გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

ნაწილი პირველი - დამოუკიდებელი ნაბიჯები

gnosis

ნაწილი პირველი
დამოუკიდებელი ნაბიჯები

სიზმარი:

     ჩემს ძველ სახლში ვარ სოლოლაკში. ფანჯარაში ვიყურები და უეცრად ვხედავ რომ ცაში, ღრუბლებში მოფრინავს ბუდას ქანდაკება. მას უკან სხვა ქანდაკებები მოჰყვებიან. ეს ნათელ ძალთა იერარქები არიან - რელიგიების დამფუძნებლები, წმინდანები, ცათამაღლებული სულები, პლანეტარული ლოგოსები, ძალები და სხვადასხვა „სხივებზე“ მოღვაწე არსებები. ქანდაკებები შორიდან ჩნდებიან, ჩემს სახლს უახლოვდებიან, გზას აგრძელებენ და სახურავებს გადაღმა ღრუბლებში ქრებიან. უცნაური და დიდებული სანახაობაა. მე თვალებს არ ვუჯერებ და დედაჩემს და ჩემ ძმას ვეძახი. მაინტერესებს ისინიც იგივეს ხედავენ თუ არა. დედაჩემი ფანჯარას უახლოვდება, ხელს იშვერს და აღფრთოვანებით იძახის:

     − Смотри что происходит! Смотри! Архангел Михаил! 

     მიქაელის ქანდაკება მეც თვალში მხვდება. ოთახში ჩემი რუსი დეიდაშვილი და ჩემი ძმა შემოდიან. ჩემი ძმა ფანჯარას აღებს, რომ ცაში გამოჩენილი მოვლენა უკეთ დავინახოთ. უეცრად მეუფეთა ამ რიგს მოყვება... უცნაურია, მაგრამ ეს დიდი „კალმისტარია“. იმასაც ქვის ქანდაკების ფაქტურა აქვს და ამ რიგის ნაწილია. ეს კალმისტარი ჩემს ფანჯარასთან ჩერდება, „მიყურებს“ და ჩემთან სახლში შემოდის. 

     − სუფთა ფურცელი! − მეუბნება.

by

მე საწერი მაგიდის ტუმბოდან სასწრაფოდ ვიღებ ფურცელს და მაგიდაზე ვუდებ. კალმისტარი სწრაფად წერს რაღაცას. ჩემი ძმა ხმამაღლა კითხულობს, მაგრამ ის, რაც მისი ნაწერიდან მახსოვს მხოლოდ მცირე ნაწილია:

− მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განადგურდეს „ველოსიპედის ქანდაკება“ არასწორი პრინციპების გამო!

     ვხვდები, რომ საუბარია ვარდების რევოლუციის მოედანზე მდგარ ორკაციანი ველოსიპედის ქანდაკებაზე. მე გაკვირვებით ვუყურებ ჩემი ოჯახის წევრებს და ვეკითხები:

     − რად უნდათ ველოსიპედის ქანდაკების განადგურება? ეს ხომ უბრალოდ ერთი პატარა და უმნიშვნელო ქანდაკებაა?

     რატომღაც ვგრძნობ, რომ ამ „განადგურებას“ მსხვერპლი მოყვება და მინდა ვკითხო „კალმისტარს“, შეიძლება თუ არა ხალხი გავაფრთხილო? ვგრძნობ, რომ მაჩერებს, რადგან კანონის თანახმად საღმრთო ნებას წინ არ უნდა აღუდგე. 

 

     ამ გაუგებარი შეგრძნებით მეღვიძება. ფიქრებით მიქაელს ვეძებ და იმ მეუფეს ვისგანაც ეს სიზმარი შეიძლება ყოფილიყო გამოგზავნილი. 

     „სიბრძნის და სინათლის“ ღმერთი - ს. კ.-ს თბილ და მოსიყვარულე თანამყოფობას ვგრძნობ. ჩემი კითხვები ცხადია მისთვის და ჩემთვის კი სიზმრის ყველა სიმბოლო ერთბაშად ცხადდება.

     ქანდაკებები ცაში - ნათელ ძალთა იერარქიაა. ისინი რაღაცნაირად შორდებიან დედამიწას... ზამთრის ნაბუნიობამ ისევ მოიტანა გარდამტეხი მომენტი. კალმისტარი, რომელიც ამ იერარქიის ერთ-ერთი წევრი იყო, რაღაცნაირად ჩემთანაა კავშირში. ინიციციის დროს, ხომ სწორედ კალმისტარი გადმომცეს, როგორც სიმბოლო, რომ მათი შუამავალი უნდა ვიყო და წიგნი დავწერო (იხ. პირველი წიგნი. „ინიციაცია“). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ავადსახსენებელი ველოსიპედის ქანდაკებაა... არასწორი პრინციპი... ეს არის ორი ადამიანის ველოსიპედი, რომელიც ვერასდროს ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ადამიანები საპირისპირო მხარეს იყურებიან და საჭეებიც საპირისპიროდ აქვთ მიმართული. ეს არის სიმბოლო ტრანსპორტის, რომელიც შინაგანი კომფლიქტის გამო ვერსად ვერასდროს ვერ წავა...

     ს. კ.:

     − ეს ალეგორიაა კაცობრიობის, რომელიც ვეღარსად ვერ მოძრაობს... ვეღარ ვითარდება... ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება კატაკლიზმების სცენარის გააქტიურების...

     მე საშინელი სევდა მეუფლება... აზრების კორიანტელი მაწყდება... ხან იმაზე ვფიქრობ, რომ მე ვერაფერი ვერ მოვასწარი... ან რა შემეძლო რომ შემეცვალა? ან იქნებ შემეძლო, ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავი?.. რამდენი რამე გავაკეთე არასწორედ... რამდენი შემეშალა და უკვე გვიანია რამე შეცვალო...

     მეუფესგან უცნაური გზავნილი მოდის. ის ჩემს შფოთვას აქრობს...

     − ნუ გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა... საქმე ახლა იწყება...

ინტერნეტპოსტებიდან. ბრძოლა წავაგეთ...

იმმა:

            − ვინც ჩემ წიგნს კითხულობდა, მოგეხსენებათ პირველი წიგნი დამთავრდა (ბოლოს წინა სიზმარხილვა) თავით "ბრძოლა ბნელ ძალებთან", რომლის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ "ბრძოლა წავაგეთ". ანუ, ინკარნაციაში მყოფმა ნათელმა სულებმა (მაღალსულიერმა ადამიანებმა) წააგეს ბრძოლა. რაღაც უსაშველო იყო უკვე ის ნეგატივი და დემონური გამოვლინებები. უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდით.

 ძალიან მძიმე სიზმარხილვა იყო. იქამდე სულ მოდიოდა მიქაელისგან ის აზრი, რომ კაცობრიობამ დააგროვა ძალიან მძიმე კარმა და რომ მომავალი შეიძლება გათამაშდეს ორი სცენარით: ან "უმტკივნეულო სცენარით" ან "კატაკლიზმების სცენარით". "უმტკივნეულო სცენარი" განვითარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნათელი სულები, რომლებიც ეხლა დედამიწაზე განსხეულებაში არიან გადაფარავდნენ იმ ნეგატივს, რასაც ქმნიდა უმრავლესობა. ამ შემთხვევაში მათი მაღალი ცნობიერებით მოხდებოდა სხვების წამოწევა, და რაღცნაირად გონს მოვეგებოდით ადამიანები. მაგრამ არა. ვერ მოხდა ეს.

 by2

ამიტომ 2019 წლის ზამთრის ნაბუნიობაზე მოხდა დიდი ყრილობა/შეხვედრა ნათელი იერარქიის წევრების და იყო მიღებული გადაწყვეტილება, აეშვათ ის კარმა, რაც დაგროვდა და რაც თვითონ, თავისი დიდი ძალისხმევით, ესე ვთქვათ, კაი ხანი ქონდათ „მოთოკილი“.

 ანუ გააქტიურდა "კატაკლიზმების სცენარი", რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლიდან. ამაზე პოსტი მქონდა დადებული იანვრის პირველ რიცხვებში, ჯერ არაფერი რომ არ იუწყებოდა ამ მოვლენებს. მაგრამ ჩემზე ამ წინასწარმეტყველებამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა, რომ ეს ფაქტიურად ჩემი ბოლო პოსტი აღმოჩნდა იმ პერიოდში.

 აღარ მქონდა გაგრძელების სურვილი. მაგრამ მერე დამესიზმრა მეორე სიზმარი, რომელსაც ეხლა ქვემოთ დავწერ, რომლის აზრი ის იყო, რომ ის "კატაკლიზმი" (პირველი კატაკლიზმი), რომელიც მთელ პლანეტაზე გავცელდებოდა (მერე მივხვდი, რომ კორონაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ეს სიზმარი დეკემბერში ვნახე), ჩვენ შედარებით დაგვინდობდა. არ ვიცი ეს რითი დავიმსახურეთ, მაგრამ აზრი ეს იყო. ეს სიზმარი მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გავუგზავნე, იმიტომ რომ მე თვითონ არ მჯეროდა, რომ ასე შეიძლება მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე გაგრძელდეს. 

2019 წელი. დეკემბერი. პირველი კატაკლიზმი. „ტორნადო“

სიზმარი:

            ...ვხედავ, თითქოს მე და ადამიანთა ჯგუფი, რაღაც გადაფარულ უკედლებო ნაგებობაში ვართ. ყველამ ვიცით, რომ სადღაც, ჩვენგან შორს დამანგრეველი ქარიშხალი მძვინვარებს. ჩვენ ამ კატაკლიზმებს ტელევიზორით და ინტერნეტით ვაკვირდებით და მიუხედავად თანაგრძნობისა, შინაგანად მშვიდად ვართ, რადგან გვგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ შეგვეხება. უეცრად ვაცნობიერებ, რომ ჩვენ ფარღალალად გადახურულ თავშეყრის ადგილს, სწორედ ის ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც მეგონა, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ყველას შიში გვიპყრობს, ზოგი პანიკაში ვარდება. ზოგი შენობიდან გარბის, ზოგიც უკან ბრუნდება. უფრო სწორედ ერთი ადამიანია, რომელიც ხან გადის, ხან ბრუნდება. თან ჩემთვის მეფიქრება, რას დადის წინ და უკან-მეთქი. მე თავს ხელებში ვრგავ და ლოცვას ვიწყებ ჩვენი გადარჩენისთვის. (ჩემთან ერთად სხვებიც ლოცულობდნენ).

 თავის წამოწევის მეშინია, რადგან მესმის, რომ ქარიშხალი უკვე ჩვენს თავზე მძვინვარებს. ასე, მგონია, რომ ეს ფარღალალა გადახურული, ცუდად დაცული და არამყარი შენობა, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ქარიშხალს ვერ გადაურჩება. მაგრამ ცოტა ხანში ხმაური და გრგვინვა წყნარდება და სიჩუმე ისადგურებს. მე თავს ვწევ, გარეთ ვიყურები უარესის მოლოდინში, მაგრამ გაკვირვებით აღმოვაჩენ, რომ გადავრჩით. ჩვენი შენობა ადგილზეა და მის გარეთაც მიუხედავად დანაკარგებისა უმთავრესი შენობებისა გარჩენილია. ის ერთი ადამიანი, რომელიც ხან შემოდიოდა და ხან გადიოდა, ისიც შევამოწმე და გამიხარდა, რომ გადარჩა. გარეთ იგრძნობა ერთგვარი განახლება, როგორიც წვიმის მერე იცის ხოლმე...

 ეს გადახურული შენობა სავარაუდოდ ჩვენი ქვეყანაა (ან ინტერნეტ ჯგუფის ხალხი), ხოლო ქარიშხალი რაღაც კატაკლიზმია, რომელიც გვეგონება, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნებს შეეხება, ჩვენთანაც მოვა, მაგრამ ძალიან არ დაგვაზიანებს (მოგვიანებით დამატებული კომენტარი: როგორც ეხლა ვხვები კორონავირუსის ეპიდემია). 

2019 წელი. დეკემბერი. მეორე კატაკლიზმი
 

     სიზმარი:

     სახლში ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. ვიცი, რომ გარშემო, ქუჩის მხრიდან ნელ-ნელა იწევს წყლის დონე, რომელიც გარშემო ყველაფერს ტბორავს. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვითომც არაფერი არ ხდება. მაგრამ ბოლოს მაინც შფოთვა მიჩნდება. ვხვდები, რომ სახლი ისეა დატბორილი, რომ უკვე სახურავსაც ფარავს. წყალი საცაა კედლებს შემოანგრევს, ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი ხდება. მე გვერდზე ოთახში გავდივარ, რომელიც აღმოჩნდა რომ უკვე დატბორიალია.

 ამის აღარ შემჩნევა არ გამოდის. მე წყლით ჭერამდე ავსებულ ოთახში მივცურავ, რომ გარეთ გავაღწიო. სვარაუდოდ ჩემი ოჯახის წევრებიც იგივეს აკეთებენ. უცნაურია, მაგრამ წყალი არ მახრჩობს. მასში თავისუფლად ვსუნთქავ. როდესაც მე და დედაჩემი სახლიდან ცურვით გამოვდივართ და ნაპირზე ამოვდივართ, თბილისს ვუყურებ და ვერ ვცნობ. წყალმოვარდნამ სრულიად შეცვალა რელიეფი. თითქმის მთელი თბილისი წყლითაა დაფარული. მხოლოდ მცირე ნაწილია ამ თვალუწვდენელი ოკეანიდან კუნძულებად ამოჩენილი. დედა ნანობს, რომ ძველი სახლი დაიტბორა.

     − მადლობა თქვი, რომ ახალი სახლი გადარჩა! − ვეუბნები მე.

     კალენდარს ვხედავ, რომელზეც 7 მაისი წერია... არ ვიცი ეს გლობალური მოვლენაა თუ ჩემს ოჯახს ეხება.

     რამდენიმე დღეში ისევ იგივე სიზმარს ვხედავ. 

     ისევ ვუყურებ ზევიდან თბილისს, რომელიც წყლითაა დაფარული. ოღონდ ამჯერად წყალი რაღაცნაირად ჭუჭყიანია...

     − ხომ ვამბობდი, ასე იქნება-თქო! − ვეუბნები ვიღაცას...

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff