თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

საიდუმლოებები და მათი დაცვა  

01.09.1903

დღეს, ამ “ოკულტურ საათში”, მე მსურს გავაგრძელო იქიდან, სადაც ბოლო დროს გავჩერდით და დამატებით, ამჯერად სხვა პერსპექტივით ვთქვა უკანასკნელ ლექციაზე. მე მსურს ვუპასუხო შეკითხვას - ეზოთერიული სწავლებები რატომ გამჟღავნდა კონკრეტულად ჩვენს ეპოქაში?

თეოსოფიური მოძრაობა სხვა მოძრობებისაგან განსხვავდება იმით, რომ საჯაროდ გაახმაურა ელემენტარულ ეზოთერიული სწავლებები და ასე გააგრძელებს მომავალშიც. ეს აუცილებლობაა ჩვენს დროში. ეზოთერიული სწავლებები წარსულშიც ხელმისაწვდომი იყო. სწავლებები, რომლებსაც ჩვენ ვნახულობთ “საიდუმლო დოქტრინაში” არაა ახალი. ისინი უძველესი სიბრძნეა. გზა რომლითაც ეს სიბრძნე შენარჩუნდა საიდუმლო იყო, ახლაც საიდუმლოა და მომავალშიც საიდუმლოდ დარჩება. ის მხოლოდ პირიდან ყურში, მკაცრი გამოცდის პერიოდის შემდეგ შეიძლება გაენდოს კანდიდატს, რადგანაც როგორც ამბობენ, ეს ცოდნა შეიძლება ბოროტად გამოიყენონ. ამ თვალსაზრისში არის ჭეშმარიტება. 

თუ ამ ეზოთერიული სწავლების გარკვეული ელემენტარული ნაწილები გამჟღავნდა საჯაროდ, მაშინ თეოსოფიამ უნდა უზრუნველყოს პოტენციურად მავნე გავლენის ან ბოროტად გამოყენების პრევენცია. გარკვეული ოკულტურ წრეები სერიოზულად შეშფოთდნენ საჯაროდ ხელმისაწვდომ წიგნებში ეზოტერიული სწავლებების ელემენტარული ნაწილები, როდესაც გამოჩნდა. თეოსოფებს საყვედურობდნენ მციირედთათვის განკუთვნილი საიდუმლოებების გამჟღავნების გამო. ჩვენ ახლა ჩვენს თავს შეიძლება ვკითხოთ - შესაძლებელია ამ ცოდნის რაიმე საკითხის დაბეჭდვა საერთოდ?

მე უკვე ვისაუბრე საიდუმლო საზოგადოებაზე, სახელდობრ ტამპლიერებზე და მათ საიდუმლოებებზე, რომლებსაც მიზანად ქრისტიანობის განახლება ჰქონდათ. თეოსოფიურ მოძრაობას მსგავსი მიზანი აქვს. წინა საუბართან შედარებით უფრო ღრმა თვალსაზრისით ავხსნი დღეს რატომ გახდა აუცილებელი ზოგიერთი მსოფლიოს ოკულტური ცოდნის გაზიარება. წარსულში ითვლებოდა, რომ ეზოთერიული ცოდნის გაცემა არასწორი იყო. ის მხოლოდ ხელთდასხმულებისათვის იყო მისაწვდომი და დახურულ საიდუმლო საზოგადოებებში ინახებოდა, მაგრამ ბოლო ათასწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის იყვნენ ისინი ვინც ასაჯაროვებდნენ „საიდუმლო ცოდნის“ ცალკეული ნაწილებს და გაჰქონდათ ისინი ტაძრებიდან. ასევე გარეგანმა მეცნიერებამაც იკვლია და აღმოაჩინა ყოფილი „საიდუმლოებები“ და, ამგვარად, ხელი შეუწყო მათ გამოქვეყნებას."

დღესდღეობით არის აზროვნების ორი სკოლა ოკულტისტებს შორის. ერთი ამბობს: ამ ცოდნის თუნდაც ნაწილის დაბეჭდვა არასწორი და დამაზიანებელია. ამგვარად პასუხისმგებლობის მქონე ოკულტისტებში გაჩნდა კითხვა - როგორ უნდა მოვეპყროთ მომავალში საიდუმლო სწავლებას? ვასაიდუმლოოთ თუ გამოვაქვეყნოთ? ახლა უფრო მეტად რა საჭირდება კაცობრიობის მომავალს? ამ შეკითხვა პასუხის გაცემა სხვა მხრიდანაც იყო საჭირო. სერიოზულმა ოკულტისტებმა გაიაზრეს, რომ კაცობრიობა მორალურად გადაგვარდებოდა მატერიალიზში ჩაძირვის გამო თუ საიდუმლო ცოდნის ნაწილი კაცობრიობის ხსნისათვის არ გასაჯაროვდებოდა. ამიტომაც ელენა პეტროვნა ბლავატსკაიამ დაიწყო საიდუმლო სწავლების იმ სხვადასხვა ნაწილების შეგროვება-გამოქვეყნება, რომელიც უკვე “გაცემული“ და გამოქვეყნებული იყო. დაბეჭდილი სწავლებები, რომელიც შეიძლება მოიძებნოს მაგალითად “საიდუმლო დოქტრინაში” და “იზიდას გამოცხადებაში” გამოიცადა და ოკულტისტებმა აღიარეს, რომ მათ გამოცდას გაუძლეს. ჩვენ თეოსოფები იმ ოკულტისტების მხარეს ვართ, რომლებიც თვლიან, რომ “საიდუმლო დოქტრინისა” და “იზიდას გამოცხადების” გამოქვეყნება და პოპულარული გახდომა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელი იყო. 

ადამიანურ ცოდნას ვერც ერთბაშად ვერც ერთ ეპოქაში ვერ დაიუნჯებ. იგი მუდმივად ევოლუციის მდგომარეობაშია. მას შეიძლება დავაკვირდეთ ასტრალურ სამყაროში. ასტრალური სამყარო ყოველთვის იგივედ არ რჩება, ის განიცდის პატარა ცვლილებებს. ისინი არაა მნიშვნელოვანი მაგრამ შესამჩნევია. ასტრალური სფეროს ზოგადი სცენა განსხვავებული იყო ატლანტიდელებთან და განსხვავებულია ჩვენს დროს. ის იცვლებოდა წლიდან-წლამდე. ასტრალურ სამყაროში გარკვეულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომ ზოგიერთი ოკულტური ცოდნის გაზიარება საჯაროდ და პოპულარულად აუცილებელია არა მხოლოდ ხელთდასხმულთათვის, არამედ ხალხისთვისაც. ეს არის უღრმესი ოკულტური ცოდნა და მხოლოდ მისი ნაწილი შეიძლება ოდესმე ითქვას.  

1900 წლის განმავლობაში ასტრალურ სამყაროში გამოჩნდა სრულიად განსაკუთრებული ნიშნები, რომლებიც მცოდნესთვის აბსოლუტური დარწმუნებით ადასტურებს, რომ უდიდესი საიდუმლო, რომელიც ჩვენს რასაში უნდა გამოვლინდეს, ახლა ადრინდელისგან ოდნავ განსხვავებულ ხასიათს ავლენს. არსებობს წამყვანი ჭეშმარიტებები, რომლებიც შემდგომ მიგვიყვანს იმ საიდუმლოებებამდე, რომლებსაც ჩვენ არსებობის საიდუმლოებად ვუწოდებთ. ადამიანი არც ერთ ეპოქაში არ ძალუძს სრულად აღიქვას თავისი დროის უღრმესი ჭეშმარიტებები. თანამედროვე ადამიანიც არ არის მზად, გაიგოს თავისი რასის უღრმესი საიდუმლო. იგი ჯერ უნდა მომწიფდეს ამ გაგებისთვის.

ძირითადი საიდუმლოება ყოველთვის მხოლოდ ადეპტის მფლობელობაში იყო, საიდუმლოს ამ მფლობელობის გამო ისინი იყვნენ რასის წინამძღოლები. ჩვენ ახლა ვართ წევრები მეხუთე ძირეული რასისა. პირველად იყო ორი ძირეული რასა და ისინი ორგანიზებულნი იყვნენ განსხვავებულად. შემდეგ მოვიდა მესამე ძირითადი რასა, რომელიც უკვე ჩვენს მსგავსადაა ორგანიზებული. ატლანტიდელები იყვნენ მეოთხე ძირითადი რასა. წინა ადამიანური და რასსიული განვითარების შემდეგ ჩვენ მოვედით, როგორც მეხუთე ძირეული რასა. ორი მომავალი ძირეული რასა - მეექვსე და მეშვიდე აწი წარმოიქმნება. ყველა ძირეულ რასას აქვს არსებობის დიდი საიდუმლო. არსებობის ამ დიდი საიდუმლოს რეალიზაცია გვაძლევს წვდომას დიდ ჭეშმარიტებებთან, რომლებიც ცოცხალი ძალებია. ესენია დიდი კანონები, რომლებიც მოქმედებს სამყაროში. ეს დიდი კანონები თავიდანვე ვერ ჩაერევიან სამყაროში ამ გზით. ისინი პირველად უნდა იყოს ოსტატებისა და ხელთდასხმულების მფლობელობაში და მათით, არაპირდაპირ მოქმედებდეს ხალხზე.

“ლუციფერში” (შენიშვნა N17) რომელიც ახლა გამოიცემა, მინიშნებაა იმ საკითხზე, რომელზეც აქ არის საუბარი. მხოლოდ მეხუთე ძირეული რასის ბოლოს მას გაეცნობა და გაიგებს ადამიანთა დიდი რაოდენობა. ადრინდელი ძირეული რასები იყვნენ იმნაირები, რომ საიდუმლოებების მიღება მხოლოდ ცოტას შეეძლო. ჩვენს ძირეულ რასაში, ინტელექტის შესაძლებლობა, გონება უკვე საკმაოდ განვითარდა. მაგრამ უღრმესი სიღრმეები ჩაკეტილია ინტელექტისათვის, თუმცა  საიდუმლოს  ზოგიერთი გარე ასპექტები შეიძლება გამოცნობილი იქნეს ინტელექტის მიერ. 1875 წლამდე არაფერი იყო ცნობილი ამ საკითხებზე, ან სულ მცირე ისინი არ განიხილებოდა. მეხუთე ძირეული რასის საიდუმლო უკვე შეიძლება გადაეცეს ინტელექტიდან ინტელექტს სულიერების გარეშე. საიდუმლო, რომელიც  გამოცნობილია, შეიძლება შემდეგ ასევე გადაეცეს ამავე გზით არასულიერ გონებას. მე არ ვარ უფლებამოსილი ავხსნა რა ნიშნები გამოჩნდა 1900 წელს ასტრალურ სამყაროში, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ნაწილი გამოიცნო ყველა ოკულტური მიმდინარეობებისგან შორს მდგომმა პიროვნებებმა. ეს განპირობებულია მეხუთე ძირეული რასის თავისებურებით. მალე ბევრი იქნება ისეთი ვინც გარკვეულ რაღაცეებს გამოიცნობს.

მაგრამ საიდუმლოებების გამოცნობა საშიში რამაა, ის არახელსაყრელია პიროვნებისათვის და მთელი სამყაროსათვის. ეს საშიში, რადგანაც მეხუთე ძირეული რასის საიდუმლოების გამჟღავნებით კაცობრიობა გაიყოფა ცოტა კარგ და ბევრ რადიკალურად ამორალურ ადამიანად. ეს პარადოქსული და თამამი განცხადებაა, თუმცა სიმართლეა. შეუძლებელია მეხუთე ძირეული რასის ძირითად საიდუმლოს გამჟღავნება. თუ ვინმე გაამჟღავნებდა ამ საიდუმლოს, ის დაკარგავდა შესაძლებლობას გამოეყენებინა ამ საიდუმლოს სასარგებლო გავლენა კაცობრიობაზე და სხვა მოიპოვებდა მასზე ძალაუფლებას. გარდა ამისა საიდუმლოს გაზიარება სრულიად უაზროა, რადგან მხოლოდ მავნე შედეგს გამოიწვევს. არ არსებობს ხელდასხმული, რომელმაც ეს საიდუმლო გაამხილა. წამებაც  უსარგებლო იქნებოდა - ადამიანი გაგიჟდებოდა ან დაიღუპებოდა წამებისგან. არ არსებობს გზა, რომ ადამიანმა ეს საიდუმლო გაარკვიოს. (შენიშვნა N18)

თეოსოფიამ უნდა მოამზადოს კაცობრიობა რათა როდესაც საიდუმლო ნაწილობრივ გამჟღავნდება მისი უარყოფითი შედეგები განეიტრალდეს. 

ერთი ფუნდამენტური განსხვავება მეხუთე ძირეული რასის ძირითად საიდუმლოებებსა და ადრინდელი ძირეული რასების საიდუმლოებებს შორის ისაა, რომ მეხუთე ძირეული რასის საიდუმლოთა ნაწილობრივ გამოცნობა გონებით შესაძლებელია. წარსულში საიდუმლო მკაცრად იმ ადეპტის ხელში იყო, რომელიც კაცობრიობას წარმართავდა. გამოცნობის საშიშროება ახლა არსებობს. თუმცა კაცობრიობას შეუძლია ადეპტებს გარკვეულწილად გადააჭარბოს. ამიტომ ზოგი უნდა მოემზადოს, როდესაც საიდუმლოებები შეეჩეხებიან გარედან. მაშინ დადგება დრო, როდესაც გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოცნობა და ჭეშმარიტების ნაწილების გამოჩენა. მაგრამ ეგ იქნებოდა საშინელება და კატასტროფა ადამიანებისათვის. მაშინ იქ იქნებოდა ცოტა კარგი ადამიანი და სხვები, დიდი მასა, რომლებიც დაკარგავდნენ სიკეთეს. ეს ჭეშმარიტებები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ საბაზისო თეოსოფიური სწავლებების წინაპირობების ქვეშ.  

თუ ადეპტებმა გავლენა არ მოიპოვეს, კაცობრიობა დაიყოფოდა სამ ნაწილად. პირველი - უგუნური მასები, მეორე -- დესტრუქციული რაციონალისტები გამოცნობილი საიდუმლოთი და მესამე - ოკულტისტები.

ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმებოდნენ ერთმანეთთან. ისინი ვინც გამოიცვნეს საიდუმლოებები ვერ მიხვდებოდნენ რატომ არ უნდა გამჟღავნებულიყო საიდუმლო. ნათელხილვის ნიჭს ასევე შეეძლო კატასტროფის პრევენცია.

ამიტომაც თეოსოფიური საზოგადოება ისწრაფვის რომ კაცობრიობა არ დაიყოს ამ სამ ნაწილად, არამედ პირიქით, ცდილობს დააარსოს ბირთვი კაცობრიობის უნივერსალური ძმობისა. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ უნივერსალური ძმობა არასოდეს იქნება. მაგრამ ჩვენ ვიცით საფუძვლები და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ბირთვი დაიცავს კაცობრიობას. ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველება, მაგრამ ის ასტრალურ სამყაროში ობიექტურ აღქმას ეფუძნება. 

მეხუთე ძირეული რასის საიდუმლო ისეთია, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად გამოიცნო. ამისათვის გამოცნობის დრო უნდა მომზადდეს. ამგვარად ჩვენ ვიცით ასტრალური კანონების უფრო ღრმა მიზეზის შესახებ რაც პიროვნებას მის ძალებს გამოაყენებინებს  თეოსოფიური მოძრაობისათვის. იმიტომ, რომ იცის კაცობრიობა საით წარიმართება.

თუ უნდა აღვწერო როგორი დამღუპველი შეიძლება იყოს   მეხუთე ძირითადი რასის საიდუმლოთა ნაწილების გამოცნობა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზემოთხსენებული ხასიათის თვისებების წყალობით ადამიანს ნამდვილად შეუძლია მისი გამოცნობა. მაგრამ სწორედ ამიტომ მას ასევე არ შეუძლია გააკეთოს რამე დამაზიანებელი ეფექტების გასანეიტრალებლად. ის პიროვნებები ვინც უკვე გამოიცნეს რამე დამტკიცებულია, რომ მათ არ იციან როგორ უხელმძღვანელონ ასეთ საიდუმლოს. ნებისმიერი ვინც გამოიცნობს ან იპოვის რამეს თავს დაიტეხს უამრავ განსაცდელს. როგორც წესი ამ ყველაფერზე ყველაზე თავზეხელაღებული წარმოდგენები ბატონდება. მიუხედავად იმისა რაც ითქვა საფრთხეებზე ითქმის - აბსოლიტურად ჭეშმარიტებაა, თუნდაც იგი არ იყოს სიტყვასიტყვით სიმართლე. მეხუთე ძირეული რასის ადამიანს აქვს ე.წ. შემაკავებლები. მისი კამა-მანასი ფლობს შემაკავებელ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ ზემოქმედებს ასტრალურ და გონებრივ სხეულებზე. უამრავი ძალაა წარმოდგენილი ასტრალურ სხეულში და ისინი კონტროლდება სწორედ ამ ე.წ. შემაკავებლებით. მეხუთე ძირეული რასის მორალურობა, რომელიც ქმედებებთანაა დაკავშირებული გაცილებით უკეთესია ვიდრე ასტრალური და გონებრივი თვისებების მორალი. ძალან ბევრს ძალიან პატარა მორალურობა აქვს. ძნელია მათ აუხსნა, რომ არსებობს გრძნობისა და აზრის მორალი. მათში არსებული შიდა სამყაროს უმცირესი ნაწილიც კი იშვიათად გამოდის ზედაპირზე. ის ბევრად ბინძურია ვიდრე ჩვეულებრი შეიმჩნევა (შენიშვნა N19). 

იმ მომენტში, როდსაც საიდუმლოს ნაწილი ადამიანს გაუმჟღავნდება, ყველა შეზღუდვები ქრება და სრული ძალა თავისუფლდება. ველური შინაგანი ძალები თეოსოფიური მოძრაობის მეშვეობით სწორ არხებისკენ უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარეგნულად კარგი ადამიანები, ერთი შეხედვით ანგელოზები, მეხუთე ძირეული რასის საიდუმლოს გამჟღავნების შედეგად გადაიქცევა დემონებად.  

ადამიანები ამიტომ უნდა გაამხნევონ ერთმანეთი, უნდა ითანამშრომლონ. მავნე იქნება ყველა ის აზრი, რომელიც მიმართულია მხოლოდ აწმყოსკენ. არსებობს უზარმაზარი მასები აზრებისა, რომლებიც მიმართულია მხოლოდ დროებითზე. მათ შორისაა, გარკვეული სამართლებრივი მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ დროებითთან და არა მარადიულთან (შენიშვნა N20).

მე უკვე აღვწერე როგორ ხდებოდა ხელთასხმა პითაგორიულ სკოლაში. ის იყო მოსამზადებელი საფეხურები ხელთდასხმისათვის.“ლუციფერში“ მე უკვე ვისაუბრე ხელთდასხმის უმაღლეს სკითხებზე. ახლა მე მინდა ვთქვა ის რაც არ თქმულა და არ შეიძლება ითქვას საჯარო ჟურნალში. 

ხელთდასხმის სხვადასხვა საფეხურზე, კანდიდატს, პირველად აცნობიერებინებდნენ ფიზიკური არსებობის ამაოებას, მეორედ მას აცნობდნენ სამყაროს სრულიად განსხვავებულს ჩვენი ხილული სამყაროსაგან. მას აცნობდნენ სამყაროს უფრო ნამდვილს, უფრო ძლიერს და წარმმართველს, რომელიც ხილული სამყაროს საფუძველია, მაგრამ გრძნობებით ვერ აღიქმება. 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff