სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

მომავლის ფსიქოლოგია; ცნობიერების თანამევდროვე კვლევების გაკვეთილები

მომავლის ფსიქოლოგია 
ცნობიერების თანამევდროვე კვლევების გაკვეთილები

ამ სამუშაოს ამოცანა იყო ჯანმრთელობის ან ავადმყოფობისას ადამიანის სულის ბუნებაზე ჩემი განცდებისა და დაკვირვებების დასკვნების გაკეთება, რომელიც დავაგროვე ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამჯერად მე ფოკუსში მოვაქცევ იმ აღმოჩენებს, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზული თეორიულ გამოცდას აკადემიური ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიისათვის და მივყავართ ადამიანის ცნობიერებასა და სულზე ჩვენი ახლანდელი გაგების გადახედვამდე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ იგი ეთანხმდებოდეს ახალ აღმოჩენებს, ახდენდეს მათ გაცნობიერებას და ახსნას.

ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობები
 
ჩემი უმთავრესი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ფოკუსში მოვაქციო ის განცდები, რომლებსაც აქვთ განკურნების, გარდაქმნისა და განვითარების პოტენციალი და რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის სულისა და სინამდვილის ბუნების  გამოსადეგ წყაროს.ასევე მივანიჭებ განსაკუთრებულ ყურადღებას ამგვარი განცდების წახნაგებს, რომლებიც წარმოაჩენენ ცხოვრების სულიერ კანონზომიერებებს. ამასთან დაკავშირებით ცნება «ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობები» ზედმეტად ზოგადია, რადგან მოიცავს მდგომარეობების გრძელ ჩამონათვალს, რომლებიც ამ მხრივ უინტერესოა და არ ეხება თემას.
 
ცნობიერებამ შეიძლება სიღრმისეული ცვლილებები განიცადოს სრულიად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების ზეგავლენით, როგორებიცაა: თავის ტვინის ტრავმა, ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები და ინფექციები,  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ან თავის ტვინის ავთვისებიანი პროცესები. მსგავსი შემთხვევები, რა თქმა უნდა, შეიძლება თავის ტვინის მუშაობის მხრივ იწვევდეს ღრმა ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მათი «ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების»კატეგორიაში შეყვანას. თუმცა ამგვარი დაზიანებები, რომლებიც წარმოადგენენ  მიზეზს «ჩვეულებრივი ბოდვის» ან«ორგანული ფსიქოზების»– მდგომარეობებისა, რომლებიც ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანია კლინიკური თვალსაზრისით, არ ესადაგება ჩვენი თემის შინაარს. რადგან ხალხი, რომლებიც ამგვარი დაზიანებებისგან იტანჯებიან, როგორც წესი კარგავენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს, ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვინაობას.ამის გარდა, მათი გონებრივი უნარები საგრძნობლად დაქვეითებულია.ამასთანავე, როგორც წესი, მათში შეინიშნება ინტელექტუალური აზროვნების დარღვევები და შემდგომ  განცდების სრული ამნეზია.
 
ამიტომ  მსურს ჩვენი თხრობის ფოკუსში მოვაქციო  ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების დიდი და მნიშვნელოვანი ქვეჯგუფი, რომლისთვისაც თანამედროვე ფსიქიატრიას არც კი გააჩნია განსაზღვრული ტერმინი. და რადგან მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობები იმსახურებენ სხვებისგან გამოყოფას და ცალკე კატეგორიად გამოცალკევებას, მოვიფიქრე მათთვის სახელწოდება ჰოლოტროპული(Grof, 1992). ეს შედგენილი სიტყვა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს  «მთლიანობისკენ მიმართულს» ან «მთლიანობის მიმართულებისკენ მოძრავს» (ბერძნულისგან. holos– მთლიანი დაtrepein–რაღაცისკენ ან რაღაცის მიმართულებით მოძრავი). ამ სახელწოდების ზოგადი მნიშვნელობა და მისი გამოყენების მართებულობა გამოჩნდება ამ საქმიანობაში მოგვიანებით. იგი გულისხმობს, რომ ჩვენ ყოველდღიურ ცნობიერებაში, ჩვენ ვართ გაწილვადებული და  რომ ცნობიერების ჩვენეულ ყოველდღიურ მდგომარეობაში ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ მხოლოდ მცირე ნაწილთან იმისა, რანიც ვართ სინამდვილეში.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობები ხასიათდება ცნობიერების განსაკუთრებული სახეცვლილებით, რომელიც უკავშირდება ყველა მგრძნობელობით სფეროს ამაღელვებელ ცვლილებებთან და აზროვნების პროცესების ღრმა, ზოგჯერ უჩვეულო ემოციებსა და ღრმა ცვლილებებს. მათ თან სდევს მრავალმხრივი და დაძაბული ფსიქოსომატური გამოვლინებები და ქცევის არაშაბლონური სახეები. ცნობიერება იცვლება თვისობრივად, ამასთან ძალიან სიღრმისეულად და საფუძვლიანად, მაგრამ ის თითქმის არ ქვეითდება, როგორც ეს ხდება ბოდვით მდგომარეობებში. ჩვენ მოცული ვართ არსებობის სხვა განზომილებებით, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველიც კი. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ როგორც წესი ვაგრძელებთ სრულად ორიენტაციას ყოველდღიურ სინამდვილეში და არ ვკარგავთ მასთან კონტაქტს.ამასთანავე, ჩვენ განვიცდით ორ, სრულიად სხვადასხვა სინამდვილეს,  «ვაბიჯებთ რა ცალკეული ფეხით სხვადასხვა სამყაროში». ცნობილმა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა იუჯი ბლოილერმა მოიფიქრა ამ მდგომარეობებისათვის სახელწოდება«ორმაგი ბუღალტერია» (doppelte Buchfuehrung).
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების ძალიან მნიშვნელოვან და განმსაზღვრელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს უჩვეულო ცვლილებები მგრძნობელობითი აღქმის მხრივ.გარე სამყაროს ჩვენი მხედველობითი აღქმა  ჩვეულებრივ საგრძნობლად და უჩვეულოდ გარდაიქმნება, და, როდესაც ჩვენ ვხუჭავთ თვალებს, ჩვენ ვივსებით ხატებით ჩვენი პირადი ცხოვრებიდან ან ჩვენი პირადი და საზოგადო არაცნობიერიდან.ჩვენ შეიძლება გვქონდეს ხილვები, რომლებიც გვიხატავენ ბუნების, კოსმოსის ან მითოლოგიური სამეფოების ვიზუალურ ხედებს. ამას შესაძლოა თან ახლდეს განცდების ფართო სპექტრი, რომლებიც სხვა გრძნობათა სისტემათა ფოკუსში ხვდება: სხვადასხვა ბგერები, სხეულებრივი შეგრძნებები,  სურნელები და გემოები.
 
ემოციები, რომლებიც დაკავშირებულია ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან, მოიცავენ ფართო სპექტრს, რომელიც ბევრად შორდება ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების ფარგლებს.  ისინი მერყეობენ აღტაცებული აღმატების გრძნობებისგან, არამიწიერი ნეტარების და  «სიმშვიდის, რომელიც აღემატება ყოველივე შეცნობადს»,  უძირო ძრწოლამდე, სასიკვდილო შიშამდე, სრულ უიმედობამდე, სრული უსუსურობის მდგომარეობამდე, დანაშაულის შეგრძნებამდე და ემოციური ტანჯვის სხვა წარმოუდგენელ სახეობებამდე, რომლებიც ასახულია მსოფლიო რელიგიებში.  
 
ჰოლოტროპული მდგომარეობებს  ხშირად სულიერი ან მისტიკური არსი აქვთ.ჩვენ შეგვიძლია თანმიმდევრულად განვიცადოთ ფსიქოლოგიური სიკვდილი და ხელახლა დაბადება და ტრანსპერსონალური მოვლენების მდიდარი პალიტრა ისეთების, როგორებიცაა ერთიანობის გრძნობა სხვა ადამიანებთან, ბუნებასთან, სამყაროსა და ღმერთთან. ჩვენ ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ისიც, რაც თითქოსდა მეხსიერებიდან ტივტივდება სხვა გარდასახვებიდან, შევხვდეთ ნათელ არქეტიპულ ხატებს, ვეურთიერთოთ უსხეულო არსებებს  და ვეწვიოთ უთვალავ მითიურ ქვეყანას. ამგვარი სახის ჰოლოტროპულიგანცდებიწარმოადგენენ სამყაროსა და სიცოცხლის სულიერი ბუნების აღმწერი კოსმოლოგიური, მითოლოგიური, ფილოსოფიური და რელიგიური სისტემების არსებობის ძირითად წყაროს. ისინი წარმოადგენენ გასაღებს კაცობრიობის წეს-ჩვეულებითი და სულიერი ცხოვრების გასაგებად, დაწყებული შამანიზმიდან და ველური ტომების საკრალური ქმედებებიდანდამთავრებული მსოფლიო რელიგიებით.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების განსაკუთრებულად ნიშანდობლივ თვისებას წარმოადგენს მათი ზემოქმედება აზროვნების პროცესებზე. გონება არ სუსტდება, იგი უბრალოდს სხვაგვარად ფუნქციონირებს, რომელიც დიამეტრულად განსხვავდება მისი ყოველდღიური მოქმედებისაგან.თუმცა ჩვენ, შესაძლოა, არ გვქონდეს ყოველთვის უნარი სრულად დავეყრდნოთ ჩვენ საღ აზრს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საკითხებში - ჩვენ ბუკვალურად ავსებული ვართ შესანიშნავი ცნობებით მრავალ სხვადასხვა საგანზე.ჩვენ შესაძლოა გაგვიჩნდეს ღრმა ფსიქოლოგიური ინსაიტები ჩვენი წარსულის, ჩვენი არაცნობიერი მოძრაობების, ემოციური სირთულეებისა და ინტერპერსონალური პრობლემების შესახებ.  ჩვენ განვიცდით უჩვეულო მიგნებებსბუნებისა და კოსმოსის სხვადასხვა მხარეების თაობაზე, რომლებიც საგრნობლად აღემატება ჩვენ ზოგად განათლებასა და ინტელექტუალურ მარაგს.  თუმცა, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე საინტერესო ინსაიტები, რომლებიც აღმოცენდება ჰოლოტროპულმდგომარეობებში, ტრიალებს ფილოფოსიური, მეტაფიზიკური და სულიერი საკითხების ირგვლივ. 
 
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობები და კაცობრიობის ისტორია
 
უძველესი და თვითმყოფადი კულტურებიხარჯავდნენ ბევრ დროსა და ძალას ჰოლოტროპულიმდგომარეობების გამომწვევიცნობიერების ცვლილების ეფექტური მეთოდების შესაქმნელად.  ისინი სხვადასხვა გზებით ათავსებდნენ სიმღერას, სუნთქვას, დაფდაფების ხმას, რიტმულ ცეკვებს, საკვების შეზღუდვას, საზოგადოებიდან იზოლირებას და სენსორულ შიმშილს, ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და სხვა მეთოდებს.ეს კულტურები იყენებდნენ ამ მეთოდებს შამანური კამლანიების, განკურნების ცერემონიებსა და გადასვლის რიტუალებში – უმძლავრეს წეს-ჩვეულებრბში, რომლებიც ტარდება ბიოლოგიური და სოციალური ცხოვრების ცვლილებებისა, როგორებიცაა წინადაცვეთა, სქესობრივი მომწიფება, ქორწინება ან ბავშის დაბადება. ამ მიზნებისათვის მრავალი კულტურა იყენებდა ფსიქოდელიურ მცენარეებს. ყველაზე ცნობილი მათგან - კანაფის სხვადასხვა სახეობებია, მექსიკური კაქტუსი პეიოტი, ფსილოციბინის სოკოები, აფრიკული იბოგის ბუჩქი და ამაზონის ტყეების მცენარეები Banlsterlopsis caapi დაPsychotria viridis, იაგეს ან აიახუასკის მოქმედი ნივთიერებები.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობებისსხვა მნიშვნელოვან მეთოდებს წარმოადგენენ სულიერი საქმიანობის სხვადასხვა სახეოებები, რომლებიც მოიცავენ მედიტაციას, კონცენტრაციას, სუნთქვასა და ფიზიკურ სავარჯიშოებს, რომლებიც იოგის სხვადასხვა სისტემებში, ვიპასანასა თუ ძენ-ბუდიზმში, ტიბეტურ ვაჯრიანაში, დაოსიზმში, ქრისტიანულ მისტიკაში, სუფიზმსა და კაბალაში გამოიყენება.სხვა ხერხები გამოიყენებოდა იზიდასა და ოსირისის ეგვიპტურ ტაძრებში ჩატარებულ სიკვდილისა და ხელახლა დაბადებისრიტუალების უძველეს საიდუმლოებებში, ბერძნულ ვაკხანალიებში,  ატისსა და ადონისთან და ელევსინურ მისტერიებთან დაკავშირებულ რიტუალებში.ხერხების თავისებურებები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საიდუმლო რიტუალებში, დიდწილად რჩებოდნენ უცნობი, თუმცა ფსიქოდელიური ნაყენები მათში დიდ როლს თამაშობდნენ(Wasson, Hofmann and Ruck, 1978).
 
ცნობიერების  ჰოლოტროპული მდგომარეობების გამოწვევის თანამედროვე საშუალებებს შორის არის ფსიქოდელიური ნივთიერებები სუფთა სახით, რომელსაც გამოყოფენ მცენარეებიდან ან ახდენენ მათ ლაბორატორიებში, ასევე ფსიქოთერაპიული განცდების მძლავრი სახეობები, როგორებიცა ჰიპნოზი, ნეორაიჰიანული მიდგომები, პირველადი თერაპია და რებეფინგი. მე და ჩემმა ცოლმა ქრისტინამ შევიმუშავეთ ჰოლოტროპულისუნთქვისმეთოდი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოფს წვდომა ჰოლოტროპულმდგომარეობებამდეძალიან მარტივი ხერხით - გაცნობიერებული სუნთქვით, მოგონებების გამომწვევი მუსიკითა და  სხეულთან მიმართული მუშაობით. ცნობიერების შესაცვლელად არსებობენ ასევე ეფექტური ლაბორატორიული მეთოდები. 
 
ერთ-ერთი მათგანია - სენსორული დეპრივაცია, რომელიც გამოიხატება მნიშვნელოვანი მგრძნობელობითი გამღიზიანებლების რიცხვის საგრძნობ შემცირებაში. მის უკიდურეს გამოხატულებაში ადამიანი სრულად თავისუფლდება მგრძნობელობითი გამღიზიანებლებისაგან მუქ და ბგერაგაუმტარ რეზერვუარში მოთავსებით,  რომელიც სხეულის ტემპერატურის მქონე წყლითაა სავსე.ცნობიერების ცვლილების სხვა კარგად ცნობილი ლაბორატორიული მეთოდი -ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდი, როდესაც ადამიანი უკუკავშირის ელექტრონული სიგნალებით – შედის ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ტალღების სპეციფიური სიხშირეების დომინირებით ხასიათდება.ასევე შეიძლება იყოს ნახსენები ძილის და სიზმრის ან ცხადი სიზმრის თავიდან არიდების მეთოდები. 
 
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლოტროპული მდგომარეობების სხვადასხვა ხანგრძლივობის შემთხვევები ასევე შეიძლება თავისთავად მოხდეს, ყოველგვარი დასაბუთების, მიზეზის გარეშე და ხშირად ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. რადგან თანამედროვე ფსიქიატრია არ ავლებს საზღვარს მისტიურ და სულიერ მდგომარეობებს და ფსიქიკურ აშლილობებს შორის, ხალხს, რომელიც განიცდის ამ მდგომარეობებს, ხშირად აწებებენ ფსიქოზური აშლილობით დაავადებულებების იარლიყს და ათავსებენ საავადმყოფოებში და უქვემდებარებენ სტანდარტულ დამთრგუნველ ფსიქოფარმაკოლოგიურ მკურნალობას. მე და ჩემი ცოლი ქრისტინა ამმდგომარეობებს ვუდგებით, როგორც სულიერ კრიზისებს ან  «სულიერგამწვავებებს». ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მათ მიმართ სწორი მიდგომისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ემოციური და ფსიქოსომატური განკურნება, პიროვნების დადებითი გარდაქმნა და მეტი გაცნობიერება მოიტანონ(Grof and Grof 1989, 1990).
 
თუმცა მე მქონდა  ზემოხსენებული ჰოლოტროპული მდგომარეობების ყველა სახეობებთან შეხება, ყველაზე მეტი სამუშაო ჩავატარე ფსიქოდელიური თერაპიის სფეროში, ჰოლოტროპული სუნთქვისა და სულიერი გამწვავებების კუთხით. ეს სამუშაო ასევე ეფუძნება ძირითადად ჩემ ცოდნას ამ სამი სფეროდან, რომელშიც მაქვს ყველაზე დიდი პირადი გამოცდილება.  თუმცა, ზოგადი დასკვნები იქნება ჭეშმარიტი ყველა გარემობიესათვის, რომელიც მოიცავსჰოლოტროპულმდგომარეობებს.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობები ფსიქიატრიის ისტორიაში
 
უნდა აღინიშნოს, რომ სიღრმისეული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ისტორია  მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან – ფრანც მესმერის «ცხოველური მაგნეტიზმის» ექსპერიმენტებთან, სეანსებთან ისტერიულ პაციენტებთან, ჰიპნოზურ სეანსებთან ისტერიულ პაციენტებთან, რომლებიც ჩატარდა პარიზში ჟან-მარტენ შარკოს მიერ,  ჰიპნოზური მდგომარეობის კვლევებთან, რომელიც ჩატარდა იპოლიტ ბერნჰაიმისა და ამბურაზ ოგიუს ლიებოს მიერ ნანსიში.  ზიგმუნდ ფროიდის ადრინდელი ნამუშევრები შთაგონებულ იქნა მისი მუშაობით ქალ-პაციენტთან (ქ-ნი ანა ო.-სთან), რომელსაც აღენიშნებოდა უნებლიედ აღმოცენებადი  ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობები. თავდაპირველად ფროიდი პაციენტების არაცნობიერში შესაღწევად იყენებდა ჰიპნოზს, ხოლო შემდგომ ძირეულად შეცვალა თავისი მიდგომები.  
 
ამჟამად, როდესაც უკან ვიხედებით, უნდა აღინიშნოს, რომ აქცენტის გადატანა უშუალო განცდებიდან თავისუფალ ასოციაციებზე, ნამდვილი ტრავმიდან ოიდიპოსის ფანტაზიებზე და არაცნობიერი მასალის ცნობიერი გაცოცხლებიდან და გამათავისუფლებელი ემოციური განტვირთვისგან გადატანის ძალების ქმედების ანალიზზე არ იყო წარმატებული, რადგან ამან შეზღუდა და არასწორი მიმართულებისკენ უბიძგა მთელი დასავლური ფსიქოთერაპია მომდევნო 50 წლის მანძილზე (Ross, 1989). თუმცა სასაუბრო თერაპია შესაძლოა იყოს სასარგებლო ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარის შეძენისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით (მაგ. წყვილთა და საოჯახო თერაპიაში), იგი გამოდგა უეფექტო ემოციურ და ბიოენერგეტიკულ ბლოკებთან და მაკროტრავბმებთან, როგორიცაა დაბადების ტრავმა, მუშაობაში.
 
და ამგვარი მოვლენის შედეგად, XXსაუკუნის პირველი ნახევრის ფსიქოთერაპია იქცა ლაპარაკის სინონიმად: კითხვების დასმად პირისპირ, თავისუფალი ასოციაციებით ტახტზე და ბიჰევიორისტული დეკონდინდიშინინგად (deconditioning).  ამავდროულად,ჰოლოტროპულიმდგომარეობები, რომლებიც თავდაპირველად ეფექტურ თერაპიულ საშუალებად განიხილებოდა,თანდათან ასოცირდებოდა პათოლოგიასთან და არა განკურნებასთან.ამგვარი მდგომარეობის შეცვლა დაიწყო 1950-იან წლებში, ფსიქოდელიური თერაპიის შემოტანით და ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ.აბრაჰამ მასლოუს მეთაურობით მომუშავე ამერიკელი ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომელიც უკმაყოფილო იყო ბიჰევიორიზმითა და ფროიდისეული ფსიქოანალიზით, სათავე დაუდო ახალ რევოლუციურ მიმართულებას - ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას. ძალიან მოკლე დროში ეს მიმართულება გახდა  ძალიან პოპულარული და შექმნა ახალი პირობები ფსიქოლოგიური მკურნალობის ახალი სახეობების ფართო არჩევანისათვის.
 
თუ ფსიქოთერაპიის ახალი სახეობები დიდწილად იყენებდნენ სიტყვიერ მეთოდს და გონებრივ ანალიზს, ეს ახალი, ეგრეთ წოდებული განცდითი თერაპიები აქცენტს აკეთებდნენ უშუალო განცდებსა და ემოციების გამოხატვაზე და მკურნალობის განუყოფელ ნაწილად იყენებდნენ სხეულთან მუშაობის სხვადასხვა მეთოდებს. როგორც ჩანს, ახალი მიდგომებიდან ყველაზე ცნობილს წარმოადგენს ფრიც პერლზის გეშტალტ-თერაპია(Perls, 1976). თუმცა,  ემოციურ განცდაზე გაკეთებული აქცენტის მიუხედავად, ამ თერაპიების სახეობების უმეტესობა ჯერ კიდევ დიდწილად ეყრდნობოდა სიტყვიერ ურთიერთობას და საჭიროებდა იმას, რომ პაციენტი ყოფილიყო ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში. ყველაზე რადიკალურ სიახლეს თერაპიის ჭრილში წარმოადგენდნენ ის მიდგომები, რომლებიც მოქმედებდნენ იმდენად ძლიერად, რომ ძირეულად ცვლიდნენ პაციენტების ცნობიერებას. ამგვარ მეთოდებს მიეკუთვნებიან ფსიქოდელიური თერაპია, ჰოლოტროპული სუნთქვა, პირველადი თერაპია, რებეფინგი და სხვა.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების თერაპიული მიზნით გამოყენება– დასავლურ ფსიქოთერაპიაში ჯერ კიდევ ახალ აღმოჩენას წარმოადგენას.თუმცა პარადოქსი  მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამავდროულად წარმოადგენს განკურნების უძველეს მეთოდს, რომელიც სათავეს იღებს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან. თერაპიები, რომლებიც იყენებენჰოლოტროპულმდგომარეობებს, წარმოადგენენ განმეორებით აღმოჩენას და თანამედროვე ახლებურ ინტერპრეტაციას იმ სტიქიებისა და საწყისების, რომელთა შესაძებ დოკუმენტურად მოწმობენ ისტორიკოსები და ანთროპოლოგები, რომლებიც სწავლობენ სიკვდილისა და ხელახლა დაბადების საკრალურ საიდუმლოებებს, გადასვლის რიტუალებს, სულიერი განკურნების უძველეს და პირველყოფილ სახეობებს, განსაკუთრებით შამანების სხვადასხვა ხერხებს. რადგან შამანობა - უძველესი სულიერი სისტემათაგანი და კაცობრიობის საექიმო ხელოვნებაა; რომლის ფესვები შორეულ, პალეოლიტის ეპოქაში ძევს.  
 
პირველყოფილი ცხოველების ბრწყინვალე ნახატებს შორის, რომლებიც დახატულია და გამოკვეთილია სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ესპანეთის დიდ გამოქვაბულებში, როგორებიცაა ლასკო, ფონ დე ტომი, სამი ძმა, ნიო, ალტამირა და სხვა, გვხვდება გამოსახულებები, რომლებიც ერთმანეთში ათავსებენ ცხოველისა და ადამიანის თვისებებს, რაც, სრულიად შესაძლებელია გამოსახავდნენ უძველეს შამანებს. ზოგიერთ ამ გამოქვაბულში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ფეხის ანაბეჭდები, რაც ნიშნავს, რომ სრულდებოდა ცეკვები, რომლებიც მსგავსია ველური ტომების კულტურებში ჰოლოტროპულიმდგომარეობების გამოსაწვევად შესრულებული ცეკვებისა. შამანიზმი არამხოლოდ უძველესია, არამედ იგი უნივერსალურიცაა: მისი აღმოჩენა შესაძლებელია სამხრეთ და ჩრდილო ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და პოლინეზიაში.  
 
ის ფაქტი, რომ ამდენად დიდი სხვადასხვა კულტურა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში თვლიდნენ შამანების ილეთებს სასარგებლოსა და საჭიროს, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მიმართავდნენ «საწყის გონს» – ადამიანური სულის ძირითად და აუთენტურ წახნაგს, რომელიც არ ცნობს რასის, კულტურისა და დროის მხრივ არსებულ ყველა შეზღუდვას. ყველა კუტლურა, გარდა დასავლური ინდუსტრიული ცივილიზაციისა, პატივისცემით ეპყრობოდა  ჰოლოტროპულმდგომარეობებს და მათი გამოწვევის სხვადასხვა გზების შემუშავებაზე ბევრ დროსა და ძალას ხარჯავდა. ისინი იყენებდნენ მათ, რათა დაკავშირებოდნენ საკუთარ ღმერთებს, სინამდვილის სხვა განზომილებებსა და ბუნების ძალებს, ზემგრძნობიარე აღქმისა და მხატვრული შთაგონებისათვის. ინდუსტრიამდელი კულტურებისათვის განკურნება ყოველთვის მოიცავდა ცნობიერებისჰოლოტროპულმდგომარეობებს– ან მკურნალის ან ექიმბაშის, ან ორივეს. ხშირ შემთხვევაში მრავალრიცხოვანი ჯგუფი ან მთელი ტომი ერთად შედიოდა ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობაში, მაგალითად, აფრიკის უდაბნო კალაჰარის კუნგი ბუშმენების შემთხვევაში.   
 
დასავლური ფსიქიატრია და ფსიქოლოგია განიხილავს ჰოლოტროპულ მდგომარეობებს (იმ სიზმრების გამოკლებით, რომლებიც არ არიან განმეორებადი ან საშინელი) არა როგორც განკურნების ან ადამიანის ფსიქიკის შესახებ ღირებული ინფორმაციის შესაძლო წყაროდ, არამედ მხოლოდ როგორც პათოლოგიურ მოვლენას. ტრადიციული ფსიქიატრია მიდრეკილია მიაკრას პათოლოგიის იარლიყები და გამოიყენოს დამთრგუნველი წამლები ყოველთვის, როდესაც ესმდგომარეობებითავისთავად ხდება. მაიკლ ჰარნერი(1980), შთამბეჭდავი აკადემიური რეპუტაციისა და საშური მდგომარეობის მქონე ანთროპოლოოგი, რომელიც მოინათლა შამანად თავისი საველე კვლევების ჩატარებისას ამაზონის ჯუნგლებში და რომელიც შამანურ საქმიანობას ეწევა, თვლის, რომ დასავლური ფსიქიატრია სერიოზულად დამახინჯებულია მინიმუმ ორი ნიშანდობლივი თვისებიდან გამომდინარე. 
 
იგი– ეთნოცენტრულია,რაც ნიშნავს, რომ იგი თვლის საკუთარ წარმოდგენას ადამიანურ სულზე და სინამდვილეზე უტყუარად და ყველა სხვაზე აღმატებულად.იგი ასევე კოგნიცენტრულია(უფრო ზუსტი შესატყვისი იქნებოდა პრაგმაცენტრული), ანუ მხედველობაში იღებსგანცდებსა და დაკვირვებებს ცნობიერების მხოლოდ ჩვეულ მდგომარეობებში.  ფსიქიატრიაში ჰოლოტროპული მდგომარეობებისადმი ინტერესის არარსებობა და მათი უგულვებელყოფა გადაიზარდა მიდგომებში, რომლებიც იგნორირებას ახდენენ კულტურას, ამასთანავე აცხადებენ პათოლოგიებად ყველა სახის საქმიანობას, რომელიც არ ექვემდებარება ახსნას საკუთარი ვიწრო თვალსაწიერიდან. აღნიშნული ეხება უძველესი და ინდუსტრიული ეპოქის წინა  ხალხების რიტუალურ და სულიერ ცხოვრებას  და კაცობრიობის მთელ სულიერ ისტორიას.
 
ცნობიერების თანამედროვე კვლევების შედეგების მნიშვნელობა ფსიქიატრიისათვის 
ჩვენ რომ მოგვეხდინა ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან დაკავშირებული შემთხვევებისა და მონაცემების გამოწვლილვითი შესწავლა, ეს გამოიწვევდა ცნობიერების,  ადამიანის სულის და სინამდვილის ბუნების შესახებ ჩვენი წარმოდგენების ძირეულ გადახედვას. ჩვენ აზროვნებაში მიმდინარე რევოლუცია თავისი დიაპაზონითა და სიღრმით გვაგონებს ცნებით კატასტროფას, რომელსაც XX საუკუნის პირველ სამ ათწლეულში შეეჯახნენ ფიზიკოსები, რომლებსაც მოუხდათ ნიუტონის ფიზიკიდან კვანტურ ფიზიკაზე გადასვლა. გარკვეული თვალსაზრისით, ახალი გაცნობიერებები ფსიქიკასთან მიმართებაში ცნობიერების შესწავლის სფეროდან წარმოადგენენ ლოგიკურ დასასრულს რევოლუციისა, რომელიც მოხდა მატერიის ჩვენეულ აღქმაში. ხოლო ცვლილებები, რომლებიც უნდა მოხდეს ჩვენ აზროვნებაში ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით და თავად სინამდვილის ბუნების შესახებ, რამდენიმე დიდ კატეგორიად ნაწილდება, სახელდობრ: 
 
1. ადამიანის ფსიქიკის ახალი გაგება და კარტოგრაფია.
 
2. ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების ბუნება და არქიტექტონიკა.
 
3. თერაპიული მექანიზმები და განკურნების პროცესი.
 
4. ფსიქოთერაპიის სტრატეგია და საკუთარი თავის შესწავლა.
 
5. სულიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში.
 
6. სინამდვილის ბუნება.
 
1. ახალი გაგება და ადამიანის ფსიქიკის კარტოგრაფია
 
მოვლენები, რომლებსაც ეხებიან ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლისას, შეუძლებელია აიხსნას ტრადიციული ფსიქიკის მოდელის მეშვეობით, რომელიც შემოფარგლულია დაბადების შემდგომი ბიოგრაფიითა და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერით. ადამიანის სულის განზომილებები აკადემიური ხასიათის ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოებში აღწერილზე უსასრულოდ მეტია. ჰოლოტროპულ მდგომარეობებში არსებული განცდებისა და დაკვირვებების ახსნის მცდელობებში, მე წარმოვადგინე ჩემი კარტოგრაფია, ანუ ფსიქიკის მოდელი, რომელიც ჩვეულებრივ ბიოგრაფიულ  დონისგან განსხვავებით მოიცავს ორ ბიოგრაფიულის ზედა სფეროს: პერინატალური სფერო, დაკავშირებული ბიოლოგიური დაბადების ტრავმასთან და ტრანსპერსონალური სფერო, რომელიც წარმოადგენს იმგვარი მოვლენების წყაროს, როგორებიცაა განცდაში მოცემული სხვა ადამიანებსა ან ცხოველებთან გაიგივება, არქეტიპული და მითოლოგიური არსებებისა და სამეფოების, მემკვიდრეობითი, რასობრივი და კარმული განცდების ხილვა და გაიგივება სამყაროსეულ გონთან და კოსმოსის ზედა სიცარიელესთან. ეს განცდები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აღიწერებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ, მისტიკურ და ოკულტურ ლიტერატურაში.
 
დაბადების შემდგომი ბიოგრაფია და ინდივიდუალური არაცნობიერი
 
ფსიქიკის ბიოგრაფიული დონე არ საჭიროებს ხანგრძლივ საუბარს, რადგან იგი კარგადაა ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიიდან; სინამდვილეში, იგი წარმოადგენს მთელი ტრადიციული ფსიქოლოგიის საგანს. თუმცა, სიტყვიერი ფსიქოთერაპიასა და ჰოლოტროპული მდგომარეობების გამომყენებელი მიდგომების მეშვეობით ამ სფეროს შესწავლას შორის რამდენიმე ძირეული განსხვავებაა.  უპირველეს ყოვლისა, ემოციურად ნიშანდობლივი სხვაობები უბრალოდ კი არ ამოტივტივდება მეხსიერებიდან ან აღდგება ირიბად სიზმრებიდან, წამოცდენებიდან ან გადატანის დამახინჯებიდან - არამედ  განიცდება თავად საწყისი ემოციები, ფიზიკური შეგრძნებები და მიმდინარე რეგრესიის ასაკისგრძნობისეული აღქმები. 
 
ეს ნიშნავს, რომ რამე მნიშვნელოვანი მატრავმირებელი მოვლენის განცდისას, რომელიც მოხდა ბავშვობაში ან მცირეწლოვან ასაკში, ადამიანს ნამდვილად აქვს სხეულებრივი ხატი, გულუბრყვილო აღქმა,  გრნობები და შეგრძნებები, რომლებიც შეესაბამება იმ ასაკს, რომელშიც იგი იმჟამად იმყოფებოდა. ამგვარი რეგრესიის აუთენტურობა დასტურდება იმ გარემოებით, რომ დროებით უჩინარდება მის სახეზე არსებული ღარები და ნაოჭები, რაც მას ბავშვურ გარეგნობას აძლევს, და მისი პოზები, ჟესტები ხდება ბავშვური, ხოლო ნერვული  რეფლექსები ისეთი, რომლებიც ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი (მაგალითად, წოვითი რეფლექსი და ბაბინსკის რეფლექსი). 
 
ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ბიოგრაფიულ მასალაზე მუშაობის სიტყვიერ ფსიქოთერაპიასთან მეორე განსხვავებას წარმოადგენს  ის, რომ ჩვეულებრივი ფსიქიურ ტრავმებთან შეჯახების გარდა, რომლებიც ფსიქოლოგიის წიგნებიდანაა ცნობილი, ხალხს ხშირად უწევდა თავიდან განეცადა და ჩაერთო საკუთარ ცნობიერებაში ტრავმა, რომელიც თავისი ბუნებით, პირველ რიგში ფიზიკურ ტრავმას წარმოადგენს. ბევრ ადამიანს მოუწია ისეთი მოვლენების გადატანა, როგორიცაა დახრჩობის საშიშროება, ქირურგიული ოპერაციები, უბედური შემთხვევები და ბავშვობისდროინდელი დაავადებები, განსაკუთრებით დაკავშირებული მოხრჩობასთან დიფტერიის ან ყივანახველას დროს ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას. 
 
ეს ყველაფერი ვლინდება სრულიად თავისთავად, ყოველგვარი დაპროგრამების გარეშე. ხოლო როდესაც ეს ამოტივტივდება ზედაპირზე, ხალხი აცნობიერებს, რომე ამ ფიზიკურმა ტრავმებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი მათი ემოციური და ისეთი ფსიქოსომატური პრობლემების ფსიქოგენეზისში,როგორებიცაა ასთმა, შაკიკი, სხვადასხვა ფსიქოსომატური ტკივილები, ფობიები, სადომაზოხისტური მიდრეკილებები ან დეპრესიები და სუიციდისკენ მიდრეკილება. ტრავმული მოგონებების აღდგენა მეხსიერებაში და მათთან თანაარსებობას შესაძლოა ჰქონდეს შორსმიმავალი თერაპიული შედეგები. აღნიშნული მკვეთრად ეწინაამღდგება აკადემიური ფსიქიატრია-ფსიქოლოგიის პრინციპებს, რომლებიც არ ცნობენ ფიზიკური ტრავმების უშუალო ფსიქოტრავმულ გავლენას. 
 
სხვა ახალ ცოდნად ფსიქიკის ბიოგრაფიულ დონესთან დაკავშირებულ მოგონებებთან დაკავშირებით, რომელიც გამოვლინდა ჩემი გამოკვლევების დროს, იყო აღმოჩენა, რომ ემოციურად მნიშვნელოვანი მოგონებები ლაგდება არაცნობიერშიარა როგორც ცალკეული ანაბეჭდების მოზაიკის, არამედ რთული ფუნქციონალური კომპლექსების სახით. მათ მე დავარქვი კგს, შემოკლებით«კონდენსირებული გამოცდილების სისტემა».
 
კგს შედგება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ემოციური თვალსაზრისით დატვირთული მოგონებებიდან, რომლებიც ერთმანეთს გვაგონებენ თვისობრიობის მხრივ საერთო გრძნობით ან ფიზიკური შეგრძნებით. თითოეულ კგს-ს აქვს ძირითადი თემა, რომელიც მის ყველა ფენაში აღწევს და წარმოადგენს მის საერთო მნიშვნელს. ხოლო ინდივიდუალური ფსიქიკის ფენები მოიცავენ ძირითადი თემის მოდულაციებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი ადამიანის ცხოვრებისეული გზის სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში.   
 
ძირითადი ბუნება ერთიკგს-დან მეორემდე მნიშვნელოვნად იცვლება.  ცალკეული კგს-ის ფენები შეიძლება მოიცავდნენ თავის თავში ყველა მოგონებას დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და სირცხვილის მომგვრელ განცდებზე, რომლებმაც ჩვენ თვითშეფასებას ზიანი მიაყენეს.ხოლო მეორეკგს-ში საერთო მნიშვნელი შეიძლება იყოს შიში, განცდილი სხვადასხვა აღმაშფოთებელ და შემაშინებელ გარემოებაში ან კლაუსტროფობია და დახრჩობის შეგრძნებებისას, რომლებიც გამოწვეული არიან უსუსურობითა და შეზღუდულობით.   სხვა საერთო მოტივს წარმოადგენენ უარყოფა და ემოციური გამოთიშვა,რომელიც მამაკაცების, ქალების ან ზოგადად ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს. მდგომარებები, რომლებმაც ჩვენში დანაშაულის ან უუნარობის ღრმა გრძნობა გამოიწვიეს, მოვლენები, რომლებმაც მიგვიყვანეს იმ დასკვნამდე, რომ სქესობრივი ურთიერთობები საშიში და საძაგელია, შეხვედრები განურჩეველ აგრესიასთან და ყოველისმოცველ ძალადობასთან ასევე შეიძლება დაემატოს ზემოხსენებულ ჩამონათვალს დამახასიათებელი მაგალითების სახით. განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელნი არიან  ის კგს-ები, რომლებშიც მოთავსებულია მოგონებები სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვისა და სხეულის მთლიანობისათვის საფრთხის შემცველ მოგონებებს.
 
ყოველივე ზემოთქმულმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ კგს-ები ყოველთვის შეიცავენ მტკივნეული და ტრავმულ მოგონებებს. თუმცა სწორედაც რომ განცდების ინტენსივობა და მათი ემოციური არსი და არა მათი განმზიდავი ბუნება განსაზღვრავენ, იქნებიან თუ არა ეს მოგონებები ჩართული კგს-ში. დამატებით არასასურველ კომპლექსებთან არსებობენ ისეთი კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მოგონებებს ძალიან სასიამოვნო და აღტაცებულ მომენტებზე. კგს-ის მამოძრავებელი ძალის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნა მძიმე სახის ფსიქოპათოლოგიებით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროცესიდან, რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებდა ცხოვრების მატრავმირებელ მხარეებზე მუშაობა.უარყოფითი კგს-ების პალიტრა ასევე ბევრად უფრო მდიდარი და ჭრელია დადებითი კგს-ებთან შედარებით. როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრების უარყოფითმა მხარეებმა სხვადასხვა ხატების სახით შეიძლება გამოიკვეთოს მაშინ, როდესაც ბედნიერება დამოკიდებულია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულებაზე.თუმცა თხრობის ზოგადი ხაზიდან გამომდინარე აუცილებელია აღინიშნოს, რომ კგს-ის მამოძრავებელი ძალები არ შემოიფარგლება მატრავმირებელი მოგონებების კომპლექსებით. 
 
როდესაც ადრე, ჩემი ლსდ-ს გამოკვლევების ადრეულ ეტაპებზე, მე აღვწერდი კგს, მეგონა რა, რომ ისინი მართავენ ძალთა ურთიერთქმედებას ბიოგრაფიულ დონეზე არაცნობიერად. რადგან იმ დროს ჩემი წარმოდგენა ფსიქოლოგიაზე ეფუძნებოდა ფსიქიკის ზედაპირულ მოდელს, რომელიც შემოფარგლული იყო ბიოგრაფიით, რაც  მე მემკვიდრეობით მერგო ჩემი მასწავლებლებისგან  ამასთანავე, ფსიქოდელიურითერაპიის სეანსების საწყის ეტაპზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება დაბალი დოზები, ხშირად დომინირებს ბიოგრაფიული მასალა.მაგრამ პარალელურად ჰოლოტროპულიმდგომარეობებისშესახებჩემი ცოდნის გამდიდრებისა და გაფართოებისა, ხდებოდა ნათელი, რომ კგს-ის ფესვები უფრო ღრმა ხდებოდა. როგორც ჩანს, ხდება ყოველი კგს-ს ერთობლიობის ზედდებატრავმის ცალკეულ მხარეს და ფესვებს იდგამს მასში.
 
როგორც დავინახავთ შემდეგში, არაცნობიერის პერინატალური დონის ახსნისას, ბიოლოგიური დაბადების განცდა იმდენად რთულია და გაჯერებულია გრძნობებითა და სხეულებრივი შეგრძნებებით, რომ მასში პროტოტიპის სახითმოცემულია ყველა ამოცნობადი კგს-ის პირველადი თემები. ამასთანავე ტიპიურიკგს  აღწევს ბევრად უფრო შორს და საკუთარი ფესვები გადგმული აქვს სხვადასხვა სახის ტრანსპერსონალურ მოვლენებში, როგორებიცაა წინა ცხოვრებისგანცდები, იუნგეანური არქეტიპები, ცნობიერი გაიგივება სხვადასხვა ცხოველებთან და სხვა.დღესდღეისობით განვიხილავ კგს-ებს როგორც ადამიანური ფსიქიკის საერთო მაორგანიზებელ საწყისებს.   მსგავსებები და განსხვავებები კგს-სა და იუნგეანური კომპლექსების ცნებებს შორის აღწერილ იქნა სხვა ნაშრომში(Grof, 1975, 2000).
 
კგს თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენ ფსიქიკურ ცხოვრებაში.  რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და სამყაროს აღქმაზე, იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ ჩვენ თავს მათ შორის. ისინი წარმოადგენენ მამოძრავებელი ძალებს, რომლებიც ჩვენი ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომატიკის, სხვა ადამიანებთან ჩვენი სირთულეებისა და არაგონივრული ქცევას განაპირობებენ.  არსებობს მამოძრავებელი ძალების გარკვეული ურთიერთქმედება კგს-სა და გარე სამყაროს შორის. ჩვენი ცხოვრების გარე მოვლენებს განსაკუთრებული სახით შეიძლება მოჰყავდეს მოქმედებაში შესაბამისი კგს-ები და,პირიქით, მოქმედიკგს-ებიგვაიძულებენ აღვიქვათ სამყარო და მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენ ამჟამინდელ ცხოვრებაში ახდენდნენ მათში არსებული ძირეული თემების ხელახლა აღმოცენებას. ეს მექანიზმი მკაფიოდ იკვეთება განცდებთან პრაქტიკულ მუშაობაში. რადგან ჰოლოტროპულმდგომარეობებში  განცდის შინაარსი, გარემოს აღქმა და პაციენტის ქცევა ზოგადად განისაზღვრება კგს-ის მიერ, რომელიც ბატონობს სეანსის დროს, უფრო კონკრეტულად, ამ სისტემის იმ ფენით, რომელიც ამჟამად ვლინდება ცნობიერებაში. 
 
კგს-ის ყველა დამახასიათებელითვისებები შეიძლება ნაჩვენები იყოს საექიმო პრაქტიკის მაგალითიდან.  ამისათვის განსახილველად ვირჩევ 37 წლის მასწავლებლის, პიტერის მაგალითს, რომელსაც პერიოდულად ათავსებდნენ პრაღის საავადმყოფოში,ჩვენ განყოფილებაში, რომელსაც ფსიქოდელიური თერაპიის მეთოდების გამოყენებამდე წარუმატებლად მკურნალობდნენ. 
 
იმ დროისათვის, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მასთან ლსდ-ფსიქოთერაპიის სეანსების ჩატარება, პიტერი ნორმალური ცხოვრებით ვერ ცხოვრობდა. მას მუდმივად თან სდევდა ფიქრი მოეძებნა მამაკაცი კონკრეტული ფიზიკური მონაცემებით, ამასთან ის უნდა აუცილებლად შავებში უნდა ყოფილიყო შემოსილი. მას უნდოდა დამეგობრება ამ ადამიანთან და მოეთხრო მისთვის საკუთარ მწველ სურვილზე ჩაეკეტათ ბნელ სარდაფში და განეცადა საკუთარ თავზე სხვადასხვა სახის სასტიკი ფიზიკური მოპყრობა და სულიერი ტანჯვა. მას ჰქონდა იმედი მოეძებნა მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა სურვილი მონაწილეობა მიეღო მისი გეგმისგანხორციელებაში. არ ძალუძდა რა კონცენტრირება მოეხდინა სხვა რამეზე, იგი უაზროდ დააბიჯებდა ქალაქში, შედიოდა ქალაქის პარკებში, ტუალეტებში, ლუდხანებსა და რკინიგზის ვაგზლებში «საჭირო კაცის»მოსაძებნად.
 
მან რამდენიმეჯერ შეძლო დაეთანხმებინა ან მოესყიდა მამაკაცები, რომლებიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, და ჰპირებოდნენ მას შეესრულებინათ ის, რაც მას სურდა. სადისტური მიდრეკილებების მქონე პირების მოძიების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული პიტერი ორჯერ ლამის მოკლეს და რამდენიმეჯერ იყო ძლიერ ნაცემი, ერთხელ კი მთელი ფული წაართვეს.ყველა შემთხვევაში, როდესაც მას ეძლეოდა საშუალება გადაეტანა ის, რაც მას ასე სურდა, იგი ხდებოდა ძალიან შეშინებული და იმ მომენტში  ტანჯვისადმი მას ძლიერი ზიზღი ემუქრებოდა.  ამ მთავარ პრობლემასთან ერთად, პიტერი ძლიერი სუიციდალური დეპრესიების, იმპოტენციისა და არარეგულარული ეპილეფსიური გულყრებისგან იტანჯებოდა.  
 
ამ ისტორიის გამოკვლევისას, აღმოვაჩინე, რომ მისი მთავარი სირთულეები დაიწყო გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებითი სამუშაოების დროს.  ნაცისტებმა მონური შრომის ამ სახეობას მიმართეს და იყენებდნენ ხალხს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მძიმე და საშიშ სამუშაოებზე, როგორიც იყოTotaleinsetzung. იმ დროს ესეს-ის ორი ოფიცერი პისტოლეტის მუქარით არაერთხელ აიძულებდნენ პიტერს მიეღო მონაწილეობა მათ ჰომოსექსუალურ მოქმედებებში.როდესაც ომი დასრულდა, პიტერმა გააცნობიერა, რომ ამ მოპყრობამ მასში გამოიწვია სერიოზული წინასწარ განწყობა ყოფილიყო პასიურ როლში ჰომოსექსუალური  კავშირის დამყარების დროს. ეს თანდათან გადაიზარდა მამაკაცური შავი სამოსის ფეტიშიზმში და ზემოხსენებულ აკვიატებულ იდეაში.  
 
თხუთმეტმა თანმიმდევრულმა სეანსმა გამოავლინა უცნაური და მნიშვნელოვანი კგს-ი, რომელიც მისი პრობლემის საფუძველში იდო. მის უფრო ზედაპირულ ფენებში მოთავსებული იყო მის სადისტ-პარტნიორებთან შეხვედრების ყველაზე ბოლოდროინდელი მატრავმირებელი განცდები.ერთ-ერთმა მისმა თანამოაზრემ, რომელიც მას დათანხმდა, ჩაკეტა იგი სარდაფში საკვებისა და წყლის გარეშე და სცემდა მათრახით და აშინებდა დახრჩობით მისივე სურვილის შესაბამისად. მეორე მამაკაცმა დაარტყა პიტერს თავში,  შეკრა იგი თოკით, მოპარა მთელი პური და დატოვა ტყეში.
 
ყველაზე დრამატული თავგადასავალი პიტერს ჰქონდა მამაკასთან, რომელიც შეპირდა წაეყვანა საკუთარი ტყის სახლში, სადაც იყო ზუსტად ისეთივე სარდაფი, როგორიც უნდოდა პიტერს. როდესაც ისინი იმ სააგარაკე სახლისკენ  მატარებლით მგზავრობდნენ, პიტერი გააკვირვა მისი თანამგზავრის დიდმა ზურგჩანთამ. როდესაც თანამგზავრი გავიდა კუპედან ტუალეტში, პიტერი დადგა სავარძელზე და შეამოწმა საეჭვო ტვირთი. მასში მან ნახა მკვლელობის იარაღების მთელი არსენალი, მათ შორის დიდი ყასაბის დანა, ალესილი ნაჯახი და ქირურგიული დანა, რომელსაც ამპუტაციებისათვის იყენებენ.პანიკაში იგი მოძრავი მატარებლიდან გადახტა და მიიღო სერიოზული დაჟეჟილობები.სწორედ ზემოხსენებული მოვლენების მდგენელებმა შექმნეს პიტერის ყველაზე მნიშვნელოვანი კგს-ის ზედაპირული ფენები. 
 
იმავე სისტემის (კგს) უფრო სიღრმისეული ფენა შეიცავდა პიტერის მოგონებებს მესამე რაიხის შესახებ. სეანსებში, რომლებშიც ჩნდებოდა კგს-ის კომპლექსის ეს ნაწილი, იგი განიცდიდა ესეს-ის ჰომოსექსუალისტ-ოფიცრებთან ჩატარებულ ქმედებებს ერთობლიობაში ყველა თანმდევ რთულ გრძნობებთან. ამასთანავე, მან გააცოცხლა მეხსიერებიდან რამდენიმე სხვა მოგონება მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, რომელიც იმ დროის დამთრგუნველ ატმოსფეროსთან იყო დაკავშირებული.მას ჰქონდა პომპეზური ნაცისტური პარადებისა და მიტინგების, სვასტიკიანი დროშების, გიგანტური არწივის გამოსახულებიანი ჰერბების, საკონცენტრაციო ბანაკების ხილვები და მრავალი სხვა. 
 
შემდეგ მოდიოდა ფენები, რომლებიც პიტერის ბავშვობიდან იყო, განსაკუთრებით მისი მშობლების მიერ მის დასჯას ეხებოდნენ. მისი ლოთი მამა, რომელიც თვრებოდა და სადისტურად სცემდა მას ფართო ტყავის ქამრით. დედის მხრიდან მისი საყვარელი დასჯა იყო საკვების გარეშე მისი დატოვება ბნელ სარდაფში. პიტერი იხსენებდა, რომ მთელი მისი ბავშვობა დედა დადიოდა შავ ტანსაცმელში, და ვერაფრით იხსენებდა მას სხვა ფერის სამოსი ეცვა თუ არა. ამ ადგილას მან გააცნობიერა, რომ ერთ-ერთი ფესვი მისი აკვიატებული იდეიდან იყო ტანჯვისადმი მიდრეკილება, რომელშიც ორივე მშობლის დასჯის ელემენტებს მოიცავდა. 
 
თუმცა ეს არ არის ყველაფერი. როდესაც ჩვენ განვაგრძეთ სეანსები და პროცესი უფრო გაღრმავდა, პიტერი საკუთარი დაბადების ტრავმას უფრო ღრმად შეეხო მთელი მისი ბიოლოგიური სიმძაფრით. ეს სიტუაცია შეიცავდა ყველა ელემენტებს, რომლებსაც იგი მოელოდა სადისტური მოპყრობიდან, რომელსაც იგი ასე წარუმატებლად ცდილობდა მიეღო: ბნელი დახურული სივრცე, სხეულისა და მისი მოძრაობის შეზღუდვა, ფიზიკური და ემოციური ტანჯვის განცდა.დაბადებისდროინდელი ტრავმის გაცოცხლებამ მეხსიერებიდან როგორც იქნა მოხსნა მისი მძიმე სიმპტომატიკა და თან ისე, რომ მან შეძლო კვლავ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ზემოხსენებული კგს-ს ჰქონდა ასევე გარკვეული კავშირები ტრანსპერსონალური ბუნების ელემენტებთან.  
 
თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითი უფრო დრამატულია სხვების უმეტესობაზე, ის საკმაოდ კარგად გამოკვეთს სხვა კგს-ების ერთობლიობების ძირითად თავისებურებებს. განცდასთან მუშაობაშიკგსფუნქციონალურ ერთეულებად იქცევა. მაშინ, როდესაც პიროვნება მოცულიაგანცდებითა და სხეულებრივი შეგრძნებებით, რომლებიც დამახასიათებელია რომელიმე გარკვეული ერთობლიობისათვის, ამ  ერთობლიობის ინდივიდუალური ფენების შინაარსი ვლინდება ცნობიერებაში თანმიმდევრულად და განსაზღვრავენ განცდების სპეციფიკურ ხასიათს.
 
სანამ განვაგრძნობთ თხრობას ადამიანის ფსიქიკის ახალი გაფართოებული კარტოგრაფიის შესახებ, შესაძლოა ღირდეს აღვნიშნოთ ჰოლოტროპულიმდგომარეობებისკიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი და უჩვეულო თვისებაზე,რომელიც დიდ როლს თამაშობდა არაცნობიერის კარტოგრაფირებაში, ასევე გახდა შეუფასებელი საყრდენი ფსიქოთერაპიისათვის.ჰოლოტროპულმდგომარეობებს აქვთ თვისება გამოავლინოს რაღაც «შინაგანი რადარის»მსგავსი, რომელსაც თითქოსდა თავისით გამოაქვს არაცნობიერიდან ცნობიერში ის შინაარსი, რომელიც ნიშანდებულია ყველაზე მძაფრი ემოციური დატვირთვით, წარმოადგენს ფსიქოდინამიურად თავსებადს დროსთან მიმართებაში და ადვილს მოცემულ დროში გადამუშავებისათვის. ეს იძლევა დიდ უპირატესობას სიტყვიერ ფსიქოთერაპიასთან შედარებით, რომლის დროსაც პაციენტს თან მოაქვს სხვადასხვა ცნობების გრძელ შლეიფს და სადაც თერაპევტს უწევს გამოარჩიოს თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას არ აქვს კავშირი დაავადებასთან, სად აწყდება პაციენტი დაბრკოლებებს და სხვა და სხვა.
 
ხოლო რადგანაც სხვადასხვა სკოლებს შორის არ არსებობსრამე სახის საერთო თანხმობა ამ ძირეული თეორიული დასკვნების შესახებ, ამგვარი დასკვნები ყოველთვის ასახავენ ექიმის პირად მიდრეკილებას ისევე, როგორც მისი სკოლის განსაკუთრებული წარმოდგენები.ჰოლოტროპულიმდგომარეობები იცავენ ექიმს ამგვარი რთული გადაწყვეტილებებიდან და დიდწილად იცილებენ თავიდან სიტყვიერი მიმართულებების სუბიექტივიზმსა და  პროფესიულ იდიოსინკრაზიას. ზემოხსენებული«შინაგანი რადარი» ხშირად აკვირვებს ექიმს, დამოუკიდებლად ახდენს ემოციური დატვირთვის მქონე მოგონებების აღმოჩენას ფიზიკური ტრავმების შესახებ და გამოაქვს ისინი ზედაპირზე გადამუშავებისა და ცნობიერებაში შეჯერებისათვის. ამ თავისთავად მიმდინარე არსებითი თემების სელექციას ასევე ძალდაუტანებლად გადაჰყავს პროცესს ფსიქიკის დაბადების ირგვლივ და ტრანსპერსონალურ დონეზე, ზებიოლოგიურ სფეროებში, რომლებსაც ვერ აიდენტიფიცირებენ და არ აღიარებენ აკადემიურ ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში. მოვლენები, რომლებიც იღებენ სათავეს სულის ამ ღრმა კუნჭულებში, კარგად იყვნენ ცნობილები ყველა  საუკუნის უძველესი და ინდუსტრიამდელი კულტურებისათვის და მათი მხრიდან დიდი მოწიწებით სარგებლობდნენ. დასავლურ სამყაროში, ღრმა გაუგებრობის გამო, დაიწყეს მათი მიკუთვნება უცნობი ეტიოლოგიის პათოლოგიისათვის და განიხილავდნენ გონების უაზრო და ფანტასმაგორიულ ნაყოფებად.  
 
არაცნობიერი მდგომარეობების პერინატალური დონე
 
ფსიქიკის სფერო, რომელიც მდებარეობს ბიოგრაფიული მეხსიერების მიდამოს უშუალოდ ზემოთ (ან ქვემოთ), მჭიდრო კავშირშია ცხოვრების დაწყებასა და დასასრულთან, დაბადებასა და სიკვდილთან. ბევრი ხალხი აიგივებს განცდებს, რომლებიც სათავეს იღებს ამ დონეზე ბიოლოგიური დაბადებისმიერი ტრავმის განმეორებით განცდასთან. და ეს აისახა სახელწოდებაში, პერინატალური,რომელიც წარმოვადგინე ფსიქიკის ამ დონისათვის. ეს ბერძნულ-ლათინური შედგენილი სიტყვა შედგება წინსართ peri-სგან,რომელიც ნიშნავს«ახლომახლო» ან«ირგვლივ», და natalisანუ ფესვისგან,«დაკავშირებული ბავშვის დაბადებასთან». როგორც წესი, ეს სიტყვა გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესების აღსაწერად, პროცესებისა, რომლებიც ხდება მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, დაბადების პროცესის ან უშუალოდ მის შემდეგ. ასე მაგალითად, მეანები უწოდებენ პერინატალურს ან მშობიარობასთან დაკაშვირებულს -  მშობიარობის სისხლდენას, მშობიარობის ინფექციას ან თავის ტვინის მშობიარობასთან დაკავშირებულ დაზიანებას. მაგრამ რადგან ტრადიციული მედიცინა უარყოფს, რომ ბავშვი გაცნობიერებულად განიცდის  დაბადებას და ამტკიცებს, რომ ეს მოვლენა არ იბეჭდება მეხსიერებაში, არავის და არასდროს სმენია პერინატალურ განცდებზე.ცნება«პერინატალურის» გამოყენება ცნობიერებასთან კავშირში ასახავს ჩემ საკუთარ აღმოჩენებს და თან სრულიად ახლებურად (Grof, 1975).
 
აკადემიური ფსიქიატრია საერთოდ უარყოფს ბიოლოგიური დაბადების ფსიქოტრავმულ ზეგავლენას, თუნდაც ტრავმა იყოს ისეთი სერიოზული, რომ გამოიწვიოს ტვინის უჯრედების შეუქცევადი დაზიანება. ეს ჩვეულებრივ მიეწერება იმ გარემოებას, რომ ახალშობილის თავის ტვინის ქერქი არ არის მიელინიზებული, ანუ მისი ნეირონები სრულად არაა დაცული მიელინისსახელწოდებით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების საფარველით.მოსაზრება, რომ ბავშვი არ განიცდის საათების განმავლობაში საკმაოდ მტკივნეულ და დაძაბულ მოვლენას და რომ მშობიარობა არ აისახება ტვინზე რამე სახის კვალს, საკმაოდ საკვირველია, რადგან ცნობილია, რომ მეხსიერების უნარი არსებობს სიცოცხლის უფრო დაბალ ფორმებში, რომელთა თავის ტვინს საერთოდ არ აქვს ქერქი. თუმცა, ეს განსაკუთრებით განსაცვიფრებელია იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი გავრცელებული თეორია მიაწერს უდიდეს მნიშვნელობას ახალშობილის მოვლის უმცირეს დეტალებს და დედასა და ბავშვს შორის ადრინდელ ურთიერთგავლენას, საფენებში გახვევის პროცესის ჩათვლით.ასეთი აღმაშფოთებელი ლოგიკური წინააღმდეგობა, რომელიც აღმოცენდება მკაცრი სამეცნიერო აზროვნების დროს, წარმოუდგენელია, და, როგორც ჩანს, წარმოადგენს დაბადების შესახებ მოგონების ღრმა ემოციურ დათრგუნვას.
 
ადამიანები, რომლებიც აღწევენ თავიანთ შინაგან ძიებებში პერინატალურ დონეს, იწყებენ უჩვეულოდ ძლიერი გრძნობებისა და სხეულებრივი შეგრძნებების განცდას, რომელიც ხშირად აღემატება ადამიანისათვის შესაძლებელს.  როგორც ადრე ვამბობდი, ესგანცდებიწარმოადგენენ საკმაოდ უჩვეულო კომბინაციას და ადამიანის ორი გადამწყვეტი მხრის - დაბადებისა და სიკვდილის ერთობლიობას. ისინი მოიცავენ თავის თავში მძიმე, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ჩაკეტვას და თავდაუზოგავსა და გადამწყვეტ ბრძოლას გათავისუფლებისა და ცოცხლად დარჩენისათვის. დაბადების და სიკვდილის უმჭიდროესი კავშირს პერინატალურ დონეზე  ასახავს ის გარემოება, რომ დაბადება პოტენციურად საშიში და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მოვლენაა. ხოლო სინამდვილეში მისი მიმდინარეობისას ბავშვიც და დედაც შეიძლება გამოესალმონ სიცოცხლეს, ხოლო ბავშვები შეიძლება დაიბადონ გალურჯებულები მოხრჩობისგან და მკვრადაც კი იშვან და შეიძლება გახდეს საჭირო მათი რეანიმაცია. 
 
როგორც მიგვითითებს სახელწოდება, პერინატალური განცდების ბირთვს წარმოადგენს ბიოლოგიური დაბადების სხვადასხვა თავისებურების ხელახალი განცდა. აღნიშნული ხშირად მოიცავს ფოტოგრაფიული სიზუსტის დეტალებს და გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კოგნიტური წარმოდგენა თავის დაბადებას. დაბადებისდროინდელი საწყისი მოვლენების აღდგენა ხშირად გვხდება.პირდაპირი განცდის მეშვეობით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ დაბადების დროს სხეულის რომელი ნაწილი თავისუფლდებოდა, მაგალითად, თავდაპირველად მენჯი, ასევე რომ მშობიარობის ხელშესაწყობად გამოიყენებოდა სამეანო მაშები ან რომ ჩვენ დავიბადეთ კისრის ირგვლივ შემოხვეული ჭიპლარით. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევიგრძნოთ შფოთვა, ბიოლოგიური მოუსვენრობა, ფიზიკური ტკივილი და მოხრჩობის შეგრძნება, დაკავშირებული ამ განსაცვიფრებელ მოვლენასთან და ზუსტად გამოვიცნოთ  ჩვენი დაბადების დროს გამოყენებული ანესთეზიის სახეობა.  
 
აღნიშნულს ხშირად თან სდევს სხვადასხვა სხეულებრივი გამოხატულება, რომლებიც გარე დამკვირვებელმა შეიძლება დააფიქსიროს. სხეულის, ხელ-ფეხის მდგომარეობა და მოძრაობა ისევე, როგორც თავის როტაცია, მისი დახრა და ტრიალი შეიძლება ზუსტად აღადგენდეს ამგვარი სახის მშობიარობის მექანიკურ მხარეებს იმ ხალხშიც კი, რომელსაც მათზე ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ. სილურჯეები, შეშუპებები და და სხვა სისხლძარღვოვანი ხასიათის ცვლილებები შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს კანზე იმ ადგილებში, სადაც მოხდა მაშების დადება ან თავი განიცდიდა ზეწოლას სამშობიარო არხის მხრიდან, ან ჭიპლარი უჭერდა კისერს. ამგვარი დეტალების სიზუსტე გადამოწმება შეიძლება დაბადების შესახებ დეტალური ჩანაწერების ან საიმედო მოწმეების მეშვეობით, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ მშობიარობას. 
 
მშობიარობასთან დაკავშირებული განცდების სპექტრი არ შემოიფარგლება ელემენტებით, რომლებიც შეიძლება აღმოცენდნენ მშობიარობის თანმდევი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოვლენებიდან. რადგანაც ფსიქიკის პერინატალური სფერო ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან კარებს იუნგიანური თვალსაზრისით კოლექტიურ არაცნობიერში. გაიგივება ბავშვთან, რომელმაც მდგრადად გაუძლო სამშობიარო არხის დაძლევის გამოცდას,როგორც ჩანს, უზრუნველყოფს წვდომას განცდებთან, რომლებშიც ჩართული არიან ადამიანები სხვა დროიდან და კულტურებიდან,სხვადასხვა ცხოველები და მითიური სახეებიც კი.თითქოს ნაყოფთან შერწყმით, რომელიც იბრძვის  დაბადებისათვის, მიიღწევა იდუმალი, თითქმის მისტიურთან მიახლოებული კავშირი სხვა გრძნობად არსებებთან, რომლებიც მსგავს რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. 
 
როგორც ჩანს, დაბადებასა და სიკვდილთან შეჯახების განცდას თავისთავად მოაქვს შედეგეად სულიერი ღიაობისაკენ და სულისა და მთლიანად ცხოვრების მისტიური განზომილებების გახსნა.  და, თითქოს არაა სხვაობა, ხდება ეს სიმბოლურად, როგორც ამას ადგილის აქვს ფსიქოდელიურ ან ჰოლოტროუპ სეანესბში და უნებლიე ფსიქოსულიერ ან რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებშ, მაგალითად მშობიარე ქალებში ან სიკვდილთან ახლო განცდებისას (Ring, 1982).ამ განცდების განსაკუთრებული სიმბოლიკამომდინარეობს კოლექტიური არაცნობიერიდან, და არამც და არამც ინდივიდუალური მეხსიერების სათავსოებიდან.ასე რომ ეს სიმბოლიკა შეიძლება მიმართული იყოს მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ სულიერი ტრადიციისადმი, კულტურული ან რელიგიური მომზადებისაგან და ადამიანის გონებრივი წარმოდგენებისგან სრულიად დამოუკიდებლად. 
 
პერინატალური განცდები წარმოდგებიან ერთმანეთისგან განსხვავებული განცდების ნიმუშებით, რომლებიც ხასიათდებიან განსაკუთრებული გრძნობებით, ფიზიკური შეგრძნებებიდან და სიმბოლური ტიპობრიობით.ყოველი მათგანი მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიური მშობიარობის ოთხიდან ერთ-ერთ თანმიმდევრულ სტადიასთან. ყოველ ამ სტადიაშია ადამიანი გადის გარკვეულ სპეციფიურ და  ნიშანდობლივ განცდათა ერთობლიობას.  თავის მხრივ ეს განცდები წარმოქმნიან მკაფიო მატრიცებს, ანუ სულიერ-ფსიქიკურ სქემებს, რომელთა შინაარსი ვლინდება ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებში და რომლებიც, როგორც ამას აღმოვაჩენთ, გამოსახულებას ჰპოვებს პირად და საზოგადოებრივ ფსიქოპათოლოგიაში, რელიგიაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკასა დ ა ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში. ღრმა არაცნობიერის ამ ოთხ ფუნქციონალური კომპლექსის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია დაბადების ტრავვმასთან, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ბაზისურ პერინატალურ მატრიცებზე, ანუ ბპმ-ზე.
 
ყოველ პერინატალურ მატრიცას  აქვს თავისი განსაზღვრული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, არქეტიპული და სულიერი წახნაგები.ამასთანავე საკუთარი განსაკუთრებული შინაარსის არსებობასთან ერთად, ბპმასევე ფუნქციონირებს, როგორც მაორგანიზებელი საწყისები არაცნობიერის სხვა დონეების განცდებისათვის.მათ აქვთ განსაკუთრებული კავშირები ამასთან ბმულ მშობიარობის შემდგომ მოგონებებთან, რომლებიც იყო მოთავსებული СКО-ში, და დიადი დედა ქალღმერთის, საშინელი დედა-ქალღმერთის პროტოტიპებთან, ჯოჯოხეთისა და ზეცის, ასევე, რასობრივ, კოლექტიურ და კარმულ მოგონებებთან და ფილოგენეზურ განცდებთან.
 
ბპმ-1 (თავდაპირველი ერთანობა დედასთან)
 
აღნიშნულმატრიცაზე შეიძლება ვისაუბროთ, როგორც «ნაყოფისირგვლივ სამყაროზე», რადგან იგი დაკავშირებულია საშოს შიგნით არსებობაზე მშობიარობის დაწყებამდე. ნაყოფი არ ფლობს საზღვრების შესახებ ცოდნას და უნარს გაარჩიოს შინაგანი და გარეგანი. ეს აისახება განცდების ბუნებაზე, რომელიც დაკავშირებულია დაბადებამდელი მდგომარეობის შესახებ მახსოვრობის აღდგენასთან. მომენტებში არაფრით არ დარღვეული ემბრიონული არსებობის მომენტებში ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ სივრცეების შეგრძნებები, რომლებსაც არ გააჩნიათ საზღვრები და ფარგლები. ეს შეგრძნებები შეიძლება გაიგივებულ იქნან გალაქტიკებთან, ვარსკვლავთშორის სივრცეებთან ან მთელ სამყაროსთან. მსგავსი განცდა - ეს არის ცურვა ზღვაში, საკუთარი თავის გაიგივება სხვადასხვა წყლის ბინადარ ცხოველებთან, როგორებიც არიან თევზები, დელფინები ან ვეშაპები, ასევე გადაქცევა ოკეანად.  როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია იმ ვითარებასთან, რომ ემბრიონი თავისი არსით წყლის ცხოველია. არსებობს დედა-ბუნების არქეტიპული ხედვები – უსაფრთხო, მშვენიერი და უპირობოდ კეთილი დედასავით მკვებავიბუნების თაობაზე. აღნიშნული ასევე მოიცავს მსხმოიარე ბაღების, მოსავლით სავსე მინდვრების, ანდების ტერასული ველების ან პოლინეზიის დაუბინძურებელი კუნძულების ხილვებს. ამასთან ხშირად აღმოცენებადი ხატები საზოგადოებრივი არაცნობიერიდან ხატავენ სხვადასხვა ცის სფეროებს ან სამოთხის ხედებს.
 
ადამიანებს, რომლებიც აღადგენენ მეხსიერებიდან საშოსშიდა დარღვევების ან«ცუდი საშვილოსნოს»განცდებს, ექმნებათ ბუნდოვანი და შემაშინებელი საფრთხის შეგრძნება და ხშირად გრძნობა, რომ მათ წამლავენ. მათ შეუძლიათ ნახონ ხატები, რომლებიც ასახავენ დაბინძურებულ წყალს და მოწამლულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც არეკლავენ იმ გარემოებას, რომ მრავალი პრენატალური დარღვევის მიზეზი ორსული  დედის სხეულში მიმდინარე ცვლილებებით გამოიწვევა, რომელიც კავშირშია მოწამვლასთან. ამგვარი სახის თანმიმდევრობები შეიძლება უკავშირდებოდეს საშიში დემონური არსებების ხილვებს. ხოლო ისინი, ვინც ახლიდან განიცდის კიდევ უფრო ძალადობრივ ჩარევას პრენატალურ ეტაპზე თითქოსდა გარდაუვალი გამოდევნის რისკსან ორსულობის შეწყვეტის მცდელობას, ხშირად განიცდიან მუქარის გარკვეულ სახეს ან სამყაროს დასასრულის აპოკალიფსურ ხილვებს. ეს შეიძლება იყოს მჭიდროდ დაკავშირებული კონკრეტული პირის ბიოლოგიურ ისტორიასთან  და იუნგეანურ არქეტიპებთან.
 
ქვემომოყვანილი ანგარიში მაღალი დოზირების ფონზე მიმდიანრე ფსიქოდელიურ სეანსზე შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ბპმ-1განცდების ტიპიურ მაგალითად, რომელიც დროდადრო გადის ტრანსპერსონალურს სფეროში.
 
ყველაფერი, რაც განმიცდია, წარმოადგენდა მწვავე ავად ყოფნის შეგრძნებას, რომელიც გრიპს მაგონებდა. არ მჯეროდა, რომ ელ-ეს-დე-ს დიდი დოზას, რომელიც ჩემს წინა სეანსებში ახდენდა ისეთ მკვეთრ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იქამდედაც კი, რომ დროდადრო ვშიშობდი იმას, რომ ჩემი ჯანმრთელობა ან თავად სიცოცხლე სასწორზე იდო,  შეეძლო გამოეწვია ასეთი მცირე საპასუხო რეაქცია.  გადავწყვიტე დამეხუჭა თვალები და გულდასმით დავკვირვებოდი, თუ რა ხდებოდა.და ამ მომენტში განცდა, თითქოს, იწყებდა გაღრმავებას, და მე ვაცნობიერებდი: ის, რაც იყო ღია თვალებით დანახული იყო ზრდასული, ვირუსით დაავდებული, ახლა გადაიქცეოდა სინამდვილესთან მიახლოებულ ჩანასახის მდგომარეობასთან, რომელიც იტანჯებოდა რაღაც უცხო სხეულის ტოქსიკური დაზიანებისგან საშოში არსებობის დროს. 
 
ჩემი ზომა მნიშვნელოვნად  შემცირდა, და ჩემი თავი გახდა მნიშვნელოვნად დიდი, ვიდრე ჩემი სხეული და კიდურები. ვცურავდი თხევად გარემოში და რაღაც მავნე ქიმიური ნივთიერებების იკვლევდნენ გზას ჩემი სხეულისკენ ჭიპლარის არიდან.  ვიყენებდი რა გრძნობათა უცნობ სისტემებს, ამოვიცანი ეს გავლენები, როგორც დამღუპველი და ჩემი ორგანიზმისათვის მტრული.სანამ ეს ხდებოდა, მე ვგრძნობდი, რომ ეს მომწამვლელი«თავდასხმები» როგორღაც დაკავშირებული იყვნენ დედისეული ორგანიზმის მდგომარეობასა და ცხოველქმედებასთან. დროდადრო ვარჩევდი გავლენებს, რომლებიც დგებოდა ალკოჰოლის მიღებიდან, არაჯეროვანი საკვების ან მწეველობის და სხვა შემთხვევებისგან, რომლებსაც აღვიქვამდი, როგორც დედაჩემის გრძნობების ქიმიურ გამოხატულებას - მოუსვენრობის, შიშის და წინააღმდეგობრივ ემოციებს ორსულობისა და სქესობრივი გაღიზიანებასთან მიმართებაში.  
 
როდესაც გულისრევისა და მოუნელებლობის გრძნობები გაქრა, აღტაცების სულ უფრო მზარდი განცდა დამეუფლა. ამას თან მოჰყვებოდა ჩემი მხედველობითი ველის გამონათება და  გაფერადება.თითქოს მსხვილი ჭუჭიანი ქსელის მრავალი ფენა სასწაულებრივი გზით ჩამოწყდა და გათავისუფლდა, ან თითქოსდა რაღაც ტელე ან კინოგამოსახულება  უეცრად აწყობილ იქნა უხილავი ზეციური კინომექანიკოსის მიერ. ხედი გაიხსნა და შუქისა და ჩემზე გადმოიფრქვა ენერგიის წარმოუდგენლად დიდი ოდენობა და უწვრილესმა ნაკადებმა ჩემი მთლიანი არსება განმსჭვალა.  
 
ერთ დონეზე ჯერ ისევ ვრჩებოდი ჩანასახოვან მდგომარეობაში, განვიცდიდი კეთილი საშვილოსნოს მაქსიმალურ სრულყოფილებასა და ნეტარებასდა შემეძლო გადავრთულიყავი ახალშობილის განცდაში, რომელიც შეერწყა მკვებავ და სიცოცხლის მომნიჭებელ დედის ძუძუს. სხვა დონეზე ვჭვრეტდი მოციმციმე და მთრთოლავი გალაქტიკებისგან შემდგარი კოსმიური სივრცის ხედს  და, ამავდროულად, შემეძლო გავმხდარიყავი და ვყოფილიყავი მისი ტოლფარდი.კოსმოსის ეს სხივისმაგვარი და სულის დამატყვევებელი ხედებიმონაცვლეობდნენ ამგვარადვე უმშვენიერესი მიკროკოსმისგანცდებთან, ატომებისა და მოლეკულების ცეკვიდან სიცოცხლის დაწყებამდე და ცალკეული უჯრედების ბიოქიმიურ სამყარომდე.თავდაპირველად განვიცდიდი სამყაროს იმგვარად, როგორიცაა იგი სინამდვილეში, - სიტყვით გამოუთქმელ საიდუმლოდ,  სინამდვილის ღვთიურ თამაშად. ყველაფერი ამ სამყაროში იყო ცოცხალი და ცნობიერების უნარიანი.  
 
გარკვეული დროის განმავლობაში ვირხეოდი გაჭირვებული დაავადებული ჩანასახიდან უდრტვინველ საშოსშიდა ნეტარ არსებობამდე.დროდადრო დამთრგუნველი გავლენები იღებდნენ ზღაპრული სამყაროდან გადმოსული ცბიერი დემონებისა და ბოროტი ქმნილებების სახეს.  ჩანასახოვანი არსებობის მყუდროება დაურღვეველ არსებობაში განვიცდიდი ძირეული გაიგივებისა და სამყაროსთან ერთიანობის გრძნობას - დიახ, ეს იყო დაო, გარე სამყარო, შინაგანი სამყარო, «ტატვამასი» – «ტო ტი ესი» უპანიშადი. მე დავკარგე ინდივიდის ჩემი გრძნობა, ჩემი მე გაიხსნა - მე მთელ ყოფიერებად გადავიქეცი. 
 
ზოგჯერ ეს განცდა გარდაიქმნებოდა უსხეულო და მოუხელთებლად განცდად, დროდადრო თან ახლდა მრავალი მშვენიერი ხილვა: სამოთხის არქეტიპული ხატი,  ამოუწურავი სიუხვის წყარო, ოქროს ხანა ან ქალწულებრივი მქონე ბუნება.  გავხდი დელფინი, რომელიც ცურავდა ოკეანეში, თევზი, რომელიც ნავარდობდა ბროლივით კრიალა წყალში, პეპლად, რომელიც ფარფატებდა მთის ველებში, თოლიად, რომელიც ზღვას ზემოდან დაფრინავდა. ვიყავი ოკეანე, ცხოველი, მცენარე, ღრუბელი - ზოგჯერ ყველაფერი ერთსა და იმავე დროში.
 
მოგვიანებით, შუადღის შემდგომ და საღამოს საათებში, არაფერი კოკრეტული არ მოხდა. ამ პერიოდის უმეტესობა გავატარე ბუნებასა და სამყაროსთან ერთიანობაში, ვცურავდი ოქროსფერ შუქზე, რომლის სიკაშკაშე თანდათან მცირდებოდა. 
 
ბპმ-2 (კოსმიური შთანთქვა და უსასოობა, ანუ ჯოჯოხეთი)
 
ადამიანები, რომლებიც განმეორებით განიცდიან ახალი ბიოლოგიური დაბადების დაწყებას, როგორც წესი, გრძნობენ, რომ მათ შეიწოვს გიგანტური წყლის  მორევი  და ყლაპავს რაღაც მითიური ცხოველი. მათ შეუძლიათ განიცადონ, რომ მთელი სამყარო ან კოსმოსი მთლიანად იყლაპება.ამას თან ერთვის  მტაცებელი არქეტიპული ურჩხულების ხატები, როგორებიცაა ლევიათანები, დრაკონები, გიგანტური გველები, ტარანტულები ან რვაფეხები.განსაცვიფრებელი სასიცოცხლო საფრთხის შეგრძნებას მივყავართ სერიოზულ შფოთვამდე და უნდობლობაზე ყველაფრის მიმართ, რომელიც პარანოიას ესაზღვრება. სხვა, განცდაში მოცემული სახესხვაობა მოიცავს მიწისქვეშა სამყაროში, მკვდრების სამეფოში ან ჯოჯოხეთში ჩასვლას. ეს წარმოადგენს გმირის მოგზაურობების შესახებ მითოლოგიური მონათხრობების საერთო მოტივს, რომელსაც ასე ხატოვნად აღწერდა ჯოზეფ კემპბელი(Campbell, 1956).
 
ბიოლოგიური დაბადების სრულად გაშლილი პირველი ეტაპი განისაზღვრება იმით, რომ პერიოდულად ხდება ნაყოფზე ზეწოლა, ხოლო საშვილოსნოს ყელი ჯერ კიდევ გაუხსნელია. ყოველი შეკუმშვა იწვევს საშვილოსნოს არტერიებზეზეწოლას და ნაყოფს ემუქრება ჟანგბადის უკმარისობა. დაბადების ეტაპის მეხსიერებიდან აღდგენა - ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განცდაა,რომელიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. იგი თვლის თავს ჩაჭედილად კოშმარული კლაუსტროფობიის საშინელებაში, ემოციური და ფიზიკური ტანჯვისთვის განწირულად და მას ეუფლება უკიდურესი უსასოობისა და უიმედობის გრძნობა. მარტოობის, დანაშაულის, სიცოცხლის უაზრობისა და ეგზისტენციალური უსასოობის შეგრძნებები მეტაფიზიკურ მასშტაბს იღებენ. ამგვარ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი ხშირად დარწმუნებულია, რომ ეს მდგომარეობა არასდროს დასრულდება და რომ გამოსავალი არ არსებობს. 
 
დაბადების ამ ეტაპის აღდგენას მეხსიერებაში, როგორც წესი, თან სდევს ადამიანების, ცხოველებისა და მითიური არსებების ხატები, რომლებიც ანალოგიურ უიმედობასა და ტანჯვას განიცდიან. ჩვენ განვიცდით საკუთარი თავის გაიგივებას საპყრობილის ბინადრებთან, საკონცენტრაციო ბანაკებისა და შეშლილთა თავშესაფრების მკვიდრებთან და  ვგრძნობთ ხაფანგში მოხვედრილი ცხოველების ტანჯვას. ჩვენ განვიცდით ცოდვილთა აუტანელ ტანჯვას ჯოჯოხეთში, ქრისტეს ჯვარზე წამებას ან ჰადესის უღრმესი ქვესკნელის მთაზე საკუთარი ქვის ამგორებელ სიზიფეს. სრულიად ბუნებრივია, რომ ის, ვინც შეეჯახა ფსიქიკის მსგავს მხარეს, გრძნობს უდიდეს სურვილს აღარ განიცადოს იგივე.  ამ განცდის სიღრმეებში მეტი ჩასვლა მას ეჩვენება მუდმივ წყევლად.თუმცა  სიბნელისა და უიმედობის უფსკრულის მდგომარეობა ცნობილია ჩვენთვის სასულიერო ლიტერატურიდან, როგორც  «სულის ბნელი ღამე», როგორც სულიერი გახსნის ეტაპი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კოლოსალური გამწმენდი და გამათავისუფლებელი ზემოქმედება.  
 
ბპმ-2-ის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისებების შეიძლება ნათლად წარმოჩინდეს შემდეგ მოხსენებაში
 
ატმოსფერო ჩანდა სულ უფრო და უფრო ავის და საშიშროების მომასწავებლად. თითქოს მთელმა ოთახმადაიწყო ტრიალი და ვგრძნობდი, როგორ ვვარდებოდი შემაშინებელი წყლის მორევის შუაგულში. მე აქვე მომიწია გამეხსენებინა მსგავსი შემთხვევის ჟრჟოლის მომგვრელი აღწერა  ედგარ ალან პოს «ჩაყვინთვა გოლფსტრიმში». მელანდებოდა, რომ ოთახში არსებული ნივთები დაფრინავენ ჩემს ირგვლივ და ჩემ გონებაში ამოტივტივდა სხვა ლიტერატურული სახე - ტორნადოს აღწერა ფრენკ ბომის რომანიდან  «ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან»- ტორნადოსი რომელმაც ამოაგდო დოროთეა მისი კანზასური ერთფეროვანი ცხოვრებიდან და გაუშვა უცნაურსა და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში. ჩემი განცდა რაღაცით მაგონებდა ლუის ქეროლის მოთხრობა-ზღაპრიდან«ალისა საოცრებათა ქვეყანაში»კურდღლის სოროს შესასვლელს, და მე უდიდესი თრთოლვით ველოდი, რომ სამყარო სადაცაა სარკის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებოდა.  ჩანდა თითქოს მთელი სამყარო ჩემს თავზე იხურებოდა და მე არაფრის გაკეთება შემიძლია ამ აპოკალიფტური ჩაყლაპვის შესაჩერებლად. 
 
მე სულ უფრო ღრმად და ღრმად ვიძირებოდი ჩემი არაცნობიერის ლაბირინთში და შევიგრძნობდი  შიშის შეტევას, რომელიც პანიკაში გადადიოდა. ირგვლივ ყველაფერი ხდებოდა მუქი, დამთრგუნველი, შემაძრწუნებელი. ეს ჰგავდა იმას, რომ სამყაროს მთელი ტვირთი ნელნელა მეცემოდა და უჩვეულო წყლის წნევა ემუქრებოდა ჩემ თავის ქალას გაპობით, ხოლო სხეული დამეჭმუჭნა მყარ ერთ ციდა ბურთად. გონებიდან გადმოიფრქვა მოგონებათა უსწრაფესი რიგი წარსულიდან, რომელმაც მიჩვენა ჩემი ცხოვრებისა და საერთოდ არსებობის უკიდურესი ამაოება და უაზრობა.  ჩვენ ვიბადებით შიშვლები, შეშინებულები, ტანჯვით და ამგვარადვე დავემშვიდობებით ამ სამყაროს. ეგზისტენციალისტი სწორი იყო! ყოველივე წარმავალია, სიცოცხლე არაფერია სხვა თუ არა გოდოს მოლოდინი! ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოებაა!
 
შეზღუდვა, რომელსაც ვგრძნობდი, გადაიზრდებოდა ტკივილში, რომელიც თავის მხრივ ტანჯვად იქცეოდა. ტანჯვა, რომელიც ისეთ წერტილს აღწევდა, რომელშიც ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი გრძნობს, რომ მას ბურღავს სატანის მსგავსი სტომატოლოგის ბორმანქანა.ჯოჯოხეთური სურათებისა და საკუთარი მსხვერპლის მაწამებელი ეშმაკების ხილვებმა, უცაბედად მიმიყვანა აღმოჩენამდე, რომ ჯოჯოხეთში ვიყავი. და ვიფიქრე: დანტე, «ღვთიური კომედია», «დატოვე იმედი ყველა აქ შემომსვლელმა!». აღმოჩნდა შემდეგი: არ არსებობს გამოსავალი ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან; წყეულ ვარ საუკუნოდ მონანიების ყოველგვარი იმედის გარეშე.
 
ბპმ-3 (სიკვდილსა და აღდგომას შორის ბრძოლა)
 
კაშკაშა და მრავალფეროვანიგანცდების მრავალი მხარე შეიძლება იყოს გაგებულიმისი დაკავშირებულებობიდან ბიოლოგიური მშობიარობის მეორე სტადიასთან - ნაყოფის გაღწევა სამშობიარო არხში საშვილოსნოს ყელის უკვე გახსნის შემდეგ და თავის ჩასვლის მცირე მენჯში. ხსენებული მდგენელების გარდა, რომლებიც ადვილად აღიქმება მშობიარობის მდგომარეობების ბუნებრივ გამოსავლებად, როგორებიცაა ტიტანური შერკინებების ეპიზოდები, რომლებიც მოიცავენ საკუთარ თავში უდიდეს მოჭერებს და ძალთა ორთაბრძოლებს ან სისხლიანი ძალადობისა და წამების სურათებს, ასევე არის კიდევ სხვა ეპიზოდები, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ ახსნას.კერძოდ, მათში მოიაზრება წარმოსახვები, რომლებიც ახდენენ სქესობრივი ურთიერთობის, სატანური შაბაშებისა და ცეცხლთან შერკინების ვიზუალიზაციას; ყველა ეს მოტივი, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ ამ მატრიცასთან.  
 
ხდება წარმოსახვა, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებობს მექანიზმი, რომელიც გარდასახავს უზომო ტანჯვას, განსაკუთრებით როდესაც იგი დაკავშირებულია ასფიქსიასთან, სქესობრივი აღტკინების უცნაურ ფორმასთან. ეს ხსნის, თუ ხშირად რატომ აღმოცენდება სხვადასხვა სახის სექსუალური განცდა და ხილვა  დაბადებასთან დაკავშირებული მოგონების პარალელურად.  ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ სქესობრივი აღტკინების შეხამება ტკივილთან, აგრესიასა ან შიშთან, გავიაროთ რიგი სხვადასხვა სახის სადომაზოხისტური განცდა, ძალადობა და შებილწვა სქესობრივი ცხოვრების სფეროში ან დავინახოთ სხვადასხვა პორნოგრაფიული ხატები. ის გარემოება, რომ დაბადების დასკვნით ეტაპებზე ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს შეხება სხვადასხვა ბიოლოგიურ გამონაყოფთან: სისხლთან, ლორწოსთან, შარდთან და განავალთანაც კი. სწორედ ეს გარემოებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ნივთიერებები გამოდიან სცენაზე სიკვდილისა და აღდგომის მონაცვლეობაში. 
 
მოტივების სხვა კატეგორია, დაკავშირებული ბპმ-3, მოიცავს ტიპიურ ელემენტებს კოლექტიური ქვეცნობიერიდან განსაკუთრებით დაკავშირებულს გმირულ როცხვებსა  სიკვდილისა და კვლავ დაბადების განმასახიერებელ ღვთაებასთან.ამ სტადიაზე მრავალ ადამიანს გაუჩნდა იესოს, მისი ტანჯვა-წამების, ჯვრის გოლგოთაზე ატანისა და გაკვრის ხილვები,ან ისინი თავად განიცდიან სულ გაიგივებას მის ტანჯვასთან. სხვები ერწყმიან ისეთ მითოლოგიურ თემებსა და სახეებს, როგორებიცაა ეგვიპტელი ღვთიური წყვილი იზიდა და ოსირისი, ბერძენი ღმერთი დიონისე, ატისი და ადონისე, შუმერების ღვთაება ინანა და მისი ჩასვლა ქვედა სამყაროში, აცთეკის ღმერთი კეცალკოატლი და ტყუპი გმირებიმაია ეპოსიდან პოპოლ-ვუხი.
 
მოტივების ხშირი გაჩენა, რომლებიც კავშირშია სხვადასხვა სატანისტურ რიტუალთან და შაბაშთან, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ მშობიარობის ამ სტადიაზე განცდაში მოცემულია ემოციების, შეგრძნებებისა და ნივთიერებების უცნაური შეხამება, რომელიც ახასიათებს ვალპურგის ღამის შავი მესის არქეტიპულ სურათებს: სექსუალური აღტკინება, აგრესია, ტკივილი, მსხვერპლი და კავშირი, როგორც წესი, ზიზღის მომგვრელ   ბიოლოგიურ ნივთიერებებთან - ეს ყველაფერი უკავშირდება სიწმინდისა ან ნუმინოზურობის რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას.
 
სწორედ დაბადების (ან კვლავ დაბადების) წინ ხალხი ხშირად ცეცხლის თემასთან მოდიან შეხებაში. ეს გარკვეულწილად სიმბოლო გამოცანაა. მისი კავშირი ბიოლოგიურ დაბადებასთან არ არის ისეთი პირდაპირი და აშკარა,  როგორც სხვა სიმბოლური მდგენელების შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ ცეცხლი ან მის ჩვეული სახით, ან სხვადასხვა არქეტიპული განმწმენდი ცეცხლის სახით. ამ სტადიაზე ადამიანს შეიძლება დაეუფლოს შეგრძნება, რომ იგი ან მის სხეულ უკიდია ცეცხლი,  შეიძლება გაჩნდეს ალმოდებული ქალაქების ან ტყეების ხილვები ან მოხდეს მსხვერპლშეწირვის დროს მსხვერპლთან გაიგივება.არქეტიპულ ვერსიაში ცეცხლს, როგორც ჩანს, აქვს სრული გაწმენდის თვისება. იგი ძირფესვიანად ანადგურებს ყველაფერს, რაც უვარგისია და ამზადებს ადამიანს სულიერი აღორძინებისათვის. 
 
მრავალი ბპმ-3-თან დაკავშირებული სიმბოლური თემიდან, აღწერილია შემდეგ ანგარიშში
 
თუმცა მე სინამდვილეში სამშობიარო გზები მკაფიოდ არასდროს მინახავს, ჩემი თავით და მთელი სხეულით შევიგრძნობდი მის შემმუსვრელ მოჭერას და სხეულის ყოველი უჯრედით ვაცნობიერებდი, რომ ვიყავი ჩართული დაბადების პროცესში.  დაძაბულობამ მიაღწია ისეთ დონეს, რომლის გაძლება ადამიანისათვის შეუძლებლად მეჩვენებოდა. შუბლით, საფეთქლითა და კეფით ვგრძნობდი შეუნელებელ წნეხს, თითქოს მექანიკური გირაგის რკინის ყბები მიჭერდა. და ჩემ სხეულში მთელი დაძაბულობა იყო მკვეთრი და მექანიკური  ხასიათის. წარმომედგინა, რომ გავდივარ ძრწოლის მომგვრელ ხორცსაკეპ მანქანაში ან ლილვაკებით ან კბილანებით სავსე გიგანტურ საწნეხ მექანიზმში. მყისიერად ჩემ ცნობიერებაში ამომიტივტივდა ჩარლი ჩაპლინის სახე, რომელიც გადაიქცევა ფილმში«ახალი დროება» ტექნოლოგიის სამყაროს  მსხვერპლად.
 
როგორც ჩანდა, ენერგიის წარმოუდგენელი მასა გაედინება მთელ ჩემს სხეულში, გროვდებოდა და თავისუფლდებოდა მუხტების აფეთქებების მსგავსად. მოხრჩობის, შეშინების, უსუსურობის, ასევე გამძვინვარებასა და უჩვეულო სექსუალურ აღტკინების შეგრძნებების განსაცვიფრებელ შეხამებას განვიცდიდი.  ჩემი მდგომარეობის მეორე მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენდა უკიდურესი დაბნეულობის გრძნობა.  ამავდროულად, შევიგრძნობდი საკუთარ თავს ბავშვად, რომელიც ჩაითრიეს გადარჩენისათვის ულმობელ ბრძოლაში და ვხვდებოდი: ის, რაც ახლა სადაცაა მოხდება, იქნება ჩემი დაბადება, მე ასევე განვიცდიდი ჩემ თავს მშობიარე დედის როლში.  გონებით ვაცნობიერებდი, რომ მე, როგორც მამაკაცი, ვერასდროს ვიმშობიარებდი და მაინც ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად ვლახავ ამ დაბრკოლებას და შეუძლებელი რეალობად იქცევა.
 
არანაირი ეჭვი არ არსებობდა, რომ ვუკავშირდები რაღაც საწყისს - უძველეს ქალის მშობიარე დედის არქეტიპს. ჩემი სხეულებრივი ხატი მოიცავდა უზარმაზარ ორსულის მუცელს და ქალის გენიტალიებს, ყველა ნატიფბიოლოგიურ შეგრძნებებთან ერთად. ვგრძნობდი იმედგაცრუებას, რომ არ აღმომაჩნდა უნარი დავნებებოდი სტიქიურ დინებას, მემშობიარა და დავბადებულიყავი, გამერღვია დაბრკოლებები და გამომეთავისუფლებინა ბავშვი. მკვლელი ენერგიის წარმოუდგენელი მარაგი აღმოცენდა ჩემი სულის ქვეშეთიდან. თითქოს უცაბედად ქირურგის სკალპელმა გაკვეთა რაღაც ბოროტების გროვა. და ჩემს ნაცვლად უკვე ჩნდებოდა მაქცია ან ბერსერკი, დოქტორ ჯეკილი გადაიქცეოდა მისტერ ჰაიდად. მკვლელებისა და მსხვერპლთა მრავალი ხატი ენაცვლებოდა ერთმანეთს როგორც ერთი სახე ზუსტად ისე, როგორც ადრე ვერ ვანსხვავებდი მშობიარე დედასა და დაბადების პროცესში მყოფ ბავშვს. 
 
ვიყავი უმოწყალო ტირანი, დიქტატორი, ქვეშევრდომებს წარმოუდგენელ სისასტიკეებს ვუკეთებდი, ამასთანავე რევოლუციონერი, რომელიც წინ მივუძღოდი გავეშებულ ბრბოს ტირანის ჩამოსაგდებად. გარდავისახე ცივსისხლიან მკვლელ ბანდიტად და ასევე პოლიციელად, რომელიც კლავს, ოღონდ კანონის ძალით. რომელიც კლავს კანონის ძალით.ერთ მომენტში განვიცდიდი ნაცისტურ კონცლაგერებში დატრიალებულ უბედურებებს.  ხოლო როდესაც გავახილე თვალი, ჩემი თავი აღმოვაჩინე ეს-ეს-ის ოფიცრის რანგში. და მე მქონდა ღრმა გრძნობა, რომ ის ნაცისტი - და მე ებრაელი ერთ ადამიანს წარმოვადგენდით.ჩემ თავში ჰიტლერსაც და სტალინსაც შევიგრძნობდი და ვკისრულობდი სრულ პასუხისმგებლობას კაცობრიობის მთელი ისტორიის მის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო.  ნათლად ვხედავდი, რომ კაცობრიობის პრობლემას არა სასტიკი დიქტატორები, არამედ «ფარული მკვლელი»წარმოადგენს, რომელსაც, თუ ღრმად ჩავიხედავთ სულში, ჩვენ შიგნით არსებობს. 
 
შემდგომ განცდების ბუნება შეიცვალა და მიაღწია მითოლოგიურ სიმაღლეებს.ნაცვლად კაცობრიობის ისტორიის ბოროტებისა, განცდაში მომეცა რაღაც კუდიანისებური და დემონური სტიქიების არსებობა. ჩემი კბილები გადაიქცა შხამით დაგესლილ გრძელ ეშვებად და ღამის განმავლობაში შემაძრწუნებელ ვამპირად მივფრინავდი ღამურის გაშლილი ფრთებით.  თუმცა მალე ყველაფერი გადაიქცა კუდიანების შაბაშის ველურ, გამომასულებელ სურათებად. ამ უცნაურ, შეგრძნებების წეს-ჩვეულებაში, როგორც ჩანს, ყველა ჩვეულებრივ დათრგუნული და შიგნით ჩათელილი სურვილები გარეთ გამოიფრქვა და ჰპოვა სრული გამოხატულება. მე ვგრძნობდი, რომ ვმონაწილეობ მსხვერპლშეწირვის საიდუმლო ცერემონიაში «ბნელეთის ღვთაების»სადიდებლად.
 
პარალელურად ჩემ განცდებში დემონურის გაქრობისა, მე ჯერ კიდევ შევიგრძნობდი ჩემ თავს განსაცვიფრებლად ეროტიულად და ვერთვებოდი ყველაზე ფანტასტიურ ორგიებსა და სექსუალური ფანტაზიების წყებაში, და მათში ყველანაირ როლში გამოვდიოდი. მაგრამ ყველა ამგანცდისას, მე მაინც ვრჩებოდი ბავშვი, რომელიც სამშობიარო არხში ვფართხალებდი, და მისი მშობიარე დედა. იყო სრულიად ნათელი, რომ სექსს, მშობიარობასა და სიკვდილს შორის ღრმა კავშირია და ამ გიგანტურ ძალებს გააჩნიათ რაღაც სახის მნიშვნელოვანი საერთო რგოლები სამშობიარო არხიდან გამოდევნისათვის. მე ვიბრძოდი და ვუპირისპირებოდი სხვადასხვა მტერს სრულიად სხვადასხვა სახით.თუმცა ზოგჯერ მინდოდა მცოდნოდა, ექნება თუ არა დასასრული ამ სისხლის გამყინავ განსაცდელებს.
 
შემდეგ ჩემ განცდებში ახალი სტიქია შემოიჭრა. მთელი ჩემი სხეული დაიფარა სხეულებრივი წებოვანი წებოვანი და ლორწოვანი ჭუჭყით. არ შემეძლო მეთქვა, შარდია ეს თუ სისხლი, ნაყოფის ირგვლივ არსებული წყლები, ლორწო, თუ ვაგინალური სითხე. იგივე ნივთიერებები, რომლებიც მქონდა პირში და თავად ფილტვებში. მე ვაღებინებდი, ვიხრჩობოდი, გრიმასებს ვაკეთებდი, ამოვახველებდი, ვცდილობდი რა მომეშორებინა ეს ყველაფერი სხეულისა და კანისგან. და იმ მომენტში გამინათდა: უნდა ვიბრძოლო.  მოძრაობამ მიიღო საკუთარი რითმი და ყველაფერი რაც დამრჩენოდა გამეკეთებინა იყო დავქვემდებარებოდი მას. და მაშინ გამახსენდა უამრავი შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც ვგრძნობდი მოთხოვნას მებრძოლა და დავპირისპირებოდი, ხოლო უკან გახედვისას, ვგრძნობდი, რომ ეს სრულიად არ იყო აუცილებელი. თითქოს დაპროგრამებული ვიყავი ჩემი დაბადებით, დამენახა ცხოვრება უფრო გართულებულად და საშიშად, ვიდრე სინამდვილეში იყო. მეგონა, რომ ამ განცდას შეეძლო აეხილა ჩემთვის ამ ფაქტზე თვალები და ჩემი ცხოვრება უფრო მსუბუქი და მხიარული გაეხადა ადრინდელთან შედარებით. 
 
ბპმ-4 (განცდა სიკვდილისა და კვლავ დაბადების)
 
აღნიშნული მატრიცა დაკავშირებულია მშობიარობის მესამე ეტაპთან, ნაყოფის საბოლოო გამოდევნასთან  და ჭიპლარის გადაჭრასთან.აქ ნაყოფი ასრულებს სამშობიარო არხიდან გამოსვლის მძიმე პროცესს და აღწევს აფეთქების მსგავს გამოთავისუფლებას, როდესაც იგი გაჩნდა დედამიწაზე. ამ სტადიის განცდას შეიძლება თან ახლდეს დეტალური და რეალური განცდები, როგორებიცაა ანესთეზიის განცდა, მაშების დადება, და შეგრძნებები, დაკავშირებული მეანების სხვადასხვა მანიპულაციებთან ან მშობიარობის შემდგომი ჩარევები.
 
რათა გავიგოთ, თუ რატომ აღიქმება ბიოლოგიური დაბადების მეხსიერებაში აღდგენა სიკვდილად და ხელახლა დაბადებად, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი რაც ხდება ამ პროცესში მოიცავს საკუთარ თავში რაღაც მეტს, ვიდრე საწყისი მოვლენის განმეორებას.  იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი მშობიარობისას აბსოლუტურად შეზღუდულია და მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას გამოხატოს საკუთარი საკმაოდ მძიმე გრძნობები და მოახდინოს რეაგირება ფიზიკურ შეგრძნებებზე, ამ მოვლენის შესახებ ინფორმაცია რჩება მეხსიერებაში ფსიქოლოგიურად აუთვისებელი და გადაუმუშავებელი. ის, როგორიც გვეძლევა სამყარო ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე, მნიშვნელოვნად მოწამლულია მოგონებით იმ მოწყვლადობაზე, დაუცველობასა და სისუსტეზე, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით ბავშვობაში. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ დავიბადეთ ანატომიურად, მაგრამ ემოციურად არ ვმონაწილეობდით პროცესში.  «მოკვდინება» და ტანჯვა დაბადებისათვის ბრძოლის პროცესში  ასახავენ ნამდვილ ტკივილს და ბიოლოგიური დააბადების მიმდინარეობისას არსებულ ნამდვილ საფრთხეს სიცოცხლისათვის.მიუხედავად იმისა, ეგოს სიკვდილი, რომელიც წინ უსწრებს ხელახალ დაბადებას, დაკავშირებულია ყველა ჩვენი ადრინდელი წარმოდგენების გაქრობასთან შესახებ იმისა, თუ ვინ ვართ და იმაზე, თუ რას ჰგავს სამყარო.  ეს წარმოდგენები გარდაიქმნა და ატარებდნენ დაბადების ტრავმის ტვიფრს.
 
პარალელურად ამ ძველი პროგრამებისგან გაწმენდისა, ვაძლევთ რა მათ საშუალებას გამოავლინონ თავი ცნობიერებაში, ისინი თავს ამოწურავენ და რაღაც თვალსაზრისით კვდებიან.  რაც არ უნდა შემაშინებელი იყოს ეს, სინამდვილეში ეს პროცესი საკმაოდ სამკურნალო ეფექტისა და გარდამქმნელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.  თუმცა, პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ მაშინ, როდესაც ერთი პატარა ნაბიჯი  გვაშორებს ჩვენ სრული გათავისუფლების განცდისაგან, ჩვენ გვეუფლება ყოვლისმომცველი შფოთვისა  და წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფისმოახლოების გრძნობა.ჩვენ ვგრძნობთ, თითქოს ყველაფერი იკარგება, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ; ამავდროულად წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე, თუ რა არის იქ, მეორე მხარეს, და არის თუ არა იქ რამე. ასეთი შიში აიძულებს ბევრ ადამიანს შეეწინააღმდეგოს პროცესს მოცემულ სტადიაზე. ამის შედეგად, მათ შეუძლიათ ფსიქოლოგიურად გაიჭედონ განცდის ამ რთულად გადასალახ მონაკვეთზე. 
 
მაშინ, როდესაც ადამიანი გადალახავს ამ საკვანძო მომენტთან დაკავშირებულ მეტაფიზიკურ შიშს, და აძლევს საშუალებასმიმდინარეობდეს ყველაფერი იმ სახით, როგორც ეს მიმდინარეობს და განიცდის საკუთარ გაქრობას ყველა დონეზე. ეს მოიცავს ფიზიკური დაშლის, ემოციური კატასტროფის, გონებრივი და ფილოსოფიური კრახი, უკიდურეს ზნედაცემულობასა და ასევე სულიერ წყევლას. ამ  განცდისდროს ყველა მიდრეკილება და ყველაფერი რაც მნიშვნელოვანს და ნიშანდობლივს წარმოადგენს, იყო უმოწყალოდ განადგურებული. უშუალოდ ამ მთლიანი განადგურების შემდეგ - «სამყაროს ფსკერზე»  დარტყმით ჩვენ გვავსებს შუქის, აუღწერელი სილამაზის ზებუნებრივი ნათება, რომელიც  აღიწერება როგორც ზემგრნობიარე და ღვთიური.
 
ძლივს გადავიტანე ის, რაც ჩანდა სრულ აპოკალიფტურ კატასტროფად, რომ წამის შედეგ ჩნდება განსაცვიფრებელი ღვთიური შუქი, ნათელმოფენილი ზეციური  არსებების, სამოთხის პეიზაჟების, ცისარტყელის ყველა ფერთა საუცხოო გამა და ყველაზე დახვეწილი ჩუქურთმები. აქ ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვეძლევა გამოსყიდვა, გადარჩენა, და ჩვენი ღვთიური ბუნება სრულად აღდგება. ჩვენ მოგვიცავს დადებითი ემოციების ტალღა საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, ბუნებისა და ყოველგვარი სულიერი მიმართ. მაკურნებელი და სიცოცხლის გარდამქმნელი  განცდების აღნიშნული სახე მოდის მაშინ, როდესაც ჩვენი დაბადება არ იყოს ზედმეტად დამღლელი და არ გართულებულა ღრმა ანესთეზიით.  ბოლო შემთხვევაში ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური მუშაობა ამ კონკრეტულ ტრავმულ პრობლემებზე. 
 
ქვემოთ მოყვანილი ანგარიში სიკვდილისა და ხელახალი დაბადების განცდის  შესახებ აღწერს ტიპიურ სურათს, რომელიც დამახასიათებელია ბპმ-4
 
ამისდა მიუხედავად, ყველაზე უარესი წინ იყო. მოულოდნელად მე თითქოს დავკარგე კავშირი სინამდვილესთან, თითქოს წარმოდგენაში არსებული მომცრო ზომის ხალიჩა გამომაცალეს ფეხებიდან.ყველაფერი ინგრეოდა და ვგრძნობდი, რომ ჩემი სამყარო ნაწილაკებად იფანტებოდა. თითქოს ჩემი არსებობის მეტაფიზიკური ბუშტი - გიგანტური გაბერილი სულელური თვითმოტყუების ბუშტი გასკდა და გააშიშვლა ჩემი ცხოვრების მთელი სიყალბე.ყველაფერი, რაც მჯეროდა,  ყოველივე რასაც ვაკეთებდი ან ვაღწევდი, უცებ აღმოჩნდა უკიდურესად ყალბი. ეს იყო სრულიად უსუსური, სრულიად გამოუსადეგარი ყავარჯნები, რომლებსაც ვეყრდნობოდი, რომლითაც ვცდილობდი გამეუმჯობესებინა არსებობის აუტენელი რეალობა. ისინი ახლა წაიღეს და გაიფანტა ბაბუაწვერას მსუბუქი ფარფატა თესლის მარცვლების მსგავსად, გააშიშვლეს ელემენტარული შეჭმარიტების შემაშინებელი ქვესკნელი - ეგზისტენციალური სიცარიელის უაზრო ქაოსი.  
 
შემდეგ წამში, მე აღმოვჩნდი შავი ქალღმერთის საზარელი გიგანტური სახის წინაშე - მივხვდი, რომ ეს ინდოელების ქალღმერთი კალია.  გადაულახავი ძალა უბიძგებდა ჩემ სახეს მის პირღია საშოში, რომელიც თითქოს მენსტრუალური სისხლით ან საზიზღარი მომყოლით იყო გამოვსებული. ვგრძნობდი, რომ ჩემგან საჭირო იყო უპირობოდ დავნებებოდი სიცოცხლის ძალებსა და ქალურ საწყისს, რომელსაც წარმოადგენდა ქალღმერთი. მე არაფერი მრჩებოდა გარდა იმისა, რომ მდაბალი მოწიწებით და უსაზღვრო თავის დამცირებით მეამბორა და მომელოკა მისი სისხლმდენი ვულვა. ამ წამს, რომელიც გახდა  ჩემში სათუთად მყოფი ყოველგვარი მამაკაცური უპირატესობისა და მაჩოიზმის დასასრულად და ბოლო ზღვრად,  გავერთიანდი საკუთარი ბიოლოგიური დაბადების მომენტის მეხსიერებას. ჩემი თავი გამოჩნდა სამშობიარო არხიდან ტუჩებით, რომელიც მჭიდროდ ეკვროდა დედაჩემის სისხლმდენ საშოს.  
 
მოცული აღუწერელი შიშით, შევამჩნიე ღვთაების უზარმაზარი ფიგურა, რომელიც თავზე დამყურებდა მუქარის პოზაში. რაღაც შეგრძნებით მივხვდი, რომ ეს იყო ბჰაირავა, ინდუსების ღმერთი შივა თავისი დამანგრეველი სახით.  ვიგრძენი მისიფეხის მეხივით თავზარდამცემი დარტყმა,რომელმაც გამჭეჭყა, ნაწილ-ნაწილ გამფანტა და მიმასრისა ყველგან, როგორც არაფრის მომცემი განავალი, ისე, რომჩემი თავი სამყაროს ქვესკნელის არსებად ვიგრძენი. და როგორც კი განვიცადე სრული განადგურება, გამოჩნდა ზებუნებრივი სიკაშკაშისა და ენითუთქმელი სილამაზის ღვთიური ნათელი, მისი ოქროსფერი სხივები გაიშალა ათას უნატიფეს მოლივლივე ნაქარგში. და აი ამ მბრწყინავი ოქროსფერი შუქიდან გამოჩნდა დიადი დედა-ქალღმერთის სახე, რომელიც თითქოსდა განასახიერებდა სიცოცხლის მიმნიჭებელსა და დამცველს ყველა ეონისათვის.  გაშლილი ხელები ჩემსკენ მომართა და მომიცვა მთელი მისი არსით. შევერწყე მისი სინამდვილის წარმოუდგენელ ძალებს, ვგრძნობდი რა ჩემ განწმენდას, განკურნებასა და სათუთად მოპყრობას. რაღაც, რომელიც ჩანდა ღვთაებრივ ნექტრად და ამბროზიად, რძისა და თაფლის რაღაც არქეტიპული კვინტესენციაგამჭოლად მოედინებოდა ჩემში წარმოუდგენელი სიუხვით.
 
შემდგომ ქალღმერთის სახე თანდათან გაქრა და მოხდა მისი შთანთქვა კიდევ უფრო კაშკაშა შუქში.  იგი იყო განცალკევებული, მაგრამ მაინც გარკვეული პირადი მახასიათებლების მქონე და ასხივებდა უსაზღვრო გონიერებას.  ჩემთვის გახდა ნათელი, რომ ის, რასაც მე განვიცდიდი იყო სამყაროს თვითობასთან, ან ბრაჰმანთან შერწყმა, და შეწოვა, როგორც ამის შესახებ წამიკითხავს ინდური ფილოსოფიის წიგნებში.ათი წუთის შემდეგ განცდა თანდათან მიწყნარდა, მაგრამ იგი აღემატებოდა დროის შესახებ ნებისმიერ წარმოდგენას და შეიგრძნობოდა მარადისობის მსგავსად.  
 
მაკურნებელი და მკვებავი ენერგიის ნაკადი, ოქროსფერი ანარეკლების მოლივლივე მონაქარგების ხილვებიმთელი ღამე გრძელდებოდა. მათგან გამომდინარე კეთილდღეობის შეგრძნება კიდევ მრავალი დღის განმავლობაში დასადგურებული იყო ჩემში. მახსოვრობა ამ განცდაზე წლობით რჩებოდა ჩემში ნათლად და ღრმად შეცვალა შემი ცხოვრების ფილოსოფია. 
 
ფსიქიკის ტრანსპერსონალური სფერო
 
მეორე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც აუცილებლად უნდა დაემატოს ადამიანური ფსიქიკის გაბატონებული კონფორმისტული ფსიქიატრიის მიერ შემოთავაზებულ კარტოგრაფიას, როდესაც ვიწყებთ მუშაობას ჰოლოტროპულ მდგომარეობებზე, რომელიც დღესდღეობით ცნობილია ტრანსპერსონალურის სახელწოდებით, სიტყვასიტყვით ნიშნავს«პირადის გარეთ გავრცელებული» ან «რომელიც აღემატება პირადს». განცდებს, რომლებიც იღებენ სათავეს ამ დონეზე, შედეგად მოჰყავთ  ცნობიერების მიერ სამყაროს ჩვეული აღქმის დროს ინდივიდუალურის (ჩვენი სხეულისა და ჩვენი «მეს») და სამგანზომილებიანი სამყაროსა და წრფივი დროისჩვეული საზღვრების გადალახვას. ტრანსპერსონალურიგანცდები ყველაზე კარგად შეიძლება იყოს განსაზღვრული საკუთარი თავისა და სამყაროს ყოველდღიური გამოცდილებით, თუ როგორ  უნდა განიცადო საკუთარი თავი და გარემო, როგორ მოახდინო «ნორმალური» შთაბეჭდილება ჩვენი კულტურისა და ტრადიციული ფსიქიატრიის შესაბამისად. 
 
ცნობიერების ჩვეულ ანუ ნორმალურ მდგომარეობაშიჩვენ განვიცდით ნიუტონის ობიექტები, რომლებიც არსებობს ჩვენს კანსშიდა საზღვრებში. ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი ალან უოთსი ამბობდა საკუთარი თავის განცდაზე, როგორც «ტყავში მოთავსებულ ეგოსთან»გაიგივებაზე. ჩვენი გარემოს აღქმა შემოიფარგლება ჩვენი გრძნობათა ორგანოებისა და გარემოს ფიზიკური მახასიათებლებით. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უნარი დავინახოთ ნივთები, რომლებიც ყრუ კედლის იქით მედბარეობს, გემები ჰორიზონტის მიღმა ან მთვარის უკანა მხარე.  თუ ჩვენ ვართ პრაღაში, ვერ გავიგონებთ რას საუბრობენ ჩვენი სან-ფრანცისკოელი მეგობრები. ვერ შევიგრძნობთ კარაკულის სირბილეს მანამ, სანამ ჩვენი კანი უშუალოდ არ მოვა მასთან შეხებაში. ამასთანავე მკვეთრად, ყველა ჩვენი გრძნობებით შეგვიძლია განვიცადოთ მხოლოდ ის მოვლენები, რომლებიც ამჟამად ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსული და ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი მოვლენები ან წარმოვიდგინოთ ისინი. მიუხედავად ამისა - ყოველი ზემოხსენებულიგანცდა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება მიმდინარე მომენტის პირდაპირი და უშუალო განცდისგან. თუმცა ცნობიერების ტრანსპერსონალურ მდგომარეობებში არცერთი ზემოთ მოყვანილი შეზღუდვა არ არის უპირობო და ნებისმიერი მათგანის გადალახვა შესაძლებელია.  
 
ტრანსპერსონალური განცდები შეიძლება გაიყოს სამ დიდ კატეგორიად. ერთ-ერთი მათგანი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს  «ტყავში მოთავსებული ეგოს»ჩვეული სივრცობრივი და დროითი ბარიერებისა და შეზღუდვების გადალახვას. ამაში მოიაზრება სხვა პიროვნებასთან შერწყმის შეგრძნებები, რომელსაც შეიძლება ეწოდოს«ორის ერთიანობა», საკუთარი თავის მიღებას სხვა პიროვნების თვითმყოფადობაში ან ადამიანების მთელი ჯგუფის გაიგივებაში (როგორებიცაა, მსოფლიოს ყველა დედა, ინდოეთის მთელი მოსახლეობა ან საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ყველა პირი), ასევე ცნობიერების იმგვარი განცდა, რომელსაც თითქოს მთელი სამყაროს მოცვა შეუძლია.  
 
ამგვარადვე შეგვიძლია გადავლახოთ ადამიანური გამოცდილების საზღვრები და გავიგივდეთ სხვადასხვა ცხოველისა თუ მცენარის  ცნობიერებასთან  და თუნდაც ცნობიერების იმგვარ სახესთან, რომელიც, როგორც ჩანს, უნდა ესადაგებოდეს არაორგანულ ობიექტებსა და პროცესებს.უკიდურეს მდგომარეობებში შესაძლებელია განცდილ იქნას ბიოსფერის, მთელი ჩვენი პლანეტის ან მთელი მატერიალური სამყაროს ცნობიერებაც კი. სულელური და წარმოუდგენელი განცდები, როგორც ეს შეიძლება წარმოედგინა მონისტური მატერიალიზმისა და ნიუტონ-დეკარტისეული პარადიგმის მიმდევარ რომელიმე მედასავლეთეს, გულისხმობენ იმას, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით საგნის სახით ცნობიერების ყოველდღიურ მდგომარეობაში, ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში იძენს შესაბამის სუბიექტურ გამოხატულებას.  ასე მაგალითად, თითქოსდა ყველაფერს სამყაროში ჰქონდეს საკუთარი ობიექტური და სუბიექტური მხარეები - ხომ სწორედ ასეა აღწერილი ყველაფერი აღმოსავლურ სულიერ ფილოსოფიურ მიმდინარეობებში.ინდუისტები, მაგალითად, ყველა არსებაში ხედავენ ბრაჰმის განსხეულებას, ხოლო დაოსის მიმდევრები სამყაროს აღიქვამენ დაოს გარდასახვად.  
 
ტრანსპერსონალურიგანცდებისმეორე კატეგორია ხასიათდება პირველ რიგში უმეტესწილად დროითი, ვიდრე სივრცობრივი საზღვრების - კერძოდ, წრფივი დროის გადალახვით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბავშვობის ნიშანდობლივი მოგონებების სარწმუნო აღდგენისა და დაბადების ტრავმის ხელახალ განცდაზე.  ეს ისტორიული რეგრესია შეიძლება გაგრძელდეს და გამოიწვიოს სარწმუნო ჩანასახისა და ემბრიონული მოგონებები მუცლად ყოფნის ცხოვრების ეტაპის სხვადასხვა მოგონებები.არ იწვევს რამე განსაკუთრებულ გაკვირვებას ცნობიერების უჯრედულ დონეზე განცდაში მოცემული საკუთარი თავის გაიგივება ჩასახვის დროინდელ სპერმასა და კვერცხუჯრედთან.მაგრამ ამაზე მეხსიერების პროცესი ჩვენ შექმნაზე არ ჩერდება; ჰოლოტროპულ მდგომარეობებში შეიძლება აღმოცენდეს განცდები, რომლებიც ეხება ჩვენს წინაპარ ადამიანებსა და ცხოველებს ან იმგვარი განცდები, რომლებიც, როგორც ჩანს, მოდის რასობრივი და კოლექტიური არაცნობიერიდან, როგორც ეს აღწერილი აქვს კ.გ.იუნგს. საკმაოდ ხშირად განცდები, რომლებიც, როგორც წარმოუდგენიათ, ხდებოდა სხვა კულტურებსა და სხვა ისტორიულ პერიოდებში, თან ერთვის პირადი მოგონებების შეგრძნებებს (დეჟა ვიუ); ხალხი საუბრობს წინა ცხოვრებებიდან ან წინა განსხეულებებებთან დაკავშირებული მოგონებების გაცოცხლებაზე.
 
ტრანსპერსონალურიგანცდებისაქამდე აღწერილის შინაარსი შედგება დროსა და სივრცეში არსებული სხვადასხვა მოვლენებიდან, რომლებიც მოიცავენ ჩვენი ყოველდღიური, ნაცნობი სინამდვილის ელემენტებს - სხვა ხალხს, ცხოველებს, მცენარეებსა და წარსულ მოვლენებს.   ამ განცდებში უცნაურია არა მათი შინაარსი, არამედ ის გარემოება, რომ ჩვენ ვხდებით რაღაცის მოწმეები, ან სრულად ვაიგივებთ თავს რამესთან, რომელიც ჩვენი გრძნობათა ორგანოებისათვის მიუწვდომელია. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობენ ორსული ვეშაპის მდედრები, მაგრამ არ გვახასიათებს უნარი ჭეშმარიტად განვიცადოთ სწორედ ამ მდედრად ყოფნის მომენტი. ჩვენ მზა ვართ ვაღიაროთ, რომ როდესღაც მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, მაგრამ ჩვენთვის არაა დამახასიათებელი რეალობაში განვიცადოთ ის, რომ ჩვენ მასში ვმონაწილეობთ და დაჭრილები ვწევართ პარიზის ბარიკადებზე. ვიცით,  რომ მსოფლიოში ყველგან, სადაც ჩვენ არ ვართ, ჩვენგან შორს, ხდება მრავალი მოვლენა ან ხდებოდა ისტორიის შორეულ პერიოდებში (რა თქმა უნდა, თანამგზავრული ან ტელეხედვის ტექნოლოგიების გარეშე), რომელთა განცდაც ჩვეულებრივ ითვლება შეუძლებლად. ჩვენ შეიძლება განგვაცვიფროს იმანაც, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ცნობიერება ურთიერთობს უმდაბლეს ცხოველებთან, მცენარეებთან და თვით არაორგანული ბუნების ობიექტებსა და პროცესებთან. 
 
ტრანსპერსონალურიგანცდების მესამე კატეგორია კიდევ უფრო უცნაურია; აქ, თითქოს ჩვენი ცნობიერებას შეუძლია განივრცოს სფეროებსა და განზომილებებში, რომლებსაც დასავლური ინდუსტრიული კულტურა არ განიხილავს, როგორც «რეალურს». მათ მიეკუთვნებიან მრავალრიცხოვანი შეხვედრები და გაიგივება სხვადასხვა კულტურების დემონებსა და ღმერთებთან და სხვა არქეტიპულ ხატებთან, საოცარი მითოლოგიური ქვეყნების მონახულებები და ურთიერთობა უხორცო და ზეადამიანური თვისებებით დაჯილდოებულ ქმნილებებთან, მფარველ სულებთან, არამიწიერ არსებებთან ან პარალელურ სამყაროთა ბინადრებთან.აღნიშნული კატეგორიის დამატებით მაგალითებს წარმოადგენენ მსოფლიოსთვის ცნობილი ისეთი სიმბოლოების ხილვები და ინტუიციური გაგება, როგორებიცაა ჯვარი, ნილოსის ჯვარი ან ანკხი, სვასტიკა, პენტაკლი, ექვსქიმიანი ვარსკვლავი ან ინ-იანის ნიშანი. 
 
საკუთარ ყველაზე შორ ჰორიზონტებზე, ჩვენი ინდივიდუალური ცნობიერება შეიძლება გაიგივდეს კოსმიურ შემეცნებასთან ან მსოფლიო გონთან, რომელიც მრავალი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი:  ბრაჰმანი, ბუდა, კოსმიური ქრისტე, კეტერი, ალაჰი, დაო, უდიდესი სული და მრავალი სხვა. ყველა განცდის საზღვარს წარმოადგენს გაიგივება ზე- ან მეტა-კოსმიურ სიცარიელესთან - შეუცნობად და საწყისებრივად უშინაარსო და არარსებობასთან, რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს და წარმოადგენს ყოველი არსის ჭეშმარიტ საწყისს. მას არ აქვს კონკრეტული შინაარსი, მაგრამ იგი მოიცავს თავის თავში ყველაფერს ჩანასახოვანი და გამოუვლენელი სახით.  
 
ტრანსპერსონალურიგანცდებიმრავალგვარი უცნაური თვისებით ხასიათდება, რომლებიც ნაცარტუტად აქცევენ მატერიალური მსოფლხედველობისა და ნიუტონ-დეკარტისეული პარადიგმის ყველაზე ძირეულ მეტაფიზიკურ წარმოდგენებს. ის მკვლევარებს, რომლებიც სწავლობდნენ ან პირადად განიცადეს აღნიშნული შემძვრელი ფენომენები, ესმით, რომ კონფორმისტი მეცნიერების მიერ მათი უარყოფის მცდელობები, როგორც ადამიანის ფანტაზიის ან წარმოსახვის უსარგებლო თამაშები ან ჰალუცინაციები (ტვინის პათოლოგიური პროცესების განუჭვრეტელი შედეგები), გულუბრყვილო და არასრულფასოვანია. ფსიქიკის ტრანსპერსონალური სფეროს ნებისმიერი მიუკერძოებელი შესწავლა იძლევა დასკვნას, რომ მსგავსი მოვლენები წარმოადგენენ გადამწყვეტ გამოწვევას არამხოლოდ ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიისათვის, არამედ მთლიანად  დასავლური მეცნიერებისათვის.  
 
თუმცა ტრანსპერსონალურიგანცდები აღმოცენდება საღრმისეული ინდივიდუალური  თვითშესწავლისას, შეუძლებელია მათი განმარტება, როგორც ინტრაფსიქიკური მოვლენებისა საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით.  ერთის მხრივ ისინი აღმოცენდებიან განცდების იმ გარემოში, როგორშიც ბიოგრაფიული ან მშობიარობასთან დაკავშირებული განცდები, და ამგვარად წარმოადგენენ ინდივიდუალური ფსიქიკის შიგნიდან აღმოცენებულს. მეორეს მხრივ, ისინი რატომღაც პირდაპირ, არა ჩვენი გრძნობათა ორგანოთა გამოყენებით, უერთდებიან ინფორმაციის წყაროებს, რომლებიც, ეჭვგარეშე, მდებარეობენ ბევრად შორს, იმისგან რაც საყოველთაოდ ითვლება მოცემული ინდივიდისათვის ხელმისაწვდომად.  მშობიარობასთან დაკავშირებულ  ფსიქიკის დონეზე, როგორც ჩანს, ხდება უცნაური გადართვა: ის, რაც იმ დრომდე წარმოადგენდა სიღრმისეულ შიდა-ფსიქიკურ ზონდირებას, წარმოადგენს მსოფლიოს განცდას მთელი მისი სისრულით ზემგრძნობელობის მეშვეობით. ზოგიერთი ადამიანი ადარებდა ამას  «მობიუსის განცდათა  ფირს», რადგან ყოვლად შეუძლებელია იმის თქმა, რა არის გარეთ ან შიგნით.  
 
ეს დაკვირვებები აჩვენებენ, რომ შეგვიძლია მივიღოთ ცნობები სამყაროს შესახებ ორი ძირეულად განსხვავებული გზით: საყოველთაოდ ცნობილი შემეცნების უნარის მეშვეობით გრძნობითი აღქმისა და ანალიზისა და მონაცემთა სინთეზირების მეშვეობით, ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ მსოფლიოს სხვადასხვა წახნაგები მათთან პირდაპირ გაიგივების გზით.  ასე და ამგვარად, თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს მიკროკოსმს, რომელიც ჰოლოგრაფიულისახით მოიცავს ინფორმაციას მაკროკოსმზე. მისტიურ ტრადიციებში ეს გამოიხატებოდა ისეთი გამონათქვამებით, როგორიცაა «რაცაა ზემოთ, იგივეა ქვემოთ» ან«რა არის გარეთ, იგივეა შიგნით».
 
ხალხის მონათხრობი, რომლებსაც ეძლევა განცდაში ემბრიონული არსებობის ეპიზოდები, ჩასახვის მომენტს და უჯრედის, ქსოვილის და ორგანოს ცნობიერების ელემენტები, გაჯერებულია ამ პროცესის ანატომიური, ფსიქოლოგიური და ბიოქიმიური მხარეების შესახებ სამედიცინო თვალსაზრისით ზუსტი ცოდნით. ამგვარადვე წინარე ცხოვრებათა მემკვიდრეობითი, რასობრივი და საზოგადოებრივი მოგონებები და განცდები   ხშირად წარმოადგენენ ძალიან ნიშანდობლივ დეტალებს არქიტექტურაზე, მოკაზმულობაზე, იარაღის, ხელოვნების სახეობებზე, საზოგადოებრივ მოწყობაზე, რელიგიურ და წეს-ჩვეულებების მოქმედებებზე შესაბამის კულტურებსა და ისტორიულ პერიოდებში და კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებზე.  
 
ხალხი, რომლებმაც განიცადეს ფილოგენეზური განცდები ან გაიგივება სიცოცხლის არსებულ ფორმებთან, არამხოლოდ თვლიან ამ გამოცდილებას არაჩვეულებრივად სარწმუნოთა და დამაჯერებლად, არამედ არცთუ იშვიათად ამ განცდების დროს იღებენ წარმოუდგენელ გამონათებებს ფსიქოლოგიის, ეტიოლოგიისა და ცხოველების ქცევის ან მათი გამრავლების თავისებურებების შესახებ.ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულს თან სდევს არქაული კუნთოვანი ინერვაციები, რომლებიც არაა დამახასიათებელი ადამიანებისათვის, და ისეთი რთული ქცევების სახეებით,  ცხოველთა რომელიმე განსაკუთრებული სახეობის როგორებიცაა საქორწინო ცეკვები.
 
ის გადაუწყვეტელი სირთულეები, რომლებიც მოაქვთ ზემოაღწერილ დაკვირვებებსროგორც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში, თავისთავად შთამბეჭდავია და კიდევ უფრო მძაფრდება იმ გარემოებით, რომტრანსპერსონალურიგანცდები, რომლებსაც ძალუძთ აგრერიგად სარწმუნოდ ასახონ მატერიალური სამყარო, ხშირად ვლინდებიან ყოველგვარი შუალედის გარეშე იმავე ნაკადში და მჭიდროდ ურთიერთკავშირში სხვა განცდებთან, რომელთაც დასავლური ინდუსტრიული სამყარო რეალურად არ მიიჩნევს.   აქ მოიაზრება მაგალითად, განცდები სხვადასხვა კულტურების ღვთაებებთან და დემონებთან, ასევე რომლებიც აჩვენებენ ისეთ მითიურ სამყაროებს, როგორებიცაა ზეციური და სამოთხის მიწა, ლეგენდებსა და ჯადოსნური ზღაპრების სამეფოები.  
 
მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს შივის ზეცის, წვიმის აცთეკური ღვთაების ტლალოკის, შუმერების მიწისქვეშა სამყაროს ან ბუდას ცხელი ჯოჯოხეთური სამყაროებიდან ერთ-ერთის განცდა.ჩვენ ასევე შეგვიძლია იესოსთან ურთიერთობა, განვიცადოთ სრულად დამანგრეველი შეხვედრა ინდოელების ღვთაებაკალისთან ან გავაიგივოთ თავი მოცეკვავე შივასთან.  მაგრამ ამ ეპიზოდებსაც კი შეუძლიათ მოგვაწოდონ ახალი სარწმუნო ცნობები რელიგიურ სიმბოლიზმსა და მითიურ მოტივებზე, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ადამიანისათვის,  რომელსაც აღნიშნული შეემთხვა. ამგვარი  სახის დაკვირვებები განამტკიცებს კ.გ.იუნგის წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ გარდა ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერისა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დაშვება კოლექტიურ არაცნობიერთან, რომელიც მოიცავს საკუთარ თავში მთელი კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას.  
 
საკმაოდ მძიმე ამოცანა - რამდენიმე წინადადებაში ყოველდღიური დაკვირვებების  საფუძველზე ჩამოყალიბებული დასკვნები და შედეგები, რომელიც დაგროვდა ცნობიერების ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩათვალოს ეს მტკიცებულებები სანდოდ.და სრულიად არარეალისტურია მოლოდინის იმისა, რომ ამ რამდენიმე გამონათქვამს შეუძლია უარყოს კულტურულად ღრმად ძირგადგმული მსოფლხედველობა იმ მკითხველებისა, რომლებიც არ იცნობენტრანსპერსონალურ განზომილებას და რომელთაც არ შეუძლიათ დააკავშირონ ჩემი ნათქვამი მათ საკუთარ პირად განცდებთან.  თუმცა თავად ჩემში იყო ბევრი ჰოლოტროპული მდგომარეობის განცდა და შესაძლებლობა უშუალოდ დავკვირვებოდი მათ ათასობით სხვა ადამიანში, ამ აღმოჩენებით გამოწვეული გარდატეხის მონელებას წლები დასჭირდა.  
 
წინამდებარე წიგნის შეზღუდული მოცულობიდან გამომდინარე, არ შემიძლია აქ მოვიტანო კონკრეტული შემთხვევების შესახებ ანგარიშები, რომლებსაც შეეძლოთ ნათელი მოეფინათ ტრანსპერსონალურიგანცდების ბუნებასა და ცოდნაზე, რომელიც ხდის ხელმისაწვდომს აღნიშნულ განცდებს.  მიწევს იმ მკითხველების, რომლებსაც აქვთ სურვილი უფრო დეტალურად შეისწავლონ ეს სფერო, გადამისამართება ჩემ წიგნებთან«მოგზაურობა საკუთარი თავის ძიებაში» და«მომავლის ფსიქოლოგია» (Grof, 1978, 2000), რომლებშიც დეტალურად აღვწერ ტრანსპერსონალურიგანცდებისსხვადასხვა სახეებს და მომყავს მრავალი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ გადასცემენ ისინი უჩვეულო, ახალ ინფორმაციას სამყაროს სხვადასხვა წახნაგების შესახებ. იმავე წიგნებში ასევე აღიწერება ჰოლოტროპული სუნთქვის მეთოდი, რომელიც გზას ხსნის პერინატალურ და ტრანსპერსონალურ სფეროებისაკენ ყველასათვის, ვისაც სჭირდება ზემოხსენებული დაკვირვებების დადასტურება პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით  (იხილეთ ინფორმაცია ჩვენ ვებგვერდზეholotopic.com). მსგავსი ინფორმაცია, რომელიც გამიზნულად მიმართულია ფსიქოდელიური სეანსების გაშუქებაზე, შეიძლება მოძიებულ იქნას ჩემ წიგნში  «ელ-ეს-დე ფსიქოთერაპია», რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხელმისაწვდომია ახალ გამოცემაში (Grof, 1994).
 
ტრანსპერსონალურიგანცდებისთავად არსებობა და ბუნება ანგრევს მექანისტური მეცნიერების რამდენიმე ძირეულ დებულებას. ისინი გულისხმობენ ისეთ ერთი შეხედვით სულელურ წარმოდგენებს, როგორებიცაა ყველა ფიზიკური საზღვრის შეფარდებითი და ნების მიერიბუნება, არალოკალური კავშირები სამყაროში, გზავნილების გადაცემა უცნობი საშუალებებითა და გზებით, მეხსიერება მატერიალური საფუძვლის გარეშე, დროის არაწრფივობა ან ცნობიერება დაკავშირებული ყველა ცოცხალ ორგანიზმთან და თვით არაორგანულ მატერიასთან. მრავალი  ტრანსპერსონალურიგანცდა მოიცავს მოვლენებს მიკრო- და მაკრო-კოსმიდან - სფეროებიდან, რომლებიც ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელია ადამიანის შეუიარაღებელ გრძნობათა სისტემების მიერ  ან მზის სისტემის წინამორბედი დროიდან, დედამიწის შექმნას, ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობას, ნერვული სისტემის განვითარებასა და გონიერი ადამიანის წარმოქმნას.
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების გამოკვლევა აშიშვლებს ადამიანური არსის ნიშანდობლივ პარადოქსულობას. იგი მკაფიოდ ავლენს, რომ რაღაც საიდუმლო, აუხსნელი გზით თითოეული ჩვენთაგანი ატარებს საკუთარ თავში ცოდნას მთელ სამყაროზე, ყოველ არსზე, ფლობს შესაძლებლობას მიწვდეს მის ყველა ნაწილს და გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს მთლიანად სამყაროსეული მთლიანის ნაქსოვს იმავე ხარისხით, რომელშიც იგი წარმოადგენს მის მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპულ ნაწილს, რაღაც ცალკეულ და უმნიშვნელო ბიოლოგიურ არსებას.   ახალი კარტოგრაფია ასახავს ამ გარემოებას და აირეკლავს ადამიანის ფსიქიკას საკუთარ არსში, როგორც თანაბარზომიერს მთელ სამყაროსთან და ცხოვრების სისავსესთან.  და რამდენადაც სულელური და მიუღებელი არ უნდა იყოს ეს აზრი მეცნიერებისათვის, რომელსაც ტრადიციული მეცნიერების დებულებებზეა გამოწრთვნილი, მაინც შესაძლებელია, ბევრად ადვილი იყოს  მისი მისადაგება იმ ახალ რევოლუციურ აღმოჩენებთან სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში, რომელთა შესახებ ჩვეულებრივ როგორც ახალ ან აღმოცენებად პარადიგმაზე საუბრობენ.
 
მყარად ვუჭერ მხარს იმ მოსაზრებას, რომ აქ აღწერილ გაფართოებულ კარტოგრაფიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა  ნებისმიერი სერიოზული სახის მიდგომისათვის ისეთ მოვლენებთან, როგორებიცაა შამანიზმი, გადასვლის რიტუალები,მისტიციზმი, რელიგია, მითოლოგია, პარაფსიქოლოგია, სიკვდილთან დაკავშირებული განცდები და ფსიქოდელიური მდგომარეობები. ფსიქიკის ეს ახალი მოდელი წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიური ინტერესის საგანს.  როგორც გამოიკვეთება წინამდებარე შრომის შემდეგი თავებიდან, მას თან სდევს ღრმა და რევოლუციური შედეგები ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების გასაგებად და წარმოადგენს განკურნების ახალ რევოლუციურ შესაძლებლობებს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff