ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 6 სხეულის მომზადება

 

ნაწილი 2 ჯავშნისგან განთავისუფლება

 

თავი 6 სხეულის მომზადება

 

დიდი ხნის განმავლობაშ ადამიანები მონადირეები და შემგროვებლები იყვნენ და მხოლოდ ცოტა ხნის წინ იქცნენ კომპიუტერულ ფანატებად. ცივილიზაცია დიდი ხნის მიღწევა არაა. ათასწლეულების განმავლობაში ცხენებზე ვიჯექით, ველური ცხოველების ჯოგს დავდევდით და ისე ახლოს ვიყავით ბუნებასთან, რომ მისგან არ განვსხვავდებოდით.

 

ცხოვრების ამ პირველყოფილ სახეში სხეულს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - იგი ჩვენი გადარჩენის ძრითადი საშუალება იყო. თუ მამაკაცს არ შეეძლო სირბილი, შუბის ტყორცნა, დანის გამოყენება, მტაცებლებისგან თავდაცვა, თავშესაფრის მოწყობა, მაშინ მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ქალები არ ნადირობდნენ, მაგრამ ასევე ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ: მათ უნდა დაეჭრათ ხორცი, დაემუშავებინათ ტყავი, შეეგროვებინათ შეშა, ბალახეული და ხილი, უნდა დაედგათ კარვები, უნდა ეშობათ... იმ დროს სხეული უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო.

 

სოფლის მეურნეობამ საფუძველი შექმნა უფრო ნაკლებად რთული ცხოვრებისთვის, მაგრამ სხეული კვლავინდებურად ახლოს რჩებოდა მიწასთან, იმ სტიქიებთან ღრმა კავშირში, საიდანაც წარმოიშვა. თუ როდესმე ფერმაში გიმუშავიათ, მაშინ გეცოდინებათ რასაც ვგულისხმობ. მექანიზაციის არსებობის შემთხვევაშიც კი ეს სრულფასოვანი ფიზიკური შრომაა: ცხოველების გარეკვა, თესვა, მოსავლის აღება, სხვადასხვა მოწყობილობების რემონტი და ა.შ.

 

თანამედროვე ცხოვრება სრულიად ახალი მოვლენაა. თუ მთელი კაცობრიობის ისტორიას ერთ დღე-ღამედ წარმოვიდგენთ, მაშინ ვნახავთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ დავიწყეთ მანქანების ტარება, მრავალსართულიან ადმინისტრაციულ შენობებში მუშაობა, პურის ფულის შოვნა მობილურ ტელეფონებზე ლაპარაკით და კომპიუტერის კლავიატურის წკაპუნით.

 

ტექნოლოგიურ რევოლუციას თან ახლავს სხვადასხვა თანმდევი მოვლენები, ერთ-ერთი ისაა, რომ სხეული ჩვენს საქმეებში საერთოდ აღარ თამაშობს გადამწყვეტ როლს. ფიზიკური სიძლიერე თავის გადასარჩენად აღარ გვჭირდება, კარგ ფორმაში და ჯანმრთელად ყოფნაც კი არ გვჭირდება. არ გვჭირდება ბუნებასთან თანხმობაში ყოფნა, სხეულის კავშირის შეგრძნება მიწასთან, რომელზეც იგი დგას.

 

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი სხეული, განსაკუთრებით სახე და თმები, კარგად გამოიყურებოდნენ და რომ სხვებისთვის მიმზიდველები ვიყოთ. დროდადრო ასევე გვიწევს, რომ სხეულის რომელიმე ნაწილს ყურადღება მივაქციოთ, თუკი ის უეცრად ზიანდება ნაკაწრის, ჭრილობის, მუცლის, თავის ან კბილის ტკივილის შემთხვევაში. მაგრამ თუ ამ საზრუნავებს გამოვრიცხავთ, ჩვენ ფაქტიურად სხეულის იგნორირებას ვახდენთ. მხოლოდ ყოველდღე მექანიკურად ვბანთ და ვკვებავთ მას და სულ ეს არის,   ამავდროულად უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ უფრო საინტერესო თემებზე, როგორიცაა საფეხბურთო ტრანსლაცია, ახალი ფილმის პრემიერა ქალაქის საქმიან ნაწილში, ან საზაფულო გამოფენა-გაყიდვა ადგილობრივ უნივერმაღში.

 

ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა ადამიანის ემოციური გამოთავისუფლებისთვის მოსამზადებლად და ბუნებრივი პულსაციის აღსადგენად იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი დავაბრუნო  „სხეულში“, კვლავ მივიყვანო იგი სხეულის, როგორც ორგანიზმის გაცნობიერებამდე, აღვადგინო, როგორც მგრძნობიარე არსების თვითშეგრძნება და განვაახლო მისი სხეულის კავშირი მიწასთან.

 

ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი თავის გაცნობიერების დროს წარმოადგენენ ფეხები და ტერფები.

 

ენერგეტიკულად ფეხები ფუნქციონირებენ, როგორც ფესვები, რომლებიც მიწასთან გვაკავშირებენ. ისინი უბრალოდ მის ზედაპირზე არ გვატარებენ. ზუსტად ისევე, როგორც ხეს აქვს ფესვები, რომლებიც ნიადაგში მიდიან და კვების წყაროსთან აკავშირებენ მას, ფეხები და ტერფებიც მოძრავი ფესვების ფუნქციას ასრულებენ და დედამიწასთან ენერგეტიკულად ურთიერთქმედებენ.

 

ადამიანებს, რომლებსაც ასეთი კავშირი აქვთ მე „დამიწებულებს“ ვეძახი. თუმცაღა, როგორც ახლახანს დავინახეთ, თანამედროვე მსოფლიოში ბევრია მიდრეკილი ძალიან „არადამიწებული“ ცხოვრებისკენ.

დღეს მოზარდი გოგონები ტროტუარებზე უზარმაზარი „პლათფორმებით“ დაბაკუნობენ, ქალები კი წარმოუდგენლად მაღალ ქუსლებზე ცეკვავენ. მამაკაცებიც და ქალებიც სამსახურში 80 კმ/სთ სიჩქარით მიდიან, ისე, რომ ფეხებით მიწას არ ეხებიან, და ლიფტით 30-ე სართულზე ადიან, სადაც აღარ უწევთ ნადირობა, რათა ოჯახი გამოკვებონ.

 

შედეგად ადამიანთა უმეტესობას ფეხები არასაკმარისად აქვთ დამუხტული. მათში ძალიან ცოტა ენერგია გადის. ან, თუ ისინი იმუხტებიან, მაგალითად სპორტის ან აერობიკის წყალობით, მაშინ მათში ხშირად შეიგრძნობა დაბუჟება ან მოთენთილობა, რომელიც იმის გამო ჩნდება, რომ ფეხებს თითქმის არ ექცევა ყურადღება.

 

ეს რომ გამოვასწორო, ჩემს ტრენინგებს იმით ვიწყებ, რომ მონაწილეებს ფეხშიშველა ცეკვას ვთავაზობ აფრიკული მოტივების გამამხნევებელი მუსიკით. ვთხოვ მათ, რომ ცეკვის დროს ყურადღება მიაქციონ შეგრძნებებს ფეხებსა და ტერფებში. ასევე ვთავაზობ, რომ მუხლები ოდნავ მოხარონ და „დაეშვან“ სხეულის ქვედა ნაწილში, რათა იცეკვონ, ფეხები აბაკუნონ და იხტუნაონ. ეს ავტომატურად აიძულებს ტერფებს, რომ გავარჯიშდნენ და ისე იმოძრაონ, როგორც არასოდეს უმოძრავიათ, რადგან ტყავის ფეხსაცმელში იყვნენ მომწყვდეულნი დისკოთეკებზე ან საღამოებზე ცეკვის დროს.

 

როცა ფეხშიშველი ხართ, რაღაც განსაკუთრებული ხდება.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ცეკვა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და უნივერსალური ინსტრუმენტია ნებისმიერი ჯგუფური პროცესისთვის. იგი აფხიზლებს მონაწილეებს, აიძულებს მათ ენერგიას იმოძრაოს, აბრუნებს აწმყო მომენტში და უბიძგებს, რომ ერთმანეთს შეხვდნენ.

 

მას შემდეგ, რაც რამდენიმე მელოდია გაიჟღერებს, მე ვაღრმავებ დამიწების გამოცდილებას და ვაკეთებინებ მონაწილეებს ალექსანდრე ლოუენის მიერ შემუშავებულ ბიოენერგეტიკული დაძაბული პოზიციების რიგს.

 

ლოუენი ძალიან საინტერესო ადამიანი და რაიხის ერთ-ერთი მოსწავლეა, ამიტომ კარგი იქნება თუ ორიოდ სიტყვას ვიტყვით მისი აღმოჩენების შესახებ.

 

ლოუენი დაიბადა 1910 წელს, ნიუ-იორკში. თავიდან იგი იურისპუდენციას სწავლობდა, შემდეგ კი სხეულებრივ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირმა დააინტერესა. ლოუენი ექსპერიმენტებს ატარებდა კუნთური მოდუნების და იოგას ტექნიკებზე, 1940 წელს კი რაიხს შეხვდა და მასთან თერაპიის კურსი გაიარა, რომელშიც გამოიყენებოდა არა მხოლოდ სუნთქვა და სხეულის მოძრაობა, არამედ სულისგამყინავი ყვირილიც.

იმისთვის, რომ უფრო ღრმად გაეგო კავშირი ქრონიკულ კუნთოვან დაძაბულობასა და პიროვნების ნევროზულ აშლილობებს შორის, ლოუენმა სამედიცინო განათლება მიიღო. შემდეგ 1953 წელს იგი გაერთიანდა სხვა რაიხულ ექიმთან, ჯონ პიერაკოსთან, და მასთან ერთად შეიმუშავა სავარჯიშოები და პოზიციები სხეულისთვის, რომლებიც ახლა ფართოდ გამოიყენება ბიოენერგეტიკულ პრაქტიკებში.

 

ბიოენერგეტიკაში, ძირითადად, ადამიანს სთავაზობენ მოუხერხებელი  პოზების მიღებას, რათა მან შეძლოს სხეულში დაძაბულობის შეგრძნება, რომელსაც შემდგომ ფიზიკური მოძრაობებისა და ემოციური გამოხატვის მეშეობით გამოათავისუფლებს. როგორც ხედავთ, ლოუენის მეთოდები ძალიან ჰგავს რაიხისას. ლოუენიც ყოველთვის ემადლიერებოდა რაიხს, თვლიდა რა, რომ სწორედ რაიხმა დაუდო საფუძველი მის აღმოჩენებს.

 

ბიოენერგეტიკული პოზიციები, რომლებსაც დამიწებისთვის ვიყენებ, შედარებით რბილია - განსხვავებით ლოუენის ზოგიერთი ტექნიკისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა ისინი მტკივნეულნი აღმოჩნდნენ, რადგანაც მათში გვიწევს კუნთების უჩვეულო სახით გამოყენება. არასტანდარტული დატვირთვა ავლენს და აცოცხლებს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც ჩვეულებრივ უგრძნობი რჩებიან.

 

თავად ეს პოზიციები საკმაოდ მარტივია.

 

თავიდან ყველა მონაწილეს ერთ დიდ წრეში ვაყენებ და ვთავაზობ, რომ მარტივი დგომი დაიჭირონ: მხრები მოდუნებულია, მუხლები ოდნავ მოხრილია, ფეხები - მხრების სიგანეზე, ტერფები მთელი სიბრტყით იატაკზე დგანან ერთმანეთის პარალელურად. ამას ეწოდება „დამიწებული დგომა“, რადგანაც სხეული მოდუნებულ, ნეიტრალურ მდგომარეობაში დგას, მისი წონა კი თანაბრადაა გადანაწილებული და ორივე ტერფი იკავებს.

 

შემდეგ ვთავაზობ და თან ვაჩვენებთ შემდეგს: მთელი წონა ნელ-ნელა გადადის მარცხენა ფეხზე, მუხლი უფრო მეტად იხრება, ყველა უფრო დაბლა ეშვება და ჩვეულებრივზე უფრო ღრმად იწყებს სუნთქვას. ამ პოზიციაში, როდესაც პრაქტიკულად ერთ ფეხზე ვდგავართ, მის კუნთებში საკმაოდ მალე შეიგრძნობა დაძაბულობა - აი, რატომ უწოდებს ლოუენი თავის მეთოდს „დაძაბულ პოზიციებს“. რაც უფრო მეტია მასში დაძაბულობა, მით უფრო მწვავედ შეიგრძნობა იგი. ხშირ შემტხვევაში ფეხი კანკალებს ან თრთის, და ეს იმის ნიშანია, რომ ენერგია ზემოთ იწევს და დაძაბულობით გამოწვეულ ბლოკებს ეჩეხება.

 

ბუნებრივია, რომ ზოგიერთისთვის ეს პოზიცია უფრო რთულია, ვიდრე სხვებისთვის. მაგრამ რადგანაც მე 54 წლის ვარ და ამ სავარჯიშოს სხვებთან ერთად ვაკეთებ, მონაწილეებისთვის ცოტა უხერხულია მისი ჩემზე ადრე დასრულება.

 

კლასიკური ბიოენერგეტიკა გულისხმობს ამ მტკივნეულ პოზიციებში იმდენად ღრმა ჩაძირვას, რომ ამან ემოციები გამოიწვიოს, მაგრამ მე ასე არ ვმუშაობ. მე მირჩევნია ეს უფრო თამაშით და მსუბუქად გავაკეთო - განსაკუთრებით დასაწყისში.

 

მე ერთ პოოზიციაში ვრჩები იმ მომენტამდე, სანამ იგი ადამიანებში წინააღმდეგობის შეგრძნებას არ გამოიწვევს: „ეი, აღარ მინდა ამის კეეთება!“ ჩემი გამოცდილებით, ასეთი შედარებით რბილი მიდგომა დასაწყისში მონაწილეებში ამ პროცესის თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო გაღრმავების სურვილს აღვივებს. ამიტომ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოზიცია მეტისმეტად მტკივნეული გახდება, მონაწილეებს დამიწებულ დგომში ვაბრუნებ, როცა მთელი სხეული თანაბრადაა გადანაწილებული ორივე ფეხზე. შემდეგ ნელა გადაგვაქვს მთელი წონა მეორე ფეხზე, მარჯვენა მუხლს ვხრით, უფრო ქვემოთ ვეშვებით და იგივე პოზიციას ვიღებთ.

 

ამგვარად, სხეულის წონას მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით ვანაცვლებთ, შესაძლოა სამჯერ თვითოეულ მხარეს. ამით მონაწილეები შეიგრძნობენ თავიანთ ფეხებს შიგნიდან, ასევე თავიანთი კუნთების სიცოცხლეს და ენერგიას, რომელიც მოძრაობისკენ ისწრაფვის.

 

ამ დამიწების პრაქტიკების შესრულებისას ყველას ვთავაზობ, რომ ღრმად ისუნთქონ და ამით სხეულში მეტი ენერგია დააგროვონ. ასევე ვახსენებ მათ, რომ ყურადღება სხეულის იმ ნაწილებზე უნდა შეინარჩუნონ, რომლებიც დაძაბულია - მოცემულ შემთხვევაში ფეხებზე, რადგანაც როცა ერთმანეთს ვუთანხმებთ სუნთქვას და ფოკუსირებულ გაცნობიერებას, სხეულის იმ ნაწილში, საითაც ყურადღებაა მიმართული, უფრო მეტი ენერგია იწყებს მოძრაობას.

 

ენერგია მიჰყვება ყურადღებას (ცნობიერებას).

 

ეს ენერგეტიკული დინამიკის მნიშვნელოვანი კანონია, მე მის შესახებ პირველად ოშოსგან გავიგე. იგი ტანტრული მედიტაციების სერიის შესახებ ჰყვებოდა, რომლებშიც ენერგიის მოძრაობა სხეულის გარკვეულ ნაწილებში წარმოსახვის მეშვეობით მიიღწევა. მაგალითად, თუკი წარმოიდგენთ, რომ ენერგია თქვენს ხერხემალში ზემოთ იწევს, რაღაც იდუმალი სახით თქვენი აზრობრივი წარმოდგენა აიძულებს ენერგიას, რომ ამ მიმართულებით იმოძრაოს. თუ ვიზუალიზაციას სუნთქვასთან ერთად იყენებთ, და წარმოიდგენთ, მაგალითად, რომ ამოსუნთქვა ენერგიას ხერხემალში ზემოთკენ მიმართავს, სექსუალური ცენტრიდან თხემისკენ, მაშინ ეს უფრო მეტად გააძლიერებს ენერგიის ნაკადს. მე არ შემიძლია ავხსნა, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს ხდება. აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთი პრაქტიკული და ამავდროულად საიდუმლოთი დაფარული ინსტრუმენტია, რომელსაც ჩემს მუშაობაში ვიყენებ.

 

გამახურებელი ვარჯიშების თანმიმდევრობა, რომლებსაც სესიის დასაწყისში ვიყენებ, არ არის მკაცრად ფიქსირებული. არსენალში ვარჯიშების დიდი მარაგი მაქვს, რომელთა საერთო მიზანია  - დავეხმარო ადამიანებს „სხეულში დაბრუნებაში“, საკუთარი კუნთების შეგრძნებაში, ფეხებსა და მიწას შორის საიმედო კავშირის შექმნაში.

 

ზოგჯერ, მაგალითად, მონაწილეეებს „მხედრის პოზას“ ვთავაზობ, რომელშიც ფართოდ ვდგამთ ფეხებს, ვხრით მუხლებს და ქვემოთ ვეშვებით, თითქოს ცხენზე ვზივართ. ამავდროულად ღრმად ვსუნთქავთ და ფეხებს შევიგრძნობთ ამ პოზიციაში.

 

ან ჩვეულებრივი დგომის მდგომარეობაში, ნელა ვირწევით წინ და უკან, ტერფებს უძრავად ვტოვებთ და სხეულის სიმძიმე მონაცვლეობით ტერფების წინა ნაწილიდან ქუსლებზე გადაგვაქვს.

 

თუ ჯგუფის მონაწილეები მეტისმეტად სერიოზულები არიან, მაშინ ვთავაზობ ვარჯიშს, რომელსაც „მაიმუნის ხტომას“ უწოდებენ. მასში სხეული წინაა გადახრილი, ხელები თავისუფლადაა დაშვებული, მუხლები კი - მოხრილი. მძიმედ დავხტივართ, სხეულის მხოლოდ ქვედა ნაწილს ვიყენებთ მოძრაობისთვის და ხმაურით ვხტებით ორივე ტერფზე. მონაწილეებს ვთავაზობ, რომ მაიმუნებივით მოიქცნენ, იქექონ, მაიმუნის ხმები გამოსცენ: „ჰუ, ჰუ-ჰუ, ჰუ!“ გარდა იმისა, რომ ეს ეფექტური დამამიწებელი ვარჯიშია, იგი ასევე კარგად განმუხტავს დაძაბულ სიტუაციას. თუ ზოგიერთი მონაწილე თავშეკავებულია და არ სურთ „სერიოზულობის“ დაკარგვა, როცა მაიმუნივით დახტის და ხმებს გამოსცემს, სწრაფად თავისუფლდება შეღებილი ფასადისგან და მოთამაშე გულუბრყვილობის სივრცეში შედის. 

 

და მაინც, ის, ფაქტი, რომ მე ამ ვარჯიშებს მონაწილეებთან ერთად ვაკეთებ, ძალიან ეხმარება მათ მოდუნებაში და ჩვეული საზოგადოებისგან ნაკარნახები აკრძალვებისგან გათავისუფლეებაში. თუკი მე ყოველგვარი შეცბუნების გარეშე შემიძლია იდიოტივით მოვიქცე, - მაიმუნივით ვიხტუნაო - ეს ყველაზე ბუნებრივი და ნორმალური რამაა ამქვეყნად, - ე.ი. მათაც შეუძლიათ.

 

მას შემდეგ, რაც კარგად ვიმუშავეთ ფეხებთან, ხოლო მონაწილეების ენერგია, ჩემი შეგრძნებით, უფრო დამიწებული გახდა, მათი ყურადღება ბარძაყებზე და მენჯზე გადამაქვს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზონაა, რომელიც შემდგომი რაიხული მუშაობისთვის უნდა მომზადდეს. 

 

ჩვენი სოციალური განპირობებულობა გვასწავლის, რომ თავი მენჯისგან შორს დავიჭიროთ, რადგანაც იქ მრავალი ე.წ. სახიფათო ზრახვა და გრძნობა სახლობს. ყველაზე მკაფიო მათ შორის რა თქმა უნდა, ჩვენი სექსუალობაა.

 

როკ-ენ-როლის მეფეს ტყუილაად არ შეარქვეს მეტსახელი «Elvis the Pelvis» («ელვის-მენჯი»). და შემთხვევითი არაა, როცა იგი პირველად გამოჩნდა აშშ-ს მთავარ ტელე-არხზე - „ედ სალივანის შოუში“, სადაც მისი ჩვენება მხოლოდ წელს ზემოთ იყო დაშვებული. სექსუალური ქარიზმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იფრქვეოდა პრესლისგან, როცა ის მენჯს ატრიალებდა და მიკროფონში მღეროდა. კონსერვატული ამერიკული „ისთებლიშმენტი“ ღელავდა იმაზე, რომ ამას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა მოზარდების ჩამოუყალიბებელ გონებაზე.

 

სექსი – ჩვენი სასიცოცხლო ძალის მთავარი წყაროა.   

 

ჩაკრების ინდურ სისტემაში სექსუალური ცენტრი - ესაა პირველი შვიდი ენერგეტიკული ცენტრიდან, რომლებიც ვერტიკალურ კიბეს ქმნიან მენჯიდან თხემამდე. ეს ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი ტუმბოს სადგური, რომელიც ენერგიას მთელ სისტემაში ანაწილებს. გარდა ამისა, პირველი ჩაკრა არა მხოლოდ ჩვენი სექსუალობის ადგილია, იგი ასევე პასუხს აგებს ფიზიკურ სხეულზე და უხეშ ცხოველურ ენერგიაზე ჩვენს შიგნით. ყველა ეს ენერგია აუცილებელია კარგი თვითგანწყობისთვის და თავის ცოცხლად შეგრძნებისთვის.

 

ამრიგად, მე ვიწვევ მონაწილეებს, რომ დაიწყონ ამ მიდამოს გაცნობა, შეანჯღრიონ ბარძაყები, შეანჯღრიონ დუნდულები, იგრძნონ, როგორ ინჯღრევა ამ ყველაფერთან მათი გენიტალიები. ვიწვევ, რომ გამოსცენ შესაბამისი ბგერები, შეიგრძნობენ რა პირველყოფილ, ცხოველურ ენერგიას.

 

მეოთხე თავში მე ავღწერე სავარჯიშო, რომელიც ეხმარება ენერგიის შვიდივე სეგმენტში მოძრაობის შეგრძნებაში. მასში მონაწილეები მატრასებზე წვანან, ღრმად სუნთქავენ მუცლით და ამავდროულად მენჯს ამოძრავებენ წინ და უკან, რათა ენერგიის ტალღა გამოიწვიონ. ამ სავარჯიშოს გამახურებელი ვერსია ფრიად ეფექტურია ენერგიის გამოსაღვიძებლად პირველი ჩაკრას მიდამოში. მე ვიწვევ მონაწილეებს წრეში ჩასადგომად, ფეხები დადგან მხრების სიგანეზე, პირით ისუნთქონ და გამოიყენონ იგივე რხევა მენჯის მიდამოს სტიმულაციისთვის. ჩასუნთქვისას ხერხემალი უკან იდრიკება, მენჯი კი უკან და ზემოთკენ მიდის. ამოსუნთქვისას მენჯი წინ და ქვემოთ ეშვება და ბიძგისებურ მოძრაობას აკეთებს. ასე ხდება მენჯის რიტმული რხევა წინ და უკან, ზუსტად ისეთივე მოძრაობა, როგორიც სექსის დროსაა. 

 

მონაწილეებს ვთხოვ, რომ „მენჯით ისუნთქონ“, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა მთელ სხეულში გაივლის ბარძაყებამდე, ამოსუნთქვისას კი გამოსცენ დაბალი ღრიალისმაგვარი ხმა, რომელიც „ჰა“-ს ჰგავს და შეიგრძნონ, როგორ ვიბრირებს ეს ბგერა მენჯის შიგნით. ამგვარად ჩვენ ერთდროულად ვიყენებთ სუნთქვას, მოძრაობას, ვიზუალიზაციას და ბგერას, რათა მენჯის მიდამო ენერგიით ავავსოთ.

 

მას შემდეგ, რაც ყველამ აითვისა ეს რხევა, ამ ყველაფერს ხელების მოძრაობას ვამატებ. „ჰა“ ბგერაზე ხელებს წინ ვისვრით, თითქოს ვეხმარებით ჰაერს გამოტყორცნაში და ხაზს ვუსვამთ ენერგიულ ბიძგს ბარძაყებით. შემდეგ ვთხოვ მონაწილეებს, რომ თვალებით კონტაქტი დაიჭირონ რომელიმე პარტნიორთან და განაგრძონ მენჯისს მოძრაობა ერთ რიტმში, ისუნთქონ, და უნისონში გამოსცენ ბგერა „ჰა... ჰა... ჰა...“

 

ასეთ სიტუაციაში მონაწილეებს არ შეუძლიათ არ დაიწყონ ერთმანეთისთვის თავიანთი უხეში ცხოველური ენერგიის დემონსტრირება. ვთავაზობ მათ, რომ დატკბნენ ახალი შეგრძნებებით, საშუალება მისცენ საკუთარ თავს, რომ დაენახონ სხვა ადამიანებს სიცოცხლის იმპულსის და სექსუალობის გამოვლინების დროსაც კი. თამაშით და არასერიოზულად გაკეთებული, ეს შესაძლოა განმათავისუფლებელი და შთამაგონებელი გამოცდილება გახდეს. ნებისმიერი სირცხვილი ან შეცბუნება, რომელიც გარს ერტყმის სექსუალობას, ჩვეულებრივ ქრება ხოლმე, როცა მსგავს ვარჯიშში მთელი ჯგუფი ერთვება.

 

აქ მინდა შევეხო მნიშვნელოვან და ფართოდ განხილვად თემას: რომელი ჯობია - ინდივიდუალური თერაპია თუ ჯგუფური დინამიკა? მსგავსად ფროიდისა, იუნგისა და ფსიქოლოგიურ სკოლათა სხვა ფუძემდებლებისა, რაიხიც თავის კლიენტებთან ერთი-ერთზე მუშაობდა. ტრადიციული რაიხის მიმდევრები კვლავაც ასე მუშაობენ, თუმცაღა ჩემი მასწავლებელი ჩარლზ კელი დაშორდა ძველ სკოლას და რაიხის საბაზისო პრინციპების საფუძველზე ჯგუფური სტრუქტურები შეიმუშავა.

 

ამ მოსაზრებაში იგი არ იყო მარტო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოწინავე ფსიქოლოგების მთელმა თაობამ მიმართა ჯგუფურ პროცესს, როგორც ინდივიდუალურ პრობლემებთან კოლექტიურ საფუძველზე მუშაობის საშუალებას. 1951 წელს კურტ ლევინმა, გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგმა, პირველად განაცხადა: „უფრო ადვილია ადამიანთა პიროვნების შეცვლა მათგან ჯგუფის ფორმირებით, ვიდრე მათთან ცალ-ცალკე მუშაობით“.

 

ლევინის განცხადებამ ისეთი დისკუსია გამოიწვია ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებსა და ფსიქოთერაპევტებს შორის, რომ ნახევარი ასწლეულის შემდეგაც კი არ დასრულებულა და ალბათ არც არასოდეს დასრულდება. მისმა სიტყვებმა ადამიანებთან მუშაობის სფეროში კარი გაუღეს ახალ მიმართულებას.

 

პირველაღმომჩენებიდან ყოველი ჯგუფური დინამიკის თავის მეთოდებს იყენებდა. ფრიც პერლზი, მაგალითად, იყენებდა რა გეშტალტის თავის ტექნიკას ჯგუფის პირობებში, ყოველ მონაწილესთან რიგ-რიგობით მუსაობდა მაშინ, როცა დანარჩენები ჩუმად უყურებდნენ.

 

ჯ.ლ. მორენოს მიერ შემოთავაზებული ფსიქოდრამის ნოვატორული მეთოდის დროს მონაწილეები თავისი ცხოვრების შესაბამის მოვლენებს თამაშობენ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოჰყვნენ მათ შესახებ, რაც გაცილებით მეტ ურთიერთქმედებას მოითხოვს ჯგუფის წევრებს შორის.

 

ჯგუფ-შეტაკებებში (encounter) და ჯგუფ-მარათონებში, რომლებმაც 60-იან და 70-იან წლებში პოპლულარობა მოიპოვეს ესალენის უნივერსიტეტში, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ურთიერთქმედებას - არსობრივად სწორედ იგი განსაზღვრავდა მათ ფუნქციონირებას.

 

კელიმ თავისი ნაზავი შექმნა. მან შეიმუშავა ვარჯიშები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო, კელი ჯგუფურ დინამიკას იყენებდა ენერგიის გამოღვიძებისათვის. ამ ვარჯიშების შემდეგ იგი ინდივიდუალურ სესიებზე გადადიოდა, რომლებშიც სუნთქვისა და მოძრაობის კლასიკური რაიხული ტექნიკები გამოიყენებოდა - მე უკვე მოვყევი მათ შესახებ მესამე თავში.

 

ჩემი თვალსაზრისით, რაიხული მუშაობა განსაკუთრებით შეეფერება ჯგუფებს. რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი პრობლემები უნიკალურად ჩათვალოს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს გააჩნია ემოციური დარღვევები და ყოველი ჩვენგანი ვახშობთ პულსაციას. ეს გვაერთიანებს. ყოველ ჩვენგანს გვაიძულებენ თავის შეკავებას, ყოველ ჩვენგანს გვაქვს ჯავშანი, და ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ სუნთქვისა და მოძრაობის ერთი და იგივე საბაზისო პრინციპები, რათა ჩვენი ენერგია დავიბრუნოთ და სხეულში ჯანმრთელი პულსაცია აღვიდგინოთ.

 

ჩემი გამოცდილებით, ჯგუფური დინამიკა ზრდის ტემპს, განსაკუთრებით სხეულის მომზადებისა და ენერგიის „ამოქოქვის“ საწყის სტადიაზე. ჩვენ ყველანი ვატარებთ საკუთარ თავში ჩვენს სექსუალობასთან დაკავშირებულ სირცხვილს. ეს  ძალიან სერიოზული და დელიკატური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტისთვისაც შესაძლოა საჭირო იქნეს სეანსების ხანგრძლივი სერია ფსიქოანალიტიკოსთან. ან შეგვიძლია ყველანი ერთად ვიდგეთ აქ, მამაცურად და თამაშით გამოვცეთ ეს მოღრიალე ბგერები: „ჰა!“, სირცხვილის გარეშე ვაკეთოთ სექსუალური მოძრაობები ბარძაყებით, ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში და ვიგრძნოთ თავისუფლება და მოდუნება იმისგან, რომ საშუალება მივეცით საკუთარ თავს ღიად გამოგვევლინა სექსუალობა.

 

მე ვურჩევ ჯგუფის მონაწილეებს, რომ დატკბნენ ამ ვარჯიშებით, გამოავლინონ სიცოცხლის იმპულსი თვალების მეშვეობით და გაეხსნან თავიანთ ბუნებრივ ენერგიას. ეფექტი - ადამიანები „ქოქავენ“, ამხნევებენ ერთმანეთს, ენერგიის კოლექტიურ ტალღაზე მოძრაობენ, თამაშით ტკბებიან. თვალებით კონტაქტი აქ საკვანძო როლს ასრულებს, რადგან ეხმარება მონაწილეებს, რომ „იქ იყვნენ“ და აქტიურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს ენერგეტიკულად. მე თვალებით კონტაქტს სესიის დასაწყისიდანვე ვიყენებ, შემდეგ თავში ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოვყვები.

 

გამახურებელ სერიას განაგრძობს მსგავსი ვარჯიში, რომელიც ენერგიას გულ-მკერდის ყაფაზის მიდამოში აღვიძებს. მას ეწოდება „სუნთქვა ხელებით“.

 

ორი ადამიანი ერთმანეთისკენ სახით დგება, იდაყვებს ხრის, ისე რომ ხელისგულებით ერთმანეთს ეხებოდნენ და იწყებენ ღია პირით სუნთქვას ერთი და იმავე რიტმში: ამოსუნთქვისას მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს, მარცხენა კი - უკან; ჩასუნთქვისას მარცხენა ხელი წინ მოძრაობს, მარჯვენა კი - უკან. ამოსუნთქვისას ისინი ხმამაღლა წარმოთქვამენ ბგერას - „ჰა!“, ისე, რომ ბგერა რეზონანსში მოვიდეს გულთან, გულ-მკერდის მიდამოში. ინარჩუნებენ რა კონტაქტს თვალებით, პარტნიორები თანდათანობით აჩქარებენ სუნთქვის, მოძრაობისა და ბგერების ტემპს. ვარჯიში უფრო აქტიური ხდება, ენერგიით ავსებს და ხსნის გულ-მკერდის ყაფაზს.

 

ასეთი ვარჯიში შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს, რადგანაც ზოგი მონაწილე შეიძლება სხვებზე მნიშვნელოვნად ძლიერი აღმოჩნდეს. ამიტომ ყველას ვურჩევ, ყურადღება გაამახვილონ იმაზე,  ეს ვარჯიში უფრო მეტად ორთაბრძოლას დაემსგავსება, თუ სინქრონულ, ჰარმონიულ, სასიყვარულო ურთიერთქმედებას ორ შემხვედრ ენერგიას შორის.

 

ზოგჯერ ტემპს ვმართავ და ვთავაზობ მონაწილეებს, რომ ააჩქარონ ან შეანელონ ტემპი,  5-10 წუთის შემდეგ - გაჩერდნენ, მადლობა გადაუხადონ თავიანთ პარტნიორებს და განაგრძონ „ხელებით სუნთქვა“ ვინმე სხვასთან.

 

სხეულის მომზადების პროცესში მე გამოვყოფ ხოლმე დროს იმისთვის, რომ გავაცნო მონაწილეები სუნთქვის პულსაციას, როგორც ეს მეორე თავშია აღწერილი და „ცარიელი მილის“ ცნებასთან, რომელიც სხეულის ცენტრში გადის ყელიდან მუცლის ქვედა ნაწილამდე.

 

ასევე ვახდენ ძირითადი სუნთქვითი პოზიციის დემონსტრაციას, რომელიც მესამე თავში ვახსენე - როცა მონაწილე ზურგით წევს მატრასზე, მუხლები მოხრილი აქვს და ტერფები მთელი სიბრტყით იატაკზე უდევს.

 

მონაწილეები მოხერხებულად წვებიან ამ პოზიციაში და ჩემი ხელმძღვანელობით იწყებენ სუნთქვის მეშვეობით გულ-მკერდისა და მუცლის სხვადასხვა ნაწილების გამოკვლევას. ჩვეულებრივ, ჩვენი სუნთქვა იმდენად ავტომატურია, რომ არასოდეს ვუთმობთ დროს იმის შეგრძნებას, თუ სხეულის რომელი ნაწილები მონაწილეობენ ჰაერის შიგნით შესვლაში და მის გარეთ გამოსვლაში.

 

მონაწილეებს ვთავაზობ, ისე ისუნთქონ, რომ სუნთქვამ მუცლამდე შეაღწიოს, „ცარიელი მილის“ ძირამდე, ამავდროულად რბილად აკაკუნონ თითებით მუცელზე. როგორც უკვე ავღნიშნე, ენერგია ყურადღებას მოჰყვება და თითებით მსუბუქი კაკუნი ეხმარება ადამიანებს, რომ კონცენტრაცია მოახდინონ მუცელზე და ენერგია შეიტანონ ამ მიდამოში. ეს ასევე ეხმარებათ, რომ აღმოაჩინონ და გააცნობიერონ დაძაბულობა მუცლის კუნთებში.

 

მსგავსად ამისა, ჩვენ გადავინაცვლებთ ზემოთ, მუცლიდან დიაფრაგმისკენ და მკერდისკენ, ვსუნთქავთ და ვაცნობიერებთ ამ ადგილებს.

 

როცა სუნთქვა შეთანხმებულია სხეულზე ყურადღების  კონცენტრაციასთან, მრავალი სხვადასხვა შეგრძნება ვლინდება. მონაწილეებმა შესაძლოა იგრძნონ დაჭიმულობა, დაძაბულობა, ტკივილი, ზეწოლა, ტვირთის შეგრძნება, გაქვავება და ა.შ. ეს ფიზიკური შეგრძნებები ადვილად გდადიან ემოციებში.

 

მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება იგრძნოს უმიზეზო სევდა - უბრალოდ სუნთქვის დაწყების შემდეგ იგი მოულოდნელად გრძნობს, როგორ წამოუვიდა ცრემლები. სხვამ შესაძლოა იგრძნოს სიმძიმე გულის მიდამოში, ან მოჭერა ყელის მიდამოში - შეგრძნებები, რომლებსაც მაშინ ვგრძნობთ, სანამ ტირილს დავიწყებთ.

 

კიდევ სხვა ვინმემ შეიძლება გაღიზიანება იგრძნოს, რომელიც თუ საკმარისად დიდი ხნით ისუნთქებს, შესაძლოა რისხვაში გადაუვიდეს, ან დაუკმაყოფილებლობაში, ან შეგრძნებაში, რომ რაღაცას გარეთ უნდა გამოსვლა.

 

საკუთარ თავზე ასეთ მიყურადებას ზოგჯერ „საბაზისო სუნთქვას“ ვეძახი. იგი საშუალებას აძლევს მონაწილეებს ისწავლონ მეთოდი, რომელსაც გამოვიყენებთ და აჩვენოს გზა, რომელსაც კვლავ და კვლავ გავივლით, როდესაც სხეულში დავბრუნდებით.

 

ჯავშნის მოსახსნელად დამასრულებელი ვარჯიში სხეულის მომზადებაში ყველაზე ინტენსიურია. შესაძლოა, ჩემი სესიის სწორედ ამ ნაწილშია საჭირო ყველაზე მეტი ფიზიკური მომზადება მონაწილეების მხრიდან.

 

მე ამ ვარჯიშს „წიხლების სერიას“ (Kicking series) ვუწოდებ. იგი მოიცავს სხეულის ძლიერ ენერგიულ მოძრაობებს: ფეხებით და ხელებით დარტყმებს, თავის ქნევას, ხერხემლის მოხრებს - იმისთვის, რომ გამოწვევა გამოვუცხადოთ ჯავშნის შრეებს, მოვარყიოთ კონტროლის მოძველებული მექანიზმები, რომლებიც მის შიგნით დაძაბულობების სახით არსებობენ. რაღაც თვალსაზრისით, სხეულში ქაოსი შეგვაქვს, რათა მოგვიანებით წესრიგი დავამყაროთ მასში.

 

თავიდან მონაწილეებს ვთხოვ, რომ პარტნიორი იპოვნონ. ერთი პარტნიორი, რომელსაც „კლიენტს“ ვუწოდებ, მატრასზე ზურგით წვება და ძირითად სუნთქვით პოზიციას იღებს. იგი ამ სერიას პირველი გაივლის. მეორე, „დამხმარე“, მის გვერდით ჯდება.

 

თავიდან კლიენტები 10 წუთის განმავლობაში ღრმად სუნთქავენ, რათა სხეულში ენერგიის მუხტი დააგროვონ, შემდეგ კი ჩემი ხელმძღვანელობით შეუდგებიან პირველ ვარჯიშს: მენჯის დარტყმითი მოძრაობებს მატრასზე. ისინი ზემოთ წევენ მენჯს და კვლავ და კვლავ ურტყამენ მატრასს, ამავდროულად დამხმარეს უყურებენ. მატრასები სქელი რეზინისგან და პარალონისგანაა დამზადებული, ამიტომ მონაწილეები ტრავმას ვერ მიიღებენ.

 

რამდენიმე წუთიანი აქტივობის შემდეგ კლიენტები ცოტას ისვენებენ, შემდეგ კი იმეორებენ მენჯის დარტყმით მოძრაობებს. ვარჯიშებს შორის დასვენების პერიოდებში მე ყოველთვის ვთავაზობ მონაწილეებს, რომ თავიანთ პარტნიორებთან თვალებით დაამყარონ კონტაქტი, რათა თავი აწმყო მომენტში დამიწებულად იგრძნონ და არ დაემორჩილონ „სხეულიდან გაქცევის“ ცდუნებას.

 

ვარჯიშის მეორე ნაწილი უკავშირდება ფეხების დარტყმებს. მონაწილეებს ვთხოვ, რომ ხელებით მოეჭიდონ მატრასის კიდეებს და მატრასს ფეხის ტერფები ურტყან. ფეხები მოხრილია, მუხლები მონაცვლეობით ადის გულმკერდამდე, შემდეგ კი ტერფები მატრასს ურტყამენ - ერთი, მეორე, პირველი, მეორე.

 

დარტყმებთან ერთად მონაწილეებს ვთავაზობ, რომ თავი ერთიდან მეორე გვერდზე იქნიონ და იძახონ: „არა!“

 

რა თქმა უნდა, ბევრს ამ დროს გრძნობები „ერთვება“, რადგანაც ისინი მთელი ცხოვრება ახშობდნენ თავიანთ „არას“. ბავშვობაშც და ზრდასრულობაშიც ისინი ცდილობდნენ კარგი ბიჭები და კარგი გოგონები ყოფილიყვნენ... კარგები და თავაზიანები ყველას მიმართ, ვინც მათ გარშემო იყო.

 

ზოგიერთი ადამიანი მართლაც ტკბება მკაფიო და განსაზღვრული „არა“-ს გამოხატვის ძალით, მაშინ, როცა სხვებში ეს საწინააღმდეგო მოქმედებას იწვევს - ისინი შესაძლოა უმწეობამ ან სისუსტემ შეიპყროს.

 

ასეთი მოძრაობებისას მათი სხეულები „იჭედება“. ამ დროს მათ არ უნდა შეაჩერონ თავის უნდა ქნევა. ზოგჯერ დაძაბულობა იმდენად ძლიერია, რომ კისრის კუნთები სრულიად რიგიდული (მყარი), დაჭიმული ხდება და თავს მოძრაობის საშუალებას აღარ აძლევენ.

 

ამან შესაძლოა სისუსტის შეგრძნება გამოიწვიოს: „მე არ შემიძლია ამის გაკეთება!“ - ხოლო ზოგი უბრალოდ ქვითინს იწყებს. ეს ნორმალური რეაქციებია, რადგანაც არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა, „სწორი“, ან „არასწორი“  ემოციური გამოძახილი ამ ვარჯიშზე.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ მონაწილეებს ვთხოვ, რომ გაჩერდნენ, დაისვენონ, და  შემდეგი სტადიისთვის მოსამზადებლად  კვლავ დაიწყონ ღრმად სუნთქვა.

 

ვთავაზობ, რომ დიდხანს ურტყან ფეხები და მენჯი, რათა აიძულონ ენერგიას მოძრაობა და ფეხების მეშვეობით გამოხატვა. ფეხით დარტყმებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ იმისთვის, რათა ხელახლა აღმოვაჩინოთ, თუ როგორ ბუნებრივად ეხმარება სხეული ჩვენს ემოციებს.

 

მაგალითად, ერთ-ერთ სტადიაზე მონაწილეები ისეთ დარტყმებს აკეთებენ ფეხებით, თითქოს ვიღაცას ფეხებით აგდებენ მატრასიდან და თან ყვირიან ფრაზებს: „დამანებე თავი!“, „მოშორდი!“, „გაეთრიე!“

 

ყოველ სტადიას ფონად ახლავს ხმამაღალი მუსიკა, რათა ბგერითი ფონი მონაწილეებს ყვირილში და ღრიალში დაეხმაროს, როცა ხმას დაბლა ვუწევ, ამით ვანიშნებ, რომ შეუძლიათ დამშვიდდნენ და დაისვენონ.

 

ეს, ხანმოკლე, დაძაბულები სტადიები დასვენების პერიოდებით იცვლება, ამიტომ ნებისმიერს, ვისი ჯანმრთელობაც ნორმის ფარგლებშია, შეუძლია მათი გაკეთება.

 

შემდეგ ხელებზე გადავდივართ. კლიენტებს ვთხოვ, რომ მუშტები შეკრან, თავს ზემოთ ასწიონ და რაც შეიძლება ძლიერად ურტყან მატრასს. გამოათავისუფლონ ყველა ის მოძრაობა, რომლებიც მაშინ შევიკავეთ, როცა გვინდოდა ვიღაცისთვის დაგვერტყა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.

 

ასევე მოვუწოდებ მონაწილეებს, რომ კბილები გამოაჩინონ, რადგანაც კბილები და ფრჩხილები ძალიან აგრესიულები არიან. რა თქმა უნდა, ცივილიზებული ადამიანები არ გლეჯენ ნივთებს კბილებით და კლანჭებით, მაგრამ ეს იმპულსი ჩვენში მაშინ ჩნდება, როცა რისხვა მართლაც ძალიან დიდია.

 

მე არ ავღწერ ამ ვარჯიშის ყველა სტადიას, მაგრამ საერთო მიზანი ცხადია: შევასუსტოთ კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც ჩვენს ემოციებს აკავებენ; მექანიზმები, რომლებსაც გამოვიმუშავებდით სოციალურ განპირობებულობასთან ერთად. ეს მექანიზმები ზღუდავენ ჩვენი თვითგამოხატვის და შეგრძნების უნარს და „წიხლების სერია“ იმისთვისაა, რომ მოარყიოს და ქაოსის მდგომარეობაში გადაიყვანოს ჯავშანი. როგორც უკვე ვამბობდი, ეს ვარჯიში მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევებს, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ეფექტურია.

 

ჩვეულებრივ ამ სერიას სრულმასშტაბიანი „რისხვის შემოტევით“ ვასრულებ, რომლის დროსაც ემოციის გამოხატვაში, როგორც გააფთრებულ ბავშვს ემართება, მთელი სხეული მონაწილეობს: ხელები და ფეხები ურტყამენ, ხერხემალი იზნიქება, თავი კი აქეთ-იქეთ მოძრაობს.

 

სერიის დასრულების შემდეგ ვისვენებთ, შემდეგ კი ამ სავარჯიშოს დამხმარეები ასრულებენ, მათი პარტნიორები კი მათ ადგილს იკავებენ და ამჯერად უკვე თვითონ ეხმარებიან.

 

ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთული დღის ბოლოს მონაწილეეებს ვიწვევ თავიანთი განცდების გასაზიარებლად. ბევრი თავს დაფლეთილად გრძნობს, ერთგვარ ქაოსს გრძნობს - როგორც ემოციურად, ასევე ენერგეტიკულად - რადგან მათი კონტროლის მექანიზმები მოშლილი და მორყეულია. ზოგიერთი გულისრევას გრძნობს, ზოგი დეზორიენტირებულია.

 

ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავამშვიდო ისინი და დავარწმუნო, რომ ეს პირველი და აუცილებელი ნაბიჯია ჯავშნის მოხსნის პროცესში.

 

იმისთვის, რომ ენერგეტიკული ბლოკები დავანგრიოთ, საჭიროა მიზანმიმართული ძალისხმევები. მაშინ სასიცოცხლო ძალა კვლავ შეძლებს თავისუფლად დინებას და ახალ საშუალებებს იპოვნის თვითგამოხატვისთვის.

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff