თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

ევოლუციის სპეციალური შემთხვევა: კარდინალი ნიკოლას კუზანელი  

24.08.1903

უპირველესად უნდა ავხსნა ევოლუციისა და ხელახლა განსხეულებისათვის მნიშვნელოვანი რამ. ყველა პიროვნებამ და ინდივიდუალობამ უნდა იცხოვროს დევახანაში არუპა სფეროში (შენიშვნა N2), რომ არსებობის ერთიანი ძაფი არ გაწყდეს. ისეთი მაღალგანვითარებული პიროვნება, როგორიცაა ნოკოლას კუზანელი ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოქმედებს არუპა სფეროდან. ყოველი ადამიანი მოქმედებს არუპა სფეროდან, მაგრამ მხოლოდ ცოტამ თუ იცის ეს. რაც უფრო მაღლდება ადამიანი არუპა სფეროში დედამიწაზე ორ ცხოვრებას შორის, მით  უფრო მეტი ღვთიურია მასში. 

კუზანელმა დაწერა შრომა: „განათლებული უმეცრების შესახებ“ - de docta ignoriantia. “Ignorantia” ნიშნავს “არცოდნას”, და არ ცოდნა უტოლდება უმაღლეს ჭვრეტას (შენიშვნა N3). მან ინტუიციით ივარაუდა, რომ დედამიწა ბრუნავდა მზის გარშემო. მის წიგნში ის აგრეთვე ამბობს: არსებობს ჭეშმარიტების მარცვალი ყველა რელიგიაში, ჩვენ უბრალოდ საკმარისად ჩაღრმავება გვჭირდება. 

კოპერნიკი ცხოვრობდა მე-16 საუკუნეში, კუზანელი - მე-15 საუკუნეში. ისეთი ინკარნაცია, როგორიც კუზანელია კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. შესაძლებელია, რომ ადრინდელი განსხეულებების მოგონება დაიკარგოს ერთ კონკრეტულ ინკარნაციაში, მაგრამ გაფხიზლდეს მოგვიანებით, ერთი ან მრავალი განსხეულების შემდეგ. მიზეზობრივი სხეულის საშუალებები მხოლოდ მაშინ შესაძლებელია გამოყენონ თუ ვინმე ამაღლდება მიზეზობრივ სხეულზე უფრო მაღლა. ყოველი არსება დევახანიდან ფიზიკურ სფეროში გარკვეულმა ძალამ უნდა ჩამოიყვანოს. უმაღლეს არუპა სფეროში ეს პიროვნება იღებს ცოდნას ამ ძალების შესახებ და ამგვარად მოიპოვებს გავლენას მის შემდგომ ინკარნანციაზე. ამ მნიშვნელობით იგი გარკვეულწილად საკუთარ ცხოვრებას წარმართავს.

კუზანელი ერთის მხრივ თეოსოფიურ და მეორეს მხრივ თანამედროვე მეცნიერულ აზროვნებას ასახავს, რომლის მოღვაწეობამ ასევე გავლენა მოახდინა   მის შემდგომ ინკარნაციაზე. იგი იმდაგვარად გარდასხეულდა, რომ კოპერნიკად მოგვევლინა.

ინკარნაცია არა მხოლოდ საკუთარ განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ ასევე იმ სარგებელსა და მნიშვნელობაზე, რომელიც მას მთლიანი ევოლუციისთვის აქვს. მაგალითი რეგულარული განვითარებისა: მაღალი ინდივიდუალობების პიროვნებათა თანმიმდევრობა აღარ არის არარეგულარული. ნაკლებად განვითარებულებში რეგულარული განვითარება არ არსებობს. მაღალგანვითარებულ ინდივიდუალობებთან კი გამოიკვეთება გამორჩეული თვისებები. მათ შორისაა: უპირველესად - გულწრფელი მზერა უმაღლესისკენ, მეორე - ღვთის მშვიდი სიყვარული, მესამე - ღმერთში გარდაქმნა. 

ინდივიდუალობის რეგულარულ განვითარებად შეიძლება განვიხილოთ: პირველ რიგში - იესოს თანამედროვე, ფილონი, მეორე - სპინოზა, მესამე - ფიხტე. სამი პერსონა - ერთი ინდივიდუალობა. თუ ფიხტეს წაიკითხავ ამ პროცესებთან გაცნობის გარეშე, თქვენ ცოტას გაიგებთ. მაგრამ ამ ცოდნით აღმოაჩენთ, რომ ამ პიროვნებების სიტყვები თითქოს ცეცხლის ასოებითაა დაწერილი. ეს დიდი გონებები თავათ გადიოდნენ რეგულარულ ევოლუციას.

აღმოსავლურ ეზოტერიზმში არის რაღაც რაც ძნელი გასაგებია: არსებას არ სჭირდება თავის განსაზღვრებებში მთლიანად ამოწურვა. პიროვნება შეიძლება ერთ დონეზე მოქმედებდეს ისე, რომ თავისი მთელი არსება ამ დონეში არ ჩადოს. არსებას არ სჭირდება გაიგივდეს უპადჰიებს (შენიშვნა N4). სხვებზე დახმარების სურვილი არის ძალის ძაფი, რომელიც ამყარებს კავშირს შესაბამის სფეროსთან.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff