სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების ბუნება და არქიტექტონიკა

2. ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების ბუნება და არქიტექტონიკა
 
ტრადიციული ფსიქიატრია იყენებს დაავადების სამედიცინო მოდელს და თავად ავადმყოფობის გაგებას არამხოლოდ აშკარა ორგანული ბუნების, არამედ ემოციური და ფსიქოსომატური აშლილებისათვის, რომლებისთვისაც არანაირი ბიოლოგიური მიზეზები არ იძებნება.  ფსიქიატრები განსაზღვრას«ფსიქიატრიულ დაავადებას»იყენებენ ძალზედ და ძალზედ თავისუფლად და ცდილობენ მიაწერონ სხვადასხვა ემოციურ აშლილობებს განსაკუთრებული დიაგნოსტიკური კატეოგრიები, რომლებიც ეთანადება სომატური მედიცინის კატეგორიებს. და, როგორც წესი, სიმპტომების გამოვლენის დაწყების დრო განიხილება, როგორც «დაავადების»დაწყებად, ხოლო სიმპტომების გამოვლენის ძალა გამოიყენება, როგორც ზომა მიმდინარე პათოლოგიური პროცესის სერიოზულობის განსასაზღვრად.  სიმპტომების გამოვლენის შესუსტება კი მიიჩნევა «კლინიკურ გამოჯანმრთელება», ხოლო მათი გაძლიერება კი «კლინიკური მდგომარეობის გაუარესებად».
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლისას მიღებული მონაცემებს კი მივყავართ იმ მოსაზრებამდე, რომ თავად აზროვნება  დაავადების, დიაგნოზისა და ალოპათიური თერაპიის ენაზე სრულიად არ ესადაგება ფსიქიატრიული აშლილობების უმეტესობას, რომლებიც საკუთარი ბუნებით აშკარად არაორგანულ ხასიათს ატარებს, მათ შორის იმმდგომარეობებისაგან,რომლებსაც ხშირად ფსიქოზების იარლიყს აკერებენ. ჩვენ ყველამ განვიცადეთ საშოსშიდა განვითარების,დაბადების, გაზრდისა და ბავშვობის სირთულეები და გამოცდები. ყველა ჩვენთაგანს არაცნობიერში აღნიშნულმა დაგვიტოვა ტრავმული ანაბეჭდები, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავდება მათი დაძაბულობით, ამპლიტუდითა და ცნობიერებაში მათი წვდომის უნარით განმეორებითი განცდისათვის.  ყოველ ადამიანი ასევე ატარებს საკუთარ თავში სხვადასხვა მეტ-ნაკლებად დაფარულ ემოციურ და ბიოენერგეტიკულ ბლოკებს, რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას მისი სრულფასოვანი სხეულებრივი და ფსიქიური ცხოვრებისათვის.  
 
ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომების გამოვლენა წარმოადგენს გამოჯანმრთელების პროცესის დასაწყისს, რის შედეგადაც ორგანიზმი ცდილობს გათავისუფლდეს ამ ტრავმული ანაბეჭდებისაგან და გაიადვილოს მისი ცხოვრებისეული ფუნქციონირება. ერთადერთი გზა, რომლის გავლით ეს შეიძლება მოხდეს - ეს არის ტრავმული მასალის გამოჩენა ცნობიერებაში და მისი სრული განცდა და ემცოიური და სხეულებრივ-მოტორული გამოხატვა. თუ განმეორებით განცდილი ტრავმა  ესადაგება თავისი ზომებით ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა რთული გახანგრძლივებული მშობიარობა, რომლებიც გრძელდება მრავალი საათის განმავლობაში და სერიოზულად  ემუქრება ბიოლოგიურ გადარჩენას, გრძნობების გამოხატვა  და სხეულებრივი გამოვლინებები შეიძლება ძალზედ ტრამატული გახდეს.ამ პირობებში ბევრად ადვილია გაკეთდეს დასკვნები, რომ ამგვარი გამოვლინებები არის ეკზოტიკური და უცნობი პათოლოგიის გამოვლინებები, ვიდრე გაგებულ იქნას, რომ ისინი წარმოადგენენ პოტენციურად კეთილსაიმედო პროცესს. ამგვარად, სწორი სახით გაგებული და მხარდაჭერილი, თუნდაც ძალიან უჩვეულოდ მძიმე სიმპტომებმა შეიძლება ხელი შეუწყონ   გამოჯანმრთელებას, სულიერ გათავისუფლებას, პიროვნულ გარდასახვასა და ცნობიერების განვითარებას.  
 
ამგვარად, სიმპტომების გამოვლენა წარმოადგენს თავისთავად არა იმდენად პრობლემას, არამედ განკურნების შესაძლებლობას; ამგვარი წარმოდგენა - განცდითი არის ფსიქოთერაპიული  სახეობებისათვის საფუძველი.  სიმპტომები გამოვლინდება სფეროში, სადაც დაცვის სისტემა ყველაზე სუსტია, რაც იძლევა საშუალებას განკურნების პროცესის დაწყებას. გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, ეს სწორია არა მხოლოდ ნევროზებისა და ფსიქოსომატური აშლილობებისათვის, არამედ სხვა ბევრი  მდგომარეობებისათვის, რომლებსაც ტრადიციულად აკერებენ ფუნქციონალური ფსიქოზების იარლიყს. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ჩინუერი იეროგლიფი სიტყვისათვის«კრიზისი» შედეგება ორი უფრო მარტივი იეროფლიფიდიან, ამათგან ერთ-ერთს აქვს მნიშვნელობა «საშიშროება», ხოლო მეორეს«შესაძლებლობა».იმაზე წარმოდგენა, რომ სიმპტომები - ეს არის არა დაავადების, არამედ განკურნების პროცესის გამოხატულება და აუცილებელია მისი მხარდაჭერა - არის ძირითადი დებულება თერაპიული სისტემისა, რომელსაც ეწოდება ჰომეოპატია(Vithoulkas, 1990). ტრადიციულ ფსიქოთერაპიაში ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომები, რომლებსაც განიხილავენ ბიოგრაფიული ტრავმების შედეგებად, რომლებსაც აქვთ არა ბიოლოგიური, არამედ ფსიქიკური წარმომავლობა, განიხილება, როგორცბიოგრაფიული ტრავმები მიღებული უკვე დაბადების შემდეგ განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მცირეწლოვან ასაკში ან ბავშვობაში.თერაპიული მუშაობა ჰოლოტროპული მდგომარეობების გამოყენებით აჩვენებს, რომ ამასთანავე მათ აქვთ უფრო ღრმა ფესვები პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონეებზე. ამგვარად, მაგალითად, ის, ვინც იტანჯება ფსიქოგენური  ასთმისგან, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ბიოგრაფიული მასალა, რომელიც ამ დარღვევის საფუძველში დევს, შედგება ასფიქსიის შესახებ მოგონებებისაგან უბედური შემთხვევის შედეგად,  დაკავშირებული ბავშვობაში გადატანილ დახრჩობის საშიშროებასთან და მეძუძურ ასაკში გადატანილ დიფტერიასთან. უფრო ღრმა დონეზე იგივე პრობლემა ასევე უკავშირდება სამშობიარო გზებში  გაძრომას, მაგრამ მისი უფრო ღრმა ფესვების შეიძლება დაკავშირებული იყოს შემთხვევის  განცდასთან წინა ცხოვრებიდან იმ ადამიანისა, რომელიც დაახრჩვეს ან ჩამოახრჩვეს.და ამ სიმპტომის  ასალაგებლად აუცილებელია მუშაობა არაცნობიერი პრობლემის ყველა ფენაზე, რომელთანაც ამ სიმპტომს აქვს შეხება. ახალი აღმოჩენები ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების ძირითადი სახეობების ამ მრავალდონიანი დინამიურ სტრუქტურასთან დაკავშირებით  უკვე მქონდა დეტალური აღწერა ზემოთ(Grof, 1985, 2000).
 
3.  თერაპიული მექანიზმები და განკურნების პროცესი
 
ამგვარად, მუშაობამ ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან აჩვენა, რომ ემოციური და ფსიქოსომატური პრობლემები ბევრად უფრო რთულია, როგორც ისინი ჩანს, და რომ მათი ფესვები ფსიქიკაში უფრო ღრმადაა ჩაზრდილი.  თუმცა მუშაობა ასევე გამოავლინა უფრო ღრმა და უფრო ეფექტური თერაპიული მექანიზმების არსებობა. რადგანაც ტრადიციული ფსიქოთერაპიის სკოლები ცნობენ მხოლოდ იმ თერაპიულ მექანიზმებს, რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობის შემდგომ  ბიოგრაფიულ მასალასთან და ინდივიდუალურ არაცნობიერთან, მაგალითად, ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნა და მოგონებები მცირეწლოვანი პერიოდის და ბავშვობის მოგონებები ან აღდგენა თავისუფალი ასოციაციების საფუძველზე და ნევროზული სიმპტომების მეშვეობით, ემოციური და ინტელექტუალური შესვლა ვინმეს ცხოვრების ცხოვრებაში და ბოლოს გადატანის ანალიზი.  
 
ახალი მონაცემები აჩვენებენ, რომ ასეთ მიდგომებს არ შეუძლიათ გამოიცნოს და შეაფასოს ფსიქიკის ღრმა შრეებში მოქმედი ძალების უჩვეულო განკურნების პოტენციალი.ამგვარად, მაგალითად, თუ დაბადების შესახებ მოგონებებსა და ეგოს სიკვდილის განცდასა და სულიერ-ფსიქიკური ხელახალი დაბადების განცდას შეუძლია მოახდინოს შორსწასული თერაპიული ზემოქმედება ემოციური დარღვევების ფართო პალიტრაზე.  ქმედითი თერაპიული მექანიზმები ასევე დაკავშირებულია ტრანსპერსონალური მოვლენების სხვადასხვა სახეობებთან, როგორებიცაა წინა ცხოვრების განცდები, შეჯახება არქეტიპულ ხატებთან და მოტივებთან და გაიგივება სხვადასხვა ცხოველებთან. ამ მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანებთან, ბუნებასთან, სამყაროსა და ღმერთთან ერთიანობის აღმატებული გრძნობა. თუ ამგვარ გრძნობებს მიეცემა თვითდინებით განვითარებისა  და მათთან ჯეროვნად გაერთიანების  საშუალება, ისინი წარმოადგენენ უჩვეულოდ მძლავრ განკურნების მექანიზმს. 
 
ეს მონაცემები აჩვენებენ, რომ ფსიქოთერაპიის ცნებითი საფუძველი შეიძლება გაფართოებულ იქნას არაცნობიერის კარტოგრაფიის საზღვრებამდე. ერთხელ ფროიდს, როდესაც მას უნდოდა  ადამიანის ფსიქიკის აღერა, გამოიყენა აისბერგის მეტაფორა. მაგრამ ის, რასაც მაშინ გულისხმობდნენ ფსიქიკაში, იყო მხოლოდ წყლის ზედაპირის ზემოთ არსებული აისბერგის მწვერვალი.ამ აისბერგის წყალქვეშ არსებული მასა შეესაბამებოდა არაცნობიერის იმ სფეროებს, რომლებიც აღმოჩენილ იქნას ფსიქოანალიზით. ამავე გამოკვლევების აღმოჩენების შუქზე ჩვენ შეგვიძლია გადავასხვაფეროთ ეს შედარება და ვთქვათ, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანური ფსიქიკის შესახებ ახსნა ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენს  აისბერგის ხილულ ნაწილს მაშინ, როდესაც არაცნობიერის უდიდესი სფეროები ძალისხმევის საპასუხოდ არ ეხსნებოდა ფროიდს და მისთვისაც კი დაფარული რჩებოდა. მითოლოგმა ჯოზეფ კემპბელმა მისი ცინიკური ირლანდიული იუმორით ეს ძალიან ზუსტად განსაზღვრა: «ფროიდი ცდილობდა თევზის დაჭერას ვეშაპის ზურგზე მჯდომმა».
 
4.  ფსიქოთერაპიისა და საკუთარი თავის შესწავლის სტრატეგია
 
თანამედროვე ფსიქოთერაპიის წყევლად რჩება მისი სხვადასხვა სკოლას შორის თანხმობის განსაცვიფრებელი არარსებობა  ადამიანის ფსიქიკის ფუნქციონირების ყველაზე ძირეულ საკითხებზე და მის მთავარ მამოძრავებელ ძალებზე, სიმპტომების მიზეზების, ბუნებისა და განვითარების, ფსიქოთერაპიის სტრატეგიასა და ტექნიკის შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ სკოლებს, რომლებიც ეფუძნება ბიჰევიორიზმის, ფსიქოანალიზისა და ეგზისტენციალური თერაპიის, ასევესიღრმისეული ფსიქოლოგიის სხვადასხვა შტოების ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფილოსოფიურ წინაპირობებზე, რომლებიც ისტორიულად ერთსა და იმავე წყაროდან ვითარდებოდა; ზიგმუნდ ფროიდის თავდაპირველი  ნაშრომიდან  – ადლერის, რანკიანული, იუნგიანური, კლაინისეული, რაიჰიანული და ლაკანისეული სკოლიდან, ასევე ეგოფსიქოლოგიიდან სხვებიდან. 
 
თანამედროვე ფსიქოთერაპიის სამყარო მოგვაგონებს გადაჭედილ ბაზრობას, რომელშიც ორიენტაცია გართულებულია. ყოველი ამ მრავალრიცხოვანი სკოლიდან ერთსა და იმავე ემოციურ და ფსიქოსომატურ დარღვევას აძლევს განსხვავებულ ახსნას  და იყენებს სხვადასხვა თერაპიულ ტექნიკას. ამ მიდგომათაგან ყოველი წარმოაჩენს საკუთარ თავს მეცნიერულ მეთოდად ამ პრობლემების აღქმისა და გაგების თვალსაზრისით.  ძნელია ამგვარი ხარისხის განსხვავებების წარმოდგენაც კი ნებისმიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან რომელიმეში.  ხოლო ფსიქოლოგიაში ჩვენ რაღაცნაირად ვისწავლეთ ამგვარ მდგომარეობასთან შეგუება და, როგორც წესი, არც კი ვაყენებთ ამას ეჭვქვეშ და არ ვთვლით მას უცნაურად. 
 
არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი სტატისტიკური კვლევა, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ფსიქოთერაპიის რომელიმე ერთი სახეობა სხვებს ჯობს.სხვაობები, რომლებიც არსებობს სკოლების შიგნით, როგორც ჩანს, თითქოს უფრო მეტია, ვიდრე მათ შორის. თანაც ზოგადად, ფსიქოთერაპია იმდენადვე კარგია, როგორი კარგიცაა ექიმი; კარგ ექიმებს ყველა სკოლაში ხელეწიფებათ კარგი შედეგების, ხოლო ცუდებს უარესი შედეგების მიღება მიუხედავად მათი კუთვნილებისა. ამგვარად, სრულიადნათელია, რომ ფსიქოთერაპიისშედეგებს აქვთ საკმაოდ მცირე მიმართება კონკრეტული სკოლის თეორიულ წარმოდგენებთან და იმასთან, თუ რას ფიქრობენ ექიმები იმაზე, რასაც აკეთებენ: ახსნის შინაარსისა და დროის, გადატანის ანალიზზე, სიჩუმის სტრატეგიული გამოყენებისათვის და ა.შ.  
 
როგორც ჩანს, ფაქტორები, რომლებიც ფსიქოთერაპიაში თამაშობენ გადამწყვეტ როლს, საგრძნობლად განირჩევა იმათგან, რომლებიც, როგორც წესი, პროფესიული გამოცემების გვერდებზე განიხილება.  მათი აღწერა ასევე რთულია სამეცნიერო ცნებების გამოყენებით, რისი მაგალითია ისეთი განსაზღვრებები, რომლებიცაა ისეთი განსხვავებები, როგორებიცაა«ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის ხარისხი» ან«პაციენტის შეგრძნება, რომ ის პირველად ცხოვრებაში მიღებულ და გაგებულ იქნა სხვა ადამიანის მიერ». ამ მხრივ, ჩვენ, როგორც დამწყები პროფესიონალები იმიტომ ვირჩევთ ერთ რომელიმე, მაგალითად ფროიდის, რაიჰის, იუნგის ან სალივანის ფსიქოთერაპიის სკოლას,  რომლებიც იყო სრულიად გამონაკლისის სახით იყო ჩართული მასში.  ეს სრულიად სუბიექტური არჩევანია, რომელიც ჩვენი საკუთარი პიროვნებას სტრუქტურას ასახავს  და აქვს საკმაოდ ნაკლები მიმართება ამა თუ იმ ცალკეული მიდგომის ობიექტურ ღირებულებასთან და სამეცნიერო სიზუსტესთან.
 
ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობას მივყავართ საკმაოდ საინტერესო ალტერნატივამდე: თუ ექსპერტები ვერ თანხმდებიან, თუ რატომ არ უნდა დაეყრდნონ საკუთარ განმკურნავ გონს, საკუთარ შიდა მაკურნებელს.  ასეთი მიდგომა თავიდან კ.გ.იუნგის მიერ იყო შემოთავაზებული. იგი აცნობიერებდა, რომ შეუძლებელია მიღწეულ იქნას ინტელექტუალური გაგება იმისა, თუ როროგ მუშაობს ფსიქიკა, რატომ ვითარდებიან სიმპტომები და გამომუშავდეს ამის საფუძველზე რაღაც ტექნოლოგია, რომელიც მოგვცემს საშუალებას გამოსწორდეს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური ფუნქციონირება. იუნგის თანახმად, სული არ წარმოადგენს ტვინის პროდუქტს; იგი - მსოფლიოსეული საწყისი (апгта tnundi)>რომელიც განმსჭვალავს ყოველივე არსს და ჩვენი ინდივიდუალური ფსიქიკა - წარმოაფგენს ამ კოსმიური მატრიცის ნაწილს. 
 
გონი– ფსიქიკის მხოლოდ ერთი კერძო გამოვლინებაა, რომელიც იძლევა ორიენტაციის საშუალებას ცხოვრებისეული სიტუაციებში დაყოველდღიურ საქმეებთან  გამკლავების უნარს; მას არ ძალუძს ფსიქიკის მოცვა და მისი მართვა. იუნგი ხედავად ექიმის ამოცანას იმაში, რომ დახმარებოდა დინამიური ურთიერქმედების დაწესებაში პაციენტის ეგოსა და თვითობას შორის, პიროვნების რაღაც უფრო აღმატებულ ნაწილთან; და ეს ურთიერთქმედება იღებს სიმბოლოების ენის გამოყენებით მიმდინარე დიალექტიური გაცვლის სახეს. და მაშინ განკურნება მოდის კოლექტიური არაცნობიერიდან და იმართება შინაგანი გონით, უდიდესი სიბრძნე, რომელიც აღემატება ნებისმიერი ცალკეული ექიმის ან თერაპიული სკოლის ყოველ ცოდნას .ამაში მდგომარეობს არსი იმისა, რასაც იუნგი ეზახდა ინდივიდუაციის პროცესს.
 
თერაპიული მუშაობა ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან, როგორც ამას აჩვენებენ ფსიქოდელიკების ან ჰოლოტროპული სუნთქვის მაგალითები, საერთო ჯამში ამყარებს თერაპიული პროცესის იუნგიანურ გაგებას.თუმცა იგი ბევრად ქმედითია, ვიდრე ის თერაპიული მეთოდები, რომლებიც იყო ხელმისაწვდომი იუნგისათვის, როგორებიცაა სიზმრების ახსნა და ქმედითი წარმოდგენის უნარი. ჰოლოტროპულ მდგომარეობებს აქვთ უნარი მოიყვანოს მოქმედებაში სულისა და სხეულის თვითგანკურნების მექანიზმი და ბიძგი მისცეს გარდასახვის პროცესის დაწყებას, რომელიც სიღრმისეული შიდა გონიერებით იმართება. ამ პროცესში არაცნობიერი მასალა ძლიერი ემოციური დატვირთულობითა და მნიშვნელოვნებით თავისთავად გამოვლინდება ცნობიერებაში და ხდება ხელმისაწვდომი სრული განცდისა და გაერთიანებისათვის.  
 
და მაშინ ექიმის ამოცანა - შესთავაზოს მეთოდი ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობის აღმოჩენების (მაგალითად, ფსიქოდელიური ნივთიერება, გახშირებული სუნთქვა ან მუსიკა, რომელსაც მოგონებები მოაქვს), შექმნას უსაფრთხო გარემო, ასევე უპირობოდ და სრული ნდობით დაეხმაროს პროცესის თვითდინებაზე მიმდინარეობაზე. ეს ნდობა უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზე, რომლებშიც ექიმი გონებით ვერ ახერხებს გაიგოს, თუ რა ხდება. განკურნება და გადაწყვეტა შეიძლება ხშირად მოხდეს ისეთი გზებით, რომლებიც აღემატება ჩვენ რაციონალურ გაგებას.  ამგვარად, თერაპიის ამ სახეობაში ექიმი სრულიადაც არაა მომქმედი, არა შუამავალი განკურნების პროცესის საშუალების სახით, არამედ თანაგანმცდელი დამხმარე და თანამოაზრე.ეს განწყობა სრულად ეთანადება ბერძნული სიტყვა therapeutesთავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც ნიშნავს მჯდომარეს ან დამხმარეს განკურნების პროცესში.
 
5. სულიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში
 
ტრადიციული ფსიქოლოგია და ფსიქიატრია იმყოფება მატერიალისტური ფილოსოფიის მფლობელობაში და არ ცნობენ სულიერებას არანაირი სახით. დასავლური მეცნიერების თვალსაზრისით,  ერთადერთ რეალობას არმოადგენს მატერიალური სამყარო, ხოლო სულიერი რწმენა მისი ნებისმიერი სახით განიხილება, როგორც განათლების ნაკლებობის ასახვას, რაც გამოიხატება პირველყოფილ ცრურწმენებში, მაგიურ აზროვნებაში ან ბავშვურ ქცევების დაბრუნებაში.  და ამ შემთხვევაში სულიერი რეალობების პირდაპირი განცდები დადის ზედაპირული ფსიქოპათოლოგიის სამყარომდე, სერიოზული ფსიქიური აშლილობების ხარისხამდე.დასავლური ფსიქიატრია არ  ახდენს არანაირ სხვაობას მისტიურ განცდასა და ფსიქოტურ განცდას შორის და ორივეს განიხილავს ფსიქიურ დაავადებად. რელიგიის  განდევნაშიიგი არ ასხვავებს პირველყოფილ ხალხურ რწმენებს ან წმინდა წერილთა ფუნდამენტალისტურ ბუკვალურ ინტერპრეტაციებსაღმოსავლეთის ნატიფი მისტიური ტრადიციებისა და სულიერი ფილოსოფიებიდან,რომლებიც ეფუძნება სისტემატური თვითჭვრეტაზე დამყარებულ სულის შესავლის მრავალ ასწლეულს. ნებისმიერი სახის სულიერება იგი გადააქცევს პათოლოგიად და მასთან ერთად კაცობრიობის მტელ სულიერ ცხოვრებას.  
 
ჰოლოტროპული მდგომარეობების კვლევის მონაცემები ადასტურებს კ.გ.იუნგის ერთ უმნიშვნელოვანეს მიგნებას. იუნგის მიხედვით განცდები, რომლებიც იღებენ საწყისს ფსიქიკის ბევრად უფრო ღრმა შრეებიდან  (ჩემ ტერმინოლოგიაში«მშობიარობასთან დაკავშირებული»და«ტრანსპერსონალური»განცდები), ფლობენ გარკვეულ თვისებას, რომელსაც იგი უწოდებდა (რუდოლფ ოტოს მსგავსად) ნუმინოზურობას.ისინი დაკავშირებულია იმ შეგრძნებასთან, რომ ადამიანი ეჯახება წმინდა, საკრალურ და ყოველდღიური ცხოვრებიდან ძირფესვიანად განსხვავებულ სფეროსთან, სფეროსთან, რომელიც მიეკუთვება რეალობის უმაღლეს დონეს. ცნება «ნუმინოზურობა» შედარებით ნეიტრალურია და ამიტომ მეტად სასურველია სხვა მსგავს სახელწოდებებთან შედარებით, როგორებიცაა რელიგიური, მისტიური, მაგიური, წმინდა ან საკრალური, რომლებიც ხშირად არასწორად გამოიყენება და ადვილად გვაბნევს. 
 
რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და უწესრიგობა, რომლებიც წარსულში ახდნენდნენ მსგავსი თემების კომპრომეტაციას, უცილობლად საჭიროა მკაფიოდ გაიმიჯნოს სულიერებასა და რელიგიას შორის.  რადგან სულიერება ეფუძნება რეალობის სხვა განზომილებების უშუალო განცდაზე. მისთვის არ მოითხოვება განსაკუთრებული ადგილის ან განსაკუთრებული პირის ყოლა, რომელიც გამოვიდოდა შუამავლად ღვთიურთან დასაკავშირებლად, თუმცა მისტიკოსებს შეუძლიათ, რაღა თქმა უნდა, ისარგებლონ სულიერი ხელმძღვანელობით და გამოიყენონ თემი მეგობრებისა, რომლებმაც მათსავით ძიებას მიუძღვეს თავი. სულიერება მოიცავს თავის თავში ადამიანისა და სამყაროს განსაკუთრებულ ურთიერთობას, და ამიტომ, არსობრივად, ეს პირადი და კერძო საქმეა.  ყველა დიდი რელიგიის სათავეში იდგნენ სულიერ ხილვებზე დაფუძნებული (პერინათალური და/ან ტრანსპერსონალური) განცდები მათი დამფუძნებლებისა, წინასწარმეტყველების, წმინდანების და მისი სრულიად ჩვეულებრივიმიმდევრები.ყველა ძირითადი სულიერი წმინა ნაწერები: ვედები, ბუდის პალიის კანონი, ყურანი, მორმონის წიგნი და მრავალი სხვა - ეფუძნება  ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების დროინდელ გამოცადებებს.  
 
ამასთან შედარებით ორგანიზებული რელიგია თავად წარმოადგენს ინსტიტუციონალიზებულ ჯგუფურ საქმიანობას, რომელიც ხდება ამისათვის განკუთვნილ ადგილებში(ტაძრებში ან ეკლესიებში)და მოიცავს თავის თავში დანიშნული მსახურების ფენას.  იდეალში რელიგიამ უნდა უზრუნველჰყოს თავის მიმდევრებისთვის  და დაუჭირს მათ მხარი.თუმცა ხშირად ხდება, რომ  როდესაც რელიგია ხდება ორგანიზებული, ადრე  თუ გვიან იგი სრულად კარგავს კავშირს საკუტარ სულიერ საწყისებთან და გადაიქცევა  საერო დაწესებულებად, რომელიც იყენებს ადამიანის სულიერი მოთხოვნები მათი დაკმაყოფილების გარეშე.ამის ნაცვლად, იგი ქმნის გარკვეულ იერარქიულ სისტემას, რომელიც კონცენტრირდება ძალაუფლების მოხვეჭაზე, დომინანტურ გავლენაზე, პოლიტიკურ პრევალირებაზე, თანხაზე და სხვა სიკეთეებზე.  მსგავს გარემოებებში იერარქები ცდილობენ შეაფერხონ მათი მრევლის უშუალო სულიერი განცდები და თრგუნავენ მათ იმის გამო, რომ ისინი ხელს უწყობენ დამოუკიდებლობის განვითარებას და მართლაცდა შეუძლებელია მათი ხელმძღვანელობა.  და ამ შემთხვევაში, ნამდვილი სულიერი ცხოვრება გრძელდება მისტიურ განტობებებსა და ბერ-მონაზონთა ორდენებში.
 
სამეცნიერო კუთხით მთავარ საკითხი  არის საკითხი ტრანსპერსონალური განცდების ონტოლოგიური სტატუსის შესახებ. მაშინ, როდესაც გაბატონებულიფსიქიატრიადაფსიქოლოგიაგანიხილავენ მათ პატოლოგიურ თვისებებად,ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია თვლის მათ sui generis,ანუ მნიშვნელოვან მოვლენებად, რომლებსაც აქვთ დიდი ევრისტიული და თერაპიული ღირებულება და რომლებიც სერიოზულ შესწავლას იმსახურებენ. თუმცა დიდი ნაწილი იმისა, თუ რას მოიცავს გაბატონებული რელიგიები და მატი სწავლებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერებასთან, ეს არაა სრულიად ასე სულიერებასთან მიმართებაში, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ტრანსპერსონალურ განცდებს. ცნობიერების თანამედროვე კვლევების აღმოჩენები ავლენენ უჩვეულოდ ნიშანდობლივ დამთხვევას დასავლური მეცნიერების სხვა მრავალ რევოლუციურ სიახლეებთან, რომელთა შესახებ საუბრობენ, როგორც აღმოცენებად ახალ პარადიგმაზე. როგორც შენიშნა კენ უილბერმა, ჭეშმარიტ მეცნიერებასა და ჭეშმარიტ რელიგიას შორის არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა. და თუ, როგორც ჩანს, მსგავსი წინააღმდეგობა არსებობს, სრულიად შესაძლებელია, რომ საქმე გვაქვს  «ყალბ მეცნიერებასთან»და«ფალსიციფიცირებულ რელიგიასთან», რომელშიც ერთს ან მეორე მხარეს აქვს რაღაც სერიოზული გაუგებრობა საპირისპირო მხარის დებულებებისა და სრულიად შესაძლებელია, რომ ცრუ ან ყალბი წარმოდგენ საკუთარი დისციპლინის შესახებ(Wilber, 1982).
 
6. სინამდვილის ბუნება
 
როგორც დავინახეთ, ჰოლოტროპულიმდგომარეობებისკვლევების მონაცემები თანამედროვეფსიქიატრიისადაფსიქოლოგიისათვისთავისთავად წარმოადგენს სერიოზულ გამოცდას და მოითხოვენ ამ სფეროებტან დაკავშირებით ჩვენი აზროვნების ძირფესვიან გადახედვას.  თუმცა ბევრ ამ მონაცემთაგანს აქვს იმდენად ძირეული ბუნება, რომ  აღემატება დასავლური მეცნიერებისა და მისი დეკარტე-ნიუტონის პარადიგმის ძირითად მეტაფიზიკურ  დებულებებს.ეს მონაცემები სერიოზულად უთხრიან რწმენას იმას, რომ ცნობიერება - თავის ტვინში მიმდინარე ნეიროფიზიოლოგიური პროცესების პროდუქტს წარმოადგენს და ამიტომ წარმოადგენს მატერიის ეპიფენომენს; აღნიშნული მონაცემები ამკვიდრებენ აზრს, რომ ეს ყოველივე არსის პირველადი თვისებაა.  
 
ამ ნაშრომის ფარგლები არ მაძლევს საშუალებას ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ დეტალური მიმოხილვის შემოთავაზებას  და განვმარტო ეს საექიმო პრაქტიკის მაგალითებით. ეს უკვე გავაკეთე ჩემ წიგნებში «თავის ტვინის მიღმა: დაბადება,სიკვდილი და ტრანსცენდენციაფსიქოთერაპიაში» (Grof, 1985) და«კოსმიური თამაში: ადამიანის ცნობიერების სამანთა გამოკვლევა» (Grof, 1998) და, ამგვარად, შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივუთითო ამ გამოცემებისაკენ.აქ მიდა ვუპასუხო, კერძოდ,რომ თანატოლოგიის განსაცვიფრებელი მონაცემთა რიგი, ახალგაზრდა მეცნიერებასთან დაკავშირებით, რომელიც სწავლობს სიკვდილსა და ამ პროცესს; და მკითხველთა უმეტესობა, სავარაუდოდ, უკვე იცნობს ამ აღმოჩენებს, რომლებიც ანგრევენ არსებულ პარადიგმას.  
 
დღესდღეობით სრულიად დადასტურებულად დადგენილია და არ ექვემდებარება არანაირ არგუმენტირებულ ეჭვს, რომ კლინიკური სიკვდილის ან სიკვდილის ახლო მდგომარეობების მქონე ადამიანების ცნობიერება  შეიძლება გამოეყოს მათ სხეულებს და აქვს უნარი აღიქვას გარემო გრძნობათა გარეშე. ცნობიერებას შეუძლია დააკვირდეს სიცოცხლის დაბრუნების გადაუდებელ პროცედურებს, რომლებიც ტარდება სხეულზე საოპერაციოში, ფრინველის სიმაღლიდან შეუძლია დაინახოს უბედური შემთხვევის ადგილი ან აღიქვას მოვლენები, რომლებიც ხდება მომიჯნავე ოთახებსა ან ადგილებში, რომლებიც სხვადასხვა მანძილზეა განლაგებული (Moody, 1975; Ring, 1982; Sabom, 1982). ეს ხდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც დაბადებიდან ბრმები არიან ორგანული ხასიათის მიზეზებით. როდესაც მათი ცნობიერება ტოვებს სხეულს, მათ არამხოლოდ დანახვა შეუძლიათ, არამედ მათი დანახული შემდეგში დადასტურებულა მხედველობის მქონე ადამიანების მიერ.  რინგი და კუპერი, რომლებმაც ამგვარი ადამიანების ვრცელი კვლევები ჩაატარეს, ამგვარ განცდებს   «ნამდვილი მოვლენების ამსახველს» უწოდებენ და საუბრობენ გარდასახული ცნობიერების უნარზე დაინახოოს გარემო თითქოსდა«ჭკვიანი ხედვით» (Ring and Cooper, 1999).
 
როდესაც ჩვენ ვეჯახებით ცნობიერების თანამედროვე კვლევების ამგვარ  გამომწვევ მონაცემებს,ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი არჩევანი.პირველი– სრულად უარვყოთ ეს ახალი მონაცემები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ თავსდებიან ტრადიციულ სამეცნიერო რწმენათა სისტემასთან. ეს მოიცავს თავის თავში თავდაპირველ დაშვებას, რომ ჩვენ უკვე ვიცით, თუ რას ჰგავს სამყარო და დარწმუნებით შეგვიძლია  ვისაუბროთ, რა არის და რა არ არის შესაძლებელი.ამგვარი სახის მიდგომით არ შეიძლება მოხდეს არანაირი მოულოდნელობა,მაგრამ იქ ასევე ნაკლებად სავარაუდოა შესაძლებელი იყოს თუნდაც რაიმე ნამდვილი წინსვლა. ასეთ გარემოებებში ყველას, ვინც სთავაზობს მონაცემებს, რომლებიც იწვევენ გადამწყვეტ ცვლილებებს, ბრალს სდებენ იმაში, რომ იგი ცუდი მეცნიერია, თაღლითი ან უბრალოდ გიჟი.
 
ამგვარი მიდგომა ახასიათებს ფსევდომეცნიერებას ან სამეცნიერო ფუნდამენტალიზმს და ჭეშმარიტ მეცნიერებასთან ნაკლები აქვს საერთო.  ასეთი მიდგომის ისტორიული მაგალითი ბევრია: ხალხი, რომელიც უარს ამბობდნენ გალილეო გალილეის ჩახედვაზე, რადგან«იცოდნენ», რომ მთვარეზე ვერ იქნება კრატერები; ისინი, ვინც იბრძოდა ქიმიის ატომისტური თეორიის წინააღდეგდა იცავდა არარსებულ სამეფო ნივთიერებას, რომელსაც ფლოგისტონი ეწოდებოდა; ისინი, ვინც აინშტაინს ფსიქოპატს ეძახდა, როდესაც მან მისი სპეციალური ფარდობითობის და ბევრი სხვა თეორია შემოგვთავაზა.
 
მეორე პასუხი ყველა გამომწვევ ახალ მონაცემებზე ჭეშმარიტი მეცნიერებისათვისაა დამახასიათებელი. ეს - ღელვა შემთხვევებისა გამო, რომლებიც არ ჯდება ნორმის ფარგლებში და მათ მიმართ ძლიერი კვლევითი ინტერესი ჯანსაღ კრიტიკულ სკეპტიციზმთან კომბინაციაში. ყველაზე დიდი სამეცნიერო წინსვლა ყოველთვის ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც წამყვანი პარადიგმა ვერ ახერხებდა აეხსნა რამენაირად მნიშვნელოვანი აღმოჩენები და მასთან შესაბამისობა ეჭვქვეშ დგებოდა. მეცნიერების ისტორიაში პარადიგმები ხომ მოდიან, რაღაც დროის განმავლობაში ბატონობენ რაღც სფეროში, ხოლო შემდეგ მათ სხვები ანაცვლებენ(Kuhn, 1962). თუ ეჭვის, უარყოფისა და დაცინვის გარდა, ჩვენ მივიღებდით მათ გამოწვევას და ჩავატარებდით ჩვენ საკუთარ გამოძიებას, მოვახდენდით მათ დეტალურ გარჩევას, ჩვენ შევძლებდით ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის მაღალ დონეზე აგვეყვანა.
 
რთულია წარმოვიდგინოთ, რომ დასავლური აკადემიური წრეები უსასრულოდ გააგრძელებენ ყველა ექსტრაორდინარული მოწმობების იგნორირებას, ცენზურაში გატარებასა და გაბიაბრუებას, რომლებიც იქნა შეგროვებული წარსულში სხვადასხვა სახის ჰოლოტროპულიმდგომარეობებისცნობიერების კვლევისას .ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ შეეჯახონ ამ ახალი აღმოჩენების გამოწვევას, და აღიარონ მათი შორსმიმავალი თეორიული და პრაქტიკული შედეგები. მტკიცედ მჯერა, რომ არცთუ შორეულ მომავალში ძველი მატერიალისტური მსოფლხედვა ჩანაცვლდება სინამდვილის ახალი მრავალმხრივი ხედვით, რომელიც გააერთიანებს თავის თავში როგორც თანამედროვე მეცნიერებასა და სულიერებას, ისე დასავლურ პრაგმატიზმსა და უძველეს სიბრძნეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პარადიგმას ექნება თავის თავში უმთავრეს მდგენელად ცნობიერების, ადამიანური ბუნებისა და სინამდვილის ბუნების ახალი რევოლუციური გაგება, რომელიც ჰოლოტროპულიმდგომარეობების კვლევის შედეგად წარმოიქმნა.

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff