ნაწილი 8
ნაწილი 8
ჩემი უკანასკნელი შეხვედრა მესკალიტოსთან ოთხი სესიისაგან შედგებოდა, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ოთხი დღე გაგრძელდა. დონ ხუანი ასეთ გრძელ სესიას „მიტოტ“-ს უწოდებდა. ეს ნამდვილი ცერემონიაა „პეიოტეროს“-სა და მოწაფეებისათვის. მასში ორი დონ ხუანის ხნის მოხუცი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი მიტოტს ხელმძღვანელობდა და ხუთი ახალგაზრდა კაცი, ჩემის ჩათვლით. ცერემონია შედგა მექსიკის შტა ჩიუაუაში, თითქმის ტეხასთან საზღვარზე. ის მდგომარეობდა სიმღერების მღერასა და ღამღამობით პეიოტის მიღებაში. დღისით ქალები, რომლებიც თვით ცერემონიაზე არ დაიშვებოდნენ, ყველა მონაწილეს წყლითა და რიტუალური საჭმლით ამარაგებდნენ - ერთითა და მეორით თითქმის სიმბოლურად მცირე რაოდენობით.
1964 წლის 12 სექტემბერი, შაბათი
3 სექტემბერს, ცერემონიის პირველი ღამის განმავლობაში რვა ნაჭერი პეიოტი მივიღე. თუ კი მათ იმოქმედეს ჩემზე, ძალიან სუსტად. თითქმის მთელი ღამე თვალდახუჭული ვიჯექი - ასე უფრო ადვილი იყო ჩემთვის. არ დამიძინია და არც დავღლილვარ. სესიის დულ ბოლოსათვის სიმღერა არაჩვეულებრივი შეიქნა. მოკლე დროით სულიერი აღმაფრენა ვიგრძენი და ტირილი მომინდა, მაგრამ სიმღერის დასრულებასთან ერთად ეს გრძნობა გამიქრა.
ყველა ადგა და გარეთ გავიდა. ქალებმა წყალი მოგვცეს; ზოგმა ყელი გამოივლო, სხვებმა დალიეს. კაცებს ხმა არ ამოუღიათ, ქალები კი გაუთავებლად ყბედობდნენ და იცინოდნენ. რიტუალური საჭმელი - მოხალული მარცვალი - ნაშუადღევს ჩამოარიგეს.
ოთხ სექტემბერს, მზის ჩასვლისას, მეორე სესია დაიწყო. წამყვანმა თავისი პეიოტის სიმღერა იმღერა და სიმღერის და პეიოტის მიღების მთელი ციკლი ხელახლა გამეორდა. იგი დილით დასრულდა, როცა თითოეულმა სხვებთან უნისონში, თავისი პეიოტის სიმრერა იმღერა.
როდესაც გარეთ გავედი, შევნიშნე, რომ იმდენი ქალი აღარ იყო, როგორც წინა დღით. ვიღაცა წყალი შემომთავაზა, მაგრამ გარემოცულობა აღარ მაინტერესებდა. ისევ იგივე რვა ნაჭერი გადავყლაპე, მაგრამ მათი მოქმედება უკვე სხვანაირი იყო.
ალბათ, სესიის დასასრულისთვის, როცა სიმღერა შესამჩნევად გაძლიერდა და ყველა ერთდროულად ამღერდა, ვიგრძენი, რომ ვიღაც, არ რაღაც სახლში შეღწევას ცდილობდა გარედან. გაუგებარი იყო, სიმღერა „მისთვის“ ხელის შეშლას გულისხმობდა, თუ პირიქით - „მის“ შიგნით შეტყუებას.
მარტო მე არ მქონდა ჩემი სიმღერა. ყველა, თითქოს ცნობისმოყვარეობით მიყურებდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა. ეს მაღიზიანებდა და თვალები დავხუჭე. უცებ ვიგრძენი, რომ ასე გაცილებით უკეთ აღვიქვამდი ყოველივეს, რაც ხდებოდა. ამ აზრმა მთლიანად დაიპყრო ჩემი ყურადღება. თვალებს ვხუჭავდი და ჩემს წინ ადამიანებს ვხედავდი - სურათი არ იცვლებოდა. გარემოცვა ჩემთვის სრულიად იგივე რჩებოდა, გინდ თვალდახუჭული ვყოფილიყავი და გინდ თვალგახელილი.
უეცრად ყველაფერი გაქრა, თუ წაიშალა და მის ნაცვლად გაჩნდა მესკალიტოს მსგავსი ადამიანის ფიგურა, რომელიც ორი წლის წინ მენახა. იგი მოშორებით, ჩემსკენ პროფილით იჯდა. თვალს არ ვაშორებდი მას, მან კი ერთხელაც არ შემომხედა და არც მობრუნებულა.
ალბათ, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მას რაღაც აკავებდა. ავდექი და მისკენ გავემართე, ამის შესახებ რომ მეკითხა. მაგრამ მოძრაობამ სურათი გაფანტა. მან დნობა დაიწყო და მის გამჭოლ კაცების ნაცნობი ფიგურები გამოიკვეთა. კვლავ მომესმა ხმამაღალი გახელებული სიმღერა.
ცოტა გავისეირნე, სახლთან ახლოს ბუჩქებში. ყველა საგანი ძალიან ცხადად მოჩანდა. აღვნიშნე, რომ სიბნელეში შემეძლო ხედვა, მაგრამ ამჯერად ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელვანი კი იყო ის, თუ რატომ მარიდებდა თვალს მესკალიტო.
დანარჩენებთან დაბრუნება დავაპირე, მაგრამ სახლში შესვლისას რაღაც გრუხუნი მომესმა და შემაქანავა. მიწა ზანზარებდა. ხოლო ხმა იგივე იყო, ორი წლის წინ, პეიოტის ხეობაში რომ გავიგონე.
ისევ ბუჩქებისკენ გავიქეცი. ვიცოდი, რომ მესკალიტო იქ იქნებოდა და მისი პოვნა გადავწყვიტე. მაგრამ იგი იქ არ არმოჩნდა. დილამდე ვუცადე და დანარჩენებს მხოლოდ სესიის თითქმის დასასრულს შევუერთდი.
ჩვეული პროედურა მესამე დრესაც გამეორდა. დაღლილობას არ ბგრძნობდი, მაგრამ სადილის შემდეგ წავიძინე.
ხუთ სექტემბერს, შაბათს, მოხუცმა ციკლის განახლების სიმღერა წამოიწყო. ამ სესიის განამვლობაში პეიოტის მხოლოდ ერთი ნაჭერი დავღეჭე, არცერთი სიმღერისთვის ყური არ დამიგდია და არაფერი მომხდარისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. სულ პირველი წუთიდანვე მთელ ჩემს არსებას ერთი საზრუნავი სტანჯავდა. ვიცოდი, რომ ჩემი კეთილდღეობისთვის რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანი გამომრჩენოდა.
სანამ კაცები მღეროდნენ, ხმამაღლა ვთხოვე მესკალიტოს, ჩემთვის სიმღერა ესწავლებინა. ჩემი თხოვნა სხვების ხმამაღალ სიმღერაში აირია. და მაშინათვე ჩემს ყურებში სიმღერა აჟღერდა. მივბრუნდი, ჯგუფს ზურგი შევაქციე და ვუსმენდი. სიტყვებსა და მოტივს კვლავ და კვლავ ვარჩევდი, ვიმეორებდი, სანამ მთელი სიმღერა არ დავისწავლე. გრძელი სიმღერა იყო ესპანურ ენაზე. შემდეგ რამდენიმეჯერ ვიმღერე იგი მთელი ჯგუფისათვის და მალე ამის მერე ყურში ახალი სიმღერა მომესმა, გათენებამდე ორივე სიმღერა უთვალავჯერ ვიმღერე. განახლებას, ძალების მომატებას ვგრძნობდი.
იმის შემდეგ, წყალი რომ მოგვცეს, დონ ხუანმა ხელში ტომარა შემაჩეჩა და სუყველამ ერთად ბორცვებისკენ გავწიეთ. გრძელი გზა ზეგანით მომქანცველი იყო. იქ პეიოტის რამდენიმე მცენარე შევნიშნე, მაგრამ, რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო, მათი ცქერა არ ვისურვე. როგორც კი ზეგანი გადავკვეთეთ, ჯგუფი გაიყო. მე და დონ ხუანი უკან გამოვბრუნდით; გზა და გზა პეიოტს ვაგროვებდით ზუსტად ისევე, როგორც ადრე, მას რომ ვეხმარებოდი.
კვირას, ექვს სექტემბერს, დღის მიწურულს დავბრუნდით. საღამოს წამყვანმა ახალი ციკლი გასნა. არცერთი სიტყვა არ წარმოთქმულა, მაგრამ სრულიად მტკიცედ ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო. ამჯერად მოხუცმა ახალი სიმღერა იმღერა. პეიორის ნედლი ნაჭრებიანი ბადურა წრეში დატრიალდა. პირველად გავსინჯე ნედლი ნაჭერი. იგი წვნიანი, მაგრამ ძნელი დასაღეჭი იყო. გემოთი რომელიღაც მკვახე ხილს მაგონებდა და უფრო ცხარე და მწარე იყო, ვიდრე ხმელი. პირადად მე, ნედლი პეიოტი უსასრულოდ უფრი ცოცხალი მომეჩვენა.
თოთხმეტი ნაჭერი დავღეჭე, საგულდაგულოდ ვითვლიდი. უკანასკნელი ბოლომდე არ დამიღეჭია იმიტომ, რომ ნაცნობი გრუხუნი გავიგონე, მესკალიტოს სიახლოვეს მაუწყებელი. ყველა თავდავიწყებით ამღერდა და მე ვიცოდი, რომ დონ ხუანმაც და სხვებმაც, ნამდვილად გაიგონეს ეს ხმაური. ის შესაძლებლობა, რომ ეს სიმღერა იყო პასუხი ერთ-ერთის მიერ ჩემს მოსატყუებლად მიცემული ნიშნისა, მე ერთიანად უარვყავი.
იმ წუთში ვიგრძენი, როგორ მშთანთქა სიბრძნის უზარმაზარმა ტალღამ. ვარაუდი, რომელთანაც სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, რწმენად იქცა. სამი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, უფრო სწორედ გამომეცნო: რაც არ უნდა ყოფილიყო კაკტუსში Lophophoza Williamsli, მას არაფერ ჰქონდა საერთო პირადად ჩემთან და თავისთავად, სრულიად დამოუკიდებლად არსებობდა. ახლა ეს ვიცოდი.
აღგზნებულად ვმღეროდი, სანამ სიტყვების წარმოთქმა ჯერ კიდევ შემეძლო. ჩემი სიმღერები თითქოს შიგ სხეულში იყვნენ მოთავსებული და მის უმართავ კრთომას იწვევდნენ. საჭირო იყო გასვლა და მესკალიტოს პოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავფეთქდებოდი. პეიოტის ველისკენ წავედი და გზადაგზა სიმღერას ვაგრძელებდი. ვიცოდი, რომ სიმღერები პირადად მე მეკუთვნოდა - უცილობელი მტკიცება ჩემი ერტადერთობის. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვგრძნობდი, როგორ ირეკლავდა მას მიწა, გამოძახილივით. ჩემი ნაბიჯების გამოძახილი, საკუტარი თავის ადამიანად გაცნობიერების აღუწერელ ეიფორიას ბადებდა.
ყველა პეიოტის მცენარე ველზე ცისფრად მოციმციმე შუქით ბრწყინავდა. ერთი მათგანი განსაკუთრებით კაშკაშებდა. მის წინ დავჯექი და ჩემი სიმღერები ვუმღერე. სანამ ვმღეროდი, მცენარიდან მესკალიტო გამოვიდა - იგივე ადრე ნანახი ადამიანის მსგავსი ფიგურა. მან შემომხედა და მე ძალზე (ჩემი ტემპერამენტის კაცისთვის) მეტყველურად ვუმღერე ჩემი სიმღერები ამას თან ახლდა ფლეიტის თუ ქარის ნაცნობი მუსიკალური ვიბრაცია. ალბათ, ისევე როგორც ორი წლის წინათ, მან თქვა: „რა გინდა?“
ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ვუთხარი, რომ ვიცოდი, ჩემს ცხოვრებას და ჩემს ქცევას რაღაც აკლდა, მაგრამ ვერ გამეგო რა. ვემუდარებოდი ეთქვა, რა მჭირდა ისეთი, ვთხოვდი თავისი სახელი მოენდო, გასაჭირში რომ მომეხმო. მან შემომხედა, პირი ტრომბონის მსგავსად ნელა გამოწელა, სანამ იგი ჩემს ყურს არ მისწვდა და თავისი სახელი მითხრა.
უცბად, მამაჩემი დავინახე, პეიოტის ველის შუაგულში იდგა, - მაგრამ თვით ველი გამქრალიყო და მოქმედებამ ჩემს ძველ სახლში, ბავშვობის სახლში გადაინაცვლა. მე და მამა ლეჭვის ხესთან ვიდექით. ჩავეხუტე მას და ჩქარა-ჩქარა იმის შესახებ დავუწყე საუბარი, რაც ადრე მისთვის ვერა და ვერ მითქვამს. ყოველი ჩემი აზრი მკაფიო და მოწესრიგებული იყო, თითქოს ჩვენ დრო არ გვქონდა და ამიტომ ყველაფერი ერთბაშად უნდა თქმულიყო. საოცარი რამ ვუამბე ჩემს გრძნობებზე მის მიმართ, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში ვერასდროს ვუბედავსი.
მამა არ ლაპარაკობდა, უბრალოდ მისმენდა, შემდეგ კი იგი რაღაცამ შეისრუტა ან შეიწოვა. ისევ მარტო დავრჩი და ავტირდი, სინათლისა და სევდის მოზღვავების გამო.
პეიოტის ველით მივდიოდი და იმ სახელს ვიმეორებდი, მესკალიტომ რომ მასწავლა. უცბად რაღაც წარმოიქმნა პეიოტის მცენარეზე უცნაური ვარსკვლავთა მსგავსი შუქიდან. გრძელი, კაშკაშა - ადამიანის სიმაღლის სინათლის სვეტი. წამით მან მთელი ველი გაანათა ინტენსიური მოყვითალო ან ამბრის ფერი შუქით; შემდეგ, ზემოთ მთელს ცას მოეფინა და გრანდიოზული, მშვენიერი სანახაობა შექმნა. გავიფიქრე, რომ დავბრმავდებოდი, ცქერას თუ გავაგრძელებდი. თვალები დავხუჭე და სახე ხელებში ჩავმალე.
გარკვევით გავიგე, რომ მესკალიტო პეიოტის კიდევ ერთი ნაჭრის შეჭმას მავალებდა. გავიფიქრე: „ეს როგორ გავაკეთო? მე ხომ დანა არა მაქვს მოსაჭრელად“.
- „პირდაპირ მიწიდან ჭამე“, მითხრა მან ისეთივე უხნაურ ყაიდაზე.
მუცელზე დავწექი და მცენარის გენწერო მოვღეჭე. მან აღმანთო. სხეულის ყველა ნაწილაკი სითბოთი და სისწორით ამივსო. ყველაფერი გაცოცხლდა. ყველაფერი ნატიფი და რთული დეტალურობით გამოირჩეოდა - და იმავდროულად ისეთი უბრალო იყო! ყველგან ვიყავი; ყველაფერს ჩემს ზევით, ქვევით და გარშემო ერთბაშად და ერთდროულად ვხედავდი.
ეს განსაკუთრებული შეგრძნებს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა იმისათვის, რომ მისი გათვითცნობიერება შემძლებოდა. შემდეგ იგი შულისშემხუთველი შიშიშ, შეძრწუნებით შეიცვალა, რომელიც არა მკვეთრად, არამედ რაღაცნაირად მდორედ და იმავდროულად სწრაფად დამაწვა. ჯერ სიჩუმის მშვენიერი სამყარო მკვახე ხმებმა დაამსხვრია. მაგრამ ამასთან რა მესაქმებოდა. ხმები უფრო ხმამაღალი და უწყვეტი შეიქმნა, თითწოს მე მიახლოვდებოდნენ. თანდათან დავკარგე განუყოფელ, განყენებულ და შეუდარებელ სამყაროში ნავარდის შეგრძნება. ხმები გიგანტურ ნაბიჯებად იქცნენ. რაღაც უზარმაზარი ხმამაღლა სუნთქავდა და გარშემო მივლიდა. დავასკვენი, რომ იგი ჩემზე ნადირობდა.
გავიქეცი, რიყის ქვის ქვეშ დავიმალე და იქიდან ვცადე განმესაზღვრა, ვინ დამდევდა. რამდენიმე წამში გამოვძვერი ჩემს თავშესაფრიდან, საბოლოოდ მტრისთვის სახეში რომ შემეხედა და მევარი - მე იგი მაინც ვერ დავინახე - მეძგერა. რაღაც ზღვის წყალმცენარის მსგავსი ზემოდან დამემხო. გიგანტური ლოფორთქინა უკვე მზად იყო, თავის სიმძიმით გავეჭყლიტე, რომ მე უცებ რაღაც ღრინტეში ან ღრმულში აღმოვჩნდი. შევამჩნიე, რომ ლოფორთქინა, ჩემს გარშემო, მთელს ზედაპირს არ ფარავდა. რიყის ქვის ქვეშ კიდევ რჩებოდა თავისუფალი მიწის ნაჭერი. იმ წუთს „ვიცოდი“, რომ ის საჭმლის მომნელებელ მჟავას გამოყოფდა ჩემს გასახსნელად. წვეთი ხელზე მომხვდა; ვცდილობდი, მჟავის მიწით მოშლას, ხელს ნერწყვით ვისველებდი და კვლავ თავის დამარხვას განვაგრძობდი. მაგრამ რამდენიმე წამში, მე უკვე თითქმის თვითონვე დავიწყე აორთქლება. რაღაც ძალა ზევით სინათლისკენ მაგდებდა. ეტყობა, ლოფორთქინამ მე გამხსნა. ბუნდივნად შევნიშნე სინათლე. იგი სულ უფრო და უფრო კაშკაშებდა. სინათლე მიწისქვეშეთიდან იჭრებოდა, ძლიერდებოდა - და საბოლოოდ ბორცვებიან ჰორიზონტზე ამომავალ მზედ იქცა.
თანდათან ჩემმა ჩვეულებრივმა აღქმის უნარმა იწყო ღდგენა. მუცელზე დავწექი, ხელით თავი გავიმაგრე. პეიოტის მცენარე ჩემს წინ ისევ განათდა და სანამ თვალის გავლებას მოვასწრებდი, კვლავ გრძელი სინათლის სვეტი აღიმართა. იგი თავზე გადმომეფინა. ავდექი. სინათლე მთელს ჩემს სხეულს წყნარი ძალით შეეხპ. შემდეგ ადგილიდან მოწყდა და თვალს მიეფარა.
მთელი გზა ვირბინე იმ ადგილამდე, სადაც კაცეი დარჩნენ. სუყველა ერტად ქალაქში დავბრუნდით. მე და დონ ხუანმა კიდევ ერთი დღე რობერტოსთან - პეიოტის წამყვანთან - დავრჩით. მთელი ის დრო, რაც იქ ვიმყოფებოდით, ძილში გავატარე. როდესაც გამგზავრებას ვაპირებდით, ჩემთან პეიოტის სესიის მონაწილე ახალგაზრდები მოვიდნენ. ერთიმეორის მიყოლებით მეხვეოდნენ და მორცხვად იცინოდნენ. ყველამ საკუთარი ტავი წარმიდგინა. რამდენიმე საათი ვილაპარაკე ყველაფერზე ამქვეყნად, გარდა პეიოტური შეხვედრებისა.
დონ ხუანმა თქვა, რომ წასვლის დრო იყო. ახალგაზრდები კვლავ გადამეხვივნენ. „ჩამოდი“, - მითხრა ერთ-ერთმა. „უკვე გელოდებით“, - დაუმატა მეორემ. ნელა ვემზადებოდით. მოხუცების ნახვის იმედით, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.
1964 წლის 10 სექტემბერი, ხუთშაბათი
როდესაც დონ ხუანს რომელიმე თავგადასავალს ვუყვებოდი, ყოველთვის იძულებული ვიყავი, იგი რაც შეიძლება, თანმიმდევრულად, ნაბიჯ ნაბიჯ მომეგონებინა. ეს ამბის სრულად აღდგენის ერთადერთ საშუალებად მიმაჩნდა.
დღეს მესკალიტოსთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრის დეტალები ვუამბე. ის ყურადღებით უსენდა მონათხრობს იმ ადგილამდე, რომცა მესკალიტომ თავისი სახელი გამიმხილა. აქ დონ ხუანმა შემაწყვეტინა.
- ეხლა შენ თავის-თავადა ხარ, - დამცველმა მიგიღო. აწი ჩემგან ბევრ ვერაფერ ხეირს ნახავ. მეტს ნუღარაფერს მომიყვები შენი დამოკიდებულებების შესახებ მასთან. ახლა უკვე იცი მისი სახელი - და ამიერიდან არცერთ ცოცხალ არსებასთან არ უნდა ახსენო იგი და არც თქვენი საქმიანობის შესახებ უთხრა რამე.
მე დაჟინებით მოვითხოვდი მისთვის განცდილის ყველა დეტალის მოყოლის უფლებას, რადგან ჩემთვის მას აზრი არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ მისი დახმარება მჭირდებოდა, ნანახის გასააზრებლად. მან კი მიპასუხა, რომ ამის გაკეთება მე თვითონაც კარგად შემეძლო და რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თავად დამეწყო ფიქრი. მაგრამ, შევეპასუხე მე, მე მისი აზრი მაინტერესებდა, რადგან ძანზე ბევრი დრო დამჭირდებოდა, თვითონ რომ გავრკვეულიყავი და ამასთან ისიც არ ვიცოდი, რით დამეწყო.
- ავიღოთ, მაგალითად, სიმღერები. რას ნიშნავენ ისისნი?
- ეს მთლიანად შენი გადასაწყვეტია, - თქვა მან. - აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, რას ნიშნავენ? მხოლოდ დამცველს შეუძლია გითხრას ამის შესახებ, ისევე როგორც მხოლოდ მას შეეძლო ესწავლა შენთვის თავისი სიმღერები. მე რომ იმის ახსნა მეცადა, თუ რას ნიშნავენ ისინი, ეს იგივე იქნებოდა, შონ რომ ვიღაც სხვისი სიმღერები გესწავლა.
- ამით რისი თქმა გინდა, დონ ხუან?
- ხელად შეიძლეა მიხდე, ინმე თუ ალის - ურალოდ სხვების სიტყვებს იმეორებს, იმათ სიტყვებს, ვინც დამცველის სიმღერებს მღერიან. დამცელის სიმეეს - ყოელვის სული ახლავს, იგი მხოლოდ ასეთ სიმღერებს ასწავლის. ყველა დანარჩენი - სხვა ადამიანთა სიმღერების ასლებია. ასე ცრუობენ ხანდახან ადამიანები. სხვის სიმღერებს მღერიან და ისიც კი არ იციან, რაზეა მათში საუბარი.
ვუთხარი, რომ ვაპირებდი მისთვის მეკითხა, თუ რისთვის მღეროდნენ სიმღერებს. მან მიპასუხა, რომ სიმღერები, რომლებიც მე ვისწავლე - დამცველის გამოსაძახებლად იყო ნანიშნული და რომ მის მოსახმობად, სახელთან ერთად, ყოველთვის მათთვის უნდა მიმემართა. მოგვიანებით მესკალიტო, ალბათ სხვა მიზნებისთვის განკუთვნილ სიმღერებსაც მასწავლიდა, თქვა დონ ხუანმა.
ამის მერე ვკითხე, როგორ მიაჩნდა მას, დამცველმა სრულიად მიმიღო თუ არა. თქვა, რომ დამცველმა მე მიმიღო და ეს უკეთ რომ შემეგნო, ორჯერ დამიდასტურა კიდეც, როცა სინათლის სახით მომევლინა. როგორც ჩანს, დონ ხუანზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ სინათლე ორჯერ ვნახე და ჩემს მესკალიტოსთან შეხვედრის სწორედ ამ მხარეს გაუსვა ხაზი.
შევჩივლე, რომ არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ მესკალიტო თითქოს გიღებდა და ამავე დროს ასე სასიკვდილოდ გაშინედა.
ძალიან დიდხანს დააყოვნა პასუხი და რაღაც დაბნეული ჩანდა. ბოლოს თქვა:
- ეგ ხომ გასაგებია. ის, რაც მას უნდოდა ეთქვა, იმდენად ცხადია, რომ არ ვიცი, შენ როგორ არ გესმის ეს.
- ჩემთვის საერთოდ ყველაფერ მიუწვდომელია, დონ ხუან.
- დროა საჭირო იმისათვის, რომ გარკვევით დაინახო და გაიგო, რა აქვს მხედველობაში მესკალიტოს: მის გაკვეთილებზე იფიქრე მანამ, სანამ ისინი შენთვის გასაგები არ გახდებიან.
1964 წლის 11 სექტემბერი, პარასკევი
კვლავ დაჟინებით ვთხოვდი დონ ხუანს, ჩემი ვიზიონერული ცდა განემარტა. რამდენიმე ხანს უარზე იყო. შემდეგ ალაპარაკდა, და ისე, თითქოს მესკალიტოზე საუბარს აგრძელებდა.
- ხომ ხედავ, რომ სისულელეა მას შეკითხვები მისცე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რომელთანაც საუბრის გაბმა შეიძლება? ის არა ჰგავს არაფერს, რაც შენ აქამდე გინახავს; იგი ადამიანივითაა და ამავე დროს, სულ არა ჰგავს მას. ძნელია ამის ახსნა ისეთი ადამიანისთვის, ვინც არაფერი იცის მის შესახებ და ერთბაშად ყველაფერში გარკვევა სურს. მისი გაკვეთილებიც ხომ არანაკლები იდუმალებით არის მოცული, ვიდრე თვით იგი. რამდენადაც მე ვიცი, არცერთ ადამიანს არ ძალუძს მისი ქცევის წინასწარმეტყველება. შენ აძლევ მას შეკითხვას და ის გზას გიჩვენებს, მაგრამ ისე როდი გესაუბრება მის შესახებ, როგორც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ. გესმის ახლა რას აკეთებს იგი?
- მე მგონია, ამის გაგება არ გამიჭირდება. მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა აზრია ამაში?
- შენ სთხოვე, მას აეხსნა შენი გასაჭირი და მანაც სურათი დაგიხატა. აქ შეცდომა გამორიცულია! უფლება არა გაქვს განაცხადო, რომ ვერ გაიგე. ეს საუბარი არ ყოფილა - და ამავე დროს იყო. მერე შენ სხვა შეკითხვა მიეცი და მანაც იმავე საშალებით გიპასუხა. არა ვარ დარწმუნებული, რომ მესმის მისი ნათქვამი, რადგან შენ არ მითხარი, რა შეკითხვა მიეცი.
გულდასმით მოვყევი მისთვის მიცემული ყველა ჩემი შეკითხვის გახსენებას და იგივე თანაფარდობით გავიმეორე: „ვაკეთებ თუ არა იმას, რაც საჭიროა? სწორ გზას თუ ვადგივარ? ჩემს ცხოვრებას როგორ მოვექცე?“ დონ ხუანმა თქვა, რომ ჩემს მიერ დასმული შეკითვები - მხოლოდ სიტყვები იყო. ისინი ჯობდა კი არ წარმომეტქვა, არამედ შიგნიდან დამესვა. მან დაუმატა, რომ დამცველს მხედველობაში ჰქონდა ჩემთვის გაკვეთილის მიცემა და არა დაშინება და ამიტომაც ორჯერ გამომეცხადა სინათლის სახით.
მე მაინც ვერ გამეგო, რატომ დასჭირდა მესკალიტოს ჩემი შეშინება, თუ კი მან მიმიღო. დონ ხუანს შევახსენე რომ მისივე მტკიცებით, როცა მესკალიტო გიღებდა, იგი თავის ფორმას ინარჩუნებდა და ნეტარებიდან კოშმარზე არ დახტოდა. დონ ხუანს კვლავ სიცილი აუტყდა და თქვა, რომ თუ იმ შეკითხვას ჩავუფიქრდებოდი, გულში რომ მედო, როდესაც მესკალიტოს ველაპარაკებოდი, გაკვეთილს თვითონ მივუხვდებოდი.
იმ შეკითხვაზე ფიქრი, მე რომ „გულში“ მედო, ნელი საქმე გამოდგა. დონ ხუანს ვუთხარი, რომ მაშინ თავში ბევრი ამ მიიალებდა. როდესაც ვეკითხებოდი, სწორ გზას თუ ვადექი, მხედველობაში ეს მქონდა: მარალი იყო თუ არა, რომ მე ერთდროულად ორ სამყაროში ვიმყოფებოდი. რომელი იყო სწორი, საითკენ უნდა წარმემართა ჩემი ცხოვრება.
ხონ ხუანმა განმარტებები მოისმინა და დაასკვნა, რომ მე არ მქონდა სამყაროზე ცხადი წარმოდგენა და რომ დამცველმა საოცრად ცხადი გაკვეთილი მომცა. მან განაგრძო:
- შენ ფიქრობ, რომ ორ ამყაროში ხარ და წინ ორი გზა გადაგეშალა. მაგრამ იგი მხოლოდ ერთია. დამცველმა ეს არაჩეულებრივი სიცხადით გიჩვენა. შენთვის ერთადერთი მისაწვდომი სამყარო - ადამიანთა სამყაროა; ამ სამყაროს შენი ნებით ვერ დატოვებ. შენ ადამიანი ხარ! დამცველმა გიჩვენა ბედნიერების სამყარო, სადაც საგნებს შორის განსხვავება არ არის იმიტომ, რომ არავინაა განსხვავების მაძიებელი. მაგრამ ეს არ არის ადამიანთა სამყარო. დამცველმა გადმოგბერტყა იქიდან და გიჩვენა, როგორ ფიქრობს და იბრძვის ადამიანი. ეს - ადამიანთა სამყაროა. იყო ადამიანი ნიშნავს, ეს სამყარო გქონდეს მისჯილი. შენ სულელურად თვლი, რომ ორ სამყაროში ცხოვრობ, მაგრამ ეს მხოლოდ შენი სიბრიყვეა. მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს ჩვენთვის და არავითარი სხვა. ჩვენ, ადამიანები ვართ და ადამიანთა სამყარო კმაყოფილებით უნდა მივიღოთ.
მე მიმაჩნია, რომ სწორედ ამაში იყო შენი გაკვეთილი.