თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

წინამძღვარი

თეოსოფია და ოკულტიზმი

ავტორი: რუდოლფ შტაინერი

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

(რუდოლფ შტაინერმა ლექციების ეს სერია 1903 წელს ბერლინში თეოსოფიური საზოგადოების წევრებისათვის წაიკითხა, იგი სავარაუდოდ არასრულყოფილია რისი დასკვნის გაკეთების საშუალებას, თავათ წანამძღვარში გაჟღერებული ინფორმაცია გვაძლევს, რომელიც  იშველიებს რუდოლფ შტაინერის სტენოგრაფისტის ვალტერ ვეგელანის მოგონებას, რომ თავიდან ლექციებს ცოტა ადამიანი ესწრებოდა და ჩანაწერები არ გაკეთებულა, ასევე ის ინფორმაციაც, რომ თავიდან 13 ლექცია ვრცელდებოდა და შემდგომ მას დაემატა კიდევ ორი ლექცია, ასევე შეიძლება ამას მიუთებდეს თეოსოფიური საზოგადოების გერმანული სექციის აქტიური წევრის კლარა მოტცკუს მოგონებაც, რომ ზაფხულში მის სახლში ლექციები კვირაში ორჯერ იმართებოდა. 

ეს ის პერიოდია, როდესაც რუდოლფ შტაინერი მეცნიერული მუშაობიდან ნელ-ნელა სრულად ეზოთერიული მუშაობისაკენ გადადის. იგი უკვე არის თეოსოფიური საზოგადოების აქტიური წევრი (1902 წლიდან), თუმცა მისი მიდგომა უფრო მეცნიერული და კრიტიკული იყო ელენა ბლავაცკაიას მისტიური ელემენტებთან შედარებით, თანაც რუდოლფ შტაინერი ხაზს უფრო მეტად უსვამდა ქრისტიანულ ელემენტებს (მაგ., ქრისტეს როლი ევოლუციაში და ა.შ.) და ევროპულ ტრადიციებს, ხოლო თეოსოფიური საზოგადოების სხვა წევრები უფრო აღმოსავლურ მისტიციზმს აძლევდნენ უპირატესობას. 

ლექციებში გაჟღერებული ცალკეული საკითხი შემდგომში დეტალურად დამუშავდა მის ფუნდამენტურ ნაშრომებში, რომლებიც წიგნების სახითაა გამოცემული.

ლექციიების ეს ციკლი ნათარგმნია ინგლისურად, საიდანაც ითარგმნა ქართულ ენაზე)

 

წანამძღვარი

აქ გამოქვეყნებული თხუთმეტი ლექციიდან ცამეტი (გარდა 1903 წლის 13 და 20 ოქტომბრის ლექციებისა) ათეული წლების განმავლობაში ტრიალებდა, როგორც რუდოლფ შტაინერის “ოკულტური გაკვეთილების” ჩანაწერები. ლოთარ არნო ვოლკემ (1926-1996) ეს ლექციები თავის საქაღალდეში შეაგროვა, სადაც თითოეულ “ოკულტური საათს” ჰქონდა საკუთარი ყდა შენიშვნით - “კლარა მოტცკუსთან, შლიუტერშტრასეზე”. ამის გამო, ეს “საათები” ასევე მოხსენიებულია, როგორც “მოტცკუს საათები”. “ვილკეს ტრადიციის” მიხედვით, ეს “საათები”, დათარიღებული იყო 1903 წლის შემოდგომის პარასკევებით. მიუხედავად ამისა მითითებული თარიღები არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტად. როგორც უკვე აღვნიშნეთ ლექციების ადგილად მითითებულია კლარა მოტცკუს ბინა (თეოსოფიური საზოგადოების გერმანული სექციის პირველი აუდიტორი).

1903 წლის 13 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ორი დამატებითი ლექცია, ამ ტომში ხელმისაწვდომია, გაურკვეველი წარმომავლობის ხელნაწერების სახით.  თარიღისა და შინაარსის გამო ისინი გამოქვეყნდა ამ ტომში მოცემულ სხვა ცამეტ ლექციასთან ერთად.

1903 წლის მარტში თეოსოფიური საზოგადოების ყოფილი რეზიდენცია ბერლინში, კაიზერ ფრიდრიჰშტრასსე 54ა ბერლინში, რომელიც ეკუთვნოდა გრაფ და გრაფინია ბროკდორფს დაცარიელდა. თეოსოფიური ბიბლიოთეკა დროებით გადაიტანეს კლარა მოტცკუს ბინაში (შარლოტენბურგი, შლიუტერშტრასსე 62) მომდევნო თვეების განმავლობაში. 1903 წლის მარტიდან ოქტომბრამდე თეოსოფიური საზოგადოების წევრთა ყველა ღონისძიება იმართებოდა იქ. 1903 წლის აგვისტოში, “ვაჰანმა” (შენიშვნა N1) გამოაცხადა კიდევ ერთი რეგულარული ღონისძიება: “გარდა ამისა ზოგადად ხელმისაწვდომი ლექციის და დისკუსიის საღამო (ფრაუ მოტცკუსთან) იქნება ყოველ პარასკევს 19:00 საათზე ზაფხულის განმავლობაში” და 1903 წლის სექტემბერში ყოველკვირეული ლექციები და დისკუსიები საღამოს, პარასკეობით 19:00 საათზე (შარლოტენბურგი, შლიუტერშტრასე 62, კლარა მოტცკუს სახლში) ასევე გაგრძელდება მთელი სექტემბრის განმავლობაში.“

ვალტერ ვეგელანი (1880-1959), რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც რუდოლფ შტაინერის სტენოგრაფისტი, იმ დროის შესახებ წერს: “1903 წლის ზაფხულში {…} ჩვენ ვიყავით წევრის პატარა კერძო ბინაში. მათ ვისაც ჰქონდათ სპეციფიური შეკითხვები და ა.შ. შესაძლებლობა ჰქონდათ მოსულიყვნენ ადრე ექვსი საათისათვის და ჩვენ ვჯდებოდით მრგვალი მაგიდასთან დოქტორ შტაინერთან. თუ დამსწრეთაგანი რაიმეს ვერ გაიგებდა დოქტორი შტაინერი თავიდან იწყებდა ახსნას”. ამ ღონისძიებებზე 1902/03 წლებში, რომელსაც თავიდან ცოტა ადამიანი ესწრებოდა ჩანაწერები არ გაკეთებულა.

1903 წლის 23 ოქტომბერს დათარიღებულ წერილში კლარა მოტცკუ ირმგარდ ნებელს წერს: “შეხვედრები ჩემთან კვირაში ორჯერ იმართებოდა ზაფხულის განმავლობაში. ორი კვირით ადრე წრე დღითიდღე იზრდებოდა და დრო იყო უფრო დიდ ადგილას გადავსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ დივანზე უკვე სამ-სამი ადამიანი იჯდა, საბოლოოდ სამზარეულოს სკამების ყიდვა მომიწია. ჩემს პატარა საცხოვრებელში 37 ადამიანი ვიყავით. დოქტორი შტაინერი უფრო დიდი სიღრმეებიდან იღვრება მსმენელებზე”. 

შეიძლება დავასკვნათ, რომ აქ არსებული ლექციების ნაწილი უადრეს 1903 წლის 09 ოქტომბრიდან და უგვიანეს 1903 წლის 16 ოქტომბრიდან აღარ იმართებოდა კლარა მოტცკუს ბინაში.

 

სარჩევი

1. ევოლუციის სპეციალური შემთხვევა: კარდინალი ნიკოლას კუზანელი

2. ტამპლიერი რაინდების შესახებ

3. საიდუმლოებები და მათი დაცვა

4. როზენკროიცერები, გრაფი სენ-ჟერმენი და საფრანგეთის რევოლუცია

5. ემბრიოლოგია, სქესობრივი გამრავლება

6. ფუტკრის სიმბოლო, ევოლუცია დედამიწაზე, კამალოკა, დევახანა, უკვდავება

7. ადამიანის ტანჯვის წარმოშობა და მნიშვნელობა, მემკვიდრეობითი დაავადებები

8. ინკარნაციების თანმიმდევრობა, ხელახლა განსხეულება ბავშვის სიკვდილის დროს, მაღალი ინდივიდუალობების ხელახლა დაბადება

9. ბოროტების წარმოშობის შესახებ

10. მსოფლიო სამართლიანობა, სიბრძნით სავსე მსოფლიო გეგმა, სულთმოფენობის დღესასწაულის სიმბოლო

11. სიკეთისა და ბოროტების შესახებ

12. სამი ლოგოსი და ადამიანი, ცნობიერების შვიდი საფეხური

13. ადამიანის განვითარება - მთვარე და დედამიწა.

14. მისტერიები და საიდუმლო სკოლები, ვეგეტარიანელობა, პითაგორა, საკვები და ტემპერამენტი

15. სიბრძნის, გრძნობის და ნების ინიციაცია. თეოსოფიური სულიერი მიმდინარეობის ან თეოსოფიის ზოგადი ამოცანა

შენიშვნები

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff