მე–16 არკანი «კოშკი»
მე–16 არკანი «კოშკი». მისაგებელის ძალა
ალბათ არ არსებობს ძალა, რომელიც ადეპტებში იმაზე მეტ შიშს იწვევს, ვიდრე მე–16 არკანი. სიკვდილიც კი (მე–13 არკანი) უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე ძალა, რომელიც უკურეაქციას იძლევა ყველაფრისთვის, რაც კი ჩაგვიდენია. და შიში უმეტესობას იმის გაცნობიერებისგან აქვს, რომ ცუდი, სავარაუდოდ, უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე კარგი. მისაგებელი გარდაუვალია, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ გადადოს გარდაუვალი, არ აღიაროს ეს ძალა, არ აპრაქტიკოს ცხოვრება მასთან თანხმობაში. და ამაოდ.
მაგრამ ჯერ შევეცადოთ, რომ გავიგოთ, რა არის საერთოდ მისაგებელი და როგორ მუშაობს იგი.
მე–16 არკანის ძალა მართავს ერთ პლანეტარულ პრინციპს, რომელიც ფიზიკაში ცნობილია, როგორც ნიუტონის მესამე კანონი: «ქმედების ძალა ტოლია უკუქმედების ძალისა». სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყოველი ჩვენი ქმედება უცილობლად იწვევს უკუქმედებას, ანუ წინააღმდეგობას გარემომცველ სამყაროში. მაგალითად, იმისთვის, რომ სკამიდან ადგეთ, თქვენ უნდა გადალახოთ მიწის მიზიდულობის ძალა და საკუთარი ინერცია, ხოლო იმისთვის, რომ ხელი ამოძრაოთ, ამ ძალების გარდა ჰაერის წინააღმდეგობაც უნდა გადალახოთ.
გასაგები რომ გახდეს, კედელს დაარტყით მუშტი. უფრო მაგრად. იგრძენით უკურეაქცია? თქვენ შეასრულეთ ქმედება - მიაყენეთ დარტყმა, კედელმა კი განახორციელა უკუქმედება - საპასუხოდ დაგარტყათ უკურეაქციის სახით. მაგრამ კედელი თავისთავად არაა აგრესიული. ამგვარად მოდის კარმის კანონის, ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგება.
რა არის კარმა? დღეს ადამიანთა უმეტესობაში ეს სიტყვა ასოცირდება რაღაც ძალიან ცუდთან, თუმცა სინამდვილეში იგი აღნიშნავს მხოლოდ (პირდაპირ თარგმანში) - მოქმედებას. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი მოქმედება კარმაა. შესაბამისად, როდესაც გამოვიმუშავებთ კარმას იმის ხარჯზე, რომ მოქმედებებს ვასრულებთ, ჩვენ ვიწვევთ, შედეგის კანონის თანახმად, უკურეაქციას ანუ წინააღმდეგობას. და სწორედ ამ უკურეაქციის ეშინია ყველას.
მაგრამ სწორედ ეს კანონია სამართლიანობის კანონი. სამყარო წონასწორობისკენ ისწრაფვის, და თუკი ვიღაც იწყებს მისი წონასწორობიდან გამოყვანას, მაშინ ჩნდება საწინააღმდეგო ძალა, რომელიც ცდილობს, რომ სამყარო პირველსაწყის მდგომარეობაში დააბრუნოს. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიმოქმედოთ; პირიქით, მოქმედება ესაა ის, რითაც ასრულებს ადამიანი სამუშაოს, სწორედ მოქმედების ხარჯზე შეგვიძლია შევიცვალოთ. მაგრამ რა არის მოქმედება?
ჩვენ ადვილად გვესმის გამოვლენილი ქმედებები. როდესაც რაღაცას სხეულით ვაკეთებთ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, ან მნიშვნელოვან ქმედებებს ვასრულებთ, ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც მოქმედებას. მაგრამ არავინ იღებს სათვალავში, რომ ჩვენი აზრები და სამყაროსადმი ჩვენი დამოკიდებულება ასევე მოქმედებაა. და ხშირად იგი ჩვეულებრივ ქმედებებზე ძლიერია.
როგორ ფიქრობთ, როგორ ისწავლეთ ფიქრი? რამ გასწავლათ, რომ სამყაროსადმი ისეთი დამოკიდებულება გქონდეთ, როგორიც გაქვთ? ზუსტად უკურეაქციამ. დააკვირდით პატარა ბავშვებს. თავდაპირველად სამყარო მათთვის ერთნაირია, და თითების როზეტკაში შეყოფა მათთვის იგივეა, რაც საჭმლის ჭამა. და აი, მოხდა უკურეაქცია, და კარმის სხეულში, როგორც ასევე უწოდებენ ვიშუდჰა ჩაკრას ენერგეტიკულ სხეულში, იქმნება კვანძი, რომელიც შეგვიძლია ამ სხეულის ტრავმას შევადაროთ, და რომელიც ამის შემდეგ ეტყვის ბავშვს, რომ როზეტკაში თითის შეყოფა არაა საჭირო.
ისევე, როგორც კედლის შემთხვევაში. თუკი დაარტყით მას, შესაძლოა ფიზიკური სხეულის ტრავმა მიიღოთ, რომელიც გეტყვით, რომ საგანი მაგარია, და ამით გამოგიმუშავებთ მატერიალური სამყაროსადმი დამოკიდებულებას.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პიროვნება, ჩვენი ცნობიერება, ის, რაც ჩვენში ფიქრობს და ამ სტრიქონებს კითხულობს, არის მხოლოდ კარმა, სამყაროს უკუ-კავშირი, რომელშიც ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება ხდებოდა. ამას შეგვიძლია დავარქვათ გამოცდილება, ანუ «კარმა პლუსში».
«კარმას მინუსში» უწოდებენ ნეგატიურ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ნატიფი სხეულების ტრავმირებას ახდენს და საშუალებას არ აძლევს ენერგიას, რომ მათში ნორმალურად იტრიალოს. მაგალითად, ფსიქოლოგიური ტრავმები და შიშები. დავუშვათ, ბნელ ქუჩაში თავს დაგესხნენ. ამ სიტუაციამ გამოიწვია ენერგიის გამოტყორცნა ანაჰატაში, რითაც თქვენი რეაქცია წარმოშვა, მაგალითად გაქცევის სახით. ეს რეაქცია, ენერგიის ემოციურ გამოტყორცნასთან ერთად, აფორმირებს ენერგეტიკულ კვანძს ანაჰატას სხეულზე, რომელიც შეგვიძლია ნაიარევს შევადაროთ. ახლა, ბნელ მოსახვევებში სიარულისას, შიშს იგრძნობთ, თითქოს ძველი ჭრილობა გახსენებთ თავს. თავს არავინ გესხმით, მაგრამ ბნელი მოსახვევების შიში არ გტოვებთ. ეს დაკავშირებულია სწორედ ამ ნაიარევთან ნატიფ სხეულზე, რომელსაც ფსიქოლოგები ფსიქოლოგიურ ტრავმას უწოდებენ. მაგრამ მაგები ხედავენ ამ ტრავმას. ეს სრულიად რეალური ნაიარევია ნატიფ სხეულზე. მათ ენერგეტიკულ ბლოკებსაც უწოდებენ.
ახლა კი მივუდგეთ ამავე სიტუაციას მეორე მხრიდან. რატომ დაგესხნენ თავს სწორედ თქვენ, სწორედ დღეს და სწორედ დაგესხნენ? ეს სრულებით შეიძლება იყოს უკურეაქცია წარსულის რომელიმე ქმედებაზე. იცით, უკურეაქცია ყოველთვის მყისიერად არ ჩნდება. როცა კედელს დაარტყით, რეაქცია მაშინვე წამოვიდა, მაგრამ თუ ბოქსიორის ტომარას დაარტყამთ, იგი გაიწევა, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ თქვენი მიმართულებით წამოვა. და თუ შეამჩნევთ, იგი არ გაჩერდება იმ წერტილში, რომელშიც მშვიდ მდგომარეობაში იყო, იგი უფრო შორს წამოვა, წინააღმდეგობის ძალის გაქრობამდე.
მაგრამ შესაძლოა თქვენ უარყოთ: მე ხომ ცხოვრებაში არავის დავსხმივარ თავს, მაშ, რატომ იყო უკურეაქცია სწორედ ასეთი? რადგანაც ძალის თვალსაზრისით არაა არანაირი განსხვავება, რა სახით მოვა უკურეაქცია. ძალა იმიტომაა ძალა, რომ მორალით არ განისაზღვრება. გახსოვთ ხუმრობა:
- ძალა რაშია, ძმაო?
- ნიუტონებში.
უხეში უკურეაქცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ესაა უკუკავშირი სამყაროს იმ ცვლილებებზე, რომლებიც თქვენ მოიმოქმედეთ. მაგრამ თქვენ კვლავაც შემეპასუხებით, რომ არავისთვის მიგიყენებიათ ზიანი, ყოველ შემთხვევაში ფიზიკური. თქვენ კი კეტი მოგხვდათ ზურგში. რატომ მოხდა ასე? ამის სწორად აღქმა მაშინ შეიძლება, თუკი ამ ყველაფერს რაოდენობრივი თვალსაზრისით განიხილავთ. ხშირად კარმა მაშინვე არ გვპოულობს, მაგრამ როცა გვპოულობს, მტკივნეულად გვირტყამს. შეგვეძლო მთელი ცხოვრება „ჩაგვესვარა“ ცოტ-ცოტათი სხვა ადამიანების ფეხსაცმელებში, შემდეგ კი ყველა ერთად შეკრებილიყო და ეს „სიკეთე“ უკან დაებრუნებინა. ჩვენი თვალთახედვით ეს უსამართლობაა, მაგრამ ეს მხოლოდ უკუქმედებაა, ამიტომ არ ღირს დამწუხრება იმის გამო, რომ „ნეხვის გროვა“ ძალზე დიდია.
თუ მაინც ვიტყვით, რატომ მოხდა უკურეაქცია სწორედ ფიზიკური შემოტევის სახით, მაშინ პასუხი იმ სფეროში დევს, რომელ ადგილას მოხდა ენერგეტიკაში უკუდარტყმა. ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ სად დაგიგროვდათ ბევრი ბლოკი თქვენს ენერგეტიკაში. რადგანაც ფიზიკური გარჩევები მეომრების პრეროგატივაა, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი დაძაბულობა დააგროვეთ მანიპურაზე. სწორედ მასზე იყო დარტყმა.
თავად უკურეაქცია მე–16 არკანის ძალით ხორციელდება და მისი მიზანი კარმის გაწმენდა, ანუ ბლოკების მოშორებაა. ეს ჰგავს იმას, როდესაც ცდილობთ წყალგაყვანილობა რკინის ჯოხით გაწმინდოთ, რომ გაჭედილი ნაგავი მოაშოროთ. მოგიწევთ, რომ რამდენჯერმა კარგად დაარტყათ, რათა წყალმა მილში კარგად იმოძრაოს. ასე რომ ეს თავდასხმა შეგვიძლია მკურნალობად ჩავთვალოთ სისტემის მხრიდან.
ამრიგად, თავდასხმა მოხდა, თქვენ გაიქეცით, ბლოკები მანიპურაზე განმუხტულია, მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა - ბლოკი ანაჰატას ენერგეტიკაზე ბნელი ქუჩების წინაშე. ეს უკვე თქვენი უკურეაქციაა შემოტევაზე ფსიქოლოგიური რეაქციის სახით, რომლითაც გამოწვეული იყო ეს ნაიარევი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თავად მოახდინეთ საკუთარი თავის ტრავმირება შიგნიდან. და აი, გამოდის, რომ ერთი მხრივ, თქვენ დაამუშავეთ კარმა, მეორე მხრივ კი, თავიდან გამოიმუშავეთ. აქედანაა გამოთქმა: „ყველაფერი რაც ხდება რაღაც მიზეზის შედეგია. მაგრამ ასევე ყველაფერი, რაც ხდება, მიზეზია რაღაც შედეგისთვის“.
ეს ადამიანთა მარადიული პრობლემაა - რეაგირება ყველაფერზე, რაც ხდება. ამიტომაც ადამიანის ცხოვრება როიალს ჰგავს: თეთრი ზოლი, შავი ზოლი, დასასრული.
ყველაფერი ზემოთქმულიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ უკურეაქცია აუცილებლად გვიპოვის, მისაგებელი აღსრულდება, სამართლიანობა გაიმარჯვებს. თუმცაღა შეიძლება ვნახოთ სიტუაციები, როდესაც მრავალ „ნაძირალას“ ყველაფერი გასდის. რატომ არ მუშაობს კარმის კანონი? სინამდვილეში მუშაობს, საჭიროა მხოლოდ ყურადღებით დავაკვირდეთ.
მაგალითად, ვიღაც ჩინოვნიკმა თავისი ქვეყანა გაქურდა, ფული მოტეხა და სიბერემდე პრობლემების გარეშე იცხოვრა. უკურეაქცია არ იყო, თუმცა მან საკმაოდ ძლიერი ქმედება განახორციელა მრავალი მოქალაქის წინაშე. რატომ მოხდა ასე?
ეს შეგვიძლია განვიხილოთ ისე, თითქოს ჩინოვნიკმა „უცოდველი“ ადამიანების ხარჯზე გამდიდრებით, თავისი ხელებით ასწია ბოქსიორის ტომარა. რაც უფრო მეტი ფული მოიპარა, მით უფრო მძიმეა ტომარა. და თუ მას ძალები ეყოფა, რომ თავის აღსასრულამდე აწეულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს იგი, უკურეაქცია არ მოხდება. ის მოკვდა, ტომარა კი ჰკიდია. და აი, იგი იბადება ახალ განსხეულებაში ახალი პიროვნების სახით, რომელსაც არაფერი ახსოვს და მთელი ეს ტომარა მთელი თავისი ძალით ურტყამს ამ პიროვნებას, და ტრავმირებას ახდენს ყველაფრისას, რაც კი შეიძლება. ეს შეიძლება ისე გამოიყურებოდეს, რომ ახლა მას ყველგან სცემენ, ატყუებენ, მოქმედებების თავისუფლებას არ აძლევენ, ქურდავენ, ის კი მხოლოდ ლოცვას ასწრებს: „ღმერთო, რისთვის ასეთი მძიმე სასჯელი?“
ამიტომ, თუკი თქვენ, როგორც გეჩვენებათ, დაუმსახურებლად გაყენებენ ზიანს, დამიჯერეთ, არც თქვენ ხართ სუფთა. წინა ცხოვრებაში ყველა წმინდანი არ იყო. უკურეაქცია გარდაუვალია. თუმცაღა ხელს არავინ გიშლით, ეს ცხოვრება ისე გაატაროთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გაგიმართლოთ.
აქედანაა ასკეტიზმის სხვადასხვა პრაქტიკები. ადამიანი გაცნობიერებულად ამბობს უარს სიამოვნებაზე, მრავალ მოქმედებაში ზღუდავს საკუთარ თავს და ტანჯვის გზას ირჩევს. ამგვარად იგი ხელოვნურად ქმნის თავის ცხოვრებაში შავ ზოლს და წინა ცხოვრებაში დაგროვილ ყველა ბლოკს განმუხტავს, რათა ძალამ წინააღმდეგობების გარეშე იდინოს მის არსებაში. ამ პრაქტიკის შედეგად მისი ცხოვრება ერთ დიდ წარმატებად (удача) იქცევა.
ადამიანი კარმის გარეშე ესაა ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობები არ ხვდება. ასეთ ადამიანს შეუძლია მე–7 არკანს მიაღწიოს (16=1+6=7). ხოლო მას, ვისაც მე–7 არკანის აღება შეუძლია, ყველა საქმეში წარმატება აქვს.
კარმასთან მუშაობა აუცილებელია, რადგანაც მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. და კარმასთან მუშაობა მე–16 არკანის ძალასთან მუშაობაა. მაგები, რომლებიც ამ არკანის დონეზე მუშაობენ, ამ ძალასთან ჰარმონიაში ცხოვრებას სწავლობენ. როდესაც მაგი ამ ძალას იხმობს, იგი შედის მასში და ყველა დაძაბულ ადგილს განმუხტავს. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ დიდი ძალები გაატაროს, თანაც ნებისმიერი. სხვა სიტყვებით, თუ გსურთ, რომ გზაზე ძალა გქონდეთ, მე–16 არკანთან დამეგობრება მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ძლიერი შეიძლება გამრუდებულიც (кривой) იყოთ, მაგრამ ზუსტად იმდენად, რამდენის საშუალებასაც ეს გამრუდება მოგცემთ.
გლიფების გაშიფვრა
კარტზე გამოსახულია კოშკი, რომელიც კლდეზე ან ქვაზე დგას, მას ღრუბლებიდან მეხი ეცემა. კოშკიდან ვარდება გვირგვინი და ორი ადამიანი, ერთი – ვაჭრის ტანსაცმელში, მეორე კი – თავზე გვირგვინით. კოშკში რამდენიმე ფანჯარაა, რომლებიდანაც ხანძრის ალი გამოდის. თავად კოშკი შედგება აგურებისგან (რაიდერ უეიტის გამოსახულებაში კოშკი მონოლითური ჩანს, რაც შეცდომაა). მოდის ცეცხლის წვიმა, და კარტის ფონი შავია.
შავი ფონი. არკანი ყველაზე ძლიერი ღამითაა.
კოშკი. კოშკი განასახიერებს დაგროვებული ცვლილებების, ანუ კარმის ერთგვარ სათავსოს.
ქვა, რომელზეც კოშკი დგას. ეს ფიზიკური სამყაროს სიმბოლოა. ანუ კარმის დიდი ნაწილი მაშინ მუშავდება, როდესაც ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ.
ღრუბელი. რა არის ღრუბელი? ეს წყალია. წყალი კი ტაროში დროა. და როდესაც დროზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს დრო, რომელიც უკან იწელება, ანუ დროის დამუხრუჭება. სხვა სიტყვებით, ღრუბელი წარმოადგენს დაძაბული ადგილის, იმ ძალის დაგროვების სიმბოლოს, რომელიც დროში დაგროვილი მოქმედებების შედეგად გაჩნდა.
მეხი. მეხი მაშინ ჩნდება, როდესაც დაძაბულობა ღრუბელში ზღვარს აღწევს. ამიტომ მეხი აქ ძალის სიმბოლოა. ესაა უბრალოდ ძალა, რომელიც დაძაბულობის პიკზე გაჩნდა. მეხი დახატულია ისრით, რომელიც ძალის მოძრაობის მიმართულებაზე მიუთითებს.
გვირგვინი, რომელიც ვარდება. გვირგვინი შეიძლება ბევრი რამის სიმბოლო იყოს. მოცემულ შემთხვევაში იგი თავში არსებული ბატონის სიმბოლოა. და რა არის ჩვენს შიგნით ბატონი? ცნობიერება. ის კი იქ მუშაობს, სადაც ფიქსაციის წერტილია განლაგებული. შესაბამისად, დარტყმა იქ მოვა, სადაც ყველაზე მეტი ენერგია გვაქვს, და სადაც, შესაბამისად, ფიქსაციის წერტილია ფიქსირებული.
ფანჯრები კოშკში. ისინი ჩაკრების სიმბოლოა. ცეცხლი ფანჯრებში ესაა ენერგიის არსებობა ჩაკრებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარმა ყველა სართულზე არსებობს, მაგრამ დარტყმა, როგორც წესი, მოდის იქ, სადაც ყველაზე მეტი ენერგიაა. აქედანაა ხანძარი კოშკის სახურავზე, საიდანაც გვირგვინი ეცემა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ ყველაზე მეტი ენერგია იყო დარტყმის მომენტში.
ადამიანი ვაჭრის ტანსაცმელში. გლიფი მეტყველებს იმაზე, რომ კარმას ფულით ვერ გამოისყიდი.
ადამიანი თავზე გვირგვინით. მეტყველებს იმაზე, რომ ვერანაირი ძალაუფლება ვერ დაგეხმარებათ უკურეაქციის თავიდან აცილებაში.
კოშკის აგურები. მიუთითებს წინა ინკარნაციებზე. ამ ცხოვრების კარმის დამუშავების შემდეგ წინა ცხოვრებების კარმის დამუშავებაც მოგვიწევს.
ცეცხლოვანი წვიმა. წვეთები წყალია, და ეს ნიშნავს, რომ საქმე წარსულს ეხება. ცეცხლი წვეთებში მიუთითებს ენერგიაზე. სხვა სიტყვებით, სიტუაცია და უკურეაქცია დამოკიდებულია სიმძლავრეზე, რომელიც წარსულ სიტუაციებში ჩავდეთ, როცა მოქმედებას ვასრულებდით. ღრუბელი დაგვარტყამს და დაგვარტყამს მანამ, სანამ ყველა სიტუაცია არ დამუშავდება (отработается).
როგორ გამოიყურება ამ არკანთან მუშაობა?
არკანზე განწყობით მაგი იწვევს ამ ძალას. იგი შეიგრძნობს მას, როგორც ერთგვარ დაძაბულობის ველს თავის გარშემო, თითქოს ჰაერი უფრო დამუხტული ხდება, როგორც ჭექა-ქუხილის წინ. შემდეგ იგი ემორჩილება ამ ძალას. სწორედ ამაში მდგომარეობს კარმასთან მუშაობის გასაღები. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც უკურეაქცია მოდის (ღრუბელი ელვით) და ადამიანს ცხოვრებაში პრობლემები უჩნდება, იმის ნაცვლად, რომ გაკვეთილი ისწავლოს, იგი ამ პრობლემების „გადაჭრას“ ცდილობს. სიმბოლიკის პოზიციით იგი თავს აიგივებს ვარდნილი ადამიანების ფიგურებთან. ისინი ხედავდნენ, რომ ჭექა-ქუხილი ახლოვდებოდა, მაგრამ ერთმა გადაწყვიტა, რომ ფული ეყოფოდა მის გამოსასყიდად, მეორემ კი გადაწყვიტა, რომ მისი ძალაუფლება საკმარისი იქნებოდა უკურეაქციის გასანეიტრალებლად. სხვა სიტყვებით, პრობლემების გაჩენისას შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უპირისპირებენ საკუთარ თავს და საკუთარ ღირებულებებს უკურეაქციის ძალას. ისინი ეწინააღმდეგებიან, თითქოს ცდილობენ, რომ ელვა უკან, ღრუბელში შეტენონ. მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნიან... და, ბუნებრივია, რეაქციის სიმძლავრეს აძლიერებენ.
წარმოიდგინეთ ზამბარა. რაც უფრო ძლიერად კუმშავთ მას, მით უფრო მეტად უნდა, რომ გაიშალოს. ასევეა პრობლემებთან დაკავშირებითაც. რაც უფრო მეტად ცდილობთ, რომ გადაარჩინოთ ის, რაზეც დარტყმა მოდის, მით უფრო მეტად გტკივათ. სანამ ძალები არის, ზამბარა შეკუმშულია, მაგრამ როგორც კი მოდუნდებით - ყველაფერი ხელიდან გაგექცევათ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გამოფიტულობის და დეპრესიის დროს თავს ათასი პრობლემა გატყდებათ. მათი გადაწყვეტის მცდელობაში თქვენ უფრო სუსტდებით. საყრდენი ინგრევა, პრობლემები კი მრავლდება. როგორ გადავწყვიტოთ ეს? ძალიან მარტივად. საშუალება უნდა მივცეთ კარმას, რომ აღსრულდეს.
მაგმა იცის ეს და ამ ძალის მოხმობისას აკვირდება ყველაფერს, რაც ხდება. თუ პრობლემა ჩნდება, მაშინ იგი მას უყურებს არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც დაზიანებული ადგილის მკურნალობას. მან იცის, რომ მნიშვნელოვანია დარტყმის შეკავება, და არ უნდა გაიგივდეს მათთან, ვინც ღირებულებებს კარგავს, როდესაც კოშკიდან ვარდება. ხსოვნა იმისა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კარმის დამუშავებაა, საშუალებას აძლევს, რომ მეხამრიდის პოზიციაში დადგეს, ანუ საკუთარ თავში უკურეაქციის ენერგია გაატაროს და საშუალება მისცეს გაასწოროს ყველაფერი, რაც ცხოვრების პროცესში გამრუდდა. ასე იძენს მაგი ამ არკანის ძალას.
მე–16 არკანის მაგები ჭეშმარიტად საშიშები არიან. წარმოადგენენ რა ამ ძალის მუდმივ გამტარებს, ისინი მეხის როლსაც ასრულებენ გარემომცველი სამყაროსთვის. როგორც კი ცუდად გაიფიქრებთ ასეთ მაგზე, უკურეაქცია მაშინვე გაჩნდება. უკუდარტყმის ძალა დიდი ხნით დატოვებს მეხსიერებაში კვალს იმაზე, რომ ამ მაგებთან მტრობას მეგობრობა ჯობია.
მაგრამ ამავდროულად ეს მაგები შესანიშნავი მკურნალები არიან. ისინი ხედავენ გამრუდებული სივრცის ადგილებს, იქნება ეს თქვენი ბინის სივრცე თუ თქვენი ჯანმრთელობა. ისინი ამ ადგილზე მიმართავენ ძალას და ასწორებენ მას. თქვენი საცხოვრებელი ენერგეტიკულად ჰარმონიული ხდება და თქვენი ავადმყოფობაც მიდის.
ერთხელ მომიყვნენ ერთი ასეთი მაგის შესახებ, რომელსაც უყვარდა ადამიანების ამ ძალით განკურნება. მასთან მიდის ადამიანი და ეუბნება:
- მე ყველაფერი ცუდად მაქვს. სამსახურში პრობლემები მაქვს, ცოლთან პრობლემები მაქვს, ჯანმრთელობა მოიკოჭლებს, წარმატება არ ჩანს.
მაგმა კი უპასუხა:
- ახლავე ყველაფერს გამოვასწორებთ.
და დაიწყო მისი ამ ენერგიით შევსება. მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაავსო იგი ამ ენერგიით, მაგი ქალაქიდან ორი კვირით წავიდა. ამ ადამიანს კი ყველაფერი ცუდად ჰქონდა და ასჯერ უფრო ცუდად გაუხდა. ანუ ძალამ დაიწყო გამრუდებული ადგილების გასწორება იმით, რომ დაარტყა მათ. მაგრამ დრო გადის და ყველაფერი გვარდება. ენერგიამ სუფთად დაიწყო დინება, ამან კი უკეთეს ცხოვრებამდე მიიყვანა ეს ადამიანი. და ქალაქიდან მაგი მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ამ კლიენტს არ მოეძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბს ვერ ასცდებოდა. მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ეს ძალზე ძლევამოსილი ძალაა, და მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო.
მედიტაცია არკანზე
დაჯექით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები და გამორთეთ შინაგანი დიალოგი იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ. შეიგრძენით სივრცე თქვენ გარშემო. წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში ღრუბელი იკუმშება. იმისთვის, რომ განწყობა სწორი იყოს, მოძებნეთ ინტერნეტში ვიდეოები, სადაც ღრუბლებია და „შეიგრძენით“ ისინი.
თქვენი ცნობიერებით უნდა იგრძნოთ ღრუბელი, ასევე მზარდი დაძაბულობა მასში. ეს შეიგრძნობა, თითქოს ჩნდება დამუხრუჭების ზონა დროში, რომელშიც თქვენი ცნობიერება იკუმშება, როგორც პრესის ქვეშ.
ამ სფეროში ჩნდება მზარდი ძალა, რომელიც ელვას ჰგავს და რომელსაც ღრუბლის საზღვრებიდან გამოსვლა სურს. თავი უნდა გააიგივოთ მასთან. თქვენ უკვე აღარ ხართ ადამიანი, თქვენ ხართ ძალა. თუ შეძლებთ ამას, მაშინ ყველაფერს გარშემო, მათ შორის საკუთარ თავსაც, გვერდიდან შეხედავთ. და ახლა თქვენი ყურადღება შეიგრძნობს დაძაბულობის ადგილებს სხეულის შიგნით ან მის გარეთ.
დაიწყეთ ამ ენერგიის „შესუნთქვა“ თხემიდან და მისი „ამოსუნთქვა“ ფეხებიდან. თუ არ იცით როგორ, მაშინ უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს პროცესი. რაღაც დროის შემდეგ სხეულში დაძაბულ ადგილებს იგრძნობთ. ჩასუნთქვისას შეიყვანეთ ენერგია სხეულში, ამოსუნთქვისას კი ამ ადგილებისკენ მიმართეთ იგი. თავიდან დაძაბულობა შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ დგება განმუხტვა და ამ ადგილას მსუბუქად და სასიამოვნოდ გრძნობთ თავს. ასე დაიწყებთ კარმის გაწმენდას თქვენს ენერგეტიკულ სხეულში.
ამ არკანთან მუშაობის სხვა სეანსები შეგიძლიათ ასე ჩაატაროთ. არკანზე განწყობის შემდეგ გაიხსენეთ რაიმე თქვენი წარსულიდან. შიში, უსიამოვნო ან სასიამოვნო სიტუაცია. გახსენება სხეულში დაძაბულობას გამოიწვევს, და თქვენ იმავე მეთოდით განმუხტავთ დაძაბულობას ამ არკანის ენერგიით. ასე თავისუფლდებიან წარსულის ნაიარევებისგან.
მე–16 არკანის სიდჰა
სიდჰას წარმოადგენს უკურეაქციის ენერგიის მართვა. თქვენი ვარჯიშები შესაძლოა იმდენად ჩვეული გახდეს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოვრებას შეძლებთ. ამგვარად, შეხედავთ რა სამყაროს რომელიმე ნაწილს, მასში კარმის დანახვას ისწავლით. ახლა უკვე შეგიძლიათ ყურადღების უბრალო მიმართვით განმუხტოთ დაძაბული სფერო. ეს გამოიწვევს ცვლილებებს ამ სფეროში.
დავუშვათ, თქვენ ბიზნესმენი ხართ და ბიზნესი უცებ დამუხრუჭდა. ბიზნესზე ამ მდგომარეობიდან განწყობით თქვენ იგრძნობთ, სადაა საცობი ენერგეტიკულ დონეზე. მდგომარეობის კონცენტრაციით დაზიანებულ ნაწილზე, თქვენ განმუხტავთ მას და რაღაც დროის შემდეგ ნაკადი აღდგება.
ვფიქრობ, უკვე გაიგეთ, რისი გაკეთება შეიძლება ამ ენერგიით.