მე–20 არკანი. „სამსჯავრო“
მე–20 არკანი. „სამსჯავრო“. ძალა, რომელიც შიშს გადალახავს
ამ არკანის ძალა ასევე მნიშვნელოვანია მაგიის საწყის გზაზე. საქმე იმაშია, რომ შეუცნობლისკენ სიარულისას, გზაზე ენერგიის დაგროვებისას, რომც არ უნდოდეს, მაგი გრძნობს, რომ ნაცნობის ზღვარზე იმყოფება. ეს უცილობლად გამოიწვევს შიშს, რომელმაც შესაძლოა ჯვარი დაუსვას მთელ მის მაგიურ პრაქტიკას.
მე მომიყვნენ ისტორიას ერთი მღვდლის შესახებ. თავის დროზე იგი მაგთან სწავლობდა და ჯერ შორს იყო რელიგიისგან. სწავლების რაღაც პერიოდის შემდეგ, მან დაიწყო რაღაც არსებების დანახვა და სრულიად არ იყო მზად მათი აღქმისთვის. ჩვენებები მასთან უკონტროლოდ მოდიოდა, რაც შიშის შემოტევებს იწვევდა მასში.
რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა, რომ ესენი დემონები იყვნენ და ეკლესიაში გაიქცა, სადაც მოგვიანებით მღვდელი გახდა. ჩვენებები გაქრა.
თუ სერიოზულად ხართ დაკავებული მაგიით, ადრე თუ გვიან თქვენც დაინახავთ იმას, რის წინაშეც ჯანსაღი აზრი უძლურია. შიში, რომელიც მოგიცავთ, ჭკუიდან შეგშლით. და ძალა, რომელიც მის გადალახვაში გეხმარებათ, მე–20 არკანში იმალება.
მაგრამ მოდით ჯერ ავხსნათ, თუ რას ნიშნავს საერთოდ შიში. ძალიან ხშირად ერთმანეთში ურევენ ცნებებს: „შიში“ (страх) და „შეკრთომა“ (испуг). შეკრთომა ეხება სხეულის თვისებას და ძალზე სასარგებლოა, შიში - მხოლოდ ფსიქიკური თვისებაა. მე იმისკენ მიმყავს, რომ ჩვენს სხეულს არ შეუძლია იგრძნოს შიში. ეშინია სწორედ ცნობიერებას. მაგრამ რატომ ეშინია ცნობიერებას?
ნებისმიერი შიში სიკვდილის შიშია. სამსახურის დაკარგვის შიში, ავადმყოფობის შიში ან შიში იმისა, რომ ფული გაგვითავდება, - ყველაფერი ეს სიკვდილის შიშისგან წარმოებულია. ადამიანს კი მხოლოდ იმიტომ ეშინია ამის, რომ არ იცნობს სიკვდილს. თავად პიროვნება ჩვენში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩვენ დავიბადეთ. პიროვნება მხოლოდ სიცოცხლეს იცნობს და ძალიან ეშინია მისი დასრულების.
თავად პიროვნება არ წარმოადგენს მონოლითურ ობიექტს და მრავალი წახნაგისგან, ანუ თვისებისგან შედგება. და თუ სიკვდილი - ეს მთელი პიროვნების დასასრულია, და ეს ეხება მე–13 არკანის სფეროს, მაშინ მე–20 არკანში ჩვენ ვეჯახებით ჩვენი პიროვნების სხვადასხვა წახნაგის სასრულობას.
ჩვენ არ ვართ მუდმივნი. რაღაც მიზეზების გამო, ზოგჯერ ვწყვეტთ ერთ ადამიანად ყოფნას და სხვა ადამიანად ვიქცევით. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ზარმაცობდით, და ერთხელაც უთხარით საკუთარ თავს: „საკმარისია!“ და გადაწყვიტეთ, რომ ამ დღიდან სრული პროგრამით მიხედავთ საკუთარ ჯანმრთელობას. ვარჯიშები, დილაობით სირბილი, სპორტული დარბაზი, დაბალანსებული კვება და ა.შ. და აი, დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ ჯდებით საწოლის ნაპირზე, იხსენებთ, რატომ ადექით ასე ადრე, და ღებულობთ, როგორც თქვენ გეჩვენებათ, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას - აგრძელებთ ძილს: „...საკუთარი თავს კი ხვალ მივხედავ“. შემდეგ კიდევ ხვალ, კიდევ...
გინდათ გაიგოთ, რატომ ვერ გადალახეთ სიზარმაცე პირველივე ჯერზე? შიშის გამო. დიახ, ჩემო მეგობრებო, თქვენ გეშინიათ. ეს უჩვეულო შიშია, იგი არ იწვევს პანიკას. მაგრამ ეს სწორედ შიშია.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი პიროვნება მოცემულ სიტუაციაში შეგვიძლია ორ სუბ-პიროვნებად დავყოთ. პირველი ისაა, რომელიც ზარმაცია. იგი დიდი ხანია ცოცხლობს და დიდხანს კვებავდით თქვენი ენერგიით. მაგრამ აი, მისი მოკვლა მოგინდათ - სწორედ იმით, რომ მისი თქვენზე ძალაუფლების პერიოდში მეორე სუბ-პიროვნებას რთავთ, აქტიურს და სპორტულს.
დროის დინების პოზიციით პირველი სუბ-პიროვნება შენელებას იწყებს, ანუ სიკვდილს. ანუ იგი არ ქრება მაშინვე, არამედ დროში უფრო ნელა იწყებს მოძრაობას, ვიდრე ჩვენ. თუკი აწმყოში არ ვუშვებთ, მაშინ იგი, როგორც მავნე ჩვევა, თანდათანობით გვტოვებს. სხვა სიტყვებით, ჯერ კიდევ არაა მკვდარი, მაგრამ აღარც ცოცხალია. ანუ მოჩვენებაა. ხოლო წარსულის მოჩვენებების კიდევ უფრო გვეშინია, ვიდრე სიკვდილის. რადგანაც დარწმუნებულნი ვართ, რომ რაც მოკვდა, უკან ვეღარ დაბრუნდება. და თუ იგი ბრუნდება, შიში ადგილზე გათავებთ.
იყო შემთხვევა, როცა ოჯახი თავის ნათესავს ასაფლავებდა. და აი, ბებოს კუბოს საფლავისკენ მიასვენებენ. რაღაც წარმოუდგენელი შემთხვევის წყალობით, ამ ბებოს სხეულს კუნთური სპაზმი დაემართა და მან ზურგი ვერტიკალურ მდგომარეობაში წამოსწია. ცერემონიის ერთ-ერთ მონაწილეს წამიერად გაუჩერდა გული.
თუ დავუბრუნდებით ჩვენს ისტორიას სიზარმაცესთან დაკავშირებით, უნდა გავიგოთ, რომ როგორც კი ვწყვეტთ ჩვეული სახით მოქცევას, ეს ჩვეული ნაწილი კვდება. უწინდებური მოქმედების სურვილი, რომელიც ჩნდება, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ამ ნაწილის, როგორც ნახევრადმკვდარი მოჩვენების, არაცნობიერი შეგრძნება. აი, რატომაა ასე ძნელი, რომ შევიცვალოთ.
მაშ, რა არის მე–20 არკანი? ამ არკანის ძალა იწყებს ჩვენი ცნობიერების სისწრაფის შემცირებას აწმყოში და გვაგდებს წარსულში, ანუ ჩვენს იმ ნაწილებში, რომლებიც კვდებიან. და ჩვენ ვხვდებით მოჩვენებათა მთელ გროვას. ნუ გაიგებთ ამასსიტყვასიტყვით. არანაირ მოჩვენებას არ დაინახავთ. ალბათ გსმენიათ ფსიქოლოგებისგან ისეთი ცნებები, როგორებიცაა ბავშვობის ტრავმა, ან წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმა და ა.შ. ყველა ეს კომპლექსი, ესაა სუბ-პიროვნებები, იმის წახნაგები, როგორებიც ვართ ან როგორებიც ვიყავით. და ამ არკანის ძალა საშუალებას გვაძლევს, რომ პირისპირ შევხვდეთ მათ.
მაგრამ ეს ისე არ ხდება, როგორც ფსიქოთერაპევტთან ყოფნის დროს, არამედ ესაა შიშის განცდა, თანაც, სახელდობრ რომელი შიშია და როდის განგიცდიათ, ვერ ხვდებით. კვლავაც, ნუ აურევთ შიშს შეკრთომასთან. შიშს ასობით ფორმა გააჩნია, და გული ყველა შემთხვევაში ნასკებში არ გარბის. თქვენ შესაძლოა გარეგნულად მშვიდიც დარჩეთ, მაგრამ რასაც შეეჯახებით, ისეთი რამ იქნება, რისგანაც მალე გაქცევას ისურვებდით.
მაგიის გზაზე თქვენ გამუდმებით შეეჯახებით იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ, და მიზეზებს მოძებნით, რომ ამ წინააღმდეგობას გვერდი აუაროთ. მაგრამ რამდენი ალტერნატივაც არ უნდა მოიფიქროთ, მაინც მოგიწევთ თქვენს შიშებთან შეხვედრა. და ჯობია, ეს თქვენი ნებით მოხდეს.
საქმე იმაშია, რომ თქვენში არსებული მკვდრების გადალახვისას, შესაძლოა წინა ინკარნაციებამდეც ჩააღწიოთ. ჩვენი ქვეცნობიერი საკუთარ თავში სხვადასხვა სუბ-პიროვნებებს ინახავს, რომლებითაც უკვე დაიბადეთ. და მათ შორის შეიძლება იყოს ხასიათის შესანიშნავი თვისებები– გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, სხვადასხვა ცოდნა და მაგიური ტექნოლოგიებიც კი. თქვენ აქ სიმდიდრის უზარმაზარი სკივრით მოხვედით, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მკვდრების არ ეშინია.
მე–20 არკანი ამ სკივრის გახსნაში გეხმარებათ. მაგრამ მოუმზადებელი ადამიანისთვის ეს პანდორას ყუთია. პიროვნების გაორება, ფობიები და შიშები, სხვადასხვა ფსიქიკური გადახრები, აი, რა ელოდება მას, ვინც მაგიით თამაში მოინდომა. ამ არკანის ძალა მხოლოდ იმას დაემორჩილება, რომელიც მზადაა მტკიცედ თქვას უარი თავის რაღაც ნაწილზე, თითქოს ყოყმანის გარეშე გაუწოდოს ხელი მოსაჭრელად.
ამ არკანით აღზრდილი უშიშრობა ესაა უშიშრობა ცვლილებებისადმი.
მე–20 არკანის პრაქტიკა.
კარტზე ჩვენ ვხედავთ ანგელოზს საყვირით, რომელზეც მიმაგრებულია დროშა თანაბარგვერდებიანი ჯვრით. იგი ღრუბლებიდან ჩნდება. კარტის ქვემოთ მდინარეა, რომელშიც კუბოები მიცურავენ. მათში წამომდგარნი არიან ქალი, მამაკაცი და ბავშვი. ფიგურები შიშველია. კარტის ფონი - ცისფერი.
ცისფერი ფონი. ნიშნავს იმასვე, რასაც მე–18 არკანის კარტზე. ენერგია ზემო ჩაკრებზე, მუშაობა ხდება ცნობიერებით.
ანგელოზი. ანგელოზი აღნიშნავს ძალას, ამასთან გონიერს. სისტემას, ანუ ღმერთს, ჰყავს ძალები (ანგელოზები), რომლებიც გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ. ამ ანგელოზის სამუშაოა გამოსცეს გარკვეული ხმა.
საყვირის ხმა. ეს ხმა ადამიანს არკანში შესვლის დროს ესმის. იგი გუგუნს წააგავს თავში, ან სტვენას. ეს გუგუნი ადამიანს მაშინ ესმის, როდესაც მისი ტვინი გარკვეული სახით მუშაობს.
მამაკაცის და ქალის ფიგურები. რადგან ფიგურები შიშველია, საქმე ეხება ცნობიერებას, ან აზროვნების ტიპს.
ქალის ფიგურა მეტყველებს ინტუიტიურ აღქმაზე, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობაზე.
მამაკაცის ფიგურა - ანალიტიკურ აღქმაზე, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროზე. ფიგურები განცალკევებულია, რაც მიუთითებს ქალურის და მამაკაცურის გაყოფაზე (პოლარიზაციაზე).
ბავშვის ფიგურა. ბავშვი, განსხვავებით ზრდასრულებისგან, სრულყოფილად არ ფლობს არც მამაკაცურ და არც ქალურ აზროვნებას. იგი სუფთაა და ამიტომ სამყაროს ისე აღიქვამს, როგორც საოცრებას, ანუ ყველაფერს უყურებს, როგორც ამოუცნობს. ასევე ეს გლიფი მეტყველებს ნატიფი სხეულის გამოყოფაზე.
მდინარე. გლიფი აღნიშნავს დროს, თანაც წარსულს, ანუ დროის დამუხრუჭების ზონას.
ღრუბლები. ქაოსის, გაუგებრობის, განუსაზღვრელობის სფერო. განწყობა იმაზე, რომ შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს.
ჯვრიანი დროშა. თანაბარგვერდებიანი დროშა აღნიშნავს სტიქიების ჯვარს, ანუ ჩვენს სამყაროს.
ის, რომ იგი დროშაზეა გამოსახული, მიანიშნებს ძველ ორდენებზე, ტამპლიერების მსგავსზე, რომლებიც იყენებდნენ სწორედ იმ რიტუალებს, რომელთა საფუძველიც ამ არკანის ძალაა.
ამ რიტუალებს „ხელდასმებს“ უწოდებდნენ. მათი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ადეპტი შიშში, სტრესში ან სიკვდილში ჩაეგდოთ. მაგალითად, აიძულებდნენ ადამიანის მოკვლას, თუკი აქამდე არასოდეს მოუკლავს. სტრესს, რომელსაც ადამიანი მკვლელობის შემდეგ განიცდის, შეუძლია დაანგრიოს ბარიერი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ქვეცნობიერიდან რომელიმე მეომარი გამოძვრეს, რომლის უნარებიც მომავალ ბრძოლაში გამოადგება. სხვათაშორის, სწორედ ამ რიტუალს იყენებდნენ ჩვენი მეომრები ავღანეთის ომში. აიძულებდნენ ახალწვეულებს, რომ ტყვეები მოეკლათ დანით, ან ცარიელი ხელებით.
დაახლოებით იგივე პროცესები ხდება კლინიკური სიკვდილის შემდეგაც. მრავალი, ამ მდგომარეობის გავლის შემდეგ დაბრუნებული, სხვა ადამიანად იქცევა.
მაგები ამ ძალას თავიანთი ქვეცნობიერის აქტივიზაციისთვის იყენებენ, სადაც შესაძლოა მაგიური ინკარნაციები ინახებოდეს. გარეთ გამოტანით და თავის მეკავშირეებად ქცევით, მათ შეუძლიათ ძალზე ძლევამოსილნი გახდნენ.
ამ არკანთან მუშაობა საკუთარი თავის გამუდმებით შიშში ჩაგდებას ჰგავს. კვლავაც გავიმეორებ, ეს არაა სხეულის შეკრთომა. ეს უფრო ჰგავს შეგრძნებას, რომ თქვენ გარშემო ბევრი მოჩვენებაა. თქვენ ვერ ხედავთ მას, მაგრამ გრძნობთ. მსგავსი შეგრძნება ყველას უჩნდებოდა და იგი შესაძლოა საშიში კი არა, სასიამოვნოც კი ყოფილიყო. ჩვენ ამას ნოსტალგიას ვუწოდებთ. ზოგჯერ თქვენ რთავთ მუსიკას, რომელიც შორეულ წარსულში მოგისმენიათ, და მაშინვე მეხსიერება იმ წარსულის შეგრძნებას აღადგენს.
მაგრამ არკანის მეშვეობით თქვენ მიდიხართ არა მოგონებებში და ხვდებით არა წარსულის გრძნობებს, არამედ თქვენს წარსულ „მე“-ს. მაგალითად იმყოფებით სახლში და უცებ ძალიან დიდ სურვილს გრძნობთ, რომ სახლიდან შორს გაიქცეთ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, შეხვდეთ თქვენს იმ ნაწილს, რომელსაც რაღაცის შეეშინდა. თუ ასეთი მომენტი დადგება, და ამ დროს მე–20 არკანთან მუშაობას აპრაქტიკებთ, მაშინ ეს საიმედო ნიშანია, რომ დაიწყოთ მედიტაცია და შეეცადოთ მოულოდნელი შიშის მიზეზის დანახვა. შეხვდეთ მას და დაამარცხოთ.
მედიტაცია არკანზე
პირველ რიგში უნდა გააკეთოთ პოლარიზაცია. ესაა საკუთარ თავში მამაკაცური და ქალური ენერგიების დაყოფა. ეს ძალიან ადვილად კეთდება. წარმოიდგენთ, რომ მარჯვენა ხელი ცხელი გაქვთ, მარცხენა კი - ცივი. ეფექტის მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხატ-სახეები. მარჯვენა ხელი გავარვარებულ ნახშირში, მარცხენა კი – ყინულის ნამტვრევებში; მარჯვენა ხელზე მზე ანათებს, მარცხენაზე - მთვარე; მარჯვნივ – დღე, მარცხნივ – ღამე და ა.შ.
უნდა მიაღწიოთ შეგრძნებას, რომ მარჯვენა ხელი ცხელია, სავსეა, მძიმეა, ხოლო მარცხენა პირიქით - ცივია, ცარიელია, მსუბუქია. მიაღწევთ რა ამას ხელებზე, იგივე გაიმეორეთ მთელს სხეულზე. თქვენ უნდა შეიგძნოთ თქვენი ორ ნაწილად გაყოფილი სხეული - ცხელად და ცივად.
მას შემდეგ, რაც ამ შეგრძნებას მიაღწევთ, ნების ძალის მეშვეობით ეს ნახევრები ორ სხვადასხვა მხარეს უნდა დააშოროთ, თითქოს თქვენი სხეული გაორებას იწყებს. მარჯვენა მხარეს მარჯვნივ ჭიმავთ, მარცხენას კი - მარცხნივ. რეალურად უნდა შეიგრძნოთ, რომ ორდებით. გაორებულნი, თქვენ ასევე შეიგრძნობთ შუა ნაწილსაც. იგი ამორფულად მოგეჩვენებათ, თითქოს ჰაერის ბუშტი. ეს ნატიფი სხეულია (გლიფი - ბავშვი). დაიწყეთ მისი წინ გამოწევა და მისით გარშემო არსებული სივრცის სკანირება. თქვენი აზროვნება ისეთი უნდა იყოს, როგორც ბავშვის. ბავშვი სამყაროს ისე უყურებს, როგორც ამოუცნობს. ამიტომ არ უნდა იფიქროთ წინასწარ, რას დაინახავთ და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს. ბავშვმა არ იცის, და თქვენც ასეთივე არცოდნის მდგომარეობაში უნდა იყოთ.
მოახდინეთ ბავშვით სივრცის სკანირება მანამდე, სანამ გუგუნს არ გაიგებთ. იგი შეიძლება ადრეც გაჩნდეს, პოლარიზაციის დროს. როცა მის ხმას გაიგებთ, განაგრძეთ ყურის დაგდება. ნუ ეცდებით, რომ უფრო ხმამაღალი გახადოთ. უბრალოდ უსმინეთ, როგორც საყვარელ სიმღერას. და ნუ შეგეშინდებათ, როცა იგი გაძლიერდება.
ეს გუგუნი ხშირად ესმით სხეულიდან გასვლის დროს. ამიტომ შესაძლოა რეალური გასვლაც მოხდეს. ნუ შეგეშინდებათ ამის. თუმცა შეუჩვევლობის გამო შესაძლოა ძალიან შეგეშინდეთ.
თუ ყველაფერი ზემოხსენებული გამოგივათ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ არკანში შეხვედით. სივრცის სკანირებამ შესაძლოა მოგცეთ შეგრძნება, რომ ვიღაც ან რაღაც არის თქვენ გვერდით. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, რომ რაიმე სახელი დაარქვათ მას. მოჩვენება, გარდაცვლილი ნათესავი ან დემონი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ არასწორად აღწეროთ იგი. რადგანაც როცა მსგავსი შეგრძნება მომდევნო ჯერზე გაჩნდება, ავტომატურად გაჩნდება აღწერილობაც. გახსოვთ შემთხვევა მღვდელზე და დემონებზე? ხომ არ გინდათ, რომ ასევე დაამთავროთ?
როცა ეს პრაქტიკა კარგად გამოგივათ, ანუ ადვილად მიაღწევთ სივრცის შეგრძნებას, მაშინ შეგიძლიათ უფრო ღრმად შეხვიდეთ და ეცადოთ, რომ ღრუბლებზე, ან ანგელოზზე განეწყოთ. მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, მე ვერ აღვწერ. რაიმე სახის ანგელოზს არკანში თქვენ ვერ იპოვით. ხოლო როგორ გრძნობს გონება არკანში - ახსნა შეუძლებელია. ღრუბლები, როგორც გახსოვთ ქაოსის სფეროა. შესაძლებელია, შეეხოთ მას. მაგრამ ამის გაკეთება დამოუკიდებლად მოგიწევთ.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად შედით „აქ და ახლა ყოფნის“ მდგომარეობაში. ამისთვის შეგიძლიათ ბუქნები, ან აზიდვები გააკეთოთ, ანუ ყურადღება საკუთარ სხეულზე დააბრუნოთ. გახსოვდეთ, თქვენ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს მდგომარეობაზე როგორც პრაქტიკამდე და პრაქტიკის დროს, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც.
მე–20 არკანის სიდჰა
ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს სპირიტიზმის უნარი, ანუ კონტაქტის უნარი ელემენტარებთან (*ელემენტარი - ნახევრადცნობიერი ასტრალური გარსი, გარდაცვლილი ადამიანის მოშორებული „ნარჩენი“; ასევე სული, რომელსაც გააჩნია ძლიერი მიჯაჭვულობა მატერიალური სამყაროსადმი და რომელმაც არ ისურვა სიკვდილის შემდეგ მიწიერი პლანის დატოვება.) და სხვა სულებთან, რომლებიც მდინარე სტიქსის მიღმა გავიდნენ. მაგს, რომელიც ამ უნარს სრულყოფილად ფლობს, შეუძლია თავის გარშემო ასეთი სულების მთელი არმია შემოიკრიბოს, რომლებიც დაიცავენ მას. რადგანაც თავად მას უკვე აღარაფრის ეშინია, მისი ყველას შეეშინდება, თუკი ამას მოუსურვებს.
ასეთი ადამიანის მკაფიო მაგალითად შეიძლება გამოდგეს „ექსტრასენსების ბრძოლის“ მე–13 სეზონის ფინალისტი - ელენა გოლუნოვა.
ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ თუკი შეძლებთ ამ მდგომარეობაში შესვლას სახლის პირობებში, მაშინ ამის შემდეგ მარტო წადით სასაფლაოზე და იქ იმედიტირეთ. იქ სულების არსებობა გარანტირებული გექნებათ. ისევე, როგორც შიში. მაგრამ მისი გადალახვა აუცილებელი პირობაა. რადგანაც, როგორც კარლოს კასტანედა წერდა: „შიში პირველი მტერია ცოდნის ადამიანის გზაზე“.