ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 12 ფესვებთან – მენჯის სეგმენტის გათავისუფლება

 

თავი 12 ფესვებთან – მენჯის სეგმენტის გათავისუფლება

 

დასავლურ საზოგადოებასთან მიმართებაში ფროიდი თავისი დროის გენიოსი-რევოლუციონერი იყო, რომელმაც სექსის ტაბუირებულ თემას კარი გაუხსნა. მან აღმოაჩინა და საჯაროდ განაცხადა, რომ სასიცოცხლო იმპულსი თავისი ბუნებით სექსუალურია და რომ სწორედ ამ ბუნებრივი იმპულსის დარღვევა ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში უდევს საფუძვლად ადამიანის ტანჯვას და ნევროზებს.

 

ასეთი ნოვატორული გარღვევის შემდეგ შეგვეძლო მოლოდინი გვქონოდა, რომ ფროიდის შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა - კაცობრიობის გამოყვანა ტანჯვიდან უფრო ბედნიერ, უკეთეს სამყაროში, რომელშიც სხეულებრივი ტკბობა და სექსუალური რეალიზაცია თავის კანონიერ ადგილს დაიკავებდნენ.

 

მაგრამ ფროიდმა სრულიად საპირისპირო გააკეთა: მან ტანჯვის მდგომარეობა გარდაუვალად გამოაცხადა. იგი თვლიდა, რომ ცივილიზებული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანური სექსუალობა დამორჩილებული და დათრგუნული იყოს. ნებისმიერი საზოგადოება, სადაც დაშვებულია თავისუფალი, თავშეუკავებელი ტკბობა სექსით, მისი აზრით განწირულია დაშლისთვის და ქაოსისთვის.

 

სწორედ ამ მიზეზით ფროიდის პიროვნება საფიქრალს მიჩენს. ჩემი აზრით, იგი ჰგავს თავის საქმის ერთგულ არქეოლოგს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებში მეფე სოლომონის სამარხებს და იქ დამარხულ ლეგენდარულ სიმდიდრეს ეძებდა. მაგრამ როცა აღმოაჩინა ეს სამარხები, სასწრაფოდ მიწით ჩამარხა შესასვლელი და განაცხადა, რომ იქ არავინ არ უნდა შევიდეს ზღაპრული საგანძურით ბედნიერების მისაღებად, რადგანაც ეს ძალიან სახიფათოა.

 

ჩემს მიერ გამოყენებული გამოთქვა „ზღაპრული საგანძური“ განეკუთვნება არა უბრალოდ სექსუალურ აქტს, არამედ თავად სექსუალურ ენერგიას და მის პოტენციალს - ხელი შეუწყოს ადამიანის განვითარებას მრავალ განზომილებაში, მათ შორის სულიერში.

 

ამ წიგნის შემდეგ ნაწილში ჩვენ დავინახავთ, რომ სექსუალური ენერგია უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობს. თუმცაღა ფროიდი, გადადგა რა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გაჩერდა და განაცხადა, რომ ერთადერთი შესაძლო ვარიანტია - დავეხმაროთ ადამიანებს, ადაპტირდნენ სექსუალური დათრგუნვის „ნორმალურ“ მდგომარეობასთან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. ფსიქოანალიზის  მისი ახალი მეცნიერების ფუნქცია სწორედ ამაში მდგომარეობდა.

 

რაიხმა უარყო თავისი მასწავლებლის ეს მოსაზრება. იმ დროს, როცა ფროიდი სექსუალურ დათრგუნვას ცივილიზაციის არსებობის აუცილებელ პირობად თვლიდა, რაიხი ამტკიცებდა, რომ სექსუალური ენერგიის ასეთი დათრგუნვა უშლის ხელს ნამდვილი ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც ადამიანები შეძლებენ ნევროზისგან გათავისუფლებას და ბუნებრივი ბედნიერებით ტკბობას.

 

მისი იდეების დამადასტურებელი ფაქტების ძიებისას, რაიხმა აღმოაჩინა გერმანელი ანთროპოლოგის - ბრონისლავ მალინოვსკის ნაშრომი, რომელიც 1920-იან წლებში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა მატრიარქალურ ტომებს წყნარი ოკეანის ტრობრიანის კუნძულებზე. ამ სამუშაოს საფუძველზე, რომელმაც მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რაიხმა დაწერა წიგნი - «იძულებითი სექსუალური მორალის შემოჭრა», სადაც ტრობრიანულ და ევროპულ კულტურებს ერთმანეთს ადარებდა.

 

იგი აღნიშნავდა, რომ ტრობრიანელ ბავშვებს არ ზღუდავენ სექსთან მიმართებაში თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. მათ შეუძლიათ გამოიკვლიონ ერთმანეთის გენიტალიები და რამდენიც გაეხარდებათ დატკბნენ სექსუალური თამაშებით. მშობლები და სხვა ზრდასრულები ამ ადრეულ სექსუალურ თავგადასავლებს ბუნებრივად თვლიან, არ ერევიან მათში და ბავშვების მიმართ თანადგომისა და გაგების საერთო პოზიციას იკავებენ.

 

მოზარდებს უფრო ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობები უყალიბდებათ, რომლებიც არ მყარდება და არ იმართება მშობლების ჩარევით. ყოველ სოფელშია „თავისუფალთა“ სახლები, რომლებშიც ახალგაზრდა წყვილებს იმდენ ხანს შეუძლიათ ერთად ცხოვრება, რამდენ ხანსაც მათი რომანი გრძელდება. ეს კავშირები აუცილებლად მონოგამიური არაა და პირადი თავისუფლებისა და ექსპერიმენტების საერთო ატმოსფეროში არსებობს. ზოგჯერ მოზარდთა ჯგუფები მეზობელ სოფლებში მიდიან „საღამოებზე“, სადაც სექსუალური კონტაქტები მყარდება.

 

რაიხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო არა ის, რომ ტრობიანულ საზოგადოებაში ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი სექსუალობის კვლევა - ეს, მისი სიტყვებით, დასავლურ კულტურაშიც ხდება, განსაკუთრებით ღარიბთა კლასებში. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც პირად ბედნიერებაზე ახდენს გავლენას, ესაა დამოკიდებულება ასეთი კვლევისადმი.

 

ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ მორალი, რომელიც სექსს გაკიცხავდა, არ გააჩნიათ დანაშაულის გრძნობა, არ გააჩნიათ წარმოდგენა, რომ სექსუალობის კვლევა - ეს რაღაც ბინძური და დასამალია. არ გააჩნიათ დამასახიჩრებელი და დამამცირებელი დამოკიდებულება ინტიმური ცხოვრებისადმი. შედეგად, სასქესო ორგანოების გარშემო არ იქმნება ჯავშანი და არ ირღვევა სექსუალური ენერგიის ბუნებრივი ნაკადი. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ დატკბნენ სრულიად დამაკმაყოფილებელი სექსუალური ჩახუტებებით, იმ დროს, როცა დასავლურ საზოგადოებაში პარტნიორები სასქესო ორგანოების ზონაში ქრონიკული დაძაბულობის გამო შემდგარი სექსუალური აქტის დროსაც კი ვერ იღებენ დაკმაყოფილებას.

 

ეყრდნობოდა რა თავის კლინიკურ კვლევებს, რაიხი მივიდა დასკვნამდე, რომ თითქმის ყველა ქალს და ნახევარზე მეტ მამაკაცს დასავლურ საზოგადოებაში აღენიშნება სექსუალური დარღვევა და ნამდვილი სექსუალური ტკბობის მიღების უუნარობა. ეს ხდება დათრგუნვისა და გენიტალების მიდამოში ჯავშნის არსებობის გამო.

 

რაც შეეხება ფროიდის განცხადებას იმის შესახებ, რომ სექსუალური ყველაფრის დაშვებულობა ნგრევამდე მიიყვანს საზოგადოებას, რაიხი აღნიშნავდა, რომ თუმცა ტრობიანული ცივილიზაცია მეწარმეობის მხრივ ისე განვითარებული არაა, როგორც ევროპა ან ამერიკა, იგი სტაბილურია, რთულად-ორგანიზებულია და გაცილებით უფრო წარმატებულია მყარ კულტურულ ფასეულობებში. კერძოდ, მასში არ არის ნევროზები, ტანჯვები, ვუაერიზმი, გაუპატიურება, პორნოგრაფია. არ არის ფეტიშიზმი, ექსჰიბიციონიზმი და მასტრუბაციაც კი. არ არის თვითმკვლელობის შემთხვევები მოზარდებში, არ არის პროსტიტუცია და საროსკიპოები.

 

ტრობიანული კულტურის სტაბილურობას რაიხი იმის მტკიცებულებად თვლიდა, რომ საზოგადოება არ მიდის ქაოსისკენ, თუ მასში ნებადართულია და ხელშეწყობილია სექსუალური ინსტინქტების გამოვლინება და რომ მორალური კონტროლი და სექსის გაკიცხვა არ წარმოადგენს აუცილებლობას ცივილიზაციის არსებობისთვის. სხვა მკვლევარები, ალბათ საკმარისად ჩათვლიდნენ ამას და გაჩერდებოდნენ ამაზე, მაგრამ რაიხი უფრო შორს წავიდა: თუ სექსის უარყოფა არ წარმოადგენს აუცილებლობას ცივილიზებული ქცევისთვის, მაშინ რატომ უჭერს მხარს თანამედროვე საზოგადოება ასე მიზანმიმართულად სექსუალურ აკრძალვებსა და დათრგუნვას?

 

ამის პასუხი მან იგივე ტრობიანულ კულტურაში აღმოაჩინა, ქცევის იმ შესამჩნევ ცვლილებებში, რომლებიც ქორწინების შემდეგ ხდებოდა. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება სხვა მორალი, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად სექსუალურ ერთგულებასთან, რამდენადაც გარეგნულ წეს-ჩვეულებებთან. საზოგადოების მხრიდან ცოლ-ქმარზე, და განსაკუთრებუთ ცოლზე, ხდება ძლიერი ზეწოლა, რომელიც აიძულებს მას, რომ მიჰყვეს ქცევის ნორმებს და უკრძალავს წყვილს ერთმანეთისადმი სიყვარულის ნებისმიერ საჯარო გამოვლინებას. მსგავსი ცვლილების მიზეზი, როგორც რაიხმა აღმოაჩინა, მამაკაცის ეკონომიკურ ინტერესებში დევს, რომელსაც ცოლის ოჯახი მთელ ცხოვრებაზე გათვლილ საქორწინო ძღვენს ჩუქნის, რაც მდგომარეობს ყოველდღიურ მომარაგებას ხილით და ბოსტნეულით, რადგანაც ტრობიანელები ძირითადად სოფლის მეეურნეობით არიან დაკავებულნი.

 

ამგვარად, რაიხმა აჩვენა, რომ იძულება, რომელიც განპირობებულია ქორწინებითა და მორალით, ხელსაყრელია სოციალური სტრუქტურებისთვის, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ. იგი განაპირობებს მატრიარქატულიდან პატრიარქატულ მოდელზე გადასვლას, რომელიც უკვე რამდენიმე ათასი წელია ბატონობს დასავლურ კულტურაში.

 

სხვა სიტყვებით, სექსუალური მორალი ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.  

 

ქალი წესისამებრ უნდა მოიქცეს, რადგანაც იგი ორ ოჯახს შორის რთული სავაჭრო შეთანხმების ნაწილია, რომელიც საზოგადოების მდიდარ და ძლევამოსილ წევრებს აწყობთ, ჩვეულებრივ - ბელადისა და ტომის სხვა ავტორიტეტული მამრების კლანს. რაიხი ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. ანთროპოლოგები და ისტორიკოსები მთლიანობაში თანხმდებიან, რომ მორალი და მონოგამია კერძო საკუთრების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა.

 

რაიხი ასევე ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ახალი, ავტორიტარული მოდელის განვითარებასთან და დომინირებასთან ერთად სექსუალური შეზღუდვები ბავშვობასა და ყმაწვილობაში აუცილებელი ხდებოდა ქორწინების ინსტიტუტის შენარჩუნებისთვის, რადგანაც როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, რომლებიც მანამდე თავისუფლად ტკბებოდნენ სექსით, გაცილებით ნაკლებ მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ ქორწინებაში ერთგულების შენარჩუნებისადმი.

 

ამგვარად, სექსუალური დათრგუნვა წებო გახდა, რომელიც გარკვეული ტიპის საზოგადოებას ადუღაბებდა. იგი ემსახურება მმართველი კლანის მესაკუთრეობრივ ინტერესებს, ანუ იმ კლასის, რომელიც ცდილობს აკონტროლოს საკუთრების განაწილება და სოციალური იერარქიის მწვერვალზე დარჩეს.

 

სექსუალობის გაკიცხვით მოიგო რელიგიამაც, რადგანაც ტანჯული და ნევროზული ადამიანების მომავალი ხსნით დამშვიდება უფრო ადვილია.

 

ასე გაჩნდა დაუწერელი შეთანხმება რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელმაც შექმნეს ხალხის ურთიერთ-სასარგებლო მართვისა და მანიპულაციის სისტემა.

 

ამ ყველაფრის შედეგს ჩვენი დღევანდელი წეს-ჩვეულებების ტერმინებში წარმადგენს ის, რომ ორი ადამიანი, რომელთა გენიტალიებიც ჯავშნითაა შემოფარგლული, მთელი ცხოვრებით დებენ მონოგამიური ქორწინების კონტრაქტს სექსუალური რეალიზაციის ან პიროვნული ბედნიერების რაიმე იმედის გარეშე.

 

რაიხის მიერ წარმოებულ აქტიურ კომპანიებს ადამიანების სექსუალური დათრგუნვისგან განთავისუფლების მიზნით, ყველგან წინააღმდეგობა ხვდებოდა. ის ხომ ექსპლუატაციის საფუძვლებს უტევდა. ამასთან ერთად, რაიხი არ იყო პოლიტიკური რევოლუციონერი და არ ცდილობდა მმართველი ელიტის ჩამოგდებას. მას უბრალოდ სურდა, რომ ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ, თავისუფლები ნევროზისგან, სექსუალურად ჯანმრთელები და ბუნებრივად ორგასტულები. 

 

ჯერ ვენაში, შემდეგ კი ბერლინში, რაიხმა გახსნა კლინიკები მუშათა კლასისთვის. აქ მათ შეეძლოთ გათავისუფლებულიყვნენ სექსუალური პრობლემებისგან, ატარებდა კონსულტაციებს შობადობაზე კონტროლზე, ქორწინებისა და ფეხმძიმობის პრობლემებთან დაკავშირებით, გამოსცემდა ბროშურებს სექსუალური თავისუფლების დასაცავად, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. იგი ამტკიცებდა, რომ ჩვილობის ასაკიდან მომწიფების ასაკამდე ბავშვებს უნდა მიეცეთ მასტრუბაციის უფლება, სექსუალური მომწიფების შემდეგ კი უნდა მიეცეთ საიმედო და გასაგები ინსტრუქციები შობადობის რეგულირებისთვის, რათა მოზარდებს შიშის გარეშე შეეძლოთ სექსუალური ურთიერთობა.

 

ამ კამპანიის შედეგად რაიხი თითქმის სრულ მარტოობაში აღმოჩნდა. ფროიდთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მას თითქმის მთელი ფსიქოანალიტიკური საზოგადოება გაერიყა.

 

რადგანაც რაიხი მარქსისტი იყო, მას ბევრი მეგობარი ჰყავდა ევროპის კომუნისტურ პარტიებში, რომლებიც თავიდან ხელს უწყობდნენ სექსუალური თანაბრობის და თავისუფლების პრინციპეების ქადაგებაში, მაგრამ თანდათანობით მათაც მიატოვეს რაიხი და საჯაროდაც გააკრიტიკეს.

 

მნიშვნელოვანია ამის გაგება, რადგანაც ამგვარად ჩნდება ძირითადი კონფლიქტი პოლიტიკასა და სექსს შორის.

 

1933 წელს რაიხმა დაწერა შემდგომში კლასიკად ქცეული წიგნი - «ფაშიზმის მასობრივი ფსიქოლოგია», სადაც აჩვენა, თუ როგორ იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები საზოგადოებას და როგორ მანიპულირებენ ახალგაზრდობის იდეალიზმით. წიგნი მიმართული იყო ჰიტლერისა და ნაცისტური მოძრაობის წინააღმდეგ. მაგრამ კომუნისტები, რომლებთანაც რაიხი გაერთიანდა, ასევე ისწრაფოდნენ მოსახლეობის მანიპულაციისკენ. ისინი უტოპიის საკუთარ ფორმას სთავაზობდნენ, რომელიც მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, რაც მშრომელთა კლასი ძალაუფლებას მოიპოვებდა. ამიტომ კომუნისტებსაც შეეშინდათ, რადგან თუ რაიხი მოახერხებდა, რომ ასწავლიდა უბრალო ადამიანებს თავიანთი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვას, სექსუალური რეალიზაციით ტკბობას და პიროვნულ ბედნიერებას, მაშინ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაქრებოდა და მოტივაცია ძალადობრივი რევოლუციისადმი, შესაბამიად, გაქრებოდა.

 

რაიხის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ გახდა პოლიტიკოსი და ჭეშმარიტ მეცნიერად და ჰუმანისტად დარჩა და მიუხედავად კრიტიკისა, გაკიცხვისა და საზოგადოებიდან განდევნისა, განაგრძობდა იმ ერთადერთ პრობლემაზე მუშაობას, რომელსაც ძირითად პრობლემად თვლიდა: როგორ გაეთავისუფლებინა კაცობრიობა ტანჯვისგან და ნევროზებისგან და როგორ დახმარებოდა ადამიანებს ცხოვრებით ტკბობის სწავლაში.

 

და სწორედ ამ დროს სცენაზე გამოვდივარ მე, რადგან რაიხის მსგავსად, ვეხმარები ადამიანებს ბედნიერების მოპოვებაში. როცა ადამიანები, ნებისმიერი მიზეზით, უეცრად აცნობიერებენ, რომ ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას ცხოვრებაში, ზოგიერთი მათგანი იწყებს იმ საშუალებების ძიებას, რომელიც გაათავისუფლებს მას ციხიდან, რომელშიც იგი საზოგადოებამ მოათავსა. სწორედ მაშინ მოდიან ისინი ჩემთან და ჩემს მსგავსებთან და სწორედ მაშინ შემყავს ისინი კუნთოვანი ჯავშნის მოხსნის პროცესში, რომლის უკანასკნელი სეგმენტიც სექსუალური ცენტრია.

 

რაიხი მას „მენჯის სეგმენტს“ უწოდებდა. იგი მოიცავს გენიტალიებს, ანუსს, ბარძაყების და დუნდულების მიდამოს ყველა კუნთს, ასევე ფეხებს და ტერფებს. ჩაკრების სისტემაში ეს სეგმენტი შეესაბამება პირველ ჩაკრას, რომელიც პასუხს აგებს ფიზიკურ სხეულზე, სიცოცხლის წყურვილზე, გადარჩენისადმი პირველად მისწრაფებაზე.

 

როგორ ჩნდება დაზიანებები ამ სეგმენტში?

 

ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმოსფერო ბავშვის შინაურ გარემოცვაში უცილობლად აღწევს მის ფსიქიკაში, მაშინაც კი, თუ ამ თემაზე პირდაპირ არაფერი ითქმება.

 

ხმამაღლა გამოუხატავი გზავნილი ბავშვს შესაძლოა სიმინდის ბურბუშელას დილის ულუფასთან ერთად მიეწოდოს. დუმილმა ისევე შეიძლება გამოიწვიოს განპირობება, როგორც აკრძალვებმა. მაგალითად, თუ ბავშვის სხეულს ეხებიან და ეფერებიან ყველგან, გარდა ერთი ადგილისა, თანდათანობით ფორმირდება წარმოდგენა იმაზე, რომ ეს ადგილი - რაღაც აკრძალული, ბინძური და ხელშეუხებელია.

 

ჩემს შემთხვევაში სექსუალური აღზრდა უფრო ცხადი იყო. მე ადრე აღმოვაჩინე ჩემთვის მასტრუბაცია. ალბათ სამნახევარი ან ოთხი წლის ვიყავი, როცა მასტრუბაციის ფაზა ღიად გავიარე - უბრალოდ ჟიმ-ჟიმ, ნიამ-ნიამ - გემრიელი, თბილი, სასიამოვნო შეგრძნებები გენიტალიების მიდამოში. რაღაც მომენტში დედამ მითხრა: „არ გააკეთო ასე, განსაკუთრებით როცა გარშემო ხალხია“.

 

მე გავიარე სწავლების სრული კურსი, თუ როგორ მქონოდა ხელები ღამე საბნის ზემოდან, და ეს მოიცავდა როგორც მოთაფვლის სისტემას (შოკოლადის ორცხობილა სწორი ქცევის სანაცვლოდ), ასევე მსუბუქ სასჯელს დაუმორჩილებლობისთვის. ეს იყო კარგად გათვლილი მცდელობა იმისა, რომ თავი დამენებებინა მასტრუბაციისთვის, მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ვიცოდი - რასაც ვაკეთებდი, კარგი იყო. მაინც ვერ დავიჯერე, რომ ეს ცუდია. უბრალოდ მჭირდებოდა, რომ ჩემი საიდუმლო შემენახა. სანამ ჩემი მშობლები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ამას ვაკეთებდი, ყველაფერი წესრიგში იყო და მთელი ბავშვობის და მოზარდობის განმავლობაში მასტრუბაცია ჩემს საიდუმლო თანამგზავრად რჩებოდა.

 

სექსუალური აღზრდის (უფრო სწორი იქნება თუ ამას „ანტი-სექსუალურ აღზრდას“ დავარქმევთ) შემბოჭველი ზემოქმედების გარდა, არსებობს ასევე სექსუალური ძალადობის ზემოქმედებაც. ესაა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გადაჭიმულია მოხუცი ნათესავების ვნებიანი მზერისგან ბავშვებთან განხორციელებულ სექსუალურ აქტამდე ზრდასრულების, უფროსი ძმების ან დების მიერ.

 

სულ ცოტა ხანია, რაც ამ ძალიან ინტიმურ და პირადულ თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყეს, რის შედეგადაც გაჩნდა გაგება იმ ფაქტისა, რომ თითქმის ყველა ბავშვი, ასე თუ ისე, სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი ხდებოდა - ფიზიკურად თუ არა, სპეციფიური მზერის ან საუბრების სახით მაინც.

 

პედოფილებმა ძალიან კარგად იციან ბავშვის ფსიქიკა და ის, თუ როგორ მოახდინონ მათი მანიპულირება. ხშირად ისინი მეგობრობას აბამენ მათ მშობლებთან და იზოლირებას უკეთებენ დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი წყაროსგან.

 

ერთმა ქალმა სესიის დროს მითხრა, რომ მეზობელმა აიძულა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება და ემუქრებოდა, რომ მშობლებს მოუყვებოდა, თუ როგორ „კოცნაობდა“ ეზოში ბიჭებთან. მაშინ იგი დაახლოებით ცხრა წლის იყო. მეზობელმა აიძულა შეპირებოდა, რომ თუ იგი (მეზობელი) მშობლებთან არ „ჩაუშვებდა“, გოგონა რაღაცას გააკეთებდა მისთვის და მხოლოდ შემდეგ შეიტყო, რომ ეს „რაღაც“ სამ სექსუალურ აქტს გულისხმობდა. ეს ყველაფერი აუტანელი იყო, მაგრამ მუქარები, რომ ეს კაცი მშობლებს მოუყვებოდა „კოცნაობაზე“, საკმარისი აღმოჩნდა მისი დამორჩილებისთვის - სრულიად არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამან იმუშავა.

 

ჩვენს უმეტესობას შეუძლია გაიხსენოს ჩვენს ბავშვობაში ან მოზარდობაში არსებული ფსიქოლოგიური ატმოსფერო ბოლომდე უთქმელობისა ან ირიბი შენიშვნებისა, რომლებმაც ასევე შეიტანეს წვლილი სექსუალური ჯავშნის ჩამოყალიბებაში - მაგალითად, სექსუალურად „აზაბოჩენი“ ბაბუა, რომელიც ბავშობის წლებში თქვენს ზემოთა ოთხაში ცხოვრობდა და დროდადრო გაღიზიანებდათ. 

 

მე მყავდა ასეთი ბიძა - ახალგაზრდა თავხედი ბიჭი, რომელიც მუდამ ღიღინებდა რაღაც ამდაგვარს: „ჰე, ჰე, ჰე...“ დროდადრო იგი ხელს მტაცებდა ხოლმე, მაწვალებდა და მეუბნებოდა: „რა საყვარელი ხარ!“ მე ვერ ვიტანდი ამის გამო, ყოველთვის მინდოდა სახეში გამერტყა და მეთქვა: „ჯანდაბაშიც წასულხარ! მომშორდი!“ მაგრამ რა თქმა უნდა ასე არასოდეს ვაკეთებდი, რადგანაც არასოდეს მომსვლია თავში, რომ უფროს ნათესავთან ასე მოქცევა შეიძლებოდა. მას არასოდეს გაუკეთებია  ჩემთვის რამე სერიოზული, მაგრამ ასეთ ადამიანებს არც სჭირდებათ რამე სერიოზულის გაკეთება იმისთვის, რომ შექმნან ვიბრაცია, რომელიც მოზარდი ბავშვის სექსუალურ ენერგიაზე ზემოქმედებას მოახდენს.

 

ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ სექსუალობის გარშემო ყველაზე მრავალფეროვანი მანიპულაციები ხდება. ეს სფერო ყველაზე ხშირად ექვემდებარება თავდასხმებს.

 

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სექსუალობა და გვინდა იგი, სექსუალური ენერგია გვავსებს და გვაიძულებს, რომ ტკბობისკენ ვისწრაფოდეთ და ამავდროულად სექსუალურობის გარშემო უმკაცრესი ტაბუები და წესები არსებობს.

 

ამ პრობლემის საყოველთაოდ მიღებული გადაწყვეტა დათრგუნვის გზით ასე გამოიყურება: ქვაბს წყლით ავსებენ და თავსახურით მჭიდროდ ხუფავენ. შემდეგ ამ ქვაბს გაზზე დგამენ - ადრე თუ გვიან რაღაც აუცილებლად აფეთქდება.

 

პულსაციის პრაქტიკებში სრულიად სხვა მიდგომა გამოიყენება: ჯავშნის მოხსნა და დაძაბულობისგან გათავისუფლება მენჯის მიდამოს შიგნით და გარშემო შესაძლებლობას ხსნის განვიცადოთ და ვიზეიმოთ ახლადგაღვიძებული სექსუალური ენერგიით.

 

პულსაციების ნებისმიერი ჯგუფის დასაწყისიდანვე ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ მენჯის სეგმენტთან, რადგანაც სწორედ აქ იმყოფება ჩვენი სასიცოცხლო ძალის წყარო. გამოთავისუფლების შემდეგ სექსუალური ენერგია მთელს სხეულში იწყებს დინებას. რაღაც თვალსაზრისით ეს ენერგია ნავთს ჰგავს. ადის რა ზემოთ სხვა სეგმენტებამდე და ჩაკრებამდე, იგი უფრო რაფინირებული ხდება და თავს ავლენს არაგენიტალური, არასექსუალური სახით, თუმცა პირველსაწყისი ნედლეული და ძალა გამოხატვის ყველა სხვა ფორმისთვის - სექსუალობაა. წინა თავში აღწერილი მუცელში არსებული წარმოუდგენლად სასიამოვნო შეგრძნებების და გახსნილი გულის სიყვარულით აღმავსებელი ენერგიის წყაროც ასევე სექსუალური ენერგიაა.

 

ასეთია ტანტრისტული გაგება, რომლის კვლევასაც შემდეგ ნაწილში განვაგრძობთ. ასეთივეა ჩემი გამოცდილება, რომელიც თერაპევტად მუშაობის პროცესშიც და პირად ცხოვრებაშიც მივიღე. სწორედ ამ მიზეზით (მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნის მოხსნა ზემოდან ქვემოთ ხდება) ჩვენ გამუდმებით ვმუხტავთ სხეულს სექსუალური ენერგიით და ამისთვის სუნთქვას და სხეულის იმ მოძრაობებს ვიყენებთ, რომლებიც ზემოთ აღვწერე. ამასთან, ენერგიის დაგროვებით და შემდეგ ემოციური განმუხტვით ჩვენ ყოველ ჯერზე მივყვებით სექსუალური ორგაზმის ფორმულას. ემოციების შემთხვევაშიც კონვულსიური გამოთავისუფლების იგივე თვისებას განვიცდით, და ეს  ჯავშნის მოხსნისთვის გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტია.

 

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე სექსუალურ ენერგიასთან ვმუშაობთ, ვიცი, რომ სექსუალურ ცენტრთან წვდომა პირდაპირ შეუძლებელია მანამ, სანამ შესუსტებული არ იქნება ჯავშანი სხვა დანარჩენ ექვს სეგმენტში. მენჯის სეგმენტს შემთხვევით არ უკავია ბოლო ადგილი რაიხულ პროცესში. სექსი ჩვენი ბიოლოგიის ყველაზე ღრმა ფენებშია, ხოლო სექსუალური ტკბობის თემები ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ღრმა ფესვებში და ამიტომ ამ სეგმენტის ჯავშანთან მუშაობა - ფრიად დელიკატური ამოცანაა.

 

მინდა, რომ ერთმა საკითხმა ძალიან მკაფიოდ გაიჟღეროს: მუშაობის პროცესში მე არასოდეს შევხებივარ გენიტალიების მიდამოს - სწორედ იმიტომ, რომ იგი ძალიან ინტიმური და დელიკატურია. ეს მიდამო ხშირად ისეთი ტრამვირებულია, რომ მასთან პირდაპირ კონტაქტს ტრავმის განმეორებამდე და ჭრილობების გაღრმავებამდე მივყავართ. გარდა ამისა, უშუალო შეხებამ გენიტალიებთან, შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური აგზნება, რომელსაც კავშირი არ აქვს ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესთან. პროცესის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გამოვათავისუფლოთ დაძაბულობა და აღვადგინოთ ენერგიის ნაკადი და არა იმაში, რომ ეროგენული ზონების სტიმულაცია მოვახდინოთ.

 

არსებობს მენჯის სეგმენტთან კონტაქტში შესვლის უამრავი სხვა საშუალება. ესაა როგორც ღრმა სუნთქვა სექსუალურ ცენტრში, ასევე მენჯის მოძრაობა, ფხების დარტყმები და დაძაბული კუნთების მასაჟი.ზოგჯერ შესაძლოა ძლიერად დავაჭირო ბარძაყების ადუქტორებს - მათ შიგნითა ზედაპირზე განლაგებულ კუნთებს. რაიხი მათ „მორალის კუნთებს“ უწოდებდა, რადგანაც სწორედ ისინი გამოიყენება იმისთვის, რომ შევკრათ ფეხები და ხელი შევუშალოთ სასქესო ორგანოებთან წვდომას, - განსაკუთრებით ხშირად ასე ქალები იქცევიან. მე შემიძლია ასევე ვთხოვო კლიენტს, რომ დაძაბოს და მოადუნოს მენჯის ფსკერის კუნთები, რომლებიც ანუსსა და გენიტალიებს შორის იმყოფება. ეს ასევე ეხმარება მენჯის სეგმენტის ჯავშნის მოდუნებაში.

 

მუშაობის პროცესში კლიენტის სხეულის მოძრაობებზე და სუნთქვაზე დაკვირვებისას, დამწყებ თერაპევტსაც კი შეუძლია იოლად განსაზღვროს, რომ ადამიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მაგალითად, კლიენტები, რომლებსაც ძალადობის თემა აქვთ, დისკომფორტს გრძნობენ მარტივი სავარჯიშოების დროსაც, როგორებიცაა მენჯში სუნთქვა, მენჯის წინ და უკან მოძრაობა - მოძრაობები, რომლებიც სექსის დროს არსებულ მოძრაობებს გვაგონებენ. ისინი შფოთავენ და მათი მოძრაობების ფაზა იმდენად იცვლება, რომ ვარჯიშების შესრულების ეფექტურობა მცირდება. ასევე ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება მენჯის სეგმენტიდან სხვაგან გადაიტანონ.

 

გარდა ამისა, მათი მზერა „შუშისებური“ ხდება - ეს შეიძლება მუშაობის დაწყებამდეც კი მოხდეს. მახსოვს, ერთ ქალთან კონსულტაციისას, რომელიც ტანტრული პულსაციების სემინარზე ეწერებოდა, მე ვკითხე მას: „ხომ არ ყოფილხართ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?“

 

და ეს ქალი, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა, რობოტად იქცა. მან მზერა ამარიდა, თვალები ჩამქრალი და შუშისებური გაუხდა - პრაქტიკულად იგი ერთგვარი ტრანსის მდგომარეობაში შევიდა. მე განვაგრძობდი მასთან საუბარს, მაგრამ არ მიყურებდა და ხმადაბალი მონოტონური ხმით მპასუხობდა. ცხადი იყო, რომ არ სურდა ამ თემასთან შეხვედრა და რომ თავისი სექსუალური ენერგიის აღდგენისთვის, მას დასჭირდებოდა შეხებოდა კიდევ უამრავ თემას: ტკივილის უარყოფას, მამაკაცების უარყოფას, მშობლებზე რისხვას...

 

ამ პრობლემების კვლევისთვის და განკურნებისთვის საჭიროა სემინარი ან ინდივიდუალური სესიები სექსუალური განპირობებულობებისგან  გასათავისუფლებლად.

 

პულსაციის პრაქტიკაში ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან სამუშაოს ატარებენ ჯავშნის მოშორებისთვის, ბუნებრივად უერთდებიან მენჯს და შედეგად სასიამოვნო შეგრძნებები უჩნდებათ.

 

ადამიანებს ამავდროულად შეუძლიათ იგრძნონ სირცხვილი, შეცბუნება ან დანაშაულის გრძნობა. თერაპევტისთვის მნიშვნელოვანია ორივე ამ ასპექტის დანახვა - სიამოვნებისაც და დანაშაულის გრძნობისაც, რადგანაც ეს ერთ-ერთი ის გახლეჩილობაა, რომელიც მენჯის სეგმენტში გამოვლინდება ხოლმე. ტკბობის უნართან და სხეულის მიერ სიამოვნებისკენ მისწრაფებასთან ერთად ასევე არსებობს მათი გადამფარველი განპირობებულობების შრეები, რომლებიც სავსეა სხვადასხვა „შეიძლება“ და „არ შეიძლებათი“, „საჭიროა“ და „არაა საჭიროთი“.

 

მე ვიწვევ კლიენტებს, რომ აღიარონ დანაშაულის გრძნობა, მაგრამ ამავდროულად გადააბიჯონ მას და დარჩნენ სიამოვნების შეგრძნებასთან ერთად. ჩვეულებრივ, ეს რთული არაა ხოლმე, რადგანაც ზედა სეგმენტები უკვე მოდუნებულია და ადამიანებისთვის მისაწვდომია თავისუფალი სივრცის გარკვეული რაოდენობა. ისინი ფლობენ გარკვეულ დისტანციას, რომელსაც შეუძლიათ დააკვირდნენ, თუ როგორ ეღობებათ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა ტკბობის გზაზე.

 

თუკი დავარწმუნებ კლიენტს, რომ უფრო მეტად ამოძრაოს მენჯი, უფრო მეტად ისუნთქოს სექსუალურ ცენტრში, გამოსცეს სიამოვნების ხმები, საშუალება მისცეს მენჯის მიდამოს, რომ რბილად პულსირებდეს, მაშინ ეს ყველაფერი ეხმარება კლიენტს, რომ მენჯთან კონტაქტში დარჩეს - არა მხოლოდ გენიტალიებთან, არამედ მენჯის მთელ მიდამოსთან - როგორც ტკბობისა და სასიცოცხლო ძალის წყაროსთან. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი და როცა ვხედავ, რომ კლიენტი სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობების შრეებს გადის, რბილად ვეკითხები მას: „ვინ გაიძულა, რომ გრცხვენოდეს? ვინ გააკეთა ასე, რომ შენი სექსუალობის გრცხვენია?“

 

შესაძლოა, კლიენტმა მიპასუხოს: „დედაჩემმა“.

 

მაშინ ვთხოვ მას, რომ სასიამოვნო შეგრძნებებთან კონტაქტში შეინარჩუნოს და ამავდროულად დედას ელაპარაკოს, მაგალითად უთხრას: „შემომხედე დედა, მე სექსუალური ადამიანი ვარ და ეს კარგია. ამაში ცუდი არაფერია. მე ეს მომწონს. უფლება მაქვს, რომ სექსუალური ვიყო. უფლება მაქვს, რომ ჩემი სექსუალობით დავტკბე“.

 

მსგავს პოზიტიულ გამოთქმებს შეუძლიათ ძალიან დაგვეხმარონ მენჯის მთელი სეგმენტის ენერგეტიკულად გახსნაში.

 

ჩვეულებრივ, ამ დროისთვის ჩვენ უკვე დავამუშავეთ ყველა სეგმენტი, ჩავეშვით მენჯის სიღრმეებში, და კლიენტები ძალიან გულმოდგინედ კვლევას და ყვებიან ყველაფერს, რაც აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი: დაფარულ და ბნელ ადგილებში, რისხვაში, დანაშაულის გრძნობაში და ა.შ. მოგზაურობა - მნიშვნელოვანი და განმათავისუფლებელი გამოცდილებაა.

 

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გამოთავისუფლებულ იქნა, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ სიამოვნება, რადგანაც სწორედ ტკბობისკენ სწრაფვა დევს საფუძველში, წყაროს სათავეში, ჩვენი, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმების ბუნებრივი მისწრაფებების შუაგულში. მენჯის მიდამოში ჯავშნის შესუსტებასთან ერთად დგება მომენტი, როდესაც შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა სეგმენტი და შევიგრძნოთ მთელ სხეულში ზემოთ და ქვემოთ თავისუფლად მოძრავი ენერგიის ერთიანობა. ამასთან საკუთარ თავში აღმოვაჩენთ ღრმა სიამოვნებას, დაკმაყოფილებას და ყოფიერებასთან ერთიანობის შეგრძნებას.

 

იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ ერთიანობის, სხეულის მთლიანობის შეგრძნება შეძლონ, მე ვიყენებ ვარჯიშებს, რომლებსაც ეწოდება „რბილი პულსაციები“. იგი ჩვეულეებრივ მარტო სრულდება, შინაგანი და პირადი გამოცდილების სახით.

 

მონაწილეები იღებენ ძირითად სუნთქვით პოზიციას, მატრასზე ზურგით წვანან, მოხრილი მუხლებით და იწყებენ სუნთქვას ენერგეტიკულ მილში, რომელიც მუცლამდე და სექსუალურ ცენტრამდე გრძელდება.

 

მე ვთავაზობ ადამიანებს, რომ თანხმობაში მოვიდნენ თავიანთ სუნთქვასთან და იგრძნონ, თუ როგორ ავსებს ოკეანის მსგავსი სუნთქვის ნაკადი სხეულს და როგორ გამოდის მისგან. თანდათანობით ვთავაზობ მათ, რომ ნება მისცენ საკუთარ თავს - ამოძრაონ მენჯი სუნთქვასთან ერთ რიტმში, ჩასუნთქვისას უკან გასწიონ მენჯი და ოდნავ გამოზნიქონ ზურგი, შემდეგ კი ამოსუნთქვისას წინ გამოსწიონ მენჯი.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოძრაობების სუნთქვასთან სინქრონიზაცია, რადგანაც ეს გვეხმარება სხეულში პულსირებადი ენერგიის უფრო ღრმა ტალღის შექმნაში, ენერგიით ყოველი უჯრედის დამუხტვაში. იმის წყალობით, რომ ბლოკები სეგმენტებში შესუსტებულ იქნა, იქმნება კარგი შესაძლებლობა, შევიგრძნოთ ენერგიის შეუკავებელი და უწყვეტი ტალღა, რომელიც სხეულში ზემოთ-ქვემოთ და ცენტრიდან პერიფერიისკენ მოძრაობს.

 

ეს ტალღა, თუკი მას დავუშვებთ და მივიღებთ, სიამოვნების, სიცოცხლის და უზარმაზარი სიხარული შეგრძნებას გვაძლევს. მსგავს შეგრნებებს შეყვარებულები ერთიანი ორგაზმული განცდის შემდეგ გრძნობენ.

 

ორგაზმული განცდა მისაწვდომია როგორც ყოველი ჩვენგანისთვის ცალ-ცალკე, განმარტოებით - ასევე ნებისმიერ ადამიანთან.

 

იმასთან ერთად, რაც სუნთქვა და მენჯით მოძრაობა გრძელდება, ხოლო ენერგიის ტალღა უფრო ძლიერი და ღრმა ხდება, მე ვთავაზობ მონაწილეებს, რომ ამას დაამატონ ხელებით, პირით, თავით ჰარმონიული მოძრაობა, რომელიც თანდათანობით მთელ სხეულს მოიცავს.

 

ეს სავარჯიშო შესაძლოა გაგრძელდეს 20-30 ან 45 წუთიც კი, თუკი ადამიანები ამდენი სიამოვნების განცდის ნებას მისცემენ საკუთარ თავს. თუმცა ჩემი გამოცდილებით, ადამიანთა უმეტესობას შეუძლია მხოლოდ გარკვეულ დონემდე დატკბეს სხეულის ასეთი ძლიერ სასიამოვნო შეგრძნებებით. არსებობს ერთგვარი მათთვის დამახასიათებელი დროის ზღვარი, რომლის შემდეგაც ნეგატიური გრძნობები კვლავ ამოდიან ზედაპირზე, როგორც დისკომფორტულად ქცეული მოჭარბებული ენერგიის განმუხტვის საშუალება.

 

როცა სხეული ბალანსის მდგომარეობაშია, მას შეუძლია დააგროვოს და შეინარჩუნოს ენერგიის მუხტი ისე, რომ არ საჭიროებდეს მის განმუხტვას.

 

ამ შემთხვევაში მასში შექმნილი მუხტი სიამოვნებას იძლევა თავისი მსუბუქი სასიამოვნო დაძაბულობით. „ქარიშხლიანი რეაქციების“ დიდი ნაწილი, როგორიცაა მენჯით მატრასზე დარტყმები, ყვირილი, ტირილი, რისხვის, სიძულვილისა და ზიზღის გამოხატვა, ამ დროისთვის უკვე გამოთავისუფლებულია, ამიტომ ახლა უკვე უფრო ადვილია სხეულში ენერგეტიკული მუხტის დიდი დოზის შენარჩუნება და მისი თვისებებით ტკბობა.

 

ამ დაბალანსებულ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია გავეხსნათ ენერგიის აღმასვლის, სიახლოვის, მედიტაციის, თანმყოფობის უფრო ნატიფ სფეროებს... ერთი სიტყვით - ტანტრას სამყაროს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff