სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ფსიქოდელიური კვლევა

ფსიქოდელიური კვლევა
 
წარსული, აწმყო და მომავალი
 
ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენება კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე გვხვდება. მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც ცნობიერების გამფართოებელ ძლიერ შემადგენლებს შეიცავს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რიტუალებსა და სულიერ ძიებებში, ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების, განსაკუთრებით კი მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვესახეობის, რომელსაც მე „ჰოლოტროპულს“ ვეძახი, გამოწვევის მიზნით უხსოვარი დროიდან იყენებენ (Grof, 2000). ეს მცენარეები მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა შამანების პრაქტიკაში, განკურნების ხალხურ წეს-ჩვეულებებში, გავლის რიტუალები, სიკვდილისა და აღორძინების მისტერიებში და სხვა მრავალ სულიერ ტრადიციაში. ძველი და ხალხური კულტურები, რომლებიც ფსიქოდელიურ ნივთიერებების იყენებდნენ, დიდ პატივს სცემდნენ მათ და წმინდად, „ღმერთების ხორცად“ მიიჩნევდნენ (Schultes, Hofmann and Raetsch, 2001).
 
ადამიანთა საზოგადოებებმა, რომლებიც ფლობდნენ ასეთ ფსიქოდელიურ მცენარეებს, საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ მათ ენთეოგენეტიკურ მოქმედებას (ენთეოგენეტიკური სიტყვასიტყვით ნიშნავს „შინაგანი ღვთაებრივის გამღვიძებელი”) და თავიანთი რიტუალური და სულიერი ცხოვრების მთავარ საშუალებად აქციეს. ამ მცენარეებისგან მომზადებული შინაური წამლები[A3] ამ ადამიანებს განცდის დროს რეალობის არქეტიპულ განზომილებასთან შეხებაში ეხმარებოდა: ღვთაებებთან, მითოლოგიურ სამეფოებთან, ცხოველთა ძალებთან, აგრეთვე ბუნების სასწაულებრივ ძალებთან და მხარეებთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგი, სადაც ფსიქოდელიკებით გამოწვეულმა მდგომარეობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკადა მკურნალობა იყო. ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში ასევე გვხვდება მრავალი ცნობა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პირველყოფილი კულტურები იყენებდნენ ფსიქოდელიკებს სხვადასხვა სახის მკითხაობისთვის განჭვრეტისა და სუპერმგრძნობიარე აღქმის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე პრაქტიკული მიზნებისათვის, როგორიცაა დაკარგული ადამიანებისა და საგნების პოვნა, შორეულ ადგილებში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღება და იმ ნადირის ხრიკების გასააზრებლად, რომელზეც ეს ადამიანები ნადირობდა. გარდა ამისა, ფსიქოდელიური განცდები შთაგონების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რომელიც რიტუალების, ნახატების, ქანდაკებების და სიმღერების თემებს გვკარნახობს.

%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98 1
 
სტენ გროფი ალბერტ ჰოფმანთან ერთად შვეიცარიის ქალაქ ბერგში, ჰოფმანის სახლში ერთ-ერთი ვიზიტის დროს
 
ჩინური მედიცინის ისტორიაში ფსიქოდელიური ნივთიერებების შესახებ ცნობები დაახლოებით 3000 წლის წინ გვხვდება. ლეგენდარული ღვთაებრივწამალს, რომელიც ძველ სპარსულ ავესტაში მოიხსენიებოდა როგორც ჰაომა, ხოლო ინდურ ვედებში როგორც სომა, ინდო-ირანული ტომები ათასობით წლის წინ იყენებდნენ. სომათი გამოწვეული ცნობიერების მისტიკური მდგომარეობა, როგორც ჩანს, ვედური და ინდუისტური რელიგიების ძირითადი წყარო იყო. კანაფის სხვადასხვა ჯიშის შინაურ წამალს ეწეოდნენ და იღებდნენ სხვადასხვა სახელწოდებით (ჰაშიში, ჩარასი, ბჰანგი, განჯა, კიფი, მარიხუანა) აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და კარიბის ზღვის ქვეყნებში ძალების აღსადგენად, სიამოვნებისთვის და რელიგიური რიტუალების დროს. ისინი ასევე თაყვანისცემის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდნენ ისეთ სხვადასხვა საზოგადოებებში, როგორიცაა ინდოელი ბრაჰმანები, ზოგიერთი სუფიური ორდენი, ძველი სკიფები და იამაიკის რასტფარიანები.
 
სხვადასხვა ფსიქოდელიური ნივთიერებების ცერემონიალურ გამოყენებას დიდი ისტორია აქვს ცენტრალურ ამერიკაშიც. მცენარეთაგან მიღებული, ძლიერი მოქმედების მქონე, გონებრივი ცვლილებების გამომწვევი ნივთიერებები კარგად იყო ცნობილი ზოგიერთ, ესპანეთამდე პერიოდის, ინდურ კულტურებში - აცტეკებში, მაიებსა და ოლმეკებში. ამ მცენარეთა შორის ყველაზე ცნობილია: მექსიკური კაქტუსი პეიოტი(Anhalonium Lewinii), წმინდა სოკო თეუნანაკატლი(Psilocybe mexicana)და ოლოლიუკვი- სხვადასხვა ჯიშის მეწამული ხვართქლას(Rivea corymbosd) თესლი. ამ ნივთიერებებს დღემდე როგროც წმინდა ნივთიერებებს ისე იყენებენ მექსიკის ზოგიერთი ინდური ტომები (უიჩოლები, მასატეკები, კორა და სხვები), ასევე ადგილობრივი ამერიკული ეკლესიის მიმდევრები.
 
ცნობილი სამხრეთ ამერიკული იახე, ანუ აჰიახუასკა, არის ტროპიკული ლიანის ნახარში (Banister lop sis caapi), შერეული სხვა მცენარეულ დანამატებთან. ამაზონის რეგიონი და კარიბის კუნძულები ასევე ცნობილია ცხვირით ჩასასუნთქი ფსიქოდელიური საშუალებების მრავალფეროვნებით (Virola callophylla, Piptadenia peregrina).აფრიკის ძირძველი ტომები იღებენ იბოგის ბუჩქის(Tabernanthe ibogd)ქერქიდან დამზადებულ შინაურ წამლებს, მათ იყენებენ მცირე დოზებში, როგორც ამგზნებსაშუალებას ლომებზე ნადირობისა და კანოებით ხანგრძლივი შეჯიბრისას, დიდი დოზებით კი - შეწირვის რიტუალებში. ზემოთ ჩამოთვლილი სია წარმოადგენს ფსიქოდელიური ნივთიერებების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. განცდების გავლენა, რომლებსაც ადამიანები აწყდებოდნენ ამ მდგომარეობებში, ინდუსტრიამდე პერიოდის საზოგადოებების სულიერ და კულტურულ ცხოვრებაზე უდიდესი იყო.
 
ფსიქოდელიური მცენარეების რიტუალური გამოყენების ხანგრძლივი ისტორია მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის სამეცნიერო მცდელობების იმ შედარებით მოკლე ისტორიასთან, რომელიც ცდილობს განსაზღვროს ფსიქიკაზე ზემოქმედების მქონე მათი ალკალოიდები, გამოყოს ისინი სუფთა ფორმით და შეისწავლოს მათი ზემოქმედება. პირველი ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც სინთეზირებულ იქნა ქიმიურად სუფთა სახით და სისტემატურად შესწავლილ იქნა ლაბორატორიის პირობებში, მესკალინი იყო - კაქტუსი მესკალის აქტიური ალკალოიდი. ამ ნივთიერებასთან დაკავშირებული კლინიკური ექსპერიმენტები მე-20 საუკუნის პირველ სამ ათწლეულში მიპყრობილი იყო მესკალინის განცდების ფენომენოლოგიაზე და მის საინტერესო გავლენაზე მხატვრულ აღქმასა და შემოქმედებით გამოხატვაზე (Vondracek, 1935; Nevole, 1947, 1949). გასაკვირია, რომ ვერ იქნა აღმოჩენილი ამ ნივთიერების თერაპიული, ევრისტიკული და ენტეოგენეტიკური შესაძლებლობები. კურტ ბერინგერმა, 1927 წელს გამოქვეყნებული გავლენიანი წიგნის Der Meskalinrausch(„მესკალინური დათრობა“) ავტორმა, დაასკვნა, რომ მესკალინი ტოქსიკურ ფსიქოზს იწვევს (Beringer, 1927).
 
მასკალინთან ჩატარებული ამ საცდელი კლინიკური ექსპერიმენტების შემდეგ, ამ ძალიან საინტერესო იდუმალებით მოცულ დარგში ძალიან მცირე გამოკვლევები ჩატარდა თითქმის 1942 წლამდე, სანამ ალბერტ ჰოფმანის ეპოქალური შემთხვევითი დათრობისა და ელ-ეს-დე-25-ის, ანუ ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდის ფსიქოდელიური თვისებების შემთხვევითი აღმოჩენა მოხდა. უოლტერ ა. სტოლის მიერ 1940-იანი წლების ბოლოს(Stoll, 1947)ელ-ეს-დე-ს შესახებ პირველი კლინიკური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჭვავისრქის ეს ახალი ნახევრად სინთეტიკური წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს წარმოუდგენლად მცირე რაოდენობით მიკროგრამებში, ან გამაში (გრამის მემილიონედი ნაწილი), სინამდვილეში მეცნიერების სამყაროში მყისიერი სენსაცია გახდა.
 
ფსიქიკაზე ელ-ეს-დე-ს ერთი ბეწო დოზების ძლიერი მოქმედების აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც „ფსიქოფარმაკოლოგიის ოქროს ხანა“ უწოდეს. შედარებით მოკლე დროში, ბიოქიმიკოსების, ფარმაკოლოგების, ნეიროფიზიოლოგების, ფსიქიატრების და ფსიქოლოგების ერთობლივმა ძალისხმევამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც შეიძლება დასახელდეს, როგორც „ცნობიერების ფარმაკოლოგია“. რამდენიმე ფსიქოდელიურ მცენარეთა შემორჩენილი აქტიური ნივთიერებები ქიმიურად ზუსტად განისაზღვრა და გამოიყო ქიმიურად სუფთა სახით.ელ-ეს-დე-25-ისფსიქოდელიური ზემოქმედების აღმოჩენის შემდეგ, ალბერტ ჰოფმანმა განსაზღვრა მექსიკური მაგიური სოკოების (Psilocybe tnexicana)ძირითადი მოქმედი საწყისები, ფსილოციბინი და ფსილოცინი და ოლოლიუკი ან მეწამულო ხვართქლას (Ipomoea violacea)ძირითადი მოქმედი საწყისები, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იყო ლიზერგინის მჟავის მონოეთილამიდი (ЛАЭ-32)და მჭიდროდ არის დაკავშირებული ელ-ეს-დე-25-თან.
 
დამხმარე ფსიქოდელიური ნივთიერებების სია შემდგომში კიდევ უფრო გამდიდრდა ფსიქიკაზე ზემოქმედების მქონე ტრიპტამინის წარმოებულებით (დიმეთილტრიპტამინი, დიეთილტრიპტამინი და დიპროპილტრიპტამინი), რომლებიც სინთეზირებულ და შესწავლილ იქნა ბუდაპეშტის ქიმიკოსების ჯგუფის მიერ, სტეფან შარას ხელმძღვანელობით. აფრიკის ბუჩქის Tabernanthe iboga-საქტიური საწყისი, იბოგაინი და სუფთა ალკალოიდი აჰიაუასკი Baniste-riopsis caapi-ს ძირითადი შემადგენელი ნაწილიდან, რომელიც ცნობილია როგორც ჰარმალინი, იაგეინი და ტელეპატინი, მე-20 საუკუნეში უკვე გამოყოფილი და ქიმიურად განსაზღვრული იყო. 1950-იან წლებში მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი იყო სუფთა სახით წარმოდგენილი ფსიქოდელიური ალკალოიდების ფართო არჩევანი. ახლა შესაძლებელი გახდა ლაბორატორიაში მათი თვისებების შესწავლა და მათი კლინიკური მოქმედებების ფენომენოლოგიის და თერაპიული შესაძლებლობების შესწავლა. ამავე დროს ალბერტ ჰოფმანის მიერ ელ-ეს-დე-ს შემთხვევითი აღმოჩენის შედეგად გამოწვეული რევოლუციის ჯერიც მოვიდა. 
 
ამ საოცარი ეპოქის განმავლობაში, ელ-ეს-დეკვლევართა ყურადღების ცენტრში რჩებოდა. აქამდე არასდროს გაჩენილა რომელიმე ცალკეული ნივთიერებისგან ამდენი მოლოდინი კვლევების ამგვარ მრავალფეროვან დარგებში. ფსიქოფარმაკოლოგებისა და ნეიროფიზიოლოგებისთვის ელ-ეს-დე-ს აღმოჩენა ნიშნავდა კვლევების ოქროს ხანის დაწყებას, რომელსაც შეეძლო მრავალი საიდუმლოების გახსნა ნეირორეცეპტორების, სინაფსური გადამცემების, ქიმიური მეტოქეობის და დახლართული ბიოქიმიური ურთიერთქმედების კუთხით, რომლებიც საფუძვლად უდევს ტვინის პროცესებს.
 
განცდებთან მომუშავე ფსიქიატრები ელ-ეს-დე-ს განიხილავდნენ, როგორც უნიკალურ საშუალებას ბუნებრივად მიმდინარე ფუნქციური ან ენდოგენური ფსიქოზის ლაბორატორიული მოდელის შესაქმნელად. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ნივთიერების მცირე დოზებით გამოწვეულ „ექსპერიმენტულ ფსიქოზს“ შეუძლია უზრუნველყოს შეუდარებელი შეღწევა ამ იდუმალი დარღვევების ბუნებაში და მათი მკურნალობის ახალი გზების აღმოჩენა. მოულოდნელად გაირკვა, რომ ტვინს ან სხეულის სხვა ნაწილებს, გარკვეულ ვითარებაში, შეუძლიათ აწარმოონ მცირე რაოდენობით ნივთიერებები ელ-ეს-დე-ს მსგავსი მოქმედებით. ეს ნიშნავდა, რომ შიზოფრენიის მსგავსი დარღვევები არა გონებრივი დაავადებები აღმოჩნდა, არამედ მეტაბოლური გადახრები, რომელთა წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელი იყო გარკვეული სახის ქიმიური ჩარევით. ასეთი კვლევების დაპირება სხვა არაფერი იყო, თუ არა ბიოლოგიურად განწყობილი კლინიცისტების ოცნებების შესრულება ფსიქიატრიის წმინდა გრაალზე - შიზოფრენიის წამალი სინჯარიდან.
 
ელ-ეს-დე-მ ასევე არაჩვეულებრივად პოზიტიური გამოხმაურება მიიღო, როგორც საოცრად ძლიერმა, პირობითობის დამმარცხებელმა, სასწავლო ინსტრუმენტმა, რომელიც საშუალებას მისცემდა მკურნალ ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, მედიკოს სტუდენტებსა და ექთნებს რამდენიმე საათი გაეტარებინათ თავიანთი პაციენტების მსგავს სამყაროში და ამით უკეთ გაეგოთ მათი და შესძლებოდათ მათთან უფრო შედეგიანი ურთიერთკავშირი, და, დამყარებული იმედების თანახმად, უფრო მეტი წარმატებით ემკურნალათ მათთვის. ათასობით ადამიანი, ვინც სულიერ ჯანმრთელობას, როგორც ხელობას უდგებოდა, სარგებლობდა ამ უნიკალური შესაძლებლობით საკუთარ ინტერესებში. ამ ექსპერიმენტებმა მოულოდნელი და გასაოცარიშედეგები მოიტანა. მათ არა მხოლოდ ფსიქიატრიული პაციენტების სამყაროში ღრმა შეღწევის უზრუნველყოფა შეძლო, არამედ ძირფესვიანად გარდაქმნეს ადამიანის სულისა და ცნობიერების ბუნების და განზომილებების გაგება. 
 
ამ ექსპერიმენტებში ჩართულმა ბევრმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ ფსიქიკის ამჟამინდელი სურათი, რომელიც ფსიქიკას ზღუდავს მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიით და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერით, ზედაპირული და არასრულყოფილი იყო. ფსიქიკის ჩემმა საკუთარმა ახალმა სურათმა, რომელიც ასეთი კვლევების შედეგად გაჩნდა, ამ სურათს კიდევ ორი ​​დიდი არაბიოგრაფიული დარგი დაამატა: პერინატალური დონე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიური დაბადების მეხსიერებასთან და ტრანსპერსონალური დონე, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი არაცნობიერის ისტორიულ და არქეტიპულ დარგებს, როგორც ამას კ.გ. იუნგი (Grof, 1975; Jung, 1959) ხედავდა. ელ-ეს-დე-თი ჩატარებულმა ადრეულმა ექსპერიმენტებმა  ასევე აჩვენა, რომ ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების წყაროები არ შემოიფარგლებოდა ჩვილობისა და ბავშვობის ტრავმული მოგონებებით, როგორც ამას ტრადიციული ფსიქიატრები თვლიდნენ, მაგრამ მათი ფესვები ფსიქიკაში უფრო ღრმად აღწევდა, პერინატალურ და ტრანსპერსონალურ არეებში (Grof, 2000). ამ საოცარ აღმოჩენას თან ახლდა ფსიქიკის ღრმა დონეზე მოქმედი ახალი ძლიერი თერაპიული მექანიზმების აღმოჩენა.
 
კატალიზატორის სახით ელ-ეს-დე-ს გამოყენებისას შესაძლებელი გახდა ფსიქოთერაპიული საშუალებების არეალის გაფართოება იმ პაციენტთა კატეგორიებზე, რომლებიც ადრე რთულად ექვემდებარებოდნენ ასეთ მკურნალობას: სექსუალურად გარყვნილები, ალკოჰოლიკები, ნარკომანიები და დამნაშავე-რეციდივისტები (Grof, 2001). განსაკუთრებით ღირებული და იმედისმომცემი იყო ელ-ეს-დე ფსიქოთერაპიის გამოყენების ადრეული მცდელობები კიბოს ბოლო სტადიაზე მყოფ პაციენტებში. ამ ადამიანებთან ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ელ-ეს-დე-ს შეეძლო ძლიერი ტკივილის შემსუბუქება, ხშირად იმ პაციენტებშიც კი, ვინც არ ექვემდებარებოდა ნარკოტიკებით მკურნალობას.
 
ამ პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილში ასევე შესაძლებელი იყო ისეთი მწვავე ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომების შემცირება ან თუნდაც აღმოფხვრა, როგორიცაა დეპრესია, ზოგადი დაძაბულობა და უძილობა, სიკვდილის შიშის შემსუბუქება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დარჩენილი დღეების განმავლობაში და სიკვდილის განცდის გარდაქმნა სასიკეთო მიმართულებით (Cohen, 1965; Kast and Collins, 1966; Grof, 2006).
 
ისტორიკოსებისა და ხელოვნების კრიტიკოსებისთვის, ელ-ეს-დე-ით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არაჩვეულებრივი ახალი შეღწევები მოგვცა ხელოვნების ფსიქოლოგიასა და ფსიქოპათოლოგიაში, განსაკუთრებით სხვადასხვა ხალხური, ე.წ. პირველყოფილი კულტურებისა და ფსიქიატრიული პაციენტების ნახატებსა და ქანდაკებებში, აგრეთვე ხელოვნების სხვადასხვა თანამედროვე მოძრაობებში, როგორიცაა აბსტრაქციონიზმი, იმპრესიონიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი და ფანტასტიკური რეალიზმი (Roubicek, 1961). პროფესიონალი ფერმწერებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ელ-ეს-დე-ს კვლევაში, ფსიქოდელიური სეანსი ხშირად აღნიშნავდა მათი მხატვრული გამომსახველობის ძირეულ ცვლილებას. მათი წარმოსახვა ბევრად უფრო მდიდარი, ფერები უფრო მკვეთრი, ხოლო სტილი გაცილებით თავისუფალი ხდებოდა. ხშირად გაუცნობიერებელ ფსიქიკაში ღრმა შეღწევა უფრო მეტად შეეძლოთ და შეეძლოთ საკუთარი შთაგონების არქეტიპულ წყაროებთან დაკავშირება. ზოგჯერ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არასოდეს დაუხატავთ არაფერი, შეეძლოთ არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუშების შექმნა.
 
ელ-ეს-დე-თი ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შესანიშნავი აღმოჩენებიც მოიტანა, რომლებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სულიერი მასწავლებლებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც შედარებით რელიგიამცოდნეობას სწავლობდნენ. მისტიკური განცდები, რომლებიც ხშირად შეინიშნებოდა ელ-ეს-დე სეანსებზე, სულიერი დარგის მრავალფეროვანი მოვლენების სრულიად ახალ შეხედულებებს გვთავაზობდა, მათ შორის შამანიზმი, გავლისრიტუალები, სიკვდილისა და აღორძინების, აღმოსავლური რწმენების და ფილოსოფიების და მსოფლიო მისტიკური ტრადიციების უძველესი საიდუმლოებები (Forte, 1997; Roberts, 2001; Grof, 1998).
 
ის ფაქტი, რომ ელ-ეს-დე-მ და სხვა ფსიქოდელიურმა ნივთიერებებმა შეძლეს მრავალფეროვანი სულიერი განცდების გამოწვევა, მწვავე სამეცნიერო კამათის საგანი გახდა. ისინი ტრიალებდნენ ამ „მყისიერი“ ან „ქიმიური“ მისტიციზმის ხასიათისა და მნიშვნელობის საინტერესო საკითხის გარშემო (Grof, 1998). როგორც უოლტერ პანკმა თავის „დიდ პარასკევს“ ჩატარებულ ცნობილ ექსპერიმენტში აჩვენა, ფსიქოდელიკებით გამოწვეული მისტიკური განცდები არაფრით განსხვავდება მისტიკურ ლიტერატურაში აღწერილი (Pahnke, 1963) განცდებისგან. ამ აღმოჩენას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაადასტურეს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ყველაზე საფუძვლიანმა გამოკვლევებმა (Griffith et al., 2006), მნიშვნელოვანი თეორიული და სამართლებრივი შედეგები ჰქონდა.
 
ფსიქოდელიური კვლევები, რომლებშიც გამოიყენებოდა ელ-ეს-დე, ფსილოციბინი, მესკალინი და ტრიპტამინის წარმოებულები, თითქოსდა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული ყველა დაპირებისა და მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მათ მოულოდნელად ხელი შეუშალა ახალგაზრდა თაობის უკონტროლო მასობრივმა ექსპერიმენტირებამ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში. ჰარვარდის სამარცხვინო საქმეში ფსიქოლოგიის პროფესორებმა ტიმოთი ლირიმ და რიჩარდ ოლპერტმა აკადემიური თანამდებობები დაკარგეს და ელ-ეს-დე-ს შესაძლებლობებით მათი ყველასათვის შემაშინებელი ცდუნების შემდეგ მასწავლებლობისთვის თავის დანებება მოუწიათ. ამის შემდგომი ადმინისტრაციული, იურიდიული და პოლიტიკური ხასიათის რეპრესიულმა ზომებმა ძალიან მცირე გავლენა იქონია ელ-ეს-დე და სხვა ფსიქოდელიკების გამოყენებაზე ქუჩებში, მაგრამ საბოლოოდ დაასრულა კანონით ნებადართული კლინიკური კვლევები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებული რთული კითხვები წარმოუდგენელი მასშტაბებით იყო გაბერილი სენსაციისადმი ხარბი ჟურნალისტების მიერ, შესაძლო საფრთხეები არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოქმედმა ევრო-ამერიკულმა კულტურამ უარყო ელ-ეს-დე და სხვა ფსიქოდელიკები. მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელმაც ამაში წვლილი შეიტანა, აგრეთვე ტექნოლოგიური საზოგადოებების დამოკიდებულება იყო ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების მიმართ.
 
როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, ყველა უძველესი და პრეინდუსტრიული საზოგადოება ძალიან აფასებდა ამ მდგომარეობებს, მიუხედავად იმისა გამოწვეული იყო ისინი ფსიქოდელიური მცენარეებით, თუ მრავალ არსებულთა შორის ზოგიერთი ძლიერი არა-ნარკოტიკული „წმინდა ტექნოლოგიით“, როგორიცაა შიმშილობა, ძილის დაკარგვა, საზოგადოებისგან განცალკევება ან გრძნობები, ცეკვა, სიმღერა, მუსიკა, დოლის ხმა ან ფიზიკური ტკივილი. ამ საზოგადოებრივი ჯგუფების წევრებს საშუალება ჰქონდათ მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ განეცადათ ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობა, სხვადასხვა წმინდა შემთხვევების საბაბით. ამასთან შედარებით, ინდუსტრიულ ცივილიზაციაში ჰოლოტროპული მდგომარეობები პათოლოგიად არის გამოცხადებული, ხოლო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მათ წარმოქმნას, უარყოფილ იქნა ან, თუნდაც, უკანონოდ გამოცხადდა და გარდა ამისა, შემუშავდა ეფექტური საშუალებები ამ მდგომარეობების დასათრგუნავად, როდესაც ისინი უნებლიეთ ხდება. ამ ყველაფრისგან წარმოშობილი გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მიმართებაში, დასავლური კულტურა მზად არ იყო  არაჩვეულებრივი, გონების შეცვლის უნარის მქონე, ელ-ეს-დე-ს და სხვა ფსიქოდელიკების თვისებებისა და ძლიერების მისაღებად და ასათვისებლად.
 
დიონისური სტიქიის მოულოდნელი გამოვლინება არაცნობიერის სიღრმეებიდან და ზეცნობიერის სიმაღლეებიდან ასევე ემუქრებოდა ევრო-ამერიკულ საზოგადოებას. უფრო მეტიც, ფსიქოდელიური განცდების გონივრულობის ფარგლებს გარეთ არსებული და ზეგონივრული ბუნება საშიში გამოცდილება იყო დასავლური მეცნიერების მატერიალისტური მსოფლმხედველობის საფუძვლებისთვის. ამ განცდების არსებობისა და ბუნების ახსნა შეუძლებელი იყო გაბატონებული თეორიების შიგნით, რამაც სერიოზულად შეარყია მეტაფიზიკური წინაპირობები მატერიის პირველადობის შესახებ ცნობიერებასთან მიმართებაში, რომლებსაც ემყარება დასავლური კულტურა. ეს ასევე საფრთხეს უქმნიდა ინდუსტრიული სამყაროს წამყვან მითს, და აჩვენებდა, რომ ჭეშმარიტი განხორციელება ხდება არა მატერიალური მიზნების მიღწევით, არამედ ღრმა მისტიკური განცდისგან.
 
ფსიქოდელიური გამოცდილებისთვის არამარტო მთლიანად კულტურა იყო მოუმზადებელი, არამედ საზოგადოებაც, რომელიც დახმარებას უწევდა სპეციალისტებს. ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების უმეტესობისთვის ფსიქოთერაპია გულისხმობდა მოწესრიგებულ პირისპირ საუბრებს ან თავისუფალ ასოციირებას ტახტზე. ფსიქოდელიურ სეანსებზე ძლიერ გრძნობებს და სხეულის მკვეთრ გამოვლინებებს მათთვის ძალიან ახლოს იყო იმასთან, რასაც, როგროც წესი,  ფსიქოპათოლოგიას უკავშირებენ. მათთვის რთული იყო წარმოდგენა იმისა, რომ ამგვარი მდგომარეობები სამკურნალო და გარდამქნელი შეიძლება იყოს. შედეგად, მათ არ სჯეროდათ ფსიქოდელიური ფსიქოთერაპიისარაჩვეულებრივისიძლიერის შესახებ მონაცემებისა, რომლებსაც ღებულობდნენ იმ კოლეგებისგან (ან მათი პაციენტებისგან), რომელთაც ეყოთ გამბედაობა იმისათვის, რომ ესარგებლათ შემთხვევით და ჩაეტარებინათ ფსიქოდელიური თერაპია.
 
მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა იმით, რომ ფსიქოდელიურ სეანსებზე მომხდარი მრავალი მოვლენა ვერ იქნებოდა გასაგები აკადემიურ აზროვნებაში გაბატონებული თეორიების ფარგლებში. დაბადების ან ნაყოფის ცხოვრების მდგომარეობების ხელახალი განცდის, საზოგადოების არაცნობიერიდან მსოფლიო ისტორიისა და მითოლოგიის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვების, არქეტიპული სამყაროებისა და კარმული მოგონებების განცდის ან სხეულიდან გამოსვლის მდგომარეობაში შორეული მოვლენების აღქმის შესაძლებლობა, ზედმეტად ფანტასტიკურად მოიაზრებოდა, რომ სარწმუნო ყოფილიყო საშუალო სპეციალისტისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ შორის იმათ, ვისაც ელ-ეს-დე-სთან მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა და გვსურდა ფსიქიკისა და თერაპიის პრაქტიკული სტრატეგიის ჩვენებური თეორიული გაგების ძირეულად შეცვლა, გაგვაჩნდა უნარი დაგვენახა და შეგვეფასებინა ფსიქოდელიკების უზარმაზარი შესაძლებლობები როგორც თერაპიული საშუალებებისა, და ასევე როგროც არაჩვეულებრივი შემეცნებითი ღირებულების მქონე ნივთიერებებისა. 
 
ჩემს ერთ-ერთ ადრეულ წიგნში ვივარაუდე, რომ ელ-ეს-დე-ს და სხვა ფსიქოდელიკების შესაძლო ღირებულება ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიისთვის თავისი მნიშვნელობით უთანაბრდება იმას, რა ღირებულებაც აქვს, მაგალითად, მიკროსკოპს ბიოლოგიისა და მედიცინისთვის, ან ტელესკოპის ასტრონომიისთვის. მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ფსიქოდელიკების გამოყენებით ეს თავდაპირველი შთაბეჭდილება მხოლოდ დაადასტურა. ეს ნივთიერებები მოქმედებს როგორც არამიმართული გამაძლიერებლები, რომლებიც ზრდის დატვირთვას (ენერგეტიკულ მუხტს), რომელიც უკავშირდება ფსიქიკის ღრმა არაცნობიერ შინაარსს და ხელმისაწვდომს ხდის მათ გაცნობიერებული დამუშავებისთვის. ფსიქოდელიკების ეს განსაკუთრებული თვისება საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ფსიქოლოგიურად დამალული მიდრეკილებები, რომლებიც ღრმად განაგებს ჩვენს განცდებსა და საქციელს, რომლის შედარება შეუძლებელია არც სხვა ნებისმიერ მეთოდთან და არც საშუალებებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია თანამედროვე გავრცელებული ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიისთვის. გარდა ამისა, იგი იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ემოციური და ფსიქოსომატური აშლილობების განკურნების, პიროვნების პოზიტიური გარდაქმნისა და ცნობიერების განვითარებისათვის.
 
ბუნებრივია, რომ ასეთი მძლავრი საშუალებები უფრო მეტ საშიშროებას შეიცავს, ვიდრე უფრო მოკრძალებული და გაცილებით ნაკლებად ეფექტური საშუალებები, რომლებიც დღესდღეობით მიღებულია და გამოიყენება მოქმედი ფსიქიატრიის მიერ, მაგალითად, სიტყვიერი ფსიქოთერაპია ან დამამშვიდებლებით მკურნალობა. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სათანადო გამოყენებითა და წამლის შერჩევასა და გარემოებებზე ფრთხილი დაკვირვების შეთხვევაში. სამკურნალო დაწესებულების პირობებში ჩატარებული ფსიქოდელიური თერაპიის უსაფრთხოება დაამტკიცა სიდნი კოენის კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა 25 000-ზე მეტი ფსიქოდელიური სეანსიდან მიღებულ მონაცემებს. კოენის თანახმად, ელ-ეს-დე თერაპია ბევრად უფრო უსაფრთხო აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მრავალი სხვა პროცედურა, რომელიც არსებული წესისამებრ დროდადრო გამოიყენებოდა ფსიქიატრიულ მკურნალობაში, როგორიცაა მაგალითად ელექტროშოკური თერაპია, ინსულინის კომა-თერაპია და ფსიქოქირურგია (Cohen, 1960). თუმცა, კანონმდებლები, რომლებიც პასუხს აგებდნენ ფსიქოდელიკების მასიურ მიშვებულ გამოყენებაზე, იღებდნენ ცნობებს მათ შესახებ არა სამეცნიერო ნაშრომებიდან, არამედ სენსაციის მოყვარული ჟურნალისტების ჭორებიდან. ფსიქოდელიკების საწინააღმდეგო სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ზომებმა ვერ შეწყვიტა ხალხში გავრცელებულ ექსპერიმენტირებას, თუმცა თითქმის შეაჩერა ამ ნივთიერებების ნებადართული სამეცნიერო შესწავლა.
 
მათთვის, ვისაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა შეესწავლა და გამოეცადა ფსიქოდელიკების არაჩვეულებრივი ძალა, ეს ყველაფერი ფსიქიატრიისთვის, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიისთვის ტრაგიკული დანაკარგი იყო. ჩვენ ვგრძნობდით, რომ გარემოებათა ამ წარუმატებელმა დამთხვევამ დაღუპა ის, რაც ამ მეცნიერებათა ისტორიაში, ალბათ, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. ზედმეტი მასობრივი ისტერიკის თავიდან აცილება და ფსიქოდელიკების პასუხისმგებლიანი კვლევის გაგრძელება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ეს უეჭველად მოახდენდა ფსიქიატრიის თეორიისა და პრაქტიკის ძირეულ გარდაქმნას. მე ვთვლი, რომ ამ კვლევების დროს გაკეთებულ აღმოჩენებს რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობა აქვთ ადამიანის ფსიქიკისა და ცნობიერების გაგებაში, რაც შეიძლება შეადარო იმ ცნებათა წინსვლას, რომელიც თანამედროვე ფიზიკოსებმა განიცადეს პირველი სამი ათწლეულის განმავლობაში, მატერიასთან დაკავშირებული თეორიების კუთხით. ეს ახალი ცოდნა შეიძლება გამხდარიყო XXI საუკუნის ყოვლისმომცველი ახალი სამეცნიერო პარადიგმის განუყოფელი ნაწილი.
 
დღესდღეობით, როდესაც უკვე სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ფსიქოდელიკებთან დაკავშირებული ოფიციალური კვლევები შეწყდა, შემიძლია ვცადო ამ ნივთიერებების წარსული ისტორიის შეფასება და შევეცადო მათ მომავალში ჩახედვა. მას შემდეგ, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში პირადად ჩავატარე ოთხი ათასზე მეტი ფსიქოდელიური სეანსი, მოწიწებულიდა პატივისმცემელიდამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ამ ნივთიერებების და მათი უზარმაზარი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შესაძლებლობისადმი. ისინი მძლავრ იარაღს წარმოადგენენ და ნებისმიერი იარაღის მსგავსად, შეიძლება მათი გამოყენება როგორც ოსტატურად, ასევე უცოდინრადან გამანადგურებლად. შედეგი მეტწილად დამოკიდებული იქნება მათ შერჩევასა და გარემოზე.
 
კითხვას - არის თუ არა ელ-ეს-დე არაჩვეულებრივი წამალი თუ ეშმაკისეული ნარკოტიკი - იმაზე მეტი აზრი აღარ აქვს, ვიდრე კითხვას დანის დადებითი ან უარყოფითი შესაძლებლობების შესახებ. ბუნებრივია, რომ ქირურგისგან, რომელიც თავის დასკვნებს წარმართავს წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შეფასებით და პოლიციის განყოფილების უფროსისგან, რომელიც იძიებს დანით ჩადენილ მკვლელობებს ნიუ-იორკის ბნელ ქუჩებში, ჩვენ ძალიან განსხვავებულ პასუხებს მივიღებთ. დიასახლისი დანას, პირველ რიგში, განიხილავს როგორც სასარგებლო იარაღს სამზარეულოში, მხატვარი კი მას ხის ქანდაკებების ამოსაკვეთად გამოიყენებს. ასევე აზრს მოკლებულია დანის სარგებლიანობისა და საშიშროების განსჯა, თუ მასთან მოთამაშე ბავშვებს ვხედავთ, რომლებსაც არც საჭიროგაწაფულობადა არც უნარები გააჩნიათ. ანალოგიურად, ელ-ეს-დე-ს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებოდა, თუ ყურადღებას პასუხისმგებელი საექიმო ან სულიერი გამოყენების შედეგებზე გავამახვილებდით, ან ახალგაზრდა თაობის საკუთარ თავზე გულუბრყვილოდა დაუდევარმასობრივ ექსპერიმენტირებაზე, ან სამხედრო წრეებისა და საიდუმლო პოლიციის განზრახ გამანადგურებელექსპერიმენტებზე.
 
სანამ ნათლად არ მივხვდებით, რომ ფსიქოდელიკების დანიშნვის შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას შერჩევა და გარემო ახდენს, არანაირი გონივრული გადაწყვეტილებების იმედი არ არსებობს ფსიქოდელიური საშუალებების მიმართ პოლიტიკის თვალსაზრისით. მტკიცედ მჯერა, რომ ფსიქოდელიკების გამოყენება შეიძლება ისე, რომ სარგებელი ბევრად აღემატებოდეს საფრთხეებს. ამაზე ნათლად მეტყველებს ათასობით წლის განმავლობაში ფსიქოდელიკების უსაფრთხო რიტუალური და სულიერი გამოყენება შამანების, ცალკეული მკურნალებისა თაობებისა და ყველა ძირძველი კულტურის მიერ. თუმცა, დასავლეთის ინდუსტრიულმა ცივილიზაციამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ იმდენად ბოროტად იყენებდა თითქმის ყველა თავის აღმოჩენას, რომ არ არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ ფსიქოდელიკები გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ცნობიერების და ემოციური სიმწიფის უფრო მაღალ დონემდე არ ავალთ.
 
დაბრუნდებიან თუ არა ფსიქოდელიკები ფსიქიატრიაში და გახდებიან თუ არა ისინი ექიმის თერაპიული აღჭურვილობის ნაწილი, რთული შეკითხვაა, და მასზე პასუხს, ალბათ, განსაზღვრავს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევის შედეგები, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და მასობრივ-ფსიქოლოგიური მიზეზები. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით დასავლური საზოგადოება ფსიქოდელიკების მისაღებად და ათვისებისთვის ბევრად უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე 1950-იან წლებში. იმ დროს, როდესაც ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა ელ-ეს-დე-თან ექსპერიმენტირება  დაიწყეს, ფსიქოთერაპია შემოიფარგლებოდა ზეპირი საუბრებით ექიმსა და პაციენტებს შორის. მძაფრი გრძნობები და გამოცოცხლებული ქცევა ფასდებოდა, როგორც „თვალთმაქცობა“ და განიხილებოდა, როგორც ძირითადი თერაპიული წესების დარღვევა. ფსიქოდელიური სეანსები სპექტრის მიღმა აღმოჩნდა, რამაც მძაფრი გრძნობები გამოიწვია, ფსიქომოტორული აგზნება და აღქმის მკვეთრი ცვლილებები. ამიტომ, ისინი უფრო ჰგავდნენ მდგომარეობებს, რომლებსაც ფსიქიატრები პათოლოგიურად თვლიდნენ და ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ მათ დათრგუნვას, ნაცვლად იმისა, რომ დაეშვათ მათი განკურნების შესაძლებლობა. ეს აისახა სახელწოდებებშიც „ჰალუცინოგენები“, „დელირიოგენები“, „ფსიქოტომიმეტიკები“ და „ექსპერიმენტული ფსიქოზები“, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა ფსიქოდელიკებთან და მათ მიერ გამოწვეულ მდგომარეობებთან მიმართებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქოდელიური სეანსები უფრო ანთროპოლოგების ფილმების კადრებს წააგავდა პირველყოფილი კულტურების განკურნებითი წეს-ჩვეულებების და სხვა ძირძველი ცერემონიების შესახებ, ვიდრე იმას, რის დანახვასაც ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის კაბინეტებში ელოდებიან.

%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98
 
საათის კოშკის გამოსახულებები კვლევით ინსტიტუტში, სადაც ავტორს ელ-ეს-დე-ს მოქმედების ერთ-ერთი პირველი განცდა ჰქონდა. პირველ სურათზე ნაჩვენებია კოშკი, როგორც ის აღიქმება ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში. დანარჩენ სურათებზე ასახულია იმავე ობიექტის ილუზორული ოპტიკური გარდაქმნები სეანსის დასკვნით ეტაპზე.
 
გარდა ამისა, ფსიქოდელიურ სეანსებზე მიმდინარე მრავალი განცდა და დაკვირვება, თითქოსდა არაფრად აგდებდა ადამიანის ფსიქიკისა და სამყაროს სახეს, რომელიც გამომუშავებული იყო დეკარტ-ნიუტონის მეცნიერებით და განიხილებოდა როგორც „ობიექტური რეალობის“ უტყუარი და საბოლოო აღწერა. ფსიქოდელიურ სეანსებზე ადამიანები ხშირად აცხადებდნენ, რომ სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნების სხვადასხვა ასპექტებთან განცდების გაიგივებას გრძნობდნენ, რაც მათთვის ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნიშნავდა იმ დარგებში, რომლებზეც ადრე მათ არანაირი გონივრული წარმოდგენა არ ჰქონდათ. იგივე ხდებოდა სინამდვილეში, როდესაც ისინი თავიანთ განცდებში მათი ადამიანური და ცხოველური წინაპრების ცხოვრებაში აღწევდნენ, ისევე, როგორც ეთნიკური, საზოგადოებრივი და კარმული მოგონებების დროს.
 
ზოგჯერ ეს ახალი ცოდნა იმ განცდებიდან მოდიოდა, რომლებიც მოიცავდა ბიოლოგიური დაბადების და მშობიარობამდე ცხოვრების მოგონებების ხელახლა განცდას, არქეტიპულ არსებებთან შეხვედრას და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების მითოლოგიურ სამეფოებში სტუმრობას. სხეულიდან გამოსვლის განცდებისას განცდაში მყოფ ადამიანებს შეეძლოთ დაედასტურებინათ და ზუსტად აღეწერათ შორეული მოვლენები, რომლებიც ხდებოდა მათი გრძნობათა ორგანოებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტრადიციულ მატერიალისტურ მეცნიერებაში არცერთი ეს შემთხვევა არ განიხილებოდა როგორც შესაძლებელი და ამის მიუხედავად, ისინი საკმაოდ ხშირად ხდებოდა ფსიქოდელიურ სეანსებზე. ეს, ბუნებრივია, იწვევდა ღრმა ცნებით აღშფოთებასდა არეულობას ტრადიციულად ნასწავლი განცდებში მყოფთა გონებაში. ამ ვითარებაში, მრავალი სპეციალისტი თავს არიდებდა ამ სფეროს, რათა შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმომადგენლობითი სამეცნიერომსოფლმხედველობადა პროფესიული რეპუტაცია და დაეცვათ საკუთარი საღი აზრი და საღი გონება.
 
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მრავალი რევოლუციური ცვლილება მოხდა, რომლებმაც ღრმა გავლენა მოახდინაგონება-განწყობილებაზეფსიქოთერაპიის სამყაროში. ჰუმანისტურმა და ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ შეიმუშავა განცდებზე დაფუძნებული მძლავრი ხერხები, რომლებიც აძლიერებს ღრმა უკუდაბრუნებას, ძლიერი გრძნობების უშუალო გამოხატვას და სხეულთან მუშაობას, რაც იწვევს სხეულის ენერგიების განთავისუფლებას. თვითკვლევის ეს ახალი მიდგომები მოიცავს გეშტალტ-თერაპიას, ბიოენერგეტიკულ და სხვა ნეო რაიხიანულ მიდგომას, პირველად თერაპიას, რებიოფინგს და ჰოლოტროპულ სუნთქვას. შინაგანი განცდები და გარეგანი გამოვლინებები, ისევე როგორც თერაპიული სტრატეგიები, ამ თერაპიებში ძალიან ჰგავს იმას, რაც ფსიქოდელიურ სეანსებზე ხდებოდა. ეს, წამლის გამოყენების გარეშე მიმდინარე, თერაპიული სტრატეგიები მოიცავს არა მხოლოდ განცდების მსგავს პალიტრას, არამედ შეპირისპირებად გამოცდას წარმოდგენებისათვის. შედეგად, ამ მიმართულებით მომუშავე ექიმებისათვის ფსიქოდელიკების შემოღება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, ვიდრე დრამატული ცვლილება მათ პრაქტიკაში.
 
გარდა ამისა, დეკარტ-ნიუტონის აზროვნება მეცნიერებაში, რომელიც 1960-იან წლებში დიდი გავლენით და პოპულარობით სარგებლობდა, თანდათანობით შეარყია მრავალმა საოცარმა მიღწევამ სხვადასხვა მეცნიერებაში. ეს იმხელა მასშტაბით ხდება, რომ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი გრძნობს მწვავე აუცილებლობას მსოფლიოს სრულიად განსხვავებულ ხედვაში, ახალ სამეცნიერო პარადიგმაში. ამგვარი მიღწევების თვალში საცემი მაგალითებია: კვანტურ-რელატივისტური ფიზიკის აღმოჩენების ფილოსოფიური მნიშვნელობა (სარგა, 1975; Goswami, 1995), დევიდ ბომის ერთიანი მოძრაობის თეორია (Bohm, 1980), კარლ პრიბრამის ტვინის ჰოლოგრაფიული თეორია (Pribram, 1971), ილია პრიგოჟინის დისიპათიური სტრუქტურების თეორია (Prigogine, 1980), რუპერტ შელდრეიკის მორფოგენეტიკური ველების თეორია (Sheldrake, 1981), გრეგორი ბეიტსონის სისტემების თეორიისა და ინფორმაციის თეორიის, კიბერნეტიკის, ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის ბრწყინვალე სინთეზი (Bateson, 1979) და განსაკუთრებით ერვინ ლასლოს „ფსი-ველის“ ცნება (აკაშის ველები), მისი ჰიპოთეზა გადაბმულობის შესახებ და მისი „ყველაფრის მთლიანი თეორია“ (Laszlo, 1993, 2004). სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ყველა ეს ახალი ნამუშევარი, რომელიც შეურიგებელ წინააღმდეგობაშია ტრადიციულ მეცნიერებასთან, როგორც ჩანს, საკმაოდ თავსებადია ფსიქოდელიური კვლევებისა და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის აღმოჩენებთან. ეს ჩამონათვალი არასრული იქნებოდა კენ უილბერის შესანიშნავი ძალისხმევის ხსენების გარეშე, რომელმაც სცადა მეცნიერების სრულიად განსხვავებული დარგების და მარადიული ფილოსოფიის ყოვლისმომცველი სინთეზის შექმნა (Wilber, 2000). 
 
ზოგადი სამეცნიერო გონება-განწყობილებაში ამ ცვლილებებზე მეტად უფრო დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში უფრო ახალგაზრდა თაობის მკვლევარებმა ბოლო წლებში შეძლეს ოფიციალური თანხმობის მიღება ფსიქოდელიური თერაპიის პროგრამების დასაწყებად ელ-ეს-დე-ს, ფსილოციბინის, დიმეტილტრიპტამინის (დმტ), მეთილენდიოქსიმეთამფეტამინის (მდმა) და კეტამინის გამოყენებით. ვიმედოვნებ, რომ ეს არის ფსიქოდელიური კვლევებისადმი ინტერესის აღორძინების დასაწყისი, რაც საბოლოოდ პასუხისმგებელი ექიმების ხელში დააბრუნებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებებს.
 
სტანისლავ გროფის წინასიტყვაობა ალბერტ ჰოფმანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
 
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა იმ წიგნის წინასიტყვაობის დაწერა, რომელიც ადიდებს ალბერტ ჰოფმანს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ბრწყინვალე მკვლევარს და მეცნიერს, რომელიც ჩემ სულიერ მასწავლებლად მიმაჩნია. არამგონია სიტყვებით შესაძლებელი იყოს აღწერო ის ღრმა მადლიერება, რომელსაც მე მის მიმართ ვგრძნობ იმ ყველაფრის გამო, რაც მისმა აღმოჩენებმა შეჰმატა ჩემს პირად და პროფესიულ ცხოვრებას, ისევე როგორც უამრავი სხვა ადამიანის ცხოვრებას, ვინც გამოიყენეს მის მიერ სინთეზირებული ნივთიერებები პასუხისმგებლობითა და იმ პატივისცემით, რომელსაც იმსახურებს ეს შესანიშნავი ინსტრუმენტები. ალბერტ ჰოფმანის სახელი პირველად 1954 წელს გავიგე, როდესაც მე სტუდენტი-მედიკოსი ვიყავი, ვმუშაობდი მოხალისედ პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. ჩემს დამრიგებელს, დოცენტ ირჟი რუბიჩეკს, კარგი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა ბაზელის  ფარმაცევტულ ლაბორატორია  „სანდოზთან“ და ამ ფირმისგან რეგულარულად იღებდა ბაზარზე შემოსული ახალი პროდუქტების უფასო ნიმუშებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მან ერთხელ მიიღო ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდის, ან ელ-ეს-დე-25-ის პარტია – ახალი ექსპერიმენტული ნივთიერება უპრეცედენტო ფსიქოაქტიური მოქმედებით. ამანათს თან ახლდა წერილი, რომელშიც აღწერილი იყო ელ-ეს-დე-ს აღმოჩენის ისტორია – ჰოფმანის შემთხვევითი ინტოქსიკაცია ამ ნივთიერების სინთეზის დროს, მისი შემდგომი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე და ვერნერ შტოლის წინასწარი კვლევა ნორმალურ მოხალისეებსა და ფსიქიატრიულ პაციენტებთა ჯგუფთან.
 
ვერნერ შტოლის სტატია „ელ-ეს-დე – ჭვავისრქის ფანტასტიკური წარმოებული“ (LSD, ein Phantasticum aus der Muttercorngruppe, Stoll, 1947) მაშინვე გახდა სენსაცია სამეცნიერო სამყაროში. მისმა წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ახალი ნივთიერების უკიდურესად მცირე დოზებს (გრამის მემილიონედი წილი – მიკროგრამი, ან გამა) შეუძლია ექსპერიმენტში მონაწილე სუბიექტებში ისეთი მდგომარეობის გამოწვევა, რომელიც უამრავ ასპექტში ბუნებრივად მიმდინარე ფსიქოზებს ჰგავდა; შტოლმა თავის სტატიაში ასევე ახსენა, რომ ელ-ეს-დე-ს შეიძლება ჰქონდეს საინტერესო თერაპიული პოტენციალი. ახლა ფირმა „სანდოზი“ ახალი ნივთიერების ნიმუშებს უგზავნიდა ფსიქიატრიულ კვლევით ინსტიტუტებს, საუნივერსიტეტო კათედრებს და ცალკეულ თერაპევტებს და ეკითხებოდა მათ, არიან თუ არა დაინტერესებული ელ-ეს-დე-თან ექსპერიმენტების ჩატარებით და იმის გარკვევაში, შეიძლება თუ არა ამ ნივთიერების მართლზომიერი გამოყენება ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში. წერილში მოცემული იყო ორი ვარაუდი ელ-ეს-დე-ს შესაძლო გამოყენების შესახებ: როგორც „ექსპერიმენტული ფსიქოზის“ გამომწვევი აგენტი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შიზოფრენიის ბიოქიმიური მიზეზების გაცნობიერებას და როგორც არატრადიციული თერაპიული ინსტრუმენტი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის პროფილაქტიკის და მკურნალობის სფეროში ჩართულ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევდა რამდენიმე საათი გაეტარებინათ ფსიქოტური პაციენტების განცდების მსგავს სამყაროში.
 
დოცენტი რუბიჩეკი ძალიან დაინტერესებული იყო ელ-ეს-დე-ს კვლევით, მაგრამ მისი დატვირთული გრაფიკი მას საშუალებას არ აძლევდა რვიდან ექვს საათამდე გაეტარებინა ექსპერიმენტში მონაწილეთა სეანსებზე. მან მთხოვა მე და კიდევ რამდენიმე სტუდენტს, გაგვეწია ამ ხალხისთვის ხელმძღვანელობა, დავკვირვებოდით მათ და ჩაგვეწერა მათი განცდები. ამან უნიკალური შესაძლებლობა მომცა დავსწრებოდი უამრავი მოხალისის, მათ შორის ფსიქიატრების, ფსიქოლოგების და მხატვრების ფსიქოდელიურ სეანსებს. დანახულით და მოსმენილით მოხიბლულმა, მე თავად მწყუროდა სეანსში მონაწილეობა. სამწუხაროდ, და ჩემდა გულდასაწყვეტად, დეკანატმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტები ექსპერიმენტში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
 
მე ვერ ვითმენდი მანამ, სანამ პირადად გამოვცდიდი ელ-ეს-დე-ს მოქმედებას და სწავლის დასრულებისთანავე მოხალისედ წარვადგინე თავი სეანსზე. დოცენტი რუბიჩეკი დაინტერესებული იყო ელექტროენცეფალოგრაფიით და, უფრო კონკრეტულად, პროცესით, რომელსაც ტვინის ტალღების „გაძღოლა“ ან „გატაცება“ უწოდეს. მან თავისი გამოსაცდელები ძლიერი სტრობოსკოპიული სინათლის მოქმედების ქვეშ მოაქცია და შეისწავლა განათების სხვადასხვა სიხშირეების გავლენა ტვინის ტალღებზე კეფის ქვეშა ქერქში. მას სურდა სცოდნოდა, თუ როგორ იმოქმედებდა ამ პროცესზე ელ-ეს-დე-ს მიღება; ამრიგად, ამ კვლევაში მონაწილეობა აუცილებელი წინაპირობა იყო მისი ხელმძღვანელობით ელ-ეს-დე სეანსის გასავლელად.

 
ელ-ეს-დე-სა და სტრობოსკოპიული სინათლის კომბინირებულმა ეფექტმა ჩემში წარმოუდგენელი მასშტაბების მქონე კოსმიური ცნობიერების განცდა გამოიწვია (Grof, 2006). მართალია, ის მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა - მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი მხოლოდ ათი წუთის განმავლობაში - მან პიროვნული ღრმა გარდაქმნა და სულიერი გაღვიძება გამოიწვია და პროფესიული კუთხით რადიკალურად სხვა გზაზე დამაყენა, ვიდრე ის გზა, რომელსაც მე მასწავლიდნენ და რომლისთვისაც მამზადებდნენ. ფაქტობრივად, მე დღემდე დიდი გამბედაობით მივყვებოდი ამ კურსს. მას შემდეგ, ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების გამოკვლევა სამუდამოდ გახდა ჩემი ძლიერი გატაცება, მოწოდება და პროფესია.
 
ახლა, ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მე ამ გამოცდილებას ვუყურებ როგორც ინიციაციას, რომელიც ჰგავს სიკვდილისა და აღორძინების ანტიკური მისტერიების მონაწილეთა ინიციაციას. მე ვერაფრით დავეთანხმები უკვე ალბერტს, რომელიც ღრმა მსგავსებას ხედავდა ელ-ეს-დე-სა და წმინდა სასმელ კაიკეონსშორის, რომელიც ელევსინის მისტერიებში გამოიყენებოდა (Wasson, Hoffman, Ruck, 1978) და იმედოვნებდა, რომ ელ-ეს-დე-ს პასუხისმგებლობიანი რიტუალური გამოყენება ოდესმე დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდებოდა. მას სჯეროდა, რომ ეს „ახალი ელევსისი“ თანამედროვე კაცობრიობას ისეთივე სულიერ და კულტურულ სარგებელს მოუტანდა, როგორიც ანტიკური საბერძნეთისთვის და მეზობელი ქვეყნებისთვის მის ძველ წინამორბედს მოჰქონდა.
 
ჩემი პირველი ელ-ეს-დე სეანსის შემდეგ, ღრმად ჩავერთე ფსიქოდელიურ კვლევაში და ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობებთან დაკავშირებული ყველა ლიტერატურის შესწავლაში. ალბერტ ჰოფმანის „საოცრება ბავშვმა“ მეცნიერული ენთუზიაზმისა და ოპტიმიზმის უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია და ახალი დისციპლინა წარმოშვა - ცნობიერების მეცნიერება. მეცნიერების ისტორიაში ერთი ნივთიერება არასდროს ყოფილა ასეთი დიდი იმედის მომცემი სხვადასხვა დარგების ასეთ ფართო წრეში. ნეიროფარმაკოლოგებისა და ნეიროფიზიოლოგებისათვის, ელ-ეს-დე-ს აღმოჩენა ნიშნავდა კვლევების ოქროს ხანის დასაწყისს, რომლებსაც პოტენციურად შეეძლო მნიშვნელოვანი გარღვევებისკენ მიყვანა ნეირორეცეპტორების, სინაფსური მედიატორების, ქიმიური ანტაგონიზმების, თავის ტვინში სეროტონინის როლის და ცერებრალური პროცესების საფუძვლად ჩადებული ფაქიზი ბიოქიმიური ურთიერთქმედების გააზრებაში.
 
ექსპერიმენტული ფსიქიატრიის დარგის ექსპერტებმა ელ-ეს-დე მიიჩნიეს, როგორც უნიკალური საშუალება ბუნებრივად არსებული ფუნქციური, ან ენდოგენური ფსიქოზების ლაბორატორიული მოდელის შესაქმნელად. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ნივთიერების მიკროსკოპული დოზებით გამოწვეულმა „ექსპერიმენტულმა ფსიქოზმა“ შეიძლება გამოიწვიოს ამ იდუმალი აშლილობების ბუნების შესახებ უმაგალითო ვარაუდები და გახსნას მათი მკურნალობის ახალი გზები. მოულოდნელად შესაძლებელი გახდა იმაზე ფიქრი, რომ ტვინს ან სხეულის სხვა ნაწილებს აქვთ ფსიქიკური დაავადებით დასნეულების, გარკვეულ ვითარებაში კი მცირე რაოდენობით ელ-ეს-დე-ს მსგავსი ნივთიერების წარმოქმნის უნარი. ეს იმას ნიშნავდა, რომ შიზოფრენიის მსგავსი დარღვევები შეიძლება იყოს არა ფსიქიკური დაავადებები, არამედ მიმოცვლითი დარღვევები, რომელთა გამოსწორება და განეიტრალება შესაძლებელია სპეციფიური ქიმიური ნივთიერებების ჩარევით. ამ კვლევის პოტენციალი სხვა არაფერი იყო, ვიდრე ბიოლოგიურად ორიენტირებული ფსიქიატრების ოცნებების ასრულება, ფსიქიატრის წმინდა გრაალი - შიზოფრენიის სამკურნალო საშუალება სინჯარიდან.
 
გარდა ამისა, ელ-ეს-დე-ს მიღება დიდწილად რეკომენდებული იყო როგორც სწავლების შესანიშნავი არატრადიციული მეთოდი, რომელიც კლინიკურ ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, სტუდენტ-მედიკოსებს და ექთნებს საშუალებას აძლევდა გაეტარებინათ რამდენიმე საათი მათი პაციენტების მსგავს სამყაროში, და შედეგად შეეძლოთ მათი უკეთესად გაგება და მათთან უფრო ეფექტურად კომუნიკაცია და უფრო მეტი წარმატების მიღწევა მკურნალობის პროცესში. ფსიქიკური ჯანმრთელობის ათასობით სპეციალისტმა ისარგებლა ამ უნიკალური შესაძლებლობით. ამ ექსპერიმენტებმა მოულოდნელი და გასაოცარი შედეგები მოიტანა. ისინი არა მხოლოდ ფსიქიატრიული პაციენტების შინაგანი სამყაროს ღრმად ჩახედვის შესაძლებლობას იძლეოდა, არამედ რევოლუცია მოახდინეს ადამიანის ფსიქიკის ბუნებისა და განზომილებებისგაგებაში.
 
თავიანთი ექსპერიმენტების შედეგად, ბევრმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ იმ დროს მიღებული მოდელი, რომელიც ფსიქიკას მხოლოდ დაბადების შემდგომი ბიოგრაფიით და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერით ზღუდავდა, ზედაპირული და არაადეკვატური იყო. ფსიქიკის ახალმა რუკამ, რომელიც ამ კვლევების შედეგად გაჩნდა, მოდელს ორ დიდ ტრანსპერსონალურ უბანს ამატებდა - პერინატალურ დონეს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიური დაბადების მეხსიერებასთან და ტრანსპერსონალური დონე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კოლექტიური არაცნობიერის ისტორიულ და არქეტიპულ დარგებს მოიცავდა, როგორც ის კ.გ. იუნგს ჰქონდა წარმოდგენილი. ელ-ეს-დე-სთან ჩატარებულმა ადრეულმა ექსპერიმენტებმა  აჩვენა, რომ ემოციური და ფსიქოსომატური აშლილობების ფესვები არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალშობილობის და ბავშვობის ტრავმული მოგონებებით, როგორც ამას ტრადიციული ფსიქიატრები თვლიდნენ, არამედ უფრო ღრმად ჩაძირულია ფსიქიკაში და პერინატალურ და ტრანსპერსონალურ არეებს აღწევენ.
 
ფსიქოდელიური თერაპიით დაკავებული ფსიქოთერაპევტების მესიჯებიელ-ეს-დე-ს, როგორც ძლიერი ინსტრუმენტის,  უნიკალურ პოტენციალს ავლენდა, რომელსაც ფსიქოთერაპიული პროცესის გაღრმავება და დაჩქარება შეეძლო. კატალიზატორის როლში ელ-ეს-დე-ს გამოყენებისას, ფსიქოთერაპია ახლა უკვე სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო იმ პაციენტთა კატეგორიასთან მუშაობისას, რომლებთანაც აქამდე კონტაქტის დამყარება რთული იყო - სექსუალურ გარყვნილებთან, ალკოჰოლიკებთან, ნარკომანებთან და რეციდივისტ-დამნაშავეებთან. განსაკუთრებით ღირებული და დიდი იმედების მომცემი იყო ელ-ეს-დე ფსიქოთერაპიის გამოყენების პირველი მცდელობები კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან მუშაობისას დაავადების ტერმინალურ სტადიაზე. ამ კატეგორიის პაციენტებში ელ-ეს-დე-ს მიღებას აუტანელი ტკივილის შემსუბუქება შეეძლო, ხშირად იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ნარკოტიკების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო.
 
ამ პაციენტებს შორის ბევრის შემთხვევაში ასევე შესაძლებელი იყო მწვავე ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომების, მათ შორის დეპრესიის, ზოგადი დაძაბულობის, უძილობის და სიკვდილის შიშის შემსუბუქება და მოხსნაც კი. ასეთი შემსუბუქება მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტების ცხოვრების ხარისხს დარჩენილი დღეების განმავლობაში და დადებითად გარდაქმნიდა მათი გარდაცვალების პროცესის გამოცდილებას.
 
ხელოვნების ისტორიკოსებსა და სამხატვრო კრიტიკოსებს ელ-ეს-დე-თი ჩატარებული ექსპერიმენტები ხელოვნების ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის საოცარ ახალ გაგებას აძლევდა, განსაკუთრებით სხვადასხვა ახალი მიმდინარეობებისა, როგორიცაა აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი, ფანტასტიკური რეალიზმი, აგრეთვე სხვადასხვა ე.წ. პრიმიტიული კულტურების ნახატები და ქანდაკებები. პროფესიონალმა მხატვრებმა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ელ-ეს-დე-ს კვლევაში, ხშირად ამჩნევდნენ, რომ ფსიქოდელიური სეანსები მათი მხატვრული გამოხატვის რადიკალურ ცვლილებებს მოასწავებდა. წარმოსახვაგაცილებით უფრო მდიდარი ხდებოდა, ფერები უფრო მკვეთრი, ხოლო სტილი - გაცილებით უფრო თავისუფალი. მათ ასევე ხშირად შეეძლოთ თავიანთი არაცნობიერი ფსიქიკის ღრმა სამალავებში ჩაწვდომა და შთაგონების მოპოვება არქეტიპული წყაროებიდან. ზოგჯერ იმ ადამიანებსაც კი, ვინც აქამდე არასოდეს შეხებია ფერწერას, შეეძლოთ მშვენიერი ხელოვნების ნიმუშების შექმნა.
 
გარდა ამისა, ელ-ეს-დე-თან ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია სულიერი მასწავლებლების და რელიგიების შედარებითი კვლევების მიმართ. მისტიკური განცდები, რომლებსაც ხშირად ადგილი აქვს ელ-ეს-დე-ს სეანსებზე, რელიგიური სამყაროს ფენომენთა ფართო მრავალფეროვნების რადიკალურად ახალ გაგებას გვთავაზობდა, რომელთა შორისაა შამანიზმი, გადასვლის რიტუალები, სიკვდილისა და აღორძინების ანტიკური მისტერიები, აღმოსავლური სულიერი ფილოსოფიები და მთელი მსოფლიოს მისტიკური ტრადიციები. ის ფაქტი, რომ ელ-ეს-დე-ს და სხვა ფსიქოდელიურ ნივთიერებებს შეეძლო სულიერი განცდების ფართო სპექტრის  გამოწვევა, მწვავე სამეცნიერო დისკუსიის თემა გახდა, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ამ „მყისიერი“ ან „ქიმიური მისტიციზმის“ ბუნებისა და ღირებულების მომხიბვლელ პრობლემაზე.
 
თითქოსდა ელ-ეს-დე-ს კვლევები უკვე ძალიან ახლოს იყო ყველა ამ დაპირებისა და მოლოდინის შესრულებასთან, როდესაც მათ მოულოდნელად ბოლო მოეღო ჰარვარდის ცუდად ცნობილი საქმით, რომლის შედეგად ტიმოთი ლირიმ და რიჩარდ ალპერტმა თავიანთი სამეცნიერო თანამდებობები დაკარგეს, და ახალგაზრდა თაობის შემდგომი უკონტროლო მასობრივი ექსპერიმენტირებით. გარდა ამისა, ამ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები არაპროპორციულად გაბერილი იყო სენსაციისადმი მოწყურებული ჟურნალისტების მიერ. ადმინისტრაციული, იურიდიული და პოლიტიკური ხასიათის რეპრესიულმა ზომებმა, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვა, ძალიან მცირე გავლენა მოახდინა ქუჩებში ელ-ეს-დე-ს მოხმარებაზე, მაგრამ რადიკალურად შეაჩერა ლეგალური კლინიკური კვლევები.
 
ჩვენ შორის იმათმა, ვისაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცა პირადად გაცნობოდა ფსიქოდელიკებს და გამოეყენებინა ისინი თავიანთ საქმიანობაში, დაინახეს, თუ რამდენად იმედისმომცემი იყო ისინი არა მხოლოდ ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიისთვის, არამედ მთლიანად თანამედროვე საზოგადოებისთვის. ჩვენ ძალიან ღრმად დანაღვლიანებულები ვართ იმ მასობრივი ისტერიით, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ ფართო მასები, არამედ კლინიკური და სამეცნიერო წრეები. ამან იმ შესანიშნავი თერაპიული პოტენციალის მქონე ინსტრუმენტების ტრაგიკული კომპრომეტირება და კრიმინალიზება მოახდინა, რომლებსაც სათანადო გაგებისა და გამოყენების შემთხვევაში ინდუსტრიული ცივილიზაციის დამღუპველი და თვითგანადგურებადი ტენდენციების შეწინააღმდეგება შეეძლოთ.
 
განსაკუთრებით გულსატკენი იყო ელ-ეს-დე-სა და სხვა ფსიქოდელიკების მამის, ალბერტ ჰოფმანის  რეაქციის დანახვა, რომელიც თვალს ადევნებდა მისიგანსაცვიფრებელი„საოცრება ბავშვის“ გარდაქმნას „რთულ ბავშვად“ (Hoffmann, 2005). წილად მერგო დიდი პატივი და სიამოვნება პირადად გამეცნო ალბერტი და მრავალჯერ შევხვედროდი მას სხვადასხვა საბაბით. წლების განმავლობაში მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებით და ღრმა სიყვარულს ვგრძნობდი არა მხოლოდ როგორც ნამდვილი და გამოჩენილი მეცნიერის, არამედ როგორც შესანიშნავი ადამიანის მიმართ, რომელიც საოცარ ენერგიას, ცნობისმოყვარეობას და სიყვარულს ასხივებდა ყველა არსების მიმართ. მინდა მოკლედ აღვწერო ჩვენი რამდენიმე შეხვედრა, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
 
ალბერტს პირველად 1960-იანი წლების ბოლოს შევხვდი, როდესაც ის მერილენდის ახლად აშენებულ ფსიქიატრიულ კვლევით ცენტრს სტუმრობდა, სადაც ფსიქოდელიური თერაპიის ფართო კვლევებს ვატარებდით. ჩვენი პერსონალის წევრებთან გარკვეული დროის გატარების შემდეგ, ალბერტმა მოისურვა ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და მე ჩემ თავზე მისი გიდობა ავიღე. მოვინახულეთ კაპიტოლიუმი, ვაშინგტონისა და ლინკოლნის ძეგლები, ამრეკლავი აუზი და ჯ.ფ. კენედის მემორიალი არლინგტონის სასაფლაოზე. აპრილი იყო, ალუბლის ყვავილობის ეროვნული დღესასწაული, და ბუნების მხურვალე მოყვარული ალბერტი აყვავებული ხეების მშვენიერებით უსაზღვროდ ტკბებოდა.
 
ვაშინგტონში დაბრუნებამდე მას სურდა თეთრი სახლის ნახვა. იმ დროს ფეხით მოსიარულეებსა და მანქანებს ჯერ კიდევ უშვებდნენ თეთრ სახლთან უშუალო სიახლოვეში. მივუახლოვდი ტროტუარს და მანქანა გავაჩერე. ალბერტმა ფანჯარა ჩამოწია, ხელები მის ნაპირზე დადო და გარკვეული დროის განმავლობაში გაჰყურებდა ყვავილებით მორთული მდელოს თავზე ამაღლებულ დიდებულ შენობას. შემდეგ მომიბრუნდა და თითქმის ბავშვური გამომეტყველებით მითხრა: „ესეიგი ეს არის ის ცნობილი თეთრი სახლი, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები, როგორც რიჩარდ ნიქსონი და სპირო აგნევი გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც მსოფლიოს მომავალს ცვლიან!

%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C 2
 
ალბერტ ჰოფმანი ელ-ეს-დე-ს აღმოჩენის პერიოდში
 
გამიკვირდა ალბერტის შენიშვნა და მოკრძალება. ნიქსონი უდავოდ არ იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი, ხოლო ნიქსონის ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი იყო, რომელიც მოგვიანებით იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო გამოძალვის, გადასახადებისგან თავის არიდების, მოსყიდვისა და შეთქმულების ბრალდებით. ალბერტს ვუთხარი: „ხვდებით, თუ არა თქვენ რა გავლენა მოახდინეთ მსოფლიოზე სპირო აგნიუსთან შედარებით?“ საკუთარი მოკრძალების გამო ალბერტი აშკარად ვერ აცნობიერებდა, თუ როგორ იმოქმედა მისმა აღმოჩენებმა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე.
 
1988 წელს მე და ჩემს მეუღლეს ქრისტინას საშუალება მოგვეცა მოგვეწვია ალბერტი მთავარ მომხსენებლად X საერთაშორისო ტრანსპერსონალურ კონფერენციაზე, სანტა-როუზში, კალიფორნიაში, რომელიც ტარდებოდა სახელწოდებით: „ტრანსპერსონალური ხედვა: წარსული, აწმყო და მომავალი“. არამგონია თუ არსებობს სადმე მსოფლიოს ისეთი ნაწილი, სადაც ალბერტი ნამყოფი იყო, და სადაც მას უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე კალიფორნიაში. ძალიან ბევრმა კალიფორნიელმა გამოსცადა ელ-ეს-დე სხვა ფსიქოდელიკები, როგორც მათი სულიერი მოგზაურობის ნაწილი და ღრმად მადლიერნი იყვნენ იმისთვის, რაც ამან მათ სიცოცხლეს შესძინა. კონფერენციის მონაწილეები აღფრთოვანებითხვდებოდნენ ალბერტს და მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში მისი სტატუსი როკ-ვარსკვლავის სტატუსს შეედრებოდა.
 
ალბერტთან ჩემი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა მოხდა მისი ცხოვრების გვიან წლებში, როდესაც მე გაფართოებულ სემინარს ვატარებდი ჰოლოტროპული სუნთქვის პრაქტიკოსებისთვის, სახელწოდებით „ფანტასტიკური ხელოვნება“. იგი ჩატარდა გ.რ. გიგერის მუზეუმში გრუიერეში, სადაც მოვიწვიეთ ალბერტი, რათა ჩამოსულიყო და გაეტარებინა ერთი დღე ჩვენს ჯგუფთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით. სადილის შემდეგ, ჰანს რუდი გიგერმა, ფანტასტიკური რეალიზმის სტილში მოღვაწე გამოჩენილმა მხატვარმა, მოქანდაკემ და ინტერიერის დიზაინერმა, რომელმაც 1980 წელს „ოსკარის“ პრემია მოიპოვა არამიწიერი არსებების და ფანტასტიკური გარემოს განსახიერებისთვის, რომელიც მან ფილმი „უცხოსთვის“ შექმნა, - ექსკურსია მოგვიწყო თავის შესანიშნავ მუზეუმში. ჩვენ ყველანი დავინტერესდით, თუ როგორი რეაგირება ექნებოდა ალბერტს თავისი დახვეწილი ესთეტიკური გემოვნებით ჰანს რუდის მასშტაბურ „ბიომექანოიდურ“ ტილოებზე, რომლებიც ბიოლოგიური დაბადების ხაზგასმით რეალისტური გამოსახულებებით იყო სავსე, აშკარა სექსუალური გამოსახულებებით და ბნელი სატანისტური და სკატოლოგიური მოტივებით (Giger, 1977). ალბერტის რეაქცია უპირობო იყო - ის აღფრთოვანებული იყო არა მხოლოდ ჰანს რუდის მხატვრული გენიით, არამედ იმ არაჩვეულებრივი ძალით და უტყუარობით, რომლითაც მისმა ხელოვნებამ ასახა ადამიანის ფსიქიკის ბნელი კუთხეები, რაც არაცნობიერის სიღრმეებში ჩვენს შინაგან მოგზაურობაში იჩენს თავს.

%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C 3
 
ალბერტის და სტენის გამომშვიდობება გრუიერეს სემინარის დასრულების შემდეგ (იხ. ტექსტი)
 
მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, ჩვენი ჯგუფი მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა ალბერტის ლექციის მოსასმენად და განსახილველად. მისი პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მხარე ბუნებისადმიმხურვალე სიყვარული იყო. ბავშვობაში ალბერტმა ძლიერი მისტიკური გამოცდილება განიცადა მდელოზე სეირნობის დროს და ყველაზე მეტად დროის გატარება ბუნებრივ გარემოში უყვარდა, მათ შორის თავის ლამაზ ბაღში. პროფესიულ ცხოვრებაში მისი ძირითადი ინტერესი მცენარეებისა და ცხოველების ქიმია იყო. მან ქიტინის - სოკოების უჯრედის კედლების და უხერხემლო ცხოველების ეგზო-ჩონჩხების მთავარი კომპონენტის - ქიმიური აგებულების მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა, კერძოდ, კიბოსნაირების (კიბორჩხალები, ლობსტერები და კრევეტები) და მწერების, რისთვისაც მან 1930 წელს დოქტორის წოდება მიიღო. მოგვიანებით მან შეისწავლა ხმელთაშუაზღვის სამკურნალო მცენარე სკვილი (Scilla glycosides) და გაარკვია მისი საერთო ბირთვის ქიმიური სტრუქტურა, როგორც მცენარეთა აქტიური კომპონენტების გაწმენდისა და სინთეზის პროგრამის ნაწილი ფარმაცევტული მიზნებისთვის მათი გამოყენებისათვის. და, რა თქმა უნდა, მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვაჭვავისრქისა და ლიზერგინის მჟავას წარმოებულებზე ჩატარებული კვლევისთვის, რამაც ელ-ეს-დე-ს აღმოჩენა გამოიწვია, და ფსილოციბის(თეონაკატლის)სოკოების და აბილილის„დილის მშვენების“ (ოლოლიუკი)თესლის აქტიური ალკალოიდების ქიმიური იდენტიფიკაციისთვის. 
 
ელ-ეს-დე-ს შესახებ საუბრისას ალბერტში იგრძნობოდა ძირძველი კულტურების რწმენა, სადაც ფსიქოდელიური მცენარეები როგორც ცნობიერი არსების გარკვეული მახასიათებლების მატარებელი ისე აღიქმებოდა. მან გაგვიზიარა საკუთარი რწმენა, რომ ელ-ეს-დე-25-ის ფსიქოდელიური ეფექტების მის მიერ აღმოჩენა შემთხვევითობა ან თუნდაც „ბედის წყალობა“ არ ყოფილა, როგორც თავად ამას საჯარო ლექციებზე უწოდებდა ხოლმე. 1938 წელს, როდესაც მან პირველად მოახდინა ელ-ეს-დე-ს სინთეზი, მას გაუჭირდა ფირმა „სანდოზის“ ფარმაცევტული განყოფილების დასკვნასთან დათანხმება იმის თაობაზე, რომ ამ ნივთიერებას არ გააჩნია არანაირი თვისებები, რომლებიც იმსახურებდა შემდგომი გამოკვლევის გაგრძელებას. ლიზერგინის მჟავის სხვა წარმოებულების სინთეზირების გაგრძელებისას, მან ვერ შეძლო ელ-ეს-დე-25-ის თავიდან ამოგდება; მას ძლიერი შეგრძნება ჰქონდა, რომ ფარმაკოლოგებს თითქოს რაღაც გამოეპარა, როდესაც ამ ნივთიერებას სცდიდნენ.
 
1943 წლის აპრილისთვის ეს განცდა იმდენად გამძაფრდა, რომ მან გადაწყვიტა ელ-ეს-დე-25-ის კიდევ ერთი ნიმუშის სინთეზირება. ეს ძალიან უჩვეულო იყო - როგორც წესი, ექსპერიმენტული ნივთიერებები გარკვევით გამოირიცხებოდა კვლევის პროგრამიდან, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ისინი არანაირ ფარმაკოლოგიურ ინტერესს არ წარმოადგენდნენ. ამ სინთეზზე მუშაობისას ალბერტმა განიცადა ცნობიერების არაჩვეულებრივი მდგომარეობა („შემთხვევითი ინტოქსიკაცია“), რამაც მას უბიძგა 250 მკგ ელ-ეს-დე-ს გამოყენებით თავისი ცნობილი ექსპერიმენტის ჩატარებისკენ (Hofmann, 2005). ძნელია რაციონალურად ავხსნათ მისი მტკიცე რწმენა იმის შესახებ, რომ ელ-ეს-დე არის რაღაც განსაკუთრებული, რამაც საბოლოოდ კულმინაციას მიაღწია და მას უფრო ღრმა შესწავლის მიზნით კიდევ ერთი ნიმუშის სინთეზირებისკენ უბიძგა. ამ მოვლენების თანმიმდევრობის აღწერისას, ალბერტი ამბობდა: „მე არ აღმომიჩენია ელ-ეს-დე; ელ-ეს-დე-მ მიპოვა მე და დამიძახა”.
 
ალბერტის გამოსვლა გრუიერეში ჩვენი ჯგუფის წინაშე გადაიზარდა ბუნების  სილამაზისა და ზოგადად ქმნილების საიდუმლოების მგზნებარეაპოთეოზად. მან ისაუბრა საოცარ ქიმიაზე, რომელიც წარმოშობს პიგმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყვავილების და პეპლების ფრთების საუცხოო შეფერილობაზე. მას მიაჩნდა, რომ ბუნებაში არსებულ ფერებზე პასუხისმგებელი ქიმიური ფორმულების სირთულე უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამყაროს გენერალური გეგმა ჰქონდა და შექმნილია უმაღლესი კოსმოსური გონების მიერ. ბუნების ამ მშვენიერი ალქიმიის შესწავლისას, იგი გრძნობდა შემოქმედის აზრებს და ხელს. მისი აზრით, მათ, ვისაც სჯერა, რომ ატომებს მსგავსი რამეების თავისთავად გაკეთების უნარი აქვთ, არ იციან რაზე საუბრობენ.
 
გარდა ამისა, ალბერტმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მადლიერია იგი იმისთვის, რომ ცოცხლობს და თანამონაწილეობს ცნობიერების სასწაულში. ის ხაზს უსვამდა იმას, რომ საჭიროა ქმნილების მთელი სისრულით მიღება - მათ შორის მისი ბნელი მხარე - რადგან პოლარული დაპირისპირებულობისგარეშე, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ვერ შეიქმნებოდა. როდესაც ის წავიდა, ყველამ ვიგრძენი, რომ ამ წუთას ყველანი დარშანსვესწრებოდით სულიერ მოძღვართან. აშკარა იყო, რომ ალბერტი, ალბერტ აინშტაინისა და ისააკ ნიუტონის მსგავს, დიდ მეცნიერთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მათმა სამეცნიერო დისციპლინის საგულდაგულო ​​შესწავლამ ღვთიური წესრიგის გააზრებამდე მიიყვანა, რომელიც საფუძვლად უდევს მატერიისა და ბუნებრივი მოვლენების სამყაროს.
 
გრიუერეს მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შვეიცარიაში დავბრუნდი ალბერტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. დილის ზეიმი ბაზელის საბუნებისმეტყველოისტორიის მუზეუმში ძალიან ოფიციალური ღონისძიება იყო, რომელსაც ფსიქოდელიური სამყაროს მრავალი ადამიანი, საზოგადო ფიგურა და ალბერტის მეგობრები ესწრებოდნენ. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, მორიც ლიოი-ენბერგერმა სპეციალური წერილი დაწერა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით; მასში მან ალბერტს „ადამიანის ცნობიერების კვლევის დიდი ფიგურა“ უწოდა. საღამოს, მე, ჩემს ორ მეგობართან და კოლეგასთან, სონია და ჯურაჯი სტიკებთან ერთად, მიმიწვიეს ალბერტის დაბადების დღის სრულიად სხვა ზეიმობაზე, რომელიც ბერგის ძველ ოტელში გაიმართა, შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე, პატარა ქალაქში, სადაც ჰოფმანები ცხოვრობდნენ. ბავშვებმა ალბერტს ყვავილები მიართვეს, ლექსები წაუკითხეს და სიმღერებს უმღეროდნენ. ამ გულისამაჩუყებელ ცერემონიალზე ელ-ეს-დე-ს ერთი ხსენებაც კი არ გაგვიგია; ჩვენ დარწმუნებული არ ვიყავით, იცოდა თუ არა ბერგის მაცხოვრებლებმა, რა მისცა ალბერტმა მსოფლიოს. ისინი უბრალოდ აღნიშნავდნენ შესანიშნავი მეზობლის დაბადების დღეს, რომელმაც ძალიან პატივსაცემ ასაკს - 100 წელს მიაღწია.
 
ბოლოს ალბერტთან გარკვეული დროის გატარების შესაძლებლობა მომეცა ორი წლის შემდეგ, ბაზელში გამართული მსოფლიო ფსიქოდელიური ფორუმის დროს. მისი სახელი მომხსენებელთა სიაში იყო, მაგრამ ის თავს ძალიან სუსტად გრძნობდა და ვერ მოვიდა ლექციის წასაკითხად. ჰანს რუდიმ და კარმენ გიგერმა, მათმა თანაშემწემ სტეფან სტუკიმ და მე მივიღეთ მოწვევა ალბერტთან სახლში, ბერგში მივსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ალბერტს გონება ჯერ კიდევ სრულიად ნათელი ჰქონდა, მისი ფიზიკური მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მე და ალბერტმა რამდენიმე ძვირფასი საათი გავატარეთ ერთად, დავუბრუნდით ძველ მოგონებებს და ვუსმენდით, როგორ გვიზიარებდა ის თავის ბოლოდროინდელ ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ იდეებს. გული ამიჩუყდა, როდესაც გავიგე, რომ ის ყოველდღიურად კითხულობს ნაწყვეტებს ჩემი წიგნიდან „უდიდესი მოგზაურობა: ცნობიერება და სიკვდილის საიდუმლო“ (Grof, 2006), რომელიც მან თავის საწოლთან პატარა მაგიდაზე ედო. მისაღები ოთახის ფანჯრიდან ულამაზესი მზის ჩასვლის ყურებისას ყველა ნათლად ვაცნობიერებდით, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა და მთელი ეპოქის დასასრული. ალბერტის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან განსხვავებული გრძნობები დაგვეუფლა - ღრმა მწუხარება მისი მოახლოებული სიკვდილის მოლოდინის გამო, და აღტაცება მისი ღირსეული, სავსე და ბედნიერი ცხოვრებით. ოთხი კვირის შემდეგ, ალფრედი მშვიდად გარდაიცვალა გულის შეტევით.
 
რამდენადაც სასტიკი და ირაციონალური ყოფილიყო ადმინისტრაციული და იურიდიული ზომები ელ-ეს-დე-ს კერძო და პროფესიონალური გამოყენების წინააღმდეგ, ალბერტს არასდროს დაუკარგავს რწმენა მისი თერაპიული და სულიერი პოტენციალისადმი და იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში სამეცნიერო მტკიცებულებები გაიმარჯვებდა მასობრივ ისტერიასთან ბრძოლაში. ის არ კარგავდა რწმენას იმისა, რომ ოდესმე ეს ძვირფასი იარაღები უდიდესი სარგებლით კვლავ გამოყენებულ იქნებოდა ადამიანთა საზოგადოებისთვის.არაჩვეულებრივი ენერგიისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის წყალობით, აგრეთვე რიკ დობლინისა და ფსიქოდელიური კვლევების დისციპლინათშორისი ასოციაციის გაბედულობისა და შეუპოვრობისა წყალობით, ალბერტმა შეძლო სიცოცხლის ბოლოს მოესწრო ფსიქოდელიური ნივთიერებებისადმი სამეცნიერო ინტერესის შესანიშნავ აღორძინებას მთელს მსოფლიოში, რომელიც მოიცავდა ფსიქოთერაპიული კვლევების განახლებას ელ-ეს-დე-ს დახმარებით.
 
შეერთებულ შტატებში ფსიქოდელიურ კვლევას რამდენიმე მსხვილი უნივერსიტეტი დაუბრუნდა - ჰარვარდის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჟელესში (UCLA), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-ფრანცისკოში (UCSF), ჩიკაგოს უნივერსიტეტი და არიზონის უნივერსიტეტი ტუკსონში. ჩარლსტონში (სამხრეთ კაროლინა) დოქტორმა მაიკლ მიტოჰოფერმა და მისმა მეუღლემ ანიმ განაცხადეს, რომ დადებითი შედეგები მიიღეს  МДМА (ექსტაზი) ენტეოგენის გამოყენებისას პოსტტრავმული აშლილობის სამკურნალოდ (PTSD) (Mithoefer et. al., 2010). მათ მიერ ჩატარებულ მუშაობას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო ომის ვეტერანებში ემოციური აშლილობების რთული პრობლემის გადასაჭრელად. ამჟამად მნიშვნელოვანი ფსიქოდელიური კვლევები ტარდება შვეიცარიაში, გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ისრაელში, ბრაზილიაში, პერუში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. XVII საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენცია, რომელიც 2010 წლის ივნისში მოსკოვში ჩატარდა, მოიცავდა სპეციალურ პროგრამას, რომელიც მონაწილეებს აცნობდა ფსიქოდელიური კვლევების ახალ თაობას.
 
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოდელიური კვლევების აღორძინება ძალიან სასიხარულოა, ახალი ნაშრომების უმეტესობა იმეორებს, უფრო მკაცრი სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარსულში უკვე ჩატარებულ კვლევებს, მათ შორის ვალტერ პანკეს დიდი პარასკევის ექსპერიმენტს, რომელმაც აჩვენა ფსილოციბინის ენტეოგენური ეფექტი (Pahnke, 1963), ფსიქოდელიური თერაპია ონკოლოგიურ პაციენტებთან (Grof, 2006) და ფსიქოდელიკების გამოყენება ნევროტიკებისა და ალკოჰოლიკების სამკურნალოდ (Pahnke et.al, 1970). საგულისხმო გამონაკლისთა შორის უნდა აღვნიშნოთ გამოსახულების ფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება, თავის ტვინზე ფსიქოდელიკების ზემოქმედების შესახებ ფუნდამენტურ კვლევაში, ასევე ნოვატორული და მნიშვნელოვანი მუშაობა პოსტტრავმული აშლილობის მქონე ადამიანებთან (PTSD) (Mithoefer et. al, 2010).
 
ამ უკანასკნელ კატეგორიაშიდიდიიმედებისმომცემ შედეგებს ყველაზე დიდი შანსი აქვს შთააგონონ კლინიცისტები მთელს მსოფლიოში და აქციონ ამ ტიპის თერაპია საყოველთაოდმიღებულ თერაპიად. კორეაში, ვიეტნამში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთსა და ერაყში ნაომარი და დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცების პრობლემები მართლაც უზარმაზარი იყო: უძილობა, საშინელი კოშმარები, დეპრესია, სუიციდის მაღალი მაჩვენებლები და ძალადობის გამოვლინება. აღმოჩნდა, რომ მკურნალობა ტრადიციული მეთოდები უკიდურესად არაეფექტურია ამ მუდმივი დარღვევებისთვის. თანაბრად გიგანტური - თუმცა ლიტერატურაში ნაკლებად გაშუქებული - PTSD პრობლემა, ასევე იდგა საბჭოთა და რუსეთის არმიების წინაშე.
 
იმედია, თუ ელ-ეს-დე-ს და სხვა ფსიქოდელიკების თერაპიული ეფექტები ამ ახალი გამოკვლევების გამოცდას გაუძლებენ, შემდგომი მუშაობა ახალ საინტერესო დარგებში გადაინაცვლებს, სადაც სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს, სამაგიეროდ უამრავი უსისტემო მტკიცებულებაა. შესწავლის ერთ-ერთი ყველაზედიდიიმედებისმომცემისფეროა ფსიქოდელიკების მოქმედების ქვეშ შემოქმედების სტიმულირების უნარი. 1960-იან წლებში უილის ჰარმანმა, რობერტ მაკ-კიმმა, რობერტ მუჯერმა, ჯეიმს ფედიმენმა და მაირონ სტოლიაროფმა ჩაატარეს წინასწარი გამოკვლევები ფსიქოდელიკების გავლენის შესახებ შემოქმედებით პროცესზე. მათ ელ-ეს-დე-25 და მესკალინი დიდი ნიჭიერებით გამორჩეულ ადამიანთა ჯგუფს მისცეს და შეისწავლეს ამ ნივთიერებების მოქმედება შთაგონებაზე და პრობლემების გადაჭრაზე (Harman et al., 1966). თავიანთ წიგნში „უმაღლესი კრეატიულობა: არაცნობიერის განთავისუფლება გონების რევოლუციური განათებისთვის“ უილის ჰარმანს და ჰოვარდ რეინგოლდს უამრავი სამეცნიერო და მხატვრული მიღწევების მაგალითი მოჰყავთ, რომლებსაც ხელს უწყობდა ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობა (Harman and Rheingold, 1984). პროგრამა, რომელიც სთავაზობს კონტროლირებად ფსიქოდელიურ სეანსებს გამოჩენილ მეცნიერებს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებში მუშაობისას ჩიხში შედიან, ასევე გამოჩენილ მხატვრებს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერულ პროგრესს და ჩვენი კულტურული ცხოვრების უნიკალურ გამდიდრებას.
 
ელ-ეს-დე უკვე დაეხმარა რიგ აღმოჩენებს, რომლებსაც მას შემდეგ მიენიჭათ უმაღლესი სამეცნიერო ჯილდოები. 1993 წელს მოლეკულურმა ბიოლოგმა და დნმ ქიმიის სპეციალისტმა კერი მიულისმა ნობელის პრემია მიიღო პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) შემუშავებისთვის –ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალური მეთოდისა, რომელიც დნმ-ის სპეციფიკური თანმიმდევრობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ალბერტ ჰოფმანის ასი წლის იუბილეს საპატივცემლოდ ბაზელში ჩატარებული სიმპოზიუმის დროს, ალბერტმა თავად გაამხილა, რომ კერი მიულისმა საკუთარი მიღწევა ელ-ეს-დე-ს გავლენის ქვეშ მიღებულ ცოდნას მიაკუთვნა. ფრენსის კრიკი, თანამედროვე გენეტიკის ფუძემდებელი, ელ-ეს-დე-ს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც აღმოაჩინა დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა. იგი კოლეგას უყვებოდა, რომ ხშირად იყენებს ელ-ეს-დე-ს მცირე დოზებს აზროვნების უნარების სტიმულირებისთვის. იგი ამბობდა, რომ სწორედ ელ-ეს-დე დაეხმარა მას დნმ სტრუქტურის ამოხსნაში - ამ აღმოჩენისთვის მან ნობელის პრემია მიიღო.
 
ჯონ მარკოფმა თავის პოპულარულ წიგნში „რას ამბობდა მძინარა: როგორ ქმნიდა სამოციანელების კონტრკულტურა პერსონალური კომპიუტერების მრეწველობას“, აღწერა პერსონალური კომპიუტერის ისტორია (Markoff, 2005). მან პირდაპირი ურთიერთკავშირი აჩვენა 1950-იანი და 1960-იანი წლების ამერიკულ კონტრკულტურაში ფსიქოდელიკების გამოყენებასა და კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარებას შორის. სტივ ჯობსი ამბობდა, რომ ელ-ეს-დე-ს მიღება იყო „ორ ან სამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის, რაც მან მის ცხოვრებაში გააკეთა“. ის ამჩნევდა, რომ მისი კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც არ იზიარებენ მის კონტრკულტურულ ფესვებს, ბოლომდე ვერ იგებდნენ მის აზრებს. დუგლას ენგელბარტი, რომელმაც გამოიგონა კომპიუტერის მაუსი, ასევე ექსპერიმენტებს ატარებდა ფსიქოდელიური პრეპარატებით. კევინ ჰერბერტმა, რომელიც ახალგაზრდობაში კომპანია „ცისკო სისტემზში“ მუშაობდა, ერთხელ თქვა: „როდესაც მე ვარ ელ-ეს-დე-ს გავლენის ქვეშ ვიმყოფები და მესმის რაღაც, რაც სუფთა რიტმს მომაგონებს, მას სხვა სამყაროში და ტვინის სხვა მდგომარეობაში გადავყავარ, სადაც ფიქრი შევწყვიტე და ცოდნა დავიწყე”. ვირტუალური რეალობის კოდირების VRML ენის ერთ-ერთი გამომგონებელი მარკ პესკე ეთანხმებოდა იმას, რომ გონების ქიმიურ გაფართოებასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს: „ნებისმიერი ქალისა და მამაკაცისთვის, ვირტუალური რეალობის მიღმა მყოფი ადამიანები ნარკომანები იყვნენ“.
 
ასე ალბერტ ჰოფმანის „საოცრება ბავშვი“ სხვა მეცნიერებს ეხმარებოდა რთული პრობლემების მოგვარებაში და უმაღლესი სამეცნიერო ჯილდოს - ნობელის პრემიის მიღებაშიც კი. იმ მეცნიერებს, რომლებიც ვერ დააბრმავა ელ-ეს-დე-25-ის გარშემო არსებულმა მძაფრმა კულტურულმა უთანხმოებამ, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ თავად ალბერტ ჰოფმანმა დაიმსახურა ნობელის პრემია ბრწყინვალე და მნიშვნელოვანი აღმოჩენებისათვის. სამწუხაროდ, სევდიანი ირონია - თუ არა უხეში შეცდომა - მეცნიერების ისტორიაში ის არის, რომ ფსიქიატრიასთან დაკავშირებული ერთადერთი ნობელის პრემია მიიღო პორტუგალიელმა ნევროლოგმა ანტონიო ედგარ მონიციმ 1949 წელს პრეფრონტალური ლობოტომიის შემუშავებისათვის - საეჭვო ღირებულების და სერიოზული გვერდითი მოვლენების მქონე რადიკალური დამასახიჩრებელი ქირურგიული ჩარევისთვის. ეს პროცედურა გამოიყენებოდა განსაკუთრებით 1940-იანი წლების დასაწყისიდან 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე, ფართო სპექტრის მდგომარეობების კორექციის მიზნით, როგორიცა ფსიქოზი, აჩემებული მდგომარეობების ნევროზი, დეპრესია, დანაშაულებრივი მიდრეკილებები და აგრესიული ქცევა. ლობოტომიის გამოყენების ყველაზე სამწუხაროდ ცნობილი მაგალითი იყო როზმარი კენედი - ჯონის, რობერტისა და ედვარდ კენედების და, - რომელსაც ის მას ჩაუტარდა იმის შემდეგ, რაც მამამისმა ექიმებს შესჩივლა განვითარებაში ზომიერად ჩამორჩენილი გოგონას „ბიჭებისადმი ახალი შემარცხვენელი ინტერესის“ გამოვლინება. ათწლეულის განმავლობაში ფსიქიატრებმა უარი განაცხადეს ამ პროცედურაზე, თუნდაც გაცილებით დარბილებული ფორმით (პრეფრონტალური ლობოტომია).
 
XX საუკუნის მეორე ნახევარში წარუმატებელი ისტორიული მოვლენების გამო მმართველ სამეცნიერო წრეებში ვერ გამოიცნეს და არ აღიარეს ალბერტის გამოჩენილი და გავლენიანი აღმოჩენების მნიშვნელობა. ნაცვლად იმისა, რომ დამსაქმებელისგან პატივი და შექება მიეღო თავისი შესანიშნავი მიღწევების გამო, მას გმობდნენ, რადგან მის აღმოჩენებთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ფარმაცევტული კომპანია „სანდოზის“ რეპუტაციას შეარყია.
 
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი დიდი ადამიანი იყო - სხვადასხვა ეპოქის პირველი წარმომადგენლები და ნოვატორები - რომლებიც არ იყვნენ დაფასებულნი მათი თანამედროვეების, ფართო მასებისა და იმდროინდელი სამეცნიერო ავტორიტეტების მიერ. აქ შეიძლება ნათელი მაგალითის მოყვანა: ნიკოლაი კოპერნიკის ჰელიოცენტრულმა სისტემამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისი ეპოქალური აღმოჩენიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ. მტკიცედ მჯერა, რომ მომავალი თაობები ალბერტ ჰოფმანს მიიჩნევენ, როგორცXXსაუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერს, წინდახედულ ნოვატორს, რომლის აღმოჩენებმა ხელი შეუწყო ახალი გეზის დასახვას არამარტო ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში, არამედ ადამიანის სახეობის ევოლუციაში.

მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.


 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff