დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო აბულაძე წიგნის ელ. ვერსია მოამზადა: ლექსო ციციშვილმა (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)  ნაწილი 1 1960...

ნაწილი 9

 

ნაწილი 9

დონ ხუანს, როგორც ჩანს, სურდა რომ ეშმაკის ბალახთანაც რაც შეიძლება მეტი მემუშავა. ასეთი განწყობა არაფრით არ შეესაბამებოდა მის მიერ ადრე გამოხატულ მტრობას ამ ძალისადმი. მან განმიმარტა, რომ ახლოვდებოდა დრო, როცა კვლავ მიწევდა მოწევა და ამ დროისათვის, რაც შეიძლება, უკეთ უნდა გამეცნო ეშმაკის ბალაის ძალა.

მან რამდენიმეჯერ შემომთავაზა, კიდევ ერთხელ გამომეცადა ეშმაკის ბალახი ხვლიკებიანი ჯადოქრობით. დიდხანს ვიფიქრე ამაზე. დონ ხუანის დაწოლა დრამატულად მატულობდა, სანამ თავი მოვალედ არ ვიგრძენი, მისი მოთხოვნა შემესრულებინა. გადავწყვიტე, მემკითხავა ზოგიერთი მოპარული ნივთის შესახებ.

 

1964 წლის 28 დეკემბეი, ოშაბათი

ცხრამე დეკემბერს, შაბათს, ლემის ფესვი მოვჭერი. დაღამებას დაველოდე, მცენარის გარშემო ჩემი ცეკვების შესასრულებლად. ღამით ფესვის ექსტრაქტი დავამზადე და კვირას, დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ჩემი მცენარის ადგილზე მივედი. მის წინ დავჯექი. დონ ხუანის ყველა დარიგება, პროცედურებთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ მქონდა ჩაწერილი. კვლავ გადავიკითხე ჩანაწერები და მოვიაზრე, რომ თესლი სხვა ადგილას უნდა დამენაყა. რაღაცნაირად, უბრალოდ იმან, რომ მცენარესთან ვიმყოფებოდი, ჩემში იშვიათი ემოციური მდგომარეობა, აზროვნების სიცხადე და საკუთარ მოქმედებაზე კონცენტრაციის უნარი გამოიწვია, რაც ჩვეულებრივ სულაც არ მახასიათებდა.

ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციებს და დრო ისე გავთვალე, რომ პასტაც და ფესვიც დღის ბოლოსათვის მზად მქონოდა. საღამოს, ხუთ საათზე, უკვე ხვლიკების დაჭერას შევუდექი. საათნახევრის განმავლობაში ყველა ხერხი ვცადე, რაც კი თავში მომივიდა, მაგრამ უშედეგოდ.

ვიჯექი ლემის ბუჩქის წინ და თავს ვიმტვრევდი, როგორ მიმეღწია საწადელისთვის და უცებ დონ ხუანის სიტყვები ომაგონდა, რომ ხლიკებთან გასაუბრება იყო საჭირო. ჯერ ეს აზრი მეხამუშა - თავს უხერხულად ვგრძნობდი, თითქოს აუდიტორიის წინაშე მიხდებოდა გამოსვლა. მაგრამ მალე ეს შეგრძნება გამიქრა და ლაპარაკი გავაგრძელე. თითქმის სრულიად დაბნელებულიყო. ქვა ავწიე. მის ქვეშ ხვლიკი იჯდა. გაქვავებული. ხელში ავიყვანე და მაშინვე დავინახე, რომ იქვე, მეორე ქვის ქვეშ, კიდევ ერთი ხვლიკი გაშეშებულიყო. არცერთს გაქცევა არც კი უცდია.

ყველაზე ძნელი მათთვის პირის და ქუთუთოების ამოკერვა გამოდგა. შევამჩნიე, რომ დონ ხუანი ჩემს ქმედებებს რაღაც შეუქცევადობის აზრს ანიჭებდა. თვითონ იგი ამტკიცებდა, რომ თუ მოქმედებას დავიწყებდი, გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაჩერება რომ მომნდომოდა, ხელს ვერაფერი შემიშლიდა. შესაძლოა, უბრალოდ გაჩერების სურვილი არ გამჩენია.

ერთი ვლიკი გავუშვი და იგი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაიქცა - კარგი, მარამ ძნელი ჯადოქრობის მანიშნებელი. მეორე ხვლიკი მხარზე მივიბი და პასტით საფეთქლები დავიზილე, როგორც ამას წესი მოითხოვდა. ხვლიკი არ ინძრეოდა: წამით გავიფიქრე, რომ მომვდარიყო - დონ ხუანს კი არაფერი უთქვამს, როგორ მოვქცეულიყავი ამ შემთხვევაში. მაგრამ იგი მხოლოდ გაშეშებულიყო.

წამალი დავლიე და ცოტა დავიცადე. არაფერი არაჩვეულებრივი არ მომხდარა. პასტის საფეთქლებში ჩაზელას შევუდექი. ოცდახუთჯერ დავიდე. შემდეგ სრულიად მექანიკურად, თითქოს სიზმარში ყოფილიყოს, რამდენიმეჯერ შუბლზე წავისვი. წამსვე მივხვდი ჩემს შეცდომას და პასტა სასწრაფოდ მოვიცილე. შუბლზე ოფლმა გამომასხა. ციებცხელება ამიტყდა. უსასრულო სასოწარკვეთილებამ მომიცვა, რადგან დონ ხუანმა სასტიკად გამაფრთხილა, რომ პასტა შუბლზე არ წამესვა. შიში აბსოლიტური სიმარტოვის, განწირულობის გრძნობით შეიცვალა. ეს ჩემს თავს მე თვითონ მოვუწყვე. რაიმე უბედურებას რომ გადავყროდი, არავინ იყო ჩემი მშველელი. გაქცევა მომინდა. მშფოთვარე სიმხდალე დამეულა. წარმოდენა არ მქონდა, რა მექნა. აზრების ნიაღვარმა გონება დამიტბორა; ისინი წარმოუდგენელი სისწრაფით ცვლიდნე ერთმანეთს. შევნიშნე, რომ ეს საკმაოდ უცნაური აზრები იყო, უფრო სწორად, ისინი უცნაური და უცხო მეჩვენებოდნენ, რადგან სულ სხვანაირად იბადებოდნენ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. მე ვიცი, როგორცა ვფიქრობ. ჩემს აზრებს გარკვეული წყობა გააჩნიათ, რომელიც მხოლოდ მე მახასიათებს და ნებისმიერი გადახვევის შემჩნევა ძალზე ადვილია.

ერთ-ერთი უცხო აზრი, რომელიღაც მწერლის გამონათქვამი იყო და, როგორც ბუნდოვნად მახსოვს, ის რაღაც ხმის ან ბგერების სახით უკანა პლანზე აჟღერდა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ცოტა არ იყოს შემაკრთო. გავინაბე, იგი რომ მომეაზრებინა, მაგრამ ის რომელიღაც ჩვეულებრივმა აზრმა განდევნა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამონათქვამი სადღაც წაკითხული მქონდა, მაგრამ ვერაფრით გამეხსენებინა ავტორი. უცბად მივხვდი, რომ ეს ალფრედ კრებერი იყო. მაშინ კიდევ ერთმა უცხო აზრმა იფეთქა და თქვა, რომ ეს კრებერი კი არა, გეორგ ზიმელი იყო. მე ჩემსაზე ვიდექი და ვამტკიცებდი, რომ გამონათქვამის ავტორი კრებერია. უცებ, ამის შემდეგ, თავი იმაზე დავიჭირე, რომ გაცხარებული საკუთარ თავს ვეკამათებოდი. ჩემი განწირულობის გრძნობა ერთბაშად გადამავიწყდა.

ქუთუთოები დამიმძიმდა, თითქოს ძილის წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი. თუმცა არასოდეს არავითარი ძილის წამალი არ მიმიღია, თავში სწორედ ასეთი შედარება მომივიდა. მეძინებოდა. მანქანაში ჩაჯდომა მომინდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი.

მერე, სრულიად მოულოდნელად, გამომეღვიძა. ან უფრო სწორედ, გარკვევით ვიგრძენი, რომ გამოვიღვიძე. მაშინათვე დროს გაგება მომინდა. მივიხედ-მოვიხედე. ლემის მცენარე ვერ დავინახე - სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი. თვით ფაქტს კიდევ ერთი მკითხაობისა, გულგრილად აღვიქვამდი. საათი ჩემს თავს ზემოთ 12.35-ს აჩვენებდა. ვიცოდი, რომ შუაღამე იყო.

პირდაპირ ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა კაცს ქაღალდის დასტა მოჰქონდა. მას თითქმის ვეხებოდი. ვხედავდი მფეთქავ ძარღვს მის კისერზე და მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა. ჩავუღრმავდი იმას, რასაც ვხედავდი, ჩემი აზრების ხასიათს კი ყურადღებას აღარ ვაქცევდი. შემდეგ გავიგონე „ხმა“, რომელიც მთელ სცენას ამიწერდა და პირდაპირ ყურში ჩამძახოდა - მივხვდი, რომ ეს „ხმა“ უცხო იყო ჩემს გონებაში.

ვუსმენდი და მან ისე გამიტაცა, რომ ხილული სცენისადმი ინტერესი დავკარგე. „ხმა“ ჩემს მარჯვენა ყურთან, პირდაპირ მხრის ზემოდან მოისმოდა. სწორეს ის ქმნიდა სცენას, მისი აღწერით. მაგრამ იგი ჩემს ნებას ემორჩილებოდა - ნებისმიერ დროს შემეძლო მისი შეჩერება და იმის დეტალებში ჩაღრმავება, რაზედაც საუბარი მიდიოდა, როცა უბრალოდ ვუსმენდი. მე „მესმოდავხედავდი“ ახალგაზრდა კაცის ქმედების მთელს თანმიმდევრობას. ხმა განაგრძნობდა მის აღწერას, უწვრილეს დეტალებში, მაგრამ თავის თავად, მას რატომღაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხმა ზებუნებრივი მოვლენა იყო. სამჯერ ვცადე შემობრუნება, მინდოდა მენახა, ვინ ლაპარაკობდა. ვცადე თავის მარჯვნივ შებრუნება და მოულოდნელად, უკან შეტრიალება, რომ გამერკვია, იქ ხომ არ იყო ვინმე. მაგრამ ჩემი ხედველობა ყოველთვის ინისლებოდა. გავიფიქრე: „იმიტომ არ შემიძლია შემობრუნება, რომ ეს სცენა ყოველდღიური რეალობიდანარ არ არის“. ეს აზრი, ჩემი საკუთარი აზრი იყო.

მაშინ ყურადღება მარტო ხმაზე გავამახვილე. ის, თითქოს, ჩემი მხრიდან მოდიოდა. სრულიად ცხადი, თუმცა მდნავ წვრილი. ეს არც ბავშვის ხმა იყო და არც ფანცეტი, არამედ მინიატურული კაცის ხმა იყო. ჩემი ხმაც არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, იგი ინგლისურად ლაპარაობდა. როგორ არ ვეცადე მის გარჩევას. იგი მაშინათვე ჩუმდებოდა და ბუნდოვანი ხდებოდა, სცენა კი იმღვრეოდა. ერთი შედარება დამებადა. ხმა იმ სურათს წააგავდა, რომელსაც წამწამეზე მტვერი ან თვალის გარსზე სისხლძარღვები წარმოქმნიან, იმ ჭიისებრ ფორმებს, რომლის დანახვაც მხოლოდ იმ შმთხვევაში შეიძლება, თუ არ ცდილობ მათ პირდაპირ შეხედო. ხოლო როგორც კი შეხედვას დააპირებ, ისინი გისხლტებიან ხედვის არედან, თვალის კაკლის მოძრაობასთან ერთად.

მოქმედებისადმი ინტერესი სრულიად დავკარგე. რაც მეტს ვუსმენდი, ხმა მით უფრო რთულდებოდა. ის, რაც ხმად მიმაჩნდა, სულ უფრო ემსგავსებოდა ისეთ რაღაცას, რაც აზრებს ყურში ჩამჩურჩულებდა. მაგრამ ეს მთლად ზუსტი არ იქნებოდა. რაღაცა ფიქრობდა ჩემს მაგივრად. აზრები ჩემს გარეთ იმყოფებოდნენ. ვიცოდი, რომ ეს ასე იყო, იმიტომ, რომ შემეძლო, როგორც ჩემი საკუთარი, ისე იმ „უცხოს“ აზრების ერთდროულად დაჭერა.

რაღაც დროის შემდეგ ხმით შექმნილ სცენებს იმ ბიჭის მონაწილეობით, უკვე აღარაფერი ჰქონდა საერთო ჩემს პირვანდელ შეკითხვასთან, დაკარგული ნივთების შესახებ. იგი ძალზე რთულ რაღაცას აკეთებდა. მოქმედებამ ჩემთვის კვლავ მნიშვნელობა მოიპოვა და ხმას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მოთმინებას ვკარგავდი; დასრულება მინდოდა. გავიფიქრე: „ეს როგორ დავამთავრო?“ ხმამ ყურთან მითხრა, რომ ამისათვის საჭირო იყო კანიონში დაბრუნება. ვკითხე, ეს როგორ გამეკეთებინა და ხმამ მიპასუხა, რომ ჩემს მცენარეზე უნდა მეფიქრა.

ჩემს მცენარეზე დავიწყე ფიქრი. ჩვეულებრივ, პირდაპირ მის წინ ვიჯექი, ეს ისე ხშირად გამიკეთებია, რომ მის ვიზუალიზაციას არავითარი სიძნელე არ წარმოუშვია. მე ჩავთვალე, რომ ის, როგორც მას ახლა ვხედავდი - კიდევ ერთი ჰალუცინაცია იყო, მაგრამ ხმამ მითხრა, რომ მე „დავბრუნდი“! დაძაბულად ყურს ვუგდებდი. მხოლოდ სიჩუმე მესმოდა. ლემის მცენარე ჩემს წინ ისეთივე რეალური მეჩვენებოდა, როგორც ყველაფერი, რაც ახლახანს მენახა, მაგრამ მისთვის ხელის შეხება, მისი გარშემო შემოვლა შემეძლო.

წამოვდექი და მანქანისკენ წავედი. ძალის დატანებამ გამომფიტა. დავჯექი და თვალები დავხუჭე, გული მერეოდა, თავი მიბრუოდა. ყურები მიწუოდა.

უცებ გულზე რაღაც ჩამომისრალდა. ეს ხვლიკი იყო. მაშინათვე დონ ხუანის დარიგება მომაგონდა, მისი გაშვების შესახებ. ჩემს მცენარესთან დავრუნდი და ხვლიკს ბაწარი შემოვხსენი. იმის დანახვაც კი არ მინდოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თიხის ქოთანი პასტით - გავტეხე და ფეხით მიწა მოვაყარე. მერე მანქანაში დავჯექი და დავიძინე.

 

1964 წლის 24 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღეს დონ ხუანს ყველა ჩემი თავგადასავალი ვუამბე. ჩვეულებისამებრ სიტყვის გაუწყვეტლად მომისმინა. რის შემდეგაც ჩვენს შორის ასეთი საუბარი გაიმართა.
- ზოგი რამ არ უნდა გაგეკეთებინა.
- ვიცი, სულელური შეცდომა დავუშვი, სრულიად შემთხვევით.
- არ არსებობს შემთხვევითი, როცა ეშმაკის ბალახთან გაქვს საქმე. გითხარი უკვე, რომ ის მუდამ გცდის. როგორც ჩანს, შენ ან ნამეტანი ძლიერი ხარ, ან კიდებ, ეშმაკის ბალახს მართლა მოსწონხარ. შუბლის შუაგული მხოლოდ დიდი ბრუხოებისთვისაა, იმათთვის, ვინც იცის მის ძალას როგორ მოეპყროს.
- რა მოხდებოდა, თუ ადამიანი შუბლზე პასტას წაიცხებს?
- თუ ეს ადამიანი ბრუხო არ არის, ის უბრალოდ აღარასოდეს დაბრუნდება მოგზაურობიდან.
- შენ თვითონ როდესმე თუ წაგისვია პასტა შუბლზე, დონ ხუან?
- არასოდეს. ჩემი ბენეფაქტორი მეუბნებოდა, რომ ძალზე ცოტა ვინმე თუ ბრუნდება ასეთი მოგზაურობიდან. ადამიანმა შეიძლება თვეობით იმოგზაუროს და ამ დროის განმავლობაში სხვებმა უნდა იზრუნონ მასზე. ბენეფაქტორი ამბობდა, რომ ხვლიკებს შეუძლიათ ადამიანი მისი სურვილისამებრ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში წაიყვანონ და სვადასხვა საოცრებანი აჩვენონ.
- ვისმეს თუ იცნობ, ასეთი მოგზაურობა რომ შეესრულებინოს?
- ხო. ჩემს ბენეფაქტორს. მაგრამ მას არასოდეს უთქვამს, როგორ დაბრუნდა იქიდან.
- ნუთუ ასე ძნელია დაბრუნება, დონ ხუან?
- კი, ძნელია. აი, რატომაც მაოცებს შენი საქციელი. შენ არავითარ თანმიმდევრობას არ იცავ, ჩვენ კი ვალდებული ვართ, გარკვეული საფეხურები გავიაროთ იმიტომ, რომ სწორედ მათი გავლით იძენს ადამიანი ძალას. მათ გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ.
რამდენიმე საათი ვდუმდით. იგი, თითქოს ღრმად ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე.

 

1964 წლის 26 დეკემბერი, შაბათი

დონ ხუანმა მკითხა, ხვლიკების ძებნა თუ მომიხდა. ვუპასუხე, რომ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ჩემს შეკითხვაზე, რა მოხდებოდა ერთ-ერთი ხვლიკი ხელში რომ შემომკვდომოდა, მან მიპასუხა, რომ ხვლიკის დაღუპვა საერთოდ ავბედითი მოვლენა იყო. თუ პირგაკერილი ხვლიკი მოკვდებოდა, თანაც ნებისმიერ დროს, მაშინ ჯადოსნობის გაგრძელებას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა, თქვა მან. ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ ხვლიკებს ჩემთან მეგობრობა გაეწყვიტათ და ეშმაკის ბალახის შესახებ სწავლების დიდი ხნით გადადება მომიწევდა.
- მაინც რა ხნით, დონ ხუან? - ვკითხე მე.
- ორი წლით ან მეტით.
- და რა მოხდებოდა, მეორე ხვლიკიც რომ მომკვდარიყო?
- მეორე ხვლიკიც თუ მოკვდა, შენ, მართლაც, საფრთხის წინაშე აღმოჩნდები. მარტო, გიდის გარეშე დარჩები. ის თუ ჯადოქრობის დაწყებამდე მოკვდა, შეგიძლია ჯადოქრობა შეწყვიტო და უარი უნდა თქვა ეშმაკის ბალახზე. ხვლიკი მხარზე რომ მოგკვდომოდა, ჯადოქრობის დაწყების შემდეგ, შენ მისი გაგრძელება მოგიხდებოდა. ეგ კი, მართლაც, სიგიჟე იქნებოდა.
- რატომ იქნებოდა სიგიჟე?
- იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ყველაფერი აზრს კარგავს. შენ მარტო რჩები, გიდის გარეშე და საშინელებას და უაზრობას ხედავ.
- რას გულისხმობ „უაზრობაში“?
- იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვხედავთ. რასაც ვედავთ, როცა მიმართულება არა გვაქვს მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ეშმაკის ბალახი შენს მოშორებას ცდილობს, თავიდან გიცილებს.
- ვინმეს თუ იცნობ, ეს რომ გამოეცადოს?
- კი, მე თვითონ. ხვლიკების სიბრძნის გარეშე გავგიჟდი.
- რა ნახე, დონ ხუან?
- უამრავი სისულელე. აბა კიდევ რას ვნახავდი მიმართულების გარეშე?

 

1964 წლის 28 დეკემბერი, ორშაბათი

- შენ თქვი, დონ ხუან, რომ ეშმაკის ბალახი ცდის ადამიანს. ამით რისი თქმა გინდოდა?
- ეშმაკის ბალახი ქალსა ჰგავს და კაცსაც ქალივით აცდუნებს. ყოველ მოსახვევში უგებს მახეს. შენც გამოგიჭირა, როცა შუბლზე პასტა წაგასმევინა. კვლავ შეეცდება ამას და, ალბათ, გაებმები კიდევაც მის მახეში. გაფრთხილებ, ნუ აჰყვები მის ცდუნებას. ეშმაკის ბალახი - მხოლოდ ერთ-ერთი გზაა ადამიანის ცოდნის საიდუმლოებისაკენ. სხვა გზებიც არსებობს. ხოლო მისი მახე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მისი გზა ერთადერთი ყოფილიყოს. მე ვთვლი, რომ უაზრობაა, შენი ცხოვრება მხოლოდ ერთ გზაზე დახარჯო, მით უმეტეს, თუ ამ გზას გული არა აქვს.
- მაგრამ, დონ ხუან, რა იცი, რომ გზას გული არა აქვს?
- სანამ გადაჭრით გზას დაადგებოდე, შენ თავს ჰკითხე: აქვს თუ არა მას გული? თუ არა აქვს, შენ ეს გეცოდინება და მაშინ სხვა გზის არჩევას შეძლებ.
- კი მაგრამ, როგორ მივხვდები, აქვს ამ გზას გული თუ არა?
- ამას ყოველი ადამიანი მიხვდება. უბედურება ისაა, რომ არავინ ისვამს ამ კითხვას; ხოლო როცა კაცი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ უგულო გზა აურჩევია, გზა უკვე მზადაა მის მოსაკლავად. აქ კი ძალზე ცოტა ვისმეს თუ შეუძლია ეჭვების უკუგდება და მისი მიტოვება.
- რით უნდა დავიწყო, დონ ხუან, ეს შეკითხვა სათანადოდ რომ დავუსვა საკუთარ თავს?
- უბრალოდ დაუსვი.
- რაიმე უტყუარი ხერხი თუ არსებობს, თავი რომ არ მოიტყუო და „არა“ – „ხო“-თ არ მიიღო?
- შენ თავს რატომ უნდა მოატყუო?
- თუნდაც იმიტომ, რომ იმ წუთას გეჩვენება, რომ გზა სიამოვნებას და სიხარულს გგვრის.
- სისულელეა. უგულო გზას არასოდეს არ მოაქვს სიხარული. მძიმე შრომაა საჭირო მასზე უბრალოდ შესადგომადაც კი. ხოლო გულიანი გზა ადვილი სავალია. მის შესაყვარებლად შრომა არ გჭირდება.

დონ ხუანმა უეცრად თემა შეცვალა და იმ აზრით გამაოგნა, თითქოს მე ეშმაკის ბალახი მომწონდა. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ, მართლაც, მას გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებდი. მან მკითხა, მის მოკავშირე კვამლისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ და აქაც ვაღიარე, რომ უბრალო გაფიქრებაც კი მასზე უკიდურეს შიშს მგვრიდა.
- გითხარი უკვე, რომ გზის არჩევის დროს შიშისა და ამბიციებისაგან უნდა ანთავისუფლდე. შენ კი კვამლი შიშით გაბრმავებს, ხოლო ეშმაკის ბალახი - ამბიციებით.
- მე შევეპასუხე და ვუთხარი, რომ ამბიციები თუნდაც იმისათვისაა საჭირო, რომ საერთოდ რომელიმე გზას დაადგე და მის მტკიცებას, თითქოს ამბიციებისგან სრულიად უნდა განთავისუფლდე, არავითარი აზრი არა ჰქონდა. ადამიანს სჭირდება ამბიციები იმისათვის, რომ ისწავლოს.
- - სწავლის სურვილში არ არის ამბიციები, - თქვა მან. - ეს ჩვენი, ადამიანთა ხვედრია - ცოდნისადმი ლტოლვა; მაგრამ ეშმაკის ბალახთან შენ ძალისაკენ ისწრაფვი, ხოლო ეს კი ამბიციაა იმიტომ, რომ შენი მიზანი ცოდნა არაა. ნუ მისცემ ეშმაკის ბალახს შენი დაბრმავების ნებას. შენ უკვე გამოედევი ანკესს. იგი ბადეში ახვევს მამაკაცების მათთვის ძალის შეგრძნების მინიჭებით; ვითომც და მათ ისეთი რამეების კეთება შეეძლოთ, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არც კი დაესიზმრება. მაგრამ სწორედ ამაშია მისი მახე. და კიდევ: უგულო გზა ადამიანის წინააღმდეგ შემობრუნდება და გაანადგურებს მას. სიკვდილს დიდი არაფერი უნდა, მისი ძებნა - არაფრის ძებნას ნიშნავს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff