სხვებისთვის რაღაცეების დამტკიცების ჩვევა ანუ „ვირი და სტაფილო“
სხვებისთვის რაღაცეების დამტკიცების ჩვევა ანუ „ვირი და სტაფილო“
თუ „ჭკუის კოლოფობის“ ჩვევა მხოლოდ ბავშვობაში ყალიბდებადა, როგორც დედაზე რეაქცია, სხვებისთვის რაღაცეების დამტკიცების ჩვევა შესაძლებელია გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში როგორც რეაქცია ნებისმიერ მნიშვნელოვან ადამიანზე, რომლისთვისაც თქვენ რაღაცის დამტკიცებას ცდილობდით.
არსებობს 3 სცენარი, რომელთა გამოც ეს ჩვევა ყალიბდება.
პირველ შემთხვევაში თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ამბობს რაღაცას რაც თქვენში წარმოშობს შინაგან პროტესტს და საპირისპიროს დამტკიცების სურვილს. ეს შეიძლება იყოს მამა ან დედა, რომლებიც გეუბნებიან: „ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევ, ფერმაში ცხოველების მოვლის გარდა!“ „შენი ტვინის პატრონი ვერსად ვერ ჩააბარებ!“ „ვის რაში სჭირდები ასეთი ხასიათით? ვერასოდეს ვერ გათხოვდები“, „გაიზრდები და შენც მამაშენივით გახდები!“ ამის პასუხად ჩნდება წყენა ან შიში, ადამიანი იწყებს იმის დამტკიცებას, რომ არ არის ასეთი და ეს ყველაფერი მას არ დაემართება. გოგონა რომელსაც უწინასწარმეტყველეს მარტოობა თხოვდება მხოლოდ იმისთვის, რომ საპირისპირო დაამტკიცოს - ხანდახან რამდენიმეჯერაც კი. მამაკაცი ხდება ალკოჰოლიზმთან მებრძოლი და ა.შ.
მეორე სცენარის მიხედვით თქვენ გადარებენ სხვა ადამიანს: „აი შეხედე მეზობელ მიშას თითონაც მუშაობს, მშობლებსაც ეხმარება, შენ კიდევ არაფერი არ შეგიძლია!“, „შეხედე კატოს როგორ კარგად გათხოვდა, იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სამი ბავშვი გააჩინა, სანაპიროზე აქვს სახლი“. გულსატკენია ხომ, როდესაც ახლობელი და საყვარელი ადამიანი ასე გვადარებს სხვას? და თუ ამ წყენას დროულად არ გამოვხატავთ მაშინ ჩნდება ძლიერი სურვილი იმის დამტკიცების, რომ შენ არაფრით არ ხარ მიშაზე, კატოზე და სხვა პერსონაჟებზე რამით ნაკლები.
და ბოლოს, მესამე სცენარი. როდესაც არ გამცირებენ, არ გადარებენ სხვას, პირიქით გაღმერთებენ. „შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ და ყოველთვის ყველაფერში წარმატებას აღწევ!“ ჩნდება შიში - რომ შეიძლება ვერ გაამართლო მოლოდინები. ამის გამო ადამიანი ყველანაირად ცდილობს იყოს ყველაფერში სხვაზე უკეთესი - იქაც სადაც ეს არ არის საჭირო.
მაგალითად, ადმიანის გონებაში ჩნდება სურათი, რომლის რეალიზებაც საჭიროა ცხოვრებაში - ზღაპრის რეალობად ქცევა. დაოჯახება, სახლის აშენება, მილიარდის შოვნა, ვარჯიში და კარგ ფორმაში ყოფნა, 10 წიგნის დაწერა, 5 შვილის გაჩენა - ამ სურათზე ისეთი რამის დახატვა, რისი დამტკიცებაც აუცილებელია „პირველი პროგრამისტისთვის“. ადამიანი იკეთებს უხილავ ჟალუზებს და გარბის ისე, რომ სახეზე აფარებული აქვს საკუთარი შექმნილი სურათი და ამიტომ ვერაფერს ვერ ამჩნევს გარშემო. თანდათან ამ სურათზე ჩნდება ახალ-ახალი დეტალები: საჭიროა დავუმტკიცოთ მასწავლებელს, რომ შეგვიძლია სწავლა სულ „ხუთიანებზე“, უფროსს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია დღე-ღამეში 20 საათი მუშაობა, აუცილებელია დავუმტკიცოთ ქმარს, რომ საუკეთესო ვართ სამზარეულოში და საწოლში და ა.შ.
ამ რბოლას არ აქვს დასასრული, ფინიში. ჩვენ ვემსგავსებით ვირს, რომელსაც სახის წინ დაუკიდეს სტაფილო, რომელსაც ის მისდევს ისე რომ ვერაფერს ამჩნევს გარშემო. ადამიანი იმდენად არის კონცენტრირებული საკუთარ სურათზე, რომ სხვა ადამიანებთან და სიტუციებთან ურთიერთქმედება ხდება სრული ავტოპილოტით - ის პრაქტიკულად კარგავს კავშირს საკუთარ გრძნობებთან, ახლანდელ მომენტთან. ეს სურათი არის მიუღწეველი, რადგან შეუძლებელია მთელი მსოფლიოსთვის რამის დამტკიცება ან თუნდაც ერთი ადამიანისთვის წარსულიდან.
ეს არის ყველაზე დამანგრეველი ჩვევა. რასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, იმის დამსახურებით, რომ აქვს უნარი დაისახოს მიზანი და ისწრაფვოდეს მისკენ, ბოლოს მაინც ყველაფერი ამაო იქნება. რადგან ასეთი ადამიანის რეალობაში დაბრუნება შეუძლია მხოლოდ ძალიან ძლიერ, მტკივნეულ მოვლენებს - როგორც სხეულის ისე სოციუმის დონეზე.
მოტეხილობები და სხვა ტრამვები, უბედური შემთხვევები, ავარიები, უზარმაზარი ვალები და გაკოტრება, დაავადებებიდან ეს პირველ რიგში არის ონკოლოგია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ზოგიერთ ეზოთერულ წყაროებში მინახავს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიღებთ 26-მდე სხვადასხვა ფორმის გაფრთხილებას ვიდრე რამე სერიოზული მოხდება. თუმცა ასეთი ჯიუტი ადამიანისთვის რამის გაგებინება პრაქტიკულად შეუძლებელია.
გქონიათ შემთხვევა, რომ გამოგეღვიძათ რამის გამო აღელვებულს? როგორც წესი, რა არის ხოლმე ეს? რაღაც ნეგატიური - კოშმარი. იმისთვის რომ „გამოვიღვიძოთ“ საკუთარი ილუზორული სამყაროდან რეალობაში, საჭიროა სერიოზული შეჯანჯღარება.
სამწუხაროდ 1000-დან 999 ადამიანს სჭირდება რაიმე კატასტროფა, რომ გამოფხიზლდნენ, რომ გადაიტანონ ყურადღება რაღაც გაუგებარი ფსევდო მიზნიდან, ვინმესთვის რამის დამტკიცების სურვილიდან, იმაზე, თუ რეალურად რა ხდება ამ მომენტში. ხანდახან ერთი კატასტროფაც არ კმარა არამედ უბედური შემთხვევების მთელი სერია.
ტრენინგებზე ხანდახან არიან მონაწილეები, რომლებიც ყვებიან იმის შესახებ, რომ საკუთარი თავი ახსოვთ მხოლოდ იმ მომენტიდან როდესაც რომელიმე მშობელმა დაიწყო მათი ცემა!
ასეთ შემთხვევამდე არ არსებობს მოგონებები, ისინი იყვნენ გამოთიშულები გარე მოვლენებიდან.
ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა: მათ ყოველთვის იციან, რა არის სწორი, რა როგორ უნდა იყოს. „ჩემი ბაბუა თხრიდა, მამაჩემი თხრიდა და მეც უნდა ვთხარო.“ „თანამედროვე ექსკავატორები სწორედ ამისთვის არსებობს“ - „ჩემი ბაბუა თხრიდა, მამაჩემი თხრიდა და მეც უნდა ვთხარო. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მხოლოდ მათი მსოფლმხედველობა და მოსაზრებაა სწორი. ასეთი ადამიანის ამოცნობა ადვილია დიალოგის დროს, რადგან ნებისმიერ ახალი ინფორმაციაზე მათი პასუხია: „ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ...“, „რა თქმა უნდა გეთანხმებით, მაგრამ ...“ და გამოხატავს თავის აზრს, რომელიც ურყევია და არ შეიძლება მისი ეჭვქვეშ დაყენება.
როდესაც ონკოცენტრის პაციენტებთან მქონდა ურთიერთობა, მაოცებდა ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, როცა ცალი ფეხი საფლავში ჰქონდათ ისინი არ იყვნენ მზად ეღიარებინათ, რომ ვიღაცის წინაშე არ იყვნენ მართლები. ტრენინგებზეც კი, ხანდახან მესმის: „მოვკვდები და პატიებას არ ვთხოვ!“
ჰარმონიულ მდგომარეობაში, ეს არის უნარი - დაისახო მიზანი და იარო მისკენ პირდაპირ - ეს თვისება აქტიური უნდა იყოს სამასახურში, საქმიანობაში და ითიშებოდეს ახლობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობისას. როგორ მივაღწიოთ ამას? როგორ ვაქციოთ ხასიათის ეს თვისება ჩვენ მოკავშირედ და არა მტრად?
ვიღებთ ჩვენთვის ნაცნობ ფურცელს და კალამს და ვიწყებთ იმ სიტუაციების გახსენებას როდესაც თქვენთვის უთქვამთ მსგავსი ფრაზები, რომელმაც თქვენში წარმოქმნა ვინმესთვის რამის დამტკიცების სურვილი, შემდეგ ამა თუ იმ ფორმით ვურთიერთობთ ადამიანებთან, რომლებმაც ეს გვითხრეს. თავიდან ვითხოვთ პატიებას წყენისთვის და შიშისთვის, რომელიც იმ მომენტში გაგვიჩნდა და რომელიც მაშინ ვერ გამოვხატეთ, ამის შემდეგ კი მადლობას ვუხდით. მადლობას ვუხდით? სწორედ იმისთვის, რომ ამ ადამიანების დახმარებით ჩვენ შევიძინეთ ეს თვისება, მიზანდასახულობა.
ხშირად ჩვენი ახლობლები არც თუ ისე კარგ როლს თამაშობენ - მათ უწევთ ჩვენთან კონფლიქტი, რათა ჩვენში გამოაღვიძონ მოქმედების სურვილი. ბევრი ტოვებს მშობლიურ ბუდეს, სწავლობს ფულის დამოუკიდებლად შოვნას, აღწევს გარკვეულ სოციალურ სტატუსს - ასეთი ადამიანების წარმატების გზა დაიწყო მშობლებთან კონფლიქტის გამო. სწორედ იმ ადამიანების გამო, რომლებიც საწყენ სიტყვებს ეუბნებოდნენ, ან პირიქით აქებდნენ ან თუნდაც სხვებს ადარებდნენ. ეს ყველაფერი წარმოშობს ძალას, რომელიც გვეხმარება გავფრინდეთ კოსმოსში. ჩვენ კი მათ ამისთვის მადლობაც კი არ მოვუხადეთ. ჩვენთან ლექციებზე დადის ეკატერინე, ის მოსკოვში ჩამოვიდა ჩელიაბინსკიდან. მისი მშობლები საკმაოდ შეძლებული ადამიანები იყვნენ და ის ყველაფრით უზრუნველყოფილი ჰყავდათ, მაგრამ ამასთან არ ავიწყებოდათ მუდმივად შეეხსენებინათ მისთვის, რომ ის იყო ზარმაცი და უსაქმური. სინამდვილეში ზუსტად ასეც იყო - მას დიდად არაფერი არ აინტერესებდა, უმიზნოდ დახეტიალობდა ქალაქში, ხარჯავდა დროს წვეულებებზე.
მაგრამ იმის გამო, რომ სურვილი ჰქონდა დაემტკიცებინა მათთვის, რომ არ იყო უსაქმური, ეკატერინე გაემგზავრა მოსკოვში, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, დაიწყო მუშაობა კორესპონდენტად, პარალელურად დაწერა და გამოსცა (იმ მომენტისთვის) პირველი წიგნი, შექმნა კარგი ოჯახი, გახდა თემატური ლიტერატურული საღამოების ორგანიზატორი და არ აპირებს ამაზე გაჩერებს. მხოლოდ ბოლო ხანს შეძლო ეკატრინემ საკუთარ თავს გამოსტყომოდა, რომ მშობლებს რომ არ მიეცათ ხოლმე შენიშვნები, ვერასოდეს შეძლებდა ერთი ადგილის აწევას დივანიდან ჩელიაბინსკში და მოქმედების დაწყებას. ეკატერინემ დაურეკა დედ-მამას და გამოხატა მადლიერება მათ მიმართ. ამის შემდეგ კი მას გაუჩნდა ახალი იდეები საკუთარი პროექტის განვითარებისთვის.
როდესაც საწყენ რამეს გვეუბნებიან, საპასუხოდ წარმოიქმნება ძალიან ძლიერი გრძნობები - წყენა, გაღიზიანება, მრისხანება. ეს გრძნობები არის საწვავი, რომელიც გვაძლევს ძალას მიზნის მისაღწევად. მაგრამ იმისთვის რომ არ გადავიქცეთ დაჯავშნულ მატარებლად, რომელიც მიექანება სადღაც, ისე რომ გზად ყველაფერს ანადგურებს, იმისთვის რომ მოვიშოროთ ფსევდო მიზნები (ვინმესთვის რამის დამტკიცების სურვილი) რათა ვიპოვოთ საკუთარი ჭეშმარიტი მიზანი, ამისთვის საჭიროა მადლიერების გამოხატვა.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ნებისმიერი წარმატებული და ცნობილი ადამიანის ცხოვრებას არც ისე ტკბილი დასაწყისი ჰქონდა. სწორედ უსიამოვნო სიტუაციების დახმარებით, რომელთაგანაც მათ შეძლეს თავის დაღწევა, მათ შეძლეს მწვერვალების დაპყრობა.