დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო აბულაძე წიგნის ელ. ვერსია მოამზადა: ლექსო ციციშვილმა (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)  ნაწილი 1 1960...

ნაწილი 5

 

ნაწილი 5

დრო და დრო დონ ხუანი, ისე სხვათა შორის მეკითხებოდა ჩემი ლემის მცენარის მდგომარეობის შესახებ. ერთ წელიწადში, რომელიც ფესვის გადარგვის დღიდან გასულიყო, მცენარე დიდ ბუჩქად გადაიქცა, თესლიც გამოიღო და სათესლე კოლოფიც გაუხმა. დონ ხუანმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, მეტი გამეგო ეშმაკის ბალახის შესახებ.

 

1963 წლის 27 იანვარი, კვირა

დღეს დონ ხუანმა წინასწარი ინფორმაცია გამიზიარა ლემის ფესვის „მეორე პორციის“ - ტრადიციული მოძღვრების მეორე ნაბიჯის - შესახებ. მან თავქ, რომ ფესვის მეორე პორცია მოძღვრების ნამდვილი დასაწყისი იყო; მასთან შესარებით, პირველი პორცია ბავშვთა თამაშს უფრო წააგავდა. მეორე პორცია სრულყოფილად უნდა აგეთვისა. იგი ორჯერ მაინც უნდა მიგეღო, სანამ მესამე ნაწილზე გადახვიდოდი.
- რას იძლევა მეორე პორცია? - ვკითხე მე.
- ეშმაკის ბალახის მეორე პორცია ხედვისათვის გამოიყენება. მისი საშუალების ადამიანს შეუძლია ჰაერში იფრინოს და დაინახოს, რა ხდება ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მოისურვებს.
- ნუთუ ადამიანს მართლაც შეუძლია ჰაერში ფრენა, დონ ხუან?
- რატომაც არა? როგორც ადრე უკვე გითხარი, ეშმაკის ბალახი განკუთვნილია მათთვის, ვინც ძალას ეძებს. ადამიანს, რომელმაც მეორე პორცია აითვისა, შეუძლია ეშმაკის ბალახის მეშვეობით წარმოუდგენელი რამ აკეთოს მეტი ძალის მოსაპოვებლად.
- რა რამეზეა ლაპარაკი, დონ ხუან?
- ვერ გეტყვი - ყოველი ადამიანი განსხვავდება სხვისგან.

 

1963 წლის 18 იანვარი, ორშაბათი.

დონ ხუანმა მითხრა:
- თუ მეორე ეტაპს წარმატებით დაასრუებ, შენთვის კიდევ მხოლოდ ერთის ჩვენებას შევძლებ. ეშმაკის ბალახს რომ ვსწავლობდი მივხვდი, რომ ის საჩემო არ იყო და მის გზას უფრო შორს აღარ გავყევი.
- რამ გაიძულა უკან დახევა, დონ ხუან?
- ყოველთვის, როცა ეშმაკის ბალახის გამოყენებას ვცდილობდი, მას თითქმის სიკვდილის პირას მივყავდი. ერთხელ ისე ცუდად გავხდი, რომ ვიფიქრე, გათავებულია ჩემი საქმე. მაინც შევძელი ყველა ამ უბედურებისგან თავის დაღწევა.
- როგორ? უბედურების აცილების საშუალებაც არსებობს?
- ხო, ასეთი საშუალება არსებობს.
- ეს რა, რაიმე შესალოცი, რიტუალი ან სხვა რამაა?
- ეს საქმის წამოწყების საშუალებაა. მაგალითად, როცა ეშმაკის ბალახს ვსწავლობდი, ძალიან ფიცხი ვიყავი. ცოდნას ვეტანებოდი, როგორც ბავშვი კანფეტს. ეშმაკის ბალახი კი - მხოლოდ ერთი გზაა, მილიონიდან. ამ ქვეყნად ხომ სხვა დანარჩენი გზაც - მხოლოდ ერთს წარმოადგენს, შესაძლებელი მილიონიდან (un camino entre cantidades de caminos). ამიტომ ყოველთვის გახსოვდეს, რომ გზა - მხოლოდ გზაა. თუ იგრძნობ რომ ამ გზაზე არ უნდა დამდგარიყავი, მასზე არავითარ შემთხვევაში არ დარჩე. ასეთ სიცხადეს რომ მიაღწიო, დისციპლინირებულ ცხოვრებას უნდა ეწეოდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდები, რომ ნებისმიერი გზა მხოლოდ და მხოლოდ გზაა და არც შენთვის და არც სხვისთვის არაფერია საძრახი იმაში, რომ შენ ის დატოვო - თუ კი ამას გული გკარნახობს, მაგრამ გზაზე დარჩენის ან მისი დატოვების გადაწყვეტილება შიშისა და ამბიციის გარეშე უნდა მიიღო. გაფრთხლებ ამის შესახებ. ნებისმიერ გზას ყურადღებითა და მოფიქრებით მიუდექი. იმდენჯერ გამოცადე იგი, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლი. საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ მას მხოლოდ ღრმა მოხუცები უსვამენ საკუთარ თავს. ერთხელ - მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი - ჩემმა ბენეფაქტორმა მითხრა ამის შესახებ, მაგრამ ნამეტანი ცხელი სისხლი მქონდა, ამაში რომ გავრკვეულიყავი. ახლა კი მესმის და გეტყვი, რაშიცაა საქმე - სუყველას არსაით მიჰყავხარ. ისინი ან გამჭოლ არსში აღწევენ, ან მას გვერდს უვლიან. შემიძლია ვთქვა, რომ სიცოცხლის მანძილზე გრძელ-გრძელი გზები გავიარე, მაგრამ არსად შევჩერებულვარ. ბენეფაქტორის შეკითხვამ ჩემთვის ახალი აზრი შეიძინა. გააჩნია თუ არა ამ გზას გული? თუ გააჩნია - მაშინ ეს გზა კარგია. თუ არა და - მისგან ნურაფერ ხეირს ნუ ელი. ორივე გზას არსაით მიყავხარ, მაგრამ ერთს გული გააჩნია, მეორეს კი - არა. ერთი გზა მოგზაურობას სიხარულს ანიჭებს - მთელი იმ დროის მანძილზე, სანამ მასზე დგახარ, მასთან ერთ მთლიანს წარმოადგენ. მეორე გზა კი საკუთარ სიცოცხლეს დაგაწყევლინებს. ერთი ძალას განიჭებს, მეორე კი - გართმევს.

 

1963 წლის 21 აპრილი, კვირა

სამშაბათს, 16 აპრილს, დღისით დონ ხუანთან ერთად ორცვებისაკენ გავემართე, იმ ადგილისკენ, სადაც მისი ლემის მცენარეები ხარობდა. მან მითხრა, იქ მარტო დამეტოვა და მანქანაში დავლოდებოდი. იგი თითქმის სამი საათის შემდეგ დაბრუნდა წითელი ტილოთი გადაფარებული ხვეულით ხელში. როდესაც უკან სახლისკენ გავწიეთ, მან ხვეულზე მანიშნა და მითხრა, რომ ეს მისი უკანასკნელი ძღვენი იყო ჩემთვის.
ვკითხე, ხომ არ აპირებდა ჩემი სკავლების შეწყვეტას. მან განმიმარტა, რომ ეხლა უკვე მე თვითონ მქონდა საკმაოდ მომწიფებული მცენარე და მისი მცენარეები აღარ მჭირდებოდა.
დღის ბოლოს მის ოთახში დავსხედით, დონ ხუანმა კარგად გამოთლილი ქვის როდინი და ქვასანაყი მოიტანა. როდინის სათავსოს დიამეტრი დაახლოებით ხუთი დიუმი იქნებოდა. მან გახსნა პატარა ხვეულებით ავსებული დიდი შეკვრა. მათში ორი შეარჩია და ჩემს გვერდით ჩალის ჭილობზე დადო; შემდეგ მათ მისივე მოტანილი სხვა შეკვრიდან იმავე ზომის კიდევ ოთხი ხვეული მიუმატა. მან თქვა, რომ ეს თესლი იყო, და მე ის წმინდა ფხვნილად უნდა მექცია. გახსნა პირველი ხვეული და შიგთავსის ნაწილი როდინში ჩაყარა. თესლი ხმელი იყო, მომრგვალო და ყვითელი კარამელის ფერისა.

ქვასანაყი ავიღე და საქმეს შევუდექი; ცოტა ხნის შემდეგ მან შემისწორა: მითხრა, რომ ქვასანაყი ჯერ როდინის ერთ მხარეს უნდა მიმებჯინა და შემდეგ, ფსკერის გავლით, მეორე მხარეს გადამეტანა. ვკითხე, როგორ აპირებდა ფხვნილის გამოყენებას. მაგრამ მან ამის შესახებ საუბარი არ ისურვა.

თესლის პირველი წყება ძალზე მყარი გამოდგა. მის დასაფქვავად ოთხი საათი დამჭირდა. წელში მტეხდა იმ მოუხერხებელი მდგომარეობის გამო, რომელშიც მიწევდა ჯდომა. დავწექი და დაძინებაც დავაპირე, მაგრამ დონ ხუანმა შემდეგი ტომარა გახსნა და მისი შიგთავსის ნაწილი როდინში ჩაყარა. ეს თესლი წინასთან შედარებით, უფრო მუქი და შეწებებული იყო. ტომრის შიგთავსის დარჩენილი ნაწილი ძალიან წვრილ მრგვალ და მუქ გრანულებისაგან შემდგარ ფხვნილს წააგავდა.

მომშივდა, მაგრამ დონ ხუანმა თქვა, რომ სწავლას თუ ვაპირებდი, წესებიც უნდა დამეცვა, ხოლო წესით მეორე პორციის საიდუმლოებათა შესწავლისას მე მხოლოდ ცოტაოდენი წყლის დალევა შემეძლო.

მესამე პარჭუკში ერთი მუჭა ცოცხალი თესლის ხაჟო იყო. ხოლო ბოლოში ნედლი თეთრი თესლი, ძალიან რბილი და ბოჭკოვნი, რომლის თხელ პასტად დასრესა - როგორც ამას დონ ხუანი მოითხოვდა - ძალზე გამიჭირდა. როდესაც ოთხი ტომრის შიგთავსის დაფშვნას მოვრჩი, დონ ხუანმა ორი ფინჯანი მომწვანო წყალი გადაზომა, თიხის ქოთანში ჩაასხა და ცეცხლზე შედგა. როცა წყალი ადუღდა, მან შიგ დაფშვნილი თესლის პირველი გროვა ჩაყარა და თავისი ჩანთიდან ამოღებული ხის თუ ძვლის გრძელი, წვეტიანი ჯოხით მორევას შეუდგა. როგორც კი წყალმა კვლავ დაიწყო დუღილი, მან, იმავე თადარიგის დაცვით, ერთი მეორეს მიყოლებით დანარჩენი ნივთიერებებიც შიგ ჩაუშვა. შემდეგ მომწვანო წყლის კიდევ ერთი ფინჯანი დაუმატა და ნარევი პატარა ცეცხლზე ორთქვლას მისცა.

ამის შემდეგ მან მითხრა, რომ ფესვის დანაწევრების დრო დადგა. თან წამოძღვანილი ტომრიდან მან ფრთხილად ლემის ფესვის გრძელი ნაჭერი ამოიღო. ფესვის სიგრძე დაახლოებით თექვსმეტი სიუმი იქნებოდა. იგი მსხვილი იყო - ერთ დიუმამდე დიამეტრში. დონ ხუანმა თქვა, რომ სწორედ ეს იყო მეორე პორცია, რომ იგი კვლავ მან თვითონ გადაზომა, რადგან ის ჯერ კვლავაც მისი ფევი იყო და დაუმატა, რომ შემდეგი ეშმაკის ბალახის გამოცდისას მე თითონ მომიხდებოდა უკვე ჩემი საკუთარი ფესვის გადაზომვა.

მან ჩემკენ დიდი როდინი მოწია და მე ფესვის ნაყვას შევუდექი. იმავე მიმდევრობით, რომელსაც იგი პირველი პორციის დამზადებისას იცავდა. ის კვლავ ხელმძღვანელობდა ჩემს მოქმედებას. დანაყული და წყალში დასალბობად ჩადებული ფესვი კვლავ ღამის ჰაერზე გავდგით. ამასობაში ადუღებული ნარევი თიხის ქოთანში შესქელდა. დონ ხუანმა ქოთანი ცეცხლიდან გადმოდგა, ბადურაში ჩადგა და შუაგულ ოთახში ჭერზე ჩამოკიდა.

17 აპრილს, დაახლოებით დილის რვა საათზე, დავიწყეთ ფესვის ექსტრაქტის წყლით გამორეცხვა. ნათელი, მზიანი დღე იდგა. კარგი ამინდი დონ ხუანმა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ ეშმაკის ბალახს მოვწონდი. მან თქვა, რომ ჩემთან მას სადარდებელი მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ მის მიმართ ლემამ ასეთი სისასტიკე გამოიჩინა.

ფესვის ექსტრაქტის გამორეცხვის პროცედურა ისეთივე აღმოჩნდა, როგორც პირველი პორციის დამზადებისას ვიხილე. დღის ბოლოსათვის, მას შემდეგ რაც ზედა წყალი მერვედ გადავასხით, ფინჯანის ფსკერზე მივიღეთ ერთი კოვზი რაღაც მოყვითალო სუბსტანცია.

დონ ხუანის ოთახში დავბრუნდით, სადაც კიდევ ორი პარჭუკა რჩებოდა, რომელთაც ის ჯერ არ გაჰკარებია. მან გახსნა ერთ-ერთი, შიგ ხელი ჩაყო და მეორე ხელით პარჭუკას თავი მაჯაზე შემოიხვია. ხელის მოძრაობის მიხედვით, იგი პარჭუკაში თითქოს რაღაცის დაჭერას ცდილობდა. უცებ, სწრაფი მოძრაობით, მან ტომარა ხელიდან ჩამოიხსნა, ხელთათმანივით ამოატრიალა და ხელი პირდაპირ ჩემს სახესთან მიიტანა. ხელში ხვლიკი ეჭირა. მანძილი ხვლიკის თავსა და ჩემს თვალებს შორის სულ რამდენიმე დიუმი იქნებოდა. რაღაც უცნაური რამ სჭირდა მის პირს. წამით დავაკვირდი და როცა მივხვდი, რაშიც იყო საქმე, უნებლივ უკან დავიხიე. ხვლიკს უხეშად გაკერილი პირი ჰქონდა. დონ ხუანმა მიბრძანა, ხვლიკი მარცხენა ხელით დამეჭირა. ხელი ჩავავლე. იკლაკნებოდა. ზიზღმა შემიპყრო, გულის ჭიდილი ვიგრძენი. ხელები უცბად ოფლით დამეფარა.

მან უკანასკნელი პარჭუკა აიღო, იგივე მოძრაობები გაიმეორე და კიდევ ერთი ხვლიკი ამოიყვანა. ისევ ჩემს სახესთან მიიტანა. დავინახე, რომ მას ქუთუთოები ჰქონდა გაკერილი. ეს ხვლიკი მარჯვენა ხელში დამაჭერინა.

როცა ორივე ხვლიკი ჩემს ხელში აღმოჩნდა, ლამის გული წამივიდა. ხვლიკების გადაგდების და იმ ადგილიდან გაქცევის თითქმის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა.

არ გაჭყლიყო. - თქვა დონ ხუანმა და მისმა ხმამ რეალურ ვითარებას დამაბრუნა, რაც ძალზე დროული მომეჩვენა. მან მკითხა, რაში იყო საქმე. სერიოზულობის შენარჩუნება სცადა, მაგრამ ვერ გაუძლო და სიცილი აუტყდა. ხელის მოდუნება დავაპირე, მაგრამ ხელის გულები ისე ძლიერ გამიოფლიანდა, რომ ხვლიკებმა გასხლტომა დაიწყეს. მათი პაწაწინა წვეტიანი, კლანჭები ხელებს მიკაწრავდნენ და ეს ჩემში წარმოუდგენელ ზიზღსა და გულისჭიდილის გრძნობას იწვევდა. თვალები დავხუჭე და კბილი კბილს დავაჭირე. ერთ-ერთი ხვლიკი უკვე მაჯაზე მიძვრებოდა. მას მხოლოდ ჩემს თითებს შუა გაჭედილი თავის გამოთავისუფლებაღა დარჩა - და იგი მთლიანად გათავისუფლდებოდა.

აღუწერეს ფიზიოლოგიურ სასოწარკვეთილებას და უკიდურეს მოუხერხებლობას განვიცდიდი. დონ ხუანს კბილებში გავუცარი, ეს წყეული არსებანი მოეცილებინა. უნებლივ თავი ამიკანკალდა. მან ცნობისმოყვარეობით შემომხედა. ახლა უკვე დათვივით ვღრიალებდი და მთელი ტანი მიცახცახებდა. მან ხვლიკები ისევ თავთავიანთ პარჭუკებში ჩაყარა და ახარხარდა. მეც მომაწვა სიცილი. მაგრამ მას მუცლის მოუწესრიგებლობამ შეუშალა ხელი. დავწექი.

დონ ხუანს ავუხსენი რომ ჩემზე ასე მათმა კლანჭების კაწვრამ იმოქმედა. მან თქვა, რომ უამრავი რამ არსებობდა, რასაც ადამიანის გადარევა შეეძლო, განსაკუთრებით კი, როცა მას სწავლებაში სიმტკიცე და მოუდრეკელი განზრახვა ამოძრავებდა, მაშინ საკუთარი გრძნობები მისთვის დაბრკოლებად არასოდეს იქცეოდა, ვინაიდან მათი გაკონტროლების უნარი გააჩნდა.

დონ ხუანმა რამდენიმე ხანს დაიცადა, შემდეგ გაიმეორა რა ყველა წინა მოძრაობა, კვლავ ხვლიკები შემაჩეჩა. მიბრძანა, ისინი თავებით მაღლა დამეჭირა, საფეთქლებთან მოვფერებოდი და რაიმე მეკითხა, რისი გაგებაც მე მსურდა.

ჯერ ვერ მივხვდი, რა უნდოდა ჩემგან. მან კვლავ შემომთავაზა ხვლიკებისთვის ნებისმიერი შეკითხვა დამესვა, რომელზეც პასუხის გაცემა მე თვითონ არ შემეძლო. რამდენიმე მაგალითიც მომიყვანა: შეიძლებოდა იმ ადამიანთა შესახებ მეკითხა, ვინც დიდი ხანია არ მინახავს, ანდა დაკარგული ნივთების შესახებ, ან ადგილების, სადაც არ ვყოფილვარ. მაშინ მივხვდი, რომ იგი მკითხაობის შესახებ ლაპარაკობდა და ძალიან აღვეგზნე. გული ამიძგერდა, ვიგრძენი, როგორ მეკვროდა სული.

მან გამაფრთხილა, რომ პირველად პირადი შეკითხვები არ მიმეცა; თქვა, რომ ჯობდა ისეთი რამ მომეფიქრა, რაც მე არ მეხებოდა. სწრაფად და გარკვევით უნდა მეფიქრა იმიტომ, რომ მერე ჩემი აზრების შეცვლის შესაძლებლობა არ მექნებოდა.

გაცხარებული შევუდექი ფიქრს იმაზე, რისი გაგება მსურდა. დონ ხუანი დაუნდობლად მაჩქარებდა, მე კი იმან გამაოცა, რომ ვერაფრით მომეფიქრებინა, რა „მეკითხა“ ხვლიკებისთვის.

გაუსაძლისად გრძელი მოლოდინის შემდეგ თავში ერთი იდეა მომივიდა. არც ისე დიდი ხნის წინ სამკითხველო დარბაზიდან წიგნების დიდი დასტა მოიპარეს. ქურდი ვერ იპოვეს. შეკითხვა პირადული არ იყო, მაგრამ მე მაინტერესებდა. იმ პირის ან პირთა თაობაზე, ვისაც წიგნების აღება შეეძლო, არანაირი წინასწარი მოსაზრებები არ მქონდა. ხვლიკებს საფეთქლები დავუზილე და ვკითხე, ვინ იყო ქურდი.

ცოტა ხნის შემდეგ, დონ ხუანმა ხვლიკები თავიანთ პარჭუკაში ჩასვა და თქვა, რომ ფესვსა და პასტაში დიდი არაფერი საიდუმლო არ იყო. პასტას ამზადებდნენ მიმართულების მისაღებად, ხოლო ფესვი ნივთებს სიცხადეს ანიჭებდა. ნამდვილი საიდუმლო კი ხვლიკებში იმალებოდა. სხვა სიტყვებით, ამაში იყო მეორე პორციით ჯადოქრობის მთელი საიდუმლო. ვკითხე, ხომ არ მიეკუთვნებოდნენ ხვლიკები რაღაც განსაკუთრებულ სახეობას. მან თავი დააქნია. ისინი იმ ადგილებში უნდა დაგეჭირა, სადაც ჯადოქრობის ბალახი ხარობდა და ხვლიკები მისი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. მათთან დამეგობრებას წინ არშიყის ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. მეგობრობა მტკიცე უნდა ყოფილიყო - და ამისთვის საჭირო იყო მათთვის საჭმლის მირთმევა და მეგობრული საუბრების გამართავა.

ვკითხე, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მათთან მეგობობა. მან მიპასუხა, რომ ხვლიკები თავს მხოლოდ იმას დააჭერინებენ, ვისაც იცნობდნენდა ყველა ვინც ეშმაკის ბალახს სერიოზულად მისდევდა,ხვლიკებსაც სერიოზულად უნდა მოპყრობოდა. მან თქვა, რომ ხვლიკები, როორც წესი, იმის მერე უნდა დაგეჭირ, როცა პასტას და ფესვს დაამზადებდი.

ეს დღის ბოლოს უნდა გაგეკეთებინა, თუ ხვლიკებს არ დაუახლოვდებოდი, შესაძლოა მათ ჭერაში დღეებიც კი გაგეტარებინა და მაინც ვერ დაგეჭირა. ხოლო პასტა მხოლოდ ერთი დღე ინახებოდა. შემდეგ მან დაწვრილებით განმიმარტა, როგორ უნდა მოქცეულიყავი ხვლიკების დაჭერის შემდეგ.
- როგორც კი ხვლიკებს დაიჭერ, ცალკე პრჭუკებში ჩასვი. შემდეგ აიყვანე პირველი და გაესაუბრე მას. ბოდიში მოუხადე ტკივილის მიყენებისთვის და დახმარება სთხოვე. ხის ნემსით პირი აუკერე. ამისათვის ჩოიას მცენარის ეკალი და აგავის ბოჭკო გამოიყენე. ნაკერი მჭიდროდ მოჭიმე. შემდეგ იგივე უთხარი მეორე ხვლიკსაც და მას ქუთუთოები გაუკერე. ყველაფერი დაღამებამდე უნდა მოასწრო. აიყვანე ხელში პირგაკერილი ხვლიკი და აუხსენი, რისი გაგებაც გსურს. სთხოვე, შენს მაგივრად წავიდეს და ნახოს; უთხარი, რატომ აუკერე პირი: რომ იჩქაროს და გზაში არავის არაფერი გაუმხილოს. თავზე პასტა წააცხე და თვითნაც პასტაში ამოისვაროს, ხოლო შემდეგ მიწაზე დასვი. თუ შენთცის იღბლიან მხარეს გაიქცა, მაგია წარმატებული და ადვილი იქნება. თუ საწინააღმდეგო მხარეს, ჯადოქრობა ჩაგეშლება. თუ ხვლიკი შენსკენ (სამხრეთისკენ) გამოიქცა, შეგიძლია კიდევ უფრო დიდ წარმატებას ელოდო, მაგრამ თუ კი ის შენგან (ჩრდილოეთისაკენ) გაიქცა - ჯადოქრობა უკიდურესად ძნელი იქნება. შესაძლოა, დაიღუპო კიდევაც. ამიტომ, თუ ხვლიკი პირდაპირ შენგან გარბის - სწორედ რომ უარის თქმის დროა. ამ დროს შეგიძლია, უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. თუ ასე გადაწყვეტ, ხვლიკებზე მბრძანებლობის შესაძლებლობას დაკარგავ, მაგრამ ეს სიცოცხლის დაკარგვას აინც ჯობია. მეორეს მხრივ, შეგიძლია ჯადოქრობის გაგრძელება გადაწყვიტო, მიუხედავად გაფრთხილებისა. მაშინ, შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგა: აიყვანო მეორე ხვლიკი და სთხოვო მას, დიდ ნაამბობს მოუსმინოს და შენ გადმოგცეს.
- კი მაგრამ, როგორ შეუძლია პირაკერილ ხვლიკს ნანახის მოყოლა? პირი ხომ იიტომა აქვს აკერილი, ლაპარაკი რომ ვერ შეძლოს?
- აკერილი პირი მას არ მისცემს საშუალებს ამბავი ვინმე უცხოს უამბოს. ხალხი ამბობს, რომ ხვლიკებს ყბედობა უყვართ. ყველგან ჩერდებიან საჭორაოდ. როგორც არ უნდა იყოს, შემდგომ საქმედ, მას თავის უკანა მხარეს წაუსვი პასტა. შემდეგ მისი თავით მარჯვენა საფეთქელი დაზილე ისე, რომ პასტა შუბლზე არ მოგხვდეს. სწავლების დასაწყისში ცუდი არ იქნებოდა, ხვლიკი შუაწელით შენს მარჯვენა მხარეზე მიგება. მაშინ ის არც დაგეკარგება და არც დაასახიჩრებ მას. მაგრამ სწავლებაში წინსვლასთან ერთად, როცა ეშმაკის ბალახის ძალას უკეთ გაიცნობ, ხვლიკები მორჩლებას ისწავლიან და თვითონ დაგისხდებიან მხარზე. იმის შემდეგ, როგორც კი ხვლიკით პასტას მარჯვენა საფეთქელზე წაისმევ, იგი ორივე ხელის თითებზე მოიცხე. პასტა ჯერ საფეთქლებში ჩაიზილე, შემდეგ თავის ორივე ხელის თითებზე მოიცხე. პასტა ჯერ საფეთქელში ჩაიზილე, შემდეგ თავის ორივე მხარეს წაისვი. პასტა ძალიან სწრაფად შრება, და მისი წასმა იმდენჯერ შეიძლება, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება. წასმა ყობელთვის ხვლიკის თავით დაიწყე და მხოლოდ შემდეგ გადადი თითებზე. ადრე თუ გვიან სანახავად გაქცეული ხვლიკი დაბრუნდება და მოგზაურობის შესახებ თავის ბრმა დას უამბობს, ის კი ყველაფერს შენ მოგითხრობს, როგორც თავისიანს. ჯადოქრობას რომ დაასრილებ, ხვლიკი გაუშვი, მაგრამ ნუ შეხედავ საით გაიქცევა. შიშველი ხელით ღრმა ორმო ამოთხარე და მასში ყველაფერი ჩამარხე, რითაც ისარგებლე.

საღამოს ექვსი საათისთვის დონ ხუანმა ფესვის ექსტრაქი ქოთნიდან ფიქალის ბრტყელ ნაჭერზე გადმოიღო, ჩაის კოვზზე ნაკლები მოყვითალო სახამებელი გამოვიდა. ნახევარი ფინჯანში გადაიტანა და ცოტაოდენი მოყვითალო წყალი დაუმატა. ფინჯანი ნივთიერების გასაზავებლად ხელში დაატრიალა. შემდეგ მომაწოდა და დალევა მიბრძანა. ნარევი უგემური ფამოდგა, მაგრამ პირში სიმწრი გემოს ტოვებდა. წყალი ნამეტანი ცხელი იყო და ამან გამაღიზიანა. გულმა ძლიერად დამიწყო ცემა, მაგრამ მაე ისევ დავწყნარდი.

დონ ხუანმა მეორე, პასტიანი ფაინჯანი აიღო. პასტის ზედაპირი გამაგრებული და მინისებრი ჩანდა. თითით ქერქის ჩამტვრევა ვცადე, მაგრამ დონ ხუანი მომვარდა და ხელის კვრით ფინჯანს მომაცილა. ძალიან გაბრაზებული იყო და თქვა, რომ ასეთი თამაში სუფთა სიგიჟე იყო ჩემი მხრიდან და, თუ მართლა სწავლა მსურდა, ასეთი უდარდელობა არ უნდა დამეშვა. ეს - ძალაა, -თქვა მან და პასტაზემიმანიშნა. - მაგრამ არავის არ შეუძლია თქვას, რა ძალაა ეს სინამდვილეში. უკვე ისაა საკმაოდ ცუდი, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის ვიყენებთ, - რასაც ვერ ავცდებით, რადგან ადამიანები ვართ - მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ - მას საკადრისი პატივისცემით მოვეპყროთ. ნარევი შვრიის ფაფას წააგავდა. მასში, როგორც ჩანს, საკმაოდ იყო სახამებელი, ასეთი კონსისტენცია რომ მიეღო. დონ ხუანმა მიბრძანა, ხვლიკებიანი პარჭუკები მომეტანა. პირაკერილი ხვლიკი ამოიყვანა და ფრთხილად გადმომცა. იგი, როგორც დონ ხუანმა მასწავლა, მარცხენა ხელით დავიჭირე, თითზე სულ ცოტა პასტა მოვიცხე და ხვლიკს თავზე წავუსვი, შემდეგ ხვლიკი ქოთანში ჩავუშვი და შიგ იმდენ ხანს გავაჩერე, სანამ პასტამ მთელი მისი სხეული არ დაფარა.

ამის შემდეგ მან მიბრძანა, ხვლიკი ქოთნიდან ამომეყვანა. ქოთანი აიღო და მისი სახლის მახლობლად მდებარე ერთ ქვიან ადგილზე წამიყვანა. იქ ერთ დიდ კლდეზე მანიშნა, და მიბრძანა, პირდაპირ მის წინ დავმჯდარიყავი ისე, თითქოს ის ჩემი ლემის მცენარე ყოფილიყო; ხვლიკი სახესთან ახლოს მიმეტანა და ხელახლა ამეხსნა მისთვის, რისი გაგებაც მსურდა, ხოლო შემდეგ მეთხოვნა წასულიყო და ჩემს შეკითხვებზე პასუხი მოეძებნა. მან მირჩია, ხვლიკისთვის ბოდიში მომეხადა შეწუხებისთვის და სიტყვა მიმეცა, რომ სამაგიეროდ ყველა ხვლიკის მიმართ კეთილი ვიქნებოდი. შემდეგ მიბრძანა, ხვლიკი მარცხენა ხელის შუა და არათითებით დამეჭირა იმ ადგილთან, მან რომ ოდესღაც გამიჭრა და კლდის გარშემო ზუსტად ისე მეცეკვა, როგორც ამას ეშმაკის ბალახის გადარგვის დროს ვაკეთებდი. მან მკითხა, მახსოვდა თუ არა ყველაფერი, რაც მაშინ გავაკეთე. ვუთხარი, რომ მახსოვდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველაფერი ზუსტად ისევე უნდა გამემეორებინა და თუ რამე დამავიწყდებოდა, უნდა დამეცადა, სანამ თავში ყველაფერს არ გამოვარკვევდი. მამ ხაზგასმით გამაფრთხილა, რომ აჩქარების და დაუფიქრებლობის შემთხვევაში ჩემ თავს დიდ ზიანს მივაყენებდი. და ბოლოს, პირაკერილი ხვლიკი მიწაზე უნდა დამესვა და თვალი მედევნებინა, საით გაიქცეოდა, - ჯადოქრობის შედეგის ამოსაცნობად. მან თქვა, რომ წამითაც კი არ უნდა მომეცილებინა მისთვის თვალი იმიტომ, რომ ხვლიკები ძალზე ოსტატურად აბნევდნენ დამკვირვებლის ყურაღებას და წამსვე მიიმალებოდნენ.
ჯერ სრულად არ დაბნელებულა. დონ ხუანმა ცას ახედა.
- ახლა მარტო დაგტოვებ, - თქვა მან და წავიდა.
შევასრულე ყველა მისი დარიგება და ხვლიკი მიწაზე დავსვი. ის ადგილზე გაშეშდა. შემდეგ უცებ შემომხედა, აღმოსავლეთით ქვებისკენ გაიქცა და შიგ მიიმალა.

კლდის წინ მიწაზე დავჯექი ისე, თითქოს ის ჩემი ლემის მცენარე ყოფილიყოს. ჭრმა მწუხარებამ მომიცვა. პირაკრულ ხვლიკზე ვფიქრობდი. მის უცნაურ მოგზაურობაზე და იმაზე, როგორ შემომხედა ან, სანამ გაიქცეოდა. ფიქრი ჩემთვის ფატალური აღმოჩნდა, აკვიატებული პროექცია. თავისებურად, მეც უცნაურად ვმოგზაურობდი. ჩემი ბედისწერა მხოლოდ იმით თუ სკობდა ხვლიკისას, რომ მე ვხედავდი, - თუმცა ვგრძნობდი, რომ, ალბათ ვერასოდეს და ვერავის ნანახს ვერ მოვუყვებოდი. იმ დროისათვის უკვე სრულიად დაბნელებულიყო. ჩემს წინ კლდეებს ძლივს ვარჩევდი. დონ ხუანის სიტყვები მომაგონდა: „ბინდი - ბზარია ქვეყნებს შორის“.

ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ შევუდექი დაწესებულ ქმედებათა შესრულებას. თუმცა პასტა შვრიის ფაფასავით გამოიყურებოდა, იგი სულაც არ ჰგავდა მას შეხებაზე. ძალზე ლიპი და ცივი იყო და მას სპეციფიკური სუნი ახლდა. იგი კანს მიცივებდა და სწრაფად შრებოდა. საფეთქლები თერთმეტჯერ დავიზილე, მისი მოქმედებისა კი ვერაფერი შევამჩნიე. ვცდილობდი, აღქმაში ან განწყობაში უმცირესი ცვლილებაც კი არ გამომპარვოდა, რადგან მიახლოებითაც კი არ ვიცოდი, რა მელოდა. რაკი სიტყვამ მოიტანა, მე ვერა და ვერ გამეგო ჩემი მეცადინეობის აზრი და მისთვის რაიმე გასაღების მონახვას ვლამობდი.

პასტა გაშრა და საფეთქლები შემიკრა. კიდევ ვაპირებდი პასტის წასმას როცა შევამჩნიე, რომ იაპონურად ქუსლებზე ვიჯექი. მანამდე ფეხმორთხმით ვიჯექი და ახლა არ მაგონდებოდა, როდის შევიცვალე მდგომარეობა. გარკვეული დრო დამჭირდა იმის გააზრებისთვის, რომ თავისებურ მაღალქონქოვანი სენაკის იატაკზე ვიჯექი. ქონქი თითქოს აგურით იყო ნაშენები. მაგრამ როდესაც დავუკვირდი დავინახე, რომ იგი ქვის ყოფილა.

გადასვლა გამიძნელდა. იგი ისე სწრაფად მოხდა, რომ დაკვირვებისთვის ვერ მოვემზადე. ზმანების ელემენტებს გაბნეულად აღვიქვამდი, როგორც სიზმარში. მაგრამ ისინი არ იცვლებოდნენ. შემეძლო, ნებისმიერი მათგანი გამომეყო და საფუძვლიანად გამომეკვლია. ზმანება არ იყო ცხადი ან რეალური, როგორც ეს პეიოტს ახასიათბდა. მისი ბუნდოვანი ხასიათი უდიდეს სიმოვნებას მგვრიდა თავის პასტელურობით.

გავიფიქრე, ადგომას თუ შევძლებდი და უცბადვე ამის შემდეგ მივხვდი, რომ ვმძრაობდი. რომელიღაც კიბეზე, ზემოთ აღვმოვჩნდი, ხოლო მის ძირში ჩემი მეგობარი ქალი - X დავინახე. მისი თვალები აგნებულად ბრწყინავდნენ, მათში სიგიჟის ათინათი შევამჩნიე. იგი ხმამაღლა იცინოდა - და ისე თავშეუკავებლად, რომ შიშსა მგვრიდა. იგი კიბეს ამოყვა. გაქცევა ან სადმე დამალვა დავაპირე, რადგან ის აშკარად „შეშლილი“ ჩანდა. სწორედ ასე ვფიქრობდი. სვეტს მივეფარე და მან ისე ამიარა გვერდი, რომ ჩემთვის არხ კი შეუხედია. „ახლა მას გრძელი მოგზაურობა ელის“, - გავიფიქრე მე. და ბოლოს, უკანასკნელი აზრი, რომელიც მე დამამახსოვრდა, იყო: „ის ყოველთვის მაშინ იცინის, როცა მზადაა დათმოს“.

უეცრად სცენამ უაღრესი სიცხადე შეიძინა. ის ულვე აღარ ჰგავდა სიზმარს. თითქოს რეალურ სცენად ქცეულიყო და მე მას ფანკრიდან ვუთვალთვალებდი. სვეტისათვის ხელის შეხება დავაპირე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ვერ გავინძრეოდი. მაინც ვიცოდი, რომ შემელო იქ რამდენიც მინდოდა, იმდენ ხანს დავრჩენილიყავი და სცეისთის თვალი მედევნა. მე მასში ვიმყოფებოდი, მაგრამ მის ნაწილს არ წარმოვადგენდი.

რაციონალური აზრებისა და მოსაზრებების ზვავი მომაწყდა. რამდენადაც ამას ჩემი განსჯის უნარი სწვდებოდა, ფხიზელი გონების სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. აღქმის ყოველი ელემენტი ჩემი ნორმალური გონებრივი პროცესების არეს მიეკუთვნებოდა და მაინც, რატომღაც ვიცოდი, რომ ეს უჩვეულო მდგომარეობა იყო.

სცენა მკვეთრად შეიცვალა. ღამე იყო. რომელიღაც შენობის ჰოლში ვიმყოფებოდი. სიბნელემ შენობაში იმახვედრა რომ წინა სცენა შესანიშნავი მზის სინათლით ყოფილა აღვსილი. მაგრამ ეს მას იმდენად შეეფერებოდა, რომ ამისათვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. თვალი შევაჩვიე ახალ ზმანებას და გავარჩიე, როგორ გამოვიდა ოთახიდან დიდ ზურგჩანთამოკიდებული ახალგაზრდა კაცი. არ ვიცოდი, ვინ იყო, თუმცა ადრე ერთი-ორჯერ კი მენახა. მან გვერდით ჩამიარა და კიბეზე დაეშვა. ჩემი წარმოდგენები და რაციონალური დილემები ამ დროისათვის უკვე სულ დამავიწყდა. „ვინ არის ეს ახალგაზრდა? - გავიფიქრე. - რატომ ვნახე?“

სცენა კვლავ შეიცვალა და დავინახე, როგორ ამოალაგა ყმაწვილმა ზურგჩანთიდან წიგნები. გვერდებს აწებებდა, წარწერებს შლიდა და ასე და ამგვარად. მერე დავინახე, როგორ აწყობდა წიგნებს აკურატულად საფუთავ კალათში. აქ ასეთი კალათების მთელი გროვა ეწყო. ისინი მის ოთახში კი არა - რომელიღაც საცავში ელაგნენ.
თავში სხვა სურათებიც მომდიოდა, მაგრამ ისინი ასეთი სიცხადით არ გამოირჩეოდნენ. სცენა გაბუნდოვანდა. ბრუნვა ვიგრძენი.

დონ ხუანი მხრებით მანჯღრევდა და გავიღვიძე. ადგმაში დამეხმარა და სახლისაკენ გავემართეთ. იმ წუთიდან, როცა პასტის საფეთქლებზე წასმას შევუდექი, სამნახევარი საათი გავიდა, მაგრამ ჩემი ვიზიონერული მდგომარეობა ათ წუთზე მეტი არ უნდა გაგრძელებულიყო. რაიმე ავადმყოფური შეგრძნებები არ მქონია. უბრალოდ მშიოდა და მეძინებოდა.

 

1963 წლის 18 აპრილი, ხუთშაბათი

გუშინ დონ ხუანმა მთხოვა, ჩემი განცდები ამეღწერა, მაგრამ ძალიან მეძინებოდა, მათ შესახებ საუბარი რომ გამება. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი. დღეს, როგორც კი გავიღვიძე, მან თხოვნა გამიმეორა.
- ვინ გითხრა, რომ ის გოგონა X კარგად ვერ არაა? - ,მკითხა მან, როდესაც თხრობას მოვრჩი.
- არავინ. ეს უბრალოდ ერთ-ერთი აზრი იყო, სხვებთან ერტად რომ თავში მომდიოდა.
- შენ გგონია, ეს შენი აზრები იყო?
ვუპასუხე, რომ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრები იყო - თუმცა საბაბი იმისათვის, რომ X ავადმყოფად წარმომედგინა, არ მქონია. უცნაური აზრები იყო. ისინი თითქოს არსაიდან იჭრებოდნენ გონებაში. დონ ხუანმა დაკვირვებით შემომხედა. ვკითხე, ჩემი თუ სჯეროდა. მას გაეცინა და თქვა, რომ გაუფრთხილებლობა ქცევაში - ჩემს ჩვეულებად ქცეულ თვისებას წარმოადგენდა.
- რ გავაკეთე არასწორად, დონ ხუან?
- შენ უნდა მოგესმინა ხვიკებისთვის.
- როგორ მომესმინა?
- პატარა ხვლიკმა შენს მხარზე აგიწერა ყველაფერი, რაც მისმა დამ ნახა. ის გესაუბრებოდა. გიყვებოდა ყველაფერს, მაგრამ შენ ყურადღება არ მიაქციე. ამის ნაცვლად ჩათვალე, რომ ხვლიკის ნათქვამი - შენს საკუთარ აზრებს წარმოადგენდა.
- კი მაგრამ, ეს, მართლაც, ჩემი საკუთარი აზრები იყო, დონ ხუან.
- არა, ასე არ არის. სწორედ ამაშია ჯადოქრობის დედაარსი. ზმანება, სინამდვილეში კი არ უნდა ნახო, მას უნდა მოუსმინო. მსგავსი რამ ოდესღაც მეც მომივიდა. მინდოდა ამის შესახებ შენი გაფრთხილება, მაგრამ გამახსენდა, რომ ბენეფაქტორს მე არ გავუფრთხილებივარ.
- შენი გამოცდილება თუ ჰგავდა ჩემსას, დონ ხუან?
- არა. მე ჯოჯოხეთური მოგზაურობა გამომივიდა. კინაღამ მოვკვდი.
- რატომ გამოვიდა ის ჯოჯოხეთური?
- შეიძლება იმიტომ, რომ ეშმაკის ბალახს არ ვუყვარდი, ან იმიტომ, შენ ალბათ იმ გოგოზე ფიქრობდი, წიგნების შესახებ რომ ეკითხებოდი.
- ვერ ვიხსენებ.
- ხვლიკები არასოდეს არ ცდებიან. ყოველ აზრს ისინი აღიქვამენ როგორც შეკითხვას. ხვლიკი დაბრუნდა და X-ის შესახებ მოგიყვა ის, რასაც ვერავინ ვეღარასოდეს ვერ გაიგებს იმიტომ, რომ შენ თვითონაც არ იცი, რა ჰკითხე.
- ჩემს მეორე ზმანებაზე რაღას იტყვი?
- შენი აზრები, ალბათ, მდგრადი იყო, როცა ამ შეკითხვას აძლევდი. სწორედ რომ, ასე უნდა განახორციელო ეს ჯადოქრობა - სიცხადეში.
- შენ იმის თქმა გინდა, რომ ზმანება ქალიშვილზე სერიოზულად არ უნდა ჩავთვალო?
- როგორ შეიძლება მისი სერიოზულად მიჩნევა, როდესაც შენ არ იცი, რა შეკითხვაზე პასუხობდნენ პატარა ვლიკები?
- უფრო გასაგები იქნება ხვლიკისათვის, მას მხოლოდ ერთ შეკითხვას თუ მისცემ?
- კი, ასე მეტ სიცხადეს მიაღწევ. თუ შეძლებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი აზრის შეკავებას.
- და რა მოხდება, თუ ეს ერთი შეკითხვა უბრალო კი არა - რთული იქნება?
- მანამ, სანამ შენი აზრი მდგრადია და სადმე გვერდზე არ გადაუხვია, იგი ნათელია ხვლიკებისთვის, ხოლო მათი პასუხი შენთვის.
- თუ შეიძლება ზმანების მსვლელობისას ხვლიკებს სხვა შეკითხვა დაუსვა?
- არა, ზმანება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმას უყურო, რასაც ხვლიკები გიამბობენ. აი რატომ ვთქვი, რომ ეს უფრო სმენისთვისაა ზმანება, ვიდრე მხედველობისთვის. აი, რატომ გთხოვე მათთვის პირადი შეკითხვები არ დაგესვა. ჩვეულებრივ, როდესაც შეკითხვა ახლობელს ეხება, ხსლის შეხების ან მათთან საუბრის სურვილი შენში მეტისმეტად ძლიერია - და ხვლიკები წყვეტენ თხრობას და ჯადოქრობაც იფანტება. გაცილებით მეტი უნდა იცოდე, ვიდრე ახლა, სანამ ისეთი რამის დანახვას შეეცდები, შენ რომ უშუალოდ გეხება. შემდგომში ყურადღებით დაუგდე ყური. დარწმუნებული ვარ, ხვლიკებმა ბევრი რამ გიამბეს, მაგრამ შენ მათ არ მოუსმინე.

 

1963 წლის 19 აპრილი, პარასკევი

- ის რა დავნაყე პასტისათვის, დონ ხუან?
- ემაკის ბალახის თესლი და მცერები, სათესლე სოლოფებში რომ ბუდობენ. საწყაული - თითო მუშა ერთიცა და მეორეც. - მან ხელით მუჭა გააკეთა და მაჩვენა რამდენი.
ვკითხე, რა მოხდებოდა, ერთი ელემენტი მეორეს გარეშე რომ გამომეყენებინა მიპასუხა, რომ ასეთი თვითნებობა მხოლოდ ეშმაკის ბალახდა და ხვლიკებს შორის პტრობას გამოიწვევდა.
- არ უნდა განარიდო ხვლიკები, - თქვა მან, - ამიტომ მეორე დღეს, მოსაღამოვდებისას უნდა დაბრუნდე შენი მცენარის ადგილზე: ყველა ხვლიკს გაესაუბრე და სთხოვე იმ ორს. შენ რომ ჯადოქრობაში დაგეხმარნენ, ისევ გამოვიდნენ შენთან. ყველგან დაძებნე, სანამ სრულიად არ დაღამდება. იმ დღეს თუ ვერ იპოვი, მეორე დღეს უნდა სცადო. თუ ძლიერი ხარ, ორივეს ნახავ და მაშინ ისინი იქვე ადგილზე უნდა შეჭამო. სამუდამოდ ამოუცნობის განჭვრეტის უნარით დაჯილდოვდები. ამ ჯადოქრობის შესასრულებლად ხვლიკების დაჭერა აღარ დაგჭირდება. ამის შემდეგ ისინი შიგნით იცხოვრებენ.
- და რა ვქნა, მხოლოდ ერთი რომ ვიპოვნო?
- თუ მარტო ერთს იპოვნი, ძებნას რომ დაასრულებ, უნდა გაუშვა. თუ ხვლიკს პირველ დღეს იპოვნი, ნუ დაიტოვებ იმის იმედით, რომ მეორე დღეს სვასაც დაიჭერ. ეს მხოლოდ ავნებს შენს მეგობრობას მათთან.
- რა მოხდება, საერთოდ რომ ვერ შევძლო მათ პოვნა?
- ვფიქრობ, ეს შენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. იმის მაუწყებელი, რომ ყოველთვის, როცა ხვლიკების დახმარება გადჭირდება, ხელახლა მოგიწევს მათი დაჭერა, და კიდევ იმის, რომ - თავისუფალი ხარ.
- რას გულისხმობ?
- თავისუფალი ხარ ეშმაკის ბალახის მონობისგან. თუ ხვლიკები შენში იცხოვრებენ, ეშმაკის ბალახი არასოდეს გაგიშვებს,
- ეს ცუდია?
- რა თქმა უნდა, ცუდია. ის ყოველივე სხვას ჩამოგაშორებს. იძლებული გახდები მთელი შენი ცხოვრება მას მოუარო, როგორც შენს მოკავშირეს. იგი - მესაკუთრეა. როგორც კი ის შეგიპყრობს, შენ მხოლოდ ერთი გზა დაგრჩება - მისი გზა.
- ხვლიკები მკვდარი რომ ვიპოვო, მაშინ რა?
- თუ კი ერთს ან ორივე ხვლიკს მკვდარს ნახავ, რამდენიმეხანს უნდა შეეშვა ჯადოქრობის აღსრულებას. გადადე დროებით.
ვფიქრობ, ესაა სულ, რაც უნდა მეთქვა შენთვის; და რაც გითხარი, ეს - წესია. ყოველთვის ამ ჯადოქრობის შესრულებისას ყველა ის საფეხური უნდა გაიარო, მე რომ შენს მცენარესთან აღგიწერე. კიდევ ერთი რამ, არ ჭამო და არ დალიო, სანამ ჯადოქრობას არ დაასრულებ.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff