დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო აბულაძე წიგნის ელ. ვერსია მოამზადა: ლექსო ციციშვილმა (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)  ნაწილი 1 1960...

ნაწილი 2

ნაწილი 2

დონ ხუანთან ჩატარებული პირველი სესიის ჩანაწერები დათარიღებულია 1961 წლის 23 ივნისით. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი სწავლება. მანამდე მე უკვე რამდენკერმე შევხვდი მას, მაგრამ მხოლოს დამკვირვებლის სახით. ყოველ ხელსაყრელ შემთხვევისას მე ვთხოვდი მას, ეამბა რამე პეიოტის შესახებ. იგი ყოველთვის უარს ამბობდა, მაგრამარასოდეს გადაჭრით და ამ ყოყმანში მე საბოლოოდ მისი ცოდნის ზიარეის შესაძლებლობას ვდედავდი, თუნდაც, ხანგრძლივი შეგონების შედეგად.

მაშინვე მან გამაგებინა, რომ იფიქრებდა ჩემი თხოვნის შესახებ და მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით: მე მკაფიოდ უნდა წარმომედგინა, რას ვთხოვდი და შედეგებს არ ავრიდებოდი. ამ პირობის შესრულება არ შემეძლო. მე მხოლოდ მსურდა, სწავლოს შესახებ თხოვნით დონ ხუანთან უფრო მჭიდრო კავშირი დამემყარებინა. მიმაჩნდა, რომ თვით თემას შეეძლო განეწყო იგი უფრო გულახდილი და ვრცელი საუბრისადმი - მე კი ამით გამეხსნებოდა კარი მისი მცენარეთა თვისებების შესახებ ცოდნისა. მაგრამ მან თხოვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და დაინტერესდა მხოლოდ ჩემი სწრაფვით პეიოტის თვისებების შესწავლისადმი.

1951 წლის 2 ივნისი, პარასკევი

- დონ ხუან, ხომ არ შეგილია მასწავლო პეიოტის შესახებ?
- რად გინდა ამის შესწავლა?
- მინდა ვიცოდე. ნუთუ უბრალოდ სურვილი საკმარისი არაა?
- არა შენ უნდა ჩაიხედო შენს გულში და გაერკვე, რად უნდა შენისთანა ახალგაზრდას მოძღვრების სწორედ ამ ნაწილში ჩაღრმავება.
- შენ თვითონ რისთვი სწავლობდი ამას, დონ ხუან?
- რატომ მეკითხები?
- შესაძლოა, ჩვენ ორივეს ერთი და იგივე მიზეზი გვამოძრავებს.
- ეჭვი მეპარება. მე ინდიელი ვარ. ჩვენ სხვადასხვა გზები გვაქვს.
- ერტადერთი მიზეზის ეს - მე მინდა ვისწავლო უბრალოდ იმისთვის, რომ ვიცოდე. მაგრამ მერწმუნე, დონ ხუან, ბოროტი ზრახვები მე არ მაქვს.
- მჯერა. მე მოვწიე შენს შესახებ.
- რა თქვი?
- ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. მე ვიცი შენი ზრახვები.
- შენ გინდა თქვა, რომ გამჭოლ მხედავ?
- შეგიძლია ამას ასეც უწოდო.
- კი მაგრამ, მასწავლი თუ არა?
- არა.
- იმიტომ, რომ ინდიელი არ ვარ?
- არა, იმიტომ რომ შენ საკუთარ გულს არ იცნობ. მთავარი ხომ ისაა, რომ ზუსტად იცოდე, რისთვის გინდა ეს. მოძღვრება მესკალიტოზე - უაღრესად სერიოზული საქმეა. ინდიელი რომ იყო, მარტო შენი სურვილი საკმარისი იქნებოდა. ძალზე ცოტა ინდიელს აქვს ამის სურვილი.

1961 წლის 25 ივნისი, კვირა

პარასკევს მთელი დღე დონ ხუანთან გავატარე. ჩვენ სახლის წინ ვერანდაზე ვისხედით. საღამოს, საათისათვის წასვლას ვაპირებდი და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამომეკითხა მოძღვრების შესახებ. თხოვნა უკვე ტრადიციული გახლდათ და მე კვლავ უარს ველოდი. მაგრამ მაინც ვკითხე, თუ არსებობს რაიმე პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ის სწავლის ჩემს უბრალო სურვილს საკმარისად ჩათვლიდა, ისე თითქოს ინდიელი ვყოფილიყავი. პასუხი დიდხანს არ გაუცია. თითქოს რაღაცის გადაწყვეტას ცდილობდა. ამიტომ ლოდინი მომიწია.

ბოლოს დონ ხუანმა განაცხადა, რომ გამოსავალი არსებობდა და პირდაპირ ამოცანის დასმაზე გადავიდა. მან შემახსენა, რომ მე იატაკზე ჯდომა ძალიან მღლიდა. და ამიტომ უნდა მეპოვნა იატაკზე „ლაქა“, სადაც დაუღლელად ჯდომას შევძლებდი. იმ მომენტში ნიკაპი მუხლებზე მქონდა ჩამოდებული და ფეხები ხელებით მეჭირა. როცა მან დაღლილობა ახსენა, იმწამსვე მკაფიოდ ვიგრძენი, როგორ მტეხდა წელში და როგორ გამწყვეტოდა ქანცი.

მისგან განმარტებას ველოდი - რა „ლაქა“ ჰქონდა მხედეველობაში, მაგრამ ის, შემს განათლებას არ აპირებდა. შესაძლოა, იგი ჩემი მდგომარეობის შეცვლას გულისხმობდა. მე წამოვდექი და მასთან უფრო ახლოს გადავჯექი. მან ჟესტით უარყო ასეთი გადაწყვეტა და მოძღვრული კილოთი ჩაილაპარაკა, რომ „ლაქა“ იყო ადგილი, სადაც ადამიანი სრულიად ბუნებრივად თავს ბედნიერად და ძლიერად გრძნობდა. მან ხელი დაჰკრა თავის წინ იატაკს და თქვა, რომ ეს პირადად მისი ადგილი იყო, ხოლო მერე დაუმატა, რომ მე ისეთი ამოცანა მელოდებოდა, რომელიც დამოუკიდებალდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გადამეწყვიტა.

ამოცანა, რომელიც მან შემომთავაზა, მართლაც რომ გამოცანას წარმოადგენდა. წარმოდგენა არ მქონდა, რით დამეწყო, მეტიც, რა უნდოდა მას საბოლოოდ. რამდენიმეჯერ ვთხოვე, ჩემთვის რაიმე გასაღები მოეცა, ან, ყოველ შემთხვევაში, გადაკვრით მაინც ენიშნა - როგორ მივდგომოდი იმ ადგილის ძებნას, სადაც ადგილს ბედნიერად და ძლიერად ვიგრძნობდი. მე ვეკამათებოდი და ჯიუტად ვარწმუნებდი, რომ წარმოდგენაც არა მქონდა, რაზე იყო საუბარი, რადგან თვით ამოცანაც ვერ გამეგო. მან შემომთავაზეე, მეარა აივანზე, სანამ ლაქა არ მოიპოვებოდა.

ავდექო და იატაკე ბოლთის ცემას მოვყევი. სისულელედ მომეჩვენა და კვლავ მას მივუჯექი.

ის ძალზე უკმაყოფილო ჩანდა, უყურადღებობა დამაბრალა და თქვა, რომ ალბათ, მე სწავლა არ მსურდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის დაწყნარდა და ამიხსნა, რომ ყოველ ადგილზე კარგი როდი იყო ჯდომა, თუნდაც საერთოდ ყოფნა და რომ ვერანდის ფარგლებში აუცილებლად იყო ერთი უნიკალური ადგილი, ჩემთვის საუკეთესო „ლაქა“. მე უნდა გამერჩია იგი ყველა დანარჩენ ადგილებს შორის. საერთო სქემის მიხედვით, უნდა შემეგრძნო ყველა შესაძლო ადგილი, სანა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ას შევძლებდი განსაზღვრას, რომელი იყო მათში სწორი.

შევეპასიუხე, რომ თუმცა ვერანდა არც ისე დიდი იყო (12*8 ფუტი), შესაძლო ადგილი მასზე ძალიან ბევრი იყო. ყველა მათგანის შესამოწმებლად ძალზე ბევრი დრო დამჭირდებოდა, ხოლო ვინდაიდან მას ლაქის ზომები არ განუსაზღვრავს, ვარიანტების რადენობა უსასრულობამდე იზრდებოდა. ჩემი შეპასუხება ფუჭი გამოდგა. ის წამოდგა და ძალზე მკვახედ გამაფრთხილა: თუნდაც მრავალი დღეც რომ დამეხარჯა ამ გამოთვლებზე, თუ ამ პრობლემას არ გადავწყვეტდი, შემეძლო შეტრიალება და წყნარად სახლში დაბრუნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩემთან საუბარს არავითარი აზრი აღარ ექნებოდა. ტავად მან იცოდა, სად იმყოფებოდა ჩემი ლაქა და ამიტომ მის მოტყუებას მე ვერ შევძლებდი. ეს იყო მისთვის ერთადერთი საშუალება, მიეღო ჩემი სურვილი პეიოტის შესახებ სწავლისა საკმარის პირობად. მან დაუმატა, რომ მის ქვეყანაში არაფერი მოიპოვებოდა მუქთად და ყველაფერი, რისი სწავლაც კი შეიძლებოდა, ძნელი გზით უნდა შეგეძნა.

იგი სახლის უკან ბუჩქნარისენ გაემართა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ უკანა კარით სახლში შევიდა.

გავიფიქრე, რომ ეგრედ წოდებული ბედნიერების ლაქის პოვნის დავალება უბალოდ ხრიკი იყო, ჩემი თავიდან მოსაცილებლად, მაგრამ მაინც წამოვდექი და დავიწყე წინ და უკან აივანზე სიარული. ცა გადაწმენდილი იყო და ყველაფერი კარგად მოჩანდა, როგორც თვით აივანზე, ისე მის გარშემო. ალბათ, ერთ საათამდე ან კიდევ უფრო მეტი ვიარე, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ლაქის ადგილმდებარეობას მანიშნებდა. დავიღალე სიარულით და დავჯექი. ყოველ რამდენიმე წუთში ადგილს ვიცვლიდი, შემდეგ ისევ და ისევ, სანამ ასეთი ნახევრადსისტემატური საშუალებით მთელი იატაკი არ დავფარე. გულმოდგინედ ვცდილობდი „შემეგრძნო“ ადგილებს შორის განსხვავება, მაგრამ მათი გამარჩეველი კრიტერიუმი არ გამაჩნდა. ვიფიქრე, რომ მეყო, რომ უქმად ვკარგავდი დროს, მაგრამ მაინც დარჩენა გადავწყვიტე. თავს ვიმართლებდი იმით, რომ იმ სიშორიდან მხოლოდ დონ ხუანთან შესახვედრად ჩამოვედი და მართლაც, სხვა საქმე არ გამაჩნდა.

ზურგზე დავწექი, ხელი თავქვე ბალიშის მაგივრად ამოვიდე. შემდეგ მუცელზე გადმოვგორდი და ცოტა ხანს ვიწექი, ასე ვგორავდი მთელს იატაკზე. პირველად მომეჩვენა რომ რაღაც კრიტერიუმი მაინც ვიპოვე, ზურგზე წოლისას თავს უფრო თბილად ვგრძნობდი.

კვლავ გავაგრძელე გორიალი. ახლა უკუღმა, პირქვე დამხობილი მოვიარე ყველა ის ადგილი სადაც გადაგორების პირველ ეტაპზე ზურგზე ვიწექი. იგივე სითბოს ან სიცივის გრძნობებს განვიცდიდი ჩემი მდგომარეობის და მიხედვით, მაგრამ ადგილებს შორის განსხვავებას მაინც ვერ ვამჩნევდი.

შემდეგ დამებადა, როგორც მომეჩვენა, ბრწყინვალე იდეა: დონ ხუანის ადგილი! იქ დავჯექი, შემდეგ დავწექი, ჯერ პირქვე, შემდეგ ზურგზე, აგრამ ეს ადგილიც ზუსტად ისეთივე ჩანდა, როგორც სხვები. ავდექი, კმარა, მეყოფა. დონ ხუანთან გამოსალმება დავაპირე, მაგრამ მისი გაღვიძებს მეუერხულა საათს შევხედე, ღამის ორი საათი იყო! უკვე ექვსი საათი ვგორავდი.

ამ დროს ხუანი გამოვიდა და სახლის შემოვლით ჩაპრალის ბიჩქებისკენ გაემართა. დაბრუნდა და კართან დადგა. არაფრის თავი არ მქონდა, მინდოდა რამე საწყენი მეთქვა და წავსულიყავი, მაგრამ უცებ გავიფიქრე, რომ ამაში მას ბრალი არ მიუძღვოდა და რომ მე თვითონ გადამეწყვიტა ყველა ამ სისულელეში ჩატოპვა. ვუთხარი, რომ დავმარცხდი: იდიოტივით მთელი ღამე იატაკზე ვიგორავე და მაინც მის გამოცანაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავდი.

მას გაეცინა. შემდეგ მითხრა, რომ მას ეს არ აკვირვებდა. იმიტომ, რომ მე არასწორედ ვმოქმედებდი - თვალებით არ მისარგებლია. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მე ხომ სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ განსხვავება - მისივე სიტყვებით - მე უნდა შემეგრძნო. ეს შევახსენე, მაგრამ მან მიპასუხა, რომ შეგრძნება თვალებითაც შეიძლებოდა - როდესაც საგნებს პირდაპირ არ უცქერდი. ხოლო რაც შემეხებოდა მე, თქვა მან, ჩემთვის არ არსებობდა ამ ამოცანის გადაწყვეტის სხვა საშუალება გარდა იმ ერთადერთი რამის გამოყენებისა, რაც კი მე გამაჩნდა - ჩემი თვალების.

დონ ხუანი სახლში შევიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მითვალთვალებდა. აბა, მაშ როგორ მიხვდა რომ თველებით არ ვსარგებლობდი.

მე ისევ გორიალს მოვყევი, რადგან ეს პროცედურა უფრო მოსახერხებელი მომეჩვენა. მაგრამ ამჯერად ნიკაპს ხელებზე ვასვენებდი და ყველა დეტალს ვუკვირდებოდი.

რამდენიმე ხანში სიბნელე ჩემს გარშემო შეიცვალა. როდესაც მზერას პირდაპირ ჩემს თვალწინ განლაგებულ წერტილზე ვაფიქსირებდი, ჩემი ხედვითი არეს მთელი პერიფერია ერთფეროვნად იღებებოდა ბრჭყვიალა მომწვანო-მოყვითალო ფერად. ეფექტი საოცარი იყო. შევაჩერე რა თვალები ცერად პირდაპირ ჩემს წინ მდებარე წერტილზე, ნელ-ნელა დავიწყე მუცელზე ხოხვით გვერდზე გადაადგილება, დაახლოებით ფუტით ყოველ გადასვლაზე.

უცებ ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ელფრი იმ წერილისა, რომელიც დაახლოებით იატაკის შუაგულში მდებარეობდა. ჩემგამ მარჯვნივ აგრეთვე ხედვითი არეს პერიფერიაზე, მომწვანო-მოყვითალო ელფერი მკვეთრ მეწამულად იქცა. იქით გადავრთე ყურადღება. მეწამული ფერი გამქრქალდა, მაგრამ კვლავ ბრჭყვიალა დარჩა და ასეთივედ რჩებოდა მანამ, სანამ ყურადღება მასზე მქონდა გამახვილებული.

ადჯილი პიჯაკით აღვნიშნე და დონ ხუანს დავუძახე. ის ვერანდაზე გამოვიდა. მე ძალიან აღგზნებული ვიყავი, რადგან ელფერებში ცვლილებას დანამდვილებით ვდედავდი. მასზე კი, როგორც ჩანს, ამას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან იმ ადგილზე დაჯდომა და ჩემი შეგრძნებების აღწერა მიბრძანა.

დავჯექი, შემდეგ ზურგზე დავწექი. დონ ხუანი გვერდით დამიდგა და ჩემი გრძნობების შესახებ დამიწყო გამოკითხვა. მაგრამ მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვგრძნობდი. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვცდილობდი განსხვავების შეგრძნებას და დანახვას, ხოლო დონ ხუანი მოთმინებით მელოდებოდა. რაღაცნაირი ზიზღის გრძნობა დამეუფლა. პირში ლითონის გემო წამკრავდა. უეცრად შაკიკის შეტევა დამეწყო. მივხვდი რომ ავად ვხდებოდი. ამ წამოწყების უაზრობა სიშმაგემდე მაღიზიანებდა. წამოვდექი.

დონ ხუანმა ალბათ შეამჩნია, რამდენად ღრმად ვიყავი შეწუხებული. მას სულაც არ ეცინებოდა, პირიქით, ძალიან სერიოზულად მითხრა, რომ თ სწავლა მსურდა, შეი თავის მიმართ სიმტკიცე უნდა გამომეჩნა. მე მხოლოდ ორი შესალებლობა გმააჩნდა, მითხრა მან. ან თავის დანებება და სახლში დაბრუნება - ეს სწავლაზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავდა - ან გამოცანის ამოხსნა.

ის ისევ სახლში შევიდა. მინდოდა დაუყოვნებლივ სახლში გამგზავრება, მაგრამ ნამეტანი დაღლილი ვიყავი, საჭეს რომ მივჯდომოდი. გარდა ამისა, ელფერთა აღქმამ თავზარი დამცა და მე ვიწამე, რომ ეს ნამდვილად კრიტერიუმი იყო. ასე რომ, მე დავჯექი, გავშალე ფეხები და ყველაფერი თავიდან დავიწყე.

ამჯერად სწრაფად გადავინაცვლე ერთი ადგილიდან მეორეზე, დონ ხუანის წერტილის გავლით იატაკის ნაპირამდე, მერე შემოვბრუნდი, მისი გარე ნაპირიც რომ მომეცვა. როდესაც ცენტრს მივაღწიე, მოხდა კიდევ ერთი ცვლილება შეფერილობაში. კვლავ ჩემი ხედვითი არეს პერიფერიაზე. ერთფეროვანი მომწვანო-მოყვითალო ფერი, რომელსაც ყველგან ვხედავდი ართ ადგილას, ჩემგამ მარჯვნივ მკვეთრ ლეგა-მწვანედ გადაიქცა. ერთ წამს ეს ელფერი სუფევდა, შემდეგ, უცბად იგი სხვა მუდმივი ელფერით შეიცვალა, განსხვავებულით ადრე ნანახიდან. ერთი წაღი გავიხადე და ეს წერტილი აღვნიშნე. შემდეგ განვაგრძე გორიალი, სანამ იატაკი ყველა შესაძლებელი მიმართულებით არ დავფარე. მეტი ცვლილება შეფერილობაში არ მომხდარა.

დავუბრუნდი წაღით აღნიშნულ წერტილს და დავათვალიერე ის ადგილი. იგი იმყოფებოდა ხუთი-ექვსი ფუტის მოშრებით სამხრეთ-აღმოსავლეთით იმისაგან, რომელზეც პიჯაკი იდო. გვერდით დიდი ქვა იყო. სულ ცოტახნით წამოვწექი იმ ადგილზე. გამოცანის ამოცნობას ვცდილობდი, და ყველა დეტალს ვუკვირდებოდი, მაგრამ ვერავითარ განსხვავებას ვერ ვგრძნობდი.

გადავწყვიტე, სხვა წერტილი გამომეცადა. სწრაფად დავეშვი მუხლებზე და უკვე დავაპირე ჩემს პიჯაკზე წამოწოლა, როცა უცვად რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ის უფრო ფიზიკურ შეგრძნებას წააგავდა, თითქოს რაღაც მუცელზე დამწოლოდა. ერთბაშად წამოვდექი. ვიგრძენი როგორ ამებურძგნა კისერზე თმა, ფეხები მომეკვეთა, ტანი წინ წამეხარა, ხელები დაძაბულად ზებით ამეწია, თითები მარწუხბივით შემეკრა. შევამჩნიე ჩემი პოზის უცნაურობა და კიდევ უფრო შევშინდი.

ძალაუნებურად უკან დავიხარე, დავჯექი მიტოვებული წაღის გვერდით აღმართულ ქვაზე, შემდეგ ქვიდან იატაკზე დავეშვი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა იყო ასეთი შიშის მიზეზი და დავასკვენი, რომ იგი შესაძლოა დაღლილობით იყო გამოწვეული. თითქმის დღე დამდგარიყო უკვე. თავს სულელურად და უხერხულად ვგრძნობდი და მაინც ვერაფერი გამეგო, რამ შემაშინა და რას ითხოვდა ჩემგან დონ ხუანი.

გადავწყვიტე, ერთიც უკანასკნელად მეცადა. წამოვდექი და ნელა მივუახლოვდი პიჯაკით აღნიშნულ წერტილს, მაგრამ კვლავ იგივე განვიცადე. ამჯერად სერიოზული ძალდატანება დამჭირდა, გონზე რომ მოვსულიყავი. დავჯექი, შემდეგ მუხლებზე დავდექი, მუცელზე დაწოლას ვაპირებდი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე მთელი ჩემი ძალისხმევის მიუხედავად. ხელები ჩემს წინ იატაკზე დავაწყვე. სუნთქვა გამიხშირდა. კუჭი ამიშფოთდა. მკაფიოდ ვგრძნობდი ჩემს პანიჯურ მდგომარეობას და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გავქცეულიყავი. გავიფიქრე, რომ დონ ხუანი ალბათ მითვალთვალებდა, ნელა გადმოვჩოჩდი მეორე ადგილზე და ზურგით ქვას მივეყრდენი. მინდოდა, ცოტა დამესვენა და აზრები წესრიგში მომეყვამა, მაგრამ უცბად ჩამეძინა. ზემოდან დონ ხუანის ლაპარაკი და სიცილი მომესმა და გამომეღვიძა.
- შენ იპოვე ადგილი, - მითხრა მან.
ჯერ ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა, მაგრამ მან ერთხელ კიდევ დამიდასტურა, რომ სწორედ ის ადგილი, სადაც მე ჩამეძინა, იყო საჭირო ლაქა. ისევე, როგორც წინათ, მან გამომკითხა ჩემი გრძნობების შესახებ ამ ადგილზე წოლისას. ვუპასუხე, რომ სინამდვილეში ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავდი.

მან მთხოვა, შემედარებინა ჩემი შეგრძნებები იმ წუთში იმათთან, რომლებიც მეორე ადგილზე წოლისას განვიცადე. პირველად აზრმა გამიელვა, რომ ალბათ, ვერ შევძლებდი გასული ღამის შთაბეჭდილებების ახსნას. თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად, მან მეორე ადგილზე ჯდომა მიბრძანა. რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო მე, მართლაც, მეშინოდა მეორე ადგილის - ვერა და ვერ დავჯექი იქ. მაშნ მან განაცხადა, რომ მხოლოდ სულელი ვერ შეამჩნევდა განსხვავებას.

მე ვკითხე, ჰქონდა თუ არა ამ ადგილებს რაიმე დასახელება. დონ ხუანმა მიპასუხა, რომ კარგ ადგილს ერქვა „საჯდომი“, ხოლო ცუდს „მტერი“. მან თქვა, რომ ეს ორი ადგილი ადამიანის გუნების გასაღებს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი იმისთვის, ვინც ცოდნას ეძებდა. უბრალოდ, საკუთარ ადგილზე ჯდომით უდიდეს ძალას იძენდი. მეორეს მხრივ, „მტერი“ ძალას გართმევდა და მეტიც, შეიძლებოდა შენი სიკვდილიც კი გამოეწვია. მან თქვა, რომ წინა ღამით დახარჯული ენერგიის შევსება მხოლოდ იმით შევძელი, რომ ჩემს ადგილზე ჩავთვლიმე.

მან აგრეთვე მითხრა, რომ შეფერილობებს, რომლებიც მე თითოეულ ადგილთან დაკავშირებით აღვნიშნე, ისეთივე საერთო მოქმედების - ძალის მინიჭების ან წართმევის უნარი ახასიათებდათ.

ჩემთვის გაურკვეველი რჩებოდა, ამოვხსენი მე ამოცანა, თუ არა. გულახდილად რომ ვთქვა, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, პრობლემა თუ საერთოდ არსებობდა. მომხდარის ხელოვნურობის და თვითნებურობის შეგრძნება არ მტოვებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანი მთელი ღამე მითვალთვალებდა, ხოლო შემდეგ გამამასხარავა - თითქოს, სწორედ ის ადგილი, სადაც ჩამეძინა, ყოფილიყო ადგილი, რომელსაც მე ვეძებდი. მაგრამ რაიმე გონივრულ საფუძველს მისი ასეთი ქცევისთვის მე ვერ ვპოულობდი, ხოლო როდესაც მან მეორე ადგილზე დაჯდომა შემომთავაზა, ამის გაკეთება ვერ შევძელი. არსებობდა უცნაური შეუსაბამობა ჩემი მეორე ადგილის მიმართ შიშის გამოცდილებისა და შემთხვევის ირგვლივ რაციონალურ მსჯელობებს შორის.

დონ ხუანი, მეორე მხრივ, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე წარმატებას მივაღწიე, და ამის შესაბამისად, აპირებდა ჩემთვის პეიოტის შესახებ სწავლებას.
- შენ მთხოვდი, მესკალიტოს შესახებ მესწავლა, - მითხრა მან. - მე მინდოდა გამეგო, საკმაოდ ძლიერი ხერხემალი თუ გქონდა, მასთან პირისპირ შესახვედრად. მესკალიტო არ არის ისეთი რამ, რასც შეიძლება დაცინვით მოვეპყრო. შენ უნდა ფლობდე საკუთარ თავს, ახლა ვიცი, რომ შემიძლია მხოლოდ შენი სწავლის სურვილი - საკმარის მზეზად მივიჩნიო.
- შენ მართლა აპირებ მასწავლო პეიოტის შესახებ?
- მე მირჩევნია, მას მესკალიტო დავუძახო, შენც ასე მოიქეცი.
- როდის აპირებ დაწყებას?
- ეს არც ისე უბრალო რამაა. ჯერ შენ უნდა მოემზადო.
- მე ვფიქრობ, რომ მზად ვარ.
- ეს სახუმარო რამ არაა. შენ უნდა დაიცადო, სანამ ყველა ეჭვი არ გაიფანტება და მხოლოდ მაშინ შეხვდები მას.
- უნდა მოვემზადო?
- არა, უბრალოდ უნდა დაელოდო. შეიძლება უარი თქვა ამ განძზრახვაზე. შენ ადვილად იღლები. წუხელ ღამეს კინაღამ დანებდი, როგორც კი სიძნელე იგრძენი. მესკალიტო ძალიან სერიოზულ განზრახვას მოითხოვს.

 

1961 წლის 7 აგვისტო, ორშაბათი

მანქანა დონ ხუანის სახლთან არიზონაში აპრასკევს საღამოს შვიდი საათისთვის გავაჩერე. ვერანდაზე მასთან ერთად კიდევ ხუთი ინდიელი იჯდა. მივესალმე მათ და დავჯექი ამის მოლოდინში, რომ საუბარს ისინი დაიწყებდნენ. ტრადიციული დუმილის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა: „Buenas noches”. მე ავდექი და ვუპასუხე: „Buenas noches”. შემდეგ ყველა დანარჩენიც ადგა და ჩემთან მოვიდა; ჩვენ ვეუბნებოდით ერთმანეთს „საღამო მშვიდობისა“-ს, ვართმევდით ხელს, ოდნავი თითების შეხებით ან წამით შევაჩერებდით და შემდეგ მკვეთრად ვუშვებდით.

კვლავ ყველა დაჯდა. მათ, ალბათ, ჩემი საკმაოდერიდებოდათ - სიტყვების უკმარობის გამო, თუმცა ყველა ლაპარაკობდა ესპანურად.

დაახლოებით ასე, რვის ნახევრისთვის ყველა უეცრად ადგა და სადღაც უკანა ეზოსკენ გაემართა. უკვე საკმაო ხანი გასულიყო რაც ხმა არავის ამოეღო. დონ ხუანმა მანიშნა, მათ გავყოლოდი და იქვე მდგარ ძველი სატვირთო მანქანის ძარაზე ავძვერით. მე დონ ხუანთან და კიდევ ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად უკან მოვთავსდი. არ იყო არც სავარძელი, არც სკამი, რკინის იატაკი რაღაც ავადმყოფურად მყარი მომეჩვენა, განსაკუთრებით როდესაც შარაგზიდან გრუნტის გზაზე გადავუხვიეთ. დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ ჩვენ ერთ-ერთ მის მეგობართან მივდიოდით, რომელსაც ჩემთვის შვიდი მესკალიტო გადაენახა.
- როგორ, ნუთუ შენ თვითონ არცერთი არა გაქვს? - ვკითხე მე.
- მე კი მაქვს, მაგრამ მე არ შემიძლია შემოგთავაზო. მოგეხსენება, რომ ეს ვინმე სხვამ უნდა გააკეთოს.
- რატომ?
- შესაძლოა, შენ ვერ შეეწყობი „მას“ და „ისიც“ აგიძულებს. მაშინ ვერ გაიცნობ „მას“ საკმარის დონემდე და ჩვენი მეგობრობა ჩაიშლება.
- რატომ გგონია რომ მას არ მოვეწონები? მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია?
- შენ სრულების არ მოგეთხოვება არც დაშავება და არც დაუშავებლობა. ის ან გიღებს, ან თავიდან გიცილებს.
- და თუ მან არ მიმიღო, მაშინ როგორღა დავიმსახური მისი სიყვარული?
ორმა მამაკაცმა ალბათ გაიგეს ჩემი შეკითხვა და გაიცინეს.
- ვერაფერს გეტყვი! არ ვიცი, რა შეიძლება მოიმოქმედო ამ შემთხვევაში, - მიპასუხა დონ ხუანმა.
იგი ნახევრად შებრუნდა და მე აღარ შემელო მასთან საუბრის გაგრძელება.

ერთ საათზე მეტი ვიარეთ, სანამ პარატა სახლის წინ გავჩერდებოდით. უკვე სრულიად ბნელოდა და როდესაც მძღოლმა ფარები ფამორთო მე მხოლოდ შენობის ბუნდოვანი კონტურების გარჩევა შევძელი. ახალგაზრდა ქალი - აქცენტის მიხედვით მექსიკელი - რაღაცას უყვიროდა აყეფებულ ძაღლს და მის დაშოშმინებას ცდოლობდა. ჩვენ მანქანიდან გადმოვედით და სახლში შევედით. ქალს რომ გვერდი აუარეს, კაცებმა ჩაილაპარაკეს: „Buenas noches”. მანაც უპასუხა და კვლავ ყვირილით მისდგა ძაღლს.

ოთახი დიდი იყო და მრავალი ნივთით გაჭედილი. პატარა ელექტრონათურის შუქი მას მკრთლად ანათებდა. ფეხებმომტვრეული და საჯდომჩაზნექილი სკამები - საკმაოდ მრავლად წარმოდგენილნი - კედლის მიყრდნობილი იდგნენ. სამი მამაკაცი დივანზე დაჯდა, რომელსაც ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა ოთახში განლაგებული ავეჯიდან. იგი ძალზე ძველი იყო და თითქმის იატაკამდე ჩაზნექილიყო. მკრთალ შუქზე ისი მოწითალო და ჭუჭყიანი მოჩანდა. დანარჩენები სკამებზე ჩამოსხდნენ. საკმაოდ დიდხანს ხმის ამოუღებლად ვიჯექით.

ერთ-ერთი მამაკაცთაგანი - ორმოცდაათიოდე წლის მუქი სახის, მაღალი და ღონიერი კაცი - მკვეთრად წამოდგა და მეზობელ ოთახში გავიდა. ერთი წუთის შემდეგ იგი ყავადანით ხელში დაბრუნდა. მან ყავადანს სახურავი მოხადა და ხელში შემაჩეჩა. შიგ შვიდი უცნაური საგანი ელაგა. ისინი განსხვავდებოდნენ სიდიდით და სიმკვრივით. ზოგი თითქმის მრგვალი იყო, ზოგიც მოგრძო. შეხებაზე მიწის თხილის ბრიკეტებს ან კორპს წააგავდნენ. ყავისფერი შეფერილობა მათ მყარ, გამხმარ ნაჭუჭს ამსგავსებდა. საკმაოდ დიდხანს ვატრიალე ისინი ხელში, ვზილე და ვსრისე.
- ეს უნდა დაღეჭო (estose mascal), ჩამჩურჩულა დონ ხუანმა.
სანამ მან ხმა არ ამოიღო ვერ შევამჩნიე, რომ ის ჩემს გვერდით იჯდა. სხვებს გადავხედე, მაგრამ მე არავინ მიყურებდა. ისინი ძალიან ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში. დამიდგა მკვეთრი ყოყმანის და შიშის წუთი. ბგრძნობდი, რომ თავს თითქმის ვერ ვფლობდი.
- ფეხსადგამში უნდა გავიდე, - ვუთხარი დონ ხუანს, - თან ჰაერსაც შევისუნთქავ.
მან ყავადანი გამომიწოდა და მე შიგ პეიოტის ნაჭრები ჩავდე. როდესაც ოთახიდან გავდიოდი ის კაცი მომიახლოვდა, რომელმაც პეიოტი მომცა და მითხრა, რომ მეზობელ ოთახში ტუალეტის ბაკანი იყო.

ფეხსადგამი კერის მოპირდაპირე მხარეს იყო განლაგებული. მასთან მჭიდრო სიახლოვეში დიდი საწოლი იდგა, რომელსაც ოთახის თითქმის ნახევარი ეჭირა. მასზე ვიღაც ქალს ეძინა. რამდენიმე ხანს ვიდექი კარებთან გაუნძრევლად, შემდეგ სხვებთან ოთახში დავბრუნდი.
სახლის პატრონმა ინგლისურად მომმართა:
- დონ ხუანმა თქვა რომ თქვენ სამხრეთ ამერიკიდან ბრძანდებით. იქ თუ არის მესკალინი?
ვუპასუხე რომ არც კი გამიგია ამის შესახებ.

მათ, როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკა აინტერესებდათ, და ჩვენ რამდენიმე ხანი ინდიელებზე ვისაუბრეთ. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა, რატომ მსურდა პეიოტის ჭამა. ვუპასუხე, რომ მინდიდა გამეგო, რა იყო ეს. მან და სხვა დანარჩენებმაც მორიდებით გაიცინეს.

დონ ხუანმა ოდნავ ხელი მიბიძგა: „დაღეჭე, დაღეჭე“ (Masca, masca).
ხელისგულები ოფლმა დამიფარა, მუცელი შემეკუმშა. პეიოტის ნაჭრებიანი ყავადანი იატაკზე სკამთან იდგა. დავიხარე, ავიღე ერთი განურჩევლად და პირში ჩავიდე. მას შმორის გემო დაჰკრავდა. ჩავკბიჩე, ერთი ნაჭერი დავღეჭე და პირის მომჭრელი ძლიერი სიმწარე ვიგრძენი. ცოტა ხანში პირი გამიბრუშდა. სიმწრის შეგრძნება გამიძლიერდა და ამასთან ნერწყვის წარმოუდგენელ ნაკადთან მიხდებოდა რბოლა. ღრძილებისა და პირის შიდა ნაწილის შეგრძნებით თითქოს მშრალ ხორცს ან თევზს ვჭამდი და ეს, ალბათ მაიძულებდა უფრო ინტენსიურად დამეღეჭა. ცოტა ხანში მეორე ნახევარიც დავღეჭე და პირი ისე გამიბუშდა, რომ სიმწრის შეგრძნება გამიქრა. პეიოტის ნაჭერი ბოჭკოთა კონისგან შედგება, ფორთოხლის ან შაქრის ლერწმის გულის მსგავსად და მე არ ვიცოდი, უნდა გადამეყლაპა ის თუ გადმომეფურთხებინა. ამ დროს სახლის პატრონი წამოდგა და სუყველას ვერანდაზე გასვლა შემოგვთავაზა.

ჩვენ გავედით და სიბნელეში დავსხედით. გარეთ თავი მოხდენილად ვიგრძენით, მასპინძელმა ბოთლით ტეკილია (მექსიკური სიმინდის არაყი) მოიტანა.

კაცები ჩამწკრივებულნი კედლისკენ ზურგშექცევით ისხდნენ. მე მარჯვენა ნაპირზე აღმოვჩნდი. გვერდით მჯდომმა დონ ხუანმა პეიოტიანი ყავადანი ფეხებშუა ჩამიდგა. შემდეგ ბოთლი მომაწოდა, რომელიც წრეში გაეშვათ - და მიბრძანა, ცოტაოდენი ტეკილია მომესვა სიმწრის ჩასაყოლებლად.

პირველი ნაჭრის ნარჩენები გადმოაფურთხე და ცოტა სასმელი ჩავიგუბე პირში. მან მითხრა, არ გადამეყლაპა, მხოლოდ პირში გამომევლო, ნერწყვი რომ შემეჩერებინა. ამან ნერწყვს ძალიან ცოტათი უშველა, სამაგიეროდ სიმწრის შეგრძნებამ მართლაც დამიცხრა.

დონ ხუანმამ გაგრგლის თუ ლეღვის ჩირის ნაჭერი მომცა - ვერ გავარჩიე სიბნელეში, გემოც ვერ გავუგე - და მიბრძანა ნელა და საფუძვლიანად დამეღეჭა. ძალიან გამიჭირდა გადაყლაპვა. მეშინოდა, ლუკმა ყელში არ გამჩხეროდა.

რამდენიმე ხანში ბოთლი კვლავ წრეში დატრიალდა. დონ ხუალმა მშრალი ბოჭკოვანი ხორცის ნაჭერი მომაწოდა. ვუთხარი რომ ჭამა არ მინდოდა.
- ეს საჭმელი არ არის, მკვახედ მომიგო მან.
პროცედურა ექვსჯერ განმეორდა. მახსოვს, პეიოტის უკვე ექვსი ნაჭერი მქონდა დაღეჭილი, როცა საუბარი საგრძნობლად გამოცოცხლდა, თუმცა ვერ გამეგო, რა ენაზე ლაპარაკობდნენ. თემა საუბრისა, რომელშიც ყველა მონაწილეობდა, ძალზე საინტერესო იყო და მე ყურადღებით ვუსმენდი, მასში ჩართვის სურვილით შეპყრობილი. მაგრამ როდესაც ხმის ამოღება დავაპირე, მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო. სიტყვები უმიზნოდ მიტრიალებდნენ თავში.

კედელზე ზურგით მიყრდნობილი ვიჯექი და ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ ინდიალები. საუბარი იტალიურად მიმდინარეობდა და კვლავ და კვლავ ერთი და იგივე ფრაზა მეორდებოდა - ზვიგენთა სიბრიყვეზე. თემა სავსებით ლოგიკურად აგებული მეჩვენებოდა. მანამდე დონ ხუანისთვის ნათქვამი მქონდა, რომ პირველმა ესპანელელბმა მდინარე კოლორადოს - „El rio de los tizones“ (დატბორილი ტყის მდინარე) უწოდეს, მაგრამ ვიღაცამ სიტყვა „Tizones“ არასწორად წაიკითხა თუ წარმოთქვა და მდინარეს „El rio de los tiburones“ (ზვიგენთა მდინარე) დაერქვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა სწორედ ამ ამბის ირგვლივ ბჭობდა, და აზრადაც არ მომდიოდა, რომ არცერთმა მათგანმა იტალიური არ იცოდა.

ძალიან მომინდა წამოდგომა, მაგრამ არ მახსოვს, როგორ მოვახერხე ეს. ვიკითხე, წყალი ხომ არავის ჰქონდა. აუტანელი წყურვილი მკლავდა.

დონ ხუანმა დიდი ქვაბი მოიტანა და კედელთან, მიწაზე დადგა. მან აგრეთვე პატარა ფინჯანი თუ ქილა მოიძღვანა. ამ უკანასკნელით ქვაბიდან რაღაც სითხე ამოიღო; მითხრა იგი არ დამელია, მხოლოდ პირში გამომევლო, გასაგრილებლად.

წყალი უცნაურად ბრჭყვიალებდა და მინისებრი, ან რაღაც სქელი ქარსის მაგვარი მოჩანდა. მინდოდა იმის შესახებ დონ ხუანი გამომეკითხა და გულმოდგინედ შევუდექი ჩემი აზრების ინგლისურად გამოხატვას, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მან ინგლისური არ იცოდა. ძალიან დავიბენი, როცა მივხვდი, რომ ვერ ვლაპარაკობდი, თუმცაღა სრულიად საღად ვაზროვნებდი. მინდოდა, წყლის უცნაურობის შესახებ ჩემი აზრი გამომეთქვა, მაგრამ ის, რაც ამას მოყვა ლაპარაკს სულაც არ ჰგავდა. ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდნენ ჩემი პირიდან გამოუთქმელი აზრები, რაღაც სითხის მაგვარად. დაუძაბავი გულისრების შეგრძნება დამეუფლა, დიაფრაგმის შეკუმშვის გარეშე. ეს სასიამოვნო თხევადი სიტყვათა ნაკადი იყო.

ცოტათი მოვსვ სითხე და გულისრევის შეგრძნება გამიქრა. ამასობაში ტოველგვარი ხმაური მიწყნარდა და აღმოჩნდა, რომ თვალების ფოკუსირება მიჭირდა. დონ ხუანს შევხედე და თავის მობრუნებისას დავინახე,რომ ჩემი ხედვითი არე პირდაპირ ჩემს თვალწინ მდებარე ერთგვარი წრის ზონამდე შემცირდა. ეს არ იყო შიშის მომგვრელი შეგრძნება, არც უსიამოვნო, პირიქით - იგი სასიხარულო სიახლეს მოასწავლებდა. შემეძლო მზერით მიწის შეხება, ერთ წერტილზე კონცენტრაციით და შემდეგ მზერის ნებისმიერი მიმართლებით ნელი გადაადგილება. როდესაც პირველად მოვხვდი ვერანდაზე, შევამჩნიე, რომ ირგვლივ სრული სიბნელე სუფევდა, შესაძლოა მხოლოდ შორეული ქალაქის შუქების გამოკლებით. ხოლო ახლა ჩემს ხედვით წრეში ყველაფერი ცხადად მოჩანდა. მე დამავიწყდა დონ ხუანის და ყველა სხვა ადამიანის არსებობა და მთლიანად ჩემი მზერის სხივით სამყაროს გამოკვლევას მივეცი.

ვერანდის იატაკის - კედელთან შეერთების ადგილი დავინახე. თავი ნელა მაჯვნივ კედლის გაყოლებაზე მოვაბრუნე და დავინახე მასთან აყუდებული დონ ხუანი. შემდეგ თავი მარცხნივ მოვაბრუნე, წყლისთვის რომ შემეხედა. მზერით ქვაბის ფსკერს წავაწყდი, ნელა ავწიე თავი და საშუალო ზომის შავი ძაღლი დავინახე. ძაღლი წყალს მოიახლოვდა. სმას შეუდგა. ხელი აბწიე, ჩემი წყლისგან რომ გამეგდო. თან ჯიქურ შევხედე და უეცრად დავინახე, რომ იგი გამჭვირვალე გამხდარიყო, წყალი კი, ბრჭყვიალა, ბლანტ სითხედ გადაიქცა. მე ვხედავდი, როგორ მიედინებოდა იგი ძაღლის ყელის გავლით მის სხეულში; როგორ დაიღვარა მასში თანაბრად და შემდეგ თითოეული ბეწვიდან გამოჟონა. მე ვხედავდი, როგორ მიედინებოდა ბრჭყვიალა სითხე ცალკეულ ბეწვში და იქიდან გამოსული გრძელ, თეთრ, ხავერდოვან შარავანდედს ჰქმნიდა.

იმავე წუთს ძლიერი კრუჩხვები ვიგრძენი და ორიოდე წამში ჩემ გარშემო ძალზე დაბალი და ვიწრო გვირაბი ჩამოყალიბდა, მძიმე და უცნაურად ცივი. შესახებად იგი თითქოს მყარი თუნუქისა იყო. მე გვირაბის იატაკზე ვიჯექი. ადგომა ვცადე, მაგრამ რკინის ჭერს მივარტყი თავი, ხოლო გვირაბი ისე ძლიერად შეიკუმშა, რომ სული შემეხუთა. მახსოვს, როგორ გავფოფხდი მრგვალი ხვრელისკენ. სადაც გვირაბი მთავრდებოდა. როდესაც მას მივაღწიე (თუ კი მართლა მივაღწიე, თვით ეს მომენტი არ მახსოვს), სულ გადამავიწყდა ძაღლიც, დონ ხუანიც და ჩემი თავიც. დავიტანჯე, ჩემი ტანისამოსი ცივი წებოვანი სითხით მთლიანად გაჟღენთილიყო. წინ და უკან ვგორავდი - ისეთი მდგომარეობის პოვნას ვცდილობდი, რომელშიც დასვენებსა შევძლებდი და ჩემი გული შეწყვეტდა ასეთ გამაყრუებელ ცემას. ერთ-ერთი ასეთი გდაადგილების დროს კვლავ ძაღლი დავინახე.

მაშინათვე მეხსიერება დამიბრუნდა და გონებაც გამეწმინდა. მივიხედ-მოვიხედე, დონ ხუანის ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი გავარჩიე. ერთადერთი, რასაც ვხედავდი - ეს ძაღლი იყო, რომელიც ცისარტყელასავით იფერებოდა. მისი სხეული ძლიერ სინათლეს გამოსცემდა. კვლავ დავინახე, მიედინებოდა მასში წყალი და მას კოცონივით აკაშკაშებდა. წყალს მივაღწიე, სახე ქვაბში ჩავყავი და ძაღლთან ერთად სმას მოვყევი. ხელებით ჩემს წინ მიწას ვებჯინებოდი და სმის დროს ვდედავდი, როგორ მიედინებოდა სითხე ვენებში და გზა და გზა წითლად, ყვითლად და მწვანედ იღებებოდა. ვსვი და ვსვი. ვსვი სანამ სითხემ სხეულის ყოველი ფორიდან არ დაიწყო დინება, აბრეშუმის ძაფებივით, და მეც გრძელი, ნათელი, ფერადი შარავანდედი გამიჩნდა. ძაღლს შევხედე, მისი შარავანდედიც ისეთივე იყო, როგორიც ჩემი. უდიდესმა ბედნიერებამ ამივსო სხეული და ერთად ჩვენ რაღაც ყვითელ სითბოსკენ გავეშურეთ, გაურკვეველი მხრიდან რომ მოოედინებოდა. აქ თამაშს მოვყევით. ასე ვთამაშობდით და ვჭიდაობდით, სანამ ყველა მისი სურვილის არ შევიცანი. მან კი შემი. ერთმანეთს რიგრიგობით ვმართავდით, როგორც მარიონეტებს მობრუნებით, ხოლო თავის ყოველ გაქნევაზე მე ხტომის დაუძლეველი სურვილი მეუფლებოდა. მაგრამ მის საუკეთესო მიღწევად ჩაითვლებოდა ილეთი, როდესაც იგი მაიძულებდა ფეხით თავი მომეფხანა; ამას ის ყურების აქეთ-იქით ფრიალით აღწევდა. მე ეს საშინლად მართობდა. რა აღფრთოვანებაა მოხდენილობის, ირონიის, ვფიქრობდი მე, რა ოსტატობა! აღუწერელმა ეიფორიამ მომიცვა, იმდენს ვიცინოდი, რომ სუნთქვა შემეკრა.

მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ თვალებს ვერ ვახელდი. წრლის სისქეს გამჭოლ ვუცქერდი. შეგრძნება ხანგრძლივი და ძალზე ავადმყოფური იყო, იმ შეშფოთების მსგავსი, რომელიც მაშინ გეუფლება, როცა თითქოს უკვე ღვიძარი, ჯერ საბოლოოდ ვერ გამორკვეულხარ. შემდეგ ქვეყანა თანდათან ვლავ ნათელი და მკაფიო შეიქმნა, ჩემი ხედვითი არე ისევ მომრგვალდა და გაფართოვდა, და ამასთან იიმ საოცარი არსების სურვილის პოვნის სურვილი გამიჩნდა. აქ კი ძალზე რთულ ზღურბლს გადავეყარე. ნორმალური მდგომარეობის შეცვლამ ჩემთვის თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. გონს მოსული ვიყავი, გრძნობები ამას მიმოწმებდნენ, ასე რომ გადასვლა შეუფერხებელი და ნათელი გამოდგა. მაგრამ უკან - სერიოზული, ფხიზელი გონებისკენ დაბრუნება მართლაც, რომ შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. მე დამავიწყდა, რომ ადამიანი ვიყავი! ამ ვითარების გამოუსწორებლობამ დამაღონა და მე ავტირდი.

 

1961 წლის 5 აგვისტო. შაბათი

მოგვიანებით, იმავე დილით, საუზმის შემდეგ ჩვენი მასპინძელი, დონ ხუანი და მე დონ ხუანის სახლისკენ გავემგზავრეთ. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ საბარგო მანქანაში არ დამძინებია. მხოლოდ იმ კაცის წასვლის შემდეგ დონ ხუანის ვერანდაზე ჩამეძინა.

როცა გამომეღვიძა, უკვე ბნელოდა. დონ ხუანს ჩემთვის საბანი მოეხურა. მისი მოძებნა ვცადე, მაგრამ ვერსად ვერ აღმოვაჩინე. იგი მოგვიანებით მოვიდა, შემწვარი ლობიოს ქვაბი და კვერები მოიტანა. საშინლად მშიოდა.

როგორც კი ჭამას და დასვენებას მოვრჩით, მან მთხოვა მისთვის ყველაფერი მომეყოლა, რაც წინა ღამით შემემთხვა. და მეც ყველაფერი დეტალურად ვუამბე - როგორც კი შემეძლო ვრცლად. როცა დავამთავრე, მან თავი დამიკრა და მითხრა:
- მე მგონი, ყველაფერი შესანიშნავადაა. ახლა მიჭირს ახსნა, როგორ და რატომ, მაგრამ ვფიქრობ, შენთვის კარგად ჩაიარა. მოგეხსენება, იგი ხანდახან მხიარულია, ბავშვივით, ხან კი - საზარელი, საშინელი. ის ან მასხრობს, ან უაღრესად სერიოზულია. წინასწარ ვერ იტყვი, როგორი იქნება ამა თუ იმ კაცთან. თუმცა, როცა მას კარგად გაიცნობ, ეს მაინც შეიძლება - ზოგჯერ. შენ ითამაშე მასთან ამ ღამით. ერთადერთი კაცი ხარ ჩემს მახსოვრობაში, ვისაც კი ბედმა მსგავსი შეხვედრა არგუნა.
- რით განსხვავდება ჩემი გამოცდილება სხვებისაგან?
- შენ ინდიელი არა ხარ, და ამიტომ მიჭირს გარკვევა, რაშია საქმე. იგი სხვათა შორის, ან იღებს ადამიანს, ან იშორებს მას, იმისდა მიუხედავად ინდიელია ის თუ არა. ეს ნამდვილად ვიცი, ბევრი ასეთი შემთხვევა მინახავს. ისიც ვიცი, რომ იგი ემასხარავება ზოგს და ბევრს აცინებს. მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ვინმესთან ეთამაშა.
- დონ ხუან, ახლა ხომ არ შეგიძლია მითხრა, როგორ იცავს პეიოტი...
მან არ დამასრულებინა. მხარზე სწრაფად შემეხო.
- ნურასოდეს ნუ უწოდებ ასე. შენ ჯერ იგი საკმარისად არ გინახავს, კარგად რომ გაგეცნო.
- მაინც როგორ იცავს ადამიანს მესკალიტო?
- რჩევას აძლევს. პასუხობს ყველა დასმულ შეკითხვაზე.
- ესე იგი, მესკალიტო რეალურია? მე იმას ვგულისხმობ, თუ არის ის რაღაც ისეთი, რისი დანახვაც შეიძლება?
მას თითქოს თავზარი დასცა ჩემმა შეკითხვამ და გაცბუნებულმა შემომხედა.
- მე იმის თქმა მინდა, რომ მესკალიტო...
- გავიგონე, რაცა თქვი. კი მაგრამ, შენ თვითონ არ ნახე ის წუხელ ღამით?
მინდოდა მეთქვა, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ძაღლი ვნახე, მაგრამ მისი გაცბუნებული მზერა შევამჩნიე.
- მაშ შენ გგონია, რომ სწორედ ის ვნახე წუხელ ღამით?
მან ახლა უკვე აშკარად დაცინვით შემომხედა. გაეცინა, თავი გააქნია, თითქოს ამის არ სჯეროდა და ძალიან თავაზიანი ტონით მითხრა:
- A poco crees que era tu… mama? (არ მითხრა ახლა, რომ... დედაშენი გეგონა). იგი შეჩერდა სიტყვა „mama”-ს წინ, რადგან იგულისხმებოდა იდიომა “tu chingada madre” - ვისმეს დედის მიმართ უპატიო ნართაული. სიტყვა „დედა“ აქ იმდენად უადგილო ჩანდა, რომ ორივემ კარგა ხანს ვიცინეთ.
მას ისე ჩაეძინა, რომ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

 

1961 წლის 6 აგვისტო, კვირა

დონ ხუანი მანქანით იმ სახლში წავიყვანე, სადაც პეიოტი მივიღე, გზაში მან მითხრა, რომ კაცს რომელმაც ჩემი თავი მესკალიტოს წარუდგინა, ჯონი ერქვა. სახლს რომ მივუახლოვდით, ვერანდაზე ჯონი და ორი ახალგაზრდა კაცი დავინაზეთ. სუყველა განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო. ისინი იცინოდნენ და ძალდაუტანებლად საუბრობდნენ. სამივე სრულყოფილად ფლობდა ინგლისურს. ჯონს ვუთხარი, რომ მადლობის სათქმელად მოვედი გაწეული დახმარებისთვის.

მინდოდა გამეგო მათი აზრი ჩემი ქცევის შესახებ ჰალუცინოგენური ცდის დროს და ვუთხარი, რომ თუმცა კი ვცდილობდი ამაზე ფიქრს, ვერაფერს ვიხსენებდი. ისინი იცინოდნენ და ამ თმაზე საუბრის სურვილს არ ავლენდნენ. მათ ალბათ დონ ხუანის დასწრება აბრკოლებდათ. ისინი დრო და დრო მას გაჰყურებდნენ, თითქოს თანხმობის ნიშნის მოლოდინში და დონ ხუანმა, როგორცა სჩანს, მისცა მათ ასეთი ნიშანი - თუმცა არაფერი მსგავსი მე არ შემიმჩნევია - იმიტომ რომ ჯონი მოულოდნელად ჩემი ქცევის განხილვას შეუდგა.

ის მაშინ მიმხვდარა, რომ მე „მიმიღეს“, როცა მე გული ამერია. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ პირს ალბათ ოცდაათჯერ მაინც მაღებინა. დონ ხუანმა შეასწორა - ოცდაათჯერ კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ.
ჯონმა გააგრძელა:
- მაშინ ჩვენ სუყველა შენკენ გადმოვიწიეთ. შენ გაშეშდი და კრუნჩხვები დაგეწყო. დიდხანს იწექი გულაღმა და პირს ისე ამოძრავებდი, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდი. შემდეგ იატაკს თავი დაუშინე და მხოლოდ მაშინ შეწყვიტე, როცა დონ ხუანმა თავზე ძველი შლაპა დაგახურა. რამდენიმე საათი კანკალებდი, კრთოდი იატაკზე გაშხლართული. ვფიქრობ, სწორედ მაშინ ჩაგვეძინა სუყველას. მაგრამ შენი ხვნეშა და ოხვრა სიზმარშიც მესმოდა. შემდეგ შენი კივილი გავიგონე. გამომეღვიძა და დავინახე, როგორ დახტოდა ადგილზი და ყვიროდი. წყალს მიაშურე, ქვაბი გადააბრუნე და გუბეში მოჰყევი ფართხალს.
დონ ხუანმა კიდევ მოგიტანა წყალი. ქვაბთან წყნარად იჯექი. შემდეგ წამოხტი და ტანს გაიხადე. მერე წყალთან მუხლებზე დაიჩოქე და დიდი ყლუპებით სმას მოსდექი. თითქმის ყველას - დონ ხუანის ჩათვლით - უკვე ჩაგვეძინა, როცა შენ ღმუილით წამოხტი და ძაღლს გაეკიდე. ძაღლი შეშინდა, თვითონაც აღმუვლდა და სახლის უკან გაიქცა. ამ დრისათვის ყველას გამოგვეღვიძა და წამოვდექით. შენ სახლის მეორე მხრიდან დაბრუნდი, კვლავ ძაღლს მისდევდი. ძაღლი ყეფით და ღმუილით შენს წინ მორბოდა. სახლს ალბათ ოცჯერ მაინც შემოურბინე და შენც ძაღლივით ყეფდი. შემეშინდა, ხალხის ყურადღება არ მიგვექცია. აქ ახლომახლო არავინ სახლობს, მაგრამ შენ ისეთი ხმით ყმუოდი, კაცი მრავალი მილის სიშორეზე გაიგონებდა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჩაურთო:
- ბოლოს, როგორც იქნა, ძაღლი დაიჭირე და ხელში აყვანილი ვერანდაზე მოიყვანე.
ჯონმა გააგრძელა:
- შემდეგ ძაღლს დაუწყე თამაში. ეჭიდავებოდი; ერთმანეთს კბენდით და კოტრიალობდით. გეტყობოდათ, რომ ეს გსიამოვნებდათ. ჩვეულებრივ, ჩემს ძაღლს არ უყვარს თამაში. მაგრამ ამკერად თქვენ ერთიმეორეზე გადადიოდით.
- შემდეგ წყლისკენ გაიქეცი და ძაღლთან ერთად სმას მოჰყევი. - თქვა ახალგაზრდა, - ხუთჯერ თუ ექვსჯერ მიირბინეთ ასე წყალთან, ძაღლთან ერთად.
- რამდენ ხანს გაგრძელდა ეს? - ვკითხე მე.
- რამდენიმე საათი, - თქვა ჯონმა. - ერთხანს ორივე მხედველობიდან დაგვეკარგეთ. სახლის უკან ყოფილიყავით. ჩვენ მხოლოდ შენი ყეფა და წკმუტუნი გვესმოდა. შენი ყეფა ისე ჰგავდა ძაღლისას, ვეღარ ვარჩევდით.
- შეიძლება ეს მართლაც ძაღლი იყო, - ვთქვი მე.
- შენ ყეფდი იქ, ყმაწვილო.
- მერე რა მოხდა?
სამივენი ერთმანეთს გადაჰყურებდნენ; თითქოს უჭირდათ მერე მომხდარის გახსენება. ბოლოს, ახალგაზრდა კაცმა, მანამდე რომ სდუმდა, ხმა ამოიღო.
- რაღაც გულზე დაადგა, - თქვა მან და დონ ხუანს შეხედა.
- ხო, რა თქმა უნდა, გულზე დაადგა. ძალიან უცნაურად ატირდი, ხოლო მერე იატაკზე დაეცი. ჩვენ ვიფიქრეთ, ენა მოიკვნიტე. დონ ხუანმა ყბები გაგიხსნა და სახეში წყალი შეგასხა. შენ აგაკანკალა და მთელს სხეულზე კვლავ კრუნჩხვებმა დაგიარა. შემდეგ დიდხანს იყავი უძრავად. დონ ხუანმა თქვა, რომ ყველაფერი დასრულებულია. გათენებულიყო. საბანი მოგახურეთ და ვერანდაზე ჩაძინებული დაგტოვეთ.
აქ ის შეჩრდა და დანარჩენებს გადახედა. ისინი თითქოს სიცილს იკავებდნენ. ის დონ ხუანს მიუბრუნდა და რაღაც ჰკითხა. დონ ხუანმა გაიღიმა და რაღაც უპასუხა. მერე დონ ხუანი მე მომიბრუნდა და მითხრა“
- ჩვენ ვერანდაზე დაგტოვეთ, რადგან გვეშინოდა, ოთახებში შარდვა არ დაგეწყო.
მათ ხმამაღლა გაეცინათ.
- რა მჭირდა ასეთი? - ვიკითხე, - ნუთუ მე...
- ნუთუ შენ> - გამცინა ჯონმა. - ჩვენ არ ვაპირებდით ამაზე ლაპარაკს, მაგრამ დონ ხუანმა თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. შენ თავიდან კუდამდე გაწუწე ჩემი ძაღლი!
- რა ვქენი?
- ხომ არ გეგონა, ძაღლი იმიტომ გაგირბოდა, რომ შენი ეშინოდა? ძაღლი გარბოდა იმიტომ, რომ შენ მას აფსამდი.
აქ საერთო ხარხარმა იქუხა. ვცადე, ერთი ახალგაზრდისთვის მიმემართა, მაგრამ ყველა იცინოდა და მას ჩემი არ ესმოდა. ჯონმა გააგრძელა:
- ჩემი ძაღლიც არ დარჩენილა ვალში, ის შენ გაფსამდა.
ეს განცხადება, როგორც ჩანს, ძალზე სასაცილო იყო, იმიტომ რომ ყველას ლამის მუცლები დააწყდათ სიცილით, მათ შორის დონ ხუანსაც: როცა ისინი დაწყნარდნენ მე მთელი სერიოზულობით ვკითხე:
- ეს მართალია? ყველაფერი ნამდვილად ასე იყო?
ჯერ კიდევ სიცილს აყოლილმა ჯონმა მიპასუხა:
- გეფიცები, ძაღლმა მართლა დაგაფსა.
როცა დონ ხუანთან ერთად მის სახლში ვბრუნდებოდი, მე ვკითხე:
- ყველაფერი ეს მართლა მოხდა, დონ ხუან?
- კი, - თქვა მან, - მაგრამ მათ არ იციან ის, რაც შენ ნახე. მათ არ ესმით, რომ შენ მასთან თამაშობდი. ამიტომაც მე არ შეგიშალე.
- კი მაგრამ, ნუთუ ყოველივე ეს - ჩემი და ძაღლის ერთმანეთის მიფსმა - მართალია?
- ეს არ იყო ძაღლი! რამდენჯერ უნდა გითხრა? ამის გაგების ერთადერთი გზა არსებობს. ერთადერთი! ეს „ის“ იყო და „ის“ შენთან თამაშობდა.
- თუ იცოდი, როგორ მოხდა ყველაფერი მანამ, სანამ მე თვითონ მოგიყვებოდი?
ვიდრე პასუხს გამცემდა, იგი წამით შეყოვნდა:
- არა, როცა ყველაფერს მოყევი, მე შენი უჩვეულო ქცევა გამახსენდა. უბრალოდ მივხვდი, რომ შენი საქმე შესანიშნავად მიდიოდა, ვინდაიდან შენ შიშს არ გრძნობდი.
- ძაღლი მართლა თამაშობდა ჩემთან, როგორც ისინი ამბობენ?
- დასწყევლოს ღმერთმა! ეს არ იყო ძაღლი!

 

1961 წლის 17 აგვისტო, ხუთშაბათი

დონ ხუანს მოვახსენე, რას ვფიქრობდი ჩემი ცდის შესახებ. ჩემს მიერ დაგეგმილი სამუშაოს თვალსაზრისით, ეს შემთხვევა კატასტროფას ნიშნავდა. ვუთხარი, რომ ფიქრიც კი არ მინდოდა მესკალიტოსთან კიდევ ერთ მსგავს შეხვედრაზე. მე დავეთანხმე, რომ ყველაფერი, რაც შემემთხვა უაღრესად საინტერესო იყო, მაგრამ დავუმატე, რომ არავითარი ინტერესეი არ მაიძულებდა ასეთი შეხვედრა კვლავაც მეძენა. მე სერიოზულად მიმაჩნდა, რომ არ ვივარგებდი მსგავსი წამოწყებებისთვის. როგორც ერთ-ერთი შედეგი, პეიოტმა რაღაც უჩვეულო ფიზიკური უხერხულობის შეგრძნება დამიტოვა. ეს რაღაც უმიზეზო შიში იყო, რაღაც უიღბლობის შეგრძნება, მელანქოლია - ზუსტად განსაზღვრა არ შემეძლო. და ასეთი მდგომარეობა ღირსეულად არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნდა.
დონ ხუანს გაეცინა და მითხრა:
- შენ სწავლას იწყებ.
- ასეთი სწავლა მე არ გამომადგება, დონ ხუან. მე არა ვარ ამისთვის გაჩენილი.
- შენ ყოველთვის აზვიადებ.
- ეს არაა გაზვიადება.
- არის. სამწუხსარო მხოლოდ ისაა, რომ შენ მარტო ცუდ მხარეებს აზვიადებ.
- რამდენადაც საქმე მე მეხება, მანდ არ არის კეთილი მხარეები. ეს მაშნებს, და მორჩა.
- ეს თუ შე გაშინებს, ანაში ცუდი არაფერია. როცა გეშინია, სხვაგვარად ჭვრეტ საგნებს.
- მაგრამ მე სულაც არ მადარდებს საგნების სხვაგვარად ჭვრეტა. ვფიქრობ, თავი მივანებო მესკალიტოს შესახებ სწავლებას. მე მას ვერ დავძლევ. აქ მართლაც ცუდათა მაქვს საქმე.
- რაც მართალია - მართალია. მეც საკმაოდ გამიჭირდა, მარტო შენ კი არ აგებნა თავგზა.
- კი მაგრამ, დონ ხუან, შენ რაღამ დაგაბნია?
- წუხელ ღამით ნანახზე ვფიქრობდი. მესკალიტო, უეჭველად, შენთან თამაშობდა და მე ეს მაოცებს. ეს მინიშნებაა (omen, ნიშანი).
- რისი მინიშნება, დონ ხუან?
- მესკალიტო შენზე მანიშნებდა.
- რისთვის?
- მაშინ ვერ მივხვდი, ახლა კი მესმის. იგი გულისხმობდა, რომ შენ „რჩეული“ ხარ, მესკალიტომ შენზე მიმითითა და მანიშნა, რომ შენ „რჩეული“ (escogido) ხარ.
- შენ იმის თქმა გინდა, რომ მე ამირჩიეს სხვებთა შორის რომელიღაც მიზნისთვის, ან რაღაც ამდაგვარი?
- არა, მხოლოდ იმისი, რომ მესკალიტოს თქმით, შენ შეიძლება ის კაცი გახდე, მე რომ დავეძებ.
- როდის გითხრა მან ეს, დონ ხუან?
- მან იმით მითხრა, რომ შენთან თამაშობდა. ამით შენ ჩემთვის რჩეულ ადამიანად გადაიქეცი.
- რას ნიშნავს - რჩეული ადამიანი?
- არსებობს გარკვეული საიდუმლოებანი (Tengo secretos). მე ვფლობ საიდუმლოებებს, რომელთაც ვერ ვხსნი, სანა, რჩეულ ადამიანს არ ვიპოვი. როდესაც წუხელ ღამით დავინახე, როგორ თამაშობდი მესკალიტოსთან, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შენ სწორედ ეს კაცი ხარ. მაგრამ შენ ინდიელი არა ხარ, სასწაულია!
- კი მაგრამ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? რა უნდა ვაკეთო?
- მე მივიღე გადაწყვეტილება და გასწავლი იმ საიდუმლოებებს, რომლებიც ცოდნის კაცის ბედს განსაზღვრავენ.
- შენ მესკალიტოს საიდუმლოებანი გაქვს მხედველობაში?
- ხო. მაგრამ ისინი ყველა ჩემს საიდუმლოს როდი მოიცავენ. სხვაც ვიცი, სხვა სახის, რომლებიც მინდა ვისმეს გადავცე. მე თვითონაც მყავდა მასწავლებელი, ჩემი ბენეფაქტორი, და შევასრულე რა გარკვეული პირობები, მეც მისი რჩეული ადამიანი გავხდი. ყველაფერი რაც ვიცი - მან მასწავლა.

კვლავ ვკითხე, რას მოითხოვდა ჩემგან ეს ახალი როლი. მან მიპასუხა, რომ იგულისხმებოდა მხოლოდ სწავლება იმ აზრით, რომელიც მასთან ორი სესიის განმავლობაში გამოვცადე.

საქმე ძალზე უცნაურად შეტრიალდა. გადავწყვიტე, მისთვის განმეცხადებინდა, რომ პეიოტის შესახებ სწავლაზე უარს ვამბობდი, მაგრამ სანამ ამას მოვასწრებდი, მან თავისი „ცოდნის“ სწავლება შემომთავაზა. ვერ მივხვდი, რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მოულოდნელი შემობრუნება ძალზე სერიოზულ ხასიათს ატარებდა. შევეპასუხე, რომ ასეთი ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭირო თვისებები არ გამაჩნდა, თუნდაც საქმისთვის ასე აუცილებელი განსაკუთრებული ვაჟკაცობა. ვუთხარი, რომ სხვის ქმედებათა განსჯას ვანიჭებდი უპირატესობას. ამის შესახებ მისი აზრის გაგება მსურდა. ვუთხარი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი, იქ ჯდომა და მთელი დღეების განმავლობაში მის მიერ მოყოლილი ამბების მოსმენა რომ შემძლებოდა და ეს იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო სწავლება.

ის მისმენდა. კიდევ დიდხანს ვილაპარაკე. შემდეგ მან მითხრა:
- ადვილია ყოველივე ამის გაგება. შიში - არის პირველი ბუნებრივი მტერი, რომელიც ცოდნის გზაზე დამდგარმა ადამიანმა უნდა დასძლიოს. მაგრამ, შენ ცნობისმოყვარე ხარ. ეს წყვეტს საქმეს. შენ ისწავლი, თუნდაც შენივე სურვილის საწინააღმდეგოდ: ასეთია წესი.
მისი გადარწმუნება ვცადე და წინააღმდეგობა გავაგძელე, მაგრამ ის, როგორც ჩანსმ დარწმუნებული იყო, რომ მე სწავლის მეტი არაფერი დამრჩენოდა.
- შენ სწოედ არ ფიქრობ, - მითხრა მან, - მესკალიტო ნამდვილად გეთამაშებოდა. ამაზე უნდა იფიქრო. რატომ იმას არ ჩაეჭიდები, შენს შიშზე ფიქრის ნაცვლად?
- რა მოხდა ასეთი არაჩვეულებრივი?
- შენს მეტი არავინ მინახავს, მესკალიტოსთან რომ ეთამაშა. ასეთ ცხოვრებას შეჩვეული არა ხარ. ამიტომაც ვერ შეამჩნიე ნიშნები (omens). კი მართალია, შენ სერიოზული კაცი ხარ, მაგრამ შენი სერიოზულობა, რასაც აკეთებ იმაზეა მიჯაჭვული და არა იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება. შენ საკუთარ თავზე იჭედები. ამაშია უბედურება, და ეს საშინელ დაღლილობას შობს.
- კი მაგრამ, რა უნდა ვაკეთო, დონ ხუან?
- ეძიე სასწაულები შენს ირგვლივ და უცქირე მათ. შენ გღღლის მხოლოდ საკუთარი თავის ცქერა, და ეს დაღლილობა ყველაფერ დანარჩენისთვის ყრუდ და ბრმად გაქცევს.
- მიზანში მოარტყი, დონ ხუან. მაგრამ როგორ შევიცვალო?
- იფიქრე შენთან მოთამაშე მესკალიტოს სასწაულზე. ნურაფერ სხვაზე ნუ ფიქრობ. დანარჩენი თავის თავად მოგივა.

 

1961 წლის 20 აგვისტო, კვირა

წუხელ დონ ხუანმა მისი ცოდნისაკენ მიმვალი კარი შემომიღო. მის სახლის წინ სიბნელეში ვისხედით და რაიმე მიზეზის გარეშე, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან უეცრად საუბარი წამოიწყო. მან თქვა, რომ აპირებდა ჩემთვის იმის გადმოცემას, რაც სწავლების პირველ დღეს მას მისმა ბენეფაქტორმა უთხრა. დონ ხუანს, როგორც ჩანს, მისი სიტყვები დაუზეპირებია, რადგან რამდენიმეჯერ გამიმეორა, რათა მათ რაც შეიძლება ღრმად ჩავწვდომოდი.
- ადამიანი მიემართება ცოდნისკენ ისევე, როგორც მიდის ომში: სრულიად ფხიზელი, შიშით, პატივისცემით და აბსოლიტური რწმენი. რომელიმე სხვა განწყობით ცოდნისთვის ან ომისთვის მზადება - შეცდომაა; ვინც ამას დაუშვებს - ინანებს.
მე ვკითხე, რატომ იყო ასე, და მან მიპასუხა, რომ ამ ოთხი პირობის დაცვის შემთხვევაში ადამიანს შეეძლო ნებისმიერი შეცდომის გათვალისწინება და ამით მის ქმედებებს სულის მოქმედებასავით უაზრო ხასიათი აღარ ექნებოდა. თუ ასეთ კაცს ბედი უმუხთლებდა ან მარცხი ეწვეოდა, ის მხოლოდ ბრძოლას წააგებდა - და სადარდებელიც არაფერი ექნებოდა.

შემდეგ მან მითხრა, რომ აპირებდა ჩემთვის „მოკავშირეს“ შესახებ იმავე ხერხით სავლებას, რომლითაც ნას ბენეფაქტორმა ასწავლა. გაიმეორა, რა რამდენიმეჯერ ეს ფრაზა, მან განსაკუთრებით სიტყვები „იმავე ხერხით“ გამოჰყო.
- მოკავშირე, თავქ მან - არის ძალა, რომლის შეყვანაც საკუთარ ცხოვრებაში ადამიანს შეუძლია დახმარების, რჩევის და სამოქმედო საჭირო ძალების შესაძენად, სულერთია იქნება ეს ქმედება დიდი თუ მცირე, სწორი თუ მცდარი. მოკავშირე საჭიროა იმისათვის, რომ განამტკიცოს კაცის ცხოვრება, მიმართოს მისი ქმედება და გააღრმავოს ცოდნა. არსებითად ცოდნის შეძენაში მოკავშირეს დახმარება ფასდაუდებელია.
დონ ხუანმა ეს ძლიერად, თავდაჯერებულად წარმოთქვა. ის თითქოს საგულდაგულოგ არჩევდა სიტყვებს. შემდეგი ფრაზა მან ოთხჯერ გაიმეორა:
- მოკავშირე ისეთი რამეების დანახვასა და გაგებაში დაგეხმარება, რაშიც ალბათ, სხვა ვერავინ გაგარკვევს.
- მოკავშირე - ეს რაღაც მფარველი-სულის მსგავსია?
- არა. იგი არც მფარველია და არც სული. ის - დახმარებაა.
- მესკალიტო - შენი მოკავშირეა?
- არა! მესკალიტო სხვა სახის ძალაა. უნიკალური ძალა! დამცველი, მასწავლებელი.
- რით განსხვავდება მესკალიტო მოკავშირესგან?
- შეუძლებელია მისი მოკავშირეს მსგავსად მოთვინიერება ან გამოყენება. მესკალიტო შენს გარეთაა, იგი მრავალი სახით წარუდგება მის წინ მდგომს, ბრუხო იქნება ეს, თუ სოფლელი ბიჭუნა.
დიდი პატივისცემით ახსენა დონ ხუანმა ისიც, რომ მესკალიტო - სწორი ცხოვრების მასწავლებელი იყო. ვკითხე, როგორ ასწავლიდა მესკალიტო „სწორი ცხოვრების წესს“, და მან მიპასუხა, რომ მესკალიტო გიჩვენებდა, როგორ გეცხოვრა.
- როგორ გიჩვენებს? - ვკითხე მე.
- მას ამის მრავალი საშუალება გააჩნია. ხანდახან იგი თავის ხელზე გიჩვენებს, ან ქვაზე, ანდა პირდაპირ შენს წინ.
- ეს როგორ, სურათებივით?
- არა, შენს წინ გადაშლილი მოძღვრების სახით.
- ელაპარაკება მესკალიტო ადამიანს?
- ხო, მაგრამ არა სიტყვებით.
- მაშ როგორ?
- სუყველას სხვადასხვანაირად.
მე ვგრძნობდი, რომ მას მობეზრებული ჰქონდა ჩემი შეკითხვები და მეტს აღარ ვეკითხებოდი. ის მიხსნიდა, რომ საიმედო გზა მესკალიტოსკენ, მის გასაცნობად არ არსებობდა. ამიტომ ვერავინ გასწავლიდა ამის შესახებ თვით მესკალიტოს გარდა. ეს თვისება მას უნიკალურ ძალად აქცევდა; იგი არ იყო ერთი და იგივე სხვადასხვა ადამიანისთვის.

მეორეს მხრივ, მოკავშირეს მოსაპოვებლად საჭირო იყო უზუსტესი მოძღვრება და საფეხურთა, ნაბიჯთა მიმდევრობა, უმცირესი გადახვევის გამორიცხვა. ქვეყნად მრავალი არის ასეთი მოკავშირე-ძალა, ამბობდა იგი, მაგრამ პირადად ის მხოლოდ ორს იცნობდა და მზად იყო, ისინიც და მათი საიდუმლოებანი ჩემთვის გაეცნო, მაგრამ მე მათში უნდა ამერჩია, რადგან მე მხოლოდ ერთი მოკავშირის ყოლა შემეძლო. მან თქვა, რომ მისი ბენეფაქტორის მოკავშირე „la yerba del diablo”-ში (ეშმაკის ბალახში) იყო, მაგრამ პირველად მას იგი არ მოსწონდა, თუმცა ბენეფაქტორმა მისი საიდუმლოებანი მას გააცნო. საკუთრივ მისი მოკავშირე, თქვა მან, „humito”-ში (კვამლში) იმყოფებოდა, მაგრამ ამ „კვამლის“ ბუნების დაწვრილებით ახსნისგან თავი შეიკავა.

შევეკითხე ამის შესახებ, მან არ მიპასუხა. გრძელი პაუზის შემდეგ ვკითხე:
- კი მაგრამ, რა ძალას წარმოადგენს მოკავშირე?
- ეს დახმარებაა, ხომ გითხარი.
- როგორ გეხმარება იგი?
- მოკავშირე არის ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი საკუთარ ფარგლებს გარეთ გაიყვანოს. სწორედ ამ გზით ახერხებს მოკავშირე მას ისეთი რამ გაუხსნას, რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ გაუხსნის.
- კი მაგრამ, მესკალიტოსაც ხომ გაჰყავხარ საკუთარი გარგლებს ფარეთ. ნუთუ ეს არ ხდის მას მოკავშირედ?
- არა. მესკალიტოს იმისთვის გამოჰყავხარ საკუთარი თავიდან, რომ გასწავლის, ხოლო მოკავშირეს - ძალა რომ მოგცეს.

მე ვთხოვე, უფრო ზუსტად განემარტა ეს მომენტი, ან ერთისა და მეორეს მოქმედებებს შორის განსხვავება აღეწერა. მან დიდხანს მიყურა, შემდეგ ახარხარდა. მითხრა, რომ სწავლება საუბრის საშუალებით - არა მხოლოდ დროის უქმი ფლანგვა იყო, არამედ სისულელეც, რადგან სწავლა - ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენდა მათ შორის, რაც კი ადამიანს შეეძლო თავისი თავისთვის დაეკისრებინა. მან მთხოვა, გამეხსენებინა ის მომენტი, როდესაც ჩემი ლაქის პოვნა ვცდილობდი - როგორ მინდოდა ამის გაკეთება რაიმე შრომის დაუხარჯველად და როგორ ველოდი მისგან სუყველა ცნობის მოწოდებას. მას რომ ეს ჩემს მაგივრად გაეკეთებინა, თქვა მან, მე ვერასოდეს ვერ ვისწავლიდი. მაგრამ რადგან გაცნობიერებული მქონდა საკუთარი ლაქის ძებნის სიძნელე და რაც მთავარია ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მე ამით რწმენის უნიკალური შეგრძნება შევიძინე. მან თავქ, რომ სანამ მე ჩემს „კეთილ ლაქაში“ მქონდა გადგმული ფესვი, ფიზიკურ ზიანს ვერაფერი მომაყენებდა, რადგან მე რწმენა გამაჩნდა, რომ სწორეს ეს ადგილი იყო ჩემთვის საუკეთესო. მე მოპოვებული მქონდა ძალა ყოველივე იმის უკუგდებისა, რასაც ჩემთვის ზიანის მოტანა შეეძლო. მას რომ, დავუშვათ, მოეთხრო ჩემთვის, სად იმყოფებოდა იგი, მე ვერასდროს მოვიპოვებდი რწმენას, რომელიც საჭირო იყო მის ჭეშმარიტ ცოდნად აღიარებისთვის. ამგვარად, ცოდნა, მართლაც, ძალად იქცა.

შემდეგ დონ ხუანმა თქვა, რომ ყოველთვის, როცა ადამიანი სწავლას მიეცემა მას ისეთივე ბეჯითი შრომა უხდება, როგორც მე ჩემი ლაქის ძებნისას, მისი ათვისების საზღვრები კი მისივე ბუნებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ის ვერავიტარ აზრს ვერ ხედავს ცოდნის შესახებ საუბარში. მან თქვა, რომ ცოდნის ზოგიერთი სახეობა მეტისმეტად მძიმე იყო იმ მცირე ძალისთვის, რომელიც მე გამაჩნდა და მათ შესახებ ლაპარაკს მხოლოდ ზიანის მიყენება შეეძლო. მისთვის ნათელი იყო, აქ მეტს ვერაფერს იტყოდა. ის ადგა და სახლისაკენ გაემართა. მე ვუთხარი, რომ სიტუაციამ დამრთგუნა. ეს სრულიად არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენებს მასზე (სიტუაციაზე) და არც იმას, რისი დანახვაც მასში მსურდა.

მან მიპასუხა, რომ შიში სავსებით ბუნებრივი რამაა, მას ყველანი განვიცდით, და ამას ვერაფერს მოვუხერხებ. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორი შიშის მომგვრელიც არ უნდა მოგეჩვენოს მოძღვრება, მეტი საშინელებაა მოკავშირეს ან ცოდნას მოკლებული ადამიანის წარმოდგენა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff