ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

თავი 3. სამყარო - ძალაა

 

თავი 3. სამყარო - ძალაა

კარლოს კასტანედას წიგნში - „მოგზაურობა იქსტლანში“ არის ცნობილი მომენტი, სადაც დონ ხუანი კარლოსს ქარის ძალას აჩვენებს. უფრო სწორად, იგი აჩვენებდა, რომ ქარი არის კიდეც ძალა, რომელსაც საკუთარი ნება გააჩნია. კარლოსს კი არანაირად არ შეეძლო ამის აღქმა და ქარს ადამიანური ცნებების შაბლონებზე დამყარებული ლოგიკით ხსნიდა, და თვლიდა, რომ საკუთარი ნების მქონე ქარი მხოლოდ ძველი ინდიელების პრიმიტიული რწმენა იყო.

სინამდვილეში, მთელი სამყარო მთელი მისი გამოვლინებებით სხვა არაფერია, თუ არა ძალა. ჩემი პირველი წიგნის კონტექსტში ასე ვიტყოდი, რომ მთელი სამყარო ენერგიაა. მაგრამ ნება მომეცით, რომ აქ სიტყვა „ენერგია“ სიტყვა „ძალით“ შევცვალო. ამით მინდა ავხსნა, რომ თუკი სამყაროს განვიხილავთ, როგორც ძალას, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მისი ბერკეტებიც არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ძალის მართვა.

იცით, ის, თუ როგორ ვუხსნით სამყაროს საკუთარ თავს, სხვა არაფერია, თუ არა ჩვევა. არ შეიძლება იმის თქვა, რომ ადამიანური ახსნა მაგების ახსნაზე უარესია. იგი უბრალოდ განსხვავებულია. ამგვარად, ახსნა რა სამყარო რაციონალური თვალთახედვით, ადამიანმა შექმნა მეცნიერება, რომელმაც ტექნოლოგიების უზარმაზარი რაოდენობა წარმოშვა. მაგალითად, ადამიანებმა ისწავლეს მიზიდულობის კანონის დაძლევა და თვითმფრინავები ააწყვეს. თუმცაღა, მაგების სიტყვებით, შესაძლებელია ამ სამყაროს რაციონალურობის გადალახვა და ლევიტაციის ან ტელეპორტაციის დაუფლება. კითხვა, თუ რომელი ჯობია, ერთი თუ მეორე, - აქ არ დგას. ეს მხოლოდ ორი აღწერილობაა ერთი და იგივე რეალობისა.

დავუბრუნდეთ ძალას. ყველაფერი ამ სამყაროში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ძალა. სიარულისა და მეტყველების უნარი ძალაა. ძალაუფლება და ფული ძალაა. დასაძინებელი ადგილი და თავისუფალი დრო ასევე ძალაა. მზე და მთვარე, ხმაური და სიჩუმე, ქარი და წვიმა, სიცოცხლე და სიკვდილი - ეს ყველაფერი ძალაა. და მაგი სწავლობს, რომ ისწავლოს ამ მოვლენის, როგორც ძალის დანახვა, და მოძებნოს ამ ძალის მართვის ბერკეტები.

თუმცაღა მაგი მიისწრაფვის არა ძალის ფლობისკენ, არამედ იმისკენ, რომ ისწავლოს მისგან. ჯეიმს ქემერონის ფილმში „ავატარი“ მშვენივრადაა გადმოცემული ამ ორ შაბლონზე დაფუძნებული ცხოვრების წესი. ერთი მხრივ, ფულის შოვნის იდეით შეპყრობილი ადამიანები, მეორე მხრივ კი, აბორიგენები, რომლებმაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება ისწავლეს. და თავად სიუჟეტიც ძალიან საყურადღებოა, სადაც მთავარი გმირი თანდათანობით სწავლობს თავისი ძველი შაბლონისგან განკურნებას. აი, რატომ არიან მაგები დაკავებულნი მაგიით. იგი სწორად ცხოვრებას ასწავლის.

ძალაზე დაკვირვებით, მაგი სწავლობს მისგან, კონტაქტში შედის მასთან, იცვლება ამ ძალის წყალობით. ამიტომ იგი სამყაროს სხვა აღწერილობას ირჩევს, სხვა ახსნას, და ამასთან თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. და ეს არაა ის კომფორტი, რომელიც აღწერილია ადამიანთა სამყაროს სურათში. სწორედ ადამიანური ახსნა ეჩვენებათ მაგებს სიბრიყვედ, რადგანაც ისინი ხედავენ, რომ ფულის, სიამოვნებისა და ძალაუფლების დევნაში ადამიანები ბუნებრივი ძალების წინააღმდეგ მიდიან, და შესაბამისად, ისინიც შეუბრალებელნი არიან ადამიანთა მიმართ.

დააკვირდით ადამიანებს, მათი ცხოვრების წესს, მათ აზრებსა და მიზნებს, ჩვენ ჩვენივე ბუნებას ვანადგურებთ. იმდენად ბრიყვულად განვკარგავთ სიცოცხლის საჩუქარს, რომ უკვე 30 წლის შემდეგ წამლებზე ვჯდებით. საკუთარი სარგებლისა და კეთილდღეობის გამო შეგვიძლია, რომ ყველაზე ახლობლებიც კი ნაგავში ამოვსვაროთ. ცნებები - „ღირსება“, „პატიოსნება“ დიდი ხანია რომანტიულ ბოდვად ითვლება. მხოლოდ ერთი ძალა აინტერესებთ ადამიანებს - ფულის ძალა. მაგრამ მასაც კი საკუთარი თავისა და მსოფლიოს საზიანოდ იყენებენ. და მხოლოდ ცოტა თუ ხედავს, რომ ამ გზას ჩიხამდე მივყავართ, და გამოსავალის ძიებას იწყებენ.

და ეს გამოსავალი თავშია. აღქმის ძველი შაბლონის დანგრევა და ახლის შექმნა, რომელიც ჰარმონიაში იქნება ამ სამყაროს ძალებთან. ჩვენი ბედია, შევიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენ გარშემო. ის სისტემა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს ჩვენში, დიდი ხანია გაიხრწნა. ამიტომ მინდა, რომ გესმოდეთ: მაგია არ უნდა დაემატოს თქვენს ძველ მე-ს, არამედ მან სრულიად უნდა შეგცვალოთ. და უნდა ჩაანაცვლოს თქვენი ძველი ღირებულებები.

ყურება არ ნიშნავს ხედვას

სამყაროს, როგორც ძალის დანახვის უნარი თავისთავად ვლინდება მაგის ცხოვრების წესის შედეგად. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ მაგი ცდილობს, ყურადღება მიაქციოს გარე სამყაროს უცნაურობას, მის იდუმალებას. მაგრამ სად შეიძლება მისი ნახვა, თუკი გარესამყარო მდგრადია? საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მივაქციოთ ყურადღება სამყაროს.

შემთხვევით არ დამიყენებია პირველ ადგილზე შდ-ს გაჩერების პრაქტიკები. სანამ არ ისწავლით ყურადღების გამოთავისუფლებას აღქმის ჩვეული შაბლონისგან, ვერ შეძლებთ სამყაროს იდუმალების დანახვას. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ ჩვენს მზერას მყისიერად მოსდევს უკვე მზა ხატ-სახე. და თუ თქვენს სამყაროში არაა მაგია, ე.ი. ასეთია თქვენი აღქმის შაბლონი.

ცარიელი ყურადღების ვარჯიშით თქვენ მოიპოვებთ უნარს, რომ დაიჭიროთ ერთი შეხედვით ჩვეული საგნების მიღმა უჩვეულო შეგრძნებები. სხვა სიტყვებით, უნდა ისწავლოთ სამყაროზე თვალყურის დევნება ცარიელ, ერთგვარი განჯაჭვულობის მდგომარეობაში.

მიაღწევთ რა თავში სიჩუმეს, შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, რაც გარემოზე დაკვირვებაში გამოიხატება. დაიწყეთ მარტივით. შედით კაფეში და დაჯექით იმ ადამიანთა კომპანიასთან ახლოს, რომლებიც ხმამაღლა განიხილავენ რაღაც თემას. გააჩერეთ შდ–ი და დაიწყეთ მათი ლაპარაკის მოსმენა. თქვენ არ უნდა განიკითხოთ, და არც აზრობრივად ეკამათოთ მათ. უბრალოდ უნდა უყუროთ. თუ ამას სიჩუმიდან გააკეთებთ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ. რაღაც დროის შემდეგ მათი საუბრის „ხედვას“ დაიწყებთ. არა, არანაირი გამონათება ან ვიზუალური ხატ-სახე არ გაჩნდება. მაგრამ ხედვის გარდა სხვა რამეს ამას ვერ დაარქმევ. თითქოს დეკორაციის მიღმა დაინახეთ რაღაც. სიტყვებს შორის...

რის დანახვა შეიძლება ამ სიტუაციაში? ყველაზე ხშირად უაზრობის. არა იმ უაზრობის, რაც მათი საუბრის თემაშია, არამედ თავად სიტუაციის უაზრობა. იგი თითქოს ცარიელია, თითქოს ამ საუბრის მიღმა არაფერი დგას. მას ძალა არ გააჩნია. ამ მოლაპარაკე ადამიანებზე დაკვირვებისას თქვენში რაღაც აცნობიერებს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ენერგიას ხარჯავენ სიცარიელეზე, არაფერზე. დიახ, შესაძლოა დროს მხიარულად ატარებენ, მაგრამ თქვენ ვერ მოგატყუებენ. თქვენ ხედავთ ამ მომენტის უძლურებას. ეს კი ნიშნავს, რომ მათთან ერთი გზა არ გაქვთ.

თუ ასე იმოქმედებთ, მოგვიანებით შესაძლოა შოკის მდგომარეობაში შეხვიდეთ. და გააცნობიეროთ, რომ თქვენც იგივე სიცარიელე გახვევიათ გარშემო. თქვენც ასევე უაზროდ კარგავთ დროს, გარშემო ცარიელი ადამიანები გახვევიათ, და მთელი თქვენი სამყარო დაცლილია ძალისგან. და კიდევ გიკვირთ, რომ სამყარო თქვენ მიმართ უსამართლოა?

მსგავსი სახით შეხედეთ ყველაფერს. გამვლელებს, ცხოველებს, მანქანების საცობებს, ამინდს - ყველაფერს, რასაც მიწვდებით. ეძებეთ სისავსე, ეძებეთ უცნაურობა. ეძებეთ ძალა.

მაგალითად, იგივე კაფეში მისვლისას თქვენ დაინახავთ ბიზნესმენებს, რომლებიც რაღაც ბიზნეს პრობლემას წყვეტენ. უყურეთ მათ „ცარიელი“ ყურადღებით, და იოლად დააფიქსირებთ, რომელ მათგანს აქვს მეტი ძალა, რომელია უფრო მთავარი და რომელია უბრალოდ ენერგო-ვამპირი. თუკი საუბრის არსს დაიჭერთ, თქვენი სხეული გიკარნახებთ, რომ ეს წამოწყება ჩაიშლება, ან პირიქით, იმუშავებს. ასევე მიხვდებით, გაქვთ თუ არა ასეთივე ძალა, ან იმ რაოდენობით, რაც მოგცემთ გაგებას - შეგიძლიათ თუ არა მათ დონეზე თამაში.

ივარჯიშეთ. სამყარო ახალი მხრიდან გაგეხსნებათ. ჭკუიდან შეიშლებით სამყაროს მრავალფეროვნებით. დაინახავთ, რომ წინა შაბლონი ძალიან ღარიბი იყო. შოკში იქნებით იმის გამო, თუ როგორი ვიწრო იყო თქვენი ძველი სამყარო, და რა უზარმაზარი, იდუმალი და საშიში სახით წარდგება თქვენ წინაშე ახალი რეალობა. მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. არ იჩქაროთ. სამყაროს, როგორც ძალის დანახვა, არ ნიშნავს, რომ იგი დაგემორჩილებათ. სამყაროს გასაჩერებლად თავად უნდა იყოთ ძლიერი, თავად უნდა ფლობდეთ ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო გაგსრესთ, როგორც ტარაკანს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff