ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

ნაწილი II.მაღალი არკანების ძალა

 

ნაწილი II.მაღალი არკანების ძალა

აი, მივადექით კიდეც ამ წიგნის მთავარ ნაწილს. თუ ვინმეს არ წაუკითხავს ჩემი პირველი წიგნი - „ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ?“, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ, რადგანაც სეფიროტული მაგიის მთელი მოდელის თავიდან ახსნას აქ არ ვაპირებ. მათ კი, ვინც იცნობს ამ წიგნს, მოკლედ შევახსენებ, თუ რა არის არკანები, მაგრამ უკვე ამ წიგნის კონტექსტში.

არკანების სისტემა ესაა ჩვენი სამყაროს განზომილების სისტემა, რომლებიც უძველესმა მაგებმა აღმოაჩინეს. იგი ამტკიცებს, რომ სამყარო გვაგონებს ინფორმაციულ სიგნალს, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში შემოდის. თავად სიგნალს გააჩნია 22 მოდულაცია, რომლებთანაც ადამიანის ცნობიერებას შეუძლია ურთიერთქმედება. ესაა პროგრამა, მატრიცა, რომელსაც ასევე უწოდებენ ღმერთს, დედამიწის ცნობიერებას, ან დედამიწის გენიას. ადამიანები წარმოადგენენ ამ პროგრამის ნაწილს, ცნობიერების უჯრედს, და ატარებენ სიგნალის ამა თუ იმ მოდულაციას.

უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ჩვენი ცნობიერება განწყობილია ამ სამყაროს ამა თუ იმ ასპექტზე. ეს განწყობა აფორმირებს ჩვენს შაბლონს. უმეტესად ადამიანები ვერ ხვდებიან სხვა განწყობების არსებობას, გარდა მათი საკუთარისა. მაგები პირიქით, ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ყველა შესაძლო განწყობასთან იმუშაონ. და მაგიის დასავლურ ტრადიციაში ნათქვამია, რომ ასეთი განწყობა 22-ია - ტაროს მაღალი არკანები.

ეს არკანები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ენერგეტიკული ველები, ან ენერგიის არხები, ან როგორც პლანეტის 22 უდიდესი ძალა. ეს ძალები ხელმძღვანელობენ მთელ რეალობას და წარმოადგენენ ერთგვარ პროგრამულ კოდს, სადაც ჩვენც ასევე მის ნაწილს წარმოვადგენთ. თუმცაღა ჩვენ არ ვურთიერთქმედებთ ყველა თვისებასთან და ყველა ძალასთან, რომლებიც ჩვენთვისაა მისაწვდომი. ხოლო მათთან, რომლებთანაც ვურთიერთქმედებთ, ამას ძალიან ცუდად ვაკეთებთ.

როგორ გამოიყურება ურთიერთქმედება? პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში ადამიანი ხვდება გარკვეულ რეალობაში, ანუ შეთანხმებაში, რომელშიც ამა თუ იმ კასტის კანონები დომინირებენ. ამ სიგნალთან მუშაობით, ადამიანი მოიპოვებს გარკვეულ ინტელექტს, რომელიც სპექტრის ამა თუ იმ სიხშირეზე მუშაობს. ეს სპექტრი დაყოფილია შვიდ სიხშირედ, ანუ ჩაკრად, რომლებსაც სპექტრის შესაბამისი ფერი აქვთ. ადამიანი შედგება მთელი სპექტრისგან, მაგრამ ცნობიერებას გააჩნია დომინანტა ამა თუ იმ სიხშირეზე, რაც განსაზღვრავს ცნობიერების დონეს და მისი აღქმის დამაგრების წერტილს, ანუ ფიქსაციის წერტილს (ფწ).

ფწ-ს გააჩნია უნარი, რომ ურთიერთქმედებაში შევიდეს გარე სამყაროს ენერგიებთან, როგორც ტელევიზორის ანტენა, და დაიჭიროს ესა თუ ის სიგნალი. სიგნალების ძიების დიაპაზონი მოცემულია ფწ-ს შინაგანი ფიქსირებით იმ ადგილზე, რომელიც პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უკვე გადამუშავებული ინფორმაციისგან შედგება. ასევე ამ შინაგან ფიქსაციას სამყაროს სურათს, ან აღქმის შაბლონსაც უწოდებენ.

შედეგად ადამიანს გააჩნია განსაზღვრული წინასწარგანწყობა გარესამყაროსთან ურთიერთქმედებისთვის, და იგი შეგვიძლია პირობითად მივაკუთვნოთ ოთხიდან ერთ-ერთ კატეგორიას, ანუ კასტას:

ენერგიის აღქმა წითელი ფერის სიხშირეზე (მულადჰარა-ჩაკრა) - მუშების კასტა.

აღქმა ნარინჯისფერ სიხშირეზე (სვადჰისთჰანა ჩაკრა) - ვაჭრების კასტა.

აღქმა ყვითელ სიხშირეზე (მანიპურა ჩაკრა) - მეომრების კასტა.

აღქმა მწვანე სიხშირეზე და უფრო ზემოთ (ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა და საჰასრარა-ჩაკრები) - მაგების კასტა.

მანამ, სანამ არკანებისა და ცნობიერების ურთიერთქმედებაზე მოვყვები, შემდეგი უნდა გაიგოთ. მხოლოდ მწვანე დიაპაზონიდან დაწყებითაა შესაძლებელი, რომ სამყაროს სიხშირეობრივი თვისება აღიქვათ, დაბალ დიაპაზონებში ცნობიერება ძალიან ნელა მუშაობს და არ შეუძლია გააცნობიეროს სამყაროს მრავალწახნაგოვანი ბუნება. დაწყებული ანაჰატა ჩაკრას სიხშირიდან, ეს უკვე შესაძლებელი ხდება. ასეთი აღქმა მიიღწევა პიროვნების ევოლუციის, მისი მონადის (სულის) მრავალრიცხოვანი რეინკარნაციის შედეგად.

თავისთავად არკანებსაც გააჩნიათ სიხშირე. სეფიროტის ხის ნახატზე მოცემულია ყოველი არკანის დიაპაზონი სიხშირეთა სპექტრის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, ადამიანისთვის მისაწვდომია მხოლოდ ის ენერგიები, რომლებთანაც მის ცნობიერებას ერთ სიჩქარეზე (სიხშირეზე) შეუძლია მუშაობა.

სეფიროტის ხე

რადგანაც მაგი ისწრაფვის, რომ დაინახოს სამყარო, როგორც ძალა, მას შეუძლია შეამჩნიოს, რომ ძალას გააჩნია თავისი კანონები, რომლებსაც ემორჩილება. უძველესმა მაგებმა, ამ 22 ძალის აღწერისას, ეს კანონები ტაროს კარტში ჩაწერეს და მათში ჩადეს შიფრი, ცნობიერების მათზე განწყობისთვის, რათა მაგს შეძლებოდა თავისი ფწ-ს გადანაცვლება ამა თუ იმ არკანის მოქმედების სფეროში. შედეგად მაგი იწყებს სამყაროში ამ ძალის გამოვლინების დანახვას, თავის ყურადღებას მასზე აჩერებს და ასწავლის თავის მონადას (საკუთარ ენერგეტიკულ საფუძველს) მასთან ურთიერთქმედებას, და ამ ძალის თვისებებით ივსება. სამყაროს ამ წახნაგთან მუშაობით, მაგი თანდათანობით აღწევს ამ ძალის მაქსიმალურ გამტარობას თავისი ცნობიერების მეშვეობით და მოიპოვებს არკანის სიდჰას (ზებუნებრივ უნარს). ახლა იგი უკვე ამ ძალის გამტარია და შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს იგი.

sefirot

არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ 22 ძალა არსებობს. ისინი მეტია. არსებობს კიდევ სეფირები და ტაროს დაბალი არკანები, მაგრამ ამჯერად არ ვაპირებ, რომ მთელი ეს რთული სტრუქტურა გაგანდოთ. და თან მე თვითონაც არ მესმის ჯერ ყველაფერი. ამიტომ ჩემი ამოცანა ამ წიგნში მდგომარეობს იმაში, რომ იმ ძალებს გაგაცნოთ, რომელთა წვდომის შანსიც გაქვთ და რომლებთან ურთიერთქმედებაც შეგიძლიათ, რათა სამყაროს თქვენი მაგიური მოდელი გამყარდეს და განვითარდეს.
წინასწარ ვიტყვი, რომ აღვწერ არკანებს 22-დან მე-9-მდე. ამას სპეციალურად ვაკეთებ, რადგანაც აზრს ვერ ვხედავ, რომ პირველი რვა არკანი აღვწერო. პირველ რიგში, არც თქვენ და არც მე ძალუკები არ გვეყოფა, რომ როგორღაც მაინც გაცნობიერებულად შევიდეთ ამ ენერგიებში. ამისთვის საჭიროა, რომ გვქონდეს ცნობიერების სიჩქარე აჯნა ჩაკრას დონეზე. და ყველა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მაქსიმუმ ცისფერ სპექტრს თუ მიწვდება.

და კიდევ, საჭიროა იმის გაგება, რომ არკანებთან მუშაობამ შესაძლოა სერიოზულად გაგიფუჭოთ ცხოვრება. ეს რეალური ძალებია, და მათი გამოძახებით, თქვენ სრულად იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ყველა შედეგზე, რომლებსაც შედეგად მიიღებთ. ეს ძალები შეუბრალებელნი არიან. ისინი სამყაროს ქარები არიან. და თუკი ვერ დაიჭირეთ ამ ქართა ნაკადები, ისინი ფრთებს მოგამტვრევენ. 

ამიტომ ნუ იჩქარებთ. იმოქმედეთ ფრთხილად და განჯაჭვულად.

წარმატებები!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff