დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ

დიმიტრი ტროცკი
5
2

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ა...

არაგულწრფელობის ჩვევა, ანუ „გვარის კურთხევა/წყევლა“

 

არაგულწრფელობის ჩვევა, ანუ „გვარის კურთხევა/წყევლა“

არსებობს სამყაროს ორი კანონი. პირველი არის საგვარეულოს ქალურ ენერგიასთან დაკავშირება: „ეს გულისხმობს ჩემი გრძნობების გულწრფელ გამოხატვას (გრძნობების განცდას) დედის, დედამთილის, სიდედრის, დედინაცვალის, ქალიშვილის, ცოლის, ყოფილი ცოლის, ბებიის, დეიდის, დის, დისშვილი/ძმისშვილი გოგოს (ყველა ქალი ნათესავის მიმართ), დაქალის, ყოფილი დაქალის მიმართ. ამ ყველაფერს ზეგავლენა აქვს ჩემს პირად ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე, ასევე ჩემი შვილების პირად ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე.“

მეორე - მამაკაცურ ენერგიებთან დაკავშირება: „ჩემი პატივისცემა მამის, მამინაცვლის, ძმის, ვაჟის, ბიძის, ქმრის, ყოფილი ქმრის და შეყვარებულის, სიძის (ყველა ნათესავი მამაკაცის მიმართ), ასევე უფროსის, კოლეგების და ხელქვეითების (თუნდაც ქალების), მეგობრის, მასწავლებლის, ბიზნესპარტნიორის და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ ზემოქმედებას ახდენს ჩემს მატერიალურ კეთიდღეობაზე, კარიერულ წინსვლაზე, სოციალურ სტატუსზე, მიზნის დასახვის და მიღწევის უნარზე, უძრავ ქონებასთან და ფულთან დაკავშირებულ ყველა გარიგებაზე, დოკუმენტებთან ურთიერთობაზე, ყველა მოგზაურობაზე და საცხოვრებლის ცვლილებაზე, შიშის არ ქონაზე, სულიერ ზრდაზე, ინტუიციაზე, შემოქმედებაზე და საკუთარი დანიშნულების გაგებზე.“ შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი საგვარეულო. იმისთვის რომ თქვენ ამ ქვეყანაზე მოვლენილიყავით ორი ადამიანი დაუკავშირდა ერთმანეთს, მათ უკან კიდევ ორი ადამიანი. რამდენიმე ათეული თაობის წინ იყო მილიონობით ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წარმოუდგენლად დიდ ძალას, რომელიც არის თქვენი საგვარეულოს ენერგია.

საგვარეულო, ახლობელი ადამიანები - ეს არის შემოქმედის ფიზიკური მატარებელი. მობილური ტელეფონები, რომლის ხმარებასაც ბავშობიდან ვსწავლობთ და ვეჩვევით ჩვენთვის გასაგები და ნაცნობი სიმბოლოებით. დედა, მამა, შემდეგ უკვე მეგობრები, კოლეგები, მეუღლეები და შემდეგ უკვე ჩვენი საკუთარი შვილები. რაც უფრო გულწრფელები ვართ მათ მიმართ და პატივისცემით ვექცევით, მით მეტს გვირიცხავენ ანგარიშზე - ჯანმრთელობის, ბედნიერი პირადი ცხოვრების, კარიერული წარმატების, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის და ა.შ. სახით. და პირიქით, არაგულწრფელობას და უპატივისმცემლობის ჩვევას მოაქვს პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროში.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, იმაზე რომ თუ თქვენ ხართ ქალი თქვენთვის ასევე აუცილებელია გულწრფელი იყოთ საკუთარ თავთან, არ უნდა უღალატოთ საკუთარ გრძნობებს.

როგორ შეიძლება ღალატობდეთ საკუთარ თავს? ვთქვათ მე გეუბნებით: „ წავიდეთ ჩემთან სტუმრად ჩაი დავლიოთ.“ თქვენ საკუთარ გრძნობებზე, სიმპათიასა და ნდობაზე დაყრდნობით თანხმდებით შემოთავაზებას. შემდეგ მე ვამატებ: „ოღონდ ერთი პირობით, ჩემი მეუღლე ღამის მორიგეობიდან დაბრუნდება 10 საათზე, ამიტომ 9-სკენ უნდა წახვიდე, კარგი?“ რას იგრძნობთ? გაღიზინებას, დამცირებას. თუ ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ისევ წამომყვებით სახლში თქვენ საკუთარ თავს ღალატობთ.

ხშირად ხდება, რომ მამაკაცთან ურთიერთობის დასაწყისშივე ქალი გრძნობს, რომ უნდა გაიქცეს, რომ ეს არ არის მისი ადამიანი, მაგრამ ის ახშობს საკუთარ გრძნობებს, არწმუნებს საკუთარ თავს, რომ უნდა გააგრძელოს ურთიერთობა მარტოობის შიშის გამო, იმიტომ რომ დაოჯახება უნდა, იმიტომ რომ ზეწოლას გრძნობს საზოგადოებიდან, იმიტომ რომ უკვე დროა. შეიძლება ცოლმა წაიკითხა ბევრი წიგნი და მოისმინა ბევრი ლექცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა იქცეოდეს სწორად მეუღლესთან - რომ უნდა აქოს და მადლიერება გამოხატოს, ესაუბროს მშვიდი და წყნარი ხმით. ის ასეც იქცევა, თუმცა მის შიგნით წარმოიქმენება გაღიზიანება, მრისხანება და წყენა. ვის ღალატობს ის ამ დროს? ვისთან არის არაგულწრფელი? პირველ რიგში საკუთარ თავთან.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? შეგვიძლია წერილი მივწეროთ საკუთარ თავს და პატიება ვთხოვოთ. საკუთარ თავს, როგორც სხეულს - იმისთვის, რომ არ ვზრუნავდით საკუთარ თავზე, არ ვაძლევდით დასვენების საშუალებას, სექსი გვქონდა ადამიანებთან, რომლებიც არ გვიყვარდა. საკუთარ თავს, როგორც ქალს - იმისთვის, რომ ვღალატობდით საკუთარ გრძნობებს. როდესაც გვაქვს პრობლემები ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, და შვილების კეთილდღეობა, ქალმა პირველ რიგში უნდა გადახედოს ურთიერთობებს საკუთარ თავთან, შემდეგ კი ახლობელ ქალებთან. მამაკაცებმა კი უნდა გადახედოს ურთიერთობებს ქალთან, რომელიც ყველაზე ახლოებელია მათთვის, მეუღლეს ან დედას.

ასევე, თუ თქვენ ხართ მამაკაცი, რომელსაც უყვარს კითხვა, სამყაროს მეორე კანონის თანახმად აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემა. ყოველ ჯერზე, როდესაც მამაკაცი რაიმე პირობას მისცემს საკუთარ თავს და შემდეგ არ ასრულებს მას - ის საკუთარ თავს ღალატობს. ვთქვათ შეადგინეთ დღის საქმეების ჩამონათვალი, თუმცა მათი შესრულების ნაცვლად დღე გაატარეთ დივანზე მოკალათებულმა ტელევიზორის წინ - ეს საკუთარი თავის ღალატია. ვთქვათ განსაზღვრეთ დღის კვების რაციონი და რეჟიმი, - თუ მას დაარღვევთ ეს ნიშნავს უპატივცემულო დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ვთქვათ ვიღაცას რაღაცის გაკეთებას დაჰპირდით, მაგრამ არ გააკეთეთ. ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ღალატობთ, შემდეგ კი იმ ადამიანს, ვისაც რაღაცას დაჰპირდით.

შესაბამისად, თუ თქვენ გაგიჩნდათ ფულთან დაკავშირებული პრობლემები ან თუ ვერ ახერხებთ კარიერულ კიბეზე ასვლას, ზოგადად გიჭირთ რაღაცეების გაგება, არ იცით რა უნდა გააკეთოთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაფიქრდეთ რომელ მამაკაცთან ვერ დაალაგეთ ურთიერთობა. ამის შემდეგ კი თქვენთვის ნაცნობი, მონანიების პრაქტიკის დახმარებით გაისტუმროთ ძველი ვალები და აღარ დააგროვოთ ახალი.

ცალკე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ქალებზე, რომლებიც მამაკაცის ფუნქციას ასრულებენ, ისინი ამ სისტემაში პირობითად მამაკაცებად ითვლებიან, იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცური ენერგიებთან მუშაობენ.

ტრენინგებზე ძალიან ბევრჯერ მესმის აღშფოთება,როდესაც ვამბობ, რომ პატივსაცემი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პრეზიდენტის მიმართ, ამიტომ მინდა განვმარტო რას ვგულისხმობ. ეს არ ნიშანვს იმას რომ თქვენ მასზე კარგად უნდა ისაუბროთ ან სხვა რაიმე სახით დაუჭიროთ მხარი. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ არ არის სასურველი მისი გაკიცხვა ან მასზე ცუდად საუბარი. უმჯობესია გვქონდეს პოზიცია, რომ არსებობს ჩვენთვის გაუგებარი მიზეზები, იმისა თუ როგორ მოხვდა ასეთი ადამიანი ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ეს ისეთი პასუხისმგებლობაა და ისეთ ენერგიებთან ურთიერთობა, რომ ადამიანი, რომელიც არ არის ამ ყველაფრის შესაფერისი უბრალოდ მოკვდება ძალიან მოკლე ხანში.

პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩემს პრაქტიკაში არის ძალიან საინტერსო მაგალითი. მე და ჩემმა ბიზნესმენმა მეგობარმა მოვილაპარაკეთ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ის საკუთარი მობილური ტელეფონის ეკრანზე დააყენებდა ქვეყნის პრეზიდენტის სურათს (ის არ არის რუსეთიდან). ამ ნახევარი წლის განმავლობაში მისი შემოსავალი გაიზარდა 10-ჯერ! მგონი ამაზე დაფიქრება ღირს.

პრინციპში, არაგულწრფელობის ჩვევით გარშემომყოფების მიმართ ვარღვევთ ჩვენი სამყაროს მთავარ კანონს - ვიყოთ გულწრფელები და ვცხოვრობდეთ გახსნილი გულით. ამ კანონის დაცვა გარანტიაა, რომ ჩვენს ცხოვრებაში იქნება მინიმალური დაბრკოლებები და ნეგატივი. რა თქმა უნდა, არსებობს გარდაუვალი სიტუაციები, რომელსაც თითოეული ჩვენთანაგანი ყოველდღიურად აწყედება: მაგალითად, სიბერე და სიკვდილი, ახლობლების დაკარგვა. მაგრამ მთლიანობაში ცხოვრების გზა იქნება ჰარმონიული და ბედნიერი.

გახსნილი გული - ეს არის მუდმივი მდგომარეობა, როდესაც შენ გრძნობ თანამონაწილეობას სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესთან, კავშირს ყველა ადამიანთან, როდესაც თქვენ ისე ექცევით მათ, როგორც გსურთ რომ თავად გექცეოდნენ.

ასეთი მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რასაც გრძნობენ იმას ლაპარაკობენ, რასაც ფიქრობენ იმას აკეთებენ. მათ აქვთ უნარი ამოიცნონ საკუთარი გრძნობები და განცდები ცხოვრების ყოველ მომენტში, იმოქმედონ ამ გრძნობების და განცდების შესაბამისად და გაუზიარონ სხვებს საკუთარი მდგომარეობა.

ამ მდგომარეობას ჩვენ შეგვიძლია ასევე ვუწოდოთ აბსოლუტური გულწრფელობა ან დღეს პოპულარული სახელი „აქ და ახლა“.

არაფერია ცუდი იმაში, რომ გავბრაზდეთ ვინმეზე ან გავღიზიანდეთ. „ცუდია“ როდესაც ჩვენ არ ვახდენთ საკუთარი თავის ასოცირებას ამ გაღიზიანებასთან, წყენასთან, მრისხანებასთან ან თუნდაც ვინმეს მიმართ მადლიერებასთან და პატივისცემასთან. და ვიწყებთ თამაშს „ეს მე არ ვარ“. იმის ნაცვლად, რომ გამოვხატოთ, ჩვენს გრძნობებს „ვყლაპავთ“, სწორედ ეს არის პრობლემათა უმეტესობის საწყისი.

გახსნილი გულით ცხოვრება ასევე ნიშნავს - განცდების, მდგომარეობების დროს ვიყოთ ცნობიერები. ბავშობაში გვასწავლიდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავით სანიმუშოები, თუმცა ვისთვის და როგორ - არავინ არ იცის. ჩვენ მივეჩვიეთ მუდმივად რაღაცის თამაშს, არ გამოვხატავთ იმას რასაც რეალურად ვგრძნობთ.

პირველი საფეხური - რეალურად უნდა დავიწყოთ იმის გამოხატვა და საუბარი რასაც ვგრძნობთ. ამის შემდეგ ადამიანი უბრალოდ კი არ საუბრობს, არამედ რეალურად იწყებს ამ მდგომარეობების გაგებას, საკუთარი ცხოვრების ყოველი წამის განცდას და შეგრძნებას. ერთხელაც საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ დილიდან დაღამებამდე ყოველ მომენტს განიცდის და შეიგრძნობს. მაგალითად, მხოლოდ წყენას - ამის შემდეგ მასში ირთვება ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც ამ წყენისგან ათავისუფლებს. ადამიანი ხომ საკუთარი არსით ღვთიური სტრუქტურაა და ის აცნობიერებს, რომ არ არის კარგი მუდმივად წყენის და ბრაზის განცდა, აცნობიერებს, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს. ამ მომენტიდან იწყება მისი ევოლუცია.

როდესაც ადამიანებს ვთავაზობ დროის ნებისმიერ მომენტში დაიწყონ იმის გამოხატვა, რასაც იმ კონკრეტულ მომენტში გრძნობენ, ხშირად მესმის დაახლოებით ასეთი რამ: „იმ წყენის, მრისხანების და გაღიზიანების გამოხატვა რომ დავიწყო, რომელიც ჩემშია ყველა ზურგს მაქცევს!“ დიახ, ეს მართლაც ასეა პირველ ეტაპზე. როდესაც ადამიანი იწყებს რასაც გრძნობს ყველაფრის გამოხატვას, ეს კი მაგალითად არის წყენა-წყენა-წყენა, ასეთ შემთხვევაში მას ბევრი ადამიანი შეაქცევს ზურგს. მაგრამ მათ შორის არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მას სჭირდებოდა. მეორე ეტაპზე ადამიანი იაზრებს, რომ წყენა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რაღაცისთვის არის საჭირო.

წყენა შეიძლება გახდეს კარგი ბიძგი რაღაც მიზნის მისაღწევად. თუ ადამიანი იძახის, რომ არ წყინს, ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარი სტიმულირებას არ ახდენს განვითარებისთვის და შესაბამისად, ვერაფერს ვერ აღწევს. მინახავს ათასობით ჯანმრთელი, წარმატებული ადამიანის ხელის გულები და ვნახე საინტერესო კანონზომიერება - ისინი გულის კარნახით ცხოვრობენ. თუ მათ სწყინთ ამას აკეთებენ ძალიან გულწრფელად, შეუძლიათ მუშტიც კი მოუქნიონ მეორე ადამიანს. ასეთი ადამიანების სურვილსა და მის ასრულებას შორის ძალიან მოკლე მანძილია. სწორედ ეს არის მომენტში ცხოვრება „აქ და ახლა“, რაზეც ასე ბევრს წერენ და საუბრობენ.

ჩვენ უბრალოდ შევეჩვიეთ გრძნობების დაყოფას პოზიტიურად და ნეგატიურად. და ვთვლით, რომ კარგია პოზიტიური გრძნობების გამოხატვა, ნეგატიური კი ცუდია. მაგრამ სინამდვილეში პოზიტიურს ჩვენ ვეძახით გრძნობებს, რომლებსაც მიზნისკენ მივყავართ. ისინი შეგვიძლია შევადაროთ მაგნიტს - მათ შეუძლიათ მანძილის დაპატარავება ჩვენსა და სურვილს შორის. ნეგატიური გრძნობები კი - იმ პირობით რომ ჩვენ მათ შევიგრძნობთ და გამოვხატავთ - არის პანღური, რომელიც გვიბიძგებს მიზნისკენ. ასე რომ გულწრფელ ადამიანს მუდმივად იზიდავენ და უბიძგებენ.

მაგრამ როდესაც ჩვენ აღარ გამოვხატავთ ნეგატივს, ჩვენ ზუსტად ასევე ვკარგავთ პოზიტივის გამოხატვის უნარს. ამ დროს მანძილი ჩემსა და სურვილს შორის ძალიან იზრდება. ასე, რომ თუ თქვენი სურვილები არ ხდება ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ, სად ვატყუებ ჩემს თავს, ვისთან მომაქვს თავი წესიერ და კარგ ადამიანად?

მოკლედ, მთავარი რისი თქმაც მინდა ამ წიგნში, არის ის რომ შესაძლებელია არ ვიავადმყოფოთ, არ ვიყოთ ღარიბები, გვქონდეს ჰარმონიული ურთიერთობები თუ შევძლებთ 100%-ით იმ ყველაფრის შეგრძნებას რაც ჩვენს თავს ხდება.

ასე, რომ თუ თქვენ დაიმახსოვრებთ მთავარ სიტყვას - გულწრფელობას, მაშინ ჩემს მიზანს მიღწეულად ჩავთვლი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff