ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
0
0

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 15 ჩაკრების გამოკვლევა

 

თავი 15 ჩაკრების გამოკვლევა

 

«ენერგია მარადიული ნეტარებაა», – თქვა უილიამ ბლეიკმა, ინგლისელმა პოეტმა და მისტიკოსმა.

 

მას რომ ორიოდე ასწლეულით გვიან ეცხოვრა და ჩვენ შევხვედროდით, მე ვუპასუხებდი: «დიახ უილიამ, შენ მართალი ხარ. მაგრამ გახსოვდეს: ენერგიას მხოლოდ მაშინ მოაქვს ნეტარება, როცა მას მოძრაობა შეუძლია. თუ ის „იყინება“, ეს „მარადიული ნეტარება“ ხუთი წითიც კი არ გაგრძელდება». ასევე ავღნიშნავდი, რომ ამ ნეტარების შეგრძნების შანსები პირდაპირ-პროპორციულია იმ თავისუფლებასთან, რომლითაც ენერგიას შეუძლია ადამიანის სხეულში იმოძრაოს.

 

ბლეიკის მსგავსი პოეტები და მხატვრები პიკური გამოცდილებების (peak-experiences) მხოლოდ მოკლე გაბრწყინებებს განიცდიან. რადგანაც არ ფლობენ ძალაუფლებას იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდება ეს გამობრწყინებები, ასეთი ადამიანები ან მწვავედ იტანჯებიან შთაგონების მოლოდინში, ან, კოლირიჯის მსგავსად, ნარკოტიკებს მიმართავენ, რათა სასურველ აღმაფრენას მიაღწიონ.

 

თუმცაღა ექსტაზი, ნეტარება და მსგავსი მშვენიერი მდგომარეობები სულაც არაა აუცილებელი, რომ ადამიანის მიერ ასე იშვიათად განიცდებოდეს.

 

არაა აუცილებელი ასევე, რომ მივეკუთვნებოდეთ ადამიანთა რაიმე განსაკუთრებულ ტიპს - ვიყოთ პოეტი ან მხატვარი, - რათა ამ განცდებით დავტკბეთ. როგორც წინა თავში გიამბეთ, მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ბევრჯერ განმეცადა ეს გრძნობები და ამასთან არ ვთვლი საკუთარ თავს უფრო განსაკუთრებულად ან ნიჭიერად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. ყველაზე მთავარი საკუთარი ენერგიის წვდომა და მის გზაზე არსებული ბლოკების მოშორებაა. როცა ენერგია მისაწვდომია და მოძრაობს, მისი პოტენციალი შესაძლებელია ათასობით შემოქმედებითი საშუალებით იქნეს გამოკვლეული: თქვენ შეგიძლიათ იცეკვოთ, იმღეროთ, ითამაშოთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, იმედიტიროთ, იზეიმოთ, იმუშაოთ, სექსით დაკავდეთ... მოკლედ, შესაძლებლობები უსაზღვროა. სინამდვილეში, საქმე იმაში არაა, თუ რას აკეთებთ, არამედ სისავსის და სიცოცხლის იმ გრძნობაში, რომლითაც ამას აკეთებთ, - სიცოცხლე კი ენერგიის მოძრაობით განისაზღვრება.

 

ჩემი სამუშაო ენერგიის ნაკადის მოძრაობას ორი მიმართულებით იკვლევს. მოგზაურობის პირველ ნაწილში, როცა ჯავშნის მოხსნა ხდება, ჩვენ დაღმავალ გზას მივყვებით და სეგმენტიდან სეგმენტზე გადავადგლდებით, თავიდან მენჯისკენ. მეორე ნაწილში გამოღვიძებული ენერგია ბუნებრივი გზით იღვრება სექსუალური ცენტრიდან და სხეულში შვიდი ჩაკრას მეშვეობით ზემოთ იწევს.

 

ჩაკრების შესახებ პირველად 70-იანი წლების დასაწყისში გავიგე. მაშინ სან-ფრანცისკოში ვცხოვრობდი და ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც გამოცემული იყო თეოსოფიური საზოგადოების მიერ - ეზოთერული ორგანიზაციის, რომელიც ინდოეთსა და ევროპაში XX საუკუნის დასაწყისში ჰყვაოდა და დღემდე არსებობს. ამ საზოგადოების ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ჩარლზ ლედბიტერმა, დაწერა ჩაკრების შესახებ წიგნი, რომელიც ყველა დროის ეზოთერული ბესტსელერი გახდა.  სწორედ ეს წიგნი წავიკითხე. მსგავსი სახის სხვა ლიტერატურა იმ დროს თითქმის არ გამოიცემოდა, გარდა წმინდა ინდური ტექსტების თარგმანებისა, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. როდესაც ცოლ-ქმარ კელებთან დავიწყე მათ მიერ შექმნილი „რადიქსის“ პრაქტიკის შესწავლა, აღმოვაჩინე, რომ ჩაკრები იმავე ადგილებში არიან განლაგებულნი, სადაც რაიხის სეგმენტები.

 

ემოციური გამოთავისუფლების პრაქტიკამ ჩემს სხეულში უამრავი შეგრძნება გამოიწვია. ზოგჯერ ვგრძნობდი, როგორ ვიბრირებდნენ ენერგეტიკული ცენტრები,  განსაკუთრებით მზის წნულსა და გულში, სწორედ იმ ადგილებში, სადაც მესამე და მეოთხე ჩაკრებია. მე არ მინახავს არც ენერგიის მბრუნავი დისკები, არც ცისარტყელის ფერები, მაგრამ როცა ჩემი გული შეძრული იყო ხოლმე, გულის ცენტრში ენერგიის პულსაციას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ამ დროს მეოთხე ჩაკრა იხსნებოდა.

 

რაც უფრო მეტს ვმუშაობდი კუნთოვან სეგმენტებთან, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ ენერგია, იწყებდა რა მოძრაობას და ხდებოდა რა ცოცხალი და მგრძნობიარე, შინაგან სივრცეს ხსნის და მისაწვდომი ხდება ბირთვის ენერგეტიკული განცდები. მე ეს ასე წარმომიდგენია, რომ რაიხის მიერ აღწერილი კუნთოვანი სეგმენტები აფორმირებენ ჩაკრების გარე შრეებს, წარმოადგენენ  ფიზიკურ გარსს, რომელთა შიგნითაც უფრო ნატიფი ენერგიების მრავალი შრეა.

 

ჩაკრები – ესაა კარებები, რომლებსაც საკუთარი თავის სიღრმეში მივყავართ, სასიცოცხლო ენერგიის სხვადასხვა თვისებებში.

 

არსებობს ერთიანი სასიცოცხლო ძალა, ერთიანი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მთელ ჩვენს სისტემაში გადის და ვიბრირებს რა რომელიღაც ჩაკრაში, ან გამოიხატება რა რომელიღაც სეგმენტში, ეს ენერგია კონკრეტულ თემებთან დაკავშირებულ გარკვეულ თვისებებს ღებულობს.

 

ზოგიერთი ეს თემა უკვე ვახსენე წინა თავებში, მაგრამ ალბათ სასარგებლო იქნება, თუ ჩაკრების სისტემის შესახებ უფრო სრულ სიას მოვიყვან.

 

პირველი ჩაკრა. სიცოცხლის ცენტრი.

 

პირველი ჩაკრა განლაგებულია მენჯის სიღრმეში, ანუ რაიხის ტერმინებით - მენჯის სეგმენტის შიგნით. იგი დაკავშირებულია მენჯის ორგანოებთან და მოიცავს გენიტალიებს, ანუსს და შარდის ბუშტს. ეს ცენტრი, რომელსაც ასევე ფუძისეულ ჩაკრასაც უწოდებენ, ფეხებისა და ტერფების მეშვეობით ენერგეტიკულად დედამიწასთან გვაკავშირებს. მისი წყალობით ხდება კონტაქტი ჩვენს ცხოველურ ბუნებასთან, ყველაფერთან, რაც ჩვენში პირველყოფილი და არაცივილურია.

 

პირველი ჩაკრა მართავს ფიზიკურ სხეულს და პასუხს აგებს გამრავლებაზე, ჯანმრთელობასა და ავადმყოფობებზე, ძალაზე ან სისუსტეზე, სხეულის უნარზე - გვატაროს ცხოვრების გზაზე,  გადარჩენაზე. კაცობრიობისთვის დროის დიდი ნაწილის განმავლობაში პირველი ჩაკრა იყო საყრდენი, განსაკუთრებით ცივილიზაციის დაბადებამდე, როცა მთავარი საკითხები იყო: საკვები, სექსი და თავშესაფარი.

 

პირველი ჩაკრა გვაკავშირებს ჩვენს სექსუალობასთან და ყველა მის თანმხლებ განცდასთან. მათ შორისაა ბავშვური სექსუალობაც მისი უმანკოებით და სიამოვნების უნარით, მოზარდობის სექსუალობაც, რომელიც თავდაუჯერებლობითა და განწყობების ცვლილებებითაა სავსე - სწორედ ის დრო, როცა ბევრ რამეს ვცდიდით, შეცდომებს ვუშვებდით, როცა უარგვყოფნენ.

 

მეორე ჩაკრა. გრძნობების ცენტრი.

 

მეორე ჩაკრა მდებარეობს მუცლის მიდამოში და ემთხვევა რაიხის მუცლის სეგმენტს, რომელიც მოიცავს ნაწლავებს და საშვილოსნოს. როგორც უკვე ვიცით, მუცელი მრავალი ღრმა გრძნობისა და ემოციის წყაროა, განსაკუთრებით მათი, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან დედაზე - რადგანაც, როცა ჯერ კიდევ საშვილოსნოში ვიმყოფებოდით, მასთან დამაკავშირებელი ჭიპლარი სწორედ ამ ცენტრთან ახლოს იყო განლაგებული.

 

მეორე ჩაკრა მართავს ყველა ჩვენს მოთხოვნილებას, ჩვენს დამოკიდებულებას სხვა ადამიანებზე, ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვაროვნული საზოგადოებისა და კოლექტიური იდენტიფიკაციის გრძნობას. გარდა ამისა, ეს ჩაკრა დაკავშირებულია მგრძნობელობასთან, სხეულის მოძრაობით გამოწვეულ გრძნობასთან და მისგან მიღებულ შეგრძნებებთან. იგი პასუხს აგებს სიამოვნებაზე, რომელსაც მაშინ განვიცდით, როცა ვდნებით და ენერგეტიკულად ვერწყმით სხვა ადამიანს სექსის დროს. ამ მიზეზით, მეორე ჩაკრას მთავარი თემა თანადამოკიდებულებაა - კონფლიქტი, რომელიც უკვე დედისა და ბავშვის ურთიერთობებში ჩნდება, როცა სხვა ადამიანთან შერწყმის სურვილი დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალობის სურვილს ხვდება.

 

მესამე ჩაკრა. ძალის ცენტრი

 

მესამე ჩაკრა განლაგებულია მზის წნულის მიდამოში - სეგმენტში, რომელსაც დიაფრაგმა ქმნის. ესაა ცეცხლის, გამოხატულების, დამტკიცების, თვითდამკვიდრების ცენტრი. აქ იმყოფება მთელი რიგი შინაგანი ორგანოები, რომელთა შორისაა ღვიძლი, კუჭი, ნაღვლის ბუშტი და კუჭქვეშა ჯირკვალი.

 

მესამე ჩაკრას ტრადიციულად ძალის ცენტრს უწოდებენ. ამ ჩაკრას ენერგიაზე ჩვენ ვამკვიდრებთ ჩვენს „მე“-ს, განვიცდით რა საკუთარ თავს, როგორც ცალკე პიროვნებას, უფრო მაღალი ღირებულებით, ვიდრე მეორე ჩაკრას კოლექტიური „ჩვენ“ და სწორედ აქედან მოდიან ჩვენი კონფლიქტები სხვა ადამიანებთან.

 

მესამე ცენტრში სათავეს იღებს: განსჯა, შეფასება, განრჩევა და შედარება, კონკურენცია და ისეთი პოლარობების განცდა, როგორებიცაა „არასრულფასოვნება - უპირატესობა“,  „სხვებზე უკეთესი - არც ისე კარგი, როგორც სხვები“, „სხვებზე ძლიერი - სხვებზე სუსტი“. აქვე ცხოვრობს იმის შეგრძნება, რომ ყოველი ჩვენგანი თავისუფალია, რომ იყოს უნიკალური პიროვნება.

 

მეოთხე ჩაკრა. სიყვარულის ცენტრი

 

მეოთხე ჩაკრა განლაგებულია გულ-მკერდის ცენტრში, ანუ გულ-მკერდის სეგმენტში. იგი მართავს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ გულს და მსგავსად მუცლისა, წარმოადგენს გრძნობების ცენტრს.

 

ეს ჩაკრა დაკავშირებულია ჩვენს უნართან - გვიყვარდეს და გავუზიაროთ სხვებს სიყვარული, დაკავშირებულია ჩვენს მისწრაფებასთან - უპირობო ურთიერთობა გვქონდეს ადამიანებთან მესამე ჩაკრას მიერ განმტკიცებული განრჩევისა და ეგოს თვითდამკვიდრების საზღვრებს მიღმა. სწორედ აქ იგრძნობა და ნარჩუნდება წყენა, როცა ჩვენ უარგვყოფენ სასიყვარულო ურთიერთობებში. მეოთხე ჩაკრა თავის თავში მოიცავს მწარე გრძნობებს და ემოციურ ჭრილობებს, რომლებიც იმ დროიდან დაგვრჩა, როცა არ გვღებულობდნენ, როცა არ შეგვეძლო ნანატრი სიყვარულის მიღება.

 

გული - ესაა ხიდი ქვედა სამ და ზედა სამ ჩაკრას შორის. პირველი სამი ჩაკრა ფესვგადგმულია ჩვენს ცხოველურ ბუნებაში - ფიზიკურში, ინსტინქტურში. ავდივართ რა მეოთხე ჩაკრამდე, ჩვენ გადავდივართ ცხოველურიდან ადამიანურისკენ და შემდეგ ღვთაებრივისკენ.

 

მეხუთე ჩაკრა. გამოხატვის ცენტრი

 

მეხუთე ჩაკრა განლაგებულია ყელის მიდამოში, მაგრამ დაკავშირებულია ერთდროულად რაიხის ორ სეგმენტთან - ყელის და პირის. ამგვარად, პირი წარმოადგენს მეხუთე ჩაკრის გაგრძელებას.

 

მეხუთე ჩაკრა შემოქმედებითობას და ჩვენი თვითგამოხატვის ყველა სახეს მართავს, მათ შორის სასაუბრო ენას. ქვედა ოთხი ცენტრის გამოცდილებები და განცდები კოდირდება და ინახება მეხუთე ჩაკრაში, როგორც მრწამსები, მოლოდინები და კონცეფციები, რომლებიც ჩვენს მსოფლმხედველობას მართავენ.

 

ყელის ჩაკრის ენერგიას გააჩნია სპონტანურობისა და არათანმიმდევრულობის ბუნება. აქ იღებს სათავეს ჩვენი უნარი - გავიდეთ ჩვეული, მდგრადი ფორმებიდან, მივმართოთ ახალ იდეებს და შემოქმედებითად განვახორციელოთ ისინი. და პირიქით, ენერგიის ბლოკირებამ ყელის ცენტრში შესაძლოა გამოიწვიოს მრწამსების უხეში, მოუქნელი ნაკრების გაჩენა.

 

მეხუთე ჩაკრას მიმღებლობა დაკავშირებულია იმის მიღებასთან, რაც ნოყიერია, ამასთან ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს, არამედ იდეებს, ენერგიასა და გრძნობებსაც.

 

მეექვსე ჩაკრა. გაცნობიერების ცენტრი

 

მეექვსე ჩაკრა, რომელსაც ასევე „მესამე თვალსაც“ უწოდებენ, განლაგებულია შუბლის მიდამოში, წარბებშორის ადგილის ცოტა ზემოთ. შესაბამისად, იგი შეესაბამება რაიხის თვალების სეგმენტს.

 

ეს ჩაკრა უკავშირდება გაცნობიერებას და გაგებას, საგნებისა და მოვლენების ცხადად და ზუსტად ხედვის უნარს. იგი ასოცირდება ფსიქიკურ და ინტუიტიურ ძალებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მხედველობის ერთგვარ სახეებს.

 

არის რა გახსნილი და ვიბრირებადი ენერგიით სავსე, მეექვსე ჩაკრას შეუძლია მოგვცეს შეუზღუდავი შინაგანი სივრცის განცდა და იმის გაცნობიერება, რომ ადამიანური ცნობიერება და ენერგია არ შემოიფარგლება მექანიზმით: „სხეული - გონება“. ნეტარების განცდა - როგორც სიყვარულის მსგავსი გაფართოებადი ექსტატიური გრძნობა, რომელიც არაა მიმართული კონკრეტულად არავისზე და არაფერზე - ასევე ამ ცენტრიდან გამომდინარეობს.

 

მეშვიდე ჩაკრა. კოსმიური ცენტრი.

 

მეშვიდე ჩაკრა განლაგებულია თავს ზემოთ - თხემზე. ტექნიკური თვალსაზრისით თავის ზედა ნაწილი რაიხის თვალის სეგმენტში შედის, მაგრამ მეშვიდე ჩაკრა საგანთა და განსაზღვრებთა სამყაროს მიღმა დგას.

 

ამ ჩაკრაზე ბევრი რამის თქმა შეუძლებელია, რადგანაც იგი ასევე ენობრივი კონცეფციების სფეროს მიღმაც დგას. თავის საფუძველში - ესაა ერთიანობის სულიერი განცდა, გაერთიანება ღვთაებრივთან, ყოფიერებასთან, ესაა მთლიანობისა და ჰარმონიის მდგომარეობა, რომელიც ორმაგობის საზღვრებს სცდება.

 

ტანტრული პულსაციების ჯგუფებში, როდესაც ჩაკრების შესახებ ვყვები, მონაწილეებს საშუალებას ვაძლევ, რომ გაეცნონ იმას, თუ როგორ შეიძლება ენერგიის გამოღვიძება ამ ცენტრებში მოძრაობით. ამ მიზნით ვაცნობ ძლიერ მედიტაციურ ტექნიკას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - „ჩაკრების სუნთქვა“. მასში ჩვენ ვიყენებთ ბგერის, სუნთქვისა და მოძრაობების სინთეზს, რათა სექსუალური ცენტრიდან დაწყებული, შვიდივე ჩაკრა გავაღვიძოთ.

 

ჩაკრების სუნთქვა ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტექნიკა და გარდა ამისა, ჩემი პირადი გასაღები ჩაკრებისა და მათი მუშაობის პრინციპის ჩემეული გაგებისთვის. ეს მედიტაცია ეფუძნება სუფიურ ტექნიკას, რომელშიც რამდენიმე მამაკაცი ერთდროულად იწყებს სუნთქვას და დაბალ, ყველაზე ქვედა ჩაკრასთან რეზონირებად ბგერებს გამოსცემს. თანდათანობით ისინი ზრდიან სუნთქვის სიხშირეს და ინტენსივობას. სუნთქვასთან ერთად იზრდება ბგერების სიმაღლეც, რომლებიც ზემოთა ჩაკრებისკენ მიიწევენ და ყოველ მათგანზე რიგ-რიგობით ვიბრირებენ.

 

ამ ტექნიკის მსგავსი ვერსიები შეგიძლიათ ბევრ სხვადასხვა წყაროში მოიძიოთ, მაგრამ პირადად მე ეს სუფიური ვარიანტი მომწონს, რადგანაც იგი ცოცხალი და ძალიან დინამიურია. თუკი განეწყობით თქვენი სუნთქვის რიტმზე, ისწავლით “სლუკუნის“ ერთგვარ ეფექტს - ჩასუნთქვას მოკლე ბგერით, რომელიც ძალიან ეფექტურია ჩაკრებში შესვლისთვის, რადგანაც მათ „შეძვრას“ და აგზნებას იწვევს.

 

ჩაკრების სუნთქვა სრულდება დამიწებულ პოზიციაში: ფეხზე მდგომი, მხრები მოდუნებული, მუხლები ოდნავ მოხრილი, თვალები დახუჭული, სუნტქვა ხდება მოდუნებული ოდნავ ღია პირით. მე ვუხსნი ჯგუფს, რომ ყოველ ჩაკრაში რიგ-რიგობით უნდა ვისუნთქოთ, ერთიდან მეორეზე გადავინაცვლოთ და უმაღლეს წერტილში დავასრულოთ, რაც ორგაზმის რაიხულ ფორმულას მაგონებს. ჩაკრებში გადაადგილებასთან ერთად ჩვენს მიერ გამოცემული ხმები ბუნებრივად უფრო მაღალი გახდება. ამასთან, ისინი არ ფიქსირდებიან რაიმე კონკრეტულ ნოტაზე - ყოველ მონაწილეს შეუძლია იპოვოს სწორი ბგერა, რომელიც საშუალებას მისცემს თავისი ყოველი ჩაკრას ვიბრაცია შეიგრძნოს.

 

ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ ნელა ვსუნთქავთ და დაბალ, უშუალოდ სექსუალურ ცენტრში ვიბრირებად ბგერას გამოვცემთ.ამასთან ერთად მონაწილეებს ვთავაზობ, რომ თავიანთი შინაგანი ხედვა გამოიყენონ, წარმოიდგინონ, მაგალითად, ენერგიის გროვა პირველ ჩაკრაში: მსგავსად საჰაერო ბუშტისა, იგი იბერება ყოველ ჩვენს ჩასუნთქვაზე ამ ცენტრში, იჩუტება ამოსუნთქვის დროს და ამ სახით რიტმულად პულსირებს მენჯის მიდამოში. ამას ვამატებთ ბარძაყების მოძრაობასაც. ღრმა, პირველ ჩაკრაში შემღწევი ჩასუნთქვისას მენჯი უკან მიგვაქვს, ამოსუნთქვის დროს წინ გამოვზნექთ მას, რაც აჩენს დაბალ ბგერას.

 

შედეგად ჩვენ ვქმნით ვიბრაციას სექსუალურ ცენტრში და ერთდროულად ვიყენებთ ბგერას, სუნთქვას, მოძრაობას და ვიზუალიზაციას. ამ სახით ვსუნთქავთ პირველ ჩაკრაში დაახლოებით 1-1,5 წუთის განმავლობაში.

 

ზარი რეკს და ყურადღება მუცლის ქვედა ნაწილში განლაგებულ მეორე ჩაკრაზე გადაგვაქვს. ჩვენ ვახდენთ სუნთქვის ვიზუალიზაციას, რომელიც ძლიერი ნაკადით აღწევს ამ მიდამოში და ამავდროულად გამოვცემთ ამჯერად უკვე შედარებით მაღალ ხმას, რომელიც იწვევს ვიბრაციას მეორე ჩაკრაში. წარმოვიდგენთ, რომ ენერგიის ბურთი მუცლის ქვედა ნაწილისკენ გადაადგილდა და უწინდებურად ფართოვდება და იკუმშება ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასთან ერთად.

 

მენჯი რხევით მოძრაობას მთელი პრაქტიკის განმავლობაში განაგრძობს. იგი ასრულებს ტუმბოს ფუნქციას, რომელიც ხელს უწყობს სასიცოცხლო ენერგიის სხეულში დინებას და, ამავდროულად დამიწებულ მდგომარეობაში, დედამიწასთან კონტაქტში გვამყოფებს.

 

ჩვენ განვაგრძობთ ზემოთ, ჩაკრებში გადაადგილებას. როდესაც მეოთხემდე მივდივართ და მასში ვსუნთქავთ, მოძრაობაში ვრთავთ მთელ გულ-მკერდის ყაფაზს, ხელებს და მხრებს. მე გამუდმებით ვთხოვ მონაწილეებს, რომ ამოძრონ ის კუნთები, რომლებიც მომუშავე ჩაკრას ახვევია გარს. ეს ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას ყოველ სეგმენტზე და მისი სასიცოცხლო ენერგიით შევსებას. მაგალითად, მეოთხე ჩაკრაზე ადამიანებს ზოგჯერ ჩასუნთქვისას ხელები გულ-მკერდთან მიაქვთ, ხოლო ამოსუნთქვისას წინ გამოტყორცნიან მათ - ყველამ თვითონ უნდა იპოვოს ენერგიის გამოხატვის მისთვის ოპტიმალური საშუალება.

 

როდესაც მეექვსე ჩაკრას, ანუ „მესამე თვალს“ ვაღწევთ, ბგერა ძალიან მაღალი ხდება, რადგანაც მხოლოდ ასე შეუძლია მას სხეულის ამ მიდამოში ვიბრაციის გამოწვევა. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ექსპერიმენტები - დაბალი ბგერა აქ უბრალოდ არ ვიბრირებს. ხელები შუბლთან ახლოს მოძრაობენ, მენჯი კი კვლავინდებურად განაგრძობს ენერგიის ტუმბვას.

 

მეშვიდე ჩაკრაზე ბგერა ძალიან მაღალი ხდება, თითქმის წივილამდე აღწევს, ხელები კი ენერგიას თავის თხემიდან სამყარროსკენ აგზავნიან.

 

ვაღწევთ რა მეშვიდე ჩაკრას, მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით ვიწყებთ. დაბლა უფრო სწრაფ ტემპში ვეშვებით. ამგვარად, როცა პირველ ჩაკრას ვუბრუნდებით, ბგერა კვლავ ღრმა და დაბალი ხდება.

 

ჩვენ სამ ასეთ სუნთქვით ციკლს ვაკეთებთ. ყოველი ციკლი დაახლოებით 10 წუთი გრძელდება. ბოლოს 10-15 წუთის განმავლობაში მდუმარებაშ ვზივართ, უბრალოდ იმისთვის, რომ შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ ტექნიკის დროს გამოღვიძებული მთელი ენერგია. ეს ძალიან ძლიერი მედიტაციაა.

 

ჩაკრებით სუნთქვა ხსნის და უფრო მისაწვდომს ხდის ყოველი ცალკეული ჩაკრას ენერგიას. ამ მედიტაციის პრაქტიკის შედეგად, რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ, რომ მათი ყველა ჩაკრა თანხმობაში მოვიდა. გარდა ამისა, შესაძლოა გაჩნდეს ენერგიის ხერხემალში ზემოთ-ქვემოთ მოძრაობის შეგრძნება, ასევე მთელი ენერგეტიკული სისტემის მთლიანობის განცდა.

 

ჩემი აზრით, ეს ტექნიკა კარგად გვეხმარება, რომ ენერგია მოძრაობაში მოვიყვანოთ ყველა რაიხულ სეგმენტში. შემდეგ კი შეგვიძლია ყოველი სეგმენტის ენერგიასთან სხვადასხვა მეთოდებით ვიმუშაოთ, მაგალითად, ემოციური გამოთავისუფლების ან წყვილში ტანტრული პრაქტიკების მეშვეობით.

 

ჩაკრების ენერგიის კვლევა

ჩაკრებთან მუშაობის შემდგომი გაღრმვებისთვის ოთახში ყოველი მონაწილისთვის თითო მატრასს ვდებთ და შემდეგი საათის განმავლობაში ვაპრაქტიკებთ ტექნიკას, რომელსაც ეწოდება „ჩაკრების ენერგიის კვლევა“. ახლა, როცა ჩაკრები ენერგიით დაიმუხტა, მონაწილეებს ვთავაზობ, რომ ყოველი მათგანი უფრო ღრმად შეისწავლოს.

 

მე აღვწერ მათ, როგორც კარებებს ადამიანის ენერგიის სხვადასხვა თვისებების გამოხატვისთვის. ისევე როგორც სინათლე გარდატეხისას ცისარტყელას შვიდ ფერს ქმნის, ასევე საციცოხლო ენერგია ფოკუსირდება ყოველ ჩაკრაში, როგორც ცალკეულ „ლინზაში“, დაწყებული ყველაზე მარტივი დაბალი ვიბრაციებიდან პირველ ჩაკრაში, დამთავრებული უმაღლესი - ყველაზე რთული და ნატიფი - მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებით.

 

ჩაკრების კვლევის სავარჯიშო მიმდინარეობს კუნთოვანი სეგმენტებისა და ამ სეგმენტებში დაგროვილი მენტალური და ემოციური თემების პარალელურად.

 

შეგვაქვს რა გაცნობიერებულად ჩვენი ყურადღება ყოველ ჩაკრაში, ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ მათ შემადგენელ და მათ მიერ გამოხატულ თემებს.

 

პროცესი იწყება ძირითადი სუნთქვითი პოზიციით: ზურგით მატრასზე, მუხლები მოხრილი, ტერფები მატრასზე დევს. თავიდან ენერგეტიკულ მუხტს ვაგროვებთ მუცლით სუნთქვის მეშვეობით, შემდეგ ნელ-ნელა ყურადღებას დიაფრაგმასა და გულ-მკერდზე ვავრცელებთ. მე ვხსნი, რომ ამ სავარჯიშოში ყოველ ჩაკრას გამოვიკვლევთ, აზრობრივად წარმოვიდგენთ მათ მდგომარეობას სხეულში და სუნთქვას ამ ადგილისკენ წარვმართავთ, თან ბგერებს გამოვცემთ და სხეულს საშუალებას მივცემთ, რომ სპონტანურად იმოძრაოს გაჩენილი ენერგიის შესაბამისად.

 

მონაწილეებს პირველი ჩაკრისკენ წარვმართავ და ვეხები ზოგიერთ თემას, რომლებზეც შესავალში ვისაუბრე. ვვარაუდობ, რომ ამ ჩაკრაში მონაწილეებს შეუძლიათ შეუერთდნენ თავიანთ სექსუალურ განცდებს ან წარსულის სექსუალურ ტრავმებს. მათ ასევე შეუძლიათ კონტაქტში შევიდნენ უხეშ ცხოველურ ენერგიებთან და ცხოველურ ვნებებთან, რომლებიც სექსს მოითხოვენ, საჭმელს მოითხოვენ - ახლავე, დაუყოვნებლივ. ეს პირველი ჩაკრასთვის დამახასიათებელი ენერგეტიკული ავსების ერთგვარი უშუალო და მძლავრი მდგომარეობაა.

 

მონაწილეებს ვთავაზობ, რომ მოძრაობები სხეულის ქვედა ნაწილით შეასრულონ - მათ შეუძლიათ დაიკლაკნონ და მენჯის მიდამო მატრასს ურტყან, ასევე ფეხები იქნიონ და აბაკუნონ. თუ ვინმე ცხოველურ ენერგიებთან შედის კონტაქტში, მას შეუძლია იღრიალოს და იყვიროს, კბილები დაკრიჭოს და ფრჩხილები ბრჭყალებივით შეიგრძნოს. კვლევაში ჩაღრმავებასთან ერთად ადამიანები ხშირად უერთდებიან რისხვას ან საბაზისო სექსუალურ გრძნობებს. ეს გრძნობები პირველყოფილი და ძალიან ხმაურიანია და ამიტომ მეც ხმამაღალ მუსიკას ვიყენებ მათი გამოხატულებების ხელშესაწყობად, - პირველ ჩაკრას კარგად შეეფერება აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტები.

 

ისიც ხდება, რომ ადამიანებში მოგონებები იღვიძებენ და აზრების ან ცხოველური ან სექსუალური თემატიკის სურათების ფორმებს იღებენ. მე ვკარნახობ მონაწილეებს, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ ამ სურათებთან და წარმოთქვან ფრაზები: მე მინდა!“, „მომეცი!“, „ეს ჩემია!“, „მოშორდი!“

 

პირველ ჩაკრაში ვეხებით არა მხოლოდ უარყოფით ემოციებს, არამედ შეგვიძლია დავტკბეთ და გავიხაროთ ცხოველური ენერგიის შეგრძნებით. ხდება ისიც, რომ ზოგი თითქმის არაფერს გრძნობს ამ ადგილას, გარდა ერთგვარი სიმკვდარისა. ასეთი რეზონანსი შეგვიძლია ნებისმიერ ჩაკრასთან აღმოვაჩინოთ და ეს შესაძლოა გვანიშნებდეს ენერგიის ძლიერ ბლოკირებაზე ამ მიდამოში. ეს ასევე ღირებული აღმოჩენაა, რადგანაც მიანიშნებს მიდამოზე, რომელზე მუშაობაც გვჭირდება, რათა მასში მეტი სიცოცხლე შევიტანოთ - შესაძლოა ჯავშნის მოხსნა რაიხის მიხედვით.

 

პირველ ჩაკრას დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაშ ვიკვლევთ, შემდეგ კი, ისე, რომ მეორეზე არ ვჩერდებით, მესამესკენ - ძალის ცენტრისკენ - გადამყავს ისინი, რადგანაც პირველიც და მესამე ჩაკრაც წარმოადგენენ ძლიერი, გარეთ მიმართული ენერგიების გამოხატულებებს. კვლევის დასაწყისში მე ვხსნი, რომ მუშაობას დავიწყებთ გარეთკენ მიმართულ ენერგიებთან, - პირველ და მესამე ჩაკრებთან, - შემდეგ კი, როცა ეს ძლიერი ენერგიები გამოხატულ იქნება, მეორე და მეოთხე ჩაკრებს გამოვიკვლევთ, რომლებიც შიგნითკენაა მიმართული და უფრო მიმღებია.

 

მონაწილეებს ვახსენებ, რომ მესამე ჩაკრაში თამაშდება ჩვენი კონფლიქტები, აქტიურდება ჩვენი კონკურენციისა და ურთიერთ-შერკინების გრძნობები. ეს ჩვენი ცეცხლოვანი ცენტრია, საიდანაც მომდინარეობს „მე“-ს განმტკიცება. შესაძლოა ეს გახდეს ძალიან მძლავრი გამოცდილება - საკუთარი ძალისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება.

 

შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ძალის ნაცვლად მონაწილეები აქ სისუსტეს და ემოციური კრახის შესახებ მოგონებებს აღმოაჩენენ, გრძნობებს, მსგავსად ამისა: „არა... მე არ შემიძლია... არ გამომივა...“ და მე ამ დროს კვლავ ვთავაზობ, რომ გამოიყენონ ნეგატიური სიტყვები კონკრეტული კონფლიქტების გასახსენებლად, წარმოთქვან ის ფრაზები, რომლებიც გარეთ გამოხატვას საჭიროებენ, გააკეთონ სხეულით ის მოძრაობები, რომლებიც ამ ემოციებს გააძლიერებენ. შეუძლიათ მატრასს ურტყან ხელები, განრისხებულებმა იყვირონ, სისუსტისგან იტირონ, გორილასავით მუშტებიც კი ირტყან მკერდზე და ამით თავიანთი ძალა და უპირატესობა გამოხატონ.

 

მას შემდეგ, რაც გამოკვლეულ იქნა მესამე ჩაკრა, ჩვენ ვეშვებით მუცელში, მეორე ჩაკრაში, სადაც სრულიად სხვა და გაცილებით უფრო რბილი ენერგიაა. მე ვრთავ მსუბუქ, მშვიდ მუსიკას და ვთავაზობ მონაწილეებს, რომ ამ ადგილას ისუნთქონ, განეწყონ მასზე. ეხებიან რა მეორე ჩაკრას, ბევრი ადამიანი მაშინვე ტირილს იწყებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედასთან დაკავშირებულ თემებს ვასახელებ. იმ დროს ვახსენებ, როცა პატარა ბავშვები იყვნენ, ვახსენებ, თუ როგორ ჭირდებოდათ მაშინ დედის სიყვარული, მზრუნველობა, კვება და დაცვა. 

 

მონაწილეებს შეუძლიათ პოზიტიური გამოცდილებაც მიიღონ და გაიხსენონ მყუდრო დედობრივი ენერგია, რომელიც დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრნებას აძლევდა მათ.მაგრამ აქვე ინახება მიტოვებულობის ტრავმები, რომლებიც მაშინ გაჩნდა, როდესაც არ მივიღეთ ის, რაც გვჭირდებოდა, ან როცა დედა მიდიოდა ხოლმე.

 

მე ასევე ვეუბნები, თუ როგორ თამაშდებიან დედასთან დაკავშირებული გრძნობები პარტნიორებთან, ქმრებთან, ცოლებთან, საყვარლებთან ურთიერთობაში, გვხდიან რა მომთხოვნებს და გვაიძულებენ რა გქვონდეს ასეთი სახის პოზიცია: „რადგან ჩემი მამაკაცი ხარ, ჩემი მამა უნდა იყო“, - ან: „მე ისე მჭირდები, რომ მოვკვდები, თუ წახვალ“. ასეთი გრძნობები ბავშობიდან მოგვაქვს. საეჭვოა, რომ მოვკვდეთ, თუ შეყვარებული მიგვატოვებს, მაგრამ სწორედ ასეთი განცდები გვაქვს ადრეულ ასაკში განცდილი ტრავმების გამო.

 

მუცლიდან მეოთხე - გულის ჩაკრაზე გადავდივართ, სადაც მეორე ჩაკრას მსგავსი რბილი ენერგია იმყოფება. სწორედ აქედან ვზრუნავთ სხვა ადამიანებზე. გულში ვპოულობთ ჩვენს მისწრაფებებს - რაღაც გავუზიაროთ სხვებს, გვიყვარდეს, გავცეთ ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია.

 

გულშივე იმყოფება ჯავშანი, რომელიც აღმართულია უარყოფისა და განუხორციელებელი მისწრაფებების ჭრილობათა გარშემო და რომელიც ტკივილის, სევდისა და ცრემლების სახით ვლინდება. სწორედ გულიდან შეგვიძლია ვაპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგვაყენა, ან პატიება ვთხოვოთ მათ, ვისაც ჩვენ მივაყენეთ ტკივილი. ჩემს მიერ ასეთ თემებზე საუბარი გამშვები მექანიზმივით მოქმედებს და მონაწილეებს დათრგუნული ემოციების გამოთავისუფლებაში ეხმარება.

 

ხელები გულის გაგრძელებაა

 

მე ყოველთვის ვთავაზობ მონაწილეებს, რომ ხელები გაიწოდონ ვინმესადმი ან რამესადმი; შეუძლიათ ბალიში აიღონ ხელში, რომელიც ვინმე ადამიანს განასახიერებს. ვთავაზობ, რომ ამ ადამიანს გულიდან წამოსული სიტყვებით მიმართონ, უთხრან ის, რაც გამოთქმაც სურთ.

 

მეოთხე ჩაკრას შეუძლია ბევრი სიხარულიც მოგვიტანოს, როცა ადამიანები უკავშირდებიან გულის უჩვეულო უნარს - გაფართოვდეს სიყვარულისგან, გამოასხივოს ეს გამაჯანსაღებელი ენერგია და ჩაიტიოს თავის მოსიყვარულე ჩახუტებით მთელი სამყარო.

 

მას შემდეგ, რაც გარკვეული დრო გულში დავყავით, მონაწილეებს ვთხოვ, რომ დასხდნენ და მოხერხებული მდგომარეობა მიიღონ გამართული ხერხემლით. ეს სასარგებლოა სამი ზედა ჩაკრას კვლევისთვის, ენერგიის ვერტიკალურ ნაკადებთან დაკავშირებისთვის, რომლებსაც ცხოველური და ადამიანური ბუნების მიღმაც კი გავყავართ.

 

მე მივმართავ მონაწილეებს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებისკენ, სადაც მათ შეუძლიათ სივრცისა და ნათელი შინაგანი ცის განცდა აღმოაჩინონ. სწორედ აქ გრძნობს თავისუფლად თავს ადამიანის ცნობიერება. აქ შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს უსაზღვროება. ეს ყველასთვის სხვადასხვაგვარი შეგძნება იქნება, მაგრამ მე ვიცი, რომ თითქმის ყველა მონაწილე შეძლებს ენერგიის გაფართოების შეგრძნებას. ენერგიის, რომელიც ზემოთკენ აღიმართება და შეზღუდული ფიზიკური სხეულის მიღმა გადის. ეს გაფართოებადი ენერგია აკავშირებს იმ ღვთაებრივს, რაც ჩვენშია, მიღმიერობის ერთგვარ თვისებასთან, ერთიანობის განცდასთან.

 

მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამ მაღალ მდგომარეობაში არ დაგვავიწყდეს ჩვენი გამოცდილების დამიწება, ვახსენებ ჯგუფს, რომ ეს ღვთაებრივობა ფიზიკურ სხეულში უნდა იქნეს გამყარებული, რომ ის და სხეული - ორი განუყოფელი პოლარობაა ცხოველსა და სულს შორის. ადამიანობის განცდის სრული გამოცდილების მისაღებად ორივე ეს პოლარობა აუცილებელია.

 

ვრთავ რა ფლეიტის მედიტატიურ მუსიკას, კვლავ მივმართავ მონაწილეებს ხერხემლის ფუძიდან ყველა ჩაკრისკენ. ამჯერად აქცენტს ცისარტყელას ფერებზე ვაკეთებ, რომლებსაც ამ მოგზაურობის დროს ვხვდებით. ცვლიან რა ერთმანეთს, შედეგად მათ შინაგანი სივრცის წმინდა ცისფერ ცამდე მივყავართ.

 

ბოლოს ოშოს დისკურსიდან ფრაგმენტს ვრთავ, სადაც იგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია გქონდეს ფესვებიც და ფრთებიც. ფესვები, რომლებიც ღრმად აღწევენ მიწაში, რათა შეგვეძლოს დამიწებულნი დავრჩეთ სხეულში და ფრთები, რათა შინაგან ცაში მიღმიერისკენ ვიფრინოთ. როდესაც ამ პოლარობებს მოვიცავთ, მთლიანობის შეგრძნებას მოვიპოვებთ.

 

ტანტრული მოგზაურობის ამ წერტილში რაიხს უკან მოვიტოვებთ ხოლმე, რადგანაც იგი, თუმცა საუბრობდა სექსუალურ დაკმაყოფილებაზე, სხეულებრივ ბედნიერებაზე და სიყვარულზეც კი, მაგრამ მედიტაციის ნეტარება მის ლექსიკონში არ ყოფილა. იგი მიმართავდა ცხოველს და ადამიანს, მაგრამ მაინც ვერ მოიპოვა მკაფიო განცდა იმისა, რაც ამ ორივეს მიღმაა.

 

რაიხი იკვლევდა კოსმიურ განზომილებას იმ თვალსაზრისით, რომ საუბრობდა ორგონულ ენერგიაზე, რომლითაც მთელი სივრცეა განმსჭვალული. იგი მუშაობდა გალაქტიკების ფორმირების თეორიაზე „კოსმიური სუპერპოზიციის“ ზეგავლენით - ძალის, რომელიც განსაზღვრავს პლანეტარული მეტეოროლოგიური წარმონაქმნების ფორმას, რომლებიც სპირალურად არიან დახვეულნი მაღალი ან დაბალი წნევის ცენტრების გარშემო. მაგრამ ის საუბრობდა როგორც ფიზიკოსი და არა როგორც მისტიკოსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხშირად გრძნობდა მოწიწებას იმ ყველაფრის სიღრმისადმი, რაც მას ეხსნებოდა. თუმცაღა განკიცხვა, რომლითაც რაიხი განწყობილი იყო რელიგიისადმი - როგორც ადამიანის სულის მთავარი დამთრგუნველისადი - საიმედოდ იცავდა მას სულიერი განზომილებების კვლევისგან. ზოგიერთ თავის დისკურსში ოშო სიყვარულით ყვება რაიხის შესახებ და ამბობს, რომ მას რომ ინდოეთში ან სადმე სხვაგან, აღმოსავლეთში ეცხოვრა, გასხივოსნებული გახდებოდა.

 

ჩაკრებთან მუშაობა, როგორც სუნთქვითი ტექნიკა და როგორც მათი კვლევის სავარჯიშო, მონაწილეთა უმეტეს ნაწილზე დიდ გავლენას ახდენს. ვთავაზობ მათ, რომ მდუმარებაში დარჩნენ მას შემდეგ, რაც სავარჯიშო დარბაზს დატოვებენ. შემდეგ სესიაზე ყველას ურიგდება ფერადი ფანქრები და ქაღალდი და მონაწილეებს ვიწვევ, რომ თავიანთი განცდები დახატონ, ფორმა და ფერი მისცენ თავიანთ ენერგიას მათი ჩაკრებში მოძრაობის დროს - ამით საშუალებას ვაძლევ მათ, რომ მიღებული გამოცდილების ინტეგრირება მოახდინონ.

 

ჯგუფი შინაგანი მოგზაურობის გაგრძელების საშუალებაა, აღმოჩენებისა და დაფარულის ხილულად ქცევის გზით.

 

ამიტომაც მე ვთავაზობ ჯგუფის მონაწილეებს, რომ დაამუშავონ თავიანთი კვლევების შედეგები, ხატონ ფანქრებით და საღებავებით, მოყვნენ თავიანთი გამოცდილების შესახებ და ჩანაწერები გააკეთონ თავიანთ რვეულებში... ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანებს გაიგონ, თუ როგორ შეიძლება შემოვიდეს ახალი განცდები მათ ცხოვრებაში.

 

მართალია, ჯგუფური პროცესი განაპირობებს უზარმაზარ მხარდაჭერას, მაგრამ მასში ყოველი მონაწილის მოძრაობა მაინც უნიკალური იქნება. შინაგანი მოგზაურობა,  თავისი არსით, დამოუკიდებელი ფრენაა. ყველაზე ღრმა და ყველაზე ინტიმურ პარტნიორებთან ტანტრულ ჩახუტებებშიც კი, ყველაზე მნიშვნელოვნად შინაგანი განცდა ითვლება. იმ რომანტიული სულებისთვის, რომლებიც შეყვარებულთან გამუდმებული ერთიანობისკენ ისწრაფვიან, შესაძლოა ეს ფაქტი თავზე გადასხმული ცივი წყალი აღმოჩნდეს. თუმცაღა, იმის გაგება, რომ არსობრივად ჩვენ მარტოსულნი ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

და კიდევ, ეს ძალიან კარგი მომზადებაა ტანტრული მოგზაურობის შემდეგ განზომილებაში გადასასვლელად: მამაკაცური და ქალური ენერგიების დინამიკაში და სინათლის წრეში, რომელსაც მათი ერთ მთლიანობად გაერთიანება შეუძლია.

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff