ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
0
0

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 16 სინათლის წრე

 

თავი 16 სინათლის წრე

 

«მეტარზანი. შენჯეინი».

 

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სპორტსმენმა - ჯონ ვაისმიულერმა, ეს უკვდავი სიტყვები წარმოთქვა და მთელი მსოფლიოს მაყურებლები დაიპყრო ტარზანის როლის შესრულებით, ძალიან დიდი დრო გავიდა. მანამდეც და მის შემდეგაც ამ მომხიბვლელ, ხეებზე მხტუნავ გმირს, რომელიც ედგარ რაის ბეროუზმა შექმნა, მრავალი მსახიობი ასრულებდა. კინოს არსებობის 80 წლის მანძილზე ტარზანზე 45 ფილმი გადაიღეს, თუმცაღა თითქმის ყველა მაყურებელი თანხმდება იმაზე, რომ არავის უთამაშია ტარზანის როლი ისე, როგორც ჯონს.

 

შესანიშნავ და ლამაზ ირლანდიელ მსახიობთან, ჯეინის როლის შემსრულებელ მორინ ო’სალივანთან კომპანიაში, ვაისმიულერი მამაკაცურობის ერთგვარი განსახიერება გახდა 1930-იანი და 1940-იანი წლების მთელი თაობისთვის.

 

ტარზანს და ჯეინს არასოდეს ჰქონიათ სექსი კინო-ეკრანზე. სინამდვილეში თამამი შიშველი წყალქვეშა ცეკვის შემდეგ მათ მეორე ფილმში „Tarzan and his mate” სექსუალური მიზიდულობა ვაისმიულერსა და ო’სალივანს შორის განზრახ შეამცირეს. რითაც მაყურებელთა წრე გააფართოვეს და მთელი ოჯახური აუდიტორია ჩართეს მასში - ბავშვების ჩათვლით.

 

მაგრამ როდესაც ტარზანს ხელისგული პირთან მიჰქონდა და თავის სახელგანთქმულ ყიჟინას დასცემდა: „აააუუააუუაა!“ - ჯეინმა, ალბათ იცოდა, რომ მისი მამაკაცი მათი სასიყვარულო ბუდისკენ მოიჩქაროდა ხის მწვერვალზე და რომ მათ ორივეს ელოდათ კადრს მიღმა ვნების კიდევ ერთი ღამე. ჯეინმა ასევე იცოდა, რომ როგორც კი გაჭირვებაში მოხვდებოდა - კანიბალები ან მშიერი გიგანტური მაიმუნები შემოხვდებოდნენ, ტარზანი მაშინვე მოვარდებოდა ლიანებით, ხელს სტაცებდა, მხარზე მოიგდებდა და უსაფრთხო ადგილას წაიყვანდა.

 

ვაისმიულერისა და ო’სალივანის შემდეგ მამაკაცური და ქალური სტერეოტიპები საკმაოდ შეიცვალა. ქალებმა მოიპოვეს თავისუფლება და გათავისუფლდნენ რა საზოგადოდ გავრცელებული ცოლის, დედის, დიასახლისისა და მზარეულის როლებისგან, შეაღწიეს საზოგადოების იმ სფეროებში, სადაც ადრე მამაკაცები დომინირებდნენ,  მაგალითად პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტში.

 

ბუნებრივია, რომ ეს ცვლილებები კინოფილმებშიც აისახება. უმწეო ქალები უფრო და უფრო იშვიათი მოვლენა ხდება. ჩვენს დროში ჩარლის ანგელოზები ევლინებიან ადამიანებს მხსნელებად და ჯეიმს ბონდის თანასწორნი არიან.

 

მაგრამ ამ გათავისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა ორივე სქესში. ქალები, რომლებმაც მამაკაცური სამყაროს მწვერვალებს მიაღწიეს, ყოველთვის არ ხდებოდნენ ამით ბედნიერნი. ხოლო მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ უფრო რბილები და ემპათიურები გამხდარიყვნენ, ძალიან ხშირად დგებოდნენ ფაქქტის წინაშე, თუ როგორ მიჰყავდა მათი ოცნების ქალი რომელიმე მუტრუკ-შოვინისტს.

 

როცა 1970-იანი წლებში ინდოეთში ჩავფრინდი, ამით თავი დავაღწიე აშშ-ში არსებულ დებატებს სქესის საკითხზე და აღმოვჩნდი კომუნაში, სადაც მამაკაცებსა და ქალებს შორის სრულიად სხვა რამ ხდებოდა.

 

ოშო თავის დისკურსებში ხაზს უსვამდა სქესთა შორის განსხვავების მნიშვნელობას. იგი ამბობდა, რომ ქალები და მამაკაცები რაც შეიძლება მეტად უნდა განსხვავდებოდნენ ყველაფერში, რაც ეხება სექსს, სიყვარულს და ტანტრას. სხვა სიტყვებით, მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს, ქალი კი - ქალი.

 

რაში მდგომარეობს ძირითადი სხვაობა სქესთა შორის? ეს სია შეიძლება ძალიან გაგრძელდეს, მაგრამ აესაა თვისებები, რომლებსაც ტანტრასთან აქვთ კავშირი:

 

მამაკაცური თვისებები: აქტიური, ენერგეტიკულად გარეთ მიმართული, რაციონალური, უზრუნველყოფს და იცავს. სხეულში - მიდრეკილება უხეშობისკენ და „კუთხოვანი ფორმებისკენ“.

 

ქალური თვისებები: მიმღები, ენერგეტიკულად შიგნითკენ მიმართული, განვითარებული ინტუიციით, ქმნის მყუდროებას. სხეულში - მიდრეკილება სირბილისკენ და „მრგვალი ფორმებისკენ“.

 

ჩვენს გარშემო არსებული სამყარო, არსობრივად, წარმოადგენს ცეკვას მსგავს პოლარულ ურთიერთწინააღმდეგობებს შორის. დღე და ღამე, ზაფხული და ზამთარი, მამრობითი და მდედრობითი, პოზიტიური და ნეგატიური, მიქცევა და მოქცევა... ენერგიას მოძრაობა სჭირდება და რაც უფრო ძლიერია პოლარობები, მით უფრო მეტი ენერგიის მუხტი იმოძრავებს მათ შორის.

 

აქედან გამომდინარეობს ცხადი დასკვნები ტანტრას სამყაროსთვის. მამაკაცი, რომელიც ქალურ ტიპს განეკუთვნება, და ქალი, რომელიც მამაკაცურ ტიპს განეკუთვნება, სექსუალური კონტაქტის დროს დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ ენერგიის მნიშვნელოვანი მუხტის შექმნას. მამაკაცს, რომელის სავსეა ტესტოსტერონებით და რბილ მიმღებ ქალს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, რომ აქტიური მიზიდულობა იგრძნონ, დიდი მუხტი დააგროვონ და უფრო ღრმა ორგაზმებით დატკბნენ.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯონისთან და მორინთან ერთად ჯუნგლებში უნდა დავბრუნდეთ.

 

როგორც ჩანს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ბუნებას და ნაკლები - მოდურ პოლიტიკურ იდეებს სქესთა შერწყმაზე.

 

ამასთან, ტანტრას ოშოსეული ხედვა მრავალწახნაგოვანია და იგი შეიძლება ადვილად იქნეს გაგებული არასწორად. აქცენტი, რომელსაც იგი სექსუალურ სხვაობებზე აკეთებს, არ ნიშნავს, რომ ქალები არ უნდა იკვლევდნენ თავიანთ მამაკაცურ ბუნებას, მამაკაცები კი არ უნდა გაეცნონ თავიანთ ქალურ მხარეს, თავის „შინაგან ქალს“. პირიქით, „ქალების გათავისუფლების“ შვიდღიან ჯგუფში, რომელიც ოშოს ხელმძღვანელობით შეიქმნა, ქალები სამი დღის განმავლობაში იქცევიან როგორც მამაკაცები - უბრალოდ იმისთვის, რომ გაეცნონ ამ პოლარობას საკუთარ თავში. ხოლო „მამაკაცების გათავისუფლების“ ჯგუფში, რომელიც იგივე პრინციპებს ეფუძნება, მამაკაცებს საშუალება ეძლევათ, რომ სამი დღე ქალის როლში გაატარონ. როგორც უკვე ავღნიშნე, მეც ორეგონში, ოშოს კომუნაში ცხოვრევის დროს, მშენებლობაზე ვმუშაობდი და ფიზიკურ და რთულ მამაკაცურ სამუშაოს ვასრულებდი და მისი ყოველი წამით ვტკბებოდი.

 

რამდენადაც მესმის ოშოსი, იგი გვთავაზობდა, რომ მამაკაცური და ქალური ენერგიების მთელი სპექტრი გამოგვეცადა და ამავე დროს გაგვეცნობიერებინა ადამიანის სხეულში ენერგიის ნაკადის ძირითადი პოლარობა. კარგია, როცა ქალი იცნობს თავის მამაკაცურ თვისებებს და შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება. მაგრამ თუ იგი თავის ქალურ ბუნებაზე მაღლა დააყენებს მათ, ეს მისთვის იმედგაცრუებაც გახდება და თვითგანადგურებაც. იგივე ეხება მამაკაცებსაც.

 

ბევრ რამეში, ენერგეტიკულად და ფიზიკურად, მამაკაცის სხეული ქალის სხეულისგან განსხვავებულადაა მოწყობილი. თუ გვსურს, რომ ჩვენს სხეულში დაფარული სიამოვნების მიღების საშუალებები გამოვიყენოთ, ეს განსხვავებები უნდა გავითვალისწინოთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩაკრები ქალისა და მამაკაცის სხეულებში განსხვავებულ მუხტებს ატარებენ.

 

მამაკაცებში პირველი ჩაკრა დადებითადაა დამუხტული. ეს ცხადია, რადგანაც სასქესო ორგანო მათი სხეულიდან გარეთ გამოდის და განკუთვნილია ქალის საშოში შეღწევისთვის. ქალში სექსუალური ცენტრი უარყოფითადაა დამუხტული, მისი სასქესო ორგანო შიგნითკენაა მიმართული და განკუთვნილია იმისთვის, რომ პენისი მიიღოს. ეს სრულიად ცხადი ბიოლოგიური ფაქტი, და ენერგიის დინება ფიზიკურ სტრუქტურას მიჰყვება. სქესობრივი აქტის დროს ქალის სხეულში მხოლოდ სპერმა არ შედის. პირველ ჩაკრაში ქალში მამაკაცური ენერგიაც შეედინება.

 

სწორედ ამიტომ ვახსენე ამ თავის დასაწყისში ტარზანი და ჯეინი. პირველი ჩაკრა ფიზიკურ სხეულს და სასქესო ორგანოებს მართავს. მასში მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს, ქალი კი  ქალი - უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთია საგანთა მდგომარეობა.

 

მეორე ჩაკრაში, მუცლის ქვედა ნაწილში, ქალი დადებითადაა დამუხტული, მამაკაცი კი - უარყოფითად. ეს ჩაკრა ემოციებს და გრძნობებს მართავს. გასაგები ხდება, რატომ ეშინია ამდენ მამაკაცს ქალური ემოციების: ბუნებამ უზრუნველჰყო, რომ მიმღები ყოფილიყვნენ ენერგიის ძლიერი ნაკადისადმი და ეს შესაძლოა შემაშინებელი შეგრძნება აღმოჩნდეს.

 

ზუსტად ისევე, როგორც პირველ ჩაკრაში ეშინია ქალს, რომ გადავსებული გახდეს მამაკაცური სექსუალური აგრესიით, მეორე ჩაკრაში მამაკაცს ეშინია, რომ გადავსებული გახდეს ემოციებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ცრემლების ან რისხვის ფორმას იღებენ.

 

ამით აიხსნება ისიც, თუ რატომაა, რომ სექსის წინ ქალებს მამაკაცებზე მეტად სჭირდებათ მოფერება და ალერსი. ქალის გზა სექსისკენ უპირატესად მეორე ჩაკრაზე გადის. მას სჭირდება, რომ იგი შოკოლადის კანფეტებით, ყვავილებით, გრძნობითი ალერსით, სასიამოვნო სიტყვებითა და ჩახუტებებით მოიპოვონ - მხოლოდ ამ შემთხვევაში უგზავნის მისი დადებითად დამუხტული მეორე ჩაკრა შეტყობინებას უარყოფითად დამუხტულ პირველ ჩაკრას, რომ ახლა ყველაფერი რიგზეა და შეიძლება მამაკაცის შიგნით შეშვება.

 

მესამე ჩაკრაში - ძალის ცენტრში, კვლავ ხდება პოლარობის გადართვა. მამაკაცური ენერგია დადებითი ხდება, ქალური კი - უარყოფითი. აი, რატომაა, რომ მამაკაცებს უყვართ ყვირილი, მაგალითად სტადიონზე. ბგერა რეზონირებს ამ ცენტრთან და ძალის შეგრძნებას ქმნის. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომაა, რომ მამაკაცები რისხვასთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე ცრემლებთან.

 

მეოთხე ჩაკრაში მუხტების კიდევ ერთი გადართვა ხდება: ქალებს იგი დადებითი აქვთ, მამაკაცებს კი - უარყოფითი. მეძუძური ქალის მკერდიდან მხოლოდ რძე არ მოდის. მასთან ერთად სიყვარულის ენერგიაც მოედინება. გულის ჩაკრა ენერგეტიკულად კვებავს ბავშვს და ამის წყალობით იგი სასურველად და სიყვარულის ობიექტად თვლის თავს.

 

იმისთვის, რომ ქალის სიყვარული მიიღოს, მამაკაცს სიმამაცე სჭირდება, რადგანაც მკვებავი ქალური ენერგიის მიღებისას, იგი გარკვეული თვალსაზრისით კვლავ ბავშვი ხდება. და რა თქმა უნდა, ამით განისაზღვრება ისიც, თუ რატომ არიან მოხიბლულნი მამაკაცები ქალის მკერდით - მათ არ დავიწყებიათ, რა სიამოვნება იყო ძუძუს წოვა ჩვილობის პერიოდში.

 

მეოთხე ჩაკრას ზემოთ პოლარიზაცია არც ისე ძლიერია, ხოლო მეშვიდე ჩაკრაში ყველა პოლარობა ერთ მთლიანობაში ერთიანდება.

 

ტანტრას თვალსაზრისით პოლარიზაციის ერთ-ერთი საინტერესო შედეგს წარმოადგენს მამაკაცსა და ქალს შორის ცირკულირებადი წრის შექმნის შესაძლებლობა, განსაკუთრებით პირველ და მეოთხე ჩაკრებს შორის. მაგრამ სანამ მოვყვები იმაზე, თუ როგორ ხდება ჩემს ჯგუფებში ამ წრეების გამოკვლევა, უნდა გაგაცნოთ ძველი ინდური სულიერი ტექსტი სახელწოდებით - „ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა“. სანსკრიტიდან თარგმანში ეს სიტყვები ნიშნავს „ცნობიერების მიღმა გასვლის ტექნიკებს“ - და ეს შესაფერისი დასახელებაა, რადგანაც ამ ტექსტის სუტრებში მედიტაციის 112 მეთოდია.

 

სიტყვა „ტანტრა“ ამ კონტექსტში არ აღნიშნავს სექსუალურ ტექნიკებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამ ტესტში აღწერილია. ძველ დროში სიტყვა „ტანტრა“ ნიშნავდა უბრალოდ „მეთოდს“ ან „ტექნიკას“, და „ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა“ - მედიტაციის ყველა ცნობილი მეთოდის ამომწურავი სიაა.

 

ეს ტექსტი იმ გასხივოსნებულმა მისტიკოსებმა შეადგინეს, რომელთა სახელებიც უკვე დიდი ხანია დავიწყებულია. თუმცაღა, თვალნათლივია მათი მიდრეკილება პოეტური და დრამატული ლიტერატურული სტილებისადმი, რადგანაც ეს ტექნიკები გადმოცემულია მათ მიერ სულიერი სწავლების სახით, რომელიც მიწოდებულია ღმერთ შივას მიერ თავისი მეორე ნახევრისადმი - დევისადმი.

 

დევი ისე უსვამს შივას კითხვებს, როგორც მოსწავლე დაუსვამდა თავის სულიერ ოსტატს, შივა კი პასუხობს. თუმცაღა დევი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მოსწავლე. იგი - შივას ქალური ნახევარი და მისი შეყვარებულია. სინამდვილეში მათ ორივეს ზოგჯერ ერთიანი პიროვნების სახით გამოსახავენ. მაგალითად შივას ქანდაკება, სახელწოდებით „არდჰანარიშვარა“, ნახევრად მამაკაცია, ნახევრად კი ქალი. ამიტომ მათი დიალოგი - ეს ასევე ორ ძალიან ახლოს მყოფ შეყვარებულს შორის დიალოგია.

 

1970-იანების დასაწყისში ოშომ ამ დიალოგებს ძალიან ბევრი დისკურსი დაუთმო. მან ყველა - 112 მედიტაციის მეთოდის კომენტარი გააკეთა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის იქნა შემუშავებული. მან თქვა, რომ ეს იშვიათი მოვლენაა, რადგანაც, როგორც ვიცით, წარსულში რელიგიასა და სულიერებაში ცალსახად მამაკაცები ბატონობდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ქალებიც იყვნენ ჩართული, მაგალითად, მედიუმის როლში, როგორც ეს ძველ საბერძნეთში იყო. იქ ახალგაზრდა ქალები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ წინასწარმეტყველობდნენ დელფოსის ორაკულისთვის, მაგრამ მათ მართვას და მანიპულირებას მამაკაცი ქურუმები ახდენდნენ.

 

ამიტომ ის ფაქტი, რომ „ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრას“ მისტიკოსებმა რამენიმე ათასი წლის წინ სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს ქალებისთვის, - პატარა სასწაულად მეჩვენება.

ამ მედიტაციისთვის შივა დევის ასეთ მითითებებს აძლევს: «იგრძენი შემოქმედებითობის ის ნატიფი თვისებები, რომლებიც შენი მკერდიდან იღვრება და დახვეწილ ფორმებს იღებს».

 

ამ ტექნიკის კომენტირებს ოშო მამაკაცსა და ქალს შორის საბაზისო მიზიდულობის თემით იწყებს და განსაზღვრავს ამას, როგორც პოლარული წინააღმდეგობების მიზიდულობას. ენერგეტიკულად იგი ხედავს ქალებს და მამაკაცებს, როგორც ენერგეტიკული ჯაჭვის ორ ნახევარს, რომლებიც თავიანთ დასრულებას გამაერთიანებელ სასიყვარულო პროცესში პოულობენ.

 

ქალის სხეულში ყველაზე ძლიერი დადებითი პოლუსი მკერდის მიდამოშია და სწორედ ამიტომ აძლევს შივა მითითებას დევის, რომ თავისი ყურადღების კონცენტრაცია ამ ადგილზე მოახდინოს. თუ ქალი მსუბუქად და მოდუნებულად კონცენტრირდება თავის ძუძუებზე, მაშინ დაიწყებს ღრმა სიტკბოების შეგრძნებას, რომელიც ამ მიდამოდან მომდინარეობს, მთელს სხეულს შემოეგარსება და პულსირებს მის გარშემო, როგორც ერთგვარი აურა.

 

ოშო ხსნის, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ ამ მედიტაციის შესრულება. თუ მამაკაცი თავის ძუძუებზე კონცენტრირდება, მხოლოდ უხერხულობას და შფოთვას იგრძნობს, რადგანაც მამაკაცებს ეს მიდამო უარყოფითად აქვთ დამუხტული. მამაკაცის სხეულში უფრო ძლიერი დადებითი მუხტი სექსუალურ ცენტრშია, ამიტომ ანალოგიურ მედიტაციაში მამაკაცმა თავისი ყურადღების კონცენტრაცია პენისის ფუძეზე უნდა მოახდინოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ენერგიას ვერ ექნება ისეთი ტკბილი, მოსიყვარულე თვისება, როგორც ქალებში, რადგანაც ქალის ძუძუები სწორედ გულის ჩაკრასთან და მის მოსიყვარულე დედობრივ ენერგიასთანაა დაკავშირებული.

 

ოშო ამბობს, რომ მუხტების ურთიერთწინააღმდეგობა ქალის და მამაკაცის სხეულებში შესაძლებლობას ქმნის მათ შორის ენერგეტიკული წრის შექმნისთვის. მამაკაცი თავის ენერგიას პირველი ჩაკრის მეშვეობით გასცემს, ქალი კი იღებს მას და მიმართავს რა ზემოთ, ხერხემლის გავლით, მკერდით უბრუნებს მამაკაცს. მამაკაცი ენერგიას მკერდის მიდამოში იღებს და მიმართავს რა ხერხემლის გავლით ქვემოთ, პირველი ჩაკრისკენ, კვლავ ქალს უბრუნებს. ენერგიის ასეთი წრე შესაძლოა შემთხვევით გაჩნდეს ჩვეულებრივი სექსის დროს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

 

იმისთვის, რომ ენერგიამ დინება დაიწყოს, ორივე პარტნიორი მოდუნებული, მედიტატიური და ერთმანეთისადმი გახსნილი უნდა იყოს.

 

ტანტრულ პულსაციებში ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებს პირველ და მეოთხე ჩაკრებს შორის ცირკულირებადი ენერგიის მკაფიო განცდა ვაგრძნობინო. ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა გავაცნო მათ, თუ როგორ მუშაობს ტანტრა. პრაქტიკას ეწოდება „სინათლის წრე“.

 

თავდაპირველად მე ვყვები მამაკაცურისა და ქალურის, მათ შორის არსებული პოლარობის და აქედან გამომდინარე, არსებული შესაძლებლობების შესახებ. შემდეგ ვთავაზობ ჯგუფს სავარჯიშოს - „რბილი პულსაცია“, რომელსაც ყოველი მონაწოილე მატრასზე დაწოლილი ასრულებს ძირითად სუნთქვით პოზიციაში, მუხლები აწეულია, ტერფები მატრასზეა. ყოველ ჩასუნთქვაზე მენჯი უკან იზნიქება და კუდუსუნი მატრასს აწვება, ხოლო ამოსუნთქვისას - წინ მიდის ისე, რომ გენიტალიები და კუდუსუნი მატრასის ზემოთ ექცევა. როცა მონაწილეები ამ მოძრაობის პულსირებად რიტმში ხვდებიან, მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ თავად მენჯი სუნთქავს და ენერგიის ნაკადს ქმნის სხეულის მთელ ქვედა ნაწილში.

 

მას შემდეგ, რაც სუნთქვის რიტმი დამყარდა, მამაკაცებს ვთხოვ, რომ რბილად დაიდონ ხელისგულები გენიტალიებზე, ხოლო ქალებს - ძუძუებზე და ამით დაამყარონ კონტაქტი უფრო ძლიერ დადებით პოლუსთან.

 

«წარმოიდგინეთ, რომ ამ ადგილიდან ამოისუნთქავთ, დადებითად დამუხტული ჩაკრის მეშვეობით», – ვთავაზობ მე.

 

თანდათანობით მონაწილეები უფრო და უფრო ეწყობიან თავიანთ სუნთქვაზე და იგი ღრმა ხდება. ამ მომენტში ვთავაზობ, რომ საშალება მისცენ ხელებს - გამოხატონ გარეთკენ მიმართული ენერგიის მოძრაობის მიმართულება.  ამოსუნთქვისას ხელები სხეულს შორდება, თითქოს ამ წერტილიდან გამომავალი ენერგიის ტალღაზე ცურავსო. ჩასუნთქვისას ხელები რბილად უბრუნდება სხეულის დადებით პოლუსს.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ მონაწილეებს ვთხოვ, რომ წრე ჩაკეტონ - მიმღები, უარყოფითი პოლუსით ჩაისუნთქონ. ქალებისთვის სრული წრე ასე გამოიყურება: ამოსუნთქვას ძუძუებიდან ახდენენ და საშუალებას აძლევენ ხელისგულებს, რომ ზემოთ აიწინო და ნახევარწრე გააკეთონ სექსუალურ ცენტრამდე; შემდეგ ჩაისუნთქავენ და ამავდროულად წარმოიდგენენ, რომ სექსუალური ცენტრის გავლით სხეულში შედის ენერგია, რომელიც შემდეგ ხერხემლის გავლით ზემოთ აღიმართება და კვლავ მკერდს უბრუნდება.

 

მამაკაცები სექსუალური ცენტრიდან ამოისუნთქავენ და საშუალებას აძლევენ ხელისგულებს, რომ ზემოთ აწევის შემდეგ ნახევარწრე შემოხაზონ მეოთხე ჩაკრამდე; შემდეგ ჩაისუნთქავენ და წარმოიდგენენ, რომ ენერგია სხეულში მკერდის გავლით შედის და ხერხემალში ეშვება სექსუალურ ცენტრამდე.

 

ამასობაში მენჯის მოძრაობა გრძელდება და ნარჩუნდება დამიწებულობის მდგომარეობა და ენერგიის გამომუშავება. მთელი სავარჯიშო დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და ორივე სქესის მონაწილე იღებს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საკუტარი ენერგიის წრე.

 

მცირე შესვენების შემდეგ მონაწილეებს ვთავაზობ, რომ ოთახში გადაადგილდნენ, ერთმანეთს შეხვდნენ და აირჩიონ ის, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ.

 

თუკი ვისაუბრებთ „გრძნობათა წყვილების“ პოზიტიური ასპექტების ტერმინებში, შემდეგ სავარჯიშოში აქტიური პარტნიორი იკვლევს გაცემას სიყვარულის თვისებით, მაშინ, როცა პასიური იღებს მინდობის თვისებით. ჩემი გამოცდილებით, მიმღებად ყოფნა ამ ენერგეტიკული პოლარობის უფრო რთული ნახევარია.

 

მიღება - ნიშნავს ვინმეს შემოშვებას  საკუთარ ენერგეტიკულ სისტემაში. ვინმე რომ შემოუშვა, აუცილებელია მინდობა.

 

პარტნიორები ერთმანეთისადმი სახით პირისპირ სხდებიან, ნამასტეს ჟესტით ესალმებიან ერთმანეთს, შემდეგ კი კონტაქტს ამყარებენ თვალებით. რამდენიმე წუთის შემდეგ მამაკაცებს ვთხოვ, რომ თვალები დახუჭონ და საშუალება მისცენ საკუთარ თავს, რომ მიმღებნი გახდნენ. ქალებს ვთხოვ, რომ სიყვარულით სავსე მზერით შეხედონ მათ წინ მყოფ მამაკაცს. იმ გრძნობით, რომლითაც შეყვარებულს უმზერენ და საშუალება მისცენ ამ გრძნობას, რომ მოსიყვარულე ენერგიის ნაკადის სახით იმოძრაოს. მამაკაცის საშუალებას აძლევს ამ ენერგიას, რომ გადმოიღვაროს მასზე და მიღებულ იქნეს.

 

მე სწორედ ეს მომწონს - როცა პირველად აქტიურ როლში ქალია. ქალებს ასწავლეს, რომ მიმღები მხარე იყვნენ და მათ ძალიან ხშირად აქვთ ამასთან დაკავშირებული ჭრილობები. მათ იყენებდნენ ან არ უსმენდნენ - ამა თუ იმ სახით, არ ითვალისწინებდნენ. ამიტომ საშუალებას ვაძლევ მათ, რომ პირველები გავიდნენ მამაკაცებთან და საშუალება მისცენ მამაკაცს, რომ მიმღები იყოს. ეს მამაკაცისთვისაც გამოწვევაა, რადგანაც ეწინააღმდეგება მის განპირობებულობას.

 

ქალებს ვთხოვ, რომ მამაკაცებს ხელი ჩაკიდონ და საშუალება მისცენ გულის მოსიყვარულე ენერგიას - მათი გულიდან პარტნიორის გულამდე იდინოს. რაღაც დროის შემდეგ, თანდათანობით და ძალიან რბილად ისინი ეხებიან მამაკაცის სახეს, ეფერებიან მის კანს მაქსიმალურად ფრთხილად და სათუთად. ეს იმდენად მასაჟი არაა, რამდენადაც ალერსი. იმდენად კეთება არაა, რამდენადაც თანმყოფობა. ისე, თითქოს ქალის ენერგეტიკული ველი შედის მამაკაცისაში და უბრალოდ სიყვარულს უგზავნის.

 

როგორც წესი, ამ სტადიის დროს მიწევს, რამდენჯერმე შევახსენო მამაკაცებს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ. როგორც წესი, მამაკაცები, გრძნობენ რა ქალის შეხებას, ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად უნდა უპასუხონ. მაგალითად, ეხებიან ქელის ხელებს, ან ხელს მუხლზე ადებენ. უბრალოდ მიღება მათთვის საკმაოდ რთულია.

 

მე ვთავაზობ ქალებს, რომ, თუ სურთ შეიცვალონ მდგომარეობა, მამაკაცის უკან ან გვერდით დასხდნენ და განაგრძონ ენერგიის გაზიარება, სიყვარულით შეეხონ მის ყელს, კისერს, მხრებს და თავს.

 

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ვასრულებთ სავარჯიშოს ამ სტადიას და ქალებს ვთხოვ, რომ დაბრუნდნენ და მამაკაცის პირდაპირ დასხდნენ. მამაკაცებს კი ვთხოვ, რომ თვალები გაახილონ და იმ ქალს შეხედონ, რომელმაც სიყვარულის ენერგია გაუგზავნა. როგორც წესი, ეს მომენტი ძალიან მგრძნობიარეა ხოლმე. თუ მამაკაცი მართლა აძლევდა საკუთარ თავს მიღების უფლებას, მაშინ გახელილი თვალებიდან შესაძლოა მადლიერების ტკბილი ცრემლები გადმოიღვაროს, დაახლოებით ამ გრძნობით: „ასე არასოდეს არავინ შემხებია - როცა სანაცვლოდ არაფერი არ უნდა გამეკეთებინა“. ეს ძალიან გულშიჩამწვდომია.

 

შემდეგ პარტნიორებს ვთხოვ, რომ როლები გაცვალონ. ახლა ქალები იღებენ, მამაკაცები კი გასცემენ.

 

ეს მშვენიერი სავარჯიშოა. მე ხშრად ვიყენებ მას პულსაციების ჯგუფებში მოდუნების და საკუთარ თავში უჩვეულო სინაზის შემოშვების მსუბუქ და მარტივ საშუალებად.

 

შესვენების დროც დგება სადილობისთვის და მე ვთავაზობ მამაკაცებსაც და ქალებსაც, რომ ფიზიკურ კონტაქტში დარჩნენ - გასეირნების დროს, ჯდომის დროს, სადილობის დროს, სიგარეტის მოწევის დროს... გარდა იმ ერთადერთი გამონაკლისისა, როცა ვინმეს ტუალეტში უნდა გასვლა. ასევე წყვილებმა არ უნდა იკონტაქტონ სხვა ადამიანებთან. ეს იმისთვის კეთდება, რომ დილის სესიაზე მიღებული ენერგიის დნობისა და შერწყმის ატმოსფერო შენარჩუნდეს და მოტანილ იქნეს საღამოს სესიაზეც. 

 

ამ პრაქტიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვაში, ადამიანები სიამოვნებისა და ტოტალურობის სხვადასხვა დონით მონაწილეობენ. ზოგიერთი წყვილი დაუყოვნებლივ იშლება, რადგანაც ერთ-ერთ პარტნიორს უბრალოდ არ სურს მისი შესრულება, თავს ძალიან შევიწროებულად და ხაფანგში მომწყვდეულად გრძნობს. თუმცაღა მონაწილეთა უმეტესობა ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია და როცა ყველა ბრუნდება სადილის შემდეგ, ვგრძნობ, რომ სირბილისა და ენერგიის დნობის ხარისხი შენარჩუნებულია.

 

პარტნიორები ერთად რჩებიან და საღამოს სესიას ქალისა და მამაკაცის სინათლის წრით გაერთიანებას უთმობენ.

 

სხედან რა მატრასზე, სახით ერთმანეთისკენ, მონაწილეები ხელს იდებენ თავიანთ დადებით პოლუსზე და, ღრმად სუნთქვასთან ერთად, იწყებენ ენერგიის წრის შექმნას საკუთარ თავში ზუსტად ისე, როგორც ამას დილის სესიაზე აკეთებდნენ.

 

ქალის ხელები ამოსუნთქვის დროს ნახევარწრეს შემოხაზავენ მკერდიდან გენიტალიებამდე, შემდეგ კი, ჩასუნთქვისას სხეულის გასწვრივ სრიალით მკერდს უბრუნდებიან. მამაკაცის ხელები ამოსუნთქვის დროს ნახევარწრეს შემოხაზავენ გენიტალიებიდან მკერდამდე, შემდეგ კი ჩასუნთქვისას უკან ბრუნდებიან სხეულის გასწვრივ სრიალით.

 

მაშინაც კი, როცა არ ეხებიან  ერთმანეთს და თვალებითაც არ აქვთ კონტაქტი, პარტნიორები უკვე ურთიერთქმედებენ ენერგეტიკულად - უბრალოდ იმიტომ, რომ ერთმანეთისადმი სახით პირისპირ სხედან.

 

ამოსუნთქვის დროს, მამაკაცის ხელები მისი სექსუალური ცენტრისგან ქალის სექსუალური ცენტრისკენ მოძრაობენ. როცა ქალი ამოისუნთქებს, მისი ხელები გულის ცენტრისგან მამაკაცის მკერდისკენ მოძრაობენ. ისინი სხვადასხვა რიტმში სუნთქავენ, მაგრამ ნაკადი უკვე იწყებს ფიქსირებას.

 

მონაწილეებს ვუხსნი ამ დინამიკას და ვთავაზობ, რომ თავიანთი პარტნიორი ენერგიის წრეში ჩართონ.

 

ახლა წრე მხოლოდ ერთ ადამიანში აღარ მოძრაობს. თვალდახუჭულიც კი, ქალი ენერგიას თავისი მკერდიდან მამაკაცს აძლევს, აზრობრივად წარმოიდგენს, როგორ შედის ეს ენერგია მის მკერდში, ეშვება ხერხემლის გავლით და გამოდის ამ მამაკაცის სექსუალური ცენტრიდან. იგი იღებს მას თავის სექსუალურ ცენტრში და ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად, ხერხემლის გავლით მკერდამდე (ძუძუებამდე) მიმართავს.

 

მამაკაცი იგივეს აკეთებს თავისი პოლარობის შესაბამისად. პირველი ჩაკრადან გასცემს ენერგიას და აზრობრივად წარმოიდგენს, როგორ იწევს ეს ენერგია ქალის ხერხემლის გავლით მკერდამდე, როგორ გადმოიღვრება მკერდიდან და როგორ ღებულობს საკუთარი მკერდით.

 

გარკვეული დროის შემდეგ ორივე პარტნიორს ვთხოვ თვალების გახელას და ვიზუალური კონტაქტის დამყარებას. ამავდროულად განაგრძონ ხელების მოძრაობა და ერთმანეთს შეუწყონ სუნთქვის რიტმი. წრის ჰარმონიულად ფიქსირებასთან ერთად ჩნდება გარკვეული სიახლოვე.

 

შემდეგ მონაწილეებს ვთავაზობ, რომ ჩაეხუტონ ერთმანეთს, უკვე აღწერილი პოზიციის გამოყენებით და აზრობრივად ენერგიის წრის წარმოსახვით. ახლა პოლუსები ფიზიკურადაც ეხებიან ერთმანეთს და ენერგიას უფრო ინტენსიურად შეუძლია მოძრაობა.

 

თავიდან პარტნიორებს ვთავაზობ, რომ ერთ რიტმში ისუნთქონ, რათა გაეცნონ სავარჯიშოს და ენერგიის ნაკადში მოდუნდნენ. შემდეგ ვეუბნები, რომ შეუძლიათ სცადონ ვარიანტი, რომელშიც მამაკაცი მაშინ ჩაისუნთქავს, როცა ქალი ამოისუნთქავს, და პირიქით.

 

თუმცაღა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მარტივად იყოს. არ მინდა, რომ მონაწილეებმა ენერგიასთან კონტაქტი ინსტრუქციების ზედმეტი რაოდენობის და რთული ვიზუალიზაციების გამო დაკარგონ. იგივე მიზეზით არ ვაკეთებ აქცენტს ფიზიკურ მოძრაობაზე და მხოლოდ მსუბუქ რწევას ვთავაზობ. მინდა, რომ მონაწილეები შორს იყვნენ „კეთების“ ასპექტისგან, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია იქცეს სექსუალურ აქტივობად. ეს ბუნებრივი ტენდენციაა - „გაზზე ფეხის მიჭერა“, მაგრამ ამავდროულად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ადამიანები ნაცვლად გრძნობითი გამოცდილების მიღებისა, ქმედებაზე გადავლენ და ენერგიასთან კონტაქტს დაკარგავენ.

 

პარტნიორები ჩახუტებულები არიან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ვთხოვ მათ, რომ ძალიან ნელა დაშორდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდება ხოლმე - განსაკუთრებით მათთვის, ვინც მართლაც მოახდინა  ენერგეტიკულად შერწყმა. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვაიძულებ, რომ დაშორდნენ ერთმანეთს. ჩემი გამოცდილებით, ადამიანებისთვის ძნელია, ამდენი ხნის განმავლობაში დარჩნენ გაცნობიერებულად და ყურადღებით - მგრძნობიარედ ენერგიის ნაკადისადმი ისე, რომ არ დაკარგონ კავშირი მიმდინარე მდგომარეობასთან, არ გაფრინდნენ აზრებში და არც სექსუალურად „დაიქოქონ“. თუ აღიგზნება, ერთ-ერთ პარტნიორს ადვილად შეუძლია შეწყვიტოს პარტნიორის გათვალისწინება და გადაეშვას ენერგიასთან ერთად იმ მიმართულებით, რომელიც მეტისმეტად ინტიმური ან სექსუალური აღმოჩნდება.

 

ზოგიერთი მონაწილე ძალიან იოლად ერთიანდება სინათლის წრეში და ტკბება  ამით. მამაკაცები ხშირად გაოცებულნი არიან იმ ენერგიის სიტკბოთი და მკვებავი თვისებით, რომელსაც ქალის მკერდიდან იღებენ და რომელიც ძალიან ჰგავს დედის რძეს. ქალები კი ზოგჯერ გახარებულნი არიან თავიანთი უნარით - მიიღონ მამაკაცის სექსუალური ენერგია და დატკბნენ მისით ფიზიკური შეღწევის გარეშე.

 

ზოგიერთი ადამიანი სირთულეს განიცდის, ალბათ იმის გამო, რომ მოდუნება,  კომფორტული რიტმის მოძებნა არ გამოსდის, ან პარტნიორთან კონტაქტისგან უხერხულობას გრძნობს. მაგრამ ამა თუ იმ სახით მედიტაციაში ყველა მონაწილეობს. სწორედ ამიტომ არ ვაკეთებ აქცენტს ტექნიკის ზუსტ შესრულებაზე და ვეუბნები მონაწილეებს, რომ არ იღელვონ, თუ რიტმს დაკარგავენ. ასე თუ ისე, კვლავ იპოვნიან მას, ოთახში კი იმხელა ენერგია მოძრაობს, რომ ყოველ მონაწილეს უცილობლად შეეხება.

 

ვარჯიშის დასასრულს ორივე პარტნიორი ცალ-ცალკე ზის, დახუჭული თვალებით, მიღებულ გამოცდილებას ინელებს და ამუშავებს.

 

დგება დრო მეორე რაუნდისთვის, ამჯერად დამხმარეებს ვთხოვ, რომ მონაწილეებს თვალების ასახვევები დაურიგონ. მას შემდეგ რაც ყველა გაიკეთებს ასახვევს, ქალებს ვთხოვ, რომ ნელა წამოდგნენ, ჩემი დამხმარეები კი ფრთხილად აცილებენ მათ ახალ, მათთვის უცნობ მამაკაც-პარტნიორამდე, რომლების წინაც ქალები ნელა სხდებიან.

 

ხშირად, ტანტრას ჯგუფებზე ადამიანები პარტნიორებს გარკვეული სტერეოტიპების შესაბამისად ირჩევენ: მათ, ვინც იზიდავთ, სასიამოვნო გარეგნობით, ან ახალგაზრდას... გარდა ენერგეტიკული თავსებადობისა არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც არჩევანზე მოქმედებს.

 

მამაკაცი შესაძლოა თვლიდეს, რომ ქალების გარკვეული ტიპი მოსწონს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის ენერგია არ მიედინებოდეს - ეს მხოლოდ იდეაა.

 

სიტუაცია „ბრმა პაემანი“ საშუალებას აძლევს მონაწილეებს, რომ წყვილში აღმოჩნდნენ ვიღაცასთან, ვინც არ აურჩევიათ, ჩვეული მოლოდინებისა და შეფასებების გარეშე. ეს ამაღელვებელი და ცოტა შემაშინებელი გამოცდილებაა, რადგანაც არ იცით, ვინაა ახლა თქვენს წინ.

 

ჩვენ ვიმეორებთ წინა სავარჯიშოს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ხოლმე, რომ ადამიანები სასიამოვნოდ გაოცებულები იქნებიან თავიანთი უნარით - დატკბნენ ვიღაც სრულიად უცნობ ადამიანთან მხოლოდ ენერგეტიკული ურთიერთქმედებით.

 

მას შემდეგ, რაც ვარჯიში დასრულდა და პარტნიორები დაშორდნენ ერთმანეთს, ყველას ვთავაზობ, რომ თვალსახვევები მოიხსნან და შეხედონ, ვისთან ერთად იყვნენ. ჩვეულებრივ, ამას თან ახლავს ღიმილი და სიცილი, გაზიარებული სიახლოვისთვის მადლიერება. მეორე საინტერესო ვარიანტია - დავაშოროთ ერთმანეთს პარტნიორები ოთახის სხვადასხვა ბოლოში და მხოლოდ ამის შემდეგ მოვხსნათ სახვევი, რათა ვერავინ ვერასოდეს გაიგოს ვისთან გააკეთა სინათლის წრე.

 

ტანტრულ პარტნიორებს შორის შესაძლებელია ენერგეტიკული წრეების შექმნა სხვა ჩაკრების პოლარობების გამოყენებითაც. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ წრე შექმნათ პირველ და მეორე ჩაკრებს შორის, მაგრამ აქ არსებობს რისკი, რომ ეს მეტისმეტად სექსუალურად იქცევა, რადგანაც ორივე ეს ჩაკრა მუცლის სეგმენტშია - ინსტინქტების სფეროში.

 

როცა წრე გულის ცენტრს მოიცავს, აქცენტი ყოველთვის გადადის ქვედა ნაწილიდან ზედაზე, ცხოველურიდან ღვთაებრივზე. ჩნდება ზემოთკენ მოძრაობის თვისება, რომლის წყლობითად კონტაქტი აღარაა მთლიანად სექსუალური და გრძნობითი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ტანტრა მოიცავს ადამიანური გამოცდილების მთელ სპექტრს და წარმოადგენს ხიდს სექსსა და ზე-ცნობიერებას შორის.

 

ამ საღამოს ბოლოს მე კმაყოფილებას ვგრძნობ იმით, რომ ყველამ მიიღო ექსპერიმენტში მონაწილეობა. ყოველმა მონაწილემ თავისი უნიკალური გამოცდილება მიიღო. შესაძლოა, ვიღაცამ მეტი ტკბობა და ექსტაზი მიიღო, ვიდრე სხვამ. თუმცაღა ის, რომ ყველამ მისცა საშუალება უცნობ ადამიანს, რომ ენერგეტიკულად შერწყმულიყო მასთან, - ფრიად არსებითია. უფრო მეტიც, მგრძნობელობის, სიახლოვისა და ენერგეტიკული ნაკადების შეგრძნების ამ გაკვეთილების წაღება სახლშიც შეიძლება გასაღებების სახით, რათა გამოყენებულ იქნეს უფრო ინტიმურ სასიყვარულო ურთიერთობებში საყვარელ ადამიანთან.

 

შესაძლოა ფიქრობთ, რომ საწინააღმდეგ სქესთან სინათლის წრეში გაერთიანებით მთავრდება კიდეც ტანტრას გამოცდილება, რადგანაც მსგავსი ჯგუფების უმეტესობაში სექსუალური ენერგიის სხეულში გატარება ტანტრას უკიდურეს ზღვრად მოიაზრება. მაგრამ ჩემთვის ტანტრა გაცილებით მრავალგანზომილებიანი გამოცდილებაა, რომელიც უფრო ცხოვრების სტილს გვაგონებს, ვიდრე სექსუალობის კვლევას. ამიტომ ჩემი ჯგუფების შემდეგი სტადია გათვლილია სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ რამეზე. ამაზე ბოლო თავში მოვყვები.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff