პრაქტიკის დროს დაშვებული ძირითადი შეცდომები
პრაქტიკის დროს დაშვებული ძირითადი შეცდომები
ყველასთან მუშაობს ეს მეთოდი? კი, მაგრამ ერთი პირობით, მათ არ უნდა დაუშვან შეცდომები, რომლებიც სასურველი შედეგების მიღებას შეუძლებელს გახდის.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები:
1. რწმენის ნაკლებობა, რომ ეს ყველაფერი მართლაც მუშაობს. როგორც წესი ხდება იმის გამო, რომ ადამიანს გამორჩება რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი და მის მსჯელობაში თავს იჩენს შეცდომა, ის ბოლომდე ვერ ხედავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მაშინ ის რამდენჯერმე ცდილობს ტექნიკის გამოყენებას, მაგრამ მიღებული შედეგით ასკვნის რომ ეს ტექნიკა არ მუშაობს.
ასეთ დროს აუცილებელია კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მსჯელობის ლოგიკურობას და შევადაროთ წიგნის მოცემულობას. შეგიძლიათ მომწეროთ მე ან ჩემს თანაშემწეს და ჩვენ დაგეხმარებით გარკვევაში. რადგან ეს ტექნიკა გამოცდილია ათასობით ადამიანზე, შეცდომა დაფიქსირებული არ ყოფილა.
2. საკუთარ სურვილებზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობა. ხანდახანი ისეც ხდება, რომ იმდენად ვართ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვინდა: რომ მივიღოთ (ფული, ჯანმრთელობა, კარიერული მიღწევები, ქორწინება, სექსი), რომ ვეღარ ვამჩნევთ რა ხდება ჩვენს გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკის საფუძველი არის ის რომ შევიგრძნოთ და განვიცადოთ ის რაც ხდება ახლა, ამ მომენტში ეს არის კრიტიკული შეცდომა.
არაფერია ცუდი იმაში, რომ სურვილი გაგვაჩნდეს, წმინდანებსაც კი აქვთ სურვილები, თუმცა მათი სურვილია ღმერთთან შერწყმა. თუმცა ჩვენი სურვილები გვიბიძგებენ მოქმედებისკენ. ცუდია როდესაც მარტო იმაზე შეგვიძლია ფიქრი როგორ მივიღოთ სასურველი.
ადრე ძირითადად ვიყენებდი ქირომანტის პრაქტიკებს, თუმცა შემდეგ მივხვდი, როგორ მუშაობდა ბედისწერის ალგორითმები და როგორ შეიძლებოდა მისი ტრანსფორმაცია. ამის გამო პრაქტიკულად შევწყვიტე ხელებთან მუშაობა – რა საჭიროა ხელის გულების კითხვა თუკი ადამიანი საკუთარი აზროვნების, ქცევის, ჩვევების შეცვლით ხაზებსაც ცვლის ხელისგულზე? რა საჭიროა ადამიანის დაპროგრამება რაღაც კონკრეტულ სცენარზე? ჩემს თანაშემწეებს დღემდე ურეკავენ და სთხოვენ რომ ვნახო მათი ხელის გულები. შეკითხვაზე: «თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, დიმამ ნახოს თქვენი ხელის გულები თუ დაგეხმაროთ თქვენი პრობლემების მოგვარებაში?» - მათი პასუხია: «რა თქმა უნდა პრობლემის მოგვარებში მინდა დამეხმაროს, მაგრამ ხელის გულებიც აუცილებლად მინდა რომ ნახოს!» სანამ თავად ადამიანი არ შეცვლის ყურადღების ფოკუსს მის დახმარებას ვერ შეძლებ.
3. სიზარმაცე. «ყველაფერი ვიცი, მაგრამ არაფერს არ გავაკეთებ». ადამიანს აქვს ყველა საჭირო ცოდნა პრობლემური სიტუაციიდან გამოსასვლელად და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც დადიან ყველა ტრენინგზე - რადგან მოსწონთ გარემო, რადგან საინტერესოა ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვება, თუმცა არაფერს არ აკეთებენ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. როგორც წესი სიზარმაცის დაძლევა შესაძლებელია ისეთი გარემო პირობების ძალით, რომლებიც აიძულებენ ადამიანს მოქმედებისკენ, შეცვლისკენ, თუ არა და თამაში მთავრდება.
ამ პუნქტს დავარქვი არც ისე კარგი სახელი - სისულელე. თუმცა აქ არ იგულისხმება ინტელექტუალური განვითარების დონე ან ერუდიცია, აქ იგულისხმება ის რომ ადამიანმა დააგროვა სხვადასხვა სახის ცოდნა, იმდენი საინტერესო წიგნი წაიკითხა, რომ უკვე აღარ აქვს არაფერი ახალს აღქმის უნარი. ამიტომ ყველაფერი ახალი სისულელედ, არასწორად, არალოგიკურად ეჩვენება.
ასეთი „სისულელის“ მაგალითი ხშირად გვხვდება ფსიქოლოგებთან, ექიმებთან, მასწავლებლებთან. იმდენად ძლიერია მათი თავდაჯერება იმაში, რომ მათი კონცეფცია და თვალთახედვაა ერთადერთი, აბსოლუტურად სწორი და რომ ნებისმიერი სხვა ვერ აღწევს მათ ცნობიერებაში.
„სისულელის“ მეორე მაგალითი. დღეს ხშირად შეხვდები წვეულებებზე ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეზოთერიით და სხვადასხვა „სულიერი პრაქტიკებით“. „ორი კვირა დავდიოდი ადვაიტეს ლექციებზე. ასევე ვცადე ტანტრას ტრენინგი, მაგრამ ისეთი არაფერი, ჩაკრების გააქტიურების ტრენინგი უფრო მომეწონა. ტროცკისთანაც დავდიოდი, მაგრამ ერთი ორჯერ უცენზურო სიტყვები იხმარა - ჩემთვის ძალიან დაბალი ვიბრაციებია“. ასეთი „პრაქტიკები“ ერთი მიმართულებიდან მეორეზე გადადიან, ზედაპირულად ეცნობიან და საბოლოოდ უჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ უკვე ყველაფერი იციან, ყველაფერი ესმით, მაგრამ სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ იცნობენ სიღრმისეულად.
მსგავსი სისულელის განკურნების ერთადერთი გზაა - „თაყვანისცემა“. უნდა ავირჩიოთ რომელიმე ერთი მიმართულება და მივყვეთ მას. საჭიროა რომელიმე ერთი მიმართულების არჩევა და მისი მიყოლა. ან თუნდაც რომელიმე ერთი ფორმის შერჩევა - რომელიმე მანტრის ან ლოცვის კითხვა, სხვადასხვა სახის სხეულებრივი ტექნიკები - რომელსაც გააკეთებთ ყოველ დღე. რამდენიმე ხნის შემდეგ (არა 2 კვირის ან თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ) თქვენში გაიღვიძებს ახლებური გაგების და გრძნობის უნარი.
თუმცა რთულია საკუთარ თავში ამ სისულელის აღიარება, რადგან დაგროვებული ცოდნა გვიქმნის ილუზიას „მე ყველაფერი ვიცი და ყველაფრის გაგება შემიძლია“. ამ სტრიქონების დაწერამდე 2 დღით ადრე მქონდა ტრენინგი. ერთმა გოგონამ დაწერა, რომ უკვე რამდენიმე წელია ტრენინგის დაწყებამდე (სხვადასხვა ტრენინგებზე დადიოდა) სხეულზე ეწყება სპეციფიური რეაქციები: უწევს სიცხე, სტკივა თითოეული უჯრედი და ძვალი, მაგრამ მაინც პოულობს საკუთარ თავში ძალას და მიდის ტრენინგზე. ტრენინგზე თავდაპირველად დაეწყო ძლიერი შაკიკი, შემდეგ ჰქონდა შეგრძნება რომ ტვინი გახეთქავდა თავის ქალას - მაგრამ მაინც ითმენდა. ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ცდილობს სხეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარ პატრონს, მაგრამ ჩვენ მისი არ გვესმის. ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულს - ის თქვენ პირველი გიკარნახებთ სწორ გზაზე დგახართ თუ არა.