თავი 17 ცხოვრება, როგორც ტანტრა
თავი 17 ცხოვრება, როგორც ტანტრა
«ტალღა მოვიდა!»
1950-იანების ბოლოს ამ ნაცნობმა ყიჟინამ, რომელსაც მძაფრი შეგძნებების მაძიებელი ახალგაზრდები გამოსცემდნენ, მთელი სუბკულტურა შექმნა მუსიკის, კინოს, მოდის და ენის სფეროებში. უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ხის გრძელ ნაჭერზე ცურვა ნაპირისგან ასობით მეტრის მოშორებით შესაფერისი ტალღის მოლოდინში, რომელიც აგიტაცებს, შეუძლია აგზნებისა და აღტაცების ისეთი გრძნობა გამოიწვიოს, რომელსაც მყარ მიწაზე ვერ განიცდი. აბსოლუტური სიხარულის და ფრენის შეგრძნება, რომლებსაც მაშინ განიცდით, როცა ვიწრო ფიცარზე ბალანსირებით მართავთ თქვენს სხეულს და ამავდროულად ტალღის სიმძლავრეს იყენებთ, ძალიან მიმზიდველია.
სერფინგის ხელოვნება არ ყოფილა რაღაც ახალი. იგი ჰავაიზე გაჩნდა ასობით წლის წინ. 1779 წელს მეზღვაურები კაპიტან კუკის გუნდიდან პირველი თეთრი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც სპორტის ეს სახეობა გაიცნეს. ადგილობრივი სერფერების სიმამაცემ და ოსტატობამ აღტაცებაში მოიყვანა ისინი. «სიმამაცე, რომლითაც ისინი რთულ და სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, იმდენად საოცარია, რომ ამის დაჯერება თითქმის წარმოუდგენელია», – წერს თავის დღიურში ერთ-ერთი მეზღვაური. სხვათაშორის, ინგლისელი მეზღვაურების უმეტესობამ იმ დროს კარგად ცურვაც კი არ იცოდა.
რამდენიმე ათწლეულით გვიან, 1820-იან წლებში, პურიტანმა მისიონერებმა, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე შეიჭრდნენ, რათა „ცივილიზაცია შეეტანათ“ იქაურ მოსახლეობაში, სერფინგი ჰედონისტურ დროის ფლანგვად ჩათვალეს. ამან ეს ხელოვნება თითქმის გაქრობამდე მიიყვანა. თუმცაღა 1900-იანი წლების დასაწყისში „სანაპიროს ბიჭების“ ერთმა ჯგუფმა, რომელიც არც ისე დიდ პატივს სცემდა ეკლესიას და სავსე იყო ენთუზიაზმით, კვლავ პოპულარული გახადა სერფინგი და ჩირაღდანი მატერიკზე გადასცა. ასე შეაღწია სერფინგმა ამერიკულ კულტურაში და დროთა განმავლობაში მუსიკაშიც კი წარმოშვა ახალი მიმდინარეობაა.
«ყველა სერფერია, ყველა - აშშ-ში...» – განაცხადა 1960-იანი წლების დასაწყისში პოპ-ჯგუფმა «Beach Boys» («სანაპიროს ბიჭები»), მას შემდეგ სერფინგის ხატ-სახე მყარად ჩაინერგა ჩვენს კულტურაში - და მსოფლიოს კულტურაშიც.
ჩვენს დროში მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობა ცხოვრებაში არასოდეს გასულა ფიცრით ზღვაში, დღეში რამდენიმე საათი ზის თავის კომპიუტერთან და «ვებ-სერფინგითაა» დაკავებული, გადადის რა ერთი ვებ-გვერდიდან მეორეზე.
ასოციაციები, რომლებსაც სიტყვა «სერფინგი» იწევს, გულისხმობენ ნატიფ ნაზავს პირადი ინიციატივისა იმ ძალებისადმი დანებებასთან, რომლებიც პერსონალურ კონტროლს არ ექვემდებარებიან: ტალღას თქვენ ირჩევთ, მაგრამ ამ ტალღის ენერგია ისეთი რამაა, რაც მიგაქანებთ. თქვენ იყენებთ ამ ძალას, რათა თქვენი კურსით იაროთ, მაგრამ თავად ენერგია თქვენი არაა.
ჩემთვის სერფინგი - ესაა ბრწყინვალე საშუალება ცხოვრების ტანტრისტული სტილის აღსაწერად. ჩვენ სამყაროს სასიცოცხლო ძალის ნაწილი ვართ და ასე დავცურავთ უსაზღვრო ენერგიის ოკეანის ტალღებში. თუკი გამოვაღვიძეთ ენერგიის ჩვენი საკუთარი წყაროები და შევეწყვეთ ჩვენს გარშემო მყოფ კოსმიურ ოკეანეს, მაშინ შეგვიძლია ვიცურაოთ ცხოვრებაში, როგორც სერფინგის ფიცარზე, სიხარულის ისეთივე შეგრძნებით, როგორიც აქვს ნებისმიერ სანაპიროს ბიჭს, რომლებიც ტალღების გახედვნას ცდილობენ ოაჰას ჩრდილოეთ სანაპიროზე.
რაიხი ამბიციური მეცნიერი იყო და ცდილობდა, რომ ამ ენერგიის ოკეანის სქემა შეექმნა. დაინტერესდა რა ადამიანის ნევროზების პირველ-მიზეზებით, რაიხი სექსუალობის შესწავლამდე მივიდა. ამ სამუშაომ, თავის მხრივ, უბიძგა, რომ თავად სიცოცხლის საბაზისო დინამიკაც გამოეკვლია. რაიხმა აღმოაჩინა, რომ ყველაფერ ცოცხალს პულსაცია სჭირდება.
ენერგიისთვის აუცილებელია დინება; უმოძრაოდ ის იყინება.
ხოლო რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმს, ენერგიის ჯანმრთელი, პულსირებადი ნაკადის გარეშე, ნებისმიერი აზრი სიცოცხლით ტკბობაზე და სიხარულზე მხოლოდ აზრად რჩება - ცარიელ კონცეფციად და ფანტაზიად.
სწორედ ამიტომ, რაიხის პრაქტიკა სასარგებლოა მომზადების სახით: იგი ხელს უწყობს ჯავშნის მოხსნას, რომელიც ხელს უშლის ენერგიის სხეულში დინებას, განსაკუთრებით მუცლისა და მენჯის მიდამოებში. ენერგიის ბლოკებისგან გათავისუფლების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ენერგიამ გაიღვიძა და გამოხატულ იქნა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი, იზეიმოთ და დატკბეთ. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ იცურაოთ ცხოვრების ტალღებზე. ახლა მართლა გრძნობთ, საით სურს ენერგიას დინება და იცით, როგორ მიჰყვეთ მას.
ტანტრა ასევე გვთავაზობს ადამიანის სხეულში ენერგეტიკული ნაკადების მოძრაობის რამდენიმე სქემას. თავდაპირველად ხალხს წარვუდგენ ხოლმე რაიხის მიერ შემოთავაზებულ ენერგიის მოძრაობის სქემას ბირთვსა და პერიფერიას შორის, რომელიც მეორე თავში განვიხილე, ასევე ცარიელი მილის ხატ-სახესთან, რომელიც ამ მოძრაობას უწყობს ხელს. ჩასუნთქვასთან და ამოსუნთქვასთან ერთად ენერგია ქმნის ძლიერ პულსაციას და ამყარებს შინაგანი და გარეგანი სამყაროს ერთიანობის შეგრძნებას, მიუხედავად მათი ცხადი ურთიერთწინააღმდეგობისა.
მეორე სქემა, რომელსაც ჩემს ტანტრისტულ პრაქტიკაში ვიყენებ, აღწერს ადამიანის ხერხემლის უნარს - გაატაროს ენერგია ვერტიკალზე. აქ ნაკადები ზემოთ და ქვემოთ მოძრაობენ და არა შიგნითკენ და გარეთკენ. ენერგეტიკული თვალსაზრისით ხერხემალი თავად მიწას აღწევს და გვამიწებს ამით მაშინ, როცა მეორე მხრივ, იგი ზეცისკენ მიმართავს ენერგიას. როცა ენერგია ხერხემლის გავლით ზემოთკენ მოძრაობს, როგორც ჩაკრალურ სუნთქვაში, ამ დროს შეგვიძლია ადვილად შევიდეთ კონტაქტში საკუთარი უსასრულობის განცდასთან და ნეტარების შეგრძნებასთან.
ენერგიის ვერტიკალური მოძრაობის სქემას ჩაკრების სისტემასთან და რაიხის კუნთოვან სეგმენტებთან მივყავარ, რადგანაც ისინი ყველანი დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან უმთავრესად ხერხემლის მეშვეობით. როცა ხერხემლის გავლით ენერგია ადის, ჩვენ განვიცდით ჩვენი ყოფიერების მრავალგანზომილებიან ბუნებას: ცხოველურიდან - ადამიანურისკენ - და ღვთაებრივისკენ. ჩვენ ვგებულობთ, როგორ შეიგრძნობა - ვინმესთან შეხვედრა - მესამე ჩაკრას მეშეობით, ენერგიაზე ცეკვას - მეორე ჩაკრას მეშვეობით და სიყვარულის გაცემასა და მიღებას - მეოთხე ჩაკრას მეშვეობით.
ჩაკრების რთულ სისტემაში იოლია ჩახლართვა, ამიტომ ჩემი მიდგომა მეტწილად ორიენტირებულია გამოცდილების მიღებაზე, ვიდრე მსჯელობებზე. ჩემს სესიებზე ჩვენ არ ვკარგავთ ბევრ დროს თეორიაზე. მე მინდა, რომ მონაწილეებმა გამოიყენონ სქემები, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორც კარგი საშუალებები ამინდის და ტალღების წასაკითხად სერფინგისთვის შესაფერისი ტალღებისთვის.
მაგალითად, ერთ-ერთი სქემა, რომელშიც მე-16-ე თავში ვსაუბრობდი, აღწერს ენერგიის ძირითად მოძრაობებს პოლარობებს შორის. ადამიანთან მიმართებაში ეს ნიშნავს მამაკაცსა და ქალს შორის მიზიდულობას. იმისთვის, რომ მონაწილეებმა ადვილად და სიამოვნებით შეიგრძნონ ქალურსა და მამაკაცურს შორის სხვაობის გემო, ვაცალკევებ მათ და ვთავაზობ, რომ ერთმანეთისთვის იცეკვონ.
ქალები მამაკაცების გარშემო დიდ წრეს ქმნიან, მამაკაცები კი თავისი წრის შიგნით ერთმანეთისადმი სახით და ქალების მიმართ ზურგით ბრუნდებიან. ამ დროს აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტების დამამიწებელ მუსიკას ვრთავ და ვთავაზობ მამაკაცებს, რომ ერთად იცეკვონ, დაეხმარონ ერთმანეთს მამაკაცური ენერგიის ძლიერი მუხტის შექმნაში. ეს პირველი ჩაკრის პრიმიტიული, ცხოველური ცეკვაა.
მას შემდეგ, რაც მამაკაცები შეუერთდნენ პირველყოფილობის შეგრძნებას, ენერგიის დონე კი გაიზარდა, ვთხოვ მათ, რომ შემობრუნდნენ და ქალებისთვის იცეკვონ. ქალები ნებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ შეიგრძნონ მამაკაცების მიერ გამოხატული ენერგია და მიიღონ იგი.
ზოგიერთი ქალისთვის ეს ცოტათი შემაშინებელია ხოლმე, მაგრამ მათ, ვინც კონტაქტშია საკუთარ მამაკაცურ ნაწილთან, შეუძლიათ გამოცოცხლდნენ და მამაკაცებთან ერთად მამაკაცური ცეკვა დაიწყონ. დანარჩენები ამ დროს იმით ტკბებიან, რომ მამაკაცურ ენერგიას ქალურად იღებენ.
როცა ბარაბნის ხმა ჩუმდება, მამაკაცები გარე წრეს აკეთებენ, ქალები კი შიგნით შედიან და ერთმანეთისთვის ცეკვავენ, ისე, რომ მამაკაცებს არ უყურებენ. ამჯერად აღმოსავლურ მუსიკას ვრთავ, მუცლის ცეკვის სტილსი, რომელიც ქალური ენერგიის თვისებას ასახავს: უფრო რბილს, დინებადს, შემპარავს, შესაძლოა უფრო დაფარულსაც, მგრძნობიარეს - მეორე ჩაკრასთან დაკავშირებულს.
მას შემდეგ, რაც ქალებმა შეიგრძნეს თავის თავში ეს ენერგია და ერთმანეთის დახმარებაც დაიწყეს მის შენარჩუნებაში, მე ვთავაზობ მათ, რომ მამაკაცებისკენ შებრუნდნენ და მათთან იცეკვონ, მომხიბვლელად ეთამაშონ თვალებით, ხელებით და სხეულით. მამააკაცები ნებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ მოხიბლულნი იყვნენ ამ იდუმალი ქალებით და უპასუხონ მათ.
ამგვარად, ქალებსაც და მამაკაცებსაც უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი გამოცდილებით იგრძნონ, რას ნიშნავს სინამდვილეში ენერგიების პოლარობა. ეს უბრალოდ იდეა არაა.
ესაა ცოცხალი, მსუნთქავი რეალობა, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენს ურთიერთობებზე.
იმ დროისთვის, როდესაც წინა თავში აღწერილ „სინათლის წრეს“ ვუახლოვდებით, მონაწილეებს უკვე შეუძლიათ, რომ გააერთოანონ ყველა სქემა და პრინციპი. ჩვენ ვიყენებთ სუნთქვას, ცარიელ მილს, ბირთვის და პერიფერიის ხატ-სახეს ენერგიის ნაკადის გაღრმავებისთვის. ვიყენებთ ჩაკრებისა და ხერხემლის სქემას, რათა შევქმნათ ენერგიის წრე პირველ და მეოთხე ენერგეტიკულ ცენტრებს შორის და ვუმატებთ ამას „მამაკაცური-ქალურის“ პოლარობას, რათა შევაერთოთ ორი სხეული ერთიან ენერგეტიკულ წრებრუნვად.
და კვლავაც, ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, - ესაა საკუთარი გამოცდილება. მე მინდა, რომ ადამიანებმა დაიბრუნონ თავიანთი ბუნებრივი ენერგია, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას კვებავს.
სწორედ ბუნებრივ ენერგიას ძალუძს აქციოს ცხოვრება უწყვეტ ცეკვად და ზეიმად - სამოთხედ სულიერი სერფერისთვის.
რამდენადაც მონაწილეები ამ მომენტისთვის უკვე უფრო მგრძნობიარენი არიან საკუთარი ენერგიისადმი და უფრო მეტად განწყობილნი არიან მისი იმპულსებისადმი, მე ვთავაზობ მათ მძლავრ სავარჯიშოს. ეს სავარჯიშო საშუალებას იძლევა მივიღოთ სერფინგის ღრმა გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ იგი გვიწვევს - მივყვეთ საკუთარი ენერგიის ნაკადს, სადაც არ უნდა წაგვიყვანოს მან და რამდენად სარისკოც არ უნდა იყოს. სავარჯიშოს ეწოდება „შვიდი სივრცე“ და აქცენტირებულია პოლარობებზე, რომლებსაც მეორე ჩაკრაში აღმოვაჩენთ: ერთიანობის და მარტოობის, სხვებთან შერწყმის და მათგან განცალკევების თემებზე. სწორედ მეორე ენერგეტიკული ცენტრი გვეუბნება, რა გვჭირდება, რომელ იმპულსს უნდა მივყვეთ, ადამიანებისკენ ვიმოძრაოთ, თუ პირიქით - მოვშორდეთ მათ. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ ერთიც გვჭირდება და მეორეც.
ჩვენ გვჭირდება სიახლოვის სითბო და კვება ზუსტად ისევე, როგორც ცალკე ყოფნა და სუფთა ჰაერის სუნთქვა.
მუცელთან დაკავშირებული ჩაკრის მუშაობის მექანიზმი ბავშვის დედასთან ყველაზე ადრეული კავშირის დროს ყალიბდება. ახალშობილს თითქმის მუდმივად სჭირდება დედასთან შერწყმა - საშვილოსნოში ეს შერწყმა 9 თვე გრძელდება. თუმცაღა, როცა წამოიზრდება და უფრო დამოუკიდებელი ხდება, იგი განზე დგება და საკუთარ კვლევებს იწყებს. ამასთან, ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, როცა იცის, რომ დედასთან კავშირი შენარჩუნებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია აღადგინოს.
ზრდასრულებისთვის ერთად ან ცალკე ყოფნის, შერწყმის და მარტოობის თემა სერიოზულ თემას წარმოადგენს სასიყვარულო ურთიერთობებში. ბევრისთვის ძალიან ძნელია სწორი ბალანსის პოვნა. ეს დილემა შესაძლოა განიცდებოდეს, როგორც სიცოცხლისთვის საშიში მოვლენა, რადგანაც ძალიან ღრმადაა დაკავშირებული ბავშვობის ადრეულ განცდებთან. თუ დედა მიატოვებს ბავშვს, იგი მოკვდება. ამიტომ ღრმად დამარხული პანიკის გრძნობა, რომელიც გადარჩენასთანაა დაკავშირებული, შეიძლება ძალიან ადვილად ჩაირთოს ვინმეზე დამოკიდებულ ზრდასრულს, როცა მისი საყვარელი ადამიანი სახლიდან მიდის - თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ღამე მეგობრების კომპანიაში გაატაროს.
ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის, რომ შერწყმაც და განცალკევებაც ერთნაირად მნიშვნელოვანია და რომ ეს ორი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს, როგორც ერთი მთლიანის ორი ნახევარი. ჩვენ კიდევ ვცდილობთ, რომ ან ერთი ავირჩიოთ, ან მეორე და მიდრეკილება გვაქვს ან დამოკიდებულობისკენ, ან ანტი-დამოკიდებულობისკენ. დამოკიდებულ ადამიანს სიახლოვე სურს თავის შეყვარებულთან, რადგანაც ასე უფრო საიმედოდ და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. იგი ცდილობს, რომ უარყოს, ან ჩაახშოს შეგრძნება, რომ შესვენების დრო მოვიდა. ანტი-დამოკიდებული ადამიანი საწინააღმდეგოს ირჩევს და ამჯობინებს, რომ მარტოობით იყოს უსაფრთხოდ და არ ჰქონდეს რაიმე ემოციური ბორკილები ან მიჯაჭვულობები. იგი ცდილობს, რომ ჩაახშოს მისწრაფება ინტიმურობისადმი და სიყვარულისადმი.
როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში პოლარობებს შორის დინამიური მოძრაობა ირღვევა და მეორე ჩაკრის ენერგია ჩერდება - ვერაფერი ვერ იმოძრავებს, როცა ერთ-ერთ პოლუსს მეორეზე მეტი უპირატესობა აქვს მინიჭებული. მხოლოდ მაშინ, როცა ორივე პოლუსი აქტიურია, მათ შორის შესაძლებელია მიედინებოდეს ენერგიის ძლიერი და ჯანმრთელი ნაკადი.
ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმარო ადამიანებს - ყური უგდონ თავიანთ მუცელს. ვცდილობ, ვასწავლო ის სიგნალები, რომლებიც ჩახშობილია მეორე ჩაკრაში და გააცნობიერონ, როდის მოდის ერთად ყოფნის დრო, და როდის - მარტო ყოფნის დრო.
მოსამზადებლად ჯგუფის მონაწილეებს ვარჯიშების სერიას ვაკეთებინებ, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ყურადღების ფოკუსირება მუცელზე მოხდეს. ჩვენ ვიყენებთ ოდნავ დაძაბულ პოზიციებს, რათა გამოვაღვიძოთ ენერგია და ამ მიდამოში მეტი ცნობიერება შევიტანოთ.
შემდეგ მონაწილეები ხანგრძლივ შესვენებაზე მიდიან, რომლის დროსაც ჩემი ასისტენტები ამზადებენ „შვიდ სივრცეს“. მომზადება გიჟურ ტემპში ხდება, რადგანაც 45 წუთში უნდა მოვახდინოთ ჩვეულებრივი ოთახის ტრანსფორმაცია მეორე ჩაკრას საოცრებათა სამყაროდ.
ჩვენი ამოცანაა - შევმნათ მუცლის ცენტრის ასპექტთა, ანუ მისწრაფებათა მაქსიმალური რაოდენობა. ყველაზე მეტად არსებითია მათ შორის ხაზი, რომელიც ოთახის შუაში გადის. იგი ბალიშებითაა შექმნილი და გამოყოფს ერთიანობის სივრცეს განმარტოების სივრცისგან.
ცეკვა და მოძრაობა - მეორე ჩაკრის არსებითი თვისებებია, და ამას ხაზს ვუსვამ იმით, რომ ოთახის შუაში დიდ საცეკვაო მოედანს ვაკეთებ. მთელი პროცესის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკას ვრთავ, რომელიც სხეულს ცეკვის მეშეობით თვითგამოხატვაში შეუწყობს ხელს.
როცა ადამიანები ერთად ცეკვავენ, ჩნდება ენერგიის ცოცხალი თამაში: ლტოლვა, თანდათანობითი დაახლოება, ფლირტი მუსიკის ქვეშ, რომელიც, შესაძლოა, მგრძნობელობად იქცეს...
ხაზი, რომელიც ოთახს ორ ძირითად სივრცედ - გაერთიანების და განმარტოების სივრცეებად ჰყოფს, ზუსტად საცეკვაო მოედნის შუაში გადის, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, რომ იოლად გადავიდნენ ერთი არედან მეორეში, თავისი განწყობის შესაბამისად. ზოგჯერ ადამიანი ისე ტკბება ცეკვით - მოძრაობით, სხეულის შეგრძნებით, რომ სხვასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ უჩნდება. ცეკვა იმდენად იტაცებს, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მარტოდ ყოფნა.
გაერთიანების მხარეს ჩვენ კიდევ სამ სივრცეს ვაკეთებთ. პირველი - „ტუსოვკის“ ტერიტორია, ბევრი მატრასით და ბალიშით, რომლებზეც შესაძლებელია დაჯდომა ან წამოწოლა, მათ შორის მეგობრულად ჩახუტებულ მდგომარეობაშიც.
შემდეგი სივრცე განკუთვნილია იმისთვის, რომ ერთად ითამაშონ უმანკო ბავშვური თამაშები. მისი იდეა ეფუძნება ოშოს მიერ შექმნილ მედიტაციურ ტექნიკას - „ხელახლა დაბადებას“, რომელშიც იგი გვთავაზობს, რომ ბავშვობა ხელახლა განვიცადოთ, მაგრამ ამჯერად - ოდესღაც აკრძალული რაღაცეებით დავტკბეთ: ხმაურით, იატაკზე გორაობით, ბალიშების სროლით და ა.შ. ეს არაა სივრცე ბავშვობის ტრამვების კვლევისთვის. ესაა სათამაშო სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეეებს - დაახლოვდნენ და არ შეიზღუდონ თავი ზრდასრულის როლებით, მაგალითად სავალდებულო საუბრებით. აქ ღიაა შესაძლებლობა ფიზიკური, მაგრამ არა სექსუალური სიახლოვისთვის - ერთად გორაობა, ერთმანეთის ღიტინი და ა.შ.
„ხელახლა დაბადების“ სივრცე „ტუსოვკის“ სივრცეს ჰგავს. ისიც ასევე მატრასებისგან და ბალიშებისგან იქმნება, მაგრამ დამატებითი ელემენტებით - მსგავსად საჰაერო ბუშტების და სათამაშო დათუნიებისა.
კიდევ ერთი სივრცე გაერთიანების მხარეს - ესაა „ტანტრას ტაძარი“, რომელსაც სხვა სივრცეებისგან გრძელი ქსოვილებით და ვარდისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და ფერფლისფერი შიფონით გამოვყოფთ. შიგნით ბევრ მატრასს ვალაგებთ, რათა რბილი იატაკი გამოვიდეს და აქეთ-იქეთ ვყრით გულის ფორმის წითელ ბალიშებს. ესაა ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, თუკი მკაფიოდ შეიგრძნობენ მგრძნობიარობას ან სექსუალობას, თუკი სხვა ზონებში ვინმე განსაკუთრებულს შეხვდნენ, ვისთანაც ღრმა ჩახუტებით შერწყმა სურთ.
ცენტრალური ხაზის მეორე მხარეს, განმარტოების სივრცეში, ჩვენ ვქმნით „მარტოდ ყოფნის“ არეს, სადაც ადამიანს შეუძლია მოდუნდეს და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩეს. მეზობლად იმყოფება „ჰიმალაის გამოქვაბული“ - დახურული ზონა, რომელიც შექმნილია ტანტრას ტაძრის მსგავსად, მაგრამ აქ გამოყენებულია ცივი ფერები, მაგალითად, მწვანე და ცისფერი და მომარაგებულია მხოლოდ სამედიტაციო ბალიშებით. აქ ადამიანებს შეუძლიათ მდუმარედ ისხდნენ და იმედიტირონ ღრმა განმარტოების სივრცეში, დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილად.
ემოციები მუცლის ცენტრს ეკუთვნიან და ადამიანები ხშირად გრძნობენ ბრაზს ან მოწოლილ ცრემლებს, გამოწვეულს ან სხვებთან ყოფნით, ან განმარტოებით. მათთვის იქმნება „ჯიბერიშის“ სპეციალური კუთხე - მცირე სივრცე, მოწყობილი მატრასების სქელი ფენით და დიდი სქელი ფარდით შესასვლელში. აქ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, იღრიალონ და იტირონ. ეს შესანიშნავი ადგილია ორთქლის გამოსაშვებად.
მას შემდეგ, რაც ოთახი მომზადდა და ყველა დაბრუნდა შესვენების შემდეგ, მე ვთავაზობ მონაწილეებს სავარჯიშოს - „შვიდი სივრცე“. შემდგომი ორი საათის განმავლობაში ურთიერთობაში არავინ არ უნდა გამოიყენოს სიტყვები - არანაირი საუბარი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ხმის გამოცემა. მონაწილეებს ვთავაზობ, რომ დროის ყოველ მომენტში უსმინონ თავიანთ მუცელს, ყური უგდონ თავის მოთხოვნილებებს და ეძებონ, ოთახის რომელ ნაწილში დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნილებები ყველაზე კარგად. პრინციპში, მუცელი თავისით გვექაჩება ერთი ადგილიდან მეორესკენ და ჩვენც მივყვებით მას შეზღუდვისა და გათვლების გარეშე. მე ხაზს ვუსვამ, რომ აქ საქმეა არა გარკვეულ განცდაში და არა იმაში, რომ მივიდეთ რაიმე ფიქსირებულ წარმოდგენამდე საკუთარი თავის შესახებ, თუ - „რომელ ტიპს განვეკუთვნები“.
ენერგია ყოველთვის მოძრაობს. მისი ბუნება ცვალებადი და დინებადია, ამიტომ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ გამუდმებით მივმართოთ მუცელს, ყური ვუგდოთ მის იმპულსებს და ვკითხოთ: „რა მინდა ახლა? მინდა თუ არა ამ ადამიანთან ყოფნა? მინდა თუ არა სადმე სხვაგან ყოფნა? იცვლება თუ არა ენერგია? კარგად ვარ თუ არა?“
ეს სავარჯიშო უზარმაზარ თავისუფლებას იძლევა და საშუალებას აძლევს ადამიანებს, იყვნენ სრულიად სპონტანურები და მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულები, აკეთონ ისეთი რამეები, რაზე გაფიქრებაც კი ძნელია ნორმალური სოციალური ურთიერთობებისას. მაგალითად, ვინმესთან ცეკვავთ ან ერთად წევხართ სადმე ტუსოვკაზე, საზოგადოებრივ სივრცეში და მოულოდნელად, გიჩნდებათ გრძნობა: „მე არ მინდა აქ ყოფნა. დროა წავიდე“.
ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი გრძნობების გაჩენისას თქვენ ეჯახებით ყველაზე მრავალფეროვან სირთულეებს: „როგორ ვეტყვი ამის შესახებ ამ ადამიანს? როგორ დავტოვებ ჩემს უფროსს, ბოიფრენდს ან ძმას შუა წვეულების დროს? რას იფიქრებს ჩემზე? რა ემოციური დანალექი დარჩება ამის შემდეგ?“
ყველაზე ხშირად მუცლიდან წამოსული მსგავსი იმპულსის ჩახშობა ჰარმონიის შენარჩუნების მიზნით გვიხდება ხოლმე. მაგრამ ვარჯიშების დროს სოციალური შეზღუდვები მოხსნილია. აქ ერთადერთი წესი არჩევანის თავისუფლებაა.
მე არ ვამტკიცებ, რომ „შვიდი სივრცე“ - სიციალური შეზღუდვების პრობლემის მოხსნის საშუალებაა და არ გთავაზობთ, რომ ასე მოიქცეთ ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში. თუმცაღა, ჩემი გამოცდილება მოწმობს, რომ ჩვენი ჩვევა - იგნორირება გავუკეთოთ მეორე ჩაკრას და უპირატესობა მივანიჭოთ თავაზიანობას, პროტოკოლს ან ეთიკას, მეტისმეტად ძლიერია.
ჩვენ გვჭირდება დიდი აფეთქება იმისთვის, რომ გადავაგდოთ ყველა ეს „საჭიროა“ და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ვუგდოთ ყური ჩვენს რეალურ მოთხოვნილებებს.
ვრწმუნდები რა იმაში, რომ სავარჯიშო ყველასთვის გასაგებია, მე ვრთავ მუსიკას და ვიწვევ მონაწილეებს, რომ დაიწყონ.
ბევრი მაშინვე „ხელახლა დაბადების“ სივრცეში მიდის, რომ ითამაშოს. ინტუიცია ეუბნება მათ, რომ ეს კარგი საშუალებაა მოდუნებისთვის, ენერგიის ამოძრავებისთვის და სპონტანურობასთან შეერთებისთვის. სხვები „ტუსოვკის“ ზონაში მიდიან, მყუდროდ სხდებიან ან წვებიან ვინმე ნაცნობთან ერთად. კიდევ ერთი ჯგუფი ტრანსული მუსიკის ქვეშ ცეკვავს.
რატომღაც, მამაკაცები პრაქტიკის ადრეულ სტადიაზე ქალებზე მეტად ირჩევს განმარტოებას. ოთხი ან ხუთი მათგანი გადაკვეთს ხოლმე ხაზს, რათა საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ.
„ტანტრას ტაძარი“ ცარიელია და როგორც წესი რაღაც პერიოდი ასეც რჩება ხოლმე. აზრი ინტიმური ფიზიკური შეხვედრის შესახებ თუმც კი მიმზიდველია, მაგრამ როგორც წესი - შემაშინებელიც. სექსუალური სიახლოვე მიმზიდველია, მაგრამ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მუცელი რაღაც უფრო მსუბუქს და საღლაბუცოს ითხოვს.
ხშირად ჩვენი გამუდმებული „შეპყრობილობა“ სექსით უფრო გონებიდან მომდინარეობს, ვიდრე ნამდვილი ენერგეტიკული წყაროდან.
როცა ადამიანები ყურს უგდებენ მეორე ჩაკრას, ხშირად აცნობიერებენ, რომ ცეკვა, თამაში ან ჩახუტება სურთ. მაგრამ ტაძარი მაინც არ დარჩება ცარიელი მთელი ამ ორი საათის განმავლობაში. ადამიანებს დრო ჭირდებათ გახურებისთვის, შემდეგ კი რამდენიმე წყვილი აქაც შევა თავიანთი ენერგიის ამ ასპექტის გამოსაკვლევად.
პრაქტიკის უმეტეს ნაწილში მე აქცენტირებული ვარ მუსიკაზე, განწყობილი ვარ ჯგუფის საერთო ატმოსფეროზე და სწორი ტემპითა და რიტმით წარვმართავ მას. ძალიან სამწუხაროა, რომ შვიდ სივრცეში ერთი მუსიკა ისმის, რადგან მუსიკა უცილობლად ახდენს გავლენას მონაწილეთა განწყობაზე. მე ვამჯობინებდი, რომ ყოველ სივრცეში თავისი მუსიკა იყოს - მათ შორის აბსოლუტური სიჩუმე „ჰიმალაის გამოქვაბულში“.
ენერგიის მოძრავი და ცოცხალი მდგომარეობა რომ შევინარჩუნო, უპირატესად საცეკვაო მუსიკას ვიყენებ და დროდადრო მშვიდ მედიტატიურ მელოდიებსაც ჩავრთავ ხოლმე მათში, საერთო განწყობის შესაბამისად. დანარჩენი დროის განმავლობაში მონაწილეებს ვუყურებ, თვალყურს ვადევნებ მოძრაობის ნაკადს ოთახში, ვაკვირდები დინამიკას, რომელიც აერთიანებს და აცალკევებს ადამიანებს.
მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც 20 წელზე ცოტა მეტის იყო, გამოიმუშავა ასეთი შაბლონი: იგი ცეკვავდა საზოგადოებრივ ზონაში და რამდენიმე მამაკაცის ყურადღებას იპყრობდა, შემდეგ კი ცენტრალურ ხაზს გადაკვეთდა და მარტოდ ცეკვის სივრცეში შედიოდა ხოლმე. მე ვხედავდი, რომ ეს მისი მეთოდია - დარჩეს საკუთარ ცენტრში და არ დაკარგოს თავი ფლირტისა და ურთიერთობების თამაშში. იგი თამაშობს ამ სოციალურ თამაშს ისე, როგორც სურს და არავის აძლევს უფლებას, რომ თავისი პირადი სივრცე დაურღვიოს.
გერმანელი მამაკაცი, დაახლოებით 35 წლის, ბევრ დროს და ენერგიას უთმობს სოციალურ ზონებს, შემდეგ კი თანდათანობით უფრო და უფრო დიდხანს ყოვნდება ოთახის „განმარტოების“ ნახევარში. მოგვიანებით მან მომიყვა, რომ ამ ჯგუფში სექსის შესახებ ფიქრებით მოვიდა, მაგრამ საკუთარ თავში აღმოაჩინა უფრო ძლიერი სურვილი - მეტი დრო გაატაროს საკუთარ თავთან. იგი საკუთარ თავზე ფიგრობდა, როგორც ჯოგურ ცხოველზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო ღრმა დონეზე იგი მედიტაციისკენ მიისწრაფვოდა.
მე ვხედავ იმასაც, თუ როგორ მიდიან ადამიანები „მარტო ყოფნის“ ზონაში, რათა იქ გაბრაზდნენ და ორთქლი გამოუშვან. უდავოა, რომ ეს მარტო ყოფნის ერთ-ერთი ასპექტია, მაგრამ გულს მიჩუყებს ხოლმე იმის დანახვა, თუ როგორი სევდით ადევნებს ზოგიერთი მათგანი თვალს საერთო ტერიტორიას. ამ მონაწილეებს სურთ ურთიერთობა, მაგრამ მეტისმეტად დათრგუნულნი არიან არასრულფასოვნების კომპლექსებით ან შოკით. შესაძლოა რომელიმე მათგანი ცდილობდა ურთიერთობის წამოწყებას, მაგრამ იგნორირება ან უარყოფა მიიღო პასუხად და ახლა აქ დაბრუნდა, რათა ჭრილობები „აილოკოს“.
უარყოფა არასოდესაა სასიამოვნო ან სასურველი, მაგრამ შესაძლოა ისიც ღირებული გამოცდილება აღმოჩნდეს.
ხელოვნურ სიტუაციაში თავის უარყოფილად შეგრძნება არ ტოვებს ისეთ ძლიერ ზეგავლენას, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არაა ის შემთხვევა, თითქოს ანკორეჯში პოლარული ზამთრის დროს თქვენმა ნაცნობმა ერთადერთმა ქალმა ალიასკაზე ახლახანს „არა“ გითხრათ.
აქ ადამიანებს მეტი სივრცე აქვთ გაცნობიერებისთვი, და მათ შეუძლიათ ჰკითხონ საკუთარ თავს: „ამ ქალისადმი მიზიდულობა მუცლიდან მოდიოდა, თუ ეს თავიდან მოსული იმპულსი იყო, იქნებ ეს ჩემი ჩვეული წარმოდგენაა იმაზე, თუ ვინაა ჩემთვის მიმზიდველი?“
ეს ორი საათი მშვენიერი დროა უსაფრთხო გარემოცვაში ექსპერიმენტების ჩასატარებლად: შესაძლებელია გამოვიკვლიოთ ყოველი შემთხვევა, ყოველი მოძრაობა. ეს ერთგვარი თამაშია, ან პიესა, რომელშიც მრავალ პერსონაჟთან ურთიერთქმედებაა შესაძლებელი.
არის სახალისო მომენტებიც. ერთი მამაკაცი, რომელმაც დროის უმეტესი ნაწილი „ჰიმალაის გამოქვაბულში“ გაატარა, მოულოდნელად ადგა, ოთახი გაირბინა და ყვირილით და ტირილით მივარდა „ჯიბერიშის კუთხეს“. შემდეგ რამდენიმე წუთში იგი ცენტრალური ხაზის მიღმა საერთო ზონისკენ გასწია და ენთუზიაზმით ცეკვავს რამდენიმე ქალის კომპანიაში.
აქ არ არსებობს გრძელვადიანი შედეგები, ამიტომ ადამიანები გრძნობენ ექსპერიმენტების ჩატარების თავისუფლებას ყოყმანის ან წინასწარი გათვლების გარეშე. ეს შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ ადვილად შეხვდნენ ერთმანეთს, ინტენსიურად იურთიერთონ, გამოავლინონ ინიციატივა, გარისკონ იმით, რომ უარყოფილნი იქნებიან, შეიგრძნონ თავი მიღებულად, იმოქმედონ გონების გვერდის ავლით, მოუსმინონ საკუთარ ენერგიას და ნება მისცენ სპონტანურობას, რომელიც უმეტესობა ჩვენგანს ასე ძლიერ აქვს დაბლოკილი. რა თქმა უნდა, გონება ამ პროცესში შესაძლოა მეტისმეტად გააქტიურდეს და განსაჯოს თითოეული სიტუაცია: „აი, რას აკეთებ აქ, „ხელახლა დაბადების“ სივრცეში, რას თამაშობ და იცინი პატარა ბავშვივით? შენ ახლახანს უარგყვეს, შენ მარტოსული და უბედური უნდა იყო“. მაგრამ თავისუფლად დინებად სიტუაციაში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ მონაწილეებს დრო არ აქვთ კონკრეტულ მოვლენებზე შესაჩერებლად.
ვაკვირდები რა „შვიდი სივრცის“ დინამიკას, მე ვხედავ ცალკეული მონაწილეების განცდებს და ამასთან ერთად ვხედავ კოლექტიურ ორგანიზმს, რომლის შექმნაშიც თავისი მოძრაობით ყველა მონაწილეობს. პრაქტიკაში ჩაღრმავებასთან ერთად, როცა ენერგია ოთახში უფრო ინტენსიური ხდება, ყველა მონაწილე რაღაცნაირად შთანთქმული ხდება მეორე ჩაკრის ოკეანური თვისებით. საკუთარ თავზე კონცენტრირებულნიც კი, ისინი ჰარმონიულ ცეკვას ქმნიან, მსგავსად იმისა, როგორც ცეკვავენ წყალმცენარეების ცალკეული ბუჩქები წყლის ნაკადის მოძრაობის შედეგად.
მონაწილეები თავიანთი მუცლის იმპულსის კარნახით გადაადგილდებიან სხვადასხვა სივრცეებში. მოძრაობენ აქეთ-იქით, თითქოს წყლის მიქცევ-მოქცევის პულსაციებს ემორჩილებიან. მე ამაში კოსმიური ოკეანის სიცოცხლის გამოხატულებას ვხედავ. მონაწილეთა ძალისხმევა ზოგჯერ შესაძლოა მოუხეშავი იყოს, მაგრამ ადამიანები ოთახში მოძრავი ენერგიის ტალღებზე მაინც კარგად სწავლობენ სერფინგს. ზოგიერთი „სერფერი“ ძალიან გრაციოზულია თავის მოძრაობაში და შეწყობილია ტალღებთან. სხვებს ტალღები ფიცრებიდან აგდებს, მაგრამ ეს დროებითი ვარდნაა და მალე მონაწილეები კვლავ ადიან თავიანთ სერფებზე მომდევნო ტალღის მოლოდინში.
ორი საათი ძალიან მალე გადის და „შვიდი სივრცის“ დასასრულს მე ვთავაზობ მონაწილეებს, გამოხატონ ყველაფერი, რაც მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის გაგების თვალსაზრისით.
პასუხები ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთი, მსგავსად იმ მამაკაცისა, რომელზეც მოვყევი, აცნობიერებენ, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდნენ სხვებთან ჩვეულ ურთიერთობაში, მაშინ, როცა სინამდვილეში საკუთარ თავთან ყოფნა სურთ. სხვებისთვის პირიქითაა: მათ იზოლირება გაუკეთეს თავიანთ თავს შიშის გამო, ახლა კი უფრო მეტად ადამიანებთან ურთიერთობა სურთ.
ბევრი ამბობს, რომ უფრო ცოცხლად და მჩქეფარედ გრძნობს თავს, უფრო მეტადაა კონტაქტში თავის ენერგიასთან და ამავდროულად - უფრო მოდუნებულია და ცენტრირებულია საკუთარ თავში.
ვუსმენ რა მონაწილეებს, მე ვრწმუნდები იმაში, რომ ადამიანები იმას იღებენ, რაც სჭირდებათ და რაც მათთვის ყველაზე სწორია იმ მომენტში. მე არასოდეს მიჩნდება გრძნობა, რომ ადამიანებმა არსი გაუშვეს ხელიდან. ყოველ ჯგუფში იმდენი სხვადასხვა განცდა ტრიალებს, რომ ყოველი მონაწილე უცილობლად აღმოჩნდება ხოლმე „შეძრული“ - რაღაც ენერგია მოძრაობას იწყებს, რაღაც გაგება ღრმავდება.
თუ ადამიანები საკმარისად გონიერები არიან, ისინი შეინარჩუნებენ მათში მიმდინარე ცვლილებებს და არ მისცემენ საშუალებას ძველ ჩვევებს, რომ კვლავ შეაღწიონ მათში და ჩააქრონ სიცოცხლის კვლავ გაღვივებული ცეცხლი.
არსობრივად, ჩემი მუშაობა მიმართულია იმაზე, რომ ცხოვრებას ვუთხრათ „კი!“. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს „კი“ უთხრათ ენერგიას და სწორედ ამიტომ ვაფასებ ასე ოშოს, რაიხს და ტანტრას. მათი მეთოდები გვეხმარებიან, რომ ჩავწვდეთ ცოცხლად ყოფნის და ზეიმის ხელოვნებას.
როცა ენერგია ჩვენს შიგნით მიედინება და პულსირებს სამყაროს რიტმში, ჩვენ მაშინვე ვიწყებთ შეგრძნებას, რომ სახლში ვართ, ჰარმონიაში ვართ ბუნებასთან და თანხმობაში ყოფიერებასთან.
ჩვენ ცოცხლები ვართ ... და ბედნიერები და მადლიერები ვართ ამ შეგრძნებისთვის