დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ

დიმიტრი ტროცკი
5
2

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ა...

მონანიება

 

მონანიება

საჭიროა, რომ თქვენს სიაში ჩამოთვლილ ადამიანებს სთხოვოთ პატიება, იმისთვის რომ მათთვის არ იყავით ის ვინც უნდა ყოფილიყავით, პატიება სთხოვეთ საკუთარი ნეგატიური გრძნობებისთვის, ხოლო პოზიტიური გრძნობებისთვის მადლობა გადაუხადეთ. ამისთვის უმჯობესია შეხვდეთ პირადად, თუ ვერ ახერხებთ შეხვედრას, მაშინ ტელეფონით ან სოციალური ქსელით დაუკავშირდით. თუ ადამიანი არ არის ცოცხალი ან თუ არ არსებობს მისი პოვნის არანაირი შესაძლებლობა - დაწერეთ წერილი და შემდეგ დაწვით.

ეს სისტემა გამოდგება ყველანაირი პრობლემის მოგვარებისთვის. ახლა მე გაჩვენებთ სხვადასხვა მაგალითზე როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

თავდაპირველად მაგალითი ჩემი ცხოვრებიდან. მატარებლით მოვდიოდი სანკტ პეტერბურგიდან მოსკოვში. მოვხვდი კუპეში ადამიანთან ერთად, რომელიც ძალიან ხმამაღლა ხვრინავდა! მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ფხიზელი ძილი, ასეთი აკომპანიმენტის თანხლებით ჩაძინება ვერაფრით ვერ მოვახერხე. გადავწყვიტე კარგი ტიპის როლი მეთამაშა და იმის მაგივრად რომ შემეღვიძებინა და მეთქვა, რომ ხვრინავს, რის შემდეგაც ის გადაბრუნდებოდა, შეწყვეტდა ხვრინვას და ამით პრობლემაც მოგვარდებოდა, ამის ნაცვლად ვითმენდი. ვითმენდი, მაგრამ შიგნიდან ვდუღდი: „გულში ვაგინებდი“. მოსკოვში ჩავედი ჰერპესით - ასე გამოხატა ჩემმა სხეულმა გაღიზიანება. იქიდან გამომდინარე, რომ იმ მამაკაცთან საუბარს მე ვეღარ შევძლებდი ავიღე ფურცელი, კალამი და დავწერე: „ბატონო, მაპატიეთ ჩემი გაღიზიანების გამო, იმის გამო რომ შინაგანად ვდუღდი სიბრაზისგან და მზად ვიყავი შუაზე გამეგლიჯეთ, მაპატიეთ ჩემი არაგულწრფელობა“. ჰერპესი რამდენიმე საათში სადღაც გაქრა.

ეს კი მაგალითი ტრენინგიდან. ტრენინგზე მოვიდნენ დედა და შვილი. ბიჭი, 22 წლის რომანი ინსულინიანი დიაბეტით. დიაგნოზი 6 წლის წინ დაუსვეს. მშობლები განქორწინდნენ როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. სწორედ 16 წლის ასაკში გაიღვიძა მასში აღშფოთების გრძნობამ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცეოდა მამა მას და დედას, რომ თვითონ დარჩა 3 ოთახიან ბინაში, ის და დედა კი ნაქირავებში ცხოვრობდნენ და ა.შ. აღშფოთებასთან ერთად წარმოიქმნა აგრესია - ფიზიოლოგიურ დონეზე ეს გამოვლინდა სისხლში შაქრის დონის მომატებით. იდეაში შემდგომი რეაქცია უნდა ყოფილიყო „გაქცევა ან თავდასხმა“ - უნდა ყოფილიყო აქტიური ქმედება. ამის ნაცვლად ეს ახალგაზრდა უბრალოდ გაშეშდა და მიუხედავად იმისა, რომ მის სისხლში შაქარი დუღდა ის უმოქმედოდ იყო, თავს ისე აჩვენებდა თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა. გაირკვა, რომ სწორედ მაშინ გაუჩნდა დედის, როგორც ქალის მიმართ გაკიცხვის გრძნობა, მისი ქცევის გამო მამაკაცების მიმართ. დედამ, რომელიც ესწრებოდა სიტუაციის გარჩევას, დაამატა, რომ იმ დროიდან თითქოს მისი შვილი აღარ იყო მასთან. ფიზიკურად მასთან იყო, მაგრამ მორალურად არა. პრობლემის მოგვარების გამოსავალი იყო ის, რომ რომა გულწრფელად დაელაპარაკა მამას, პატიება სთხოვა განკითხვისთვის, არაგულწრფელობისთვის და ნეგატიური გრძნობებისთვის, გამოხატა მადლიერება და პატივისცემა. მას დედასთანაც ჰქონდა მსგავსი საუბარი.

რაღაც პერიოდის შემდეგ რომანმა დაიწყო ძალიან კარგი სამსახური სასტუმროთა ქსელში - იმდენად უნდოდათ მისი სამსახურში აყვანა, რომ პოზიცია შექმნეს სპეციალურად მისთვის. დაბადების დღეზე (22 წლის რომ გახდა) ის ბებიას ესაუბრებოდა ტელეფონით, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ბებიას სურდა მისთვის საჩუქრად თანხა გამოეგზავნა, მაგრამ რომამ უარი უთხრა:“მე უკვე მეთაკილება ფული გამოგართვათ შენ ან დედას, ახლა მე უნდა ვიზრუნო თქვენზე“. ამის შემდეგ ბებიამ უთხრა საკუთარ ქალიშვილს (რომანის დედას): „ახლა ვხედავ, რომ ის გაიზარდა. მე მესაუბრებოდა არა პატარა ბიჭი, არამედ მამაკაცი!“

კიდევ ერთი მაგალითი ტრენინგიდან. ტატიანამ პრობლემად დაასახელა ის რომ ვერ გადაეწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო თუ არა. პრობლემა წარმოიშვა ახალი უფროსის (ქალბატონის) მოსვლის შემდეგ, რომელთან ურთიერთობაც ტატიანას ვერ აეწყო. ჩვენ პირდაპირ ტრენინგზე გავითამაშეთ დიალოგის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც რეგულარულად იმართებოდა უფროსსა და ხელქვეითს შორის, ასევე გაირკვა, რომ ჩვენი გმირი თამაშობდა თამაშს „მე არ“, „მე აქ არ ვარ“. რეაგირების ნაცვლად ის უმოქმედობას არჩევდა. ტრენინგის შემდეგ ტატიანამ ელექტრონული წერილი მისწერა უფროსს – უფროსი ამ დროს შვებულებაში იყო. მეტის მოთმენა უკვე ფიზიკურად შეუძლებელი იყო. წერილში მან ამოთქვა ყველაფერი, წყენიდან, ტკივილიდან და გაღიზიანებიდან დაწყებული სინანულით, პატივისცემით და მადლიერებით დამთავრებული. წერილის გაგზავნის შემდეგ ტანია ფიზიკურად გამოკეთდა. უფროსმა გამოუგზავნა საპასუხო წერილი, სადაც გაკვირვებას და მადლიერებას გამოხატავდა და ამბობდა, რომ მასაც სჭირდებოდა ასეთი გულწრფელობა, მათ მოილაპარაკეს შეხვედრაზე შვებულების შემდეგ. ტატიანასთვის ამ პრობლემამ დაკარგა სიმწვავე. პირველი ეფექტი იყო ის რომ ტატიანას მოუხსნეს «ანემიის» დიაგნოზი (მაჩვენებელი ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლები იყო). ამის შემდეგ ჩვენმა გმირმა სრულად შეცვალა დამოკიდებულება თავისი სამსახურის მიმართ – რადგან მის თავზე აღარ ეკიდა უფროსთან ურთიერთობის პრობლემა დამოკლეს მახვილივით. ახლა უკვე შეეძლო სიამოვნებით ემუშავა და უფრო მეტიც, მუდმივად იღებდა ბონუსს ფულის სახით.

სვეტლანამ მოგვმართა შემდეგი პრობლემით: მას მრავალი წელი აწუხებდა ძლიერი გამონაყარი მკერდზე, ფაქტიურად მთელი მკერდი გამონაყარით ჰქონდა დაფარული. ტრენინგის დროს მან უცებ გაიაზრა! წლების წინ ძმამ დასცინა გამხდარი და პატარა მკერდის გამო: „მკერდის მაგივრად დაფა“. გოგონას ძალიან მტკივნეულად მოხვდა ეს გულზე და ძლიერი წყენა და გაღიზიანება იგრძნო ძმის მიმართ, მაგრამ არაფერი არ უთხრა. ამის შემდეგ მკერდზე გაუჩნდა გამონაყარი. ტრენინგის დასრულების შემდეგ კანი გაუსუფთავდა.

მოვიყვან განმეორებადი პრობლემების მაგალითებს. კატერინამ პრობლემად განსაზღვრა ტრავმული მუხლი. პირველად მუხლის ტრამვა მიიღო კონცერტის დროს (კატერინა მოცეკვავეა) 2015 წლის 20 ივლისს. მეორედ 2016 წლის 20 იანვარს. ორივე ჯერზე ტრავმა სერიოზული და მტკივნეული იყო. დავიწყეთ სიტუაციაში გარკვევა. გაირკვა, რომ კატერინა ხვდებოდა ცოლიან მამაკაცს და ორივე ჯერზე ორივე ტრავმის მიღებამდე მათ იკამათეს. ჩვენი საუბარის დასაწყისში კატერინამ აღნიშნა, რომ მისთვის ეს სიტუაცია მისაღები იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ მას სურდა ნორმალური ურთიერთობა და ატყუებდა მამაკაცს, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა სინამდვილეში სულაც არ იყო ასე. წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ მამაკაცის მიმართ უპატივისმცემლო დამოკიდებულებას აუცილებლად მივყავართ ფინანსურ დანაკარგამდე. ყოველი ტრამვის წინ კატერინა კარგავდა ფულს, ერთხელ მობილური ტელეფონი გაუფუჭდა. ვინაიდან უფრო ნაკლებად მტკივნეულ მინიშნებებს ჩვენი გმირი ვერ ამჩნევდა, სხეულმა ასეთი მტკივნეული მეთოდით – მუხლის განმეორებადი ტრამვით დაანახა რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ამ ყველაფრის მოგვარების საშუალება აღმოჩნდა მამაკაცთან გულწრფელი საუბარი, ასევე საყვარლის მეუღლისთვის მიწერილი წერილი – ამ წერილის დაწერის შემდეგ კატერინამ ის დაწვა, რადგან ამ კონკრეტულ მომენტში ის საჭირო იყო არა იმისთვის რომ საყვარლის ცოლისთვის სიმართლე გაემხილა, არამედ იმისთვის რომ გოგონას მოეხერხებინა ნეგატიური ემოციების გამოხატვა.

როგორც უკვე გითხარით ასეთი სისტემით ადვილია სხვადასხვა დიაგნოზების გარჩევა. ერთხელ ტრენინგზე ეტლით მოიყვანეს გოგონა «გაფანტული სკლეროზის» დიაგნოზით, მას პრაქტიკულად აღარც დგომა და აღარც ჯდომა აღარ შეეძლო. ჩვენ დავიწყეთ მასთან მუშაობა და პროცესში გაირკვა, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ, იმის გამო, რომ დედისთვის დაემტკიცებინა რომ სულელი და უტვინო არ იყო მუშაობა დაიწყო იურიდიულ კომპანიაში. ის 10 კაციან კოლექტივში ერთდერთი გოგო აღმოჩნდა. ცდილობდა მათ თანასწორად წარმოეჩინა თავი: ჭკუის კოლოფობდა. მამაკაცები ასეთ ქალს – „მკვეხარას“ ყოველთვის მასხრად იგდებდნენ: ვიცით როგორც მოხვდი ამ პრესტიჟლ პოზიციაზე, ტვინით კი არა არამედ გარეგნობის დამსახურებით და ა.შ.

ის შინაგანად ძალიან ბრაზობდა მათზე, ეზიზღებოდა ისინი, თუმცა ამ ყველაფერს არ გამოხატავდა – გარეგნულად თავს აჩვენებდა, რომ კაცივით ძლიერი იყო. თუმცა არა შინაგანად. ისევე როგორც ყველა ჩვენგანი შინაგანად ის ნაზი და მგრძნობიარე იყო. ამ მამაკაცებთან შინაგანმა ბრძოლამ ის მიიყვანა გაფანტულ სკლეროზამდე. საკუთარი დაავადებით მან მომენტალურად აუხსნა დედას რატომ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. მამაკაცებს კი მისი მისამართით გახუმრების ეშინოდათ – ცუდად მყოფ ადამიანზე არ ხუმრობენ. პირველი, რაც მე მას მივუთითე ეს იყო არაგულწრფელობა დედის და ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელსაც ის მუდმივად უმტკიცებდა რომ უტვინო არ იყო. ის ცდილობდა სხვებისთვის დაემტკიცებინა, მაგრამ გულში კი ტიროდა, ბრაზობდა და სიძულვილს გრძნობდა. მან ყოფილ მეუღლეს პატიება სთხოვა იმისთვის, რომ უსიყვარულოდ გაჰყვა ცოლად, რათა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ შემდგარი პიროვნება იყო და არ ჰქონდა ცუდი ხასიათი. კოლეგებს სთხოვა პატიება იმის გამო, რომ ეზიზღებოდა ისინი, თუმცა თავს ისე აჩვენებდა თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ორი თვის შემდეგ მას ყველა დიაგნოზი მოუხსნეს. მისი ფინანსური მდგომარეობს მკვეთრად გაუმჯობესდა, ის შეხვდა თვისი ოცნების მამაკაცს და გაჰყვა ცოლად.

ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ მუშაობს სისტემა ალერგიის და ასთმის მაგალითზე. ვიცი ათობით ასეთი შემთხვევა: ახალგაზრდა მამაკაცი იტანჯებოდა ასთმით მთელი ბავშობა და ახალგაზრდობა. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად მშობლებისგან ცალკე. ამის შემდეგ ალერგიამ და ასთმამ გაუარა. თუმცა როგორც კი მშობლებთან სტუმრად მივიდოდა ისევ იჩენდა თავს ასთმის სიმპტომები. საქმე იმაშია, რომ ასთმა და ალერგია ეს არის დაგროვებული გაღიზიანება. როდესაც გამღიზიანებელი არის ახლოს სიმპტომები თავს იჩენს, როდესაც გამღიზიანებელი არის შორს სიმპტომები ქრება. თუმცა სრული განკურნება შესაძლებელია მხოლოდ მონანიებით.

ყველაზე რთული ამ სისტემაში არის იმის შემოწმება, რომ ყველაფერი მართლაც ასე მარტივია და რომ ყველა პრობლემა წარმოიქმნება ერთი და იმავე სცენარით. არსებობს კონკრეტული პიროვნება, გამღიზიანებელი, ის ჩვენში წარმოშობს კონკრეტულ რეაქციას – გრძნობას, თუ ჩვენ განვიცდით და გამოვხატავთ ჩვენს გრძობებს მაშინ მიღებული ენერგიით წინ მივიწევთ, ევოლუციას განვიცდით. თუ ჩვენ ამ გრძნობებს არ გამოვხატავთ მაშინ ვიღებთ პრობლემებს.

რატომ ხდება, რომ ალგორითმი ერთი და იგივეა, პრობლემები კი სხვადასხვა, დაავადებებიც განსხვავებულია, ვიღაცას ფინანსური კუთხით ურტყამს, ვიღაცას ბავშვებთან დაკავშირებით, ვიღაცას პირად ურთიერთობებში?

ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი «აქილევსის ქუსლი» - რაღაც ისეთი, რაზეც განსაკუთრებულად ვართ ჩაციკლულები. როდესაც ჩვენ ვართ არაგულწრფელები, როდესაც ვიწყებთ არა საკუთრი (სხვისი) როლის თამაშს ზუსტად იმაზე გვირტყამს რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუ ქალი ჩაციკლულია საკუთარ ქმარზე - მას მეუღლე ან უღალატებს ან მიატოვებს, თუ ბავშვებზე – ისინი იწყებენ ავადმყოფობას. მამაკაცები, რომლებიც ჩაციკლულები არიან კარიერაზე და ფულზე, «ავადმყოფობენ» უფულობით, არ აქვთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

თუმცა ამ ყველა პრობლემის მოგვარების საშუალება ერთია – მონანიება. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთრ გრძნობებზე, როლზე, უნდა დავაბრუნოთ ვალები.

ჩვენს საიტზე alhimik108.com არის ვიდეო ამ სისტემაზე «პრობლემების მოგვარების უნივერსალური სისტემა» . აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს, ის დაგეხმარებათ გაერკვეთ თუ როგორ უნდა იმუშაოთ ამ ალგორითმთან.

აუცილებელია იმის გაგება, რომ მონანიების პრაქტიკის დროს ჩვენ ვაბრუნებთ ვალებს – ანუ იმ გრძნობებს, რომელსაც ჩვენს შიგნით ვინახავდით. ასევე აუცილებელია საკუთარი როლის მუდმივად თამაში. ამიტომ ამ თავს დავასრულებ სვეტლანა ტკაჩევას წერილით, რომელიც მან ტრენინგის შემდეგ გამოგვიგზავნა, რომელიც პრობლემების მოგვარების ამ სისტემას ეძღვნება.

«მე ვიყავი ტრენინგზე «უკან მომავალში» , სადაც გავიგე პრობლემების მოგვარების რეცეპტის შესახებ. მის შესახებ გაგონილი მქონდა ინტერნეტ ლექციებიდან, თუმცა რეალურად ახლა გამოვიყენე პირველად. და აი ჩემი შედეგები. ტრენინგზე მტკიოდა ყელი, თუმცა არ მახსოვდა, რადგან გართული ვიყავი 400 კილოიანი პრობლემები მოგვარებით, და რა თქმა უნდა ეს პრობლემები იქვე დარჩნენ, რადგან ძალიან რთული აღმოჩნდა დამწყებისთვის. მეორე დილას ყელმა ისევ შემახსენა თავი. თავიდან ბოლომდე შევასრულე ყველა მითითება. ეს არ იყო რთული რადგან ყელის ტკივილი ახალი დაწყებული იყო და არ იყო საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა. ბედნიერი ვიყავი რომ ეფექტი დავაფიქსირე პროცესის დასრულებამდე. მთელი დღე ვზეიმობდი გულში პატარა გამარჯვებას.

თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც საღამოს ტკივილი ისევ დამიბრუნდა. ვერ ვხვდებოდი სად დავუშვი შეცდომა. რა გავაკეთე არასწორად, რა დამავიწყდა. როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედე შეცდომებს, რომელთა შესახებაც საუბრობდნენ ტრენინგზე ვერც ერთ მათგანში ვერ ვიპოვე ჩემი თავი. ღამე მოვიდა პასუხი. პატიების წერილები (ნებისმიერი წერილი) -წამალი არ არის, რომელსაც შეუძლია სიმპტომების მოხსნა. ეს არ არის ერთჯერადი სამუშაო, რომელიც სრულდება ნებისყოფის ძალისხმევით, რადგან ჩემი ჯიუტი სახის წინ გაჩნდა სტაფილო მოგვარებული პრობლემისგან მიღებული სარგებლის სახით. მე მივხვდი, რომ ტკივილი დამიბრუნდა იმის გამო, რომ ჩემი დამოკიდებულება მთავარი მოქმედი გმირის მიმართ დაუბრინდა ძველ ლიანდაგებს. მე ვაზროვნებდი ადრინდელივით, ავტომატურად, ვმოქმედებდი ძველებურად და ისე რომ ვერც ვიაზრებდი ისევ ვუსმენდი შინაგანი კრიტიკოსის მოძველებულ პლასტინკას. ამის შემდეგ ავიღე წინა ღამეს დაწერილი წერილები და დავიწყე მათი კითხვა. ვიგრძენი, რომ ისინი ჩემთვის არ იყო აღსარება, არამედ უფრო ლოცვა, განწყობა, მანტრა. ეს უკვე რეგულარული პრაქტიკაა და ეს ხელჯოხი დამჭირდება მანამ სანამ არ მივეჩვევი ახლებურად ფიქრს. წერილების წაკითხვის შემდეგ ტკივილი შემიმსუბუქდა და გული გამითბა. ეს იყო ჩემი აღმოჩენა, ჩემი შედეგი».

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff