შენიშვნები
1) ვაჰანი - თეოსოფიური საზოგადოების გერმანული განყოფილების ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ამავე საზოგადოებამ დაარსა და მოქმედებდა 1899-1914 წლებში, ჟურნალის რედაქტორი მისი დაარსებიდან გამოცემის შეწყვეტამდე იყო რუდოლფ შტაინერი.
2) არუპა სფერო - (სანსკრიტულად და პალიზე - “არამატერიალურ ფორმათა სამყარო”), სამი სფეროდან უმაღლესი, საიდანაც განსხეულება ხდება, იქ აღარ არსებობს მატერიალური ან ასტრალური ფორმები, არამედ, - არსებები იდეები და კოსმიური კანონები.
3) გულისხმობს იმ სიბრძნეს, როდესაც ადამიანი აღიარებს და აცნობიერებს საკუთარი გონების შეზღუდულობას ღვთიური ან აბსოლუტური სიმართლის სრულად გასაგებად.
4) უპადჰი - (სანსკრიტულად “გარსი”) რომლის მეშვეობითაც სულიერი არსება გამოვლინდება სხვადასხვა სფეროში. მაგალითად ფიზიკური სხეული.
5) რუდოლფ შტაინერი გულისხმობს, რომ ხელდასხმისაკან მიმავალი გაივლის ოთხ ძირითად საფეხურს, მეოთხეზე ხდება მისი ხელდასხმა. ხელდასხმულის გამოცდილება ისეთი პირადი და ღრმაა, რომ სიტყვებით მისი სრულად გადმოცემა შეუძლებელია. ხელდასხმულს აქვს უნარი ურთიერთოს, როგორც ფიზიკური ადამიანების, ასევე სულიერი არსებების უმაღლეს მესთან, შინაგან არსთან.
6) იოჰანეს ტაულერი (1300-1361)- გერმანელი მისტიკოსი, რაინის მისტიკოსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, თეოლოგი, დომინიკანელთა ორდენის წევრი, მაისტერ ეკჰარტის მოწაფე.
7) რუდოლფ შტაინერი მიანიშნებს, რომ ტამპლიერებმა გააცოცხლეს გნოსტიკური სწავლებები, რომლებიც ადრეულ ქრისტიანობაში არსებობდა. გნოსტიციზმი ხშირად ხაზს უსვამდა შინაგან, მისტიკურ ცოდნას (გნოზისს) და ზოგჯერ სხვაგვარად განმარტავდა ქრისტესა და სხვების მაგ.: იოანე ნათლისმცემლის როლს. ტამპლიერების ფარული კულტები, რუდოლფ შტაინერის თანახმად, ამ გნოსტიკური სწავლებების გაგრძელება იყო.
8) ოტო პფლაიდერერი (1839-1908) - გერმანელი პროტესტანტი თეოლოგი.
9) ჩელა - (სანსკრიტულად მოწაფე, მიმდევარი) სულიერი მოწაფე, მიმდევარი.
10) ემანუელ სვედენბორგი (1688-1772) - შვედი მეცნიერი, ფილოსოფოსი და მისტიკოსი, თავდაპირველად გამოირჩეოდა მეცნიერული ნაშრომებით, თუმცა მოგვიანებით სულიერად გარდაიქმნა და მისტიური გამოცდილებებიც აღწერა.
11) ჩარლზ უებსტერ ლედბიტერი (1854-1934) - ბრიტანელი ოკულტისტი, მწერალი, თეოსოფიური საზოგადოების გავლენიანი წევრი, ჰქონდა გარკვეული სულიერი უნარები.
12) ჟან-ბატისტ პიერ ანტუან დე მონე შევალიე დე ლამარკი (1744-1829) - ფრანგი ნატურალისტი, ბიოლოგი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი.
13) უმაღლეს სულში რუდოლფ შტაინერი გულისხმობს ადამიანის ღვთიურ, უკვდავ და უცვლელ არსს, ქვედა სულში - ინდივიდუალურ პიროვნებას, ეგოს, რომელიც მოიცავს გონებას, ემოციას და ნებისყოფას. ძველ დროში ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ სულიერ სამყაროსთან, მთავარი მიზანი ადამიანის უმაღლესი სულის გამოღვიძება და მათთან კავშირის დამყარება იყო. შემდგომში ძირითად მიზნად ქვედა სულის ადამიანის ეგოს განვითარება იქცა. ეს კი მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანი დროებით ივიწყებს მის ღვთიურ ბუნებას, თუმცა აქ არის პრობლემა, ქვედა სულის განვითარების შემდეგ ის ხდება ეგოისტური, მატერიალისტური და სულიერებას მოწყვეტილი. გამოსავალი რუდოლფ შტაინერის თვალსაზრისით არის ახალი სულიერი მოძრაობა, რომლის იმპულსები კაცობრიობას დაეხმარება შეაერთოს მისი განვითარებული ქვედა სული მის უმაღლეს ღვთიურ საწყისთან. ადამიანმა არ უნდა უარყოს ინტელექტი ან მატერია, არამედ უნდა გააღრმაოს იგი სულიერებით.
14) მატერიალისტური შეხედულების თანახმად რეალობის ყველა ასპექტი მატერიის და ფიზიკური პროცესების ნაყოფია, შესაბამისად ისეთი ღრმა სულიერ-ფსიქოლოგიური ნაშრომი, როგორიცაა ჰამლეტი, მატერიალისტური თვალსაზრისით შესაძლებელია მივიდეს ბანალურ ფიზიოლოგიურ დონემდე - მწერლის კვებამდე, რუდოლფ შტაინერის აზრით ასეთ აზროვნებასთან დასაპირისპირებლად საჭიროა ახალი სულიერი მოძრაობა, რომელიც აღიარებს მატერიის არსებობას და მეცნიერების მიღწევებს, აფართოებს რელობის გაგებას, რადგან ფიზიკურ სამყაროს ემატება სულიერი სამყაროც, მნიშვნელობას უბრუნებს მორალურ პრინციპებს და კოსმიურ წესრიგს.
15) ქრისტიანობის ადრეულ ეტაპში მთავარი მიზანი ადამიანის განწმენდა იყო - საკუთარი ეგოს და ვნების დაძლევა, ცოდვების მიტევება და ა.შ. ამ ეტაპზე არ იყო საჭირო ღრმა ეზოთერული ჭეშმარიტებების გაგება - რეინკარნაცია, კარმა, კოსმიური ევოლუცია და ა.შ.
16) თუ ძველი მისტერიები იყო ელიტარული, მასში მხოლოდ რჩეული ადამიანები შედიოდნენ გარკვეული მომზადების შემდეგ, ქრისტიანობამ ამ საიდუმლო ცოდნის ძირითად მორალურ პრინციპებს მისცა ფართო მასებისათვის გასაგები ფორმა.
17) იგულისხმება ყოველთვიური ეზოთერიული ჟურნალი “ლუციფერ-გნოზისი”, რომელიც გამოიცემოდა ბერლინში 1903 წლის სექტემბრიდან 1908 წლის მარტამდე.
18) არ არსებობს საშუალება, რომ მეხუთე ძირეული რასის მთავარი საიდუმლო გაამხილოს ხელთდასხმულმა. ვერანაირი ძალადობით ეგ ვერ მიიღწევა, იგი უმალ წამებაში გაგიჟდება ან მოკვდება ვიდრე ამას გააკეთებს.
19) წარმოიდგინეთ პიროვნება, რომელსაც გარეგნულად სწორი საქციელი აქვს შინაგანად კი სავსეა ამორალურობით - ეგოიზმი,სიძულვილი, გარყვნილება და ა.შ. შესაბამისად ადამიანის ასტრალური სხეული გაცილებით ბინძურია ვიდრე მისი ზედაპირულობა - ადამიანის გარეგნულად გამოხატული საქციელი.
20) რუდოლფ შტაინერი აღნიშნავს, რომ თუნდაც „იდეალური“ მიზნები, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა ან სამართლებრივი მოთხოვნები, შეიძლება იყოს შეზღუდული, თუ ისინი მხოლოდ დროებით, ამქვეყნიურ მიზნებს ემსახურება. მაგალითად, თუ სამართლიანობისთვის ბრძოლა მხოლოდ მატერიალურ სარგებელს ეფუძნება, როგორიცაა ეკონომიკური თანასწორობა სულიერი განზომილების გარეშე, ის არ ეხმიანება მარადიულს ანუ სულიერ ჭეშმარიტებებს, როგორიცაა კარმა, ცნობიერების ევოლუცია ან ადამიანის ღვთაებრივი ბუნება.
21) სავარაუდოდ, მე-18 საუკუნის ბოლოს ადამიანების უფრო ინდივიდუალისტურებად ქცევის გამო როზენკროიცერების მიერ თავიანთი მიდგომის შეცვლას, ამ ახალ ცნობიერებას, რომ მორგებოდნენ, სადაც საიდუმლოებები ნაკლებად ფარული და უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე შეიძლება იგულისხმება მისტიციზმის გავრცელება და სულიერი ცოდნის გაუაზრებელ პოპულარიზაცია ან სამივე ერთად.
22) „La Revue Bleue“ - (სრული სახელწოდება: Revue politique et littéraire, Revue bleue) ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი (1871-1936), რომელიც პარიზში იბეჭდებოდა და აქვეყნებდა სტატიებს პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, ლიტერატურაზე და ფილოსოფიაზე.
23) ჟან ფრედერიკ ფელიპო დე მაურეპა (1701–1781) - გრაფი, ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და მინისტრი, ლუდოფიკო მეთექვსმეტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი
24) რუდოლფ შტაინერის ხედვით, როზენკროიცერული სულიერი მიმდინარეობის დამფუძნებელი ქრისტიან როზენკროიცერი არა მხოლოდ ისტორიული პიროვნებაა, არამედ განსაკუთრებული ინიციირებული ინდივიდუალობა — ადამიანი, რომლის სული მრავალჯერ ინკარნირდა. ის განიხილება, როგორც სულიერი მეგზური, რომელიც კაცობრიობის განვითარებას უხილავად ხელმძღვანელობს. მისი სიბრძნე შორეული დროიდან ანუ ქრისტეშობამდე მოქმედებდა.
25) რუდოლფ შტაინერის აზრით სენ-ჟერმენი და კალიოსტრო იყვნენ ერთი სულიერი ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებები, რომლებიც მოქმედებდნენ ფრანგული რევოლუციის ფონზე, და რომ მათი საქმიანობა იყო "უხილავი მსოფლიო ისტორიის" გამოვლინება, რომელიც განსაზღვრავდა "ხილულ" ისტორიულ მოვლენებს. ამასთან სენ-ჟერმენი მოქმედებდა ფარულად, ხოლო კალიოსტრო — უფრო საჯაროდ.
26) რუდოლფ შტაინერი მიიჩნევს, რომ რევოლუციისას წამოიჭრილი საკითხები მაგალითად თავისუფლებისაკენ სწრაფვა, ხშირად არ იყო სულიერად გაწმენდილი თავისუფლება, არამედ უფრო ემოციური, ვნებით გაჯერებული მოთხოვნა — ანუ „ქვედა მანასი“ - ემოციური, ვნებებისა და პირად ინტერესებს მომსახურე დაბალი აზროვნება.
27) პოლ ანრი ტირი დ’ოლბახი (1721–1789) - ფრანგო-გერმანელი ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, მწერალი, მნიშვნელოვანი ფიგურა ფრანგულ განმანათლებლობაში.
28) დღევანდელი სულიერი მასწავლებლები ან ის ადამიანები, ვისაც სურთ დაეხმარონ სხვებს, არიან „მოწაფეები“ იმ ფილოსოფოსებისა, ვინც წარსულში ადამიანის გონებას მიანიჭებდა უზენაეს მნიშვნელობას. - ეს გულისხმობს, რომ თანამედროვე სულიერი მოძრაობები უფრო მეტად ეყრდნობა გონებრივ ანალიზსა და კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე მხოლოდ მისტიკურ ან სიმბოლურ მიდგომებს.
29) რუდოლფ შტაინერი ხაზს უსვამს, რომ სწავლება და ცოდნა არ შეიძლება გადმოიცეს, თუ თავად ეპოქა და ადამიანები მზად არ არიან მის მისაღებად.
30) ოსკარ ჰერტვიგმა 1875 წელს ჩაატარა ფუნდამენტური კვლევა განაყოფიერების პროცესზე, ზღვის ზღარბზე. მან აჩვენა, რომ განაყოფიერება ხდება სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ბირთვების შერწყმით, რაც იყო გადამწყვეტი ნაბიჯი უჯრედული განაყოფიერების მექანიზმის გაგებაში. ეს აღმოჩენა უარყოფდა ადრინდელ ჰიპოთეზებს, რომ განაყოფიერება მხოლოდ სპერმის მიერ კვერცხუჯრედის „სტიმულაციას“ გულისხმობდა. ედუარდ შტრასბურგერმა იმავე პერიოდში შეისწავლა მცენარეთა უჯრედების გაყოფა და განაყოფიერების პროცესი მცენარეებში. მან აღწერა, თუ როგორ ხდება ბირთვის გაყოფა და ხელი შეუწყო უჯრედის გენეტიკური მემკვიდრეობის გაგებას.
31) თუთის ჩანასახი - გამოიყენება ბიოლოგიაში, განსაკუთრებით XIX საუკუნის ემბრიოლოგიაში, რათა აღწეროს ადრეული ემბრიონი, რომელიც მისი გარეგნობის გამო მსგავსია თუთის ნაყოფისა.
32) „შუალედური მდგომარეობა“ გულისხმობს ორ ფიზიკურ განსხეულებას შორის პერიოდს, როდესაც სული არსებობს სულიერ სფეროში, ფიზიკური სხეულის გარეშე. ამ მდგომარეობაში სული არ იღებს მყისიერად ახალ, უზარმაზარ ცოდნას, რომელიც მას ფიზიკურ ცხოვრებაში არ ჰქონია ანუ სულის ცოდნა და განვითარება დამოკიდებულია ფიზიკურ ცხოვრებაში შეიძენილ გამოცდილებაზე. ეს ეწინააღმდეგება ზოგიერთ მისტიკურ ხედვას, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი უეცრად ყოვლისმცოდნე ხდება.
33) იგულისხმება კუტ ჰუმი (koot hoomi), სულიერი მასწავლებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეოსოფიური საზოგადოების დაარსებაში. თეოსოფიური ტრადიციების მიხედვით მაღალსულიერი არსება, რომელიც ხელმძღვანელობდა ადამიანთა სულიერ ევოლუციას.
34) რუდოლფ შტაინერი უთითებს, რომ სული შეიძლება განსხეულდეს ფიზიკურ სხეულში, რომლის მდგომარეობა (მაგ., დაავადებები ან სირთულეები) არ არის ამ ცხოვრებაში მის მიერ გამოწვეული. ასეთი სხეულის მიღება უფრო ფართო კარმული ან კოსმიური წრის დამსახურებაა, სადაც სულის განვითარება და წონასწორობის მიღწევა ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, რამდენიმე განსხეულების განმავლობაში. ეს იდეა ასახავს თეოსოფიურ ხედვას, რომ ტანჯვა ან ფიზიკური პირობები ხშირად დაკავშირებულია კარმასთან და სულის ევოლუციასთან, რომელიც სცდება ერთი ცხოვრების ფარგლებს.
35) რუდოლფ შტაინერის ხედვით, ტკივილი კარმულია და მოქმედებს როგორც წარსულში, ასევე მომავალში. შეგნებული სულიერი მუშაობით შეუძლია შეცვალოს წარსულის ტკივილები და შეამციროს მომავლის ტკივილები. თუ ადამიანი არ მუშაობს მომავლის შესამსუბუქებლად, ის ასევე არ მოქმედებს წარსულზე.
36) სული, რომელიც დევახანაშია, შეიძლება ხელახლა განსხეულდეს, თუ მისი ამოცანა დედამიწაზე აუცილებელია კაცობრიობისთვის. ეს „თავგანწირვა“ ასახავს იმას, რომ სულიერი განვითარება მოიცავს სხვებისთვის მსახურებას, ხშირად საკუთარი სურვილების ხარჯზე.
37) მთვარის პიტრები - („პიტრი“ (Pitri) სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს „წინაპრებს“ ან „ჩამომავლებს“) თეოსოფიაში „პიტრები“ განიხილება, როგორც სულიერი არსებები ან ენერგიები, რომლებიც მონაწილეობენ კაცობრიობის ევოლუციურ პროცესში. „მთვარის-პიტრები“ არიან არსებები, რომლებიც დაკავშირებულია მთვარის ევოლუციურ ციკლთან (ე.წ. „მთვარის ჯაჭვი“), რომელიც დედამიწის ჯაჭვის (ჩვენი ამჟამინდელი პლანეტარული ევოლუციის) წინა ეტაპად ითვლება. თეოსოფიის კოსმოლოგიაში მთვარე განიხილება, როგორც წინა პლანეტარული სისტემა, სადაც ადამიანის სულიერი წინაპრები განვითარდნენ, დედამიწაზე გადმოსვლამდე. თეოსოფიური სწავლების თანახმად, მთვარის-პიტრებმა „ჩააბარეს“ ადამიანს ორი ძირითადი პრინციპი: პრანა - სასიცოცხლო ენერგია ან ცხოვრების ძალა, რომელიც ანიჭებს სიცოცხლეს ფიზიკურ სხეულს და კამა - სურვილის, ვნების ან ემოციური ბუნების პრინციპს.
38) იაკობ ბიომე (1575-1624) - გერმანელი მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი.
39) მიუხედავად იმისა, რომ ხელები და ფეხები თავიანთი ფუნქციებით ჰარმონიულად არიან შექმნილნი, მარჯვენა ხელს შეუძლია „გაკაწროს“ მარცხენა, - მიუთითებს შიდა კონფლიქტზე ან დისბალანსზე. ეს შეიძლება იყოს მეტაფორა იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის შიგნით არსებული სხვადასხვა ასპექტები (მაგ., გონება, ემოციები, სხეული) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც იწვევს შიდა ან გარე არასრულყოფილებას.
40) ჩრდილის ძმები - “Brothers of the Shadow” თეოსოფიურ ტერმინოლოგიაში უწოდებენ არსებებს ან ძალებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის სულიერი განვითარების საწინააღმდეგოდ. ისინი ხშირად განიხილებიან, როგორც მაღალი ინტელექტის, მაგრამ ეგოისტური ან ნეგატიური მიზნების მქონე არსებები, რომლებიც ცდილობენ, ადამიანები გადაიყვანონ არასწორ გზაზე, მაგალითად, მატერიალიზმისაკან ან ძალაუფლებისკენ.
41) იულიუს ბაუმანი (1837-1916) - გერმანელი ფილოსოფოსი მან უარყო მისტიკური თუ ეზოტერიული განმარტებები სამყაროს შესახებ და კრიტიკულად იყო განწყობილი თეოსოფიური მიმდინარეობის მიმართ.
42) ფიზიკურ-პრანულ-კამიური სფერო - ადამიანის არსების სხვადასხვა ფენებ- „ფიზიკური“- ფიზიკური სხეული, „პრანული“- ეთერული სხეული იგივე სასიცოცხლო ენერგია და „კამიური“ - ასტრალური სხეული. რუდოლფ შტაინერი განიხილავს ამ ფენებს, როგორც ადამიანის განვითარების ნაწილს, რომლებიც ლემურიის ეპოქაში ფორმირდებოდა, მაგრამ დედამიწის ეპოქაში უნდა გადაილახოს სიყვარულის მისაღწევად.
43) მანასის სხეულებიდან მასალის მოზიდვა - ადამიანის სხეულის შემადგენელი ნაწილი მანასი — უმაღლესი გონებაა. რუდოლფ შტაინერის მოსაზრებით ეს არსებები ნაცვლად ჩვეულებრივი ადამიანური სხეულებისა მას იყენებენ განსხეულებისთვის.
44) შტაინერის აზრით, ადამიანისთვის „მე“-ს წარმოშობა შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ ასტრალურ სხეულში; ფიზიკური სხეული გახდა ის „ინსტრუმენტი“, რომლის მეშვეობითაც ღვთაებრივი „მე“ ადამიანში შიდა რეალობად იქცა.
45) დაღმავალი ხაზი“ ცნობიერების თანდათანობითი „ჩამოსვლა“ სულიერი სფეროებიდან ფიზიკურ სამყაროში, რაც ევოლუციის ნაწილია.
46) „ტაძარი“ - რუდოლფ შტაინერი გულისხმობს მინერალური სამყაროს ძალებით კაცობრიობის მთელი ქმნილებას. — ტექნოლოგიები, ქალაქები, მეცნიერება.
47) დევა - (სანსკრიტულად “ღვთაებრივი არსება”) მაღალგანვითარებული სულიერი არსება
48) ადამიანის ნამდვილი მიზანი არ არის ფიზიკური ბუნების იდეალიზება ან მასში „დაბრუნება“, არამედ მიზანი მისი სულიერი განვითარების ინსტრუმენტად გამოყენებაა.