დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ

დიმიტრი ტროცკი
5
2

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ა...

უყურადღებობის ჩვევა

 

უყურადღებობის ჩვევა

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პრობლემების მოგვარება აქ და ახლა იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ჩვენთან არიან ცხოვრების სხვადასხვა მომენტში. ამისთვის საჭიროა ვიყოთ ყურადღებით - უნდა შეგვეძლოს კონცენტრირება იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება რეალურ დროში. ხშირად ტრენინგებზე და ლექციებზე ადამიანები სვამენ შეკითხვებს, მაგრამ პასუხს ბოლომდე არც უსმენენ. ცდილობენ მაშინვე დასვან სხვა შეკითხვა ან ფიქრებით სადღაც სხვაგან მიდიან. მეორე სახის სიტუაცია: ტრენინგის ერთი მონაწილე სვამს შეკითხვას, რომელზეც იღებს დეტალურ პასუხს, შემდეგ ხელს იწევს მეორე მონაწილე და სვამს ზუსტად იგივე შეკითხვას!

დღეს ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციას იღებენ ყოველდღიურად. ამის გამო ინფორმაციის ათვისების უნარი შესუსტებულია. ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო ტვინი ვეღარ ასწრებს მის გადამუშავებას. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ფილტრაციის სისტემას გააჩნია უნარი გაფიტროს ყველა არასაჭირო ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ ადამიანი იმდენად გადართულია იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს და აკეთოს რაღაცეები მათთვის ვისაც ვალი არ დაუბრუნა, რომ მას მუდმივად ჩაესმის ამ ადამიანების ხმები- დედის, მამის, ძმის, დის, მეგობრების, მასწავლებლების, კოლეგების, უფროსის და ა.შ.
მე მაქვს ცალკე ლექცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩნდება ჩვენს თავში ასეთი ხმები. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ თუ ადამიანთან არ ვართ გულწრფელი ეს წარმოშობს დანაშაულის გრძნობას, ეს კი თავის მხრივ ჩვენში ბადებს ამ ადამიანებისთვის რაღაცის დამტკიცების მოთხოვნილებას. რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, მით მეტია ვალი; რაც მეტია ვალი, მით უფრო მრავალხმიანი გუნდის ხმა ჩაგვესმის გონებაში.

როდესაც ჩვენი ლექციების და ტრენინგების მონაწილეები იწყებენ მონანიების პრაქტიკების კეთებას, პირველი ეფექტი არის ის, რომ -გონებაში ისადგურებს სიჩუმე. ამის შემდეგ ჩნდება ახლანდელ მომენტზე კონცენტრაციის, ცხოვრების მთელი სისავსით შეგრძნების უნარი.

როგორც კი თქვენ გახდებით ყურადღებიანი ადამიანი და დაიწყებთ თქვენი ახლობელი ადამიანების დანახვას, იმის მოსმენას, თუ რისი თქმა უნდათ მათ თქვენთვის, ამის შემდეგ დაინახავთ, რომ ნებისმიერი პრობლემა თქვენთან მოდის უკვე მზა მოგვარების გზით. ისევე როგორც დარბაზებში, სადაც ჩვენი ტრენინგები ტარდება შესასვლელი და გასასვლელი ერთად არის.

ყურადღების შესახებ ჩემი სიტყვების დამადასტურებელია ის, რომ გამოხმაურებებში ხშირად წერენ რაღაც ამდაგვარს: „მშობლებს ვთხოვე პატიება, შემდეგ უცებ გავიაზრე: დიმა, ყველაფერი რასაც შენი ლექციების დროს ცდილობ რომ გაგავაგებინო ჩემს მამას უკვე არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, თუმცა მისი არ მესმოდა!“ ასე რომ მონანიების პრაქტიკის კიდევ ერთი დადებითი ეფექტია: რაც უფრო ნაკლები ვალი გექნებათ, მით უკეთესი იქნება თქვენი ყურადღების უნარი და 100%-ით ცხოვრების შესაძლებლობა.

არსებობს ასეთი გაგება - ფრაქტალი, რაღაც დიდის ასახვა წვრილმანებში. ქირომანტიის პრაქტიკის პერიოდში მე დავინახე, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არსებობდა 10-20-30 წლის წინ ან თუნდაც გუშინ, როგორც სარკეებიან ოთახში, აირეკლება დღევანდელ დღეს. თუ გარშემო ხალხს აღვიქვამთ სარკედ, მაშინ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ მათი დახმარებით რეალურ მომენტში. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - ის ყურაღდება რომელზეც ვსაუბრობდი.

შეგვიძლია ეს გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით - ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, მაგალითად მეტროში. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა:“ რით შემიძლია ამ ადამიანებს გამოვადგე ამ მომენტში?“ ან „რაში ვარ არაგულწრფელი მათ მიმართ?“ შესაძლოა თქვენს ახლოს ორსული ქალბატონი დგას, თქვენ კი თავს „იკატუნებთ“ თითქოს გძინავთ, ან არ იმჩნევთ, რომ საჭიროა ვინმესთვის ადგილის გათავისუფლება. არსებობს არაპირდაპირი ინტერპრეტაციაც: უნდა გადახედოთ თქვენს ყველაზე ძლიერ კომუნიკაციას დღემდე, გაიხსენოთ ადამიანები, რომლებიც აქტიურად თუ პასიურად ახდნენ ზეგავლენას თქვენს ცხოვრებაზე. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, მეგობარი, შეყვარებული, შეიძლება იყოს მასწავლებელი, შვილი... ყოველ შემთხვევაში მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანები, რომელებიც მარტო ცხოვრობენ ტყეში და არავისთან არ აქვთ კონტაქტი. აუცილებელია დღეისთვის არსებული მტკიცე კავშირების პოვნა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ ურთიერთობების მიმართ. ამ პრობლემების მოგვარების გასაღებია შეკითხვაში: “რა როლი მერგო ამ ადამიანთან?“ ხომ არ ვარ მისი შვილი, მეგობარი, მეუღლე... და შემდეგ გულწრფელად გაეცით პასუხი სად იტყუებით ამ ადამიანთან მიმართებაში, სად თვალთმაქცობთ მასთან, სად ხართ არაგულწრფელი.

ეს იმდენად მარტივი კონცეფციაა, რომ სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად რომ ვინმემ შეძლოს მისი გაგება. რაც უფრო მარტივია - მით უფრო რთულია. ამიტომ არსებობს ფსიქოლოგია - მეცნიერება, რომელიც ართულებს მარტივს და პასუხებს ეძებს გუშინდელ დღეში. ასევე ეზოთერიკა - მეცნიერება, რომელიც პასუხებს ეძებს ხვალინდელ დღეში. ეს ორი მეცნიერება ძალიან მოთხოვნადია ჩვენს დროში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან იშვითად რომ ვინმეს უნდოდეს საკუთარი როლის შესრულება აწმყოში.

ჩვენ ყველას გადაგვხდენია ისტორია, როდესაც იმ ადამიანის ყურადღების გამო, რომელიც ჩვენს გვერდით აღმოჩნდა, რაღაც პრობლემის გადაჭრა მოვახერხეთ ჩვენს ცხოვრებაში. ვთქვათ ადამიანს გაუჩნდა რაღაც პრობლემა, რომლის შესახებაც ვერავის ვერ უყვება და ამ ტვირთს გულით ატარებს. ჩაჯდა მატარებელში და პირველ შემხვედრს „გული გადაუშალა“, რომელმაც ჩუმად მოუსმინა. და მოხდა სასწაული - შესაძლოა ავადმოყოფობისგანაც კი განიკურნა. უბრალოდ ადამიანი გამსუბუქდა - როგორც აღსარების შემდეგ და მოხდა მონანიება. ადამიანმა რეალურად მოახერხა ყოფილიყო ის ვინც არის თუნდაც მცირე დროით, და ამ მომენტში მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი აღმოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელთანაც ის გაიხსნა ისე როგორც არავისთან.

მოგიყვებით ასეთ ისტორიას. ერთი ქალბატონი 20 წლის მანძილზე ასთმით იტანჯებოდა, საქმე ბოლოს ინექციებამდე მივიდა - ინჰალატორი აღარ შველოდა. ერთ ახლობელთან ერთად ის წავიდა რომელიღაც მონასტერში, რომ სიწმინდეებს მთხვეოდა. გზაში მან თანმხლებ ქალბატონს გული გადაუშალა და ამ მომეტში მოხდა სრული განკურნება - ამის შემდეგ მრავალი წელია ეს ქალბატონი ასთმას აღარ შეუწუხებია. ერთადერთი ახლობელი ადამიანი მისთვის აღმოჩნდა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთდ მიდიოდა სალოცავად. მაგრამ ამ ქალბატონმა საკუთარი განკურნება დაუკავშირა არა თავის მეგობარს, არამედ მონასტერს.

როდესაც რაღაც პერიოდის შემდეგ მას სხვა დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ის ისევ წავიდა იმ მონასტერში. ფიქრობდა, რომ მუხლს მოიყრიდა სიწმინდეების წინაშე და კვლავ მოხდებოდა სასწაული. მაგრამ ამჯერად განკურნება აღარ მოხდა, რადგან საფლავი კი არ კურნავს, არამედ ცოცხალი ადამიანი, მისი გახსნილობა. საჭიროა ყურები, რომლებიც მოგისმენენ, თვალები, რომლებიც დაინახავენ შენს ტანჯვას და შეგძნების უნარი, რათა ეს ტანჯვა შეიგრძნოს.

არსებობს მარტივი (და ამ სიმარტივის გამო რთული) მეთოდი ყურადღების ახლა და ამ მომენტზე შესაჩერებლად - ეს არის ვინმესთვის რამის გაკეთება. ასეთ მომენტში შენ იწყებ ფიქრს არა საკუთარ თავზე და საკუთარ პრობლემებზე, არამედ კონცენტრირებას ახდენ სხვა ადამიანზე. როდესაც რაღაცას აკეთებ შენი ქვეყნისთვის, შენი კარის მეზობლისთვის თუ საკუთარი ოჯახისთვის ნებისმიერ შემთხვევაში რამის კეთება გაიძულებს თავად პროცესზე კონცენტრირებას. რადგან თუ მაგალითად კონცენტრირებას არ მოვახდენთ ლურსმანზე მისი დაჭედებისას, ჩაქუჩს 100%-იანი ალბათობით თითში ჩავირტყამთ. რასაც არ უნდა აკეთებდე, აკეთე მთელი გულით, მაქსიმალური გულწრფელობით. „ადამიანების მსახურება - ეს არის თავად ღმერთის მსახურება“. ღმერთმა კი იცის, ვისი რა გვმართებს, სად ვიტყუებით და როგორ უნდა დაგვეხმაროს ამ შავი პანდორას ყუთიდან გამოსვლაში, როგორ უნდა გავაკეთილშობილოთ ჩვენი ცხოვრება.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff