თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

სიბრძნის, გულისა და ნების ინიციაცია. თეოსოფიური სულიერი მიმართულების, ანუ საერთოდ თეოსოფიის, ამოცანა.

04.12.1903

მშვენიერია ჰეგელის გამონათქვამი: ყველაზე ღრმა აზრი დაკავშირებულია ქრისტეს ფიგურასთან, ისტორიულსა და გარეგანთან. ქრისტიანული რელიგიის დიდებულება ისაა, რომ ის ხელმისაწვდომია განათლების ყველა საფეხურისთვის. ყველაზე გულუბრყვილო ცნობიერებას შეუძლია მისი აღქმა და, ამავე დროს, ის არის მოწოდება ყველაზე ღრმა სიბრძნისკენ.

ქრისტიანობა ცნობიერების ყველა დონეზე, რომ გასაგებია უკვე გვასწავლა მისი განვითარების ისტორიამ. თუ სწორად ესმის თავისი დანიშნულება, თეოსოფიური აზროვნების სკოლის ან, ზოგადად, სულიერი მეცნიერების ამოცანა უნდა იყოს კაცობრიობის ყველაზე ღრმა სიბრძნის სწავლებებში შეღწევის მოთხოვნის ჩვენება. თეოსოფია არის ინსტრუმენტი რელიგიების გასაგებად და არა რელიგია. იგი ისე ეხება რელიგიურ საბუთებს, როგორც მათემატიკის სახელმძღვანელოებად წარმოდგენილ საბუთებს - მათემატიკური სწავლება.

მათემატიკა შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი გონებრივი ძალებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სივრცის კანონები ძველ წიგნების გარეშეც. მაგრამ როდესაც ნახავთ მათ და შეითვისებთ გეომეტრიულ სწავლებებს უფრო მეტად დააფასებთ ამ ძველ წიგნს, რომელმაც პირველმა წარადგინა ეს კანონები ადამიანის გონებისათვის. იგივენაირად არის თეოსოფიასთანაც. მისი რესურსი არის ნამდვილ სულიერ სამყაროებში, და არა ჩანაწერებში და ტრადიიციაში. იქ უნდა იპოვოთ და აითვისოთ საკუთარი სულიერი ძალების განვითარებით, ისევე რეოგორც მათემატიკას აითვისებ შენი ინტელექტის ძალების განვითარებით.

ჩვენი ინტელექტი, რომელიც გვემსახურება გრძნობადი სამყაროს კანონების აღსაქმელად ხორციელდება ტვინით. სულიერი საყაროს კანონები, რომ გავიგოთ ჩვენ ასევე გვჭირდება შესაბამისი ორგანოები. როგორ განვითარდა ჩვენი ფიზიკური ორგანოები? გარეგნული ძალებით მზის ძალებით, ბგერის ძალებით. მაგალითად ასე წარმოიშვა თვალი და ყურიც - ნეიტრალური ორგანოებიდან, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას  გრძნობად სამყაროში შეღწევისას და მხოლოდ ნელა იხსნებოდნენ. ანალოგიურად ჩვენი სულიერი ორგანოებიც გაიხსნება, როდესაც მართებული ძალა იმოქმედებს მათზე.

რომელი ძალებია ისინი, რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენს ჯერ კიდევ მიძინებულ სულიერ ორგანოებს? დღის განმავლობაში თანამედროვე ადამიანის ასტრალურ სხეულში აღწევს ისეთი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგება მის განვითარებას, რომლებიც თრგუნავენ იმ ორგანოებს, რომლებიც მას ადრე ჰქონდა, სანამ დღის ნათელი ცნობიერება ჯერაც არ იყო გამჟღავნებული. ადრე ადამიანი უშუალოდ აღიქვამდა ასტრალურ შთაბეჭდილებებს. გარემო ესაუბრებოდა მას გამოსახულებებით, ასტრალური სამყაროს გამოხატვის ფორმით. ცოცხალი, სტრუქტურირებული გამოსახულებები, ფერები თავისუფლად მიცურავდნენ სივრცეში, როგორც სიამოვნებისა და უკმაყოფილების, სიმპათიისა და ანტიპათიის გამოხატულება. შემდეგ ეს ფერები თითქოს გადავიდა ნივთების ზედაპირზე, ობიექტებმა მყარი კონტურები შეიძინა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანის ფიზიკური სხეული სულ უფრო მყარი და სტრუქტურირებული ხდებოდა.

როდესაც მისი თვალები სრულად გაეხსნა ფიზიკურ სინათლეს, როდესაც მაიას ფარდა გადაეფარა სულიერ სამყაროს, ადამიანის ასტრალური სხეული ფიზიკური და ეთერული სხეულების გავლით იღებდა გარემოს შთაბეჭდილებებს, შემდეგ თავად გადასცემდა მათ „მე“-ს, საიდანაც ისინი შედიოდნენ ადამიანის ცნობიერებაში. ამგვარად, ის მუდმივად იყო დაკავებული და აქტიური. მაგრამ ის, რაც ამგვარად მასზე მოქმედებდა, არ იყო პლასტიკური, მოქნილი ძალები, რომლებიც შეესაბამებოდა ასტრალური სხეულის ბუნებას. ეს იყო ძალები, რომლებიც მას ხარჯავდნენ, თრგუნავდნენ, რათა გაეღვიძებინა „მე“-ს ცნობიერება.

მხოლოდ ღამით, როდესაც ის ეფლობოდა მისთვის ერთგვაროვან, რიტმულ სულიერ სამყაროში, ის ხელახლა იღებდა ძალებს და შეეძლო ფიზიკური და ეთერული სხეულებისთვის ძალების მიწოდება. შთაბეჭდილებების კონფლიქტიდან, ადამიანში ადრე არაცნობიერად მოქმედი ასტრალური ორგანოების ჩახშობიდან, წარმოიშვა ინდივიდუალური „მე“-ს ცხოვრება, „მე“-ს ცნობიერება. სიცოცხლიდან სიკვდილი, სიკვდილიდან სიცოცხლე. გველის წრე დაიხურა. ახლა ამ გაღვიძებული „მე“-ს ცნობიერებიდან უნდა წარმოიშვას ის ძალები, რომლებიც ხელახლა გააღვიძებდა სიცოცხლეს ადრინდელი ასტრალური ორგანოების მკვდარ ნარჩენებში, პლასტიკურად ჩამოაყალიბებდა მათ.

ამ მიზნისკენ მიისწრაფვის კაცობრიობა, ამ მიმართულებით ხელმძღვანელობენ მას მასწავლებლები და ხელდასხმულები, რომელთა სიმბოლო ასევე გველია. ეს არის თავისუფლებისკენ აღზრდა, ამიტომ იგი ნელი და ძნელია. ხელდასხმულებს შეეძლოთ, საკუთარი თავისთვისაც და ადამიანებისთვისაც ამოცანა გაემარტივებინათ, თუკი ისინი გარედან იმოქმედებდნენ მასზე - ღამით, როცა ასტრალური სხეული თავისუფალია, ისე იმუშავებდნენ მასზე, რომ ასტრალური ორგანოები შიგნით ჩაებეჭდათ, - მაგრამ ეს იქნებოდა მოქმედება ადამიანის სიზმრისეული ცნობიერების ფარგლებში, ჩარევა მისი თავისუფლების სფეროში. შესაბამისად ადამიანის უმაღლესი პრინციპი — ნება, ვერასოდეს განვითარდებოდა.

ადამიანი ეტაპობრივად ვითარდება. არსებობდა ინიციაცია სიბრძნის, ინიციაცია გულის, ინიციაცია ნების სფეროში. ნამდვილი ქრისტიანობა არის ყველა ინიციაციის საფეხურის შეჯამება. ძველ დროს ინიციაცია იყო წინასწარმეტყველება, მომზადება. ნელა და თანდათანობით ემანსიპირდა ახალი ადამიანი თავისი ხელმძღვანელისგან, თავისი გურუსგან. თავდაპირველად ღრმა ტრანსის ცნობიერებაში, მაგრამ აღჭურვილი იმ საშუალებებით, რომ შეძლებოდა ფიზიკურ სხეულში შთაბეჭდვა იმ ყველაფრის, რაც ფიზიკური სხეულის გარეთ ხდებოდა, მიმდინარეობდა ინიციაცია. ამიტომ საჭირო იყო ასევე ეთერული სხეულის — მეხსიერების მატარებლის — გამოყოფა ასტრალურთან ერთად. სიბრძნის ზღვაში, მაჰადევაში, ოსირისის ნათელში ორივე იძირებოდა. ამ უდიდეს საიდუმლოში, სრულ იზოლაციაში, ხდებოდა ინიციაცია. გარე სამყაროს არც ერთი სუნთქვა არ უნდა შეჭრილიყო. ადამიანი თითქოს მკვდარი იყო გარეგანი ცხოვრებისათვის, ხოლო ნაზი ყლორტები დღის ბრწყინვალე სინათლისგან მოშორებით იწვრთნებოდა.

შემდეგ ინიციაცია გამოვიდა მისტერიების სიბნელიდან დღის ნათელ სინათლეში. ეს განხორციელდა ერთ დიდ, ძლიერი პიროვნებაში — უმაღლესი შემაერთებელი პრინციპის მატარებელში, სიტყვაში, რომელიც გამოხატავს ფარულ მამას, რომელიც მისი გამოვლინებაა, და რომელიც, რადგან მიიღო ადამიანური სახე, გახდა კაცის ძე და შეეძლო ყოფილიყო მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი, ყველა „მე“-ს გამაერთიანებელი რგოლი. ქრისტეში, სიცოცხლის სულში, მარადიულ შემაერთებელში ისტორიულადაც და სიმბოლურადაც განხორციელდა მთელი კაცობრიობის ინიციაცია გრძნობათა, გულის საფეხურზე.

ეს მოვლენა ისეთი ძალის მქონე იყო, რომ მისი ზეგავლენას შეეძლო ვინც მას მიჰყვებოდა, ფიზიკურ ჭრილობის ნიშნებამდე ჩაღრმავებულიყო, მწვავე ტკივილებამდე. ყველა გრძნობის სიღრმე შეირყა. განცდის ისეთი ინტენსივობა წარმოიშვა, როგორიც ამდენად მძლავრ ტალღებში სამყაროს სხვაგვარად არასოდეს დაუფარავს.

ღვთაებრივი სიყვარულის ჯვარზე ინიციაციისას მოხდა თავის მსხვერპლად შეწირვა ყველასთვის. „მე“-ს ფიზიკური გამოხატულება, სისხლი, სიყვარულით მოედინებოდა კაცობრიობისთვის და ისე მოქმედებდა, რომ ათასობით ადამიანი მიისწრაფოდა ამ ინიციაციისკენ, ამ სიკვდილისკენ და ღვრიდა თავის სისხლს სიყვარულით, კაცობრიობისადმი ენთუზიაზმით. რამდენი სისხლი დაიღვარა ამ გზით, ეს არასოდეს ყოფილა ჯეროვნად ხაზგასმული და ადამიანები თუნდაც თეოსოფიურ წრეებში აღარ აცნობიერებენ ამას. მაგრამ ენთუზიაზმის ტალღები, რომლებიც ამ სისხლის დაღვრაში ჩაიძირა და ამაღლდა, შეასრულა თავისი საქმე. ისინი გახდნენ შთაგონების ძლიერი წყაროები. მათ მოამწიფეს ადამიანი ნების ინიციაციისთვის. ეს არის ქრისტეს მემკვიდრეობა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff