ჰოლოტროპული კვლევა და არქეტიპული ასტროლოგია
ჰოლოტროპული კვლევა და არქეტიპული ასტროლოგია
ორი შემთხვევის აღწერა
ზოგადად ფსიქოდელიურმა ნივთიერებებმა და კერძოდ ელ-ეს-დე-მ შეიძლება ღრმად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკის მუშაობაზე. მათი მოქმედება შეიძლება იყოს როგორც განსაკუთრებითსასარგებლო, ასევე გამანადგურებელი, იმისდა მიხედვით, თუ რა ადამიანი მიიღებს მათ, რა წრეში და რა გარემოში. ამ მიზეზით, ფსიქოდელიკებზე ექსპერიმენტების დაწყებისთანავე, მკვლევარებმა ცდილობენ იპოვონ გზები იმის პროგნოზირებისთვის, თუ როგორ შეიძლება ამ ნივთიერებებმა იმოქმედოს ადამიანზე, რომელიც მათ იღებს.
ფსიქოდელიკებზე რეაქციის პროგნოზირების მეთოდის და მათი თერაპიული ეფექტის აღმოჩენის მცდელობა, დიდი კლინიკური კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომელიც ჩვენმა კვლევართა ჯგუფმა მერილენდის ფსიქიატრიული კვლევების ცენტრში ჩაატარა. ამ მიზნით, ჩვენ გამოვიყენეთ სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების ნაკრები, მათ შორის პიროვნების მრავალასპექტიანი მინესოტას ანკეტა (პმმა), პიროვნების ორიენტაციის შოსტრომის ანკეტა (პოა), რორშახის მელნის ტესტი (რმტ), ფსიქოდელიური განცდების ჩვენი საკუთარი ანკეტა (პგა) და სხვ. ამ კვლევამ დაადასტურა ჩემი ადრეული ვარაუდები, რომლებსაც პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) ფსიქიატრიული კვლევების ინსტიტუტში მუშაობის დროს მივაგენი, ასევე სპეციალური ლიტერატურის შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნები: დასავლეთის ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული და ფართოდ გამოყენებული ტესტების შედეგები ამ მიზნისთვის სრულიად გამოუსადეგარია.
ბედის ირონიით, როდესაც წლების მანძილზე წარუმატებელი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ვიპოვნე საშუალება, რომელიც ასეთი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლეოდა, ის უფრო მეტადწინააღმდეგობრივი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ფსიქოდელიკები. ეს საშუალება ასტროლოგია გახლდათ - დისციპლინა, რომელსაც თავად მე, მრავალი წლის განმავლობაში ტრანსპერსონალური მოვლენების შესწავლის შემდეგაც, უცერემონიოდ ვუარყოფდი, როგორც რაღაც სასაცილო ფსევდომეცნიერებას. მე ასევე მივხვდი, რომ ასტროლოგია შეიძლება ფასდაუდებელი ინსტრუმენტი გამხდარიყო ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების სხვა ფორმებთან მუშაობისას, მაგალითად, ისეთ მდგომარეობებთან, რომლებიც ვლინდება განცდითი ფსიქოთერაპიის ძლიერი მეთოდების ზეგავლენისას (პირველადი თერაპია, რებიოფინგი და ჰოლოტროპული სუნთქვა) ან სპონტანურად წარმოიშვება სულიერი გამწვავებების (ფსიქო-სულიერი კრიზისების) დროს.
ასტროლოგიისადმი ჩემი დამოკიდებულების ამგვარი ძირეული ცვლილება ფსიქოლოგთან და ფილოსოფოსთან რიჩარდ ტარნასთან თანამშრომლობის შედეგი გახლდათ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგა იყო. მისი ყველაზე მთავარი წიგნი დასავლური მსოფლმხედველობის ისტორიის შესახებ, „დასავლური გონების ვნება“, სახელმძღვანელოდ გამოიყენება აშშ-ს და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, რიკი არის ბრწყინვალე მკვლევარი-ასტროლოგი, რომელიც ითავსებსუმწიკვლოერუდიციასა და მისი სადოქტორო დისერტაციის საგნის - ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების ღრმა ცოდნას. რიკის შრომა ასევე მოიცავს კაცობრიობის ისტორიისა და კულტურის საოცრად ფართო ცოდნას.
წლების მანძილზე, ჩვენ ერთად ვიკვლევდით მისტიკური განცდების, ფსიქოსულიერი კრიზისების, ფსიქიკური გამოვლინებების, ფსიქოდელიური მდგომარეობების და ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსების ასტროლოგიურ კორელატებს. ამ ნაშრომმა აჩვენა, რომ ასტროლოგიას, განსაკუთრებით პლანეტარული ტრანზიტების კვლევას, შეუძლია წინასწარ განსაზღვროს როგორც ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების არქეტიპული შინაარსი, ასევე მათი დროებითი კავშირი კონკრეტულ მომენტთან. ჰოლოტროპული მდგომარეობებისა და პლანეტარული ტრანზიტების ბუნებასა და შინაარსს შორის თანაფარდობის სისტემატურმა კვლევამ დამარწმუნა, რომ მომავლის ფსიქიატრიის ყველაზე დიდიიმედებისმომცემისტრატეგიაა - ღრმა განცდითი თერაპიისა და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის და ტრანზიტული ასტროლოგიის შერწყმა.
მე ვაცნობიერებ, რომ ეს ძალიან თამამი მტკიცებაა, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მრავალი წამყვანი მეცნიერი ასტროლოგიას მიიჩნევს, - როგორც მეც ადრე მივიჩნევდი, - პრინციპულად შეუთავსებლად სამეცნიერო მსოფლმხედველობასთან. ფილოსოფიური და სამეცნიერო თვალსაზრისით ასტროლოგიის გამოყენების სათანადო დასაბუთებას, გაცილებით მეტი ადგილის დათმობა დასჭირდება, ვიდრე ამას ეს დანართიიძლევა. ნებისმიერ მსურველს, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, გირჩევთ მიმართოთ რიჩარდ ტარნასის ნაშრომებს, რომელიც ასევე ბევრად უკეთ არის მომზადებული ამ ამოცანისთვის, ვიდრე მე (Tarnas, 1991, 1995, იბეჭდება). ამ კონტექსტში, მე მხოლოდ მოკლედ გაჩვენებთ, თუ როგორ შეიცვალა ასტროლოგიის სტატუსი ისტორიის განმავლობაში და მოვიყვან ამ უძველესი დისციპლინის მხარდასაჭერ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვა ცნობიერების თანამედროვე გამოკვლევებით.
ასტროლოგია უძველესი ხელოვნება და მეცნიერებაა და, შესაძლოა, რომ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე III ათასწლეულში წარმოიშვა, მესოპოტამიაში, საიდანაც იგი ინდოეთსა და საბერძნეთში გავრცელდა. მას საფუძვლად დაედო სწავლება მსოფლიო შესაბამისობაზე. მისი ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოხატულია ფრაზით „რაც ზემოთაა, იგივეა ქვემოთ“, - არის მოსაზრება, რომ ადამიანის ფსიქიკის მიკროკოსმი ასახავს მაკროკოსმს და ასევე, რომ მიწიერი მოვლენები კოსმოსური მოვლენების ანარეკლს წარმოადგენს. ელინისტურ ხანაში საბერძნეთში ასტროლოგებმა გააუმჯობესეს ასტრონომიული გამოთვლები და თითოეულ პლანეტას მითიური ღვთაება დააკავშირეს, რაც ბაბილონელების მიერ უკვე დამყარებული მითოლოგიური კავშირის ანარეკლი გახდა. შემდეგ მათ დაიწყეს ამ სისტემის გამოყენება მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის - როგორც საზოგადოებაში, ასევე ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში.
პლანეტების მნიშვნელობების, მათი მდებარეობის და გეომეტრიული ასპექტების, აგრეთვე მათი კონკრეტული გავლენის გაცნობიერება ადამიანის საქმეებზე - პირველად ეს ყველაფერი გაერთიანდა ერთიან სისტემად პტოლემეოსის ასტროლოგიაში, რომელიც ასევე იყო უძველესი ასტრონომიის უდიდესი სისტემატიზატორი. შემდეგ საუკუნეებში ასტროლოგთა თაობებმა გააფართოვეს, გადასინჯეს და დახვეწეს პტოლემეოსის სისტემა. ასტროლოგიამ თავისი სრულად განვითარებული „ბერძნული“ ფორმით თითქმის 2000 წლის განმავლობაში ახდენდა გავლენას წარმართული და მოგვიანებით კი უკვე ქრისტიანული ევროპის რელიგიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე. თანამედროვე ასტროლოგებმა გამოიყენეს ასტრონომიის მიღწევები, რაც ტელესკოპის გამოგონებით გახდა შესაძლებელი, შემდეგ უძველეს სისტემას დაამატეს სამი გარეთა პლანეტა - ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, - რომლებიც ძველად არ იყო ცნობილი და ასევე შეისწავლეს და აღწერეს ამ პლანეტების არქეტიპული მნიშვნელობა.
მრავალი სხვა ეზოთერული სისტემის მსგავსად, ასტროლოგიაც რაციონალიზმისა და მატერიალიზმის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში იჩინა თავი. იგი უარყოფილ იქნა არა იმიტომ, რომ მისი წინაპირობების სიყალბე იქნა დამტკიცებული, არამედ იმის გამო, რომ იგი შეუსაბამო იყო დასავლური მეცნიერების ძირითად მეტაფიზიკურ დაშვებებთან, რომელიც მონისტური მატერიალიზმის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.
უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მატერიალისტი მეცნიერების მიერ ასტროლოგიის უარყოფას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი გააჩნია.
დასავლელი მეცნიერები სამყაროს ასახავენ, როგორც უპიროვნო და ძირითადად არაცოცხალ მექანიკურ სისტემას, ერთგვარ სუპერ-მანქანას, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი თავი და ემორჩილება ბუნებრივ მექანიკურ კანონებს. ამ კონტექსტში ცხოვრება, ცნობიერება და გონება მატერიის მეტ-ნაკლებად შემთხვევით პროდუქტებად გამოიყურება. ასტროლოგიის მთავარი ვარაუდი კი იმის შესახებ, რომ კოსმოსი არის უმაღლესი გონების ქმნილება, ემყარება უფრო ღრმა, მიუწვდომლად რთულ წესრიგს და ასახავს უმაღლეს მიზანს.
ასტროლოგიური თვალსაზრისით ზუსტად არის ასახული ბერძნული სიტყვის „კოსმოსის“ საწყისი მნიშვნელობა, რომელიც აღწერს სამყაროს, როგორც მკაფიოდ მოწესრიგებულ, მწყობრ და თანმიმდევრულად ურთიერთდაკავშირებულ სისტემას, რომლის განუყოფელი ნაწილია კაცობრიობა. ამ თვალსაზრისით, ადამიანის სიცოცხლე არ არის თვითნებური ძალების მოქმედების შედეგი, რომლებსაც მართავს ახირებული შემთხვევა: ის მოძრაობს მკაფიო ტრაექტორიით, რომელიც ციური სხეულების მოძრაობასთან თანხვედრაშია, და ამიტომ შეიძლება მისი ინტუიციური შეცნობა, თუნდაც ნაწილობრივ.
ასტროლოგიური აზროვნება გულისხმობს არქეტიპებისარსებობას - დროსა და სივრცეს გაცდენილი დასაბამიერიპრინციპებისა, რომლებიც საფუძვლად უდევს მატერიალური სამყაროს მოწყობას, აყალიბებს მას და აცოცხლებს. არქეტიპული პრინციპების პოზიციიდან სამყაროს განმარტებისკენმიდრეკილებაპირველად ძველ საბერძნეთში გაჩნდა და ბერძნული ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარინიშანი გახდა. ამ არქეტიპების განხილვა რამდენიმე სხვადასხვა თავლსაზრისით შეიძლება. ჰომეროსის ეპიკურ ნაწარმოებებში ისინი განსახიერებას მითოლოგიურ პერსონაჟებში პოულობენ, და ისეთ ღვთაებებში, როგორიცაა ზევსი, პოსეიდონი, ჰერა, აფროდიტე ან არესი. პლატონის ფილოსოფიაში ისინი აღწერილია, როგორც სუფთა მეტაფიზიკური პრინციპები, ტრანსცენდენტული „იდეები“ და „ფორმები“. მათ სამყაროში საკუთარი დამოუკიდებელი არსებობა გააჩნიათ, რომლის აღქმაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებით. ჩვენს დროში კ.გ. იუნგმა თანამედროვე ფსიქოლოგიაში არქეტიპების ცნება დანერგა, რომლებიც ძირითადად როგორც ფსიქოლოგიური პრინციპები აღწერა (Jung, 1959).
რეალობის ფარული, უხილავი განზომილებების არსებობა - მატერიალისტური მეცნიერებისათვის უცხოა, თუ ეს განზომილებები თავისი ბუნებით არამატერიალური ხასიათისაა და მათი ამოცნობა შეუძლებელია ჩვენი აღქმის დიაპაზონის გამფართოებელი ხელსაწყოების საშუალებით, როგორიცაა მიკროსკოპები, ტელესკოპები ან გადამწოდები, რომლებიც არეგისტრირებენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა დიაპაზონს. გარდა ამისა, ფსიქიატრები, როგორც თეორეტიკოსები, ასევე კლინიცისტები, ძალიან ვიწრო ცნობიერებით სტრუქტურას იყენებენ, რომელიც შემოიფარგლება მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიით და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერით. ისინი ამტკიცებენ, რომ არქეტიპული არსებისა და სამყაროების აღქმა ტვინის აქტივობის პათოლოგიური პროდუქტია, რომლის მკურნალობა ტრანკვილიზატორებით უნდა მოხდეს.
ასტროლოგიის სერიოზულად აღქმის კიდევ ერთი დიდი დაბრკოლებაა დასავლური მეცნიერებისათვის დამახასიათებელი დეტერმინისტული აზროვნება. ასტროლოგიის კრიტიკოსები, ჩვეულებრივ, სამყაროს განიხილავენ როგორც მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს და მიზეზობრიობის პრინციპი სავალდებულოდ მიაჩნიათ სამყაროს ყველა პროცესისთვის. სავსებით ბუნებრივია, რომ მათთვის პლანეტების უშუალო ფიზიკური ზემოქმედების იდეა ადამიანის ფსიქიკაზე და მთელ სამყაროზე დაუჯერებელიდა აბსურდულია. მათ, ვინც მიზეზობრიობას განიხილავენ როგორც სამყაროს ერთადერთ დამაკავშირებელ პრინციპს, ახასიათებთ ისეთ უხერხული საკითხების უგულებელყოფა, როგორიცაა სამყაროს წარმოშობისა და „ყველა მიზეზის მიზეზების“ საკითხები. უფრო მეტიც, ამ პოლემიკაში ისინი არ ითვალისწინებენ კვანტურ-რელატივისტური ფიზიკის აღმოჩენებს.
საბოლოო ჯამში,პირველხარისხოვანმნიშვნელობას, რომელსაც ასტროლოგია ანიჭებს დაბადების მომენტს, არანაირი აზრი არ აქვს თეორიული ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიისთვის, რადგან ისინი ბიოლოგიურ დაბადებას არ განიხილავენ როგორც ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან მოვლენას და არაცნობიერის პერინატალურ დონეს არ ცნობენ. მათი პოზიცია ემყარება სავსებით საკამათო ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ახალშობილის ტვინს თითქოსდა არ შეუძლია დაარეგისტრიროს დაბადების ტრავმული ზემოქმედება, ვინაიდან დაბადების მომენტისთვის მის ტვინში მიელინიზაციის პროცესი (ცხიმოვანი მიელინური გარსის ფორმირება, რომლითაც ნეირონებია დაფარული) ჯერ არ დასრულებულა.
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჰოლოტროპული მდგომარეობების სისტემატური გამოკვლევის შედეგად დიდი მოცულობის ინფორმაცია დაგროვდა, რომელიც ანადგურებს მატერიალისტური მეცნიერების ამ ძირითად დებულებებს და წარმოადგენს ფაქტებს ასტროლოგიის მხარდასაჭერად. ეს დაკვირვებები ცხადყოფს შემდეგს:
1) ზეპიროვნული განცდების არსებობა, რომლებიც ცნობიერებითა და შემოქმედებითი კოსმოსურიგონებით გაჟღენთილ სულიერ კოსმოსზე მიუთითებს;
2) სულიერი რეალობების, მათ შორის არქეტიპული პერსონაჟების, სიუჟეტებისა და სამყაროების, აგრეთვე ამ განცდების უტყუარობის ემპირიული შეფასების უშუალო აღქმის შესაძლებლობა;
3) სინქრონულობების არსებობა, რომლებიც მიზეზობრიობის პრინციპის მნიშვნელოვან და სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას წარმოადგენენ;
4) დაბადების პროცესის განცდის განსაკუთრებულიფსიქოდინამიკური მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარებისა და ცხოვრებისათვის;
5) ასტროლოგიური ტრანზიტების უზარმაზარი პოტენციალი ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობის ბუნების, დროებითი მახასიათებლებისა და შინაარსის პროგნოზირებისთვის.
1. კოსმოსის სულიერი ბუნების დამადასტურებელი ფაქტები
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების კვლევამ იმის დამაჯერებელი მტკიცებულებები მოგვცა, რომ ზეპიროვნული განცდები არ უნდა იქნას უგულველყოფილი, როგორც დაავადებული ფსიქიკის უსარგებლო პროდუქტი. ის ფაქტი, რომ ასეთი მდგომარეობები უზრუნველყოფენ წვდომას ახალ ზუსტ ინფორმაციასთან ყოფიერების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით, ეჭვს არ იწვევს: ეს მოვლენები, ხატოვნად რომ ვთქვათ, მატერიალისტური მეცნიერების ძირითადი დებულებების უმეტესობას ეწინააღმდეგება. ეს მდგომარეობები გვთავაზობს სამყაროს გაგებას, როგორც ცნობიერებაში მომხდარი მოვლენების ერთიან ქსელს - ქსელს, რომელიც გაჟღენთილია უმაღლესი გონებით და ასახავს გარკვეულ უმაღლეს წესრიგს.
გარდა ამისა, ეს განცდები ემპირიულად ამტკიცებს, რომ ცალკეული ადამიანის ფსიქიკას საზღვრები არ გააჩნია და, სინამდვილეში, თანაზომადია მთელ მის ყოფიერებასთან. ამრიგად, ისინი ადასტურებენ მრავალი ეზოთერული სისტემის, მათ შორის ასტროლოგიის, ძირითად პრინციპს, რომელიც ამბობს, რომ მიკროკოსმი მაკროკოსმის ანარეკლია. ამგვარმა წარმოდგენამ, რომელიც მექანისტური მეცნიერებისა და არისტოტელეს ლოგიკის თვალსაზრისით სრულიად აბსურდული ჩანდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო ცოდნის კიდევ ერთ დარგში: ლაზერების და ოპტიკური ჰოლოგრაფიის განვითარებამ ნაწილის და მთელის შეერთებისპრინციპულად ახალი შესაძლებლობები აჩვენა (Talbot, 1991).
2. ემპირიული ფაქტები არქეტიპების არსებობის დასტურად
ჰოლოტროპული მდგომარეობები უზრუნველყოფს უშუალო ემპირიულ წვდომას ყოფიერების მშვენიერ(ნუმინოზურ) განზომილებებთან, მათ შორის არქეტიპებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არქეტიპების პრინციპი ასტროლოგიის არსს წარმოადგენს. XX საუკუნეში კ.გ. იუნგმა არქეტიპების უძველესი იდეა ააღორძინა და თანამედროვე სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში შემოიტანა ფსიქოლოგიური პრინციპების, ფსიქიკის დასაბამიერი მაორგანიზებელი სტრუქტურების სახით (Jung, 1959).
იუნგმა და მისმა მიმდევრებმა გამოიკვლიეს და ძალიან დეტალურად აღწერეს რა მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ არქეტიპები ცალკეული ადამიანების, ხალხების ცხოვრებაში და ბუნების ფუნქციონირებაში. უამრავი სამეცნიერო სტატია და წიგნი, აგრეთვე იუნგისეულად მოაზროვნე ავტორების პოპულარული ნაწარმოებები ამტკიცებს, რომ ჩვენი პირადი თვისებები და ქცევა ასახავს ძლიერი არქეტიპული პრინციპების დინამიკას (Hillman, 1975; Shinoda Bolen, 1984,1989) და რომ ჩვენ განვასახიერებთ ამ დამახასიათებელ არქეტიპულ თემებს საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში (Campbell, 1972).
არქეტიპების მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ისინი არ არიან მიბმული ადამიანის ტვინზე, არამედ მოქმედებენ მიუწვდომელი სფეროებიდან და ახდენენ სინქრონულ გავლენას როგორც ცალკეული ადამიანის ფსიქიკაზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. კ. გ. იუნგის ნაშრომებზე დაფუძნებული, სამეცნიერო ასტროლოგიისა და არქეტიპული ფსიქოლოგიის კავშირი ამ ორივე სფეროში არნახულ პროგრესს უზრუნველყოფს. მას ასტრონომიის მათემატიკური სიზუსტე შემოაქვს სიღრმისეული ფსიქოლოგიის შემოქმედებით და წარმოსახვით სამყაროში, და მნიშვნელოვნად ამდიდრებს როგორც თეორიული ჰიპოთეზების, ასევე კლინიკური პროგნოზების შესაძლებლობებს.
თეორეტიკოსი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დღემდე მიიჩნევენ იუნგის იდეას არქეტიპების შესახებ როგორც უსაფუძვლო და გონებაჭვრეტით იდეას და უარს ამბობენ მის სერიოზულად აღქმაზე. ამასთან, ცნობიერების თანამედროვე კვლევა ადასტურებს არქეტიპების უდავოარსებობას, და მიუთითებს იმაზე, რომ ეს არქეტიპები უშუალოდ შეიძლება განიცადო ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებში. ჩემს სხვა ნაშრომებში მე სხვადასხვა ისტორიები მაქვს მოყვანილი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია არქეტიპებთან დაკავშირებულ ტრანსპერსონალურ განცდებს ახალი ინფორმაციის მოწოდება იმ კულტურების მითოლოგიური რეალობის შესახებ, რომელიც ადამიანებმა გამოიარეს და აქამდე არაფერი იცოდნენ, და როგორ შეუძლია მათ ახალი თერაპიული შესაძლებლობების გახსნა (Grof, 1985, 1988).
3. სინქრონულობის აღმოჩენა
მიზეზობრიობის პოზიციიდან აზროვნების მიდრეკილება- ერთ-ერთი მთავარი საფუძველია იმისა, თუ რატომ უარყოფენ ასე გაშმაგებულად ასტროლოგიას. მახსოვს კარლ საგანთან ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის შესახებ ჩემი ერთ-ერთი საუბარი, რომლის დროსაც მან სხვათა შორის წამოისროლა: „ასტროლოგია - სრული სისულელეა: მე, აქ მდგომი, შენზე ბევრად უფრო მეტ გავლენას ვახდენ, ვიდრე პლუტონი”. სავსებით ნათელია, რომ მან ეს თემა განიხილა ისეთი ცნებების პრიზმით, როგორებიცაა მასები, მანძილები, მიზიდულობის ძალები და სხვა ფიზიკური სიდიდეები. მაგრამ ეს მიდგომა მთავარს უშვებს მხედველობიდან. ასტროლოგიის კრიტიკოსები, მათ შორის კარლ საგანი, ვერ ხვდებიან, რომ ასტროლოგები რთულ პარადიგმას იყენებენ, რომელიც ამტკიცებს სინქრონული კავშირის არსებობას პლანეტებს, ადამიანის ფსიქიკასა და გარე მოვლენებს შორის. ასტროლოგიაში ჩაწვდომა მოითხოვს სინქრონულობის პოზიციიდან აზროვნებას.
მე და რიჩარდ ტარნასმა, ჩვენი აღმოჩენები ფსიქიკასა და კოსმოსს შორის კავშირის შესახებ, ერთობლივად წარმოვადგინეთ სპეციალისტებისთვის კალიფორნიის ინტეგრალური კვლევების ინსტიტუტის მრავალრიცხოვან სპეციალურ კურსებზე, აგრეთვე ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სასწავლო სემინარებზე და ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლებში. პირველი, რისი გარკვევასაც ყოველთვის ვცდილობდით ამ მასალის ყოველი განხილვის დაწყებამდე, არის ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ განცდებსა და მოვლენების ურთიერთკავშირის შესახებ პლანეტების მოძრაობასა და ასპექტებთან, ჩვენ არანაირად არ ვგულისხმობთ ციურ სხეულთა მიზეზობრივ გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე ან მსოფლიოში არსებულ მოვლენებზე.
ასტროლოგიის უფრო სწორი გაგების ილუსტრირება შეიძლება ერთი მარტივი მაგალითით. როდესაც ვუყურებ ჩემს საათს, რომელიც ზუსტ დროს აჩვენებს და ვხედავ, რომ შვიდი საათია, შემიძლია დავასკვნა, რომ ყველა ზუსტი საათი ამავე სასაათო სარტყელში ასევე შვიდ საათს აჩვენებს. გარდა ამისა, თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ ტელევიზორის ჩართვით მე შემიძლია ვუყურო იმ ახალ ამბებს, რომლებსაც შვიდ საათზე გადმოსცემენ, აგრეთვე, რომ რესტორანში, სადაც შვიდ საათზე ვახშამი შევუკვეთე, ჩემი მოსვლისთანავე სუფრა გაშლილი დამხვდება.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩემი საათი უშუალო გავლენას ახდენს ყველა სხვა საათზე, ან იწვევს ახალი ამბების ტელევიზორში ჩვენებას ან გავლენას ახდენს რესტორნის მომსახურე პერსონალის ცნობიერებაზე. უბრალოდ, ყველა ეს მოვლენა სინქრონულია ასტრონომიული დროის მიმართ - ფარული განზომილებისა, რომელიც მოქმედებს „კულისებს მიღმა“ და მისი პირდაპირი აღქმა შეუძლებელია.
ანალოგიურად, გაგება, რომელიც საფუძვლად უდევს ასტროლოგიას, გულისხმობს, რომ საგნების მსოფლიო წესრიგის მიხედვით, პლანეტების მოძრაობა და მათ მიერ ერთმანეთში წარმოქმნილი გეომეტრიული ასპექტები თანაფარდობაშია ფარულ არქეტიპულ მამოძრავებელ ძალებთან, რომლებიც განსაზღვრავენ მოვლენებს გარე სამყაროში. ვინაიდან პლანეტები ხილულია, მათი გამოყენება შესაძლებელია იმის ვარაუდის გასაკეთებლად, თუ რა ხდება არქეტიპების სამყაროში, ან ზემოთ აღწერილი მაგალითის თანახმად, რას გვიჩვენებს „საათი” ამ არქეტიპულ სამყაროში. ამა თუ იმ დროს პლანეტების ადგილმდებარეობისა და ჩვენს ნატალურ ჰოროსკოპში პლანეტების ადგილმდებარეობის (ტრანზიტების) კუთხური თანაფარდობა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იჩინოს თავი მოცემულმა სიტუაციამ ჩვენს პირად ცხოვრებაში.
სინქრონულობის პრინციპი,როგორც ხაზოვანი მიზეზ-შედეგობრიობის არსებითი ალტერნატივა, პირველად დეტალურად აღწერა კ. გ. იუნგმა. იუნგის თანახმად, სინქრონულობა არ არის მიზეზ-შედეგობრივი დამაკავშირებელი პრინციპი, რომელიც მიეკუთვნება დროისა და სივრცეში დაყოფილ მოვლენათა მნიშვნელოვან დამთხვევებს (Jung, 1960). იუნგს, რომელსაც ზოგადად აინტერესებდა უცნაური დამთხვევები, ძირითადად აინტერესებდა ის დამთხვევები, რომლებშიც სხვადასხვა გარე მოვლენებს გონივრული კავშირი ჰქონდა შინაგან განცდებთან, როგორიცაა სიზმრები, ფანტაზიები და ხედვები.
სწორედ ამ დამთხვევებს, ყველაზე მრავალფეროვანსა და უჩვეულოს, უწოდა იუნგმა სინქრონულობა. მან ეს სინქრონულობა განსაზღვრა, როგორც „ამა თუ იმ ფსიქიკური მდგომარეობის და ერთი ან მეტი გარე მოვლენის ერთდროულად დაწყება, რომლებიც იმ მომენტში მომხდარი სუბიექტური მდგომარეობის გააზრებული პარალელების სახით გვევლინება“ (Jung, 1960). სინქრონულობებს მრავალი სხვადასხვა ფორმის მიღება შეუძლია: ზოგი ერთმანეთთან აკავშირებს მანძილით დაშორებულ, ზოგი კი - დროით დაშორებულ, ადამიანებსა და მოვლენებს.
თანამედროვე სამყაროში ღრმად ფესვგადგმული რწმენის გამო იმის თაობაზე, რომ მიზეზობრიობა ბუნების ძირითად კანონს წარმოადგენს, იუნგი მრავალი წლის განმავლობაში ვერ წყვეტდა საკუთარი დაკვირვებების გამოქვეყნებას იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ სქემაში არ ჯდებოდა. მან გადადო ამ თემაზე დაწერილი საკუთარი წიგნის გამოცემა მანამ, სანამ სხვა მეცნიერებთან ერთად არ შეაგროვა სინქრონულობის თითქმის ასობით დამაჯერებელი მაგალითი და მთელი დარწმუნებით არ შეეძლო ეთქვა, რომ აპირებდა დასაბუთებული ფაქტების წარმოდგენას. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სინქრონულობის მისმა პრინციპმა მხარდაჭერა მიიღო თანამედროვე ფიზიკის ორი პიონერისგან: ალბერტ აინშტაინსა და ვოლფგანგ პაულისგან. ჩვენი კვლევის თვალსაზრისით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის რევოლუციურ ნარკვევში „სინქრონულობა: არაკაუზალურიდამაკავშირებელი პრინციპი“(Jung, 1960), იუნგმა განსაკუთრებული ადგილი ასტროლოგიას დაუთმო.
ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობისას, საოცარი სინქრონულობის შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ არანაირი ეჭვი აღარ რჩება იმისა, რომ ეს არის მიზეზობრიობის, როგორც დამაკავშირებელი პრინციპის, მნიშვნელოვანი ალტერნატივა. მედიტაციურ პრაქტიკაში, ფსიქოდელიკების გამოყენებით მიმდინარე თერაპიაში, ჰოლოტროპულ სუნთქვაში და სპონტანურ ფსიქო-სულიერი კრიზისებში, ქვეცნობიერიდან წარმოქმნილი შინაარსი ხშირად რთულ შემოქმედებით ურთიერთობებში ხვდება საყოველთაოდმიღებული რეალობის სხვადასხვა ასპექტებთან. ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ყველაზე ძირითადვარაუდებს რეალობასთან დაკავშირებით და მთლიანად შლის მკაფიო განსხვავებას, რომელსაც ჩვენ ვქმნით შინაგან და გარეგან სამყაროს შორის.
ტიპიური მაგალითია საოცარი სინქრონულობის ფენომენი იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მონაწილეობენ ბიოლოგიურ დაბადების მოგონებების განცდასა და შეგნებულ აღდგენაში. როდესაც შინაგანი გამოკვლევის პროცესში, ეს ადამიანები ეგოს სიკვდილის განცდას უახლოვდებიან, მაგრამ მას ბოლომდე არ გადიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი ხშირად აწყდებიან საშიში სიტუაციების, ტრავმებისა და უბედური შემთხვევების გასაოცარ თავმოყრას[A4] . მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ აქ ვგულისხმობ მოვლენებს, რომლებიც გამოწვეულია სხვა ადამიანებით ან გარე გარემოებით და არ წარმოადგენს თვით დაზარალებულთა თვითგანადგურებისკენ მიდრეკილების შედეგს.
როდესაც ეს ადამიანები თავიანთ ღრმა პროცესებში ეგოს სიკვდილს განიცდიან და ფსიქო-სულიერ დაბადებას, ასეთ სიტუაციებს ისეთივე მაგიური გახსნის ტენდენცია გააჩნია, როგორც განვითარებისას. როგორც ჩანს, პიროვნული გარდაქმნის ამ სტადიაზე ადამიანს უწევს განადგურებისა და დაკარგვის თემასთან გამკლავება, მაგრამ მას არჩევანი გააჩნია: განიცადოს იგი, როგორც შინაგანი პროცესი ან რეალურ ცხოვრების მოვლენა. ეს არის სწორედ ის, რასაც ასტროლოგები აკვირდებიან მძიმე პლანეტარული ტრანზიტების გავლენასთან დაკავშირებით.
ასეთივე საოცარი სინქრონულობა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სახის ზეპიროვნულ განცდებს. სინქრონული მოვლენები ხშირად თან ახლავს წარსული ცხოვრების გამოცდილების განცდას და ასევე ძალიან ხშირად წარმოიქმნება არქეტიპულ პერსონაჟებთან და მოტივებთან შინაგანი შეხვედრის დროს. მაგალითად, როდესაც ადამიანი განიცდის ინტენსიურ შინაგან პროცესს, რომელიც უკავშირდება ანიმუსის, ანიმას, ბრძენი მოხუცის ან დიადი, იგივე შთანთქმელი დედის თემებს, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ პერსონაჟების თვისებებს განასახიერებენ.
ანალოგიურად, როდესაც ადამიანს ძლიერი შამანური განცდა უჩნდება, რომელშიც გამცილებელი სული მონაწილეობს ცხოველის გარეგნობაში, ეს ცხოველი შეიძლება მოულოდნელად და სხვადასხვაგვარად გამოჩნდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში, თანაც ისეთი სიხშირით, რომელიც არ ჯდება გონივრული ალბათობის ჩარჩოებში. გარდა ამისა, ბევრმა ადამიანმა, ვინც უანგაროდ მიიღო მონაწილეობა პროექტებში, და რომლებიც შთაგონებული იყვნენ ფსიქიკის ტრანსპერსონალური სფეროებით, განიცადა უჩვეულო სინქრონულობა, რამაც საოცრად გაამარტივა მათი მუშაობა.
4. დაბადების ფსიქოლოგიური მნიშვნელობა
ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობამ იმ თეორეტიკოსი ფსიქიატრების საოცარი არასწორი წარმოდგენის გამოსწორება გახადა შესაძლებელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბიოლოგიურმა დაბადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, ემოციურ ცხოვრებასა და ქცევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან თავის ტვინის უჯრედებს შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია. ბევრჯერ მინახავს, რომ ეს კრიტიკული განცდა ძლიერ ანაბეჭდს ტოვებს სულიერი გრძნობებისა და სხეულის განცდების სახით, რომლებიც დაბადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან ურთიერთქმედებისას განსაზღვრავს სხვადასხვა სულიერი და ფსიქოსომატური აშლილობების განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენი დაბადების ზოგადი სურათი ხშირად აისახება იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით ბედის უკუღმართობებს და როგორ ვუდგებით მნიშვნელოვან ამოცანებსა და პროექტებს. ასევე არსებობს შთამბეჭდავი მტკიცებულებები იმისა, რომ ცალკეული ადამიანების ფსიქიკაში პერინატალურ მატრიცებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, კოლექტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურულ მოძრაობებში ამ ადამიანების მონაწილეობის განსაზღვრისას (de Маше, 1982; Grof, 1998).
ეს დაკვირვებები არსებით მხარდაჭერად იქცა ასტროლოგიისთვის, რომელიც დიდი ხანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაბადების მომენტს - როგორც ცხოვრების მთლიანი სურათის სიმბოლურ წინამორბედს. ისინი ასევე დაკავშირებულია ასტროლოგიის კიდევ ერთ ფუძემდებელ პრინციპთან, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს კავშირს გლობალურ მოვლენებსა და იმას შორის, თუ რა ხდება ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში. ეს გულისხმობს იმას, რომ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოძრაობები და მოვლენები უკავშირდება პლანეტების განლაგებას და მათ ურთიერთობებს. ამრიგად, კოლექტიურ ღონისძიებებში ადამიანების მონაწილეობის ხარისხი და ბუნება, ისევე როგორც მათი ცხოვრების კონკრეტული მოვლენები, მათი პირადი პლანეტარული ტრანზიტების ანარეკლს წარმოადგენს. ისინი, თავის მხრივ, გამოხატავენ კავშირს მსოფლიო ტრანზიტებსა და პირადულ ნატალურ რუკებს შორის. ამ თემას ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით, როდესაც ასტროლოგიის ძირითად პრინციპებს განვიხილავთ.
5. ჰოლოტროპულ მდგომარეობებსა და პლანეტარულ ტრანზიტებს შორის კავშირი
იმასთან ერთად, რომ ყველა ზემოაღწერილი დაკვირვება მიუთითებს პიროვნების მსოფლმხედველობასა და თეორიაზე, რომლებიც არსებითად თანხვედრაშია ასტროლოგიასთან, ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლის განმავლობაში მრავალი საოცარი ფაქტი დაგროვდა, რომლებიც სავსებით კონკრეტულად ამტკიცებს ასტროლოგიის საფუძვლად ჩადებულ მნიშვნელოვანვარაუდებს. აღმოჩენილ იქნა სისტემური კავშირის არსებობა ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების ბუნებასა და შინაარსსა და იმ ადამიანების პლანეტარულ ტრანზიტებს შორის, რომლებიც განიცდიან ამ მდგომარეობებს.
რიჩარდ ტარნასმა პირველმა აღნიშნა ასტროლოგიასა და ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან დაკავშირებით ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევებს შორის გარკვეული უჩვეულო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, და გააცნობიერა, რომ ოთხი საბაზისო პერინატალური მატრიცის (სპმ) - ბიოლოგიური დაბადების ეტაპებთან დაკავშირებული ემპირიული სქემების ფენომენოლოგიის ჩემებურ აღწერაში, - საოცარი მსგავსება შეინიშნება ოთხ არქეტიპთან, რომლებიც ასტროლოგებმა ემპირიულად დააკავშირეს მზის სისტემის ოთხ გარე პლანეტასთან. სპმ-ის ჩემებური აღწერილობა ემყარებოდა აბსოლუტურად დამოუკიდებლად გაკეთებულ კლინიკურ დაკვირვებებს იმ დროს, როდესაც ასტროლოგიის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი.
პირველი პერინატალური მატრიცის (სპმ-1) დადებითი მხარეები - უშფოთველი საშვილოსნოს შიგნით ყოფნის პერიოდის ეპიზოდების განცდა, აგრეთვე საზღვრების განზავების, ოკეანისეული ნეტარების, ერთიანობის კოსმიური გრძნობების, დროისა და სივრცის მიღმა გასვლის და რეალობის მისტიკური განზომილებების შეცნობის თანმხლები შეგრძნებები - უშეცდომოდ ასახავს არქეტიპს, რომელსაც ასტროლოგები ნეპტუნს უკავშირებენ. იგივე სამართლიანად შეიძლება ითქვას სპმ-1-ის უარყოფით მხარეზე, რომელიც უკავშირდება მშობიარობამდე არსებული შფოთვის რეგრესულ განცდებს. აქ საზღვრების განზავება თავისი ბუნებით არა მისტიკური, არამედ ფსიქოტურია: ის იწვევს შფოთვას, დაბნეულობას, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შეგრძნებას და რეალობის პარანოიდულ აღქმას. ამ მატრიცას ასევე აქვს ფსიქოდინამიური კავშირი ალკოჰოლთან ან ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასა და დამოკიდებულებასთან. ყველაფერი ეს არის თვისებები, რომლებსაც ასტროლოგები აღწერენ როგორც ნეპტუნის არქეტიპის ჩრდილოვან მხარეს.
სპმ-2-ის ყველაზე დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც დაკავშირებულია დაბადების „გამოუვალ” ეტაპთან, როდესაც საშვილოსნო იკუმშება, მაგრამ საშვილოსნოს ყელი ისევ დახურულია, - არის აკვიატებული აზრები დაბერებასა და სიკვდილის შესახებ, რთული განსაცდელების და მძიმე შრომის, დეპრესიის, ტვირთის, გაჭირვებასა და შიმშილის შესახებ. ეს მატრიცა ასევე იწვევს არაადეკვატურობის, არასრულფასოვნობის და დანაშაულის გრძნობას. ის უკავშირდება სკეპტიციზმს და ცხოვრებაზე ღრმად პესიმისტურ შეხედულებებს, შინაარსის გამანადგურებელ კრიზისს, სიხარულის განცდის სრულ უუნარობას, დროისა და მატერიის სამყაროში დაბნეულობას და რეალობის ღვთაებრივ განზომილებასთან ყოველგვარი კავშირის დაკარგვას. ასტროლოგიაში, ყველა ეს თვისება სატურნის არქეტიპის უარყოფით მხარეს მიეკუთვნება.
განსაკუთრებით შესანიშნავი და საოცრად ზუსტია ასტროლოგიური შესაბამისობა ემპირიულ მხარეებთან, რომელსაც სპმ-3-ში ვხედავთ, რადგან ეს მატრიცა წარმოადგენს ელემენტების უჩვეულო შეხამებას, რომელიც დამახასიათებელია ბიოლოგიური დაბადების ბოლო ეტაპისთვის. ის მოიცავს სტიქიური ღვთიური ძალების შეუბრალებელშეტევას, ტიტანური ენერგიების შეტაკებას, დიონისურ ექსტაზს, დაბადებას, სექსს, სიკვდილ-აღორძინებას, განადგურებას და სკატოლოგიას. ასევე შეიძლება ვახსენოთ სიცოცხლისა-და-სიკვდილის მთელი სიღრმისეული განცდები, აგრეთვე ვულკანის ამოფრქვევის, გამწმენდი ალისა და მიწისქვეშა სამყაროს მოტივები - გეოლოგიური, ურბანული, კრიმინალური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან მითოლოგიური. ასტროლოგიის თვალსაზრისით ეს ყველაფერი პლუტონის არქეტიპის თვისებებია.
და ბოლოს, სპმ-4-ის ფენომენოლოგია - სამშობიარო არხიდან გამოსვლის განცდა - მჭიდრო კავშირშია ურანის არქეტიპთან. როგორც შემდეგ ვაჩვენებ, ეს არის ერთადერთი პლანეტა, რომლის არქეტიპული მნიშვნელობა არსებითად გადახრილია მისი მითოლოგიური სეხნიის ბუნებისგან. სინამდვილეში, ურანთან დაკავშირებული არქეტიპი ზუსტად ასახავს ბერძნული მითოლოგიური გმირის - პრომეთეს მთავარ მახასიათებლებს (ტარნასი, 1995). მას ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა განთავისუფლება, წინა შეზღუდვებისგან თავისუფლება, რთული სიტუაციის მოულოდნელი მოგვარება, საზღვრების გარღვევა და მათ ფარგლებს გარეთ გასვლა, განმანათლებელი გაბრწყინებები, პრომეთესეული გამჭრიახობა და ექსტაზი, გააზრებულობისა და ცნობიერების ახალ დონეზე მოულოდნელი აღმავლობა.
პერინატალური მატრიცებისა და პლანეტარული არქეტიპების ფენომენოლოგიას შორის ამ განსაცვიფრებელპარალელებზე უფრო მეტად გასაოცარია ტარნასის მიერ გაკეთებული აღმოჩენა: ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ამ მატრიცებთან ემპირიული შეტაკებები რეგულარულად ხდება იმ პერიოდებში, როდესაც ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შესაბამისი პლანეტების მნიშვნელოვანი ტრანზიტები აქვთ. ახლა, წლების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს ფაქტი ათასობით კონკრეტული დაკვირვებით. ამ უჩვეულო კავშირებს ქვემოთ აღვწერ და მათ ილუსტრირებას კონკრეტული ადამიანების ისტორიებით მოვახდენ.
ნატალურმა და ტრანზიტულმა ასტროლოგიამ ასევე დამეხმარა უფრო ღრმად გამეგო კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს ჩემი ფსიქოდელიური კვლევებიდან. დასაწყისშივე შევნიშნე, რომ ჩემი პაციენტების ემოციურად მნიშვნელოვანი მოგონებები ქვეცნობიერში ინახება არა როგორც ცალკეული ანაბეჭდების მოზაიკა, არამედ როგორც რთული დინამიური ჯგუფები. მოგონებების ამ ერთობლიობას მე სკგდავარქვი, რაც „კონდენსირებული გამოცდილების სისტემის“ შემოკლებაა. სკგშედგება მოგონებებისგან, რომლებიც ატარებენ ძლიერ ემოციურ მუხტს და მიეკუთვნებიან ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს, ამასთან ამ მოგონებებში საერთოა - ემოციური ან სხეულის შეგრძნებების ხარისხი.
თითოეულ სკგაქვს თავისი ძირითადი თემა, რომლითაც გაჟღენთილია მისი ყველა დონეები და გამოხატავს მათ საერთო მნიშვნელს. ცალკეული დონეები, თავის მხრივ, ამ ძირითადი თემის ვარიაციებს შეიცავს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. როგორც ჩანს, სკგყველა ჯგუფი ზემოქმედებას ახდენს მშობიარობის ტრავმაზე და მისგან გამომდინარეობს, და ასევე აქვს დინამიური კავშირი ერთ-ერთ პერინატალურ მატრიცასთან ან მის რომელიმე კონკრეტულ ელემენტთან. თუმცა, ტიპური სკგკიდევ უფრო შორს მიდის, და მისი ღრმა ფესვები სხვადასხვა სახის ზეპიროვნულ მოვლენებში გადადის, როგორიცაა წინაპრების წარსული დაბადების ან ცხოვრების განცდები, კოლექტიური ისტორიული ეპიზოდები, შეგნებული გაიგივებასხვადასხვა ცხოველებთან, იუნგისეულ არქეტიპებთან და მრავალი სხვა.
სკგდინამიკის ჩემებური გაგების უახლესი დაზუსტება იმ ფაქტის საოცარი აღმოჩენა იყო, რომ მნიშვნელოვანი სკგ-სბუნება, მათი შემცველობა ადამიანის ფსიქიკაში, მისი ნატალური ასტროლოგიური რუკის მთავარ პლანეტურ ასპექტებთან საოცარი თანაფარდობის დემონსტრირებას ახდენს. გარდა ამისა, სკგ-ს ბიოგრაფიული ფენების სინქრონიზაცია ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც ეს ნატალური ასპექტები აქტიურდება მნიშვნელოვანი პლანეტარული ტრანზიტების მეშვეობით. ამრიგად, ეს აღმოჩენები ახლებურად აშუქებს სკგ-ს ბიოგრაფიულ, პერინატალურ და ზეპიროვნულ შემადგენლებსშორის დინამიკურ კავშირებს, რაც ბევრჯერ შემხვედრია ჩემს კლინიკურ მუშაობაში.
ამ საოცრად ზუსტითანაფარდობების გამო, ასტროლოგია, განსაკუთრებით ტრანზიტული ასტროლოგია, ცნობიერების კვლევებისთვის სწორედ ის ნანატრი როზეტის ქვა აღმოჩნდა, რომელიც, როგორც სპონტანურად, ასევე ხელოვნურად გამოწვეული, ახლანდელი, წარსული და მომავალი ჰოლოტროპული მდგომარეობების ბუნებისა და შინაარსის გაგების გასაღებს წარმოადგენს. წარსული განცდებისთვის ამ თანაფარდობების აღმოჩენა დიდ თეორიულ ინტერესს წარმოადგენს; ისინი ასევე წარსულში ჩახედვის და განკურნებისა და განვითარების პროცესის მასთან შეთანხმების შესაძლებლობას იძლევა. მიმდინარე ტრანზიტების შესწავლას მნიშვნელოვანი პრინციპების მოცემა შეუძლია ფსიქოთერაპიული მუშაობისთვის იმ ადამიანებთან, რომლებიც სულიერ გამწვავებებს და სხვა ემოციურ აშლილობებს განიცდიან. მომავალი ტრანზიტებზე დაყრდნობით საოცრად ზუსტი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა, ფასდაუდებელი საშუალებაა ფსიქოდელიური და ჰოლოტროპული სეანსების დაგეგმვაში.
ახლა, როდესაც ზოგადი შესავალი დავამთავრე, უფრო კონკრეტულად გამოვიკვლევ ასტროლოგიას, როგორც ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობის საცნობარო სისტემას. ცნობიერების, ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის შესწავლისთვის ასტროლოგიის მნიშვნელობის სრული და შინაარსობრივი განხილვა ამ ნარკვევის ფარგლებს სცილდება. თუმცა, ეს თემა იმდენად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობისას, რომ მოკლედ მაინც აღვწერ ასტროლოგიის ძირითად პრინციპებს და ამ სფეროში მის გამოყენებას. იმედი მაქვს, ეს დააინტერესებს იმ მკითხველს, რომლებიც არც ისე კარგად იცნობს ამ დისციპლინას იმისათვის, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია მოიძიოს მდიდარ ასტროლოგიურ ლიტერატურაში. ამ უჩვეულო საშუალებისთვის დამაჯერებელი დასტურის მოსაძიებლად, ასტროლოგიას პირადად უნდა გაეცნო - ამისათვის კი გამოცდილი და მცოდნე ასტროლოგის კლიენტი გახდე, ან, მით უკეთესი, თავად დაეუფლო ასტროლოგიას ისე, რომ ისწავლო საკუთარი დაკვირვებების გაკეთება.
ძირითადი ასტროლოგიური ცნებების შემდგომში მოყვანილ აღწერაში მე ახლოს მივყვები რიჩარდ ტარნასის გამოუქვეყნებელ სტატიას, რომელიც მან თავის კლიენტებს მისცა, რათა ისინი მოემზადებინა ასტროლოგიის ლექციებისათვის (Tarnas, 1987). ისინი, ვინც აპირებს სერიოზულად ჩაერთოს ამ საგნის შესწავლაში, დეტალურ ინფორმაციას იპოვიან ამ დარგის სპეციალისტების მიერ დაწერილ წიგნებში. რობერტ ჰენდმა დაწერა პოპულარული სახელმძღვანელო, რომელიც პლანეტარული ტრანზიტების გაგებაში გვეხმარება(Hand, 1976). რეინოლდ ებერტინის წიგნი პლანეტარული გავლენის შესახებ წარმოადგენს კლასიკას, რომელსაც უამრავი ასტროლოგი იყენებს, როგორც სტანდარტულ ცნობარს (Ebertin, 1972).
რიჩარდ ტარნასის შედევრს - „დასავლური გონების ვნებანი“(Tarnas, 1991), რომელიც ეძღვნება ევროპული აზროვნების განვითარებას - სოკრატეს წინამორბედი ფილოსოფოსებიდან დაწყებული ბოლო დრომდე მოყოლებული - აქვს ძალიან ზუსტი, მკაცრად დოკუმენტირებული გაგრძელება, სახელწოდებით „კოსმოსი და ფსიქიკა: ახალი მსოფლმხედველობის ზეშთაგონება, რომელმაც ამ წიგნს ასტროლოგიური კორელატები მისცა”(Tarnas, იბეჭდება). არქეტიპული ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის მიმართ ტარნასის მიდგომის ძალიან კარგ ილუსტრირებას იძლევა მცირე წიგნი „პრომეთე გამაღვიძებელი“(Tarnas, 1995), რომელშიც ავტორი იკვლევს პლანეტა ურანის არქეტიპულ მნიშვნელობას და ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც ურანის სხვა პლანეტებთან ერთ მწკრივში განლაგებას დაემთხვა.
ასტროლოგების მიერ გამოყენებული ძირითადი საცნობარო სისტემა მოიცავს კუთხოვან კავშირებს (ასპექტებს) მზეს, მთვარეს და დანარჩენი რვა პლანეტას შორის ნატალურ ჰოროსკოპში. ტრანზიტული ასტროლოგია სწავლობს კუთხოვან ურთიერთობას ამავე ათი ციური სხეულის ნატალურ პოზიციებსა და ამა თუ იმ დროის პოზიციებს (ტრანზიტებს)შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასტროლოგიაში ასრულებს პლანეტების ადგილმდებარეობა კოორდინატთა სისტემასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს „ასცენდენტ - დესცენდენტ“ ღერძს და „ზენიტ - ნადირ“ ღერძს.
ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ ცნებებისა და კავშირების ძალიან რთულ სისტემაზე. მოკლე ნარკვევის კონტექსტში ამ საინტერესო თემის ჯეროვნად დაფასება და სრულად მისი გადმოცემა შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩემი ვარაუდით, ბევრი მკითხველი მხოლოდ ზედაპირულად იცნობს ასტროლოგიას, ზოგი კი საერთოდ არ იცნობს მას. ამიტომ, მის შესახებ დეტალური მოთხრობის გადადება მოგვიწევს ამ თემისადმი მიძღვნილ, მომდევნო წიგნის დაწერამდე, რომელსაც, იმედი მაქვს, ოდესმე დავწერ რიჩარდ ტარნასთან ერთად.
ნატალური რუკა, ან ჰოროსკოპი,არის ადამიანის დაბადების მომენტში ცაზე არსებული სიტუაციის ორგანზომილებიანი გამოსახულება. ეს არის წრე, რომელიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძებით იყოფა ოთხ კვადრანტად. ამ წრის პერიმეტრი იყოფა 360 გრადუსად, რომელიც ქმნის თორმეტ 30 გრადუსიან სეგმენტს, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება ზოდიაქოს თორმეტი ნიშნიდანერთ-ერთი. ეს არის ზოგადი „ფონი“, რომლზეც ჰოროსკოპში მიუთითებს პლანეტების პოზიციები დაბადების მომენტში და მათ შორის კუთხოვანი ურთიერთობები.
პლანეტები განასახიერებენ ძირითად არქეტიპულ პრინციპებს, ან ძალებს, და მათი კუთხოვანი ურთიერთობები, ანუ ასპექტები,ასახავენ ურთიერთქმედებას ამ არქეტიპებს შორის. ასტროლოგიაში ათი „პლანეტა“ განიხილება, რადგან ცნება „პლანეტა“ ასევე გამოიყენება მზისა და მთვარისთვის (ეს ეთანხმებაბერძნული სიტყვის planetesთავდაპირველ მნიშვნელობას, რაც „მოხეტიალეს“ ნიშნავს, ანუ ციური სხეული, რომელსაც აქვს საკუთარი ავტონომიური ტრაექტორია და არ მისდევს ციური სფეროს ზოგად მოძრაობას). პლანეტების მსგავსად, ასტროლოგიური ნიშნები დაკავშირებულია გარკვეულ არქეტიპულ თემებთან და თვისებებთან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოთხ წერტილს, რომელზეც კოორდინატები იკვეთება წრის პერიმეტრთან. მათ უწოდებენ ასცენდენტს, დესცენდენტს, ზენიტსდა ნადირს.დაბადების დროს ჰორიზონტის ზემოთ აღმავალი პლანეტა, რუკაზე ასცენდენტთან ახლოს იქნება; პირდაპირ თავზე მდგომი პლანეტა ზენიტში იქნება და ის, რომელიც ჰორიზონტს მიღმა ჩადის, დესცენდენტზე აღინიშნება. რუკის სულ ქვედა ნაწილში მდებარე პლანეტა „ფეხქვეშ“ იდგება, ცის უხილავ ნაწილში. თუკი ადამიანის დაბადების მომენტში, რომელიმე პლანეტა ძალიან ახლოს არის ამ ოთხ წერტილთან, შესაბამისი არქეტიპი, უფრო დიდი ალბათობით, განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს ამ ადამიანის ცხოვრებაზე.
ახლა კი მოკლედ ვისაუბრებ ცალკეულ პლანეტებთან დაკავშირებული არქეტიპების თვისებებსა და მათ განსაკუთრებულ ენერგიებზე, ხოლო დავიწყებ - მზით და მთვარით.
მზე განასახიერებს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიისა და პიროვნების მთავარ პრინციპს, ანუ მისი პიროვნების, ანუ ცნობიერი „მე“-ს არსს. იგი ასევე მართავს ნების გამოვლენას და დამოუკიდებელ პიროვნებად საკუთარი თავის გამოხატვის მიდრეკილებას. მზის არქეტიპული ენერგია თავისი ბუნებით მამაკაცური, ან იანური ხასიათისაა, და მზეს მიდრეკილება აქვს ასახოს ის მამრობითი პერსონაჟები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. ნებისმიერი პლანეტის არქეტიპები, რომლებიც მზესთან მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნიან, განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს ადამიანის ცხოვრებასა და მის ხასიათზე.
მთვარე კი, პირიქით, განასახიერებს ჩვენს ელემენტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ცნობიერ „მე“-ს და მისგან დამალულია და ასახავს პიროვნების ფსიქოსომატურ საფუძველს. იგი მჭიდრო კავშირშია პიროვნების იმ მხარეებთან, რომლებიც ემოციურად და ინსტიქტურად რეაგირებენ გაღიზიანებაზე, ასევე ფსიქიკის იმ მხარეებთან, რომელთა შეცნობას ვერ ვახდენთ. ეს არქეტიპი გვიჩვენებს კავშირს ქალის პრინციპთან, ანუ ინთან, დედასა და შვილს შორის ადრეულ ასაკში და ბავშვობაში დამყარებულ კავშირთან, ქალ პერსონაჟებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში, მის სახლთან და საგვარეულო მემკვიდრეობასთან. პლანეტის არქეტიპები, რომლებიც მთვარესთან მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნიან, ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ისინი გამომჟღავნება მისი ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებსაც მთვარე მართავს.
მერკურის არქეტიპი განასახიერებს ინტელექტს, გონებას ან ლოგოსს. ის მართავს გონებრივ აქტივობას, აღქმისა და სწავლის, იდეების ფორმულირებისა და გამოხატვის, აგრეთვე სიტყვებისა და ენის გამოყენების უნარს. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია გადაადგილების, ადგილიდან ადგილზე გადატანის, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარების, მათთან კომუნიკაციისა და იდეების გაცვლის უნართან. მერკურსა და სხვა პლანეტებს შორის ძირითადი ასპექტები ასახავს იმას, თუ როგორ იღებს და გადასცემს ადამიანი ინფორმაციას, ასევე მისი გონებრივი საქმიანობის ბუნებას და აღზრდის თავისებურებებს. ამ არქეტიპის მითოლოგიური გამოხატულებაა ბერძნული ღმერთი ჰერმესი (რომაული მერკური), ღმერთების წარგზავნილი.
ვენერას არქეტიპი დაკავშირებულია, პირველ რიგში, სიყვარულის პრინციპთან, ანუ ეროსთან. იგი საკუთარ გამოხატვას ინის მგრძნობიარობისა და სექსუალობის ასპექტში პოულობს, რომანტიკული კავშირის, პარტნიორობისა და სოციალური ურთიერთობებისკენ მისწრაფებაში, აგრეთვე სხვების მოზიდვისა და მათკენ მიზიდულბის შესაძლებლობაში. გარდა ამისა, ვენერა განაგებს ესთეტიკურ გრძნობას და მის გამოხატვას მხატვრულ საქმიანობაში, ასევე ჰარმონიის ძიებას. სხვა პლანეტებთან ვენერას დამაკავშირებელი ძირითადი ასპექტები მნიშვნელოვან კავშირს ავლენს ადამიანების გულისმოგების უნართან, თავად მათ მიმართ კეთილადგანწყობის უნარს, შეყვარების და სხვისი სიყვარულის დამსახურების უნართან, ჩვენი სოციალური ურთიერთობების ბუნებასთან, განსაკუთრებით კი რომანტიკულ ურთიერთობებთან, ასევე არტისტულ ინტერესებთან, ნიჭთან, იმპულსებთან, თვითგამოხატვის უნართან. ეს არქეტიპი თავის მითოლოგიურ განსახიერებას პოულობს ბერძნულ აფროდიტეში (იგივე რომაული ვენერა), სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთში.
მარსის არქეტიპი განასახიერებს დინამიური ენერგიის პრინციპს, რომელიც ინიციირებს და ამოძრავებს იმპულსებს. ის უკავშირდება მეომრის არქეტიპს, სიცოცხლის ენერგიას და ატლეტიკურ მამაცობას, აგრეთვესექსუალობის იანურ მხარეს. ფსიქიკაში იგი მართავს პატივმოყვარეობას, თავდაჯერებულობას, მეტოქეობის სულისკვეთებას, გამბედაობას, მრისხანებას და გააფთრებას. მნიშვნელოვანი ასპექტები და ტრანზიტები, რომლებშიც მარსი შედის, ხშირად ემთხვევა ზედმეტად თავდაჯერებულ და აგრესიულ ქცევას, კონფლიქტებსა და დაპირისპირებას, აგრეთვე იმპულსური ქცევისა და ტრავმებისადმი მიდრეკილებას. მითოლოგიაში მარსი (რომაული არესი) - ომის ღმერთია.
იუპიტერი - არქეტიპია, რომელიც დაკავშირებულია ზრდასთან, გაფართოებასთან, წარმატებასთან, ბედნიერებასთან და წარმატებასთან. ის მართავს ოპტიმიზმისკენ მიდრეკილებას, სიუხვის გრძნობას, უკეთესობისკენ ან უფრო მაღალი მიზნებისკენ სწრაფვას, გულუხვობასა და დიდსულოვნებას. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია გონება-გახსნილობასთან, შორს მიმავალ პერსპექტივებთან, მაღალ ზნეობრივ ნორმებთან და ფილოსოფიურ იდეალებთან, მდიდარ ინტელექტთან და კულტურულითვალთახედვისსიფართოვესთან. ამ თვისებების წყალობით, იუპიტერს ხშირად დიდ მწყალობელს უწოდებენ. მისი შებრუნებული მხარეა - საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი შემწყნარებლობა, ნარცისიზმი, ყველანაირი გაზვიადება და გადაჭარბება. იუპიტერი (ბერძნული ზევსი) - რომაული პანთეონის უმაღლესი ღვთაება და ოლიმპიური ღმერთების მეთაურია.
სატურნის პლანეტარული არქეტიპი ბევრ რამეში დიამეტრიულად ეწინააღმდეგება იუპიტერს. სატურნი, რომელსაც ხშირად დიდ ბოროტმოქმედს უწოდებენ, თავის უარყოფით გამოვლინებაში განასახიერებს ჩაგვრას, შეზღუდვას, სიღარიბეს, ნაკლებობას, ჩახშობას, კირთს, დანაშაულს და დეპრესიას. მითოლოგიაში რომაული ღვთაება სატურნი ხშირად იდენტიფიცირებულია ბერძნულ ღმერთ კრონოსთან, ამიტომ ის უკავშირდება ცვალებადობას, დაბერებას, სიკვდილს, ყველაფრის დასასრულს, მამა-დროსა და შეუბრალებელმომკალს.
თუმცა, სატურნის არქეტიპს მნიშვნელოვანი დადებითი ფუნქციაც აქვს - პრინციპი რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არ იყოს მიწას მოწყვეტილი, რადგან ის მართავს სტრუქტურას, ყველაფრის მატერიალურ რეალობას, მოვლენების წესრიგს და ხაზოვან თანმიმდევრობას. რაც შეეხება ბიოლოგიური მშობიარობის პროცესს (და სიკვდილ-აღორძინების ფსიქო-სულიერ პროცესს), ის განასახიერებს იმ სტადიას, როდესაც საშვილოსნო პერიოდულად შეკუმშავს ბავშვს, მაგრამ საშვილოსნოს ყელი დახურულია და ისე ჩანს, თითქოს გამოსავალი არ არის.
პირად ცხოვრებაში სატურნი განასახიერებს საიმედოობას, გამძლეობას, სიმწიფეს, პასუხისმგებლობას და ერთგულებას. ის ასევე განასახიერებს პრინციპს, რომელიც გვაიძულებს პირისპირ შევხედოთ ჩვენი ქმედებების შედეგებს ამ ცხოვრებაში, ისევე როგორც წარსულ განსახიერებებში და წარმოადგენს სუპერეგოს, ზნეობრივი ნორმების, სინდისისა და სამართლიანობის ელემენტს. სატურნის ძირითადი ასპექტები მიანიშნებს გადამწყვეტ გამოცდებზე, რომლებიც წინ მოგველის, ამასთანავე ისინი განსაზღვრავენ იმ სამუშაოს, რომელიც უნდა შევასრულოთ ამ სამყაროში და გვთავაზობენ ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ტრანზიტები, რომლებშიც შედის სატურნი, როგორც წესი, აღნიშნავს განვითარების კრიტიკულ პერიოდებს ადამიანის ცხოვრებაში და „მძიმე შრომის“ პერიოდებს. მათ მძიმე პირადი განსაცდელები და გასაჭირები მოაქვს, მაგრამ ისინი ასევე ქმნიან ძლიერ სტრუქტურებს და მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ მიჰყავთ ადამიანი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პლანეტასთან, მათ შორის სატურნთან შედარებით, არქეტიპი, რომელიც პლანეტა ურანთან არის დაკავშირებული, არ ავლენს დიდ მსგავსებას თავის ბერძნულ-რომაულ სეხნია ურანთან (ცა), რომელსაც სძულდა თავისი შვილები და გეას თხოვნით კრონოსმა დაკოდა. როგორც დამაჯერებლად დაგვანახა რიჩარდ ტარნასმა (1995), ურანის პლანეტარული არქეტიპის თვისებები საუკეთესოდ შეიძლება გავიგოთ, თუკი მივმართავთ ისეთ მითოლოგიურ პერსონაჟს, როგორიცაა პრომეთე. ამ ტიტანმა ცეცხლი მოიპარა ზეციდან, რომ კაცობრიობისთვის მეტი თავისუფლება მიეცა.
ურანი განასახიერებს მოულოდნელი გაკვირვების, არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ ამბოხების, რევოლუციური საქმიანობის, განთავისუფლების, სულიერი გაღვიძების და ემოციური და ინტელექტუალური გამოხეთქვის პრინციპს. გარდა ამისა, ის მართავს დაწესებული სტრუქტურების მოულოდნელ განადგურებას, ინდივიდუალიზმს და ორიგინალობას, რევოლუციურ გამჭრიახობას, შემოქმედებით გენიალობას, გამოგონებას და ტექნიკას. ბიოლოგიური დაბადების პროცესთან მიმართებაში ურანი ყველაზე მჭიდრო კავშირშია დაბადების ბოლო სტადიასთან, რომელშიც დისკომფორტი და ზეწოლა კულმინაციას აღწევს დამშფოთვარე განთავისუფლებით მთავრდება.
ურანის (პრომეთეს) არქეტიპის ჩრდილოვანიმხარე საკუთარ გამოხატავს ანარქიაში, უშედეგო ექსცენტრულობასა და განურჩეველ მოქმედებებში პოულობს, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი შეზღუდვისა და კანონის წინააღმდეგ. სუსტი ფსიქოლოგიური და სულიერი ინტუიციის მქონე ადამიანებში, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ არქეტიპის ზემოქმედებას, ის ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხოვრების გამანადგურებელცვლილებებთან, როდესაც ადამიანი არ არის ცვლილებების მგზნებარე მატარებელი, არამედ პასიური და უმწეო მსხვერპლია. როდესაც ურანი მნიშვნელოვან ასპექტს ქმნის სხვა პლანეტასთან, ის ცდილობს ამ პლანეტარულ არქეტიპს გამოხატვის სრული თავისუფლება მიანიჭოს, ხშირად ყველაზე მოულოდნელი, უჩვეულო, საკვირველიდა ამაღელვებელი.
ნეპტუნის არქეტიპი დაკავშირებულია საზღვრების გაქრობასთან - „მე“-სა და სხვებს შორის, „მე“-სა და ბუნებას, „მე“-სა და სამყაროს შორის, მატერიალურ სამყაროსა და სხვა რეალობებს შორის, „მე“-სა და ღმერთს შორის. ეს არის მისტიკური ერთიანობის, კოსმიური ცნობიერების და წარმოსახვისა და სულის სამყაროს არქეტიპი. თუმცა, საზღვრების გაქრობა სულაც არ ნიშნავს მათ ფარგლებს გარეთ გასვლას. ნეპტუნის შებრუნებულიმხარე ამას დედამიწისგან მოწყვეტას უკავშირებს, ყოველდღიური რეალობიდან თავის დაღწევას და ფანტაზიებში გადასვლას, თვითმოტყუებას, ილუზიებს, შეცდომებს, რეალობის ფსიქოტურ დამახინჯებას და ალკოჰოლიკებისა და ნარკომანიებისთვის დამახასიათებელი ცნობიერების დაბნეულობას.
ნეპტუნი თავის გამოხატულებას მისტიკოსის მიუწვდომელნეტარებაში პოულობს, ასევე მაიასღვთიურ თამაშში, რომელსაც სანსარული სამყაროს მახეში ვყავართ მოქცეული. მას შეუძლია თავი იჩინოს როგორც მისტიკური განცდის უდიდეს სიცხადეში, ისე ცნობიერების დაბნეულობაში - ფსიქოზის შედეგში. ის საფუძვლად უდევს წმინდანებისა და იოგინების უანგარობას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალურობის დაკარგვა, რასაც ორიენტაციის დაკარგვა და უმწეობა მოჰყვება.
ნეპტუნი არის იდეალისტური ოცნებებისა და მისწრაფებების, სხეულისა და ფსიქოლოგიური განკურნების, სულიერი ძიების, გაძლიერებული ინტუიციის, ექსტრასენსორული აღქმისა და შემოქმედებითი წარმოსახვის არქეტიპი. როდესაც რომელიმე პლანეტა ნეპტუნთან მნიშვნელოვან ასპექტს ქმნის, მისი არქეტიპი სუსტდება, იძენს იდეალურ ან სულიერ თვისებებს. როგორც ნეპტუნის - წყლის სტიქიის რომაული ღმერთის (ბერძნული პოსეიდონი) - მითოლოგიური ბუნება გულისხმობს, ეს არქეტიპი მჭიდრო კავშირშია წყალთან, იქნება ეს საშვილოსნოს გარემო ნაყოფის გარშემო, ადამიანის სხეულში არსებული სითხეები, მდინარეები, ტბები თუ ოკეანეები.
პლუტონი წარმოადგენს სტიქიების პირველყოფილი ენერგიის - დინამიური პრინციპის არქეტიპს, რომელსაც კოსმოსის შექმნაში მიუძღვის წილი, მსოფლიო სასიცოცხლო ძალის არქეტიპს, რომელიც ამოძრავებს ევოლუციას ბუნებაში და ადამიანის საზოგადოებაში (კუნდალინი შაქტი), და აგრეთვე განადგურების ენერგიის არქეტიპს (შთანთქმული დედა-ქალღმერთი კალი). ის მართავს დაბადების, სქესობრივი ცხოვრების და სიკვდილის ძირითად ბიოლოგიურ პროცესებს, ფსიქოსპირიტული სიკვდილისა და აღორძინების გარდაქმნის პროცესს, ასევე ადამიანის სხეულისა და ფსიქიკის ინსტიქტურ ძალებს (ფროიდის იდი). პლუტონი ასახავს ქთონურ სტიქიებს, მიწისქვეშასამყაროს როგორც პირდაპირი, ფიზიკური გაგებით (მეტრო, დიდი ქალაქების ინფრასტრუქტურა), ასევე მეტაფორულ (წითელი ფარნების უბნები, ორგანიზებულიდანაშაულებრიობა), ფსიქოლოგიური (ქვეცნობიერი) ან არქეტიპულ-მითოლოგიური გაგებით.
რაც შეეხება ბიოლოგიურ დაბადებას და მის ფსიქო-სულიერ ანალოგს, სიკვდილ-აღორძინების პროცესს, აქ პლუტონი მართავს დაბადების მთელ პროცესს, მაგრამ განსაკუთრებით შეესაბამება იმ სტადიას, როდესაც ბავშვი დედის საშვილოსნოდან იძულებით გამოიდევნება და სამშობიარო არხში იმყოფება, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში გამოთავისუფლდება მძლავრი ფსიქიკური და ინსტინქტური ენერგიები (რომლებიც უკავშირდება ლიბიდოს და აგრესიულობას). მითოლოგიური თვალსაზრისით, პლუტონი (ბერძნული ჰადესი) არის მიწისქვეშა სამყაროს ბერძნული ღმერთი. როდესაც პლუტონი სხვა პლანეტასთან ასპექტებს ქმნის, ის აძლიერებს და ააქტიურებს ამ პლანეტის არქეტიპს იმ დონემდე, რომ იგი მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას იწყებს ან თუნდაც ერთგვარ მაიძულებელ ძალად იქცევა ადამიანის ცხოვრებაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალაუფლებისათვის ბრძოლა, კონფლიქტები და გამანადგურებელი ქცევა, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, ასევე ღრმა გარდაქმნა.
ათ პლანეტასთან დაკავშირებული არქეტიპების განსაკუთრებული ინდივიდუალური თვისებების გარდა, ასტროლოგებს ასევე აინტერესებთ ასპექტები,ანუ პლანეტებს შორის კუთხოვანი ურთიერთობები ნატალურ რუკაზე, აგრეთვე ადამიანის ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში გამვლელი პლანეტების პოზიციებით და იმავე პლანეტების პოზიციებით ნატალურ რუკაზე წარმოქმნილი კუთხეები (ტრანზიტები). პლანეტების ამ კუთხოვანი ურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე, ასპექტები და ტრანზიტები ასახავს შესაბამის არქეტიპებს შორის ჰარმონიულ ან დაძაბულ ურთიერთქმედებას.
ნატალური რუკა გვიჩვენებს ზოგად არქეტიპულ კონფიგურაციას, რომელიც მართავს ჩვენს პიროვნებას და ზოგადად ჩვენს ცხოვრებას. ის მიუთითებს, თუ სად შეიძლება ველოდოთ დაძაბულ ურთიერთობებსა და უთანხმოებას მასში შემავალ არქეტიპულ პრინციპებს შორის, ან, პირიქით, მათ შორის ჰარმონიულ ურთიერთობებს. თუმცა, ნატალური ჰოროსკოპი მთელი ცხოვრების განმავლობაში იგივე რჩება და თავისთავად არ გვაძლევს არანაირ ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რასაც ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განვიცდით. როგორც ვიცით, ჩვენი ცხოვრების გამოცდილების ხარისხი წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე და დღიდან დღემდეც კი ძალიან იცვლება. ასტროლოგია ირწმუნება, რომ ჩვენი ცხოვრების მმართველ არქეტიპულ სფეროებში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები შეეფარდება პლანეტების მოძრაობასთან და, შესაბამისად, მათი პროგნოზირება შეიძლება. ეს თანაფარდობა ასტროლოგიის ცალკეული მიმართულების საგანია, რომელსაც ტრანზიტული ასტროლოგია ეწოდება.
ტრანზიტული ასტროლოგიამიიჩნევს, რომ ნატალურ რუკაში აღბეჭდილი პოტენციალის კონკრეტული ამოხსნა პლანეტარული ტრანზიტებითიმართება, ანუ კონკრეტულ დროს პლანეტების თანამედროვე პოზიციებსა და ნატალურ ჰოროსკოპში მათ პოზიციებს შორის ურთიერთობით. ეს ურთიერთობები საკმაოდ საოცარია მათი სირთულითა და დინამიური ხასიათით და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკაფიო და მკაცრად განსაზღვრული საცნობარო სისტემა. ზოგიერთი საყოველთაოდმიღებული მეთოდისგან განსხვავებით, მაგალითად, ტრადიციული ფსიქოლოგიური ტესტები, იგი აშკარად შეესაბამება ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების მერკურისეულ ბუნებას, აგრეთვე ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების შინაარსის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.
ტრანზიტების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პლანეტების ორბიტებსა და სიჩქარეზე. მაშასადამე, ტრანზიტების საფუძველზე გაკეთებული ადამიანთა საქმეებზე არქეტიპული გავლენის პროგნოზი შეიძლება მოცემულ იქნას სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდებისთვის, დაწყებული საათებით (მთვარე), დღეებით (მზე, მერკური, ვენერა, მარსი) და დამთავრებული თვეებით და წლებითაც კი (გარეთა პლანეტები). უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორედ გარეთა პლანეტების - სატურნის, ურანის, ნეპტუნის და პლუტონის - ტრანზიტებს, რადგან ისინი ასახავენ გავლენას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს, განსაკუთრებით კი ჩვენი ფსიქოსულიერი განვითარების დინამიკასა და ცნობიერების ევოლუციას.
ორ ან მეტ პლანეტარულ არქეტიპს შორის ურთიერთქმედების ხასიათი აისახება ამ პლანეტების კუთხოვან შეფარდებაში (იზომება ციური გრძედის გრადუსით ეკლიპტიკის გასწვრივ). ჩვეულებრივ, რაც უფრო ზუსტია ეს შეფარდება, მით უფრო ღრმაა არქეტიპული ურთიერთქმედება. ამ ურთიერთობის ხასიათი ემყარება პრინციპებს, რომლებიც პითაგორმა ჩამოაყალიბა ციფრებისა და მუსიკის თავის თეორიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები მიიღება 360 გრადუსის დაყოფით მთელი რიცხვებზე 1, 2, 3, 4 და, შესაბამისად, 6-ზე. ამრიგად, ამ ასპექტების ხასიათი განისაზღვრება პითაგორას მიერ მიღებული შესაბამისი ციფრების მნიშვნელობებიდან გამომდინარე.
კონიუნქციას(დაახლოებით 0 გრადუსი) ორი პლანეტარული არქეტიპის მძლავრი შერწყმა ახასიათებს, მათ შორის, როგორც მათი დადებითი პოტენციალი, ასევე უარყოფითი პოტენციალი. ოპოზიცია დაკვადრატი(180 და 90 გრადუსი) დაძაბულ და ხშირად კონფლიქტურ („ხისტი“) ურთიერთქმედებას გამოხატავს, ხოლო ტრინიდა სექსტილიჰარმონიული და ნარნარი(„რბილი“) ურთიერთქმედების მომტანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიტუაცია, რომელიც არქეტიპულ გავლენას აერთიანებს, არის შუა წერტილი:ეს ტერმინი გამოიყენება, როდესაც პლანეტა ზუსტად შუაში მდებარეობს ორ სხვა პლანეტას შორის.
ასტროლოგიურ პრაქტიკაში მრავალი სხვა გამოყენებადი ცვლადი არსებობს, მაგალითად, პლანეტების განლაგება ზოდიაქოს ნიშნებში და „სახლში“, რომლებიც ჰოროსკოპს ყოფს გარკვეული მნიშვნელობის მქონე თორმეტ ოცდაათ გრადუსიან სეგმენტად. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებულ იქნას წინასწარმეტყველების სხვადასხვა დამატებითი მეთოდი: პროგრესიები, მზის რკალის მიმართულებები, მზისა და მთვარის დაბრუნება, ჰარმონიკა, ასტროკარტოგრაფია და სხვა. ამასთან, ცალკე აღებულ სისტემას, რომელიც მე აქ მოკლედ აღვწერე, შეუძლია უზრუნველყოს უჩვეულოდ ზუსტი და კონკრეტული პროგნოზებიყოფიერების სხვადასხვა მხარეების შესახებ. იუნგის არქეტიპების მსგავსად, მისი გამოყენება შესაძლებელია ადამიანების უფრო ღრმა გაგებისათვის - მათი პიროვნებების, ქცევის შაბლონების და იმის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები მათ ცხოვრებაში - აგრეთვე კულტურული მოძრაობების და ისტორიული მოვლენების განვითარების გაგებისათვის, რომლებიც ბევრ ადამიანს ეხება.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასტროლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ არქეტიპული პროგნოზებისთვის, მაგრამ არანაირად ამა თუ იმ კონკრეტული სიტუაციების წინასწარმეტყველებისთვის. მას შეუძლია აღწეროს, თუ რომელი არქეტიპული თვისებები ან რომელი მსოფლიო პრინციპი იმოქმედებს გარკვეულ დროს, მიუთითოს ამ ურთიერთქმედების ბუნებაზე და განსაზღვროს მათი გავლენა ადამიანის ნატალურ რუკაზე. რამდენადაც შესანიშნავი არ უნდა იყოს ეს წინასწარმეტყველებები, მათი საერთო დიაპაზონი საკმარის ადგილს ტოვებს იმისათვის, რომ კოსმოსურმა შემოქმედებითმა უნარმა ამ არქეტიპული პოტენციალის გამოხატვა შეძლოს კონკრეტული მოვლენების და ქცევების სახით. საუკეთესო ასტროლოგსაც კი არ შეუძლია დარწმუნებით „წაიკითხოს“ ჰოროსკოპში, რომ სწორედ ამ დღეს სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ ან ფულს დავკარგავთ საფონდო ბირჟაზე, შევხვდებით ჩვენს საბედოს, ლატარიას მოვიგებთ ან პოლიციაში მოვხდებით.
როდესაც ასტროლოგიას ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობისთვის ვიყენებთ, განმარტებების სირთულე, ერთსა და იმავე დროს არსებული პლანეტარული ტრანზიტების და მათში მონაწილე პლანეტების რაოდენობასთან ერთად იზრდება. ხშირ შემთხვევაში, ორ ან მეტ მნიშვნელოვან ტრანზიტს შეუძლია ერთდროულად იმოქმედოს და მათი ენერგია შეიძლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს ერთმანეთთან. ამომწურავი განმარტება ასტროლოგისგან გამოცდილებას მოითხოვს და კონკრეტული სიტუაციის შეფასების, ასევე ნატალური რუკისა და ტრანზიტების, როგორც ერთი ველის და განუყოფელი სტრუქტურის განხილვის უნარის ქონას.
ამ ზოგადი შესავლის შემდეგ, მე მინდა ორი მოკლე ისტორიის მაგალითზე მოვახდინო ამ შესანიშნავი კავშირების ილუსტრირება ჰოლოტროპული მდგომარეობების ბუნებასა და შინაარსს და პლანეტარულ ტრანზიტებს შორის. პირველი მაგალითი არის არაჩვეულებრივად მკვეთრი ეპიზოდი სეანსიდან ელ-ეს-დე-ს დიდი დოზის გამოყენებით, ხოლო მეორე ასახავს სპონტანურ ფსიქოსულიერ კრიზისს.
ფლორა
როდესაც მერილენდის ფსიქიატრიული კვლევების ცენტრში ვმუშაობდი, სპრინგ-გროუვის სახელმწიფო საავადმყოფოში მიმიწვიეს პერსონალის კონფერენციაზე. ერთ-ერთმა ფსიქიატრმა 28 წლის გაუთხოვარი პაციენტის, ფლორას ავადმყოფობის ისტორია მოყვა, რომელიც იმ დროისთვის რვა თვეზე მეტხანს იყო გამოკეტილი. მასზე ყველა შესაძლო მკურნალობა სცადეს, მათ შორის ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და შრომის თერაპია, მაგრამ უშედეგოდ, და აპირებდნენ მის გადაყვანას ქრონიკულების განყოფილებაში.
ფლორას სიმპტომებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი და რთული კომბინაცია ჰქონდა, რომელიც ფსიქიატრიულ პრაქტიკაში შემხვედრია. როდესაც ის თექვსმეტი წლის იყო, ის ბანდის წევრი იყო, რომელმაც შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა და ღამის მცველი მოკლა. ვინაიდან ფლორა მართავდა მანქანას, რომლითაც დამნაშავეები გაიქცნენ, მას ციხეში ოთხ წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწია. შემდეგ იგი სასჯელის მოხდის ვადამდე ადრე პირობითად გაათავისუფლეს. ამას უდარდელი ცხოვრების წლები მოჰყვა, შედეგად გოგონა სხვადასხვა ნარკოტიკზე გახდა დამოკიდებული. ის ალკოჰოლიკი გახდა, ჰეროინს იკეთებდა და ხშირად იღებდა ფსიქოსტიმულატორების და ბარბიტურატების დიდ დოზებს. მისი მძიმე დეპრესია სუიციდის ძლიერ მიდრეკილებასთან იყო დაკავშირებული: იგი ხშირად გრძნობდა დაუძლეველ სურვილს, მანქანა კლდის პირას მიეყვანა ან პირდაპირ სხვა მანქანას შეჯახებოდა.
გარდა ამისა, ფლორას აწუხებდა ისტერიული ღებინების შეტევები, რომლებიც ადვილად ხდებოდა სიტუაციებში, როდესაც იგი ემოციურ აღგზნებას გრძნობდა. მაგრამ ყველაზე მეტად მას სამწვერა ნერვის ნევრალგია აწუხებდა, სახის მტკივნეული კრუნჩხვა, ამიტომ ჯონ ჰოპკინსის ცენტრის ნეიროქირურგმა მას ტვინის ოპერაციის გაკეთება შესთავაზა, დაზიანებული ნერვების გაკვეთის მიზნით. ფლორა ლესბოსელი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს ჰქონია არცერთი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა, რამაც გამოიწვია სერიოზული შინაგანი კონფლიქტები და დანაშაულის გრძნობა. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდებოდა იმით, რომ ის გამოძიებაში იმყოფებოდა, რადგან მან სერიოზული ჭრილობა მიაყენა თავის შეყვარებულს და თანამცხოვრებს, როდესაც ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, იარაღის გაწმენდა სცადა.
სპრინგ-გროუვის კონფერენციის დასასრულს მკურნალმა ფსიქიატრმა გვკითხა დოქტორი ჩარლზ სავიჯს და მე, გვსურდა თუ არა ფლორასთვის ელ-ეს-დე თერაპიის კურსი ჩაგვეტარებინა. ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, რომ ეს იყო საყოველთაო ისტერიის პერიოდი ელ-ეს-დე-სთან მიმართებაში. ფლორას კრიმინალური წარსული ჰქონდა, მანამდეც ფლობდა იარაღს და სუიციდისკენ სერიოზული მიდრეკილება ჰქონდა. ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ელ-ეს-დე მკურნალობის სეანსი რომ ჩაგვეტარებინა ასეთ ვითარებაში, ყველა წარუმატებლობა ნარკოტიკის და ჩვენი ჩარევის ბრალი იქნებოდა, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის მიუხედავად. მეორე მხრივ, ყველა წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ფლორას ქრონიკულთა პალატაში მთელი ცხოვრების გატარების პერსპექტივა ემუქრებოდა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გარისკვა და მისი ჩართვა ელ-ეს-დე თერაპიის პროგრამაში, რათა ვიგრძენით, რომ ეს რისკი გამართლებული იყო მისი სასოწარკვეთილი სიტუაციით.
პირველი ორი მაღალი დოზით ელ-ეს-დე სეანსი, რომელიც ფლორასთან ჩავატარე, დიდად არ განსხვავდებოდა სხვა მრავალი სეანსისგან, რომლებიც ადრე მქონდა ჩატარებული. გოგონას მოუწია მშფოთვარე ბავშვობიდან არაერთი სიტუაციის გაცოცხლება და მან არაერთხელ განიცადა სამშობიარო არხში ბრძოლის ეპიზოდები. მან შეძლო თავისი მძვინვარე სუიციდური მიდრეკილებების და სახის მტკივნეული კრუნჩხვების დაკავშირება მშობიარობის ტრავმის ზოგიერთ ასპექტთან და მრავალი ძლიერი ემოციისა და ფიზიკური დაძაბულობის განმუხტვა. ამის მიუხედავად, თერაპიული ეფექტი მინიმალური ჩანდა. მესამე ელ-ეს-დე სეანსზე, პირველი ორი საათის განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა: ფლორას განცდები არ განსხვავდებოდა პირველი ორი სეანსის დროს განცდილისგან. მოულოდნელად მან დაიწყო ჩივილი, რომ სახის მტკივნეული კრუნჩხვები აუტანელი გახდა. ჩვენს თვალწინ, კრუნჩხვები, რომლებმაც სახე დაუმახინჯეს, წარმოუდგენლად გაძლიერდა და სახე გაყინულ ნიღაბად იქცა, რომლისთვისაც ყველაზე მეტად შესაფერისი იქნებოდა სახელწოდება - „ბოროტების ნიღაბი“.
გოგონამ დაბალი, მამაკაცური ხმით დაიწყო საუბარი, მასში ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ვერანაირ კავშირს ვერ ვპოულობდი მის ახლანდელ გარეგნობასა და მის ყოფილ „მე“-ს შორის. თვალები აღუწერელ ბოროტებას გამოხატავდა, ხელები კრუნჩხვით მოეკუმა და კლანჭებიანთათებს დაემსგავსნენ. ენერგიამ, რომელიც მის სხეულსა და ხმას დაეუფლა, პერსონიფიცირებული სახე მიიღო და ეშმაკის ნიღაბში გამოჩნდა. „იგი“ მე მომიბრუნდა და მიბრძანა, რომ ფლორას დავნებებოდი და უარი მეთქვა მის დახმარებაზე. იგი მას ეკუთვნოდა და მან პირობა დადო, რომ დაისჯებოდა ნებისმიერი, ვინც გაბედავდა მის ტერიტორიაზე შეჭრას. ამას მოჰყვა აშკარა შანტაჟი - საშინელი აღწერილობების სერია იმის შესახებ, თუ რა მელის მე, ჩემს კოლეგებს და მთელ პროგრამას, თუ დაუმორჩილებლობას ვეცდებოდი. ძნელია აღწერო ის საშინელი ატმოსფერო, რომელიც ამ სცენას თან ახლავდა: ოთახში თითქმის იგრძნობოდა მტრული რაღაცის შეუმჩნეველიყოფნა. შანტაჟს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ იგი შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას, რომელთანაც წვდომა პაციენტს არ შეეძლო ჰქონოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ელ-ეს-დე თერაპიის ზოგიერთ სეანსებზე მსგავსი გამოვლინებები მინახავს, ისინი ასეთი რეალისტური და დამაჯერებელი არ იყო. მე თავად განვიცადე ძლიერი ემოციური სტრესი, რომელიც გავლენას ახდენს მეტაფიზიკურ განზომილებებზე. ჩემთვის ძნელი იყო შემეკავებინა შიში და სურვილი აქტიურად შევტაკებოდი იდუმალ ძალას, რომელსაც ასე ნათლად ვგრძნობდი. სწრაფად გავიაზრე ყველა შესაძლებლობა ჩემს გონებაში, ვცდილობდი საუკეთესო სტრატეგია ამერჩია ამ სიტუაციისთვის. რაღაც მომენტში თავი დავიჭირე იმ აზრზე, რომ სერიზოულად ვფიქრობ ჩვენი თერაპიული არსენალის ჯვარცმით შევსების საჭიროებაზე. მე ეს იმით დავასაბუთე, რომ აშკარად საქმე გვაქვს იუნგის არქეტიპის გამოვლენასთან და ამ ვითარებაში ჯვარს შეეძლო განსაკუთრებული არქეტიპული საშუალების როლი ეთამაშა.
მალე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი ემოციები, იყო ეს შიში თუ აგრესია, ამ არსებას კიდევ უფრო რეალურს ხდის. თავში ძალაუნებურადმომდიოდარამდენიმე სცენა პოპულარული ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური სატელევიზიო ტელეგადაცემა „ვარსკვლავური გზიდან“, სადაც მოქმედი სახეა ვიღაც უცხოპლანეტელი, რომელიც ემოციებით იკვებება. საბოლოოდ მივხვდი, რომ მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და გულისყურის მოკრება. მე გადავწყვიტე მედიტაციის მდგომარეობაში შევსულიყავი და ფლორას დაგრეხილ ხელს ხელჩაკიდებულმა,ვეცადე მასთან ისე მესაუბრა, თითქოს ის ისეთივე ყოფილიყო, როგორსაც მანამდე ვიცნობდი. ამავდროულად, ვცდილობდი წარმომედგინა სინათლის პარკი, რომელიც ორივეს შემოგვხვეოდა, რადგან ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ეს საუკეთესო მეთოდი იყო. ეს სიტუაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ დროის სუბიექტური შეგრძნებიდან გამომდინარე, ეს ორი საათი ყველაზე ხანგრძლივი იყო, რაც მე ოდესმე განმიცდია, თუ არ ჩავთვლით ჩემს საკუთარ კვლევით სეანსებს.
ბოლოს და ბოლოს, ფლორას ხელები გაიშალა და სახემ ისევ ადრინდელი გამომეტყველება მიიღო. ეს ცვლილებები ისევე მკვეთრად მოხდა, როგორც ის განსაკუთრებული მდგომარეობა წარმოიშვა. მალე აღმოვაჩინე, რომ მას აღარ ახსოვს არაფერი, რაც ამ ორი საათის განმავლობაში მოხდა. მოგვიანებით, თავის მოხსენებაში მან აღწერა სეანსის პირველი საათები და „შეპყრობილმდგომარეობაში ყოფნის“ შემდგომი პერიოდი. დიდი ეჭვი მეპარებოდა იმაში, განვიხილე თუ არა მასთან ამნეზიის პერიოდი და გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. მეგონა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ ფლორას ცნობიერ გონებაში ასეთი საშინელი თემა შემეტანა.
ჩემდა გასაოცრად, ამ სეანსის შედეგი საოცარი მიღწევა იყო. ფლორამ სუიციდისკენ მიდრეკილება დაკარგა, მას ცხოვრების მიმართ ახალი დამოკიდებულება განუვითარდა. მან მიატოვა ალკოჰოლი, ჰეროინი და ბარბიტურატები და ენთუზიაზმით დაიწყო პატარა რელიგიური ჯგუფის შეხვედრებზე სიარული კეტონსვილში. სახის კრუნჩხვები თითქმის მთლიანად შეწყდა: თითქოსდა, მათ საფუძვლად ჩადებული ენერგია „ბოროტების ნიღაბში“ ამოიწურა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. ზოგჯერ ტკივილი ბრუნდებოდა, მაგრამ ძალიან მსუბუქი იყო, იმდენად, რომ იგი მედიკამენტების გარეშეც ძლებდა.
გარდა ამისა, ფლორამ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექსპერიმენტებიც დაიწყო და საბოლოოდ დაქორწინდა. მართალია, მისი სექსუალური ადაპტაცია არც ისე წარმატებული იყო: ფლორას შეეძლო სქესობრივი ურთიერთობა, მაგრამ მისთვის ის მტკივნეული და არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. ქორწინებამ სამი თვე გასტანა, რის შემდეგაც ფლორა ლესბოსურ ურთიერთობებს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად ნაკლები დანაშაულის გრძნობით. მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ სამსახურშიც აიყვანეს ტაქსის მძღოლად. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგი წლების განმავლობაში წინსვლაც და წარუმატებლობაც ჰქონია, ის არასოდეს აღარ დაბრუნებულა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც ადრე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ფლორის ნატალური რუკისა და მისი ტრანზიტების ზერელე გაცნობაც კი, რომელიც სეანსის დროს მოხდა, დაბადების ზუსტი დროის გათვალისწინების გარეშე, ცხადყოფს საოცარ შესაბამისობას ამ ეპიზოდის ბუნებასა და შინაარსთან. მისი ნატალური რუკის ყველაზე თვალშისაცემი ნაწილია - სტელიუმი, რომელიც ჩამოყალიბდა თერთმეტი გრადუსის ფარგლებში მდებარე ოთხი პლანეტის მიერ (ნეპტუნი, მერკური, მზე და მარსი), სადაც ნეპტუნი მზიდან ექვს ნახევარი გრადუსით არის დაშორებული.
თუ მზის არქეტიპი ადამიანის პიროვნულობისა და ინდივიდუალურობის პრინციპის სიმბოლოა, ნეპტუნი ცდილობს შეასუსტოს ეგოს ფუნქციები და წაშალოს ფსიქოლოგიური საზღვრები: ის მათ გამტარს ხდის ზეპიროვნული განზომილებებისა და კოლექტიური არაცნობიერის ელემენტების შემოდინებისთვის. მზე –ნეპტუნი ასპექტები ახასიათებს მისტიკოსებსა და სულიერ მასწავლებლებს (მაგალითად, მეჰერ ბაბა ან კ.გ. იუნგი), მაგრამ უფრო პრობლემურ შემთხვევებში იგივე ასპექტები გვხვდება ეგოს სუსტი სტრუქტურის და სხვა რეალობების, პიროვნებების შეჭრისა და გავლენის მიმართ პოტენციური ფსიქოლოგიური მოწყვლადობის მქონე ადამიანებში. მარსის მონაწილეობა ფლორას ნატალურ სტელიუმში ამ კავშირს აშკარა აგრესიულ თვისებას ანიჭებს, ხოლო მერკურს გონებისა და კომუნიკაციის ელემენტი შემოაქვს.
ფლორასთან სეანსი 1968 წელს შედგა და დაემთხვა სამი პლანეტის: პლუტონის, ურანისა და იუპიტერის კონიუნქციას, რომელიც 1968-1969 წლებში მოხდა მთელ მსოფლიო ცაზე (ერთადერთხელ მთელი XX საუკუნის განმავლობაში). ეს შეერთებამკაფიოდგადიოდა მის ზემოთ აღწერილი კონიუნქციების ნატალურ სტელიუმში. იუპიტერის, ურანისა და პლუტონის ეს შეწყობა –ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გარდამქმნელი და პოტენციურად განმათავისუფლებელი კონფიგურაცია არის ასტროლოგიაში არსებულთა შორის. სამივე პლანეტის არსებობა ფლორას ნატალური რუკის მზის სტელიუმთან ერთობლიობაში, ანუ მისი ჰოროსკოპის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან –წარმოადგენს ტრანზიტს, რომელიც ხდება ცხოვრებაში ერთხელ და ფსიქოლოგიური ცვლილებებისა და განთავისუფლების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს.
ფლორას ნატალური რუკა
ამრიგად, ფლორამ ძლიერი პირადი ტრანზიტის სახით განიცადა პლუტონის და ურანის კონიუნქცია, რომელიც კოლექტიურ მსოფლიო ტრანზიტს წარმოადგენდა და დაკავშირებული იყო სამოციანი წლების საოცარი კულტურული, სოციალური, სექსუალური და სულიერი განთავისუფლების ზოგად ატმოსფეროსთან და ასევე იმ დროის დიონისურ სულისკვეთებასთან. ურანისა და პლუტონის კონიუნქცია 1968 და 1969 წლებში დაემთხვა სტიქიური განმათავისუფლებელი ენერგიების საყოველთაოდა წარმატებულ გამოთავისუფლებას. კერძოდ, მოძრავი იუპიტერი მის მზესთან შეერთებაში არის ტრანზიტი, რომელსაც გააჩნია ტენდენცია გამოიწვიოს მოვლენები და განცდები, რომლებსაც დიდი წარმატება და განვითარება მოაქვს.
მოძრავი პლუტონის კონიუნქცია ფლორას ნატალურ ნეპტუნთან ერთად –თავისთავად ძალზე ძლიერი კომბინაციაა. ის რეგულარულად ემთხვევა ცნობიერების მკვეთრ ცვლილებებს, ქვეცნობიერიდან ინფორმაციის შემოდინებას, მნიშვნელოვან მისტიკურ გამოცდილებას და სულიერ გამწვავებებს, რომლებიც ღრმა ფსიქოსულიერი გარდაქმნის შედეგად ხდება. პლუტონი აძლიერებს ნებისმიერი პლანეტარული არქეტიპის მოქმედებას, რომელთანაც იგი ქმნის მნიშვნელოვან კუთხოვან ურთიერთობას, და ანიჭებს მას პოტენციურად დამანგრეველ ძალას, რომელსაც საბოლოოდ გარდაქმნა მოაქვს. ფლორას შემთხვევაში, ეს ნიშნავდა ურანის განმათავისუფლებელი გავლენის გაძლიერებას, აგრეთვეზეპიროვნული[A5] ენერგიების შემოდინებას ცნობიერებაში და პირადი საზღვრების გამტარობას, რაც ნეპტუნთან არის დაკავშირებული.
დემონურის, და დემონურის მეშვეობით მსგავსი განთავისუფლება, ისევე როგორც საკუთარი „მე“-ს ამაღელვებელი განთავისუფლება, შეიძლება მიეკუთვნოს პლუტონის არქეტიპის გავლენას ურანთან შეერთებაში, რომელიც ფლორას ნატალურ მზის სტელიუმში გადის. სამოციანელთა ბნელი მხარის დამახასიათებელი სატანური ენერგიებისადმი ინტერესის მაგალითია –ჩარლზ მენსონის მიერ ჩადენილი მკვლელობები და შერონ ტეიტის მკვლელობა, რომლებიც მოხდა დაახლოებით იმავე დროს, რაც ფლორას სეანსი. მის შემთხვევაში, პლუტონის არქეტიპის დემონური მხარის სრული გამომჟღავნება (რაც მჭიდრო კავშირშია ბპმ-3-თან) შეიძლება ახსნილ იქნას ინდივიდუალური ეგოს საზღვრების უჩვეულოდ გამოხატული შესუსტებით, მისი ბიოგრაფიის ტრავმულ ხასიათთან შერწყმაში.
რაც შეეხება დემონური არსების შესაძლებლობას გამოიყენოს შანტაჟისთვის ინფორმაცია, რომელსაც თავად ფლორა არ ფლობს, აქ საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ კონიუნქცია ნეპტუნი-მერკური ხშირად გვხვდება უჩვეულო ფსიქიკური ნიჭის მქონე და ასევე ნათელხილვის ხარჯზე ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის ნიჭის მქონე ადამიანებში, მაგალითად, რუდოლფ შტაინერი და თანამედროვე ამერიკელი მედიუმი ენ არმსტრონგი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პლუტონის ტრანზიტს ნატალურ მერკურთან მიმართებაში ხშირად აკავშირებენ სამეტყველო გამოთქმის გაძლიერებასთან, სიტყვიერ აგრესიასთან და უხამსი სიტყვების გამოყენებასთან, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან და შანტაჟის მცდელობებთან.
ტრანზიტული ნეპტუნი, რომელიც ოპოზიციას უქმნის ფლორას ნატალურ ურანს, არის კონფიგურაცია, რომელიც ემთხვევა მოულოდნელ სულიერ ზეშთაგონებას. ასეთი კოლექტიური ტრანზიტი მოხდა იესოს მოძღვრობის დროს და ქრისტიანობის დასაწყისში. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, თუ გაითვალისწინებთ, რომ ფლორას განცდამ გამოიწვია რელიგიაზე მისი მოქცევა, რამაც იგი კეტონსვილის ქრისტიანულ საზოგადოებაში მიიყვანა.
სეანსის დროს, ფლორა 28 წლის იყო და ეს მომენტი მისი სატურნის დაბრუნების დასაწყისს დაემთხვა, რომელიც ყველა ადამიანთან 28-30 წლის ასაკის შუალედში ხდება. სატურნის დაბრუნება აღინიშნება მთელი სასიცოცხლო ციკლის დასრულებით, რომელსაც ახასიათებს შეკუმშვისა და სიმძიმის შეგრძნება, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები და განცდები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სიმწიფის დადგომისათვის, ზოგჯერ კი სიკვდილთან შეხვედრისათვის. ამ ყველაფერს მოსდევს დასრულება, გამოთავისუფლება და სხვა სასიცოცხლო ციკლზე გადასვლა. ზემოთ აღწერილ მძლავრ ტრანზიტებთან ერთად, სატურნის დაბრუნება საბოლოოდ დამდგარ ცვლილებებს დიდ სტრუქტურულ სიღრმესა და სიმტკიცეს ანიჭებს.
სეანსის მომენტში, ფლორას ჰოროსკოპი შეიცავდა ზოგიერთ დამატებით ასპექტებს და ტრანზიტებს, რაც მნიშვნელოვნად ეხებოდა ზოგადად მის ბიოგრაფიას, და კერძოდ, სეანსის შინაარსს. ვენერა-პლუტონის კონიუნქციას ხშირად შეუფარდებენ აკრძალულ სექსუალობას და მასთან დაკავშირებულ სირცხვილს. ეს არის ასევე ბნელისკენ ლტოლვის არქეტიპი, დანაშაულებრივ სამყაროში ჩაბმული საყვარლის არქეტიპი, ხოლო მისი უკიდურესი გამოვლენით - დემონური საყვარლისა. მითოლოგიაში ეს მოტივი განსახიერების ფორმას პოულობს ისტორიაში იმის შესახებ, თუ როგორ გაიტაცა ჰადესმა პერსეფონე და მიიყვანა იგი თავის მიწისქვეშა სამყაროში („იგი მე მეკუთვნის”). კონიუნქცია ვენერა-ურანი ფლორას ნატალურ ჰოროსკოპში ასევე მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ მის ლტოლვას დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ.
ფლორას ნატალურ რუკაში კიდევ ერთი სტელიუმია - სამმაგი შეერთება, რომელშიც შედის ურანი, იუპიტერი და სატურნი. ურანი იუპიტერთან ერთად ქმნის მეამბოხე არქეტიპს - კონტრკულტურის წარმომადგენელს. ურანი-სატურნის კონიუნქცია იწვევს მშფოთვარე დეპრესიას, გაშმაგებულიმპულსებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული დაზიანება (სხვა მანქანასთან შეჯახების სურვილი ან ფლატედან გადახტომა), ასევე უბედური შემთხვევებისადმი მიდრეკილება (გასროლა მეგობრის მიმართულებით). მისი ნატალური შეერთება მარსი-ნეპტუნი დამახასიათებელია ძლიერი ნარკოტიკული დამოკიდებულებისა და ქვეცნობიერის მხრიდან აგრესიული შემოჭრისადმიათვისებისუნარი. არსებობს სხვა ნატალური ასპექტები და ტრანზიტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფლორას შემთხვევაში, მაგრამ ძირითადი ასპექტების ამ მოკლე აღწერამაც შეიძლება კარგად შექმნას ძირითადი გავლენების შესახებ წარმოდგენა.
შემდეგი ავადმყოფობის ისტორიის და მისი ასტროლოგიური კავშირების განხილვისას, შეიძლება ამ ორ შემთხვევას შორის მსგავსებისა და განსხვავების დანახვა. ეს ისტორია ასევე გვიჩვენებს, რომ იგივე არქეტიპების კონკრეტული გამოვლინებები და მათი შერწყმა მკაცრად არ არის განსაზღვრული. ასტროლოგიურ არქეტიპებს შეუძლიათ სხვადასხვა გამოხატვის პოვნა, და ამავდროულად მათი ძირეული ბუნების ერთგულების შენარჩუნება. თუ ჩვენ ღია ვართ ინდური გაგებით ლილაშიგამოხატული პრინციპისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ სამყარო არის სამყაროს გონების თამაში, მაშინ არქეტიპების მრავალფეროვნება მნიშვნელოვან ადგილს ტოვებს შემოქმედებითი ვარიაციებისათვის არქეტიპული საზღვრების ფარგლებში.
კარენი
კარენი, ოცდაათი წლის მოხდენილი, ახალგაზრდა, მოქნილი და ქერა, რბილი, მეოცნებე სილამაზით გაბრწყინებული ქალი. გარეგნულად საკმაოდ მორცხვი და მშვიდი ჩანდა, სინამდვილეში კი ძალიან ჭკვიანი და ფსიქიკურად აქტიური იყო. მას რთული ბავშვობა ჰქონდა: როდესაც კარენი სამი წლის იყო, დედამ თავი მოიკლა და ალკოჰოლიკმა მამამ, მეორე ცოლთან ერთად, გაზარდეს. მან ძალიან ახალგაზრდამ დატოვა სახლი, თითქმის თინეიჯერმა და დროდადრო ხან დეპრესიაში ვარდებოდა, ხან კი ებრძოდა შეუკავებელი ღორმუცელობისკენლტოლვას.
კარენი მოგზაურობდა, სწავლობდა და უყვარდა ჯაზის ცეკვა; მან ისე კარგად ისწავლა ცეკვა, რომ დროდადრო ცეკვის გაკვეთილებსაც კი ატარებდა. მას ასევე სიმღერა უყვარდა და პროფესიულ დონეზე დაეუფლა მასაჟის ხელოვნებას. კარენი დასახლდა სოფლად, სადაც შეხვდა ალერსიან და მოსიყვარულე პიტერს, რომელთანაც ერთად ცხოვრება დაიწყო. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაქორწინებულები არ იყვნენ, მათ ქალიშვილი ჰყავდათ, ერინი, რომელზეც ორივეს მზე და მთვარე ამოსდიოდა.
კარენის ისტორია სპექტრის ყველაზე დრამატულ პოლუსს წარმოადგენს, რომელიც გადაჭიმულია სულიერი გამწვავების თანდათანობითი, მსუბუქი გამოვლინებიდან ისეთ სულიერ გამწვავებამდე, რომელიც მწვავე კრიზისში გადაიზარდა. ამავდროულად, მის მიერ განცდილის უმეტესი ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც გარდაქმნის პროცესს განიცდის. უმეტესობა იმისა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, საკუთარი თვალით ხილვის შესაძლებლობა გვქონდა.
კარენის კრიზისი ჭეშმარიტი სულიერი გამწვავების ყველა ელემენტს შეიცავდა. ის სამნახევარი კვირა გაგრძელდა, კარენის ჩვეული ცხოვრება დაარღვია და მისი უწყვეტი სადღეღამისო თვალყური გახადა საჭირო. მას შემდეგ, რაც იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ფსიქოსულიერ კრიზისში იმყოფებოდა, მისმა მეგობრებმა, რომლებმაც იცოდნენ ჩვენი ინტერესების შესახებ ამ სფეროში, გვთხოვეს, რომ მასზე ზრუნვაში ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. კრიტიკული მდგომარეობის ბოლო ორნახევარი კვირის განმავლობაში, მას თითქმის ყოველდღე ვხედავდით.
როგორც სულიერი გამწვავების ხშირ შემთხვევაში, კრიზისი სწრაფად და მოულოდნელად დაიწყო და განცდებმა ისე შეიპყრო და ააფორიაქა კარენი, რომ მან ვერ შეძლო საკუთარი თავის და სამი წლის ქალიშვილის მოვლა, რომელიც მამამისთან დარჩა. მისმა მეგობრებმა ქალაქიდან, სადაც ის ცხოვრობდა, გადაწყვიტეს, რომ მას საავადმყოფოში არ დააწვენდნენ, და მასზე 24 საათის განმავლობაში თავად იზრუნებდნენ.
კარენი სახლიდან წაიყვანეს და მეგობრებთან ცალკე ოთახში მოათავსეს. შემდეგ მეგობრებმა მოაწყვეს მორიგეობა და მასთან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ორ-ორი ადამიანი რჩებოდა, სამ-ოთხ საათში მონაცვლეობით. მისი ოთახის წინ ბლოკნოტი იდო, რომელშიც მორიგეები აღნიშნავდნენ მოსვლას და წასვლას და აღწერდნენ შთაბეჭდილებებს კარენის მდგომარეობაზე: რა თქვა მან, რა გააკეთა, დალია და ჭამა, - რათა მორიგეთა შემდეგ წყვილს სცოდნოდა, რა ქცევა იყო მოსალოდნელი.
კრიზისის ერთ-ერთ პირველ დღეს კარენმა აღნიშნა, რომ მისი მხედველობა მოულოდნელად განათდა და ისეთი „სუსტი და ბუნდოვანი“ აღარ იყო, როგორც აქამდე. მას ქალების ხმები ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ იგი მნიშვნელოვანი და სასიკეთოგანცდების პირას იდგა. მრავალი დღის განმავლობაში, კარენი გრძნობდა, რომ მთელ სხეულზე ძლიერი ცხელება ედებოდა, ხედავდა ცეცხლს და წითელად მოდებულ სივრცეებს, ზოგჯერ კი გრძნობდა, რომ მას ცეცხლი შთანთქამდა. ამ ცეცხლოვანი შეგრძნებებით გამოწვეული აუტანელი წყურვილის მოსაკლავად, იგი ძალიან ბევრ წყალს სვამდა.
თითქოსდა ამ განცდებში მას გარკვეული სახის მძლავრი ენერგია იზიდავდა, და დაატარებდა ქვეცნობიერის მრავალ დონეებზე, ასევე მოგონებებში, ემოციებსა და სხვა გრძნობებსა და შეგრძნებებში. ბავშვთან მსგავსების მიღებით, მან წარსულის ისეთი მოვლენები განიცადა, როგორც, მაგალითად, დედის თვითმკვლელობა და დედინაცვლის შემდგომი სასტიკი მოპყრობა. ერთხელ ბავშვობის მოგონებები იმაზე, როგორ სცემდნენ მას ქამრით, სწრაფად სხვა განცდით შეიცვალა: მან აფრიკელი ზანგის ტანჯვა იგრძნო, რომელსაც მონებით სავსე გემის გემბანზე როზგავდნენ.
კარენმა ის ფიზიკური და სულიერი ტანჯვა განიცადა, რომელიც თან ახლდა მის ბიოლოგიურ დაბადებას და არაერთხელ განიცადა მშობიარობა, რომლის შედეგად მისი ქალიშვილი დაიბადა. მან მრავალჯერ და მრავალნაირად განიცადა სიკვდილი, და ის, როგორ გაიტაცა იგი სიკვდილის პროცესმა, მომვლელებს შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობის ჩადენაზე შიშის საბაბი მისცა. თუმცა, უსაფრთხო გარემომ და მისი მეგობრების სიფხიზლემ ხელი შეუწყო უბედურების თავიდან აცილებას. არცერთ მორიგეს წამითაც არ მოუშორებია მისთვის თვალი და მუდმივად მასთან იყვნენ, და არწმუნებდნენ მას, რომ გრძნობები საკუთარ თავში შეენარჩუნებინა და არ გადაეტანა ისინი მოქმედებაში.
კარენი დროდადრო გრძნობდა კავშირს თავის გარდაცვლილ დედასთან, ისევე როგორც მეგობართან, რომელიც ერთი წლის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალა. ის ამბობდა, რომ ენატრება ისინი და სურს მათთან გაერთიანება. ზოგჯერ ის გრძნობდა, რომ ხედავს, როგორ კვდებიან სხვა ადამიანები ან თავად როგორ კვდება.
მომვლელები ეუბნებოდნენ, რომ შესაძლებელია სიკვდილის სიმბოლურად განცდა და ამავე დროს ცოცხლად დარჩენა, სთხოვდნენ დაეხუჭა თვალები და მოუწოდებდნენ სრულად განეცადა სიკვდილის პროცესი და გამოეხატა მისი თანმხლები მძიმე გრძნობები. კარენი დათანხმდა და მალე სიკვდილთან დაძაბული ბრძოლიდან სხვა განცდებზე გადავიდა.
ორი დღით იგი თანმიმდევრულმა განცდებმა დაიპყრო, რომლებიც ბოროტების ელემენტებით იყო შეფერილი. დროდადრო იგი თავს უძველეს ჯადოქრად, მაგიური მსხვერპლშეწირვის მონაწილედ ხედავდა, ზოგჯერ კი საკუთარ თავში რაღაც საშინელ ურჩხულს გრძნობდა. როდესაც ეს ეშმაკური არსება დემონურ ენერგიას ავლენდა, გოგონა გაბრაზებული ყვირილით ავსებდა ოთახს და იატაკზე გორავდა, ღვარძლიანი გრიმასებით სახეზე. მის მომვლელებს ესმოდა, რომ ყველა ეს გამოხტომა მათ საწინააღმდეგოდ არ იყო მიმართული, და იცავდნენ მას ისე, რომ საკუთარი თავისთვის არ ევნო და ხელს უწყობდნენ იმპულსების სრულად და უსაფრთხოდ გამოხატვაში.
ზოგჯერ მისი განცდები სექსუალობის ირგვლივ იყრიდა თავს. სექსუალური წარსულის ზოგიერთი ტრავმული მოგონების ხელახლა განცდის შემდეგ, კარენმა აღმოაჩინა ენერგიის მძლავრი წყარო, რომელიც მენჯის არეში მდებარეობდა. წინანდელი დამოკიდებულება სექსუალობის, როგორც ქვენა[A6] ინსტიქტური იმპულსისადმი ღრმა სულიერი განცდებით შეიცვალა, რომელშიც მან გონების იგივე განათება იგრძნო, რომელზეც ზოგი ეზოთერული ტრადიცია მიუთითებს, კერძოდ ტანტრა: სექსუალური იმპულსი არა მხოლოდ ბიოლოგიური ლტოლვაა, არამედ ღვთიური და სულიერი ძალა. იგი თავს გრძნობდა როგორც პირველი ქალი, ვისაც მსგავსი შეგნება გარდამოევლინა, და იგი მოკრძალებით იყო მისი მისტიკური როლის - სიცოცხლის მბოძებელი დედის - წინაშე.
სხვა პერიოდში კარენმა იგრძნო ერთიანობა დედამიწასთან და მასზე მცხოვრებ ხალხთან და შიში იმისა, რომ მათ განადგურება ემუქრებოდათ. მას ჰქონდა წინათგრძნობა, რომ პლანეტა და მთელი მისი მოსახლეობა განადგურებისკენ მიემართებოდა და მკაფიო და ბრძნულ შეხედულებებს გამოთქვამდა მსოფლიოში შექმნილი ვითარების შესახებ. მან დაინახა საბჭოთა და ამერიკელი ლიდერების სახეები, რომლებსაც თითი „ღილაკზე“ ეჭირათ და აკეთებდა ზუსტ და ხშირად იუმორისტულ კომენტარებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის განმავლობაში, კარენი უშუალოდ უერთდებოდა შემოქმედებითი ენერგიის ძლიერ ნაკადს, და უამრავ განცდას სიმღერებში გამოხატავდა. საოცარი იყო ამის ხილვა: როგორც კი ესა თუ ის შინაგანი თემა გაჩნდებოდა მის გონებაში, იგი ან სიმღერას იგონებდა ამ თემაზე, ან მეხსიერებიდან იღებდა მას, და აღტაცებით ამჟღავნებდა იმას, რასაც გრძნობდა პროცესის ამ სტადიაზე.
კარენი ზებუნებრივ აღქმას და უკიდურეს მგრძნობელობას ავლენდა და გულისხმიერადიყო განწყობილი იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდებოდა. ის ადამიანებს „გაშუქებულივით“ ხედავდა და ხშირად წინასწარ იცოდა მათი სიტყვები და მოქმედებები. ერთ-ერთმა მორიგემ კარენზე ისაუბრა მასთან შესვლამდე, ხოლო როდესაც შემოვიდა მასთან, გაოცებული იყო იმით, თუ რამდენად ზუსტად აღადგინა მან მისი საუბარი. გარშემო მყოფნი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, როდესაც იგი ძალიან გულწრფელად გამოთქვამდა აზრს ნებისმიერ პიროვნებათაშორის თამაშზე, როგორც კი შეამჩნევდა მას და მყისიერად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერს, ვინც ზედმეტ მბრძანებლურობას ან უხეშობასგამოხატავდა, და უარს ამბობდა მასთან ურთიერთობაზე.
ორი კვირის თავზე, ზოგიერთმა რთულმა, მტკივნეულმა მდგომარეობებმა შესუსტება დაიწყო და კარენს უფრო და უფრო მადლიანიდა ნათელი განცდები განუვითარდა; იგი სულ უფრო და უფრო გრძნობდა კავშირს ღვთიურ წყაროსთან. კარენმა საკუთარ თავში წმინდა ძვირფასეულობადაინახა, მანათობელი მარგალიტი, იგრძნო, რომ ეს ძვირფასეულობა მისი ნამდვილი არსის სიმბოლოა და დიდ დროს ატარებდა, მასთან ალერსიან საუბარში და მის მოფერებაში. რაღაც შინაგანი წყაროდან, კარენმა მიიღო მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი და როგორ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და იგრძნო, რომ განიკურნა სულიერი ჭრილობებისგან, რომლებსაც იგი სულსა და სხეულში დაატარებდა. იგი ამბობდა, რომ ახლა განსაკუთრებულად გრძნობს თავს, რომ „ხელახლა დაიბადა“, „მეორე დაბადება“ განიცადა და აღიარებდა: „მე ვიხსნები ცხოვრების, სიყვარულის, სინათლისა და საკუთარი თავისთვის“.
საკუთარი განცდების გავლისთანავე, კარენი სულ უფრო და უფრო ნაკლებად იკეტებოდა თავის შინაგან სამყაროში და დაიწყო მეტი ინტერესის გამოხატვა ქალიშვილის და გარშემო მყოფი სხვა ადამიანების მიმართ. უფრო რეგულარულად დაიწყო ჭამა და ძილი და უკეთ შეეძლო ზოგიერთ ყოველდღიურ საქმიანობასთან გამკლავება. მას სურდა საკუთარი გრძნობების ბოლომდე მიყვანა და სახლში დაბრუნება, მისთვის ნათელი გახდა, რომ გარშემომყოფებიც მზად იყვნენ ეპიზოდის დასრულებისთვის. კარენსა და მის დამხმარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება იმაზე, რომ იგი შეეცდება განაახლოს ყოველდღიური საქმეები, თავად მოემსახურება საკუთარ თავს და ქალიშვილს.
მას შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე შევძელით კარენთან საუბარი და ძალიან ბედნიერები ვიყავით იმით, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ მდგრად ხასიათს ატარებდა. მისი განწყობა გაუმჯობესდა და იგი უფრო თავდაჯერებული და ადვილადშემგუებელირჩება. საკუთარი თავისადმი მეტი ნდობის წყალობით კარენს ახლა საჯაროდ სიმღერა შეუძლია.
კარენის ნატალური რუკა
ისევე, როგორც ფლორას შემთხვევაში, კარენის ჰოროსკოპში ოთხი პლანეტის (ვენერა, მერკური, მარსი და პლუტონი) ძლიერი სტელიუმი დომინირებს, რომლებიც 8 გრადუსიან ვიწრო დიაპაზონში იყრის თავს; მზე და ურანი ასევე მჭიდრო კონიუნქციაშია და ეს ექვსივე პლანეტა ლომში მდებარეობს. გასაკვირია, რომ ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წლით ადრე, ამ ჰოროსკოპისთვის დამახასიათებელი კოლოსალური ენერგია არ იყო დიდად შესამჩნევი - ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ კარენის ჰოროსკოპმა აამოქმედა გარე პლანეტების მნიშვნელოვანი ტრანზიტები და არ გაათავისუფლა მისი უჩვეულო პოტენციალი. ამ გათავისუფლების დრამატული და დამანგრეველი ხასიათი ძალზე მნიშვნელოვანი ტრანზიტით აიხსნება, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება - პლუტონის ტრანზიტით, რომელმაც იმ დროს შექმნა კვადრატი თავისი ნატალური კონიუნქციით მზე - ურანი.
კარენის ამთვისებლობა ღრმა ქვეცნობიერი მასალის მასობრივი შემოდინების მიმართ, რომელიც ახასიათებს მისი სულიერი გამწვავების ეპიზოდს, გარკვეულწილად განპირობებული იყო მის ნატალურ რუკაში მზესა და ნეპტუნს შორის კვადრატით. ფლორას რუკაში მზისა და ნეპტუნის შეერთების მსგავსად, კარენის მზისა და ნეპტუნის კვადრატი ასახული იყო ძალიან „შეღწევად“ეგოში, რომელიც დაუცველი იყო ზეპიროვნული სამყაროდან მასალის შეჭრისგან. და ისევ, ისევე როგორც ფლორას შემთხვევაში, გამვლელმა პლუტონმა, რომელიც კვადრატს ქმნის მზისა და ურანის ნატალური კონიუნქციით, გაააქტიურა ეს ნატალური კონფიგურაცია კარენში. ამავე დროს, ტრანზიტულმა ურანმა გაათავისუფლა ოთხი პლანეტის მიერ ჩამოყალიბებული სტელიუმის კონიუნქციის გაერთიანებული არქეტიპული ენერგიები.
1986 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, სწორედ ამ ეპიზოდის დროს, პლუტონის ტრანზიტი მზე-ურანის კონიუნქციით დაემთხვა სიკვდილისა და აღორძინების ძალზე გამოკვეთილგანცდებს, რითაც ბიძგი მიეცა ბრწყინვალედა უჩვეულოდ შემოქმედებით თვითგამოხატვას, ისევე როგორც ბევრ სხვა შესაძლებლობას იმისათვის, რომ ძლიერ და ზოგჯერგაშმაგებულგარდამქმნელ განცდებს მოულოდნელად და საოცრად გათავისუფლება დაეწყო, ცნობიერ გაცნობიერებაშიგადასვლის გზით. ნატურალური არქეტიპული კომბინაცია მერკური - ვენერა - მარსმა საკუთარი თავისუფლება იპოვა და გამოხატა იდეების ნაკადში, შეუზღუდავ სიტყვათა ნიაღვარში, მახვილგონივრულ ნეოლოგიზმებში, კალამბურებში, სიტყვების თამაშში და სრულიად ახალ სიმღერებში. კარენი თავის სიმღერებს და ტირადებს ხშირად აყოლებდა ძალიან ორიგინალურ ჟესტებს, გრიმასებს და ცეკვებს.
მარს-პლუტონის ნატალური კონიუნქციის არაჩვეულებრივად აგრესიული მუხტი კარენთან გამოიხატა განცდებში, რომელიც ასახავდა სასტიკიმოპყრობის უამრავ სცენას, რომელიც ეხებოდა მის ბავშვობას, ჩვილობას და წარსულ ცხოვრებებს, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც მიმართული იყო გარშემო მყოფთა მიმართ. მისი სარკასტული იუმორი ბრწყინვალე და მახვილიიყო, ის უმოწყალოდ დასცინოდა იმ სისუსტეებსა და მანკიერებას, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ ადამიანები ან ვერც კი ხვდებოდნენ მათ არსებობას. მისიმეტყველებაუხვად გადატვირთული იყო სკატოლოგიური და სექსუალური ხასიათის მქონე უხამსობებით. ყველა ამ გამოვლინებას ახასიათებს პლუტონის, მარსის და მერკურის შერწყმა. ვენერას არქეტიპი გამოიხატა კარენის სიმღერა, ცეკვასა და ეროტიულ იმპულსებში.
კარენის განცდებში, პლუტონის ტრანზიტი მისი ნატალური რუკის მეშვეობით გამოიხატა ბპმ-3-ის ყველაელემენტებში, რამაც გამოიწვია ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა მძლავრი ვულკანური ენერგიების გამოთავისუფლება, ცხელების ტალღები, გარეულ მხეცთან გაიგივების გრძნობა, დემონური გამოვლინებები და სექსუალური იმპულსები, რომლებიც ფართო სპექტრს მოიცავდა - უხამსი ჟესტებიდან დაწყებული კუნდალინისა და ტანტრული განცდების გაღვიძებით დამთავრებული. მისი კომბინაცია პლუტონი-ვენერა-მარსი არის არქეტიპული ჯგუფი, რომელიც დამახასიათებელია სექსუალური აგრესიისთვის, რომელიც კარენმა არაერთხელ გამოავლინა.
კარენის სიტუაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ფაქტორია ის, რომ ის მაშინ 29 წლის იყო და ეს ეპიზოდი დაემთხვა მისი სატურნის დაბრუნებას (ტრანზიტული სატურნი სულ რაღაც ერთი გრადუსით იყო დაშორებული მისი ნატალური სატურნისგან). ისევე როგორც ფლორას შემთხვევაში, ეს მიუთითებს მთელი ცხოვრების ციკლის დასრულებაზე და ახლის დასაწყისზე. ციკლის ეს დასასრული ხშირად გულისხმობს წარსულის შეჯამებას და განცდების გადაუჭრელი მასალის წინაშე აღმოჩენას. ამ ტრანზიტმა ასევე მოიტანა მდგრადი ცვლილებები, რომლებიც განპირობებული იყო ფსიქოლოგიური გარდაქმნით.
ეს არის ჰოლოტროპული განცდებისა და პლანეტარული ტრანზიტების საოცარი კავშირის მხოლოდ ორი მაგალითი, რომელსაც ჩვენ ასობით ადამიანში დავაკვირდით, რომლებმაც ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობის სხვადასხვა ფორმები განიცადეს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს ილუსტრაციები, რომლებიც ამოღებულია რთული ასტროლოგიური რუკების კონტექსტიდან და ასევე მოწყვეტილია ცოცხალი ჰოლოტროპული განცდებს, დაარწმუნებს ისეთ მკითხველს, რომელიც ჯერ არ იცნობს ასტროლოგიას. თანამედროვე ევროპული და ამერიკული ცივილიზაცია მკაცრად განიცდის მატერიალისტურ მეცნიერებას, ამიტომ, სანამ შესაძლებელი იქნება მისი ჯადოქრობის ამოღება და ფუნდამენტური ცვლილებების მიღება, რაც საჭიროა ადამიანის ფსიქიკისა და რეალობის ბუნების გაგებაში, ამის ასიმილაციის მიზნით. ახალი ინფორმაცია, დასჭირდება მრავალი წლის განმავლობაში ჰოლოტროპული სახელმწიფოების კვლევა და მათთან აქტიური პირადი გაცნობა.
გასაკვირი არ არის, რომ ეს პროცესი ამდენად რთულია და ის ასეთ წინააღმდეგობას აწყდება. ჰოლოტროპული მდგომარეობებისა და ასტროლოგიის საფუძველზე მიღებული, დიდი მოლოდინის მომცემი დაკვირვების მთელი ეს კოლოსალური ოდენობა შეუძლებელია დაინერგოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არაარსებული და მოგონილი ჰიპოთეზების დახმარებით ძირითადი თეორიული ბაზის ოდნავ შეცვლით და მცირე კოსმეტიკური შესწორებების გაკეთებით. ამისათვის საჭიროა რადიკალურად, საფუძვლიანად, გადაიხედოს მატერიალისტური მეცნიერების ყველაზე ძირითადი მეტაფიზიკური დაშვებები და შეხედულებები, შეიცვალოს ისინი ახლით. ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის კონკრეტული ამოცანები ბევრად აღემატება იმას, რაც ჩვენ ადრე განვიხილეთ: ეს არის ფსიქიკის ბევრად უფრო ფართო მოდელის, ემოციური და ფსიქოსომატური აშლილობების ბევრად უფრო რთული, მრავალდონიანი სტრუქტურის, შიდა რადარის თეორიის შექმნა, ეს არის შიდა გამაჯანსაღებელი გონების არსებობისა და თერაპიული გამოყენების დასტური და უამრავი სხვა.
ვინაიდან პაციენტთა გამოცდილება როგორც ჩვეულებრივ, ასევე ჰოლოტროპულ მდგომარეობაში ღრმა კავშირს აჩვენებს ამა თუ იმ დროს ტრანზიტული პლანეტარული არქეტიპების ენერგიებთან, ეს განცდები მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ადრე აღვნიშნე იმ თეორეტიკოსების იმედგაცრუება, რომლებიც ცდილობენ ფსიქიატრიული დიაგნოზების კლასიფიკაციის ხისტი სისტემის შექმნას. ახლა ჩვენ ვიყენებთ „სულიერი დაავადებების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს“ (DSM-IV) ოფიციალურ მეოთხე შესწორებულ გამოცემის მონაცემებს და კლინიცისტები მუდმივად ამბობენ, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან დიაგნოსტიკური კატეგორიების აღწერილობებსა და მათ კლიენტთა რეალურ კლინიკურ სურათს შორის. ასტროლოგიური თვალსაზრისით, კლინიკური სურათის ეს მერყეობა ასახავს პლანეტებს შორის მუდმივად ცვალებად კუთხოვან ურთიერთობებს.
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, ორი ან მეტი პლანეტა ცაზე მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნის; ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხანგრძლივია, თუ მოიცავს გარე პლანეტებს იუპიტერიდან პლუტონამდე. ამ პლანეტებთან დაკავშირებული გაერთიანებული არქეტიპული ველი გარკვეულ ემპირიულ იერს ანიჭებს ამა თუ იმ პერიოდს, რომელიც განსაზღვრავს დროის სულისკვეთებას. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნე, მთელი 1960-1972 წწ. პერიოდი დაემთხვა ურანისა და პლუტონის მიერ შექმნილ კონიუნქციას, ერთადერთს მთელი XX საუკუნის განმავლობაში. ეს არქეტიპული შერწყმა ზუსტად შეესაბამებოდა დიონისური მოძღვრების დაძაბული ფსიქო-სულიერი რევოლუციის პერიოდს, რომელიც აღინიშნა საზოგადოებრივი არეულობებით, სამოქალაქო უფლებებზე ბრძოლით, მეცნიერებისა და ტექნიკის ტრიუმფით, რადიკალური ნოვატორობით მუსიკასა და ხელოვნებაში, სექსუალური რევოლუციით, ფემინისტური მოძრაობით, სტუდენტური არეულობებით და კონტრკულტურის წარმომადგენელთა ფართოდ გავრცელებული საქმიანობითა და შემოქმედებით.
ამის საპირისპიროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში, მთავარ არქეტიპულ გავლენას ახდენდა ურანი - ნეპტუნის კონიუნქცია. ეს იყო ღრმა, მაგრამ, როგორც წესი, არაძალადობრივი სულიერი და საზოგადოებრივი ცვლილებების პერიოდი, „ხავერდოვანი რევოლუცია“, რომლის მაგალითებია გერმანიის გაერთიანება, დასავლეთ ევროპის ქვეყნების განთავისუფლება და საბჭოთა კავშირის - საშიში ზესახელმწიფოს - მშვიდობიანი დაშლა. ამ ხნის განმავლობაში ნეპტუნიური ხასიათის იუნგის ფსიქოლოგიამ დიდ აღიარებას მიაღწია და სულიერ საკითხებს მიძღვნილი მრავალი წიგნი ბესტსელერების ჩამონათვალში მოხვდა. ტრანსპერსონალურმა თემებმა კინოშიც შეაღწია. მითოლოგიამ, განცდებმა სიკვდილის ზღურბლზე და მის შემდეგ, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის გატაცების შემთხვევებმა, ტელეპათიურმა კავშირმა და ვირტუალურმა რეალობამ დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მასების მხრიდან.
იმ პერიოდში, როდესაც პლანეტარული კომბინაციები გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში, ეს გავლენა პიროვნულ ელფერს იძენს იმ ადამიანებისთვის, რომელთა ნატალურ რუკებში ისინი მნიშვნელოვან ტრანზიტებს ქმნიან კონკრეტულ პლანეტებთან. მაშინ ეს შეყრა გამოიხატება მიდრეკილებით გარკვეული ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების მიმართ. შედეგად, ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში მომუშავე ფსიქიატრები ხედავენ მოვლენებს, რომლებიც განსხვავდება მათი კოლეგების მიერ უფრო ადრე ან გვიანდელ პერიოდში დანახულისგან. ალბათ სწორედ ამიტომ, DSM-IV მუდმივი ცნობარის შექმნა, რომელიც ყველა დროს მოერგება, უკიდურესად პრობლემატური ჩანს.
მაგრამ ამითი არ ვამთავრებ. ყოველწლიურ კურსებზე, რომლებსაც რიჩარდ ტარნასი და მე სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის ინტეგრალური კვლევების ინსტიტუტში ვატარებთ, ჩვენ განვიხილავთ სიღრმისეული ფსიქოლოგიის ძირითად სკოლებს და ვაანალიზებთ მათი დამფუძნებლების ასტროლოგიურ რუკებს. მალე აშკარა გახდება, რომ ამ ნოვატორებს არ შეეძლოთ ობიექტურად მიდგომოდნენ თავიანთი პაციენტების ფსიქიკის შესწავლას და გამოეტანათ ზოგადი დასკვნები, რომლებიც ყოველთვის სიმართლედ დარჩებოდა ნებისმიერ დროს. ისინი გარდაუვალად არგებდნენ პაციენტების სნეულებებს თავიანთ სუბიექტურ სქემებში ან განიხილავდნენ მათ საკუთარი გარდამტეხიპრიზმის თვალსაზრისით, რაც განპირობებული იყო მათი საკუთარი ასპექტებისა და ტრანზიტების ზემოქმედებით დაკვირვების მომენტში.
როგორც შესწავლის ობიექტს, ფსიქიატრიას არ გააჩნია მოვლენების არანაირი დადგენილი ნაკრები, გარდა ორგანული მიზეზებით გამოწვეული დარღვევებისა. ამრიგად, ემოციური და ფსიქოსომატური აშლილობების ნებისმიერი გამოკვლევის შედეგი, რომელთაც არა აქვს ორგანული ხასიათი, განისაზღვრება მრავალი ფაქტორის რთული ურთიერთქმედებით, რომლებიც მოიცავს: მკვლევარის ასტროლოგიურ რუკას და მის ტრანზიტებს დაკვირვების პერიოდში, პლანეტურ ასპექტებს, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე და განსაზღვრავს გარკვეული პერიოდის სულისკვეთება, პაციენტების ნატალურ რუკებს და ტრანზიტებს, რომლებიც მათ განცდებს ამა თუ იმ ელფერს ანიჭებს.
ფსიქიატრიაზე წარმოდგენა, როგორც ისეთ დისციპლინაზე, რომლის განკარგულებაშია აკვიატებული და არაპროგნოზირებადი პათოლოგიური მდგომარეობის ყოვლისმომცველი აღწერა და სპეციფიკური მედიკამენტების და მკურნალობის მეთოდების არსენალი, - არის ილუზია. ამ პირობებში, ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი მიდგომაა - ფსიქიატრიული აშლილობების აღწერა იმ ურთიერთობების და საშუალებების თვალსაზრისით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სიტუაციის გაანალიზებისთვის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში და მისი აღწერისთვის პაციენტის განცდების ფენომენოლოგიისა და ნატალურ რუკებსა და პლანეტარულ ტრანზიტებთან მისი კავშირის პოზიციიდან. სიზუსტისთვის ასევე აუცილებელია გლობალური პლანეტარული ასპექტების, მკვლევარის საკუთარი რუკისა და მისი ტრანზიტების გათვალისწინება.
დარწმუნებული ვარ, რომ ასტროლოგიის მიერ აღმოჩენილი კავშირები იმდენად რთული, არაერთგვარმნიშვნელობიანი და შემოქმედებითია, რომ ეჭვს არ ტოვებს მათი ღვთიური წარმოშობა. ისინი იძლევიან ქმნილების დასაბამში გარკვეული ღრმა ბრძნული წესრიგისა და მისი შემქმნელი უმაღლესი კოსმოსური გონების არსებობის დამაჯერებელ ფაქტებს. ეს იწვევს ძალიან საინტერესო კითხვას: არსებობს თუ არა რაიმე სახის ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობა, რომელსაც შეუძლია ასტროლოგიისთვისთავშესაფრისმიცემა და მისი აღმოჩენების შთანთქმა? დროთა განმავლობაში და არა ბრძოლისა და გაჭირვების გარეშე, მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც იტევს და ახსნა-განმარტებებს იძლევა ცნობიერების შესწავლის შედეგად მიღებულ ჩემს განცდებსა და დაკვირვებებზე და შეუძლია შეიკედლოს ასტროლოგია. თუმცა, ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება დასავლურ ცივილიზაციაში გაბატონებულ რწმენის სისტემას.
ეს მსოფლმხედველობა აღვწერე ჩემს წიგნში „კოსმიური თამაში: ადამიანის ცნობიერების საზღვრების შესწავლა“ (Grof, 1998). რეალობის ეს ხედვა ემყარება ჰოლოტროპული მდგომარეობების განცდებსა და გონებისგანათებას და ასახავს სამყაროს არა როგორც მატერიალურ სისტემას, არამედ როგორც აბსოლუტური ცნობიერების უსასრულოდ რთულ თამაშს. ძველი ინდუისტური ტექსტები ასახავს კოსმოსის მსგავს ხედვას, და მოვლენათა სამყაროში მიმდინარე ფაქტებს უწოდებს ლილოუს- ღვთიურ თამაშს. ჩემს წინა პუბლიკაციებში ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ სამყაროს ეს ხედვა სულ უფრო თავსებადი ხდება ახალი პარადიგმის მეცნიერებაში სხვადასხვა რევოლუციურ მიღწევებთან (Grof, 1995, 1998).
თუ კი კოსმოსი არ არის სუპერ მანქანა, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი, არამედ უფრო მაღალი გონების ქმნილება, მაშინ სარწმუნო ხდება, რომ ასტროლოგია შეიძლება იყოს ერთ-ერთი სხვადასხვა წესრიგთაგან, რომელიც ჩაქსოვილია სამყარო კანვაში. იგი შეიძლება განიხილებოდეს არა როგორც რაიმე სახის შეურიგებელი მეტოქე სამეცნიერო მსოფლმხედველობისთვის, არამედ როგორც მნიშვნელოვანი დამატება მეცნიერების სამყაროში. თუ ამ შესაძლებლობას საკუთარ გონებას გავუხსნით, შეიძლება იმ უზარმაზარი პოტენციალის, რომელსაც ასტროლოგია ფლობს, გამოყენება როგორც კლინიკური და კვლევითი საშუალებისა ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა დისციპლინაში.