდი.
- გასწორდი და ტომარა მიწას, ბუჩქებს ან სხვა რაიმეს არ შეახო. - რამდენჯერმე გამიმეორა მან, თითქოს შიშობდა, არ დამვიწყებოდა.
ნაჭერი შევაგროვეთ. როცა ტომარა აივსო, დონ ხუანმა იგი ზურგზე გადამატანინა, ხოლო გულზე ახალი ტომარა დამკიდა. იმ დროისთვის, როცა ხეობა ჩავათავეთ, ორივე ტომარა უკვე სავსე გვქონდა. მათში პეიოტის 110 ნაჭერი ჩავიდა. ტომრები ისეთი მძიმე და ძორძოხა გახდა, რომ ძლივს ვეზიდებოდი და სიარული მიჭირდა.

დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ ტომრები იმიტომ იყო მძიმე, რომ მესკალიტოს მიწაზე დაბრუნება უნდოდა. მან თქვა, რომ მესკალიტოს საკუთარი ადგილების დატოვების დარდი ამძიმებდა. ჩემი მთავარი ამოცანა კი იყო - არ მიმეცა ტომრებისთვის მიწასთან შეხების საშუალება, რადგან ამ შემთხვევაში მესკალიტო თავის ხელახლა აღების უფლებას აღარ მომცემდა.

რომელიღაც მომენტში მხრებზე თასმების დაწოლა აუტანელი შეიქნა. რაღაცა საშინელი ძალით ქვემოთ მეზიდებოდა. ძლიერი შეშფოთება ვიგრძენი. ჩემთვის აღვნიშნე, რომ ნაბიჯს ავუჩქარე, თითქმის გავრბოდი და ბოლოს უკვე ძუნძულით მივსდევდი დონ ხუანს.

უეცრად სიმძიმის გრძნობა ზურგსა და გულზე გამიქრა, ტვირთი სამჩატდა. თითქოს ტომრებში ღრუბელი ყოფილიყო. თავისუფლად მივრბოდი, წინ მიმავალ დონ ხუანს რომ არ ჩამოვრჩენოდი. ვუთხარი, რომ სიმძიმეს აღარ ვგრძნობდი. მან ამიხსნა, რომ ჩვენ მესკალიტოს სამფლობელოებს გავცდენოდით.

 

1962 წლის ივლისი, სამშაბათი

- უნდა ვიფიქროთ, რომ მესკალიტომ თითქმის მიგიღო, - თქვა დონ ხუანმა.
- რატომ ამბობ, თითქმის მიმიღო?
- მან არ მოგკლა დ არც რაიმე ზიანი მიგაყენა კეთილად შეგაშინა და არა საზიანოდ. თუ არა და, გაცოფებული ურჩხულის სახით მოგევლინებოდა. ზოგმა საკუთხარ თავზე იგემა, რას ნიშნავს ნამდვილი შიში, როცა მას შეხვდა და თვალში არ მოუვიდა.
- თუ ასე საშინელი იყო, რატომ მანამდე არ მითხარი, სანამ ველზე წამიყვანდი?
- შენ ის ვაჟკაცობა არ გაგაჩნია, მას რომ საკუთარი ნებით დაუწყო ძებნა. ვიფიქრე, ასე აჯობებდა - წინასწარ რომ არ გამეფრთხილებინე.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი!
- კი შეიძლებოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენთვის ყველაფერი კეთილად ჩაივლიდა. ის გეთამაშა ერთხელ. არ გავნო და ჩავთვალე, რომ ამჯერადაც დაგინდობდა.
ვკითხე, მართლა თუ ფიქრობდა იმას, რომ მესკალიტო მითანაგრძნობდა. განცდილი ახლაც მაშინებდა; კარგად მესმოდა, რომ შიშს კინაღამ გადავყევი.

მისი აზრით, მესკალიტო ძალზე კეთილად მომეპყრო - მაჩვენა სურათი, რომლითაც ჩემს კითხვას პასუხი გასცა. დონ ხუანმა თქვა, რომ ესკალიტომ გაკვეთილი მომცა. მაშინ ვკითხე, რა გაკვეთილი იყო ეს და რას ნიშნავდა. ასეთ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდი, თქვა მან, ვინაიდან მე ძალზე შეშინებული ვიყავი იმისათვის, რომ ზუსტად მცოდნოდა, რას ვეკითხებოდი მესკალიტოს.
დონ ხუანი, როგორც ჩანს, არ დაინტერესდა ა თემის გაგრძელებით. მაშინ ვკითხე:
- შეგიძლია იმ სიმღერის სიტყვები მაწავლო, შენ რომ მღეროდი?
- არა, არ შემიძლია. ეს ჩემი საკუთარი სიტყვებია, სიტყვები, რომლებიც მე თვით დამცველმა შემასწავლა. ეს სიმღერები - ჩემი სიმღერებია. ვერაფერს გეტყვი ამის შესახებ.
- რატომ ვერ მეტყვი დონ ხუან?
- იმიტომ, რომ ეს სიმღერები - შემაერტებელი რგოლია ჩემსა და დამცველს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ როდესმე ის შენს საკუთარ სიმღერებს შეგასწავლის.მანამდე კი მოიცადე. არასოდეს, საერთოდ არასოდეს არ გაიმეორო სიმღერა, რომელიც სხვა ადამიანს ეკუთვნის და ნურც იკითხავ მათ შესახებ.
- და ის რა სახელი ახსენე, შეგიძლია მითხრა?
- არა. მისი სახელი ხმამაღლა არასოდეს არ უნდა წარმოთქვა. მხოლოდ მის დასაძახებლად.
- და მე რომ მომინდეს მისი მოხმობა?
- თუ მან როდესმე მიგიღო, თვითონ გეტყვის თავის სახელს, ეხ სახელი მხოლოდ შენი იქნება. ხმამაღლა დასაძახებლად ან გულში წარმოსათქმელად. მან შეიძლება გითხრას, რომ მისი სახელი - ხოსეა. ვინ იცის?
- რატომ არ შეიძლება მასზე საუბრისას მისი სახელის წარმოთქმა?
- ხომ ნახე მისი თვალები? დამცველთან არ ღირს კეკლუცი ან თავის მოსულელება. აი, რატომაც არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის გარემოება, რომ ის შენ გეთამაშა.
- სადაური დამცველია ის, თუ ზოგიერთ ადამიანს ზიანს აყენებს?
- ძალიანაც ჩვეულებრივი. მესკალიტო დამცველია იმიტომ, რომ ის მისაწვდომია ყველასთვის, ვინც კი მას ეძებს.
- კი მაგრამ, მართალი არაა, რომ ყველაფერი რაც კი არსებობს ქვეყანაზე, ყველა მაძიებლისთვისაა მისაწვდომი?
- არა, ეს ასე არ არის; მოკავშირეს ძალა მხოლოდ ბრუხოსთვის არის მისაწვდომი, ხოლო მესკალიტო ნებისმიერს შეუძლია მოსინჯოს.
- კი მაგრამ, რატომ ავნებს ზოგიერთებს?
- ტველას როდი უყვარს მესკალიტო და მიუხედავად ამისა, ისინი მას ეძებენ, რაიმე გამორჩენის იმედით, შრომის დაუხარჯავად. ბუნებრივია, მათი შეხვედრა მასთან ყოველთვის საზარელია.
- რა ხდება როდესაც ის ვინმეს სავსები მიიღებს?
- ის მას ადამიანის ან სინათლის სახით ეცხადება. თუ ვინმემ ამას მიაღწია, მესკალიტო მისთვის მუდმივ სახეს იძენს და ამის შემდეგ აღარასოდეს იცვლება. შემდეგ შეხვედრისას ის შეიძნება სინათლედ გეახლოს, საფრენადაც გაგიწვიოს და ყველა თავისი საიდუმლო გაგიხსნას.
- რა უნდა გავაკეთო, ამას რომ მივაღწიო, დონ ხუან?
- უნდა იყო ძლიერი ადამიანი და მართალ ცხოვებას ეწეოდე.
- რას ჰქვია მართალი ადამიანი?
- როცა მას მოფიქრებით ეპყრობი, კარგი, ძლიერი ცხოვრება.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff