თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

სიკეთისა და ბოროტების შესახებ

20.10.1903

ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოროტებას ვუწოდებთ, სხვა ფორმა აქვს სხვა კოსმოსში. ჩვენ მხოლოდ კონკრეტული კოსმოსის ჭრილში შეგვიძლია ბოროტებაზე საუბარი. მთვარის ეპოქაში ბოროტებას დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული ფორმა ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია საუბარი მხოლოდ ჩვენს მიწიერ ბოროტებაზე.

ბოროტების შესაძლებლობა დაკავშირებულია კოსმოსში დედამიწის მდგომარეობასთან. ჩვენს დედამიწას განსაკუთრებული ამოცანა აქვს. ჩვენს კოსმოსს უწოდებენ სიყვარულის კოსმოსს. წინა, მთვარის კოსმოსს, უწოდებენ სიბრძნის კოსმოსს. მას სიბრძნის კოსმოსს ეძახიან, რადგან იქ მომზადდა ის, რაც ჩვენს კოსმოსში ნაყოფის სახით გვაქვს.

დედამიწის განვითარების ამოცანა არის ეს: ადამიანმა უნდა ჩანერგოს კამა-მანასი ნერვულ სისტემაში იმ ფორმით, რა ფორმითაც ის მთვარის ეპოქიდან მოვიდა. 

იმ დროს ადამიანებს ჩვენი ინტელექტის გარდა ყველაფერი ჰქონდათ. მთვარის ეპოქის ადამიანებს არ ჰქონდათ ინტელექტი.  ისინი ფიქრობდნენ თუმცა ამას როგორც ჩვენ ისე არ წარმოაჩენდნენ. ისინი მონაწილეობდნენ გაცილებით უფრო უნივერსალურ სულიერებაში. ეს უნივერსალური სულიერება მათ გარს ერტყათ, როგორც სულიერი ძალა. ეს შეიძლება შევადაროთ ფუტკრის გუნდს, რომელსაც საერთო სული აქვს. მთვარის ეპოქაში ყველა ადამიანს არ ჰქონდა საკუთარი ინტელექტი. ისინი თავიანთ ქმედებებს მართავდნენ სიბრძნით, რომელიც ცხოვრობდა მთვარის კოსმოსში. ეს მსგავსია ცხოველთა ინსტინქტისა.

ჩვენი ნერვული სისტემა და ჩვენი კამა-მანასი მომზადებულია მთვარის სიბრძნით. მთვარის სიბრძნე ცდილობდა ორგანოების განვითარებას სიბრძნით. მას უნდა მოემზადებინა ადამიანის ფიზიკური პიროვნება. ეს სიბრძნე მიზნად ისახავდა სხეულის ფიზიოლოგიურად და ფიზიკურად სრულყოფას.

ადამიანის სული წარმოიქმნება კამა-მანასის გავლენით. უნივერსალური სიბრძნე ჩამოდის, როგორც წვეთი, ინდივიდუალურ პიროვნებაში. ეს ისეა, თითქოს ინდივიდუალურ ფუტკარს თან მოაქვს ფუტკრის სიბრძნე და თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით აკეთებს იმას, რასაც სხვაგვარად ინსტინქტურად აკეთებდა. სიბრძნე ჩაეფლო ფორმაში, გამოჩნდა ფორმაში. ახლა ეს სიბრძნე უნდა გამოიყენონ, როგორც სიყვარულის მიღწევის საშუალება.

ყველა, ვინც განიცდიდა ნორმალურ განვითარებას ლემურიის ეპოქაში, შედის მიწიერ ეპოქაში, რათა გაწიროს ფიზიკური, პრანული და კამიური ცხოვრება.

მაგრამ ასევე არსებობენ არსებები, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ მსხვერპლის გაღება. ისინი არ განვითარებულან სრულად ნორმალურად. ისინი ზედმეტად ღრმად ჩაეფლნენ ლემურიის ეპოქის ფიზიკურ-პრანულ-კამიურ სფეროში (შენიშვნა N42), რომელზედაც მათი ყურადღება ზედმეტად ძლიერად იყო მიპყრობილი. ამისგან წარმოიშვა ახლო ძმობა. ეს არსებები განვითარდნენ ძალიან და ზედმეტად ღრმად ჩაეფლნენ ფიზიკურ სფეროში. ამიტომ, მიწიერ ეპოქაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ განვითარება ნორმალური მიწიერი განვითარებისთვისაა საჭირო ეტაპიდან. ისინი ზედმეტად ბევრს იღებენ ფიზიკურ-პრანულისაგან. ამიტომ, ერთი მხრივ, მათ ზედმეტად ბევრი აქვთ სიბრძნის პრინციპი, მაგრამ, მეორე მხრივ, ზედმეტად დიდი კავშირი აქვთ ფიზიკურ-პრანულთან.

ამგვარად, მიწიერ ეპოქაში მოვიდნენ არსებები, რომლებსაც ზედმეტად ბევრი ინტელექტი ჰქონდათ ჩვეულებრივი მიწიერი განვითარების გასავლელად. მათთვის აუცილებელია უფრო მაღალგანვითარებული სხეული. ასეთი არსება ვერ განსხეულდება ჩვენს სხეულებში. ადამიანის სხეულში ასეთი არსება ყველა მხრიდან შეზღუდული იქნებოდა. ასეთი არსება ეძებს განსხეულებას სხვა გზით, იგი არ ჩაეფლება კაცობრიობაში, არამედ ეძებს მანასის სხეულებიდან მასალას (შენიშვნა N43), რათა განსხეულდეს. ისინი თითქოს იზიდავენ ადამიანთა ინტელექტუალურ მატერიას, რათა განსხეულდნენ. ეს მუდმივი საფრთხეა მიწიერი კაცობრიობისთვის. ეგზოტერული სიბრძნე ამ საფრთხეს აღწერს, როგორც ბოროტების პრინციპს.

იმის გამო, რომ ჰიპერინტელექტუალური არსებებმა მთვარის ეპოქიდან გადმოიტანეს მათი ქმედება და ადამიანებს ჩვეულებრივი გზიდან გადაახვევინებენ, ჩვენ გვაქვს ბოროტება. ეს არის ბოროტების წარმოშობა. ბოროტება წარმოიქმნება იქიდან, რომ ჰიპერინტელექტუალური არსებები არსებობენ, რომლებიც ადამიანებს ჩვეულებრივი განვითარების გზიდან გადაახვევინებენ. ქრისტიანულ ეზოთერიზმში ეს ჰიპერიტელექტუალური არსებები გაერთიანებულია „ლუციფერის“ სახელში. ეს ასევე არის სიბრძნის პრინციპი, მაგრამ არასწორ დონეზე და საფეხურზე.

დანაშაულებრივ ბუნების კამიური პრინციპი ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანები ამით არასწორად ხელმძღვანელობენ ინტელექტუალური პრინციპით. ამგვარად, ბოროტება ჩვენი კოსმოსის ნამდვილი ამოცანისგან, სიყვარულისგან გადახვევაა. სიყვარული ინდივიდუალური ფიზიკურ-პრანულის მსხვერპლად შეწირვაა უმაღლესი მიზნისთვის. ყოველი გაბატონებული ეგოისტური იმპულსი იქიდან მომდინარეობს, რომ შესაბამისი ადამიანი საჭიროზე უფრო მეტად ახლოს გრძნობს ფიზიკურთან კავშირს, რითაც ფიზიკურთან ზედმეტად ღრმა კავშირი წარმოიშობა. ფიზიკურსა და ფიზიოლოგიურს შორის წონასწორობის წერტილი არის სიყვარული. როცა სიყვარული არასწორად იკვებება, ის გადაიქცევა ჰიპერეგოიზმად.

ფორტეპიანო მაგალითისათვის. იგი დამზადებულია ჩაქუჩითა და ხერხით. დამზადების შემდეგ თუ მასზე კვლავ გააგრძელებ მუშაობას, ის დანიშნულებას ვერ შეასრულებს და ინსტრუმენტი ნადგურდება. მიწიერი ეგოიზმი არაფერია, თუ არა სასარგებლო პრინციპი მთვარის მთვარის ეპოქაში. თუმცა იგი ხდება ცუდი მიწიერ ეპოქაში. სინამდვილეში, ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის სიკეთე — მხოლოდ არასწორ ადგილას. ბოროტება წარმოიქმნება იქიდან, რომ განვითარების კოსმიური პრინციპი ჩნდება არასწორ კონტექსტში. ბოროტება ჩვენთვის მხოლოდ მანამ ჩანს ბოროტებად, სანამ მას შეზღუდული ხედვით ვუყურებთ. მაგრამ ის სხვა ადგილას სიკეთეს იწვევს, რაც მას აბალანსებს. ყოველი ბოროტებისთვის მსოფლიოში არსებობს შესაბამისი სიკეთე, რომელიც აღადგენს წონასწორობას. ამასვე ეხება ეს გამონათქვამიც: „სრულყოფილი მხოლოდ ზეციერი მამაა, რატომ მეძახით თქვენ მე სრულყოფილს?“

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff