დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ

დიმიტრი ტროცკი
5
1

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ა...

პრობლემა

 

პრობლემა

წინა ორი სისტემა „მატრიოშკა“ და „სამყაროს კანონები“ - რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრებისული გზის გლობალურ აღწერასთან, ბოლომდე ამოვწურეთ. მაგრამ ჩვენს გზაზე სიარულის გარდა ხანდახან ვაწყდებით დაბრკოლებებს - ავადმყოფობებს, კონფლიქტებს, ფინანსურ სირთულეებს, არჩევანის გაკეთების სირთულეს და ა.შ. ეს არის ლოკალური პრობლემები, რომლებიც ახლა გვაწუხებს. ამიტომ მათ მოსაგვარებლად გთავაზობთ კიდევ ერთ სისტემას. ამ სისტემის დამხმარებით შესაძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა: რატომ მოხდა ესა თუ ის სიტუაცია, ჩემმა რომელმა ქმედებამ წარმოშვა ეს სიტუაცია და როგორ უნდა მოვაგვარო ის.

თავიდან დავიწყოთ თეორიით. ნებისმიერი ჩვენი პრობლემა წარმოიქმნება არა რაიმე გარე პირობების არამედ მათზე ჩვენი რეაქციის შედეგად. წარმოიდგინეთ, რომ შენობაში, სადაც თქვენ ამ წიგნს კითხულობთ შემოვიდა ლომი. რა მოხდება?თქვენ იგრძნობთ ძლიერ შიშს და ეს შიში გაიძულებთ იმოქმედოთ - ან გაიქცეთ, ან თავს დაესხათ და თავი დაიცვათ.

ასე მუშაობს აბსოლუტურად ნებისმიერი გრძნობა - ის წარმოიქმნება მხოლოდ იმისთვის, რომ გვიბიძგოს მოქმედებისკენ. სიმპათია გვაიძულებს მივიდეთ ადამიანთან მის გასაცნობად; ანტიპატია გვაიძულებს დისტანციის დაცვას, მაგალითად ბომჟის დანახვისას მეტროში; სევდისგან ვტირივართ; სამსახურში უპატივისმცემლობის შეგრძნება და შთაგონების არ არსებობა გვაიძულებს ვეძებოთ ახალი სამსახური. მადლიერების გრძნობის გამო ვჩუქნით საჩუქრებს და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ასეა ჩაფიქრებული ბუნებისგან.

მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი რეაქცია - უმოქმედობა, თავის მოჩვენება თითქოს „ეს მე არ ვარ, ეს ჩემს თავს არ ხდება“. გამიგია, რომ ეს მეთოდი მოქმედებს დათვებთან: უნდა დაწვეთ და მკვდრად მოაჩვენოთ თავი. ყველა სხვა დანარჩენ სიტუაციაში სწორედ ეს უმოქმედობაა ჩვენი პრობლემების დასაწყისი. უმოქმედობა ეს არის როცა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი გრძნობები და განცდები შევიგრძნოთ, გამოვხატოთ და ამ ენერგიის გამო რაღაც მოვიმოქმედოთ, ჩვენ ჩუმად ვართ და გულგრილობას ვიჩენთ. ან ვამბობთ რაღაცას, მაგრამ არა იმას რასაც ვგრძნობთ. ამის გამო ჩვენ შიგნით დაიწყება ამ გამოუხატავი გრძნობის ხრწნა, ამას დაემატება დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ არ ვართ ნამდვილები და ჩვენი შემდგომი ქმედებები უკვე ნაკარნახევია დანაშაულის გრძნობით. ამ სისტემის მაგალითზე გიჩვენებთ როგორ მუშაობს ის ცხოვრებაში.

სისტემა საკუთარ თავში მოიცავს 7 მარტივ საფეხურს, რომლებიც უნდა ადგე და შეასრულო. თითოეულ პუნქტს დეტალურად აგიხსნით. ავიღოთ კალამი და დავიწყოთ წერა...

ჩემი პრობლემა

ეს ძალიან მარტივი პუნქტია, მაგრამ ტრენინგზე „უკან წარსულში“ რამდენიმე საათი გვჭირდება იმაზე, რომ მონაწილეებმა შეძლონ მათთვის აქტუალური პრობლემის ფორმულირება.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა გინდათ, რომელი პრობლემის მოგვარება გესაჭიროებათ.

ერთ-ერთ ტრენინგზე ერთი ქალბატონი მომიყვა, რომ მან მეუღლესთან ერთად აიღო დიდი იპოთეკა, რომლის გადახდაც უჭირდათ. მან საკუთარი სურვილი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა -„მინდა მქონდეს ბევრი ფული“. როგორ გგონიათ რა მოხდა? მან მუშაობა დაიწყო ბანკში და ყოველ დღე ხედავდა უამრავ ფულს, თუმცა მისი იპოთეკის დაფარვაზე ამ ყველაფერმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. მისი პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობდა - მისი პრობლემა იყო იპოთეკა.

წარმოიდგინეთ, რომ ავიღე სკამი, ფეხზე დაგადგით და შემდეგ ზედ დავჯექი. ასე გამოიყურება და შეიგრძნობა რეალური, ამ წუთიერი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია ამ სისტემის დახმარებით.

ჯობია დავიწყოთ რაიმე მარტივი და რეალურად ლოკალური პრობლემით. მაგალითად, ჰერპესი, გრიპი, „ახალ სამსახურს ვერ ვპოულობ“, კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან, დიდი მოცულობის თანხების დაკარგვა და ა.შ.

„პრობლემა მაქვს დედასთან“ - ეს პრობლემის არასწორი ფორმულირებაა. შეიძლება ამუშავდეს უნივერსალური კანონი: „არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა“. ეს მართლაც შესაძლებელია. ამიტომ ისწავლეთ პრობლემის სწორად ფორმულირება. პრობლემა, რომლის მოგვარებაც მინდა:

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

 

როდის გაჩნდა ეს პრობლემა?

აქ საჭიროა კარგად გავისხსენოთ, როდის წარმოიშვა ეს პრობლემა - კონკრეტული წელი ან თვე, დღეც კი, ზუსტი ასაკი. თუ პრობლემა არის „ფულის ნაკლებობა“, გაიხსენეთ როდიდან იგრძენით რომ ფული არ გყოფნით. როგორც წესი ყველაზე ადვილია კონკრეტული მომენტის გახსენება, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, რადგან არსებობს დიაგნოზის დასმის კონკრეტული თარიღი ან როდესაც სიმპტომები დააფიქსირეთ.

ხანდახან ამ ეტაპზე საჭიროა „პრობლემის ჩამოყალიბების პუნქტთან დაბრუნება“. მაგალითს მოგიყვანთ ტრენინგიდან. მამაკაცმა ჩამოაყალიბა პრობლემად ფულის ნაკლებობა ბიზნეს პროექტის რეალიზებისთვის, ვპოულობთ იმ წერტილს როდესაც გაჩნდა შეგრძნება, რომ საჭიროა ამ პროექტის განხორციელება, ფული კი არ არის. გადავახვიოთ ცოტა კიდევ უკან და დავინახავთ, რომ ამ პროექტის შექმნის სურვილი მოდის არა გულიდან, არამედ მშობლების წინაშე თავის კარგად წარმოჩენის გამო. ამიტომ მოსაგვარებელი პრობლემა შევცვალეთ.

ხანდახან პრობლემა შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პერიოდულობით. საჭიროა ამ პერიოდების ან კონკრეტული თარიღების მითითება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემის დახმარებით შეიძლება მხოლოდ იმ პრობლემების მოგვარება, რომელთაც გააჩნიათ კონკრეტული ათვლის წერტილი.

მაგალითად, ფული ყოველთვის იყო, მაგრამ რაღაც მომენტში გაჩნდა უფულობის პრობლემა - ქურდობა, ხელფასის შემცირება, გაკოტრება. თუ არასდროს არ გქონდათ ფული, მაშინ ასეთი შემთხვევის მოგვარება შეიძლება „მატრიოშკის“დახმარებით, ეს არის სოციუმის დონე.

ისეც ხდება, რომ ვერ ვიხსენებთ როდიდან დაიწყო ესა თუ ის პრობლემა, თითქოს რაღაც გვიშლის ხელს, შინაგანი ხედვა დაბინდულია. სისტემა მუშაობს მხოლოდ მეხსიერებაზე, თუ არ გახსოვთ, მაშინ ჯობია მოცემული პრობლემის მოგვარება გადადოთ. შესაძლოა იქ იყო რაღაც მტკივნეული, რის მისაღებადაც და განსაცდელად მზად არ ხართ.

როგორ გაჩნდა ეს პრობლემა?

___________________________________________ ___________________________________________

ვის ჰქონდა გავლენა ჩემს ცხოვრებაზე იმ პერიოდში?

აქ უნდა გაიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც იმ პერიოდში თქვენს ახლოს იყვნენ და რაიმე სახით ზეგავლენას ახდენდნენ თქვენზე, ან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ თქვენს ცხოვრებაში პრობლემის წარმოქმნის მომენტში და უფრო ადრეც. მაგალითად, თუ პრობლემა მოდის დაბადებიდან ან ადრეული ბავშობიდან, მაშინ როგორც მინიმუმ დედ-მამა (ან შეიძლება მხოლოდ დედა) იყო თქვენთან, ასევე შეიძლება ყოფილიყვნენ ბებია და ბაბუა, ძმა ან და. თუ პრობლემა მოგყვებათ სკოლის ასაკიდან, მაშინ მშობლების გარდა უნდა გავიხსენოთ მასწავლებლები, კლასელები, მეგობრები.

აქ საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ზოგადად იყვნენ თქვენს ცხოვრებაში და მხოლოდ პრობლემის წარმოქმნაში არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. მაგალითად თუ პრობლემის სახით მიუთითეთ, რომ ბიზნესში შემცირდა კლიენტების რაოდენობა, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიხსენოთ არამარტო ბიზნეს პარტნიორი, თანამშრომლები, მთავარი ბუღალტერი, არამედ მეუღლეც, მშობლები. ანუ ყველა ის ადამიანი, რომლებიც პრობლემის წარმოქმნის მომენტში თქვენს უახლოეს გარემოცვაში იყვნენ და გავლენას ახდენდნენ თქვენს ცხოვრებაზე. ერთადერთი ვინც შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ არიან თქვენი შვილები.

სვეტებად ჩამოწერეთ ეს ადამიანები.

მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში:

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

___________________________________________

რას ვგრძნობდი ამ ადამიანების მიმართ?

იღებთ ამ ადამიანების ჩამონათვალს, იღებთ თქვენთვის ნაცნობ გრძნობათა ცხრილს და თითოეული სახელის გასწვრივ წერთ გრძნობას, რომელსაც გრძნობდით ამ ადამიანების მიმართ პრობლემის წარმოქმნის მომენტში ან პრობლემის წარმოქმნამდე, ან ახლა რას გრძნობთ მის მიმართ.

როგორ გამოვხატავდი ცხრილში მოცემულ გრძნობებს სიტყვებით?

ტყუილად არ აქვს ამ პუნქტს ასეთი კონკრეტული ფორმულირება. “როგორ გამოხატავდი საკუთარ წყენას? - გაიბუტე და ჩუმად იყავი?“ „როგორ გამოხატავდი აგრესიას? - ჯანდაბაში გავუშვი“. აი ასეთი ვარიანტები არ მუშაობს. ეს არის არა გრძნობების გამოხატვა, არამედ ემოციის. თუ მე ვსვამ ჩაის, შევიგრძნობ მის გემოს - ეს არის გრძნობა, რაღაც პერიოდის შემდეგ მივდივარ ტუალეტში, აი ის რაც ჩემგან გამოვა არის ემოცია. ემოციები ეს არის - გრძობების შხეფები, ორთქლი, მაგრამ არა გრძნობა.

შესაძლოა, რომ რაღაც გრძნობებს მართლაც გამოხატავდით, თუმცა დარწმუნებული ვარ არა უმეტეს ნაწილს.

ამიტომ თუ რაღაც გრძნობებს გამოხატავდით ცხრილში მოცემული კონკრეტული სიტყვებით აღნიშნეთ. სხვების გასწვრივ კი მიაწერეთ - არანაირად არ გამოვხატავდი.

ვინ უნდა ვყოფილიყავი ამ ადამიანისთვის?

აქ ჩვენ დავუბრუნდით ჩემს საყვარელ თემას როლების შესახებ, რომელსაც ჩვენ უნდა ვასრულებდეთ. მოდით განვიხილოთ მაგალითი. მამაკაცმა პრობლემად დაასახელა ბუასილი, რომელიც გაუჩნდა 8 წლის წინ. ძირითადი მოქმედი პირები - მეუღლე და საყვარელი.

გადავხდოთ სქემას. არსებობს წერტილი ახლა და რაღაც წერტილი წარსულში, როდესაც გაჩნდა პრობლემა ან როდესაც თქვენ ის გააცნობიერეთ. მაგრამ მიზეზი რის გამოც ეს პრობლემა გაჩნდა უფრო ადრინდელია. უნდა გადახედოთ დროს პრობლემის წარმოშობამდე და გულწრფელად იკითხოთ: რა როლს ვთამაშობდი ჩემს ცხოვრებაში მთავარი მოქმედი პირებისთვის?

12a 

მამაკაცი ამ კონკრეტულ მაგალითში არ იყო ქმარი საკუთარი ცოლისთვის: ის იყო მუდმივი თანამოსახლე, რომელიც მოდიოდა რომ ეჭამა, დაეძინა, ტანსაცმელი გამოეცვალა, ამ ყველაფრისთვის ფულს იხდიდა, რომელსაც აძლევდა მეუღლეს ოჯახზე ზრუნვისთვის და ასევე მისი პირადი საჭიროებისთვის. ის არ გამოხატავდა მის მიმართ მადლიერებას, არ გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს. შემდეგ მან გაიჩინა საყვარელი და ამის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში გაუჩნდა ბუასილი. მამაკაცი უპასუხისმგებლოდ მოიქცა საკუთარი მეუღლის მიმართ, ის არ იყო მისთვის ქმარი.

ამის შემდეგ 8 წლის განმავლობაში მამაკაცი ვერაფერით ვერ ახერხებდა გადაწყვეტილების მიღებას: ოჯახიდან წასვლა არ უნდოდა, რადგან მეუღლის მიმართ ჰქონდა რაღაც გრძნობები, მაგრამ საყვარელსაც ვერ ტოვებდა, ის კი მამაკაცისგან მოითხოვდა ცოლთან განქორწინებას. ბუასილი ყოველ წელს უფრო მწვავდებოდა და ბოლოს ოპერაციაც გახდა საჭირო. ტრენინგზე „ბედისწერის ტრანსფორმაცია“ მამაკაცი მოვიდა მეუღლესთან ერთად. პირველივე ღამეს მას შემდეგ რაც გადახედა თავის სიტუაციას ის ესაუბრა მეუღლეს და უკვე დილით ბუასილი სადღაც გაქრა. ის წერდა, რომ ტრენინგის შემდეგ ის ყველა დაავადებისგან განიკურნა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულწრფელად თქვით: ვინ უნდა ყოფილიყავით და სინამდვილეში ვინ იყავით ამ ადამიანებისთვის? დედისთვის და მამისთვის უნდა ყოფილიყავით შვილი, მაგრამ სინამდვილეში იყავით მოსამართლე, ფსიქოლოგი ან უბრალოდ უმადური ნაძირალა. ძმისთვის უნდა ყოფილიყავით ძმა, უფროსი ადამიანისთვის პატივი უნდა გეცათ, უმცროსს მხარში უნდა ამოდგომოდით და დახმარებოდით. მასწავლებლისთვის -მოსწავლე, მეგობრისთვის დასაყრდენი და მხარში მდგომი.

ერთხელ ტრენინგზე, როდესაც ვყვებოდი ამ სისტემის შესახებ, გოგონა წამოდგა და იკითხა, „რა როლი უნდა შემესრულებინა ჩემი თანამოსახლის საყვარლის მიმართ?“ მთელი დარბაზი დაწვა სიცილით.

არსებობს როლები, რომელთა შესრულებაც დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე, თავდაჯერებულობაზე, მიზნების მიღწევაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე - წარმატებაზე. არსებობს ფსევდო როლები, როგორიც არის საყვარელი, თანამოსახლე ან ფორმალური ქორწინება, ასეთი როლები გვაკარგინებენ დროს, ოჯახურ ბედნიერებას, ბინას, წარმოქმნიან ფინანასურ პრობლემებს, დაავადებებს, შიშებს. შეიძლება ითქვას, რომ ფსევდო როლები გვართმევენ პასუხს შეკითხვაზე:“ვინ ვარ სინამდვილეში, რა უნდა ვაკეთო? სად უნდა წავიდე?“ შევყავართ ჩიხში.

თუ თქვენ მიხვდით, რომ რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდით ფსევდო როლში თქვენ თავს უნდა მისცეთ დრო რომ 100%-ით გაერკვეთ და შეცვალოთ როლი. მაგალითად „მეგობარი გოგონას“ და „მეგობარი ბიჭის“ სტატუსით ყოფნა შეიძლება კომფორტული იყო ნახევარი წელი, 1 წელი ან 1.5 წელი. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე გარდაუვალია შეკითხვა: გვაქვს კი საერთო მომავალი, რა გვაქვს საერთო? საჭიროა გაერკვეთ და ჩამოყალიბდეთ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff