თავი 3 - ორგაზმის ფორმულა
თავი 3 ორგაზმის ფორმულა
ორგაზმის მისაღწევად არანაირი ფორმულის ცოდნა არ გჭირდებათ. ისიც კი არ გჭირდებათ, რომ სიტყვა „ორგაზმი“ იცოდეთ.
თუ შეწყობილი ხართ საკუთარ სექსუალურ ენერგიასთან და თუ გსურთ და შეგიძლიათ ბუნებრივი გზით გამოხატვის საშუალება მისცეთ ამ ენერგიას, მაშინ ორგაზმი თავისთავად ხდება.
მიუხედავად იმისა, იცით თუ არა ამის შესახებ, სექსუალური ორგაზმის დადგომა გარკვეულ ფორმულას მოჰყვება, რომელშიც შედის: ენერგიისა და აგზნების დაგროვება სხეულში, პიკის მიღწევა და გამონთავისუფლება. ამაში მონაწილეობას ღებულობენ სრულიად სხვადასხვა კუნთები და ნერვები, სისხლი აწვება სასქესო ორგანოებს, ბიოენერგეტიკული დენები მოძრაობენ, სახე წითლდება, კანში გროვდება... ამა თუ იმ სახით პროცესში მთელი ორგანიზმი, მთელი სხეული მონაწილეობს.
ამ ფორმულის მნიშვნელობა გაცილებით უფრო ფართოა და გამოიყენება არა მხოლოდ სექსუალური ტკბობის სფეროში, იგივე ეხება ემოციურ გამოხატულებებსაც. ორგაზმის ფორმულის გაგება და მისი პრინციპების გამოყენება ადამიანური გრძნობების სფეროში იძლევა გასაღებს, რომლის მეშეობითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს დაბლოკილი ემოციების გამონთავისუფლებაში, მთელს სხეულში ენერგიის აღდგენაში და ემოციური ჯანმრთელობის კვლავ მოპოვებაში. სხვა სიტყვებით, ორგაზმის ფორმულა ქმნის საიმედო საფუძველს ჩემი პრაქტიკისთვის. აი, რატომ მივუძღვენი ეს თავი მის განხილვას.
სწორედ რაიხმა გაბედა პირველად ორგაზმის ფენომენის შესწავლა. მან გარისკა და დაარღვია უმნიშვნელოვანესი სოციალური ტაბუები, სურდა რა შეესწავლა ადამიანური სექსუალური ენერგიის წყაროები, გაეგო მათი ზემოქმედება ჩვენს ფსიქიკაზე და ბედნიერად, სავსე ცხოვრებით გვეცხოვრა.
რაიხის ინტერესი სექსისადმი არ იყო მხოლლოდ აკადემიური. იგი ღრმად პირადულიც იყო. ადრეული ასაკიდანვე რაიხი მოხიბლული იყო სექსით. გახდა რა მოწმე მშობლიურ სახლში მსახურებს შორის სექსუალური კონტაქტისა, ოთხი წლის ასაკში მან თავად სცადა თავისი ძმის ძიძასთან კონტაქტის დამყარებას. თერთმეტი წლის ასაკში იგი ინტიმურ კავშირში შევიდა მზარეულთან, თხუთმეტი წლის ასაკში კი რეგულარულად სტუმრობდა ბორდელს.
რაიხისთვის სექსი მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რჩებოდა. მას სჭირდებოდა, რომ ყოველდღე ჰქონოდა სექსი, მაგრამ ამასთან იგი არ იყო „ფლეიბოი“. იგი უფრო აპრაქტიკებდა იმას, რასაც მე „სერიულ მონოგამიას“ დავარქმევდი, ტკბებოდა ინტენსიური სასიყვარულო კავშირებით, რომელიც ერთი მეორეს მოჰყვებოდა, მაგრამ მეტად თუ ნაკლებად მონოგამიური იყო.
თავისი უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიის დანარჩენ ნაწილს იგი სამსახურს ახმარდა. არსობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამუშაო და სექსი მისთვის ყველაფერი იყო და მის ცხოვრებაში ისინი ასე თუ ისე ყოველთვის დაკავშირებული იყვნენ. „სიყვარული, სამუშაო და ცოდნა - ეს ჩვენი სიცოცხლის წყაროა. მათ უნდა წარმოართონ იგი“, - ასეთია სიტყვები, რომლებსაც იგი თავისი წიგნების შესავალში წერს.
რაიხის ინტერესი ორგაზმის ფუნქციისადმი გაჩნდა ვენის კლინიკაში ფროიდთან ერთად 20-იანი წლების დასაწყისში ანალიტიკოსად მუშაობის შედეგად. სწავლობდა რა იმ პაციენტთა ცხოვრების წესს, რომლებიც წარმატებულად განიკურნენ ნევროზებისგან, და ადარებდა რა მათთან, რომელთა განკურნებაც ვერ მოხერხდა, რაიხმა აღმოაჩინა, რომ განკურნებულებს შეეძლოთ დამტკბარიყვნენ დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრებით, ხოლო განუკურნებლებს - ეს არ შეეძლოთ.
შემდეგი ნაბიჯი ცხადი იყო: იმისთვის, რომ პაციენტი ნევროზისგან განკურნებულიყო, სექსუალური ენერგია ნებისმიერი შეკავებისგან უნდა გაენთავისუფლებინათ. მაგრამ თავისთავად სექსუალური აქტი არ იძლეოდა განკურნების გარანტიას. ხშირი სექსი ან ბევრი პარტნიორი ქალისთვის ან მამაკაცისთვის საკმარისი არ იყო. რაიხმა აღმოაჩინა, რომ მნიშვნელობა ხარისხს აქვს და არა რაოდენობას. სწორედ ადამიანის უნარი, დატკბეს სრულფასოვანი სექსუალური ორგაზმით - რაიხმა მას „ორგასტული პოტენცია“ უწოდა - განსაზღვრავს ნევროზული ქცევის გადალახვის უნარს. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს სწორედ სექსუალური დაკმაყოფილება და არა სექსუალური აქტიურობა.
აქ რაიხი მნიშვნელოვანწილად დაშორდა ფროიდს, რადგანაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ყველაფერს განიხილავდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით. რაიხის თანახმად ნევროტული ქცევა ჩნდება სხეულში დაგროვილი ენერგიისგან განმუხტვის ინდივიდუალური შეუძლებლობის შედეგად. სხვა სიტყვებით, ნევროზი - სხვა არაფერია, თუ არა შეკავებული ენერგია, რომელიც გამონთავისუფლების გზას ეძებს.
ბუნებრივ და ყველაზე ჯანმრთელ საშუალებას ენერგიის გამონთავისუფლებისთვის, რაიხის მტკიცებით, სექსუალური ორგაზმი წარმოადგენს. სწორედ ამ ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციის შედეგად შეუძლია სხეულს ბოლომდე განმუხტოს მასში დაგროვილი ენერგია და კვლავ დაიწყოს მისი დაგროვების პროცესი. ამგვარად იქმნება დამუხტვისა და განმუხტვის ჯანმრთელი პულსირებადი რიტმი.
სინამდვილეში, რაიხმა ორგაზმის პულსაცია ოთხ სტადიად დაჰყო: დაძაბულობა - დამუხტვა - განმუხტვა - მოდუნება. ჩარლზ კელიმ ცოტათი შეცვალა ეს თანმიმდევრობა და ადგილები შეუცვალა პირველ სტადიებს: დამუხტვა - დაძაბულობა - განმუხტვა - მოდუნება. ჩემი საკუთარი გამოცდილება მაიძულებს, რომ დავეთანხმო კელის, მაგრამ ორივე შემთხვევაში საბაზისო ფორმულა ერთი და იგივეა.
ამ ფორმულიდან გამომდინარე, ადვილია გავიგოთ, რატომ ხდება ნევროზიანი ის ადამიანი, რომელიც სექსუალური დისფუნქციით იტანჯება: იგი ვერასოდეს აღწევს მეოთხე სტადიას და მოკლებულია მოდუნების შესაძლებლობას. მას არ შეუძლია ბოლომდე განმუხტოს დაგროვილი მუხტი; გამოუნთავისუფლებელი ენერგია ამ სახით სხეულში რჩება და ვლინდება, როგორც დაძაბულობა, მღელვარება და შფოთვა. სწორედ ეს ენერგია, რომელმაც გამოსავალი ვერ იპოვა, იწვევს ადამიანის ჭკუიდან შეშლას.
რაიხის რევოლუციურ მიდგომას საფუძვლად დაედო მისი აღმოჩენა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხეული მეტ ენერგიას აგროვებს, ვიდრე ჩვეულებრივ იყენებს. მან ივარაუდა, რომ ენერგეტიკული რეზერვის შენახვის ჩვევა გამომუშავებულ იქნა ადამიანის მიერ ევოლუციის პროცესში, როგორც გადარჩენის მექანიზმი. საწვავის დამატებითი ავზი ყოველთვის თან უნდა გვქონდეს საგანგებო სიტუაციის მოლოდინში, მაგალითად იმისთვის, რომ საფრთხეს გავექცეთ ან მტერს ვებრძოლოთ.
ენერგეტიკული თვალსაზრისით რაიხი განიხილავს ადამიანის ორგანიზმს, როგორც სფეროს - ბირთვით და პერიფერიით. იგი ამტკიცებს, რომ სფეროს შიგნით არსებობს ერთგვარი წნევა, რადგანაც ენერგია ბირთვში გროვდება და გაფართოებას ცდილობს მაშინ, როცა პერიფერიის ამოცანაა - ენერგიის შიგნით შეკავება. დამუხტვის გარკვეული დონის შემდეგ ენერგეტიკული წნევა მეტისმეტად დიდი ხდება და ენერგია თვითნებურად იწყებს ბირთვისგან გარეთ მოძრაობას. იგი ესწრაფვის გარე სექსუალურ ობიექტს, როგორც წნევის დაგდების და სფეროს შიგნით ენერგიის ნორმალური დონის აღდგენის საშუალებას.
ეს არც ისე რომანტიულად ჟღერს, მაგრამ (ფიზიკის ტერმინებში) სწორედ წნევის (ზეწოლის) განცდა სხეულის შიგნით გვაიძულებს, რომ მივეკრათ მსგავსივე სახით დამუხტულ სხვა სხეულს. ჩვენ მჭიდროდ ვეხებით სხვა ადამიანს და ვეხახუნებით მის სხეულს იმისთვის, რომ ორმა მუხტმა შეძლოს ერთმანეთის დაძაბულობის უმაღლეს პიკამდე მიყვანაა და შემდეგ მისი გამონთავისუფლება.
როგორ მუშაობს ორგაზმის ფორმულა პრაქტიკაში?
წარმოიდგინეთ, რომ შაბათ დილით მაღაზიებში გავლა გადაწყვიტეთ და თქვენი საყვარელი ბუტიკის ვიტრინის წინ ჩერდებით. იქ უკვე დგას ვიღაც და როცა გზის გაგრძელებას აპირებთ, ეს „ვიღაც“ ამბობს: „გამარჯობა!“ თქვენ ბრუნდებით და ხედავთ ბიჭს, რომელიც ორი კვირის წინ დაქალის დაბადების დღეზე გაიცანით. თქვენ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ გაიფიქრეთ: „ჰმ, საინტერესო მამაკაცია“, - ახლა კი იგი თქვენს წინ დგას და როგორც ჩანს ყავაზე გპატიჟებთ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, კაფეში. თქვენ გესმით საკუთარი ხმა, რომელიც ამბობს: „რა თქმა უნდა, რატომაც არა?“ - და აი, უკვე სვამთ ლატეს კოფეინის გარეშე და საუბრობთ.
შესაძლოა ეს არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ თქვენი სუნთქვის პულსაციამ უკვე შეიცვალა რიტმი. იგი ცოტათი უფრო ღრმა, ცოტათი უფრო სწრაფი გახდა. თქვენ მეტ ენერგიას იწოვთ საკუთარ თავში, უფრო გამოღვიძებულად გრძნობთ თავს, უფრო ფხიზლად, სიცოცხლით უფრო მეტად დაინტერესებულად... შესაძლლოა, სხვაგვაარად ზიხართ, - უფრო გამართულად, ვიდრე ჩვეულებრივ, და არ ხართ წამოწოლილი მაგიდაზე. სხვა სიტყვებით, ჩემი და კელის თვალსაზრისით, თქვენ უკვე მოძრაობთ ორგაზმის ფორმულის პირველი სტადიისკენ: ენერგეტიკული მუხტის წნევა თქვენს სხეულებში იზრდება.
სექსამდე მრავალ სხვადასხვა მოქმედებას მიჰყავხართ. ფლირტს, რესტორანში დაპატიჟებას, ცეკვას, ინტიმურ საუბრებს, მინიშნებებს - ყველა ჩვეულეებრივი რიტუალი, რომლითაც გარემოცულია მზარდი მიზიდულობა ორ სექსუალურ არსებას შორის. ხშირად ჩვენ ამას „შესამზადებელ თამაშებს“ ვუწოდებთ. მაგრამ პრაქტიკული შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე პარტნიორში გრძელდება აგზნების და ენერგიით დამუხტვის თანდათანობითი ზრდა.
განტოლების ამ სტადიაზე ტანდათანობით შემოდის დაძაბულობა. ერთი მხრივ, არსებობს ერთგვარი „თავშეკავების“ გრძნობა, რომელიც ფსიქოლოგიურად შეგვიძლია შევიგრძნოთ, მაგალითად, როგორც სურვილი, რომ არ გადავხტეთ სექსუალურ აქტში მეტისმეტად სწრაფად, ან როგორც შიში, რომ მეტისმეტად „მოუთმენლები“ არ გამოვჩნდეთ. გვინდა, რომ მოვლენები აუჩქარებლად განვითარდნენ, ვსწავლობთ ჩვენს პარტნიორს. მეორე მხრივ, არ გვინდა, რომ აგზნება შემცირდეს, გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ენერგიის მაღალი დონე. ამიტომაც განტოლებაში შემოდის დაძაბულობა, როგორც წონასწორობის შენარჩუნების საშუალება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალას - სიამოვნებისა და აგზნების შენარჩუნების სურვილს შორის.
თუკი საშუალებას მისცემთ თქვენს მიზიდულობას, რომ ბუნებრივ, შეჩვეულ რითმზე უფრო აქტიურად იმოძრაოს, იგი ახლო ფიზიკურ კონტაქტამდე მიგიყვანთ. და, ჯერ კიდევ სექსუალურ აქტამდე, როცა სხეულები უბრალოდ ეხებიან ერთმანეთს, შეღწევის გარეშეც კი - ხდება აგზნების კვანტური ნახტომი. ორივე პარტნიორი აღიარებს: „დიახ, ეს ასეა, ახლა ბოლომდე მივდივართ“.
პენისის საშოში შეღწევა ახდენს ენერგიის ფოკუსირებას, მის კონცენტრირებას სასქესო ორგანოებში და მუხტს მაქსიმალურ დონემდე სწევს მაღლა. განგრძობადი აქტი ქმნის ძლიერ დინამიურ დაძაბულობას ენერგიის ზრდადი ტალღის გამონთავისუფლების მოთხოვნილებასა და ამავდროულად აგზნების შენარჩუნებას, გახანგრძლივებას და გაზრდას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული ხელსაწყოები 1920 წელს ფრიად პრიმიტიული იყო, რაიხმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო იმისთვის, რომ გაეზომა ენერგიის მუხტი სხვადასხვა სტადიებზე, და მათ შორის ელექტრული პოტენციალის მაჩვენებლებს კანის ზედაპირიდანაც იღებდა. თავისებურად ამაში მან წინ გაუსწრო როგორც ალფრედ კინსის, ასევე უილიამ მასტერსს და ვირჯინია ე. ჯონსონს - საყოველთაოდ აღიარებულ პიონერებს ადამიანის სექსუალური ქცევის მეცნიერულ კვლევაში. თავის წიგნში „ორგაზმის ფუნქცია“ რაიხი დაწვრილებით აღწერს სხეულების ხახუნს, ენერგეტიკული მუხტის ზრდას, პლაზმის მეშვეობით ბიოენერგეტიკული დენების გადაცემას პლაზმის, ლორწოვანი გარსებისა და მუსკულატურის მეშვეობით. სფეროს ხატ-სახესთან ერთად იგი იყენებს ჰაერით სავსე ბუშტუკის მაგალითს, რომელიც გახეთვის წერტილამდე მიდის. ესაა უკიდურესად დაძაბული შეკავების ილუსტრაცია, რომელსაც ადგილი აქვს უშუალოდ ორგაზმის წინ.
უნდა ვთქვა, რომ როდესაც მისი აღწერილობის ეს ნაწილი წავიკითხე, იგი ძალიან ნეგატიურად მომეჩვენა. ბუშტუკი, რომელიც მზადაა გასკდეს? პირადად მე ვამჯობინებდი, რომ რაიხს სხვა მეთოდი მოეძებნა ჩემი ძვირფასი ორგაზმების ილუსტრაციისთვის!
მაგრამ რასაც ის გულისხმობდა, კარგად გასაგებია: დგება მომენტი, როდესაც ადამიანის ორგანიზმს უკვე აღარ შეუძლია სექსუალური მუხტის შეკავება. იგი ან უნდა აფეთქდეს, ან უნდა განმუხტოს დაგროვილი ენერგია. ამ კრიტიკულ მომენტში კონტროლი ქრება. დგება მომენტი, რომლისგანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. სექსი ცნობიერი პროცესიდან უმართავ პროცესში გადადის. ენერგია ორგაზმულად გამონთავისუფლდება და მთელი ორგანიზმი კონვულსიურ მოძრაობებს იწყებს; პლაზმაში სრულიად სხვადასხვაგვარი ელექტრული დენები გადის, კუნთებიდან კი დაძაბულობა გამოდის.
რაიხი განსაკუთრებულაად უსვამდა ხაზს ორგაზმის უმართავი (უნებური) სტადიის აუცილებლობას, რომელშიც ენერგიას შეუძლია ბოლომდე განიმუხტოს. ეს სტადია ნიშნავს, რომ გვერდზე იტოვებთ ნებისმიერ „კეთებას“, ნებისმიერ ტექნიკას ან კონტროლის მეთოდს.
ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ორგაზმი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სხეული „იმარჯვებს“ და უნებურ კონვულსიებს ეძლევა.
ეს უნებური კონვულსიები, როგორც უკვე ავღნიშნე, ელექტრულ მოვლენას წარმოადგენს. ვისაც სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილებზე ექსპერიმენტები ჩაგიტარებიათ, გეცოდინებათ, რომ თუ სუსტი ელექტრული დენით შეეხებით მკვდარი ბაყაყის ფეხს, მისი კუნთები კონვულსიურად შეიკუმშება და ფეხს აამოძრავებს.
იგივე ხდება ადამიანის სხეულშიც. ჩვენი კუნთები მათში გავლილ ბიო-ელექტრულ დენზე რეაგირებენ. ორგაზმის დროს სექსუალური ცენტრი მეხამრიდივით, შინაგანი ელექტროდივით მოქმედებს და როდესაც ენერგია გენიტალიებიდან იწყებს გადმოღვრას, ბიოელექტროობის უეცარი გამოტყორცნა სხეულის მუსკულატურას რიტმულ შეკუმშვას აიძულებს.
ორგაზმის დასრულებასთან ერთად ორივე პარტნიორი ღრმა მოდუნებაში იძირება. მთელი ენერგია განმუხტულია, სხეულში არანაირი დაძაბულობა აღარ დარჩა. სწორედ ამიტომაა, რომ კარგი სექსის შემდეგ მრავალი ადამიანი დაძინებისკენაა მიდრეკილი.
სინამდვილეში, ძალიან ცოტას შეუძლია თავს საშუალება მისცეს, რომ სრული სექსუალური ორგაზმი განიცადოს და დატკბეს მისით, ამის მიზეზს შემდეგ თავში განვიხილავთ. ახლა კი ხაზი მინდა გავუსვა დამუხტვისა და განმუხტვის ბუნებრივ პროცესს, რადგანაც სწორედ ეს პროცესი იძლევა გასაღებს პულსაციებისთვის - იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ბევრ ჯგუფთან და ინდივიდუალურ სესიებზე ვიყენებ.
ემოციური ენერგია იგივე სქემას მიჰყვება, რასაც სექსუალური. უფრო ზუსტად, ენერგია ყოველთვის ერთი და იმავე სქემას მიჰყვება, მიუხედავად იმისა, გამოიხატება იგი სექსუალურად, თუ ემოციურად. ემოციური გამოთავისუფლებისთვის ენერგეტიკულ სხეულში მუხტი უნდა იყოს დაგროვილი. გამოთავისუფლებისა და განმუხტვის შემდეგ მოდის ღრმა მოდუნება და თვითგანწყობის გაუმჯობესების განცდა.
იმის საჩვენებლად, რომ ეს პრაქტიკაში მუშაობს, მე ავღწერ ჩემს პირველ გამოცდილებას რაიხული სესიიდან. მე იგი სანტა-მონიკაში მივიღე, ლოს-ანჯელესთან ახლოს, 1971 წლის აპრილში.
რაიხის იდეებით დაინტერესებული, სან-ფრანცისკოში ჩარლზ კელის ლექციას დავესწარი, მეცნიერის და ფსიქოლოგის, რომელიც, როგორც 1 თავში ავღნიშნე, 1950-იან წლებში რაიხთან სწავლობდა. თავის მეუღლესთან, ერიკა კელისთან ერთად, იგი იყენებდა და ავითარებდა რაიხის პრინციპებს ემოციური გაჯანსაღების სფეროში. მან თავის მიდგომას უწოდა «“რადიქსის“ ნეორაიხული სწავლება» და საჯარო სემინარებს ატარებდა სამხრეთ კალიფორნიაში, «რადიქსის» ინსტიტუტში. მე ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი ფილოსოფიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დიპლომით, თავგადასავლებისთვის ვიყავი განწყობილი და კელის ლექციებით იმდენად დაინტრიგებულიც, რომ სან-ფრანცისკოდან სამხრეთისკენ წავსულიყავი გამოსასვლელი დღის ჯგუფში მონაწილეობისთვის.
როგორც აღმოჩნდა, იქ თორმეტი მონაწილე შეიკრიბა. მაშინვე მივაქციე ყურადღება იმას, რომ ჩემი, 22 წლის ასაკით, იქ ყველაზე უმცროსი ვიყავი. უმეტესობა 30, 40 და 50-ზე მეტი ასაკისანი იყვნენ და ბევრი მათგანი უკვე პროფესიონალურადაც იყო დაკავებული მედიცინით და ჯანდაცვით - ექიმები, ექთნები და სხვადასხვა მიმართულების თერაპევტები.
პირველ დილას კელის მეუღლემ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშების სერია გაგვატარა: სუნთქვა, ხტომა, ყვირილი, დაძაბული და ერთი შეხედვით შეუძლებელი პოზები - მოგვიანებით გავიგე, რომ საკუთარი თავის გათანგვის ამ მეთოდს ბიოენერგეტიკას უწოდებენ. საღამოს განწყობა შეიცვალა და ერიკა კელიმ ადამიანები თავის სესიებზე - „ერთი-ერთზე“ მოიწვია. ამასობაში დანარჩენები მომხდარს აკვირდებოდნენ. ორი თუ სამი სესიის შემდეგ ჩემი რიგი დადგა.
«ლაურა, გინდა შემდეგი იყო?» – მკითხა ერიკამ, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.
«ო, ღმერთო!» – აღმომხდა გონებაში, მაშინ, როცა ჩემი მუცელი ნევროზულობისგან და აგზნებისგან შეიკუმშა.
«დიახ», – ვთქვი მე და საცურაო კოსტუმის გარდა ყველაფერი გავიხადე.
ზურგით მატრასზე დავწექი, ერიკას მუქ-თაფლისფერ თვალებს შევხედე, შემდეგ კი - ყველა ჩემს ამხანაგს გადავხედე, რომლებიც გარშემო წრეზე ისხდნენ და მოლოდინითა და ერთგვარი თანაგრძნობით მიმზერდნენ.
«კარგი. ახლა მუხლები მოხარე, ისე, რომ ტერფები მყარად იდგეს მატრასზე და თვალები დახუჭე», – რბილად მითხრა ერიკამ, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა.
«გააღე პირი და დაიწყე მუცლით ღრმა სუნთქვა », – განაგრძნობდა იგი და თან ხელი დაადო იმ ადგილს, სადამდეც ჩემი სუნთქვა უნდა ჩასულიყო.
მე ღრმად ჩავისუნთქე მუცელში, შემდეგ კი გულ-მკერდიდან მთელი ჰაერი ამოვისუნთქე.
ჩასუნთქვა... ამოსუნთქვა... უფრო ღრმა ჩასუნთქვა... უფრო ღრმა ამოსუნთქვა... განუწყვეტლივ, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
მაშინ არ მესმოდა რას ვაკეთებდი, შემდეგ კი გავიგე - ერიკას ენერგიის მუხტის დაგროვებამდე და პოტენციალის ამაღლებამდე მივყავდი, შემდგომი განმუხტვის წინ.
ენერგია. რა იგულისხმება სინამდვილეში ამ სიტყვაში? მალე ამას გავიგებდი.
«კარგია ლაურა», – მეუბნებოდა და ძლიერად მაწვებოდა მკერდზე ამოსუნთქვის დროს.
«ახლა კი ამოსუნთქვისას გამოეცი ბგერა „ოოოოო...“, და ჩასუნთქვა.... და „ოოოოო...“».
უცნაურ ჩხვლეტას ვგრძნობდი ხელისგულებზე და პირის გარშემო, რომელმაც სრულიად უნებურად დაიწყო შეკუმშვა და «О» ასოს ფორმა მიიღო. ამავდროულად შევიწროვდა ჩემი ყელიც და შეაკავა გრძნობები, რომლებიც თითქოს გულის მიდამოდან გარეთ ამოხეთქვას ლამობდნენ .
როგორც ჩანს, ერიკამ იცოდა რაც ხდებოდა. მან ჩემი ყელის, ქვედა ყბის და მხრების ენერგიული მასირება დაიწყო, და თან მთავაზობდა, რომ სხეულისთვის ისეთი მოძრაობის საშუალება მიმეცა, როგორსაც თავად მოისურვებდა.
საპასუხოდ ჩემმა სხეულმა ტალღისმაგვარი მოძრაობები დაიწყო, როგორც ჩანს, თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა.
უეცრად რაღაც ხმამ ჩემი გონების სიღრმიდან ჩამჩურჩულა: „ძვირფასო, კიდევ ცოტაც და რაღაც მოხდება - ყველა ამ ადამიანის თვალწინ!“
მე ამ ხმას ყურადღება არ მივაქციე და სუნთქვა განვაგრძე.
სუნთქვის ყოველი ციკლი უფრო და უფრო მეტად მძირავდა პულსირებადი მოძრაობებისა და ბგერების რიტმში, რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო და უფრო ღრმად აღწევდნენ და ჩემში იწვევდნენ შეგრძნებას, თითქოს ზღვის ტალღა, ან მდინარე მიმაქანებდა... ეს მდინარე გრძნობების მაქსიმალური პიკისკენ მიიწევდა... და უეცრად ხმამაღლა დავიწყე ბღავილი, თითქოს გული ნაწილებად იფლითებოდა. ჩემი გაოგნებული გონება მიზეზს ეძებდა, რის გამოც ვტიროდი, მაგრამ ვერ პოულობდა.
ჩემი სხეული კონვულსიებში თრთოდა, კუნთებიდან კი გამონთავისუფლება დაიწყო იმან, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განვიცდიდი ტკივილის და მწვავე სურვილის სახით. თანდათანობით დავიწყე ამ გრძნობის ამოცნობა: მე არასოდეს მიმიღია იმდენი სიყვარული, რამდენიც მჭირდებოდა, ან რამდენიც მინდოდა, განსაკუთრებით მამაკაცებისგან - პირველ რიგში მამისგან, შემდეგ კი ჩემი სხვადასხვა შეყვარებულებისგან.
უეცრად გონებაში მოგონებებმა გაიელვეს: გაიელვა ყველა იმ შემთხვევამ, როცა მეტის მიღება მინდოდა, მაგრამ მიტოვებული ვიყავი შეუსრულებელი სურვილებისა და სევდის მდგომარეობაში. რაც თავი მახსოვს მეშინოდა, რომ რაიმე მეთხოვა მამაკაცებისთვის: მეტი სითბო, მეტი ინტიმურობა და სიახლოვე. და, დიახ, მეტი სექსი.
მე კვლავაც გაოცებული ვიყავი ერიკას ინტუიციით, როცა მან მითხრა: „ნება მიეცი შენს ხელებს, რომ ზემოთკენ აღეპყრონ, და გაიმეორე: „მე მინდა... მე მინდა...“
მე მოვეჭიდე ამ სიტყვებს, როგორც წყალწაღებული და ვყვიროდი მათ ისეთი ხმით, რომელსაც თავად ძლივს ვცნობდი.
ერიკას ხელები სწორედ ისე ეხებოდნენ ჩემს სხეულს, როგორც საჭირო იყო, რათა ხელი შეეწყო ამ ყველაფრისთვის, მისი რბილი ხმა კი მამხნევებდა და მეუბნებოდა: „დიხა, უბრალოდ გაუშვი ეს ყველაფერი... დიახ“.
თანდათანობით ემოციის ნაკადი მინელდა. იგი გაფართოების შეგძნებით შეიცვალა, ეს შეგრძნება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემს ხელებს თითქოს შეეძლოთ ცას შემოხვეოდნენ.
ვგრძნობდი, რომ ყველაფერი მივიღე, რაც მჭირდებოდა. ჩემი სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა და ახლა მასში თავისუფლებისა და მოდუნების საოცარი შეგრძნება სუფევდა.
სრულ სიჩუმეში ვიყავი და ვისვენებდი ამ სივრცეში. ჩემი სხეული ვიბრირებდა და ახალი სასიცოცხლო ენერგიით ივსებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, ჩემი მუცლიდან გამოდიოდა.
რამდენიმე წუთში ერიკამ შემომთავაზა თვალები გამეხილა და წრეში მსხდომი ჯგუფის წევრებისთვის შემეხედა. ჩემს დაბრუნებას თბილი ღიმილებითა და ცრემლებისგან მბრწყინავი თვალებით შეხვდნენ. მე მივხვდი, რომ ეს ადამიანები მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ჩემთან იყვნენ.
როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ამ პირველ სესიაში ყველაზე მეტად იმ მოდუნების სიღრმემ გამაოცა, რომელიც ემოციური გამოთავისუფლების შედეგად ვიგრძენი. ეს რაღაც სრულიად ახალი იყო. აქამდე მსგავსი არაფერი განმეცადა.
ასეთი იყო რაიხის მთავარი აღმოჩენის ჩემი პირადი უშუალო განცდა: ორგაზმის ფორმულის ოთხტაქტიან ციკლში თქვენ ვერ შეძლებთ ნამდვილად იგრძნოთ მოდუნება, თუ მზად არ ხართ ბოლომდე განმუხტოთ სხეულში ენერგიის სიჭარბე. სიტყვა „სხეული“ აქ განმაზოგადებელ ტერმინად იხმარება, რომელიც ორ ღრმად დაკავშირებულ სხეულს - ფიზიკურს და ენერგეტიკულ სხეულებს აღნიშნავს.
ტოტალური განმუხტვა თავის მხრივ გულისხმობს ცნობიერ ძალისხმევებს. აუცილებელია მუხტის დაგროვება სუნთქვის იმ მეთოდის მეშვეობით, რომელიც ზემოთ ავღწერე. უკვე ამის შემდეგ შეუძლია ამ მუხტს, რომ მოახდინოს ემოციური აფეთქების და კათარზისის ინიცირება.
კელის მეუღლის ძალამ და მატრანსფორმირებელმა ეფექტმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სანტა-მონიკაში გადავედი და ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი მათთან, რათა პრაქტიკოსი რაიხული თერაპევტი გავმხდარიყავი. უფრო სწორად - „ნეორაიხული“, რადგანაც სწორედ ასე გამოყოფდა კელი თავის თავს რაიხის უფრო ორთოდოქსული და ტრადიციული მიმდევრებისგან.
გავდიოდი რა ნეორაიხული თერაპიის კურსს, განსაკუთრებით კი ჩემი საკუთარი პრაქტიკის პროცესში, მე შევიგრძენი და გავიგე, როგორ მოქმედებს ეს მიდგომა უშუალოდ სექსუალურ ენერგიასთან.
სხეულის შიგნით რაღაც ისეთი მოძრაობს, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ სასიამოვნო, ორგაზმული: ენერგიით ავსების, ენერგიის მოძრაობის შეგრძნება, მისი განმუხტვა და შემდეგ მოდუნება. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი ენერგიის შეკავებას წყვეტს.
უდავოა, რომ მსგავსი შეგრძნებები ძალზე სასიამოვნოა, მათში შეგვიძლია სექსუალობის თვისება შევიგრძნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ემოციური გამონთავისუფლების პრაქტიკის პროცესში ადამიანი გენიტალურად აღიგზნება. მე უფრო ვგულისხმობ ორგაზმული სიცოცხლის შეგრძნებას, სასიამოვნო შეგრძნებათა ნაკადების განცდას მთელს სხეულში.
გარდა ამისა, უშუალოდ ჩემს სექსუალობაშიც მოხდა ცვლილებები. კელის მეუღლესთან ინტენსიური მუშაობის პირველი ექვსი თვის მანძილზე მე შევამჩნიე, რომ პარტნიორთან ურთიერთობისას ჩემი სექსუალური განცდების სიღრმე იზრდებოდა. გაჩნდა მეტი სექსუალური ენერგია, უფრო ნაკლებ დროს ვხარჯავდი რაიმე ახალი ძალისხმევის მოგონებაში. ყველაფერი თავისთავად და ადვილად გამოდიოდა და ა.შ. ჩემი ორგაზმები კი უფრო ძლიერი და უფრო დამაკმაყოფილებელი გახდა.
გავხდი რა პრაქტიკოსი ნეორაიხული თერაპევტი, უფრო ფართოდ და ღრმად გავიგე ამ სამუშაოს კანონზომიერებები. მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ მოხდა ეს.
სწავლების დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამიმართლა - მე ესალონის უნივერსიტეტის თერაპევტი გავხდი ქალაქ ბიგ სურში, კალიფორნიაში. 70-იანების დასაწყისში ეს ინსტიტუტი ნოვატორული თერაპიის გენერატორი იყო, გზაჯვარედინი და შეხვედრის ადგილად პრაქტიკულად ყველასთვის, ვინც დაკავებული იყო პიროვნული ზრდისა და პიროვნების კვლევის ახალი მეთოდების განვითარებით.
ფრიც პერლზი, რომელიც გეშტალტ-თერაპიაზე მუშაობდა, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში აქ მუშაობდა. ისეთი თერაპევტები, როგორიცაა დიკ პრაისი, ვილ შუტცი, ჯოანა ჰელიფაქსი, სტანისლავ გროფი, ბერნარდ გიუნტერი, გაბრიელ როტი, იდა როლფი და მრავალი სხვა, იმ დროს ან აქ ცხოვრობდნენა, ან ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე.
ესალონში სულიერი მიმართულებებითაც მუშაობდნენ. აქ ხშირად ჩამოდიოდა ალან უოტსი - ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დასავლური ცნობიერება აღმოსავლურ ფილოსოფიასთან - განსაკუთრებით ძენთან, დაეკავშირებინა. ოლდოს ჰექსლი, რომელმაც თავის წიგნში - „აღქმის კარიბჭეები“, ჰალუცინოგენური ნარკოტიკების სულიერი ასპექტი აღწერა, ასევე რამდენჯერმე ესტუმრა ესალონს. შედეგად ინსტიტუტში, ჯგუფური სამუშაოებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ მთავარ დარბაზს მისი სახელი ეწოდა.
როცა ესალონში ჩავედი, სრულიად ამერიკული ახალგაზრდობა ინდოეთით იყო დაავადებული. ინდოეთი მოდად იქცა. მოგზაურები, რომლებიც ინსტიტუტში აღმოსავლეთიდან ჩამოვიდნენ, კითხულობდნენ ლექციეებს ჩაკრების სისტემის შესახებ, ატარებდნენ იოგას კურსებს და ასწავლიდნენ მედიტაციის სხვადასხვა მეთოდებს.
მთლიანობაში ეს ყველაფერი წარმოადგენდა დასავლური ფსიქოთერაპიისა და აღმოსავლური სულიერების ძლიერ კოქტეილს, და მეც, ვცხოვრობდი რა ინსტიტუტის ტერიტორიაზე, სიამოვნებით მივირთმევდი მას.
დაახლოებით იმავე დროს გავიგე „ქაოსური მედიტაციის“ უჩვეულო მეთოდის შესახებ, რომელიც ინდოელმა მისტიკოსმა, სახელად ბჰაგავან შრი რაჯნეშმა შექმნა და ძალიან მალე გამიჩნდა შესაძლებლობა, რომ გამომეცადა იგი.
კელის მეუღლემ ჩემთვის ტურნე მოაწყო ევროპაში, რათა სხვადასხვა ქვეყნებში სესიები ჩამეტარებინა. ლონდონში რაჯნეშის მოსწავლეებს შევხვდი და შევუერთდი მათ, რათა გამომეცადა მათი ერთსაათიანი ქაოსური ტექნიკა, რომელიც „დინამიური მედიტაციის“ სახელით არის ცნობილი.
ჩემს წარმოდგენაში მედიტაცია მდუმარე, მშვიდი და შედარებით პასიური პროცესი იყო. ადამიანი უბრალოდ უნდა იჯდეს, ფეხებგადაჯვარედინებული, თვალდახუჭული, ბუდას პოზაში, ამშვიდებდეს გონებას და ფიქრობდეს თანაგრძნობასა და მშვიდობაზე. ან იგალობოს საიდუმლო მანტრები, ან წარმართოს ენერგია ზემოთ, ხერხემალში. დინამიური მედიტაცია სრულიად სხვა გამოცდილება იყო და ბუნებრივია, შეესაბამებოდა თავის სახელს. იგი 60 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და 5 სტადიისგან შედგებოდა.
პროცესი იწყებოდა 10-წუთიანი ინტენსიური სუნთქვით ცხვირით და დახურული პირით, აქცენტით ამოსუნთქვაზე. ამ საწყის სტადიაში მთელი სხეულია ჩართული. ხელები ასრულებენ ძლიერ ქნევით მოძრაობებს, რაც რაღაცით ძველ საბერველებს მოგვაგონებს და ჰაერის ფილტვებში ჩატუმბვაში გვეხმარებიან.
ცხვირით სუნთქვამ ძლიერი ამოსუნთქვით - განსხვავებით ჩვენი სუნთქვის ნორმალური მოდელისგან - ჩემზე უცნაური ზეგავლენა მოახდინა. იგი ხელს უწყობდა ენერგიით ძლიერ დამუხტვას, მაგრამ ამავდროულად აღვიძებდა უკმარისობის, მოუთმენლობის და აგრესიის მზრდად შეგრძნებას.
ბარაბნების ქაოსური ხმა დამატებით აღგზნებას იწვევდა. გონგი მეორე სტადიის დაწყების ნიშანი იყო. მე მზად ვიყავი 10 წუთიანი კათარზისისთვის და ემოციური გამოხატვისთვის, რომელიც, წესით, უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი, რომ სადაცაა ავფეთქდებოდი და განწირული ვყვიროდი მთელი ძალით ყველა დანარჩენთან ერთად.
მესამე სტადია, რომელიც ასევე 10 წუთი გრძელდებოდა, უკიდურესად ენერგიული იყო. ჩვენ უწყვეტად დავხტოდით თავს ზემოთ აწეული ხელებით, მთელი ტერფით ვხტებოდით იატაკზე და ვყვიროდით მანტრას: „ჰუ! ჰუ! ჰუ!“. ეს, როგორც წინასწარ აგვიხსნეს, მოქმედებდა სექსუალურ ცენტრზე, როგორც კომბინირებული „ჩაქუჩი“: განმეორებადი ნახტომები აგზავნიდნენ იმპულსებს, რომლებიც ფეხების გავლით გენიტალიებს აღწევდნენ, მანტრა „ჰუ!“ თავისი ჟღერადობით იგივე ზემოქმედებას ახდენდა. აშკარაა, რომ მიზანი მდგომარეობდა სექსუალური ენერგიის მთვლემარე წყაროების გამოღვიძებაში და მთელ სხეულში გადანაწილებაში.
სამი სტადიისა და 30 წუთიანი ინტენსიური და დამქანცველი აქტივობის შემდეგ, რომელსაც თან ახლდა ხმამაღალი მუსიკა, აუდიოჩანაწერიდან მოულოდნელად გაისმა: „სტოპ!“. ჩვენ ვშეშდებოდით იმ პოზებში, რომლებშიც იმ მომენტში აღმოვჩნდებოდით ხოლმე და არცერთ კუნთს აღარ ვამოძრავებდით. ახლა, ინსტრუქციის თანახმად, უბრალოდ უნდა „დავკვირვებოდით“, ანუ თვალგაუხელელად შეგვემჩნია ყველაფერი, რაც ხდებოდა. პულსის ცემა ყურებში, სუნთქვის ხმა, რომელიც თანდათან წყნარდებოდა იმასთან ერთად, რაც საკუთარ თავს ვუბრუნდებოდით ამხელა დატვირთვის შემდეგ, ოფლი, რომელიც ღვარად მოგვდიოდა სახეზე და ტანზე, აზრები, რომლებიც გონებაში გაივლიდნენ ხოლმე. სიჩუმის ეს სტადია 15 წუთი გრძელდებოდა.
დამაგვირგვინებელი სტადია, რომელიც ასევე 15 წუთი გრძელდებოდა, ცეკვას და ზეიმს წარმოადგენდა.
როგორც უკვე მიხვდებოდით, ყველაზე მეტი შთაბეჭდილება დინამიურ მედიტაციაში ჩემზე იმან მოახდინა, რომ მასში ჩადებული იყო იგივე უმთავრესი ინგრედიენტები, რომლებიც რაიხის ორგაზმის ფორმულაში: სხეულში ენერგეტიკული მუხტის ინტენსიური დაგროვება, განმუხტვდა და მოდუნება.
მე ვერც ვამჩნევდი ამ ტექნიკაში მედიტაციის ასპექტებს - მე ხომ სრულიად „ჭყინტი“ ვიყავი იმისთვის, რომ აღმოსავლური წარმოდგენების ყველა დეტალი დამეჭირა. მაგრამ ძალიან მომეწონა გამომაცოცხლებელი ზემოქმედება, რომელიც ჩემზე დინამიკამ მოახდინა, ასევე ის, თუ რამდენად კარგად და მოდუნებულად ვგრძნობდი თავს ამის შემდეგ.
ასე დაიწყო ჩემი მისწრაფება რაჯნეშის მეთოდების შესწავლისადმი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ოშო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ეს იყო ჩემი რაიხული პრაქტიკის ტანტრას გზასთან გაერთიანების დასაწყისი.
ახლა, როცა ჩემთან ერთად გაიარეთ მძლავრი ნეორაიხული სესია ერიკა კელისთან ერთად და დინამიკის დაძაბული საათი, შესაძლოა დასვათ კითხვა: რისთვისაა საჭირო ამდენი ძალისხმევა? რა საჭიროა მთელი ეს ქშინვა, ხტუნვა, სუნთქვა, დაძაბულობა და ცრემლებისა და ბრაზის ეს ემოციური ნაკადები? მართლა გვჭირდება ამ ყველაფრის გავლა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად, ცოცხლად, მგრძნობიარედ, ორგაზმულად და მოდუნებულად ვიგრძნოთ?
ვშიშობ, რომ მოკლე პასუხი იქნება: „დიახ“.
ამის მიზეზები ცნობილი გახდება შემდეგ თავში.