როზენკროიცერები, გრაფი სენ-ჟერმენი, ფრანგული რევოლუცია
11.09.1903
მომდევნო პარასკევს განვიხილავ მოვლენებს, რომელიც წინ უძღვის ადამიანის დაბადებას. ოკულტური კვლევისათვის მნიშვნელოვანია ის პირობებიც, რაც უნდა გადალახოს ადამიანურმა არსებამ დაბადებამდე. ჩვენ ასევე ყურადღებას მივაქცევთ ადამიანური ეგოს გაერთიანებას მისთვის მომზადებულ ფიზიკურ სხეულთან და სხვადასხვა საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე მოვლენებთან.
დღეს მსურს დეტალურად ვისაუბრო ჩვენი თეოსოფიური საზოგადოების ურთიერთობებზე სხვა სულიერ მიმდინარეობებთან. როგორც თეოსოფიური საზოგადოება ჩვენ საკმაოდ განვსხვავდებით ყველა ადრინდელ საზოგადოებებისაგან. გასულ ჯერზე განვიხილეთ ეზოთერიული სწავლება პითაგორას სკოლის მაგალითზე. მე გითხარით, რომ პითაგორას სკოლაში საიდუმლო სწავლებას საიდუმლოდ ასწავლიდნენ. სწავლების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო პითაგორას სკოლასთან. ასევე ჩვენ გვაქვს მსგავსება იმასთან, რაც წარმოდგენილი იყო ადრეულ ქრისტიანობაში. თეოსოფიური საზოგადოებას აქვს კავშირი იმ სწავლებებთან, რაც გვხვდება გნოსტიკურ ტრადიციაში.
თეოსოფიური საზოგადოება თავისი არსით განსხვავდება ნებისმიერი სახის საიდუმლო საზოგადოებისაგან. ჩვენ, როგორც ეს ქრისტეს დროს ხდებოდა ვხვდებით დიდი ჯგუფებს თეოსოფიურ საზოგადოებაში და არა მცირე ჯგუფებს ფარულად, როგორც მაგალითად პითაგორას სკოლაში. ჩვენ უფრო მეტი მსგავსების ჩვენება შეგვიძლია.
უკვე ვახსენე როზენკროიცერები და ტამპლიერთა ორდენი. ისინი ნამდვილი საიდუმლო საზოგადოებები იყვნენ, იერარქიული წესრიგის პრინციპით. როზენკროიცერები მხოლოდ ცალკეულ რჩეულ ადამიანებს მიმართავდნენ. ისინი არასდროს იკრიბებოდნენ დიდ ჯგუფებად. დღეს გაგაცნობთ, თუ როგორ მუშაობდნენ როზენკროიცერები. ისინი თავდაპირველი ფორმით არსებობდნენ მე-18 საუკუნის ბოლომდე, მანამდე სანამ ყველაზე უცნაური სულიერი მისწრაფებები გაჩნდებოდა (შენიშვნა N21), რის გამოც მათი ფორმა შეიცვალა. ქრისტიან როზენკროიცერი ინკარნირდა გრაფ სენ-ჟერმენში ამ დროს. მე-13 საუკუნიდან საფრანგეთის რევოლუციამდე როზენკროიცერები შეეძლოდ მხოლოდ ერთმანეთის ცნობა, შეუძლებელი იყო როზენკროიცერი გარედან ეცნოთ. როზენკროიცერობა იყო მსოფლიოში ყველაზე შეუმჩნეველი პოზიცია. ბევრი ხელმძღვანელი საგანმანათლებლო სისტემაში იყო განსაზღვრულ პოზიციაზე, ამრიგად ისინი მუშაობდნენ ძლიერად შეუმჩნევლად. თუმცა ისინი ასევე გარედან შემოდიოდნენ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ შტოებში და ამით ძალიან ეფექტურები იყვნენ.
სინამდვილეში როზენკროიცერი მხოლოდ მის სულიერ ძმებთან არის დაკავშირებული. ის მოქმედებს მხოლოდ იმ სულიერი სფეროდან, საიდანაც კაცობრიობა იმართება. აქ გასათვალისწინებელია, რომ არა მხოლოდ ხილულად ხდება ზემოქმედება. გავლენები სულიერი სამყაროდან ადამიანის ცხოვრებაში ჩაედინება სხვადასხვა გზებით. მხოლოდ ისინი ვისაც შეუძლია სულიერ წყაროსთან მისვლა ნამდვილად იციან რა გულისხმება. დღეს ზოგადად ივარაუდება, რომ ისტორია ვითარდება გარეგნული მოვლენებით, მაგრამ არსებობს უთვალავი სხვა არხი რომელიც დაფარულია და ძლიერი ზეგავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე.
თეოსოფიური მოძრაობა როგორ განსხვავდება ადრინდელი მოძრაობებისაგან? დღეს ფაქტები მოდის გარედან რომელიც ქმნის აუცილებელს თეოსოფიის და თეოსოფიური ჭეშმარიტებების მსოფლიოსადმი გადაცემას. თანდათანობით კაცობრიობის საიდუმლო ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება მომავალში. დღეს არის ასევე ნაწილი ადრინდელი საიდუმლო ცოდნის რომელიც უკვე გამჟღავნდა ან მჟღავნდება საჯაროდ. ისინი აღმოაჩინეს, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ასევე მაგალითად ისტორიის შემთხვევაში, ზოგიერთ ესსესთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა „Revue Bleu"-ში (შენიშვნა N22).
გამოქვეყნებული ისტორიული ფაქტები დაახლოებით ასეთია: არსებობს ჩანაწერები დედოფალ მარი-ანტუანეტას შესახებ, რომლებიც გაკეთებულია საფრანგეთის დედოფალ მარი-ანტუანეტას სანდო მეგობრისგან გრაფინია დ’ადემარის მიერ. იგი ცხოვრობდა დედოფლის გვერდით, როგორც მისი ფრეილინა. მე მხოლოდ მონახაზს გავაკეთებ იმის შესახებ, თუ რა წერია ამ ჩანაწერებში. რევოლუციის წინა დღეს ერთმა ბატონმა მოითხოვა შეხვედრა ამ ფრეილინასთან. გრაფი სენ-ჟერმენი იყო ის ვინც მოითხოვდა აუდიენციას მეფესთან და სთხოვა გრაფინია დ’ადემარს დახმარება აუდიანციაში. მაურეპა (შენიშვნა N23), რომელიც იყო მინისტრი, ცდილობდა არ მომხდარიყო ასეთი აუდიენცია ლუი მეთექვსმეტესთან. ამიტომ გრაფმა სენ-ჟერმენმა დედოფლის ფრეილინასთან განიხილა საკითხები, რომელიც ეხებოდა სამეფო ოჯახსა და მთელ ფრანგ ერს და სთხოვა მას გადაეცა ეს საუბრის დედოფლისათვის. ეს არის ფაქტების პირველი ნაწილი.
გრაფინია დ’ადემარმა საკითხი წარუდგინა დედოფალ მარი-ანტუანეტას. დედოფალმა ფრეილინას ნება დართო, გრაფ სენ-ჟერმენთან აუდიენცია ჰქონოდა. ისე მოხდა, რომ გრაფინია დ’ადემარის თანდასწრებით გაიმართა საუბარი დედოფალსა და გრაფ სენ-ჟერმენს შორის. საუბრისას გრაფმა მიუთითა იმ სახიფათო მდგომარეობაზე, რომელშიც იმ დროს საფრანგეთი იმყოფებოდა. მან განაცხადა: „თუ ჩემი გაფრთხილებებს არ გაითვალისწინებთ, მე სამი თაობის განმავლობაში აღარ მნახავენ.“
პირველმა მინისტრმა მაურეპამ ნებისმიერი შემდგომი კონტაქტი გრაფ სენ-ჟერმენთან შეუძლებელი გახადა. 1789 წლის ივლისში გრაფი სენ ჟერმენი ჩამოვიდა პარიზში კვლავ დედოფალის უახლოეს მრჩეველთან კონფიდენციალურად სასაუბროდ ეკლესიაში, კვლავ იქ სადაც მანამდე შეხვდნენ. ამ საუბრის განმავლობაში მან არამარტო უთხრა კონფიდენციალური მოვლენები, რომელიც მოხდებოდა შემდგომ რამოდენიმე წელში, არამედ იწინასწარმეტყველა მოვლენები რაც მოხდებოდა ათწლეულების განმავლობაში. “ის ვინც ქარს დათესავს ქარიშხალს მოიმკის” - მან ეს გამოხატა დიდი ხნით ადრე ქრისტეშობამდე (შენიშვნა N24). ეს ადამიანი, რომელიც ამ დროს გამოჩნდა გრაფი სენ-ჟერმენის სახით სხვა არა იყო თუ არ როზენკროიცერების დამაარსებელი ქრისტიან როზენკროიცერი. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია იცხოვროს მთლიანად სულიერ სამყაროში, აზრების სამყაროში. აზრები ცხოვრობენ არა მარტო ახლანდელ დროში, არამედ წარსულში, ამრიგად აზრები მომავალში საქმეებად იქცევიან.
უკანასკნელ ოკულტურ გაკვეთილზე მე აღვწერე როგორ იძენს ხედვას თეურგი მსოფლიო მოვლენების სიღრმეებში. თეურგის გაფართოებული ხედვა გვთავაზობს უფრო ღრმა ინტუიციას და სამყაროს მმართველების განზრახვებს მსჭვალავს. გრაფი სენ-ჟერმენს შეეძლო დაენახა უღრმესი მოძრავი ძალები სამყაროს მოძრაობაში. მან ეს ნათლად გამოხატა იმ დროს და ეს შესაძლებელია ვიპოვოთ გრაფინია დ’ადემარის ჩანაწერებში. რაც მან უჩვენა გრაფინიას ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მსოფლიოს დიდი გეგმა ითვალისწინებდა, დიდი განზრახვები როგორადაც იყო.
გრაფი სენ-ჟერმენის შემთხვევაში ჩვენ აღვწერთ ადამიანის ინდივიდუალობას, რომელიც სრულად გადაჯაჭვულია ფრანგულ რევოლუციასთან ასევე დაკავშირებულ სხვა პერსონასთან: გრაფ კალიოსტროს უმაღლეს მესთან (შენიშვნა N25), თუმცა ყველა გარეგნული ფაქტი, რომელიც ხდება ჩვენს თვალწინ სხვა არაფერია გარდა იმისა რაც ხდებოდა შინაგანად. მაგრამ ასევე ამ საქმის ძირში კიდევ რაღაც სძევს. ეს იყო ასე ვთქვათ არაგრძნობითი ისტორიის სიმპტომი.
თუ ჩვენ სწორად აღვიქვამთ დღევანდელი ცხოვრების ფაქტებს, დავინახავთ, რომ მიზეზები, რაც ედო ფრანგულ რევოლუციას ახლაც მოქმედებენ. დღეს ყურადღება არ ეპყრობა ასეთ ფაქტებს (რომ ქრისტიან როზენკროიცერი მის გრაფ სენ-ჟერმენად განსხეულებაში პარიზში 1775 წელს თქვა „საუკუნე გავა სანამ მოვევლინები“ და ) „თუ ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინეს სანამ სამი თაობა არ გავა ხელახლა არ გამოვჩნდები“ ეს არის ის რაც გრაფმა სენ-ჟერმენმა თქვა 1789 წლის შუა პერიოდში.
ის რაც შემდეგ მოხდა საფრანგეთში საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მას შემდეგ რაც გრაფ სენ-ჟერმენს არ მოუსმინეს, დიდი ხნის განმავლობაში მომზადებული იყო საიდუმლო საზოგადოებებში.
რევოლუცია წარმოიშვა პიროვნების უფლებების მოთხოვნიდან (ოთხი ქვედა პრინციპი). თავისუფლებისკენ სწრაფვა ეკუთვნის ქვედა მანასს (შენიშვნა N26). ამგვარად, მოვლენების მსვლელობა შინაგანი გეგმის მიხედვით წარიმართა. მაგრამ გრაფ სენ-ჟერმენი ცდილობდა, რომ სიკეთეები, რომლებიც შემდგომ სისხლიანი გზით უნდა მიეღოთ, კაცობრიობისთვის მშვიდობიანი გზით მიღწეულიყო. სამეფო კარზე არსებულმა პირობებმა არ მისცა საშუალება, რომ მისი რჩევები გაეთვალისწინებინათ. გარეგან მოვლენებს სხვა, სისხლიანი გზა უნდა განევლო. ენციკლოპედისტებმა, განმანათლებლობის ფილოსოფოსებმა წვლილი შეიტანეს რევოლუციაში. ვინც მხოლოდ გრძნობადს განიხილავს, როგორც ეს ჩანს პოლ ანრი ტირი დ’ოლბახის (შენიშვნა N27) ნაწარმოებში „ბუნების სისტემა“, მხოლოდ მაიას ხედავენ თავიანთ თვალსაწიერში. გოეთემ მას ფუჭი ქმნილება უწოდა, როგორც მხოლოდ ფიზიკური და გრნობადი ინტერესებიდან წარმოშობილს. ამ ქმნილებაში აზროვნება, გრძნობა და ქმედება სრულად მატერიალიზებულია.
ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე მეცნიერება, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე კულტურული თვალსაზრისით სრულიად მატერიალიტური გახდა. ის ასეთად აუცილებლობის გამო იქცა. ჩვენი გრძნობებიც მტერიალისტური გახდა. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით დღევანდელ მატერიალისტურ ისტორიულ აზროვნებას, ვხედავთ, რომ ხალხი სრულებით დამოკიდებულნი არიან მათი დროის ცრურწმენებზე. ისტორიკოსი თითქმის იძულებულია თავისი დროის ეს ცრურწმენები უკან, ადრინდელ დროში გადაიტანოს. თუ ამას სწორად შევხედავთ, მაშინ სრულიად აღმაშფოთებელია, თუ რა წარმოდგენებს ვაწყდებით წარსული საუკუნეების ცხოვრების შესახებ. საკუთარი დროის ცრურწმენებით შეპყრობილობა იწვევს იმას, რომ დღეს ვეღარავინ შეძლებს მეცამეტე საუკუნის გრძნობებსა და სურვილებში გადასვლას. მაშინ ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო. განსჯები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, ჩვეულებრივ, ყოველგვარი საგნობრივი ცოდნის გარეშე კეთდება. ისინი ეფუძნება მხოლოდ ყველაზე ზედაპირულ ისტორიულ საფუძველს. საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ პრინციპს, რომ ყველაფერი იცვლება ადამიანის განვითარების მსვლელობისას.
დღეს რაც სწორად ითვლება მომავალ თაობები არასწორად აღიარებენ. ეს ეხება სულიერ მოძრაობებსაც. რაც მართებული იყო შუა საუკუნეების როზენკროიცერებისათვის დღეს მართებული უკვე აღარ არის. ადამიანები დღეს არამარტო მეტს ითხოვენ, არამედ ითხოვენ განსხვავებულსაც. დღეს შეუძლებელია იმოქმედო ისე, როგორც როზენკროიცერები მოქმედებდნენ წარსულ საუკუნეებში. ისინი ვისაც დღეს სურს ხალხს დაეხმაროს, არიან სწორედ იმათი მოწაფეები, ვინც წინა საუკუნეებში მოითხოვდა, რომ ადამიანის გონებას უნდა განესაჯა ყველაფერი (შენიშვნა N28).
მოდით, კიდევ უფრო უკან გადავინაცვლოთ ადამიანის განვითარებაში: ქრისტიანობის დაარსების დროს ჯერ კიდევ შეიძლებოდა გრძნობებზე ზემოქმედება. მაშინ შეიძლებოდა „რწმენაზე“ დაყრდნობა. თუმცა, დღეს ასეთ „რწმენას“ ვეღარ მივმართავთ.
მომავალი ისტორია მე-18 და მე-19 საუკუნეებში როზენკროიცერმა მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ჩვენ მხოლოდ ხარკს ვუხდით ჩვენს ეპოქას, როდესაც ჩვენ დღეს გონებას მივმართავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის დავიხსომით - ჩვენ ვაძლევთ, მაგრამ ყოველთვის თანამედროვე ადამიანია მომთხოვნი(შენიშვნა N29).
ზოგადად ითვლება, რომ სიმართლის ჩაწვდომა ადვილია. ნამდვილად ასეა? ინტელექტს შეუძლია ყველაფერი გაიგოს, მაგრამ იგი ყველაზე უძლურია რეალურად ჩაერიოს შინაგან მოვლენებში. ინტელექტი ვერასოდეს ჩაწვდება შიგნიდან. ინტელექტს მხოლოდ გარედან ძალუძს საგნების გაგება. დღეს რა ხდება კვლევებში? ცხოველები და პლანეტები ქიმიურად გამოკვლეულია. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნივთიერებები როგორ ურთიერთმოქმედებენ, როგორ ინელებენ საჭმელს, რა ხდება კვლევისას? ის ორგანიზდება აზროვნებით და ინტელექტის დახმარებით. ეს კეთდება ინტელექტის მეშვეობით. მაგრამ ცხოვრების ფაქტებთან ამ გზით მიახლოებულმა ინტელექტმა ორგანიზებითა და კომბინირებით ამავე დროს განდევნა სიცოცხლე ყველაფრიდან. ინტელექტუალურმა მეცნიერებამ დიდი გზა გაიარა. მან გასაოცარ შედეგებს მიაღწია. ეს რა თქმა უნდა ჩვენს მიერ სრულად აღიარებულია.
1875 წელს ჰეკელის სტუდენტებმა ჰერტვიგმა და შტრასბურგერმა გამოიკვლიეს უჯრედებს შორის კავშირი და ნათელი მოჰფინეს განაყოფიერების პროცესს. დღეს გარეგანმა მეცნიერებამ უკვე გაიგო როგორ ფორმირდება პიროვნება. პიროვნების დაბადება 1875 წელს დაინახეს, თუმცა მეცნიერებამ გვერდი აუარა უმაღლეს ინდივიდუალობას (შენიშვნა N30).
თუ ჩვენ გავიხედავთ შორს წარსულში, ვნახავთ რომ ადრინდელ საუკუნეებში ხედავდნენ ადამიანის არსის ბირთვს. ისინი ამ ბირთვზეც საუბრობდნენ. ახლანდელმა მეცნიერებამ სრულიად მოწყვიტა ადამიანი სულიერი საფუძვლიდან. მეცნიერება მხოლოდ იმას ამბობს, რომ ადამიანში მატერიალური გრძნობები და სურვილები ცხოვრობს. ყველაფერში ეძებენ მატერიალურ მიზეზებს, რომლებიც შემდგომი თაობების მსოფლმხედველობის საფუძველია.
თუ ვინმეს სურს ჭეშმარიტების აღქმა, დღეს სულიერიც უნდა დაემატოს. კარმის და რეინკარნაციის დოქტრინა, ბედის ურთიერთკავშირი არის ამის ნაწილი. დაღმავალი გონება სრულიად უძლურია. მაგრამ როდესაც ის აღმასვლაშია კვლავ პროდუქტიული ხდება. ადამიანებს წარსულში არა მხოლოდ გონება ჰქონდათ. რეინკარნაციისა და კარმის დოქტრინიდან წარმოშობილი აზრებიდან მოედინება უმაღლესი სულიერი ძალები.
მე მალე ვიტყვი წევრებთან რა იყო ქრისტიანობის გაჩენაში ჩართული. ჩვენთვის აუცილებელი იქნება გავარკვიოთ ქრისტიანობის დაარსების შესახებ. მე ვეცდები ქრისტიანობა გასაგები გავხადო დაარსების დროს არსებული ფორმით.