თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

ემბრიოლოგია, სქესობრივი გამრავლება  

18.09.1903

ძალიან აქტუალური შეკითხვა დამისვეს: როდის და როგორ ხდება ეგოს, რეალური ადამიანური მეს  გაერთიანება ადამიანის სხვადასხვა სხეულებთან.

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მე ვალდებული ვარ წავიდე შორეულ წარსულში, რადგანაც თეოსოფიურ სიბრძნესა და თანამედროვე  მეცნიერებას შორის ჰარმონიული კავშირის საჩვენებლად მსურს პასუხი თანამედროვე მეცნიერების ნააზრევს შევუსაბამო. 

მომენტი რომელზედაც მკითხეს სულის სხეულში შესახლების მომენტია. მოდი შედარება გამოვიყენოთ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. სახლსა და მის მაცხოვრებლებს შორის შედარება არის სხეულსა და მის სულს შორის შედარების მსგავსი. საკმაოდ ნათელია, რომ მცხოვრები სახლს თავისი საქმიანობის მიხედვით მოირგებს. სახლი ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რისგანაა აშენებული. ის შეიძლება დაინგრეს მაცხოვრებელს შეხებაც რომ არ აქვს იმ კანონებით. მაგალითად ამინდით. იგივეა ჩვენს სხეულთან და სულთან დაკავშირებით. სხეული და სული თავიანთ კანონს ექვემდებარებიან. სხეული და სული ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, როგორც სახლი და მისი მაცხოვრებელი. ისინი ერთმანეთს მხოლოდ გარკვეული დროით უკავშირდებიან. ფორმა და დიზაინი იქმნება საჭიროების შესაბამისად, მაგალითად საქმიანობის შესაბამისად.

თეოსოფიური თვალსაზრისით, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ გარე კანონების გათვალისწინება. ჩვენ ასევე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ მზადდება სახლი? როდის შეძლებს სხეული იქცეს გარსად? როგორ ვითარდება სული იმ მომენტამდე, როდესაც ის ფიზიკური გარსის ფლობას იწყებს?

თუ თეოსოფიურ ლიტერატურას გადავხედავთ იგი არ გვაძლევს რაიმე  ინფორმაციას დაბადებამდე სულის მდგომარეობის შესახებ. საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვლევა სხეულების შენების შესახებ არის მნიშვნელოვან საფეხურზე. ფიზიკური მეცნიერება ყველა დღე გვემსახურება. მაგრამ მეცნიერების შედეგები არაა სანდო ბევრი რამეში. 

ჩემი პასუხი ეფუძნება მეცნიერების ამჟამინდელ მდგომარეობას. ეს არ არის დოგმა. რადგან მეცნიერება ყოველდღიურად წინ უნდა  მიიწევდეს

მოდი ახლა შევადაროთ სულის სტადიები ორ ინკარნაციას შორის. თავპირველად ის იმყოფება არუპას სამყაროში, დევახანაში და მისი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მცენარის ჩანასახს. მთელი მცენარე გარკვეული დროით შეკუმშულია წერტილისებრ შროშანის ჩანასახში. პატარა ჩანასახოვან გრანულში უკვე მთელი მცენარეა და იგი ჩანასახში შეიძლება ფორმირებული იყოს ყველაზე განსხვავებული ფორმებით. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჩანასახს ის საკმაოდ განსხვავებული ფორმაა იმისაგან რაშიც ადრე იყო სული და რაშიც მომავალში იქნება. სული ასევე არის ყოველგვარი გარსისაგან სრულიად თავისუფალ მდგომარეობაშიც, რათა გარკვეული ხნით თავი თავისუფლად და შეუზღუდავად უნდა იგრძნოს. შემდეგ მას შეუძლია ამ თავისუფლებაში მოპოვებული ძალა ახალ განსხეულებას მოარგოს. ეს არის განვითარების გეგმის ნაწილი,.

როდესაც სული ჩამოდის იმ უმაღლესი საფეხურიდან იგი გარს იკრავს აზროვნებით გარსს, ანუ გონებრივ სხეულს. შემდეგ კი, თავის მხრივ, იფარავს თავს ასტრალური მატერიით. დაბადებამდე ეს არის უკიდურესად მოძრავი პროცესი. „მე“ იქცევა უკიდურესად მოძრავ ორგანოდ. „მე“ ძაბრისებრ ფორმას იღებს და ასევე გარკვეულ შეფერილობასაც. შუა ნაწილი ვარსკვლავის სხივს ჰგავს. ჩანასახი, რომელიც დევახანიდან მოდის, არის ბრწყინვალე ცილინდრში და ანათებს ოქროსფერი-ყვითელი შუქით; შემდეგ იგი თავს აკრავს ასტრალურ მატერიას, რის შედეგადაც „მე“ იღებს ძაბრის ფორმას. ეს პროცესი საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს. ის, რაც ბრწყინვალე ოქროსფრად განათებულ ცილინდრშია, არის „მე“-ს გონებრივ-ასტრალური გარსი.

არისტოტელე ამისათვის გვაძლევს ტერმინს “nous poeticos”, სულის მაღალი ძალა, “nous pateticos”, სულის აღქმები, მას შემდეგ რაც სული ინკარნიდება ხორცში.

ამდაგვარი ძაბრისებრი ფორმა ვერასოდეს შევა კონტაქტში სხეულთან, რომელიც თავისივე ფორმით მას არ შეესაბამება. ადამიანის ჩანასახის მიხედვით ერთი ძაბრი შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მეორე - ძალიან პატარა. მეცნიერების უახლეს კვლევებ დღეს პირველად შეუძლიათ, გაგვარკვიოს როგორ ვითარდება ცხოველურ-ადამიანური ორგანიზმი.

ასეთი კვლევა ჩატარდა კორსიკაში 1875 წელს. მკვლევარებმა ისეთ წარმატებას მიაღწიეს, რომ შეძლეს თქმა: ამ წერტილიდან იწყება ადამიანის პიროვნება. მატერიალისტ მეცნიერს შეუძლია თქვას: ჩვენ ახლა ვიცით ის პროცესები, რომელიც მატერიალურ სიბრტყეზე არსებობას იწვევს. რომ არაფერი გვცოდნოდა ამ წინა მდგომარეობების შესახებ, დღევანდელი ბუნებისმეტყველების მეშვეობით ჩვენ მხოლოდ ჩვენს გარეგან პიროვნებას შევისწავლიდით. 

ამ ახალი კვლევის საწყის წერტილთან ერთად, იმავე წელს თეოსოფიური სიბრძნე გავრცელდა მსოფლიოში. აღმოჩენა, რომელიც ნათელს ჰფენს ადამიან-ცხოველის ორგანიზმის განვითარებას, ემთხვევა თეოსოფიური საზოგადოების მიერ ადამიანის სულზე სიბრძნის გამოცხადებას. დღევანდელმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ მიაღწია იმ თვალსაზრისს, რომელიც არ განსხვავდება არისტოტელეს თვალსაზრისისაგან.

შეკითხვა შეიძლება წარმოიშვას: რატომ წარმოიშვა საერთოდ სექსუალობა მესამე ძირეული რასის ეპოქაში? მანამდე განაყოფიერება ხომ არასექსუალური გზით ხდებოდა. ყველა რელიგიას მივყავართ ადამ კადმონთან, იმ არსებასთან, რომელიც არც ქალი იყო და არც მამაკაცი. შეიძლება ვიკითხოთ: ახლა რატომ ხდება გამრავლება სექსუალური გზით? მისტერიები მკვლევარებმა ამაზე პასუხი ყოველთვის იცოდნენ.. მე გეტყვით პასუხს თანამედროვე მეცნიერების ფორმით. აქამდე სჯეროდათ, რომ განაყოფიერების მთელი პროცესი იყო განსხვავებული იმისაგან რაც ახლა გამომჟღავნდა. ახლა ეს საკითხი გახდა სერიოზული სამცნიერო კვლევის ობიექტი. მაგრამ სამეცნიერო შედეგები როგორ უკავშირდება სექსუალური განაყოფიერების საკითხს? სექსობრივი გამრავლების გზა, ხომ საერთოდ არ იყო ბუნებისათვის აუცილებელი? ბუნებას შეეძლო თავათ დახმარებოდა სხვა გზით საკუთარ თავს. ამიტომაცაა მეცნიერება აღარ ამბობს: ორივე სქესი თანაბრად აუცილებელია გამრავლებისათვის. ეს სწორია უბრალო გამრავლებისათვის. მდედრი მარტო საკმარისი იქნებოდა. მიუხედავად ამისა ბუნებამ სხვაგვარი გზა აირჩია. ორი სქესის შექმნისა და მათი შერევის გზა. რატომ უნდა მომხდარიყო ეს, თუ ეგ შერევის გარეშე გაკეთდებოდა? ბუნებამ აარჩია ორი სქესის წარმოშობა და შემდეგ მათი შერევა, რადგანაც წინასწარ დაინახა, რომ როდესაც მესამე ძირეული რასის დასაწყიდანვე ადამიანურ მეებს ენდომებოდათ განსხეულება და ამ განსხეულებისათვის აუცილებელი იყო სქესობრივი გამრავლება.

ასე რომ ვთქვათ ბუნებამ ასევე მოამზადა ეს მომენტი დროში, საიდანაც ადამიანური მე  კვლავ და კვლავ უნდა განსხეულებულიყო სხეულებში. დროის ამ მომენტიდან ვინაიდან ადამიანის მეებს, მოუნდებოდათ განსხეულება, განაყოფიერება მოხდებოდა სქესთა შერევით. რატომ მოხდა ასე? იმისათვის, რომ ყოველი განსხეულებისას მომხდარიყო თვისებების და მახასიათებლების შერევა, რაც მანამდე არ მომხდარა. ამრიგად გამრავლება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ერთი პიროვნებას სხვა პიროვნებასთან ერთად შეეძლო უბრალოდ სხვა პიროვნების შექმნა. აქამდე ადამიანს წინაპრებთან ძალიან დიდი მსგავსება ჰქონდა. ორი სქესის გარეშე ადამიანი განიცდიდა მცირე ცვლილებას გარე სამყაროსთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ძირითადად იგი ყოველთვის ჰგავდა მისი წინაპრებს, ისევე როგორც შროშანი „გოგო“ ჰგავს „დედა“ შროშანს.

ბავშვი არამარტო დედის თვისებებს ატარებს, არამედ მამისასაც. სრულიად სხვა სახის არსება წარმოიშვება შერევით და ეს ინდივიდუალური ადამიანური არსება არის შედეგი ორი სრულიად განსხვავებული ნაკადის შედეგი. დედის სხეული წარმოქმნის ყველაფერს ფიზიკურს და მატერიალურს, მამაკაცის სქესი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ შეცვალოს თვისებები და ამისთვის იძლევა სტიმულს. მამრობითი ერწყმის მდედრობითს და ჩნდება სხივისებური სხეული ე.წ. ცენტროსომა. ამ ცენტროსომის გარეშე გამრავლება არ ხდება. დაბალგანვითარებული ცხოველების შემთხვევაში განაყოფიერება შეიძლება მოხდეს მჟავასთან შერევითაც კი. შემდეგ ჩნდება 2 ბირთვი. ორი ბირთვის ხელახლა გამოჩენა ასე გამოიყურება: ერთი ბირთვის მამრობით  მახასიათებლებს იზიდავს, მეორე კი - მდედრობით მახასიათებლებს. 

მიუხედავად ამისა ეს  მდგომარეობა ჯერაც არაა მზად მიიღოს სულის ჩანასახი, მხოლოდ ახალი უჯრედები შეიძლება აიგოს მისით. ეს სტრუქტურა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 1,2,4,8,16 უჯრედი და ა.შ. ე.წ. თუთის ჩანასახის (შენიშვნა N31) სტადიამდე. როგორც ოკულტური მკვლევარი გარდა იმისა, რაც მე ახლა აღვწერე,  ხედავთ დამატებით ძალას, რაც აქ მუშაობს. ეს ჩვენმა წინაპრებისგან გადმოგვეცა. ის რასაც ჩვენ ვეძახით „ფიზიკურ პრანას“ ვარდისფერი ელფერით გამოირჩევა. ის აღწევს უჯრედებს მათ ფორმაციისა და გამრავლების დროს. ფიზიკური პრანას შეუძლია გააგრძელოს ეს პროცესი. თუთის ემბრიონი შემდეგ იყოფა ორ ფენად იყოფა. ამ პროცესით სულის ჩანასახი ერთიანდება ადამიანის ემბრიონთან. როდესაც ეს პროცესები გვაქვს ჩვენს წინაშე ჩვენ მივდივართ ემბრიონის სიცოცხლის პირველ დღეებამდე. სხივების ცილინდრი ძაბრში ქრება. ის იყოფა ორ ვარსკვლავად. ეს ორი ვარსკვლავი აფორმირებს, რაღაცას რომელიც ვითარდება ამ ორ ფენაში. თითოეული ვარსკვლავი იკავებს ორი ფენიდან ერთ-ერთს. ისინი მიგრირებენ ემბრიონში. ეს ვარსკვლავები შემდეგ ქმნიან საფუძველს ორი ნერვული სისტემისთვის: სიმპათიკური, არაცნობიერი ნერვული სისტემა, რომელიც ზრუნავს ვეგეტატიურ ფუნქციებზე და ცენტრალური ნერვული სისტემა. შემდეგ ემატება ასტრალური პრანა. იგივე მოვლენები ხდება მაღალგანვითარებული ცხოველის ემბრიონში. დასაწყისში მაღალგანვითარებული ცხოველის ემბრონი არ განსხვავდება ადამიანის ემბრიონისაგან.

ეს გასქელება აღნიშნავს სეგმენტირებული ზურგის ტვინის ნამდვილ გამოჩენას. ერთ მხარეს ჩანს ხუთი ბუშტუკის გაჩენა. ერთიდან ვითარდება წინა, მეორედან — შუა, მესამედან — უკანა, ხოლო შემდეგ — შემდგომი ტვინი.

სხივების კონუსი, რომელიც გაქრა 20-30 დღეში კვლავ ჩნდება. პრანული მდინარება უკვე აორგანიზებს ტვინს და ზურგის ტვინს. იქიდან ის შედის მომზადებულ ადამიანის ტვინში, როგორც გონებრივი პრანა. ამრიგად, ჩვენ გვაქვს „ფიზიკური პრანა“, შემდეგ მეორე პრანა, რომელიც მოქმედებს ასტრალურის ხელმძღვანელობით, ის აქტიურია სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში და აშენებს ტვინს ისე, რომ ნამდვილი „მე“-ს შეეძლოს გადასვლა მომზადებულ ტვინში. ის ჯერ არ არსებობს, ჯერ არ არის გარეგნულად შესამჩნევი. ყოველი სულიერი ძალა თავად აყალიბებს ორგანოებს. რომ მოერგოს, ტვინიდან, „ჩაბუდებული მეს“ შემდგომი ფორმირება იწყება. შემდეგ „მე“ გადადის ორგანიზმში, როგორც „გონებრივი პრანა“.

ჩვენ გვაქვს საქმე სამმაგ განაყოფიერებასთან. პირველი - ფიზიკურ სიბრტყეზე, მეორე — ორმაგი განაყოფიერება ასტრალურ სიბრტყეზე და მესამე — „მე“-ს ზეგავლენა. ამისთვის საჭიროა ერთიანი სხეული. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ მდედრობითი და მამაკაცური თვისებების შერევით, ორსქესიანობის მეშვეობით. ამგვარად, ჩვენ გავაცნობიერეთ სქესობრივი გამრავლების ნამდვილი მიზანი. სქესობრივი გამრავლება არ უნდა გავიგოთ, როგორც მიზეზი, არამედ, როგორც მიზანი. 

შემდეგი კითხვა ეხება იმ პირობებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ იჩენს თავს.
ამის შემდეგ ჩნდება კითხვა: რა ხდება ჩვენს შემეცნებით უნარებთან სიკვდილის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენს გარსებს მოვიშორებთ?

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff