ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

მე–19 არკანი. „მზე“

 

sunnnn

მე–19 არკანი. „მზე“. ძალა, რომელიც სიხარულს და ბედნიერებას იძლევა

ამ არკანზე ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც ძალიან ცოტას ვაპრაქტიკებდი მას. მისი ძალა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ბედნიერად და გახარებულად იგრძნოს თავი. და რადგანაც მე არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და არ დამჭირვებია, რომ განწყობა ამემაღლებინა, შესაბამისად ამ ძალაზეც არასოდეს მინადირია. მაგრამ ბევრს შესაძლოა გამოადგეს იგი, რადგანაც დღეს კაცობრიობა უფრო და უფრო მოქუფრული და კაპრიზული ხდება. უმიზეზო ბედნიერების დაბრუნებაში ეს არკანი დაგეხმარებათ.

თავდაპირველად ვისაუბროთ თავად სიხარულის განცდის უნარზე. ჩვენ ვიცით, რომ სიხარული, ანუ ბედნიერება,ემოციური მდგომარეობაა. მაგრამ შემდეგ ჩნდება კითხვა: „რაში მდგომარეობს ბედნიერება?“ და პასუხად როგორც წესი ამბობენ: „იგი ყველას თავისი აქვს“.

დღეისათვის ხალხის მასები კონცენტრირებულნი არიან სწორედ სექსუალურ ბედნიერებაზე. გახსოვთ, როდესაც 21-ე არკანზე ვსაუბრობდით, შევეხეთ სექსუალური სიამოვნების ცნებას, რომელიც რაიმეს ფლობის ან საკუთარი „მინდა“-ს დაკმაყოფილების შემდეგ დგება. საკუთარ „მინდაზე“ ასეთი კონცენტრაცია ზომბებად გვაქცევს. ჩვენ განუწყვეტლივ გვატენიან ტელევიზორების ეკრანებიდან იმ ადამიანის ცხოვრების სახეს, რომელსაც ბევრი ფული აქვს. ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ პოპ-ვარსკვლავები, სახელგანთქმული სპორტსმენები, კინო-მსახიობები. ახალგაზრდობას უნდა, რომ მათ დაემგვანოს და არ ესმით, რომ სწორედ ასე იქმნებიან სახელმწიფო სისტემის მონებად, რადგანაც ახლა მათთვის ბედნიერება საკუთარი „მინდას“ დაკმაყოფილებაა.

თუმცაღა პრობლემა იმაშია, რომ ამ „მინდების“ დაკმაყოფილება პრინციპში შეუძლებელია. სექსუალური ინსტინქტი დაუკმაყოფილებელია. ადამიანი გამუდმებით განიცდის ლტოლვას. და ამ „ორგაზმისკენ სირბილში“ ადამიანი ფიტავს საკუთარ თავს და რესურსებს, რის შედეგადაც აღარ შეუძლია სიცოცხლის სიხარულის განცდა. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ადამიანებზე, რომლებსაც ბლომად ფული აქვთ, მაგრამ გამუდმებულ დეპრესიაში იმყოფებიან. ბედნიერების განცდის უუნარობა ესაა ამ არკანის ენერგიის გატარების უუნარობა.

ახლა კი შეხედეთ, არკანს ეწოდება „მზე“. და რა არის მზე? ეს იანური ენერგიის უსასრულო წყაროა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იანის ენერგიაა. იანის პრინციპი გამოსხივების, სიჭარბის, სისავსის და სითბოს პრინციპია. ენერგიის დიდი რაოდენობის წყარო უფრო პატარა წყაროებთან მიმართებაში უფრო ცხელია და კვებავს მათ. სწორედ ესაა იანური პრინციპი.

როგორაა ეს დაკავშირებული ბედნიერებასთან? ბედნიერების განცდის უნარი მხოლოდ იმ ადამიანებს გააჩნიათ, ვისაც ამ იანური ენერგიის თავისუფალი წვდომა აქვთ. გინახავთ ბედნიერი ადამიანი? რას ვამბობთ მასზე? „იგი ანათებს“. მაგრამ იმისთვის, რომ ანათო, ენერგიაა საჭირო.

მთელი ჩვენი ენერგია გადანაწილებულია ჩვენს საქმეებზე. ნაწილი სამსახურზე მიდის, ნაწილი - ოჯახზე, ნაწილი - ჰობიზე. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ენერგიას მოითხოვს. და თუ იგი აღარ აქვს, ადამიანს აღარ შეუძლია სიხარული. ამის გამო უძველესი დროიდან იგონებენ გამამხიარულებელ პრეპარატებს, რომელთა შორის ყველაზე ძველი ღვინოა.

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი? იგი ნერვულ სისტემას ადუნებს. ნერვული სისტემა მანიპურა ჩაკრას ენერგიაზეა. ამ ჩაკრაზე კი ჩვენს შემთხვევაში ყველა ის საქმე ჰკიდია, რაც სოციუმს და სხვა ადამიანებს უკავშირდება. ნერვული სისტემის მოდუნებით სამუშაოს, მეგობრებისგან და სხვა საზრუნავებისგან მიღებულ დაძაბულობას ვიხსნით. ენერგია, რომელიც ამის ხარჯზე გამოთავისუფლდება, მისაწვდომი ხდება, რის გამოც ადამიანს შეუძლია ბედნიერება განიცადოს, ანუ თავისი ემოციების გამომსხივებელი გახდეს.

სხვადასხვა ნარკოტიკები ასევე მოქმედებენ. მათში არაა ენერგია, მათ არაფერი შემოაქვთ ორგანიზმში, არამედ მხოლოდ ენერგიის გამოტყორცნის სტიმულს აძლევენ მას. მსგავსი რეჟიმი ფიტავს ორგანიზმის რესურსებს, კაიფი კი კვლავ და კვლავ გვინდა. და გამოდის, რომ ჯერ ბალახი, შემდეგ კოკაინი, შემდეგ ჰეროინი, შემდეგ კი სიკვდილი, რადგანაც ენერგიის გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეგიძლიათ განიცადოთ ბედნიერება სტიმულატორების გარეშე? და თუ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები მხოლოდ გამამხიარულებელ სასმელებს უკავშირდებოდა, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ თქვენს ცხოვრებაზე ზრუნვა, რადგანაც უკვე გამოფიტვის რეჟიმში შეხვედით და მალე თქვენგან აღარაფერი დარჩება.

თუკი, მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკს უსაზღვრო ბედნიერების მდგომარეობაში შეჰყავხართ, მაშინ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული და ბევრი შანსი გაქვთ, რომ რაიმეს მიაღწიოთ გზაზე.

ამრიგად, ბედნიერება ესაა თავისუფალი ენერგიის გამოსხივების უნარი. მაგრამ თუკი ადამიანს ამის განცდისთვის მიზეზი სჭირდება, არკანში ყოფნის შემთხვევაში ამ მიზეზში საჭიროება აღარაა. არკანი ძალაა. და თუ ისწავლით მე–19 არკანის ძალასთან შესაბამისობაში ცხოვრებას, მაშინ შეგეძლებათ, რომ ბედნიერება განიცადოთ მაშინაც კი, თუკი თქვენი თვითმფრინავი 10 000 მეტრის სიმაღლიდან ეცემა, იმის გამო, რომ ძრავებმა უმტყუნეს. ამ არკანის ძალის მფლობელმა არ იცის რა არის ცუდი განწყობა. თავიდან ფეხებამდე ოპტიმისტია. მას უხარია ყველაფერი, რაც ხდება. რა, თვითმფრინავი ვარდება? მაშ, ვითამაშოთ, სანამ დავეცემით. იმარჯვებს ის, ვინც სავარძელს არ ეჭიდება. ჰა-ჰა-ჰა.

ასეთი ადამიანების გვერდით, მხოლოდ გაღიმება გინდება.

ამ ძალის საიდუმლო, როგორც ყოველთვის კარტის გლიფების მნიშვნელობებში იმალება.

გლიფების მნიშვნელობა

კარტზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული შიშველი ბავშვი. მარცხენა ხელში უჭირავს შუბი, რომელზეც წითელი ნაჭერია მიმაგრებული. ცხენი მოდის კედლის მხრიდან, რომლის უკანაც მზესუმზირები იზრდებიან. ზემოთ მზე ანათებს და კარტის ფონი ცისფერია.

ცისფერი ფონი. ენერგია ცნობიერებაში.

ბავშვი. ცნობიერების მდგომარეობის პოზიციით იგივე მნიშვნელობა, რაც მე–20 არკანის შემთხვევაში. ანუ ვუყურებ სამყაროს ბავშვის თვალებით არცოდნის მდგომარეობიდან.

შუბი წითელი ნაჭრით. წითელი ნაჭრები, როგორც ვიცით, სექსუალურ ენერგიას უკავშირდება. შუბი წვერით ზემოთაა მიმართული. ანუ აქ მინიშნება იმაზეა, რომ სექსუალური ენერგია არ იხარჯება, არამედ სუბლიმირდება.

ცხენი. ეს გლიფი აღნიშნავს „ღმერთის განგებას“. სხვა სიტყვებით, ესაა პლანეტის ნერვული იმპულსი, ძალის იმპულსი. მასზე უნდა გავაჭენოთ.

კედელი. მინიშნება იმაზე, რომ უნდა გამოვეყოთ, აბსტრაგირება მოვახდინოთ. ანუ - არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი.

მზესუმზირები. ბუნების ძღვენები. მცენარეები სიცოცხლეა. სიცოცხლე ჩქეფს სოციუმში, და სოციუმი გვთავაზობს თავის ძღვენებს. სწორედ მათგან აბსტრაგირებაა საჭირო, რადგანაც ბედნიერება ამ შემთხვევაში არაა რაიმეს მიღებაში.

მზე. მმართველი ძალა, ცნობიერება, რომელიც ჩვენს ფორმირებას ახდენს სიხარულის მდგომარეობაში. ბედნიერების წყარო.

ახლა კი დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს არკანი.

თავდაპირველად საჭიროა ძალა, რომელზეც მიმაგრებული იქნება ჩვენი განწყობა. არ ვიგონებთ არაფერ ახალს და ვიღებთ მზეს. ანუ განვეწყობით მზისადმი და საშუალებას ვაძლევთ მას, რომ გვატაროს. როგორ? უნდა შევიდეთ ბავშვის მდგომარეობაში. გამოვრთოთ ფიქრები და გვიხაროდეს მზე, როგორც რაღაც ჯადოსნური.
რაღაც დროის შემდეგ გაჩნდება კარგი განწყობა. თქვენ ყველანი იცნობთ მას, როცა ნაცრისფერი დღის შემდეგ მზე გამოდის და ჩვენი განწყობა ავტომატურად უმჯობესდება. თუ ამ გაჩენილ გრძნობაზე მოვახდენთ კონცენტრაციას, მივიღებთ იმას, რის სიმბოლიზებასაც ახდენს გლიფი - „ცხენი“. სხვა სიტყვებით, ჩვენში ჩნდება გრძნობა, ჩვენ ვაჭენებთ ამ გრძნობაზე და დავდივართ მისით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვცდილობთ მის მართვას (ცხენი აღვირის გარეშეა), წინააღმდეგ შემთხვევაში ირთვება ინტელექტი და ძალის იმპულსი ქრება.

შემდეგ ვეთიშებით მთელ სამყაროს. სხვა სიტყვებით, თუ ცეკვა გსურთ, იცეკვეთ. თუ ქუჩაში ფეხშიშველა სიარული გსურთ, იარეთ. სიგნალი გმართავთ, და ბოლომდე ემორჩილებით მას. და მიგიფურთხებიათ, როგორ შემოგხედავენ სხვები. ჩვენ გავერიყეთ სამყაროს (გლიფი კედელი) და განწყობას მივყვებით. ამ ცხოვრების არანაირმა ძღვენმა არ უნდა მოგვაცდინოს.

თუ ამ გრძნობას საკმაოდ დიდხანს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი სექსუალური ენერგიის აქტივიზაციას მოახდენს. ეს გამოიყურება, როგორც რაღაცის გაკეთების სურვილი. ძალიან ხშირად კარგი განწყობის დროს ადამიანი სხვადასხვა სურვილებითაა სავსე. მაგრამ მათ არ უნდა გაცდუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ ამ ძალის დაგროვებას. მიეცით ყველა თქვენი სურვილი მზეს. ეს გამოიყურება, როგორც მხოლოდ ამ გრძნობის განცდის სურვილი, და სხვისი არაფრის.

თავად ძალა იმაში იმალება, თუ როგორაა გამოსახული მზე. ყურადღება მიაქციეთ მზის გამოსახულებებს შორის განსხვავებას 22-ე და მე–19 არკანებს შორის. ამ ვარიანტში მზე სახითაა გამოსახული. სხვა სიტყვებით, თუ საკმაოდ დიდხანს გექნებათ ურთიერთობა ამ ძალასთან, ერთხელაც მის გონს შეიგრძნობთ. ამ წყაროს ცნობიერებას იგრძნობთ. როცა ეს გამოგივათ, ამ არკანის სიდჰას „აიღებთ“, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ნებისმიერ დროს ჩართოთ ეს ძალა. თითქოს თხოვთ ამ ძალას, რომ ანათოს, და ისიც გპასუხობთ. მზე ამოდის, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი პესიმიზმის ბურუსითაა დაფარული. თუ მუშაობთ, მაგალითად, თამამად, თქვენზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდება, რადგანაც ყველას შესანიშნავი განწყობა ექნება თქვენ გვერდით და მალე სახელგანთქმული გახდებით.

და სანამ მედიტაციას აღვწერ, მოგიყვებით შემთხვევას, რომელიც ინტერნეტში ამოვიკითხე. ეს იყო ორი გოგოს მიმოწერა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მიღებაზე მოხვდა „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებულ მეჰდისთან. მეჰდი მუსლიმიაა (მუსლიმობა კი ამ არკანში იმყოფება) და ამ არკანის სიდჰას ფლობს. როდესაც გავიცანი, საკუთარ თავზე ვიგრძენი ეს.

მოკლედ, ერთი გოგო ტრაბახობთა მეორესთან, რომ მიღებაზე იყო მეჰდისთან. და მეორე ეკითხება:

-და როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
- სუპერ. ყველაფერი მომეწონა.
- დაინახა რამე?
- რა მნიშვნელობა აქვს, ის ხომ ასეთი მაგარია, ასეთი შესანიშნავია...

ამ არკანის ძალით ყველას ეყვარებით, მაშინაც კი, თუ შესაყვარებელი არაფერი გაქვთ.
მედიტაცია არკანზე

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ეცემა თქვენზე სიბნელის გავლით მზის სხივები. იგრძენით მისი სინათლე. შემდეგ გაუღიმეთ თვალებით, და თუ სახითაც მოგინდებათ გაღიმება, ნუ შეიკავებთ თავს. შეინარჩუნეთ მზის შეგრძნება და თანდათანობით იქეცით ბავშვად. ყველა ფიქრი იმაზე, თუ რა ბრიყვულად გამოიყურებით გარედან, გამორთეთ. თქვენ ხართ ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის და მზე უხარია.

თანდათანობით მოდის განწყობა. მიენდეთ მას. დაე, ბოლომდე შეგიპყროთ. შეგიძლიათ იგრძნოთ იგი, როგორც ერთგვარი შეგრძნება გულმკერდში, ან სადმე სხვაგან. დააგროვეთ იგი ყურადღების მანათობელ მზეზე შენარჩუნებით. განწყობა კიდევ უფრო იზრდება, და აი, უკვე სიცილიც გინდათ. გაიცინეთ. მიენდეთ გრძნობას, რომელიც თქვენთან მოდის. თავით ჩაყვინთეთ მასში.

თვალების გახელის შემდეგ ამ მდგომარეობიდან შეხედეთ სამყაროს. შეიძლება გაგახაროთ ყველანაირმა „წვრილმანმა“, მაგალითად, ობობამ, რომელიც კედელზე მიბობღავს. ყველაფერი სიხარულითაა განათებული. თითი რომ განახონ, სიცილით მოკვდებით. ეს ხომ ასეთი სასაცილო და მხიარულია.

ყველა სურვილი, რომელიც გიჩნდებათ, ამ გრძნობის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული. მოგინდათ მეგობრებთან დარეკვა და მათთვის განწყობის გაზიარება? - დროებით გადადეთ ეს იდეა და კონცენტრირდით თქვენს განწყობაზე. კიდევ, კიდევ და კიდევ. დაე, მან შიგნიდან აგაფეთქოთ.

მე–19 არკანის სიდჰა

მე–19 არკანის ზებუნებრივ ძალას წარმოადგენს ამ ძალის წყაროების დანახვის, მათი ჩართვის და მათ დინებაში ცურვის უნარი.

ისწავლით რა ამ მდგომარეობაში შესვლას, ყოველთვის აპრაქტიკეთ მისი შენარჩუნება გახელილი თვალებით და ეძებეთ ამ გრძნობის წყარო გარშემომყოფ ადამიანებში. მაგალითად, თქვენ გყავთ გამუდმებით მოღუშული მეგობარი, რომელიც არასოდეს იღიმება. შეხედეთ მას ამ მდგომარეობიდან, და შესაძლოა მასში სიხარულის წყარო დაინახოთ (იანის თავისუფალი ენერგია), შემდეგ კი ეცადეთ, რომ თქვენი ყურადღებით გააძლიეროთ იგი. ეს ისე ჩანს, თითქოს შიგნიდან ამოისუნთქავთ თქვენს განწყობას მის წყაროში. დამიჯერეთ, ვერ შეძლებს, რომ არ გაიღიმოს. და მაშინ მისთვის მზე გახდებით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff