ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

ანიშა ლ. დილანი

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია.

მთარგმნელი: მამუკა გურული

ავტორის შესახებ

ანიშა ლ. დილანი დაიბადა აშშ-ში, ნიუ-იორკისგან სამხრეთით, ნიუ-ჯერსის სანაპიროზე 1949 წელს,  გაიზარდა ნიუ-ჯერსისთან ახლოს, ოჰაიოსა და პენსილვანიაში.  ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი ბოსტონის უნივერსიტეტში მიიღო და ახალი თავგადასავლების საძებნელად კალიფორნიაში გადავიდა.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიით და განსაკუთრებით ვილჰელმ რაიხის ნაშრომებით გატაცებამ ანიშა იქამდე მიიყვანა, რომ ჩარლზ კელის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუტ „რადიქსში“, სხეულთან ნეორაიხული მუშაობის კურსზე ჩააბარა და ორწლინახევრის შემდეგ  ინსტიტუტში პირველი ტრენერის დიპლომი აიღო.

ორი წლის განმავლობაში ანიშა კალიფორნიაში, ესალენის ინსტიტუტში უძღვებოდა ჯგუფებს,  შემდეგ კი, 1976 წელს გაემგზავრა ინდოეთში, რათა ოშოს მიერ შემუშავებული აქტიური მედიტაციების რევოლუციური ტექნიკები შეესწავლა. ოშომ მას პუნას აშრამში ნეორაიხული პრაქტიკების ჯგუფის გაძღოლა შესთავაზა. ეს ჯგუფები მისი უნიკალური პროგრამის ნაწილი გახდა, მასში ფსიქოთერაპიის დასავლური მეთოდები და მედიტაციის აღმოსავლურ ტექნიკები ეთავსებოდა ერთმანეთს. უკვე თითქმის 30 წელია ანიშა ცხოვრობს და მუშაობს მთელს მსოფლიოში აღმოცენებულ ოშო-ცენტრებსა და კომუნებში, ავითარებს რა პულსაციის თავის პრაქტიკებს, რომელშიც სხეულთან ნეორაიხული მუშაობა, სუნთქვა და ემოციური გამონთავისუფლება უთავსდება მედიტაციას.

უკანასკნელ ათი წლის განმავლობაში მან შეიმუშავა „ტანტრული პულსაციების“ პრაქტიკა, რომელშიც ანიშა სექსუალობის, მგრძნობელობისა და ნეტარების წახნაგებს იკვლევს, მათი მეშვეობით სექსუალური ენერგია შესაძლებელია ტრანსფორმირდეს  მედიტაციად.

უფრო დაწვრილებით ინფორმაცია ანიშას ჯგუფებზე და ტრენინგებზე პულსაციებსა და ტანტრულ პულსაციებში შეგიძლიათ იხილოთ მის ვებ-გვერდზე: www.oshopulsation.com

ინფორმაცია რუსეთში ჩატარებული ტრენინგებისა და სემინარების შესახებ, ასევე ინდივიდუალური სესიების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rebalancing.ru

და ელ-ფოსტაზე: contact@rebalancing.ru.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

ჯორდან პიტერსონი -

ავტორი: ჯორდან პიტერსონი თარგმნა ჯგუფმა MAGMA დიდი დრო დამჭირდა სათაურის და...

რუდოლფ შტაინერი -

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაშ...

რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი

მთარგმნელი: მამუკა გურული (წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რ...

მშვიდობიანი მეომრის გზა

ავტორი: დენ მილმენი მთარგმნელი: მამუკა გურული (ფილმი, რომელიც გადაღებულია ა...