ნაწილი 11
ნაწილი 11
ჩემს საველე ბლოკნოტში აღნიშნული უკანასკნელი ამბავი მოხდა 1965 წლის სექტემბერში. ეს დონ ხუანის უკანასკნელი გაკვეთილი ამოჩნდა. მე მას „უჩვეულო რეალობის განსაკუთრებული მდგომარეობა“ ვუწოდე, ვინაიდან ის არ იყო გამოწვეული მანამდე გამოყენებული არცერთი მცენარის მიერ. როგორც ჩანს, დონ ხუანმა იგი შექმნა ჩემთვის, საკუთარი თავის მიმართ გადაკვრითი შენიშვნების ოსტატური მანიპულაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ის ისე ოსტატურად იქცეოდა, რომ იმის ცხადი და მდგრადი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იგი, - მართლაც, იყო არა დონ ხუანი, არამედ ვიღაც სხვა, მას რომ ბაძავდა. შედეგად მე ღრმა შინაგანი კონფლიქტი განვიცადე. მინდოდა მერწმუნა, რომ ჩემს წინ დონ ხუანი იყო და საკუთარი თავის დარწმუნებას ვერ ვახერხებდი. კონფლიქტს შედეგად მოჰყვა გათვითცნობიერებული შიში, იმდენად მწვავე, რომ ჩემი ჯანმრთელობა რამდენიმე კვირით დაირღვა. გაავწყვიტე, რომ კეთილგონივრული იქნებოდა ჩემი სწავლების ამაზე დასრულება. ამის მერე აღარაფერში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა დონ ხუანი მე კვლავ თავის მოწაფეთ მთვლიდა. ჩემს წასვლაში იგი მხოლოდ გააზრების აუცილებელ პერიოდს ხედავდა, სწავლების კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება უსასრულოდ დიდხანს გაგრძელებულიყო. თუმცა, იმ დროიდან მოყოლებული, მას უკვე აღარასოდეს გადმოუცია ჩემთვის თავისი ცოდნა.
ერთი თვის თავზე დეტალური ანგარიში შევადგინე ჩემი უკანასკნელი ცდის შესახებ, თუმცა მისი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტების ამსახველ ვრცელ ჩანაწერებს მომხდარის მეორე დღესვე ვაკეთებდი, უდიდესი ემოციური აღგზნების წუთებში, აღგზნების, რომელიც ჩემი შიშის უმაღლეს წერტილს უძღოდა წინ.
1965 წლის 29 ოქტომბერი, პარასკევი
1965 წლის 30 სექტემბერს, ხუთშაბათს, დონ ხუანის სანახავად ჩავედი. კვლავინდებურად განვიცდიდი მოკლე ზედაპირული გადასვლებს უჩვეულო რეალობის მდგომარეობაში, მიუხედავად ჩემი მცდელობისა, მათი შეწყვეტის ან თავიდან მოცილებისა, როგორც ამას დონ ხუანი მთავაზობდა. ბგრძნობდი, რომ ჩემი საქმე თანდათან უარესდებოდა, რადგან ასეთი გადასვლების ხანგრძლივობა დღითიდღე იზრდებოდა. დავიწყე თვითმფრინავების ხმაურის მწვავედ აღქმა. როგორც კი თვითმფრინავი ჩემს თავზე გადაიფრენდა, მაშნათვე ყურადღება გარდაუვალი აუცილებლობით ძრავის ხმაურში ინთქებოდა და მასში იჭედებოდა. მე ვგრძნობდი, როგორ მივყვებოდი თვითმფრინავს - თითქოს შიგ ან მის გვერდით ვყოფილიყავი. თვით შეგრძნება ძალიან მაღიზიანებდა, ხოლო ის გარემოება, რომ მისგან განთავისუფლება არ შემეძლო, ჩემში ღრმა შეშფოთებას იწვევდა.
დონ ხუანმა ყურადღებით მოუსმინა ყველა დეტალს და დაასკვნა, რომ მე სულის დაკარგვის მეშინოდა. ვუთხარი, რომ ეს ჰალუცინაციები უკვე მაშნ დამეწყო, როცა სოკოს მოწევას შევუდექი. მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ ისინი მოლოდ ახლახან უნდა დაწყებულიყო, რომ ადრე მე უბრალოდ შეშინებული ვიყავი და „უაზრობაზე ვოცნებობდი“. ახლა კი - მართლა მოჯადოვებული ვიყავი. ამას ამტკიცებდა თვითმფრინავის ხმაურიც, მეც რომ თან მიყოლიებდა. ჩვეულებრივ, თქვა მან, ნაკადულის ამ მდინარის ხმაურს შეუძლია დაიჭიროს მოჯადოვებული პიროვნება, თავისი სული რომ დაუკარგავს და იგი სიკვდილისაკენ წაიყოლოს. შემდეგ მან მთხოვა, მომეთხრო ყველა ჩემი საქმიანობის შესახებ იმ დრომდე, სანამ ასეთი ჰალუცინაციები დამეწყებოდა. ჩამოვუთვალე ყველაფერი, რისი გახსენებაც შევძელი. ჩემი მონათხრობის მიხედვით მან ის ადგილი განსაზღვრა, სადაც ჩემი სული დავკარგე.
დონ ხუანი უაღრესად დაინტერესებული ჩანდა - ასეთი განწყობა კი მას, როგორც წესი, არ ახასიათებდა. ბუნებრივია, ჩემი აღქმის უნარი ერთიანად გაიზარდა. მან თქვა, რომ მას არავითარი აზრი არ გააჩნდა იმის თაობაზე, თუ ვის დაეპყრო ჩემი სული, - მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, მას უეჭველად ჩემი დაღუპვა ან ჩემთვის სერიოზული ზიანის მიყენება ჰქონდა განზრახული. შემდეგ დონ ხუანმა მომცა ზუსტი ინსტრუქციები, „საბრძოლო ფორმის“ - განსაკუთრებული პოზის თაობაზე, რომელიც უნდა მიგეღო შენთვის სასიკეთო ადგილის (ლაქის) დაკავებისას. უნდა შემენარჩუნებინა ეს მდგომარეობა, რომელსაც მან ფორმა უწოდა (una forma para pelear).
ვკითხე, რისთვის იყო ყოველივე ეს საჭირო და ვისთან უნდა მებრძოლა. მან მიპასუხა, რომ აპირებდა იმის გარკვევას, ვინ წამართვა სული და თუ შეიძლებოდა მისი დაბრუნება. მე ამასობაში ჩემს ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი, მის დაბრუნებამდე. საბრძოლო ფორმა, თქვა მან,საჭირო იყო სიფრთხილის დასაცავად, იმ ემთხვევისათვის, მის არყოფნაში რაიმე რომ გადამყროდა და უნდა გამომეყენებიმა შეტევის მოსაგერიებლად. იგი შემდეგში მდგომარეობდა: ხელი უნდა დამეკრა მარკვენა ფეხის წვისისა და ბარძაყზე, მარცხენა ფეხი დამებაკუნებინა თავისუფალი ცეკვის მსგავსად და ეს ცეკვა, მოიერიშეს პირისპირ დამდგარს უნდა შემესრულებინა.
მან გამაფრთხილა, რომ ფორმა მხოლოდ უკიდურესი დაძაბულობის ჟამს უნდა მიმეღო, ხოლო სანამ უშუალო საფრთხე არ მემუქრებოდა, უნდა დავმჯდარიყავი უბრალოდ, ფეხთმორთხმით, ჩემს ადგილზე. განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში კი, თქვა მან, უნდა მიმემართა დაცვის ერთ-ერთი უაკანასკნელი საშუალებისთვის: მტრისთვის რაიმე მესროლა და განმარტა, რომ, ჩვეულებრივ, ამისათვის ძალის საგნებს ხმარობდნენ, - მაგრამ რადგანაც მე ასეთი რამ არ გამაჩნდა, ნებისმიერი პატარა ქვა უნდა მეხმარა, ჩემი მარჯვენა ხელის გულზე რომ მოთავსებოდა და იგი მარჯვენა ცერის მიჭერით უნდა დამეჭირა. მან თქვა, რომ ეს ხერხი მხოლოდ მაშინ უნდა გამომეყენებინა, თუ ჩემს სიცოცხლეს უეჭველი საფრთხე დაემუქრებოდა. მიზანში ტყორცნას საბრძოლო ყიჟინა, ყვირილი უნდა მოჰყოლოდა, რაც საგნის ზუსტად მიმართვას უზრუნველყოფდა. მან დიდი თანაგრძნობით მირჩია, ფრთხილად ვყოფილიყავი და მიმემართა - მხოლოდ „განსაკუთრებით სერიოზულ ვითარებაშ“.
ვკითხე, რას გულისხმობდა „ განსაკუთრებით სეროზულ ვითარებაში“. მან თქვა, რომ საბრძოლო ყიჟინა - იყო ისეთი რამ, რაც ადამიანთან მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში რჩებოდა. ამიტომ იგი თავიდანვე კარგი უნდა ყოფილიყო. დაწყების ერთადერთ საშუაებას კი წარმოადგენდა - ბუნებრივი შიშის და ორჭოფობის მანამ შეკავება, სანამ ძალით უაკანასკნელ ზღვრამდე არ აივსებოდი, მაშინ ყიჟინა სასურველი მიმართულებითა და სიძლიერით ამოგხდებოდა.
მე განმარტება მოვითხოვე იმ ძალის ბუნების თაობაზე, რომლითაც, როგორც იგულისხმებოდა, შეძახილისთვის უნდა აღვსილიყავი. მან თქვა, რომ რაღაც გამოვიდოდა მიწიდან, რომელზედაც ვიდგებოდი და ტანში გამირბენდა. უფრო სწორედ კი, ეს - ძალის სახეობა იყო, რომელსაც თვით სასიკეთო ადგილი გამოასხივებდა. სწორედ ეს ძალა გამოსცემდა შეძახილს. თუ მას სწორად მიმართავდი, საბოლოო ყიჟინა სრულყოფილი გამოვიდოდა.
მაშინ გავიმეორე შეკითხვა, მისი აზრით, მაინც რა შეიძლებოდა მომსვლოდა. მან თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და საკმაოდ თეატრალურად დამიწყო ხვეწნა მთელი საჭირო დროის განმავლობაში ფეხი არ მომეცვალა ჩემი ადგილიდან, ვინაიდან ეს იქნებოდა ერთადერთი დაცვა იმისაგან, რაც მე მემუქრებოდა.
შიში მომერია; ვთხოვე, უფრო კონკრეტული ყოფილიყო. მან კი მიპასუხა, რომ მხოლოდ ერთი რამ იცოდა - რომ მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავნძრეულიყავი. სახლში ან ბუჩქებში შესვლა არ შეიძლებოდა. ყველაზე მთავარი კი, მისი თქმით, ის იყო, რომ მე კრინტი არ უნდა დამცდენოდა. არც ერთი სიტყვა - მათ შორის მისთვისაც. დაუმატა, რომ თუ ნამეტანი შევშინდებოდი, შემეძლო ჩემი მესკალიტოს სიმღერები მემღერა და საერთოდ, მე თითქოს ისედაც საკმარისად ბევრი ვიცოდი ყოველივე ამის შესახებ, ამიტომ საჭირო არ იყო ჩემი ბავშბივით გაფრთხილება ყველაფრის სწორი შესრულების მნიშვნელობაზე.
მისმა შეგონებამ ჩემში ღრმა შეშფოთება გამოიწვია. ცხადი იყო, რომ ის რაღაცას ელოდა. ვკითხე, რატომ მირჩევდა, მემღერა მესკალიტოს სიმღერები და მისი აზრით, რისი უნდა შემშინებოდა, პასუხად მან გაიცინა და თქვა, რომ მე შესაძლოა, მარტოობა მაშნებდა. თქვა ეს, სახლში შევიდა და კარი გაიხურა.
საათს დავხედე. საღამოს შვიდი საათი იყო. წყნარად ვიჯექი საკმაოდ დიდხანს. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა დონ ხუანის ოთახიდან. გარშემოც სრული სიჩუმე სუფევდა. ქარი უბერავდა. ვიფიქრე, მაქანასთან ხომ არ ჩამერბინა, ქარისგან დასაცავი ფარის მოსატანად, მაგრამ დონ ხუანის ბრძანების დარღვევა ვერ გავბედე. არ მეძნებოდა, მაგრამ დაღლილი ვიყავი. ცივი ქარი დასვენების საშუალებას არ მაძლევდა.
ოთხი საათი იქნებოდა გასული, როცა დონ ხუანის ნაბიჯის ხმა მომესმა. ეტყობა, ის უკანა კარიდან გასულიყო, ბუჩქებში მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შემდეგ მან ხმამაღლა დამიძახა: „ჰეი, ბიჭო! ჰეი, ბიჭო, მოდი აქ მჭირდები“.
კინაღამ წამოვხტი და მისკენ გავექანე. თუმცა ხმა მისი იყო, ტონი არა და სიტყვების მის ჩვეულებრივ სიტყვებს არ ჰგავდა. დონ ხუანს არასოდეს მოუმართავს ჩემთვის „ჰეი, ბიჭო!“. ამიტომაც დავრჩი იქ, სადაც ვიყავი. სიცივემ გამიარა ზურგში. მან კვლავ დამიძახა და იგივე ან მსგავსი სიტყვები იხმარა.
მესმოდა, როგორ მოუარა მან სახლს. როგორ წამოკრა ფეხი შეშის გროვას, თითქოს მისი არსებობისა არა იცოდა რა. შემდეგ ვერანდასთან მივიდა და კარებთან დაჯდა ზურგით კედლისკენ. იგი ჩვეულებრივზე მძიმე მეჩვენებოდა. მისი მოძრაობა არ იყო უფრო ნელი ამ მოუხერხებელი, უბრალოდ უფრო მძიმე. იგი იატაკზე დაენარცხა, იმის ნაცვლად, რომ მსუბუქად დაშვებულიყო, როგორც ეს სჩვევოდა. გარდა ამისა, ეს მისი ადგილი არ იყო - ხოლო დონ ხუანი არასოდეს, არავითარ შემთხვევაში სზვა ადგილზე არ დაჯდებოდა.
შემდეგ მან კვლავ გამიბა საუბარი. მკითხა, რატომ ვიუკადრისე მისვლა, როცა ვჭირდებოდი. ხმამაღლა ლაპარაკობდა. არ მინდოდა, მისთვის მეცქირა და მაინც, რაღაცა დაჟინებით, მაიძულებდა მისთვის თვალი მედევნებინა. ნელ-ნელა მან ოდნავი რხევა იწყო ერთი მხარიდან მეორისაკენ. მდგომარეობა შევიცვალე, საბრძოლო ფორმა მივიღე, მან რომ მასწავლა და მისკენ პირი ვიბრუნე. კუნთები დამეძაბა და უჩვეულოდ გამიშეშდა. არ ვიცი, რამ მიბიძგა საბრძოლო ფორმის მისაღებად - შესაძლოა, რწმენამ, რომ დონ ხუანი განძრახ ცდილობდა ჩემს შეშინებას და იმის ჩაგონებას, თითქოს ის, ვისაც მე ვხედავდი, დონ ხუანი სულაც არ იყო. გეგონებოდა, იგი გულმოდგინედ ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მას არ ახასიათებდა, ჩემს ცნობიერებაში ეჭვის ჭიის დასაბუდებლად. მე მეშინოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ზემოდან გადავყურებდი ყოველივეს - მე ხომ სავსებით კრიტიკულად ვაფასებდი და ფხიზელ ანალიზს ვუწევდი მოვლენათა მთელ თანმიმდევრობას.
დონ ხუანი წამოდგა. მისი მოძრაობა ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. მან ხელები წინ გაიშვირა და ახტა, ისე რომ პირველი უკანალი ასწია. შემდეგ კარს ჩაავლო ხელები და ტანის ზედა ნაწილი გაშალა. გაოცებული დავრჩი იმით, რა ღრმად მცოდნია მისი მოძრაობა და კიდევ იმით, რა შიშს იწვევდა ის ჩემში უბრალოდ ასეთი დონ ხუანის წარმოდგენით, რომელიც დონ ხუანივით არ მოძრაობდა.
მან რამდენიმე ნაიჯი გადადგა ჩემკენ. ხელები წელზე შემოიწყო, თითქოს გამართვას ცდილობდა, ან წელი სტკიოდა. იგი ოხრავდა და ქოშნებდა. ცხვირი ეტყობა, გაგუდული ჰქონდა. მან თქვა, რომ ჩემს წაყვანას აპირებდა, დგომა და მასთან წასვლა მიბრძანა. სახლისაგან დასავლეთის მიმართუებით წავიდა. მე მდგომარეობა შევიცვალე, მისკენ პირით რომ მოვქცეულიყავი. ის შემომიბრუნდა. მე კი ადგილიდან არ დავძრულვარ; მიკრულივით ვიჯექი.
მან მიყვირა:
- ჰეი, ბიჭო, ხომ გითხარი, წამომყევი მეთქი. არ წამოხვალ და ძალით წაგათრევ!
ჩემკენ გაემართა. მიხლსა და ბარძაყზე შემოვიკარი ხელი და სწრაფ შემოცეკვას მოვყევი. იგი ვერანდის ნაპირს მიუახლოვდა, ზუსტად ჩემს პირდაპირ და ჩემგან მჭირდო სიახლოვეში აღმოჩნდა. შმაგი სასოწარკვეთილებით მოცული, შემტევი პოზიციის მისაღებად მოვემზადე. მაგრამ მან მიმართულება შეიცვალა და ჩემგან მარცხნივ ბუჩქებისკენ გაემართა. წამით, უკვე წასასვლელად გამზადებული, იგი უეცრად შემობრუნდა, მაგრამ მე მზად დავხვდი, მისკენ პირით მოქცეული.
იგი წავიდა. მე კიდევ რამდენიმე ხანს ვინარჩუნებდი საბრძოლო პოიციას, მაგრამ რაკი იგი აღარა ჩანდა, ფეხმორთხმით დავჯექი და ზურგით კედელს მივეყრდენი. ახლა კი, მართლა შემეშინდა. გაქცევა მინდოდა, მაგრამ თვით ამ აზრმა კიდევ უფრო გააღვივა ჩემში შიშის გრძნობა. კარგად მესმოდა, რომ მის სრულ განკარგულებში აღმოვჩნდებოდი, მანქანისკენ მიმავალი რომ დავეჭირე. პეიოტის სიმღერების მღერას მოვყევი, სუყველასი, რომელიც კი ვიცოდი. მაგრამ რატომღაც ვგრძნობდი, რომ მათ აქ ძალა არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ ერთგვარი დამაწყნარებელივით მოქმედებდნენ, და მაინც მშველიდნენ. მათ ისევ და ისევ ვმღეროდი.
დაახლოებით სამს რომ თხუთმეტი აკლდა, სახლიდან ხმაური მოისმა. წამსვე პოზა შევცვალე. კარი გაიღო და იქიდან ბარბაცით დონ ხუანი გამოვიდა. ხელი ყელზე მიეჭირა და პირით ჰაერს ყლაპავდა. ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და დაიკვნესა. წვრილი, საცოდავი ხმით მასთან მისვლა მიბრძანა. ყელში ლაპარაკობდა. მემუდარებოდა, მივსულიყავი და დავხმარებოდი - რაღაც ახრჩობდა. ოთხით გამოფორთხდა, სანამ ჩემგან დაახლოებით მეტრანახებარში არ აღმოჩნდა. მისი ხელები ჩემკენ მოიწევდნენ. იგი თითქმის მზად იყო, მე მწვდომოდა. მიწას ფეხი დავარტყი და წვივსა და ბარძაყს ხელი შემოვკარი. შიშმა თავზარი დამხა.
უეცრად იგი გაჩერდა და სახლის კუთხიდაკენ გაემართა. გასცდა მას და ბუჩქებში გაუჩინარდა. შევიცვალე მდგომარეობდა, მისკენ ირი ვიბრუნე. შემდეგ კვლავ დავჯექი. სიმღერა აღარ მინდოდა. თითქოს მთელი ჩემი ენერგია დაშრეტილიყო. სხეულში ტკივილს ვგრძნობდი. ყველა კუნთი დამეძაბა და ავადმყოფურად დამეჭიმა. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. ვერ გადამეწყვიტა, გავბრაზებულიყავი დონ ხუანზე თუ არა. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი მასზე იერიშის მიტანას, მაგრამ რაღაცნაირად ვიცოდი, რომ ის ჭიანჭველასავით გადმომბერტყავდა. მინდოდა მეყვირა. ჩემმა სასოწარკვეთილებამ ზღვარს მიაღწია - იმის გაფიქრება, რომ დონ ხუანი დაჭინებით ცდილობდა ჩემს შეშინებას, ცრემლებს მგვრიდა. ასეთი მსახიობური თვალთმაქცობისათვის ვერავითან მიზეზს ვერ ვხედავდი. საქმე ისე კი არ გამოიყურებოდა, თითქოს ის ცდილობდა, ქალივით ემოძრავა, პირიქით - იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქალი ბაძავდა დონ ხუანის მიხვრა მოხვრას. თითქოს ის ცდილობდა, დონ ხუანის ცნობიერებით სიარულსა და მოძრაობას, მაგრამ ამისათვის იგი მეტისმეტად მძიმე იყო და სიმარჯვეც აკლდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს წინ, ისე მოჩანდა, თითქოს ახალგაზრდა და ღონიერი ქალი ცდილობდა მსუბუქი და სწრაფი მოხუცის რბილი მოძრაობის მიბაძვას.
ამ ფიქრმა პანიკურ მდგომარეობამდე მიმიყვანა. ჩემგან ძალიან ახლოს, მაღალი ხმით, ჭრიჭინა აჭრიჭინდა. მისი ტონის სიმდიდრე აღვნიშნე: ბარიტონი უნდა ყოფილიყო. ხმა შესუსტდა, უეცრად მთელი სხეული კანკალმა შემიძრა. საბრძოლო მდგომარეობა მივიღე და პირით იქით მივბრუნდი, საიდანაც ახლახან ჭრიჭინას ხმა მოისმოდა. ხმა თავისკენ მიზიდავდა; მან ჯერ კიდევ მანამ დაიწყო ჩემი ჩათრევა, სანამ მივხვდებოდი, რომ იგი მხოლოდ ჭრიჭინას კაკანის მიბაძვას წამოადგენდა. ხმა ისევ მომიახლოვდა და საშინლად გაძლიერდა. ჩემი პეიოტის სიმღერა წამოვიწყე - სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ვმღეროდი. უეცრად ჭრიჭინა დადუმდა. მე მაშინათვე დაბჯექი, მაგრამ სიმღერა გავაგრძელე. ერთი წამის შემდეგ ადამიანის ფიგურა დავინახე. იგი ჩემკენ ორბოდა იმ მხარის საპირისპირო მიმართულებით, საიდანაც ჭრიჭინას მხმა მოისმოდა. ფეხს დავკარი ხელი და ქუსლი შმაგად დავაბაკუნე. ფიგურამ სწრაფად ჩამიქროლა. თითქმის შემეხო. რაღაც ძაღლის მაგვარი იყო. შიშმა მომიცვა - და თანაც ისეთმა ძლიერმა, რომ სრულიად გავშეშდი. არ მახსოვს, კიდევ რას ვგრძნობდი, ან ვფიქქობდი იმ წუთში.
დილის სიგრილესთან ერთად თავი უკეთესად ვიგრძენი. ის, რაც მე გადამხდა, რაც არ უნდა ყოფილიყო იგი, როგორცა ჩანს, უკვე დასრულებულიყო. დილის 5.48-ზე კარი გაიღო და დონ ხუანი წყნარად გამოვიდა ვერანდაზე. მან გაიზმორა, დაამთქნარა და მე შემომხედა. შემდეგ, ისევ მთქნარებით ჩემკენ ორიოდე ნაბიჯი გადადგა. მისი თვალები დავინახე, ნახევრად მოჭუტული ქუთუთოებიდან რომ მიცქერდნენ. წამოვხტი, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ვინც, ან რაც არ უნდა ყოფილიყო ის, იგი დონ ხუანი არ იყო.
ხელი წავავლე პატარა კუთხოვან ქვას, რომელიც მიწაზე ჩემს მარჯვენა ხელთან აღმოჩნდა, და დიდ თითსა და გაშლილ დანარჩენ თითებს შორის მოვათავსე ისე, რომ მისთვის არც კი შემიზედია. ის ფორმა გამოვიდა, დონ ხუანმა რომ მასწავლა. რაღაც წამებში უჩვეულო ძალამ ამავსო. ხოლო შემდეგ დავიყვირე და მას ქვა ვესროლე. ვფიქრობ, რომ ეს იყო შესანიშნავი შეკივლება. იმ წუთას სულ არ მადარდებდა, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, - მესმოდა მხოლოდ, რომ ყვირილი საზარელი იყოთავისი სიძლიერით. იგი ხანგრძლივი და გამჭოლი იყო, და ჩემი ხელი, მართლაც მიმართა. ფიგურა ჩემს წინ შექანავდა, დაიჭყივლა, სახლს კოჭლობით გაეცალა და კვლავ ბუჩწებს მიეფარა.
რამდენიმე საათი დამჭირდა დასაწყნარებლად. ჯდომა აღარ შემეძლო და ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნიდი. პირით მომიხდა სუნთქვა, საკმარისი ჰაერი რომ ჩამეყლაპა.
დილის 11 საათზე დონ ხუანი კვლავ გამოვიდა. წამოხტომა დავაპირე, მაგრამ მას მისი მოძრაობა ჰქონდა. იგი პირდაპირ საკუთარ ადგილისაკენ გაემართა და თავის ჩვეულებრივ, ჩემთვის ესოდენ ნაცნობ პოზაში დაჯდა.
შემომხედა და გაიღიმა. ეს დონ ხუანი იყო! მივედი მასთან და იმის ნაცვლად, რომ გავბრაზებულიყავი, ხელზე ვაკოცე. მე მართლა მჯეროდა, რომ წეღანდელი დრამატული ეფექტი მას არ შეუქმნია, - რომ ვიღაცას მისთვის მიბაძვით, ჩემთვის ვნება ანდა სულაც ჩემი მოკვლა უნდოდა.
საუბარი იმაზე მსჯელობით დავიწყეთ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ის ქალი, რომელიც ჩვენი ვარაუდიდთ, ჩემს სულს დაუფლებოდა. დონ ხუანმა მთხოვა, განცდილის ყველა დეტალი მისთვის მომეთხრო.
მოკლედ და თანმიმდევრობის დაცვით ვუამბე გადამხდარის შესახებ. მთელი ჩემი გონება ჩავაქსოვე ნაამბობში. იგი გამუდმებით იცინოდა, თითქოს ეს ხუმრობა ყოფილიყოს. როცა დავამთავრე, მან თქვა:
- შენ შესანიშნავად მოქმედებდი. საკუთარი სულისათვის ბრძოლა მოიგე. მაგრამ ეს საქმე გაცილებით სერიოზული ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. შენი სიცოცხლე კაპიკად არ ღირდა წუხელ ღამით. საბედნიეროდ, ზოგიერთი რამ გისწავლია წარსულში. ეს მცირეოდენი მომზადება რომ არ გქონოდა, ახლა მკვდარი იქნებოდი იმიტომ, რომ იმა, ვისაც წუხელ გადაეყარე, მიზნად შენი მოკვლა ჰქონდა დასახული.
- კი მაგრამ, როგორ არის ეს შესაძლებელი, დონ ხუან, რომ მას შენი ფორმის მიღება შუძლია?
- ძალიან უბრალოდ. ის - დიაბლეროა და მას კარგი დამხმარე ჰყავს იმ მხარეს. მაგრამ ის არც ისე მარჯვე გამოდგა ჩემი გარეგნობის მითვისებაში და შენ გამოიცანი მისი ოინი.
- დამხმარე იმ მხარეს - ეს იგივეა, რაც მოკავშირე?
- არა, დამხმარე ეხმარება დიაბლეროს. დამხმარე - არის სული, რომელიც ქვეყნის იქითა მხარეს ცხოვრობს და ეხმარება დიაბლეროს სხვის დასნეულებაში ან მისთვის ტკივილის მიყენებაში. ეხმარება მოკვლაში.
- თუ შეიძლება, რომ დიაბლეროს მოკავშირეც ჰყავდეს, დონ ხუან?
- სწორედაც რომ დიაბლეროს ჰყავს, თუ ვისმეს ჰყავს იგი, მაგრამ სანამ დიაბლერო მოკავშირეს მოათვინიერებდეს, ის ჩვეულებრივ დამხმარეს იყენებს, რომელიც მას ხელს უწყობს სხვადასხვა საქმეებში.
- და იმ ქალზე რას იტყვი, შენი ფორმა რომ მიიღო, დონ ხუან? მას მხოლოდ დამხმარე ჰყავს? მოკავშირე თუ ჰყავს?
- არ ვიცი, ჰყავს მას მოკავშირე, თუ არა. ზოგიერთს არ მოსწონს ძალა და უპირატესობას დამხმარეს ანიჭებს. მოკავშირეს მოთვინიერება - მძიმე შრომას მოითხოვს. გაცილებით უფრო ადვილია იმ მხარიდან დამხმარეს შეძენა.
- როგორ გგონია, მე შემიძლია დამხმარე შეძენა?
- ეს რომ გაიგო, კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო. ჩვენ კვლავ დასაწყისში ვართ, თითქმის ისევე, როგორც სულ პირველ დღეს, როცა ჩემთან მოხვდი და მთხოვე, შენთვის მესკალიტოს შესახებ მეამბო. მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო, რადგან ვერაფერს გაიგებდი. ის მეორე მხარე - დიაბლეროს სამყაროა. ვფიქრობ ყველაზე უკეთესი იქნება, მოგიყვე საკუთარი გრძნობების შესახებ - როგორც ჩემმა ბენეფაქტორმა მიამბო თავისაზე. იგი დიაბლერო იყო და მეომარი. თავისი ცხოვრებით ის ძალისა და ქვეყნის მიმართ ძალადობის გამოყენებისადმი იყო განწყობილი. მე კი, არც ამ და არც იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი - ასეთი ვარ ბუნებით. დასაწყისშივე შეგეძლო ჩემი სამყაროს გაცნობა. ხოლო რაც შეეხება ჩემი ბენეფაქტორის სამყაროს წარმოჩენას, - მე მხოლოდ მის შესასვლელთან შემიძლია მიგიყვანო, გადაწყვეტილება კი შენ თვითონ უნდა მიიღო. დამოუკიდებლად მოგიწევს სწავლა. ახლა უნდა ვაღიარო, რომ ერთი შეცდომა დავუშვი. ბევრად უკეთესია - და ახლა ეს ჩემთვის ცხადია - გზას ისე შეუდგე, როგორც ეს მე თავის დროზე მე გავაკეთე. ასე უფრო ადვილია გაგება, რა მარტივი და ამავე დროს, დიდია განსხვავება. დიაბლერო - დიაბლეროა, მეომარი კი - მეომარი. ხოლო ადამიანი, რომელიც მხოლოდ მიყვება ცხოვრების გზას - ყველაფერია. დღეს მე არც მეომარი ვარ და არც დიაბლერო. ჩემთვის მხოლოდ იმ გზებზე მოგზაურობა არსებობს, რომელთაც გული გააჩნიათ. ნებისმიერ გზაზე, რომელსაც შეიძლება გული ჰქონდეს. იქ ვმოგზაურობ და ერთადერთ საკადრის საქმედ - მათი ბოლომდე გავლა მიმაჩნია. მეც ვმოგზაურობ და გარშემო ვიხედები, ვუყურებ სულგანაბული.
იგი დადუმდა, სახეზე თავისებური განწყობა გამოეხატა - არაჩვეულებრივად სერიოზული ჩანდა. არ ვიცოდი, რა მეკითხა, ან რა მეთქვა. მან განაგრძო:
- ერთი განსაკუთრებული რამ უნდა ისწავლო - როგორ მოხვდე სამყაროებს შორის არსებულ ბზარებთან და სხვა სამყაროში როგორ შეაღწიო. სამყაროებს შორის ბზარი არსებობს: დიაბლეროს სამყაროსა და ცოცხალ ადამიანთა სამყაროს შორის. არსებობს ადგილი, სადაც ორი სამყარო ერთმანეთს კვეთს. სწორედ იქაა ბზარი. იგი იხსნება და იხურება კარივით ქარის დროს. იქ რომ მოხვდეს, კაცმა ნებისყოფა უნდა გაიწრთოს. ანუ ამის დაუძლეველი სურვილი, უდრეკი ნება განავითაროს. მაგრამ ეს რომელიმე ძალის ან სხვა ვისიმე დახმარების გარეშე უნდა გააკეთოს. ყველაფერი თვითონ უნდა აწონოს და გადაწყვიტოს იმ მომენტისათვის, როცა სხეული მზად იქნება ამ მოგზაურობისთვის. ამ მომენტს წინ უძღვის ხანგრძლივი ხელ-ფეხის კრთომა და საშინელი პირის ღებინება. ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერ იძინებს ან ვერ ჭამს და სრულიად იფიტება. როცა კონვულსიები უწყვეტი ხდება, იგი მზად არის და სამყაროებს შორის ბზარი, პირდაპირ მის წინ იხსნება, მონუმენტური კარების მსგავსად - ზემოდან ქცევით მომავალი ბზარი. როცა ბზარი გახსნილია, უნდა გაძვრე მასში. მეორე მხარეს მხედველობა ჭირს. ქარი ქრის როგორც ქვიშიან გრიგალში. ყოველ მხარეს ქარბოლბლები ტრიალებს. ადამიანმა ახლა უნდა იაროს - ნებისმიერი მიმართულებით. მოგზაურობა ხანმოკლე ან ხანგრძლივი იქნება, რაც მის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ძლიერი ნებისყოფის ადამიანს შორს სიარული არ უწევს. ხოლო გაუბედავ და სუსტ ადამიანს შორი და სახიფათო გზა მოელის. ამ მოგზაურობის დასასრულს ადამიანი რაღაც პლატოს მაგვარზე აღმოჩნდება. ზოგიერთი მისი ნიშანი საკმაოდ გარკვევით იკვეთება. ეს ბრტყელი, მიწიდან ამოზნექილი მაღლობია. მისი ცნობა ქარით შეიძლება , რომელიც ამ ადგილას კიდევ უფრო ძლიერია. იგი გამათრახებს, მისი ღრიალი გაყრუებს. ამ პლატოს მწვერვალზე არის სხვა ქვეყანაში შესასვლელი, და კიდევ ფარდა, რომელიც ერთ ქვეყანას მეორისგან ჰყოფს. მკვდრები მასში უხმოდ გადიან, მაგრამ ჩვენ უნდა გავარღვიოთ იგი ყვირილით. ქარი ძალას იკრეფს - ისებ ის უმართავი ქარი, პლატოზე რომ ჰქრის. როცა ქარი საკმარის ძალას მოიკრეფს, ადამიანს სიმტკიცის შენარჩუნება მართებს მასთან გასამკლავებლად. ახლა ოდნავი ბიძგიღა არის საჭირო, აბა, ხომ არ გინდა, რომ იმ ქვეყნის ბოლოში წაგიღოს. როგორც კი ადამიანი გაღმა აღმოჩნდება, საჭიროა აქეთ-იქით გავლა. დიდ იღბალს ეზიარება ის, თუ დამხმარეს შემოსასვლელთან ახლოს მოიძიებს. კაცმა მას დახმარება უნდა სთხოვოს. თავისი საკუთარი სიტყვებით უნდა სთხოვოს დამხმარეს, ასწავლოს მას და გახადოს დიაბლერო. თუ დამხმარე დათანხმდა, იგი ადგილზევე კლავს ადამიანს და სანამ ის მკვდარია, ასწავლის მას. თუ ასეთ მოგზაურობაში შენ თვითონ მიემგზავრები და თან ბედმაც თუ გაგიღიმა, შეიძლება, დამხმარედ დიდი დიაბლეროც კი შეიძინო, რომელიც მოგკლავს და ყველაფერში გაგანათლებს. მაგრამ გაცილებით ხშირად, უფრო წვრილმანი ბრუხოები გხვდება, რომლებიც დიდ ვერაფერს გასწავლიან. თუმცა არც შენ და არც მათ უარის თქმის ძალა არ შეგწევთ. ყველას ჯობია - მამაკაცი დიაბლეროს პოვნა, თუ არა და დედაკაცის ხელში მოხვდები და იგი წარმოუდგენლად გაგაწვალებს. ქალები ყოველთვის ასეთნი არიან. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის იღბალზეა დამოკიდებული. თუ კი, რა თქმა უნდა, თვით მისი ბენეფაქტორი არ არის დიდი დიაბლერო და ბევრი დამხმარე არა ჰყავს იმ ქვეყანაში; ამ შემთხვევაში მას შეუძლია მოწაფე სრულიად გარკვეულ დამხმარეს შეახვედროს. სწორედ ასეთი იყო ჩემი ბენეფაქტორი. მან თავის დამხმარე-სულთან გამგზავნა. როცა დაბრუნდები. შენ უკვე ის აღარ იქნები რაც იყავი. იძულებული იქნები, იქ ხშირად დაბრუნდე, შენს დამხმარესთან შესახვედრად და სულ უფრო შორს შემოსასვლელისაგან მოგიწევს ხეტიალი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ისე შორს არ შეაღწევ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები.
ხანდახან დიაბლერომ შეიძლება ხელი ჩაავლოს სულს, შეაძვრინოს შესასვლელში და თავის დამხმარეს სამეთვალყურეოდ ჩააბაროს მანამ, სანამ ის სრულიად არ წაართმევს ადამიანს ნებისყოფას. სხვა შემთხვევაში, ისეთში როგორიც ვთქვათ შენია, სული ძლიერი ნებისყოფის ადამიანს ეკუთვნის და დიაბლერო მას თავის ტომარაში მოათავსებს, ვინაიდან ის მეტისმეტად მძიმეა სადმე წასაღებად. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია ბრძოლას, რომელშიც დიაბლერო ან ყველაფერს იგებს ან ყველაფერს კარგავს. ამჯერად მან ეს ბრძოლა წააგო და იძულებული გახდა შენი სული გაეთავისუფლებინა. მას რომ გაემარჯვა, შენს სულს თავის დამხმარეს წაუღებდა შესანახად.
- კი მაგრამ, როგორ გავიმარჯვე?
- ადგილიდან არ დაიძარი. ერთი დიუმიც რომ დაგეთმო, განადგურდებოდი. მან დარტყმის მისაყენებლად ის დრო შეარჩია, როცა აქ არ ვიყავი და სწორედაც მოიქცა. ხოლო დამარცხდა იმიტომ, რომ შენ ადგილიდან არ დაიძარი - ადგილიდან, რომელზეც შენ უძლეველი ხარ.
- და როგორ მომკლავდა, რომ დავძრულიყავი?
- მეხივით დაგეცემოდა. მაგრამ პირველ რიგში შენს სულს შეინარჩუნებდა და შენ დაჭკნებოდი.
- და ახლა რა მოხდება, დონ ხუან?
- არაფერი. შენ დაიბრუნე საკუთარი სული. ეს კარგი ბრძოლა იყო. ძალიან ბევრი ისწავლე წუხელ ღამით.
ამის მერე ჩვენ შევუდექით ჩემს მიერ ნასროლი ქვის ძებნას. დონ ხუანმა თქვა, რომ თუ მას ვიპოვიდი, საქმეც დასრულდებოდა. თითქმის სამი საათი ვეძებეთ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ადვილად ვიცნობდი. მაგრამ ვერაფრით გავახერხეთ.
იმავე დღეს, შესაღამოვებისას, დონ ხუანმა მის სახლის გვერდზე განლაგებულ ბორცვებზე წამიყვანა. იქ საბრძოლო პროცედურებთან დაკავშირებით გრძელი და დეტალური ინსტრუქციები მომცა. ერთ-ერთ მომენტში, გარკვეული სავალდებულო ნაბიჯების გამეორებისას, აღმოვაჩინე, რომ მარტო დავრჩი. ბორცვზე ავირბინე და ქოშინი ამიტყდა. ოფლი მდიოდა და მაინც შემცივდა. რამდენიმეჯერ დავუძახე დონ ხუანს, მაგრამ მან არ მიპასუხა. უჩვეულო უხერხულობის გრძნობა დამეუფლა. უცებ უახლოეს ბუჩქებიდან შრიალი მომესმა, თითქოს ვიღაც მიახლოვდებოდა. ყურადღება მოვიკრიფე, მაგრამ ხმაური შეწყდა. შემდეგ ის რაღაც კვლავ აშრიალდა - უფრო ახლოს და ხმამაღლა. იმ წუთში გავიფიქრე, რომ წინა ჭამის მოვლენები კვლავ მეორდებოდა. წამდენიმე წამში ჩემი შიში უსაზღვროდ გაიზარდა. ხმაური ბუჩქებში კიდევ უფრო მომიახლოვდა, ძალა სრულიად მიმელია. აღმუვლება მინდოდა, ან ატირება, ან გრძნობის დაკარგვა. მუხლები მომეკვეთა და კივილით მიწაზე დავენარცხე. თვალებიც კი ვერ დავხუჭე. ამის შემდეგ მახსოვს მხოლოდ, როგორ ანთებდა დონ ხუანი ცეცხლს და დაკრუნჩხულ ხელ-ფეხს მიხილავდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ღრმა აშლილობის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. შემდგომ დონ ხუანმა ეს ჩემი ესოდენ არაადექვატური რეაქცია სავსებით ჩვეულებრივ მოვლენად მონათლა. ვუთხარი, რომ ლოგიკურად ვერ გამეგო, კონკრეტულად რამ გამოიწვია ჩემში პანიკა. მან ამიხსნა, რომ მე იმდენად სიკვდილის შიში კი არა, არამედ უფრო სულის დაკარგვის შიში მამოძრავებდა - შიში ჩვეულებრივი იმ ადამიანებში, ვისაც უდრეკი განზრახვა არ ახასიათებთ.
ეს განცდა უკანასკნელი აღმოჩნდა დონ ხუანის მოძღვრებიდან. მას მერე მე თავს ვიკავებდი მისი გაკვეთილებისაგან. თუმცა დონ ხუანს არ შეუცვლია ჩემდამი თავისი დამოკიდებულება - ბენეფაქტორის დამოკიდებულება მოწაფის მიმართ, მე თვითონ მიმაჩნია, რომ წავაგე ბრძოლა ცოდნის ადამიანის პირველ მტერთან.