ნაწილი 10
ნაწილი 10
1964 წლის დეკემბერში ჩვენ, დონ ხუანთან ერთად, გავემგზავრეთ მოსაწევი ნარევისათვის მცენარეების შესაგროვებლად. ეს მეოთხე ციკლი გახლდათ. დონ ხუანი, უბრალოდ, კონტროლს უწევდა ჩემს მოქმედებას. მან შემახსენა, რომ სანამ რომელიმე მცენარეს მოვწყვიტავდი, საჭირო იყო დროის შერჩევა, დაკვირვება და აზრების მოკრეფა. როგორც კი ყველა საჭირო მცენარე მოვაგროვე და შესაბამისად დავამზადე, მან დამიწყო დარწმუნება, მოკავშირესთან ჩემი კიდევ ერთი შეხვედრის აუცილებლობაში.
1964 წლი 31 დეკემბერი, ხუთშაბათი
- ახლა, როცა ცოტა უკეთ გაიცანი ეშმაკის ბალახი და კვამლი, უფრო გარკვეულად შეგიძლია თქვა, რომელი უფრო მოგწონს ამ ორში, - მითხრა დონ ხუანმა.
- კვამლი ნამდვილად მაშინებს, დონ ხუან. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ კეთილ გრძნობებს არ განვიცდი.
- შენ პირფერობა გიყვარს და ეშმაკის ბალახიც შენთვის ქათინეურებს არ იშურებს. ქალივით სიამოვნებას განიჭებს. კვამლი კი - ყველაზე კეთილშობილ ძალას წარმოადგენს. მას უსპეტაკესი გული აქვს. იგი მამაკაცებს არ აცდუნებს და მათ არ ატყვევევს. იგი თავისუფალია, როგორც სიყვარულისგან, ისე სიძულვილისგანაც. ერთადერთი, რასაც ის მოითხოვს, ეს ძალაა. ეშმაკის ბალახიც ძალას მოითხოვს, მაგრამ სულ სხვა სახის ძალას - ეს გულის ძალაა. შენ ის არა გაქვს! ის ძალზე ცოტა მამაკაცს გააჩნია. სწორედ ამიტომ გირჩევ, კვამლის უკეთ გაცნობას. იგი გულს გიმაგრებს და სულ არ ჰგავს ეშმაკის ბალახს, თავისი ვნებებით, ეჭვიანობითა და ძალადობით. კვამლი საიმედოა. მათან არ უნდა გეშინოდეს, რომ საქმის მსვლელობაში რამეს დაივიწყებ.
1965 წლის 27 იანვარი, ხუთშაბათი
სამშაბათს, ცხრამეტ იანვარს, ისევ მოვწიე ჰალუცინოგენური ნარევი. დონ ხუანს ვუთხარი, რომ სრულიად არ ვიყავი კეთილად განწყობილი კვამლის მიმართ და მეშინოდა კიდევაც მისი. მან თქვა, რომ კვამლის სათანადოდ შეფასებისთვის, იგი კიდევ ერთხელ უნდა მომესინჯა.
მის ოთახში გავედით. დღის ორი საათი იქნებოდა. მან ჩიბუხი გამოიღო. მე ნაკვერჩხლები მოვიტანე, შემდეგ ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მან თქვა, რომ ჩიბუხის გათბობასა და გაღვივებას აპირებდა. თუ ყურადღებით ვიქნებოდი, დავინახავდი, როგორ დაიწყებდა იგი ნათებას. მან სამჯერ თუ ოთხჯერ მიიტანა ჩიბუხი პირთან და მით ჰაერი შეისუნთქა. ნაზად გადაუსვა ხელი, უეცრად, მან ოდნავ შესამჩნევად დამიკრა თავი ნიშნად იმისა, რომ ჩიბუხის გაღვივების საყურებლად მიწვევდა. მე ვუცქერდი, მაგრამ ვერაფერი დავინახე.
მან ჩიბუხი გადმომცა. ყალიონი ჩემი საკუთარი ნარევით ავავსე. მერე გავარვარებული ნაკვერჩხალი ავიღე საკეცურით, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის ხის საკიდრისგან გავაკეთე. დონ ხუანმა საკეცურს შეხედა და სიცილი აუტყდა. ოდნავ დავაყოვნე და ნაკვერჩხალი საკეცურს მიეწვა. შემეშინდა, საკეცური ჩიბუხისთვის არ მიმერტყა და ნაკვერჩხლის მოსაცილებლად იძულებული გავხდი მასზე დამეფურთხებინა.
დონ ხუანი მიბრუნდა და სახეზე ხელები აიფარა. სხეული უკრთოდა. წამით გავიფიქრე, რომ ტიროდა, მაგრამ იგი უხმოდ იცინოდა.
პროცედურა კარგა ხნით შეწყდა; შემდეგ მან თვითონ სწრაფად აიღო ნაკვერჩხალი, ჩიბუხში ჩადო და მოწევა მიბრძანა. მნიშვნელოვანი ძალდატანება დამჭირდა, ჰაერი რომ შემესრუტა, რადგან ნარევი, როგორც ჩანს, ძალზე მჭიდრო იყო. პირველი ნაფაზის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჰაერთან ერთად წმინდა ფხვნილიც შევიწოვე, მაშინათვე პირი გამიბუჟდა. ჩიბუხში ნაღვერდალს ვხედავდი, მაგრამ კვამლს სრულებით არ ვგრძნობდი, ისე, როგორც კაცი სიგარეტის კვამლს გრძნობს. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაცას ვისრუტავდი, რაც ჯერ ფილტვებს მივსებდა, ხოლო შემდეგ ძირს ეშვებოდა და მთელს სხეულში იღვრებოდა.
20 ნაფაზი დავითვალე შემდეგ ანგარიშმა მნიშვნელობა დაკარგა. ოფლი წამომივიდა; დონ ხუანმა დაკვირვებით შემომხედა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა და ყველაფერი ზუსტად ისე გამეკეთებინა, როგორც ის იტყოდა. ვცადე სიტყვა „კარგი“-ს წარმოთქმა, მაგრამ ამის ნაცვლად რაღაც მუცლისმიერი ყმუილი აღმომხდა, რომელიც მას შემდეგაც გაისმოდა, პირი რომ დავმუჭე. ხმამ თავზარი დასცა დონ ხუანს და სიცილის კიდევ ერთი შეტევა გამოიწვია. თავის დაქნევა დავაპირე „ხო“-ს ნიშნად, მაგრამ ესეს ვერ შევძელი.
დონ ხუანმა რბილად გამიხსნა ხელები და ჩიბუხი გამომართვა. იატაკზე დაწოლა მიბრძანა, მაგრამ ძილი ამიკრძალა. ველოდი, რომ დაწოლაში დამეხმარებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. იგი უბრალოდ თვალმოუცილებლად მიმზერდა. უცბად დავინახე, რომ ოთახი შეტრიალდა და ახლა დონ ხუანს გვერდზე წამოწოლილი მდგომარეობიდან ვხედავდი. ამ წუთიდან ზმანებებ უცნაურად შეინისლა სიზმარივით. ბუნდოვნად მაგონდება, რომ დონ ხუანი ბევრს ლაპარაკობდა, მე კი უძრავად ვიყავი.
არც შიში და არც სხვა რამ უსიამოვნო შეგრძნება ამ მდგომარეობას არ მოუტანია და მეორე დღეს, გამოღვიძებისას, თავს ავად არ ვგრძნობდი. ერთადერთი უჩვეულო ის იყო, რომ რაღაც პერიოდი გაღვიძების შემდგომ, ნათლად ვერ ვაზროვნებდი. შემდეგ თანდათან 4-5 საათის განმავლობაში კვლავ დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას.
1965 წლის 20 იანვარი, ოთხშაბათი
დონ ხუანს აღარ წამოუწყია საუბარი ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და მათი გადმოცემაც ჩემთვის არ უთხოვია. მან შენიშნა მხოლოს, რომ მე ნამეტანი სწრაფად ჩამეძინა.
- ერთადერთი საშუალებაა არ დაიძინო ეს - ფრინველად, კურდღლად ან კიდევ სხვა მსგავს რამედ გადაიქცე, - თქვა მან.
- ამას როგორ აკეთებ, დონ ხუან?
- სწორედ ეგ უნდა გასწავლო. გახსოვს გუშინ რა გითხარი, როცა ხეული არ გქონდა?
- კარგად ვერ ვიხსენებ.
- მე - ყვავი ვარ და გასწავლი, ყვავი როგორ გახსე. ამას რომ ისწავლი, სიფხიზლის შენარჩუნებასა და თავისუფლად მოძრაობას შეძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუდამ მიწაზე დარჩები მიკრული - იქ, სადაც დაეცემი.
1965 წლის 7 თებერვალი, კვირა
კვამლის ჩემი მეორე მოსინჯვა შედგა კვირას, 31 იანვარს ნაშუადღევს. მეორე დღეს, მოსაღამოვებულს გამოვიღვიძე და რაღაც არაჩვეულებრივი უნარი შევიგრძენი ყველაფერი იმის გახსენებისა, რაც კი დონ ხუანმა ცდის დროს მითხრა. კვლავ ჩამესმოდა ისინი, საოცარი სიცხადითა და დამაჯერებლობით. კიდევ ერთი რამ გახდა ჩემთვის ცხადი: მთელი სხეული ერთბაშად გამიბუჟდა მას შემდეგ, რაც წვრილი ფხვნილის ყლაპვა დავიწყე, ყოველ ნაფასზე პირში რომ მხვდებოდა. ესე იგი, მარტო კვამლს კი არ ვისუნთქავდი, ნარევსაც ვჭამდი.
ვეცადე დონ ხუანისთვის ჩემი შეგრძნებების გაზიარება; მან თქვა რომ არაფერი სერიოზული არ მომხდარა. მაშინ დავუმატე, რომ ყველაფრის გახსენება შემეძლო, რაც მოხდა, მაგრამ მან მოსმენა არ ისურვა. ყოველი მოგონება ზუსტი და შეუცდომელი იყო. მოწევის პროცედურა იგივე იყო, რაც წინათ. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ორივე ცდა მთლიანად ემთხვეოდა ერთმანეთს და ჩემი თხრობის გაგრძელება იმ ადგილიდან შემეძლო, სადაც პირველი ექსპერიმენტი დასრულებულიყო. ცხადად მახსოვდა, რომ გვერდზე დაცემის შემდეგ გრძნობებმა და აზრებმა სრულიად დამტოვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გონების სიცხადე არაფერში არ დარღვეულა. მახსოვს, რომ ჩემი უკანასკნელი აზრი, როცა ოთახი ვერტიკალურ სიბრტყეში გადაბრუნდა, იყო: „ალბათ, იატაკს დავასკდი თავით და მაინც არავითან ტკივილს არა ვგრძნობ“.
ამ წუთიდან მე მხოლოდ მოსმენისა და ხედვის უნარი დამრჩენოდა. დონ ხუანის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის გამეორება შემეძლო. ყველა მის მითითებას ვასრულებდი. ისინი ცხადი, ლოგიკური და უბრალო მეჩვენებოდნენ, ხოლო ასეთ პირობებში სიფხიზლისა და მოძრაობის უნარის შნარჩუნების ერთადერთი საშუალება - ყვავად გადაქცევა იყო. მან მიბრძანა, თვალების დახამხამება მეცადა და დაუმატა, ამას თუ შევძლებდი, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ გაგრძელება შემეძლო. შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემი სხეული სრულიად გამქრალიყო და მე თავის გარდა არაფერი დამრჩენოდა; თავი არასოდეს არ ქრებოდა, რადგან სწორედ თავი გადაიქცეოდა ყვავად.
მან მიბრძანა, თვალები დამეხამხამებინა. ალბათ, ეს ბრძანება - ისევე როგორც ყველა დანარჩენი - მრავალჯერ გაიმეორა იმიტომ, რომ მათი გახსენება უაღრესი სიცხადით შმეძლო. როგორც ჩანს, მე თვალები დავახამხამე, რადგან მან გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე მზად ვიყავი, და თავის გასწორება და ნიკაპზე დაყრდნობა მიბრძანა. ნიკაპი თურმე - ყვავის თითები ყოფილა. მან მიბრძანა, თითები შემეგრძნო და მეზრუნა იმაზე, რომ ისინი ნელ-ნელა გამოსულიყვნენ. შემდეგ მან თქვა, რომ მე ჯერ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი, რომ კუდი უნდა გამეზარდა და რომ იგი ჩემი კისრიდან გამოვიდოდა. მიბრძანა, კუდი მარაოსავით გამეშალა და შემეგრძნო, როგორ ხვეტავდა იგი იატაკს.
შემდეგ ის ყვავის ფრთებზე გადავიდა და თქვა, რომ ისინი ჩემი ღაწვებიდან უნდა გამოსულიყვნენ. ეს ძნელი და მტკივნეული საქმე იქნებოდა. მათი გამოვება მიბრძანა. ისინი განსაგუთრები გრძელი უნდა ყოფილიყვნენ, იმ სიგრძე, რომლის მიღწევასაც კი შევძლებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავფრინდებოდი. მან მითხრა, რომ ფრთები უკვე გამომდიოდა, გრძელი და ლამაზი, უნდა მექნია ისინი, სანამ ნამდვილ ფრთებად არ გადაიქცეოდნენ.
შემდეგ ის ჩემი თავის კენწეროზე გადავიდა და თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან დიდი და მძიმე იყო და რომ მისი სიმძიმე ფრენას შემიშლიდა. მისი შემცირებისთვის თვალების დახამხამება იყო საჭირო საჭირო; ყოველ დახამხამებაზე თავი თანდათან შემცირდებოდა. მან მიბრძანა, თვალები დამეხამხამებინა, სანამ კენწერო არ გამსუბუქდებოდა და მე თავისუფლად არ შევძლებდ ახტომას. შემდეგ მან მითხრა, რომ მე უკვე შევამცირე თავი ყვავის თავის ზომამდე, ახლა უნდა მევლო იქით-აქეთ და მეხტუნა, სანამ შებოჭილობა არ გამივლიდა.
კიდევ ერთი რამ დარჩა შესაცვლელი, მითხრა მან და მაშინ ფრენას შევძლებდი. ეს იყო ყველაზე ძნელი ცვლილება - მისთვის რომ მიმეღწია, ყველაფერში დონ ხუანისთვის უნდა დამეკერებინა და ყოველი მიინ ნათქვამი ზედმიწევნით შემესრულებინა. მე უნდა მესწავლა ყვავივით ხედვა. დონ ხუანმა თქვა, რომ ახლა თვაებს შუა ცხვირი და პირი გამომივიდოდა და მყარი ნისკარტო ჩამოყალიბდებოდა. მან დაუმატა, რომ ყვავები პირდაპირ ორივე მხარეს იხედებიან და მიბრძანა, თავი მომებრუნებინა და მისთვის ცალი თვალით შემეხედა. მეორე თვალით რომ მესურვა ისთვის შეხედვა, ნისკარტი ქვემოთ უნდა დამეწია - ეს მოძრაობა მეორე თვალით დანახვის საშალებას მომცემდა. მანმიბრძანა, მხედველობა ერთი თვალიდან მეორეზე გადამეტანა. შემდეგ დაასკვნა, რომ გაფრენისთვის მზად ვიყავი და მას მხოლოდ ჩემი ჰაერში აგდება დარჩენოდა.
მისი ბრძანებების შესაბამისად აღძრულ არცერთ შეგრძნებასთან არავითარი სირთულე არ გამჩენია. ვგრძნობდი, როგორ მეზრდებოდა ფრინველის ფეხები, ჯერ სუსტი და მთრთოლვარე. ვგრძნობდი, როგორ ამოდიოდა ჩემი კისრის უკანა მხარიდან კუდი, ხოლო ღაწვებიდან - ფრთები. ფრთები მჭირდოდ მქონდა აკეცილი. ბგრძობდი როგორ გამოდიოდნენ ისინი თანდათანობით. პროცესი ძნელი, მაგრამ უმტკივნეულო იყო. შემდეგ თვალების დახამხამებას მოვყევი დანამ ჩემი თავი ყვავის თავის ზომამდე არ შემცირდა. მაგრამ ყველაზე საოცარი ჩემს თვალებს გადახდა. მე ფრინველივით ვხედავდი!
როდესაც დონ ხუაის ხელმძღვანელობით ნისკარტს ვიზრდიდი, გამიჩნდა ჰაერის უკმარისობის გამაღიზიანებელი შეგრძნება. შემდეგ, რაღაც წინ გამოშვერილმა საგანმა ჩემს თვალებს დაბრკოლება შეუქმნა და სანამ დონ ხუანმა გვერდით გახედვა არ მიბრძანა, მათ სრული ხედვითი არე არ გააჩნდათ. მე შემეძლო თვალის დახამხამებით მეხედველობის ფოკუსის ერთი თვალიდან მეორეზე გადატანა. ამასთან, ოთახი და მასში განლაგებული არცერთი საგანი ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჩვეულებრი. თუმცა ვერ ვიტყვი, რაში მდგომარეობდა განსხვავება. როგორც ჩანს, მე მათ ალმაცერად ვუცქერდი, ანდა შესაძლოა, საგნებს ფოკუსში ვერ ვიჭერდი.
დონ ხუანი ძალიან დიდი გახდა და კაშკაშად ანათებდა. მის მიმართ თავისებური კოფორტისა და უსაფრთხოების გრნობებს განვიცდიდი. შემდეგ ხილული სახეები გაბუნდოვანდნენ, დაჰკარგეს მოხაზულობა და მკვეთრ, სქემატურ ნაყშებად გადაიქცნენ, რომელნიც დროდადრო ინთებოდნენ და ციმციმებდნენ.
1965 წლის 28 მარტი, კვირა
სამშაბათს, 18 მარტს, კვლავ მოვწიე ჰალუცინოგენური ნარევი. პირვანდელი პროცედურა შეიცვალა წვრილმან დეტალებში. ორჯერ მომიხდა ჩიბუხის შევსება. პირველი ჩიბუხის მოწევის შემდეგ დონ ხუანმა მისი გაწმენდა დამავალა, ნარევი კი ხელახლა თვითონ ჩაყარა, რადგან მე კუნთების კოორდინაცია მღალატობდა. ძალზე სერიოზული დაძაბვა მიხდებოდა, უბრალოდ ხელების რომ გამენძრია. ჩემს ქისაში საკმარისი ნარევი აღმოჩნდა, ჩიბუხის კიდევ ერთხელ შესავსებად. დონ ხუანმა შეხედა მას და თქვა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი ცდა იქნებოდა მომავალ წლამდე - მთელი ჩემი მარაგი ამომეწურა.
მან ქისაამოაბრუნა და მტვერი ნავერცხლიან თეფშზე გადმობერტყა. ნარინჯისფერი ალი ავარდა, თითქოს მას ნაკვერჩხლებზე რომელიღაც გამჭვირვალე მასალის ფურცელი დაედოს. ფურცელს ალი მოედო და შემდეგ დაიშალა ძარღვთა რთული მოხაზულობით. რაღაცამ გაიელვა ამ ხაზების გასწვრივ. დონ ხუანმა მიბრძანა, თვალი მედევნებინა ხაზების მოძრაობისთვის. დავინახე პატარა ბურთის მაგვარი ფორმა, რომელიც განათებულ ლაქაზე დაგორავდა. დონ ხუანი დაიხარა, ხელი ჩაყო ამ სინათლეში, ბუთულა ამოიღო და ჩადო ჩიბუხში. ნაფაზის დარტყმა მიბრძანა. სრული შთაეჭდილება შემექმნა, რომ მან ბურთულა ჩიბუხში იმიტომ ჩადო, რომ მე იგი შემესუნთქა. წამში ოთახმა დაკარგა ჰორიზონტალური განლაგება. ძლიერი შებოჭილობა და სიმძიმე ვიგრძენი.
როცა გამოვიღვიძე, პატარა საირიგაციო არხის ფსკაეზე გულაღმა ვიწექი, წყალში ნიკაპამდე ჩაძრული. ვიღაცას ჩემი თავი ეჭირა ხელებით. ეს დონ ხუანი აღმოჩნდა. უცებ მომივიდა ჭკუაში, რომ წყალს არხში უჩვეულო თვისებები ჰქონდა. იგი ცივი და მძიმე იყო. იგი ადვილად გადმომდიოდა და ჩემი აზრები ყოველ ტალღასთან სულ უფრო მკაფიო ხდებოდა. დასაწყისში წყალს მკვეთრი მწვანე შარავანდედი თუ ფლოურესცენცია ახასიათებდა, მაგრამ მალე ნათება გამქრქალდა და მხოლოდ ჩვეულებრივი წყლის ნაკადიღა დარჩა.
დონ ხუანს დროის შეახებ ვკითხე. ადრიანი დილა ყოფილიყო. ცოტა ხანში სრულიად გამოვიღვიძე და წყლიდან ამოვედი.
მომიყევი ყველაფერი, რაც ნახე, - მითხრა დონ ხუანმა, სახლში რომ შევედით. თვითონ მან კი მიამბო, რომ სამი დღის განმავლობაში „ჩემს გამოყვანას“ ცდილობდა და ძალიან გაუჭირდა. რამდენჯერმე შევუდექი ნანახის აღწერას, მაგრამ ყურადღება ვერაფრით ვერ მოვიკრიფე. მოგვიანებით, მოსაღამოვებისას, ვიგრძენი, რომ მასთან საუბრისთვის მზად ვიყავი და ყველაფრის თხრობას მოვყევი, რაც კი დამამახსოვრდა იმ წუთიდან, როდესაც გვერდზე დავეცი. მაგრამ ამის შესახებმან მოსმენა არ ისურვა. მან თქვა, რომ მას მხოლოდ ის ნაწილი აინტერესებდა, როცა მან ჰაერში ამაგდო და მე გავფრინდი. რა ვნახე მაშინ და რა მოვისმინე?
მე კი მხოლოდ სიზმარივით სურათებისა და სცენების სერია მაგონდებოდა, რაიმე წესრიგს მოკლებული.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თითოეული მათგანი რაღაც განცალკევებულ ბუშტსა ჰგავდა, უცბად ფოკუსში რომ ამოტივტივდებოდა და შემდეგ თვალთახედვას ეფარებოდა. თუმცა ეს არ იყო სცენები, რომელთათვის მხოლოდ უნდა გეცქირა. მე მათ შიგნით ვიყავი. მათი შემადგენელი ნაწილი. როდესაც მათი მეხსიერებაში აღდგენა ვცადე, პირველად ისინი ბუდოვან, წაშლილ გაელვარებასავით წარმომიდგნენ. მაგრამ ცოტაოდენი მოფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებული სიცხადით გამოირჩეოდა, თუმცა არავითარი კავშირი არ ქონდა ჩვეულებრივ გამოსახულებასთან, - სწორედ ეს იყო ბუნდოვანების შთაბეჭდილების მიზეზი. სურათი ბევრი არ ყოფილა, და მათ უბრალოება ახასიათებდა.
როდესაც დონ ხუანმა ჩემი „ჰაერში აგდება“ ახსენა, სუსტი მოგონება დამებადა აბსოლიტურად ცხადი სცენისა, რომელშიც მე პირდაპირ მას ვუცქერდი გარკვეული მანძილიდან. მხოლოდ მის სახეს ვუყურებდი. იგი მონუმენტალური ზომებისა იყო, ბრტყელი და ინტენსიურად ანათებდა. მას მოყვითალო თმა ჰქონდა და იგი მოძრაობდა. სახის ყოველი ნაწილი თავის თავად მოძრაობდა და იგი რააცნაირ მოყვითალი-თაფლისფერ სინათლეს ასხივებდა.
შემდეგ სურათში დონ ხუანი, მართლაც, მაგდებს, თუ მისვრის წინ და ზემოთ. მახსოვს, რომ „გავშალე ფრთები და გავფრინდი“. სიმარტოვეს ვგრძნობდი, ჰაერს რომ ვაპობდი და ავადმყოფურად, მთელი სისწრაფით წინ მივქროდი. ეს სიარულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფრენას და ჩემს სხეულსა ღლიდა. თავისუფალი ფრენისა და აღმავლობის შეგრძნება არ მქონია.
შემდეგ გავიხსენე ის მომენტი, როდესაც უძრავი, რომელიღაც ბუნდოვნად და პირქუშად განათებულ მოედანზე ამოშვერილი, ბასრი ნაპირების მუქ მასას ვუცქერდი. შემდეგ დავინახე ველი, უსასრულოდ მრავალფეროვანი შუქებით განათებული. შუქები მოძრაობდნე, ელვარებდნენ და ნათებას იცვლიდნენ. ისინი თითქმის ფერებივით იყვნენ. მათმა ინტენსივობამ თვალი მომჭრა.
ხელადვე ამის მერე, პირდაპირ ჩემს თვალწინ, რაღაც საგანი გაჩნდა. იგი სქელი და წვეტიანი იყო და აშკარად ვარდისფრად ანათებდა. უეცრად, ჩემში რაღაც შეირხა და მრავალი ასეთი ვარდისფერი ფორმა დავინახე, რომლებიც მე მიახლოვდებოდნენ. სწრაფად მოჰქროდნენ. გვერდზე გადავხტი.
უკანასკნელ სცენაში, რომელიც მე დამამახსოვრდა, სამი ვერცხლისფერი ფრინველი მონაწილეობდა. ისინი ლითონისებრ ნათებას გამოსცემდნენ - თითქმის უჟანგავი ფოლადივით, მაგრამ ინტენსიურს, მოძრავსა და ცოცხალს. ისინი მომწონდნენ და ჩვენ ერთად გავფრინდით.
მონათხრობის თაობაზე დონ ხუანს არავითარი შენიშვნა არ მოუცია.
1965 წლის 23 მარტი, სამშაბათი
ეს საუბარი შედგა იმის მეორე დღეს, როცა დონ ხუანს განცდილის შესახებ ვუამბე. დონ ხუანმა თქვა:
- როგორც ხედავ, ბევრი არაფერია საჭირო, ყვავი რომ გახდე. შენ ეს შესძელი და აწი მუდამ ყვავი იქნები.
- რა მოხდა იმის მერე, მე რომ ყვავად გადავიქეცი, დონ ხუან? სამი დღე დავფრინავდი?
- არა, მზის ჩასვლისთვის დაბრუნდი, როგორც მე გთხოვე.
- როგორ დავბრუნდი?
- ძალიან დაღლილი იყავი და უცებ ჩაგეძნა. ეს არის და ეს.
- მე ვგულისხმობ - უკან თუ მოვფრინდი?
- ხომ გითხარი - შენ დამიჯერე და უკან დაბრუნდი, სახლში. მაგრამ ამაზე ნუ დარდობ. ამას არა აქვს მნიშვნელობა.
- აბა რასა აქვს მნიშვნელობა?
- მთელ შენს მოგზაურობაში მხოლოდ ერთ რამეს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა - ვერცხლისფერ ფრინველებს!
- რა რის მათში ასეთი მნიშვნელოვანი? ეს ჩვეულებრივი ფრინველები იყვნენ.
- ჩვეილებრივი ფრინველები კი არა, ეს ყვავები იყვნენ.
- როგორ - თეთრი ყვავები, დონ ხუან?
- ყვავების შავი ბუმბული სინამდვილეში ვერცხლისფერია. ისინი ისე ინტენსიურად ბრწყინავენ, რომ მათ სხვა ფრინველები არ აწუხებენ.
- კი მაგრამ, რატომ გამოიყურება მათი ბუმბული ვერცხლისფრად?
- იმიტომ, რომ შენ ხედავდი, როგორც ხედავს ყვავი. ფრინველი, რომელიც ჩვენთვის მუქად გამოიყურება, ყვავისთვის - თეთრია. თეთრ მტრედებს, მაგალითადნ ყვავები ვარდისფრად ან ცისფრად აღიქვამენ. ზღვის თოლიებს - ყვითლად. ახლა ეცადე, გაიხსენო, როგორ შეუერთდი მათ.
დავფიქრდი ამაზე, მაგრამ ფრინველები ბუნდოვან, უსისტემო სახეებად რჩებოდნენ, რომელთაც გაგრძელება არ ეწერათ. დონ ხუანს ვუთხარი, რომ მხოლოდ ჩემი გრძნობების გახსენება შემეძლო, როგორ მივფრინავდი მათთან ერთად. მან მკითხა, ჰაერში შევუერთდი მათ, თუ მიწაზე, მაგრამ მე ვერაფერი ვუპასუხე. აქ კი მას თითქოს ბრაზი მოერია. მომთხოვა მეფიქრა ამის შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს გროშის ფასიც არ ექნებოდა და უაზრი სიზმრად დარჩებოდა, ამას ზუსტად თუ არ გავიხსენებდი. ყველანაირად ვეცადე გახსენებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
1965 წლის 3 აპრილი, შაბათი
დღეს ჩემი „სიზმრის“ სხვა სურათზე ვფიქრობდი, ვერცხლისფერ ფრინველებზე. გამახსენდა, რომ ვნახე მუქი მასა მილიარდობით ნახვრეტით, თითქოს ქინძისთავით დახვრეტილი. ეს მასა ფაქტიურად პატარა ნახვრეტების შავ ფროვას წარმოადგენდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ იგი რბილი უნდა ყოფილიყო. სანამ მას ვუცქერდი, სამი ფრინველი პირდაპირ ჩემკენ მოფრინავდა. ერთ-ერთმა მათგანმა ხმა გამოსცა და შემდეგ სამივე, უკვე ჩემთან ერთად მიწაზე აღმოჩნდა.
ეს სურათი დონ ხუანს აღვუწერე. მან მკითხა, საიდან მოფრინავდნენ ფრინველები. ვუპასუხე, რომ ალბათ ვერ განვსაზღვრავდი. მან მოთმინება დაკარგა და აზროვნების სიტლანქეშ დამდო ბრალი. თქვა, რომ თუ შევეცდებოდი, ძალიან კარგადაც გავიხსენებდი და რომ მე ოდნავი მოდუნებისაც კი მეშინოდა. მისი თქმით, მე ადამიანისა და ყვავის თვალსაზრისით ვფიქრობდი, - ხოლო იმ დროს, რომლის გახსენებაც მსურდა, მე არც ადამიანი ვიყავი და არც ყვავი.
მან მთხოვა, მომეგონა, რა მითხრეს ყვავებმა. ვცადე ამაზე ფიქრი, მაგრამ ჩემი ტვინი მრავალ სხვა საგანს დაეკავა. ყურადღება ვერ მოვიკრიფე.
1965 წლის 4 აპრილი, კვირა
დღეს დიდი მანძილის დაფარვა მომიწია. სანამ დონ ხუანამდე მივაღრევდი, უკვე სრულიად ჩამობნელებულიყო. ყვავებზე ვფიქრობდი და უეცრად თავში ძალზე უცნაური „აზრი“ მომივიდა. იგი უფრო გრძნობას ან შთაბეჭდილებას ჰგავდა ვიდრე აზრს. ფრინველმა, რომლის ხმაც მე პირველად გავიგონე, მაცნობა, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოფრინავდნენ და სამხრეთისკენ მიემართებოდნენ და როდესაც ჩვენ კვლავ შევხვდებოდით, ისინი იმავე გზით მოფრინდებოდნენ.
დონ ხუანს ვუთხარი, რაც ჭკუაში ჩამიჯდა ან შესაძლოა, მომაგონდა და პასუხად მივიღე:
- ნუ ფირქობ იმაზე, გაიხსენე ეს თუ მოიგონე. ასეთი აზროვნება მხოლოდ ადამიანისთვის თუ ივარგებს. ყვავებისთვის ეს არ გამოდგება, და განსაკუთრებით, შენ რომ ნახე იმათთვის; ისინი ხომ შენი ბედისწერის მაუწყებლები იყვნენ. შენ უკვე ყვავი ხარ. ამას ვერასოდეს ვერ შეცვლი. დღეიდან და სამუდამოდ ყვავები შეგატყობინებენ თავისი ფრენით შენი ბედიღბლის ყოველი გადახვევის შესახებ. რა მიმართულებით გაჰყევი მათ?
- აბა მე რა ვიცი, დონ ხუან?
- თუ კარგად დაფიქრდები, გაიხსენებ. დაჯექი იატაკზე და მაჩვენე ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდი, როცა შენთან ფრინველები მოფრინდნენ. დახუჭე თვალები და იატაკზე ხაზი გაავლე.
რჩევას მოვყევი და იატაკზე წერტილი განვსაზღვრე.
- ჯერ ნუ გაახელ თვალებს, - განაგრძო მან. - ამ წერტილის მიმართ რა მიმართულებით გაფრინდით?
კიდევ ერთი ნიშანი დავსვი იატაკზე. აიღო რა ამოსავალ წერტილად ეს ნიშნები, დონ ხუანმა განმიმარტა ფრენის სხვადასხვა სქემები, რომელთა საშუალებით ყვავებს შეეძლოთ ჩემი მომავლის ან ბედისწერის წინასწარმეტყველება. მან დაადგინა მათი ფრენის ღერძები, ქვეყნის ოთხი მხარის მიხედვით.
ვკითხე, ყოველთვის თუ იცავდნენ მათ ყვავები, ადამიანის ბედისწერის წინასწარმეტყველებისას. მან მითხრა, რომ ორიენტაცია მხოლოს ჩემთვის იყო განკუთვნილი. აბსოლიტურად ყველაფერს, რასაც კი ყვავები ჩემთან შეხვედრისას აკეთებდნენ, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მოითხოვდა ჩემგან ყველა დეტალის გახსენებას, ვინაიდან უსტარიც და „დესპანთა“ შესახედაობაც - ინდივიდუალურ, პირად საქმეს წარმოადგენდა.
კიდევ ერთი რამის გახსენებას მოითხოვდა იგი დაჟინებით - დღეღამის დროის, როცა დესპანებმა მე დამტოვეს. მან მირჩია, მეფიქრა განსხვავებაზე ჩემს ირგვლივ განათებაში - „აფრენის“ მომენტისა და იმ დროს შორის, როცა ვერცხლის ფრინველებთან ერთად „გავფრინდი“. როდესაც პირველად მტანჯველი სინათლე შევიგრძენი - ბნელოდა, ხოლო როცა რინველები დავინახე, ყველაფერი უკვე მოწითალოდ შეფერილიყო - ღია წითლად, შესაძლოა, ნარინჯისფრად.
მან თქვა:
- ესეიგი, ეს დღის მეორე ნახევარში მომხდარა. მზე ჯერ ჩასული არ ყოფილა. როცა სრულიად ბნელდება, ყვავს სითეთრე აბრმავებს - ისევე როგორც ჩვენ გვაბრმავებს სიბნელე. დროის ამ მინიშნებით, შენი უკანასკნელი უსტარი დღის მიწურულს უნდა მიიღო. დესპანები დაგიძახებენ, და თავზე რომ გადაგიფრენენ, ვერცხლისფერნი იქნებიან. დაინახავ მათ ცაში განათებულს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენი დრო მოვიდა. ნიშანი იმისა, რომ შენ მოკვდები და თვითონაც ყვავად იქცები.
- და რა მოხდება, ისინი დილით რომ ვნახო?
- შენ მათ დილით არ ნახავ.
- მაგრამ ყვავები ხომ მთელ დღეს დაფრინავენ...
- არა შენი დესპანები, შტერო.
- და შენს დესპანებზე რას იტყვი, დონ ხუან?
- ჩემები დილით მოფრინდებია. ისინიც სამნი იქნებიან. ჩემი ბენეფაქტორი მეუბნებოდა, რომ შეიძლება ისნი ყვირილით დააფრთხო, შავებად აქციო, თუ სიკვდილი არ გინდა. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს შეუძ₾ებელია. ბენეფაქტორს ჰქონდა ყვირილის, ყოველგვარი ხმაურის და ეშმაკის ბალახთან დაკავშირებული ძალადობის ნიჭი. როვა ვერცხლის დესპანები შენს წასაყვანად მოგევლინებიან, ნუ უყვირებ მათ - უბრალოდ გაფრინდი მათთან ერთად, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთე. შენ რომ შემოგიერთებენ, ისინი შეცვლიან მიმართლებას - და ოთხი ყვავი შორეთს გაემგზავრება.
1965 წლის 10 აპრილი, შაბათი
შეუკავშირებლობის მოკლე გაელვარებებსა და უშვეულო რეალობის ზედაპირულ მდგომარეობებს განვიცდიდი.
ზოგიერთი რამ, სოკოსთან ჰალუცინოგენური ცდების დროს გადამხდარი, კვლავ და კვლავ ტვინში მიტრიალებდა - ქინძისთავის ნახვრეტების რბილი და მუქი მასა. მის ვიხუალიზაციას მე ისევ ცხიმის ან ზეთოვანი ბუშტულად სახით ვახდენდი და იგი თავის ცენტრისკენ მსანსლავდა. უმოკლესი დროის განმავლობაში რაღაც უჩვეულო რეალობის მსგავსი განცდა მეუფლებოდა. შედეგად ღრმა აგზნების, შეშფოთებისა და უხერხულობის პერიოდული მოზღვავება მტანჯავდა და განზრახ განცდების დასრულებისაკენ ვესწრაფვოდი, უმალ მათი დაწყებისთანავე.
დღეს ამ მდგომარეობის შესახებ დონ ხუანს ვესაუბრე და რჩევა ვთხოვე. როგორც ჩანს, მას ეს სულაც არ ადარდებდა და მეც მირჩია, ყველა ამგვარი შეგრძნებისთვის ყურადღება არ მიმექცია - მათ აზრი არ ჰქონდათ და არავითარი ფასი არ გააჩნდათ. მან თქვა, რომ მხოლოდ იმ შთაბეჭდილებებისთვის ღირდა ჩემი ძალისხმევისა და ყურადღების დათმობა, რომლებშიც ყვავს ვნახავდი. ნებისმიერი სხვა „ზმანება“ უბრალოდ ჩემი შიშის წარმონაქმნი იქნებოდა. მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ თუ მინდოდა კვამლს ვზიარებოდი, ძლიერი და წყნარი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. პირადად მე კი, როგორცა ჩანს, სახიფათო ზღვარს მივუახლოვდი. ვუთხარი, რომ გაგრძელება არ შემეძლო, - მართლაც, რაღაც შიშის მომგვრელი იყო ამ სოკოებში.
ჰალუცინოგენური განცდებით გამოწვეული სურათების გარჩევისას ერთ გარდაუვალ დასკვნამდე მივედი - მე ვნახე სამყარო, რომელიც სტრუქტურულად განსხვავდებოდა ჩვეულებრივ ზმანებისაგან. ჩემს მიერ განცდილი უჩვეულო რეალობის სხვა მდგომარეობებში ნანახი ფორმები და სახეთა სისტემები, ყოველთვის რჩებოდნენ სამყაროს ჩემი ჩვეულებრივი ვიხუალური აღქმის ფარგლებში. ხოლო ჰალუცინოგენური კვამლის ზემოქმედების ქვეშ მე სრულიად სხვაგვარად ვხედავდი ყველაფერი ჩემს წინ ხედვის სწორ ხაზზე იყო განლაგაბული - და არაფერი ხაზს ზემოთ ან ქვემოთ.
ყოველი სურათი იყო გამაღიზიანებლად ბრტყელი და ამასთან, რა უცნაურადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, უაღრესად ღრმა. ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა მეთქვა, რომ სურათები წარმოადგენდნენ დეტალების კონგლომერატს. სინათლე ამ არეში მოძრაობდა და ბრუნვის ეფექტს ქმნიდა.
დავიძაბე და მეხსიერების მოკრეფა ვცადე. იძულებული ვიყავი, ანალოგიის სერია გამომეყენებინა, „ნანახი“ როგორმე „გამეგო“. დონ ხუანის სახე, მაგალითად, გამოიყურებოდა ისე, თითქოს იგი წყალში ყოფილიყოს ჩაძირული. წყალი კი მის სახესა და თმებზე უწყვეტი ნაკადით მიედინებოდა. ამასთან ყველაფერი იზრდებოდა ზომებში, ასე რომ, მე კანის ყოველი ფერის, თმის ყოველი ღეროს დანახვა შემეძლო, როცა მათზე ყურადღებას ვამახვილებდი. მეორეს მხრივ, ვხედავდი მატერიის მასებს, ბრტყელსა და კუთხეებითა და ნაპირებით სავსეს. ისინი არ ინძრეოდნენ, რადგან მათ მიერ გამოსხივებული სინათლე არ ციმციმებდა.
როდესაც დონ ხუანს ვკითხე, ეს რა იყო, მან თქვა, რომ რადგანაც მე პირველად ვჭვრეტდი ყვავივით, გამოსახულებები ბუნდოვანი და უინტერესო მომეჩვენა, მაგრამ მომავალში, საკმარისი პრაქტიკის გავლის შემდეგ, თვითონ შევძლებდი ყველაფრის გარჩევას.
ისევ იმ განსხვავებებზე წამოვიწყე საუბარი, რომლებიც სინათლის მოძრაობაში შევნიშნე.
- ყოველი ცოცხალი, - თქვა მან, - საკუთარ თავში მოძრაობას შეიცავს და ყვავი ადვილად ამჩნევს, როცა რაიმე მკვდარია ან სიკვდილის პირას მიმდგარი, რადგან ამ შემთხვევაში მოძრაობა მასში წყდება ან ნელდება სრულ გაჩერებამდე. გარდა ამისა, ყვავს იმის გარჩევაც შეუძლია, თუ რაიმე მეტისმეტად სწრაფად მოძრაობს და იმავე ნიშნის მიხედვით - თუ რაიმე მოძრაობს ისე, როგორც საჭიროა.
- რას ნიშნავს, როცა რაღაცა მეტისმეტად სწრაფად ან როგორც საჭიროა ისე მოძრაობს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ყვავს დანამდვილებით შეუძლია თქვას, რას უნდა ერიდო და რისკენ ისწრაფოდე. როდესაც რაიმე სწრაფად მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა, შმაგად აფეთქდეს ან სხვას თავს დაესხას, ყვავი ამას მოერიდება. როცა ის შიგნით, ტოგორც საჭიროა ისე მოძრაობს, ეს სასიამოვნო სანახაობაა და ყვავი მისკენ მიილტვის.
- ქვები თუ მოძრაობენ შიგნით?
- არა. არც ქვები, არც მკვდარი ცხოველები, არც მკვდარი ხეები. მაგრამ მათი ცქერა სასიამოვნოა. აი, რატომ ჩერდებიან ყვავები მკვდარ სხეულებთან. მათ მოსწონთ იმათი ცქერა. არავითარი სინათლე მათ შიგნით არ მოძრაობს.
- კი მაგრამ, როცა სხეული იხრწნება, ნუთუ ის მაშინ არ იცვლება, არ მოძრაობს?
- რა თქმა უნდა, იცვლება. მაგრამ ეს სულ სხვა მოძრაობაა. ის, რასაც ყვავი ხედავს, - არის მილიონი პატარა განცალკევებული სინათლე, რომელიც სხეულის შიგნით მოძრაობს. თითოეულ მოძრავ წერტილს თავისი საკუთარი სინათლე გააჩნია, აი, რატომ მოსწონთ ასე ყვავებს ამის ყურება. ეს, მართლაც, დაუვუწყარი სანახაობაა.
- შენ თვითონ თუ გინახავს ეს, დონ ხუან?
- ყველას, ვინც ყვავად გადაქცევას სწავლობს, ამის ნახვა შეუძლია. შენც ნახავ.
და აქ დონ ხუანს დავუსვი შეკითხვა, რომელსაც თავს ვერაფრით ავარიდებდი.
- მე მართლა გადავიეცი ყვავად? ესე იგი - ნებისმიერი ჩემი დამნახველი ჩვეულებრივ ყვავა მიმიჩნევდა?
- არა, არ შეიძლება ასე ფიქრი, როცა მოკავშირეს ძალებთანა გაქვს საქმე. ასეთ შეკითხვებს აზრი არა აქვს და ამასთან, ყვავად გადაქცევა - ყველაზე უბრალო საქმეა. თითქმის ცელქობა - მასში ცოტა რამაა სასარგებლო. როგორც უკვე გითხარი, კვამლი განკუთვნილია მათთვის, ვინც ძალას ეძებს. იგი მხოლოდ იმათთვისაა, ვინც ხედვას ლამობს. მე იმიტომ ვისწავლე ყვავად გადაქცევა, რომ ეს ფრინველი ყველაზე ეფექტურია. არცერთი სხვა ფრინველი მას არ აწუხებს, გარდა შესაძლოა, უფრო დიდი და მშიერი არწივისა. მაგრამ ყვავები გუნდებად დაფრინავენ და თავის დაცვაც შეულიათ. ყვავებს არც ადამიანები აწუხებენ - და ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. ყველა შეამჩნევს დიდ არწივს, მით უმეტეს უჩვეულო არწივს ან სხვა რომელიმე დიდსა და გამორჩეულ ფრინველს, მაგრამ ვისა სცხელა ყვავისათვის? ყვავუ უსაფრთხოდაა. მისი ზომები და ბუნება იდეალურია. მას შეუძლია უსაფრთხოდ, ყურადღების მიუქცევლად, ნებისმიერ ადგილას შეაღწიოს. მეორეს მხრივ, შეგიძლია ლომად ან დათვად გადაიქცე, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათოა. ეს არსებანი ნამეტანი დიდები არიან - ამისთანებად რომ გადაიქცე, ძალზე ბევრი ენარგიაა საჭირო. შეიძლება კიდევ ხვლიკად გადაიქცე, ან ხოჭოდ, ანდაც ჭიანჭველად, მაგრამ ეს კიდევ უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ დიდი ცხოველები პატარებზე ნადირობენ.
შევეპასუხე - რასაც ის ამბობდა, ეს ხომ ყვავად, ხოჭოდ ან სხვა რამედ გადაქცევის რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ის კი თავისას გაიძახოდა, რომ მე ვერაფერი გამეგო.
- ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისათვის, რომ მართლა ყვავად ყოფნა ისწავლო, - თქვა მან, - შენ კი არ შეცვლილხარ და კვლავ ადამიანად რჩები. ხოლო ეს ცოტა სხვა რამაა.
- შეგიძლი, მითხრა, დონ ხუან, რას ნიშნავს ეს - ცოტა სხვა რამ?
- შეიძლება ახლა უკვე ეს შენ თვითონაც იცი. ასე რომ არ გეშინოდეს ჭკუის ან საკუთარი სხეულის დაკარგვის, ალბათ, ჩაწვდებოდი ამ არაჩვეულებრივ საიდუმლოს. მაგრამ შესაძლოა, შენ მოცდა გჭირდება, სანამ შენი შიშისაგან არ განთავისუფლდები - და მაშინ მიხვდები, რა მაქვს მხედველობაში.