ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

იეროფანტი

5

გმირის აღზრდა

ანტიკურ მისტერიებში უმაღლეს ქურუმს იეროფანტს უწოდებდნენ. ეს ბერძნული სიტყვა ითარგმნება, როგორც „ის, ვინც წმინდა საგნებს ასწავლის (hieros = წმინდა (священный), phantes = მასწავლებელი). ტაროს ზოგიერთ დასტაში ამ კარტმა შეინარჩუნა ძველი დასახელება იეროფანტი, ზოგჯერ კი მას პაპსაც ეძახიან.

კარტზე გამოსახული ტახტის წინ ორი გასაღები დევს, რომელიც წარმოადგენს პირველი პაპის, წმინდა პეტრეს სიმბოლოს და რომელსაც იესომ, ევანგელისტური ტრადიციის თანახმად, უთხრა: „მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. “ (მათე 16:19). ამ სიმბოლური გასაღებების გამო პეტრე ხალხურ თქმულებებში სამოთხის კარიბჭის მცველი გახდა, თავად გასაღებები კი პაპის გერბზე გამოისახა. სამმაგი გვირგვინი (ტიარა), სამი ჯვარი ლენტაზე და სამმაგი ჯვარი პაპის ხელში განასახიერებენ მის პასუხისმგებლობას ადამიანის სამ შემადგენელზე - სხეულზე, სამშვინველზე და სულზე, ასევე ზეცაზე, მიწაზე და მიწისქვეშა სამეფოზე.

განსხვავებით წინა კარტებისგან, ამ კარტზე ჩვენ პირველად ვხედავთ არა მხოლოდ ცენტრალური ხატ-სახე - არქეტიპის გადიდებულ ფიგურას, არამედ ჩვეულებრივი სიმაღლის ადამიანების ფიგურებსაც. ესენი მოსწავლეები არიან, რომლებიც მუხლებზე ან ფეხზე მდგარნი უსმენენ ქურუმის დარიგებებს. ეს სიუჟეტი ასოცირდება ბავშვის გამოღვიძებად ცნობიერებასთან, სხვისი „მე“-ს მის მიერ პირველ აღქმასთან, მზერით ქვემოდან ზემოთ მშობლების ან სხვა ზრდასრულების მიმართ, რომელთა სიმაღლეც ძალიან დიდად ეჩვენება. ესაა პერიოდი, როცა ბავშვი თანდათანობით კარგავს ყველაფერთან ერთიანობის გრძნობას, პირველად ამბობს „მე“-ს და უფრო და უფრო კარგად აცნობიერებს იმ სხვაობებს და საზღვრებს, რომლებიც მას სხვებისგან განაცალკევებენ.

იეროფანტი შეესაბამება გმირის აღზრდის - მომავალი ცხოვრებისთვის მოსამზადებელ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ეს კარტი განასახიერებს ადამიანში სინდისის ფორმირებას, როცა იგი კეთილის ბოროტისგან გარჩევას სწავლობს. ესაა ასევე ღმერთის განგებისადმი რწმენაც, რომელიც შემდგომ, მოგზაურობაში დასჭირდება, თუმცაღა მისი ფუნდამენტში ჩადება სწორედ ამ დროს ხდება. მთელი სწავლების აზრი კი ყველაზე კარგად უმაღლესი ქურუმის „მაკურთხებელ“ ჟესტშია გამოხატული: მარჯვენა ხელის გაშლილი თითები აღნიშნავენ ხილულს, ცხადს, ხოლო ორი მოდრეკილი თითი - უხილავს, დაფარულს, ტრანსცენდენტულს. ყველა თითის ჯამი, ხუთიანი კი, მისტიკაში წარმოადგენს არსის სიმბოლოს, იმ ყველაფრის, რაზეც მოწმობს სიტყვა კვინტესენცია (ლათ. Cvint=ხუთი, essentia = არსი). ხატ-სახის აზრი ასეთია: მხოლოდ ის, ვინც ყურადღებას აქცევს ხილულსაც და უხილავსაც, შეიცნობს არსს და მოიპოვებს გზას. მას, ვინც საგნების მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავს, ამის შანსი ისეთივე ცოტა აქვს, როგორც მას, ვისაც მხოლოდ ტრანსცენდენტული იზიდავს. აი, რატომაა, რომ გმირმა ორივე სამყარო უნდა გაიაროს: გარეგანი სამყარო, გაცნობიერებადი, რომელიც მზის დღის გზას შეესაბამება და შინაგანი სამყარო - გაუცნობიერებელი, რომელიც შეესაბამება მის გზას ღამის ზღვაში. საგაში ნიბელუნგების შესახებ მოთხრობილია, როგორ აღიზარდა ზიგფრიდი ჯუჯა რეგინის მიერ. ბერძნულ მითებში იგივე როლი ეკუთვნის პირველ რიგში კენტავრ ქირონს, ისეთი გმირების მასწავლებელს და აღმზრდელს, როგორებიც იყვნენ იასონი, ასკლეპიოსი, აქილევსი და ჰერკულესი: იგი გადასცემდა მას ცოდნას და უნარებს, რომლებიც აუცილებლად დასჭირდებოდათ ცხოვრების გზაზე. კენტავრის სახით ხშირად გამოსახავენ ასევე მშვილდოსნის ნიშანს, რომელიც არქეტიპულად კვლავაც ქურუმის არკანს შეესაბამება.

საკვანძო სიტყვები ქურუმის არკანისთვის:

არქეტიპი - წმინდანი;
ამოცანა - ყურადღება ხილულისა და უხილავისადმი, მიზნის არსის ძიება;
მიზანი - კვინტესენციის, არსისა და გზის მოპოვება;
რისკი - გახდე „წმინდანი“, „დიადი გურუ“;
ცხოვრებისეული შეგრძნება - შინაგანი სიმყარე განგებისადმი რწმენის შედეგად, საგანთა არსის ცოდნა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff