ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

მე–12, მე–10 და მე–9 არკანები

 

12

მე–12, მე–10 და მე–9 არკანები

ეს სამი არკანი გადავწყვიტე, რომ ერთ თავში გავაერთიანო. არა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან. პირიქით, ძალზე განსხვავდებიან, და ძალიან ძლევამოსილნი არიან. უბრალოდ მათზე ცოტა რამის თქმა შემიძლია.

მე ვიცი, როგორ გავშიფრო ამ არკანთა გლიფები, ვიცი მათზე განწყობა და მათი მუშაობის პრინციპები, მაგრამ ამ ყველაფრის აღწერის აზრს ვერ ვხედავ, რადგანაც არ შემიძლია ამ ძალების უშუალოდ, ცნობიერებით აღქმა, რადგანაც საკუთარი ფწ-ს ვიშუდჰა ჩაკრას ზემოთ გაცნობიერებულად აწევა არ ძალმიძს. ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნის დაწერის მომენტში.

დასაწყისისთვის ერთი რამ უნდა გავიგოთ არკანებთან მუშაობის დროს. როდესაც ამა თუ იმ არკანზე მედიტაციას ეცდებით, თქვენი ცნობიერების მდგომარეობა შეიცვლება. თუ გაქვთ ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაციის გამოცდილება, ასეთ მედიტაციას შეუძლია თქვენში ცნობიერების მდგომარეობის ძალიან დიდი ცვლილება გამოიწვიოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ არკანი „აიღეთ“.

„არკანის აღება“ ნიშნავს იმ ძალის გაცნობიერებას, რომლის სიმბოლოსაც იგი წარმოადგენს. არა უბრალოდ შეგრძნებას, არამედ გაცნობიერებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ ძალის პრინციპი შეიმეცნეთ. ეს ჰგავს ტალღის დაჭერას სერფინგის დროს. შესაძლოა ტალღამ დაგარტყათ, და ეს რაღაც გავლენას მოახდენს თქვენზე, და შესაძლოა იფიქროთ, რომ სერფინგით ხართ დაკავებული, მაგრამ თუ პროფესიონალ სპორტსმენს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მას აქვს რაღაც, რაც თქვენ არ გყოფნით. რაღაც თვისება, რაღაც უნარი. და აი, თქვენ კვლავ და კვლავ ცდილობთ ტალღის დაჭერას და უცებ გამოგივიდათ ტალღაზე რაღაც დროით გაჩერება.

მსგავსი მიღწევა არ ნიშნავს „არკანის აღებას“. როგორც წესი, ეს უბრალოდ გამართლებაა. ტალღის აღების მორიგი მცდელობა შესაძლოა ჩაგივარდეთ. პროფესიონალი კი ყველა ტალღას იღებს.

თუ დააკვირდებით სერფერებს და იმას, თუ როგორ მსჯელობენ თავიანთ საქმიანობაზე, ხშირად გაიგებთ მათი ზღვის სტიქიისადმი უცნაური დამოკიდებულების შესახებ. ისინი ამტკიცებენ, კითხულობენ ტალღებს, ესაუბრებიან და ესმით მათი ენა. დამწყებისთვის სერფინგი უბრალოდ გართობაა. პროფესიონალი კი, ხედავს ტალღას და ერწყმის მას.

ამ მაგალითზე ჩანს, რომ არსებობს განსხვავება არკანის ძალის გაცნობიერებასა და მის შეგრძნებას შორის. ბევრი ზედა სამკუთხედის არკანებსაც კი გრძნობს, მაგრამ მათი შეგრძნება იგივე არაა, რაც მათი ძალის გამტარად ყოფნა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი პრაქტიკოსი ხვდება ხაფანგში, ფიქრობს რა, რომ რადგან მაღალ არკანს გრძნობენ, შესაბამისად ფწ–ი იმ ჩაკრის დონეზე აქვთ, რომელზეც არკანი იმყოფება. მაგრამ ეს ასე არაა. და რადგანაც მინდა, რომ გულწრფელი ვიყო თქვენთან, ინტერესის გამო არ დავიწყებ ამ არკანთა გლიფების გაშიფვრას, რადგანაც რაკი მე არ შემიძლია მათი „აღება“, თქვენც ვერ შეძლებთ, რამეთუ ის, ვისაც ეს ძალუძს, არასოდეს წაიკითხავს ამ წიგნს.

თუმცაღა ვეცდები საერთო სურათისთვის მოკლედ ავხსნა მათი მუშაობის პრინციპები. დავიწყოთ მე–12 არკანით. „ჩამოკიდებული ადამიანი“. ძალა, რომელიც იძლევა დახმარებას ზემოდან.

რას ნიშნავს ეს? საქმე იმაშია, რომ მე–9 არკანიდან და ზემოთ იწყება სივრცე, რომელშიც სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვა სახელი აქვს: ზედა ასტრალი, სამოთხე, მაგონია და ა.შ. ითვლება, რომ ესაა დიადი მასწავლებლების, მაგების, გასხივოსნებული ოსტატებისა და წმინდანების სივრცე. იქ არიან საუკეთესონი ადამიანთა შორის. ისინი შედიან ჩვენი პლანეტის ცნობიერების იერარქიაში, რამეთუ წარმოადგენენ პლანეტარული ცნობიერების ძალზე მძლავრ უჯრედებს.

თავად მაგონიაშიც არის იერარქია, და იმისთვის, რომ ამ კიბეებზე ზემოთ ავიდნენ, ზოგიერთი განსხეულებული დიადი პიროვნება იძულებულია, რომ გარკვეული სამუშაო შეასრულოს მათი დავალებით, ვინც ზემოთაა. ეს პიროვნებები ძალიან ძლიერები არიან და შეუძლიათ აღარ განსხეულდნენ ფიზიკურ სხეულში, მაგრამ როგორღაც უნდა იმუშაონ. ამიტომ მე–9 არკანზე ცოტათი ქვემოთ ეშვებიან, მე–12-ს სფეროში, და იქ იმყოფებიან.

ისინი, ვისაც შეუძლიათ მე–12 არკანის სიხშირემდე მიღწევა, ფლობენ უნარს, რომ მოცემულ არხზე ამ მაგების ცნობიერება იგრძნონ და დაუკავშირდნენ მათ. შედეგად, ასეთი ადამიანი ამ ოსტატების გამტარი ხდება და თავისი გამტარობის მეშვეობით წვდომას იღებს მათ უნარებსა და ძალაზე.

ეს გამოიყურება, როგორც მაღალი ძალების დახმარება. ადამიანს, რომელიც ამ არხს ინარჩუნებს, ცუდი ვერაფერი დაემართება. მას ზემოდან ატარებენ და მისი მეშვეობით შეასრულებენ ყველა სამუშაოს. და თუკი მას რაღაც სჭირდება, მაგალითად იგივე ფული, იგი სასწაულებრივი სახით მოდის მასთან.

ალბათ გსმენიათ იმაზე, რომ ზოგიერთს მასწავლებელი ნატიფ დონეზე ჰყავს. ესეც ამ არკანს განეკუთვნება. ამ არკანში ჩართულობა ნიშნავს საყრდენის ქონას უმაღლეს სფეროებში. კარტზე ადამიანი ფეხითაა ჩამოკიდებული, ანუ ეყრდნობა იმას, რაც ზემოთაა. დიად სულიერ მასწავლებლებს იმდენად უდრეკი სულის ძალა ჰქონდათ, რომ არაფრის ეშინოდათ, რადგანაც იცოდნენ, რომ ზემოთ ელოდნენ. ამ არკანის გზა გამოიყურება ისე, თითქოს უმაღლეს ნებას ასრულებთ. თუკი ამას წარმატებით აკეთებთ, მაშინ სიკვდილის შემდეგ ცვლით მათ, ვინც გეხმარებოდათ და თავად იწყებთ ნატიფ პლანზე მათი სამუშაოს შესრულებას, ისინი კი უფრო წინ მიდიან. ეს ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ მეტჯერ აღარ ინკარნირდეთ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში.

იმ ადამიანის მაგალითი, რომელიც მე–12 არკანზე ზის, ესაა იტიგელების ლამა, რომელიც უკვე 70 წელია თითქოს მკვდარია, მაგრამ სხეული არ იხრწნება. მან სიცოცხლეშივე დაამუშავა ეს არკანი და იპოვა საშუალება, რომ ზემოდან შეენარჩუნებინა თავისი სხეული. მაგრამ ეს არკანი მხოლოდ ამ უნარებს არ მოიცავს. მაგალითად, ამ დონეზე ლევიტაციაც შესაძლებელი ხდება.

ალბათ, ეს ყველაფერი წაიკითხეთ და ვერაფერი გაიგეთ. პრობლემაც იმაშია, რომ ამ ძალების ინტელექტუალურად შეცნობა შეუძლებელია. მათში შესასვლელად კი ძალები არ გვყოფნის.

ახლა ვისაუბროთ მე-10 არკანზე. „ბედის ბორბალი“. ძალა, რომელიც ბედს მართავს.

ამ არკანში ერთხელ ვიყავი, და მასში მასწავლებლის დახმარებით მოვხვდი. ახალი გამარჯვებული ვიყავი „ექსტრასენსების ბრძოლაში“ და ნორმალურად არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა პრიზისთვის. ამიტომ მივედი მასთან, ერთად წავედით ძალის ადგილზე და გადავწყვიტეთ ჩემს უმაღლეს „მე“-ს, სულს, ჩემს ნამდვილ არსს დავკავშირებოდით. ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შემეგრძნო სული და ბოლომდე მივნდობოდი მის ნებას.

თანდათანობით, უკვე ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში, როდესაც შერწყმული ვიყავი სულის საოცარ ძალასთან, მე გამოვიწვიე განზრახვა, რომ დაე, აღსრულებულიყო ჩემი ბედი. მასწავლებლის ბრძანებით ეს სამჯერ გავაკეთე და უცებ დავინახე, როგორ დაიბადა სულის სივრციდან სამი ძაბრივით ხვეული. მე შევიგრძენი ისინი, როგორც ბრძანებები ნატიფ პლანზე, რომლებიც მთელი ძალით ისწრაფვოდნენ ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებისკენ.

მედიტაცია დასრულდა. ყველაფერი, რაც იმ დღეს ვიცოდი, ის იყო, რომ რაღაც პროცესი გავუშვი (ჩავრთე), მაგრამ რა, ამას ვერ ვხვდებოდი. ამის გაგება დაახლოებით ერთ თვეში მოვიდა. ჩვენ გავხსენით ცენტრი - „არკანუმი“. სულის ძალა აღსრულდა, ბედმა ცხოვრების ახალ ნაკადზე გამიყვანა.

მაშ, რა არის მე-10 არკანი? ესაა პრინციპი, რომელშიც წყდება, რა უნდა მოუვიდეს ამა თუ იმ ობიექტს სისტემაში. რაღაც მაკონტროლებელი ორგანოსმაგვარი, რომელიც თვალყურს ადევნებს იმას, რომ ყველას თავისი ამოცანის შესაბამისად შეხვდეს. ეს ამოცანები ჩვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენების სახით ეშვება, რომლებისგან თავი არიდების ძალაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცაღა თავად მოვლენები ბედი არაა. საერთოდ, რა არის ბედი? 

ბევრი ერთმანეთში ურევს ბედს და მომავალს. მაგალითად, ზოგიერთი ამბობს, რომ თუკი შენი ბედია შეხვდე რომელიმე ადამიანს, შენ მას აუცილებლად შეხვდები. ეს არაა სწორი. ბედის ქვეშ არ უნდა გავიგოთ სიტუაციები. ბედი ესაა ამოცანა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს. თუკი ადამიანი ასრულებს მას, მას შემდეგს აძლევენ, ხოლო თუ ვერა, მაშინ ყველაფერი თავიდან მეორდება. ამასთან, ერთი და იმავე ამოცანის შესრულებაზე მე-10 არკანის ძალებმა შესაძლოა უამრავი სრულიად სხვადასხვა სიტუაციის გენერირება მოახდინონ. როგორც წესი, თავიდან იგზავნება ნიშანი, რომ შენ ესა და ეს უნდა დაამუშავო. თუ ადამიანი ვერ ხედავს მას, ამის შემდეგ უკვე პანღურს ამოჰკრავენ. თუ ესეც არ ესმის, მაშინ უფსკრულში ჩააგდებენ, შეხედავენ, სანამ მიფრინავს, იქნებ დაჭკვიანდეს.

ანუ ნებისმიერი პრობლემა ცხოვრებაში შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც ბედი. მაგრამ უფრო სწორი იქნება ასე გაგება, რომ კონკრეტული პრობლემა კი არაა ის, რაც ზემოდან გამოგეგზავნათ, არამედ ყველაფერი მთლიანობაში. ცუდი ჯანმრთელობა, ფულის უქონლობა, წარუმატებლობა, სიცარიელე - ეს ყველაფერი საშუალებებია რაღაც ამოცანის გადასაჭრელად. როგორ გავიგოთ რომლის? ეს კარტზეა აღწერილი.

ბედის ბორბალზე ორი ფიგურა მოძრაობს. ქვემოთ ჩამოდის გველი, ზემოთ კი ადის ადამიანი ძაღლის თავით. ბორბლის თავზე ზის სფინქსი ხმლით ხელში. ეს ის ძალაა, რომელიც აკონტროლებს. და თუ საშინაო დავალებას არ შეასრულებ, თავს მოგაჭრის.

ქვემოთ მოძრაობა, როგორც ხვდებით, არ ნიშნავს კარგს. იგი აღნიშნავს გაკვეთილების გამკაცრებას. ზემოთკენ მოძრაობა კი, სიტუაციიდან გამოსვლას ნიშნავს. ქვემოთკენ გველი მოძრაობს. გველი ეგვიპტელებისთვის (ტარო კი ეგვიპტელებმა დახატეს) აღნიშნავდა სიბრძნეს, ანუ ინტელექტს, ანუ იმას, რაც ჩვენ შიგნით აზროვნებს.

ზემოთკენ მოძრაობს ძაღლისთავიანი ადამიანი. ანუ ნაცვლად ადამიანური თავისა, ინტელექტით, ძაღლის თავია. და ძაღლის ყველაზე მთავარი თვისება ერთგულებაა. როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?

პრინციპი იმაშია, რომ მხოლოდ საკუთარი ბედისადმი ერთგულებით შეიძლება, რომ წარმატებული იყო ცხოვრებაში. მხოლოდ იმის შესრულებით, რასაც შენგან მოითხოვენ, ამასთან ერთგულად შესრულებით, ამისადმი ბოლომდე თავის მიძღვნით შეგვიძლია ბედის ბორბლის სასურველი მიმართულებით შემოტრიალება. მაგრამ თუკი პრობლემებს ინტელექტით გადაწყვეტთ, წარმატებას ნუ ელით.

განვმარტავ. ჩვენი სააზროვნო აპარატი თავში დაფუძნებულია ცალმხრივად პირად სარგებელზე. დამეთანხმებით, რომ როდესაც ცუდად ხართ, არ ფიქრობთ იმაზე, რომ ეს სწორია. ყველანაირად ცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას და ისე გაკეთებას, რომ ყველაფერი მხოლოდ კარგად იყოს. სხვა სიტყვებით, ჩვენი ინტელექტი, ჩვენი ტონალი, ანუ ჩვენი ეგო მხოლოდ იმას ღებულობს, რაც აწყობს, მხოლოდ იმას, რასაც სწორად და სასიამოვნოდ თვლის. და სამყაროს დაყოფა კარგად და ცუდად, სასიამოვნოდ და უსიამოვნოდ მხოლოდ საკუთარი აზროვნებით შეგვიძლია. ვმოქმედებთ რა საკუთარი აზრებიდან გამომდინარე, რომლებიც დაფუძნებულია ერთის მიღებაზე და მეორის უარყოფაზე, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტად ვეფლობით პრობლემებში. 

მხოლოდ მას, ვინც სულისადმი ერთგულებით მოქმედებს, და შესაბამისად ღებულობს ყველაფერს, რასაც უგზავნიან, შეუძლია გადაწყვიტოს ბედის მიერ გაგზავნილი ამოცანა.

და თუკი ბედს არ გავურბივართ, არამედ ვცდილობთ მის შესრულებას, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ჩვენ შეგვიძლია ამოცანა დროზე ადრე გადავწყვიტოთ და ამისთვის გვაძლევენ ჯილდოს ფორტუნას სახით.

მაგებს, რომლებსაც ძალუძთ მე-10 არკანის ძალის აღება, შეუძლიათ თავად „დაიწერონ“ ან სხვებს დაუწერონ ამოცანები. წარმოგიდგენიათ ასეთი მაგი? ბედის მართვის შესაძლებლობა. ეს თითქმის თავისუფლებაა. რატომ თითქმის? იმიტომ, რომ არჩევანის სრული თავისუფლება მაინც არ არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ამოცანა, მხოლოდ სიიდან. თუმცაღა ეს მაინც გამაოგნებელ პერსპექტივებს იძლევა. ამ არკანში მაგი ხვდება, რა სურს ღმერთს, რა ამოცანებს აყენებს იგი ადამიანების წინაშე. ამოცანის ამორჩევისას მიჰყვება პრინციპს, რომ რაც უფრო რთული იქნება იგი, მით უფრო მეტი იქნება ჯილდოც. ვფიქრობ, ქრისტემ თავად აირჩია თავისი მისია და სწორედ ამ სახით სიკვდილი. ამოცანა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მან იგი შასრულა. რა მიიღო გარდაცვალების შემდეგ, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მაგრამ ის, რომ თავისი ამოცანის შესრულებით მან ისტორიის მსვლელობა შეცვალა, ეჭვს არ იწვევს.

ამიტომ, როდესაც შემდეგში თქვენს ბედზე იწუწუნებთ, გააცნობიერეთ, რომ თქვენი ამოცანები ვერც კი შეედრება ისეთების ამოცანებს, როგორიცაა ქრისტე. ეს რომ გაიგოთ, ეცადეთ, რომ შეცვალოთ თუნდაც ქალაქის ისტორია, არათუ მთელი კაცობრიობის, და მიხვდებით, რამდენად ალერსიანია თქვენდამი ბედი.

და ბოლო არკანი, რომელზეც მინდა ვისაუბრო ამ წიგნის ფურცლებზე, ესაა მე-9 არკანი. „განდეგილი“. ძალა, რომელიც თვითკმარობას იძლევა.

ამ ძალაზე საერთოდ ძნელია საუბარი. ამ სართულზე მაგი აცნობიერებს, რომ მთელი გარე სამყარო სინამდვილეში ილუზიაა. ეს არაა ინტელექტუალური გაგება, არამედ სამყაროს, როგორც ჰალუცინაციის, რეალური აღქმაა. ის, რასაც მივეჩვიეთ, რომ ობიექტურ რეალობად ჩავთვალოთ, მე-9 არკანში ცნობიერდება, როგორც აზრი, დაბადებული მაგის ცნობიერებაში. გახსოვთ, წიგნის დასაწყისში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენ უბრალოდ სამყაროს აღვწერთ? მაშ ასე, ამ არკანის ძალა მაგს აძლევს ძალაუფლებას, რომ მართოს ეს აღწერილობა. ამ დონეზე მაგისთვის იხსნება უჩვეულო მოვლენები, ისეთები, როგორიცაა ალქიმია. ერთი ნივთიერების მეორედ ტრანსფორმაცია ამ არკანის მაგისთვის მხოლოდ მენტალური პროცესია. აზრი ძალზე ძლევამოსილი ხდება და შეუძლია მატერიალიზდეს ილუზიის სახით ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებაში. ანუ, თუკი თქვენი თანდასწრებით ასეთი მაგი იფიქრებს იმაზე, რომ თქვენ გარშემო ნიანგები არიან, თქვენ მათ დაინახავთ. უფრო მეტიც, თუკი რომელიმე მათგანი გიკბენთ, შესაბამისი ჭრილობები გაგიჩნდებათ, მაგრამ თუკი ამას ვიდეოთი ჩაიწერთ, დაინახავთ, რომ ცარიელ მინდორზე გარბიხართ.

მე ვგრძნობდი ამ არკანს. როცა მისი ძალა თქვენი აღქმის ლომის წილს იკავებს, თქვენ ხედავთ, რომ სამყარო ნამდვილი არაა. ხეს უყურებთ და თვალები გეუბნებიან, რომ იგი თქვენ გარეთაა, მაგრამ გრძნობთ, რომ იგი იქ მხოლოდ იმიტომ დგას, რომ თქვენს აზროვნებაში შექმენით. მთელი გარემომცველი სამყარო სინამდვილეში შინაგანი სამყაროს პროექციაა. როგორც პროექტორი აჩვენებს ფილმს ეკრანზე, ასევე ჩვენი ცნობიერება ქმნის სამყაროს საკუთარი თავის გარშემო. კედელზე ფილმი არაა. იქ მხოლოდ გამოსახულებაა. მთელი ფირი პროექტორშია.

კარლოს კასტანედას წიგნში - „მოგზაურობა იქსტლანში“ უკანასკნელ თავში დონ ხენარო ყვება იმის შესახებ, თუ როგორ შეიპყრო მოკავშირე და მან მისი აღქმა შეცვალა. საერთოდ, მოკავშირეების თემა ძალიან ვრცელია და მასზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემს გაგებაში ნამდვილი მოკავშირის მოპოვება მხოლოდ მე-9 არკანის სართულზეა შესაძლებელი.

დავუბრუნდეთ დონ ხენაროს ისტორიას და გავიხსენოთ მომენტი, სადაც იგი ყველა შემხვედრ ადამიანს არანამდვილებად ხედავდა. თავად კარლოსიც კი მისთვის მხოლოდ მოჩვენება იყო. და მხოლოდ დონ ხუანის შესახებ თქვა, რომ იგი ნამდვილია. თუკი შეეცდებით, რომ შეიგრძნოთ ეს სიტყვები, შესაძლოა, ამან მოგცეთ მე-9 არკანის რაღაც გაგება.

როდესაც მაგი თავს ამ დონეზე აცნობიერებს, მას უკვე აღარაფერი სჭირდება. ეს არკანი აჯნა ჩაკრას დონეზე მუშაობს. თუკი აღქმას ამ ჩაკრის დონემდე ასწევთ, თქვენ ავტომატურად გაგიჩნდებათ პირდაპირი ხედვის უნარი. აქედან ყველაფერი ჩანს. აქედან გინდ დახუჭული, გინდ გახელილი თვალებით, თქვენ ხედავთ ენერგიასაც და ყველა საგანსაც, და ყველაფრის დაფარულ არსს, რასაც ყურადღებას მიაპყრობთ. თითქოს შეუზღუდავი წვდომა გაქვთ ყველაფრის შესახებ ინფორმაციისადმი. ეს გაძლევთ საშუალებას, რომ თვითკმარი იყოთ. ადამიანს, ასეთი ცნობიერებით, შეუძლია მთელი ცხოვრება იზოლატორში გაატაროს და ჭკუიდან არ შეიშალოს. იგი თავადვე წარმოადგენს მასწავლებელს საკუთარი თავისთვის. თავად ინათებს საკუთარ გზას. აქ იგი ნამდვილ ჰარმონიას პოულობს მთელს ყოფიერთან და დიდი ოსტატი ხდება.

ბოლოსიტყვაობა არკანების შესახებ

ტაროს დიდი არკანები ესაა ჩვენი სამყაროს პრინციპები. ესაა ძალები, რომელსაც სამყარო ეყრდნობა. ამ ძალების მოხმობით, თქვენ ავტომატურად იღებთ არკანის კარტზე აღწერილ თამაშის წესებს, და თქვენი ცხოვრება მის შესაბამისად გადაეწყობა. ამ ენერგიის წნეხის მოქმედებით თქვენ აგროვებთ საკუთარ თავში ამ პრინციპის თვისებას ან ხარისხს, და მისი გამტარი ხდებით.

ამ წიგნის წაკითხვის შედეგად, ჩემს პირველ წიგნთან ერთად, თქვენ ალბათ უკვე შეგექმნათ რაღაც წარმოდგენა არკანებთან მუშაობის შესახებ. აირჩიეთ ამ ძალებიდან ერთ-ერთი და აპრაქტიკეთ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გირჩევთ, რომ დიდხანს შეჩერდეთ ერთ ძალაზე იმიტომ, რომ ეფექტები მაშინვე არ გამოჩნდება. მაგრამ მაშინაც კი, თუ შედეგებს მალევე დაინახავთ, ეს სულაც არ ნიშნავს ამ ძალის გაცნობიერებას. სცადეთ აღქმის შეცვლა და ამ ძალის დანახვა ყველაფერში თქვენ გარშემო. ისწავლეთ მისი შეგრძნება, მისი მოხმობა და წარმართვა. ამას დიდი დრო სჭირდება.

სწორად გამიგეთ, არკანების ძალებთან მუშაობა არ წარმოადგენს იმის გარანტს, რომ თქვენი ცხოვრება დალაგდება. ეს მხოლოდ იმის გარანტია, რომ ცხოვრება შეიცვლება. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ცვლილებები მოვა, გახსოვდეთ: არკანი ესაა მასწავლებელი. მასწავლებლისადმი შეწინააღმდეგება ნიშნავს მასალის ვერათვისებას, შესაბამისად, ამ ძალის ვერგატარებას. იყავით მომთმენნი. და დაე, იყოს თქვენთან სულის ნება.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff