ვარსკვლავი
ცოცხალი წყლის წყარო
როგორც იქნა გმირმა მიაღწია ცოცხალი წყლის წყაროს. ამ წყაროს საიდუმლო მდგომარეობს არა წყლის თვისებაში, არამედ იმაში, რომ მისი პოვნა ძნელია. როგორც ფანტასიაში, მიწისქვეშა სამეფოში ამბიდან „უსასრულო ისტორია“, იგი ყოველთვის „მიწის კიდეზე“ იმყოფება. და რადგანაც ფანტასიას მიწა, ისევე როგორც არაცნობიერი, უკიდეგანოა, ეს ნიშნავს, რომ ამის ქვეშ უნდა გავიგოთ ის „კიდე“, რომლამდეც უნდა მიგვეღწია, ის შინაგანი ჩარჩოები, რომელსაც უნდა გავცდენოდით. და აი ახლა, როცა ეს ჩარჩოები ბოლოს და ბოლოს აფეთქებულია და მტვერიც დალაგდა, განთავისუფლებულ სულს შეუძლია მთელი მკერდით ჩაისუნთქოს ახალი იმედების სუფთა ჰაერი. ცრუ ცნობიერების კოშკის დატოვების შემდეგ, რომელიც ასე დიდხანს ზღუდავდა მას, სული მისთვის მანამდე უცნობი თავისუფლებით და ჯერ კიდევ უხილავი, მაგრამ მშვენიერი მომავლის პერსპექტივებით ტკბება. უსაზღვრო თავისუფლებისა და ბედნიერების ასეთივე შეგრძნება ჟღერს დანტეს სიტყვებში, რომელიც ჯოჯოხეთს ტოვებს: „და აქ ჩვენ გამოვედით, რატა კვლავ ვიხილოთ მნათობნი“. ზღაპარში ამურისა და ფსიქეას შესახებ ასევე ამ იდუმალ წყალზეა საუბარი. ეს მესამე დავალებაა, რომელსაც განრისხებული აფროდიტა ფსიქეას აძლევს. მან ბროლის ჭურჭელი უნდა აიღოს, გველებით გარშემორტყმულ ჭასთან უნდა მივიდეს და იქიდან წყალი აიღოს, წყლით კი ამ ჭას სტიქსი და კოციტი კვებავენ - მიწისქვეშა სამეფოს მდინარეები. ამ თითქმის უიმედო დავალების შესრულებაში ფსიქეას ეხმარება ზევსის მიერ გამოგზავნილი არწივი. ამგვარად, ამ ისტორიაშიც ვლინდება ანიმუსის, როგორც ამოცანის შესრულებისთვის უმთავრესი გასაღების მნიშვნელობა. ფსიქეას მოქმედებების განსაკუთრებულობა კი, ერიხ ნოიმანის მიხედვით, იმაში მდგომარეობს, რომ „იგი თავის ამოცანას პირდაპირ კი არა, ირიბად წყვეტს, ასრულებს რა დავალებას მამაკაცური საწყისის მეშვეობით ისე, რომ მის ფუნქციას საკუთარ თავზე არ იღებს. რამეთუ აღმოჩნდება რა იძულებული შეხვდეს თავისი ბუნების მამაკაცურ მხარეს, იგი თავისი ქალურობის ერთგული რჩება“.
ტაროს ამ კარტზე გამოსახულია სიმბოლოების მთელი რიგი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჩვენს წინ გადაშლილი მომავალთან და კოსმოსის უსაზღვრო სიბრძნესთან. ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, ასტროლოგიაზე მიანიშნებენ, ხოლო მათი რიცხვი, ისევე როგორც სხივების რიცხვი თვითოეულ მათგანზე - მიანიშნებს რვიანზე, ცასა და მიწას შორის შუა გზის სიმბოლოზე. ფრინველი ხეზე გვაგონებს მკითხაობის ძველ მეთოდს ჩიტების ფრენის მიხედვით. ჩიტები, განსაკუთრებით გადამფრენი, ძველად ითვლებოდნენ ზეცის მიერ წარმოგზავნილებად, რომლებიც ზამთარს ღმერთების სამყოფელში ატარებდნენ. როცა გაზაფხულზე ფრინველები სამშობლოში ბრუნდებიან, ქურუმი-ავგურები მათი გუნდის ფორმისა და ქცევის მიხედვით გებულობდნენ ღმერთების ნებას მიმდინარე წლის განმავლობაში. მაგრამ ფრინველები - ასევე სიმბოლოა იმ ღვთაებების წინასწარმეტყველური უნარებისა, რომლებისადმიც ისინი იყვნენ მიძღვნილნი. მაგალითად, იბისი, ეგვიპტური სიბრძნის ღმერთის - თოთის - ფრინველი, ან ჰუგინი და მუნინი, ორი ყორანი, რომლებიც ოდინს მეგზურობენ, და რა თქმა უნდა წეროები, აპოლონის ფრინველები. ხე სიბრძნეს განასახიერებდა და დრუიდების კალენდარისა და ასტროლოგიის საფუძველს წარმოადგენდა. ყველა ეს სიმბოლო განასახიერებს კოსმიურ კანონს და მომავალში ჩახედვის შესაძლებლობას. სწორედ ამაში მდგომარეობს კარტის ძირითადი მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანი მართლაც მოიპოვებს ხედვას, როგორც გარეგანს, ისე შინაგანს! და მის წინ ახალი მომავალი იშლება. იგი აცნობიერებს თავის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გმირობის ჩადენის წყალობითაა მოპოვებული, და თითქოს ახლა უკვე ფრენის სიმაღლიდან ხედავს მის წინ გადაშლილ გზას, რომელსაც მანამდე მიუღწეველ მიწის კიდემდე მიჰყავს.
შიშველი ფიგურა კარტზე სეფირ ბინას განასახიერებს - კაბალისტურ უმაღლეს გონს. იგი ცოცხალი წყლით რწყავს ჩვეულებრივ წყალსაც და ხმელეთსაც. მიწაზე დაღვრილი წყალი ნაყოფიერებისთვის აუცილებელი ტენიანობაა, მაშინ, როცა წყალში ჩაღვრილი წყალი ნიშნავს სიჭარბეს, სიუხვეს. ამგვარად, კარტი ახდენს აუცილებლობის და საკმარისობის კოსმიური კანონის ილუსტრირებას. ესაა მომავალი, რომელიც მაცოცხლებელ ვარსკვლავურ ტენიანობას გვთავაზობს, იმ რაოდენობით, რომელიც ჩვენი პირდაპირი მოთხოვნილებით არაა შეზღუდული.
ესაა ჩვენთვის წარმოდგენილი შესაძლებლობა - შევიცნოთ კოსმიური წესრიგი, დავუკავშირდეთ მარადისობას, ასევე ნიშნავს ახალი ეპოქის დონის მიღწევას, რისთვისაც უკვე გვამზადებდა XIV არკანი. რამეთუ როდესაც ცრუ ცნობიერების კოშკი დაინგრა, მასთან ერთად მოკვდა მცდარი წარმოდგენაც ხაზობრივი და რაოდენობრივი დროის შესახებ, რომელიც მხოლოდ წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგან შედგება.
ვთავისუფლდებით რა ჩვენი უწინდელი აზროვნების სივიწროვისგან, ახლა უკვე გვესმის, რამდენად პრიმიტიული და მცდარი იყო ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ, და რამდენად უიმედო იყო ჩვენი გამოდევნება ჩვენს მიერვე დახატულ სურათებზე. აი, როგორ აღწერს ამ უნაყოფო მცდელობებს კენ უილბერი: «რადგან არ ვიცით დროის გარეშე ცხოვრება და მარადიულობით ტკბობა, შვებას იმ სუროგატებში ვეძებთ, რომლებსაც ის დრო და ადგილი გვთავაზობს, რომელშიც ვცხოვრობთ, და იმედი გვაქვს, რომ მომავალი მაინც მოგვცემს იმას, რაც ასე არ გვყოფნის ამ უბადრუკ აწმყოში». იმისთვის, რომ ცნობიერების ამ ჩიხური მდგომარეობიდან განვთავისუფლდეთ, სწორედ ცოცხალ წყალში ბანაობაა საჭირო, რომელიც ადამიანს ხაზობრივ დროზე მიჯაჭვულობისგან ანთავისუფლებს და უსაზღვრო დროებით თავისუფლებას აძლევს მას. სწორედ ესაა ის ღრმა გაგება, რომელსაც მიაღწია სიდჰარტამ თავისი მოგზაურობის დასასრულს, როცა მდინარემ ასწავლა მას, რომ დრო არ არსებობს, რადგან მდინარე ყოველთვის ერთია, როგორც დასაწყისში, ასევე შუაში, ჩანჩქერებზე, მთებში, დაბლობზე, ზღვაში - ყველგან. მისთვის მხოლოდ აწმყო არსებობს, მომავალი კი - მხოლოდ აჩრდილია.
ნუმეროლოგიური ჯამი ვარსკვლავის კარტს (XVII, 1+7) მართლმსაჯულებასთან (VIII=8) აკავშირებს. თუკი თავისი გზის მერვე ეტაპზე გმირი გარესამყაროს კანონებს შეიცნობდა, ახლა იგი კოსმოსის კანონებს, უფრო და უფრო ფართო და ღრმა ურთიერთკავშირებს შეიცნობს. ბერძნულ პანთეონში სხვადასხვა საწყისებს შორის ამ კავშირებს ქალღმერთი თემიდა და მისი ქალიშვილი დიკე განასახიერებდნენ. თემიდა ცის - ურანის და მიწა - გეას ქალიშვილია და სამართლიანობის მარადიულ წესრიგს განასახიერებს. იგი ასევე შედის ვარსკვლავის არკანის კომპლექსში, რადგანაც ორაკულის ტაძარი დელფოსში თავიდან მისადმი იყო მიძღვნილი, და მხოლოდ ამის შემდეგ აპოლონისადმი. ხოლო დიკე, რომელიცაა სწორედ გამოსახული მართლმსაჯულების კარტზე, ითვლებოდა ქალღმერთად, ბედის მახვილით ხელში და გახელილი თვალებით (!), რომელიც სამყაროში წესრიგს ადევნებდა თვალს.
საკვანძო სიტყვები ვარკსვლავის არკანისთვის:
არქეტიპი — სიბრძნე;
ამოცანა — იმედი, მომავლის ხედვა;
მიზანი — უმაღლესი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგება, კოსმიური სიბრძნის მოპოვება;
რისკი — მომავლის ძიებაში დაკარგული კონტროლი აწმყოზე, ციცინათელების დევნა;
ცხოვრებისეული შეგრძნება — მომავლის რწმენა, განახლების შეგრძნება, ძალების მოზღვავება.