დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ

დიმიტრი ტროცკი
5
1

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ა...

ეპილოგი

 

ეპილოგი

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინსტრუმენტები, რომლებიც ამ წიგნში წარმოგიდგინეთ დაგეხმარებათ ბედნიერი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იქნება შიში, სიღარიბე, ავადმყოფობა და მარტოობა.

სინამდვილეში შესაძლებელია მთელი წიგნის რამდენიმე წინადადებამდე დაყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში და არ ეძებოთ დამნაშავეები. მეორე - დავიჯეროთ, რომ პრობლემის გაჩენაც და წარმატებაც დამოკიდებულია მხოლოდ - ჩვენს რეაქციაზე ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ქცევაზე და სიტყვებზე. ისე გამოვიდა, რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციებზე ჩვენ უარყოფითი რეაქცია გვაქვს - გვწყინს, ვღიზიანდებით. ამაში არაფერია ცუდი - ეს გრძნობებიც ღმერთმა შექმნა, ისევე როგორც მადლიერება, შთაგონება, მოლოდინი, ექსტაზი და სიყვარული. უნდა ვისწავლოთ ამ გრძნობების განცდა და გამოხატვა - მარტივად რომ ვთქვათ უნდა ვიყოთ გულწრფელი ადამიანი.

რა თქმა უნდა საზოგადოება და აღზრდა გვკარნახობს რომ უნდა ვიყოთ „წესიერები“, არ ვაწყენინოთ სხვებს, მათ გრძნობებს გავუფთხილდეთ და საბოლოოდ ჩვენი ნიღბებით ვემსგავსებით სკაფანდრიან ადამიანებს და ბოლოს ვინ არის ამ სკაფანდრის ქვეშ ვერ გაიგებ. მოგიწოდებთ მოიხსნათ არაგულწრფელობის სკაფანდრები, გამოგონილი წარმოდგენები, არ შეგეშინდეთ საკუთარი პიროვნების გაშიშვლების, - რადგან მხოლოდ ამ მომენტიდან იწყება რეალური ცხოვრება.

მუდმივად ვხედავ, რომ ადამიანები იწყებენ პრაქტიკებს და მაშინვე იღებენ რაღაც რეზულტატებს - მე ამას ვეძახი ავანსს. შეიძლება რაღაცას ბოლომდე სწორად არ აკეთებდე, მაგრამ შემოქმედი ხელს უწყობს თავად განზრახვას, გულწრფელობის, გახსნილობის მიმართულებით მოძრაობას. ამის შემდეგ ყველაფერი თითქოს იყინება. აკეთებ, აკეთებ, მაგრამ შედეგი არ არის. ეს ჰგავს გამძლეობის ტესტს, თქვენი ახლებურად ცხოვრების სურვილის განზრახვის სიმტკიცის შემოწმება. თუ თქვენ უკან არ დაიხევთ სწორედ მაშინ დაიწყებთ რეალური შედეგების და ცვლილებების დანახვას. მთავარია აკეთოთ პრაქტიკები რეგულარულად და გჯეროდეთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს.

საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცეები მომენტალურად გამოდის და რაღაცეებს წლები სჭირდება. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს ამად. მთავარია გახსოვდეთ, გამოსავალი არსებობს ნებისმიერი სიტუაციიდან! მთავარია - თქვენი მზაობა მის საპოვნელად.

მთელი გულით და სულით გისურვებთ ბედნიერებას და პოზიტიურ ტრანსფორმაციას!

ჩემი თხოვნაა - ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. ჩვენს საიტზე alhimik108.com თქვენ იპოვით ყველა კოორდინატს და ფაილებს სოციალური ქსელების ჩვენს ჯგუფებში, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკებს აკეთებენ და უკვე მიიღეს შედეგები.

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff