ფუტკრის სიმბოლო, ევოლუცია დედამიწაზე, კამალოკა, დევაჰანა, უკვდავება
25.09.1903
ბოლოს მე ვისაუბრე მომენტზე, როდესაც ადამიანის ზე-მიწიერი არსება ერთიანდება იმასთან, რასაც ჩვენ „მიწიერ სხეულს“ ვუწოდებთ. ეს გაერთიანება შესაძლებელი გახდა ორი არსების შეერთების გამო, ასტრალური არსებისა და ფიზიკური არსების. ისინი ერთად ექვემდებარებიან ფიზიკურ კანონებს. მოდით, ავიღოთ სახლის მაგალითი. სახლის მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მის მაცხოვრებელზე. სახლის მდგომარეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ტემპერატურაზე, ამინდზე და ა.შ.
მე უნდა მოგიყვეთ მსოფლიო საიდუმლოების შესახებ. განსაკუთრებით ერთის შესახებ, რომელიც ეხება დაბადებასა და სიკვდილს. ცოდვაა ამ საიდუმლოებების სიტყვებით გამოხატვა. ამიტომ, მე შემიძლია მხოლოდ ნაწილობრივ ვისაუბრო მათზე.
შემოდგომაზე მეტს გაიგებთ. არის რაღაცები, რაც მსურს ჩამოვაყალიბო შემდეგნაირად: გავაცნობიერებ თუ არა უფრო მეტ საიდუმლოებებს სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ფიზიკური გარსის განადგურების შემდეგ ხომ არ მომეცემა ისეთი ცოდნა, რაც ახლა ფიზიკურ გარსში ჩენთვის დაფარულია? თეოსოფებს ადანაშაულებდნენ ამ საკითხების ისე განხილვას რომ თითქოს მათ სურთ ადამიანი რეალობას მოწყვიტონ, უშუალო, აქტიური საქმიანობიდან ყურადღება გადაატანინონ, მოსწყვიტონ იმ ადამიანებს, ვისთანაც ერთად ფიზიკურად ცხოვრობენ. ეს არასწორია. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ასეთ დასკვნამდე მივიდეთ, თუ ყველაფერს ზედმეტად გამარტივებულად მივუდგებით. არ უნდა დავიჯეროთ, რომ შუალედურ მდგომარეობაში ადამიანს აქვს ცოდნა, რომელიც მას ადრე არ გააჩნდა (შენიშვნა N32). განსხეულებიდან განსხეულებამდე არსება პროგრესირებს. ასეთი პროგრესული განვითარება ადამიანისა იყო პირველყოფილ დროში და იქნება მომავალშიც. მაგრამ ეს იყო, რაღაც განსხვავებული პირველყოფილ დროში და განსხვავებული იქნება მომავალში. ადრე იყო რაღაც, რაც საჭიროებდა გავლას კოსმიურ სამყაროების მუშაობის მეშვეობით.
ჩვენ ვიცით, რომ დღეს მცხოვრები ადამიანები, ამ ან სხვა პლანეტებზე ცხოვრობდნენ ადრინდელ ცხოვრებებში. ყველა ამ ცხოვრების პროცესში, ადამიანის შინაგანი ბირთვი, რაღაცას ითვისებს. მოგვიანებით, როდესაც ის გაივლის ამ გზას, მას ექნება მეტი, ვიდრე ადრე ჰქონდა.
ამის საილუსტრაციოდ, მოვიყვანოთ წერის სწავლის მაგალითი. ჩვენ ახლა აღარ გვახსოვს სწავლის სირთულეები. მაგრამ წერის უნარი ჩვენთან დარჩა. ეს უნარი არ გვექნებოდა, რომ არ გვესწავლა. ასეა ადამიანის სამყაროში და იგივეა კოსმიურ სამყაროში. იგივე ხდება ყოველი განსხეულების დროს. ადამიანი მუდმივ სწავლის პროცესშია. ათასი ამოცანა და ათასი გამოცდილებაა დასაუფლებელი. შრომისმოყვარე სწავლის პროცესიდან რჩება შედეგი – ძირითადი უნარი.
სწორედ ამიტომ იყო და არის სიმბოლო ყველა მისტერიაში. ეს სიმბოლო სრული მნიშვნელობით ეჩვენებოდა მისტიკოსებს, როდესაც ისინი ოდნავ წინ მიიწევდნენ. მათ ადარებდნენ ფუტკრებს. ფუტკარი ადამიანის ზოგადი სიმბოლოა. თუ ამას სწორად გაიგებთ, ასევე გაიგებთ უკვდავებას. ფუტკარი დაფრინავს ყვავილიდან ყვავილამდე და აგროვებს იმას, რაც სჭირდება სკაში. მაგრამ თაფლი ისაა, რაც სკას აძლევს მნიშვნელობას. ადამიანიც ფუტკარია, რომელიც სულიერი სამყაროდან — სკიდან — ჩადის სხვადასხვა სამყაროში და იქიდან თაფლს მოაქვს, რათა შემდეგ ისევ სულის სამყაროში. სულის გარეთ შეაგროვების გარეშე შეგროვების შედეგი არასოდეს იქნებოდა სულიერ სამყაროში. ამიტომ ადამიანი ვალდებულია, მოიტანოს შეგროვებული თაფლი. თუ ის არ იძენს გამოცდილებას, ჰგავს ფუტკარს, რომელიც ზის ყვავილებზე, მაგრამ არ იწოვს მათ თაფლს.
ამგვარად, თეოსოფია არ მოუწოდებს ადამიანებს არ შეიმეცნონ სამყარო ან თუნდაც ზურგი აქციონ მას, პირიქით. ვინც ამ გრძნობად სამყაროში მომწიფებულია, იგი მარადიულში დროებითს და დროებითში მარადიულს არ დაივიწყებს. თითოეული თავის ადგილას.
ჩვენ განვსხეულდებით და ვცხოვრობთ, მაგრამ გვსურს დავრჩეთ იმ არსებებად, რაც ვართ. ამიტომ უნდა ავიტანოთ შედეგები სულიერ სამყაროში! თეოსოფიაში უკვდავების იდეა არის იდეა, რომელიც გვიბიძგებს, რაც შეიძლება მეტი შევითვისოთ. რომ არ გვეცხოვრა სხეულში, რომლითაც შეიძლება მოსმენა, დანახვა, შეხება ვერასოდეს შესრულდებოდა ის საქმეებს, რომლებიც უნდა შესრულდეს გარე გრძნობად სამყაროში. ჩვენ გვჭირდება გრძნობები, რათა ამ გზით დავუკავშირდეთ ჩვენი დედამიწის საგნებს. გამოცდილებები, რომლებიც გვჭირდება, მხოლოდ ფიზიკური არსებობიდან შეიძლება მივიღოთ ჩვენი გრძნობების მეშვეობით. მე უკვე ვახსენე შესაბამისი ბერძნული გამოთქმები: nous aisthetikon, ქვედა სულიერი ძალა, და nous poetikos, უმაღლესი სულიერი ძალა.
ინკარნირებულებმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ყველაფერი, რათა, როდესაც კვლავ განვსხეულდებით, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ დედამიწისთვის. ყველაფერი, რაც ორ განსხეულებას შორის ხდება, ასევე ემსახურება მის მიწიერ განვითარებას, ისევე როგორც ის, რასაც ის ამ განსხეულებაში აკეთებს. ორ განსხეულებას შორის შუალედურ მდგომარეობებში ჩვენ ვსწავლობთ როგორ შევასრულოთ ჩვენი მიწიერი საკეთებელი უკეთ. ეს ეფუძნება იმას, რასაც ხშირად ნახავთ თეოსოფიურ წიგნებში. იქ ხშირად ამბობენ, რომ ორ განსხეულებას შორის არაფერი ახალი არ ხდება, არამედ მხოლოდ გადამუშავება. ჩვენ აქ მხოლოდ ჩვენი მიწიერი არსებობისთვის ვართ შექმნილნი.
ჩვენი წინაპრებს სრულიად განსხვავებული ფორმები ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ. ჩვენს შთამომავლებსაც სრულიად განსხვავებული ფორმები ექნებათ, ვიდრე ახლა გვაქვს. იმას, რასაც დღეს ფიზიკურ სხეულს ვუწოდებთ, მთვარის ეპოქაში არ არსებობდა. ის არც იმ ეპოქაში იარსებებს, რომელიც ჩვენსას მოჰყვება. ის, რასაც მინერალურ სამეფოს ვუწოდებთ, არ იყო დედამიწამდე და არც იქნება დედამიწის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც „გონებას“ ვუწოდებთ, მხოლოდ ჩვენი მიწიერი განვითარების ფარგლებშია მნიშვნელოვანი. ჩვენი ადამიანური, პიროვნული ინტელექტი ისეთი რამაა, რაც ამ ჩვენს დედამიწას ეკუთვნის, ისევე, როგორც ჩვენი ფიზიკური სხეული ეკუთვნის დედამიწას. მხოლოდ ისეთ ფიზიკურ სტრუქტურაში, როგორიც დედამიწას გააჩნია, აქვს ასეთ გონებას მნიშვნელობა. ჩვენი გონება შეესაბამება გრძნობად საგნებს. ის სწორი საშუალებაა ამ გრძნობადი საგნებისთვის.
მთელი ფორმა, როგორც ის ახლა გაქვთ, არ არსებობს, როდესაც თქვენი სხეულის გრძნობები წყვეტს ფუნქციონირებას და თქვენ უარყოფთ ფიზიკურ სხეულს. ბევრი ამბობს, რომ ყველაფერი მათ გარშემო მხოლოდ ილუზიაა. ჩვენ ჩვენს წარმოდგენებზე დაყრდნობით ვქმნით იმას, რაც აქ, შეგრძნებებით გვაქვს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ის, რაც არ არის შეგრძნებითი რეალობა, საერთოდ რეალობაც არ არის, რომ ილუზიაა, რომ ილუზიად უნდა ჩაითვალოს ის უფრო მაღალი სახის რეალობაც, რასაც კამალოკა და დევახანა ჰქვია, და მათთვისაც რეალობის წოდება თითქოსდა ილუზიაა.
იმის გამო, რომ თეოსოფია ასწავლის ამ უმაღლეს რეალობას, ის ეხმარება ადამიანებს, გაიგონ სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა. ჩვენ ვცხოვრობთ ფიზიკურ საგნებთან ერთად ჩვენს დედამიწაზე. ჩვენი არსებობა ამ საგნებთანაა დაკავშირებული გრძნობების, ცოდნის და ფიქრის მეშვეობით. ჩვენ ასევე განვიცდით სიამოვნებას და ტკივილს. ჩვენი სული მუშაობს საგნებზე, ქმნის წარმოდგენებსა და შეხედულებებს სამყაროში. ამ წარმოდგენებსა და შეხედულებებში ცხოვრობს ადამიანი. მეხსიერების გარეშე, მხოლოდ ნივთების ზემოქმედების განცდით ყოველი ახალი ძაღლი ახალი ობიექტი იქნებოდა თქვენთვის, თუ დაივიწყებდით, რომ ნახეთ ძაღლი. მეხსიერების გარეშე თქვენ ვერ შეძლებდით ხიდის გადებას ცალკეულ გამოცდილებებს შორის. ამგვარად, ჩვენ ვდგავართ ამ სამყაროში, როგორც მგრძნობიარე და მოაზროვნე ადამიანები.
რაც ჩვენში სასიამოვნო გრძნობებს იწვევს, ჩვენ ვაკავშირებთ ერთიანობასთან, სიკეთესთან, რაც ჩვენში უკმაყოფილო გრძნობებს იწვევს - ბოროტებასთან. როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს სამყარო გრძნობად შთაბეჭდილებებში, ჩვენი სიმპათიები და ანტიპათიები მაინც რჩება. თქვენ ვერაფერს ისწავლით მიწიერი სამყაროს შესახებ თუ არ ხართ ფიზიკურ გარსში გრძნობის ორგანოებით.
მაგრამ ის, რაც ვითარდება ამ შეგრძნებებიდან, გრძნობებიდან და აზრებიდან, ისაა, რაც რჩება. ადამიანმა შემდეგ ეს ფიზიკურიდან უნდა ამოიღოს. ოსტატმა კ. ჰ. (შენიშვნა N33) გვითხრა, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკვდავი, თუ მხოლოდ ისურვებს ამას. მან არ თქვა, რომ ის ყველა გარემოებაში უკვდავია, არამედ ის, რომ მას შეუძლია მიაღწიოს უკვდავებას. ადამიანი ამას აკეთებს იმით, რომ ამოიღებს „თაფლს“ ამ სამყაროდან და თან მიაქვს სულიერ სამყაროებში.
თუმცა, ჩვენ ერთ განსხეულებაში არ შეგვიძლია სრულად განვავითაროთ ის, რაც განვიცადეთ ამავე განსხეულებაში. ჩვენ მუდმივად გვიშლიან ხელს, სრულად განვავითაროთ ჩვენი სულის ეს თავისუფალი ძალა. სინამდვილეში, გრძნობა, რომელიც უკავშირდება გრძნობადი სამყაროს ნებისმიერ ობიექტს, გაცილებით დიდი და გაცილებით ძლიერია, ვიდრე ეს სინამდვილეში შეიძლება აღქმული იყოს გრძნობად სამყაროში. ამ გრძნობების გადამტანი არის ასტრალური სხეული. თუმცა, ისინი სრულ ძალას ვერ ავლენენ. მხილველისთვის ყოველი აზრი არის ვარსკვლავი, რომელიც თავის სხივებს ყველა მიმართულებით აფრქვევს. თუმცა, ამ ფიზიკურ სამყაროში ეს ვარსკვლავი ჩნდება დამახინჯებულ მდგომარეობაში. გრძნობებიც ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეს, მაგრამ ისინი ფიზიკური გარსის მიერაა შეკავებული, ისევე, როგორც მცენარე კლდის ნაპრალში.
ფიზიკური გარსის შეცვლის შემდეგ ადამიანი ცხოვრობს ასტრალურ სამყაროში, კამალოკაში. იქ უნდა შეიქმნას ბალანსი კარგ გრძნობებსა და ცუდ გრძნობებს შორის. ეს არის განვითარების ამოცანა. მხოლოდ კარგ გრძნობებს შეუძლიათ სამყაროს წინსვლა, განვითარება. ცუდი გრძნობები უნდა დაბალანსდეს კამალოკაში. იქ ახალი არაფერი ხდება. უმაღლესი გრძნობებია ის, რასაც პლატონი „ენთუზიაზმს“ უწოდებს. ისინი გადადიან უმაღლეს სამყაროში. დაბალი გრძნობები რჩება კამალოკაში.
სანამ არ ჩავწვდებით მისტერიებში, ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ წარმოდგენებს გრძნობების სამყაროს შესახებ. ის, რაც აქ დავთესეთ, ნაყოფს გამოიღებს ასტრალურ სამყაროში. ჩვენ ვიღებთ ამის ნაყოფს ასტრალურ სამყაროში. ყველა სურვილი, რაც განვითარდა, ყველაფერი ამგვარი, რაც არსებობს, ხილული ხდება ჩვენთვის ასტრალურ სიბრტყეზე.
ტანტალოსის მითი, რომელიც მარადიულ შიმშილსა და წყურვილს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის წინ საჭმელია დადებული, შეიძლება ჩვენთვის გაკვეთილი იყოს. წყალი და საკვები ქრება, როგორც კი ის ხელს გაწვდის მათკენ. ეს არის გაძლიერება და გამოსწორება, რაც ხდება ასტრალურ სიბრტყეზე. ამ ასტრალური სამყაროს აღწერას ყველგან ნახავთ ერების მითებში. დევახანში ხდება იმის მოსავლის აღება, რაც ადამიანმა დედამიწაზე დათესა. დევახანაში ადამიანი ხდება ნამდვილი ვარსკვლავი. შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით ახალ ცხოვრებაში შესაბამისი მორალური პრინციპებით.
ახლა რამდენიმე სიტყვა დევახანისა და ჩვენი დღევანდელი გრძნობადი სამყაროს კავშირზე. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ: შეგვიძლია თუ არა დევახანიდან ქვემოთ დავხედოთ სულებს, რომლებიც აქ ფიზიკურ სხეულებში არიან განსხეულებულნი? სულები გარკვეულწილად განსხვავებულად გამოიყურებიან. მხოლოდ იმას აღვიქვამთ დევახანაში, რაც უკვე შეღწეულია დევახანურ არსებობაში ამ ფიზიკური არსებობიდან. მაგალითად: დედა ორი შვილით. დედა კვდება. დევახანის სამყარო აქტიურია სამივეში, მაგრამ ეს ყველასთვის არ არის ნამდვილი გამოცდილება. მეტი დევახანური სუბსტანციაა იმაში, ვინც უფრო განვითარებულია. ცოცხალ ადამიანსა და დევახანში მყოფს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია. მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, თუ რამდენად შეგვიძლია აღვიქვათ დევახანა. ადამიანს უმაღლესი სამყაროების შესახებ სწავლება მხოლოდ დევახანაში ეძლევა. იგი შეიძლება გახდეს ოსტატი. თუმცა, ორ განსხეულებას შორის შუალედში არაფერი ახალი არ ისწავლება.