ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

სამსჯავრო

 

 

20

განკურნება

ახლა, როცა ყველა პირობა, როგორც იქნა შესრულებულია, გარდასახვის სასწაულის განხორციელება უკვე შესაძლებელია. როგორც პარსიფალის შესახებ ლეგენდაშია ნათქვამი, ადგილი, სადაც ხსნის გმირობა უნდა განხორციელდეს, მხოლოდ სუფთა გულის ადამიანს გაეხსნება. ესაა გრაალის ციხე-სიმაგრე, ზეციური იერუსალიმი, “შამბალა, “შენი ოცნების ქალაქი”, ამიტაბის ბუდისტური ქალაქი ან ნებისმიერი იმ მრავალრიცხოვან მეტაფორათაგან, რომლებიც უმაღლეს კეთილ მიზანს განასახიერებენ სხვადასხვა წიგნებსა და კულტურებში. ახლა განძი, რომელიც გმირმა ჩრდილების სამეფოში მოიპოვა, სიცოცხლის ელექსირი, ცოცხალი წყალი, ალისფერი ყვავილი ან რაიმე სხვა საშუალება განკურნების მომტანი ხდება. მოქმედება, რომელიც ამისთვის უნდა შესრულდეს, ყველა წიგნში აღწერილია, როგორც განსაკუთრებულად მარტივი: გოგოს კოცნა, ნიშნის მიცემა, ან უბრალოდ საჭირო სიტყვების წარმოთქმა, და გარდასახვის სასწაულიც ხდება. მოჯადოებული სიმახინჯე მშვენიერ პრინცად ან პრინცესად იქცევა. პარსიფალის ლეგენდაში ესაა განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული მეფე ამფორტასი, რომელიც მაშინვე ინკურნება, როგორც კი პარსოფალი ერთადერთი საჭირო კითხვით მიმართავს: “ბიძია, ცუდად ხარ?” საქმე, როგორც ვხედავთ, არც ისე რთული აღმოჩნდება, მხოლოდ მისი განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ყველა აუცილებელი წინაპირობაა შესრულებული. სასწაულის აზრი კი ყოველთვის მხოლოდ ერთია: განკურნება და მთლიანობის აღდგენა.

სამსჯავროს კარტზე სასწაულის ქმნის ეს წამი გამოხატულია მკვდრების აღდგომის სცენით. კარტის აზრი სწორედ ამაშია და არა დასახელებაში. “სამსჯავროსთან”, როგორც სამართლის მიწიერ ინსტიტუტთან, მას არაფერი აქვს საერთო. მაგრამ არც ბიბლიური “საშინელი სამსჯავრო”, რომელიც ამ კარტის სიუჟეტს წარმოადგენს, არ წარმოადგენს მის მთავარ თემას. ეს მხოლოდ ალეგორიაა, რომლის მიღმაც, რა თქმა უნდა, იმალება “მსჯავრის გამოტანის” რეალური ფაქტი: ვიღაცა მარადიულ სიცოცხლეს იმსახურებს, ვიღაცას კი მარადიული ტანჯვა შეხვდება. იმიტომ, რომ სწორედ აქ, მოგზაურობის ამ ეტაპზე, როგორც იქნა გაირკვა, ვინაა ჭეშმარიტი გმირი, და ვინ აჩვენებს თავს, რომ გმირია, და თუ ზღაპრებს გავიხსენებთ, მის მიერ მოპოვებულ განძსაც იტაცებს. რამეთუ, როგორც ძველი ჩინური სიბრძნე ამბობს, “როცა სწორ საშუალებებს არასწორი ადამიანები იყენებენ, სწორი საშუალებაც არასწორად იმოქმედებს”. სწორედ აქ მოეღება ბოლო ყველა შარლატანს, რადგანაც ხსნის გმირობის ჩადენა მხოლოდ ჭეშმარიტ გმირს ძალუძს, რაზეც მეტყველებს კიდეც ამ კარტის ნახატი ძველ ტაროზე. მთავარანგელოზ გაბრიელის საყვირი მასზე აღდგომის ნიშნითააა (დროშითაა) მოხატული, რომელიც ტანჯვის პერიოდის დასასრულს აღნიშნავს, ხოლო სამი ადამიანი, რომლებიც ოთხკუთხა კუბოდან აღდგებიან, განასახიერებენ სამების (ტერნერის) ოთხობისგან (კვატერნერისგან) განთავისუფლებას. რიცხვი სამი (სამება, ტერნერი, სამკუთხედი) ზეციურ ძალებს განასახიერებენ, ხოლო რიცხვი
ოთხი (კვატერნერი, კვადრატი) - მიწიერ ძალებს. ახლა, ამბობს ეს კარტი, შენი მთავარი, ერთადერთი, ღვთაებრივი საწყისი, შენი ჭეშმარიტი არსი მიწიერი ბორკილებისგან, ფიზიკური და მატერიალური ტყვეობისგან თავისუფლდება.

ზღაპრებში ამას შეესაბამება მოჯადოებული პრინცის ან პრინცესას მიერ თავისი ნამდვილი სახის დაბრუნება, ცრუ, მახინჯი სახისგან, ყოველდღიური ნიღბებისგან განთავისუფლება. პირველსაწყისი, ნათელი და მბრწყინავი ზეციური ბუნების გამოვლინება. დოქტორმა უეიტმა თავის დასტაში, რომელოიც ცნობილია, როგორც რაიდერ-უეიტის ტარო, ამ კარტზე პერსონაჟების რიცხვი გაზარდა, და როგორც ყოველთვის, არ მისცა ამას დაწვრილებითი განმარტება, გარდა სიტყვებისა: «მაგრამ ამ კარტში ჩადებულია რაღაც მეტი, ვიდრე ეს სამი მკვდრეთით აღმდგარი, და ეს ვარიანტი კარგი ილუსტრაციაა არსებული განმარტებების არასრულობისა». ეს ან ცუდი თარგმანია, ან ავტორმა თავად აურია ყველაფერი, - უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მწუხარება გამოვთქვათ, რომ ეს აქამდე ცხადი და გასაგები სიმბოლო ახლა მეტისმეტად ბუნდოვანი და გაუგებარი გახდა.

ნუმეროლოგიური ჯამით სამსჯავროს (XX) კარტი ქურუმი ქალის (II) კარტს უკავშირდება, რომელთანაც ასევე დაკავშირებულია ძალის (XI) კარტი. ეს ურთიერთკავშირი აჩვენებს, რომ განთავისუფლებისთვის ანუ განკურნებისთვის (სამსჯავრო) აუცილებელია მიზანმიმართული სურვილი და აქტიური მოქმედება (ძალა), მაგრამ ესენიც არაა საკმარისი, თუკი არ არსებობს ზეციური განაჩენი, ანუ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ, როცა ყველა მოცემული დავალება შევასრულეთ და ინტუიტიურად მოვიპოვეთ სასწაულის განხორციელებისთვის საჭირო დროის მომენტი (ქურუმი ქალი).

საკვანძო სიტყვები სამსჯავროს არკანისთვის:

არქეტიპი — გარდასახვის სასწაული;
ამოცანა — განკურნება, განთავისუფლება;
მიზანი — ხსნა;
რისკი — აღმოჩნდე შარლატანი;
ცხოვრებისეული შეგრძნება — თავისუფლება, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, სიმშვიდე სულში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff